პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კარდიალური თერაპია

ნორეპრინი

Noreprin

რეცეპტით4მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ნორეპრინი არის სამკურნალო პროდუქტი, რომელიც უნდა გამოიყენონ ჯანდაცვის სპეციალისტებმა საავადმყოფოს გარემოში. ნორეპრინი შედგება 10 შუშის ამპულისგან (ტიპი I), თითოეული შეიცავს 4 მლ ხსნარს. თითოეული ამპულა შეიცავს ნორადრენალინის ბიტარტარატს აქტიური ნივთიერების სახით. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ნორეპინეფრინი (norepinephrine)
ფორმა და შეფუთვა
4მგ/4მლ 4მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ამპულა №10
მწარმოებელი
Dem İlaç San. ve Tic. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კარდიალური თერაპია, ადრენერგული და დოფამინერგული საშუალებები
ATC კოდი
C01CA03
რეგისტრაციის ნომერი
რ-046686
რეგისტრირებულია
16 ნოემბერი 2026, მოქმედებს 16 ნოემბერი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „პსპ ფარმა“
ურთიერთქმედების შემოწმებანორეპრინი და სხვა წამალი ერთად

ნორეპრინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ნორეპრინი არის სამკურნალო პროდუქტი, რომელიც უნდა გამოიყენონ ჯანდაცვის სპეციალისტებმა საავადმყოფოს გარემოში.

ნორეპრინი შედგება 10 შუშის ამპულისგან (ტიპი I), თითოეული შეიცავს 4 მლ ხსნარს. თითოეული ამპულა შეიცავს ნორადრენალინის ბიტარტარატს აქტიური ნივთიერების სახით.

ნორეპრინი გამოდის ხსნარის სახით და შეიყვანება ინტრავენურად მხოლოდ განზავების შემდეგ.

ნორეპრინი არის სტერილური, გამჭვირვალე, უფეროდან ღია ყვითელ ფერამდე წყალხსნარი, რომელიც არ შეიცავს ნაწილაკებს.

ნორეპრინი გამოიყენება შემდეგ გადაუდებელ სიტუაციებში:

მწვავე ჰიპოტენზიის (არტერიული წნევის უეცარი ვარდნა) შემთხვევებში არტერიული წნევის ნორმალიზებისთვის.

მიღების წესი და დოზირება

როგორც წესი, თავდაპირველად კეთდება ინფუზია 2-3 მლ/წთ (8-12 მიკროგრამი წუთში) ან 0.11-0.17 მიკროგრამი/კგ/წთ სიჩქარით და რაოდენობა კორექტირდება არტერიული წნევის სტატუსის მიხედვით. არტერიული წნევა თავდაპირველად იზომება ყოველ ორ წუთში ერთხელ და ინფუზიის სიჩქარე მუდმივად კონტროლდება. პაციენტის საწყის დოზაზე რეაქციის დაკვირვების შემდეგ, ნაკადის სიჩქარე კორექტირდება სასიცოცხლო ორგანოებში სისხლის მიმოქცევის შესანარჩუნებლად საკმარისი ნორმალური არტერიული წნევის (ჩვეულებრივ 80-100 მმ ვწყ.სვ. - სისტოლური) დასამყარებლად და შესანარჩუნებლად. უკვე არსებული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია, რომ არტერიული წნევა არ იყოს 400 მმ ვწყ.სვ.-ზე მეტად მომატებული უკვე არსებულ სისტოლურ წნევაზე.

განზავებული ხსნარის საშუალო ნაკადის სიჩქარე 0.5–1 მლ/წთ (ან 0.03–0.06 მიკროგრამი/კგ/წთ) ჩვეულებრივ საკმარისია არტერიული წნევის დამაკმაყოფილებელი მაჩვენებლების მისაღწევად.

ზემოთ აღწერილი დოზა საბოლოო არ არის. დოზა განისაზღვრება პაციენტის გულისა და სისხლძარღვების მდგომარეობის მიხედვით. მედიკამენტის მიმართ მგრძნობელობა შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს სხვადასხვა პირებში.

ჰიპოტენზიის მქონე პაციენტში შესაძლოა საჭირო გახდეს 24 საათის განმავლობაში 4 მლ-მდე 17 ამპულის (რაც შეესაბამება 0.67 მიკროგრამი/კგ/წუთ დოზას) მიღება; თუმცა, ყოველთვის უნდა განიხილებოდეს სუბკლინიკური ჰიპოვოლემია და საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს მისი კორექცია. ცენტრალური ვენური წნევის მონიტორინგი, როგორც წესი, სასარგებლოა ამ მდგომარეობის გამოვლენისა და მკურნალობისთვის.

მკურნალობის ხანგრძლივობა:

მკურნალობის ხანგრძლივობა თითოეული კლინიკური შემთხვევისთვის განსხვავებულია და შეიძლება მერყეობდეს 1-2 საათიდან 6 დღემდე.

ინფუზია უნდა გაგრძელდეს ქსოვილებში ადეკვატური ინფუზიისა და არტერიული წნევის მიღწევამდე.

არტერიული წნევის სერიოზული ვარდნის თავიდან ასაცილებლად, ინფუზია თანდათან უნდა შემცირდეს და შემდეგ შეწყდეს.

განზავება:

ნორეპრინი შეჰყავთ ინტრავენური ინფუზიის სახით 1 ლიტრ 5%-იან გლუკოზის ხსნარში განზავების შემდეგ ან 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარისა და 5%-იანი გლუკოზის ხსნარის 50/50 ნარევში გაზავების შემდეგ. დაბალმარილიან დიეტაზე მყოფ პაციენტებში განზავება ხორციელდება მხოლოდ 5%-იან გლუკოზის ხსნარში. გლუკოზის ხსნარი ხელს უშლის ნორადრენალინის L-ნორადრენალინად დაჟანგვას.

ნორადრენალინის სასურველი კონცენტრაციების მისაღებად ამპულის შიგთავსის განზავების გამოსათვლელად შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ცხრილი:

ნორადრენალინის ბაზის სასურველი შემცველობა

გამოსაყენებელი ამპულების რაოდენობა

გასაზავებელი ხსნარის გამოსაყენებელი მოცულობა

4 მიკროგრამი/მლ

1

1 ლიტრი

8 მიკროგრამი/მლ

2

1 ლიტრი

12 მიკროგრამი/მლ

3

1 ლიტრი

16 მიკროგრამი/მლ

4

1 ლიტრი

20 მიკროგრამი/მლ

5

1 ლიტრი

ნორეპრინი არ უნდა შეერიოს პლაზმას ან მთლიან სისხლს; ისინი უნდა იქნას მიღებული ცალ-ცალკე (მაგალითად, ერთდროულად მიღების შემთხვევაში, უნდა იქნას გამოყენებული Y-მილები ან ცალკე კონტეინერები).

სითხის მიღება:

განზავების ხარისხი დამოკიდებულია კლინიკურად საჭირო სითხის მოცულობაზე.

თუ ინფუზიის კონკრეტული სიჩქარისთვის საჭიროა დიდი მოცულობის სითხე (გლუკოზის ხსნარი), მაგალითად, პრესორული აგენტის მაღალი დოზის შეყვანისას, მაშინ უნდა იქნას გამოყენებული ხსნარი, რომლის კონცენტრაცია 4 მიკროგრამ/მლ-ზე ნაკლებია. ხოლო, თუ სითხის დიდი მოცულობა არ არის სასურველი, შეიძლება საჭირო გახდეს 4 მიკროგრამ/მლ-ზე მეტი კონცენტრაცია.

ინექციის ადგილი:

ნორადრენალინი შეჰყავთ მხოლოდ ინტრავენური ინფუზიის სახით. ნორადრენალინის ინფუზიები უნდა გაკეთდეს ფართო ვენაში. განსაკუთრებით შესაფერისია იდაყვის ფოსოს (იდაყვის ნაოჭი) ვენები, რადგან ამ ადგილას ხანგრძლივი ვაზოკონსტრიქციის გამო მიმდებარე ქსოვილის ნეკროზის რისკი უფრო დაბალია. ქვედა კიდურების ვენებში ინექციები არ არის რეკომენდებული.

არტერიული წნევის მონიტორინგი:

ინფუზიის დაწყებიდან სასურველი არტერიული წნევის მიღწევამდე არტერიული წნევის მონიტორინგი უნდა მოხდეს ყოველ ორ წუთში ერთხელ. თუ შეყვანა გაგრძელდება, სასურველი არტერიული წნევის მიღწევიდან მისი მონიტორინგი უნდა მოხდეს ყოველ ხუთ წუთში ერთხელ.

ინფუზიის ნაკადის სიჩქარე ხშირად უნდა შემოწმდეს და პაციენტი ინფუზიის დროს არასდროს არ უნდა დარჩეს მეთვალყურეობის გარეშე.

ექსტრავაზაციის რისკი:

ინფუზიის შეუფერხებელი ნაკადი რეგულარულად უნდა შემოწმდეს.

ვენის კედლის ვაზოკონსტრიქციასთან ერთად გაზრდილი გამტარიანობის გამო, მედიკამენტმა შეიძლება გაჟონოს მიმდებარე ქსოვილში. ეს არ არის კლასიკური ექსტრავაზაციით გამოწვეული და იწვევს ქსოვილის სიფერმკრთალეს. თუ ასეთი სიფერმკრთალე განვითარდა, ადგილობრივი ვაზოკონსტრიქციის ეფექტების შესამცირებლად უნდა შეიცვალოს ინფუზიის ადგილი.

ექსტრავაზაციით გამოწვეული იშემიის მკურნალობა:

სისხლძარღვის გარეთ პრეპარატის გაჟონვისას ან ექსტრავაზაციით ინექციის დროს პრეპარატის ვაზოკონსტრიქტორული ეფექტის გამო, შესაძლოა განვითარდეს სისხლძარღვებში ქსოვილების დაზიანება. ინექციის ადგილი უნდა გამოირეცხოს რაც შეიძლება სწრაფად 5-10 მგ ფენტოლამინის მეზილატის შემცველი ფიზიოლოგიური ხსნარით.

ამ მიზნით, უნდა იქნას გამოყენებული წვრილი ნემსის მქონე შპრიცი და შეყვანილი იქნას ადგილობრივად. გამოყენებამდე ამპულები ვიზუალურად უნდა შემოწმდეს და არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ შეინიშნება ნაწილაკები ან ფერის ცვლილება.

დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ:

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:

ნორადრენალინის ფარმაკოკინეტიკაზე თირკმლის ან ღვიძლის დაავადება მნიშვნელოვნად არ მოქმედებს. სიფრთხილეა საჭირო სიმპათომიმეტიკების გამოყენებისას ღვიძლისა და თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებში, რადგან შესაძლოა შემცირდეს სისხლის მიმოქცევა ისეთ ორგანოებში, როგორიცაა ღვიძლი და თირკმელები.

პედიატრიული პოპულაცია:

ნორადრენალინის ახალშობილებში ზემოქმედების შესახებ კვლევები არასაკმარისია. ბავშვებში ნორადრენალინის შეყვანისას ისეთივე სიფრთხილეა საჭირო, როგორც მოზრდილებში. საწყისი დოზის სახით, ნორადრენალინის შეყვანა შესაძლებელია 0.05 მიკროგრამი/კგ/წუთში დოზით, არტერიული წნევის მონიტორინგის თანხლებით და მისი გაზრდა შესაძლებელია 0.5 მიკროგრამ/კგ/წუთში.

გერიატრიული პოპულაცია:

სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ხანდაზმულ პაციენტებში, განსაკუთრებით მათში, ვისაც აქვს მგრძნობელობა სიმპათომიმეტიკური საშუალებების და ნორადრენალინის მიმართ.

სიფრთხილის ზომები

არ შეიძლება ნორეპრინის გამოყენება შემდეგ სიტუაციებში

თუ:

გაქვთ ალერგია ნორადრენალინის ან ნორეპრინის სხვა რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

გაქვთ მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია), რადგან მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტები შეიძლება უფრო მგრძნობიარენი იყვნენ ნორადრენალინის ეფექტების მიმართ, თუ მათი არტერიული წნევა გააგრძელებს მატებას.

გაქვთ დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია) სისხლის არასაკმარისი მოცულობის გამო.

გაქვთ სისხლში ნახშირორჟანგის ჭარბი რაოდენობა (ჰიპერკაპნია), ქსოვილებში ჟანგბადის დაბალი დონე (ჰიპოქსია) ან სისხლძარღვთა ოკლუზიური დაავადება.

გაქვთ პრინცმეტალის სტენოკარდია (გულმკერდის ტკივილის ფორმა, რომელიც მოსვენების დროს ვითარდება), რადგან ამ პაციენტებში კორონარულ არტერიებში სისხლის ნაკადის შემცირება შეიძლება იყოს იმდენად მძიმე და გახანგრძლივებული, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა).

გაქვთ ჰიპერთირეოზი, (ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერაქტიურობა) რადგან დაინფიცირებულ პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ მომატებული მგრძნობელობა ნორადრენალინის მიმართ და ტოქსიკური ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს დაბალი დოზების გამოყენების შემთხვევაშიც კი.

გიტარდებათ ანესთეზია ქლოროფორმით, ციკლოპროპანით ან ჰალოთანით, რადგან ნორეპინეფრინმა შეიძლება გაზარდოს გულის კუნთის აგზნებადობა და გამოიწვიოს სწრაფი, არარეგულარული გულისცემა.

ნორეპრინი გამოიყენება სიფრთხილით შემდეგ სიტუაციებში:

ნორეპრინის შეყვანა ქვედა კიდურების ვენებში არ შეიძლება.

ნორეპრინის ძლიერი ეფექტის გამო, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ყოველთვის არსებობს არტერიული წნევის საშიში მომატების რისკი. თუ არტერიული წნევა ძლიერ მოიმატებს, მკურნალობა უნდა შეწყდეს.

სისხლძარღვების შემავიწროებელი ნებისმიერი ძლიერი მედიკამენტის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვებში პლაზმის მოცულობის შემცირება. ეს დეფიციტი სამუდამოდ უნდა აღმოიფხვრას წყლისა და შესაბამისი მარილების დახმარებით.

სიფრთხილეა საჭირო დიაბეტის, ვიწროკუთხოვანი გლაუკომის ან პროსტატის გადიდებისას.

ნორადრენალინი იწვევს ქსოვილის ძლიერ გაღიზიანებას, ამიტომ უნდა გამოიყენოთ მხოლოდ მაღალკონცენტრირებული გაზავებული ხსნარები. თუ ინექციის ადგილას წვას ან ტკივილს გრძნობთ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, რადგან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ხსნარის სისხლძარღვების გარეთ ქსოვილებში გაჟონვას.

თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ, მაშინაც კი, თუ ისინი წარსულში ოდესმე გამოგივლინდათ, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.

ნორეპრინის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

არ არის მონაცემები.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ნორედინიფეფრინი ზრდის გლიცეროლის, აცეტოაცეტატის, β-ჰიდროქსიბუტირატის და გლუკოზის დონეს სისხლში. ნორადრენალინის გავლენით მცირდება პლაზმაში ინსულინის, ლაქტატის, პირუვატის და ალანინის დონე.

ფარმადა

ნორეპრინი 4 მგ/4მლ

ინტრავენური ინფუზიისთვის განკუთვნილი ინექციური ხსნარის შემცველი ამპულა

ნორადრენალინის ბიტარტარატი

შეიყვანება ინტრავენური ინფუზიის გზით

სტერილური

4 მლ x 10 ამპულა

თითოეული ამპულა (4 მლ) შეიცავს 8 მგ ნორადრენალინის ბიტარტრატს (ექვივალენტურია 4 მგ ნორადრენალინის ფუძისა), აქტიური ნივთიერების სახით. ხსნარის 1 მლ შეიცავს 2 მგ ნორადრენალინის ბიტარტრატს (ექვივალენტურია 1 მგ ნორადრენალინის ფუძის).

დამხმარე ნივთიერებების სახით შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს (E223), ნატრიუმის ქლორიდს, ნატრიუმის ჰიდროქსიდს (pH-ის რეგულირებისთვის), მარილმჟავას (pH-ის რეგულირებისთვის) და საინექციო წყალს. (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ გამოყენების ინსტრუქცია.)

ნებართვის ნომერი: 13.10.2016 / 2016/716

ნებართვის მფლობელი:

Pharmada Ilaç San. ve Tic. A.S. / ფარმადა ილაჩ სან. ვე ტიკ. ა.შ.

დემ პლაზა, ინონუ მაჰ. კაისდაგი, №172

34755 ათაშეჰირი / სტამბოლი

წარმოების ადგილი:

Dem Ilaç San. ve Tic. A.S. / დემ ილაჩ სან. ვე ტიკ. ა.შ.

ჩიფტლიკ მაჰ. 3534 სოკ. N:1 ჩიფტლიკოი/იალოვა

ბრაილის შრიფტი

შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას 2°C-დან 8°C-მდე ტემპერატურაზე, სითბოსგან დაცულ ადგილას, შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლამდე.

გამოყენებამდე გააზავეთ; გთხოვთ, იხილოთ გამოყენების ინსტრუქცია.

განზავების შემდეგ (5%-იანი გლუკოზა ან 5% გლუკოზა + 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი), ნარევი უნდა შეინახოთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე და გამოიყენოთ 24 საათის განმავლობაში.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ, შეუმჩნეველ ადგილას და ორიგინალ შეფუთვაში.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.

არ შეიძინოთ პროდუქტი გახსნილი ან დაჭრილი შეფუთვით.

გამოყენებამდე წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია.

თუ შეამჩნევთ რაიმე აუხსნელ გვერდით მოვლენებს, მიმართეთ ექიმს.

არ გამოიყენოთ პროდუქტები, რომელთა ვარგისიანობის ვადაც გასულია.

იყიდება მხოლოდ რეცეპტით.

200% გადიდებული მასშტაბით

პარტიის ნომერი:

ორსულობა და ძუძუთი კვება

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ნორეპრინს შეუძლია შეამციროს პლაცენტაში სისხლის მიმოქცევა და გაზარდოს ნაყოფის გულისცემა. მას ასევე შეუძლია ჰქონდეს შეკუმშვის ეფექტი საშვილოსნოზე და ორსულობის ბოლო ეტაპზე გამოიწვიოს ნაყოფის გაგუდვა. ამიტომ, ორსული ქალის რეანიმაციისთვის ის მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული, თუ კლინიკური სარგებელი აღემატება ბავშვისთვის პოტენციურ რისკებს.

თუ მკურნალობის დროს გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

უცნობია, გამოიყოფა თუ არა ნორეპრინი დედის რძეში.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით არ არის შესწავლილი გამოიყოფა თუ არა ნორეპრინი დედის რძეში. ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებლისა და მეძუძური დედისთვის ნორეპრინით მკურნალობის სარგებლის გათვალისწინებით, ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას ძუძუთი კვების თუ ნორეპრინით მკურნალობის შეწყვეტის შესახებ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ნორეპრინი გავლენას არ ახდენს ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნორეპრინის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ნორეპრინი შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს, როგორც დამხმარე ნივთიერებას, რომელმაც (განსაკუთრებით სულფიტების მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში) ძალიან იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და ბრონქოსპაზმი (ფილტვის ბრონქების შევიწროება).

ნორეპრინი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითო ამპულაში; ამ დოზით ნატრიუმთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები მოსალოდნელი არ არის.

გვერდითი მოვლენები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ნორეპრინმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა მასში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

ძალიან ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10 პაციენტიდან სულ მცირე ერთში.

ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებში, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტში.

არახშირი: შეიძლება განვითარდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებში, მაგრამ 1.000 პაციენტიდან ერთზე მეტში.

იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 1.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებში, მაგრამ 10.000 პაციენტიდან ერთზე მეტში.

ძალიან იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებში.

ძალიან ხშირი:

მაღალი არტერიული წნევა და ქსოვილებში ჟანგბადის დეფიციტი: იშემიური დაზიანება ძლიერი ვაზოკონსტრიქტორული ეფექტის გამო.

ხშირი:

პალპიტაციები, დაბალი პულსი, გულის რითმის დარღვევა, არარეგულარული გულისცემა, მიოკარდიუმის შეკუმშვის გაძლიერება გულზე β1 ადრენერგული ეფექტის გამო, მწვავე გულის უკმარისობა.

არახშირი:

შფოთვა, უძილობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ფსიქოზური მდგომარეობები, სისუსტე, გულისცემის შეგრძნება, ყურადღების კონცენტრაციის მომატება, მადის დაკარგვა, გულისრევა და ღებინება.

თვალშიდა წნევის უეცარი მატება: ეს ძალიან ხშირია იმ პირებში, რომლებსაც ანატომიური მიდრეკილება აქვთ ირიდორქოვანას კუთხის დახურვისკენ.

სუნთქვის უკმარისობა და სუნთქვის გაძნელება, ქოშინი.

ინექციის ადგილას გაღიზიანებამ და ქსოვილების ნეკროზმა, ასევე სისხლძარღვების შევიწროებამ, შეიძლება გამოიწვიოს კიდურისა და სახის დაბუჟება და სიფერმკრთალე.

სისხლის მოცულობის შევსების გარეშე, ნორადრენალინის უწყვეტმა მიღებამ არტერიული წნევის შესანარჩუნებლად შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სიმპტომები:

პერიფერიული და შინაგანი ორგანოების სისხლძარღვების მძიმე შევიწროება,

თირკმლის სისხლის მიმოქცევის შემცირება,

შარდის გამოყოფის შემცირება,

ქსოვილებში ჟანგბადის არასაკმარისი დონე,

სისხლში რძემჟავას დონის მომატება.

ნორადრენალინის პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში ეფექტები განპირობებულია მისი დოზადამოკიდებული ჰიპერტენზიული ეფექტით. შეიძლება განვითარდეს მწვავე ჰიპერტენზია, ფილტვის შეშუპებასთან და ცერებრულ სისხლდენასთან ერთად.

ინტრავენური ინფუზიის დროს ნორადრენალინის გაჟონვამ შეიძლება გამოიწვიოს დაბუჟება და ქსოვილების ნეკროზი ინფუზიის ადგილის გარშემო. ხანგრძლივ ინფუზიებს შეიძლება მოჰყვეს კიდურების განგრენა. ინფუზიის ადგილას ცირკულაციის დარღვევა (გაჟონვით ან მის გარეშე) შეიძლება შემსუბუქდეს თბილი კომპრესებით და ფენტოლამინით (5 მგ/10 მლ ფიზიოლოგიური ხსნარით გაზავებული) ინფილტრაციით.

ნორადრენალინის მიღებისას მცირდება ინსულინის, ლაქტატის, პირუვატის და ალანინის პლაზმური დონეები. ნებისმიერი ძლიერი ვაზოპრესორის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პლაზმის მოცულობის შემცირება; ამის გამოსწორება შესაძლებელია სითხისა და ელექტროლიტების შესაბამისი შევსებით. თუ პლაზმის მოცულობა არ ნორმალიზდება, ნორადრენალინით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შეიძლება განმეორდეს ჰიპოტენზია, ან არტერიული წნევა შეიძლება სტაბილური დარჩეს, მაგრამ თან ახლდეს სისხლის ნაკადის შემცირება და გამოხატული პერიფერიული და ვისცერული ვაზოკონსტრიქციის რისკი.

თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

თუ თქვენ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ისინი ჩამოთვლილი გამოყენების ინსტრუქციაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ თქვენს მიერ განცდილი გვერდითი მოვლენების შესახებ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) ვებ-გვერდზე www.titck.gov.tr ​​​​„წამლის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების“ ლინკზე გადასვლით ან გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ცხელ ხაზზე დარეკვით ნომერზე 0 800 314 00 08. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ თქვენს მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

შენახვის პირობები

შეინახეთ ნორეპრინი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას და საწყის შეფუთვაში.

შეინახეთ ნორეპრინის ამპულები მაცივარში 2°C-დან 8°C-მდე ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში. არ გაყინოთ.

განზავების შემდეგ (5%-იანი დექსტროზით ან 5%-იანი გლუკოზის + 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის ნარევით), ის უნდა იქნას გამოყენებული 24 საათის განმავლობაში ოთახის არაუმეტეს 25°C-ზე ტემპერატურაზე შენახვისას.

არ გაალღვოთ და გამოიყენოთ გაყინული პროდუქტი.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ ნორეპრინი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ ნორეპრინი, თუ პროდუქტსა და/ან შეფუთვაში რაიმე დეფექტს შეამჩნევთ.

გარემოს დაცვის მიზნით, გამოუყენებელი ნორეპრინი არ გადააგდოთ გამავალ წყალში და საყოფაცხოვრებო ნაგავში. ამასთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს.

ამ მედიკამენტის შესახებ დეტალურ და განახლებულ ინფორმაციას მიიღებთ სმარტფონით/პლანშეტით ან QR კოდის წამკითხველით QR კოდის სკანირების მეშვეობით.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ნებართვის მფლობელი:

Pharmada Ilaç San. ve Tic. A.S. / ფარმადა ილაჩ სან. ვე ტიკ. ა.შ.

დემ პლაზა, ინონუ მაჰ. კაისდაგი, №172

34755 ათაშეჰირი / სტამბოლი

ტელ: 0 216 4284029

ფაქსი: 0 216 4284069

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია

ნორეპრინი 4 მგ/4 მლ ინტრავენური საინფუზიო ხსნარი ამპულაში

შეიყვანება ინტრავენურად.

აქტიური ნივთიერება: თითოეული ამპულა (4 მლ) შეიცავს 8 მგ ნორადრენალინის ბიტარტრატს (4 მგ ნორადრენალინის ფუძის ექვივალენტური).

დამხმარე ნივთიერებები: შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს, ნატრიუმის ქლორიდს, ნატრიუმის ჰიდროქსიდს/მარილის მჟავას (pH-ის რეგულირებისთვის) და საინექციო წყალს.

ამ მედიკამენტის გამოყენების დაწყებამდე, გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს გამოყენების ინსტრუქცია. შესაძლოა მოგვიანებით ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს მედიკამენტი დანიშნულია პირადად თქვენთვის; არ მისცეთ ის სხვებს გამოყენებისთვის.

თუ ამ მედიკამენტის გამოყენების დროს მოგიწევთ ვიზიტი ექიმთან ან საავადმყოფოში, აცნობეთ ექიმს, რომ იყენებთ ამ მედიკამენტს.

ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში მოცემული მითითებები. არ გამოიყენოთ მედიკამენტის რეკომენდებულ დოზაზე მაღალი ან დაბალი დოზა.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:

  • რას წარმოადგენს ნორეპრინი და რისთვის გამოიყენება
  • ინფორმაცია ნორეპრინის გამოყენებამდე
  • ნორეპრინის გამოყენების წესი
  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
  • ნორეპრინის შენახვის პირობები
  • რას წარმოადგენს ნორეპრინი და რისთვის გამოიყენება

ნორეპრინი არის სამკურნალო პროდუქტი, რომელიც უნდა გამოიყენონ ჯანდაცვის სპეციალისტებმა საავადმყოფოს გარემოში.

ნორეპრინი შედგება 10 შუშის ამპულისგან (ტიპი I), თითოეული შეიცავს 4 მლ ხსნარს. თითოეული ამპულა შეიცავს ნორადრენალინის ბიტარტარატს აქტიური ნივთიერების სახით.

ნორეპრინი გამოდის ხსნარის სახით და შეიყვანება ინტრავენურად მხოლოდ განზავების შემდეგ.

ნორეპრინი არის სტერილური, გამჭვირვალე, უფეროდან ღია ყვითელ ფერამდე წყალხსნარი, რომელიც არ შეიცავს ნაწილაკებს.

ნორეპრინი გამოიყენება შემდეგ გადაუდებელ სიტუაციებში:

მწვავე ჰიპოტენზიის (არტერიული წნევის უეცარი ვარდნა) შემთხვევებში არტერიული წნევის ნორმალიზებისთვის.

  • ინფორმაცია ნორეპრინის გამოყენებამდე

არ შეიძლება ნორეპრინის გამოყენება შემდეგ სიტუაციებში

თუ:

გაქვთ ალერგია ნორადრენალინის ან ნორეპრინის სხვა რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

გაქვთ მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია), რადგან მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტები შეიძლება უფრო მგრძნობიარენი იყვნენ ნორადრენალინის ეფექტების მიმართ, თუ მათი არტერიული წნევა გააგრძელებს მატებას.

გაქვთ დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია) სისხლის არასაკმარისი მოცულობის გამო.

გაქვთ სისხლში ნახშირორჟანგის ჭარბი რაოდენობა (ჰიპერკაპნია), ქსოვილებში ჟანგბადის დაბალი დონე (ჰიპოქსია) ან სისხლძარღვთა ოკლუზიური დაავადება.

გაქვთ პრინცმეტალის სტენოკარდია (გულმკერდის ტკივილის ფორმა, რომელიც მოსვენების დროს ვითარდება), რადგან ამ პაციენტებში კორონარულ არტერიებში სისხლის ნაკადის შემცირება შეიძლება იყოს იმდენად მძიმე და გახანგრძლივებული, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა).

გაქვთ ჰიპერთირეოზი, (ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერაქტიურობა) რადგან დაინფიცირებულ პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ მომატებული მგრძნობელობა ნორადრენალინის მიმართ და ტოქსიკური ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს დაბალი დოზების გამოყენების შემთხვევაშიც კი.

გიტარდებათ ანესთეზია ქლოროფორმით, ციკლოპროპანით ან ჰალოთანით, რადგან ნორეპინეფრინმა შეიძლება გაზარდოს გულის კუნთის აგზნებადობა და გამოიწვიოს სწრაფი, არარეგულარული გულისცემა.

ნორეპრინი გამოიყენება სიფრთხილით შემდეგ სიტუაციებში:

ნორეპრინის შეყვანა ქვედა კიდურების ვენებში არ შეიძლება.

ნორეპრინის ძლიერი ეფექტის გამო, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ყოველთვის არსებობს არტერიული წნევის საშიში მომატების რისკი. თუ არტერიული წნევა ძლიერ მოიმატებს, მკურნალობა უნდა შეწყდეს.

სისხლძარღვების შემავიწროებელი ნებისმიერი ძლიერი მედიკამენტის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვებში პლაზმის მოცულობის შემცირება. ეს დეფიციტი სამუდამოდ უნდა აღმოიფხვრას წყლისა და შესაბამისი მარილების დახმარებით.

სიფრთხილეა საჭირო დიაბეტის, ვიწროკუთხოვანი გლაუკომის ან პროსტატის გადიდებისას.

ნორადრენალინი იწვევს ქსოვილის ძლიერ გაღიზიანებას, ამიტომ უნდა გამოიყენოთ მხოლოდ მაღალკონცენტრირებული გაზავებული ხსნარები. თუ ინექციის ადგილას წვას ან ტკივილს გრძნობთ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, რადგან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ხსნარის სისხლძარღვების გარეთ ქსოვილებში გაჟონვას.

თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ, მაშინაც კი, თუ ისინი წარსულში ოდესმე გამოგივლინდათ, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.

ნორეპრინის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

არ არის მონაცემები.

ორსულობა

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ნორეპრინს შეუძლია შეამციროს პლაცენტაში სისხლის მიმოქცევა და გაზარდოს ნაყოფის გულისცემა. მას ასევე შეუძლია ჰქონდეს შეკუმშვის ეფექტი საშვილოსნოზე და ორსულობის ბოლო ეტაპზე გამოიწვიოს ნაყოფის გაგუდვა. ამიტომ, ორსული ქალის რეანიმაციისთვის ის მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული, თუ კლინიკური სარგებელი აღემატება ბავშვისთვის პოტენციურ რისკებს.

თუ მკურნალობის დროს გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

უცნობია, გამოიყოფა თუ არა ნორეპრინი დედის რძეში.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით არ არის შესწავლილი გამოიყოფა თუ არა ნორეპრინი დედის რძეში. ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებლისა და მეძუძური დედისთვის ნორეპრინით მკურნალობის სარგებლის გათვალისწინებით, ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას ძუძუთი კვების თუ ნორეპრინით მკურნალობის შეწყვეტის შესახებ.

ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ნორეპრინი გავლენას არ ახდენს ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნორეპრინის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ნორეპრინი შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს, როგორც დამხმარე ნივთიერებას, რომელმაც (განსაკუთრებით სულფიტების მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში) ძალიან იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და ბრონქოსპაზმი (ფილტვის ბრონქების შევიწროება).

ნორეპრინი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითო ამპულაში; ამ დოზით ნატრიუმთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები მოსალოდნელი არ არის.

გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად

ნორეპრინი არ უნდა იქნას გამოყენებული ზოგადი ანესთეზიის დროს გამოყენებულ გარკვეულ პრეპარატებთან ერთად, როგორიცაა ქლოროფორმი, ციკლოპროპანი და ჰალოთანი (ნივთიერებები, რომლებიც ზრდიან გულის კუნთის აგზნებადობას და იწვევენ სწრაფ და არარეგულარულ გულის შეკუმშვას).

პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ნელი პულსი, ჰიპოტენზია და გულის არითმიები, ასევე ატროპინის სულფატთან და ალერგიის სამკურნალო ანტიჰისტამინურ საშუალებებთან (დიფენჰიდრამინი, ტრიპელენამინი, დექსქლორფენირამინი) ერთად გამოყენებისას, გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით.

ერგოტამინისგან წარმოებულ ზოგიერთ ალკალოიდს (მაგალითად, გუანეთიდინს ან მეთილდოფას) შეუძლია გააძლიეროს ნორადრენალინის ვაზოპრესორული ეფექტი და გამოიწვიოს მძიმე და მუდმივი ჰიპერტენზია.

გულის არითმიები შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც იღებენ საგულე გლიკოზიდურებს და ქინიდინს მაღალი დოზებით.

რეზერპინმა, გუანეთიდინმა და კოკაინმა შეიძლება გააძლიერონ ნორეპრინის ეფექტი.

ის არ უნდა იქნას გამოყენებული ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან (მაგ., იმიპრამინი) და მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებთან ერთად, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ.

ის სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ფუროსემიდთან და სხვა შარდმდენებთან (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება შარდის გამოყოფის გასაზრდელად) ერთად.

ნორადრენალინი ზრდის გლიცეროლის, აცეტოაცეტატის, β-ჰიდროქსიბუტირატის და გლუკოზის დონეს სისხლში. ნორადრენალინის ზემოქმედებით მცირდება პლაზმაში ინსულინის, ლაქტატის, პირუვატის და ალანინის დონე.

თუ ამჟამად იღებთ ან ბოლო დროს იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • ნორეპრინის გამოყენების წესი

მითითებები სწორი გამოყენების და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ:

ნორეპრინი გაგიკეთდებათ 5%-იან გლუკოზის ხსნარში ან 5%-იანი გლუკოზისა და 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის (50/50) ნარევში გაზავების შემდეგ.

ექიმი განსაზღვრავს და დანიშნავს თქვენი წამლის დოზას თქვენი მდგომარეობის მიხედვით.

ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის განკუთვნილი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ გამოყენების ინსტრუქციის ბოლოს.

მიღების გზა და მეთოდი:

ნორეპრინი შეიყვანება ინფუზიის სახით, სასურველია მკლავის დიდ ვენაში.

თუ ფიქრობთ, რომ ნორეპრინის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ ნორეპრინის საჭიროზე მეტი დოზა:

ნორეპრინი გაგიკეთდებათ თქვენი ექიმის მიერ საავადმყოფოში. ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიიღოთ მედიკამენტის საჭიროზე მეტი დოზა. თუმცა, თუ რაიმე შეგაშფოთებთ, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ექთანს კონსულტაციისათვის.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ან ჩვეულებრივი დოზების მიღებისას ჰიპერმგრძნობელობის მქონე პირებში, შეიძლება უფრო ხშირად განვითარდეს შემდეგი ეფექტები: ჰიპერტენზია, ფოტომგრძნობელობა, ტკივილი მკერდის ძვლის უკან, სიფერმკრთალე, ჭარბი ოფლიანობა და ღებინება.

მკურნალობა: პროცედურა უნდა შეწყდეს პაციენტის მდგომარეობის სტაბილიზაციამდე.

ანტიდოტი: ალფა-ბლოკატორის, მაგალითად, ფენტოლამინის მეზილატის (5-10 მგ) ინტრავენური შეყვანა. საჭიროების შემთხვევაში, ამ დოზის მიღება შეიძლება განმეორდეს.

თუ მიიღეთ ნორეპრინის საჭიროზე მეტი დოზა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ნორეპრინის მიღება:

არ არის მონაცემები.

გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ნორეპრინმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა მასში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

ძალიან ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10 პაციენტიდან სულ მცირე ერთში.

ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებში, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტში.

არახშირი: შეიძლება განვითარდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებში, მაგრამ 1.000 პაციენტიდან ერთზე მეტში.

იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 1.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებში, მაგრამ 10.000 პაციენტიდან ერთზე მეტში.

ძალიან იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებში.

ძალიან ხშირი:

მაღალი არტერიული წნევა და ქსოვილებში ჟანგბადის დეფიციტი: იშემიური დაზიანება ძლიერი ვაზოკონსტრიქტორული ეფექტის გამო.

ხშირი:

პალპიტაციები, დაბალი პულსი, გულის რითმის დარღვევა, არარეგულარული გულისცემა, მიოკარდიუმის შეკუმშვის გაძლიერება გულზე β1 ადრენერგული ეფექტის გამო, მწვავე გულის უკმარისობა.

არახშირი:

შფოთვა, უძილობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ფსიქოზური მდგომარეობები, სისუსტე, გულისცემის შეგრძნება, ყურადღების კონცენტრაციის მომატება, მადის დაკარგვა, გულისრევა და ღებინება.

თვალშიდა წნევის უეცარი მატება: ეს ძალიან ხშირია იმ პირებში, რომლებსაც ანატომიური მიდრეკილება აქვთ ირიდორქოვანას კუთხის დახურვისკენ.

სუნთქვის უკმარისობა და სუნთქვის გაძნელება, ქოშინი.

ინექციის ადგილას გაღიზიანებამ და ქსოვილების ნეკროზმა, ასევე სისხლძარღვების შევიწროებამ, შეიძლება გამოიწვიოს კიდურისა და სახის დაბუჟება და სიფერმკრთალე.

სისხლის მოცულობის შევსების გარეშე, ნორადრენალინის უწყვეტმა მიღებამ არტერიული წნევის შესანარჩუნებლად შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სიმპტომები:

პერიფერიული და შინაგანი ორგანოების სისხლძარღვების მძიმე შევიწროება,

თირკმლის სისხლის მიმოქცევის შემცირება,

შარდის გამოყოფის შემცირება,

ქსოვილებში ჟანგბადის არასაკმარისი დონე,

სისხლში რძემჟავას დონის მომატება.

ნორადრენალინის პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში ეფექტები განპირობებულია მისი დოზადამოკიდებული ჰიპერტენზიული ეფექტით. შეიძლება განვითარდეს მწვავე ჰიპერტენზია, ფილტვის შეშუპებასთან და ცერებრულ სისხლდენასთან ერთად.

ინტრავენური ინფუზიის დროს ნორადრენალინის გაჟონვამ შეიძლება გამოიწვიოს დაბუჟება და ქსოვილების ნეკროზი ინფუზიის ადგილის გარშემო. ხანგრძლივ ინფუზიებს შეიძლება მოჰყვეს კიდურების განგრენა. ინფუზიის ადგილას ცირკულაციის დარღვევა (გაჟონვით ან მის გარეშე) შეიძლება შემსუბუქდეს თბილი კომპრესებით და ფენტოლამინით (5 მგ/10 მლ ფიზიოლოგიური ხსნარით გაზავებული) ინფილტრაციით.

ნორადრენალინის მიღებისას მცირდება ინსულინის, ლაქტატის, პირუვატის და ალანინის პლაზმური დონეები. ნებისმიერი ძლიერი ვაზოპრესორის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პლაზმის მოცულობის შემცირება; ამის გამოსწორება შესაძლებელია სითხისა და ელექტროლიტების შესაბამისი შევსებით. თუ პლაზმის მოცულობა არ ნორმალიზდება, ნორადრენალინით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შეიძლება განმეორდეს ჰიპოტენზია, ან არტერიული წნევა შეიძლება სტაბილური დარჩეს, მაგრამ თან ახლდეს სისხლის ნაკადის შემცირება და გამოხატული პერიფერიული და ვისცერული ვაზოკონსტრიქციის რისკი.

თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

თუ თქვენ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ისინი ჩამოთვლილი გამოყენების ინსტრუქციაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ თქვენს მიერ განცდილი გვერდითი მოვლენების შესახებ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) ვებ-გვერდზე www.titck.gov.tr ​​​​„წამლის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების“ ლინკზე გადასვლით ან გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ცხელ ხაზზე დარეკვით ნომერზე 0 800 314 00 08. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ თქვენს მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

  • ნორეპრინის შენახვის პირობები

შეინახეთ ნორეპრინი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას და საწყის შეფუთვაში.

შეინახეთ ნორეპრინის ამპულები მაცივარში 2°C-დან 8°C-მდე ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში. არ გაყინოთ.

განზავების შემდეგ (5%-იანი დექსტროზით ან 5%-იანი გლუკოზის + 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის ნარევით), ის უნდა იქნას გამოყენებული 24 საათის განმავლობაში ოთახის არაუმეტეს 25°C-ზე ტემპერატურაზე შენახვისას.

არ გაალღვოთ და გამოიყენოთ გაყინული პროდუქტი.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ ნორეპრინი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ ნორეპრინი, თუ პროდუქტსა და/ან შეფუთვაში რაიმე დეფექტს შეამჩნევთ.

გარემოს დაცვის მიზნით, გამოუყენებელი ნორეპრინი არ გადააგდოთ გამავალ წყალში და საყოფაცხოვრებო ნაგავში. ამასთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს.

ამ მედიკამენტის შესახებ დეტალურ და განახლებულ ინფორმაციას მიიღებთ სმარტფონით/პლანშეტით ან QR კოდის წამკითხველით QR კოდის სკანირების მეშვეობით.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ნებართვის მფლობელი:

Pharmada Ilaç San. ve Tic. A.S. / ფარმადა ილაჩ სან. ვე ტიკ. ა.შ.

დემ პლაზა, ინონუ მაჰ. კაისდაგი, №172

34755 ათაშეჰირი / სტამბოლი

ტელ: 0 216 4284029

ფაქსი: 0 216 4284069

მწარმოებელი:

Dem Ilaç San. ve Tic. A.S. / დემ ილაჩ სან. ვე ტიკ. ა.შ.

ჩიფტლიკ მაჰ. 3534 სოკ. N:1 ჩიფტლიკოი/იალოვა

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციის დამტკიცების თარიღია 13/10/2016.

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია ჯანდაცვის სპეციალისტებისათვის, რომლებიც გამოიყენებენამ მედიკამენტს.

ინფორმაცია გამოყენების, შეფუთვისა და უტილიზაციის შესახებ

  • საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატი უნდა განზავდეს ქვემოთ მითითებული გამხსნელით. ნორადრენალინის ინტრავენური ინფუზიისთვის განზავებისას გამოიყენეთ ასეპტიკური ტექნიკა.
  • პარენტერალური პრეპარატები ყოველთვის უნდა შემოწმდეს ვიზუალურად; ისინი არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ აღინიშნება ნაწილაკები ან ფერის ცვლილება.
  • ნორადრენალინი განკუთვნილია მხოლოდ ინტრავენური ინფუზიისთვის. ნორადრენალინი უნდა შეიყვანონ ფართო ვენაში. უპირატესობა ენიჭება ანტეკუბიტალურ ვენებს, რადგან ამ ადგილას ხანგრძლივი ვაზოკონსტრიქციის გამო მიმდებარე ქსოვილის ნეკროზის რისკი უფრო დაბალია. თავი უნდა აარიდოთ ქვედა კიდურების ვენებში შეყვანას.
  • ექსტრავაზაციის შემთხვევაში (სისხლძარღვის გარეთ ინექცია), დაზიანებული ადგილები უნდა გამოირეცხოს ფენტოლამინის მეზილატით.
  • კანულის გამოყენებით შეიყვანეთ ინტრავენური კათეტერი შესაფერის ცენტრალურ ვენაში და დააფიქსირეთ წებოვანი სახვევით.
  • ინფუზიის ადგილი რეგულარულად უნდა შემოწმდეს შეუფერხებელი ნაკადის უზრუნველსაყოფად.
  • საჭიროა არტერიული წნევის რეგულარული მონიტორინგი. ინფუზიის დაწყებისას, არტერიული წნევა უნდა გაიზომოს ყოველ ორ წუთში, სანამ სამიზნე მნიშვნელობა არ იქნება მიღწეული; გაგრძელებული მიღებისას, გაზომვები უნდა განხორციელდეს ყოველ ხუთ წუთში.
  • ინფუზიის სიჩქარე მუდმივად უნდა კონტროლდებოდეს ინფუზიური სისტემის გამოყენებით და პაციენტი უნდა იყოს დაკვირვებული მთელი ინფუზიის განმავლობაში.
  • ნებისმიერი გამოუყენებელი მედიკამენტი უნდა განადგურდეს ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად.

არტერიული წნევის კორექცია

მწვავე ჰიპოტენზიური მდგომარეობების დროს: ნებისმიერი ვაზოპრესორის გამოყენებამდე სისხლის მოცულობის შემცირება მაქსიმალურად სრულად უნდა იქნას კორექტირებული. ნორადრენალინის შეყვანა შესაძლებელია სისხლის მოცულობის შევსების დროს ან მის წინ.

რეკომენდებული დოზა:

როგორც წესი, თავდაპირველად კეთდება ინფუზია 2-3 მლ/წთ (8-12 მიკროგრამი წუთში) ან 0.11-0.17 მიკროგრამი/კგ/წთ სიჩქარით და რაოდენობა კორექტირდება არტერიული წნევის სტატუსის მიხედვით. არტერიული წნევა თავდაპირველად იზომება ყოველ ორ წუთში ერთხელ და ინფუზიის სიჩქარე მუდმივად კონტროლდება. პაციენტის საწყის დოზაზე რეაქციის დაკვირვების შემდეგ, ნაკადის სიჩქარე კორექტირდება სასიცოცხლო ორგანოებში სისხლის მიმოქცევის შესანარჩუნებლად საკმარისი ნორმალური არტერიული წნევის (ჩვეულებრივ 80-100 მმ ვწყ.სვ. - სისტოლური) დასამყარებლად და შესანარჩუნებლად. უკვე არსებული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია, რომ არტერიული წნევა არ იყოს 400 მმ ვწყ.სვ.-ზე მეტად მომატებული უკვე არსებულ სისტოლურ წნევაზე.

განზავებული ხსნარის საშუალო ნაკადის სიჩქარე 0.5–1 მლ/წთ (ან 0.03–0.06 მიკროგრამი/კგ/წთ) ჩვეულებრივ საკმარისია არტერიული წნევის დამაკმაყოფილებელი მაჩვენებლების მისაღწევად.

ზემოთ აღწერილი დოზა საბოლოო არ არის. დოზა განისაზღვრება პაციენტის გულისა და სისხლძარღვების მდგომარეობის მიხედვით. მედიკამენტის მიმართ მგრძნობელობა შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს სხვადასხვა პირებში.

ჰიპოტენზიის მქონე პაციენტში შესაძლოა საჭირო გახდეს 24 საათის განმავლობაში 4 მლ-მდე 17 ამპულის (რაც შეესაბამება 0.67 მიკროგრამი/კგ/წუთ დოზას) მიღება; თუმცა, ყოველთვის უნდა განიხილებოდეს სუბკლინიკური ჰიპოვოლემია და საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს მისი კორექცია. ცენტრალური ვენური წნევის მონიტორინგი, როგორც წესი, სასარგებლოა ამ მდგომარეობის გამოვლენისა და მკურნალობისთვის.

მკურნალობის ხანგრძლივობა:

მკურნალობის ხანგრძლივობა თითოეული კლინიკური შემთხვევისთვის განსხვავებულია და შეიძლება მერყეობდეს 1-2 საათიდან 6 დღემდე.

ინფუზია უნდა გაგრძელდეს ქსოვილებში ადეკვატური ინფუზიისა და არტერიული წნევის მიღწევამდე.

არტერიული წნევის სერიოზული ვარდნის თავიდან ასაცილებლად, ინფუზია თანდათან უნდა შემცირდეს და შემდეგ შეწყდეს.

განზავება:

ნორეპრინი შეჰყავთ ინტრავენური ინფუზიის სახით 1 ლიტრ 5%-იან გლუკოზის ხსნარში განზავების შემდეგ ან 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარისა და 5%-იანი გლუკოზის ხსნარის 50/50 ნარევში გაზავების შემდეგ. დაბალმარილიან დიეტაზე მყოფ პაციენტებში განზავება ხორციელდება მხოლოდ 5%-იან გლუკოზის ხსნარში. გლუკოზის ხსნარი ხელს უშლის ნორადრენალინის L-ნორადრენალინად დაჟანგვას.

ნორადრენალინის სასურველი კონცენტრაციების მისაღებად ამპულის შიგთავსის განზავების გამოსათვლელად შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ცხრილი:

ნორადრენალინის ბაზის სასურველი შემცველობა

გამოსაყენებელი ამპულების რაოდენობა

გასაზავებელი ხსნარის გამოსაყენებელი მოცულობა

4 მიკროგრამი/მლ

1

1 ლიტრი

8 მიკროგრამი/მლ

2

1 ლიტრი

12 მიკროგრამი/მლ

3

1 ლიტრი

16 მიკროგრამი/მლ

4

1 ლიტრი

20 მიკროგრამი/მლ

5

1 ლიტრი

ნორეპრინი არ უნდა შეერიოს პლაზმას ან მთლიან სისხლს; ისინი უნდა იქნას მიღებული ცალ-ცალკე (მაგალითად, ერთდროულად მიღების შემთხვევაში, უნდა იქნას გამოყენებული Y-მილები ან ცალკე კონტეინერები).

სითხის მიღება:

განზავების ხარისხი დამოკიდებულია კლინიკურად საჭირო სითხის მოცულობაზე.

თუ ინფუზიის კონკრეტული სიჩქარისთვის საჭიროა დიდი მოცულობის სითხე (გლუკოზის ხსნარი), მაგალითად, პრესორული აგენტის მაღალი დოზის შეყვანისას, მაშინ უნდა იქნას გამოყენებული ხსნარი, რომლის კონცენტრაცია 4 მიკროგრამ/მლ-ზე ნაკლებია. ხოლო, თუ სითხის დიდი მოცულობა არ არის სასურველი, შეიძლება საჭირო გახდეს 4 მიკროგრამ/მლ-ზე მეტი კონცენტრაცია.

ინექციის ადგილი:

ნორადრენალინი შეჰყავთ მხოლოდ ინტრავენური ინფუზიის სახით. ნორადრენალინის ინფუზიები უნდა გაკეთდეს ფართო ვენაში. განსაკუთრებით შესაფერისია იდაყვის ფოსოს (იდაყვის ნაოჭი) ვენები, რადგან ამ ადგილას ხანგრძლივი ვაზოკონსტრიქციის გამო მიმდებარე ქსოვილის ნეკროზის რისკი უფრო დაბალია. ქვედა კიდურების ვენებში ინექციები არ არის რეკომენდებული.

არტერიული წნევის მონიტორინგი:

ინფუზიის დაწყებიდან სასურველი არტერიული წნევის მიღწევამდე არტერიული წნევის მონიტორინგი უნდა მოხდეს ყოველ ორ წუთში ერთხელ. თუ შეყვანა გაგრძელდება, სასურველი არტერიული წნევის მიღწევიდან მისი მონიტორინგი უნდა მოხდეს ყოველ ხუთ წუთში ერთხელ.

ინფუზიის ნაკადის სიჩქარე ხშირად უნდა შემოწმდეს და პაციენტი ინფუზიის დროს არასდროს არ უნდა დარჩეს მეთვალყურეობის გარეშე.

ექსტრავაზაციის რისკი:

ინფუზიის შეუფერხებელი ნაკადი რეგულარულად უნდა შემოწმდეს.

ვენის კედლის ვაზოკონსტრიქციასთან ერთად გაზრდილი გამტარიანობის გამო, მედიკამენტმა შეიძლება გაჟონოს მიმდებარე ქსოვილში. ეს არ არის კლასიკური ექსტრავაზაციით გამოწვეული და იწვევს ქსოვილის სიფერმკრთალეს. თუ ასეთი სიფერმკრთალე განვითარდა, ადგილობრივი ვაზოკონსტრიქციის ეფექტების შესამცირებლად უნდა შეიცვალოს ინფუზიის ადგილი.

ექსტრავაზაციით გამოწვეული იშემიის მკურნალობა:

სისხლძარღვის გარეთ პრეპარატის გაჟონვისას ან ექსტრავაზაციით ინექციის დროს პრეპარატის ვაზოკონსტრიქტორული ეფექტის გამო, შესაძლოა განვითარდეს სისხლძარღვებში ქსოვილების დაზიანება. ინექციის ადგილი უნდა გამოირეცხოს რაც შეიძლება სწრაფად 5-10 მგ ფენტოლამინის მეზილატის შემცველი ფიზიოლოგიური ხსნარით.

ამ მიზნით, უნდა იქნას გამოყენებული წვრილი ნემსის მქონე შპრიცი და შეყვანილი იქნას ადგილობრივად. გამოყენებამდე ამპულები ვიზუალურად უნდა შემოწმდეს და არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ შეინიშნება ნაწილაკები ან ფერის ცვლილება.

დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ:

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:

ნორადრენალინის ფარმაკოკინეტიკაზე თირკმლის ან ღვიძლის დაავადება მნიშვნელოვნად არ მოქმედებს. სიფრთხილეა საჭირო სიმპათომიმეტიკების გამოყენებისას ღვიძლისა და თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებში, რადგან შესაძლოა შემცირდეს სისხლის მიმოქცევა ისეთ ორგანოებში, როგორიცაა ღვიძლი და თირკმელები.

პედიატრიული პოპულაცია:

ნორადრენალინის ახალშობილებში ზემოქმედების შესახებ კვლევები არასაკმარისია. ბავშვებში ნორადრენალინის შეყვანისას ისეთივე სიფრთხილეა საჭირო, როგორც მოზრდილებში. საწყისი დოზის სახით, ნორადრენალინის შეყვანა შესაძლებელია 0.05 მიკროგრამი/კგ/წუთში დოზით, არტერიული წნევის მონიტორინგის თანხლებით და მისი გაზრდა შესაძლებელია 0.5 მიკროგრამ/კგ/წუთში.

გერიატრიული პოპულაცია:

სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ხანდაზმულ პაციენტებში, განსაკუთრებით მათში, ვისაც აქვს მგრძნობელობა სიმპათომიმეტიკური საშუალებების და ნორადრენალინის მიმართ.

გაფრთხილებები შეუთავსებლობის შესახებ:

ნორადრენალინი შეუთავსებელია ტუტე ხსნარებთან ან დამჟანგავ ნივთიერებებთან, ბარბიტურატებთან, ქლორფენირამინთან, ქლორთიაზიდთან, ნიტროფურანტოინთან, ნოვობიოცინთან, ფენიტოინთან, ნატრიუმის ბიკარბონატთან, ნატრიუმის იოდიდთან, სტრეპტომიცინთან, ინსულინთან (აღწერილია შეუთავსებლობა), ასევე მთლიან სისხლთან ან პლაზმასთან.

ნორეპრინი არ შეურიოთ მთლიან სისხლს ან პლაზმას.

თუ არსებობს სისხლის მოცულობის გაზრდის ჩვენება, ნორეპრინი უნდა შეიყვანოთ პირდაპირ პლაზმიდან ან მთლიან სისხლიდან, მაგალითად, Y-სისტემის გამოყენებით.

ინფუზიის ადგილი ხშირად უნდა შემოწმდეს. სიფრთხილეა საჭირო ექსტრავაზაციის თავიდან ასაცილებლად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინფუზიისთვის გამოყენებული ვენის გარშემო არსებული ქსოვილების ნეკროზი.

ნორადრენალინის ექსტრავაზაციის დროს ან ვენის გარეთ ინექციის დროს, სისხლძარღვებში სამკურნალო პროდუქტის ვაზოკონსტრიქტორული ეფექტის გამო, შეიძლება განვითარდეს ქსოვილების დაზიანება.

ვენის კედლის გაზრდილი გამტარიანობისა და სისხლძარღვების შევიწროების გამო, ნორეპინეფრინმა შეიძლება გაჟონოს ინფუზიური ვენის გარშემო არსებულ ქსოვილში. ეს არ არის გამოწვეული ფაქტობრივი ექსტრავაზაციით, მაგრამ იწვევს ქსოვილების დაზიანებას. ამიტომ, თუ ასეთი დაზიანება მოხდა, ინფუზიის ადგილი უნდა შეიცვალოს ადგილობრივი სისხლძარღვების შევიწროების ეფექტების შემცირების მიზნით.

ექსტრავაზაციით გამოწვეული იშემიის მკურნალობა:

პროდუქტის გაჟონვის ან ექსტრავაზაციის დროს, პრეპარატის ვაზოკონსტრიქტორული ეფექტის გამო, შეიძლება მოხდეს სისხლძარღვებში ქსოვილების დაზიანება.

ინექციის ადგილი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოირეცხოს 5-10 მგ ფენტოლამინის მეზილატის შემცველი ფიზიოლოგიური ხსნარით. ამ მიზნით, უნდა იქნას გამოყენებული დადასტურებული ხარისხის ნემსის მქონე შპრიცი და შეყვანილი იქნას ადგილობრივად.

სხვა სისხლის მიმოქცევის პრობლემების მკურნალობა:

ინფუზიის ადგილას სისხლის მიმოქცევის დარღვევა (ექსტრავაზაციით ან მის გარეშე) შეიძლება მოიხსნას ალანინის ინფილტრაციით თბილი კომპრესებით და 5 მგ ფენტოლამინის მეზილატის შემცველი 10 მლ ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის ინექციით.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ნორეპრინი:

მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პაციენტის მდგომარეობის სტაბილიზაციამდე.

ანტიდოტის სახით შესაძლებელია ინტრავენურად ალფა-ბლოკატორის, მაგალითად ფენტოლამინის მეზილატის (5-10 მგ), შეყვანა. საჭიროების შემთხვევაში, ეს დოზა შეიძლება განმეორდეს.

ურთიერთქმედება ლაბორატორიულ ტესტებთან:

ნორედინიფეფრინი ზრდის გლიცეროლის, აცეტოაცეტატის, β-ჰიდროქსიბუტირატის და გლუკოზის დონეს სისხლში. ნორადრენალინის გავლენით მცირდება პლაზმაში ინსულინის, ლაქტატის, პირუვატის და ალანინის დონე.

ფარმადა

ნორეპრინი 4 მგ/4მლ

ინტრავენური ინფუზიისთვის განკუთვნილი ინექციური ხსნარის შემცველი ამპულა

ნორადრენალინის ბიტარტარატი

შეიყვანება ინტრავენური ინფუზიის გზით

სტერილური

4 მლ x 10 ამპულა

თითოეული ამპულა (4 მლ) შეიცავს 8 მგ ნორადრენალინის ბიტარტრატს (ექვივალენტურია 4 მგ ნორადრენალინის ფუძისა), აქტიური ნივთიერების სახით. ხსნარის 1 მლ შეიცავს 2 მგ ნორადრენალინის ბიტარტრატს (ექვივალენტურია 1 მგ ნორადრენალინის ფუძის).

დამხმარე ნივთიერებების სახით შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს (E223), ნატრიუმის ქლორიდს, ნატრიუმის ჰიდროქსიდს (pH-ის რეგულირებისთვის), მარილმჟავას (pH-ის რეგულირებისთვის) და საინექციო წყალს. (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ გამოყენების ინსტრუქცია.)

ნებართვის ნომერი: 13.10.2016 / 2016/716

ნებართვის მფლობელი:

Pharmada Ilaç San. ve Tic. A.S. / ფარმადა ილაჩ სან. ვე ტიკ. ა.შ.

დემ პლაზა, ინონუ მაჰ. კაისდაგი, №172

34755 ათაშეჰირი / სტამბოლი

წარმოების ადგილი:

Dem Ilaç San. ve Tic. A.S. / დემ ილაჩ სან. ვე ტიკ. ა.შ.

ჩიფტლიკ მაჰ. 3534 სოკ. N:1 ჩიფტლიკოი/იალოვა

ფარმადა

ნორეპრინი 4 მგ/4მლ

ინტრავენური ინფუზიისთვის განკუთვნილი ინექციური ხსნარის შემცველი ამპულა

ნორადრენალინის ბიტარტარატი

შეიყვანება ინტრავენური ინფუზიის გზით

სტერილური

4 მლ x 10 ამპულა

ბრაილის შრიფტი

შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას 2°C-დან 8°C-მდე ტემპერატურაზე, სითბოსგან დაცულ ადგილას, შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლამდე.

გამოყენებამდე გააზავეთ; გთხოვთ, იხილოთ გამოყენების ინსტრუქცია.

განზავების შემდეგ (5%-იანი გლუკოზა ან 5% გლუკოზა + 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი), ნარევი უნდა შეინახოთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე და გამოიყენოთ 24 საათის განმავლობაში.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ, შეუმჩნეველ ადგილას და ორიგინალ შეფუთვაში.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.

არ შეიძინოთ პროდუქტი გახსნილი ან დაჭრილი შეფუთვით.

გამოყენებამდე წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია.

თუ შეამჩნევთ რაიმე აუხსნელ გვერდით მოვლენებს, მიმართეთ ექიმს.

არ გამოიყენოთ პროდუქტები, რომელთა ვარგისიანობის ვადაც გასულია.

იყიდება მხოლოდ რეცეპტით.

ფარმადა

ნორეპრინი 4 მგ/4მლ

ინტრავენური ინფუზიისთვის განკუთვნილი ინექციური ხსნარის შემცველი ამპულა

200% გადიდებული მასშტაბით

ნორეპრინი 4 მგ/4მლ

ინტრავენური ინფუზიისთვის განკუთვნილი ინექციური ხსნარის შემცველი ამპულა

ნორადრენალინის ბიტარტარატი

სტერილური

პარტიის ნომერი:

ვარგისიანობის ვადა:

2300069-00

ორიგინალი ზომა

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა