პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

სუტენტი

SUTENT

რეცეპტით25მგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

სუტენტი, სიმსივნის სამკურნალოდ გამოყენებული წამალია. სუტენტის ეფექტი, სიმსივნური უჯრედების ზრდისა და გავრცელების გამომწვევი პროტეინების გარკვეული ჯგუფის მოქმედების შეფერხებით ვლინდება. სუტენტი, მოხმარებისთვის წარმოდგენილია 28 კაფსულის შემცველ ალუმინის/PVC/აკლარის ბლისტერებში. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
სუნიტინიბი (sunitinib)
ფორმა და შეფუთვა
25მგ კაფსულა №28
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, პროტეინკინაზას სხვა ინჰიბიტორები
ATC კოდი
L01EX01
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0222
რეგისტრირებულია
3 ივნისი 2022, მოქმედებს 3 ივნისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებასუტენტი და სხვა წამალი ერთად

სუტენტი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სუტენტი, სიმსივნის სამკურნალოდ გამოყენებული წამალია. სუტენტის ეფექტი, სიმსივნური უჯრედების ზრდისა და გავრცელების გამომწვევი პროტეინების გარკვეული ჯგუფის მოქმედების შეფერხებით ვლინდება.

სუტენტი, მოხმარებისთვის წარმოდგენილია 28 კაფსულის შემცველ ალუმინის/PVC/აკლარის ბლისტერებში.

სუტენტის კაფსულები, ეს არის მკვრივი ჟელატინის კაფსულები, რომელიც შედგება ორი ნაწილისგან, ზედაპირზე აქვს ოპაკური ნაბეჭდი, სხეული წარმოდგენილია ნარინჯისფერის ფერით, სახურავი კი კარამელის ფერისაა, კაფსულები მოყვითალო-ნარინჯისფერი ფერის გრანულებს შეიცავს. სუტენტის თითოეული კაფსულა 25 მგ სუნიტინიბის ექვივალენტური რაოდენობით სუნიტინიბის მალეტს შეიცავს.

სუტენტი, რენალ-უჯრედოვანი სიმსივნის და კუჭის და ნაწლავთა კედლის სტრუქტურის დამცავი ქსოვილების ავთვისებიანი სიმსივნეების და პანკრეასის ზოგიერთი სიმსივნეების სამკურნალოდ ონკოლოგის სპეციალობის მქონე ექიმის მიერ გამოგეწერებათ.

მეტასტაზური რენალ-უჯრედოვანი სიმსივნე

სუტენტი, თირკმლების მილაკოვან უჯრედებში განვითარებული რენალ-უჯრედოვანი სიმსივნის სამკურნალოდ გამოიყენება.

გასტრო-ინტესტინალური სტრომალური სიმსივნე

სუტენტი, გასტრო-ინტესტინალური სტრომალური სიმსივნის სამკურნალოდ გამოიყენება. აღნიშნული დაავადება წარმოადგენს სიმსივნის სახეობას, რომელიც კუჭის და ნაწლავების კედლის დამცავ ქსოვილზე ვითარდება. აღნიშნულ ქსოვილში ხდება სიმსივნური უჯრედების უკონტროლო ზრდა. სუტენტი, ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების ზრდას, ამ უჯრედების კვებისთვის საჭირო სისხლძარღვების განვითარებას.

პანკრეასის ნეიროენდოკრინული სიმსივნე

სუტენტი, გამოიყენება სომატოსტატინით და მისი წარმოებულებით მკურნალობის შემდეგ დაავადების პროგრესირებისას, პანკრეასის არაოპერაბელური, გავრცელებული ნეიროენდოკრინული სიმსივნეების სამკურნალოდ. აღნიშნული სიმსივნე, პანკრეასის ჰორმონ-მაპროდუცირებელი უჯრედებიდან წარმოქმნილი იშვიათი სიმსივნეა.

სუტენტის შესახებ ანდა სუტენტის თქვენთან გამოწერის მიზეზებთან დაკავშირებით კითხვების არსებობისას, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

  • სუტენტის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ექიმის მითითებები ზედმიწევნით შეასრულეთ, იმის მიუხედავად რომ ის შეიძლება აღნიშნული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული რეკომენდაციებისგან განსხვავებული იყოს.

სუტენტი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:

თუ;

სუნუტინიბის მალეატის ანდა სუტენტის შემადგენლობაში არსებული სხვა რომელიმე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) გაქვთ, სუტენტი არ გამოიყენოთ.

სუტენტი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:

თუ;

მაღალი არტერიული წნევა გაქვთ

სუტენტმა, შეიძლება არტერიული წნევის მომატება გამოიწვიოს. მკურნალობის დროს, ექიმი არტერიულ წნევას გადაამოწმებს და საჭიროებისას, შეიძლება არტერიული წნევის დაქვეითებისთვის მედიკამენტოზურ მკურნალობას დაიწყებს.

თუ, სისხლის დაავადება, სისხლდენასთან დაკავშირებული პრობლემები ანდა სისხლჩაქცევები გაქვთ,

თუ, ცხვირიდან ანდა სხვა ორგანოებიდან სისხლდენას შეამჩნევთ

სუტენტის გამოყენებამ შეიძლება სისხლდენის რისკი გაზარდოს. გარდა ამისა, შეიძლება განაპირობოს ანემიის გამომწვევი სისხლის ზოგიერთი უჯრედის რაოდენობის ცვლილება ანდა შედედების უნარის ცვლილება. თუ, სისხლის გამათხელებელ ვარფარინს ანდა აცენოკუმარილს ღებულობთ, სისხლდენის რისკი შეიძლება მაღალი იყოს. ამიტომ, თუ სუტენტის გამოყენების დროს სისხლდენა გექნებათ, თქვენს ექიმს აცნობეთ.

თუ, გულის დაავადება გაქვთ

სუტენტის გამოყენებამ შეიძლება გულის პრობლემების განვითარება გამოიწვიოს. თუ, ძლიერ დაღლილობას გრძნობთ, სუნთქვის გაძნელება გაქვთ ანდა ფეხების ანდა კოჭების შესივება გაქვთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.

თუ, გულის რითმის ანორმალური ცვლილებები გაქვთ

სუტენტის განოყენებამ შეიძლება გულის რითმის ანორმალური დარღვევების განვითარება განაპირობოს. ექიმი, სუტენტით მკურნალობის დროს გულის პრობლემების შეფასების მიზნით ელეკტროკარდიოგრაფიული გამოკვლევის გაკეთებას მოითხოვს. თუ, სუტენტით მკურნალობის დროს გაბრუებას, სისუსტეს ანდა გულისცემის რითმის დარღვევას იგრძნობთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.

თუ, ახლო პერიოდში არტერიებსა ანდა ვენებში (სისხლძარღვების სახეობა) სისხლჩაქცევა, მიოკარიდუმის ინფარქტი, სისხლძარღვის დახშობა ანდა სისხლძარღვებში სისხლის შედედების პრობლემა გაქვთ

თუ, სუტენტით მკურნალობის დროს მკერდის რეში ტკივილი ანდა ზეწოლა, ხელებში ზურგში, კისერში ანდა ყბაში ტკივილი გექნებათ, სხეულის რომელიმე ნაწილში სისუსტეს ანდა დაბუჟებას იგრძნობთ, მეტყველების პრობლემა, თავის ტკივლი ანდა თავბრუსხვევა გექნებათ, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ.

თუ, ანევრიზმა (სისხლძარღვის კედლის გაგანიერება და გათხელება) გაქვთ ანდა წარსულში გქონდათ ანდა სისხლძარღვის კედლის გახევა გადაიტანეთ

თუ, ახლო პერიოდში ან ამჟამად თრომბული მიკროანგიოპათიის სახელით ცნობილი წვრილი სისხლძრღვების დაზიანება გაქვთ

თუ, ცხელება, დაღლილობა, მოთენთილობა, სისხლჩაქცევები, სისხლდენები, შეშუპებები, ცნობიერების შემღვრევა, მხედველობის დაკარგვა და გულყრები გაქვთ, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ.

თუ, ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემა გაქვთ

სუტენტის გამოყენებამ, შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების განვითარება გამოიწვიოს. თუ, მკურნალობის დროს ნორმასთან შედარებით უფრო ადვილად იღლებით, სხვა ადამიანებთან შედრებით უფრო მეტად გცივათ ანდა ხმა გეხლიჩებათ, თქვენს ექიმს აცნობეთ. სუტენტის გამოყენებამდე და გამოყენების პერიოდში საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების რეგულარული გადამოწმება. თუ, ფარისებრი ჯირკვალი საკმარისი რაოდენობით ჰორმონს ვერ გამოყოფს, შეიძლბა საჭირო გახდეს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონით მკურნალობა.

თუ, პანკრეასის ანდა ნაღვლის ბუშტთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ

თუ, კუჭის არეში ტკივილი, გულისრევა, დისპეფსიური მოვლენები, დიარეა, ღებინება, ცხელება გაქვთ თქვენს ექიმს აცნობეთ. აღნიშნული სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს პანკრეასის ანდა ნაღვლის ბუშტის ანთებით.

თუ, პირის ღრუში ტკივილი ანდა საყლაპავის ანთება გაქვთ

თუ, კუჭ-ნაწლავის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ

თუ, ღვიძლის ფუნქციების დარღვევა გაქვთ

თუ, სუტენტით მკურნალობის დროს ქავილი, კანის ანდა თვალების სიყვითლე, მუქი ფერის შარდი, კუჭის მარჯვენა ზემო ნაწილში ტკივილი ანდა დისკომფორტის შეგრძნება ანდა მსგავსი სიმპტომები გექნებათ, თქვენს ექიმს აცნობეთ. თქვენი ექიმი, სუტენტის გამოყენებამდე და გამოყენების დროს ღვიძლის ფუნქციებს გადაამოწმებს, რისთვისაც თქვენგან სისხლის ანალიზებს აღებას მოითხოვს.

თუ, თირკმლების ფუნქციის დარღვევა გაქვთ

ექიმი, თირკმლების ფუნქციებს გადაამოწმებს.

თუ, ახლო პერიოდში ოპერაცია გაიკეთეთ ანდა ოპერაცია იგეგმება

სუტენტის მიღებამ შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს ჭრილობის შეხორცებაზე. თუ, ოპერაციის გაკეთებას აპირებთ, სუტენტის გამოყენება უნდა შეწყვიტოთ. ექიმი, სუტენტის მიღების განახლების დროს განსაზღვრავს.

თქვენი ექიმი, სუტენტით მკურნალობის დაწყებამდე შეიძლება კბილებთან დაკავშირებული პრობლემების გადამოწმებას მოითხოვს.

თუ, პირის ღრუში, ყბაში, კბილებში ტკივილი გქონდათ ანდა ამჟამად გაქვთ, პირის ღრუში იარები ანდა შეშუპებები გაქვთ, ყბის ტკივილი ანდა დაბუჟება გაქვთ ანდა კბილი ჩამოგივარდათ, თქვენს ექიმს აცნობეთ.

თუ, სტომატოლოგიურ მკურნალობას ანდა კბილებზე ქირურგიული ჩარევას საჭიროებთ, ასევე პარალელურ რეჟიმში ი.ვ. ბიფოსფონატების მიღება გიწევთ, თქვენს ექიმს აცნობეთ, რომ სუტენტს ღებულობთ.

თუ, კანის ანდა კანქვეშა ქსოვილის სერიოზული რეაქციები გამოვლინდება

სუტენტის გამოყენების დროს შეიძლება გამოვლინდეს კანის ფერის ცვლილება, სიმშრალე, გასქელება ანდა ნახეთქები, ფეხის გულების ანდა ხელის გულების იშვიათი სიწითლე ანდა ბუშტუკების წარმოქმნა. სუტენტის გამოყენების დროს შეიძლება განვითარდეს ,,განგრენული პიოდერმია’’ (კანის მტკივნეული წყლულები) ანდა ნეკროზული ფასციიტი (სიცოცხლისთვის საშიში კანის და რბილი ქსოვილების ინფექციის სწრაფი გავრცელება). აღნიშნული მდგომარეობა, სუნიტინიბის გამოყენების შეწყვეტით ალაგდება. სუნიტინიბის გამოყენების დროს დაფიქსირებულია კანის შემდეგი სახის სერიოზული გამონაყარი: წითელი წერტილოვანი გამონაყარი ანდა შუაში ბუშტუკების ანდა მრგვალი ლაქების გაჩენა (სტევენს-ჯონსონის სინდომი, ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი, მულტიფორმული ერითემა). გამონაყარი, დიფუზურად ბუშტუკების წარმოქმნას და კანის აშრევებას იწვევს, რომელიც შეიძლება სასიკვდილო იყოს. თუ, აღნიშნული მდგომარეობა გამოვლინდება, კონსულტაციისთვის მაშინვე თქვენს ექიმს მიმართეთ.

თუ, ეპილეფსიური გულყრები გაქვთ ანდა ადრე გქონდათ

თუ, მაღალი არტერიული წნევა გაქვთ, თუ, თავის ტკივილი ანდა მხედველობის დაკარგვა გაქვთ, უმოკლეს დროში თქვენს ექიმს აცნობეთ.

თუ, შაქრიანი დიაბეტი გაქვთ

დიაბეტით დაავადებულ ავადმყოფებში, სისხლში შაქრის დონის დაქვეითების რისკის შემცირების მიზნით შეიძლება საჭირო გახდეს გამოყენებული ანტიდიაბეტური წამლების დოზების რეგულირება, ამიტომ ამ დროს საჭიროა სისხლში შაქრის დონის რეგულარული კონტროლი.

თუ, სუტენტის გამოყენების დროს ფისტულა განვითარდება

თუ, გემოს შეგრძნების უნარი დაქვეითდება

თუ, კანზე გამონაყარი, სუნთქვის ანდა ყლპავის გაძნელება გამოვლინდება

თუ, სხეულის სხვადასხვა ნაწილში ანთება განვითარდება

თუ, სისხლში შაქრის დონე დაეცემა

ექიმს მიმართეთ.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, ექიმს აცნობეთ.

სუტენტის გამოყენება საკვებთან დ სასმელთან ერთად

სუტენტის გამოყენება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ასევე კვებისგან დამოუკიდებლად.

სუტენტი, გრეიფრუტთან ანდა გრეიფრუტის წვენთან ერთად არ გამოიყენოთ.

მიღების წესი და დოზირება

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

ექიმი, სიმსივნის ტიპის შესაბამისად სამკურნალოდ საჭირო დოზას შეარჩევს.

თუ, გასტრო-ინტესტინალური სტრომალური სიმსივნის ანდა თირკმლის სიმსივნის მკურნალობას გადიხართ, ჯამში 6 კვირიანი მკურნალობის კურსი უნდა ჩატარდეს, ნორმალური დოზაა 28 დღის (უწყვეტად 4 კვირა) განმავლობაში დღეში ერთხელ 50 მგ, შემდეგ კი 14 დღიანი (2 კვირა) მოსვენების (წამლის მიღების გარეშე) პერიოდი გრძელდება. თქვენი ექიმი, ამ 6 კვირიანი მკურნალობის კურსის განხორცილიების რაოდენობრივ მაჩვენებელს (რამდენი 6 კვირიანი კურსი გესაჭიროებათ) განსაზღვრავს.

თუ, პანკრეასის ნეიროენდოკრინული სიმსივნის მკურნალობას გადიხართ, ნორმალური დოზა, მოსვენების პერიოდის გარეშე წარმოადგენს 37.5 მგ ერთხელ დღეში.

გამოყენების გზა და მეთოდი:

სუტენტი, პირის გზით მიღებისთვისაა განკუთვნილი. მისი მიღება შესაძლებელია როგორც უზმოზე, მშიერ კუჭზე, ასევე საკვებთან ერთადაც. კაფსულები არ გახსნათ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

სუტენტის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში არ არის განსაზღვრული. 18 წლამდე ასაკის ბავშვებში მისი გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ახალგაზრდა და ხანდაზმულ ავადმყოფებში წამლის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მხრივ მნიშვნელოვანი სხვაობა არ ვლინდება.

სიფრთხილის ზომები

თირკმლების/ღვიძლის უკმარისობა:

ექიმი, თქვენი მდგომარეობის შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

თუ,ფიქრობთ, რომ სუტენტის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, სუტენტის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, სუტენტის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, კონსულტაციისთვის ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ. ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს სამედიცინო დახმარების მიღება.

თუ, სუტენტის მიღება დაგავიწყდებათ:

თუ, ერთი დოზის მიღება დაგავიწყდებათ, როგორც კი გაიხსენებთ გამოტოვებული დოზა მიიღეთ. თუმცა, თუ დავიწყებული დოზა მომდევნო დოზის მიღების დროსთან ახლო პერიოდში გაგახსენდებათ, დავიწყებული დოზა გამოტოვეთ.

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

მოვლენები, რომელიც სუტენტით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

სუტენტით მკურნალობის დასრულებისას, მდგომარეობის მნიშვნელოვანი ცვლილება არ ვლინდება. ექიმის კონსულტაციის გარეშე მკურნალობა არ შეწყვიტოთ.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ასევე სუტენტის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართაც მგრძნობელობის მქონე ავადმყოფებში შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, სუტენტის მიღება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ თქვენს ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

გულის პრობლემები: თუ, ძლიერ დაღლილობას გრძნობთ, ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა გიჭირთ, ფეხები ანდა კოჭები შესივებული გაქვთ, თქვენს ექიმს აცნობეთ. აღნიშნული სიმპტომები გულის პრობლემების, გულის კუნთის პრობლემების (კარდიოიოპათიის) მანიშნებელი შეიძლება იყოს.

ფილტვების ანდა სუნთქვის პრობლემები: ხველის, მკერდში ტკივილის არსებობის, უეცარი სუნთქვის შეკვრის ანდა ხველისას ნახველში სისხლის არსებობისას, თქვენს ექიმს აცნობეთ. აღნიშნული სიმპტომები შეიძლება ფილტვების თრომბოემბოლიის სახელით წოდებული მდგომარეობის მაჩვენებლი იყოს.

თირკმლების ფუნქციის დარღვევები: თუ, მოშარდვის სიხშირის ცვლილება ანდა შარდის შეკავების მსგავსი თირკმლების უკმარისობის ნიშნები გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ.

სისხლდენა: თუ, სუტენტის მკურნალობის დროს სერიოზული სისხლდენა ანდა მუცლის ტკივილი, შესივება, სისხლიანი ღებინება, შავი, წებოვანი განავალი, სისხლიანი შარდვა, თავის ტკივილი ანდა ცნობიერების დარღვევა, ხველის დროს ნახველში სისხლი ანდა ფილტებიდან ანდა სასუნთქი გზებიდან სისხლიანი ნახველის მასგავსი ნიშნები გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ.

ნაწლავების გახვრეტის (პერფორაციის) გამომწვევი სიმსივნის დესტრუქცია:

თუ, მუცლის ძლიერი ტკივილი, ცხელება, გულისრევა, ღებინება, განავალში სისხლი ანდა ნაწლავთა მოქმედების შეცვლა გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ.

ყველა აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია. თუ, ზემოთ აღნიშნულთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.

ქვემოთ მოცემულია ყველა გვერდითი ეფექტის მონაცემი, რომელიც გამოვლინების სიხშირის მიხედვით არის დალაგებული.

ორსულობა და ძუძუთი კვება

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ორსულად ხართ ანდა ფიქრობთ,რომ ორსულად ხართ ანდა ორსულობას გეგმავთ, წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ. ორსულობის პოტენციალის მქონე ქალებმა სუტენტით მკურნალობის პერიოდში ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი უნდა გამოიყენონ.

თუ, ორსულად ხართ, სუტენტი არ გამოიყენოთ.

თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობა დადასტურდება, კონსულატაციისთვის მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება -ლაქტცია

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმცევტს მიმართეთ.

თუ, ბავშვს ძუძუს აწოვებთ სუტენტი არ გამოიყენოთ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

თუ, თავბრუსხვევა ანდა დაღლილობის მსგავსი ჩივილები გაქვთ, ავტომობილის და მექანიზმების მართვის დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ.

სუტენტის შემადგენლობში არსებული ზოგიერი დამხმარე ნივთირებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

თუ, სუტენტის შემადგენლობაში არსებული დამხმარე ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა არ გაქვთ, ამ ნივთიერებებთან დაკავშირებული უარყოფითი ეფექტი არ გამოვლინდება.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი წამლებიდან რომელიმეს ღებულობთ, სუტენტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის აუცილებალდ ექიმს მიმართეთ.

ტუბერკულოზის წამლები (რიფამპიცინი)

ანტიბიოტიკები (ერითრომიცინი, კლარიტრომიცინი, რიფამპიცინი)

დეპრესიის და შფოთვის სამკრუნალო წამლები (ყვითელი კრაზანას სახელით ცნობილი ჰიპერიკუმ პერფორატუმის სახელით ცნობილი მცენარეული წამალი)

ალერგიის/სასუნთქი გზების ანდა კანის დაავადებების სამკურნალო წამლები (კორტიზონი და მასგავსი წამლები, დექსამეტაზონის მსგავსი)

ეპილეფსიის წამლები (ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი)

სოკოვანი ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული ანტიფუნგალური წამლები (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი)

აივ ინფექციის (შიდსი) სამკურნალოდ გამოყენებული წამლები(რიტონავირი)

ვარფარინი ანდა აცენოკუმარილის მსგავსი სისხლის გამათხელებელი წამლები

თუ, რეცეპტით ანდა რეცეპტის გარეშე რომელიმე წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

გვერდითი მოვლენები

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

ძალიან გავრცელებული:

სისხლის წითელი უჯრედების და/ანდა ნეიტროფილების (სისხლის თეთრი უჯრედების სახეობა) რაოდენობის შემცირება

თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენის შემცირება)

სუნთქვის გაძნელება

მაღალი არტერიული წნევა

ძლიერი დაღლილობა, ძალის დაკარგვა

კანქვეშ და თვალების ირგვლივ სითხის შეკავებით გამოწვეული ქსოვილების შეშუპება, ალერგიული გამონაყარი

პირის ღრუში ტკივილი/გაღიზიანება, პირის ღრუში იარები/ანთება/სიმშრალე, გემოს შეგრძნების დარღვევა, კუჭის პრობლემები, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, მუცლის ტკივილი/შესივება, მადის დაქვეითება/დაკარგვა

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპოთირეოზი)

გაბრუება

თავის ტკივილი

ცხვირიდან სისხლდენა

ზურგის ტკივილი, სახსრების ტკივილი

ხელების და ფეხების ტკივილი

კანის სიყვითლე/ფერის ცვლილება, კანის ძლიერი პიგმენტაცია, თმის ფერის ცვლილება, ხელის გულსა და ფეხის გულზე გამონაყარი, გამონაყარი, კანის სიმშრალე

ხველა

ცხელება

ჩაძინების გაძნელება

შეშუპება

გავრცელებული:

ვირუსების და ბაქტერიების წინააღმდეგ მებრძოლი სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება

სისხლძარღვებში თრომბის ფორმაცია

ტკივილი მკერდში, წყვეტილი სუნთქვით გამოვლენილი კორონარული არტერიების შევიწროება ანდა დახშობა, შედეგად კი გულის კუნთის მიერ სისხლის გადატუმბვის დარღვევა

ტკივილი მკერდში

მოუსვენრობა, ჩასუნთქვის გაძნელება, გულის ფრიალი და დაბალი არტერიული წნევა, რაც შეიძლება გულის მიერ გადატუმბული სისხლის რაოდენობის შემცირების მაჩვენებელი იყოს

მკერდის გვერდით არეში მჩხვლეტავი ხასიათის ტკივილით გამოვლენილი ფილტვების შეშუპება, სითხის დაგროვება

ინფექციები

სისხლში შაქრის დონის დაქვეითება. თუ, სისხლში შაქრის დაბალი დონის მაჩვენებელი სიმპტომები: დაღლილობა, გულის ფრიალი, ოფლიანობა, შიმშილის და ცნობიერების დაკარგვა ვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ.

ზოგჯერ შეშუპების გამომწვევი შარდში ცილის რაოდენობის შემცირება

გრიპის მსგავსი სიმპტომები

სისხლის ანალიზით თირკმლების და ღვიძლის ფერმენტების ანორმალური მაჩვენებლები

სისხლში ჭარბი რაოდენობით შარდმჟავას მაჩვენებელი

ბუასილი, ტკივილი სწორ ნაწლავში, ღრძილებიდან სისხლდენა, ყლაპვის გაძნელება ანდა ყლაპვის ვერ განხორციელება

ენის წვა ანდა ტკივილის შეგრძნება, საჭმლის მომნელებელი სისტემის ანთება, კუჭსა ანდა ნაწლავებში აირების ჭარბი დაგროვება

წონის დაკლება

ძვალ-კუნთოვანი სისტემის ტკივილი (კუნთებსა და ძვლებში ტკივილი), კუნთების სისუსტე, კუნთების დაღლა, კუნთების ტკივილი, კუნთების სპაზმი

ცხვირის სიმშრალე, ცხვირის გაჭედვა

ცრემლის ჭარბი პროდუქცია

კანის ანორმალური მგრძნობელობა, კანის სიმშრალე, ქავილი, კანზე გამონაყარი და ანთება, კანზე სითხის შემცველი ბუშტუკების გაჩენა, აკნე, ფრჩხილების ფერის ცვლილება, თმის ცვენა

ხელებსა და ფეხებში ანორმალური მგრძნობელობა

მგრძნობელობის ჭარბი მომატება ანდა შემცირება, განსაკუთრებით შეხების გრძნობის

კუჭის წვა

ძილიანობის შეგრძნება, დაღლილობა, გაუწყლოვანება, კანის სიმშრალით გამოვლენილოი სითხის დაკარგვა (დეჰიდრატაცია)

შეხურება, სახის სიწითლე

შარდის ანორმალური ფერი

დეპრესია

კრთომა

ნაკლებად გავრცელებული:

ქალის ანდა მამაკაცის სასქესო ორგანოების სიცოცხლისთვის საშიში რბილი ქსოვილების ინფექციები. დაზიანებული კანის ირგვლივ ტემპერატურის მომატება, შეხურება, ტკივილი, სიწითლე, შესივება ანდა ჩირქოვანი ინფექციები, აღნიშნული მდგომარეობების გამოვლინების დროს თქვენს ექიმს მიმართეთ

ინსულტი

გულისკენ სისხლის დინების შემცირებით და ან შეწყვეტით გამოწვეული მიოკარდიუმის ინფარქტი

გულის ელექტრული აქტივობის (ეკგ) ცვლილება ანდა ანორმალური გულის რითმი

მკერდში ძლიერი ტკივილით გამოვლენილი გულის ირგვლივ სითხის დაგროვება

გულისრევით, მადის დაქვეითებით, წონის დაკლებით გამოვლენილი ღვიძლის უკმარისობა

პანკრეასის ანთებით გამოწვეული მუცლის ტკივილი

განავალში სისხლის არსებობა, განავლის პრიალა წითელი ანდა მუქი შავი ფერი, რაც ნაწლავთა გახვრეტის (პერფორაციის) გამომწვევი სიმსივნის დესტრუქციითაა განპირობებული

მუცლის ტკივილით და ცხელებით გამოვლენილი ნაღვლის ბუშტის ანთება, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს ანდა არ ახლდეს ნაღვლის კენჭოვანი დაავადება

ფისტულა, ანალური ფისტულა

პირის ღრუში, კბილების ანდა ყბის ტკივილი, პირის ღრუს შესივება ანდა იარების გაჩენა, ყბაში მგრძნობელობის შემცირება ანდა სიმძიმის შეგრძნება ანდა კბილების მორყევა. აღნიშნული გვერდითი ეფექტები ყბის ძვლის დაზიანების (ოსტეონეკროზის) მაჩვენებელი შეიძლება იყოს. თუ, აღნიშნული გვერდითი ეფექტები გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ.

გადაჭარბებული გაღიზიანება, გულის ფრიალი, წონის სწრაფი დაკლება, რაც შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოების ჭარბი პროდუქციით არის გამოწვეული და რომელსაც თან ახლავს სხეულის მოსვენებულ მდგომარეობაში გამოყენებული ენერგიის რაოდენობის მომატება.

საშარდზე გზებიდან სისხლდენა

ოპერაციის შემდეგ ჭრილობის შეხორცების გაძნელება

კუნთოვანი ქსოვილით გამოწვეული სისხლის ფერმენტების (კრეატინ ფოსფოკინაზას) დონის მომატება

ალერგიის გამომწვევი ნივთიერებების მიმართ გამოვლენილი მომატებული რეაქციები: ალერგიული სურდო, კანზე გამონაყარი, კანის ქავილი, ურტიკარია, სხეულის შეშუპება და ჩასუნთქვის გაძნელების მსგავსი სიმპტომები.

სუნთქვის გაძნელება, ხველისას ნახველთან სისხლის გამოყოლება

კოლინჯის ანთება (კოლიტი, იშემიური კოლიტი)

იშვიათი

კანის ანდა ლორწოვანი გარსის სერიოზული რეაქციები (სტევენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი, მულტიფორმული ერითემა)

სიმსივნის დაშლის სინდრომი, ეს არის სიმსივნის მკურნალობის დროს გამოვლენილი მეტაბოლური პროცესი. აღნიშნული დარღვევები, მკვდარი სიმსივნური უჯრედების დაშლით წარმიქმნება და სიმპტომები შეიძლება იყოს: გულისრევა, სუნთქვის გაძნელება, გულის რითმის დარღვევა, კუნთების კრუნჩხვები, გულყრები, შარდის ფერის შემღვრევა, თირკმლის ფუნქციების დარღვევა და თირკმლების მწვავე უკმარისობის გამომწვევი ლაბორატორიული კვლევების ანორმალური შედეგები (სისხლში დიდი რაოდენობით კალიუმი, შარდმჟავა და ფოსფორი, კალციუმის დაბალი დონე), რომელთანაც დაკავშირებულია ასევე ძლიერი დაღლილობა

თირკმლების პრობლემების გამომწვევი კუნთების ანორმალური დაზიანება (რაბდომიოლიზი)

თავის ტკივილი, გონების არევა, გულყრები, მხედველობის დაკარგვის მსგავსი ცვლილებების გამომწვევი თავის ტვინის პრობლემები (შექცევადი ლეიკოენცეფალიპათიის სინდრომი)

კანზე მტკივნეული წყლულები (განგრენული პიოდერმია)

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)

კისრის არეში ძლიერი ტკივილით გამოვლენილი ფარისებრი ჯირკვლის ანთება

თრომბული მიკროანგიოპათიის სახელით ცნობილი წვრილი სისხლძრღვების დაზიანება

უცნობი:

სისხლძარღვის კედლების გაგანიერება და გათხელება ანდა სისხლძარღვის კედელზე ნახევის გაჩენა (ანევრიზმული ანდა არტერიული დისექციები)

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • სუტენტის შენახვა

სუტენტი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ <250C ოთახის ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ სუტენტი არ გამოიყენოთ. ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

თუ, პროდუქტზე ანდა შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, სუტენტი არ გამოიყენოთ.

პრეპარატი ნაგავში ანდა ნიჟარაში არ გადააგდოთ. გამოუყენებელი წამლის განადგურების საკითხთან დაკავშირებით ფარმაცევტს მიმართეთ.

ციტოსტატიკური და ციტოტოქსიკური სამედიცინო პროდუქტების გამოყენების შედეგად დაცლილი შიგა შეფუთვების ნარჩენები- საშიში ნარჩენებია და ამ ნარჩენების მართვა 2/4/2015 დათარიღებულ და 29314-ე ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნებული ნაჩენების მართვის რეგულაციის შესაბამისად უნდა მოხდეს.

ლიცენზიის მფლობელი: ს.ს. პფაიზერის PFE წამლები

მასწავლებელ ნაჯის ქ. 55. 34347. ორთაქოი-სტამბოლი.

წარმოების ადგილი: Pfizer Italia S.r.l. Ascoli Piceno

იტალია

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 05.12.2019-ში დამოწმებულია.

Pfizer

22

PAP PAA157410 თარჯიმანი ნაილა იდნოევი

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

სუტენტიR 25 მგ კაფსულა

განკუთვნილია პირის (ორალური) გზით მიღებისთვის

ციტოსტატიკური

მოქმედი ნივთიერება: 25 მგ სუნიტინიბის ექვივალენტური რაოდენობით 33,4 მგ სუნიტინიბის მალეატი

დამხმარე ნივთიერებები:

კაფსულის შემადგენლობა: მანიტოლი (E421), ნატრიუმის კროსკარმელოზა (E468), პოვიდონი, სუფთა წყალი, მაგნიუმის (E572).

კაფსულის გარსი (ნაბეჭდი, ნარინჯისფერი/კარამელის ფერი, ზომა#3, მკვრივი ჟელატინის კაფსულა): რკინის შავი ოქსსიდი (E172i), რკინის წითელი ოქსიდი (E172ii), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172iii), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი (E441).

თეთრი ბეჭდური მელანი: შელაკი (E904), დეჰიდრატირებული სპირტი, იზოპროპილის სპირტი, ბუტილის სპირტი, პროპილენ გლიკოლი (E1520), ნატრიუმის ჰიდროქსიდი (E524), პოვიდონი, ტიტანის დიოქსიდი (E171). პროდუქტი, მსხვილფეხა რქოსანის წარმოშობის ჟელატინს შეიცავს.

აღნიშნული წამლის მიღებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.

დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.

აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.

აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.

წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

რა არის და რისთვის გამოიყენება სუტენტი ?

სუტენტის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

როგორ გამოიყენება სუტენტი ?

რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?

სუტენტის შენახვა

  • რა არის და რისთვის გამოიყენება სუტენტი ?

სუტენტი, სიმსივნის სამკურნალოდ გამოყენებული წამალია. სუტენტის ეფექტი, სიმსივნური უჯრედების ზრდისა და გავრცელების გამომწვევი პროტეინების გარკვეული ჯგუფის მოქმედების შეფერხებით ვლინდება.

სუტენტი, მოხმარებისთვის წარმოდგენილია 28 კაფსულის შემცველ ალუმინის/PVC/აკლარის ბლისტერებში.

სუტენტის კაფსულები, ეს არის მკვრივი ჟელატინის კაფსულები, რომელიც შედგება ორი ნაწილისგან, ზედაპირზე აქვს ოპაკური ნაბეჭდი, სხეული წარმოდგენილია ნარინჯისფერის ფერით, სახურავი კი კარამელის ფერისაა, კაფსულები მოყვითალო-ნარინჯისფერი ფერის გრანულებს შეიცავს. სუტენტის თითოეული კაფსულა 25 მგ სუნიტინიბის ექვივალენტური რაოდენობით სუნიტინიბის მალეტს შეიცავს.

სუტენტი, რენალ-უჯრედოვანი სიმსივნის და კუჭის და ნაწლავთა კედლის სტრუქტურის დამცავი ქსოვილების ავთვისებიანი სიმსივნეების და პანკრეასის ზოგიერთი სიმსივნეების სამკურნალოდ ონკოლოგის სპეციალობის მქონე ექიმის მიერ გამოგეწერებათ.

მეტასტაზური რენალ-უჯრედოვანი სიმსივნე

სუტენტი, თირკმლების მილაკოვან უჯრედებში განვითარებული რენალ-უჯრედოვანი სიმსივნის სამკურნალოდ გამოიყენება.

გასტრო-ინტესტინალური სტრომალური სიმსივნე

სუტენტი, გასტრო-ინტესტინალური სტრომალური სიმსივნის სამკურნალოდ გამოიყენება. აღნიშნული დაავადება წარმოადგენს სიმსივნის სახეობას, რომელიც კუჭის და ნაწლავების კედლის დამცავ ქსოვილზე ვითარდება. აღნიშნულ ქსოვილში ხდება სიმსივნური უჯრედების უკონტროლო ზრდა. სუტენტი, ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების ზრდას, ამ უჯრედების კვებისთვის საჭირო სისხლძარღვების განვითარებას.

პანკრეასის ნეიროენდოკრინული სიმსივნე

სუტენტი, გამოიყენება სომატოსტატინით და მისი წარმოებულებით მკურნალობის შემდეგ დაავადების პროგრესირებისას, პანკრეასის არაოპერაბელური, გავრცელებული ნეიროენდოკრინული სიმსივნეების სამკურნალოდ. აღნიშნული სიმსივნე, პანკრეასის ჰორმონ-მაპროდუცირებელი უჯრედებიდან წარმოქმნილი იშვიათი სიმსივნეა.

სუტენტის შესახებ ანდა სუტენტის თქვენთან გამოწერის მიზეზებთან დაკავშირებით კითხვების არსებობისას, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

  • სუტენტის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ექიმის მითითებები ზედმიწევნით შეასრულეთ, იმის მიუხედავად რომ ის შეიძლება აღნიშნული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული რეკომენდაციებისგან განსხვავებული იყოს.

სუტენტი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:

თუ;

სუნუტინიბის მალეატის ანდა სუტენტის შემადგენლობაში არსებული სხვა რომელიმე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) გაქვთ, სუტენტი არ გამოიყენოთ.

სუტენტი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:

თუ;

მაღალი არტერიული წნევა გაქვთ

სუტენტმა, შეიძლება არტერიული წნევის მომატება გამოიწვიოს. მკურნალობის დროს, ექიმი არტერიულ წნევას გადაამოწმებს და საჭიროებისას, შეიძლება არტერიული წნევის დაქვეითებისთვის მედიკამენტოზურ მკურნალობას დაიწყებს.

თუ, სისხლის დაავადება, სისხლდენასთან დაკავშირებული პრობლემები ანდა სისხლჩაქცევები გაქვთ,

თუ, ცხვირიდან ანდა სხვა ორგანოებიდან სისხლდენას შეამჩნევთ

სუტენტის გამოყენებამ შეიძლება სისხლდენის რისკი გაზარდოს. გარდა ამისა, შეიძლება განაპირობოს ანემიის გამომწვევი სისხლის ზოგიერთი უჯრედის რაოდენობის ცვლილება ანდა შედედების უნარის ცვლილება. თუ, სისხლის გამათხელებელ ვარფარინს ანდა აცენოკუმარილს ღებულობთ, სისხლდენის რისკი შეიძლება მაღალი იყოს. ამიტომ, თუ სუტენტის გამოყენების დროს სისხლდენა გექნებათ, თქვენს ექიმს აცნობეთ.

თუ, გულის დაავადება გაქვთ

სუტენტის გამოყენებამ შეიძლება გულის პრობლემების განვითარება გამოიწვიოს. თუ, ძლიერ დაღლილობას გრძნობთ, სუნთქვის გაძნელება გაქვთ ანდა ფეხების ანდა კოჭების შესივება გაქვთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.

თუ, გულის რითმის ანორმალური ცვლილებები გაქვთ

სუტენტის განოყენებამ შეიძლება გულის რითმის ანორმალური დარღვევების განვითარება განაპირობოს. ექიმი, სუტენტით მკურნალობის დროს გულის პრობლემების შეფასების მიზნით ელეკტროკარდიოგრაფიული გამოკვლევის გაკეთებას მოითხოვს. თუ, სუტენტით მკურნალობის დროს გაბრუებას, სისუსტეს ანდა გულისცემის რითმის დარღვევას იგრძნობთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.

თუ, ახლო პერიოდში არტერიებსა ანდა ვენებში (სისხლძარღვების სახეობა) სისხლჩაქცევა, მიოკარიდუმის ინფარქტი, სისხლძარღვის დახშობა ანდა სისხლძარღვებში სისხლის შედედების პრობლემა გაქვთ

თუ, სუტენტით მკურნალობის დროს მკერდის რეში ტკივილი ანდა ზეწოლა, ხელებში ზურგში, კისერში ანდა ყბაში ტკივილი გექნებათ, სხეულის რომელიმე ნაწილში სისუსტეს ანდა დაბუჟებას იგრძნობთ, მეტყველების პრობლემა, თავის ტკივლი ანდა თავბრუსხვევა გექნებათ, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ.

თუ, ანევრიზმა (სისხლძარღვის კედლის გაგანიერება და გათხელება) გაქვთ ანდა წარსულში გქონდათ ანდა სისხლძარღვის კედლის გახევა გადაიტანეთ

თუ, ახლო პერიოდში ან ამჟამად თრომბული მიკროანგიოპათიის სახელით ცნობილი წვრილი სისხლძრღვების დაზიანება გაქვთ

თუ, ცხელება, დაღლილობა, მოთენთილობა, სისხლჩაქცევები, სისხლდენები, შეშუპებები, ცნობიერების შემღვრევა, მხედველობის დაკარგვა და გულყრები გაქვთ, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ.

თუ, ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემა გაქვთ

სუტენტის გამოყენებამ, შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების განვითარება გამოიწვიოს. თუ, მკურნალობის დროს ნორმასთან შედარებით უფრო ადვილად იღლებით, სხვა ადამიანებთან შედრებით უფრო მეტად გცივათ ანდა ხმა გეხლიჩებათ, თქვენს ექიმს აცნობეთ. სუტენტის გამოყენებამდე და გამოყენების პერიოდში საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების რეგულარული გადამოწმება. თუ, ფარისებრი ჯირკვალი საკმარისი რაოდენობით ჰორმონს ვერ გამოყოფს, შეიძლბა საჭირო გახდეს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონით მკურნალობა.

თუ, პანკრეასის ანდა ნაღვლის ბუშტთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ

თუ, კუჭის არეში ტკივილი, გულისრევა, დისპეფსიური მოვლენები, დიარეა, ღებინება, ცხელება გაქვთ თქვენს ექიმს აცნობეთ. აღნიშნული სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს პანკრეასის ანდა ნაღვლის ბუშტის ანთებით.

თუ, პირის ღრუში ტკივილი ანდა საყლაპავის ანთება გაქვთ

თუ, კუჭ-ნაწლავის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ

თუ, ღვიძლის ფუნქციების დარღვევა გაქვთ

თუ, სუტენტით მკურნალობის დროს ქავილი, კანის ანდა თვალების სიყვითლე, მუქი ფერის შარდი, კუჭის მარჯვენა ზემო ნაწილში ტკივილი ანდა დისკომფორტის შეგრძნება ანდა მსგავსი სიმპტომები გექნებათ, თქვენს ექიმს აცნობეთ. თქვენი ექიმი, სუტენტის გამოყენებამდე და გამოყენების დროს ღვიძლის ფუნქციებს გადაამოწმებს, რისთვისაც თქვენგან სისხლის ანალიზებს აღებას მოითხოვს.

თუ, თირკმლების ფუნქციის დარღვევა გაქვთ

ექიმი, თირკმლების ფუნქციებს გადაამოწმებს.

თუ, ახლო პერიოდში ოპერაცია გაიკეთეთ ანდა ოპერაცია იგეგმება

სუტენტის მიღებამ შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს ჭრილობის შეხორცებაზე. თუ, ოპერაციის გაკეთებას აპირებთ, სუტენტის გამოყენება უნდა შეწყვიტოთ. ექიმი, სუტენტის მიღების განახლების დროს განსაზღვრავს.

თქვენი ექიმი, სუტენტით მკურნალობის დაწყებამდე შეიძლება კბილებთან დაკავშირებული პრობლემების გადამოწმებას მოითხოვს.

თუ, პირის ღრუში, ყბაში, კბილებში ტკივილი გქონდათ ანდა ამჟამად გაქვთ, პირის ღრუში იარები ანდა შეშუპებები გაქვთ, ყბის ტკივილი ანდა დაბუჟება გაქვთ ანდა კბილი ჩამოგივარდათ, თქვენს ექიმს აცნობეთ.

თუ, სტომატოლოგიურ მკურნალობას ანდა კბილებზე ქირურგიული ჩარევას საჭიროებთ, ასევე პარალელურ რეჟიმში ი.ვ. ბიფოსფონატების მიღება გიწევთ, თქვენს ექიმს აცნობეთ, რომ სუტენტს ღებულობთ.

თუ, კანის ანდა კანქვეშა ქსოვილის სერიოზული რეაქციები გამოვლინდება

სუტენტის გამოყენების დროს შეიძლება გამოვლინდეს კანის ფერის ცვლილება, სიმშრალე, გასქელება ანდა ნახეთქები, ფეხის გულების ანდა ხელის გულების იშვიათი სიწითლე ანდა ბუშტუკების წარმოქმნა. სუტენტის გამოყენების დროს შეიძლება განვითარდეს ,,განგრენული პიოდერმია’’ (კანის მტკივნეული წყლულები) ანდა ნეკროზული ფასციიტი (სიცოცხლისთვის საშიში კანის და რბილი ქსოვილების ინფექციის სწრაფი გავრცელება). აღნიშნული მდგომარეობა, სუნიტინიბის გამოყენების შეწყვეტით ალაგდება. სუნიტინიბის გამოყენების დროს დაფიქსირებულია კანის შემდეგი სახის სერიოზული გამონაყარი: წითელი წერტილოვანი გამონაყარი ანდა შუაში ბუშტუკების ანდა მრგვალი ლაქების გაჩენა (სტევენს-ჯონსონის სინდომი, ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი, მულტიფორმული ერითემა). გამონაყარი, დიფუზურად ბუშტუკების წარმოქმნას და კანის აშრევებას იწვევს, რომელიც შეიძლება სასიკვდილო იყოს. თუ, აღნიშნული მდგომარეობა გამოვლინდება, კონსულტაციისთვის მაშინვე თქვენს ექიმს მიმართეთ.

თუ, ეპილეფსიური გულყრები გაქვთ ანდა ადრე გქონდათ

თუ, მაღალი არტერიული წნევა გაქვთ, თუ, თავის ტკივილი ანდა მხედველობის დაკარგვა გაქვთ, უმოკლეს დროში თქვენს ექიმს აცნობეთ.

თუ, შაქრიანი დიაბეტი გაქვთ

დიაბეტით დაავადებულ ავადმყოფებში, სისხლში შაქრის დონის დაქვეითების რისკის შემცირების მიზნით შეიძლება საჭირო გახდეს გამოყენებული ანტიდიაბეტური წამლების დოზების რეგულირება, ამიტომ ამ დროს საჭიროა სისხლში შაქრის დონის რეგულარული კონტროლი.

თუ, სუტენტის გამოყენების დროს ფისტულა განვითარდება

თუ, გემოს შეგრძნების უნარი დაქვეითდება

თუ, კანზე გამონაყარი, სუნთქვის ანდა ყლპავის გაძნელება გამოვლინდება

თუ, სხეულის სხვადასხვა ნაწილში ანთება განვითარდება

თუ, სისხლში შაქრის დონე დაეცემა

ექიმს მიმართეთ.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, ექიმს აცნობეთ.

სუტენტის გამოყენება საკვებთან დ სასმელთან ერთად

სუტენტის გამოყენება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ასევე კვებისგან დამოუკიდებლად.

სუტენტი, გრეიფრუტთან ანდა გრეიფრუტის წვენთან ერთად არ გამოიყენოთ.

ორსულობა:

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ორსულად ხართ ანდა ფიქრობთ,რომ ორსულად ხართ ანდა ორსულობას გეგმავთ, წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ. ორსულობის პოტენციალის მქონე ქალებმა სუტენტით მკურნალობის პერიოდში ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი უნდა გამოიყენონ.

თუ, ორსულად ხართ, სუტენტი არ გამოიყენოთ.

თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობა დადასტურდება, კონსულატაციისთვის მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება -ლაქტცია

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმცევტს მიმართეთ.

თუ, ბავშვს ძუძუს აწოვებთ სუტენტი არ გამოიყენოთ.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

თუ, თავბრუსხვევა ანდა დაღლილობის მსგავსი ჩივილები გაქვთ, ავტომობილის და მექანიზმების მართვის დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ.

სუტენტის შემადგენლობში არსებული ზოგიერი დამხმარე ნივთირებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

თუ, სუტენტის შემადგენლობაში არსებული დამხმარე ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა არ გაქვთ, ამ ნივთიერებებთან დაკავშირებული უარყოფითი ეფექტი არ გამოვლინდება.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი წამლებიდან რომელიმეს ღებულობთ, სუტენტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის აუცილებალდ ექიმს მიმართეთ.

ტუბერკულოზის წამლები (რიფამპიცინი)

ანტიბიოტიკები (ერითრომიცინი, კლარიტრომიცინი, რიფამპიცინი)

დეპრესიის და შფოთვის სამკრუნალო წამლები (ყვითელი კრაზანას სახელით ცნობილი ჰიპერიკუმ პერფორატუმის სახელით ცნობილი მცენარეული წამალი)

ალერგიის/სასუნთქი გზების ანდა კანის დაავადებების სამკურნალო წამლები (კორტიზონი და მასგავსი წამლები, დექსამეტაზონის მსგავსი)

ეპილეფსიის წამლები (ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი)

სოკოვანი ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული ანტიფუნგალური წამლები (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი)

აივ ინფექციის (შიდსი) სამკურნალოდ გამოყენებული წამლები(რიტონავირი)

ვარფარინი ანდა აცენოკუმარილის მსგავსი სისხლის გამათხელებელი წამლები

თუ, რეცეპტით ანდა რეცეპტის გარეშე რომელიმე წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

  • როგორ გამოიყენება სუტენტი ?

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

ექიმი, სიმსივნის ტიპის შესაბამისად სამკურნალოდ საჭირო დოზას შეარჩევს.

თუ, გასტრო-ინტესტინალური სტრომალური სიმსივნის ანდა თირკმლის სიმსივნის მკურნალობას გადიხართ, ჯამში 6 კვირიანი მკურნალობის კურსი უნდა ჩატარდეს, ნორმალური დოზაა 28 დღის (უწყვეტად 4 კვირა) განმავლობაში დღეში ერთხელ 50 მგ, შემდეგ კი 14 დღიანი (2 კვირა) მოსვენების (წამლის მიღების გარეშე) პერიოდი გრძელდება. თქვენი ექიმი, ამ 6 კვირიანი მკურნალობის კურსის განხორცილიების რაოდენობრივ მაჩვენებელს (რამდენი 6 კვირიანი კურსი გესაჭიროებათ) განსაზღვრავს.

თუ, პანკრეასის ნეიროენდოკრინული სიმსივნის მკურნალობას გადიხართ, ნორმალური დოზა, მოსვენების პერიოდის გარეშე წარმოადგენს 37.5 მგ ერთხელ დღეში.

გამოყენების გზა და მეთოდი:

სუტენტი, პირის გზით მიღებისთვისაა განკუთვნილი. მისი მიღება შესაძლებელია როგორც უზმოზე, მშიერ კუჭზე, ასევე საკვებთან ერთადაც. კაფსულები არ გახსნათ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

სუტენტის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში არ არის განსაზღვრული. 18 წლამდე ასაკის ბავშვებში მისი გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ახალგაზრდა და ხანდაზმულ ავადმყოფებში წამლის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მხრივ მნიშვნელოვანი სხვაობა არ ვლინდება.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების/ღვიძლის უკმარისობა:

ექიმი, თქვენი მდგომარეობის შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

თუ,ფიქრობთ, რომ სუტენტის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, სუტენტის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, სუტენტის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, კონსულტაციისთვის ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ. ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს სამედიცინო დახმარების მიღება.

თუ, სუტენტის მიღება დაგავიწყდებათ:

თუ, ერთი დოზის მიღება დაგავიწყდებათ, როგორც კი გაიხსენებთ გამოტოვებული დოზა მიიღეთ. თუმცა, თუ დავიწყებული დოზა მომდევნო დოზის მიღების დროსთან ახლო პერიოდში გაგახსენდებათ, დავიწყებული დოზა გამოტოვეთ.

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

მოვლენები, რომელიც სუტენტით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

სუტენტით მკურნალობის დასრულებისას, მდგომარეობის მნიშვნელოვანი ცვლილება არ ვლინდება. ექიმის კონსულტაციის გარეშე მკურნალობა არ შეწყვიტოთ.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ასევე სუტენტის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართაც მგრძნობელობის მქონე ავადმყოფებში შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, სუტენტის მიღება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ თქვენს ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

გულის პრობლემები: თუ, ძლიერ დაღლილობას გრძნობთ, ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა გიჭირთ, ფეხები ანდა კოჭები შესივებული გაქვთ, თქვენს ექიმს აცნობეთ. აღნიშნული სიმპტომები გულის პრობლემების, გულის კუნთის პრობლემების (კარდიოიოპათიის) მანიშნებელი შეიძლება იყოს.

ფილტვების ანდა სუნთქვის პრობლემები: ხველის, მკერდში ტკივილის არსებობის, უეცარი სუნთქვის შეკვრის ანდა ხველისას ნახველში სისხლის არსებობისას, თქვენს ექიმს აცნობეთ. აღნიშნული სიმპტომები შეიძლება ფილტვების თრომბოემბოლიის სახელით წოდებული მდგომარეობის მაჩვენებლი იყოს.

თირკმლების ფუნქციის დარღვევები: თუ, მოშარდვის სიხშირის ცვლილება ანდა შარდის შეკავების მსგავსი თირკმლების უკმარისობის ნიშნები გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ.

სისხლდენა: თუ, სუტენტის მკურნალობის დროს სერიოზული სისხლდენა ანდა მუცლის ტკივილი, შესივება, სისხლიანი ღებინება, შავი, წებოვანი განავალი, სისხლიანი შარდვა, თავის ტკივილი ანდა ცნობიერების დარღვევა, ხველის დროს ნახველში სისხლი ანდა ფილტებიდან ანდა სასუნთქი გზებიდან სისხლიანი ნახველის მასგავსი ნიშნები გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ.

ნაწლავების გახვრეტის (პერფორაციის) გამომწვევი სიმსივნის დესტრუქცია:

თუ, მუცლის ძლიერი ტკივილი, ცხელება, გულისრევა, ღებინება, განავალში სისხლი ანდა ნაწლავთა მოქმედების შეცვლა გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ.

ყველა აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია. თუ, ზემოთ აღნიშნულთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.

ქვემოთ მოცემულია ყველა გვერდითი ეფექტის მონაცემი, რომელიც გამოვლინების სიხშირის მიხედვით არის დალაგებული.

გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა კლასიფიცირებული:

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

ძალიან გავრცელებული:

სისხლის წითელი უჯრედების და/ანდა ნეიტროფილების (სისხლის თეთრი უჯრედების სახეობა) რაოდენობის შემცირება

თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენის შემცირება)

სუნთქვის გაძნელება

მაღალი არტერიული წნევა

ძლიერი დაღლილობა, ძალის დაკარგვა

კანქვეშ და თვალების ირგვლივ სითხის შეკავებით გამოწვეული ქსოვილების შეშუპება, ალერგიული გამონაყარი

პირის ღრუში ტკივილი/გაღიზიანება, პირის ღრუში იარები/ანთება/სიმშრალე, გემოს შეგრძნების დარღვევა, კუჭის პრობლემები, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, მუცლის ტკივილი/შესივება, მადის დაქვეითება/დაკარგვა

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპოთირეოზი)

გაბრუება

თავის ტკივილი

ცხვირიდან სისხლდენა

ზურგის ტკივილი, სახსრების ტკივილი

ხელების და ფეხების ტკივილი

კანის სიყვითლე/ფერის ცვლილება, კანის ძლიერი პიგმენტაცია, თმის ფერის ცვლილება, ხელის გულსა და ფეხის გულზე გამონაყარი, გამონაყარი, კანის სიმშრალე

ხველა

ცხელება

ჩაძინების გაძნელება

შეშუპება

გავრცელებული:

ვირუსების და ბაქტერიების წინააღმდეგ მებრძოლი სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება

სისხლძარღვებში თრომბის ფორმაცია

ტკივილი მკერდში, წყვეტილი სუნთქვით გამოვლენილი კორონარული არტერიების შევიწროება ანდა დახშობა, შედეგად კი გულის კუნთის მიერ სისხლის გადატუმბვის დარღვევა

ტკივილი მკერდში

მოუსვენრობა, ჩასუნთქვის გაძნელება, გულის ფრიალი და დაბალი არტერიული წნევა, რაც შეიძლება გულის მიერ გადატუმბული სისხლის რაოდენობის შემცირების მაჩვენებელი იყოს

მკერდის გვერდით არეში მჩხვლეტავი ხასიათის ტკივილით გამოვლენილი ფილტვების შეშუპება, სითხის დაგროვება

ინფექციები

სისხლში შაქრის დონის დაქვეითება. თუ, სისხლში შაქრის დაბალი დონის მაჩვენებელი სიმპტომები: დაღლილობა, გულის ფრიალი, ოფლიანობა, შიმშილის და ცნობიერების დაკარგვა ვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ.

ზოგჯერ შეშუპების გამომწვევი შარდში ცილის რაოდენობის შემცირება

გრიპის მსგავსი სიმპტომები

სისხლის ანალიზით თირკმლების და ღვიძლის ფერმენტების ანორმალური მაჩვენებლები

სისხლში ჭარბი რაოდენობით შარდმჟავას მაჩვენებელი

ბუასილი, ტკივილი სწორ ნაწლავში, ღრძილებიდან სისხლდენა, ყლაპვის გაძნელება ანდა ყლაპვის ვერ განხორციელება

ენის წვა ანდა ტკივილის შეგრძნება, საჭმლის მომნელებელი სისტემის ანთება, კუჭსა ანდა ნაწლავებში აირების ჭარბი დაგროვება

წონის დაკლება

ძვალ-კუნთოვანი სისტემის ტკივილი (კუნთებსა და ძვლებში ტკივილი), კუნთების სისუსტე, კუნთების დაღლა, კუნთების ტკივილი, კუნთების სპაზმი

ცხვირის სიმშრალე, ცხვირის გაჭედვა

ცრემლის ჭარბი პროდუქცია

კანის ანორმალური მგრძნობელობა, კანის სიმშრალე, ქავილი, კანზე გამონაყარი და ანთება, კანზე სითხის შემცველი ბუშტუკების გაჩენა, აკნე, ფრჩხილების ფერის ცვლილება, თმის ცვენა

ხელებსა და ფეხებში ანორმალური მგრძნობელობა

მგრძნობელობის ჭარბი მომატება ანდა შემცირება, განსაკუთრებით შეხების გრძნობის

კუჭის წვა

ძილიანობის შეგრძნება, დაღლილობა, გაუწყლოვანება, კანის სიმშრალით გამოვლენილოი სითხის დაკარგვა (დეჰიდრატაცია)

შეხურება, სახის სიწითლე

შარდის ანორმალური ფერი

დეპრესია

კრთომა

ნაკლებად გავრცელებული:

ქალის ანდა მამაკაცის სასქესო ორგანოების სიცოცხლისთვის საშიში რბილი ქსოვილების ინფექციები. დაზიანებული კანის ირგვლივ ტემპერატურის მომატება, შეხურება, ტკივილი, სიწითლე, შესივება ანდა ჩირქოვანი ინფექციები, აღნიშნული მდგომარეობების გამოვლინების დროს თქვენს ექიმს მიმართეთ

ინსულტი

გულისკენ სისხლის დინების შემცირებით და ან შეწყვეტით გამოწვეული მიოკარდიუმის ინფარქტი

გულის ელექტრული აქტივობის (ეკგ) ცვლილება ანდა ანორმალური გულის რითმი

მკერდში ძლიერი ტკივილით გამოვლენილი გულის ირგვლივ სითხის დაგროვება

გულისრევით, მადის დაქვეითებით, წონის დაკლებით გამოვლენილი ღვიძლის უკმარისობა

პანკრეასის ანთებით გამოწვეული მუცლის ტკივილი

განავალში სისხლის არსებობა, განავლის პრიალა წითელი ანდა მუქი შავი ფერი, რაც ნაწლავთა გახვრეტის (პერფორაციის) გამომწვევი სიმსივნის დესტრუქციითაა განპირობებული

მუცლის ტკივილით და ცხელებით გამოვლენილი ნაღვლის ბუშტის ანთება, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს ანდა არ ახლდეს ნაღვლის კენჭოვანი დაავადება

ფისტულა, ანალური ფისტულა

პირის ღრუში, კბილების ანდა ყბის ტკივილი, პირის ღრუს შესივება ანდა იარების გაჩენა, ყბაში მგრძნობელობის შემცირება ანდა სიმძიმის შეგრძნება ანდა კბილების მორყევა. აღნიშნული გვერდითი ეფექტები ყბის ძვლის დაზიანების (ოსტეონეკროზის) მაჩვენებელი შეიძლება იყოს. თუ, აღნიშნული გვერდითი ეფექტები გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ.

გადაჭარბებული გაღიზიანება, გულის ფრიალი, წონის სწრაფი დაკლება, რაც შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოების ჭარბი პროდუქციით არის გამოწვეული და რომელსაც თან ახლავს სხეულის მოსვენებულ მდგომარეობაში გამოყენებული ენერგიის რაოდენობის მომატება.

საშარდზე გზებიდან სისხლდენა

ოპერაციის შემდეგ ჭრილობის შეხორცების გაძნელება

კუნთოვანი ქსოვილით გამოწვეული სისხლის ფერმენტების (კრეატინ ფოსფოკინაზას) დონის მომატება

ალერგიის გამომწვევი ნივთიერებების მიმართ გამოვლენილი მომატებული რეაქციები: ალერგიული სურდო, კანზე გამონაყარი, კანის ქავილი, ურტიკარია, სხეულის შეშუპება და ჩასუნთქვის გაძნელების მსგავსი სიმპტომები.

სუნთქვის გაძნელება, ხველისას ნახველთან სისხლის გამოყოლება

კოლინჯის ანთება (კოლიტი, იშემიური კოლიტი)

იშვიათი

კანის ანდა ლორწოვანი გარსის სერიოზული რეაქციები (სტევენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი, მულტიფორმული ერითემა)

სიმსივნის დაშლის სინდრომი, ეს არის სიმსივნის მკურნალობის დროს გამოვლენილი მეტაბოლური პროცესი. აღნიშნული დარღვევები, მკვდარი სიმსივნური უჯრედების დაშლით წარმიქმნება და სიმპტომები შეიძლება იყოს: გულისრევა, სუნთქვის გაძნელება, გულის რითმის დარღვევა, კუნთების კრუნჩხვები, გულყრები, შარდის ფერის შემღვრევა, თირკმლის ფუნქციების დარღვევა და თირკმლების მწვავე უკმარისობის გამომწვევი ლაბორატორიული კვლევების ანორმალური შედეგები (სისხლში დიდი რაოდენობით კალიუმი, შარდმჟავა და ფოსფორი, კალციუმის დაბალი დონე), რომელთანაც დაკავშირებულია ასევე ძლიერი დაღლილობა

თირკმლების პრობლემების გამომწვევი კუნთების ანორმალური დაზიანება (რაბდომიოლიზი)

თავის ტკივილი, გონების არევა, გულყრები, მხედველობის დაკარგვის მსგავსი ცვლილებების გამომწვევი თავის ტვინის პრობლემები (შექცევადი ლეიკოენცეფალიპათიის სინდრომი)

კანზე მტკივნეული წყლულები (განგრენული პიოდერმია)

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)

კისრის არეში ძლიერი ტკივილით გამოვლენილი ფარისებრი ჯირკვლის ანთება

თრომბული მიკროანგიოპათიის სახელით ცნობილი წვრილი სისხლძრღვების დაზიანება

უცნობი:

სისხლძარღვის კედლების გაგანიერება და გათხელება ანდა სისხლძარღვის კედელზე ნახევის გაჩენა (ანევრიზმული ანდა არტერიული დისექციები)

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • სუტენტის შენახვა

სუტენტი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ <250C ოთახის ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ სუტენტი არ გამოიყენოთ. ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

თუ, პროდუქტზე ანდა შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, სუტენტი არ გამოიყენოთ.

პრეპარატი ნაგავში ანდა ნიჟარაში არ გადააგდოთ. გამოუყენებელი წამლის განადგურების საკითხთან დაკავშირებით ფარმაცევტს მიმართეთ.

ციტოსტატიკური და ციტოტოქსიკური სამედიცინო პროდუქტების გამოყენების შედეგად დაცლილი შიგა შეფუთვების ნარჩენები- საშიში ნარჩენებია და ამ ნარჩენების მართვა 2/4/2015 დათარიღებულ და 29314-ე ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნებული ნაჩენების მართვის რეგულაციის შესაბამისად უნდა მოხდეს.

ლიცენზიის მფლობელი: ს.ს. პფაიზერის PFE წამლები

მასწავლებელ ნაჯის ქ. 55. 34347. ორთაქოი-სტამბოლი.

წარმოების ადგილი: Pfizer Italia S.r.l. Ascoli Piceno

იტალია

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 05.12.2019-ში დამოწმებულია.

Pfizer

22

PAP PAA157410 თარჯიმანი ნაილა იდნოევი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა