კლიორო არის უფერო და გამჭვირვალე ხსნარი პიტნის არომატით. კლიორო გამოდის 30 მლ არაგამჭვირვალე PET ბოთლში, აღჭურვილი ტუმბოს ხელსაწყოთი, რომელსაც აქვს სპრეის PP თავსახური. თითოეულ კოლოფში მოთავსებულია 1 ბოთლი. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ქლორჰექსიდინი (chlorhexidine) + ბენზიდამინი (benzydamine)
- ფორმა და შეფუთვა
- (0,036გ + 0,045გ)/30მლ 30მლ ორალური სპრეი, ხსნარი პეტ-ის ბოთლი №1 გამფრქვევი მოწყობილობით
- მწარმოებელი
- Argis Ilac. San. Ve Tic. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ყელის პრეპარატები, ანტისეპტიკური საშუალებები
- ATC კოდი
- R02AA20
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040412
- რეგისტრირებულია
- 7 მარტი 2024, მოქმედებს 7 მარტი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Helba Ilac Ic ve Dis San. Tic. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ჯი.დი.ერ.ეს“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
კლიორო — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
კლიორო არის უფერო და გამჭვირვალე ხსნარი პიტნის არომატით. კლიორო გამოდის 30 მლ არაგამჭვირვალე PET ბოთლში, აღჭურვილი ტუმბოს ხელსაწყოთი, რომელსაც აქვს სპრეის PP თავსახური. თითოეულ კოლოფში მოთავსებულია 1 ბოთლი.
კლიორო შეიცავს ქლორჰექსიდინის გლუკონატს, რომელიც არის ნივთიერება ანტიმიკრობული მოქმედებით (კლავს მიკრობებს ან აჩერებს მათ გამრავლებას), და ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფს და გამოიყენება ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ, ასევე ავლენს ადგილობრივ საანესთეზიო მოქმედებას ზედაპირზე დატანისას (უზრუნველყოფს დამუშავებული უბნის დაბუჟებას).
კლიორო გამოიყენება ღრძილების ინფექციის დროს, რომელიც გამოწვეულია პირის ღრუსა და ყელის ლორწოვანი გარსის ანთებით და ტკივილით, პირის ღრუს ზედაპირული ინფექციის, ხახის ინფექციის, ნუშისებრი ჯირკვლის ინფექციის და პირის ღრუში ეროზიების დროს,
პირის ღრუსა და ყელში ანთების გამომწვევი მიკრობული დაავადებების პროფილაქტიკისთვის, ყლაპვის გაძნელების შესამსუბუქებლად და ღრძილების დაავადებების სიმპტომების მოსახსნელად,
კბილის გარშემო არსებულ ქსოვილებზე ოპერაციამდე და მის შემდეგ,
პირის ღრუს შრეების (მუკოზიტების) ანთებისას, რომელიც ვითარდება რადიოთერაპიის და კიბოს მკურნალობის შემდეგ ან სხვა მიზეზით,
ბაქტერიებით და საკვების ნარჩენებით წარმოქმნილი შრეების (კბილის ნადების) პროფილაქტიკისთვის.
მიღების წესი და დოზირება
მითითება სათანადო გამოყენებასა და დოზა/გამოყენების სიხშირესთან დაკავშირებით:
კლიორო გამოიყენება უშუალოდ ყელის ან ანთების უბანზე. ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 5-10 შესხურებას. თუ საჭიროა, გაიმეორეთ შესხურება ყოველ 1.5-3 საათში.
არ გამოიყენოთ თანმიმდევრულად 7 დღეზე მეტი დროის განმავლობაში.
მიღების წესი და მეთოდი:
კლიოროს გამოყენებასთან დაკავშირებით დაიცავით ქვემოთ მოცემული მითითება.
ნახატი 1 ნახატი 2
- გაასწორეთ საფრქვევი მილი ჰორიზონტალურად 90 გრადუსით გადაწევით, როგორც ნაჩვენებია ნახატზე 1.
- პირველად გამოყენების წინ დაიჭირეთ ის სახისგან საპირისპირო მიმართულებით (გაფრქვევა ჰაერში) და რამდენიმეჯერ დააჭირეთ ტუმბოს თავს ერთგვაროვანი სპრეის გამოსვლამდე.
თუ ჩვეულებრივ გაფრქვევა არ ხდება ან მოძრაობს საფრქვევი მილი, არ გამოიყენოთ ეს პროდუქტი და დაუბრუნეთ თქვენს ფარმაცევტს.
- სახის საწინააღმდეგო მიმართულებით პირველად სათანადოდ გაფრქვევის შემდეგ სპრეი მზად არის გამოყენებისთვის.
- დაიჭირეთ ბოთლი და გაასწორეთ თავი, როგორც ნაჩვენებია ნახატზე 2, მიმართეთ სპრეის თავი პირისკენ ან ყელისკენ და დააჭირეთ სპრეის ღილაკს.
- საჭირო რაოდენობის შესხურების შესრულების შემდეგ, დააბრუნეთ სპრეის მილი საწყის პოზიციაში, მოათავსეთ ის კოლოფში და შეინახეთ.
კლიორო გამოიყენება გაზავების გარეშე. კლიორო არ უნდა გადაყლაპოთ, ის უნდა გადაანერწყვოთ.
პირველად გამოყენების წინ, მიმართეთ სპრეის თავი თქვენი სახის საპირისპირო მხარეს და რამდენიმეჯერ დააჭირეთ ტუმბოს თავს მანამ, სანამ არ მოხდება ჩვეულებრივი გაფრქვევა.
გააღეთ პირი და შეასხურეთ პირის ღრუში სპრეის თავის მოთავსებით პირის ღრუში. მოახდინეთ სულ მცირე 4 გაფრქვევა სხვადასხვა მხარეს.
გამოყენების შემდეგ ბოთლი მოათავსეთ კოლოფში და შეინახეთ ვერტიკალურად.
კლიოროს შემადგენლობაში შემავალი ქლორჰექსიდინი ამცირებს ნადებს და ღრძილების ანთებას მკურნალობის პერიოდში. თუ კლიორო გამოიყენება პირის ღრუს სხვა ჰიგიენური საშუალებების ალტერნატივის სახით, კლიოროს ხსნარით პირის ღრუს გამოვლება საჭიროა სულ მცირე 1 წუთის განმავლობაში.
სასურველია გამოყენებამდე გაიხეხოთ კბილები, რათა შეამციროთ ფერის შეცვლა, რასაც იწვევს კლიოროს შემადგენლობაში შემავალი ქლორჰექსიდინი.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში
12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში სპრეის შესხურება უნდა განხორციელდეს უშუალოდ ყელის ან ანთების არეში. ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 5 შესხურებას. თუ საჭიროა, შესხურება გაიმეორეთ ყოველ 1.5-3 საათში.
კლიორო არ გამოიყენება 6 წლის და უმცროსი ასაკის ბავშვებში.
პრეპარატი არ გამოიყენება 6 წლიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში:
ხანდაზმულ პაციენტებში შეიძლება იგივე დოზის გამოყენება, რაც მოზრდილებში.
გამოყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში:
თირკმელების უკმარისობა/ღვიძლის უკმარისობა:
თირკმელების ან ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილის ზომების დაცვით.
თუ ფიქრობთ, რომ კლიოროს მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გადაყლაპეთ კლიოროს საჭიროზე მეტი რაოდენობა:
თუ გადაყლაპეთ კლიოროს საჭიროზე მეტი რაოდენობა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
სამკურნალწამლო ნივთიერების მიღების მეთოდის გათვალისწინებით ინტოქსიკაციის ალბათობა არ არსებობს.
თუმცა, თუ შემთხვევით გადაყლაპეთ კლიორო, მკურნალობა უნდა ჩატარდეს სიმპტომების შესაბამისად.
თუ დაგავიწყდათ კლიოროს მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
შესაძლო მოქმედება კლიოროთი მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში:
არ არის.
უკუჩვენებები
არ გამოიყენოთ, თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა ბენზიდამინის და ქლორჰექსიდინის ან კლიოროს ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.
არ გამოიყენოთ კლიორო ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.
არ გამოიყენოთ კლიორო 6 წლის და უმცროსი ასაკის ბავშვებში.
კლიორო გამოიყენეთ სიფრთხილის ზომების დაცვით შემდეგი მდგომარეობების დროს:
კლიოროს თვალში მოხვედრის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გამოიბანეთ დიდი რაოდენობის წყლით. კლიორო გამოიყენეთ მხოლოდ პირის ღრუში, დაიცავით თვალებში და ყურებში მოხვედრისგან.
კლიორო არ უნდა გადაყლაპოთ და საჭიროა მისი გადანერწყვება.
თუ ყელის ტკივილი გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით ან აღინიშნება ინფექციის ფონზე, თქვენმა ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ანტიბაქტერიული მკურნალობის დანიშვნის შესახებ კლიოროს გამოყენებასთან ერთად.
თუ გაქვთ თირკმელების და ღვიძლის ფუნქციების დარღვევები, პრეპარატი უნდა გამოიყენოთ სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვით.
პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუში ენისა და კბილების ფერის შექცევადი შეცვლა. ფერის შეცვლის მინიმუმამდე შესამცირებლად რეკომენდებულია კბილების გახეხვა გამოყენებამდე.
არ გამოიყენოთ თანმიმდევრულად 7 დღეზე მეტი დროის განმავლობაში.
თუ სიფრთხილის აღნიშნული ზომები თქვენ გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
კლიოროს გამოყენება საკვებთან და სასმელებთან ერთად
პრეპარატი არ შედის ურთიერთქმედებაში საკვებთან და სასმელებთან.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ კლიორო ორსულობის პერიოდში.
მკურნალობის პერიოდში ორსულობის დადგენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.
ძუძუთი კვება

არ გამოიყენოთ კლიორო ლაქტაციის პერიოდში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე უარყოფითი ზემოქმედება არ აღინიშნება.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია კლიოროს ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
მოცემული სამკურნალწამლო პროდუქტი შეიცავს სორბიტოლს, ამიტომ თუ თქვენთვის ექიმისგან ცნობილია, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
სხვა პრეპარატებთან კომბინირებული გამოყენება
კლიოროს არ აქვს გავლენა კონტრაცეფციაზე.
კლიოროს ერთ-ერთი მოქმედი ნივთიერება, ქლორჰექსიდინის მარილები, არ არის შეთავსებადი საპონთან და სხვა ანიონურ ნაერთებთან, ქლორამფენიკოლთან (ანტიბიოტიკის სახეობა), გარკვეულ არაორგანულ მარილებთან და ორგანულ ნაერთებთან; ბენზიდამინთან დაკავშირებით სამკურნალწამლო ურთიერთქმედების შესახებ მონაცემები არ არის.
თუ იყენებთ ან ახლახანს იყენებდით ნებისმიერ რეცეპტულ ან არარეცეპტულ პრეპარატს, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სამკურნალო საშუალების შემთხვევაში, ზოგიერთი გვერდითი მოქმედება შეიძლება აღინიშნოს პირებში, რომლებსაც აქვთ მგრძნობელობა კლიოროს შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების მიმართ.
ძალიან ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან სულ მცირე 1 პაციენტში
ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
არახშირი: შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 1000- დან 1-ზე მეტ პაციენტში.
იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 10000- დან 1-ზე მეტ პაციენტში.
ძალიან იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტებში.
უცნობია: არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია.
ქვემოთ მითითებული ნებისმიერი გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ კლიოროს გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
სუნთქვის მოულოდნელად განვითარებული გაძნელება, კანზე გამონაყარი, სახის ან/და ენის შეშუპება (ანაფილაქსია)
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა) (რომელიც ვლინდება გულის შეტევით, სისხლის მიმოქცევის დარღვევით, არტერიული წნევის დაცემით, ბრონქების შევიწროებით, გულისცემით, კანზე გამონაყარით, სიწითლით და ჭინჭრის ციებით)
ალერგიული რეაქციები (ქავილი, გამონაყარი, ბუშტუკები, ჭინჭრის ციება)
ზემოთ მოთითებული ყველა რეაქცია არის ძალიან მძიმე გვერდითი მოქმედება.
თუ მითითებული გვერდითი მოქმედებიდან ერთ-ერთი აღგენიშნათ, თქვენ გაქვთ მძიმე ალერგია კლიოროს მიმართ. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.
ეს მძიმე გვერდითი მოქმედებები არის ძალიან იშვიათი.
თუ აღგენიშნებათ ქვემოთ მითითებული ნებისმიერი გვერდითი მოქმედება, დაუკავშირდით თქვენს ექიმს:
ძალიან ხშირი:
პირის ღრუს ქსოვილის დაბუჟება
ხშირი:
ჩხვლეტის და წვის შეგრძნება პირის ღრუში
გულისრევა, ღებინება, ღებინების რეფლექსი
გემოს შეცვლა
კბილების და პირის ღრუს სხვა ზედაპირის ფერის შეცვლა (კბილების ფერის შეცვლა არ არის საზიანო და მისი მინიმუმამდე შემცირება შეიძლება კბილების გახეხვით პრეპარატის გამოყენებამდე)
კბილებზე ნადების წარმოქმნის მომატება
იშვიათი:
წვის და ჩხვლეტის შეგრძნება
ძალიან იშვიათი:
ადგილობრივი (ცალკეულ უბანზე გავრცელებული) სიმშრალე და წყურვილი, ტკივილი
სიცივის შეგრძნება პირის ღრუში
ალერგიული რეაქციები, ჰიპერმგრძნობელობა და ანაფილაქსია (მოულოდნელად განვითარებული ქოშინი, კანზე გამონაყარი, სახის ან/და ენის შეშუპება)
ლარინგოსპაზმი (ხახაში კუნთების უნებლიე სპაზმი), ბრონქოსპაზმი (სასუნთქი გზების შევიწროება)
სანერწყვე ჯირკვლის დროებით შეშუპება და გადიდება
კანის რეაქციები, გამოწვეული გაღიზიანებით, ქავილით, რომელსაც თან ახლავს გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ფოტოდერმატიტი (კანის რეაქცია სინათლეზე), ქერტლი, აქერცვლა.
პირის ღრუში ნერწყვის რაოდენობის შემცირება
სიცშირე უცნობია
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა
ხახის გაღიზიანება (გაღიზიანება ხახის არეში), ხველა
პირის ღრუს სიმშრალე ან წყურვილი
ეს კლიოროს ზომიერი გვერდითი მოქმედებაა. ეს მოვლენები ქრება დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში.
თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის პირობები
შეინახეთ კლიორო ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის დაცვით.
კლიორო არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც გასული აქვთ შენახვის ვადა ან არ იყენებთ! მიაწოდეთ ისინი გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
კლიორო არ გამოიყენოთ, თუ შენიშნავთ პროდუქტის ან/და შეფუთვის ნებისმიერ დაზიანებას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
კლიორო
- 15%+0.12% პერორალური სპრეი
(გარეგანად) გამოიყენება პირის ღრუსა და ყელის შიდა ზედაპირზე.
მოქმედი ნივთიერება: 1 ბოთლი (30 მლ) შეიცავს 36 მგ ქლორჰექსიდინის გლუკონატს და 45 მგ ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები: გლიცეროლი, სორბიტოლი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ტრიეთილციტრატი, პიტნის არომატიზატორი და დისტილირებული წყალი.
პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მოცემული გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ მოცემული გამოყენების ინსტრუქცია ინფორმაციის მისაღებად. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მოცემული პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის, არ გადასცეთ ის სხვა პირებს.
მოცემული პრეპარატის გამოყენების პერიოდში ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იყენებთ ამ პრეპარატს.
ზუსტად დაიცავით ინსტრუქცია. არ მიიღოთ პრეპარატის დანიშნულზე უფრო მაღალი ან დაბალი დოზა.
მოცემული გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგ პარაგრაფებს:
- რას წარმოადგენს კლიორო და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ კლიოროს გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება კლიორო
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
- კლიოროს შენახვის პირობები
სათაურები მითითებულია.
- რას წარმოადგენს კლიორო და რისთვის გამოიყენება
კლიორო არის უფერო და გამჭვირვალე ხსნარი პიტნის არომატით. კლიორო გამოდის 30 მლ არაგამჭვირვალე PET ბოთლში, აღჭურვილი ტუმბოს ხელსაწყოთი, რომელსაც აქვს სპრეის PP თავსახური. თითოეულ კოლოფში მოთავსებულია 1 ბოთლი.
კლიორო შეიცავს ქლორჰექსიდინის გლუკონატს, რომელიც არის ნივთიერება ანტიმიკრობული მოქმედებით (კლავს მიკრობებს ან აჩერებს მათ გამრავლებას), და ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფს და გამოიყენება ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ, ასევე ავლენს ადგილობრივ საანესთეზიო მოქმედებას ზედაპირზე დატანისას (უზრუნველყოფს დამუშავებული უბნის დაბუჟებას).
კლიორო გამოიყენება ღრძილების ინფექციის დროს, რომელიც გამოწვეულია პირის ღრუსა და ყელის ლორწოვანი გარსის ანთებით და ტკივილით, პირის ღრუს ზედაპირული ინფექციის, ხახის ინფექციის, ნუშისებრი ჯირკვლის ინფექციის და პირის ღრუში ეროზიების დროს,
პირის ღრუსა და ყელში ანთების გამომწვევი მიკრობული დაავადებების პროფილაქტიკისთვის, ყლაპვის გაძნელების შესამსუბუქებლად და ღრძილების დაავადებების სიმპტომების მოსახსნელად,
კბილის გარშემო არსებულ ქსოვილებზე ოპერაციამდე და მის შემდეგ,
პირის ღრუს შრეების (მუკოზიტების) ანთებისას, რომელიც ვითარდება რადიოთერაპიის და კიბოს მკურნალობის შემდეგ ან სხვა მიზეზით,
ბაქტერიებით და საკვების ნარჩენებით წარმოქმნილი შრეების (კბილის ნადების) პროფილაქტიკისთვის.
- რა უნდა იცოდეთ კლიოროს გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ კლიორო შემდეგ შემთხვევებში:
არ გამოიყენოთ, თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა ბენზიდამინის და ქლორჰექსიდინის ან კლიოროს ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.
არ გამოიყენოთ კლიორო ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.
არ გამოიყენოთ კლიორო 6 წლის და უმცროსი ასაკის ბავშვებში.
კლიორო გამოიყენეთ სიფრთხილის ზომების დაცვით შემდეგი მდგომარეობების დროს:
კლიოროს თვალში მოხვედრის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გამოიბანეთ დიდი რაოდენობის წყლით. კლიორო გამოიყენეთ მხოლოდ პირის ღრუში, დაიცავით თვალებში და ყურებში მოხვედრისგან.
კლიორო არ უნდა გადაყლაპოთ და საჭიროა მისი გადანერწყვება.
თუ ყელის ტკივილი გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით ან აღინიშნება ინფექციის ფონზე, თქვენმა ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ანტიბაქტერიული მკურნალობის დანიშვნის შესახებ კლიოროს გამოყენებასთან ერთად.
თუ გაქვთ თირკმელების და ღვიძლის ფუნქციების დარღვევები, პრეპარატი უნდა გამოიყენოთ სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვით.
პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუში ენისა და კბილების ფერის შექცევადი შეცვლა. ფერის შეცვლის მინიმუმამდე შესამცირებლად რეკომენდებულია კბილების გახეხვა გამოყენებამდე.
არ გამოიყენოთ თანმიმდევრულად 7 დღეზე მეტი დროის განმავლობაში.
თუ სიფრთხილის აღნიშნული ზომები თქვენ გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
კლიოროს გამოყენება საკვებთან და სასმელებთან ერთად
პრეპარატი არ შედის ურთიერთქმედებაში საკვებთან და სასმელებთან.
ორსულობა
მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ კლიორო ორსულობის პერიოდში.
მკურნალობის პერიოდში ორსულობის დადგენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.
ძუძუთი კვება
მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ კლიორო ლაქტაციის პერიოდში.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე უარყოფითი ზემოქმედება არ აღინიშნება.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია კლიოროს ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
მოცემული სამკურნალწამლო პროდუქტი შეიცავს სორბიტოლს, ამიტომ თუ თქვენთვის ექიმისგან ცნობილია, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
სხვა პრეპარატებთან კომბინირებული გამოყენება
კლიოროს არ აქვს გავლენა კონტრაცეფციაზე.
კლიოროს ერთ-ერთი მოქმედი ნივთიერება, ქლორჰექსიდინის მარილები, არ არის შეთავსებადი საპონთან და სხვა ანიონურ ნაერთებთან, ქლორამფენიკოლთან (ანტიბიოტიკის სახეობა), გარკვეულ არაორგანულ მარილებთან და ორგანულ ნაერთებთან; ბენზიდამინთან დაკავშირებით სამკურნალწამლო ურთიერთქმედების შესახებ მონაცემები არ არის.
თუ იყენებთ ან ახლახანს იყენებდით ნებისმიერ რეცეპტულ ან არარეცეპტულ პრეპარატს, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ გამოიყენება კლიორო
მითითება სათანადო გამოყენებასა და დოზა/გამოყენების სიხშირესთან დაკავშირებით:
კლიორო გამოიყენება უშუალოდ ყელის ან ანთების უბანზე. ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 5-10 შესხურებას. თუ საჭიროა, გაიმეორეთ შესხურება ყოველ 1.5-3 საათში.
არ გამოიყენოთ თანმიმდევრულად 7 დღეზე მეტი დროის განმავლობაში.
მიღების წესი და მეთოდი:
კლიოროს გამოყენებასთან დაკავშირებით დაიცავით ქვემოთ მოცემული მითითება.
ნახატი 1 ნახატი 2
- გაასწორეთ საფრქვევი მილი ჰორიზონტალურად 90 გრადუსით გადაწევით, როგორც ნაჩვენებია ნახატზე 1.
- პირველად გამოყენების წინ დაიჭირეთ ის სახისგან საპირისპირო მიმართულებით (გაფრქვევა ჰაერში) და რამდენიმეჯერ დააჭირეთ ტუმბოს თავს ერთგვაროვანი სპრეის გამოსვლამდე.
თუ ჩვეულებრივ გაფრქვევა არ ხდება ან მოძრაობს საფრქვევი მილი, არ გამოიყენოთ ეს პროდუქტი და დაუბრუნეთ თქვენს ფარმაცევტს.
- სახის საწინააღმდეგო მიმართულებით პირველად სათანადოდ გაფრქვევის შემდეგ სპრეი მზად არის გამოყენებისთვის.
- დაიჭირეთ ბოთლი და გაასწორეთ თავი, როგორც ნაჩვენებია ნახატზე 2, მიმართეთ სპრეის თავი პირისკენ ან ყელისკენ და დააჭირეთ სპრეის ღილაკს.
- საჭირო რაოდენობის შესხურების შესრულების შემდეგ, დააბრუნეთ სპრეის მილი საწყის პოზიციაში, მოათავსეთ ის კოლოფში და შეინახეთ.
კლიორო გამოიყენება გაზავების გარეშე. კლიორო არ უნდა გადაყლაპოთ, ის უნდა გადაანერწყვოთ.
პირველად გამოყენების წინ, მიმართეთ სპრეის თავი თქვენი სახის საპირისპირო მხარეს და რამდენიმეჯერ დააჭირეთ ტუმბოს თავს მანამ, სანამ არ მოხდება ჩვეულებრივი გაფრქვევა.
გააღეთ პირი და შეასხურეთ პირის ღრუში სპრეის თავის მოთავსებით პირის ღრუში. მოახდინეთ სულ მცირე 4 გაფრქვევა სხვადასხვა მხარეს.
გამოყენების შემდეგ ბოთლი მოათავსეთ კოლოფში და შეინახეთ ვერტიკალურად.
კლიოროს შემადგენლობაში შემავალი ქლორჰექსიდინი ამცირებს ნადებს და ღრძილების ანთებას მკურნალობის პერიოდში. თუ კლიორო გამოიყენება პირის ღრუს სხვა ჰიგიენური საშუალებების ალტერნატივის სახით, კლიოროს ხსნარით პირის ღრუს გამოვლება საჭიროა სულ მცირე 1 წუთის განმავლობაში.
სასურველია გამოყენებამდე გაიხეხოთ კბილები, რათა შეამციროთ ფერის შეცვლა, რასაც იწვევს კლიოროს შემადგენლობაში შემავალი ქლორჰექსიდინი.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში
12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში სპრეის შესხურება უნდა განხორციელდეს უშუალოდ ყელის ან ანთების არეში. ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 5 შესხურებას. თუ საჭიროა, შესხურება გაიმეორეთ ყოველ 1.5-3 საათში.
კლიორო არ გამოიყენება 6 წლის და უმცროსი ასაკის ბავშვებში.
პრეპარატი არ გამოიყენება 6 წლიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში:
ხანდაზმულ პაციენტებში შეიძლება იგივე დოზის გამოყენება, რაც მოზრდილებში.
გამოყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში:
თირკმელების უკმარისობა/ღვიძლის უკმარისობა:
თირკმელების ან ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილის ზომების დაცვით.
თუ ფიქრობთ, რომ კლიოროს მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გადაყლაპეთ კლიოროს საჭიროზე მეტი რაოდენობა:
თუ გადაყლაპეთ კლიოროს საჭიროზე მეტი რაოდენობა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
სამკურნალწამლო ნივთიერების მიღების მეთოდის გათვალისწინებით ინტოქსიკაციის ალბათობა არ არსებობს.
თუმცა, თუ შემთხვევით გადაყლაპეთ კლიორო, მკურნალობა უნდა ჩატარდეს სიმპტომების შესაბამისად.
თუ დაგავიწყდათ კლიოროს მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
შესაძლო მოქმედება კლიოროთი მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში:
არ არის.
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა სამკურნალო საშუალების შემთხვევაში, ზოგიერთი გვერდითი მოქმედება შეიძლება აღინიშნოს პირებში, რომლებსაც აქვთ მგრძნობელობა კლიოროს შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების მიმართ.
ძალიან ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან სულ მცირე 1 პაციენტში
ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
არახშირი: შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 1000- დან 1-ზე მეტ პაციენტში.
იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 10000- დან 1-ზე მეტ პაციენტში.
ძალიან იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტებში.
უცნობია: არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია.
ქვემოთ მითითებული ნებისმიერი გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ კლიოროს გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
სუნთქვის მოულოდნელად განვითარებული გაძნელება, კანზე გამონაყარი, სახის ან/და ენის შეშუპება (ანაფილაქსია)
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა) (რომელიც ვლინდება გულის შეტევით, სისხლის მიმოქცევის დარღვევით, არტერიული წნევის დაცემით, ბრონქების შევიწროებით, გულისცემით, კანზე გამონაყარით, სიწითლით და ჭინჭრის ციებით)
ალერგიული რეაქციები (ქავილი, გამონაყარი, ბუშტუკები, ჭინჭრის ციება)
ზემოთ მოთითებული ყველა რეაქცია არის ძალიან მძიმე გვერდითი მოქმედება.
თუ მითითებული გვერდითი მოქმედებიდან ერთ-ერთი აღგენიშნათ, თქვენ გაქვთ მძიმე ალერგია კლიოროს მიმართ. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.
ეს მძიმე გვერდითი მოქმედებები არის ძალიან იშვიათი.
თუ აღგენიშნებათ ქვემოთ მითითებული ნებისმიერი გვერდითი მოქმედება, დაუკავშირდით თქვენს ექიმს:
ძალიან ხშირი:
პირის ღრუს ქსოვილის დაბუჟება
ხშირი:
ჩხვლეტის და წვის შეგრძნება პირის ღრუში
გულისრევა, ღებინება, ღებინების რეფლექსი
გემოს შეცვლა
კბილების და პირის ღრუს სხვა ზედაპირის ფერის შეცვლა (კბილების ფერის შეცვლა არ არის საზიანო და მისი მინიმუმამდე შემცირება შეიძლება კბილების გახეხვით პრეპარატის გამოყენებამდე)
კბილებზე ნადების წარმოქმნის მომატება
იშვიათი:
წვის და ჩხვლეტის შეგრძნება
ძალიან იშვიათი:
ადგილობრივი (ცალკეულ უბანზე გავრცელებული) სიმშრალე და წყურვილი, ტკივილი
სიცივის შეგრძნება პირის ღრუში
ალერგიული რეაქციები, ჰიპერმგრძნობელობა და ანაფილაქსია (მოულოდნელად განვითარებული ქოშინი, კანზე გამონაყარი, სახის ან/და ენის შეშუპება)
ლარინგოსპაზმი (ხახაში კუნთების უნებლიე სპაზმი), ბრონქოსპაზმი (სასუნთქი გზების შევიწროება)
სანერწყვე ჯირკვლის დროებით შეშუპება და გადიდება
კანის რეაქციები, გამოწვეული გაღიზიანებით, ქავილით, რომელსაც თან ახლავს გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ფოტოდერმატიტი (კანის რეაქცია სინათლეზე), ქერტლი, აქერცვლა.
პირის ღრუში ნერწყვის რაოდენობის შემცირება
სიცშირე უცნობია
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა
ხახის გაღიზიანება (გაღიზიანება ხახის არეში), ხველა
პირის ღრუს სიმშრალე ან წყურვილი
ეს კლიოროს ზომიერი გვერდითი მოქმედებაა. ეს მოვლენები ქრება დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში.
თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- კლიოროს შენახვის პირობები
შეინახეთ კლიორო ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის დაცვით.
კლიორო არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც გასული აქვთ შენახვის ვადა ან არ იყენებთ! მიაწოდეთ ისინი გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
კლიორო არ გამოიყენოთ, თუ შენიშნავთ პროდუქტის ან/და შეფუთვის ნებისმიერ დაზიანებას.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
Helba İlaç İç ve Dış San. Tic. A.Ş.
უმრანიე/სტამბოლი/თურქეთი
ტელეფონი: (+90) 216 365 41 47
მწარმოებელი:
Argis İlaç San. Tic. A.Ş.
Yenimahalle/ანკარა/თურქეთი
ტელეფონი: (+90) 312 255 54 74
გამოყენების ინსტრუქციის დამტკიცების თარიღი: 04/12/2023.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.