პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კარდიალური თერაპია

ნორადრენალინი (ტარტრატი) აგუეტანტი 2მგ/მლ (სულფიტებისგან თავისუფალი)

NORADRENALINE (TARTRATE) AGUETTANT 2mg/mL (SANS SULFITES)

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადსაფრანგეთი
მოქმედი ნივთიერება
ნორეპინეფრინი (norepinephrine)
ფორმა და შეფუთვა
8მგ/4მლ (2მგ/მლ) 4მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ამპულა №10
მწარმოებელი
HAUPT PHARMA LIVRON, საფრანგეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კარდიალური თერაპია, ადრენერგული და დოფამინერგული საშუალებები
ATC კოდი
C01CA03
რეგისტრაციის ნომერი
რ-034927
რეგისტრირებულია
11 აპრილი 2022, მოქმედებს 11 აპრილი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ნიუფარმ ჯორჯია“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებანორადრენალინი (ტარტრატი) აგუეტანტი 2მგ/მლ (სულფიტებისგან თავისუფალი) და სხვა წამალი ერთად

ნორადრენალინი (ტარტრატი) აგუეტანტი 2მგ/მლ (სულფიტებისგან თავისუფალი) — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

დოზა უნდა შეირჩეს პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მიხედვით. საწყისი რეკომენდებული დოზა არის ნორადრენალინის ტარტრატის 0.1-0.3 მკგ/კგ/წთ.

სეპტიკური შოკის ან ჰემორაგიული შოკის მკურნალობის დროს ზოგჯერ გამოიყენება 3-5 მკგ/კგ/წთ დოზები. ინფუზიის დაწყებისთანავე, უნდა მოხდეს ნორადრენალინის ტარტრატის დოზის ტიტრირება თანდათან გაზრდით საშუალო არტერიულ წნევაში გამოვლენილი ეფექტების შესაბამისად.

ინფუზიის კონტროლი ხდება ელექტრო შპრიცის დგუშის ან მოცულობითი ტუმბოს გამოყენებით.

ინფუზიის სიჩქარე უნდა დაანგარიშდეს შემდეგი ფორმულის გამოყენებით:

სიჩქარე (მლ/სთ) = დოზა (მკგ/კგ/წთ) x წონა (კგ) x 60 წთ

განზავება (მგ/მლ) x 1000

საჭმლის მომნელებელ ტრაქტში სისხლდენის განვითარების შემთხვევაში, კუჭის გამორეცხვის მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნას 8-16 მგ ნორადრენალინი დამატებული გაყინულ ფიზიოლოგიურ შრატს.

პრეპარატის მიღების წესი

პრეპარატი მიიღება მხოლოდ ინტრავენური გზით. აუცილებელია ექიმის დანიშნულების ზედმიწევნით დაცვა.

პრეპარატის შეყვანის გზა აუცილებლად უნდა იყოს ინტრავენური. ექსტრავაზაციამ შეიძლება გამოიწვიოს ინტენსიური ადგილობრივი ვაზოკონსტრიქცია და შესაძლოა განვითარდეს ქსოვილების ნეკროზი. სასურველია ცენტრალური ვენური გზის გამოყენება.

ნორადრენალინი (ტარტრატი) აგუეტანტი 2 მგ/მლ (სულფიტებისგან თავისუფალი), საინფუზიო ხსნარის კონცენტრატი ინტრავენური ინფუზიის წინ უნდა განზავდეს, როგორც წესი, გლუკოზის იზოტონურ ან ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში. არ შეიძლება ნორადრენალინის შერევა სხვა პრეპარატებთან.

ამპულების გახსნის ინსტრუქციები

ამპულის ყელის ძირში წარმოდგენილია თხელი მოტეხვის ადგილი, მითითებული ფერადი წერტილით.

ამპულა დაიკავეთ ისე, რომ ფერადი წერტილი თქვენკენ იყოს მომართული. ამპულის გახსნა მარტივად არის შესაძლებელი, თუ ცერა თითს მოვათავსებთ ფერად წერტილზე და დავაჭერთ ქვემოთ მიმართული სახით, როგორც ეს ნაჩვენებია შემდეგ სურათზე.

ნორადრენალინი (ტარტრატი) აგუეტანტი 2 მგ/მლ (სულფიტებისგან თავისუფალი), საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის ჭარბი დოზირების შემთხვევაში:

სასწრაფოდ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.

სიფრთხილის ზომები

ნორადრენალინი (ტარტრატი) აგუეტანტი 2 მგ/მლ (სულფიტებისგან თავისუფალი), საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

განსაკუთრებული მითითებანი

ნორადრენალინი (ტარტრატი) აგუეტანტი 2 მგ/მლ (სულფიტებისგან თავისუფალი), საინფუზიო ხსნარის კონცენტრატი უკუნაჩვენებია იმ ჰიპოტენზიურ პაციენტებში, რომლებშიც ცირკულატორული კოლაფსი დაკავშირებულია ჰიპოვოლემიასთან (სისხლის არსებული მოცულობის შემცირება), გარდა გადაუდებელი ზომის შემთხვევისა კორონარული და თავის ტვინის არტერიებისათვის მიწოდების შესანარჩუნებლად, სანამ შესაძლებელი გახდება სისხლის მოცულობის ჩამანაცვლებელი თერაპიის დაწყება.

ექსტრავაზაციის რისკი

თქვენი ექიმი შეამოწმებს საინფუზიო უბანს, რათა მიიღოს შესაბამისი სიფრთხილის ზომები გარშემო არსებულ ქსოვილებში სითხის გაჟონვის პრევენციისთვის.

განსაკუთრებული მითითებანი გამოყენებისათვის

ნორადრენალინი (ტარტრატი) აგუეტანტი 2 მგ/მლ (სულფიტებისგან თავისუფალი), საინფუზიო ხსნარის კონცენტრატი სათანადო სიფრთხილით გამოიყენება შემდეგი დარღვევების დროს:

მარცხენა პარკუჭის სერიოზული დისფუნქცია

გულის მწვავე უკმარისობა (სტენოკარდია)

ახლახანს გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა)

მკურნალობის დროს განვითარებული გულის რითმის დარღვევები. ამ უკანასკნელის შემთხვევაში აუცილებელია დოზის შემცირება.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ჰიპერთიროიდიზმი ან შაქრიანი დიაბეტი.

ნორადრენალინის ინფუზიის დროს უწყვეტად უნდა მიმდინარეობდეს არტერიული წნევისა და გულის რითმის კონტროლი.

იმ შემთხვევაში, თუ აუცილებელია ნორადრენალინი (ტარტრატი) აგუეტანტი 2 მგ/მლ (სულფიტებისგან თავისუფალი), საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის გამოყენება სისხლთან ან სისხლის პლაზმასთან ერთად, ამ უკანასკნელის შეყვანა უნდა მოხდეს განცალკევებით.

სხვა პრეპარატები და ნორადრენალინი (ტარტრატი) აგუეტანტი 2 მგ/მლ (სულფიტებისგან თავისუფალი), საინფუზიო ხსნარის კონცენტრატი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ადრე ღებულობდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.

ნორადრენალინი (ტარტრატი) აგუეტანტი 2 მგ/მლ (სულფიტებისგან თავისუფალი), საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის გამოყენება არ არის რეკომენდებული შემდეგ პრეპარატებთან კომბინაციაში:

საანესთეზიო საშუალებები (განსაკუთრებით საანესთეზიო აირი);

ანტიდეპრესანტები (იმიპრამინი, სეროტონინერგული-ნორადრენერგული);

უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ მიღებული შემდეგი პრეპარატები:

სელექტიური და არასელექტიური მაო ინჰიბიტორები

ლინეზოლიდი (ანტიბიოტიკი)

მეთილენის ლურჯი

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე ან გეგმავთ დაორსულებას, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე რეკომენდაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ჩვენებების გათვალისწინებით, ნორადრენალინი ორსულობის დროს გამოიყენება აუცილებლობის შემთხვევაში.

მიუხედავად ამისა, გათვალისწინებულ უნდა იქნას პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფაქტობრივად, ნორადრენალინს შეუძლია დაარღვიოს პლაცენტის პერფუზია და გამოიწვიოს ნაყოფის ბრადიკარდია.

ასევე შესაძლებელია გამოავლინოს შეკუმშვის ეფექტი ორსულის საშვილოსნოზე და გამოიწვიოს ნაყოფის ასფიქსია გვიანი ორსულობის დროს.

ძუძუთი კვების დროს ნორადრენალინის გამოყენების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის.

ნორადრენალინი (ტარტრატი) აგუეტანტი 2 მგ/მლ (სულფიტებისგან თავისუფალი), საინფუზიო ხსნარის კონცენტრატი შეიცავს ნატრიუმს:

აღნიშნული პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს თითო 4 მლ-იან ამპულაში, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ის არის არსებითად „ნატრიუმისგან თავისუფალი“.

აღნიშნული პრეპარატი შეიცავს 26.4 მგ ნატრიუმს (საკვები/მაგიდის მარილის მთავარ კომპონენტს) თითო 8 მლ-იან ამპულაში, რაც მოზრდილისათვის ნატრიუმის რეკომენდებული მაქსიმალური დღიური დიეტური მოხმარების 1.3%-ის ექვივალენტურია.

  • ნორადრენალინი (ტარტრატი) აგუეტანტი 2 მგ/მლ (სულფიტებისგან თავისუფალი), საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის შენახვის წესი

გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს სიმპტომები ყველა პაციენტში არ ვლინდება.

სისხლძარღვოვანი დარღვევები: მაღალი არტერიული წნევა, ზოგიერთი ორგანოსათვის ჟანგბადის მიწოდების შემცირება, კიდურებისა და სახის გაციება და სიფერმკრთალე, განგრენა (მტკივნეული და ცივი კიდურები, მეწამულიდან ძალიან მუქი / შავი შეფერილობით, ქსოვილის კვდომასთან ერთად).

გულის მხრივ დარღვევები: აჩქარებული ან შენელებული გულის რითმი, არარეგულარი გულისცემა, აჩქარებული გულისცემა, გულის კუნთის კუმშვადობის მომატება, გულის მწვავე უკმარისობა.

ნერვული სისტემის დარღვევები: შფოთვა, თავის ტკივილი, ტრემორი და პირღებინება.

თირკმლის და საშარდე გზების დარღვევები: შარდის შეკავება.

რესპირატორული დარღვევები: სუნთქვის უკმარისობა ან გაძნელება, დისპნოე (სუნთქვის გაძნელება).

ადგილობრივი: ინექციის უბანზე გაღიზიანების და ნეკროზის რისკი (უჯრედის დაზიანება, რაც იწვევს ქსოვილში უჯრედების სიკვდილს).

თვალის მხრივ დარღვევები: მწვავე გლაუკომა.

ვაზოპრესორის უწყვეტმა შეყვანამ არტერიული წნევის შესანარჩუნებლად სისხლის მოცულობის ჩანაცვლების გარეშე შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სიმპტომები:

მძიმე პერიფერიული და ვისცერალური ვაზოკონსტრიქცია,

თირკმელში სისხლის ნაკადის შემცირება,

შარდის წარმოქმნის შემცირება,

ჰიპოქსია,

შრატში ლაქტატის დონეების მომატება.

ჰიპერმგრძნობელობის ან ჭარბი დოზირების შემთხვევაში, უფრო მეტი სიხშირით შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი ეფექტები: არტერიული ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა), ფოტოფობია (სინათლის ვიზუალური აღქმის უჩვეულო დარღვევა), ტკივილი მკერდის ძვლის უკან (ტკივილი გულმკერდის არეში), ფარინგეალური ტკივილი (ყელის ტკივილი), სიფერმკრთალე, გაძლიერებული ოფლიანობა და პირღებინება.

გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგება

გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს. აღნიშნული ეხება ნებისმიერ გვერდით მოვლენას, იმ მოვლენების ჩათვლით, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე შეფუთვის ჩანართში. გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგება შეიძლება პირდაპირ ეროვნული ანგარიშგების სისტემის საშუალებით:

საფრანგეთი: Agence Nationale de sécurité du médicament et des produits de santé (ANSM) (წამლისა და ჯანდაცვის პროდუქტების უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო) და Centres Régionaux de Pharmacovigilance (რეგიონალური ფარმაკოუსაფრთხოების ცენტრების) ქსელი - ვებ-გვერდი: www.signalement-sante.gouv.fr.

მალტა: ADR Reporting

ვებ-გვერდი: www.medicinesauthority.gov.mt/adrportal

გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგებით, თქვენ ხელს შეუწყობთ უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებას აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

  • ნორადრენალინი (ტარტრატი) აგუეტანტი 2 მგ/მლ (სულფიტებისგან თავისუფალი), საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება ბავშებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ამპულაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის თარიღი აღნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.

განზავებამდე: პრეპარატი ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში. შეინახეთ გარე შეფუთვაში, სინათლისგან დაცულ ადგილზე.

განზავების შემდეგ: პრეპარატის ფიზიკოქიმიური სტაბილურობა განზავების შემდეგ (გლუკოზის 5%-იან ან ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იან ხსნარში) გამოვლინდა 48 საათის განმავლობაში 250C ტემპერატურაზე. თუმცა, მიკრობიოლოგიური სისუფთავის თვალსაზრისით, პრეპარატის გამოყენება განზავებისთანავე უნდა მოხდეს. თუ პრეპარატის გამოყენება არ მოხდება დაუყოვნებლივ, შენახვის ხანგრძლივობასა და პირობებზე პასუხს აგებს მხოლოდ მომხმარებელი და, როგორც წესი, ის არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს 250C ტემპერატურაზე პლასტმასის შპრიცში ელექტრო შპრიცის დგუშის შემთხვევაში.

შეყვანამდე უნდა მოხდეს პრეპარატის ვიზუალური დათვალიერება. გამოიყენება მხოლოდ გამჭვირვალე, ოდნავ ყვითელი ხსნარი, მყარი ნაწილაკების ან ნალექის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატი არის ვარდისფერი ან უფრო მუქი, ვიდრე ღია ყვითელი, ან შეიცავს ნალექს, მისი გამოყენება არ შეიძლება.

არ შეიძლება პრეპარატის გადაგდება კანალიზაციასა თუ საყოფაცხოვრებო ნაგავში. არასაჭირო პრეპარატის უტილიზაციასთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ჭარბი დოზა

კანის ვაზოკონსტრიქცია (სისხლძარღვების შევიწროვება), ნაწოლები, ცირკულატორული კოლაფსი და ჰიპერტენზია.

ჭარბ დოზირებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, სასწრაფოდ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, რომელიც შესაბამის ზომებს მიიღებს. რეკომენდებულია დოზის შემცირება, შესაძლებლობის შემთხვევაში.

შემადგენლობა

ნორადრენალინი (ტარტრატი) აგუეტანტი 2 მგ/მლ (სულფიტებისგან თავისუფალი), საინფუზიო ხსნარის კონცენტრატი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

ნორადრენალინის ტარტრატი ........................................................................................ 2 მგ

1 მლ საინექციო ხსნარისათვის.

ან 8 მგ ნორადრენალინის ტარტრატი (ნორადრენალინის ფუძის 4 მგ-ის ექვივალენტური) ერთი 4 მლ-იანი ამპულისათვის.

ან 16 მგ ნორადრენალინის ტარტრატი (ნორადრენალინის ფუძის 8 მგ-ის ექვივალენტური) ერთი 8 მლ-იანი ამპულისათვის.

სხვა დამხმარე კომპონენტებია:

ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან ქლორწყალბადმჟავა (qs pH = 3.0 – 4.0), საინექციო წყალი.

ნორადრენალინი (ტარტრატი) აგუეტანტი 2 მგ/მლ (სულფიტებისგან თავისუფალი), საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის აღწერილობა და შეფუთვის შემცველობა

აღნიშნული პრეპარატის წარმოება ხდება საინექციო ხსნარის კონცენტრატის სახით 4 მლ ან 8 მლ-იან ამპულებში. კოლოფში წარმოდგენილია 10, 50 ან 100 ამპულა.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სარეკომენდაციო ვერსია

ნორადრენალინი (ტარტრატი) აგუეტანტი

2 მგ/მლ (სულფიტებისგან თავისუფალი),

საინფუზიო ხსნარის კონცენტრატი

ნორადრენალინის ტარტრატი

პრეპარატის მიღებამდე ყურადღების გაეცანით წინამდებარე შეფუთვის ჩანართს, ვინაიდან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

შეინახეთ ეს შეფუთვის ჩანართი. შეიძლება მისი წაკითხვა ისე დაგჭირდეთ.

რაიმე დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

აღნიშნული პრეპარატი დაგინიშნეს მხოლოდ თქვენ. ნუ გადასცემთ მას სხვას. პრეპარატმა შეიძლება ზიანის მიაყენოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები თქვენსას ემთხვევა.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, დაუკავშირდით თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული ეხება იმ შესაძლო გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი წინამდებარე შეფუთვის ჩანართში. იხილეთ პუნქტი 4.

შეფუთვის ჩანართის შინაარსი:

რა არის ნორადრენალინი (ტარტრატი) აგუეტანტი 2 მგ/მლ (სულფიტებისგან თავისუფალი), საინფუზიო ხსნარის კონცენტრატი და რისთვის გამოიყენება იგი

რა უნდა ვიცოდეთ ნორადრენალინი (ტარტრატი) აგუეტანტი 2 მგ/მლ (სულფიტებისგან თავისუფალი), საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის გამოყენებამდე

ნორადრენალინი (ტარტრატი) აგუეტანტი 2 მგ/მლ (სულფიტებისგან თავისუფალი), საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის გამოყენების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ნორადრენალინი (ტარტრატი) აგუეტანტი 2 მგ/მლ (სულფიტებისგან თავისუფალი), საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის შენახვის წესი

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

  • რა არის ნორადრენალინი (ტარტრატი) აგუეტანტი 2 მგ/მლ (სულფიტებისგან თავისუფალი), საინფუზიო ხსნარის კონცენტრატი და რისთვის გამოიყენება იგი

ფარმაკოთერაპიული კლასი: კარდიომასტიმულირებელი საშუალებები, გარდა საგულე გლიკოზიდებისა.

ათქ კოდი: C01CA03

აღნიშნული პრეპარატი გამოიყენება კოლაფსის გაუდაუდებელი მკურნალობისას და არტერიული წნევის აღდგენისა და კონტროლის დროს.

კუჭის ადგილობრივი ამორეცხვის დროს, ნორადრენალინი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში სისხლდენების სამკურნალოდ ჩვეულებრივ მკურნალობასთან ერთად.

  • რა უნდა ვიცოდეთ ნორადრენალინი (ტარტრატი) აგუეტანტი 2 მგ/მლ (სულფიტებისგან თავისუფალი), საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის გამოყენებამდე

ნორადრენალინი (ტარტრატი) აგუეტანტი 2 მგ/მლ (სულფიტებისგან თავისუფალი), საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის გამოყენება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ:

აღგენიშნებათ ალერგია ნორადრენალინის შემცველი პრეპარატის ან ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა ნივთიერების მიერ (ჩამონათვალი იხილეთ მე-6 პუნქტში).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ნორადრენალინი (ტარტრატი) აგუეტანტი 2 მგ/მლ (სულფიტებისგან თავისუფალი), საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

განსაკუთრებული მითითებანი

ნორადრენალინი (ტარტრატი) აგუეტანტი 2 მგ/მლ (სულფიტებისგან თავისუფალი), საინფუზიო ხსნარის კონცენტრატი უკუნაჩვენებია იმ ჰიპოტენზიურ პაციენტებში, რომლებშიც ცირკულატორული კოლაფსი დაკავშირებულია ჰიპოვოლემიასთან (სისხლის არსებული მოცულობის შემცირება), გარდა გადაუდებელი ზომის შემთხვევისა კორონარული და თავის ტვინის არტერიებისათვის მიწოდების შესანარჩუნებლად, სანამ შესაძლებელი გახდება სისხლის მოცულობის ჩამანაცვლებელი თერაპიის დაწყება.

ექსტრავაზაციის რისკი

თქვენი ექიმი შეამოწმებს საინფუზიო უბანს, რათა მიიღოს შესაბამისი სიფრთხილის ზომები გარშემო არსებულ ქსოვილებში სითხის გაჟონვის პრევენციისთვის.

განსაკუთრებული მითითებანი გამოყენებისათვის

ნორადრენალინი (ტარტრატი) აგუეტანტი 2 მგ/მლ (სულფიტებისგან თავისუფალი), საინფუზიო ხსნარის კონცენტრატი სათანადო სიფრთხილით გამოიყენება შემდეგი დარღვევების დროს:

მარცხენა პარკუჭის სერიოზული დისფუნქცია

გულის მწვავე უკმარისობა (სტენოკარდია)

ახლახანს გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა)

მკურნალობის დროს განვითარებული გულის რითმის დარღვევები. ამ უკანასკნელის შემთხვევაში აუცილებელია დოზის შემცირება.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ჰიპერთიროიდიზმი ან შაქრიანი დიაბეტი.

ნორადრენალინის ინფუზიის დროს უწყვეტად უნდა მიმდინარეობდეს არტერიული წნევისა და გულის რითმის კონტროლი.

იმ შემთხვევაში, თუ აუცილებელია ნორადრენალინი (ტარტრატი) აგუეტანტი 2 მგ/მლ (სულფიტებისგან თავისუფალი), საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის გამოყენება სისხლთან ან სისხლის პლაზმასთან ერთად, ამ უკანასკნელის შეყვანა უნდა მოხდეს განცალკევებით.

სხვა პრეპარატები და ნორადრენალინი (ტარტრატი) აგუეტანტი 2 მგ/მლ (სულფიტებისგან თავისუფალი), საინფუზიო ხსნარის კონცენტრატი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ადრე ღებულობდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.

ნორადრენალინი (ტარტრატი) აგუეტანტი 2 მგ/მლ (სულფიტებისგან თავისუფალი), საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის გამოყენება არ არის რეკომენდებული შემდეგ პრეპარატებთან კომბინაციაში:

საანესთეზიო საშუალებები (განსაკუთრებით საანესთეზიო აირი);

ანტიდეპრესანტები (იმიპრამინი, სეროტონინერგული-ნორადრენერგული);

უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ მიღებული შემდეგი პრეპარატები:

სელექტიური და არასელექტიური მაო ინჰიბიტორები

ლინეზოლიდი (ანტიბიოტიკი)

მეთილენის ლურჯი

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე ან გეგმავთ დაორსულებას, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე რეკომენდაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ჩვენებების გათვალისწინებით, ნორადრენალინი ორსულობის დროს გამოიყენება აუცილებლობის შემთხვევაში.

მიუხედავად ამისა, გათვალისწინებულ უნდა იქნას პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფაქტობრივად, ნორადრენალინს შეუძლია დაარღვიოს პლაცენტის პერფუზია და გამოიწვიოს ნაყოფის ბრადიკარდია.

ასევე შესაძლებელია გამოავლინოს შეკუმშვის ეფექტი ორსულის საშვილოსნოზე და გამოიწვიოს ნაყოფის ასფიქსია გვიანი ორსულობის დროს.

ძუძუთი კვების დროს ნორადრენალინის გამოყენების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის.

ნორადრენალინი (ტარტრატი) აგუეტანტი 2 მგ/მლ (სულფიტებისგან თავისუფალი), საინფუზიო ხსნარის კონცენტრატი შეიცავს ნატრიუმს:

აღნიშნული პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს თითო 4 მლ-იან ამპულაში, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ის არის არსებითად „ნატრიუმისგან თავისუფალი“.

აღნიშნული პრეპარატი შეიცავს 26.4 მგ ნატრიუმს (საკვები/მაგიდის მარილის მთავარ კომპონენტს) თითო 8 მლ-იან ამპულაში, რაც მოზრდილისათვის ნატრიუმის რეკომენდებული მაქსიმალური დღიური დიეტური მოხმარების 1.3%-ის ექვივალენტურია.

  • ნორადრენალინი (ტარტრატი) აგუეტანტი 2 მგ/მლ (სულფიტებისგან თავისუფალი), საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის შენახვის წესი

დოზირება

დოზა უნდა შეირჩეს პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მიხედვით. საწყისი რეკომენდებული დოზა არის ნორადრენალინის ტარტრატის 0.1-0.3 მკგ/კგ/წთ.

სეპტიკური შოკის ან ჰემორაგიული შოკის მკურნალობის დროს ზოგჯერ გამოიყენება 3-5 მკგ/კგ/წთ დოზები. ინფუზიის დაწყებისთანავე, უნდა მოხდეს ნორადრენალინის ტარტრატის დოზის ტიტრირება თანდათან გაზრდით საშუალო არტერიულ წნევაში გამოვლენილი ეფექტების შესაბამისად.

ინფუზიის კონტროლი ხდება ელექტრო შპრიცის დგუშის ან მოცულობითი ტუმბოს გამოყენებით.

ინფუზიის სიჩქარე უნდა დაანგარიშდეს შემდეგი ფორმულის გამოყენებით:

სიჩქარე (მლ/სთ) = დოზა (მკგ/კგ/წთ) x წონა (კგ) x 60 წთ

განზავება (მგ/მლ) x 1000

საჭმლის მომნელებელ ტრაქტში სისხლდენის განვითარების შემთხვევაში, კუჭის გამორეცხვის მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნას 8-16 მგ ნორადრენალინი დამატებული გაყინულ ფიზიოლოგიურ შრატს.

პრეპარატის მიღების წესი

პრეპარატი მიიღება მხოლოდ ინტრავენური გზით. აუცილებელია ექიმის დანიშნულების ზედმიწევნით დაცვა.

პრეპარატის შეყვანის გზა აუცილებლად უნდა იყოს ინტრავენური. ექსტრავაზაციამ შეიძლება გამოიწვიოს ინტენსიური ადგილობრივი ვაზოკონსტრიქცია და შესაძლოა განვითარდეს ქსოვილების ნეკროზი. სასურველია ცენტრალური ვენური გზის გამოყენება.

ნორადრენალინი (ტარტრატი) აგუეტანტი 2 მგ/მლ (სულფიტებისგან თავისუფალი), საინფუზიო ხსნარის კონცენტრატი ინტრავენური ინფუზიის წინ უნდა განზავდეს, როგორც წესი, გლუკოზის იზოტონურ ან ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში. არ შეიძლება ნორადრენალინის შერევა სხვა პრეპარატებთან.

ამპულების გახსნის ინსტრუქციები

ამპულის ყელის ძირში წარმოდგენილია თხელი მოტეხვის ადგილი, მითითებული ფერადი წერტილით.

ამპულა დაიკავეთ ისე, რომ ფერადი წერტილი თქვენკენ იყოს მომართული. ამპულის გახსნა მარტივად არის შესაძლებელი, თუ ცერა თითს მოვათავსებთ ფერად წერტილზე და დავაჭერთ ქვემოთ მიმართული სახით, როგორც ეს ნაჩვენებია შემდეგ სურათზე.

ნორადრენალინი (ტარტრატი) აგუეტანტი 2 მგ/მლ (სულფიტებისგან თავისუფალი), საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის ჭარბი დოზირების შემთხვევაში:

სასწრაფოდ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.

ჭარბი დოზირების შემთხვევაში, შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი: კანის ვაზოკონსტრიქცია (სისხლძარღვების შევიწროვება), ნაწოლები, ცირკულატორული კოლაფსი და ჰიპერტენზია.

ჭარბ დოზირებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, სასწრაფოდ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, რომელიც შესაბამის ზომებს მიიღებს. რეკომენდებულია დოზის შემცირება, შესაძლებლობის შემთხვევაში.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს სიმპტომები ყველა პაციენტში არ ვლინდება.

სისხლძარღვოვანი დარღვევები: მაღალი არტერიული წნევა, ზოგიერთი ორგანოსათვის ჟანგბადის მიწოდების შემცირება, კიდურებისა და სახის გაციება და სიფერმკრთალე, განგრენა (მტკივნეული და ცივი კიდურები, მეწამულიდან ძალიან მუქი / შავი შეფერილობით, ქსოვილის კვდომასთან ერთად).

გულის მხრივ დარღვევები: აჩქარებული ან შენელებული გულის რითმი, არარეგულარი გულისცემა, აჩქარებული გულისცემა, გულის კუნთის კუმშვადობის მომატება, გულის მწვავე უკმარისობა.

ნერვული სისტემის დარღვევები: შფოთვა, თავის ტკივილი, ტრემორი და პირღებინება.

თირკმლის და საშარდე გზების დარღვევები: შარდის შეკავება.

რესპირატორული დარღვევები: სუნთქვის უკმარისობა ან გაძნელება, დისპნოე (სუნთქვის გაძნელება).

ადგილობრივი: ინექციის უბანზე გაღიზიანების და ნეკროზის რისკი (უჯრედის დაზიანება, რაც იწვევს ქსოვილში უჯრედების სიკვდილს).

თვალის მხრივ დარღვევები: მწვავე გლაუკომა.

ვაზოპრესორის უწყვეტმა შეყვანამ არტერიული წნევის შესანარჩუნებლად სისხლის მოცულობის ჩანაცვლების გარეშე შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სიმპტომები:

მძიმე პერიფერიული და ვისცერალური ვაზოკონსტრიქცია,

თირკმელში სისხლის ნაკადის შემცირება,

შარდის წარმოქმნის შემცირება,

ჰიპოქსია,

შრატში ლაქტატის დონეების მომატება.

ჰიპერმგრძნობელობის ან ჭარბი დოზირების შემთხვევაში, უფრო მეტი სიხშირით შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი ეფექტები: არტერიული ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა), ფოტოფობია (სინათლის ვიზუალური აღქმის უჩვეულო დარღვევა), ტკივილი მკერდის ძვლის უკან (ტკივილი გულმკერდის არეში), ფარინგეალური ტკივილი (ყელის ტკივილი), სიფერმკრთალე, გაძლიერებული ოფლიანობა და პირღებინება.

გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგება

გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს. აღნიშნული ეხება ნებისმიერ გვერდით მოვლენას, იმ მოვლენების ჩათვლით, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე შეფუთვის ჩანართში. გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგება შეიძლება პირდაპირ ეროვნული ანგარიშგების სისტემის საშუალებით:

საფრანგეთი: Agence Nationale de sécurité du médicament et des produits de santé (ANSM) (წამლისა და ჯანდაცვის პროდუქტების უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო) და Centres Régionaux de Pharmacovigilance (რეგიონალური ფარმაკოუსაფრთხოების ცენტრების) ქსელი - ვებ-გვერდი: www.signalement-sante.gouv.fr.

მალტა: ADR Reporting

ვებ-გვერდი: www.medicinesauthority.gov.mt/adrportal

გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგებით, თქვენ ხელს შეუწყობთ უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებას აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

  • ნორადრენალინი (ტარტრატი) აგუეტანტი 2 მგ/მლ (სულფიტებისგან თავისუფალი), საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება ბავშებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ამპულაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის თარიღი აღნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.

განზავებამდე: პრეპარატი ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში. შეინახეთ გარე შეფუთვაში, სინათლისგან დაცულ ადგილზე.

განზავების შემდეგ: პრეპარატის ფიზიკოქიმიური სტაბილურობა განზავების შემდეგ (გლუკოზის 5%-იან ან ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იან ხსნარში) გამოვლინდა 48 საათის განმავლობაში 250C ტემპერატურაზე. თუმცა, მიკრობიოლოგიური სისუფთავის თვალსაზრისით, პრეპარატის გამოყენება განზავებისთანავე უნდა მოხდეს. თუ პრეპარატის გამოყენება არ მოხდება დაუყოვნებლივ, შენახვის ხანგრძლივობასა და პირობებზე პასუხს აგებს მხოლოდ მომხმარებელი და, როგორც წესი, ის არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს 250C ტემპერატურაზე პლასტმასის შპრიცში ელექტრო შპრიცის დგუშის შემთხვევაში.

შეყვანამდე უნდა მოხდეს პრეპარატის ვიზუალური დათვალიერება. გამოიყენება მხოლოდ გამჭვირვალე, ოდნავ ყვითელი ხსნარი, მყარი ნაწილაკების ან ნალექის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატი არის ვარდისფერი ან უფრო მუქი, ვიდრე ღია ყვითელი, ან შეიცავს ნალექს, მისი გამოყენება არ შეიძლება.

არ შეიძლება პრეპარატის გადაგდება კანალიზაციასა თუ საყოფაცხოვრებო ნაგავში. არასაჭირო პრეპარატის უტილიზაციასთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

ნორადრენალინი (ტარტრატი) აგუეტანტი 2 მგ/მლ (სულფიტებისგან თავისუფალი), საინფუზიო ხსნარის კონცენტრატი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

ნორადრენალინის ტარტრატი ........................................................................................ 2 მგ

1 მლ საინექციო ხსნარისათვის.

ან 8 მგ ნორადრენალინის ტარტრატი (ნორადრენალინის ფუძის 4 მგ-ის ექვივალენტური) ერთი 4 მლ-იანი ამპულისათვის.

ან 16 მგ ნორადრენალინის ტარტრატი (ნორადრენალინის ფუძის 8 მგ-ის ექვივალენტური) ერთი 8 მლ-იანი ამპულისათვის.

სხვა დამხმარე კომპონენტებია:

ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან ქლორწყალბადმჟავა (qs pH = 3.0 – 4.0), საინექციო წყალი.

ნორადრენალინი (ტარტრატი) აგუეტანტი 2 მგ/მლ (სულფიტებისგან თავისუფალი), საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის აღწერილობა და შეფუთვის შემცველობა

აღნიშნული პრეპარატის წარმოება ხდება საინექციო ხსნარის კონცენტრატის სახით 4 მლ ან 8 მლ-იან ამპულებში. კოლოფში წარმოდგენილია 10, 50 ან 100 ამპულა.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი/დისტრიბუტორი

ლაბორატორია აგუეტანტი (Laboratoire AGUETTANT)

ალექსანდერ ფლემინგის ქ. 1

69007 ლიონი, საფრანგეთი

მწარმოებელი

ჰაუპტ ფარმა ლივრონი (Haupt Pharma Livron)

კომტ დე სინარდის ქუჩა

26250 ლივრონ სურ დრომი

საფრანგეთი

წინამდებარე შეფუთვის ჩანართის ბოლო განახლების თარიღი: 05/2020 წ.

საფრანგეთი: აღნიშნული პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ANSM-ის (საფრანგეთი) ვებ-გვერდზე.

მალტა: აღნიშნული პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია Medicine Authority-ს ვებ-გვერდზე (მალტა).

ჯერომ ჯოლი

კვალიფიციური პირი

ხელმოწერილია

შტამპი

ლაბორატორია აგუეტანტი (Laboratoire AGUETTANT)

ალექსანდერ ფლემინგის ქ. 1

69007 ლიონი - საფრანგეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა