კლიორო არის პერორალური პრეპარატი, რომელიც გამოიყენება პირის ღრუს ადგილობრივი მკურნალობისთვის. კლიორო არის გამჭვირვალე, უფერო ხსნარი. ის წარმოდგენილია 200 მლ ქარვისფერ PET ბოთლში 15 მლ ნიშნულით, მუყაოს კოლოფში. თითოეული კოლოფი შეიცავს 1 ბოთლს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ქლორჰექსიდინი (chlorhexidine) + ბენზიდამინი (benzydamine)
- ფორმა და შეფუთვა
- (0,240გ + 0,3გ)/200მლ 200მლ პირის ღრუს სავლები ხსნარი პეტ-ის ბოთლი №1
- მწარმოებელი
- Argis Ilac. San. Ve Tic. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ყელის პრეპარატები, ანტისეპტიკური საშუალებები
- ATC კოდი
- R02AA20
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040413
- რეგისტრირებულია
- 7 მარტი 2024, მოქმედებს 7 მარტი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Helba Ilac Ic ve Dis San. Tic. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ჯი.დი.ერ.ეს“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
კლიორო — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
კლიორო არის პერორალური პრეპარატი, რომელიც გამოიყენება პირის ღრუს ადგილობრივი მკურნალობისთვის.
კლიორო არის გამჭვირვალე, უფერო ხსნარი.
ის წარმოდგენილია 200 მლ ქარვისფერ PET ბოთლში 15 მლ ნიშნულით, მუყაოს კოლოფში. თითოეული კოლოფი შეიცავს 1 ბოთლს.
კლიორო შეიცავს ქლორჰექსიდინის გლუკონატს, რომელიც არის ნივთიერება ანტიმიკრობული (კლავს მიკროორგანიზმებს ან აჩერებს მათ ზრდას) მოქმედებით, და ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფს და გამოიყენება ტკივილისა და ანთების (ინფექციის) სამკურნალოდ, ასევე ავლენს ადგილობრივ საანესთეზიო (უზრუნველყოფს დამუშავებული უბნის დაბუჟებას) მოქმედებას ზედაპირზე დატანისას.
კლიორო გამოიყენება ღრძილების ინფექციის დროს, რომელიც გამოწვეულია პირის ღრუსა და ყელის ლორწოვანი გარსის ანთებით და ტკივილით, პირის ღრუს ზედაპირული ინფექციის, ხახის ინფექციის, ნუშისებრი ჯირკვლის ინფექციის და პირის ღრუში ეროზიების დროს,
პირის ღრუსა და ყელში ანთების გამომწვევი მიკრობული დაავადებების პროფილაქტიკისთვის, ყლაპვის გაძნელების შესამსუბუქებლად და ღრძლიების დაავადებების სიმპტომების მოსახსნელად,
კბილის გარშემო არსებულ ქსოვილებზე ოპერაციამდე და მის შემდეგ,
პირის ღრუს შრეების (მუკოზიტების) ანთებისას, რომელიც ვითარდება რადიოთერაპიის და კიბოს მკურნალობის შემდეგ ან სხვა მიზეზით,
ბაქტერიებით და საკვების ნარჩენებით წარმოქმნილი შრეების (კბილის ნადების) პროფილაქტიკისთვის.
მიღების წესი და დოზირება
მითითება სათანადო გამოყენებასა და დოზა/გამოყენების სიხშირესთან დაკავშირებით:
მოზრდილებისთვის განკუთვნილი კლიოროს დოზა შეადგენს 15 მლ-ს. ის გამოიყენება 1.5-3 საათიანი ინტერვალებით დღის განმავლობაში.
არ გამოიყენება თანმიმდევრულად 7 დღეზე მეტი დროის განმავლობაში.
მიღების წესი და მეთოდი:
კლიორო განკუთვნილია პირის ღრუს გამოსავლებად ან გამოსარეცხად.
კლიორო გამოიყენება განზავების გარეშე.
პრეპარატი უნდა გაიჩეროთ პირის ღრუში სულ მცირე 30 წამი.
გამოყენების შემდეგ გადმოანერწყვეთ.
კლიოროს შემადგენლობაში შემავალი ქლორჰექსიდინი ამცირებს ნადებს და ღრძილების ანთებას მკურნალობის პერიოდში. თუ კლიორო გამოიყენება პირის ღრუს სხვა ჰიგიენური საშუალებების ალტერნატივის სახით, კლიოროთი პირის ღრუს გამოვლება საჭიროა სულ მცირე 1 წუთის განმავლობაში. სასურველია გამოყენებამდე გაიხეხოთ კბილები, რათა შეამციროთ ფერის შეცვლა, რასაც იწვევს კლიოროს შემადგენლობაში შემავალი ქლორჰექსიდინი.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში
გამოვლება უნდა განხორციელდეს 30 წამის განმავლობაში, 1.5-3 საათიანი ინტერვალით 5-15 მლ კლიოროს გამოყენებით.

გამოვლებისას წვის ან ჩხვლეტის შემთხვევაში უნდა განზავდეს წყალში.
პრეპარატი არ გამოიყენება 6 წლის და უმცროსი ასაკის ბავშვებში.
პრეპარატი არ გამოიყენება 6 წლიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში:
ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
გამოყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში:
თირკმელების უკმარისობა/ღვიძლის უკმარისობა:
თირკმელების ან ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილის ზომების დაცვით.
დაიცავით მოცემული ინსტრუქცია, თუ სხვა დანიშნულება არ არის მოცემული თქვენი ექიმის მიერ. არ დაარღვიოთ პრეპარატის მიღების რეჟიმი.
თქვენი ექიმი მოგცემთ რეკომენდაციას კლიოროთი მკურნალობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ადრე, რადგან ამ შემთხვევაში არ მიიღებთ სასურველ შედეგს.
თუ ფიქრობთ, რომ კლიოროს მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გადაყლაპეთ საჭიროზე მეტი კლიორო:
თუ გადაყლაპეთ საჭიროზე მეტი კლიორო, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ შემთხვევით გადაყლაპეთ კლიორო, მკურნალობა უნდა ჩატარდეს სიმპტომების შესაბამისად. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.
თუ დაგავიწყდათ კლიოროს მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
შესაძლო მოქმედება კლიოროთი მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში:
რაიმე მოქმედება მოსალოდნელი არ არის.
უკუჩვენებები
თუ ცნობილია, რომ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა ბენზიდამინის და ქლორჰექსიდინის ან კლიოროს სხვა დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ.
ასევე, 6 წლის და უმცროსი ასაკის ბავშვები.
კლიორო გამოიყენეთ სიფრთხილის ზომების დაცვით შემდეგი მდგომარეობების დროს:
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პირის ღრუს გამოსავლებად, არ გადაყლაპოთ.
გამოიყენეთ მხოლოდ პირის ღრუსთვის, დაიცავით თვალებთან და ყურებთან შეხებისგან.
პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუში ენისა და კბილების ფერის შექცევადი შეცვლა. ფერის შეცვლა არ არის საზიანო და მისი მინიმუმამდე შემცირება შეიძლება კბილების გახეხვით გამოყენებამდე.
კლიორო არ უნდა გადაყლაპოთ და საჭიროა მისი გადანერწყვება. გამოიყენება განზავების გარეშე.
თუ ყელის ტკივილი გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით ან აღინიშნება ინფექციის ფონზე, თქვენმა ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ანტიბაქტერიული მკურნალობის დანიშვნის შესახებ კლიოროს გამოყენებასთან ერთად.
თუ გაქვთ თირკმელების და ღვიძლის უკმარისობა.
არ გამოიყენება თანმიმდევრულად 7 დღეზე მეტი დროის განმავლობაში.
თუ სიფრთხილის აღნიშნული ზომები თქვენ გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
კლიოროს გამოყენება საკვებთან და სასმელებთან ერთად
გამოყენების მეთოდის გათვალისწინებით, პრეპარატი არ შედის ურთიერთქმედებაში საკვებთან და სასმელებთან.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ კლიორო ორსულობის პერიოდში.
მკურნალობის პერიოდში ორსულობის დადგენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.
ძუძუთი კვება

არ გამოიყენოთ კლიორო ლაქტაციის პერიოდში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე უარყოფითი ზემოქმედება არ აღინიშნება.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია კლიოროს ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
მოსალოდნელი არ არის, რომ მოცემული ნივთიერებები იწვევდეს არასასურველ რეაქციებს გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ამ პრეპარატის მიმართ გაქვთ ძლიერი მგრძნობელობა.
მოცემული სამკურნალწამლო პროდუქტი შეიცავს სორბიტოლს. თუ თქვენთვის ექიმისგან ცნობილია, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
სხვა პრეპარატებთან კომბინირებული გამოყენება
კლიოროს სამკურნალწამლო ურთიერთქმედება ცნობილი არ არის.
კლიოროს ერთ-ერთი მოქმედი ნივთიერება, ქლორჰექსიდინის მარილები, არ არის შეთავსებადი საპონთან და უარყოფითად დამუხტულ (ანიონურ) სხვა ნაერთებთან, ქლორამფენიკოლთან (ანტიბიოტიკის სახეობა), ზოგიერთ არაორგანულ მარილთან და ორგანულ ნაერთებთან; ბენზიდამინთან დაკავშირებით სამკურნალწამლო ურთიერთქმედების შესახებ მონაცემები არ არის.
თუ იყენებთ ან ახლახანს იყენებდით ნებისმიერ რეცეპტურულ ან არარეცეპტურულ პრეპარატს, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სამკურნალო საშუალების შემთხვევაში, ზოგიერთი გვერდითი მოქმედება შეიძლება აღინიშნოს პირებში, რომლებსაც აქვთ მგრძნობელობა კლიოროს შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების მიმართ.
ქვემოთ მითითებული ნებისმიერი გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ კლიოროს გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოესი საავადმყოფის სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
სუნთქვის მოულოდნელად განვითარებული გაძნელება, კანზე გამონაყარი, სახის ან/და ენის შეშუპება (ანაფილაქსია).
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა) (რომელიც ვლინდება გულის შეტევით, სისხლის მიმოქცევის დარღვევით, არტერიული წნევის დაცემით, ბრონქების შევიწროებით, გულისცემით, კანზე გამონაყარით, სიწითლით და ჭინჭრის ციებით)
ალერგიული რეაქციები (ქავილი, გამონაყარი, ბუშტუკები, ჭინჭრის ციება)
ეს ძალიან მძიმე გვერდითი რეაქციებია. თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი მითითებული გვერდითი მოვლენა, თქვენ გაქვთ მძიმე ალერგია კლიოროს მიმართ. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.
ეს მძიმე გვერდითი რეაქციები არის ძალიან იშვიათი.
გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ძალიან ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან სულ მცირე 1 პაციენტში.
ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
არახშირი: შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 10000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
ძალიან იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტებში.
უცნობია: არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია.
თუ აღგენიშნებათ ქვემოთ მითითებული ნებისმიერი გვერდითი მოქმედება, მიმართეთ თქვენს ექიმს:
ძალიან ხშირი:
პირის ღრუს ქსოვილის დაბუჟება
ხშირი:
ჩხვლეტის და წვის შეგრძნება პირის ღრუში
გულისრევა, ღებინება, ღებინების რეფლექსი
გემოს შეცვლა
კბილების და პირის ღრუს სხვა ზედაპირის ფერის შეცვლა (კბილების ფერის შეცვლა არ არის საზიანო და მისი მინიმუმამდე შემცირება შეიძლება კბილების გახეხვით პრეპარატის გამოყენებამდე)
კბილებზე ნადების წარმოქმნის მომატება
იშვიათი:
წვის და ჩხვლეტის შეგრძნება
ძალიან იშვიათი:
ადგილობრივი (ცალკეულ უბანზე გავრცელებული) სიმშრალე და წყურვილი, ტკივილი
სიცივის შეგრძნება პირის ღრუში
ალერგიული რეაქციები, ჰიპერმგრძნობელობა და ანაფილაქსია (მოულოდნელად განვითარებული ქოშინი, კანზე გამონაყარი, სახის ან/და ენის შეშუპება)
ლარინგოსპაზმი (ხახაში კუნთების უნებლიე სპაზმი), ბრონქოსპაზმი (სასუნთქი გზების შევიწროება)
სანერწყვე ჯირკვლის დროებით შეშუპება და გადიდება
კანის რეაქციები, გამოწვეული გაღიზიანებით, ქავილით, რომელსაც თან ახლავს გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ფოტოდერმატიტი (კანის რეაქცია სინათლეზე), ქერტლი, აქერცვლა.
პირის ღრუში ნერწყვის რაოდენობის შემცირება
სიცშირე უცნობია
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა
ხახის გაღიზიანება (გაღიზიანება ხახის არეში), ხველა
პირის ღრუს სიმშრალე ან წყურვილი
ეს კლიოროს ზომიერი გვერდითი მოქმედებაა. ეს მოვლენები ქრება დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში.
თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის პირობები
შეინახეთ კლიორო ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილზე.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის დაცვით.
კლიორო არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც გასული აქვთ შენახვის ვადა ან არ იყენებთ! მიაწოდეთ ისინი გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
კლიორო არ გამოიყენოთ, თუ შენიშნავთ პროდუქტის ან/და შეფუთვის ნებისმიერ დაზიანებას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
კლიორო
- 15%+0.12% პირის ღრუს სავლები
მოქმედი ნივთიერება: თითოეული 200 მლ ხსნარი შეიცავს 0.12% ქლორჰექსიდინის გლუკონატს და 0.15% ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები: გლიცეროლი, სორბიტოლი (70%), ტრიეთილციტრატი, ჰიდროქსიეთილცელულოზა, პიტნის არომატიზატორი და დისტილირებული წყალი.
პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მოცემული გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ მოცემული გამოყენების ინსტრუქცია ინფორმაციის მისაღებად. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მოცემული პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვა პირებს.
მოცემული პრეპარატის გამოყენების პერიოდში ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იყენებთ ამ პრეპარატს.
ზუსტად დაიცავით ინსტრუქცია. არ მიიღოთ პრეპარატის დანიშნულზე უფრო მაღალი ან დაბალი დოზა.
მოცემული გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგ პარაგრაფებს:
- რას წარმოადგენს კლიორო და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ კლიოროს გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება კლიორო
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
- კლიოროს შენახვის პირობები
სათაურები მითითებულია.
- რას წარმოადგენს კლიორო და რისთვის გამოიყენება
კლიორო არის პერორალური პრეპარატი, რომელიც გამოიყენება პირის ღრუს ადგილობრივი მკურნალობისთვის.
კლიორო არის გამჭვირვალე, უფერო ხსნარი.
ის წარმოდგენილია 200 მლ ქარვისფერ PET ბოთლში 15 მლ ნიშნულით, მუყაოს კოლოფში. თითოეული კოლოფი შეიცავს 1 ბოთლს.
კლიორო შეიცავს ქლორჰექსიდინის გლუკონატს, რომელიც არის ნივთიერება ანტიმიკრობული (კლავს მიკროორგანიზმებს ან აჩერებს მათ ზრდას) მოქმედებით, და ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფს და გამოიყენება ტკივილისა და ანთების (ინფექციის) სამკურნალოდ, ასევე ავლენს ადგილობრივ საანესთეზიო (უზრუნველყოფს დამუშავებული უბნის დაბუჟებას) მოქმედებას ზედაპირზე დატანისას.
კლიორო გამოიყენება ღრძილების ინფექციის დროს, რომელიც გამოწვეულია პირის ღრუსა და ყელის ლორწოვანი გარსის ანთებით და ტკივილით, პირის ღრუს ზედაპირული ინფექციის, ხახის ინფექციის, ნუშისებრი ჯირკვლის ინფექციის და პირის ღრუში ეროზიების დროს,
პირის ღრუსა და ყელში ანთების გამომწვევი მიკრობული დაავადებების პროფილაქტიკისთვის, ყლაპვის გაძნელების შესამსუბუქებლად და ღრძლიების დაავადებების სიმპტომების მოსახსნელად,
კბილის გარშემო არსებულ ქსოვილებზე ოპერაციამდე და მის შემდეგ,
პირის ღრუს შრეების (მუკოზიტების) ანთებისას, რომელიც ვითარდება რადიოთერაპიის და კიბოს მკურნალობის შემდეგ ან სხვა მიზეზით,
ბაქტერიებით და საკვების ნარჩენებით წარმოქმნილი შრეების (კბილის ნადების) პროფილაქტიკისთვის.
- რა უნდა იცოდეთ კლიოროს გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ კლიორო
თუ ცნობილია, რომ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა ბენზიდამინის და ქლორჰექსიდინის ან კლიოროს სხვა დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ.
ასევე, 6 წლის და უმცროსი ასაკის ბავშვები.
კლიორო გამოიყენეთ სიფრთხილის ზომების დაცვით შემდეგი მდგომარეობების დროს:
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პირის ღრუს გამოსავლებად, არ გადაყლაპოთ.
გამოიყენეთ მხოლოდ პირის ღრუსთვის, დაიცავით თვალებთან და ყურებთან შეხებისგან.
პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუში ენისა და კბილების ფერის შექცევადი შეცვლა. ფერის შეცვლა არ არის საზიანო და მისი მინიმუმამდე შემცირება შეიძლება კბილების გახეხვით გამოყენებამდე.
კლიორო არ უნდა გადაყლაპოთ და საჭიროა მისი გადანერწყვება. გამოიყენება განზავების გარეშე.
თუ ყელის ტკივილი გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით ან აღინიშნება ინფექციის ფონზე, თქვენმა ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ანტიბაქტერიული მკურნალობის დანიშვნის შესახებ კლიოროს გამოყენებასთან ერთად.
თუ გაქვთ თირკმელების და ღვიძლის უკმარისობა.
არ გამოიყენება თანმიმდევრულად 7 დღეზე მეტი დროის განმავლობაში.
თუ სიფრთხილის აღნიშნული ზომები თქვენ გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
კლიოროს გამოყენება საკვებთან და სასმელებთან ერთად
გამოყენების მეთოდის გათვალისწინებით, პრეპარატი არ შედის ურთიერთქმედებაში საკვებთან და სასმელებთან.
ორსულობა
მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ კლიორო ორსულობის პერიოდში.
მკურნალობის პერიოდში ორსულობის დადგენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.
ძუძუთი კვება
მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ კლიორო ლაქტაციის პერიოდში.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე უარყოფითი ზემოქმედება არ აღინიშნება.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია კლიოროს ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
მოსალოდნელი არ არის, რომ მოცემული ნივთიერებები იწვევდეს არასასურველ რეაქციებს გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ამ პრეპარატის მიმართ გაქვთ ძლიერი მგრძნობელობა.
მოცემული სამკურნალწამლო პროდუქტი შეიცავს სორბიტოლს. თუ თქვენთვის ექიმისგან ცნობილია, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
სხვა პრეპარატებთან კომბინირებული გამოყენება
კლიოროს სამკურნალწამლო ურთიერთქმედება ცნობილი არ არის.
კლიოროს ერთ-ერთი მოქმედი ნივთიერება, ქლორჰექსიდინის მარილები, არ არის შეთავსებადი საპონთან და უარყოფითად დამუხტულ (ანიონურ) სხვა ნაერთებთან, ქლორამფენიკოლთან (ანტიბიოტიკის სახეობა), ზოგიერთ არაორგანულ მარილთან და ორგანულ ნაერთებთან; ბენზიდამინთან დაკავშირებით სამკურნალწამლო ურთიერთქმედების შესახებ მონაცემები არ არის.
თუ იყენებთ ან ახლახანს იყენებდით ნებისმიერ რეცეპტურულ ან არარეცეპტურულ პრეპარატს, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ გამოიყენება კლიორო
მითითება სათანადო გამოყენებასა და დოზა/გამოყენების სიხშირესთან დაკავშირებით:
მოზრდილებისთვის განკუთვნილი კლიოროს დოზა შეადგენს 15 მლ-ს. ის გამოიყენება 1.5-3 საათიანი ინტერვალებით დღის განმავლობაში.
არ გამოიყენება თანმიმდევრულად 7 დღეზე მეტი დროის განმავლობაში.
მიღების წესი და მეთოდი:
კლიორო განკუთვნილია პირის ღრუს გამოსავლებად ან გამოსარეცხად.
კლიორო გამოიყენება განზავების გარეშე.
პრეპარატი უნდა გაიჩეროთ პირის ღრუში სულ მცირე 30 წამი.
გამოყენების შემდეგ გადმოანერწყვეთ.
კლიოროს შემადგენლობაში შემავალი ქლორჰექსიდინი ამცირებს ნადებს და ღრძილების ანთებას მკურნალობის პერიოდში. თუ კლიორო გამოიყენება პირის ღრუს სხვა ჰიგიენური საშუალებების ალტერნატივის სახით, კლიოროთი პირის ღრუს გამოვლება საჭიროა სულ მცირე 1 წუთის განმავლობაში. სასურველია გამოყენებამდე გაიხეხოთ კბილები, რათა შეამციროთ ფერის შეცვლა, რასაც იწვევს კლიოროს შემადგენლობაში შემავალი ქლორჰექსიდინი.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში
გამოვლება უნდა განხორციელდეს 30 წამის განმავლობაში, 1.5-3 საათიანი ინტერვალით 5-15 მლ კლიოროს გამოყენებით.
არ გამოიყენება თანმიმდევრულად 7 დღეზე მეტი დროის განმავლობაში.
გამოვლებისას წვის ან ჩხვლეტის შემთხვევაში უნდა განზავდეს წყალში.
პრეპარატი არ გამოიყენება 6 წლის და უმცროსი ასაკის ბავშვებში.
პრეპარატი არ გამოიყენება 6 წლიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში:
ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
გამოყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში:
თირკმელების უკმარისობა/ღვიძლის უკმარისობა:
თირკმელების ან ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილის ზომების დაცვით.
დაიცავით მოცემული ინსტრუქცია, თუ სხვა დანიშნულება არ არის მოცემული თქვენი ექიმის მიერ. არ დაარღვიოთ პრეპარატის მიღების რეჟიმი.
თქვენი ექიმი მოგცემთ რეკომენდაციას კლიოროთი მკურნალობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ადრე, რადგან ამ შემთხვევაში არ მიიღებთ სასურველ შედეგს.
თუ ფიქრობთ, რომ კლიოროს მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გადაყლაპეთ საჭიროზე მეტი კლიორო:
თუ გადაყლაპეთ საჭიროზე მეტი კლიორო, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ შემთხვევით გადაყლაპეთ კლიორო, მკურნალობა უნდა ჩატარდეს სიმპტომების შესაბამისად. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.
თუ დაგავიწყდათ კლიოროს მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
შესაძლო მოქმედება კლიოროთი მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში:
რაიმე მოქმედება მოსალოდნელი არ არის.
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა სამკურნალო საშუალების შემთხვევაში, ზოგიერთი გვერდითი მოქმედება შეიძლება აღინიშნოს პირებში, რომლებსაც აქვთ მგრძნობელობა კლიოროს შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების მიმართ.
ქვემოთ მითითებული ნებისმიერი გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ კლიოროს გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოესი საავადმყოფის სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
სუნთქვის მოულოდნელად განვითარებული გაძნელება, კანზე გამონაყარი, სახის ან/და ენის შეშუპება (ანაფილაქსია).
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა) (რომელიც ვლინდება გულის შეტევით, სისხლის მიმოქცევის დარღვევით, არტერიული წნევის დაცემით, ბრონქების შევიწროებით, გულისცემით, კანზე გამონაყარით, სიწითლით და ჭინჭრის ციებით)
ალერგიული რეაქციები (ქავილი, გამონაყარი, ბუშტუკები, ჭინჭრის ციება)
ეს ძალიან მძიმე გვერდითი რეაქციებია. თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი მითითებული გვერდითი მოვლენა, თქვენ გაქვთ მძიმე ალერგია კლიოროს მიმართ. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.
ეს მძიმე გვერდითი რეაქციები არის ძალიან იშვიათი.
გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ძალიან ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან სულ მცირე 1 პაციენტში.
ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
არახშირი: შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 10000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
ძალიან იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტებში.
უცნობია: არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია.
თუ აღგენიშნებათ ქვემოთ მითითებული ნებისმიერი გვერდითი მოქმედება, მიმართეთ თქვენს ექიმს:
ძალიან ხშირი:
პირის ღრუს ქსოვილის დაბუჟება
ხშირი:
ჩხვლეტის და წვის შეგრძნება პირის ღრუში
გულისრევა, ღებინება, ღებინების რეფლექსი
გემოს შეცვლა
კბილების და პირის ღრუს სხვა ზედაპირის ფერის შეცვლა (კბილების ფერის შეცვლა არ არის საზიანო და მისი მინიმუმამდე შემცირება შეიძლება კბილების გახეხვით პრეპარატის გამოყენებამდე)
კბილებზე ნადების წარმოქმნის მომატება
იშვიათი:
წვის და ჩხვლეტის შეგრძნება
ძალიან იშვიათი:
ადგილობრივი (ცალკეულ უბანზე გავრცელებული) სიმშრალე და წყურვილი, ტკივილი
სიცივის შეგრძნება პირის ღრუში
ალერგიული რეაქციები, ჰიპერმგრძნობელობა და ანაფილაქსია (მოულოდნელად განვითარებული ქოშინი, კანზე გამონაყარი, სახის ან/და ენის შეშუპება)
ლარინგოსპაზმი (ხახაში კუნთების უნებლიე სპაზმი), ბრონქოსპაზმი (სასუნთქი გზების შევიწროება)
სანერწყვე ჯირკვლის დროებით შეშუპება და გადიდება
კანის რეაქციები, გამოწვეული გაღიზიანებით, ქავილით, რომელსაც თან ახლავს გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ფოტოდერმატიტი (კანის რეაქცია სინათლეზე), ქერტლი, აქერცვლა.
პირის ღრუში ნერწყვის რაოდენობის შემცირება
სიცშირე უცნობია
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა
ხახის გაღიზიანება (გაღიზიანება ხახის არეში), ხველა
პირის ღრუს სიმშრალე ან წყურვილი
ეს კლიოროს ზომიერი გვერდითი მოქმედებაა. ეს მოვლენები ქრება დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში.
თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- კლიოროს შენახვის პირობები
შეინახეთ კლიორო ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილზე.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის დაცვით.
კლიორო არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც გასული აქვთ შენახვის ვადა ან არ იყენებთ! მიაწოდეთ ისინი გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
კლიორო არ გამოიყენოთ, თუ შენიშნავთ პროდუქტის ან/და შეფუთვის ნებისმიერ დაზიანებას.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
Helba İlaç İç ve Dış San. Tic. A.Ş.
უმრანიე/სტამბოლი/თურქეთი
ტელეფონი: (+90) 216 365 41 47
მწარმოებელი:
Argis İlaç San. Tic. A.Ş.
Yenimahalle/ანკარა/თურქეთი
ტელეფონი: (+90) 312 255 54 74
გამოყენების ინსტრუქციის დამტკიცების თარიღი: 04/12/2023.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.