პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კარდიალური თერაპია

ტარდი - BM

TARD - BM

რეცეპტით1მგ/მლინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ტარდი-BM უნდა იქნას გამოყენებული საავადმყოფოში გამოცდილი სამედიცინო პერსონალის მიერ. ტარდი-BM შეიცავს ტიპი 1 მინის 10 ამპულას, რომელიც შეიცავს 4 მლ ხსნარს. თითოეული ამპულა შეიცავს ნორეპინეფრინის ბიტარტრატს აქტიური ნივთიერების სახით. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ნორეპინეფრინი (norepinephrine)
ფორმა და შეფუთვა
1მგ/მლ 4მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელად ქარვისფერი მინის ამპულა №10
მწარმოებელი
Mefar Ilac Sanayii A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კარდიალური თერაპია, ადრენერგული და დოფამინერგული საშუალებები
ATC კოდი
C01CA03
რეგისტრაციის ნომერი
რ-043581
რეგისტრირებულია
11 ივლისი 2025, მოქმედებს 11 ივლისი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
„Aversi-Pharma“ LLC (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებატარდი - BM და სხვა წამალი ერთად

ტარდი - BM — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ტარდი-BM უნდა იქნას გამოყენებული საავადმყოფოში გამოცდილი სამედიცინო პერსონალის მიერ. ტარდი-BM შეიცავს ტიპი 1 მინის 10 ამპულას, რომელიც შეიცავს 4 მლ ხსნარს. თითოეული ამპულა შეიცავს ნორეპინეფრინის ბიტარტრატს აქტიური ნივთიერების სახით.

ტარდი-BM მოცემულია ხსნარის სახით და უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ინტრავენურად განზავების შემდეგ. ტარდი-BM გამოიყენება შემდეგი მწვავე სამედიცინო გართულებების დროს:

არტერიული წნევის ნორმალიზება მწვავე ჰიპოტენზიის დროს,

მიღების წესი და დოზირება

მითითებები გამოყენების შესახებ და დოზა/სიხშირე:

ტარდი-BM შეიყვანება გაზავებული 5% გლუკოზის ხსნარში ან 5% გლუკოზის და 0.9% NaCl ნარევით განზავების შემდეგ. თქვენი ექიმი გადაწყვეტს დოზას თქვენი დაავადების მიხედვით. ინფორმაცია სამედიცინო პერსონალისთვის მოცემულია ამ ფურცელჩანართის ბოლოს.

გამოყენების გზა და მეთოდი:

სასურველია ტარდი-BM შეიყვანოთ ინფუზიის გზით თქვენი მკლავის დიდ სისხლძარღვში.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ტარდი-BM-ის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან მცირეა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ ტარდი - BM-ის ზედმეტი დოზირება

ტარდი-BM კეთდება თქვენი ექიმის მიერ საავადმყოფოში. ამიტომ ზედოზირების გამოყენება გამორიცხულია. მაგრამ თუ თქვენ ეჭვი გეპარებათ დოზირების შესახებ, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან თქვენს ექთანს.

ჭარბი დოზირების ან ნორმალური დოზების შემთხვევაში პროდუქტის ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევებში უფრო ხშირად ვლინდება შემდეგი ეფექტები: ჰიპერტენზია, სინათლის შიში, ტკივილი გულმკერდის არეში, სიფერმკრთალე, გადაჭარბებული ოფლიანობა და ღებინება.

მკურნალობა:

მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პაციენტის სტაბილიზაციამდე. ანტიდოტი: ფენტოლამინ მეზილატის მსგავსი ალფა-ბლოკერის ინტრავენური შეყვანა (5-10 მგ). საჭიროების შემთხვევაში, ეს დოზა შეიძლება განმეორდეს.

თუ ფიქრობთ, რომ გაგიკეთდათ ტარდი-BM-ის საჭიროზე მეტი დოზა, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს.

  • მოსალოდნელი გვერდით ეფექტები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერიდითი მოვლენები პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა ტარდი - BM-ის შემცველი ნივთერებების მიმართ.

უკუჩვენებები

ტარდი-BM უკუნაჩვენებია შემდეგ პირობებში:

ჰიპერმგრძნობელობა ნორეპინეფრინის ან ამ სამკურნალო საშუალებაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერებების მიმართ: ტარდი-BM შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს, როგორც დამხმარე ნივთიერებას. იშვიათად იწვევს სერიოზულ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებს და ბრონქოსპაზმს.

ჰიპერტენზია: ჰიპერტონული პაციენტები შეიძლება უფრო მგრძნობიარენი იყვნენ ნორეპინეფრინის პრესორული ეფექტების მიმართ.

ჰიპერთირეოზი: ეს პაციენტები მგრძნობიარენი არიან ნორეპინეფრინის ეფექტების მიმართ და ტოქსიკურობა შეიძლება მოხდეს დაბალი დოზებითაც.

პრინცმეტალის სტენოკარდია: ამ პაციენტებში კორონარული სისხლის მიმოქცევა შეიძლება შემცირდეს დროისა და რაოდენობრი თვალსაზრისით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი.

ჰიპოტენზია სისხლის მოცულობის დეფიციტის გამო,

ჰიპერკაპნია, ჰიპოქსია და ობსტრუქციული სისხლძარღვთა დაავადება,

ნორეპინეფრინს შეუძლია გაზარდოს გულის კუნთების აგზნებადობა და გამოიწვიოს გულის პარკუჭების სწრაფი და არარეგულარული შეკუმშვა. ამის გამო ტარდი-BM უკუნაჩვენებია ქლოროფორმით, ციკლოპროპანით და ჰალოტანით ანესთეზიის დროს.

სიფრთხილის ზომები

ნორეპინეფრინი შეუთავსებელია ტუტე ხსნარებთან, ოქსიდაციურ ნივთიერებებთან, ბარბიტურატებთან, ქლორფენირამინებთან, ქლოროტიაზიდთან, ნიტროფურანტოინთან, ნოვობიოზინთან, ფენიტოინთან, ნატრიუმის ბიკარბონატთან, ნატრიუმის იოდიდთან, სტრეპტომიცინთან, ინსულინთან (დაფიქსირდა ერთი შეუთავსებლობა), საღ სისხლთან და პლაზმასთან.

არ შეურიოთ ტარდი-BM საღ სისხლსა და პლაზმაში. თუ გსურთ სისხლის მოცულობის გაზრდა, ტარდი-BM უნდა შეყვანილ იქნას პლაზმის ან სრული სისხლისგან დამოუკიდებლად, როგორც ეს ხდება Y-სისტემაში.

ინფუზიის ადგილი ხშირად უნდა კონტროლდებოდეს. გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე ექსტრავაზაციების დროს, რომლებიც იწვევს ქსოვილის ნეკროზის ინფუზიისთვის გამოყენებული ვენის ირგვლივ. ნორეპინეფრინის ექსტრავაზაციის დროს ან ვენების გარეთ ინექციების შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ქსოვილის დესტრუქცია სისხლძარღვებში პროდუქტის ვაზოკონსტრიქტორული ეფექტის გამო.

გაზრდილი გამტარიანობით გამოწვეული ვენების კედლებზე ვაზოკონსტრიქციის გამო, ნორეპინეფრინმა შეიძლება გაჟონოს ინფუზიური ვენის გარემო ქსოვილებში. ეს მდგომარეობა რა თქმა უნდა არ არის გამოწვეული ექსტრავაზაციით და იწვევს ქსოვილების დაზიანებას. მსგავს სიტუაციაში ინფუზიის ადგილი უნდა შეიცვალოს ადგილობრივი ქსოვილის დესტრუქციის ეფექტის შესამცირებლად.

ექსტრავაზაციით გამოწვეული იშემიის მკურნალობა:

ვენის გარეთ წამლის შეყვანის ან გარე ვენებში წამლის გაჟონვის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ქსოვილის დესტრუქცია, რომელიც გამოწვეულია სისხლძარღვებზე წამლის ვაზოკონსტრიქტორული მოქმედებით. ინექციის ადგილი სწრაფად უნდა დაიბანოთ ფიზიოლოგიური მარილის ხსნარით, რომელიც შეიცავს 5-10 მგ ფენტოლამინის მესილატს. ამ მიზნით უნდა იქნას გამოყენებული თხელი ნემსის მქონე ინჟექტორი და გაკეთდეს ინექცია ადგილობრივად.

სისხლის მიმოქცევის სხვა პრობლემების მკურნალობა:

სისხლის მიმოქცევის დარღვევები ინფუზიის ადგილზე შეიძლება შემსუბუქდეს უბნის ინფილტრაციით 10 მლ ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარით, რომელიც შეიცავს 5 მგ ფენტოლამინის მესილატს და ასევე ცხელი ფლასტერის კომპრესის მეშვეობით (ექსტრავაზაციით ან არაექსტრავაზაციით).

თუ თქვენ მიიღეთ ტარდი-BM-ის საჭიროზე მეტი დოზა:

პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, სანამ პაციენტის მდგომარეობა არ დასტაბილურდება. ალფა ბლოკატორები, როგორიცაა ფენტოლამინის მეზილატი (5-10 მგ) შეიძლება შეიყვანონ ინტრავენურად ანტიდოტის სახით. საჭიროების შემთხვევაში, დოზა შეიძლება განმეორდეს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ზოგადი საანესთეზიო პროდუქტები, როგორიცაა ქლოროფორმი, ციკლოპროპანი ან ჰალოტანი (ამ ნივთიერებას შეუძლია გამოიწვიოს გულის კუნთებზე სიმულაციური ეფექტი და არარეგულარული შეკუმშვა) არ უნდა იქნას გამოყენებული ტარდი-BM-თან ერთად.

ატროპინის სულფატი, რომელიც გამოიყენება გულისცემის შენელებისთვის, ჰიპოტენზიისა და გულის რითმის დარღვევისთვის და ანტიჰისტამინური საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ალერგიისთვის (დიფენილჰიდრამინი, ტრიპელენამინი, დექსქლორფენირამინი) ფრთხილად უნდა იქნას გამოყენებული.

ერგოტამინის წარმოებულების ზოგიერთ ალკალოიდს (გუანეტიდინს ან მეტილდოპას) შეუძლია ნორეპინეფრინის ვაზოპრესორული ეფექტის პოტენციალიზაცია და გამოიწვიოს სერიოზული და მდგრადი ჰიპერტენზია. პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიგიტალინის და ქინიდინის მაღალ დოზებს, შეიძლება განვითარდეს გულის რითმის დარღვევა. რეზერპინმა, გუანეტიდინმა და კოკაინმა შეიძლება გაზარდონ ტარდი-BM-ის ეფექტი.

ის არ უნდა იქნას გამოყენებული ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან (მაგ., იმიპრამინი) და მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებთან ერთად, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ.

სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ფუროსემიდთან და სხვა დიურეტიკებთან (შარდმდენი მედიკამენტები).

ნორეპინეფრინი ზრდის გლიცეროლის, აცეტოაცეტატური ეთერის, ბეტა-ჰიდროქსიბუტირატის და გლუკოზის კონცენტრაციას სისხლში. პლაზმაში ინსულინის, ლაქტატის, პირუვატის და ალანინის კონცენტრაცია მცირდება ნორეპინეფრინთან ერთად.

თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს, გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ტარდი-BM-ს შეუძლია შეამციროს სისხლის მიმოქცევა პლაცენტაში და დააჩქაროს ნაყოფის გულის რიტმი. მას შეუძლია ჰქონდეს საშვილოსნოზე კონტრაქტურული ეფექტი და გამოიწვიოს ნაყოფის სიკვდილი ორსულობის ბოლოს. ამ მიზეზით, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ორსული ქალების გადარჩენის კლინიკური სარგებელი უფრო მეტია, ვიდრე ჩვილების მიმართ მოსალოდნელი რისკი.

თუ მკურნალობის დროს შეამჩნევთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ლაქტაციის პერიოდი

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უცნობია გამოიყოფა თუ არა ნორეპინეფრინი დედის რძესთან ერთად. ცხოველებზე არ ჩატარებულა კვლევები ნორეპინეფრინის დედის რძეში გამოყოფის შესახებ. ლაქტაციის შეწყვეტას ან ტარდი-BM-ით მკურნალობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, თქვენი ექიმი შეაფასებს ბავშვისთვის ლაქტაციის სარგებელს და მეძუძური ქალებისთვის ტარდი-BM-ით მკურნალობის სარგებელს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ტარდი-BM არ ახდენს ზეგავლენას ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტარდი-BM-ის დამხმარე ნივთიერებების შესახებ

ნატრიუმის მეტაბისულფიდი იშვიათად იწვევს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებს ან ბრონქოსპაზმს. ეს პრეპარატი შეიცავს 23 მგ-ზე ნაკლებ ნატრიუმს 4 მლ თითოეულ ამპულაში. ამ დოზის მქონე ნატრიუმს არ შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი: 10 პაციენტიდან 1-მდე.

ხშირი: 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 100 პაციენტიდან 1-ზე მეტში

არახშირი: 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 1000 პაციენტიდან 1-ზე მეტში.

იშვიათი: 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 10.0000 პაციენტიდან 1-ზე მეტში

ძალიან იშვიათი: 10.000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში

უცნობია სიხშირე: შეუძლებელია შეფასება არსებული მონაცემების მიხედვით.

ძალიან ხშირი

ჰიპერტენზია და ქსოვილებში ჟანგბადის უკმარისობა. იშემიური დაზიანება სისხლძარღვების ძლიერი შეკუმშვის შედეგად.

ხშირი:

პალპიტაცია, დაბალი პულსი, გულის რითმის დარღვევა, არარეგულარული გულისცემა, გულის კუნთების შეკუმშვა, რომელიც გამოწვეულია გულზე β1 ადრენერგული ეფექტებიდან, გულის მწვავე უკმარისობა.

არახშირი:

შფოთვა, უძილობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ფსიქოზური მდგომარეობა, დაღლილობა, პალპიტაცია, მადის ნაკლებობა, ღებინება, გულისრევა.

თვალშიდა წნევის უეცარი მატება, ძალიან ხშირია ანატომიურად მგრძნობელობის მქონე პაციენტებში ირიდოკორნეალური კუთხის დახურვა.

სუნთქვის გაძნელება, ქოშინი.

ქსოვილის გაღიზიანება და ნეკროზი ინექციის ადგილზე, სიცივის შეგრძნება სახესა და კიდურებში, სიფერმკრთალე სისხლძარღვების შევიწროების გამო.

ნორეპინეფრინის ხანგრძლივმა მიღებამ პაციენტებში სისხლის მოცულობის შეცვლის გარეშე არტერიული წნევის შესანარჩუნებლად შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სიმპტომები:

შიდა და ზედაპირული ორგანოების სისხლძარღვების ძლიერი შევიწროება

თირკმლის სისხლის ნაკადის დაქვეითება

შარდის წარმოების დაქვეითება

ქსოვილებში ჟანგბადის არასაკმარისი დონე

სისხლში რძემჟავას დონის მატება.

ნორეპინეფრინის სიცოცხლისათვის საშიში ეფექტები განპირობებულია დოზადამოკიდებული ანტიჰიპერტენზიული ეფექტებით. ფილტვის შეშუპებამ და ცერებრალურმა სისხლდენამ შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ჰიპერტენზია.

ინტრავენური ინფუზიის დროს ნორეპინეფრინის გაჟონვამ შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილის სიკვდილი და ინფუზიის არეში უგრძნობლობა. ხანგრძლივმა ინფუზიამ შეიძლება გამოიწვიოს კიდურებში განგრენა.

სისხლის მიმოქცევის დარღვევები ინექციის ადგილზე (გაფილტრული ან ინფილტრირებული) შეიძლება თავიდან იქნას აცილებული ცხელი კომპრესებით და ფენტოლამინით (განზავებული 5 მგ/10 მლ ფიზიოლოგიური შრატით).

პლაზმაში ინსულინის, ლაქტატის, პირუვატის და ალანინის დონე მცირდება ნორეპინეფრინთან ერთად. ძლიერი ვაზოპრესორის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პლაზმის მოცულობის შემცირება. ამის გამოსწორება შესაძლებელია შესაბამისი სითხეებითა და ელექტროლიტებით ჩანაცვლებითი მკურნალობით. თუ არ მოხდება პლაზმის მოცულობის კორექცია, ჰიპოტენზია შეიძლება განმეორდეს ნორეპინეფრინის მკურნალობის დასრულების შემდეგ ან არტერიული წნევა შეიძლება შენარჩუნდეს პერიფერიული და შიდა ვაზოკონსტრიქციის რისკის თანხლებით სისხლის ნაკადის შემცირების გამო.

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ჭარბი დოზა

სიმპტომები:

დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, ძლიერი მაღალი წნევა, სისუსტე, არანორმალურად შენელებული პულსი, პერიფერიული წინაღობის მატება. ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში დოზის გადაჭარბებისას ან ნორმალური დოზის მიღებისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი ეფექტები: ჰიპერტენზია, ფოტოფობია, რეტროსტერნალური ტკივილი, სისუსტე, ღებინება, ჭარბი სეკრეცია.

ნორეპინეფრინის პოტენციური სიცოცხლისათვის საშიში ეფექტები განპირობებულია მისი დოზაზე დამოკიდებული ანტიჰიპერტენზიული ეფექტებით. მწვავე ჰიპერტენზიის დროს შეიძლება მოხდეს ფილტვის შეშუპება და ცერებრალური სისხლდენა.

ნორეპინეფრინის ექსტრავაზაციამ ინტრავენური ინფუზიის დროს შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება ინექციის ადგილზე და ნეკროზი ინექციის ადგილის გარემოში. ხანგრძლივმა ინფუზიამ შეიძლება გამოიწვიოს კიდურებზე განგრენა. ინექციის ადგილზე დაქვეითებული ცირკულაცია (ექსტრავაზაციით ან ექსტრავაზაციის გარეშე) შეიძლება შემსუბუქდეს ცხელი საფენისა და ფენტოლამინის ხსნარის ინფილტრაციით 5 მგ/მლ ფიზიოლოგიურ შრატში.

ძლიერი ვაზოპრესორის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პლაზმის მოცულობის შემცირება, რაც შეიძლება გამოსწორდეს სითხისა და ელექტროლიტების შემცვლელი თერაპიით. თუ პლაზმის მოცულობა არ გამოსწორდა, ჰიპოტენზია შეიძლება განმეორდეს ნორეპინეფრინის მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, ან არტერიული წნევა შეიძლება შენარჩუნდეს სისხლის ნაკადის შემცირების გამო სერიოზული პერიფერიული და შიდა ვაზოკონსტრუქციის თანხლებით.

მკურნალობა

მკურნალობა უნდა შეწყდეს, სანამ პაციენტის მდგომარეობა არ დასტაბილურდება.

ანტიდოტი: ალფა-ბლოკატორის, როგორიცაა ფენტოლამინის მეზილატის (5-10 მგ) ინტრავენურად შეყვანა. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ამ დოზის გამეორება.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება:

თითოეული ამპულა შეიცავს 8 მგ ნორეპინეფრინის ბიტარტრატს (ექვივალენტურია 4 მგ ბაზა-ნორეპინეფრინის).

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის მეტაბისულფიტი (E223) 4 მგ

ნატრიუმის ქლორიდი 34,35 მგ

ნატრიუმის ჰიდროქსიდი q.s.

დამხმარე ნივთიერებებისთვის იხილეთ ნაწილი 6.1.

  • . ფარმაცევტული ფორმა

საინფუზიო კონცენტრირებული ხსნარი.

სტერილური, გამჭვირვალე, უფერო, წყალხსნარი ხილული ნაწილაკების გარეშე.

  • კლინიკური თვისებები

შენახვის პირობები

შეინახეთ ტარდი-BM ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ორიგინალურ შეფუთვაში.

ტარდი-BM ამპულები ინახება საწყის შეფუთვაში არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე და სინათლისგან დაცულ ადგილას. განზავებული საინფუზიო ხსნარი სტაბილურია ოთახის არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე 24 საათის განმავლობაში, რომელიც განზავებულია 5% დექსტროზის და 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის კომბინაციით (ნარევი 50/50 h/h) ან 0,9% ნატრიუმის ხსნარში ქლორიდის გარეშე.

გთხოვთ გამოიყენოთ ტარდი-BM ვარგისიანობის ვადის შესაბამისად. არ გამოიყენოთ ტარდი-BM შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

თუ შეამჩნევთ რაიმე დაზიანებას პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე, არ გამოიყენოთ ტარდი-BM. მედიკამენტები არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, მედიკამენტების სწორი განადგურების შესახებ, რომლებიც აღარ გჭირდებათ.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ადრენერგული პრეპარატები

ათქ კოდი: C01CA03.

ნორეპინეფრინი არის ენდოგენური კატექოლამინი, რომელიც სინთეზირებულია თირკმელზედა ჯირკვლის მედულას მიერ და წარმოადგენს ადრენალინის წინამორბედს. ნორეპინეფრინი პირდაპირ მოქმედებს α-ადრენერგულ რეცეპტორებზე. ნორეპინეფრინი ასევე პირდაპირ ასტიმულირებს β-ადრენერგულ რეცეპტორებს გულში (β1-ადრენერგული რეცეპტორები), მაგრამ არ არის ეფექტური ბრონქებში და პერიფერიულ სისხლძარღვებში მიუწვდომელ რეცეპტორებზე (β2-ადრენერგული რეცეპტორები). გარდა ამისა, ნორეპინეფრინი ნაკლებად მოქმედებს β1 რეცეპტორებზე, ვიდრე ადრენალინი და იზოპროტერენოლი. ბეტა-ადრენერგული ეფექტები გამოწვეულია ადენილ ციკლაზას აქტივობის სტიმულირებით. α-ადრენერგული ეფექტები შეიძლება მოხდეს ფერმენტ ადენილ ციკლაზას ინჰიბირებით და ციკლური ადენოზინ 3',5'-მონოფოსფატის (AMP) წარმოების ინჰიბირებით. ნორეპინეფრინის ძირითადი ეფექტი თერაპიულ დოზებში არის ვაზოკონსტრუქცია და გულის სტიმულაცია. გულ-სისხლძარღვთა ეფექტები: ნორეპინეფრინი ამცირებს სისხლძარღვების ტევადობას და წინააღმდეგობას α-ადრენერგულ რეცეპტორებზე მისი მოქმედებით. პერიფერიული წინააღმდეგობის ზოგადი ზრდა იწვევს სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევის მატებას. ნორეპინეფრინს აქვს დადებითი ინოტროპული მოქმედება გულში β1-ადრენერგულ რეცეპტორებზე. გარდა ამისა, მას აქვს დადებითი ინოტროპული ეფექტი სინუსურ წერტილებზე. ამ ეფექტის თავიდან აცილება შესაძლებელია ვაგალური აქტივობის გაზრდით, რაც არტერიული წნევის მომატების შედეგია და ზოგადად იწვევს ბრადიკარდიას. ბრადიკარდიის პრევენცია შესაძლებელია ატროპინით. გულის თანაფარდობა შეიძლება გაიზარდოს ჰიპოტენზიურ პაციენტებში ნორეპინეფრინის დადებითი ინოტროპული ეფექტების გამო და შეიძლება ჰქონდეს დამატებითი ეფექტი მედიკამენტების არტერიულ წნევაზე. გარდა ამისა, გულის თანაფარდობა შეიძლება შეიცვალოს ან შემცირდეს რეფლექსური ბრადიკარდიის გამო. როდესაც გულში ვენური სისხლის მიმოქცევა მცირდება პერიფერიული სისხლძარღვთა წინააღმდეგობის გაზრდის გამო, გულის თანაფარდობა შეიძლება შემცირდეს მედიკამენტების ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ ან მედიკამენტების მაღალი დოზების მიღებისას.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი მახასიათებლები

აბსორბცია:

ინტრავენური შეყვანის შემდეგ, შეიძლება სწრაფად განვითარდეს არტერიული წნევის ზრდის ეფექტი. პრეპარატს აქვს მოქმედების ხანმოკლე ხანგრძლივობა და მისი არტერიული წნევის ზრდის ეფექტი წყდება ინფუზიის შეწყვეტიდან 1-2 წუთში.

განაწილება:

ნორეპინეფრინი ძირითადად აღინიშნება სიმპათიკურ ნერვულ ქსოვილებში. პრეპარატი ხვდება პლაცენტაში, მაგრამ არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. ის 50%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს. განაწილების მოცულობა შეადგენს 0,09-0,4 ლ/კგ.

ბიოტრანსფორმაცია

ნორეპინეფრინის ფარმაკოლოგიური ეფექტი თავდაპირველად წყდება სიმპათიკურ ნერვებზე და მეტაბოლიზმზე მოქმედებით. ნორეპინეფრინი მეტაბოლიზდება ღვიძლში და სხვა ქსოვილებში ფერმენტების კატექოლ-O-მეთილტრანსფერაზას (COMT) და მონოამინ ოქსიდაზას (MAO) კომბინირებული რეაქციებით. ძირითადი არააქტიური მეტაბოლიტებია ნორმეტანეფრინი და 3-მეტოქსი-4-ჰიდროქსიმანდელიუმის მჟავა (ვანილანდელის მჟავა, VMA). სხვა არააქტიური მეტაბოლიტები მოიცავს 3-მეტოქსი-4-ჰიდროქსიფენილ გლიკოლს და 3,4-დიჰიდროქსიფენილ გლიკოლს.

ელიმინაცია

ნორეპინეფრინის მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდით მეტი სულფატის კონიუგატების სახით და ნაკლები გლუკურონიდის კონიუგატების სახით. ნორეპინეფრინის მხოლოდ მცირე რაოდენობა გამოიყოფა უცვლელად.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

პაციენტის საინფორმაციო ფურცელი

ტარდი-BM 4 მგ/4 მლ I.V. ამპულა საინექციო საინფუზიო ხსნარით.

ვენაში შესაყვანი.

აქტიური ნივთიერება: თითოეული ამპულა შეიცავს 8 მგ ნორეპინეფრინის ბიტარტრატს (შეესაბამება 4 მგ ბაზა ნორეპინეფრინს).

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის მეტაბისულფიდი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, მარილმჟავა და საინექციო წყალი.

ამ პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ პაციენტის საინფორმაციო ფურცელი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციებს.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა..

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის.

ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად, ნუ გადასცემთ მას სხვებს გამოყენების მიზნით.

ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში მოცემული მითითებები. არ მიიღოთ ამ მედიკამენტის რეკომენდებულზე მაღალი დოზირება.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:

  • რას წარმოადგენს ტარდი - BM და რისთვის გამოიყენება?
  • რა უნდა იცოდეთ ტარდი - BM-ის გამოყენებამდე
  • ტარდი - BM-ის გამოყენების წესი
  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
  • ტარდი - BM-ის შენახვის პირობები
  • რას წარმოადგენს ტარდი - BM და რისთვის გამოიყენება?

ტარდი-BM უნდა იქნას გამოყენებული საავადმყოფოში გამოცდილი სამედიცინო პერსონალის მიერ. ტარდი-BM შეიცავს ტიპი 1 მინის 10 ამპულას, რომელიც შეიცავს 4 მლ ხსნარს. თითოეული ამპულა შეიცავს ნორეპინეფრინის ბიტარტრატს აქტიური ნივთიერების სახით.

ტარდი-BM მოცემულია ხსნარის სახით და უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ინტრავენურად განზავების შემდეგ. ტარდი-BM გამოიყენება შემდეგი მწვავე სამედიცინო გართულებების დროს:

არტერიული წნევის ნორმალიზება მწვავე ჰიპოტენზიის დროს,

  • რა უნდა იცოდეთ ტარდი - BM-ის გამოყენებამდე

არ შეიძლება ტარდი - BM-ის გამოყენება შემდეგ შემთხვევებში:

ხართ ალერგიული ნორეპინეფრინის ან ტარდი-BM-ის სხვა დამხმარე ნივთიერებების მიმართ

გაქვთ ჰიპერტენზია (მაღალი წნევა), რადგან ჰიპერტონული პაციენტები შეიძლება უფრო მგრძნობიარენი იყვნენ ნორეპინეფრინის ზემოქმედების მიმართ არტერიული წნევის მატებისას,

ჰიპოტენზიის შემთხვევები სისხლის არასაკმარისი მოცულობის გამო,

სისხლში ნახშირორჟანგის ჭარბი რაოდენობა (ჰიპერკაპნია), ქსოვილის ჟანგბადის უკმარისობა (ჰიპოქსია) და ობსტრუქციული სისხლძარღვების დაავადება,

გაქვთ სტენოკარდიის ტიპი (მკერდის ტკივილი), რომელსაც ეწოდება პრინცმეტალის სტენოკარდია. იმის გამო, რომ კორონარული სისხლის მიმოქცევა (გულის სისხლძარღვი) შეიძლება შემცირდეს დროისა და რაოდენობრივი თვალსაზრისით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი.

ჰიპერთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილების გადაჭარბებული მუშაობა). ეს პაციენტები მგრძნობიარენი არიან ნორეპინეფრინის ეფექტების მიმართ და ტოქსიკურობა შეიძლება მოხდეს დაბალი დოზებითაც,

ქლოროფორმით, ციკლოპროპანით და ჰალოტანით ანესთეზიის დროს. იმის გამო, რომ ნორეპინეფრინს შეუძლია გაზარდოს გულის კუნთების სტიმულირება და გამოიწვიოს სწრაფი და შეუფერებელი შეკუმშვა.

ტარდი - BM გამოიყენება სიფრთხილით შემდეგ პირობებში:

ტარდი-BM არ უნდა შეიყვანოთ ქვედა კიდურების უბნებში,

ტარდი-BM-ის ძლიერი ეფექტის გამო, შესაძლებელია აღინიშნოს არტერიული წნევის ძლიერი მატების რისკი. არტერიული წნევის ჭარბი მატების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ამ პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ, რომელიც იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას, შეიძლება გამოიწვიოს პლაზმის მოცულობის შემცირება. ეს დეფიციტი უნდა დაბალანსდეს წყლისა და მარილის შესაბამისი მიღებით.

გამოიყენეთ ფრთხილად დიაბეტის, დახურულკუთხოვანი გლაუკომის და პროსტატის ჰიპერტროფიის დროს.

ნორეპინეფრინი არის ქსოვილების ძლიერი გამაღიზიანებელი. ამის გამო უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ძალიან განზავებული ხსნარები. თუ ინექციის ადგილზე იგრძნობთ ქავილს და ტკივილს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. რადგან ხსნარი შეიძლება მოხვდა სისხლძარღვების გარეთ.

გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს, მაშინაც კი, თუ ეს პირობები აღინიშნა წარსულში ნებისმიერ დროს.

ტარდი-BM მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად.

ორსულობა

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ტარდი-BM-ს შეუძლია შეამციროს სისხლის მიმოქცევა პლაცენტაში და დააჩქაროს ნაყოფის გულის რიტმი. მას შეუძლია ჰქონდეს საშვილოსნოზე კონტრაქტურული ეფექტი და გამოიწვიოს ნაყოფის სიკვდილი ორსულობის ბოლოს. ამ მიზეზით, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ორსული ქალების გადარჩენის კლინიკური სარგებელი უფრო მეტია, ვიდრე ჩვილების მიმართ მოსალოდნელი რისკი.

თუ მკურნალობის დროს შეამჩნევთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ლაქტაციის პერიოდი

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უცნობია გამოიყოფა თუ არა ნორეპინეფრინი დედის რძესთან ერთად. ცხოველებზე არ ჩატარებულა კვლევები ნორეპინეფრინის დედის რძეში გამოყოფის შესახებ. ლაქტაციის შეწყვეტას ან ტარდი-BM-ით მკურნალობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, თქვენი ექიმი შეაფასებს ბავშვისთვის ლაქტაციის სარგებელს და მეძუძური ქალებისთვის ტარდი-BM-ით მკურნალობის სარგებელს.

ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ტარდი-BM არ ახდენს ზეგავლენას ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტარდი-BM-ის დამხმარე ნივთიერებების შესახებ

ნატრიუმის მეტაბისულფიდი იშვიათად იწვევს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებს ან ბრონქოსპაზმს. ეს პრეპარატი შეიცავს 23 მგ-ზე ნაკლებ ნატრიუმს 4 მლ თითოეულ ამპულაში. ამ დოზის მქონე ნატრიუმს არ შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.

გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად

ზოგადი საანესთეზიო პროდუქტები, როგორიცაა ქლოროფორმი, ციკლოპროპანი ან ჰალოტანი (ამ ნივთიერებას შეუძლია გამოიწვიოს გულის კუნთებზე სიმულაციური ეფექტი და არარეგულარული შეკუმშვა) არ უნდა იქნას გამოყენებული ტარდი-BM-თან ერთად.

ატროპინის სულფატი, რომელიც გამოიყენება გულისცემის შენელებისთვის, ჰიპოტენზიისა და გულის რითმის დარღვევისთვის და ანტიჰისტამინური საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ალერგიისთვის (დიფენილჰიდრამინი, ტრიპელენამინი, დექსქლორფენირამინი) ფრთხილად უნდა იქნას გამოყენებული.

ერგოტამინის წარმოებულების ზოგიერთ ალკალოიდს (გუანეტიდინს ან მეტილდოპას) შეუძლია ნორეპინეფრინის ვაზოპრესორული ეფექტის პოტენციალიზაცია და გამოიწვიოს სერიოზული და მდგრადი ჰიპერტენზია. პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიგიტალინის და ქინიდინის მაღალ დოზებს, შეიძლება განვითარდეს გულის რითმის დარღვევა. რეზერპინმა, გუანეტიდინმა და კოკაინმა შეიძლება გაზარდონ ტარდი-BM-ის ეფექტი.

ის არ უნდა იქნას გამოყენებული ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან (მაგ., იმიპრამინი) და მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებთან ერთად, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ.

სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ფუროსემიდთან და სხვა დიურეტიკებთან (შარდმდენი მედიკამენტები).

ნორეპინეფრინი ზრდის გლიცეროლის, აცეტოაცეტატური ეთერის, ბეტა-ჰიდროქსიბუტირატის და გლუკოზის კონცენტრაციას სისხლში. პლაზმაში ინსულინის, ლაქტატის, პირუვატის და ალანინის კონცენტრაცია მცირდება ნორეპინეფრინთან ერთად.

თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს, გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • ტარდი-BM მიღების წესი

მითითებები გამოყენების შესახებ და დოზა/სიხშირე:

ტარდი-BM შეიყვანება გაზავებული 5% გლუკოზის ხსნარში ან 5% გლუკოზის და 0.9% NaCl ნარევით განზავების შემდეგ. თქვენი ექიმი გადაწყვეტს დოზას თქვენი დაავადების მიხედვით. ინფორმაცია სამედიცინო პერსონალისთვის მოცემულია ამ ფურცელჩანართის ბოლოს.

გამოყენების გზა და მეთოდი:

სასურველია ტარდი-BM შეიყვანოთ ინფუზიის გზით თქვენი მკლავის დიდ სისხლძარღვში.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ტარდი-BM-ის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან მცირეა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ ტარდი - BM-ის ზედმეტი დოზირება

ტარდი-BM კეთდება თქვენი ექიმის მიერ საავადმყოფოში. ამიტომ ზედოზირების გამოყენება გამორიცხულია. მაგრამ თუ თქვენ ეჭვი გეპარებათ დოზირების შესახებ, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან თქვენს ექთანს.

ჭარბი დოზირების ან ნორმალური დოზების შემთხვევაში პროდუქტის ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევებში უფრო ხშირად ვლინდება შემდეგი ეფექტები: ჰიპერტენზია, სინათლის შიში, ტკივილი გულმკერდის არეში, სიფერმკრთალე, გადაჭარბებული ოფლიანობა და ღებინება.

მკურნალობა:

მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პაციენტის სტაბილიზაციამდე. ანტიდოტი: ფენტოლამინ მეზილატის მსგავსი ალფა-ბლოკერის ინტრავენური შეყვანა (5-10 მგ). საჭიროების შემთხვევაში, ეს დოზა შეიძლება განმეორდეს.

თუ ფიქრობთ, რომ გაგიკეთდათ ტარდი-BM-ის საჭიროზე მეტი დოზა, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს.

  • მოსალოდნელი გვერდით ეფექტები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერიდითი მოვლენები პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა ტარდი - BM-ის შემცველი ნივთერებების მიმართ.

გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულიეა შემდეგი კატეგორიის მიხედვით:

ძალიან ხშირი: 10 პაციენტიდან 1-მდე.

ხშირი: 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 100 პაციენტიდან 1-ზე მეტში

არახშირი: 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 1000 პაციენტიდან 1-ზე მეტში.

იშვიათი: 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 10.0000 პაციენტიდან 1-ზე მეტში

ძალიან იშვიათი: 10.000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში

უცნობია სიხშირე: შეუძლებელია შეფასება არსებული მონაცემების მიხედვით.

ძალიან ხშირი

ჰიპერტენზია და ქსოვილებში ჟანგბადის უკმარისობა. იშემიური დაზიანება სისხლძარღვების ძლიერი შეკუმშვის შედეგად.

ხშირი:

პალპიტაცია, დაბალი პულსი, გულის რითმის დარღვევა, არარეგულარული გულისცემა, გულის კუნთების შეკუმშვა, რომელიც გამოწვეულია გულზე β1 ადრენერგული ეფექტებიდან, გულის მწვავე უკმარისობა.

არახშირი:

შფოთვა, უძილობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ფსიქოზური მდგომარეობა, დაღლილობა, პალპიტაცია, მადის ნაკლებობა, ღებინება, გულისრევა.

თვალშიდა წნევის უეცარი მატება, ძალიან ხშირია ანატომიურად მგრძნობელობის მქონე პაციენტებში ირიდოკორნეალური კუთხის დახურვა.

სუნთქვის გაძნელება, ქოშინი.

ქსოვილის გაღიზიანება და ნეკროზი ინექციის ადგილზე, სიცივის შეგრძნება სახესა და კიდურებში, სიფერმკრთალე სისხლძარღვების შევიწროების გამო.

ნორეპინეფრინის ხანგრძლივმა მიღებამ პაციენტებში სისხლის მოცულობის შეცვლის გარეშე არტერიული წნევის შესანარჩუნებლად შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სიმპტომები:

შიდა და ზედაპირული ორგანოების სისხლძარღვების ძლიერი შევიწროება

თირკმლის სისხლის ნაკადის დაქვეითება

შარდის წარმოების დაქვეითება

ქსოვილებში ჟანგბადის არასაკმარისი დონე

სისხლში რძემჟავას დონის მატება.

ნორეპინეფრინის სიცოცხლისათვის საშიში ეფექტები განპირობებულია დოზადამოკიდებული ანტიჰიპერტენზიული ეფექტებით. ფილტვის შეშუპებამ და ცერებრალურმა სისხლდენამ შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ჰიპერტენზია.

ინტრავენური ინფუზიის დროს ნორეპინეფრინის გაჟონვამ შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილის სიკვდილი და ინფუზიის არეში უგრძნობლობა. ხანგრძლივმა ინფუზიამ შეიძლება გამოიწვიოს კიდურებში განგრენა.

სისხლის მიმოქცევის დარღვევები ინექციის ადგილზე (გაფილტრული ან ინფილტრირებული) შეიძლება თავიდან იქნას აცილებული ცხელი კომპრესებით და ფენტოლამინით (განზავებული 5 მგ/10 მლ ფიზიოლოგიური შრატით).

პლაზმაში ინსულინის, ლაქტატის, პირუვატის და ალანინის დონე მცირდება ნორეპინეფრინთან ერთად. ძლიერი ვაზოპრესორის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პლაზმის მოცულობის შემცირება. ამის გამოსწორება შესაძლებელია შესაბამისი სითხეებითა და ელექტროლიტებით ჩანაცვლებითი მკურნალობით. თუ არ მოხდება პლაზმის მოცულობის კორექცია, ჰიპოტენზია შეიძლება განმეორდეს ნორეპინეფრინის მკურნალობის დასრულების შემდეგ ან არტერიული წნევა შეიძლება შენარჩუნდეს პერიფერიული და შიდა ვაზოკონსტრიქციის რისკის თანხლებით სისხლის ნაკადის შემცირების გამო.

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • ტარდი-BM-ის შენახვის პირობები

შეინახეთ ტარდი-BM ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ორიგინალურ შეფუთვაში.

ტარდი-BM ამპულები ინახება საწყის შეფუთვაში არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე და სინათლისგან დაცულ ადგილას. განზავებული საინფუზიო ხსნარი სტაბილურია ოთახის არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე 24 საათის განმავლობაში, რომელიც განზავებულია 5% დექსტროზის და 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის კომბინაციით (ნარევი 50/50 h/h) ან 0,9% ნატრიუმის ხსნარში ქლორიდის გარეშე.

გთხოვთ გამოიყენოთ ტარდი-BM ვარგისიანობის ვადის შესაბამისად. არ გამოიყენოთ ტარდი-BM შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

თუ შეამჩნევთ რაიმე დაზიანებას პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე, არ გამოიყენოთ ტარდი-BM. მედიკამენტები არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, მედიკამენტების სწორი განადგურების შესახებ, რომლებიც აღარ გჭირდებათ.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი

შპს „ავერსი-ფარმა“

აღმაშენებლის გამზ. 148

0112 თბილისი. საქართველო

საწარმოს მისამართი:

Mefar İlaç Sanayii A.Ş.

Kurtköy-Pendik/İstanbul

წინამდებარე ფურცელჩანართის ტექსტის ბოლო შემოწმების თარიღია 14.01.2025

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის, რომელიც გამოიყენებს ამ პროდუქტს:

ინფორმაცია გამოყენების, შეფუთვისა და განადგურების შესახებ:

კონცენტრირებული ხსნარი უნდა განზავდეს ქვემოთ აღნიშნული გამხსნელი ხსნარის დახმარებით. ნორეპინეფრინის განზავების დროს ინტრავენური ინფუზიისთვის გამოყენებული უნდა იქნას ასეპტიკური ტექნიკა.

საინექციო პროდუქტები ყოველთვის უნდა შემოწმდეს ვიზუალურად. პროდუქტი არ უნდა იქნას გამოყენებული ხილული ნაწილაკების ან ფერის ცვლილების არსებობის შემთხვევაში.

ნორეპინეფრინი გამოიყენება მხოლოდ ინტრავენური ინფუზიის გზით. ნორეპინეფრინის ინფუზია შეჰყავთ დიდ ვენებში. განსაკუთრებით სასურველია ანტეკუბიტალური ვენები. რადგან ამ შემთხვევაში ქსოვილის ნეკროზის რისკი, რომელიც გამოწვეულია სისხლძარღვების ძლიერი შევიწროვებით, ნაკლებია. ქვედა კიდურების ვენები არ უნდა იქნას გამოყენებული.

ვენების გარეთ ინექციისას, დაზიანებული ადგილები უნდა ჩამოიბანოთ ფენტოლამინის მეზილატით.

გთხოვთ, ინტრავენური კათეტერი მოათავსოთ შესაბამის ცენტრალურ ვენაში ინჟექტორის ნემსით და დააფიქსიროთ წებოვანი ლენტით.

ინფუზიის ადგილი ხშირად უნდა კონტროლდებოდეს ნაკადის თავისუფლად გადინებაზე.

არტერიული წნევა რეგულარულად უნდა კონტროლდებოდეს. ინფუზიის დაწყების შემდეგ არტერიული წნევა უნდა კონტროლდებოდეს ყოველ ორ წუთში სასურველი არტერიული წნევის მიღწევამდე. თუ შეყვანა გაგრძელდება, კონტროლი უნდა ჩატარდეს სასურველი არტერიული წნევის მიღწევიდან ყოველ 5 წუთში.

ინფუზიის სიჩქარის მონიტორინგი უნდა მოხდეს საინფუზიო სისტემით და ასევე პაციენტი უნდა იყოს დაკვირვების ქვეშ ინფუზიის დროს.

გამოუყენებელი პროდუქტი უნდა განადგურდეს ადგილობრივი წესების შესაბამისად.

არტერიული წნევის კორექცია:

მწვავე ჰიპოტენზიის დროს: ვაზოპრესორის გამოყენებამდე აუცილებელია სისხლის მოცულობის ნაკლებობის კომპენსირება. ნორეპინეფრინი შეიძლება დაინიშნოს სისხლის მოცულობის შემცვლელი თერაპიის დროს ან მის წინ.

ზოგადი დოზა:

თავდაპირველად, როგორც წესი, კეთდება ინფუზია 2-3 მლ/წთ (8-12 მკგ წუთში) ან 0,11-0,17 მკგ/კგ/წთ და რაოდენობა რეგულირდება არტერიული წნევის მიხედვით. არტერიული წნევის მაჩვენებლები თავდაპირველად უნდა ჩაიწეროს ყოველ ორ წუთში და ინფუზიის სიხშირე მუდმივად უნდა კონტროლდებოდეს.

საწყისი დოზის შედეგების მიღების შემდეგ, ნაკადის სიხშირე რეგულირდება საკმარისად ნორმალური არტერიული წნევის მისაღწევად და შესანარჩუნებლად (ზოგადად 80-100 მმ Hg სისტოლური), რათა შენარჩუნდეს სისხლის მიმოქცევა ძირითად ორგანოებში. ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში რეკომენდირებულია არ გაიზარდოს სისტოლური წნევა 400 მმ Hg-ზე მეტზე. განზავებული ხსნარისთვის საშუალო ნაკადი 0,5-1 მლ/წთ (ან 0,03-0,06 მიკროგრამი/კგ/წთ) ზოგადად საკმარისია არტერიული წნევის ადექვატური დონის უზრუნველსაყოფად. ზემოაღნიშნული დოზა არ არის ერთმნიშვნელოვანი. დოზა უნდა განისაზღვროს პაციენტის გულის და სისხლძარღვთა მდგომარეობის მიხედვით. პროდუქტის მიმართ მგრძნობელობა შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს პაციენტიდან პაციენტში.

თუ პაციენტი რჩება ჰიპოტენზიური, შეიძლება საჭირო გახდეს 4 მლ-იანი 17 ამპულა 24 საათის განმავლობაში (რაოდენობა ექვივალენტურია 0,67 მიკროგრამი/კგ/წთ), მაგრამ კონფიდენციალური სისხლის მოცულობის დეფიციტი ყოველთვის უნდა იყოს გათვალისწინებული და საჭიროების შემთხვევაში გამოსწორდეს. ცენტრალური ვენური წნევის მონიტორინგი ზოგადად ეხმარება ამ მდგომარეობის იდენტიფიცირებას და მკურნალობას.

მკურნალობის პერიოდი:

მკურნალობის ხანგრძლივობა განსხვავებულია თითოეული კლინიკური შემთხვევისთვის და შეიძლება განსხვავდებოდეს 1-2 საათიდან 6 დღემდე. ინფუზია უნდა გაგრძელდეს ქსოვილის ადექვატური ინფუზიისა და არტერიული წნევის მიღწევამდე. ინფუზია უნდა შეწყდეს ნელა, თანდათან შემცირებით, რათა თავიდან იქნას აცილებული არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნა.

განზავება

ტარდი-BM შეიყვანება 1 ლიტრი 5% გლუკოზის ან 0,9% ნატრიუმის ქლორიდის და 5% გლუკოზის ნარევის გაზავებული (50/50) ინტრავენური ინფუზიის სახით. პაციენტებისთვის, რომლებაც უნდა დაიცვან უმარილო დიეტა, ის უნდა განზავდეს მხოლოდ 5% გლუკოზის ხსნარით. გლუკოზის ხსნარი გამოიყენება ნორეპინეფრინის L-ნორეპინეფრინამდე ოქსიდაციის თავიდან ასაცილებლად.

ნორეპინეფრინის სასურველი კონცენტრაციების მისაღებად, შემდეგი ცხრილი უნდა იქნას გამოყენებული, როგორც მითითება ამპულის შიგთავსის განზავების გამოსათვლელად.

სასურველი ნორეპინეფრინის ბაზის შემცველობა

გამოყენებული ამპულების რაოდენობა

განზავების ხსნარების გამოყენებული მოცულობა

4 მიკროგრამი/მლ

1

1 ლიტრი

8 მიკროგრამი/მლ

2

1 ლიტრი

12 მიკროგრამი/მლ

3

1 ლიტრი

16 მიკროგრამი/მლ

4

1 ლიტრი

20 მიკროგრამი/მლ

5

1 ლიტრი

ტარდი-BM არ უნდა იყოს შერეული პლაზმასთან ან საღ სისხლთან ერთად. შეყვანა უნდა გაკეთდეს ცალკე. (თუ შეყვანა ხდება ერთდროულად, რეკომენდებულია y-სისტემის ან ცალკე კონტეინერების გამოყენება).

მისაღები სითხის მოცულობა:

განზავების ხარისხი დამოკიდებულია მოცულობის კლინიკურ მოთხოვნებზე. თუ ნაკადის სიჩქარე მოითხოვს სითხის დიდ მოცულობას, რომელიც შეიცავს პრესორული აგენტების ჭარბ დოზებს (დექსტროზა), უნდა იქნას გამოყენებული ხსნარები 4 მიკროგრამ/მლ-ზე ნაკლები კონცენტრაციით. გარდა ამისა, თუ არ არის სასურველი სითხის მაღალი მოცულობები, შეიძლება საჭირო გახდეს 4 მიკროგრამ/მლ-ზე მეტი კონცენტრაცია.

ინექციის ადგილი:

ნორეპინეფრინი გამოიყენება მხოლოდ ინტრავენური ინფუზიის სახით. ნორეპინეფრინი შეჰყავთ ვენებში. განსაკუთრებით სასურველია იდაყვის ვენების გამოყენება. ამ შემთხვევაში, ქსოვილის ნეკროზის რისკი ხანგრძლივი ვაზოკონსტრიქციის გამო დაბალია. ქვედა კიდურების ვენები არ უნდა იქნას გამოყენებული.

არტერიული წნევის კონტროლი:

ინფუზიის დაწყების შემდეგ არტერიული წნევა უნდა კონტროლდებოდეს ყოველ ორ წუთში სასურველი არტერიული წნევის მიღწევამდე. თუ შეყვანა გაგრძელდება, კონტროლი უნდა ჩატარდეს ყოველ 5 წუთში სასურველი არტერიული წნევის მიღებიდან. ინფუზიის ნაკადი ხშირად უნდა კონტროლდებოდეს და პაციენტი არ უნდა დარჩეს მარტო ინფუზიის დროს.

ექსტრავაზაციის რისკი

ხშირად უნდა შემოწმდეს ინფუზიის გამტარიანობა. ვენების კედლების გაზრდილი გამტარიანობისა და ვაზოკონსტრიქციის გამო, შესაძლოა მოხდეს პრეპარატის გაჟონვა ვენის მიმდებარე ქსოვილში. ეს მდგომარეობა რა თქმა უნდა არ არის გამოწვეული ექსტრავაზაციით და იწვევს ქსოვილების დაზიანებას. მსგავს სიტუაციაში ინფუზიის ადგილი უნდა შეიცვალოს ადგილობრივი ვაზოკონსტრიქციის ეფექტის შესამცირებლად.

ექსტრავაზაციით გამოწვეული იშემიის მკურნალობა:

ვენის გარეთ წამლის შეყვანის ან გარე ვენებში წამლის გაჟონვის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ქსოვილის დესტრუქცია, რომელიც გამოწვეულია სისხლძარღვებზე წამლის ვაზოკონსტრიქტორული მოქმედებით.

ინექციის ადგილი სწრაფად უნდა დაიბანოთ ფიზიოლოგიური მარილის ხსნარით, რომელიც შეიცავს 5-10 მგ ფენტოლამინის მესილატს.

ამ მიზნით უნდა იქნას გამოყენებული თხელი ნემსის მქონე ინჟექტორი და გაკეთდეს ადგილობრივად ინექცია. ამპულა უნდა შემოწმდეს ვიზუალურად და არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ აღინიშნება ნაწილაკები ან ფერის ცვლილება.

დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციებისთვის:

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:

ნორეპინეფრინის ფარმაკოკინეტიკაზე გავლენას არ ახდენს თირკმლის ან ღვიძლის დაავადება. ვინაიდან ღვიძლში ან თირკმელებში სისხლის მიმოქცევა შეიძლება შემცირდეს, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ სიმპათომიმეტიკების გამოყენებისას ღვიძლის ან თირკმელების დაავადების მქონე პაციენტებში.

პედიატრია:

ახალშობილებში ნორეპინეფრინის ეფექტის შესახებ კვლევები საკმარისი არ არის. როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებშიც საჭიროა სიფრთხილე ნორეპინეფრინის გამოყენებისას. ბავშვებისთვის საწყისი დოზის სახით შეიყვანება, 0,05 მკგ/კგ/წუთში ბაზა ნორეპინეფრინი, არტერიული წნევის კონტროლით, შემდეგ კი იზრდება 0,5 მკგ/კგ/წუთში, როგორც ძირითადი დოზა.

გერიატრია:

პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ხანდაზმულ პაციენტებში, განსაკუთრებით მათში, ვინც მგრძნობიარეა სიმპათომიმეტური საშუალებების და ნორეპინეფრინის მიმართ.

სიფრთხილის ზომები გამოყენების შესახებ:

ნორეპინეფრინი შეუთავსებელია ტუტე ხსნარებთან, ოქსიდაციურ ნივთიერებებთან, ბარბიტურატებთან, ქლორფენირამინებთან, ქლოროტიაზიდთან, ნიტროფურანტოინთან, ნოვობიოზინთან, ფენიტოინთან, ნატრიუმის ბიკარბონატთან, ნატრიუმის იოდიდთან, სტრეპტომიცინთან, ინსულინთან (დაფიქსირდა ერთი შეუთავსებლობა), საღ სისხლთან და პლაზმასთან.

არ შეურიოთ ტარდი-BM საღ სისხლსა და პლაზმაში. თუ გსურთ სისხლის მოცულობის გაზრდა, ტარდი-BM უნდა შეყვანილ იქნას პლაზმის ან სრული სისხლისგან დამოუკიდებლად, როგორც ეს ხდება Y-სისტემაში.

ინფუზიის ადგილი ხშირად უნდა კონტროლდებოდეს. გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე ექსტრავაზაციების დროს, რომლებიც იწვევს ქსოვილის ნეკროზის ინფუზიისთვის გამოყენებული ვენის ირგვლივ. ნორეპინეფრინის ექსტრავაზაციის დროს ან ვენების გარეთ ინექციების შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ქსოვილის დესტრუქცია სისხლძარღვებში პროდუქტის ვაზოკონსტრიქტორული ეფექტის გამო.

გაზრდილი გამტარიანობით გამოწვეული ვენების კედლებზე ვაზოკონსტრიქციის გამო, ნორეპინეფრინმა შეიძლება გაჟონოს ინფუზიური ვენის გარემო ქსოვილებში. ეს მდგომარეობა რა თქმა უნდა არ არის გამოწვეული ექსტრავაზაციით და იწვევს ქსოვილების დაზიანებას. მსგავს სიტუაციაში ინფუზიის ადგილი უნდა შეიცვალოს ადგილობრივი ქსოვილის დესტრუქციის ეფექტის შესამცირებლად.

ექსტრავაზაციით გამოწვეული იშემიის მკურნალობა:

ვენის გარეთ წამლის შეყვანის ან გარე ვენებში წამლის გაჟონვის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ქსოვილის დესტრუქცია, რომელიც გამოწვეულია სისხლძარღვებზე წამლის ვაზოკონსტრიქტორული მოქმედებით. ინექციის ადგილი სწრაფად უნდა დაიბანოთ ფიზიოლოგიური მარილის ხსნარით, რომელიც შეიცავს 5-10 მგ ფენტოლამინის მესილატს. ამ მიზნით უნდა იქნას გამოყენებული თხელი ნემსის მქონე ინჟექტორი და გაკეთდეს ინექცია ადგილობრივად.

სისხლის მიმოქცევის სხვა პრობლემების მკურნალობა:

სისხლის მიმოქცევის დარღვევები ინფუზიის ადგილზე შეიძლება შემსუბუქდეს უბნის ინფილტრაციით 10 მლ ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარით, რომელიც შეიცავს 5 მგ ფენტოლამინის მესილატს და ასევე ცხელი ფლასტერის კომპრესის მეშვეობით (ექსტრავაზაციით ან არაექსტრავაზაციით).

თუ თქვენ მიიღეთ ტარდი-BM-ის საჭიროზე მეტი დოზა:

პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, სანამ პაციენტის მდგომარეობა არ დასტაბილურდება. ალფა ბლოკატორები, როგორიცაა ფენტოლამინის მეზილატი (5-10 მგ) შეიძლება შეიყვანონ ინტრავენურად ანტიდოტის სახით. საჭიროების შემთხვევაში, დოზა შეიძლება განმეორდეს.

ურთიერთქმედება ლაბორატორიულ ტესტებთან:

ნორეპინეფრინს შეუძლია გაზარდოს გლიცერინის, აცეტოაცეტატური ეთერის, β-ჰიდროქსიბუტირატის და გლუკოზის კონცენტრაცია სისხლში. ინსულინის, ლაქტატის, პირუვატის და ალანინის პლაზმური კონცენტრაციები მცირდება ნორეპინეფრინის მოქმედების გამო.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა