ლოსეპტანი 0.15% + 0.12% სავლები
LOSEPTAN 0.15% + 0.12% GARGLE
ოროფარინგეალური ლორწოვანი გარსის ანთებითი და მტკივნეული მდგომარეობების დროს, როგორიცაა გინგივიტი, სტომატიტი, ფარინგიტი, ტონზილიტი და აფთოზური დაზიანებები ოროფარინგეალური მიდამოს ანტისეპტიკის სახით, პაციენტის ყლაპვის ფუნქციის გასაადვილებლად და ღრძილების დაზიანებების სიმპტომების შემსუბუქებისთვის პერიოდონტალური ჩარევების …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- benzydamine + ქლორჰექსიდინი (chlorhexidine)
- ფორმა და შეფუთვა
- 0,15% + 0,12% 200მლ პირის ღრუს სავლები ხსნარი, ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომი ჭიქით
- მწარმოებელი
- Deva Holding A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სტომატოლოგიური პრეპარატები, სხვა საშუალებები პირის ღრუს დაავადებების ადგილობრივი მკურნალობისთვის
- ATC კოდი
- A01AD11
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045980
- რეგისტრირებულია
- 24 ივლისი 2026, მოქმედებს 24 ივლისი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Deva Holding A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- საქართველოში INPHA LLP -ის წარმომადგენლობითი ოფისი
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ლოსეპტანი 0.15% + 0.12% სავლები — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ოროფარინგეალური ლორწოვანი გარსის ანთებითი და მტკივნეული მდგომარეობების დროს, როგორიცაა გინგივიტი, სტომატიტი, ფარინგიტი, ტონზილიტი და აფთოზური დაზიანებები
ოროფარინგეალური მიდამოს ანტისეპტიკის სახით, პაციენტის ყლაპვის ფუნქციის გასაადვილებლად და ღრძილების დაზიანებების სიმპტომების შემსუბუქებისთვის
პერიოდონტალური ჩარევების წინ და შემდეგ
სხივური თერაპიის, ქიმიოთერაპიის და სხვა მიზეზების გამო გამოწვეული მუკოზიტის დროს
კბილის ნადების პროფილაქტიკური მკურნალობისთვის
მიღების წესი და დოზირება
ინსტრუქციები სწორი გამოყენებისა და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ
მოზრდილებისთვის განკუთვნილი ლოსეპტანის დოზა არის 15 მლ და გამოიყენება 1.5-დან 3 საათამდე ინტერვალებით მთელი დღის განმავლობაში. გამოყენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს, თუ გამოიყენება უწყვეტად.
მიღების გზა და მეთოდი
ლოსეპტანი გამოიყენება პირის ღრუს ან ყელის გამოსავლებად. გამოიყენება გაუზავებლად პირის ღრუში მინიმუმ 30 წამის განმავლობაში, რის შემდეგაც უნდა გადმოაფურთხოთ.
ლოსეპტანში შემავალი ქლორჰექსიდინის ნივთიერება ამცირებს ნადებს და ანთებას ღრძილებში მკურნალობის დროს. თუ ლოსეპტანი გამოიყენება პირის ღრუს ჰიგიენის პროცედურების ალტერნატივად, პირის ღრუ უნდა გამოირეცხოს ლოსეპტანით მინიმუმ 1 წუთის განმავლობაში. ქლორჰექსიდინით გამოწვეული ფერის შეცვლის მინიმიზაციის მიზნით, პროდუქტის გამოყენებამდე უნდა გაიხეხოთ კბილები.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
გამოყენება ბავშვებში
12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებულია ლოსეპტანის 5-15 მლ-ის გამოვლება 30 წამის განმავლობაში ყოველ 1.5-3 საათში ერთხელ.
ეს სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება 6 წლის და უმცროსი ასაკის ბავშვებში.
არ გამოიყენება 6 წელზე უფროსი და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ექიმის დანიშნულების გარეშე.
ეს სამკურნალო საშუალება არ უნდა იქნას გამოყენებული უწყვეტად 7 დღეზე მეტხანს.
წვის და ჩხვლეტის შეგრძნების შემთხვევაში, სავლები უნდა განზავდეს წყლით.
გამოყენება ხანდაზმულებში
ხანდაზმულებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
გამოყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში
თირკმელი / ღვიძლის უკმარისობა
თირკმლის ფუნქციის დარღვევა: რადგან შეწოვილი ბენზიდამინი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდით, თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში გასათვალისწინებელია სისტემური ეფექტის შესაძლებლობა.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: რადგან შეწოვილი ბენზიდამინი ღვიძლში ინტენსიურად მეტაბოლიზდება, ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში გასათვალისწინებელია სისტემური ეფექტის შესაძლებლობა.
მიჰყევით ამ ინსტრუქციებს, თუ ექიმი კონკრეტულ რჩევას არ მოგცემთ. არ დაგავიწყდეთ პრეპარატის დროულად მიღება.
თქვენი ექიმი აგიხსნით, რამდენ ხანს გაგრძელდება ლოსეპტანით მკურნალობა. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ნაადრევად, რადგან ამ შემთხვევაში, სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ლოსეპტანის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ ლოსეპტანის საჭიროზე მეტ დოზას
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ მიიღეთ ლოსეპტანის საჭიროზე მეტი დოზა.
ლოსეპტანის შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, უნდა დაინიშნოს სიმპტომური მკურნალობა.
სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.
თუ დაგავიწყდათ ლოსეპტანის გამოყენება
უკუჩვენებები
თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა ბენზიდამინის ან ქლორჰექსიდინის ან ამ სამკურნალო პროდუქტის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
6 წლის და უმცროსი ასაკის ბავშვებში.
გამოიყენეთ ლოსეპტანი სიფრთხილით შემდეგ სიტუაციებში:
ლოსეპტანი გამოიყენება პირის ღრუს ან ყელის გამოსავლებად; არ გადაყლაპოთ.
გამოიყენება მხოლოდ პირის ღრუში; მოერიდეთ თვალებთან და ყურებთან კონტაქტს.
შეიძლება გამოიწვიოს შექცევადი ფერის შეცვლა პირის ღრუში, ენაზე და კბილებზე. კბილებზე ლაქები უვნებელია და მათი მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია გამოყენებამდე კბილების გახეხვით.
ლოსეპტანი არ უნდა გადაიყლაპოს და უნდა გადმოაფურთხოთ ყოველი გამოყენების შემდეგ. გამოიყენება გაზავების გარეშე.
თუ ყელის ტკივილი გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით ან თან ახლავს ინფექცია, შეიძლება ანტიბაქტერიული მკურნალობის დაწყება ლოსეპტანის გამოყენებასთან ერთად.
თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის დარღვევები.
უწყვეტი გამოყენების შემთხვევაში, არ გამოიყენება 7 დღეზე მეტხანს.
თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ, თუნდაც წარსულში გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მიმართეთ ექიმს.
ლოსეპტანის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
არ ურთიერთქმედებს საკვებთან და სასმელთან გამოყენების გზის და მეთოდის გამო.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ქლორჰექსიდინი:
ქლორჰექსიდინის მარილები შეუთავსებელია საპონთან და სხვა ანიონურ ნაერთებთან.
ქლორჰექსიდინის მარილები თავსებადია კათიონურ და არაიონურ ზედაპირულ აქტიურ ნივთიერებებთან; თუმცა, მაღალი კონცენტრაციით ერთდროულად მიღებისას, ქლორჰექსიდინის აქტივობა შეიძლება შემცირდეს მიცელარული შეკავშირების გამო.
ქლორჰექსიდინის მარილების ხსნადობა შეიძლება გაიზარდოს ისეთ სურფაქტანტებთან ერთად, როგორიცაა ცეტრიმიდი და ლისაპოლი NX.
ის შეუთავსებელია ანიონურ პოლიელექტროდებთან, როგორიცაა გუმ არაბიკი, ნატრიუმის ალგინატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა და შეუთავსებელია სახამებელთან და ტრაგაკანტის ფისებთან; მათი ეფექტი ასევე მცირდება ამ აგენტებით.
ქლორჰექსიდინი ასევე შეუთავსებელია ისეთ ნივთიერებებთან, როგორიცაა ბრილიანტის მწვანე, ქლორამფენიკოლი, სპილენძის სულფატი, ფლუორესცეინ ნატრიუმი, ფორმალდეჰიდი, ვერცხლის ნიტრატი და თუთიის სულფატი.
რადგან ქლორჰექსიდინი ურთიერთქმედებს Ca+2 და Mg+2 კათიონებთან, ხისტი წყლით გაზავებისას, შეიძლება წარმოიქმნას ნალექი უხსნადი მარილების სახით.
თუ ქლორჰექსიდინის მარილების ხსნარები, კომბინირებული ბენზოატებთან, ბიკარბონატებთან, კარბონატებთან, ბორატებთან, ნიტრატებთან, ფოსფატებთან და სულფატებთან, 0.05%-ზე მეტი კონცენტრაციითაა, ის წარმოქმნის მარილებს ნაკლები ხსნადობით. რადგან ცეტრიმიდი აძლიერებს ამ მარილების ხსნადობას, ეს ნალექები არ წარმოიქმნება ცეტრიმიდთან შერწყმისას.
ქლორჰექსიდინის გლუკონატი თავსებადია ცეტრიმიდთან და ბენზალკონიუმის ქლორიდთან. ისენი სინერგიულად აძლიერებენ ბაქტერიციდულ ეფექტს. ცეტრიმიდი ხელს უშლის ქლორჰექსიდინის დალექვას ხისტ წყლებში.
ქლორჰექსიდინის გლუკონატის გარდა, ქლორჰექსიდინი და მისი მარილები უკეთ იხსნება სპირტში, ვიდრე წყალში.
ქლორჰექსიდინის გლუკონატის ხსნარი შეიძლება დაილექოს სპირტში დამატებისას. ფორმულაში არსებული ეთანოლი ხსნარს უფრო ეფექტურს ხდის გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების წინააღმდეგ. მათი ადსორბცია შესაძლებელია ცელულოზის ფილტრების მეშვეობით ფილტრაციის დროს.
ბენზიდამინთან ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია არ არის.
დამატებითი ინფორმაცია სპეციალურ პოპულაციებზე
სპეციალურ პოპულაციებში ურთიერთქმედების კვლევა არ ჩატარებულა.
პედიატრიული პოპულაცია
პედიატრიულ პოპულაციაში ურთიერთქმედების კვლევა არ ჩატარებულა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ ახდენს უარყოფით ზემოქმედებას ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ლოსეპტანის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ეს პროდუქტი შეიცავს ეთანოლს (სპირტს) მოცულობით 9.5%-მდე; მაგალითად, 1123.2 მგ-მდე დოზაზე (15 მლ), რაც თითოეულ დოზაზე 28.5 მლ ლუდისა და 11.9 მლ ღვინის ექვივალენტურია. ეს შეიძლება საზიანო იყოს ალკოჰოლზე დამოკიდებულ პირებში.
ეს გასათვალისწინებელია ბავშვებში, ორსულ ან მეძუძურ ქალებში და მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, მაგალითად, ღვიძლის დაავადებების ან ეპილეფსიის მქონე პირებში.
ეს პროდუქტი შეიცავს სორბიტოლს. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ლოსეპტანის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.
სხვა მედიკამენტების გამოყენება
ლოსეპტანს არ აქვს რაიმე ცნობილი მნიშვნელოვანი წამლისმიერი ურთიერთქმედება. ქლორჰექსიდინის მარილები, ლოსეპტანში შემავალი ერთ-ერთი ნივთიერება, შეუთავსებელია საპონთან და სხვა უარყოფითად დამუხტულ (ანიონურ) ნაერთებთან, ქლორამფენიკოლთან (ანტიბიოტიკის სახეობა), ზოგიერთ არაორგანულ მარილთან და ორგანულ ნაერთებთან. ბენზიდამინთან წამლისმიერი ურთიერთქმედების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
გთხოვთ, აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ ან ბოლო დროს მიიღეთ სხვა პრეპარატები, მათ შორის რეცეპტის გარეშე გაცემული მედიკამენტები.
გვერდითი მოვლენები
- როგორ ინახება ლოსეპტანი
- რა არის ლოსეპტანი და რისთვის გამოიყენება
ლოსეპტანი არის პერორალური გამოყენების პროდუქტი, რომელიც გამოიყენება პირის ღრუში ადგილობრივი მკურნალობისთვის.
ლოსეპტანი არის უფერო ან მოყვითალო გამჭვირვალე ხსნარი. ის წარმოდგენილია 200 მლ ქარვისფერ შუშის ბოთლში. თითოეული მუყაოს კოლოფი შეიცავს 1 ბოთლს და საზომ ჭიქას, რომელზეც აღნიშნულია 5 მლ, 10 მლ, 15 მლ და 20 მლ.
ლოსეპტანი შეიცავს ქლორჰექსიდინის გლუკონატს, რომელსაც აქვს ანტიმიკრობული ეფექტი (ანადგურებს მიკროორგანიზმებს ან ხელს უშლის მათ ზრდას) და შეიცავს ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს და გამოიყენება ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ, ასევე ახდენს ადგილობრივ ანესთეზიურ მოქმედებას (იწვევს დაბუჟებას გამოყენების ადგილას) ადგილობრივი გამოყენების შემთხვევაში.
ლოსეპტანი გამოიყენება:
პირის ღრუსა და ყელის ლორწოვანი გარსის ანთებითი და მტკივნეული მდგომარეობების დროს, როგორიცაა ღრძილების ანთება, პირის ღრუსვ ანთება, ყელის უკანა ნაწილის ანთება, ნუშურა ჯირკვლების ანთება და პირის ღრუში წყლულები.
პირის ღრუსა და ყელის ანთების გამომწვევი მიკრობული დაავადებების პროფილაქტიკისთვის, პაციენტის ყლაპვის ფუნქციის შესამსუბუქებლად და ღრძილების დაავადებების სიმპტომების შემსუბუქებისთვის.
ღრძილების ქსოვილებზე ჩარევამდე და მის შემდეგ.
სხივური თერაპიის, ქიმიოთერაპიის და სხვა მიზეზების გამო პირის ღრუს ლორწოვანი გარსების ანთებისთვის (მუკოზიტი).
კბილის ნადების (კბილებს შორის ბაქტერიებისა და საკვების ნაწილაკების ფენა) პროფილაქტიკისთვის.
- რა უნდა იცოდეთ ლოსეპტანის გამოყენებამდე
ჭარბი დოზა
ლოსეპტანის შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს სიმპტომური და დამხმარე მკურნალობა. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.
შენახვის პირობები
24 თვე.
- 4. შენახვის განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე და სინათლისგან დაცულ ადგილას.
- 5. კონტეინერის სახეობა და შიგთავსი
პროდუქტი ხელმისაწვდომია 200 მლ, პპ, ქარვისფერ შუშის ბოთლში პლასტმასის თავსახურით. თითოეული მუყაოს კოლოფი შეიცავს 1 ბოთლს და 1 საზომ ჭიქას, რომელზეც მონიშნულია 5 მლ, 10 მლ, 15 მლ და 20 მლ.
- 6. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისას და სხვა დამუშავებისას
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
- სავაჭრო ნებართვის მფლობელი
DEVA Holding A.S.
Halkali Merkez Mah. Basin Ekspres Cad. No:l
34303 ქუჩუქჩექმეჯე - სტამბოლი / თურქეთი
- სავაჭრო ნებართვის ნომერი(ები)
245/58
- პირველი ნებართვის/ნებართვის განახლების თარიღი
პირველი ნებართვის თარიღი: 12.10.2012
ბოლო განახლების თარიღი:
- ტექსტის გადახედვის თარიღი
- 01.2024
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტისეპტიკური (ადგილობრივი ფარინგეალური), ადგილობრივი პერორალური ანთების საწინააღმდეგო საშუალება
ათქ კოდი: A01AD11
ბენზიდამინი არის ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, რომელიც სტრუქტურულად არ არის დაკავშირებული სტეროიდულ ჯგუფთან. ბენზიდამინი განსხვავდება სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისგან იმით, რომ ის არის ბაზა. ადგილობრივი მკურნალობისთვის გამოყენებული კონცენტრაციებით, ბენზიდამინი ახდენს ადგილობრივ ანესთეზიურ მოქმედებას. ბენზიდამინის ტკივილგამაყუჩებელი აქტივობა უფრო მეტად აღინიშნა ექსპერიმენტულ ანთების მოდელებში, ვიდრე არაანთებითი ტკივილის დროს.
ქლორჰექსიდინი არის ბიგუანიდური ანტისეპტიკური საშუალება, რომელიც ხელს უწყობს ნადების და გინგივიტის განვითარების შემცირებას, როდესაც ჩვეულებრივი პირის ღრუს ჰიგიენის ზომები არ ტარდება. ის არის ძლიერი ბაზა, რომელსაც აქვს აფინურობა პირის ღრუს სტრუქტურების, მათ შორის კბილის მინანქრის ჰიდროქსიაპატიტის, კბილის ზედაპირის ფენიკულის, ბაქტერიების და ნერწყვის ცილების მიმართ. ქლორჰექსიდინი ამცირებს კბილის ნადების დაგროვებას და მასთან დაკავშირებულ გინგივიტს, რომელიც ხასიათდება ღრძილების სიწითლით, შეშუპებით ან სისხლდენით. ის ამცირებს აფთოზური წყლულების წარმოქმნის სიხშირეს და ზრდის შეხორცების სიჩქარეს პაროდონტული ოპერაციის შემდეგ.
ბენზიდამინის ანთების საწინააღმდეგო მოქმედების მექანიზმი არ არის დაკავშირებული თირკმელზედა ჯირკვლის ღერძის სეკრეციასთან. სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, ბენზიდამინი გარკვეულ პირობებში აფერხებს პროსტაგლანდინების ბიოსინთეზს. თუმცა, ეს ფუნქცია ბოლომდე არ არის ახსნილი. უჯრედულ მემბრანებზე მასტაბილიზებელი ეფექტები შეიძლება განპირობებული იყოს მოქმედების მექანიზმით.
ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, ქლორჰექსიდინი ახდენს ბაქტერიოციდულ მოქმედებას ხანგრძლივი ბაქტერიოსტატიკური ეფექტის შემდეგ. ქლორჰექსიდინი აქტიურია მიკროორგანიზმების ფართო სპექტრის წინააღმდეგ, მათ შორის გრამდადებითი, გრამუარყოფითი ბაქტერიების, საფუარის და ზოგიერთი სოკოსა და ვირუსის წინააღმდეგ. როგორც ჩანს, ქლორჰექსიდინი აფერხებს ბაქტერიების ზრდას ზედაპირული მოქმედების შეფერხებით. ის შეიწოვება მიკრობული უჯრედის კედლებზე და იწვევს მემბრანულ გაჟონვას.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ზოგადი მახასიათებლები
შეწოვა:
ქლორჰექსიდინის გლუკონატის ადგილობრივი პერორალური ხსნარით პირის ღრუს გამოვლების შემდეგ, სისტემური შეწოვა არ ხდება. როდესაც ის გამოყენება აღწერილობის მიხედვით, პირის ღრუს სავლების დოზის 4% მიიღება შიგნით და ნაწილი შეიწოვება. შინაგანად მიღებული ქლორჰექსიდინის დოზის 90% არ შეიწოვება და პირდაპირ გამოიყოფა განავალში.
ქლორჰექსიდინის გლუკონატის 0.12%-იანი ადგილობრივი პერორალური ხსნარის პირის ღრუში გამოვლების შემდეგ, პრეპარატის დაახლოებით 30% რჩება პირის ღრუში. ქლორჰექსიდინი თანდათან გამოიყოფა 24 საათის განმავლობაში.
ბენზიდამინის ჰიდროქლორიდის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, ბენზიდამინი კარგად შეიწოვება ანთებით პირის ღრუს ლორწოვან გარსში, სადაც ის ახდენს ანთების საწინააღმდეგო და ადგილობრივ ანესთეზიურ ეფექტს შეყვანის ადგილას. ბენზიდამინის გამოყენების შემდეგ პლაზმაში ბენზიდამინის დონე დაბალია და შეესაბამება ფაქტიურად მიღებულ რაოდენობას.
განაწილება:
ლოსეპტანი არის ადგილობრივი მოქმედების პრეპარატი. ამიტომ, არ უნდა გადაიყლაპოს. ამრიგად, სისტემური შეწოვა და განაწილება მოსალოდნელი არ არის. გარდა ამისა, ორივე კომპონენტის შეწოვა კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის მეშვეობით დაბალია.
ბიოტრანსფორმაცია:
რადგან ქლორჰექსიდინის გლუკონატი ცუდად შეიწოვება, სისხლ.ში მისი შესამჩნევი დონე არ არის აღმოჩენილი. ბენზიდამინი მეტაბოლიზდება ძირითადად დაჟანგვის და კონიუგაციის გზით.
გამოყოფა:
ქლორჰექსიდინი არ გროვდება ორგანიზმში და მეტაბოლიზდება მხოლოდ მცირე რაოდენობით. შეწოვის შემდეგ მიღებული ქლორჰექსიდინის დაახლოებით 10% გამოიყოფა თირკმელებით;
არააბსორბირებული ქლორჰექსიდინის 90% გამოიყოფა განავლით.
სისტემურ ცირკულაციაში მოხვედრილი ბენზიდამინი და მეტაბოლიტები ძირითადად შარდით გამოიყოფა.
- 3. უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები
ქლორჰექსიდინის გლუკონატის პერორალური LD50 აღემატება 3 მგ/კგ-ს მამრ და მდედრ ვირთხებში, 2.5 მგ/კგ-ს მამრ თაგვებში და 2.6 მგ/კგ-ს გ მდედრ თაგვებში; მისი ინტრავენური L50 არის 21 მგ/კგ მამრ ვირთხებში, 23 მგ/კგ მდედრ ვირთხებში, 25 მგ/კგ მამრ თაგვებში და 24 მგ/კგ მდედრ თაგვებში; მისი კანქვეშა LD50 1 გ/კგ-ზე მეტია მამრ და მდედრ ვირთხებში, 637 მგ/კგ-ზე მეტი მამრ თაგვებში და 632 მგ/კგ-ზე მეტი მდედრ თაგვებში. ქლორჰექსიდინის გლუკონატის პერორალური LD50 ადამიანებში დაახლოებით 2 გ/კგ-ია.
მწვავე კვლევებში, ბენზიდამინის ლეტალური დოზა მნიშვნელოვნად აღემატება თერაპიულ დოზას. ადამიანის თერაპიული დოზებია 0.7-1.0 მგ/კგ. თაგვებში LD50 მნიშვნელობები (მგ/კგ) იყო 33 ინტრავენურად; 110 ინტრაერიტონულად; 218 კანქვეშ და 515 პერორალურად და ვირთხებში 100 ინტრაპერიტონულად და 1050 პერორალურად.
ჩატარდა კვლევები ქლორჰექსიდინის გლუკონატით რეპროდუქციაზე და ნაყოფიერებაზე. ვირთხებში ნაყოფიერებაზე, ან ვირთხებისა და კურდღლების ნაყოფზე მავნე ზემოქმედება არ დაფიქსირებულა.
- ფარმაცევტული მახასიათებლები
- 1. დამხმარე ნივთიერებების სია
სორბიტოლი, თხევადი (არაკრისტალიზებული) 70%
გლიცეროლი
პოლისორბატი 20
პიტნის არომატიზატორი
ეთანოლი 96%
აირისებური ფლექსარომი
ნატრიუმის ბიკარბონატი
მარილის მჟავა
გასუფთავებული წყალი
- 2. შეუთავსებლობა
ქლორჰექსიდინის გლუკონატის ხსნარის სპირტში დამატებისას შესაძლოა ნალექი წარმოიქმნას. ის შეუთავსებელია ანიონურ პოლიელექტროდებთან, როგორიცაა გუმ არაბიკი, ნატრიუმის ალგინატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა და შეუთავსებელია სახამებელთან და ტრაგაკანტის ფისებთან.
ქლორჰექსიდინის მარილები შეუთავსებელია საპონთან და სხვა ანიონურ ნაერთებთან. ქლორჰექსიდინი ასევე შეუთავსებელია ისეთ ნივთიერებებთან, როგორიცაა ბრილიანტის მწვანე, ქლორამფენიკოლი, სპილენძის სულფატი, ნატრიუმის ფლუორესცეინი, ფორმალდეჰიდი, ვერცხლის ნიტრატი და თუთიის სულფატი.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
შეფუთვის ფურცელი
ლოსეპტანი 0.15% + 0.12% სავლები
გამოიყენება პირის ღრუს და/ან ყელის გამოსავლებად.
აქტიური ნივთიერება: ყოველი 5 მლ ხსნარი (1 დოზა) შეიცავს 6 მგ (0.12%) ქლორჰექსიდინის გლუკონატს და 7.5 მგ (0.15%) ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლი თხევადი (არაკრისტალიზებული) 70%, გლიცერინი, პოლისორბატი 20, პიტნის არომატიზატორი, ეთანოლი 96%, აირისებური ფლექსარომი, ნატრიუმის ბიკარბონატი, მარილმჟავა, გასუფთავებული წყალი.
ამ მედიკამენტის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს მედიკამენტი დანიშნულია თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს.
ამ მედიკამენტის გამოყენებისას, ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას აცნობეთ ექიმს, რომ იყენებთ ამ მედიკამენტს.
ზუსტად დაიცავით ამ ინსტრუქციაში მითითებული წესები. არ მიიღოთ თქვენთვის რეკომენდებულ დოზაზე არც უფრო მაღალი და არც უფრო დაბალი დოზა.
ამ ინსტრუქციაში:
- რა არის ლოსეპტანი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ ლოსეპტანის გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება ლოსეპტანი
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- როგორ ინახება ლოსეპტანი
- რა არის ლოსეპტანი და რისთვის გამოიყენება
ლოსეპტანი არის პერორალური გამოყენების პროდუქტი, რომელიც გამოიყენება პირის ღრუში ადგილობრივი მკურნალობისთვის.
ლოსეპტანი არის უფერო ან მოყვითალო გამჭვირვალე ხსნარი. ის წარმოდგენილია 200 მლ ქარვისფერ შუშის ბოთლში. თითოეული მუყაოს კოლოფი შეიცავს 1 ბოთლს და საზომ ჭიქას, რომელზეც აღნიშნულია 5 მლ, 10 მლ, 15 მლ და 20 მლ.
ლოსეპტანი შეიცავს ქლორჰექსიდინის გლუკონატს, რომელსაც აქვს ანტიმიკრობული ეფექტი (ანადგურებს მიკროორგანიზმებს ან ხელს უშლის მათ ზრდას) და შეიცავს ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს და გამოიყენება ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ, ასევე ახდენს ადგილობრივ ანესთეზიურ მოქმედებას (იწვევს დაბუჟებას გამოყენების ადგილას) ადგილობრივი გამოყენების შემთხვევაში.
ლოსეპტანი გამოიყენება:
პირის ღრუსა და ყელის ლორწოვანი გარსის ანთებითი და მტკივნეული მდგომარეობების დროს, როგორიცაა ღრძილების ანთება, პირის ღრუსვ ანთება, ყელის უკანა ნაწილის ანთება, ნუშურა ჯირკვლების ანთება და პირის ღრუში წყლულები.
პირის ღრუსა და ყელის ანთების გამომწვევი მიკრობული დაავადებების პროფილაქტიკისთვის, პაციენტის ყლაპვის ფუნქციის შესამსუბუქებლად და ღრძილების დაავადებების სიმპტომების შემსუბუქებისთვის.
ღრძილების ქსოვილებზე ჩარევამდე და მის შემდეგ.
სხივური თერაპიის, ქიმიოთერაპიის და სხვა მიზეზების გამო პირის ღრუს ლორწოვანი გარსების ანთებისთვის (მუკოზიტი).
კბილის ნადების (კბილებს შორის ბაქტერიებისა და საკვების ნაწილაკების ფენა) პროფილაქტიკისთვის.
- რა უნდა იცოდეთ ლოსეპტანის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ლოსეპტანი შემდეგ სიტუაციებში:
თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა ბენზიდამინის ან ქლორჰექსიდინის ან ამ სამკურნალო პროდუქტის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
6 წლის და უმცროსი ასაკის ბავშვებში.
გამოიყენეთ ლოსეპტანი სიფრთხილით შემდეგ სიტუაციებში:
ლოსეპტანი გამოიყენება პირის ღრუს ან ყელის გამოსავლებად; არ გადაყლაპოთ.
გამოიყენება მხოლოდ პირის ღრუში; მოერიდეთ თვალებთან და ყურებთან კონტაქტს.
შეიძლება გამოიწვიოს შექცევადი ფერის შეცვლა პირის ღრუში, ენაზე და კბილებზე. კბილებზე ლაქები უვნებელია და მათი მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია გამოყენებამდე კბილების გახეხვით.
ლოსეპტანი არ უნდა გადაიყლაპოს და უნდა გადმოაფურთხოთ ყოველი გამოყენების შემდეგ. გამოიყენება გაზავების გარეშე.
თუ ყელის ტკივილი გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით ან თან ახლავს ინფექცია, შეიძლება ანტიბაქტერიული მკურნალობის დაწყება ლოსეპტანის გამოყენებასთან ერთად.
თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის დარღვევები.
უწყვეტი გამოყენების შემთხვევაში, არ გამოიყენება 7 დღეზე მეტხანს.
თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ, თუნდაც წარსულში გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მიმართეთ ექიმს.
ლოსეპტანის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
არ ურთიერთქმედებს საკვებთან და სასმელთან გამოყენების გზის და მეთოდის გამო.
ორსულობა
ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ ლოსეპტანი, თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად.
თუ მკურნალობის დროს შეიტყობთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ ლოსეპტანი, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
არ ახდენს უარყოფით ზემოქმედებას ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ლოსეპტანის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ეს პროდუქტი შეიცავს ეთანოლს (სპირტს) მოცულობით 9.5%-მდე; მაგალითად, 1123.2 მგ-მდე დოზაზე (15 მლ), რაც თითოეულ დოზაზე 28.5 მლ ლუდისა და 11.9 მლ ღვინის ექვივალენტურია. ეს შეიძლება საზიანო იყოს ალკოჰოლზე დამოკიდებულ პირებში.
ეს გასათვალისწინებელია ბავშვებში, ორსულ ან მეძუძურ ქალებში და მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, მაგალითად, ღვიძლის დაავადებების ან ეპილეფსიის მქონე პირებში.
ეს პროდუქტი შეიცავს სორბიტოლს. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ლოსეპტანის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.
სხვა მედიკამენტების გამოყენება
ლოსეპტანს არ აქვს რაიმე ცნობილი მნიშვნელოვანი წამლისმიერი ურთიერთქმედება. ქლორჰექსიდინის მარილები, ლოსეპტანში შემავალი ერთ-ერთი ნივთიერება, შეუთავსებელია საპონთან და სხვა უარყოფითად დამუხტულ (ანიონურ) ნაერთებთან, ქლორამფენიკოლთან (ანტიბიოტიკის სახეობა), ზოგიერთ არაორგანულ მარილთან და ორგანულ ნაერთებთან. ბენზიდამინთან წამლისმიერი ურთიერთქმედების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
გთხოვთ, აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ ან ბოლო დროს მიიღეთ სხვა პრეპარატები, მათ შორის რეცეპტის გარეშე გაცემული მედიკამენტები.
- ლოსეპტანის გამოყენების წესი
ინსტრუქციები სწორი გამოყენებისა და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ
მოზრდილებისთვის განკუთვნილი ლოსეპტანის დოზა არის 15 მლ და გამოიყენება 1.5-დან 3 საათამდე ინტერვალებით მთელი დღის განმავლობაში. გამოყენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს, თუ გამოიყენება უწყვეტად.
მიღების გზა და მეთოდი
ლოსეპტანი გამოიყენება პირის ღრუს ან ყელის გამოსავლებად. გამოიყენება გაუზავებლად პირის ღრუში მინიმუმ 30 წამის განმავლობაში, რის შემდეგაც უნდა გადმოაფურთხოთ.
ლოსეპტანში შემავალი ქლორჰექსიდინის ნივთიერება ამცირებს ნადებს და ანთებას ღრძილებში მკურნალობის დროს. თუ ლოსეპტანი გამოიყენება პირის ღრუს ჰიგიენის პროცედურების ალტერნატივად, პირის ღრუ უნდა გამოირეცხოს ლოსეპტანით მინიმუმ 1 წუთის განმავლობაში. ქლორჰექსიდინით გამოწვეული ფერის შეცვლის მინიმიზაციის მიზნით, პროდუქტის გამოყენებამდე უნდა გაიხეხოთ კბილები.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
გამოყენება ბავშვებში
12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებულია ლოსეპტანის 5-15 მლ-ის გამოვლება 30 წამის განმავლობაში ყოველ 1.5-3 საათში ერთხელ.
ეს სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება 6 წლის და უმცროსი ასაკის ბავშვებში.
არ გამოიყენება 6 წელზე უფროსი და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ექიმის დანიშნულების გარეშე.
ეს სამკურნალო საშუალება არ უნდა იქნას გამოყენებული უწყვეტად 7 დღეზე მეტხანს.
წვის და ჩხვლეტის შეგრძნების შემთხვევაში, სავლები უნდა განზავდეს წყლით.
გამოყენება ხანდაზმულებში
ხანდაზმულებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
გამოყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში
თირკმელი / ღვიძლის უკმარისობა
თირკმლის ფუნქციის დარღვევა: რადგან შეწოვილი ბენზიდამინი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდით, თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში გასათვალისწინებელია სისტემური ეფექტის შესაძლებლობა.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: რადგან შეწოვილი ბენზიდამინი ღვიძლში ინტენსიურად მეტაბოლიზდება, ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში გასათვალისწინებელია სისტემური ეფექტის შესაძლებლობა.
მიჰყევით ამ ინსტრუქციებს, თუ ექიმი კონკრეტულ რჩევას არ მოგცემთ. არ დაგავიწყდეთ პრეპარატის დროულად მიღება.
თქვენი ექიმი აგიხსნით, რამდენ ხანს გაგრძელდება ლოსეპტანით მკურნალობა. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ნაადრევად, რადგან ამ შემთხვევაში, სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ლოსეპტანის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ ლოსეპტანის საჭიროზე მეტ დოზას
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ მიიღეთ ლოსეპტანის საჭიროზე მეტი დოზა.
ლოსეპტანის შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, უნდა დაინიშნოს სიმპტომური მკურნალობა.
სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.
თუ დაგავიწყდათ ლოსეპტანის გამოყენება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის.
თუ შეწყვეტთ ლოსეპტანის გამოყენებას
არანაირი გვერდითი მოვლენა არ არის მოსალოდნელი.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ლოსეპტანმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარე არიან მისი ინგრედიენტების მიმართ.
თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი გამოვლინდა, შეწყვიტეთ ლოსეპტანის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
უეცარი ქოშინი, კანზე გამონაყარი, სახის და/ან ენის შეშუპება (ანაფილაქსია)
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (გულის გაჩერება, სისხლის მიმოქცევის დარღვევა, არტერიული წნევის დაქვეითება, ბრონქების შევიწროება, პალპიტაცია, კანზე გამონაყარი სიწითლით და ჭინჭრის ციებით)
ალერგიული რეაქციები (ქავილი, გამონაყარი, ბუშტუკები, ჭინჭრის ციება)
ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ განვითარდა რომელიმე ეს გვერდითი მოვლენა, ეს მიუთითებს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია ლოსეპტანზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია. ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათად ვითარდება.
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდება შემდეგი სიხშირით:
ძალიან ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან სულ მცირე 1 პაციენტში.
ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტიდან, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
არახშირი: შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტსი, მაგრამ 10000-დან 1-ზე მეტ პაციენტიდში.
ძალიან იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.
უცნობია: არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია.
აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ მოვლენას:
ძალიან ხშირი
პირის ღრუს დაბუჟება
ხშირი
პირის ღრუში ჩხვლეტის და წვის შეგრძნება
გულისრევა, ღებინება, ღებინება
გემოს შეცვლა
კბილებზე და პირის ღრუს სხვა ზედაპირებზე ლაქების გაჩენა (კბილებზე ლაქები უვნებელია და მათი მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია კბილების გახეხვით გამოყენებამდე)
ქვების წარმოქმნის გაძლიერება
იშვიათი
პირის ღრუში წვის და ჩხვლეტის შეგრძნება
ძალიან იშვიათი
ადგილობრივი (ტოპიკური) სიმშრალე ან წყურვილი, ჩხვლეტის შეგრძნება
პირის ღრუში სიგრილის შეგრძნება
ალერგიული რეაქციები, ჰიპერმგრძნობელობა და ანაფილაქსია (უეცარი ქოშინი, კანზე გამონაყარი, სახის და/ან ენის შეშუპება)
ლარინგოსპაზმი (ხორხის კუნთების უნებლიე შეკუმშვა), ბრონქოსპაზმი (სასუნთქი გზების შევიწროება)
სანერწყვე ჯირკვლების გარდამავალი შეშუპება და/ან გადიდება
გაღიზიანებასთან დაკავშირებული კანის რეაქციები, ქავილი გამონაყარით, ჭინჭრის ციება, ფოტოდერმატიტი (კანზე რეაქცია სინათლით), ქერტლი, აქერცვლა
პირის ღრუს დესკვამაცია
უცნობი
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა
ხახის გაღიზიანება, ხველა
პირის ღრუს სიმშრალე
ეს არის ლოზეპტანის მსუბუქი გვერდითი მოვლენები. ეს გვერდითი მოვლენები ქრება დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, მათ შორის ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება პირდაპირ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას.
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ ინახება ლოსეპტანი
შეინახეთ ლოსეპტანი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში.
შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე და სინათლისგან დაცულ ადგილას.
გამოიყენეთ მედიკამენტი ვარგისობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ ლოსეპტანი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ ლოსეპტანი, თუ შეამჩნევთ რაიმე დაზიანებას პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე.
არ გადაყაროთ მედიკამენტები ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ გამოუყენებელი მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი:
DEVA Holding A.S.
Küçükçekmece - სტამბოლი/ თურქეთი
წარმოების ადგილი:
DEVA Holding A.S.
Kapakli – TEKIRDAĞ / თურქეთი
ეს ინსტრუქცია დამტკიცდა 25/01/2024.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.


