პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სტომატოლოგიური პრეპარატები

სეპტონატი

Septonat

ურეცეპტოდ0,12% + 0,15%ინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

სეპტონატი არის პირის ღრუს სამკურნალო პრეპარატი. სეპტონატი არის გამჭვირვალე, უფერო ხსნარი. ის წარმოდგენილია 200 მგ ქარვისფერი PET ბოთლით, მუყაოს ყუთში, საზომ ჭიქასთან ერთად 5,10,15,20 მლ საზომებით. თითოეულ ყუთში მოთავსებულია თითო ბოთლი. …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
0,12% + 0,15% 200მლ პირის ღრუს სავლები ხსნარი პეტ-ის ფლაკონი №1 საზომი ჭიქით
მწარმოებელი
VEM İLAÇ San. ve Tic. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სტომატოლოგიური პრეპარატები, სხვა საშუალებები პირის ღრუს დაავადებების ადგილობრივი მკურნალობისთვის
ATC კოდი
A01AD11
რეგისტრაციის ნომერი
რ-040400
რეგისტრირებულია
7 მარტი 2024, მოქმედებს 7 მარტი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
VEM İLAÇ San. ve Tic. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „იუნაითედ კომპანი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებასეპტონატი და სხვა წამალი ერთად

სეპტონატი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სეპტონატი არის პირის ღრუს სამკურნალო პრეპარატი.

სეპტონატი არის გამჭვირვალე, უფერო ხსნარი. ის წარმოდგენილია 200 მგ ქარვისფერი PET ბოთლით, მუყაოს ყუთში, საზომ ჭიქასთან ერთად 5,10,15,20 მლ საზომებით. თითოეულ ყუთში მოთავსებულია თითო ბოთლი.

სეპტონატი შეიცავს ქლორჰექსიდინის გლუკონატს, რომელიც ანტიმიკრობული თვისებების მქონე ნივთიერებას წარმოადგენს (რომელიც კლავს ან წყვეტს მიკრობების გავრცელებას) და ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს HCI, რომელიც მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო თვისებების მქონე მედიკამენტების ჯგუფს და გამოიყენება ტკივილის და ანთების სამკურნალოდ და აქვს ადგილობრივი საანესთეზიო ეფექტი (აბუჟებს კონკრეტულ არეს სადაც მოხდება მისი გამოყენება)გამოყენების შემდეგ.

სეპტონატი გამოიყენება პირის ღრუში გინგივიტის მკურნალობისას და ყელის ლორწოვანი გარსის ანთებისა და ტკივილის დროს, პირის ღრუს ზედაპირის და ხახის ანთების დროს, ნუშისებრი ჯირკვლის და პირის ღრუში არსებული ჭრილობების ანთებითი პროცესების დროს.

ის გამოიყენება მიკრობული დაავადებების თავიდან ასაცილებლად პირის ღრუში და ყელში, რათა პაციენტს შეუმსუბუქდეს ყლაპვის ფუნქცია და მოიხსნას ღრძილებზე ანთებითი პროცესების სიმპტომები.

იგი გამოიყენება კბილების ირგვლივ არსებულ პროცესებამდე და მის შემდეგ.

ის გამოიყენება პირის ღრუს შიდა შრის (ლორწოვანი გარსის) ანთების დროს რადიაციული თერაპიის და კიბოს პრეპარატების გამოყენების ან სხვა მიზეზების გამო.

იგი გამოიყენება ბაქტერიების მიერ ფორმირებული ფენების (სტომატოლოგიური ნადები) და გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად.

მიღების წესი და დოზირება

სათანადო მიღებისა და დოზირების ინსტრუქციები/გამოყენების სიხშირე:

სეპტონატის მოზრდილთა დოზაა 15 მლ. ის გამოიყენება დღის განმავლობაში ყოველ 1.5 – 3 საათში.

მიღების წესი და მეთოდი:

სეპტონატი გამოიყენება პირის ღრის სავლებად. ის გამოიყენება გაზავების გარეშე. გაიჩერეთ სულ მცირე 30 წამის განმავლობაში. გამოვლების შემდეგ გადმოაქციეთ პირიდან.

ქლორჰექსიდინის შემცველობა სეპტონატში ამცირებს ნადებს და გინგივიტს მკურნალობის განმავლობაში, იმ შემთხვევაში თუ სეპტონატი გამოიყენება როგორც ალტერნატივა სხვა პირის ღრუს ჰიგიენურ პროცედურებთან მიმართებაში, მაშინ პირი უნდა გამოირეცხოთ სეპტონატით მინიმუმ 1 წუთის განმავლობაში. ქლორჰექსიდინით გამოწვეული კბილების შეფერადების შესამცირებლად, რეკომენდებულია კბილების ჯაგრისით გაწმენდა.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვები (12 წელი და ზემოთ):

სეპტონატის გამოვლება ხორციელდება ყოველ 1.5–3 საათში 30 წამის განმავლობაში 5–15 მლ დოზით.

მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული 7 დღეზე მეტ ხანს გადაბმულად.

დამწვრობის ან გაღიზიანების შემთხვევაში, ხსნარი უნდა გაზავდეს წყალში.

გამოცდილების ნაკლებობის გამო, არ არის რეკომენდებული სეპტონატის გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ხანდაზმულები: არ მოითხოვს დოზის ცვლილებას

მიღების განსაკუთრებული შემთხვევები

თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა:

თირკმელების ფუნქციის დეგენერაცია: რადგან აბსორბირებული ბენზიდამინი და დეგრადაციის პროდუქტები გამოიყოფა შარდში, თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მედიკამენტური საშუალების გავლენას მთელს სხეულზე.

ღვიძლის ფუნქციის უკმარისობა: რადგანაც შეწოვილი ბენზიდამინის დონე მაღალია ღვიძლში, ღვიძლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მედიკამენტური საშუალების გავლენას მთელს სხეულზე.

მიჰყევით ინსტრუქციას თუ თქვენი ექიმისგან არ გაქვთ მიღებული სხვაგვარი რეკომენდაცია.

არ დაგავიწყდეთ მედიკამენტის დროულად მიღება.

სეპტონატით მკურნალობის ხანგრძლივობას თქვენივე ექიმი განსაზღვრავს, არ შეწყვიტოთ მკურნალობა ნაადრევად რადგან ვერ მიიღებთ სასურველ შედეგს.

თუ გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ სეპტონატს აქვს ძლიერი ან სუსტი ეფექტი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სეპტონატის საჭიროზე მეტი დოზის მიღებისას:

სეპტონატის საჭიროზე მეტი დოზის მიღების დროს მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სეპტონატის შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს სიმპტომების შესაბამისი მკურნალობა. არ არსებობს რაიმე სპეციალური ანტიდოტი.

თუ დაგავიწყდათ სეპტონატის მიღება

გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

სეპტონატით მკურნალობის შეჩერების პოტენციური შედეგი: მოსალოდნელი არაა რაიმე შედეგი.

უკუჩვენებები

თუ ხართ ჰიპერსენსიტიური ქლორჰექსიდინის, ბენზიდამინის ან სხვა ნებისმიერი სეპტონატის შემადგენლობის მიმართ,

თუ ხართ ორსული ან ლაქტაციის პერიოდში;

გამოიჩინეთ განსაკუთრებელი სიფრთხილე სეპტონატისგამოყენების დროს:

ის არის მხოლოდ სავლები საშუალება, არ გადაყლაპოთ.

სეპტონატი არ არის რეკომენდებული 12 წელზე დაბალი ასაკის ბავშვებში შესაბამისი კლინიკური ცდების ნაკლებობის გამო.

გამოიყენეთ მხოლოდ პირის ღრუში, მოარიდეთ თვალებსა და ყურებს.

სეპტონატის გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს შექცევადი ფერის ცვლილებები ენასა და კბილებზე. კბილების ფერის ცვლილება არის უვნებელი და შეიძლება შემცირდეს კბილის ჯაგრისის გამოყენების შემდეგ.

არ შეიძლება სეპტონატის გადაყლაპვა და მისი პირიდან გამოდევნება უნდა მოხდეს გადმოფურთხების გზით. გამოიყენება გაზავების გარეშე.

თუ ყელის ტკივილი გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით ან აღინიშნება ინფექცია, თქვენმა ექიმმა სეპტონატის გამოყენებასთან დამატებით უნდა მიმართოს ანტიბაქტერიულ მკურნალობას.

თუ აღენიშნებათ ღვიძლის ან თირკმლის დაავადება.

თუ ზემოაღნიშნულიდან რომელიმე თუნდაც წარსულში გამოგიცდიათ, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

სეპტონატის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად:

მას არ გააჩნია არანაირი ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან მიმართებაში.

სიფრთხილის ზომები

გარე გამოყენებისთვის.

სეპტონატი არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში შესაბამისი კლინიკური კვლევების არარსებობის გამო.

გამოიყენეთ მხოლოდ პირის ღრუში, მოერიდეთ თვალებთან და ყურებთან კონტაქტს.

შეუძლია ფერის ცვლილება ენაზე და კბილებზე.

სეპტონატი არ უნდა გადაიყლაპოს და უნდა გადაიღვაროს პერორალურად გადაფურთხებით.

გამოიყენება განზავების გარეშე.

თუ ყელის ტკივილი გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით ან გამოვლინდა ინფექციით, შეიძლება განიხილებოდეს ანტიბაქტერიული მკურნალობა სეპტონატის გამოყენების გარდა.

თირკმელების დეგენერაციული ფუნქცია: ვინაიდან აბსორბირებული ბენზიდამინი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდში, სისტემური ეფექტების შესაძლებლობა უნდა იქნას გათვალისწინებული თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ღვიძლის დეგენერაციული ფუნქცია: ვინაიდან აბსორბირებული ბენზიდამინი მეტაბოლიზდება ღვიძლში მაღალი სიხშირით, გასათვალისწინებელია სისტემური ეფექტების შესაძლებლობა პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით.

ვინაიდან ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს სორბიტოლს, იშვიათი გენეტიკური ფრუქტოზის შეუწყნარებლობის მქონე პაციენტებმა არ უნდა გამოიყენონ ეს წამალი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ქლორჰექსიდინის მარილები შეუთავსებელია საპონთან და სხვა ანიონურ ნაერთებთან.

ქლორჰექსიდინის მარილები თავსებადია კათიონურ და არაიონურ ზედაპირულ აქტიურ ნივთიერებებთან, თუმცა, როდესაც ისინი ერთად გამოიყენება მაღალი კონცენტრაციით, ქლორჰექსიდინის აქტივობა შეიძლება შემცირდეს სხვადასხვა შეკავშირების გამო.

ხსნადობა შეიძლება გაიზარდოს სურფაქტანტებით, როგორიცაა ცეტრიმიდი და ლისაპოლი NX.

ის შეუთავსებელია ანიონურ პოლიელექტროლიტებთან, როგორიცაა არაბული რეზინა, ნატრიუმის ალგინატი, ნატრიუმის კარბოქსი მეთილის ცელულოზა, სახამებელი და რეზინის ტრაგაკანთა, მაგრამ ასევე მცირდება ამ ნივთიერებების ეფექტი.

ის ასევე შეუთავსებელია ბრილიანტის მწვანესთან, ქლორამფენიკოლთან, სპილენძის სულფატთან, ფტოროზინის ნატრიუმთან, ფორმალდეჰიდთან, ვერცხლის ნიტრატთან, თუთიის სულფატთან.

ხისტი წყლით განზავებისას მას შეუძლია დალექოს უხსნადი მარილები, რადგან ის ურთიერთქმედებს Ca+2 და Mg+2 კატიონებთან.

თუ ქლორჰექსიდინის მარილების ხსნადობა ბენზოატებთან, ბიკარბონატებთან, კარბონატებთან, ბორატებთან, ნიტრატებთან, ფოსფატებთან, სულფატებთან ერთად 0,05%-ზე მეტია, ისინი ილექება, რადგან მათი ხსნადობა იწვევს ნაკლებ მარილებს. ვინაიდან ცეტრიმიდი ზრდის ამ მარილების ხსნადობას, ის არ იშლება ცეტრიმიდთან შერწყმისას.

ქლორჰექსიდინის გლუკონატი თავსებადია ცეტრიმიდთან და ბენზალკონიუმის ქლორიდთან. ისინი სინერგიულად აძლიერებენ ბაქტერიციდულ ეფექტს. ცეტრიმიდი ხელს უშლის ქლორჰექსიდინის დალექვას ხისტი წყლით. ქლორჰექსიდინი და მისი მარილები, გარდა ქლორჰექსიდინის გლუკონატისა, უკეთესად იხსნება ვიდრე წყალი ალკოჰოლში.

ქლორჰექსიდინის გლუკონატის ხსნარი შეიძლება დაილექოს ალკოჰოლთან დამატებისას. ის შეუძლება ადსორბირდეს ცელულოზის ფილტრების მეშვეობით ფილტრაციის დროს.

ბენზიდამინთან წამლის ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა.

დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ:

არ ჩატარებულა ურთიერთქმედების კვლევა სპეციალურ პოპულაციებთან დაკავშირებით.

პედიატრიული მოსახლეობა

პედიატრიულ პოპულაციასთან დაკავშირებით არ ჩატარებულა ურთიერთქმედების კვლევა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

მედიკამენტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დაუშვებელია ორსულობის პერიოდში სეპტონატის გამოყენება.

თუ მკურნალობის განმავლობაში აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

მედიკამენტის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ გამოიყენოთ სეპტონატი ლაქტაციის პერიოდში.

მანქანის ტარება და სხვა მექანიზმების მართვა

სეპტონატი არ ახდენს უარყოფით ზეგავლენას მანქანის ან სხვა მექანიზმების მართვაზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სეპტონატში შემავალი დამხმარე ნივთიერებების შესახებ

თუ თქვენ არ გაქვთ უკიდურესი მგრძნობელობა მედიკამენტის აქვე მოცემული დამხმარე ნივთიერებების მიმართ, მაშინ უარყოფითი გავლენა არ არის მოსალოდნელი.

რადგანაც ეს სამედიცინო პროდუქტი შეიცავს სორბიტოლს, თუ კი ექიმის რეკომენდაციის მიხედვით თქვენ მიეკუთვნებით რისკის ჯგუფს გარკვეული შაქრის მიმართ, სეპტონატის მიღებამდე გთხოვთ გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ქლორჰექსიდინის მარილები, ერთ-ერთი ნარკოტიკული ნივთიერება ქლორგექსიდინში, შეუთავსებელია საპონთან და სხვა უარყოფითად დამუხტულ (ანიონური) ნაერთებთან,

ქლორამფენიკოლი (ანტიბიოტიკი)

ზოგიერთი არაორგანული მარილები და ორგანული ნაერთები;

ბენზიდამინთან ურთიერთქმედება ცნობილი არ არის.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით სხვა რეცეფტორულ ან არარეცეფტორულ პრეპარატებს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ მოქმედებს ავტომობილის მართვაზე და მექანიზმებთან მუშაობაზე.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად გვერდითი მოვლენებიშესაძლოა გამოვლინდეს იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა სეპტონატში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ სეპტონატის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან კიდევ მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო გადაუდებელ განყოფილებას:

მოულოდნელი სუნთქვის გართულებები, კანის წვა, სახისა და ენის შეშუპება (ანაფილაქსისი)

ჰიპერმგრძნობიარე რეაქციები

ალერგიული რეაქციები

ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები საკმაოდ სერიოზულია. თუ თქვენ გაქვთ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე გვერდითი მოვლენა, მაშინ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია სეპტონატის მიმართ. დაუყონებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას ან საავადმყოფოს. ასეთი სერიოზული გვერდითი მოვლენები იშვიათად ვლინდება.

გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში დაუყონებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან კიდევ მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო გადაუდებელ განყოფილებას:

გაღიზიანებით გამოწვეული რეაქცია კანზე

სიმხურვალე პირის ღრუში

ყელის გაღიზიანება და ხველება

სანერწყვე ჯირკვლის ზრდა

ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები საკმაოდ სერიოზულია. დაუყონებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას. ასეთი სერიოზული გვერდითი მოვლენები იშვიათად ვლინდება.

გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში დაუყონებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს:

პირის ღრუს დესენსიტიზაცია

წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება პირის ღრუში

თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ურეაქციო მდგომარეობა

გულისრევა, ღებინება

პირის სიმშრალე ან წყურვილი

პირის ღრუში სიცივის შეგრძნება

განსხვავება გემოვნებით მგრძნობელობაში

ლაქები კბილებზე და პირის ღრუს სხვა ზედაპირებზე

კბილის ქვების ფორმაციის ზრდა

ეს არის სეპტონატის მსუბუქი გვერდითი მოვლენები. ეს მოვლენები ქრება როდესაც შეამცირებთ დოზას ან შეწყვეტთ მკურნალობას.

რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს

გვერდითი მოვლენების გამოვლენა

ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. უფრო მეტიც, მიაწოდეთ თქვენს მიერ განცდილი გვერდითი ეფექტების შესახებ ანგარიში თურქეთის ფარმაკოლოგიის ცენტრს (TUFAM), დააჭირეთ "გვერდითი მოვლენების ანგარიშს" ვებგვერდზეwww.titck.gov.tr ან დარეკეთ ნომერზე 0 800 314 00 08, რომელიც გვერდითი მოვლენების შესახებ მოხსენებების ცხელი ხაზი გახლავთ. გვერდითი მოვლენების შესახებ მოხსენების შედეგად თქვენ შეისწავლით უფრო მეტს იმ მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენებაზე რომელსაც მოიხმართ.

ჭარბი დოზა

თუ სეპტონატი შემთხვევით იქნა მიღებული, უნდა ჩატარდეს სიმპტომური და დამხმარე მკურნალობა. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება:

100 მლ ხსნარში:

ქლორჰექსიდინის გლუკონატი…………..120 მგ (0.12%)

ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი……….. 150 მგ (0.15%)

დამხმარე ნივთიერება(ები):

სორბიტოლი (E 420) ................... 20 გ

გლიცერინი………………………… 20 გ

იხილეთ ნაწილი 6.1 დამხმარე ნივთიერებებისთვის.

შენახვის პირობები

სეპტონატი ინახება შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25oC.

გამოიყენეთ მოქმედების ვადის შესაბამისად

სეპტონატის მიღება დაუშვებელია გამოყენების ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ სეპტონატი თუ კი შეამჩნევთ რაიმე სახის ნაკლს შეფუთვაზე ან პროდუქტზე.

არ გადააგდოთ ურნაში ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით გარემოსა და ურბანიზმის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ დაჯგუფეთა სისტემას.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფარმაკოლოგიური თვისებები

სხვა საშუალებები ადგილობრივი პერორალური მკურნალობისთვის

ათქ კოდი: A01AD11

ბენზიდამინი არის ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებელი აგენტი, რომელიც არ არის დაკავშირებული სტეროიდულ ჯგუფთან, როგორც სტრუქტურა. ბენზიდამინი განსხვავდება სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისგან ბაზის ფორმირების თვალსაზრისით.

ბენზიდამინს აქვს ადგილობრივი საანესთეზიო ეფექტი ადგილობრივ მკურნალობაში გამოყენებულ კონცენტრაციებში. ბენზიდამინის ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება დაფიქსირდა უფრო ხშირად, ვიდრე არაანთებითი ტკივილი ექსპერიმენტული ანთებით მოდელებში.

და ხელს უწყობს ნადების და გინგივიტის განვითარებას შემცირებას, როდესაც პირის ღრუს ჰიგიენა შეფერხებულია. მას აქვს ორალური კავშირი სტომატოლოგიური ჰიდროქსიაპატიტის, კბილის ზედაპირის, ბაქტერიების და ნერწყვის ცილების მიმართ. ქლორჰექსიდინი ამცირებს დენტალურ ნადების დეპონირებას და თანმხლებ გინგივიტს, რომელსაც ახასიათებს ღრძილების სიწითლე, შეშუპება ან სისხლდენა.

ამცირებს აფთოზური წყლულების შემთხვევების სიხშირეს და ზრდის შეხორცების სიჩქარეს პაროდონტული ოპერაციის შემდეგ.

ბენზიდამინის ანთების საწინააღმდეგო მოქმედების მექანიზმი არ არის დაკავშირებული თირკმელზედა ჯირკვლის სეკრეციასთან. სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, ბენზიდამინი აფერხებს პროსტაგლანდინების ბიოსინთეზს გარკვეულ პირობებში. მაგრამ ეს ფუნქცია სრულად არ არის ახსნილი. უჯრედის მემბრანებზე სტაბილიზაციის ეფექტი შეიძლება მიეკუთვნებოდეს მოქმედების მექანიზმს.

პრეპარატის ნორმალური ადგილობრივი გამოყენების შემდეგ ქლორჰექსიდინს აქვს ბაქტერიოციდული მოქმედება გაფართოებული ბაქტერიოსტატიკური ეფექტის შემდეგ. ქლორჰექსიდინი ყველაზე ეფექტურია ისეთ მიკროორგანიზმებში, როგორიცაა გრამ (+) და გრამ (-) ბაქტერიები, საფუარი და ზოგიერთი სოკო და ვირუსი. ქლორჰექსიდინი ანელებს ბაქტერიების ზრდას დაგვიანებული ზედაპირული ეფექტით. ის შეიწოვება მიკრობული უჯრედის კედლებიდან და იწვევს მემბრანის გაჟონვას.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი მახასიათებლები

აბსორბცია:

ქლორჰექსიდინის გლუკონატს, ადგილობრივი პერორალური ხსნარის გამოყენების შემდეგ, როგორც პირის ღრუს სარეცხი საშუალება, არ ახასიათებს სისტემური აბსორბცია. როგორც აღწერილია გამოყენებისას, პერორალური გამრეცხვის დოზის 4% გადაიყლაპება და ნაწილი შეიწოვება. ქლორჰექსიდინის გადაყლაპული დოზის 90% არ შეიწოვება და გამოიყოფა უშუალოდ განავლით.

პრეპარატის დაახლოებით 30% რჩება პირის ღრუში ქლორჰექსიდინის გლუკონატის 0.12% ადგილობრივი პერორალური ხსნარის შეყვანისას პირის ღრუს გამრეცხვის სახით. ქლორჰექსიდინის გლუკონატი თანდათან გამოიყოფა 24 საათის განმავლობაში.

ბენზიდამინის ჰიდროქლორიდის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, ბენზიდამინი შეიწოვება ანთებითი პირის ღრუს ლორწოვანი გარსით და ავლენს ანთების საწინააღმდეგო და ადგილობრივ საანესთეზიო ეფექტებს შეყვანის ადგილზე. ბენზიდამინის პერორალური მიღების შემდეგ მიღებული პლაზმური ბენზიდამინის დონე დაბალია და პირდაპირპროპორციულია რეალურად მიღებული რაოდენობით.

დისტრიბუცია:

სეპტონატი არის ადგილობრივი ეფექტური პრეპარატი. ამ მიზეზით, თუ იგი გამოიყენება აღწერილობის შესაბამისად, არ უნდა გადაიყლაპოს. ამრიგად, სისტემური აბსორბცია და განაწილება მოსალოდნელი არ არის. გარდა ამისა, ორივე კომპონენტი ნაკლებად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსით.

ბიოტრანსფორმაცია:

იმის გამო, რომ ქლორჰექსიდინის შეწოვა მინიმალურია, მისი გაზომვა პლაზმაში შეუძლებელია. ბენზიდამინი ძირითადად მეტაბოლიზდება დაჟანგვისა და კონიუგაციის გზით.

აღმოფხვრა:

ქლორჰექსიდინი არ გროვდება ორგანიზმში და მხოლოდ ძალიან ცოტა მეტაბოლიზდება. მიღებული ქლორჰექსიდინის დაახლოებით 10% გამოიყოფა თირკმელებით შეწოვის შემდეგ; არააბსორბირებული პრეპარატის 90% გამოიყოფა განავლით.

ბენზიდამინი და მეტაბოლიტები, რომლებიც მონაწილეობენ სისტემურ მიმოქცევაში, ძირითადად გამოიყოფა შარდში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

შეფუთვის ფურცელი

სეპტონატი 0.12 % + 0.15 % პერორალური გამოსარეცხი

SEPTONAT 0.12 % + 0.15 % ORAL RINSE

პირის ღრუს გამოსარეცხად

მედიკამენტის ნივთიერებები: ხსნარის ყოველი 100 მლ შეიცავს 120 მგ (0.12%) ქლორჰექსიდინის გლუკონატს და 150 მგ (0.15%) ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს როგორც აქტიურ ნივთიერებებს.

დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი, სორბიტოლი (E 420), ჰიდროქსიეთილის ცელულოზა, მარწყვის გემო და გამოხდილი წყალი.

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია. ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მოცემული პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ იგი სხვებს,

პრეპარატის გამოყენების დროს ექიმთან ან ჰოსპიტალში ვიზიტისას, აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ მოცემულ პრეპარატს.

ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში მოცემული მითითებები. დაუშვებელია რეკომენდებულზე მეტი ან ნაკლები დოზის მიღება.

ინსტრუქციაში მოცემულია შემდეგი საკითხები:

რა არის სეპტონატი და რისთვის გამოიყენება ის?

რა უნდა იცოდეთ სეპტონატის გამოყენებამდე

როგორ გამოვიყენოთ სეპტონატი?

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სეპტონატის შენახვის პირობები

რა არის სეპტონატი და რისთვის გამოიყენება ის?

სეპტონატი არის პირის ღრუს სამკურნალო პრეპარატი.

სეპტონატი არის გამჭვირვალე, უფერო ხსნარი. ის წარმოდგენილია 200 მგ ქარვისფერი PET ბოთლით, მუყაოს ყუთში, საზომ ჭიქასთან ერთად 5,10,15,20 მლ საზომებით. თითოეულ ყუთში მოთავსებულია თითო ბოთლი.

სეპტონატი შეიცავს ქლორჰექსიდინის გლუკონატს, რომელიც ანტიმიკრობული თვისებების მქონე ნივთიერებას წარმოადგენს (რომელიც კლავს ან წყვეტს მიკრობების გავრცელებას) და ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს HCI, რომელიც მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო თვისებების მქონე მედიკამენტების ჯგუფს და გამოიყენება ტკივილის და ანთების სამკურნალოდ და აქვს ადგილობრივი საანესთეზიო ეფექტი (აბუჟებს კონკრეტულ არეს სადაც მოხდება მისი გამოყენება)გამოყენების შემდეგ.

სეპტონატი გამოიყენება პირის ღრუში გინგივიტის მკურნალობისას და ყელის ლორწოვანი გარსის ანთებისა და ტკივილის დროს, პირის ღრუს ზედაპირის და ხახის ანთების დროს, ნუშისებრი ჯირკვლის და პირის ღრუში არსებული ჭრილობების ანთებითი პროცესების დროს.

ის გამოიყენება მიკრობული დაავადებების თავიდან ასაცილებლად პირის ღრუში და ყელში, რათა პაციენტს შეუმსუბუქდეს ყლაპვის ფუნქცია და მოიხსნას ღრძილებზე ანთებითი პროცესების სიმპტომები.

იგი გამოიყენება კბილების ირგვლივ არსებულ პროცესებამდე და მის შემდეგ.

ის გამოიყენება პირის ღრუს შიდა შრის (ლორწოვანი გარსის) ანთების დროს რადიაციული თერაპიის და კიბოს პრეპარატების გამოყენების ან სხვა მიზეზების გამო.

იგი გამოიყენება ბაქტერიების მიერ ფორმირებული ფენების (სტომატოლოგიური ნადები) და გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად.

რა უნდა იცოდეთ სეპტონატის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ სეპტონატი:

თუ ხართ ჰიპერსენსიტიური ქლორჰექსიდინის, ბენზიდამინის ან სხვა ნებისმიერი სეპტონატის შემადგენლობის მიმართ,

თუ ხართ ორსული ან ლაქტაციის პერიოდში;

გამოიჩინეთ განსაკუთრებელი სიფრთხილე სეპტონატისგამოყენების დროს:

ის არის მხოლოდ სავლები საშუალება, არ გადაყლაპოთ.

სეპტონატი არ არის რეკომენდებული 12 წელზე დაბალი ასაკის ბავშვებში შესაბამისი კლინიკური ცდების ნაკლებობის გამო.

გამოიყენეთ მხოლოდ პირის ღრუში, მოარიდეთ თვალებსა და ყურებს.

სეპტონატის გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს შექცევადი ფერის ცვლილებები ენასა და კბილებზე. კბილების ფერის ცვლილება არის უვნებელი და შეიძლება შემცირდეს კბილის ჯაგრისის გამოყენების შემდეგ.

არ შეიძლება სეპტონატის გადაყლაპვა და მისი პირიდან გამოდევნება უნდა მოხდეს გადმოფურთხების გზით. გამოიყენება გაზავების გარეშე.

თუ ყელის ტკივილი გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით ან აღინიშნება ინფექცია, თქვენმა ექიმმა სეპტონატის გამოყენებასთან დამატებით უნდა მიმართოს ანტიბაქტერიულ მკურნალობას.

თუ აღენიშნებათ ღვიძლის ან თირკმლის დაავადება.

თუ ზემოაღნიშნულიდან რომელიმე თუნდაც წარსულში გამოგიცდიათ, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

სეპტონატის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად:

მას არ გააჩნია არანაირი ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან მიმართებაში.

ორსულობა

მედიკამენტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დაუშვებელია ორსულობის პერიოდში სეპტონატის გამოყენება.

თუ მკურნალობის განმავლობაში აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

მედიკამენტის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ გამოიყენოთ სეპტონატი ლაქტაციის პერიოდში.

მანქანის ტარება და სხვა მექანიზმების მართვა

სეპტონატი არ ახდენს უარყოფით ზეგავლენას მანქანის ან სხვა მექანიზმების მართვაზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სეპტონატში შემავალი დამხმარე ნივთიერებების შესახებ

თუ თქვენ არ გაქვთ უკიდურესი მგრძნობელობა მედიკამენტის აქვე მოცემული დამხმარე ნივთიერებების მიმართ, მაშინ უარყოფითი გავლენა არ არის მოსალოდნელი.

რადგანაც ეს სამედიცინო პროდუქტი შეიცავს სორბიტოლს, თუ კი ექიმის რეკომენდაციის მიხედვით თქვენ მიეკუთვნებით რისკის ჯგუფს გარკვეული შაქრის მიმართ, სეპტონატის მიღებამდე გთხოვთ გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ქლორჰექსიდინის მარილები, ერთ-ერთი ნარკოტიკული ნივთიერება ქლორგექსიდინში, შეუთავსებელია საპონთან და სხვა უარყოფითად დამუხტულ (ანიონური) ნაერთებთან,

ქლორამფენიკოლი (ანტიბიოტიკი)

ზოგიერთი არაორგანული მარილები და ორგანული ნაერთები;

ბენზიდამინთან ურთიერთქმედება ცნობილი არ არის.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით სხვა რეცეფტორულ ან არარეცეფტორულ პრეპარატებს.

როგორ გამოვიყენოთ სეპტონატი?

სათანადო მიღებისა და დოზირების ინსტრუქციები/გამოყენების სიხშირე:

სეპტონატის მოზრდილთა დოზაა 15 მლ. ის გამოიყენება დღის განმავლობაში ყოველ 1.5 – 3 საათში.

მიღების წესი და მეთოდი:

სეპტონატი გამოიყენება პირის ღრის სავლებად. ის გამოიყენება გაზავების გარეშე. გაიჩერეთ სულ მცირე 30 წამის განმავლობაში. გამოვლების შემდეგ გადმოაქციეთ პირიდან.

ქლორჰექსიდინის შემცველობა სეპტონატში ამცირებს ნადებს და გინგივიტს მკურნალობის განმავლობაში, იმ შემთხვევაში თუ სეპტონატი გამოიყენება როგორც ალტერნატივა სხვა პირის ღრუს ჰიგიენურ პროცედურებთან მიმართებაში, მაშინ პირი უნდა გამოირეცხოთ სეპტონატით მინიმუმ 1 წუთის განმავლობაში. ქლორჰექსიდინით გამოწვეული კბილების შეფერადების შესამცირებლად, რეკომენდებულია კბილების ჯაგრისით გაწმენდა.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვები (12 წელი და ზემოთ):

სეპტონატის გამოვლება ხორციელდება ყოველ 1.5–3 საათში 30 წამის განმავლობაში 5–15 მლ დოზით.

მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული 7 დღეზე მეტ ხანს გადაბმულად.

დამწვრობის ან გაღიზიანების შემთხვევაში, ხსნარი უნდა გაზავდეს წყალში.

გამოცდილების ნაკლებობის გამო, არ არის რეკომენდებული სეპტონატის გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ხანდაზმულები: არ მოითხოვს დოზის ცვლილებას

მიღების განსაკუთრებული შემთხვევები

თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა:

თირკმელების ფუნქციის დეგენერაცია: რადგან აბსორბირებული ბენზიდამინი და დეგრადაციის პროდუქტები გამოიყოფა შარდში, თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მედიკამენტური საშუალების გავლენას მთელს სხეულზე.

ღვიძლის ფუნქციის უკმარისობა: რადგანაც შეწოვილი ბენზიდამინის დონე მაღალია ღვიძლში, ღვიძლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მედიკამენტური საშუალების გავლენას მთელს სხეულზე.

მიჰყევით ინსტრუქციას თუ თქვენი ექიმისგან არ გაქვთ მიღებული სხვაგვარი რეკომენდაცია.

არ დაგავიწყდეთ მედიკამენტის დროულად მიღება.

სეპტონატით მკურნალობის ხანგრძლივობას თქვენივე ექიმი განსაზღვრავს, არ შეწყვიტოთ მკურნალობა ნაადრევად რადგან ვერ მიიღებთ სასურველ შედეგს.

თუ გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ სეპტონატს აქვს ძლიერი ან სუსტი ეფექტი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სეპტონატის საჭიროზე მეტი დოზის მიღებისას:

სეპტონატის საჭიროზე მეტი დოზის მიღების დროს მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სეპტონატის შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს სიმპტომების შესაბამისი მკურნალობა. არ არსებობს რაიმე სპეციალური ანტიდოტი.

თუ დაგავიწყდათ სეპტონატის მიღება

გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

სეპტონატით მკურნალობის შეჩერების პოტენციური შედეგი: მოსალოდნელი არაა რაიმე შედეგი.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად გვერდითი მოვლენებიშესაძლოა გამოვლინდეს იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა სეპტონატში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ სეპტონატის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან კიდევ მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო გადაუდებელ განყოფილებას:

მოულოდნელი სუნთქვის გართულებები, კანის წვა, სახისა და ენის შეშუპება (ანაფილაქსისი)

ჰიპერმგრძნობიარე რეაქციები

ალერგიული რეაქციები

ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები საკმაოდ სერიოზულია. თუ თქვენ გაქვთ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე გვერდითი მოვლენა, მაშინ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია სეპტონატის მიმართ. დაუყონებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას ან საავადმყოფოს. ასეთი სერიოზული გვერდითი მოვლენები იშვიათად ვლინდება.

გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში დაუყონებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან კიდევ მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო გადაუდებელ განყოფილებას:

გაღიზიანებით გამოწვეული რეაქცია კანზე

სიმხურვალე პირის ღრუში

ყელის გაღიზიანება და ხველება

სანერწყვე ჯირკვლის ზრდა

ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები საკმაოდ სერიოზულია. დაუყონებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას. ასეთი სერიოზული გვერდითი მოვლენები იშვიათად ვლინდება.

გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში დაუყონებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს:

პირის ღრუს დესენსიტიზაცია

წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება პირის ღრუში

თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ურეაქციო მდგომარეობა

გულისრევა, ღებინება

პირის სიმშრალე ან წყურვილი

პირის ღრუში სიცივის შეგრძნება

განსხვავება გემოვნებით მგრძნობელობაში

ლაქები კბილებზე და პირის ღრუს სხვა ზედაპირებზე

კბილის ქვების ფორმაციის ზრდა

ეს არის სეპტონატის მსუბუქი გვერდითი მოვლენები. ეს მოვლენები ქრება როდესაც შეამცირებთ დოზას ან შეწყვეტთ მკურნალობას.

რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს

გვერდითი მოვლენების გამოვლენა

ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. უფრო მეტიც, მიაწოდეთ თქვენს მიერ განცდილი გვერდითი ეფექტების შესახებ ანგარიში თურქეთის ფარმაკოლოგიის ცენტრს (TUFAM), დააჭირეთ "გვერდითი მოვლენების ანგარიშს" ვებგვერდზეwww.titck.gov.tr ან დარეკეთ ნომერზე 0 800 314 00 08, რომელიც გვერდითი მოვლენების შესახებ მოხსენებების ცხელი ხაზი გახლავთ. გვერდითი მოვლენების შესახებ მოხსენების შედეგად თქვენ შეისწავლით უფრო მეტს იმ მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენებაზე რომელსაც მოიხმართ.

  • სეპტონატის შენახვის პირობები

სეპტონატი ინახება შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25oC.

გამოიყენეთ მოქმედების ვადის შესაბამისად

სეპტონატის მიღება დაუშვებელია გამოყენების ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ სეპტონატი თუ კი შეამჩნევთ რაიმე სახის ნაკლს შეფუთვაზე ან პროდუქტზე.

არ გადააგდოთ ურნაში ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით გარემოსა და ურბანიზმის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ დაჯგუფეთა სისტემას.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

სავაჭრო ნებართვის მფლობელი

VEM İLAÇ San. ve Tic. A.S.

Maslak Mahallesi AOS 55. Sokak

42 Maslak A Blok Sit. No: 2/134

სარიერი/სტამბოლი/თურქეთი

მწარმოებელი

VEM İLAÇ San. ve Tic. A.S.

Çerkezköy Organize Sanayi Bölgesi

KaraağaçMah. FatihBlv. No: 38

კაპაკლი/თექირდაღი/თურქეთი

ინსტრუქცია დამოწმებული იქნა 24/09/2021

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა