სინებიტონი შეიცავს აქტიურ ნივთიერება სუნიტინიბს, რომელიც წარმოადგენს პროტეინკინაზას ინჰიბიტორს. იგი გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ, გარკვეული ჯგუფის ცილების აქტივობის დათრგუნვის გზით, რომლებიც, მონაწილეობენ კიბოს უჯრედების ზრდასა და გავრცელებაში. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- სუნიტინიბი (sunitinib)
- ფორმა და შეფუთვა
- 50მგ მყარი კაფსულა №30 (3X10)
- მწარმოებელი
- Synthon Hispania S.L., ესპანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, პროტეინკინაზას სხვა ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- L01EX01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038298
- რეგისტრირებულია
- 8 ივნისი 2023, მოქმედებს 8 ივნისი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- GEA Ltd (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „გეა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
სინებიტონი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
სინებიტონი შეიცავს აქტიურ ნივთიერება სუნიტინიბს, რომელიც წარმოადგენს პროტეინკინაზას ინჰიბიტორს. იგი გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ, გარკვეული ჯგუფის ცილების აქტივობის დათრგუნვის გზით, რომლებიც, მონაწილეობენ კიბოს უჯრედების ზრდასა და გავრცელებაში.
სინებიტონი გამოიყენება შემდეგი ტიპის კიბოს სამკურნალოდ მოზრდილებში:
- კუჭ-ნაწლავის სტრომული სიმსივნე (GIST), კუჭის - ნაწლავის კიბოს ტიპი, როდესაც იმატინიბი (კიბოს საწინააღმდეგო სხვა პრეპარატი) აღარ მოქმედებს ან არ შეუძლია პაციენტს იმატინიბის მიღება.
- თირკმელების უჯრედოვანი მეტასტაზური კარცინომა (MRCC), თირკმლის კიბოს ტიპი, რომელიც ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზეც.
- პანკრეასის ნეიროენდოკრინული სიმსივნეები (pNET) (პანკრეასის ჰორმონის წარმომქმნელი უჯრედების სიმსივნეები), რომლებიც პროგრესირებს ან რომლის მოცილებაც ოპერაციული გზით შეუძლებელია.
მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ კითხვების სუნიტინიბის მოქმედებასთან ან დანიშნულებასთან დაკავშირებით.
მიღების წესი და დოზირება
ეს მედიკამენტი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ რამეში დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.
ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის შესაფერის დოზას, კიბოს ტიპის მიხედვით. თუ მკურნალობთ შემდეგი დაავადებებისას:
- კუჭ-ნაწლავის სტრომული სიმსივნე (GIST) ან თირკმელების უჯრედოვანი მეტასტაზური კარცინომა (MRCC): ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 50 მგ-ს დღეში ერთხელ, 28 დღის განმავლობაში (4 კვირა), რასაც მოჰყვება 14 დღიანი (2 კვირა) დასვენება (მედიკამენტის გარეშე), სულ 6 კვირიანი ციკლი.
- პანკრეასის ნეიროენდოკრინული სიმსივნეები (pNET): ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 37,5 მგ დღეში ერთხელ, დასვენების პერიოდის გარეშე.
ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის საჭირო დოზირებას, ასევე დაადგენს თუ როდის არის საჭირო, სინებიტონით მკურნალობის შეწყვეტა.
სინებიტონის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან საკვებისგან დამოუკიდებლად.
Peel-off ბლისტერული შეფუთვისთვის:
იმისთვის რომ გახსნათ ბლისტერი, მთლიანი ბლისტერისგან განაცალკევეთ ერთი დოზა განსაცალკევებელი ხაზების გამოყენებით. შემდეგ მოაშორეთ ფოლგა ბლისტერს და ამოიღეთ კაფსულა. არ ამოიღოთ კაფსულა ფოლგიდან მასზე ზეწოლის მოხდენის გზით, რადგან ამ დროს შეიძლება კაფსულა დაზიანდეს.
თუ მიიღეთ სინებიტონის ჭარბი დოზა
თუ შემთხვევით მიიღეთ დიდი რაოდენობით კაფსულები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება.
თუ დაგავიწყდათ სინებიტონის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
უკუჩვენებები
- თუ ხართ ალერგიული სუნიტინიბის ან ამ მედიკამენტის შემადგენელი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6).
სიფრთხილის ზომები
სინებიტონის მიღებამდე მიმარეთეთ ექიმს კონსულტაციისთვის შემდეგ შემთხვევებში:
- თუ გახასიათებთ სისხლის მაღალი წნევა. სინებიტონს შეუძლია გაზარდოს სისხლის წნევა. ექიმმა შეიძლება შეამოწმოს თქვენი სისხლის წნევა სინებიტონით მკურნალობის დროს და, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა დაინიშნოს სისხლის წნევის დამწევი მედიკამენტები.
- თუ გაქვთ ან გქონდათ სისხლის დაავადება, სისხლდენის პრობლემები ან სისხლჩაქცევები. სინებიტონით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის მაღალი რისკი ან სისხლში გარკვეული უჯრედების რაოდენობის ცვლილება, რამაც შეიძლება განავითაროს ანემია ან გავლენა მოახდინოს სისხლის შედედების უნარზე. თუ თქვენ იღებთ ვარფარინს ან აცენოკუმაროლს, სისხლს გამათხიერებელ მედიკამენტებს სისხლის შედედების პრევენციისთვის, შეიძლება არსებობდეს სისხლდენის დიდი რისკი. აცნობეთ ექიმს, თუ სინებიტონით მკურნალობის დროს გამოვლინდება ნებისმიერი სახის სისხლდენა.
- თუ გაქვთ გულის პრობლემები. სინებიტონმა შეიძლება გამოიწვიოს გულის პრობლემები. აცნობეთ ექიმს, თუ გრძნობთ ძლიერ დაღლილობას, აღგენიშნებათ ქოშინი ან ფეხების და ტერფების შეშუპება.
- თუ გაქვთ გულის რითმის უჩვეულო დარღვევები. სინებიტონმა შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის დარღვევა. ამ ტიპის პრობლემების შესაფასებლად, სინებიტონით მკურნალობის პროცესში ექიმმა შესაძლოა შეამოწმოს ელექტროკარდიოგრამა. აცნობეთ ექიმს, თუ სინებიტონით მკურნალობის პერიოდში გრძნობთ თავბრუსხვევას, სისუსტეს ან უჩვეულო გულისცემას.
- თუ ცოტა ხნის წინ გქონდათ სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემა ვენებსა და/ან არტერიებში (სისხლძარღვების ტიპები), ინსულტის, გულის შეტევის, ემბოლიის ან თრომბოზის ჩათვლით. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულმკერდის არეში ტკივილი ან სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი მკლავებში, ზურგში, კისრის ან ყბის არეში, ქოშინი, დაბუჟება ან სისუსტე სხეულის ცალ მხარეს, საუბრის პრობლემა, თავის ტკივილი ან თავბრუსხვევა სინებიტონის გამოყენებისას.
- თუ გაქვთ ან გქონდათ ანევრიზმა (სისხლძარღვის კედლის გადიდება და გათხელება) ან სისხლძარღვის კედლის გასკდომა.
- თუ გაქვთ ან ადრე აღგენიშნებოდათ წვრილი სისხლძარღვების დაზიანებები, რომლიც ცნობილია როგორც თრომბოზული მიკროანგიოპათია (TMA). აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ცხელება, დაღლილობა, მოთენთილობა, სისხლჩაქცევები, სისხლდენა, შეშუპება, დაბნეულობა, მხედველობის დაკარგვა და კრუნჩხვები.
- თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები. სინებიტონმა შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები. აცნობეთ ექიმს, თუ უფრო ადვილად იღლებით, სიცივის გამძაფრებული შეგრძნება, სხვებთან შედარებითა ან აღგინიშნება ხმის დაბოხება სინებიტონით მკურნალობის დროს. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია უნდა შემოწმდეს სინებიტონის მიღებამდე და რეგულარულად მისი მიღებისას. თუ ფარისებრი ჯირკვალი არ გამოყოფს საკმარის თიროიდულ ჰორმონს, შეიძლება ჩატარდეს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის ჩანაცვლებითი თერაპია.
- თუ გაქვთ ან გქონდათ პანკრეასის ან ნაღვლის ბუშტის დაავადებები. აცნობეთ ექიმს, თუ გამოვლინდება შემდეგი ნიშნებიდან და სიმპტომებიდან რომელიმე: ტკივილი კუჭის არეში (მუცლის ზედა ნაწილი), გულისრევა, ღებინება და ცხელება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს პანკრეასის ან ნაღვლის ბუშტის ანთებით.
- თუ გაქვთ ან გქონდათ ღვიძლის პრობლემები. აცნობეთ ექიმს, თუ გამოვლინდება ღვიძლის პრობლემების შემდეგი ნიშნებიდან და სიმპტომებიდან რომელიმე სინებიტონით მკურნალობის დროს: ქავილი, თვალების ან კანის გაყვითლება, შარდის გამუქება და ტკივილი ან დისკომფორტი მუცლის მარჯვენა ზედა მიდამოში. ექიმმა უნდა ჩაატაროს სისხლის ანალიზი ღვიძლის ფუნქციის შესამოწმებლად სინებიტონით მკურნალობის დაწყებამდე, მკურნალობის პერიოდში და ასევე კლინიკური ჩვენების მიხედვით.
- თუ გაქვთ ან გქონდათ თირკმელების პრობლემები. ექიმი ჩაატარებს თირკმლის ფუნქციის მონიტორინგს
- თუ აპირებთ ოპერაციის გაკეთებას ან თუ ცოტა ხნის წინ გაიკეთეთ ოპერაცია. სინებიტონმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ჭრილობების შეხორცებაზე. თუ თქვენ იკეთებთ ოპერაციას, სინებიტონით მკურნალობა უნდა შეწყდეს. ოპერაციის შემდგომ ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას თუ როდის უნდა განაახლოთ სინებიტონის მიღება.
- რეკომენდებულია სტომატოლოგიური შემოწმება სინებიტონით მკურნალობის დაწყებამდე:
- თუ გაქვთ ან გქონდათ ტკივილი პირის ღრუში, კბილების და/ან ყბის არეში, შეშუპება ან წყლულები პირის ღრუში, დაბუჟება ან სიმძიმის შეგრძნება ყბის არეში, ან კბილის მორყევა დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს და სტომატოლოგს.
- თუ გესაჭიროებათ სტომატოლოგიური ინვაზიური მკურნალობის ჩატარება ან სტომატოლოგიური ქირურგიული ჩარევა, უნდა აცნობოთ თქვენს სტომატოლოგს, რომ მკურნალობთ სინებიტონით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თქვენ ასევე იღებთ ან იღებდით ინტრავენურ ბისფოსფონატებს. ბისფოსფონატები არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ძვლებზე გართულებების თავიდან ასაცილებლად, სხვა დაავადებების დროს.
- თუ გაქვთ ან გქონდათ კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები. ამ მედიკამენტის მიღებისას შესაძლოა განვითარდეს „pyoderma gangrenosum“ (კანის მტკივნეული წყლული) ან „ნეკროზული ფასციიტი“ (კანის/რბილი ქსოვილის სწრაფად გავრცელებადი ინფექციის სახით, რომელიც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს). დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს, თუ კანის დაზიანებასთან ერთად გამოვლინდა ინფექციის სიმპტომები, მათ შორის ცხელება, ტკივილი, სიწითლე, შეშუპება ან ჩირქოვანი გამონადენი ან სისხლჩაქცევები. ეს მოვლენა ზოგადად შექცევადია სუნიტინიბის მოხსნის შემდეგ. სუნიტინიბის გამოყენებისას აღინიშნა კანზე ძლიერი გამონაყარი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მულტიფორმული ერითემა), რომელიც თავდაპირველად ვლინდება მოწითალო სამიზნის მსგავსი ან წრიული ლაქების სახით, ხშირად შუა ნაწილში ბუშტუკებით. გამონაყარი შეიძლება გავრცელდეს ფართო ბუშტუკების წარმოქმნით ან კანის აქერცვლით და შეიძლება აღმოჩნდეს სიცოცხლისთვის სახიფათო. თუ გაგიჩნდებათ გამონაყარი ან კანის აღნიშნული სიმპტომები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
- თუ გაქვთ ან გქონდათ კრუნჩხვები. აცნობეთ ექიმს რაც შეიძლება სწრაფად, თუ ვლინდება მაღალი წნევა, თავის ტკივილი ან მხედველობის დაკარგვა.
- თუ გაქვთ დიაბეტი. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში სისხლში შაქრის დონე რეგულარულად უნდა შემოწმდეს, რათა შეფასდეს, საჭიროა თუ არა ანტიდიაბეტური მედიკამენტის დოზის კორექტირება, იმისთვის, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი სისხლში შაქრის დონის დაცემის რისკი. შეატყობინეთ თქვენს ექიმს რაც შეიძლება სწრაფად, თუ თქვენ გაქვთ სისხლში შაქრის დონის დაცემის ნიშნები და სიმპტომები (დაღლილობა, პალპიტაცია, ოფლიანობა, შიმშილი და გონების დაკარგვა).
ბავშვები და მოზარდები
სინებიტონის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის პირებში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატები.
ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ორგანიზმში სინებიტონის კონცენტრაციაზე. აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ შემდეგი აქტიური ნივთიერებების შემცველ მედიკამენტებს:
- კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი - გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ
- ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, რიფამპიცინი - გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ
- რიტონავირი - გამოიყენება აივ - ინფექციის სამკურნალოდ
- დექსამეტაზონი - კორტიკოსტეროიდი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა მდგომარეობისთვის (როგორიცაა ალერგია/სუნთქვის დარღვევები ან კანის დაავადებები)
- ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი - გამოიყენება ეპილეფსიის და სხვა ნევროლოგიური დაავადებების სამკურნალოდ
- კრაზანას შემცველი მცენარეული პრეპარატები (Hypericum perforatum) - გამოიყენება დეპრესიისა და შფოთვის სამკურნალოდ.
სინებიტონის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
სინებიტონით მკურნალობისას თავი უნდა შეიკავოთ გრეიფრუტის წვენის მიღებისგან.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ რჩევისთვის ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ არის დაორსულების შანსი, სინებიტონით მკურნალობის დროს უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდი.
აცნობეთ ექიმს, თუ კვებავთ ჩვილს ძუძუთი. სინებიტონით მკურნალობის დროს არ შეიძლება ძუძუთი კვება.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
თუ გაწუხებთ თავბრუსხვევა ან გრძნობთ უჩვეულო დაღლილობას, გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე მანქანის მართვისას ან მექანიზმებთან მუშაობისას.
სინებიტონი შეიცავს ნატრიუმს
ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო კაფსულაში, ანუ პრაქტიკულად "თავისუფალია ნატრიუმისგან ".
გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ შენიშნავთ რამე სერიოზულ გვერდით მოვლენას (ასევე იხილეთ პუნქტი 2, ”რა უნდა იცოდეთ სინებიტონის გამოყენებამდე“):
- გულის პრობლემები. აცნობეთ ექიმს, თუ გრძნობთ ძლიერ დაღლილობას, აღგენიშნება ქოშინი ან ფეხების და ტერფების შეშუპება. ეს შეიძლება იყოს გულის პრობლემების სიმპტომები, რაც შეიძლება მოიცავდეს გულის უკმარისობას და გულის კუნთის პრობლემებს (კარდიომიოპათია).
- ფილტვების ან სუნთქვის პრობლემები. აცნობეთ ექიმს, თუ განვითარდება ხველა, გულმკერდის ტკივილი, უეცარი ქოშინი ან სისხლიანი ხველა. ეს შეიძლება იყოს იმ მდგომარეობის სიმპტომები, რომელსაც ეწოდება ფილტვის ემბოლია, რომელიც აღინიშნება, როდესაც სისხლის შედედებული მასები ხვდება ფილტვებში.
- თირკმელების დარღვევები. აცნობეთ ექიმს, თუ ვლინდება შარდვის სიხშირის ცვლილებები ან შარდვის შეკავება, რაც შეიძლება იყოს თირკმლის უკმარისობის სიმპტომები.
- სისხლდენა. აცნობეთ ექიმს, თუ ვლინდება ჩამოთვლილი სიმპტომდან რომელიმე ან აღგენიშნებათ სერიოზული სისხლდენა სინებიტონით მკურნალობის დროს: მტკივნეული შეშუპებული მუცლი (abdomen); სისხლიანი ღებინება; შავი, წებოვანი განავალი; სისხლიანი შარდი; თავის ტკივილი ან ფსიქიური მდგომარეობის ცვლილება; სისხლიანი ხველა ან სისხლიანი ნახველი ფილტვებიდან ან სასუნთქი გზებიდან.
- სიმსივნის დაშლა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავის პერფორაცია. აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ მუცლის ძლიერი ტკივილი, ცხელება, გულისრევა, ღებინება, სისხლი განავალში ან ნაწლავის მოქმედების ცვლილებები.
სინებიტონის სხვა გვერდითი მოვლენები შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
- თრომბოციტების, სისხლის წითელი უჯრედების და/ან სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (მაგ., ნეიტროფილების)
- ქოშინი
- სისხლის მაღალი წნევა
- ძლიერი დაღლილობა, უძლურების შეგრძნება
- კანქვეშა და თვალის ირგვლივ არეში შეშუპება სითხის დაგროვების შედეგად, ძლიერი ალერგიული გამონაყარი
- ტკივილი/გაღიზიანება პირის ღრუში, პირის სიმშრალე/ანთება/წყლულები, გემოვნების დარღვევა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, მუცლის ტკივილი/შეშუპება, მადის დაკარგვა/დაქვეითება
- ფარისებრი ჯირკვლის აქტივობის დაქვეითება (ჰიპოთირეოზი)
- თავბრუსხვევა
- თავის ტკივილი
- ცხვირიდან სისხლდენა
- ზურგის ტკივილი, სახსრების ტკივილი
- ტკივილი ხელებსა და ფეხებში
- კანის გაყვითლება/კანის გაუფერულება, კანის ჭარბი პიგმენტაცია, თმის ფერის ცვლილება, გამონაყარი ხელის გულებსა და ტერფებზე, გამონაყარი, კანის სიმშრალე
- ხველა
- ცხელება
- ძილის პრობლემები
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-მდე პაციენტში)
- სისხლის შედედება სისხლძარღვებში
- გულის კუნთის სისხლმომარაგების დეფიციტი, კორონარული არტერიების ობსტრუქციის ან შევიწროების გამო.
- მკერდის ტკივილი
- გულის მიერ ამოტუმბული სისხლის რაოდენობის შემცირება
- სითხის შეკავება მათ შორის ფილტვების მიდამოში
- ინფექციები
- მძიმე ინფექციის გართულება (სისხლის მიმოქცევაში არსებული ინფექცია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილის დაზიანება, ორგანოს უკმარისობა და სიკვდილი.
- სისხლში შაქრის დონის დაქვეითება (იხილეთ პუნქტი 2, „რა უნდა იცოდეთ სინებიტონის გამოყენებამდე“)
- შარდით ცილის დაკარგვა ზოგჯერ იწვევს შეშუპებას
- გრიპის მსგავსი სინდრომი
- სისხლის ტესტები პათოლოგიური ცვლილებებები პანკრეასის და ღვიძლის ფერმენტების ჩათვლით
- შარდმჟავას მაღალი დონე სისხლში
- ბუასილი, ტკივილი სწორ ნაწლავში, ღრძილებიდან სისხლდენა, ყლაპვის გაძნელება ან ყლაპვის შეუძლებლობა
- წვის ან ტკივილის შეგრძნება ენაზე, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის ანთება, კუჭ-ნაწლავში ჭარბი აირები
- წონის დაკლება
- ძვალ-კუნთოვანი ტკივილი (კუნთების და ძვლების ტკივილი), კუნთების სისუსტე, კუნთების დაღლილობა, კუნთების ტკივილი, კუნთების სპაზმი
- ცხვირის სიმშრალე, ცხვირის დაგუბება
- ჭარბი ცრემლდენა
- კანის მგრძნობელობის ცვლილება, ქავილი, კანის აქერცვლა და ანთება, ბუშტუკები, აკნე, ფრჩხილების ფერის შეცვლა, თმის ცვენა
- პათოლოგიური შეგრძნებები კიდურებში
- მგრძნობელობის უჩვეულოდ ძლიერი შემცირება/მატება, განსაკუთრებით შეხებისას
- გულძმარვა
- გაუწყლოება
- წამოხურება
- შარდის შეფერილობის ცვლილება
- დეპრესია
- ციება
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე პაციენტში)
- სიცოცხლისათვის საშიში რბილი ქსოვილების ინფექცია, მათ შორის ანოგენიტალური არეების ჩათვლით (იხილეთ პუნქტი 2, „რა უნდა იცოდეთ სინებიტონის გამოყენებამდე”)
- ინსულტი
- გულის შეტევა გამოწვეული გულში სისხლის მიწოდების შეფერხებით ან შემცირებით
- გულის ელექტრული აქტივობის ცვლილებები ან გულის რიტმის დარღვევა
- სითხის დაგროვება გულის არეში (პერიკარდიული ეფუზია)
- ღვიძლის უკმარისობა
- კუჭის (მუცლის) ტკივილი გამოწვეული პანკრეასის ანთებით
- სიმსივნის დაშლა, რომელიც იწვევს ნაწლავის პერფორაციას.
- ნაღვლის ბუშტის ანთება (შეშუპება და სიწითლე), ნაღვლში კენჭებით ან მათ გარეშე
- დარღვეული მილაკოვანი კავშირი სხეულის ღრუებსა ან კანს შორის
- პირის ღრუს, კბილების ან/და ყბის ტკივილი, შეშუპება ან წყლულები პირის ღრუში, დაბუჟება ან სიმძიმის შეგრძნება ყბის არეში, ან კბილის მორყევა. ეს შეიძლება იყოს ყბის ძვლის დაზიანების ნიშნები და სიმპტომები (ოსტეონეკროზი), იხილეთ პუნქტი 2, „რა უნდა იცოდეთ სინებიტონის გამოყენებამდე“
- ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჭარბი გამომუშავება, რაც იწვევს ენერგიის მოჭარბებას
- ჭრილობების შეხორცების პრობლემები ოპერაციის შემდეგ
- სისხლში კუნთოვანი ფერმენტის (კრეატინ ფოსფოკინაზას) დონის მომატება
- გადაჭარბებული რეაქცია ალერგენზე, მათ შორის თივის ცხელება, კანის გამონაყარი, კანის ქავილი, ჭინჭრის ციება, სხეულის ნაწილების შეშუპება და სუნთქვის გაძნელება
- მსხვილი ნაწლავის ანთება (კოლიტი, იშემიური კოლიტი)
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-მდე პაციენტში)
- კანის და/ან ლორწოვანი გარსების მძიმე რეაქცია (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მულტიფორმული ერითემა)
- სიმსივნის ლიზისის სინდრომი (TLS) - TLS შედგება რიგი მეტაბოლური გართულებებისგან, რომელებიც ვლინდება კიბოს მკურნალობის დროს. ეს გართულებები გამოწვეულია მკვდარი კიბოს უჯრედების დაშლის პროდუქტებით და შეიძლება მოიცავდეს შემდეგ სიმპტომებს: გულისრევა, ქოშინი, არარეგულარული გულისცემა, კუნთების სპაზმი, კრუნჩხვები, შარდის გამუქება და დაღლილობა, უჩვეულო ლაბორატორიული ანალიზის შედეგების ჩათვლით (კალიუმის, შარდოვანას და ფოსფორის დონის მომატება და კალციუმის დონის დაქვეითება სისხლში), რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის ცვლილება და თირკმლის მწვავე უკმარისობა
- კუნთების პათოლოგიური დაშლა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები (რაბდომიოლიზი)
- თავის ტვინში პათოლოგიური ცვლილებები, რაც იწვევს მთელ რიგ სიმპტომებს, როგორიცაა: თავის ტკივილი, დაბნეულობა, კრუნჩხვები და მხედველობის დაკარგვა (უკანა შექცევადი ლეიკოენცეფალოპათიის სინდრომი)
- კანის მტკივნეული წყლული (pyoderma gangrenosum)
- ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
- ფარისებრი ჯირკვლის ანთება
- უწვრილესი სისხლძარღვების დაზიანება, რომელიც ცნობილია, როგორც თრომბოზული მიკროანგიოპათია (TMA)
უცნობი გვერდითი ეფექტები (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით):
- სისხლძარღვის კედლის გაფართოება და გათხელება ან სისხლძარღვის კედლის გასკდომა (ანევრიზმა და არტერიის დისექცია)
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
ნებისმიერ გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ეს ეხება ასევე ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ, უშუალოდ შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხო გამოყენებაზე მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
ჭარბი დოზა
არ არსებობს სპეციფიური ანტიდოტი სუნიტინიბის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში და დოზის გადაჭარბების მკურნალობა უნდა მოიცევდეს ზოგად შემანარჩუნებელ მკურნალობას. აუცილებლობის შემთხვევაში არააბსორბირებული აქტიური ნივთიერების ელიმინაცია შეიძლება მიღწეული იყოს ღებინების ან კუჭის ამორეცხვით. დაფიქსირებულია დოზის გადაჭარბების ზოგიერთი შემთხვევები; ზოგიერთი შემთხვევა დაკავშირებული იყო არასასურველ რეაქციებთან, რომელიც შეესაბამება სუნიტინიბის ცნობილ უსაფრთხოების პროფილს.
შემადგენლობა
სინებიტონი შეიცავს:
[სინებიტონი 25 მგ მყარი კაფსულები]
აქტიური ნივთიერებაა სუნიტინიბი. თითოეული კაფსულა შეიცავს სუნიტინიბის მალეატს, რომელიც ექვივალენტურია 25 მგ სუნიტინიბის.
დამხმარე ნივთიერებებია:
- კაფსულის შემადგენლობა: პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა (იხ. პუნქტი 2, „რა უნდა იცოდეთ სინებიტონის გამოყენებამდე“), მაგნიუმის სტეარატი;
- კაფსულის გარსი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის წითელი ოქსიდი (E172), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), რკინის შავი ოქსიდი (E172).
- საბეჭდი მელანი: შელაკი, ტიტანის დიოქსიდი (E171), პროპილენგლიკოლი.
[სინებიტონი 50მგ მყარი კაფსულები]
აქტიური ნივთიერებაა სუნიტინიბი. თითოეული კაფსულა შეიცავს სუნიტინიბის მალეატს, რომელიც ექვივალენტურია 50 მგ სუნიტინიბის.

- საბეჭდი მელანი: შელაკი, რკინის შავი ოქსიდი (E172), პროპილენგლიკოლი.
სინებიტონის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
[სინებიტონი 25 მგ მყარი კაფსულები]
სინებიტონი 25 მგ: მყარი ჟელატინის კაფსულა კარამელის (ღია ყავისფერი) ფერი თავსახურით და ნარინჯისფერი კორპუსით, თეთრი წარწერით "SNB" და "25" კორპუსზე. კაფსულა შეიცავს ნარინჯისფერ ფხვნილს. კაფსულის ზომა: 3 (სიგრძე დაახლოებით 16 მმ).
[სინებიტონი 50 მგ მყარი კაფსულები]
სინებიტონი 50 მგ: მყარი ჟელატინის კაფსულა კარამელის თავსახურით და კარამელის კორპუსით (ღია ყავისფერი), შავი წარწერით "SNB" და "50" კორპუსზე. კაფსულა შეიცავს ნარინჯისფერ ფხვნილს. კაფსულის ზომა: 1EL (მოგრძო; სიგრძე დაახლოებით 20 მმ).
ხელმისაწვდომია oPA/Al/PE/Al peel off ბლისტერები, რომლებიც შეიცავს 3 x 10 მყარ კაფსულას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შენახვის პირობები
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე აღნიშვნით „EXP“. ვარგისობის ვადა მოიცავს თვის ბოლო დღეს.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ნესტისაგან დაცვის მიზნით.
პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებს.
არ გამოიყენოთ მედიკამენტი, თუ შეამჩნევთ, რომ შეფუთვა დაზიანებულია.
არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს გამოუყენებელი მედიკამენტების უტილიზაციის შესახებ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტინეოპლაზური საშუალებები, სხვა პროტეინკინაზას ინჰიბიტორები; ათქ კოდი: L01EX01
მოქმედების მექანიზმი
სუნიტინიბი ახდენს მრავალი RTKs-ს ინჰიბირებას, რომლებიც მონაწილეობენ სიმსივნის ზრდაში, ნეოანგიოგენეზში და კიბოს მეტასტაზურ პროგრესირებაში. სუნიტინიბი იდენტიფიცირებული იქნა, როგორც თრომბოციტებიდან მიღებული ზრდის ფაქტორის რეცეპტორების (PDGFRα და PDGFRβ), სისხლძარღვთა ენდოთელური ზრდის ფაქტორის რეცეპტორების (VEGFR1, VEGFR2 და VEGFR3), ღეროვანი უჯრედების ფაქტორის რეცეპტორის (KIT), Fms მსგავსი ტიროზინის (FLT3-3), კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორის რეცეპტორის (CSF-1R) და გლიური უჯრედის ხაზიდან მიღებული ნეიროტროფული ფაქტორის რეცეპტორის (RET) ინჰიბიტორი. პირველადი მეტაბოლიტი ავლენს სუნიტინიბის მსგავს ეფექტს ბიოქიმიურ და უჯრედულ გამოკვლევებში.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
სუნიტინიბის კლინიკური უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილია GIST-ის მქონე პაციენტების მკურნალობისას, რომლებიც იყვნენ რეზისტენტული იმატინიბის მიმართ (ანუ მათ, ვისაც განუვითარდა დაავადების პროგრესირება იმატინიბით მკურნალობის დროს ან მის შემდეგ) ან აღენიშნებოდათ აუტანლობა იმატინიბის მიმართ (ანუ მათ, ვინც განიცდიდა მნიშვნელოვან ტოქსიკურობას დროს იმატინიბით მკურნალობა, რომელიც გამორიცხავდა შემდგომ მკურნალობას), ასევე MRCC-ით დაავადებული პაციენტების მკურნალობისას და არარეზექტირებადი pNET-ის მქონე პაციენტების მკურნალობისას.
ეფექტურობა დაფუძნებულია სიმსივნის პროგრესირებამდე დროიდან (TTP) და გადარჩენის ზრდაზე GIST-ის დროს, პროგრესირების გარეშე გადარჩენაზე (PFS) და მკურნალობისთვის ობიექტური პასუხის მაჩვენებლებზე (ORR) ან ციტოკინის რეფრაქტერული MRCC -ზე და pNET-ისთვის PFS-ზე.
კუჭ-ნაწლავის სტრომული სიმსივნეები
საწყისი ღია, დოზის გაზრდის-კვლევა ჩატარდა GIST-ის მქონე პაციენტებში იმატინიბით წარუმეტებელი მკურნალობის შემდეგ (საშუალო მაქსიმალური დღიური დოზა 800 მგ) რეზისტენტობის ან აუტანლობის გამო. 97 პაციენტს ჩაუტარდა მკურნალობა სხვადასხვა დოზებითა და გრაფიკით; 55 პაციენტმა მიიღო 50 მგ რეკომენდირებული მკურნალობის განრიგის მიხედვით 4 კვირა/2 კვირა შესვენებით („განრიგი 4/2“).
ამ კვლევაში მედიანური TTP შეადგენდა 34.0 კვირას (95% CI: 22.0, 46.0).
სუნიტინიბის გამოყენებით ჩატარდა 3 ფაზიანი, რანდომიზებული, ორმაგი ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებადი კვლევა GIST-ის მქონე პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნათ აუტანლობა ან გამოუვლინდათ დაავადების პროგრესირება იმატინიბით მკურნალობის დროს ან მას შემდეგ (საშუალო მაქსიმალური დღიური დოზა 800 მგ). ამ კვლევაში რანდომიზირებული იყო 312 პაციენტი (2:1), რომლებიც იღებდნენ ან 50 მგ სუნიტინიბს ან პლაცებოს, პერორალურად დღეში ერთხელ, განრიგით 4/2, სანამ არ მოხდა მათი კვლევიდან გამორიცხვა დაავადების პროგრესირების ან სხვა მიზეზის გამო (207 პაციენტი იღებდა სუნიტინიბს და 105 პაციენტს პლაცებოს). კვლევის პირველადი ეფექტურობის საბოლოო წერტილი იყო TTP, განსაზღვრული, როგორც დრო რანდომიზირებიდან სიმსივნის ობიექტური პროგრესირების პირველ დოკუმენტაციამდე. წინასწარ განსაზღვრული შუალედური ანალიზის დროისათვის, მედიანური TTP სუნიტინიბის გამოყენებისას იყო 28.9 კვირა (95% CI: 21.3, 34.1), როგორც შეფასებული იყო მკვლევარი ექიმის მიერ და 27.3 კვირა (95% CI: 16.0, 32.1), როგორც შეფასებული იყო დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ და იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვნად უფრო ხანგრძლივი, ვიდრე TTP პლაცებოს გამოყენებისას, რომელიც შეადგენდა 5.1 კვირას (95% CI: 4.4, 10.1), როგორც შეფასებული იყო მკვლევარი ექიმის მიერ და 6.4 კვირას (95% CI: 4.4, 10.0), როგორც შეფასებული იყო დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ. საერთო გადარჩენაში (OS) სტატისტიკური განსხვავება აღინიშნებოდა სუნიტინიბის სასარგებლოდ [საფრთხის თანაფარდობა (HR): 0.491; (95% CI:0.290, 0.831)]; სიკვდილიანობის რისკი 2-ჯერ მაღალი იყო პლაცებოს ჯგუფის პაციენტებში, ვიდრე სუნიტინიბის ჯგუფში. ეფექტურობისა და უსაფრთხოების შუალედური ანალიზის შემდეგ, დამოუკიდებელი მონაცემთა და უსაფრთხოების მონიტორინგის საბჭოს (DSMB) რეკომენდაციით, მოხსნილი იქნა ბრმა კვლევა და პლაცებოს პაციენტების ჯგუფს შესთავაზეს ღია კვევითი მკურნალობა სუნიტინიბის გამოყენებით. საერთო ჯამში 255 პაციენტმა მიიღო სუნიტინიბი ღია კვლევის მკურნალობის ფაზაში, მათ შორის იყო 99 პაციენტი, რომლებიც თავდაპირველად მკურნალობდნენ პლაცებოთი. პირველადი და მეორადი საბოლოო წერტილების ანალიზმა ღია კვლევის ფაზაში კიდევ ერთხელ დაადასტურა შუალედური ანალიზის დროს მიღებული შედეგები, როგორც ნაჩვენებია ცხრილში 2:
ცხრილი 2. ეფექტურობის საბოლოო წერტილების GIST შეჯამება (ITT პოპულაცია)
ორმაგი-ბრმა მკურნალობაa
მედიანური (95% CI)
საფრთხის კოეფიციენტი( Hazard ratio)
პლაცებოდან მკურნალობაზე გადასული ჯგუფი b
საბოლოო წერტილი
სუნიტინიბი
პლაცებო
(95% CI)
p-მნიშვნელობა
პირველადი
TTP (კვირები)
შუალედური
- 3 (16.0, 32.1)
- 4 (4.4, 10.0)
- 329 (0.233,
- 466)
< 0.001
-
საბოლოო
- 6 (16.0, 32.1)
- 4 (4.4, 10.0 )
- 339 (0.244,
- 472)
< 0.001
- 4 (4.3,
- 0)
მეორადი
PFS (კვირეები)c
შუალედური
- 1 (11.1, 28.3)
- 0 (4.4, 9.9)
- 333 (0.238,
- 467)
< 0.001
-
საბოლოო
- 9 (10.9, 28.0)
- 0 (4.4, 9.7)
- 347 (0.253,
- 475)
< 0.001
-
ORR (%)d
შუალედური
- 8 (3.7, 11.1)
0 (-)
NA
- 006
-
საბოლოო
- 6 (3.8, 10.5)
0 (-)
NA
- 004
- 1 (5.0,
- 8)
OS (კვირები)e
შუალედური
-
-
- 491 (0.290,
- 831)
- 007
-
საბოლოო
- 7 (61.3, 83.0)
- 9 (45.7, 96.0)
- 876 (0.679,
- 129)
- 306
-
აბრევიატურები: CI=ნდობის ინტერვალი; ITT=მკურნალობის მიზანი; NA=არ არის შესაბამისობა; ORR=ობიექტური პასუხის მაჩვენებელი; OS=საერთო გადარჩენა; PFS=პროგრესიის გარეშე გადარჩენა; TTP= დრო სიმსივნის პროგრესირებამდე.
a ორმაგად ბრმა მკურნალობის შედეგები მიღებულია ITT პოპულაციისგან და ცენტრალური რადიოლოგის გაზომვის გამოყენებით, შესაბამისად.
b ეფექტურობის შედეგები 99 სუბიექტისთვის, რომლებიც გადავიდნენ პლაცებოდან სუნიტინიბით მკურნალობაზე ბრმა კვლევის მოხსნის შემდეგ. საწყისი მაჩვენებელი მკურნალობის ცვლილებისას განულებული იქნა და ეფექტურობის ანალიზები ეფუძნება იყო მკვლევარი ექიმის შეფასებას.
c წინა PFS ციფრების განახლება მოხდა თავდაპირველი მონაცემების ხელახალი დაანგარიშების საფუძველზე.
d ORR-ის შედეგები მოცემულია სუბიექტების პროცენტების სახით, რომელბთაც აღენიშნებოდათ დადასტურებული პასუხი 95% CI მაჩვენებლით.
e შუალედი არ არის მიღწეული, რადგან მონაცემები ჯერ არ იყო მზად.
მედიანური OS ITT-პოპულაციაში შეადგენდა 72.7 კვირას და 64.9 კვირას (HR: 0.876; 95% CI: 0.679, 1.129; p=0.306), შესაბამისად, სუნიტინიბის და პლაცებოს ჯგუფში. ამ ანალიზში, პლაცებოს ჯგუფი მოიცავდა იმ პაციენტებს, რომლებიც რანდომიზებულნი იყვნენ პლაცებოზე და რომლებმაც შემდგომ მიიღეს ღია კვლევითი მკურნალობა სუნიტინიბით.
თირკმელების არანამკურნალები უჯრედოვანი მეტასტაზური კარცინომა
ჩატარდა 3 ფაზიანი, რანდომიზებული, მრავალცენტრიანი, საერთაშორისო კვლევა, რომელიც აფასებდა სუნიტინიბის ეფექტურობასა და უსაფრთხოებას IFN-α-სთან შედარებით MRCC პაციენტებში, რომლებსაც არ ჰქონდათ მიღბული წინასწარი მკურნალობა. შვიდას ორმოცდაათი პაციენტი რანდომიზირებული იყო 1:1 მკურნალობის ჯგუფებში; მათ ჩაუტარდათ მკურნალობა სუნიტინიბით 6-კვირიან განმეორებით ციკლებში, რომელიც შედგებოდა 4 კვირისგან და რომლის დროსაც მიიღებოდა 50 მგ პერორალურად, რასაც მოჰყვებოდა 2 კვირიანი შესვენება (განრიგი 4/2), ან მიიღეს IFN-α, რომელიც შეყვანილი იქნა კანქვეშა ინექციის სახით 3 მილიონი ერთეულის ოდენობით (MU) პირველ კვირას, 6 MU მეორე კვირას და 9 MU მესამე კვირას და შემდეგ, ყოველ 3 არაზედიზედ მიყოლებულ დღეს კვირაში.
მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 11.1 თვეს (დიაპაზონი: 0.4-46.1) სუნიტინიბით მკურნალობისთვის და 4.1 თვეს (დიაპაზონი: 0.1-45.6) IFN-α მკურნალობისთვის. მკურნალობასთან დაკავშირებული სერიოზული გვერდითი მოვლენები (TRSAEs) დაფიქსირდა პაციენტების 23.7%-ში, რომლებიც იღებდნენ სუნიტინიბს და 6.9%-ს პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ IFN-α. თუმცა, გვერდითი მოვლენების გამო შეწყვეტის სიხშირე შეადგენდა 20% სუნიტინიბისთვის და 23% IFN-α-სთვის. დოზის შეწყვეტა მოხდა 202 პაციენტში (54%) სუნიტინიბის გამოყენებისას და 141 პაციენტში (39%) IFN-α-ით მკურნალობისას. დოზის შემცირება მოხდა 194 პაციენტში (52%) სუნიტინიბის ჯგუფში და 98 პაციენტში (27%) IFN-α-ის გამოყენებისას. პაციენტებს უტარდებოდათ მკურნალობა დაავადების პროგრესირებამდე ან მათი კვლევიდან გამორიცხვამდე. პირველადი ეფექტურობის საბოლოო წერტილი იყო PFS. დაგეგმილმა შუალედურმა ანალიზმა აჩვენა სუნიტინიბის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი უპირატესობა IFN-α-სთან შედარებით. ამ კვლევაში, სუნიტინიბით ნამკურნალები ჯგუფის მედიანური PFS შეადგენდა 47.3 კვირა, IFN-α-ნამკურნალევი ჯგუფისთვის 22.0 კვირასთან შედარებით; HR შეადგენდა 0.415 (95% CI: 0.320, 0.539; p-მნიშვნელობა <0.001). სხვა საბოლოო წერტილები მოიცავდა ORR, OS და უსაფრთხოებას. ძირითადი რადიოლოგიური შეფასება შეწყვეტილი იქნა, მას შემდეგ რაც მიღწეული იქნა პირველადი საბოლოო წერტილი. საბოლოო ანალიზისას ORR შემფასებელი ექიმის შეფასებით, შეადგენდა 46% (95% CI: 41%, 51%) სუნიტინიბის ჯგუფისთვის და 12.0% (95% CI: 9%, 16%) IFN-α-ის ჯგუფისთვის (p<0.001).
სუნიტინიბით მკურნალობა ასოცირდებოდა უფრო მეტ გადარჩენასთან IFN-α-სთან შედარებით. მედიანური OS შეადგენდა 114.6 კვირას სუნიტინიბის ჯგუფისთვის (95% CI: 100.1, 142.9) და 94.9 კვირას IFN-α ჯგუფისთვის (95% CI: 77.7, 117.0) Hazard Ratio-ს გათვალისწინებით 0.821 ოდენობით (95% CI: 0.673, 1.001; p=0.0510 არასტრატიფიცირებული ლოგ-რანგის მიხედვით). საერთო PFS და OS, რომლებიც დაფიქსირდა ITT პოპულაციაში, როგორც განისაზღვრება ძირითადი რადიოლოგიური ლაბორატორიული შეფასებით, შეჯამებულია ცხრილში 3.
ცხრილი 3. წინასწარ არანამკურნალები mRCC-ის ეფექტურობის საბოლოო წერტილების შეჯამება (ITT პოპულაცია)
პროგრესირების გარეშე გადარჩენის შეჯამება
სუნიტინიბი
(N = 375)
IFN-α
(N = 375)
სუბიექტი, რომელსაც არ აღენიშნა პროგრესი ან დაიღუპა [n (%)]
161 (42.9)
176 (46.9)
სუბიექტი, რომელსაც აღენშნა პროგრესი ან დაიღუპა [n (%)]
214 (57.1)
199 (53.1)
PFS (კვირები)
მეოთხედი (95% CI)
25%
- 7 (18.0, 34.0)
- 0 (7.3, 10.3)
50%
- 3 (46.4, 58.3)
- 1 (17.1, 24.0)
75%
- 3 (72.9, 95.1)
- 1 (45.6, 82.1)
არასტრატიფიცირებული ანალიზი
საფრთხის კოეფეიციენტი (სუნიტინიბის შედარება IFN-α-სთან )
- 5268
95% CI საფრთხის კოეფიციენტისთვის
(0.4316, 0.6430)
P-მნიშვნელობაa
< 0.0001
საერთო გადარჩენის შეჯამება
არ არის ცნობილი სუბიექტის გარდაცვალება [n (%)]
185 (49.3)
175 (46.7)
ცნობილია სუბიექტის გარდაცვალება [n (%)]
190 (50.7)
200 (53.3)
OS (კვირები)
მეოთხედი (95% CI)
25%
- 6 (48.7, 68.4)
- 7 (32.6, 51.6)
50%
114.6 (100.1, 142.9)
- 9 (77.7, 117.0)
75%
NA (NA, NA)
NA (NA, NA)
არასტრატიფიცირებული ანალიზი
Hazard ratio ( სუნიტინიბის შედარება IFN-α-სთან)
- 8209
95% CI - უსაფრთხოების კოეფიციენტისთვის
(0.6730, 1.0013)
p-მნიშვნელობაa
- 0510
აბრევიატურები: CI=ნდობის ინტერვალი; INF-α=ინტერფერონ-ალფა; ITT=მკურნალობის მიზანი; N=პაციენტთა რაოდენობა; NA = არ აღინიშნება; OS=საერთო გადარჩენა; PFS=პროგრესიის გარეშე გადარჩენა.
a ორმხრივი ლოგ-რანგის ტესტიდან.
ციტოკინ-რეფრაქტერული მეტასტაზური თირკმლის უჯრედის კარცინომა
სუნიტინიბის 2 ფაზიანი კვლევა ჩატარდა პაციენტებში, რომლებიც რეფრაქტერულნი იყვნენ ციტოკინით ადრე ინტერლეიკინ-2 ან IFN-α თერაპიის მიმართ. 63 პაციენტმა მიიღო საწყისი დოზა 50 მგ სუნიტინიბი პერორალურად, დღეში ერთხელ ზედიზედ 4 კვირის განმავლობაში, რასაც მოჰყვა 2-კვირიანი დასვენების პერიოდი, რომ შემდგარიყო 6 კვირიანი სრული ციკლი (განრიგი 4/2). პირველადი ეფექტურობის საბოლოო წერტილი იყო ORR, სოლიდურ სიმსივნეებში მკურნალობის პასუხის შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით (RECIST). ამ კვლევაში ობიექტური პასუხის მაჩვენებელი იყო 36.5% (95% CI: 24.7%, 49.6%) და მედიანური TTP იყო 37.7 კვირა (95% CI: 24.0, 46.4). დამადასტურებელი, ღია, ერთ ჯგუფიანი, მრავალცენტრიანი კვლევა, რომელიც აფასებდა სუნიტინიბის ეფექტურობასა და უსაფრთხოებას, ჩატარდა MRCC-ის მქონე პაციენტებში, რომლებიც რეფრაქტორული იყვნენ წინა ციტოკინით თერაპიის მიმართ. 106 პაციენტმა მიიღო სუნიტინიბის მინიმუმ 50 მგ დოზა 4/2 განრიგით. ამ კვლევის პირველადი ეფექტურობის საბოლოო წერტილი იყო ORR. მეორადი საბოლოო წერტილები მოიცავდა TTP, პასუხის ხანგრძლივობას (DR) და OS. ამ კვლევაში ORR იყო 35.8% (95% CI: 26.8%, 47.5%). მედიანური DR და OS ჯერ არ იყო მიღწეული.
პანკრეასის ნეიროენდოკრინული სიმსივნეები
შემანარჩუნებელი 2 ფაზიანი, ღია, მრავალცენტრიანი კვლევაში შეფასდა სუნიტინიბის ეფექტურობა და უსაფრთხოება მონოთერაპიის სახით, რომელიც მიიღებოდა 50 მგ დოზირებით დღეში 4/2 განრიგის მიხედვით არარეზექტირებადი pNET-ის მქონე პაციენტებში. პანკრეასის კუნძულოვან-უჯრედულ სიმსივნურ ჯგუფში, რომელიც შედგებოდა 66 პაციენტისგან, პასუხის პირველადი საბოლოო წერტილი შეადგენდა 17%. არარეზექტირებადი pNET-ის მქონე პაციენტებში ჩატარდა 3 ფაზიანი, მრავალცენტრიანი, საერთაშორისო, რანდომიზირებული, ორმაგი ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებადი კვლევა სუნიტინიბის მონოთერაპიის გამოყენებით. პაციენტებში უნდა გამოვლენილიყო დადასტურებული პროგრესი, RECIST-ზე დაყრდნობით, წინა 12 თვის განმავლობაში და იყვნენ რანდომიზებული (1:1), რომ მიეღოთ 37.5 მგ სუნიტინიბი დღეში ერთხელ დაგეგმილი დასვენების პერიოდის გარეშე (N = 86) ან პლაცებო (N = 85). მისი პირველადი მიზანი იყო PFS-ის შედარება პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სუნიტინიბს იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს. სხვა საბოლოო წერტილები მოიცავდა OS, ORR, PRO და უსაფრთხოებას. დემოგრაფიები შედარებითი იყო სუნიტინიბისა და პლაცებოს ჯგუფებს შორის. გარდა ამისა, სუნიტინიბის პაციენტთა 49%-ს ჰქონდა არაფუნქციური სიმსივნეები პლაცებოს პაციენტების 52%-ისგან განსხვავებით და ორივე ჯგუფის პაციენტების 92%-ს ჰქონდა ღვიძლის მეტასტაზები. კვლევაში დაშვებული იყო სომატოსტატინის ანალოგების გამოყენება. სუნიტინიბით დაავადებულთა სულ 66%-მა მიიღო წინასწარი სისტემური თერაპია პლაცებო პაციენტების 72%-თან შედარებით. გარდა ამისა, სუნიტინიბით დაავადებულთა 24%-ს ჰქონდა მიღებული სომატოსტატინის ანალოგები, პლაცებო პაციენტების 22%-თან შედარებით. დაფიქსირდა სუნიტინიბის კლინიკურად მნიშვნელოვანი უპირატესობა მკვლევარი ექიმის მიერ შეფასებულ PFS-ში პლაცებოსთან შედარებით. საშუალო PFS იყო 11,4 თვე სუნიტინიბის ჯგუფისთვის, ხოლო 5,5 თვე პლაცებოს ჯგუფისთვის [საფრთხის თანაფარდობა: 0,418 (95% CI: 0,263, 0,662), p-მნიშვნელობა=0,0001]; მსგავსი შედეგები დაფიქსირდა, როდესაც მიღებული სიმსივნის პასუხის შეფასებები, რომელიც დაფუძნებულია RECIST-ის გამოყენებაზე მკვლევარის სიმსივნის გაზომვებზე, გამოყენებული იყო დაავადების პროგრესირების დასადგენად, როგორც ნაჩვენებია ცხრილში 4. Hazard ratio-ს თანაფარდობა დაფიქსირდა სუნიბიტინის სასარგებლოდ შეფასებული საბაზისო მახასიათებლების ყველა ქვეჯგუფში, მათ შორის ანალიზი წინა სისტემური თერაპიების გათვალისწინებით. სულ 29 პაციენტს სუნიტინიბის ჯგუფში და 24 პლაცებოს ჯგუფში არ მიუღია წინასწარი სისტემური მკურნალობა; ამ პაციენტებს შორის, PFS-ის Hazard ratio-ს თანაფარდობა იყო 0.365 (95% CI: 0.156, 0.857), p=0.0156. ანალოგიურად, 57 პაციენტს შორის სუნიტინიბის ჯგუფში (მათ შორის 28 1 წინა სისტემური თერაპიით და 29 2 ან მეტი სისტემური თერაპიის დროს) და 61 პაციენტს შორის პლაცებოს ჯგუფში (მათ შორის 25 1 წინა სისტემური თერაპიის დროს და 36 2 ან მეტი წინა სისტემური თერაპიის თერაპიები), Hazard ratio-ს თანაფარდობა PFS-სთვის იყო 0.456 (95% CI: 0.264, 0.787), p=0.0036. ჩატარდა PFS-ის მგრძნობელობის ანალიზი, სადაც პროგრესირება დაფუძნებული იყო მკვლევარი ექიმის მოხსენებულ სიმსივნის გაზომვებზე და სადაც ყველა სუბიექტი, რომელშიც ცენზირება მოხდა კვლევის შეწყვეტის გარდა სხვა მიზეზების გამო, განიხილებოდა, როგორც PFS მოვლენა. ამ ანალიზმა გამოავლინა სუნიტინიბის მკურნალობის ეფექტის კონსერვატიული შეფასება და დაადასტურა პირველადი ანალიზი, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ Hazard ratio-ს თანაფარდობა შეადგენდა 0,507 (95% CI: 0,350, 0,733), p=0,000193. ძირითადი კვლევა პანკრეასის NET-ზე ნაადრევად შეწყდა წამლების მონიტორინგის დამოუკიდებელი კომიტეტის რეკომენდაციით და პირველადი საბოლოო წერტილი დაფუძნებული იყო მკვლევარი ექიმის შეფასებაზე, რომელთაგანაც ორივეს შესაძლოა ზეგაველნა მოეხდინა მკურნალობის ეფექტის შეფასებებზე. PFS-ის მკვლევარზე დაფუძნებული შეფასებაში მიკერძოების გამორიცხვის მიზნით, ჩატარდა სკანირების BICR; ეს შემოწმება ეფუძნებოდა მკვლევარის შეფასებას, როგორც ნაჩვენებია ცხრილში 4.
ცხრილი 4. pNET ეფექტურობის შედეგები მე-3 ფაზის კვლევიდან
ეფექტურობის პარამეტრი
სუნიტინიბი
(N = 86)
პლაცებო
(N = 85)
საფრთხის კოეფიციენტი(Hazard Ratio) (95% CI)
p-მნიშვნელობა
პროგრესირების გარეშე გადარჩენა [მედიანური, თვეები (95% CI)] მკვლევარის შეფასებით
- 4 (7.4, 19.8)
- 5 (3.6, 7.4)
- 418 (0.263, 0.662)
- 0001a
პროგრესირების გარეშე გადარჩენა [მედიანური, თვეები (95% CI)] მიღებული სიმსივნის პასუხის შეფასებით, რომელიც ეფუძნება RECIST-ის გამოყენებას მკვლევარის სიმსივნის შეფასებებში
- 6 (7.4, 16.9)
- 4 (3.5, 6.0)
- 401 (0.252, 0.640)
- 000066a
პროგრესირების გარეშე გადარჩენა [მედიანური, თვეები (95% CI)] სიმსივნის შეფასებების ბრმა დამოუკიდებელი ცენტრალური მიმოხილვით
- 6 (11.1, 20.6)
- 8 (3.8, 7.2)
- 315 (0.181, 0.546)
- 000015a
საერთო გადარჩენა [5 წლიანი შემდგომი დაკვირვება] [მედინური, თვეები (95% CI)]
- 6 (25.6, 56.4)
- 1 (16.4, 36.8)
- 730 (0.504, 1.057)
- 0940a
ობიექტური პასუხის მაჩვენებელი [%, (95% CI)]
- 3 (3.2, 15.4)
0
NA
- 0066b
აბრევიატურები: CI=ნდობის ინტერვალი; N=პაციენტთა რაოდენობა; NA=არ აღინიშნება; pNET=პანკრეასის ნეიროენდოკრინული სიმსივნეები; RECIST=რეაქციის შეფასების კრიტერიუმები სოლიდურ სიმსივნეებში.
a ორმხრივი არასტრატიფიცირებული ლოგ-რანგის ტესტი
b ფიშერის ზუსტი ტესტი
სურათი 1. PFS-ის კაპლან-მეიერის დიაგრამა pNET მე-3 ფაზის კვლევიდან
751840119380
რისკ-სუბიექტების რაოდენობა
სუნიტინიბი
86
52
34
20
15
4
2
პლაცებო
85
42
20
9
2
2
2
აბრევიატურები: CI=ნდობის ინტერვალი; N=პაციენტთა რაოდენობა;
PFS=პროგრესიის გარეშე გადარჩენა;
pNET=პანკრეასის ნეიროენდოკრინული სიმსივნეები.
OS მონაცემები კვლევის დასრულების დროისათვის ჯერ კიდევ არ იყო მზად [20.6 თვე (95% CI: 20.6, NR) სუნიტინიბის ჯგუფისთვის (95% CI: 15.5, NR) პლაცებოს ჯგუფის NR-თან შედარებით, Hazard ratio-კოეფიციენტი: 0.409 ( 95% CI: 0.187, 0.894), p- მნიშვნელობა=0.0204]. დაფიქსირდა 9 სიკვდილის შემთხვევა სუნიტინიბის ჯგუფში და 21 სიკვდილის შემთხვევა პლაცებოს ჯგუფში.
დაავადების პროგრესირებისას პაციენტებს მოეხსნათ ბრმა კვლევები და პლაცებო პაციენტებს შესთავაზეს ღია კვლევის ფარგლებში სუნიტინიბით მკურნალობაზე გადასვლა ცალკე გახანგრძლივებულ დროით. კვლევის ადრეული დასრულების შედეგად, მიღმა დარჩენილ პაციენტებში მოიხსნა ბრმა კვლევები და მათ შესთავაზეს ღია კვლევის ფარგლებში სუნიტინიბზე გადახვლა დროის გახანგრძლივებით. სულ 85 პაციენტიდან 59 (69.4%) პლაცებოს ჯგუფის პაციენტი გადაყვანილი იქნა სუნიტინიბზე დაავადების პროგრესირების ან ბრმა კვლევის მოხსნის შემდეგ. OS, რომელიც დაფიქსირდა 5 წლის თანმიმდევრული დაკვირვების შემდეგ გაფართოებულ კვლევაში, აჩვენა საშიშროების თანაფარდობა 0,730 (95% CI: 0,504, 1,057).
კიბოს კვლევისა და მკურნალობის ევროპული ორგანიზაციის ცხოვრების ხარისხის კითხვარის (EORTC QLQ-C30) შედეგებმა აჩვენა, რომ ჯანმრთელობის საერთო გლობალური ცხოვრების ხარისხი და 5 ფუნქციონალური სფერო (ფიზიკური, როლური, კოგნიტური, ემოციური და სოციალური) შენარჩუნებული იყო სუნიტინიბით მკურნალობაზე მყოფი პაციენტებისთვის პლაცებოსთან შედარებით შეზღუდული გვერდითი სიმპტომატური ეფექტებით. 4 ფაზიანი მრავალეროვნული, მრავალცენტრიანი, ერთ ჯგუფიანი, ღია კვლევა, რომელიც აფასებდა სუნიტინიბის ეფექტურობასა და უსაფრთხოებას, ჩატარდა პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებოდათ პროგრესირებადი, მოწინავე/მეტასტაზური, კარგად დიფერენცირებული, არარეზექტირებადი pNET. ასექვსი პაციენტმა (61 პაციენტი წინმსწრები მკურნალობის ჯგუფიდან და 45 პაციენტი მკურნალობის შემდგომი ჯგუფიდან) მიიღო მკურნალობა სუნიტინიბით პერორალურად 37.5 მგ დღეში ერთხელ უწყვეტი დღიური დოზირების (CDD) გრაფიკით. მკვლევარი ექიმის მიერ შეფასებული მედიანური PFS შეადგენდა 13.2 თვე, როგორც მთლიან პოპულაციაში (95% CI: 10.9, 16.7) ასევე იმ ჯგუფში, რომლებსაც არ ჩატარებიათ წინმსწრები თერაპია (95% CI: 7.4, 16.8).
პედიატრიული პოპულაცია
პედიატრიულ პაციენტებში სუნიტინიბის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია (იხ. პუნქტი 4.2). სუნიტინიბის პერორალური დოზის გაზრდის 1 ფაზიანი კვლევა ჩატარდა 35 პაციენტში, რომელთაგანაც 30 იყო პედიატრიული პაციენტი (3 წლიდან 17 წლამდე) და 5 ახალგაზრდა ზრდასრული პაციენტი (ასაკი: 18 წლიდან 21 წლამდე) და აღენიშნებოდათ რეფრაქტორული სოლიდური სიმსივნეები, მათგან უმეტესობა ჩაეწერა თავის ტვინის სიმსივნის პირველადი დიაგნოზით. დოზის შემზღუდველი კარდიოტოქსიკურობა დაფიქსირდა კვლევის პირველ ნაწილში, რომელიც, შესაბამისად, შეცვლილი იყო იმ მიზნით, რომ გამოერიცხათ პაციენტები, რომლებშიც წარსულში გამოუვლინდათ მიდრეკილება კარდიოტოქსიკური თერაპიის (მათ შორის ანტრაციკლინებით) ან გულის დახსივების მიმართ. კვლევის მეორე ნაწილში, პაციენტების ჩათვლით რომლებსაც ადრე ჩაუტარდათ კიბოს საწინააღმდეგო თერაპია, მაგრამ არ აღენიშნათ გულის ტოქსიკურობის რისკ-ფაქტორები, სუნიტინიბი ზოგადად ტოლერანტული იყო და კლინიკურად მართვადი 15 მგ/მ2 დღეში (MTD) დოზირებისას 4/2 განრიგით. არცერთმა სუბიექტმა არ მიაღწია სრულ პასუხს ან ნაწილობრივ პასუხს. სტაბილური დაავადება დაფიქსირდა 6 პაციენტში (17%). ერთი პაციენტი GIST-ით რეგისტრირებული იქნა 15 მგ/მ2 დოზის დონეზე სარგებლის მტკიცებულების გარეშე. პრეპარატის დაფიქსირებული არასასურველი რეაქციები მთლიანობაში მოზრდილებში გამოვლენილი ეფექების მსგავსი იყო (იხ. ნაწილი 4.8). 2 ფაზიანი ღია კვლევა ჩატარდა 29 პაციენტში, რომელიც შედგებოდა 27 პედიატრიული პაციენტისგან (3 წლიდან 16 წლამდე) და 2 ახალგაზრდა ზრდასრული პაციენტისგან (18 წლიდან 19 …
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
სინებიტონი 25 მგ მყარი კაფსულები
სინებიტონი 50 მგ მყარი კაფსულები
სუნიტინიბი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ ინდივიდუალურად. არ გადასცეთ ის სხვებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათაც აღენიშნებათ მსგავსი სიმპტომები.
გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს. ეს ეხება ასევე ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.
ინსტრუქციის შინაარსი:
- რას წარმოადგენს სინებიტონი და რისთვის გამოყენება?
- რა უნდა იცოდეთ სინებიტონის გამოყენებამდე
- სინებიტონის მიღების წესი
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
- სინებიტონის შენახვის პირობები
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია.
- რას წარმოადგენს სინებიტონი და რისთვის გამოიყენება?
სინებიტონი შეიცავს აქტიურ ნივთიერება სუნიტინიბს, რომელიც წარმოადგენს პროტეინკინაზას ინჰიბიტორს. იგი გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ, გარკვეული ჯგუფის ცილების აქტივობის დათრგუნვის გზით, რომლებიც, მონაწილეობენ კიბოს უჯრედების ზრდასა და გავრცელებაში.
სინებიტონი გამოიყენება შემდეგი ტიპის კიბოს სამკურნალოდ მოზრდილებში:
- კუჭ-ნაწლავის სტრომული სიმსივნე (GIST), კუჭის - ნაწლავის კიბოს ტიპი, როდესაც იმატინიბი (კიბოს საწინააღმდეგო სხვა პრეპარატი) აღარ მოქმედებს ან არ შეუძლია პაციენტს იმატინიბის მიღება.
- თირკმელების უჯრედოვანი მეტასტაზური კარცინომა (MRCC), თირკმლის კიბოს ტიპი, რომელიც ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზეც.
- პანკრეასის ნეიროენდოკრინული სიმსივნეები (pNET) (პანკრეასის ჰორმონის წარმომქმნელი უჯრედების სიმსივნეები), რომლებიც პროგრესირებს ან რომლის მოცილებაც ოპერაციული გზით შეუძლებელია.
მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ კითხვების სუნიტინიბის მოქმედებასთან ან დანიშნულებასთან დაკავშირებით.
- რა უნდა იცოდეთ სინებიტონის გამოყენებამდე
არ შეიძლება სინებიტონის მიღება:
- თუ ხართ ალერგიული სუნიტინიბის ან ამ მედიკამენტის შემადგენელი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
სინებიტონის მიღებამდე მიმარეთეთ ექიმს კონსულტაციისთვის შემდეგ შემთხვევებში:
- თუ გახასიათებთ სისხლის მაღალი წნევა. სინებიტონს შეუძლია გაზარდოს სისხლის წნევა. ექიმმა შეიძლება შეამოწმოს თქვენი სისხლის წნევა სინებიტონით მკურნალობის დროს და, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა დაინიშნოს სისხლის წნევის დამწევი მედიკამენტები.
- თუ გაქვთ ან გქონდათ სისხლის დაავადება, სისხლდენის პრობლემები ან სისხლჩაქცევები. სინებიტონით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის მაღალი რისკი ან სისხლში გარკვეული უჯრედების რაოდენობის ცვლილება, რამაც შეიძლება განავითაროს ანემია ან გავლენა მოახდინოს სისხლის შედედების უნარზე. თუ თქვენ იღებთ ვარფარინს ან აცენოკუმაროლს, სისხლს გამათხიერებელ მედიკამენტებს სისხლის შედედების პრევენციისთვის, შეიძლება არსებობდეს სისხლდენის დიდი რისკი. აცნობეთ ექიმს, თუ სინებიტონით მკურნალობის დროს გამოვლინდება ნებისმიერი სახის სისხლდენა.
- თუ გაქვთ გულის პრობლემები. სინებიტონმა შეიძლება გამოიწვიოს გულის პრობლემები. აცნობეთ ექიმს, თუ გრძნობთ ძლიერ დაღლილობას, აღგენიშნებათ ქოშინი ან ფეხების და ტერფების შეშუპება.
- თუ გაქვთ გულის რითმის უჩვეულო დარღვევები. სინებიტონმა შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის დარღვევა. ამ ტიპის პრობლემების შესაფასებლად, სინებიტონით მკურნალობის პროცესში ექიმმა შესაძლოა შეამოწმოს ელექტროკარდიოგრამა. აცნობეთ ექიმს, თუ სინებიტონით მკურნალობის პერიოდში გრძნობთ თავბრუსხვევას, სისუსტეს ან უჩვეულო გულისცემას.
- თუ ცოტა ხნის წინ გქონდათ სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემა ვენებსა და/ან არტერიებში (სისხლძარღვების ტიპები), ინსულტის, გულის შეტევის, ემბოლიის ან თრომბოზის ჩათვლით. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულმკერდის არეში ტკივილი ან სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი მკლავებში, ზურგში, კისრის ან ყბის არეში, ქოშინი, დაბუჟება ან სისუსტე სხეულის ცალ მხარეს, საუბრის პრობლემა, თავის ტკივილი ან თავბრუსხვევა სინებიტონის გამოყენებისას.
- თუ გაქვთ ან გქონდათ ანევრიზმა (სისხლძარღვის კედლის გადიდება და გათხელება) ან სისხლძარღვის კედლის გასკდომა.
- თუ გაქვთ ან ადრე აღგენიშნებოდათ წვრილი სისხლძარღვების დაზიანებები, რომლიც ცნობილია როგორც თრომბოზული მიკროანგიოპათია (TMA). აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ცხელება, დაღლილობა, მოთენთილობა, სისხლჩაქცევები, სისხლდენა, შეშუპება, დაბნეულობა, მხედველობის დაკარგვა და კრუნჩხვები.
- თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები. სინებიტონმა შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები. აცნობეთ ექიმს, თუ უფრო ადვილად იღლებით, სიცივის გამძაფრებული შეგრძნება, სხვებთან შედარებითა ან აღგინიშნება ხმის დაბოხება სინებიტონით მკურნალობის დროს. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია უნდა შემოწმდეს სინებიტონის მიღებამდე და რეგულარულად მისი მიღებისას. თუ ფარისებრი ჯირკვალი არ გამოყოფს საკმარის თიროიდულ ჰორმონს, შეიძლება ჩატარდეს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის ჩანაცვლებითი თერაპია.
- თუ გაქვთ ან გქონდათ პანკრეასის ან ნაღვლის ბუშტის დაავადებები. აცნობეთ ექიმს, თუ გამოვლინდება შემდეგი ნიშნებიდან და სიმპტომებიდან რომელიმე: ტკივილი კუჭის არეში (მუცლის ზედა ნაწილი), გულისრევა, ღებინება და ცხელება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს პანკრეასის ან ნაღვლის ბუშტის ანთებით.
- თუ გაქვთ ან გქონდათ ღვიძლის პრობლემები. აცნობეთ ექიმს, თუ გამოვლინდება ღვიძლის პრობლემების შემდეგი ნიშნებიდან და სიმპტომებიდან რომელიმე სინებიტონით მკურნალობის დროს: ქავილი, თვალების ან კანის გაყვითლება, შარდის გამუქება და ტკივილი ან დისკომფორტი მუცლის მარჯვენა ზედა მიდამოში. ექიმმა უნდა ჩაატაროს სისხლის ანალიზი ღვიძლის ფუნქციის შესამოწმებლად სინებიტონით მკურნალობის დაწყებამდე, მკურნალობის პერიოდში და ასევე კლინიკური ჩვენების მიხედვით.
- თუ გაქვთ ან გქონდათ თირკმელების პრობლემები. ექიმი ჩაატარებს თირკმლის ფუნქციის მონიტორინგს
- თუ აპირებთ ოპერაციის გაკეთებას ან თუ ცოტა ხნის წინ გაიკეთეთ ოპერაცია. სინებიტონმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ჭრილობების შეხორცებაზე. თუ თქვენ იკეთებთ ოპერაციას, სინებიტონით მკურნალობა უნდა შეწყდეს. ოპერაციის შემდგომ ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას თუ როდის უნდა განაახლოთ სინებიტონის მიღება.
- რეკომენდებულია სტომატოლოგიური შემოწმება სინებიტონით მკურნალობის დაწყებამდე:
- თუ გაქვთ ან გქონდათ ტკივილი პირის ღრუში, კბილების და/ან ყბის არეში, შეშუპება ან წყლულები პირის ღრუში, დაბუჟება ან სიმძიმის შეგრძნება ყბის არეში, ან კბილის მორყევა დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს და სტომატოლოგს.
- თუ გესაჭიროებათ სტომატოლოგიური ინვაზიური მკურნალობის ჩატარება ან სტომატოლოგიური ქირურგიული ჩარევა, უნდა აცნობოთ თქვენს სტომატოლოგს, რომ მკურნალობთ სინებიტონით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თქვენ ასევე იღებთ ან იღებდით ინტრავენურ ბისფოსფონატებს. ბისფოსფონატები არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ძვლებზე გართულებების თავიდან ასაცილებლად, სხვა დაავადებების დროს.
- თუ გაქვთ ან გქონდათ კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები. ამ მედიკამენტის მიღებისას შესაძლოა განვითარდეს „pyoderma gangrenosum“ (კანის მტკივნეული წყლული) ან „ნეკროზული ფასციიტი“ (კანის/რბილი ქსოვილის სწრაფად გავრცელებადი ინფექციის სახით, რომელიც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს). დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს, თუ კანის დაზიანებასთან ერთად გამოვლინდა ინფექციის სიმპტომები, მათ შორის ცხელება, ტკივილი, სიწითლე, შეშუპება ან ჩირქოვანი გამონადენი ან სისხლჩაქცევები. ეს მოვლენა ზოგადად შექცევადია სუნიტინიბის მოხსნის შემდეგ. სუნიტინიბის გამოყენებისას აღინიშნა კანზე ძლიერი გამონაყარი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მულტიფორმული ერითემა), რომელიც თავდაპირველად ვლინდება მოწითალო სამიზნის მსგავსი ან წრიული ლაქების სახით, ხშირად შუა ნაწილში ბუშტუკებით. გამონაყარი შეიძლება გავრცელდეს ფართო ბუშტუკების წარმოქმნით ან კანის აქერცვლით და შეიძლება აღმოჩნდეს სიცოცხლისთვის სახიფათო. თუ გაგიჩნდებათ გამონაყარი ან კანის აღნიშნული სიმპტომები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
- თუ გაქვთ ან გქონდათ კრუნჩხვები. აცნობეთ ექიმს რაც შეიძლება სწრაფად, თუ ვლინდება მაღალი წნევა, თავის ტკივილი ან მხედველობის დაკარგვა.
- თუ გაქვთ დიაბეტი. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში სისხლში შაქრის დონე რეგულარულად უნდა შემოწმდეს, რათა შეფასდეს, საჭიროა თუ არა ანტიდიაბეტური მედიკამენტის დოზის კორექტირება, იმისთვის, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი სისხლში შაქრის დონის დაცემის რისკი. შეატყობინეთ თქვენს ექიმს რაც შეიძლება სწრაფად, თუ თქვენ გაქვთ სისხლში შაქრის დონის დაცემის ნიშნები და სიმპტომები (დაღლილობა, პალპიტაცია, ოფლიანობა, შიმშილი და გონების დაკარგვა).
ბავშვები და მოზარდები
სინებიტონის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის პირებში.
სხვა მედიკამენტები და სინებიტონი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატები.
ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ორგანიზმში სინებიტონის კონცენტრაციაზე. აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ შემდეგი აქტიური ნივთიერებების შემცველ მედიკამენტებს:
- კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი - გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ
- ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, რიფამპიცინი - გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ
- რიტონავირი - გამოიყენება აივ - ინფექციის სამკურნალოდ
- დექსამეტაზონი - კორტიკოსტეროიდი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა მდგომარეობისთვის (როგორიცაა ალერგია/სუნთქვის დარღვევები ან კანის დაავადებები)
- ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი - გამოიყენება ეპილეფსიის და სხვა ნევროლოგიური დაავადებების სამკურნალოდ
- კრაზანას შემცველი მცენარეული პრეპარატები (Hypericum perforatum) - გამოიყენება დეპრესიისა და შფოთვის სამკურნალოდ.
სინებიტონის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
სინებიტონით მკურნალობისას თავი უნდა შეიკავოთ გრეიფრუტის წვენის მიღებისგან.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ რჩევისთვის ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ არის დაორსულების შანსი, სინებიტონით მკურნალობის დროს უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდი.
აცნობეთ ექიმს, თუ კვებავთ ჩვილს ძუძუთი. სინებიტონით მკურნალობის დროს არ შეიძლება ძუძუთი კვება.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
თუ გაწუხებთ თავბრუსხვევა ან გრძნობთ უჩვეულო დაღლილობას, გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე მანქანის მართვისას ან მექანიზმებთან მუშაობისას.
სინებიტონი შეიცავს ნატრიუმს
ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო კაფსულაში, ანუ პრაქტიკულად "თავისუფალია ნატრიუმისგან ".
- სინებიტონის მიღების წესი
ეს მედიკამენტი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ რამეში დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.
ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის შესაფერის დოზას, კიბოს ტიპის მიხედვით. თუ მკურნალობთ შემდეგი დაავადებებისას:
- კუჭ-ნაწლავის სტრომული სიმსივნე (GIST) ან თირკმელების უჯრედოვანი მეტასტაზური კარცინომა (MRCC): ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 50 მგ-ს დღეში ერთხელ, 28 დღის განმავლობაში (4 კვირა), რასაც მოჰყვება 14 დღიანი (2 კვირა) დასვენება (მედიკამენტის გარეშე), სულ 6 კვირიანი ციკლი.
- პანკრეასის ნეიროენდოკრინული სიმსივნეები (pNET): ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 37,5 მგ დღეში ერთხელ, დასვენების პერიოდის გარეშე.
ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის საჭირო დოზირებას, ასევე დაადგენს თუ როდის არის საჭირო, სინებიტონით მკურნალობის შეწყვეტა.
სინებიტონის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან საკვებისგან დამოუკიდებლად.
Peel-off ბლისტერული შეფუთვისთვის:
იმისთვის რომ გახსნათ ბლისტერი, მთლიანი ბლისტერისგან განაცალკევეთ ერთი დოზა განსაცალკევებელი ხაზების გამოყენებით. შემდეგ მოაშორეთ ფოლგა ბლისტერს და ამოიღეთ კაფსულა. არ ამოიღოთ კაფსულა ფოლგიდან მასზე ზეწოლის მოხდენის გზით, რადგან ამ დროს შეიძლება კაფსულა დაზიანდეს.
თუ მიიღეთ სინებიტონის ჭარბი დოზა
თუ შემთხვევით მიიღეთ დიდი რაოდენობით კაფსულები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება.
თუ დაგავიწყდათ სინებიტონის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ შენიშნავთ რამე სერიოზულ გვერდით მოვლენას (ასევე იხილეთ პუნქტი 2, ”რა უნდა იცოდეთ სინებიტონის გამოყენებამდე“):
- გულის პრობლემები. აცნობეთ ექიმს, თუ გრძნობთ ძლიერ დაღლილობას, აღგენიშნება ქოშინი ან ფეხების და ტერფების შეშუპება. ეს შეიძლება იყოს გულის პრობლემების სიმპტომები, რაც შეიძლება მოიცავდეს გულის უკმარისობას და გულის კუნთის პრობლემებს (კარდიომიოპათია).
- ფილტვების ან სუნთქვის პრობლემები. აცნობეთ ექიმს, თუ განვითარდება ხველა, გულმკერდის ტკივილი, უეცარი ქოშინი ან სისხლიანი ხველა. ეს შეიძლება იყოს იმ მდგომარეობის სიმპტომები, რომელსაც ეწოდება ფილტვის ემბოლია, რომელიც აღინიშნება, როდესაც სისხლის შედედებული მასები ხვდება ფილტვებში.
- თირკმელების დარღვევები. აცნობეთ ექიმს, თუ ვლინდება შარდვის სიხშირის ცვლილებები ან შარდვის შეკავება, რაც შეიძლება იყოს თირკმლის უკმარისობის სიმპტომები.
- სისხლდენა. აცნობეთ ექიმს, თუ ვლინდება ჩამოთვლილი სიმპტომდან რომელიმე ან აღგენიშნებათ სერიოზული სისხლდენა სინებიტონით მკურნალობის დროს: მტკივნეული შეშუპებული მუცლი (abdomen); სისხლიანი ღებინება; შავი, წებოვანი განავალი; სისხლიანი შარდი; თავის ტკივილი ან ფსიქიური მდგომარეობის ცვლილება; სისხლიანი ხველა ან სისხლიანი ნახველი ფილტვებიდან ან სასუნთქი გზებიდან.
- სიმსივნის დაშლა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავის პერფორაცია. აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ მუცლის ძლიერი ტკივილი, ცხელება, გულისრევა, ღებინება, სისხლი განავალში ან ნაწლავის მოქმედების ცვლილებები.
სინებიტონის სხვა გვერდითი მოვლენები შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
- თრომბოციტების, სისხლის წითელი უჯრედების და/ან სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (მაგ., ნეიტროფილების)
- ქოშინი
- სისხლის მაღალი წნევა
- ძლიერი დაღლილობა, უძლურების შეგრძნება
- კანქვეშა და თვალის ირგვლივ არეში შეშუპება სითხის დაგროვების შედეგად, ძლიერი ალერგიული გამონაყარი
- ტკივილი/გაღიზიანება პირის ღრუში, პირის სიმშრალე/ანთება/წყლულები, გემოვნების დარღვევა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, მუცლის ტკივილი/შეშუპება, მადის დაკარგვა/დაქვეითება
- ფარისებრი ჯირკვლის აქტივობის დაქვეითება (ჰიპოთირეოზი)
- თავბრუსხვევა
- თავის ტკივილი
- ცხვირიდან სისხლდენა
- ზურგის ტკივილი, სახსრების ტკივილი
- ტკივილი ხელებსა და ფეხებში
- კანის გაყვითლება/კანის გაუფერულება, კანის ჭარბი პიგმენტაცია, თმის ფერის ცვლილება, გამონაყარი ხელის გულებსა და ტერფებზე, გამონაყარი, კანის სიმშრალე
- ხველა
- ცხელება
- ძილის პრობლემები
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-მდე პაციენტში)
- სისხლის შედედება სისხლძარღვებში
- გულის კუნთის სისხლმომარაგების დეფიციტი, კორონარული არტერიების ობსტრუქციის ან შევიწროების გამო.
- მკერდის ტკივილი
- გულის მიერ ამოტუმბული სისხლის რაოდენობის შემცირება
- სითხის შეკავება მათ შორის ფილტვების მიდამოში
- ინფექციები
- მძიმე ინფექციის გართულება (სისხლის მიმოქცევაში არსებული ინფექცია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილის დაზიანება, ორგანოს უკმარისობა და სიკვდილი.
- სისხლში შაქრის დონის დაქვეითება (იხილეთ პუნქტი 2, „რა უნდა იცოდეთ სინებიტონის გამოყენებამდე“)
- შარდით ცილის დაკარგვა ზოგჯერ იწვევს შეშუპებას
- გრიპის მსგავსი სინდრომი
- სისხლის ტესტები პათოლოგიური ცვლილებებები პანკრეასის და ღვიძლის ფერმენტების ჩათვლით
- შარდმჟავას მაღალი დონე სისხლში
- ბუასილი, ტკივილი სწორ ნაწლავში, ღრძილებიდან სისხლდენა, ყლაპვის გაძნელება ან ყლაპვის შეუძლებლობა
- წვის ან ტკივილის შეგრძნება ენაზე, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის ანთება, კუჭ-ნაწლავში ჭარბი აირები
- წონის დაკლება
- ძვალ-კუნთოვანი ტკივილი (კუნთების და ძვლების ტკივილი), კუნთების სისუსტე, კუნთების დაღლილობა, კუნთების ტკივილი, კუნთების სპაზმი
- ცხვირის სიმშრალე, ცხვირის დაგუბება
- ჭარბი ცრემლდენა
- კანის მგრძნობელობის ცვლილება, ქავილი, კანის აქერცვლა და ანთება, ბუშტუკები, აკნე, ფრჩხილების ფერის შეცვლა, თმის ცვენა
- პათოლოგიური შეგრძნებები კიდურებში
- მგრძნობელობის უჩვეულოდ ძლიერი შემცირება/მატება, განსაკუთრებით შეხებისას
- გულძმარვა
- გაუწყლოება
- წამოხურება
- შარდის შეფერილობის ცვლილება
- დეპრესია
- ციება
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე პაციენტში)
- სიცოცხლისათვის საშიში რბილი ქსოვილების ინფექცია, მათ შორის ანოგენიტალური არეების ჩათვლით (იხილეთ პუნქტი 2, „რა უნდა იცოდეთ სინებიტონის გამოყენებამდე”)
- ინსულტი
- გულის შეტევა გამოწვეული გულში სისხლის მიწოდების შეფერხებით ან შემცირებით
- გულის ელექტრული აქტივობის ცვლილებები ან გულის რიტმის დარღვევა
- სითხის დაგროვება გულის არეში (პერიკარდიული ეფუზია)
- ღვიძლის უკმარისობა
- კუჭის (მუცლის) ტკივილი გამოწვეული პანკრეასის ანთებით
- სიმსივნის დაშლა, რომელიც იწვევს ნაწლავის პერფორაციას.
- ნაღვლის ბუშტის ანთება (შეშუპება და სიწითლე), ნაღვლში კენჭებით ან მათ გარეშე
- დარღვეული მილაკოვანი კავშირი სხეულის ღრუებსა ან კანს შორის
- პირის ღრუს, კბილების ან/და ყბის ტკივილი, შეშუპება ან წყლულები პირის ღრუში, დაბუჟება ან სიმძიმის შეგრძნება ყბის არეში, ან კბილის მორყევა. ეს შეიძლება იყოს ყბის ძვლის დაზიანების ნიშნები და სიმპტომები (ოსტეონეკროზი), იხილეთ პუნქტი 2, „რა უნდა იცოდეთ სინებიტონის გამოყენებამდე“
- ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჭარბი გამომუშავება, რაც იწვევს ენერგიის მოჭარბებას
- ჭრილობების შეხორცების პრობლემები ოპერაციის შემდეგ
- სისხლში კუნთოვანი ფერმენტის (კრეატინ ფოსფოკინაზას) დონის მომატება
- გადაჭარბებული რეაქცია ალერგენზე, მათ შორის თივის ცხელება, კანის გამონაყარი, კანის ქავილი, ჭინჭრის ციება, სხეულის ნაწილების შეშუპება და სუნთქვის გაძნელება
- მსხვილი ნაწლავის ანთება (კოლიტი, იშემიური კოლიტი)
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-მდე პაციენტში)
- კანის და/ან ლორწოვანი გარსების მძიმე რეაქცია (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მულტიფორმული ერითემა)
- სიმსივნის ლიზისის სინდრომი (TLS) - TLS შედგება რიგი მეტაბოლური გართულებებისგან, რომელებიც ვლინდება კიბოს მკურნალობის დროს. ეს გართულებები გამოწვეულია მკვდარი კიბოს უჯრედების დაშლის პროდუქტებით და შეიძლება მოიცავდეს შემდეგ სიმპტომებს: გულისრევა, ქოშინი, არარეგულარული გულისცემა, კუნთების სპაზმი, კრუნჩხვები, შარდის გამუქება და დაღლილობა, უჩვეულო ლაბორატორიული ანალიზის შედეგების ჩათვლით (კალიუმის, შარდოვანას და ფოსფორის დონის მომატება და კალციუმის დონის დაქვეითება სისხლში), რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის ცვლილება და თირკმლის მწვავე უკმარისობა
- კუნთების პათოლოგიური დაშლა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები (რაბდომიოლიზი)
- თავის ტვინში პათოლოგიური ცვლილებები, რაც იწვევს მთელ რიგ სიმპტომებს, როგორიცაა: თავის ტკივილი, დაბნეულობა, კრუნჩხვები და მხედველობის დაკარგვა (უკანა შექცევადი ლეიკოენცეფალოპათიის სინდრომი)
- კანის მტკივნეული წყლული (pyoderma gangrenosum)
- ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
- ფარისებრი ჯირკვლის ანთება
- უწვრილესი სისხლძარღვების დაზიანება, რომელიც ცნობილია, როგორც თრომბოზული მიკროანგიოპათია (TMA)
უცნობი გვერდითი ეფექტები (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით):
- სისხლძარღვის კედლის გაფართოება და გათხელება ან სისხლძარღვის კედლის გასკდომა (ანევრიზმა და არტერიის დისექცია)
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
ნებისმიერ გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ეს ეხება ასევე ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ, უშუალოდ შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხო გამოყენებაზე მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
- სინებიტონის შენახვის პირობები
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე აღნიშვნით „EXP“. ვარგისობის ვადა მოიცავს თვის ბოლო დღეს.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ნესტისაგან დაცვის მიზნით.
პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებს.
არ გამოიყენოთ მედიკამენტი, თუ შეამჩნევთ, რომ შეფუთვა დაზიანებულია.
არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს გამოუყენებელი მედიკამენტების უტილიზაციის შესახებ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
სინებიტონი შეიცავს:
[სინებიტონი 25 მგ მყარი კაფსულები]
აქტიური ნივთიერებაა სუნიტინიბი. თითოეული კაფსულა შეიცავს სუნიტინიბის მალეატს, რომელიც ექვივალენტურია 25 მგ სუნიტინიბის.
დამხმარე ნივთიერებებია:
- კაფსულის შემადგენლობა: პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა (იხ. პუნქტი 2, „რა უნდა იცოდეთ სინებიტონის გამოყენებამდე“), მაგნიუმის სტეარატი;
- კაფსულის გარსი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის წითელი ოქსიდი (E172), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), რკინის შავი ოქსიდი (E172).
- საბეჭდი მელანი: შელაკი, ტიტანის დიოქსიდი (E171), პროპილენგლიკოლი.
[სინებიტონი 50მგ მყარი კაფსულები]
აქტიური ნივთიერებაა სუნიტინიბი. თითოეული კაფსულა შეიცავს სუნიტინიბის მალეატს, რომელიც ექვივალენტურია 50 მგ სუნიტინიბის.
დამხმარე ნივთიერებებია:
- კაფსულის შემადგენლობა: პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა (იხ. პუნქტი 2, „რა უნდა იცოდეთ სინებიტონის გამოყენებამდე“), მაგნიუმის სტეარატი;
- კაფსულის გარსი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის წითელი ოქსიდი (E172), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), რკინის შავი ოქსიდი (E172).
- საბეჭდი მელანი: შელაკი, რკინის შავი ოქსიდი (E172), პროპილენგლიკოლი.
სინებიტონის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
[სინებიტონი 25 მგ მყარი კაფსულები]
სინებიტონი 25 მგ: მყარი ჟელატინის კაფსულა კარამელის (ღია ყავისფერი) ფერი თავსახურით და ნარინჯისფერი კორპუსით, თეთრი წარწერით "SNB" და "25" კორპუსზე. კაფსულა შეიცავს ნარინჯისფერ ფხვნილს. კაფსულის ზომა: 3 (სიგრძე დაახლოებით 16 მმ).
[სინებიტონი 50 მგ მყარი კაფსულები]
სინებიტონი 50 მგ: მყარი ჟელატინის კაფსულა კარამელის თავსახურით და კარამელის კორპუსით (ღია ყავისფერი), შავი წარწერით "SNB" და "50" კორპუსზე. კაფსულა შეიცავს ნარინჯისფერ ფხვნილს. კაფსულის ზომა: 1EL (მოგრძო; სიგრძე დაახლოებით 20 მმ).
ხელმისაწვდომია oPA/Al/PE/Al peel off ბლისტერები, რომლებიც შეიცავს 3 x 10 მყარ კაფსულას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
ფარმაცევტული კომპანია შპს „GEA“
ვაჟა-ფშაველას გამზ. 6, თბილისი 0160
საქართველო
მწარმოებელი:
სინთონ ჰისპანია ს.ლ. (Synthon Hispania, S.L.)
კასტელო No.1 (Castelló No.1)
სანტ ბოი დე ლობრეგატ (Sant Boi de Llobregat)
08830 ბარსელონა (Barcelona)
ესპანეთი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.