პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სტომატოლოგიური პრეპარატები

ტანტუმ ვერდე დუო

TANTUM VERDE DUO

ურეცეპტოდ0,15% + 0,12%ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

გინგივიტის, სტომატიტის, ფარინგიტის, ტონზილიტის და აფთოზური დაზიანებების დროს, რომლებიც ხასიათდება პირის ღრუსა და ხახის ლორწოვანი გარსის ანთებითა და ტკივილით. პაციენტის ყლაპვის ფუნქციის შემსუბუქება და სიმპტომების მოხსნა ღრძილების დაავადებების დროს. პერიოდონტალურ პროცედურების შემდეგ,

სრულად
ფორმა და შეფუთვა
0,15% + 0,12% 30მლ ორალური სპრეი, ხსნარი ფლაკონი №1
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სტომატოლოგიური პრეპარატები, სხვა საშუალებები პირის ღრუს დაავადებების ადგილობრივი მკურნალობისთვის
ATC კოდი
A01AD11
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0460
რეგისტრირებულია
30 დეკემბერი 2022, მოქმედებს 30 დეკემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
ურთიერთქმედების შემოწმებატანტუმ ვერდე დუო და სხვა წამალი ერთად

ტანტუმ ვერდე დუო — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

გინგივიტის, სტომატიტის, ფარინგიტის, ტონზილიტის და აფთოზური დაზიანებების დროს, რომლებიც ხასიათდება პირის ღრუსა და ხახის ლორწოვანი გარსის ანთებითა და ტკივილით.

პაციენტის ყლაპვის ფუნქციის შემსუბუქება და სიმპტომების მოხსნა ღრძილების დაავადებების დროს.

პერიოდონტალურ პროცედურების შემდეგ,

მიღების წესი და დოზირება

ტანტუმ ვერდე® გამოიყენება შემდეგი დოზებით:

მოზრდილები

4-8 შესხურება დღეში 2-6-ჯერ.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზებს.

მკურნალობა, როგორც წესი, 4-5 დღეს გრძელდება.

თუ ამ პერიოდში დადებითი შედეგი არ არის მიღწეული, უნდა მიმართოთ ექიმს.

გამოყენების წესი

პირველი გამოყენებისას რამდენჯერმე დააჭირეთ ტუმბოს ღილაკს, სანამ არ მიიღწევა თანაბარი/რეგულარული შესხურება

ფართოდ გააღეთ პირი, სპრეის წვერი მოათავსეთ პირის ღრუში და მიმართეთ დაზიანებული უბნისკენ.

წამლის შესასხურებლად სწრაფად დააჭირეთ ტუმბოს ღილაკს; გაიმეორეთ ეს პროცესი ზემოთ მითითებული რაოდენობით

მოათავსეთ ბოთლი თავის კოლოფში და შეინახეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში

დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ.

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა

თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული პირობა არ არსებობს.

პედიატრიული პოპულაცია

მისი გამოყენება შესაძლებელია 6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში.

6-12 წლის ბავშვები

რეკომენდებული დოზაა 4 შესხურება დღეში 2-6-ჯერ.

გერიატრიული პოპულაცია

ხანდაზმულ პოპულაციაში გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული პირობა არ არსებობს.

უკუჩვენებები

უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა ბენზიდამინის ჰიდროქლორიდის და/ან ტანტუმ ვერდე®-ს შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი სხვა ნივთიერების მიმართ.

სიფრთხილის ზომები

მოარიდეთ თვალთან კონტაქტს.

ტანტუმ ვერდე®-ს რეკომენდებული დოზა (1 მიღებაზე 4 შესხურება = 1.08 მგ; დღეში 6-ჯერ = 6.48 მგ) შეადგენს პერორალური დოზის დაახლოებით 1/20-ს. ამ მიზეზით, სისტემური დოზის გადაჭარბება ან ტოქსიკურობა გამორიცხულია.

ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სენსიბილიზაცია; ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და ეცნობოს ექიმს.

პაციენტების შეზღუდულ რაოდენობაში ოროფარინგეალური წყლულები შეიძლება უფრო მძიმე პათოლოგიების ნიშანი იყოს. ამიტომ, თუ სიმპტომები 3 დღეზე მეტხანს გაგრძელდა, პაციენტმა საჭიროებისამებრ უნდა მიმართოს ექიმს ან სტომატოლოგს.

აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა NSAID-ების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში ბენზიდამინის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

პირებში, რომლებსაც წარსულში ჰქონიათ ბრონქული ასთმის შეტევა, ტანტუმ ვერდე® სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული, რადგან ასეთ პაციენტებში შესაძლოა გამოვლინდეს ბრონქოსპაზმი.

ტანტუმ ვერდე® განსაკუთრებით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც უჭირთ სავლებების გამოყენება.

ტანტუმ ვერდე®-ს შემადგენლობაში არსებულმა მეთილპარაბენმა (E218) შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა, დაგვიანებული)

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

არ არის მონაცემები.

დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ

განსაკუთრებულ პოპულაციებზე ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

პედიატრიული პოპულაცია

პედიატრიულ პოპულაციაზე ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ზოგადი რჩევა

ორსულობის კატეგორია: C

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები/ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები (კონტრაცეფცია)

ტანტუმ ვერდეს®-ის რაიმე ზეგავლენა რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებზე არ არის დაფიქსირებული და არ არსებობს ურთიერთქმედება ჩასახვის საწინააღმდეგოდ (კონტრაცეფციისთვის) გამოყენებულ მედიკამენტებთან.

ორსულობის პერიოდი

ვინაიდან ორსულებში ადეკვატური რაოდენობის კვლევები არ არსებობს, პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობისას. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არასაკმარისია ორსულობაზე, ემბრიონულ/ფეტალურ განვითარებაზე, მშობიარობასა და/ან პოსტნატალურ განვითარებაზე გავლენის შესაფასებლად.

ლაქტაციის პერიოდი

ვინაიდან მეძუძურ ქალებში ადეკვატური რაოდენობის კვლევები არ არსებობს, პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების პერიოდში.

რეპროდუქციული უნარი/ფერტილობა

უცნობია, ახდენს თუ არა გავლენას ტანტუმ ვერდე®-თი მკურნალობა ადამიანის ფერტილობაზე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ბენზიდამინის ადგილობრივი გამოყენება რეკომენდებული დოზებით გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე); არახშირი (≥1/1,000-დან <1/100-მდე); იშვიათი (≥1/10,000-დან <1/1,000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

იმუნური სისტემის დარღვევები

ძალიან იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ეს რეაქციები შეიძლება დაკავშირებული იყოს ქავილთან, გამონაყართან, ჭინჭრის ციებასთან, ფოტოცენსიბილიზაციასთან და ზოგჯერ ლარინგოსპაზმთან ან ბრონქოსპაზმთან).

ხანგრძლივმა მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს სენსიბილიზაციის მდგომარეობა. ორივე შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.

შეტყობინება საეჭვო გვერდით მოვლენების შესახებ

ლიცენზირების შემდეგ პრეპარატის სავარაუდო გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ის პრეპარატის სარგებლისა და რისკის ბალანსის უწყვეტი მონიტორინგის საშუალებას იძლევა. სამედიცინო პერსონალი ვალდებულია, ნებისმიერი საეჭვო გვერდითი მოვლენის შესახებ შეატყობინოს თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) (www.titck.gov.tr; ელ-ფოსტა: [email protected]; ტელ: 0 800 314 00 08; ფაქსი: 0 312 218 35 99).

ჭარბი დოზა

შემთხვევითი გადაყლაპვის (დალევის) შემთხვევაშიც კი დოზის გადაჭარბება გამორიცხულია. ანტიდოტი არ გააჩნია. თუ ბავშვები მას შემთხვევით დალევენ, შეიძლება გამოვლინდეს ჰალუცინაციები, კონვულსიები, აგზნებადობა და ძილიანობა; ტარდება სიმპტომური მკურნალობა.

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: 30 მლ სპრეის ხსნარი შეიცავს 45 მგ ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს.

დამხმარე ნივთიერება(ები):

30 მლ სპრეის ხსნარში

მეთილპარაბენი (E128) 30 მგ

ნატრიუმის ბიკარბონატი 30 მგ

ეთანოლი 96% 3 მლ

დამხმარე ნივთიერებების სრული სიისთვის იხილეთ ნაწილი 6.1.

შენახვის პირობები

24 თვე

შენახვის განსაკუთრებული პირობები

ინახება 30°C-ზე დაბალ, ოთახის ტემპერატურაზე.

შეფუთვის ბუნება და შემცველობა

30 მლ-იანი სპრეის ბოთლები.

ნარჩენი სამკურნალო პროდუქტის განადგურება და სხვა განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენი მასალები უნდა განადგურდეს „სამედიცინო ნარჩენების კონტროლის შესახებ რეგულაციის“ და „შეფუთვის ნარჩენების კონტროლის შესახებ რეგულაციების“ შესაბამისად.

განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ადგილობრივი პერორალური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება,

ათქ კოდი: A01AD02

ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი არის ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სისტემურად და ადგილობრივად. ის ამ ეფექტებს ახდენს უჯრედული მემბრანის სტაბილიზაციით, სისხლძარღვთა გამტარიანობის შემცირებით და, დაბალი კონცენტრაციით, შესაძლოა პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირების გარეშე.

ამ ფარმაკოლოგიური ეფექტების წყალობით, ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული რბილი ქსოვილების დაზიანებასთან ასოცირებული მწვავე (პირველადი) ანთებების დროს, ანთების ადგილობრივ მექანიზმებზე ზემოქმედებით, ავლენს ანთების საწინააღმდეგო, შეშუპების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ ეფექტებს.

ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

ზოგადი მახასიათებლები

შეწოვა

პერორალური მიღების შემდგომ ბენზიდამინი სწრაფად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი სისტემიდან და მაქსიმალურ პლაზმურ კონცენტრაციას აღწევს 2-4 საათის შემდეგ.

განაწილება

ქსოვილებში ბენზიდამინის განაწილების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი არის მისი ანთების კერაში კონცენტრირების ტენდენცია.

ბიოტრანსფორმაცია

ბენზიდამინი ძირითადად მეტაბოლიზდება ოქსიდაციის, კონიუგაციისა და დეალკილირების გზით

გამოყოფა

ბენზიდამინი ძირითადად გამოიყოფა შარდთან ერთად, უპირატესად არააქტიური მეტაბოლიტებისა და კონიუგაციის პროდუქტების სახით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ტანტუმ ვერდე® სპრეი

ANGELİNİ İLAÇ

პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება

სამედიცინო პროდუქტის დასახელება

ტანტუმ ვერდე® სპრეი

თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: 30 მლ სპრეის ხსნარი შეიცავს 45 მგ ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს.

დამხმარე ნივთიერება(ები):

30 მლ სპრეის ხსნარში

მეთილპარაბენი (E128) 30 მგ

ნატრიუმის ბიკარბონატი 30 მგ

ეთანოლი 96% 3 მლ

დამხმარე ნივთიერებების სრული სიისთვის იხილეთ ნაწილი 6.1.

ფარმაცევტული ფორმა

სპრეი

გამჭვირვალე, მომწვანო სითხე დამახასიათებელი პიტნის არომატით.

კლინიკური მახასიათებლები

თერაპიული ჩვენებები

გინგივიტის, სტომატიტის, ფარინგიტის, ტონზილიტის და აფთოზური დაზიანებების დროს, რომლებიც ხასიათდება პირის ღრუსა და ხახის ლორწოვანი გარსის ანთებითა და ტკივილით.

პაციენტის ყლაპვის ფუნქციის შემსუბუქება და სიმპტომების მოხსნა ღრძილების დაავადებების დროს.

პერიოდონტალურ პროცედურების შემდეგ,

დოზირება და გამოყენების წესი

დოზირება/სიხშირე და გამოყენების ხანგრძლივობა

ტანტუმ ვერდე® გამოიყენება შემდეგი დოზებით:

მოზრდილები

4-8 შესხურება დღეში 2-6-ჯერ.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზებს.

მკურნალობა, როგორც წესი, 4-5 დღეს გრძელდება.

თუ ამ პერიოდში დადებითი შედეგი არ არის მიღწეული, უნდა მიმართოთ ექიმს.

გამოყენების წესი

პირველი გამოყენებისას რამდენჯერმე დააჭირეთ ტუმბოს ღილაკს, სანამ არ მიიღწევა თანაბარი/რეგულარული შესხურება

ფართოდ გააღეთ პირი, სპრეის წვერი მოათავსეთ პირის ღრუში და მიმართეთ დაზიანებული უბნისკენ.

წამლის შესასხურებლად სწრაფად დააჭირეთ ტუმბოს ღილაკს; გაიმეორეთ ეს პროცესი ზემოთ მითითებული რაოდენობით

მოათავსეთ ბოთლი თავის კოლოფში და შეინახეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში

დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ.

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა

თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული პირობა არ არსებობს.

პედიატრიული პოპულაცია

მისი გამოყენება შესაძლებელია 6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში.

6-12 წლის ბავშვები

რეკომენდებული დოზაა 4 შესხურება დღეში 2-6-ჯერ.

გერიატრიული პოპულაცია

ხანდაზმულ პოპულაციაში გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული პირობა არ არსებობს.

უკუჩვენებები

უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა ბენზიდამინის ჰიდროქლორიდის და/ან ტანტუმ ვერდე®-ს შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი სხვა ნივთიერების მიმართ.

განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

მოარიდეთ თვალთან კონტაქტს.

ტანტუმ ვერდე®-ს რეკომენდებული დოზა (1 მიღებაზე 4 შესხურება = 1.08 მგ; დღეში 6-ჯერ = 6.48 მგ) შეადგენს პერორალური დოზის დაახლოებით 1/20-ს. ამ მიზეზით, სისტემური დოზის გადაჭარბება ან ტოქსიკურობა გამორიცხულია.

ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სენსიბილიზაცია; ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და ეცნობოს ექიმს.

პაციენტების შეზღუდულ რაოდენობაში ოროფარინგეალური წყლულები შეიძლება უფრო მძიმე პათოლოგიების ნიშანი იყოს. ამიტომ, თუ სიმპტომები 3 დღეზე მეტხანს გაგრძელდა, პაციენტმა საჭიროებისამებრ უნდა მიმართოს ექიმს ან სტომატოლოგს.

აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა NSAID-ების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში ბენზიდამინის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

პირებში, რომლებსაც წარსულში ჰქონიათ ბრონქული ასთმის შეტევა, ტანტუმ ვერდე® სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული, რადგან ასეთ პაციენტებში შესაძლოა გამოვლინდეს ბრონქოსპაზმი.

ტანტუმ ვერდე® განსაკუთრებით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც უჭირთ სავლებების გამოყენება.

ტანტუმ ვერდე®-ს შემადგენლობაში არსებულმა მეთილპარაბენმა (E218) შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა, დაგვიანებული)

ურთიერთქმედება მედიკამენტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

არ არის მონაცემები.

დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ

განსაკუთრებულ პოპულაციებზე ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

პედიატრიული პოპულაცია

პედიატრიულ პოპულაციაზე ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

ორსულობა და ლაქტაცია

ზოგადი რჩევა

ორსულობის კატეგორია: C

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები/ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები (კონტრაცეფცია)

ტანტუმ ვერდეს®-ის რაიმე ზეგავლენა რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებზე არ არის დაფიქსირებული და არ არსებობს ურთიერთქმედება ჩასახვის საწინააღმდეგოდ (კონტრაცეფციისთვის) გამოყენებულ მედიკამენტებთან.

ორსულობის პერიოდი

ვინაიდან ორსულებში ადეკვატური რაოდენობის კვლევები არ არსებობს, პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობისას. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არასაკმარისია ორსულობაზე, ემბრიონულ/ფეტალურ განვითარებაზე, მშობიარობასა და/ან პოსტნატალურ განვითარებაზე გავლენის შესაფასებლად.

ლაქტაციის პერიოდი

ვინაიდან მეძუძურ ქალებში ადეკვატური რაოდენობის კვლევები არ არსებობს, პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების პერიოდში.

რეპროდუქციული უნარი/ფერტილობა

უცნობია, ახდენს თუ არა გავლენას ტანტუმ ვერდე®-თი მკურნალობა ადამიანის ფერტილობაზე.

ზემოქმედება ავტომობილის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ბენზიდამინის ადგილობრივი გამოყენება რეკომენდებული დოზებით გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენები მოცემულია სიხშირის შემდეგი კლასიფიკაციის მიხედვით:

ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე); არახშირი (≥1/1,000-დან <1/100-მდე); იშვიათი (≥1/10,000-დან <1/1,000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

იმუნური სისტემის დარღვევები

ძალიან იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ეს რეაქციები შეიძლება დაკავშირებული იყოს ქავილთან, გამონაყართან, ჭინჭრის ციებასთან, ფოტოცენსიბილიზაციასთან და ზოგჯერ ლარინგოსპაზმთან ან ბრონქოსპაზმთან).

ხანგრძლივმა მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს სენსიბილიზაციის მდგომარეობა. ორივე შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.

შეტყობინება საეჭვო გვერდით მოვლენების შესახებ

ლიცენზირების შემდეგ პრეპარატის სავარაუდო გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ის პრეპარატის სარგებლისა და რისკის ბალანსის უწყვეტი მონიტორინგის საშუალებას იძლევა. სამედიცინო პერსონალი ვალდებულია, ნებისმიერი საეჭვო გვერდითი მოვლენის შესახებ შეატყობინოს თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) (www.titck.gov.tr; ელ-ფოსტა: [email protected]; ტელ: 0 800 314 00 08; ფაქსი: 0 312 218 35 99).

ჭარბი დოზირება და მკურნალობა

შემთხვევითი გადაყლაპვის (დალევის) შემთხვევაშიც კი დოზის გადაჭარბება გამორიცხულია. ანტიდოტი არ გააჩნია. თუ ბავშვები მას შემთხვევით დალევენ, შეიძლება გამოვლინდეს ჰალუცინაციები, კონვულსიები, აგზნებადობა და ძილიანობა; ტარდება სიმპტომური მკურნალობა.

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ადგილობრივი პერორალური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება,

ათქ კოდი: A01AD02

ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი არის ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სისტემურად და ადგილობრივად. ის ამ ეფექტებს ახდენს უჯრედული მემბრანის სტაბილიზაციით, სისხლძარღვთა გამტარიანობის შემცირებით და, დაბალი კონცენტრაციით, შესაძლოა პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირების გარეშე.

ამ ფარმაკოლოგიური ეფექტების წყალობით, ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული რბილი ქსოვილების დაზიანებასთან ასოცირებული მწვავე (პირველადი) ანთებების დროს, ანთების ადგილობრივ მექანიზმებზე ზემოქმედებით, ავლენს ანთების საწინააღმდეგო, შეშუპების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ ეფექტებს.

ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

ზოგადი მახასიათებლები

შეწოვა

პერორალური მიღების შემდგომ ბენზიდამინი სწრაფად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი სისტემიდან და მაქსიმალურ პლაზმურ კონცენტრაციას აღწევს 2-4 საათის შემდეგ.

განაწილება

ქსოვილებში ბენზიდამინის განაწილების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი არის მისი ანთების კერაში კონცენტრირების ტენდენცია.

ბიოტრანსფორმაცია

ბენზიდამინი ძირითადად მეტაბოლიზდება ოქსიდაციის, კონიუგაციისა და დეალკილირების გზით

გამოყოფა

ბენზიდამინი ძირითადად გამოიყოფა შარდთან ერთად, უპირატესად არააქტიური მეტაბოლიტებისა და კონიუგაციის პროდუქტების სახით.

პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

ბენზიდამინი ავლენს ძალიან დაბალ ტოქსიკურობას და არ იწვევს მნიშვნელოვან ჰისტოპათოლოგიურ ცვლილებებს.

LD50-სა და ერთჯერად თერაპიულ პერორალურ დოზას შორის უსაფრთხოების ზღვარი 1000:1-ია.

ბენზიდამინი არ მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. პრეპარატს არ აქვს ტერატოგენული ეფექტი და არ აზიანებს ემბრიონის ნორმალურ განვითარებას.

ფარმაცევტული მახასიათებლები

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

გლიცერინი

საქარინი

ნატრიუმის ბიკარბონატი

ეთანოლი 96%

მეთილპარაბენი (E218)

პიტნის ესენცია

პოლისორბატი 20

ქინოლინის ყვითელი (E104)

პატენტირებული ლურჯი V (E131)

დეიონიზებული წყალი

შეუთავსებლობები

არ შეესაბამება

შენახვის ვადა

24 თვე

შენახვის განსაკუთრებული პირობები

ინახება 30°C-ზე დაბალ, ოთახის ტემპერატურაზე.

შეფუთვის ბუნება და შემცველობა

30 მლ-იანი სპრეის ბოთლები.

ნარჩენი სამკურნალო პროდუქტის განადგურება და სხვა განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენი მასალები უნდა განადგურდეს „სამედიცინო ნარჩენების კონტროლის შესახებ რეგულაციის“ და „შეფუთვის ნარჩენების კონტროლის შესახებ რეგულაციების“ შესაბამისად.

განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი

A.C.R. Angelini F.Roma-İTALYA lisansı ile

Angelini İlaç San. ve Tic. A.Ş.

Büyükdere Cad. No:103/B Şarlı İş Merkezi

B Blok Daire: 3 34394 Mecidiyeköy-İstanbul

ტელ: 0212 266 24 23

ფაქსი: 0212 266 24 22

სავაჭრო ნებართვის ნომერი

187/47

პირველი ავტორიზაციის/ ავტორიზაციის განახლების თარიღი

პირველი ავტორიზაციის თარიღი: 04.06.1998

ავტორიზაციის განახლების თარიღი: 15.10.2009

ტექსტის გადახედვის თარიღი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა