პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები

ტემპასი

TEMPAS™

რეცეპტით200მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევების პოლიმორფული სიმპტომები

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ტრიმებუტინი (trimebutine)
ფორმა და შეფუთვა
200მგ ტაბლეტი №20 (2X10)
მწარმოებელი
Humanis Saglik A.S., თურქეთი; Pharmactive Ilac San. Ve Tic. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, სინთეზური ანტიქოლინერგულები, მესამეული ამინების ჯგუფის ეთერები
ATC კოდი
A03AA05
რეგისტრაციის ნომერი
რ-044374
რეგისტრირებულია
21 ნოემბერი 2025, მოქმედებს 21 ნოემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Humanis Saglik A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
სს ასფარმა მედიკალ დენტალ ურუნლერი ვე ილაჩ სანაი თიჯარეთის საქართველოს ფილიალი
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებატემპასი და სხვა წამალი ერთად

ტემპასი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევები

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევების პოლიმორფული სიმპტომები

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი მიიღება ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად

ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებისთვის: 1 ტაბლეტი 3 ჯერ დღე-ღამეში. ტაბლეტი მიიღება პერორალურად, დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.

სპეციალური ჯგუფის ავადმყოფებთან დაკავშირებული დამატებითი მონაცემები

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა

ამ ჯგუფის პაციენტებისთვის, პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული განსაკუთრებული მითითებები არ არსებობს

გერიატრიული პაციენტები

ხანდაზმული ასაკის პაციენტებისათვის პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ არის

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

პაციენტებს გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი ფორმით, ლაპ-ლაქტაზის დეფიციტით, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციით პრეპარატი ტემპასი™ არ უნდა დაენიშნოთ

პრეპარატ ტემპასი™-ს თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს; ამიტომ ნაკლებად მოსალოდნელია ნატრიუმთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების განვითარება.

სიფრთხილის ზომები

ინფორმაცია არ არსებობს

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთობა

ინფორმაცია არ არსებობს

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის პერიოდში ინიშნება სიფრთხილით. რეკომენდებული არ არის დანიშვნა პირველ ტრიმესტრში. მე-2 და მე-3 ტრიმესტრში ინიშნება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ლაქტაციის დროს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ინფორმაცია არ არსებობს

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად( ≥1/100-დან <1/10-მდე); არცთუ ხშირად( ≥1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათად ( ≥1/10000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათად (<1/10000); უცნობი სიხშირით (არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეფასება შეუძლებელია)

ფსიქიკის მხრივ

იშვიათად: თავბრუსხვევა, ძილიანობა

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

ძალიან იშვიათად: რეაქციები კანის მხრივ

ცნობები საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ

პრეპარატის დარეგისტრირების შემდეგ, საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ ცნობებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს საშუალებას იძლევა, სამკურნალო საშუალების მოხმარებისას, განხორციელდეს სარგებელი/რისკის შეფარდების ხანგრძლივი კონტროლი.

არასასურველი ეფექტების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს

შემადგენლობა

ერთი ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ტრიმებუტინის მალეატი 200მგ

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი, პოლოქსამერ 188, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, ღვინის მჟავა, მიკროკრისტალური ცელულოზა (PH101), სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

აღწერილობა

თეთრი ფერის, ორმხრივამობურცული, ერთ მხარეს ნაჭდევით, ტაბლეტები.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25 °С ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, ორიგინალურ შეფუთვაში.

ვარგისობის ვადა

2 წელი

არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მარკეტინგული უფლებების მფლობელი

ფირმა ასფარმა

ფარმაკოლოგიური თვისებები

სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევების დროს

ათქ კოდი: A03AA05

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

პრეპარატ ტემპასი™-ს აქტიური ნივთიერება ტრიმებუტინის მალეატი, წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორული ფუნქციის მარეგულირებელ საშუალებას. იგი ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ჰიპოკინეტიკურ მუსკულატურას და სპაზმოლიზურ ეფექტს ახდენს ჰიპერკინეტიკურ მუსკულატურაზე. პრეპარატი ავლენს მარეგულირებელ მოქმედებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ყველა ნაწილზე. აღადგენს ფიზიოლოგიურ მოტორიკას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ისეთი ფუნქციური დარღვევების დროს, რომლებიც დაკავშირებულია მოტორიკის დარღვევასთან.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

საკვებთან ერთად მიღება არსებითად არ მოქმედებს ბიოშეღწევადობაზე

განაწილება

პერორალური მიღებისას მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 1-2 სთ-ის განმავლობაში.

ბიოტრანსფორმაცია

ღვიძლში პირველადი მეტაბოლიზმის შემდეგ ბიოშეღწევადობა 4-6% -ს შეადგენს

გამოყოფა

ინტენსიურად გამოიყოფა თირკმელების საშუალებით; დაახლოებით 70% -24 სთ-ის განმავლობაში. ძირითადი მეტაბოლიტის ნახევრადგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 4სთ-ია.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ტემპასი™ ტაბლეტები

Tempas™

საერთაშორისო არადაპატენტებული სახელწოდება: Trimebutine maleate

შემადგენლობა

ერთი ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ტრიმებუტინის მალეატი 200მგ

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი, პოლოქსამერ 188, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, ღვინის მჟავა, მიკროკრისტალური ცელულოზა (PH101), სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

აღწერილობა

თეთრი ფერის, ორმხრივამობურცული, ერთ მხარეს ნაჭდევით, ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევების დროს

ათქ კოდი: A03AA05

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

პრეპარატ ტემპასი™-ს აქტიური ნივთიერება ტრიმებუტინის მალეატი, წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორული ფუნქციის მარეგულირებელ საშუალებას. იგი ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ჰიპოკინეტიკურ მუსკულატურას და სპაზმოლიზურ ეფექტს ახდენს ჰიპერკინეტიკურ მუსკულატურაზე. პრეპარატი ავლენს მარეგულირებელ მოქმედებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ყველა ნაწილზე. აღადგენს ფიზიოლოგიურ მოტორიკას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ისეთი ფუნქციური დარღვევების დროს, რომლებიც დაკავშირებულია მოტორიკის დარღვევასთან.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

საკვებთან ერთად მიღება არსებითად არ მოქმედებს ბიოშეღწევადობაზე

განაწილება

პერორალური მიღებისას მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 1-2 სთ-ის განმავლობაში.

ბიოტრანსფორმაცია

ღვიძლში პირველადი მეტაბოლიზმის შემდეგ ბიოშეღწევადობა 4-6% -ს შეადგენს

გამოყოფა

ინტენსიურად გამოიყოფა თირკმელების საშუალებით; დაახლოებით 70% -24 სთ-ის განმავლობაში. ძირითადი მეტაბოლიტის ნახევრადგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 4სთ-ია.

გამოყენების ჩვენებები

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევები

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევების პოლიმორფული სიმპტომები

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

პაციენტებს გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი ფორმით, ლაპ-ლაქტაზის დეფიციტით, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციით პრეპარატი ტემპასი™ არ უნდა დაენიშნოთ

პრეპარატ ტემპასი™-ს თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს; ამიტომ ნაკლებად მოსალოდნელია ნატრიუმთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების განვითარება.

განსაკუთრებული მითითებები

ინფორმაცია არ არსებობს

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთობა

ინფორმაცია არ არსებობს

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს

ორსულობის პერიოდში ინიშნება სიფრთხილით. რეკომენდებული არ არის დანიშვნა პირველ ტრიმესტრში. მე-2 და მე-3 ტრიმესტრში ინიშნება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ლაქტაციის დროს.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე:

ინფორმაცია არ არსებობს

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი მიიღება ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად

ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებისთვის: 1 ტაბლეტი 3 ჯერ დღე-ღამეში. ტაბლეტი მიიღება პერორალურად, დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.

სპეციალური ჯგუფის ავადმყოფებთან დაკავშირებული დამატებითი მონაცემები

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა

ამ ჯგუფის პაციენტებისთვის, პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული განსაკუთრებული მითითებები არ არსებობს

გერიატრიული პაციენტები

ხანდაზმული ასაკის პაციენტებისათვის პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ არის

გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენების წარმოქმნის სიხშირე: ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად( ≥1/100-დან <1/10-მდე); არცთუ ხშირად( ≥1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათად ( ≥1/10000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათად (<1/10000); უცნობი სიხშირით (არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეფასება შეუძლებელია)

ფსიქიკის მხრივ

იშვიათად: თავბრუსხვევა, ძილიანობა

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

ძალიან იშვიათად: რეაქციები კანის მხრივ

ცნობები საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ

პრეპარატის დარეგისტრირების შემდეგ, საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ ცნობებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს საშუალებას იძლევა, სამკურნალო საშუალების მოხმარებისას, განხორციელდეს სარგებელი/რისკის შეფარდების ხანგრძლივი კონტროლი.

არასასურველი ეფექტების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს

დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ტარდება სიმპტომური თერაპია.

გამოშვების ფორმა

ტემპასი™ 200მგ ტაბლეტები, მოთავსებული ბლისტერზე. 2 ბლისტერი (20 ტაბლეტი) გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად შეფუთული მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25 °С ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, ორიგინალურ შეფუთვაში.

ვარგისობის ვადა

2 წელი

არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მარკეტინგული უფლებების მფლობელი

ფირმა ასფარმა

მწარმოებელი

ჰუმანის საღლიქ ა.შ

ქარააღაჩ მაჰალესი, ფატიჰ ბულვარი№32

ჩერქეზქოი ორგანიზე სანაი ბოლგესი

ქაფაქლი/თექირდაღ/თურქეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა