პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები

ტრიბუქსი

TRIBUX

რეცეპტით100მგინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

პრეპარატი ტრიბუქსი გამოიყენება შემდეგი დარღვევების სამკურნალოდ: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის დარღვევები, რომელიც განისაზღვრება, როგორც გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევები: დიარეა, შეკრულობა, მუცლის ტკივილი, ნაწლავების სპასტიკური მდგომარეობები.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ტრიმებუტინი (trimebutine)
ფორმა და შეფუთვა
100მგ ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
BIOFARM Sp.z o.o., პოლონეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, სინთეზური ანტიქოლინერგულები, მესამეული ამინების ჯგუფის ეთერები
ATC კოდი
A03AA05
რეგისტრაციის ნომერი
რ-043905
რეგისტრირებულია
25 აგვისტო 2025, მოქმედებს 25 აგვისტო 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
BIOFARM Sp.z o.o. (პოლონეთი)
განმცხადებელი
შპს „გეა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებატრიბუქსი და სხვა წამალი ერთად

ტრიბუქსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პრეპარატი ტრიბუქსი გამოიყენება შემდეგი დარღვევების სამკურნალოდ:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის დარღვევები, რომელიც განისაზღვრება, როგორც გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევები: დიარეა, შეკრულობა, მუცლის ტკივილი, ნაწლავების სპასტიკური მდგომარეობები.

მიღების წესი და დოზირება

ამ წამლის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

მოზრდილები

1 ტაბლეტი 3-ჯერ დღე-ღამეში.

გამონაკლის შემთხვევებში დოზის გაზრდა შეიძლება 6 ტაბლეტამდე დღე-ღამეში დაყოფილ დოზებად.

12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები

ტრიბუქსის მიღება შეიძლება დოზებით, რომლებიც არ აღემატება 6 მგ/კგ სხეულის წონაზე დღე-ღამეში.

12 წლამდე ბავშვები

ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატ ტრიბუქსის გამოყენება რეკომენდებული არ არის (იხ. პუნქტი „სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).

პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ჭამის წინ. ტაბლეტები ჩაიყლაპება დაუღეჭავად, ანადუღარი წყლის მიყოლებით.

უკუჩვენებები

ალერგია ტრიმებუტინის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ. ორსულობა.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატ ტრიბუქსის გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებული არ არის, ვინაიდან წამლის ხელმისაწვდომი ფორმა (ტაბლეტები) არ იძლევა შესაბამისი დოზის შერჩევის საშუალებას.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ექიმს უნდა ეცნობოს ბოლო დროს გამოყენებული ყველა პრეპარატის შესახებ, იმ პრეპარატებისაც, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ, ხოლო განსაკუთრებით ქვემოთ მითითებული პრეპარატების შესახებ:

ზოტეპინი (ფსიქოტროპული პრეპარატი),

d-ტუბოკურარინი (სპაზმოლიზური საშუალება, რომელიც გამოიყენება ზოგადი გაუტკივარების დროს),

ციზაპრიდი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება კუჭის დაავადებების დროს),

პროკაინამიდი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება გულის მუშაობის დარღვევების დროს),

კალციუმის არხების ანტაგონისტები (ჰიპერტონიისა და გულის დაავადებების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები),

კაპტოპრილი (ჰიპერტონიის დროს გამოსაყენებელი პრეპარატი),

რეზერპინი (ჰიპერტონიის დროს გამოსაყენებელი პრეპარატი),

მიდაზოლამი (ძილის დარღვევების დროს გამოსაყენებელი პრეპარატი).

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ პაციენტი ორსულდაა ან ბავშვი ჰყავს ბუნებრივ კვებაზე, ფიქრობს რომ შეიძლება იყოს ორსულად, ან გეგმავს ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მან რჩევისთვის უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის დროს ტრიმებუტინის გამოყენების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს.

ამიტომ პრეპარატ ტრიბუქსის გამოყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში რეკომენდებული არ არის. პრეპარატის გამოყენება ორსულობის II და III ტრიმესტრებში შესაძლებელია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.

ლაქტაცია

მეძუძურ ქალებს ტრიბუქსის გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატი ტრიბუქსი, რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას ზეგავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მანქანების მომსახურების უნარზე და არ ამცირებს ფსიქოფიზიკურ აქტივობას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია წამალ ტრიბუქსის ზოგიერთი შემადგენელი ნაწილის შესახებ

პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს აღმოაჩნდა ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ტრიბუქსის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ტრიბუქსს შეუძლია გვერდითი მოქმედების გამოწვევა, თუმცა ყველას არ აღენიშნება.

პრეპარატ ტრიბუქსის გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოქმედებები:

ხშირი (100-დან 1- 10 ადამიანში):

ძილიანობა, მოდუნება,

დაღლილობის შეგრძნება,

თავბრუსხვევა,

სიცხის ან სიცივის შეგრძნება,

თავის ტკივილი,

აპათია,

სიმშრალე პირში,

გემოს აღქმის დარღვევა,

დიარეა,

საჭმლს მონელების დარღვევა,

ტკივილი კუჭის არეში,

დაბუჟების შეგრძნება პირის ღრუში,

ღებინება,

გულისრევა,

ყაბზობა,

წყურვილი.

არახშირი (1000-დან 1-10 ადამიანში):

გამონაყარი.

იშვიათი (10 000-დან 1- 10 ადამიანში):

არარეგულარული გულისცემა,

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, მათ შორის ღვიძლის ენზიმების AlAT და AspAT დონის გარზდა სისხლში.

ძალიან იშვიათი (უფრო იშვიათი, ვიდრე 10 000-დან 1 ადამიანში, მათ შორის ცალკეული შემთხვევები):

შფოთვა,

სმენის დაქვეითება,

ჰეპატიტი,

ცვლილებები კანის მხრივ (ქავილი, ჭინჭრის ციება, სიწითლე, ვეზიკულები, პაპულები, ექსუდაცია, ერითემა),

შარდის შეკავება,

მენსტრუალური ციკლის დარღვევა,

ქალებში მკერდის მტკივნეული გადიდება.

კაცებში მკერდის გადიდება (გინეკომასტია),

ტკივილი მკერდის მიდამოში.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

გვერდითი მოვლენების განვითარების შესახებ, მათ შორის ყველა შესაძლო გვერდითი მოვლენის, რომელიც არ არის ინსტრუქციაში აღწერილი, უნდა ეცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი მოვლენების შეტყობინება შეიძლება პირდაპირ სამკურნალო პრეპარატების, სამედიცინო საშუალებების და ბაქტერიციდული პრეპარატების რეგისტრაციის სამმართველოს, სამკურნალო პრეპარატების გვერდითი მოვლენების მონიტორინგის დეპარტამენტში.

იერუსალიმის ხეივანი 181C

02-222 ვარშავა

ტელ.: + 48 22 49 21 301

ფაქსი: + 48 22 49 21 309

ელ.ფოსტა: [email protected]

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების წყალობით შესაძლებელი გახდება შეგროვდეს მეტი ინფორმაცია პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების საკითხში.

გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

პრეპარატ ტრიბუქსის შენახვა:

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე

ე.ი. 15С-25С.

შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატ ტრიბუქსის გამოყენება არ შეიძლება.

ჭარბი დოზა

რეკომენდებულზე მაღალი დოზის მიღების შემთხვევაში აუცილებელია სასწრაფოდ ექიმთან ან უახლოეს საავადმყოფოში მიმართვა.

დოზის გამოტოვებისას

პრეპარატის მორიგი დოზის მიღება უნდა მოხდეს დანიშნულ დროს.

გამოტოვებული დოზის შესავსებად ორმაგი დოზის მიღება არ შეიძლება.

პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული ეჭვების შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

პრეპარატ ტრიბუქსის გამოყენების შეწყვეტა

ამ პერაპრატის გამოყენებასთან დაკავშირებული რაიმე ეჭვის შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება:

1 ტაბლეტი შეიცავს 100 მგ ტრიმებუტინის მალეატს (Trimebutini maleas).

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოვიდონი, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი.

სამკურნალწამლო ფორმა

ტაბლეტები.

შენახვის პირობები

შეფუთვა:

10 ტაბლეტი პვქ/პე/პვდქ/ალ ფირფიტის ბლისტერებში. მუყაოს კოლოფი, რომელშიც მოთავსებულია 3 ბლისტერი 10 ტაბლეტით გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ნაწლავების ფუნქციური დარღვევის დროს, სინთეზური ანტიქოლინერგული პრეპარატები, რთული ეთერები მესამეული ამინების ჯგუფით.

ათქ კოდი: A 03 AA 05

პასუხისმგებელი სუბიექტი და მწარმოებელი

60-198 პოზნანი, ვალბჟისკას ქ. 13, პოლონეთი

პრეპარატ ტრიბუქსის გამოყენების ჩვენებები:

პრეპარატი ტრიბუქსი გამოიყენება შემდეგი დარღვევების სამკურნალოდ:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის დარღვევები, რომელიც განისაზღვრება, როგორც გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევები: დიარეა, შეკრულობა, მუცლის ტკივილი, ნაწლავების სპასტიკური მდგომარეობები.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია პაციენტისთვის

ტრიბუქსი

TRIBUX

Trimebutini maleas

ტაბლეტები, 100 მგ

ერთი ტაბლეტი შეიცავს: 100 მგ ტრიმებუტინის მალეატს.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოვიდონი, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ნაწლავების ფუნქციური დარღვევის დროს, სინთეზური ანტიქოლინერგული პრეპარატები, რთული ეთერები მესამეული ამინების ჯგუფით.

ათქ კოდი: A 03 AA 05

პასუხისმგებელი სუბიექტი და მწარმოებელი

60-198 პოზნანი, ვალბჟისკას ქ. 13, პოლონეთი

პრეპარატ ტრიბუქსის გამოყენების ჩვენებები:

პრეპარატი ტრიბუქსი გამოიყენება შემდეგი დარღვევების სამკურნალოდ:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის დარღვევები, რომელიც განისაზღვრება, როგორც გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევები: დიარეა, შეკრულობა, მუცლის ტკივილი, ნაწლავების სპასტიკური მდგომარეობები.

უკუჩვენებები:

ალერგია ტრიმებუტინის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ. ორსულობა.

სიფრთხილის ზომები გამოყენებისას:

პრეპარატ ტრიბუქსის გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებული არ არის, ვინაიდან წამლის ხელმისაწვდომი ფორმა (ტაბლეტები) არ იძლევა შესაბამისი დოზის შერჩევის საშუალებას.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ექიმს უნდა ეცნობოს ბოლო დროს გამოყენებული ყველა პრეპარატის შესახებ, იმ პრეპარატებისაც, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ, ხოლო განსაკუთრებით ქვემოთ მითითებული პრეპარატების შესახებ:

ზოტეპინი (ფსიქოტროპული პრეპარატი),

d-ტუბოკურარინი (სპაზმოლიზური საშუალება, რომელიც გამოიყენება ზოგადი გაუტკივარების დროს),

ციზაპრიდი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება კუჭის დაავადებების დროს),

პროკაინამიდი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება გულის მუშაობის დარღვევების დროს),

კალციუმის არხების ანტაგონისტები (ჰიპერტონიისა და გულის დაავადებების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები),

კაპტოპრილი (ჰიპერტონიის დროს გამოსაყენებელი პრეპარატი),

რეზერპინი (ჰიპერტონიის დროს გამოსაყენებელი პრეპარატი),

მიდაზოლამი (ძილის დარღვევების დროს გამოსაყენებელი პრეპარატი).

განსაკუთრებული მითითებები

ორსულობა

თუ პაციენტი ორსულდაა ან ბავშვი ჰყავს ბუნებრივ კვებაზე, ფიქრობს რომ შეიძლება იყოს ორსულად, ან გეგმავს ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მან რჩევისთვის უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის დროს ტრიმებუტინის გამოყენების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს.

ამიტომ პრეპარატ ტრიბუქსის გამოყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში რეკომენდებული არ არის. პრეპარატის გამოყენება ორსულობის II და III ტრიმესტრებში შესაძლებელია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.

ლაქტაცია

მეძუძურ ქალებს ტრიბუქსის გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანების მომსახურება

პრეპარატი ტრიბუქსი, რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას ზეგავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მანქანების მომსახურების უნარზე და არ ამცირებს ფსიქოფიზიკურ აქტივობას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია წამალ ტრიბუქსის ზოგიერთი შემადგენელი ნაწილის შესახებ

პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს აღმოაჩნდა ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ტრიბუქსის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

როგორ გამოიყენება ტრიბუქსი

ამ წამლის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

მოზრდილები

1 ტაბლეტი 3-ჯერ დღე-ღამეში.

გამონაკლის შემთხვევებში დოზის გაზრდა შეიძლება 6 ტაბლეტამდე დღე-ღამეში დაყოფილ დოზებად.

12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები

ტრიბუქსის მიღება შეიძლება დოზებით, რომლებიც არ აღემატება 6 მგ/კგ სხეულის წონაზე დღე-ღამეში.

12 წლამდე ბავშვები

ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატ ტრიბუქსის გამოყენება რეკომენდებული არ არის (იხ. პუნქტი „სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).

პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ჭამის წინ. ტაბლეტები ჩაიყლაპება დაუღეჭავად, ანადუღარი წყლის მიყოლებით.

ჭარბი დოზის მიღებისას

რეკომენდებულზე მაღალი დოზის მიღების შემთხვევაში აუცილებელია სასწრაფოდ ექიმთან ან უახლოეს საავადმყოფოში მიმართვა.

დოზის გამოტოვებისას

პრეპარატის მორიგი დოზის მიღება უნდა მოხდეს დანიშნულ დროს.

გამოტოვებული დოზის შესავსებად ორმაგი დოზის მიღება არ შეიძლება.

პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული ეჭვების შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

პრეპარატ ტრიბუქსის გამოყენების შეწყვეტა

ამ პერაპრატის გამოყენებასთან დაკავშირებული რაიმე ეჭვის შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

შესაძლო გვერდითი მოქმედება

ყველა პრეპარატის მსგავსად, ტრიბუქსს შეუძლია გვერდითი მოქმედების გამოწვევა, თუმცა ყველას არ აღენიშნება.

პრეპარატ ტრიბუქსის გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოქმედებები:

ხშირი (100-დან 1- 10 ადამიანში):

ძილიანობა, მოდუნება,

დაღლილობის შეგრძნება,

თავბრუსხვევა,

სიცხის ან სიცივის შეგრძნება,

თავის ტკივილი,

აპათია,

სიმშრალე პირში,

გემოს აღქმის დარღვევა,

დიარეა,

საჭმლს მონელების დარღვევა,

ტკივილი კუჭის არეში,

დაბუჟების შეგრძნება პირის ღრუში,

ღებინება,

გულისრევა,

ყაბზობა,

წყურვილი.

არახშირი (1000-დან 1-10 ადამიანში):

გამონაყარი.

იშვიათი (10 000-დან 1- 10 ადამიანში):

არარეგულარული გულისცემა,

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, მათ შორის ღვიძლის ენზიმების AlAT და AspAT დონის გარზდა სისხლში.

ძალიან იშვიათი (უფრო იშვიათი, ვიდრე 10 000-დან 1 ადამიანში, მათ შორის ცალკეული შემთხვევები):

შფოთვა,

სმენის დაქვეითება,

ჰეპატიტი,

ცვლილებები კანის მხრივ (ქავილი, ჭინჭრის ციება, სიწითლე, ვეზიკულები, პაპულები, ექსუდაცია, ერითემა),

შარდის შეკავება,

მენსტრუალური ციკლის დარღვევა,

ქალებში მკერდის მტკივნეული გადიდება.

კაცებში მკერდის გადიდება (გინეკომასტია),

ტკივილი მკერდის მიდამოში.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

გვერდითი მოვლენების განვითარების შესახებ, მათ შორის ყველა შესაძლო გვერდითი მოვლენის, რომელიც არ არის ინსტრუქციაში აღწერილი, უნდა ეცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი მოვლენების შეტყობინება შეიძლება პირდაპირ სამკურნალო პრეპარატების, სამედიცინო საშუალებების და ბაქტერიციდული პრეპარატების რეგისტრაციის სამმართველოს, სამკურნალო პრეპარატების გვერდითი მოვლენების მონიტორინგის დეპარტამენტში.

იერუსალიმის ხეივანი 181C

02-222 ვარშავა

ტელ.: + 48 22 49 21 301

ფაქსი: + 48 22 49 21 309

ელ.ფოსტა: [email protected]

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების წყალობით შესაძლებელი გახდება შეგროვდეს მეტი ინფორმაცია პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების საკითხში.

გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

პრეპარატ ტრიბუქსის შენახვა:

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე

ე.ი. 15С-25С.

შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატ ტრიბუქსის გამოყენება არ შეიძლება.

ვარგისობის ვადა - 3 წელი.

შეფუთვა:

10 ტაბლეტი პვქ/პე/პვდქ/ალ ფირფიტის ბლისტერებში. მუყაოს კოლოფი, რომელშიც მოთავსებულია 3 ბლისტერი 10 ტაბლეტით გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა