პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები

ტრიბუქსი ფორტე

Tribux® Forte

რეცეპტით200მგინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

ტრიბუქსი ფორტე შეიცავს ტრიმებუტინს 200 მგ რაოდენობით ტაბლეტში. ტრიმებუტინი მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვ კუნთებზე, არეგულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას (მოტორიკას). არ ახდენს გავლენას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ტრიმებუტინი (trimebutine)
ფორმა და შეფუთვა
200მგ ტაბლეტი №30
მწარმოებელი
Biofarm Sp. Z o.o., პოლონეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, სინთეზური ანტიქოლინერგულები, მესამეული ამინების ჯგუფის ეთერები
ATC კოდი
A03AA05
რეგისტრაციის ნომერი
რ-020965
რეგისტრირებულია
6 დეკემბერი 2016, მოქმედებს 6 დეკემბერი 2026-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „გეა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებატრიბუქსი ფორტე და სხვა წამალი ერთად

ტრიბუქსი ფორტე — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ტრიბუქსი ფორტე შეიცავს ტრიმებუტინს 200 მგ რაოდენობით ტაბლეტში. ტრიმებუტინი მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვ კუნთებზე, არეგულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას (მოტორიკას). არ ახდენს გავლენას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

ჩვენებები

ტრიბუქსი ფორტე გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების მკურნალობისას:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის დარღვევა, რომელიც განისაზღვრება როგორც გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი,

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ნაღვლის გამომტანი გზების ფუნქციური დარღვევები: დიარეა, შეკრულობა, მუცლის ტკივილი, ნაწლავების სპასტიური მდგომარეობები.

ტრიბუქსი ფორტე გამოიყენება სიმპტომური მკურნალობისათვის.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტრიბუქსი ფორტეს მიღებამდე

მიღების წესი და დოზირება

ეს მედიკამენტი უნდა მიიღოთ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში, აუცილებელია მიმართოთ ექიმს, ან ფამაცევტს.

დოზირება

მოზრდილები

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი

ნახევარი ტაბლეტი (100 მგ) 3-ჯერ დღე-ღამეში (300 მგ დღე-ღამეში), ჭამის წინ.

გამონაკლის შემთხვევებში ექიმს შეუძლია დოზის გაზრდა 600 მგ-მდე დღე-ღამეში.

მაშინ გამოიყენება ერთი ტაბლეტი (200 მგ) 3-ჯერ დღე-ღამეში.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ნაღვლის გამომტანი გზების ფუნქციური დარღვევები:

დიარეა, შეკრულობა

ერთი ტაბლეტი (200 მგ 1 ან 2-ჯერ დღე-ღამეში (200-400 მგ დღე-ღამეში) ჭამისა წინ.

ტკივილი მუცლის არეში, ნაწლავების სპასტიური მდგომარეობა

ნახევარი ტაბლეტი (100 მგ) 3-ჯერ დღე-ღამეში (300 მგ დღე-ღამეში) ჭამის წინ.

გამონაკლის შემთხვევებში ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა 600 მგ-მდე დღე-ღამეში.

მაშინ მიიღება ერთი ტაბლეტი (200 მგ) 3-ჯერ დღე-ღამეში.

გამოყენება ბავშვებში

12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები

ტრიმებუტინი შეიძლება გამოიყენოთ 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში არა უმეტეს 6 მგ/კგ სხეულის მასაზე დღე-ღამეში.

12 წლამდე ასაკის ბავშვები

პრეპარატ ტრიბუქსი ფორტეს გამოყენება ამ ასაკობრივ ჯგუფში რეკომენდებული არ არის (იხ. პუნქტი “სიფრთხილე და უსაფრთხოების ზომები”).

გამოყენების წესი და დრო

აუცილებელია ტაბლეტის გადაყლაპვა, ჭიქა წყლის დაყოლებით.

შესაძლებელია ტაბლეტის თანაბარ დოზებად გაყოფა.

ექიმი გირჩევთ რამდენი ხნის განმავლობაში შეიძლება მედიკამენტის მიღება.

პრეპარატ ტრიბუქსი ფორტეს რეკომენდებულზე მეტი დოზის გამოყენება

პრეპარატის რეკომენდებულზე მეტი დოზის გამოყენებისას, აუცილებელია სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს, ან ფარმაცევტს.

პრეპარატ ტრიბუქს ფორტეს მიღების გამოტოვება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის შევსების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს დაავიწყდა წამლის მიღება, მისი მომდევნო დოზა უნდა მიიღოს ჩვეულ დროს.

პრეპარატ ტრიბუქსი ფორტეს მიღების შეწყვეტა

ამ წამლის მიღებასთან დაკავშირებული რაიმე ეჭვის შემთხვევაში, აუცილებელია მიმართოთ ექიმს, ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ პაციენტს აქვს ალერგია ტრიმებუტინზე, ან ამ წამლის სხვა შემადგენელ კომპონენტზე (ჩამოთვლილია პუნქტში 6).

სიფრთხილე და უსაფრთხოების ზომები

მედიკამენტ ტრიბუქსი ფორტეს გამოყენების დაწყებამდე, აუცილებელია მიმართოთ ექიმს, ან ფარმაცევტს.

ბავშვები

12 წლამდე ასაკის ბავშვებში ტრიბუქსი ფორტეს გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აუცილებელია აცნობოთ ექიმს, ან ფარმაცევტს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომლებსაც იღებთ ამჟამად, ან იღებდით ახლახან, ასევე იმ მედიკემენტების შესახებ, რომლის მიღებასაც გეგმავს პაციენტი.

განსაკუთრებით უნდა აცნობოთ ექიმს, თუ პაციენტი იღებს ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომელიმეს:

ზოტეპინი (ფსიქოტროპული პრეპარატი),

d-ტუბოკურანინი (სპაზმოლიტიკი, რომელიც გამოიყენება ზოგადი გაუტკივარებისას),

ციზაპრიდი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება კუჭის პრობლემებისას),

პროკაინამიდი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება გულის ფუნქციის დარღვევისას),

კალციუმის არხების ანტაგონისტები (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ჰიპერტონიის და გულის დაავადებებისას),

კაპტოპრილი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ჰიპერტონიისას),

რეზერპინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ჰიპერტონიისას),

მიდაზოლი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ძილის დარღვევისას).

ტრიბუქსი ფორტე საკვებთან და სასმელთან

პრეპარატი უნდა მიიღოთ ჭამის წინ, ჭიქა წყლის დაყოლებით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის და ძუძუთი კვების დროს, ან ორსულობაზე ეჭვის, ან დაგეგმვის შემთხვევაში, ამ მედიკამენტის გამოყენებამდე აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან, ან ფარმაცევტთან.

ორსულობა

ორსულობის პერიოდში ტრიმებუტინის გამოყენების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არის. ამიტომ პრეპარატ ტრიბუქსი ფორტეს გამოყენება ორსულობის მესამე თვის ბოლომდე რეკომენდებული არ არის. მეოთხე თვიდან პრეპარატი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არის უკიდურესი აუცილებლობა.

ძუძუთი კვება

ტრიბუქსი ფორტე შეიძლება გამოყენებული იქნას ორსულ ქალებში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არის უკიდურესი აუცილებლობა.

ტრიბუქსი ფორტე შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს (რძის შაქარი)

თუ ადრე გამოვლენილი იქნა, რომ პაციენტი ვერ იტანს ზოგიერთ შაქარს, პრეპარატის მიღებამდე მან უნდა გაიაროს კონსულტაცია ექიმთან.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა მედიკამენტმა, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

პრეპარატ ტრიბუქსი ფორტეს გამოყენებისას, შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ხშირი (1-დან 10-მდე 100 ადამიანზე):

ძილიანობა, მოდუნება,

დაღლილობის შეგრძნება,

თავბრუსხვევა,

სითბოს ან სიცივის შეგრძნება,

თავის ტკივილი,

აპათია,

პირის სიმშრალე,

გემოს შეგრძნების დარღვევა,

დიარეა,

საჭმლის მონელების დარღვევა,

ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში,

პირის ღრუს გაბუჟების შეგრძნება,

გულისრევა,

ღებინება,

შეკრულობა,

წყურვილი.

არახშირი (1-დან 10-მდე 1 000 ადამიანზე):

გამონაყარი.

იშვიათი (1-დან 10-მდე 10 000 ადამიანზე):

არარეგულარული გულისცემა,

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, მათ შორის ღვიძლის ენზიმების დონის მომატება სისხლში ალტ და ასტ.

ძალიან იშვიათი (უფრო იშვიათი ვიდრე 1 - 10 000 ადამიანზე, მათ შორის ერთეული შემთხვევები):

მოუსვენრობა,

სმენის დაქვეითება,

ჰეპატიტი,

კანის ცვლილებები (ქავილი, ჭინჭრის ციება, გაწითლება, ვეზიკულები, პაპულები, ექსუდაცია, ერითემა),

შარდის შეკავება,

მენსტრუალური ციკლის დარღვევა,

ქალებში მკერდის მტკივნეული გადიდება,

მამაკაცებში მკერდის გაზრდა (გინეკომასტია),

ტკივილი გულმკერდში.

თუ განვითარდა გვერდითი მოვლენების რაიმე სიმპტომები, მათ შორის ყველა სახის გვერდითი სიმპტომები, რომლებიც არ არის ინსტრუქციაში, აუცილებელია აცნობოთ ექიმს, ან ფარმაცევტს.

როგორ უნდა შეინახოთ ტრიბუქსი ფორტე

პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

არ შეინახოთ 300C მაღალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ნესტისაგან დაცვის მიზნით.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა არის მითითებული თვის ბოლო დღე.

არ შეიძლება პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში, ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. აუცილებელია კითხოთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გაანადგუროთ პრეპარატები, რომლებიც უკვე არ გჭირდებათ. ეს ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება – 200 მგ ტრიმებუტინ მალეატი.

სხვა კომპონენტები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი.

როგორ გამოიყურება ტრიბუქსი ფორტე და რას შეიცავს შეფუთვა

თეთრი, ან თითქმის თეთრი ტაბლეტები, მოგრძო ფორმის, ორივე მხრიდან ამობურცული, ერთ მხარეს ღარით, რომელიც აადვილებს გაყოფას.

ტაბლეტები შეფუთულია პვქ/პე/პვდქ/ალუმინის ბლისტერში, მოთავსებული მუყაოს კოლოფში.

შეფუთვა შეიცავს 10, 20, 30 ან 60 ტაბლეტს.

შეფუთვების ყველი ფორმა შესაძლოა არ იყოს საქონელბრუნვაში.

პასუხისმგებელი პირი და მწარმოებელი

შპს ბიოფარმი.

ვალბჟისკას ქ. 13.

60-198 პოზნანი

უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად, აუცილებელია მიმართოთ პასუხისმგებელი პირის რეგიონულ წარმომადგენელს:

შპს ბიოფარმი.

ვალბჟისკას ქ. 13.

60-198 პოზნანი

ტელ.: +48 61 66 51 500

ფაქსი: +48 61 66 51 505

ინსტრუქციის ბოლო აქტუალიზაციის თარიღი:

  • 04.2015

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

Gგამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისათვის

ტრიბუქსი ფორტე

200 მგ ტაბლეტები

Trimebutini maleas

პრეპარატის გამოყენებამდე, აუცილებელია გაეცნოთ Gგამოყენების ინსტრუქციას შინაარსს, რადგან ის შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

აუცილებელია შეინახოთ ეს Gგამოყენების ინსტრუქცია, რათა აუცილებლობისას შეძლოთ მისი ხელახლა წაკითხვა.

რაიმე ეჭვის შემთხვევაში, საჭიროა მიმართოთ ექიმს, ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი გამოეწერა მკაცრად განსაზღვრულ პირს. არ გადასცეთ იგი სხვებს. მან შესაძლოა ზიანი მოუტანოს სხვა ადამიანს, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მისი დაავადების სიმპტომები ისეთივეა.

თუ გაძლიერდა რომელიმე გვერდითი მოვლენის სიმპტომი, ან გამოვლინდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის აღწერილი Gგამოყენების ინსტრუქციაში, აუცილებელია აცნობოთ ექიმს, ან ფარმაცევტს.

Gგამოყენების ინსტრუქციის შინაარსი

  • რას წარმოადგენს ტრიბუქსი ფორტე და რა მიზნით გამოიყენება
  • მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტრიბუქსი ფორტეს გამოყენებამდე
  • როგორ უნდა მიიღოთ ტრიბუქსი ფორტე
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • როგორ უნდა შეინახოთ ტრიბუქსი ფორტე
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია.

რას წარმოადგენს ტრიბუქსი ფორტე და რა მიზნით გამოიყენება

ტრიბუქსი ფორტე შეიცავს ტრიმებუტინს 200 მგ რაოდენობით ტაბლეტში. ტრიმებუტინი მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვ კუნთებზე, არეგულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას (მოტორიკას). არ ახდენს გავლენას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

ჩვენებები

ტრიბუქსი ფორტე გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების მკურნალობისას:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის დარღვევა, რომელიც განისაზღვრება როგორც გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი,

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ნაღვლის გამომტანი გზების ფუნქციური დარღვევები: დიარეა, შეკრულობა, მუცლის ტკივილი, ნაწლავების სპასტიური მდგომარეობები.

ტრიბუქსი ფორტე გამოიყენება სიმპტომური მკურნალობისათვის.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტრიბუქსი ფორტეს მიღებამდე

როდის არ უნდა მიიღოთ ტრიბუქსი ფორტე

თუ პაციენტს აქვს ალერგია ტრიმებუტინზე, ან ამ წამლის სხვა შემადგენელ კომპონენტზე (ჩამოთვლილია პუნქტში 6).

სიფრთხილე და უსაფრთხოების ზომები

მედიკამენტ ტრიბუქსი ფორტეს გამოყენების დაწყებამდე, აუცილებელია მიმართოთ ექიმს, ან ფარმაცევტს.

ბავშვები

12 წლამდე ასაკის ბავშვებში ტრიბუქსი ფორტეს გამოყენება რეკომენდებული არ არის.

სხვა მედიკამენტები და ტრიბუქსი ფორტე

აუცილებელია აცნობოთ ექიმს, ან ფარმაცევტს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომლებსაც იღებთ ამჟამად, ან იღებდით ახლახან, ასევე იმ მედიკემენტების შესახებ, რომლის მიღებასაც გეგმავს პაციენტი.

განსაკუთრებით უნდა აცნობოთ ექიმს, თუ პაციენტი იღებს ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომელიმეს:

ზოტეპინი (ფსიქოტროპული პრეპარატი),

d-ტუბოკურანინი (სპაზმოლიტიკი, რომელიც გამოიყენება ზოგადი გაუტკივარებისას),

ციზაპრიდი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება კუჭის პრობლემებისას),

პროკაინამიდი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება გულის ფუნქციის დარღვევისას),

კალციუმის არხების ანტაგონისტები (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ჰიპერტონიის და გულის დაავადებებისას),

კაპტოპრილი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ჰიპერტონიისას),

რეზერპინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ჰიპერტონიისას),

მიდაზოლი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ძილის დარღვევისას).

ტრიბუქსი ფორტე საკვებთან და სასმელთან

პრეპარატი უნდა მიიღოთ ჭამის წინ, ჭიქა წყლის დაყოლებით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის და ძუძუთი კვების დროს, ან ორსულობაზე ეჭვის, ან დაგეგმვის შემთხვევაში, ამ მედიკამენტის გამოყენებამდე აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან, ან ფარმაცევტთან.

ორსულობა

ორსულობის პერიოდში ტრიმებუტინის გამოყენების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არის. ამიტომ პრეპარატ ტრიბუქსი ფორტეს გამოყენება ორსულობის მესამე თვის ბოლომდე რეკომენდებული არ არის. მეოთხე თვიდან პრეპარატი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არის უკიდურესი აუცილებლობა.

ძუძუთი კვება

ტრიბუქსი ფორტე შეიძლება გამოყენებული იქნას ორსულ ქალებში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არის უკიდურესი აუცილებლობა.

ტრიბუქსი ფორტე შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს (რძის შაქარი)

თუ ადრე გამოვლენილი იქნა, რომ პაციენტი ვერ იტანს ზოგიერთ შაქარს, პრეპარატის მიღებამდე მან უნდა გაიაროს კონსულტაცია ექიმთან.

როგორ უნდა მიიღოთ ტრიბუქსი ფორტე

ეს მედიკამენტი უნდა მიიღოთ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში, აუცილებელია მიმართოთ ექიმს, ან ფამაცევტს.

დოზირება

მოზრდილები

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი

ნახევარი ტაბლეტი (100 მგ) 3-ჯერ დღე-ღამეში (300 მგ დღე-ღამეში), ჭამის წინ.

გამონაკლის შემთხვევებში ექიმს შეუძლია დოზის გაზრდა 600 მგ-მდე დღე-ღამეში.

მაშინ გამოიყენება ერთი ტაბლეტი (200 მგ) 3-ჯერ დღე-ღამეში.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ნაღვლის გამომტანი გზების ფუნქციური დარღვევები:

დიარეა, შეკრულობა

ერთი ტაბლეტი (200 მგ 1 ან 2-ჯერ დღე-ღამეში (200-400 მგ დღე-ღამეში) ჭამისა წინ.

ტკივილი მუცლის არეში, ნაწლავების სპასტიური მდგომარეობა

ნახევარი ტაბლეტი (100 მგ) 3-ჯერ დღე-ღამეში (300 მგ დღე-ღამეში) ჭამის წინ.

გამონაკლის შემთხვევებში ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა 600 მგ-მდე დღე-ღამეში.

მაშინ მიიღება ერთი ტაბლეტი (200 მგ) 3-ჯერ დღე-ღამეში.

გამოყენება ბავშვებში

12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები

ტრიმებუტინი შეიძლება გამოიყენოთ 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში არა უმეტეს 6 მგ/კგ სხეულის მასაზე დღე-ღამეში.

12 წლამდე ასაკის ბავშვები

პრეპარატ ტრიბუქსი ფორტეს გამოყენება ამ ასაკობრივ ჯგუფში რეკომენდებული არ არის (იხ. პუნქტი “სიფრთხილე და უსაფრთხოების ზომები”).

გამოყენების წესი და დრო

აუცილებელია ტაბლეტის გადაყლაპვა, ჭიქა წყლის დაყოლებით.

შესაძლებელია ტაბლეტის თანაბარ დოზებად გაყოფა.

ექიმი გირჩევთ რამდენი ხნის განმავლობაში შეიძლება მედიკამენტის მიღება.

პრეპარატ ტრიბუქსი ფორტეს რეკომენდებულზე მეტი დოზის გამოყენება

პრეპარატის რეკომენდებულზე მეტი დოზის გამოყენებისას, აუცილებელია სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს, ან ფარმაცევტს.

პრეპარატ ტრიბუქს ფორტეს მიღების გამოტოვება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის შევსების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს დაავიწყდა წამლის მიღება, მისი მომდევნო დოზა უნდა მიიღოს ჩვეულ დროს.

პრეპარატ ტრიბუქსი ფორტეს მიღების შეწყვეტა

ამ წამლის მიღებასთან დაკავშირებული რაიმე ეჭვის შემთხვევაში, აუცილებელია მიმართოთ ექიმს, ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა მედიკამენტმა, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

პრეპარატ ტრიბუქსი ფორტეს გამოყენებისას, შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ხშირი (1-დან 10-მდე 100 ადამიანზე):

ძილიანობა, მოდუნება,

დაღლილობის შეგრძნება,

თავბრუსხვევა,

სითბოს ან სიცივის შეგრძნება,

თავის ტკივილი,

აპათია,

პირის სიმშრალე,

გემოს შეგრძნების დარღვევა,

დიარეა,

საჭმლის მონელების დარღვევა,

ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში,

პირის ღრუს გაბუჟების შეგრძნება,

გულისრევა,

ღებინება,

შეკრულობა,

წყურვილი.

არახშირი (1-დან 10-მდე 1 000 ადამიანზე):

გამონაყარი.

იშვიათი (1-დან 10-მდე 10 000 ადამიანზე):

არარეგულარული გულისცემა,

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, მათ შორის ღვიძლის ენზიმების დონის მომატება სისხლში ალტ და ასტ.

ძალიან იშვიათი (უფრო იშვიათი ვიდრე 1 - 10 000 ადამიანზე, მათ შორის ერთეული შემთხვევები):

მოუსვენრობა,

სმენის დაქვეითება,

ჰეპატიტი,

კანის ცვლილებები (ქავილი, ჭინჭრის ციება, გაწითლება, ვეზიკულები, პაპულები, ექსუდაცია, ერითემა),

შარდის შეკავება,

მენსტრუალური ციკლის დარღვევა,

ქალებში მკერდის მტკივნეული გადიდება,

მამაკაცებში მკერდის გაზრდა (გინეკომასტია),

ტკივილი გულმკერდში.

თუ განვითარდა გვერდითი მოვლენების რაიმე სიმპტომები, მათ შორის ყველა სახის გვერდითი სიმპტომები, რომლებიც არ არის ინსტრუქციაში, აუცილებელია აცნობოთ ექიმს, ან ფარმაცევტს.

როგორ უნდა შეინახოთ ტრიბუქსი ფორტე

პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

არ შეინახოთ 300C მაღალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ნესტისაგან დაცვის მიზნით.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა არის მითითებული თვის ბოლო დღე.

არ შეიძლება პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში, ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. აუცილებელია კითხოთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გაანადგუროთ პრეპარატები, რომლებიც უკვე არ გჭირდებათ. ეს ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ტრიბუქსი ფორტე

მოქმედი ნივთიერება – 200 მგ ტრიმებუტინ მალეატი.

სხვა კომპონენტები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი.

როგორ გამოიყურება ტრიბუქსი ფორტე და რას შეიცავს შეფუთვა

თეთრი, ან თითქმის თეთრი ტაბლეტები, მოგრძო ფორმის, ორივე მხრიდან ამობურცული, ერთ მხარეს ღარით, რომელიც აადვილებს გაყოფას.

ტაბლეტები შეფუთულია პვქ/პე/პვდქ/ალუმინის ბლისტერში, მოთავსებული მუყაოს კოლოფში.

შეფუთვა შეიცავს 10, 20, 30 ან 60 ტაბლეტს.

შეფუთვების ყველი ფორმა შესაძლოა არ იყოს საქონელბრუნვაში.

პასუხისმგებელი პირი და მწარმოებელი

შპს ბიოფარმი.

ვალბჟისკას ქ. 13.

60-198 პოზნანი

უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად, აუცილებელია მიმართოთ პასუხისმგებელი პირის რეგიონულ წარმომადგენელს:

შპს ბიოფარმი.

ვალბჟისკას ქ. 13.

60-198 პოზნანი

ტელ.: +48 61 66 51 500

ფაქსი: +48 61 66 51 505

ინსტრუქციის ბოლო აქტუალიზაციის თარიღი:

  • 04.2015

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა