პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები

ტრიმებუტინი ბიოგარანი 200მგ

TRIMÉBUTINE BIOGARAN® 200mg

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადსაფრანგეთი
მოქმედი ნივთიერება
ტრიმებუტინი (trimebutine)
ფორმა და შეფუთვა
200მგ ტაბლეტი №30
მწარმოებელი
DELPHARM L’AIGLE, საფრანგეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, სინთეზური ანტიქოლინერგულები, მესამეული ამინების ჯგუფის ეთერები
ATC კოდი
A03AA05
რეგისტრაციის ნომერი
რ-041294
რეგისტრირებულია
13 ივნისი 2024, მოქმედებს 13 ივნისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებატრიმებუტინი ბიოგარანი 200მგ და სხვა წამალი ერთად

ტრიმებუტინი ბიოგარანი 200მგ — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

მიიღეთ პრეპარატი ყოველთვის თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად.

ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზა: განკუთვნილია ზრდასრულებისთვის.

რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

მიღების წესი

პერორალური გამოყენების.

ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს ერთ ჭიქა წყალთან ერთად.

მიღების სიხშირე

3 დოზა დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა

ტრიმებუტინ ბიოგარან® 200 მგ-ით მკურნალობა უნდა იყოს ხანმოკლე.

თუ მიიღეთ ტრიმებუტინ ბიოგარან® ტაბლეტი საჭირო დოზაზე მეტი

თუ მიიღეთ საჭირო დოზაზე მეტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თქვენ შეიძლება გამგივლინდეთ შემდეგი სიმპტომები: გულის პრობლემები, ძილიანობა, კრუნჩხვები, გონების დაკარგვა (კომა).

შეიძლება საჭირო გახდეს მონიტორინგი სპეციალიზებულ გარემოში და ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.

  • რა შესაძლო გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს?

როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატს, ამ მედიკამენტსაც აქვს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს მოვლენები ყველა ადამიანში სისტემატიურად არ იჩენს თავს.

შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ნაკლებად ხშირი: (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 ადამიანში):

  • გამონაყარი კანზე.

განუსაზღვრელი სიხშირის: (არსებული ინფორმაცია არ იძლევა სიხშირის შეფასების საშუალებას):

  • ალერგიული რეაქციები: ქავილი, ჭინჭრის ციება, სახის შეშუპება (კვინკეს შეშუპება), ანაფილაქსიური შოკი;
  • გამოვლინებები კანზე: რელიეფური გამონაყარი (მაკულები, პაპულები), ერითემა, ეგზემა (კონტაქტური დერმატიტი);
  • კანის მძიმე გამონაყარი: მთელ სხეულზე გავრცელებული სიწითლე პუსტულებით და თან ახლავს ცხელება (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი), კანის სიწითლე ცხელებით (პოლიმფორმული ერითემა, ტოქსიდერმია).

ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ასევე ყველა იმ გვერდით მოვლენებს, რომელის აღნიშნული არაა ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ განცხადება პირდაპირ შეგიძლიათ გააკეთოთ ასევე ეროვნული განცხადებების სისტემის გზით: მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების (ANSM) უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო და Pharmacovigilance რეგიონული ცენტრების ქსელი. ინტერნეტ საიტი: www.signalement-sante.gouv.fr

გვერდითი მოვლენების მითითებით, თქვენ მიიღებთ მეტ ინფორმაციას პრეპარატის უსაფრთხოებაზე.

სიფრთხილის ზომები

ტრიმებუტინ ბიოგარან® ტაბლეტის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატი, აცნობეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის დროს პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ექიმის რჩევით.

თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ, მიმართეთ ექიმს, რადგან მხოლოდ მას შეუძლია გადაწყვიტოს მისი გაგრძელების აუცილებლობა.

უმჯობესია არ მიიღოთ ეს პრეპარატი, თუ ძუძუთი კვებავთ.

ტრიმებუტინ ბიოგარან®, ტაბლეტი შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს

თუ ექიმმა გაცნობათ ზოგიერთი შაქრის მიმართ შეუწყნარებლობის (აუტანლობის) შესახებ, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ მას.

ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს თითო ტაბლეტზე, შეიძლება ითქვას, რომ ის არსებითად "ნატრიუმის გარეშეა".

შემადგენლობა

ტრიმებუტინ ბიოგარან® 100 მგ., ტაბლეტი

  • აქტიური ნივთიერებაა:

ტრიმებუტინის მალეატი -------------------------------------- 100მგ.

ერთი ტაბლეტისთვის

  • სხვა დამხმარე ნივთიერებებია:

ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კარბოქსიმეთილის სახამებელი (ტიპი A), უწყლო კოლოიდური სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი.

ტრიმებუტინ ბიოგარან® 200 მგ., ტაბლეტი

  • აქტიური ნივთიერებაა:

ტრიმებუტინის მალეატი -------------------------------------- 200მგ.

რა არის ტრიმებუტინ ბიოგარან®, ტაბლეტი და გარე შეფუთვის შემადგენლობა:

ტრიმებუტინ ბიოგარან® 100 მგ., ტაბლეტი

პრეპარატი წარმოდგენილია ტაბლეტის ფორმით.

ყუთი 30 ტაბლეტით.

მფლობელი/სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

ბიოგარანის ლაბორატორია

შარლ დე გოლის ბულვარი 15

92707 კოლომბი სედექსი

შენახვის პირობები

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

ინახება არაუმეტეს 30 0C ტემპერატურაზე.

არ ჩაყაროთ სამკურნალო საშუალებები საკანალიზაციო სისტემაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან. მიიღეთ ფარმაცევტის რჩევა თუ როგორ მოიშოროთ თქვენთვის გამოუყენებელი პრეპარატი. ასეთი სახის ზომები ხელს შეუშლის გარემოს დაბინძურებას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

ტრიმებუტინი ბიოგარან® (TRIMÉBUTINE BIOGARAN®) 100 მგ.

ტრიმებუტინი ბიოგარან® (TRIMÉBUTINE BIOGARAN®) 200 მგ.

ტაბლეტი

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის საჭირო ინფორმაციას:

შეინახეთ ინსტრუქცია, შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

პრეპარატი პირადად თქვენთვისაა დანიშნული. ნუ მისცემთ მას სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.

თუ გამოგივლინდებათ ერთ-ერთი გვერდითი მოვლენა, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ნახსენები ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.

რას შეიცავს ეს ინსტრუქცია?

  • რა არის ტრიმებუტინ ბიოგარან® ტაბლეტი და რა შემთხვევაში გამოიყენება?
  • რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ ტრიმებუტინ ბიოგარან® ტაბლეტის გამოყენებამდე?
  • როგორ გამოიყენება ტრიმებუტინ ბიოგარან® ტაბლეტი?
  • რა შესაძლო გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს?
  • როგორ შევინახოთ ტრიმებუტინ ბიოგარან® ტაბლეტი?
  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია.

საჭმლის მომნელებელი სისტემა და მეტაბოლიზმი

ფარმაკოთერაპიული კლასი - მუსკულოტროპული ანტისპაზმური საშუალება - ATC (ათქ) კოდი: A03AA05

პრეპარატი განკუთვნილია მოზრდილებისათვის ნაწლავის სპაზმური ტკივილის სამკურნალოდ.

200 მგ. დოზა დაცული უნდა იყოს მოზრდილებისათვის გამონაკლის შემთხვევებში, როცა დღეში საჭიროა 600 მგ. დოზა.

  • რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ ტრიმებუტინ ბიოგარან® ტაბლეტის გამოყენებამდე?

არასოდეს მიიღოთ ტრიმებუტინ ბიოგარან® ტაბლეტი

  • თუ ალერგიული ხართ ტრიმებუტინზე ან ამ პრეპარატში შემავალ ერთ - ერთ კომპონენტზე, რომელიც მითითებულია რუბრიკა 6-ში;

პრეპარატი განკუთვნილია მოზრდილებისთვის; ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეცეს 2 წლამდე ასაკის ბავშვს.

ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

ტრიმებუტინ ბიოგარან® ტაბლეტის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

სხვა პრეპარატები და ტრიმებუტინ ბიოგარან®, ტაბლეტი

თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატი, აცნობეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის დროს პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ექიმის რჩევით.

თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ, მიმართეთ ექიმს, რადგან მხოლოდ მას შეუძლია გადაწყვიტოს მისი გაგრძელების აუცილებლობა.

უმჯობესია არ მიიღოთ ეს პრეპარატი, თუ ძუძუთი კვებავთ.

ტრიმებუტინ ბიოგარან®, ტაბლეტი შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს

თუ ექიმმა გაცნობათ ზოგიერთი შაქრის მიმართ შეუწყნარებლობის (აუტანლობის) შესახებ, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ მას.

ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს თითო ტაბლეტზე, შეიძლება ითქვას, რომ ის არსებითად "ნატრიუმის გარეშეა".

  • როგორ გამოიყენება ტრიმებუტინ ბიოგარან® ტაბლეტი?

მიიღეთ პრეპარატი ყოველთვის თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად.

ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზა: განკუთვნილია ზრდასრულებისთვის.

რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

მიღების წესი

პერორალური გამოყენების.

ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს ერთ ჭიქა წყალთან ერთად.

მიღების სიხშირე

3 დოზა დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა

ტრიმებუტინ ბიოგარან® 200 მგ-ით მკურნალობა უნდა იყოს ხანმოკლე.

თუ მიიღეთ ტრიმებუტინ ბიოგარან® ტაბლეტი საჭირო დოზაზე მეტი

თუ მიიღეთ საჭირო დოზაზე მეტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თქვენ შეიძლება გამგივლინდეთ შემდეგი სიმპტომები: გულის პრობლემები, ძილიანობა, კრუნჩხვები, გონების დაკარგვა (კომა).

შეიძლება საჭირო გახდეს მონიტორინგი სპეციალიზებულ გარემოში და ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.

  • რა შესაძლო გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს?

როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატს, ამ მედიკამენტსაც აქვს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს მოვლენები ყველა ადამიანში სისტემატიურად არ იჩენს თავს.

შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ნაკლებად ხშირი: (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 ადამიანში):

  • გამონაყარი კანზე.

განუსაზღვრელი სიხშირის: (არსებული ინფორმაცია არ იძლევა სიხშირის შეფასების საშუალებას):

  • ალერგიული რეაქციები: ქავილი, ჭინჭრის ციება, სახის შეშუპება (კვინკეს შეშუპება), ანაფილაქსიური შოკი;
  • გამოვლინებები კანზე: რელიეფური გამონაყარი (მაკულები, პაპულები), ერითემა, ეგზემა (კონტაქტური დერმატიტი);
  • კანის მძიმე გამონაყარი: მთელ სხეულზე გავრცელებული სიწითლე პუსტულებით და თან ახლავს ცხელება (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი), კანის სიწითლე ცხელებით (პოლიმფორმული ერითემა, ტოქსიდერმია).

ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ასევე ყველა იმ გვერდით მოვლენებს, რომელის აღნიშნული არაა ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ განცხადება პირდაპირ შეგიძლიათ გააკეთოთ ასევე ეროვნული განცხადებების სისტემის გზით: მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების (ANSM) უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო და Pharmacovigilance რეგიონული ცენტრების ქსელი. ინტერნეტ საიტი: www.signalement-sante.gouv.fr

გვერდითი მოვლენების მითითებით, თქვენ მიიღებთ მეტ ინფორმაციას პრეპარატის უსაფრთხოებაზე.

  • როგორ შევინახოთ ტრიმებუტინ ბიოგარან® ტაბლეტი?

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

ინახება არაუმეტეს 30 0C ტემპერატურაზე.

არ ჩაყაროთ სამკურნალო საშუალებები საკანალიზაციო სისტემაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან. მიიღეთ ფარმაცევტის რჩევა თუ როგორ მოიშოროთ თქვენთვის გამოუყენებელი პრეპარატი. ასეთი სახის ზომები ხელს შეუშლის გარემოს დაბინძურებას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია.

რას შეიცავს ტრიმებუტინ ბიოგარან®, ტაბლეტი

ტრიმებუტინ ბიოგარან® 100 მგ., ტაბლეტი

  • აქტიური ნივთიერებაა:

ტრიმებუტინის მალეატი -------------------------------------- 100მგ.

ერთი ტაბლეტისთვის

  • სხვა დამხმარე ნივთიერებებია:

ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კარბოქსიმეთილის სახამებელი (ტიპი A), უწყლო კოლოიდური სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი.

ტრიმებუტინ ბიოგარან® 200 მგ., ტაბლეტი

  • აქტიური ნივთიერებაა:

ტრიმებუტინის მალეატი -------------------------------------- 200მგ.

ერთი ტაბლეტისთვის

  • სხვა დამხმარე ნივთიერებებია:

ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კარბოქსიმეთილის სახამებელი (ტიპი A), უწყლო კოლოიდური სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი.

რა არის ტრიმებუტინ ბიოგარან®, ტაბლეტი და გარე შეფუთვის შემადგენლობა:

ტრიმებუტინ ბიოგარან® 100 მგ., ტაბლეტი

პრეპარატი წარმოდგენილია ტაბლეტის ფორმით.

ყუთი 30 ტაბლეტით.

ტრიმებუტინ ბიოგარან® 200 მგ., ტაბლეტი

პრეპარატი წარმოდგენილია ტაბლეტის ფორმით.

ყუთი 30 ტაბლეტით.

მფლობელი/სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

ბიოგარანის ლაბორატორია

შარლ დე გოლის ბულვარი 15

92707 კოლომბი სედექსი

მწარმოებელი

DELPHARM L'AIGLE

ინდუსტრიული ზონა № 1

კრულეს ქუჩა,

61300 ლ’ეგლ

პრეპარატის გადასინჯვის ბოლო თარიღია 2021 წლის აგვისტო

დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ პრეპარატზე ხელმისაწვდომია ANSM-ის (საფრანგეთი) ინტერნეტ საიტზე.

რეფლექსი გადამუშავება

იფიქრე დახარისხებაზე!

ერთად შევამციროთ შეფუთვის ზემოქმედება გარემოზე.

შეფუთვის დახარისხება

გამოუყენებელი პრეპარატების დაბრუნება აფთიაქში

ცარიელი პლასტმასის ფირფიტის გადასაყრელად

ცარიელი მუყაოს ყუთი გადამუშავებისთვის

შეკვეთა შეიძლება განსხვავდებოდეს (შეიცვალოს) ადგილობრივად > WWW.CONSIGNESDETRI.FR

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა