ტრიდატ ფორტე
Tridat Forte
ტრიდატ ფორტე მოთავსებულია კოლოფში, ბლისტერზე 20, 40 ან 90 ტაბლეტი. იგი წარმოადგენს თეთრი ფერის, ორმხრივ ამობურცულ ტაბლეტს, ერთ მხარეზე გამყოფი ხაზით, რომლის ზემოთ დატანილია ლოგო “TM”, ქვემოთ “20”. ტრიდატ ფორტეს აქტიური ინგრედიენტი ტრიმებუტინი წარმოადგენს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოტორიკის მარეგულირებელ საშუალებას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ტრიმებუტინი (trimebutine)
- ფორმა და შეფუთვა
- 200მგ ტაბლეტი №20 (2X10)
- მწარმოებელი
- Santa Farma Ilac Sanayii A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, სინთეზური ანტიქოლინერგულები, მესამეული ამინების ჯგუფის ეთერები
- ATC კოდი
- A03AA05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042158
- რეგისტრირებულია
- 4 ოქტომბერი 2024, მოქმედებს 4 ოქტომბერი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Santa Farma Ilac Sanayii A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ვივა ფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ტრიდატ ფორტე — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ტრიდატ ფორტე მოთავსებულია კოლოფში, ბლისტერზე 20, 40 ან 90 ტაბლეტი. იგი წარმოადგენს თეთრი ფერის, ორმხრივ ამობურცულ ტაბლეტს, ერთ მხარეზე გამყოფი ხაზით, რომლის ზემოთ დატანილია ლოგო “TM”, ქვემოთ “20”.
ტრიდატ ფორტეს აქტიური ინგრედიენტი ტრიმებუტინი წარმოადგენს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოტორიკის მარეგულირებელ საშუალებას. გააჩნია მასტიმულირებელი მოქმედება საჭმლის მომნელებელი სისტემის კუნთებზე თუ მოტორიკა დაქვეითებულია და ავლენს სპაზმოლიზურ მოქმედებას თუ მოტორიკა გაძლიერებულია. აღნიშნული მარეგულირებელი მოქმედება ვლინდება მთლიანად კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. მოტორული ფუნქციების დარღვევებით გამოწვეული საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციური დაავადებების დროს იგი აღადგენს ფიზიოლოგიურ მოტორიკას.
ტრიდატ ფორტე გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (დაავადება, რომელსაც ახასიათებს მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, კრუნჩხვები, სპაზმები, მუცლის შებერილობა, დიარეა და/ან ყაბზობა)
- საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციური დარღვევები (მდგომარეობა, როდესაც საჭმლის მომნელებელი სისტემა არ ფუნქციონირებს სათანადოდ და ნაწლავთა მოტორიკა დაქვეითებულია და გამომწვევი დაავადება არ ფიქსირდება/ვერ დგინდება)
- და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პოლიმორფული სიმპტომები (მრავალი სხვადასხვა სიმპტომი, რომელიც უკავშირდება კუჭს და ნაწლავებს).
- რა უნდა გაითვალისწინოთ ტრიდატ ფორტეს მიღებამდე
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატის სწორად მიღებასთან და დოზირების/სიხშირის რეჟიმთან დაკავშირებული მითითებები:
მიიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით.
ჩვეულებრივ რეკომენდირებული დოზა მოზრდილებისათვის შეადგენს 1 ტაბლეტს დღეში 3-ჯერ.
მიღების გზა და მეთოდი:
ტაბლეტი უნდა გადაყლაპოს დაღეჭვის გარეშე საკმარისი რაოდენობის სითხესთან (მაგ: ჭიქა წყალი) ერთად.
დაიცავით აღნიშნული მითითებები თუ ექიმი არ მოგცემთ სხვა დანიშნულებას.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
პრეპარატის გამოყენება ბავშვებში:
ბავშვებისათვის განკუთვნილია პერორალური სუსპენზია.
პრეპარატის გამოყენება ხანდაზმულებში:
შეზღუდვები არ ფიქსირდება.
განსაკუთრებული შემთხვევები:
მონაცემები არ ფიქსირდება.
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ფიქრობთ, რომ ტრიდატ ფორტეს ეფექტი ზედმეტად ძლიერი ან სუსტია.
თუ მიიღეთ ტრიდატ ფორტეს ჭარბი დოზა
თუ მიიღეთ პრეპარატის ჭარბი დოზა მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ტრიდატ ფორტეს მიღება
დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
ტრიდატ ფორტეს შეწყვეტასთან დაკავშირებული მოსალოდნელი გართულებები
არ არის მოსალოდნელი.
უკუჩვენებები
გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა ტრიმებუტინის ან რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.
განსაკუთრებული სიფრთხილით მიიღეთ ტრიდატ ფორტე თუ:
სიფრთხილის ზომები
კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს თუ რომელიმე გაფრთხილება გეხებათ თქვენ, თუნდაც წარსულში.
პრეპარატის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
საკვებთან ან სასმელთან ურთიერთქმედება არ აღინიშნება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს თუ ღებულობთ ან ღებულობდით ნებისმიერ სხვა, მათ შორის ურეცეპტოთ შეძენილ პრეპარატს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.
ორსულობის პირველ ტრიმესტრში ტრიდატ ფორტეს მიღება არ არის რეკომენდირებული არასაკმარისი კვლევების გამო. აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენება მხოლოდ ორსულობის 2-ე და 3-ე ტრიმესტრში.
თუ მკურნალობის პერიოდში აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ლაქტაცია
პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.
პრეპარატი არ ინიშნება მეძუძურ დედებში, რადგან იგი ხვდება დედის რძეში.
ზეგავლენა ტრანსპორტის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე
არ დაფიქსირებულა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტრიდატ ფორტეს ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ტრიდატ ფორტე შეიცავს ლაქტოზას.
თუ ექიმისაგან ინფორმირებული ხართ, რომ ვერ იტანთ შაქრის გარკვეულ ტიპებს, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად შესაძლოა აღინიშნოს გვერდითი ეფექტები იმ პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან ტრიდატ ფორტეს ინგრედიენტების მიმართ.
თუ შენიშნავთ რომელიმე მოცემულ გვერდით ეფექტს შეწყვიტეთ ტრიდატ ფორტეს მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო გადაუდებელ სამსახურს:
ხელების, ფეხების, მაჯების, კოჭების, სახის, ტუჩების ან პირის ღრუს და ხორხის შეშუპება, რაც იწვევს ყლაპვის ან სუნთქვის გართულებას,
გამონაყარი კანზე
გულის წასვლის შეგრძნება
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ეფექტი ძალიან სერიოზულია.
თუ გამოვლინდა მოცემულიდან რომელიმე გვერდითი ეფექტი, ეს ნიშნავს, რომ სერიოზული ალერგია გაქვთ ტრიდატ ფორტეზე.
შესაძლოა დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათია.
აცნობეთ ექიმს თუ შენიშნავთ შემდეგს:
კანის რეაქციები
თავბრუსხვევა
ძილიანობა
ეს გვერდითი ეფექტები მსუბუქი ხასიათისაა.
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ შენიშნავთ ისეთ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში.
ინფორმაციის მიწოდება გვერდითი ეფექტების შესახებ
თუ შენიშნავთ ფურცელ-ჩანართში მოცემულ ან სხვა გვერდით ეფექტს მიმართეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან სხვა მედ პერსონალს. ასევე გამოვლენილი გვერდითი ეფექტის შესახებ აცნობეთ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM), გვერდზე www.titck.gov.tr დააჭირეთ “ინფორმაციის მიწოდება გვერდითი ეფექტების შესახებ” ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 0 800 314 00 08. აღნიშნულით წვლილი შეგაქვთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიებაში.
ჭარბი დოზა
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შემთხვევით ან გამიზნულად, საჭიროა სიმპტომური მკურნალობა.
- ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 200 მგ ტრიმებუტინის მალეატს.
ექსციპიენტები:
შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს (180 მგ)
ექსციპიენტების სრული ჩამონათვალი იხ. პარაგრაფში 6.1.
შენახვის პირობები
ტრიდატ®ფორტე ინახება თავისივე შეფუთვაში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, <250C.
ვარგისობის ვადა
ტრიდატ®ფორტე არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ნაწლავის ფუნქციური დარღვევების დროს გამოყენებული პრეპარატები
ათქ კოდი: A03AA05
ტრიმებუტინი, ტრიდატის აქტიური ინგრედიენტი, არის ნაწლავის მობილობის მარეგულირებელი აგენტი. მოქმედებს როგორც ენკეფალინერგული აგონისტი, აღმგზნებ და მაინჰიბირებელ რეცეპტორებზე, მასტიმულირებლად მოქმედებს ჰიპოკინეტიკურ და სპაზმოლიზურ ეფექტებზე, ნაწლავის ჰიპერკინეტიკურ კუნთებზე. მარეგულირებელი მოქმედება აღინიშნება მთელ საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე. აღადგენს ფიზიოლოგიურ მობილობას საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციური დარღვევებისას, რაც დაკავშირებულია მობილურობის დარღვევასთან.
- 2. ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
ზოგადი მახასიათებლები
აბსორბცია:
საკვებთან ერთად გამოყენება მნიშვნელოვნად არ მოქმედებს ბიოშეღწევადობაზე.
განაწილება:
აქტიური ნივთიერება პლაზმაში კონცენტრაციის პიკს აღწევს ენტერული გამოყენებიდან 1-2 საათის შემდეგ.
ბიოტრანსფორმაცია:
ღვიძლში პირველადი გავლის მეტაბოლიზმის შედეგად, 4-6% რჩება უცვლელი.
ელიმინაცია:
სწრაფად გამოიყოფა შარდში, დაახლოებით 70% გამოიყოფა 24 საათის განმავლობაში. მთავარი მეტაბოლიტის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 4 საათს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
Gგამოყენების ინსტრუქცია
პაციენტისათვის
ტრიდატ ფორტე 200მგ ტაბლეტები
პერორალური გამოყენებისათვის
აქტიური ნივთიერება: თითო ტაბლეტი შეიცავს 200 მგ ტრიმებუტინის მალეატს.
შემავსებლები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი და ტალკი.
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ფურცელ-ჩანართს, რადგან მასში მოცემულია მნიშვნელოვანი ინფორმაცია
შეინახეთ ფურცელი-ჩანართი, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატი ინიშნება ინდივიდუალურად, არ გადასცეთ სხვებს.
ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტის დროს აცნობეთ ექიმს აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის შესახებ.
დაიცავით ფურცელ-ჩანართში მოცემული მითითებები. არ მიიღოთ რეკომენდირებულზე უფრო მაღალი ან დაბალი დოზები.
ფურცელ-ჩანართში იხილავთ:
- რა არის ტრიდატ ფორტე და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა გაითვალისწინოთ ტრიდატ ფორტეს მიღებამდე
- ტრიდატ ფორტეს მიღების წესი
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
- ტრიდატ ფორტეს შენახვის პირობები
- რა არის ტრიდატ ფორტე და რისთვის გამოიყენება
ტრიდატ ფორტე მოთავსებულია კოლოფში, ბლისტერზე 20, 40 ან 90 ტაბლეტი. იგი წარმოადგენს თეთრი ფერის, ორმხრივ ამობურცულ ტაბლეტს, ერთ მხარეზე გამყოფი ხაზით, რომლის ზემოთ დატანილია ლოგო “TM”, ქვემოთ “20”.
ტრიდატ ფორტეს აქტიური ინგრედიენტი ტრიმებუტინი წარმოადგენს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოტორიკის მარეგულირებელ საშუალებას. გააჩნია მასტიმულირებელი მოქმედება საჭმლის მომნელებელი სისტემის კუნთებზე თუ მოტორიკა დაქვეითებულია და ავლენს სპაზმოლიზურ მოქმედებას თუ მოტორიკა გაძლიერებულია. აღნიშნული მარეგულირებელი მოქმედება ვლინდება მთლიანად კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. მოტორული ფუნქციების დარღვევებით გამოწვეული საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციური დაავადებების დროს იგი აღადგენს ფიზიოლოგიურ მოტორიკას.
ტრიდატ ფორტე გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (დაავადება, რომელსაც ახასიათებს მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, კრუნჩხვები, სპაზმები, მუცლის შებერილობა, დიარეა და/ან ყაბზობა)
- საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციური დარღვევები (მდგომარეობა, როდესაც საჭმლის მომნელებელი სისტემა არ ფუნქციონირებს სათანადოდ და ნაწლავთა მოტორიკა დაქვეითებულია და გამომწვევი დაავადება არ ფიქსირდება/ვერ დგინდება)
- და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პოლიმორფული სიმპტომები (მრავალი სხვადასხვა სიმპტომი, რომელიც უკავშირდება კუჭს და ნაწლავებს).
- რა უნდა გაითვალისწინოთ ტრიდატ ფორტეს მიღებამდე
არ მიიღოთ ტრიდატ ფორტე თუ:
გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა ტრიმებუტინის ან რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.
განსაკუთრებული სიფრთხილით მიიღეთ ტრიდატ ფორტე თუ:
განსაკუთრებული გაფრთხილებები არ ფიქსირდება.
კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს თუ რომელიმე გაფრთხილება გეხებათ თქვენ, თუნდაც წარსულში.
პრეპარატის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
საკვებთან ან სასმელთან ურთიერთქმედება არ აღინიშნება.
ორსულობა
პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.
ორსულობის პირველ ტრიმესტრში ტრიდატ ფორტეს მიღება არ არის რეკომენდირებული არასაკმარისი კვლევების გამო. აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენება მხოლოდ ორსულობის 2-ე და 3-ე ტრიმესტრში.
თუ მკურნალობის პერიოდში აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ლაქტაცია
პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.
პრეპარატი არ ინიშნება მეძუძურ დედებში, რადგან იგი ხვდება დედის რძეში.
ზეგავლენა ტრანსპორტის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე
არ დაფიქსირებულა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტრიდატ ფორტეს ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ტრიდატ ფორტე შეიცავს ლაქტოზას.
თუ ექიმისაგან ინფორმირებული ხართ, რომ ვერ იტანთ შაქრის გარკვეულ ტიპებს, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა.
აცნობეთ ექიმს თუ ღებულობთ ან ღებულობდით ნებისმიერ სხვა, მათ შორის ურეცეპტოთ შეძენილ პრეპარატს.
- ტრიდატ ფორტეს მიღების წესი
პრეპარატის სწორად მიღებასთან და დოზირების/სიხშირის რეჟიმთან დაკავშირებული მითითებები:
მიიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით.
ჩვეულებრივ რეკომენდირებული დოზა მოზრდილებისათვის შეადგენს 1 ტაბლეტს დღეში 3-ჯერ.
მიღების გზა და მეთოდი:
ტაბლეტი უნდა გადაყლაპოს დაღეჭვის გარეშე საკმარისი რაოდენობის სითხესთან (მაგ: ჭიქა წყალი) ერთად.
დაიცავით აღნიშნული მითითებები თუ ექიმი არ მოგცემთ სხვა დანიშნულებას.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
პრეპარატის გამოყენება ბავშვებში:
ბავშვებისათვის განკუთვნილია პერორალური სუსპენზია.
პრეპარატის გამოყენება ხანდაზმულებში:
შეზღუდვები არ ფიქსირდება.
განსაკუთრებული შემთხვევები:
მონაცემები არ ფიქსირდება.
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ფიქრობთ, რომ ტრიდატ ფორტეს ეფექტი ზედმეტად ძლიერი ან სუსტია.
თუ მიიღეთ ტრიდატ ფორტეს ჭარბი დოზა
თუ მიიღეთ პრეპარატის ჭარბი დოზა მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ტრიდატ ფორტეს მიღება
დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
ტრიდატ ფორტეს შეწყვეტასთან დაკავშირებული მოსალოდნელი გართულებები
არ არის მოსალოდნელი.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად შესაძლოა აღინიშნოს გვერდითი ეფექტები იმ პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან ტრიდატ ფორტეს ინგრედიენტების მიმართ.
თუ შენიშნავთ რომელიმე მოცემულ გვერდით ეფექტს შეწყვიტეთ ტრიდატ ფორტეს მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო გადაუდებელ სამსახურს:
ხელების, ფეხების, მაჯების, კოჭების, სახის, ტუჩების ან პირის ღრუს და ხორხის შეშუპება, რაც იწვევს ყლაპვის ან სუნთქვის გართულებას,
გამონაყარი კანზე
გულის წასვლის შეგრძნება
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ეფექტი ძალიან სერიოზულია.
თუ გამოვლინდა მოცემულიდან რომელიმე გვერდითი ეფექტი, ეს ნიშნავს, რომ სერიოზული ალერგია გაქვთ ტრიდატ ფორტეზე.
შესაძლოა დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათია.
აცნობეთ ექიმს თუ შენიშნავთ შემდეგს:
კანის რეაქციები
თავბრუსხვევა
ძილიანობა
ეს გვერდითი ეფექტები მსუბუქი ხასიათისაა.
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ შენიშნავთ ისეთ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში.
ინფორმაციის მიწოდება გვერდითი ეფექტების შესახებ
თუ შენიშნავთ ფურცელ-ჩანართში მოცემულ ან სხვა გვერდით ეფექტს მიმართეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან სხვა მედ პერსონალს. ასევე გამოვლენილი გვერდითი ეფექტის შესახებ აცნობეთ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM), გვერდზე www.titck.gov.tr დააჭირეთ “ინფორმაციის მიწოდება გვერდითი ეფექტების შესახებ” ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 0 800 314 00 08. აღნიშნულით წვლილი შეგაქვთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიებაში.
- ტრიდატ®ფორტეს შენახვის პირობები
ტრიდატ®ფორტე ინახება თავისივე შეფუთვაში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, <250C.
ვარგისობის ვადა
ტრიდატ®ფორტე არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
სანტა ფარმა ილაჩ სანაი ა.შ (Santa Farma Ilaç Sanayii A.Ş.)
ოკმეიდანი, ბორუჩიჩეგის ქ.#16 34382 შიშლი-სტამბული
ტელ: (+90 212) 220 64 00
ფაქსი: (+90 212) 222 57 59
საწარმო:
სანტა ფარმა ილაჩ სან. ა.შ.
გებკიმი 41455 დილოვასი-კოჩაელი
ტელ: (+90 262) 674 23 00
ფაქსი: (+90 262) 674 23 21
აღნიშნული ფურცელი-ჩანართი დამტკიცდა 01.11.2019
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


