სუტესგო 50 მგ მყარი კაფსულა
Sutesgo 50 mg Sert Kapsül
სუტესგო წარმოადგენს მედიკამენტს, რომელიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ. სუტესგოს ეფექტი განპირობებულია ცილების ჯგუფის აქტივობის პრევენციით, რომლებიც იწვევენ კიბოს უჯრედების ზრდას და გავრცელებას. სუტესგო წარმოადგენს ნარინჯისფერ-ყავისფერ მკვრივ კაფსულას, რომელიც შევსებულია გრანულებით. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- სუნიტინიბი (sunitinib)
- ფორმა და შეფუთვა
- 50მგ მყარი კაფსულა №14
- მწარმოებელი
- Deva Holding A.Ş., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, პროტეინკინაზას სხვა ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- L01EX01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043395
- რეგისტრირებულია
- 11 ივნისი 2025, მოქმედებს 11 ივნისი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „პსპ ფარმა“
- GMP
- -
სუტესგო 50 მგ მყარი კაფსულა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
სუტესგო წარმოადგენს მედიკამენტს, რომელიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ. სუტესგოს ეფექტი განპირობებულია ცილების ჯგუფის აქტივობის პრევენციით, რომლებიც იწვევენ კიბოს უჯრედების ზრდას და გავრცელებას.
სუტესგო წარმოადგენს ნარინჯისფერ-ყავისფერ მკვრივ კაფსულას, რომელიც შევსებულია გრანულებით. კაფსულას აქვს კარამელის ფერი თავსახური, რომელზეც გამოსახულია თეთრი მელნით ნაბეჭდი „DEVA“ და კარამელის ფერი კორპუსი, რომელზეც გამოსახულია თეთრი მელნით ნაბეჭდი „STB 50 მგ“. სუტესგოს თითოეული კაფსულა შეიცავს 50 მგ სუნიტინიბს. კოლოფი შეიცავს 14 მკვრივ კაფსულას.
სუტესგოს ინიშება ექიმის მიერ, რომელსაც გააჩნია თირკმლის უჯრედების კიბოს, კუჭისა და ნაწლავის კედლის სტრუქტურის მხარდამჭერი ქსოვილის ავთვისებიანი სიმსივნეების და პანკრეასის ზოგიერთი კიბოს მკურნალობის კვალიფიკაცია.
მეტასტაზური თირკმლის უჯრედოვანი კარცინომა
სუტესგო გამოიყენება თირკმლის უჯრედოვანი კიბოს სამკურნალოდ, რომელიც ვითარდება თირკმლის მილაკების უჯრედებში.
კუჭ-ნაწლავის სტრომული სიმსივნე
სუტესგო გამოიყენება კუჭ-ნაწლავის სტრომული სიმსივნეების სამკურნალოდ. ეს სიმსივნე არის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც გავრცელებულია იმ ქსოვილზე, რომელიც ინარჩუნებს კუჭისა და ნაწლავის კედლის სტრუქტურას. მისი გამომწვევი მიზეზი არის ქსოვილში უჯრედების უკონტროლო ზრდა. სუტესგო ხელს უშლის ამ უჯრედების ზრდას. ის ახდენს ასევე სისხლძარღვების ფორმირების პრევენციას, რომლებიც აუცილებელია ამ უჯრედების კვებისთვის.
პანკრეასის სიმსივნეები
სუტესგო გამოიყენება პანკრეასის გავრცელებული სიმსივნეების სამკურნალოდ, რომლებიც პროგრესირებენ სომატოსტატინით და მისი წარმოებულებით მკურნალობის შემდეგ და მათი ქირურგიული გზით ამოკვეთა შეუძლებელია. ეს იშვიათი კიბო წარმოიქმნება პანკრეასის ჰორმონების წარმომქმნელი უჯრედებიდან.
სუტესგოსთან ან მისი დანიშვნის მიზეზებთან დაკავშირებით ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
მიღების წესი და დოზირება
მითითებები სწორი გამოყენებისა და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ
ყოველთვის მიიღეთ სუტესგო ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს.
ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის შესაფერის დოზას, სამკურნალო კიბოს ტიპის მიხედვით.
თუ მკურნალობთ კუჭ-ნაწლავის სტრომულ სიმსივნეს ან თირკმლის კიბოს: ჩვეულებრივი დოზაა 50 მგ დღეში ერთხელ 28 დღის განმავლობაში (4 კვირის შეუფერხებლად) და შემდეგ 14 დღიანი (2 კვირის) შესვენება (მედიკამენტების გარეშე), სულ 6 კვირის სამკურნალო ციკლით. ექიმი განსაზღვრავს, თუ რამდენი 6-კვირიანი ციკლის მიღება მოგიწევთ.
თუ მკურნალობთ პანკრეასის ნეიროენდოკრინული სიმსივნისთვის: ჩვეულებრივი დოზაა 37.5 მგ დღეში ერთხელ შესვენების პერიოდის გარეშე.
ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის საჭირო დოზას, ასევე განსაზღვრავს, თუ და როდის დაგჭირდებათ სუტესგოთი მკურნალობის შეწყვეტა.
მიღების გზა და მეთოდი
სუტესგო მიიღება პერორალურად. მისი მიღება შესაძლებელია უზმოზე ან საკვებთან ერთად.
არ გახსნათ კაფსულები.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
გამოყენება ბავშვებში
სუტესგოს უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში დადგენილი არ არის. მისი გამოყენება 18 წლამდე ასაკის პირებისთვის რეკომენდებული არ არის.
გამოყენება ხანდაზმულებში
უმცროს და ხანდაზმულ პაციენტებს შორის უსაფრთხოების ან ეფექტურობის მნიშვნელოვანი განსხვავებები არ დაფიქსირებულა.
განსაკუთრებული მდგომარეობები
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა
თქვენი ექიმი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას თქვენი მდგომარეობის გათვალისწინებით.
თუ ფიქრობთ, რომ სუტესგოს ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი სუტესგო
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი სუტესგო, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. შესაძლოა დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება.
თუ დაგავიწყდათ სუტესგოს გამოყენება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის.
სუტესგოთი მკურნალობის შეწყვეტის შესაძლო ეფექტები:
სუტესგოთი მკურნალობის შეწყვეტისას არ ვითარდება განსაკუთრებული გარემოებები.
არ შეწყვიტოთ მკურნალობა ნაადრევად ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
უკუჩვენებები
თუ:
გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) სუნიტინიბის ან ამ პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
სუტესგო გამოიყენება სიფრთხილით:
თუ:
გაქვთ მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია). სუტესგომ შეიძლება გაზარდოს თქვენი არტერიული წნევა. მკურნალობის დროს ექიმი შეამოწმებს თქვენს არტერიულ წნევას და, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დაგინიშნოთ მედიკამენტები არტერიული წნევის დასაწევად.
გაქვთ სისხლთან დაკავშირებული დაავადება, სისხლდენის პრობლემები ან სისხლჩაქცევები. თუ შეამჩნევთ სისხლდენას ცხვირიდან ან სხვა ორგანოებიდან. სუტესგოს გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს სისხლდენის რისკი. ის იწვევს სისხლში გარკვეული უჯრედების რაოდენობის ცვლილებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ანემია ან გავლენა მოახდინოს სისხლის შედედების უნარზე. თუ იღებთ ვარფარინს ან აცენოკუმაროლს, სისხლს გამათხელებელ მედიკამენტებს სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად, შესაძლოა სისხლდენის რისკი გაიზარდოს. ამიტომ, აცნობეთ ექიმს, თუ სუტესგოს მიღების დროს სისხლდენა გაქვთ.
თუ თქვენ გაქვთ გულის პრობლემები. სუტესგომ შეიძლება გამოიწვიოს გულის პრობლემები. აცნობეთ ექიმს, თუ გრძნობთ ძლიერ დაღლილობას, ქოშინს ან გაქვთ შეშუპება ტერფებსა და კოჭებში.
თქვენ გაქვთ გულის რიტმის დარღვევები. სუტესგომ შეიძლება გამოიწვიოს გულის რიტმის დარღვევა. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ელექტროკარდიოგრამა, რათა შეაფასოს ეს პრობლემები სუტესგოთი მკურნალობის დროს. აცნობეთ ექიმს, თუ სუტესგოთი მკურნალობის დროს გრძნობთ თავბრუსხვევას, სისუსტეს ან გაქვთ გულის რიტმის დარღვევა.
თუ ცოტა ხნის წინ გადაიტანეთ ინსულტი, გულის შეტევა, სისხლძარღვის ბლოკადა ან სისხლის კოლტები, მაგალითად ვენებში და/ან არტერიებში (ვენების ტიპები). დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ სუტესგოთი მკურნალობის დროს განიცდით ტკივილს ან ზეწოლას გულმკერდის არეში, ტკივილს ხელებში, ზურგში, კისერში ან ყბაში, დაბუჟებას ან სისუსტეს სხეულის ერთ მხარეს, საუბრის გაძნელებას, თავის ტკივილს ან თავბრუსხვევას.
თუ გაქვთ ან გქონიათ ანევრიზმა (სისხლძარღვის კედლის გადიდება და შესუსტება) ან სისხლძარღვის კედლის გახევა.
თქვენ გაქვთ ან გქონიათ უმცირესი სისხლძარღვების დაზიანება, რომელიც ცნობილია როგორც თრომბოზული მიკროანგიოპათია (TMA). აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ სიცხე, უღონობა, დაღლილობა, სისხლჩაქცევები, სისხლდენა, შეშუპება, დაბნეულობა, მხედველობის დაკარგვა და კრუნჩხვები.
თქვენ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები. სუტესგომ შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები. აცნობეთ ექიმს, თუ ჩვეულებრივზე უფრო ადვილად იღლებით, სხვა ადამიანებთან შედარებით უფრო მეტად გრძნობთ სიცივეს, ან თუ მკურნალობის დროს ხმა უფრო გიბოხდებათ, სუტესგოს მიღებამდე და რეგულარულად უნდა შეამოწმოთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია მისი გამოყენების დროს. თუ თქვენი ფარისებრი ჯირკვალი არ გამოიმუშავებს საკმარის თიროიდულ ჰორმონს, შესაძლოა, დაგენიშნოთ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური მკურნალობა.
თქვენ გაქვთ პანკრეასის ან ნაღვლის ბუშტის დაავადება. აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, საჭმლის მონელების დარღვევა, დიარეა, ღებინება და სიცხე. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს პანკრეასის ან ნაღვლის ბუშტის ანთებით.
თქვენ გაქვთ ღვიძლის დაავადება. აცნობეთ ექიმს, თუ სუტესგოთი მკურნალობის დროს შენიშნეთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ქავილი, კანის ან თვალების გაყვითლება, მუქი შარდი, ტკივილი ან დისკომფორტი კუჭის ზედა მარჯვენა ნაწილში. ექიმმა უნდა ჩაგიტაროთ სისხლის ანალიზები ღვიძლის ფუნქციის შესამოწმებლად სუტესგოთი მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს.
თქვენ გაქვთ თირკმლის დაავადება. ექიმი გააკონტროლებს თქვენი თირკმლის ფუნქციას.
თუ თქვენ უნდა გაიკეთოთ ოპერაცია ან უკვე გაიკეთეთ ოპერაცია. სუტესგომ შეიძლება გავლენა მოახდინოს ჭრილობების შეხორცებაზე. თუ აპირებთ ოპერაციის გაკეთებას, უნდა შეწყვიტოთ სუტესგოს გამოყენება. ექიმი გადაწყვეტს, როდის უნდა დაიწყოთ სუტესგოს მიღება ხელახლა.
სუტესგოთი მკურნალობის დაწყებამდე ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ კბილების შემოწმება.
თუ გაქვთ პირის ღრუს, კბილების და/ან ყბის ტკივილი, შეშუპება ან წყლულები პირის ღრუში, ყბაში დაბუჟება ან სიმძიმის შეგრძნება, ან კბილის მორყევა, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს და სტომატოლოგს.
თუ გჭირდებათ სტომატოლოგიური მკურნალობა ან სტომატოლოგიური ოპერაცია, აცნობეთ თქვენს სტომატოლოგს, რომ მკურნალობთ სუტესგოთი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასევე იღებთ ინტრავენურ ბისფოსფონატებს.
გაქვთ კანისა და კანქვეშა ქსოვილის რეაქციები.
სუტესგოს მიღების დროს შეიძლება განვითარდეს „განგრენული პიოდერმია“ (მტკივნეული კანის დაწყლულება) ან „ნეკროზირებადი ფასციიტი“ (კანის/რბილი ქსოვილების სწრაფად გავრცელებული ინფექცია, რომელიც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს). დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ კანის დაზიანების გარშემო ინფექციის სიმპტომები გამოვლინდა, მათ შორის ცხელება, ტკივილი, სიწითლე, შეშუპება ან ჩირქის ან სისხლის გამონადენი. ეს მდგომარეობა უმჯობესდება სუნიტინიბის მიღების შეწყვეტის შემდეგ. სუნიტინიბის გამოყენებისას აღწერილია კანის ძლიერი გამონაყარი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროზი, მულტიფორმული ერითემა), რომელიც ჩვეულებრივ ვლინდება ტანზე მოწითალო წერტილების ან ცენტრალური ბუშტუკებით წრიული ლაქების სახით. გამონაყარი შეიძლება გადაიზარდოს კანის ფართოდ გავრცელებულ ბუშტუკებად ან აქერცვლაში და შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს. თუ თქვენს შემთხვევაში განვითარდება მსგავსი მდგომარეობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს რჩევისთვის.
თუ გაქვთ ან გქონიათ ეპილეფსიური კრუნჩხვები, ასევე ცნობილი როგორც ეპილეფსია. რაც შეიძლება მალე აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია), თავის ტკივილი ან მხედველობის დაკარგვა.
თქვენ გაქვთ დიაბეტი. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში სისხლში შაქრის დონე რეგულარულად უნდა შემოწმდეს, რათა შეფასდეს, საჭიროა თუ არა ანტიდიაბეტური პრეპარატის დოზის კორექტირება სისხლში შაქრის დაბალი დონის რისკის მინიმიზაციის მიზნით. თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ, თუნდაც წარსულში, მიმართეთ ექიმს.
სუტესგოს მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
სუტესგოს მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
თუმცა, სუტესგოთი მკურნალობის დროს თავი უნდა შეიკავოთ გრეიფრუტის წვენის დალევისგან.
სიფრთხილის ზომები
ყურადღებით დაიცავით ექიმის მითითებები, მაშინაც კი, თუ ისინი განსხვავდება ფურცელ-ჩანართში მოცემული ინსტრუქციებისგან.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან აპირებთ მიიღოთ რაიმე სხვა მედიკამენტი, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული საშუალებებიც. ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სუტესგოს დონეზე თქვენს ორგანიზმში. აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ შემდეგი აქტიური ინგრედიენტების შემცველ მედიკამენტებს:
ტუბერკულოზის სამკურნალო მედიკამენტები (რიფამპიცინი)
ანტიბიოტიკები (ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, რიფამპიცინი)
მცენარეული პროდუქტები, რომლებიც შეიცავს წმ. იოანეს ვორტს (Hypericum perforatum) დეპრესიისა და შფოთვის სამკურნალო საშუალებას.
ალერგიის, რესპირატორული დაავადებების ან კანის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები (კორტიზონი და მსგავსი მედიკამენტები, მაგ., დექსამეტაზონი)
ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები (ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი)
სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი)
აივ ინფექციის (შიდსის) სამკურნალო მედიკამენტები (რიტონავირი)
სისხლის გამათხელებლები, როგორიცაა ვარფარინი ან აცენოკუმაროლი
გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ ან ბოლო დროს იღებდით რაიმე რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ ხართ ორსულად, ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ქალებმა, რომლებიც შესაძლოა დაორსულდნენ, სუტესგოთი მკურნალობის დროს უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდი. არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ ხართ ორსულად.
თუ მკურნალობის დროს შეამჩნევთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება

არ გამოიყენოთ სუტესგო, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
თუ გრძნობთ თავბრუსხვევას ან უჩვეულო დაღლილობას, უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის დროს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სუტესგოს ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
თუ არ გახასიათებთ ალერგია სუტესგოში შემავალი დამხმარე ნივთიერებების მიმართ, მაშინ ამ ნივთიერებებთან დაკავშირებული სხვა უარყოფითი ეფექტები არ გამოვლინდება.
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, სუტესგომ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა მისი ინგრედიენტების მიმართ.
შეწყვიტეთ სუტესგოს მიღება, თუ გამოვლინდა რომელიმე შემდეგი გვერდითი მოვლენა და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
გულის პრობლემები: აცნობეთ ექიმს, თუ გრძნობთ ძლიერ დაღლილობას, გაქვთ ქოშინი ან გაქვთ ტერფებისა და კოჭების შეშუპება. ეს შეიძლება გულის პრობლემების სიმპტომები იყოს, რაც შესაძლოა მოიცავდეს გულის უკმარისობას და გულის კუნთის პრობლემებს (კარდიომიოპათია).
ფილტვების ან სუნთქვის პრობლემები: აცნობეთ ექიმს, თუ გაწუხებთ ხველა, ტკივილი გულმკერდის არეში, უეცარი ქოშინი ან სისხლიანი ხველა. ეს შეიძლება იყოს ფილტვის ემბოლიის სიმპტომები, რომელიც ვითარდება მაშინ, როდესაც სისხლის კოლტები ფილტვებში გადადის.
თირკმლის დაავადება: აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ თირკმლის უკმარისობის ნიშნებს, როგორიცაა შარდვის სიხშირის ცვლილებები ან შარდვის შეუძლებლობა.
სისხლდენა: სუტესგოთი მკურნალობის დროს აცნობეთ ექიმს, თუ შენიშნავთ სერიოზულ სისხლდენას ან ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა მუცლის ტკივილი, შებერილობა, სისხლიანი ღებინება, შავი და წებოვანი განავალი, სისხლიანი შარდი, თავის ტკივილი ან ცნობიერების მდგომარეობის ცვლილებები, ფილტვებიდან ან სასუნთქი გზებიდან სისხლიანი ან სისხლიანი ნახველის ამოხველება.
სიმსივნის დესტრუქცია, რომელიც ნაწლავში ხვრელს იწვევს: აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ კუჭის ძლიერი ტკივილი, სიცხე, გულისრევა, ღებინება, სისხლიანი განავალი ან ნაწლავების მოქმედების ცვლილება.
ეს ყველა არის ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენები. თუ რომელიმე მათგანი გამოვლინდება თქვენს შემთხვევაში, შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
ქვემოთ აღწერილი ყველა გვერდითი მოვლენა ჩამოთვლილია მათი სიხშირის მიხედვით.
გვერდითი ეფექტები კლასიფიცირებულია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ძალიან ხშირი: ვლინდება 10 პაციენტიდან 1-მდე.
ხშირი: ვლინდება 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 100 პაციენტიდან 1-ზე მეტში.
არახშირი: ვლინდება 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 1,000 პაციენტიდან 1-ზე მეტში.
იშვიათი: ვლინდება 1,000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 10,000 პაციენტიდან 1-ზე მეტში.
ძალიან იშვიათი: ვლინდება 10,000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში.
უცნობია: სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით.
ძალიან ხშირი:
სისხლის წითელი უჯრედების და/ან ნეიტროფილების (ლეიკოციტების სახეობა) რაოდენობის შემცირება
თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება)
ქოშინი
მაღალი არტერიული წნევა
ძლიერი დაღლილობა, ძალის დაკარგვა
ქსოვილების შეშუპება კანქვეშ და თვალის გარშემო სითხის გამო, ალერგიული გამონაყარი კანზე
პირის ღრუს ტკივილი/გაღიზიანება, წყლულები/ანთება/პირის სიმშრალე, გემოს დარღვევა, კუჭის აშლილობა, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, მუცლის ტკივილი/შეშუპება, მადის დაკარგვა/შემცირება
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპოთირეოზი)
თავბრუსხვევა
თავის ტკივილი
სისხლდენა ცხვირიდან
ზურგის ტკივილი, სახსრების ტკივილი
ტკივილი ხელებსა და ფეხებში
კანის გაყვითლება/ფერის შეცვლა, კანის ზედმეტი შეფერილობა, თმის ფერის შეცვლა, გამონაყარი ხელისგულებსა და ტერფებზე, გამონაყარი, კანის სიმშრალე
ხველა
ცხელება
ძილის გაძნელება
შეშუპება
ხშირი
სისხლში ლეიკოციტების შემცირება, რომლებიც იცავს ორგანიზმს ვირუსებისა და ბაქტერიებისგან
სისხლძარღვებში სისხლის კოლტების წარმოქმნა
ტკივილი გულმკერდის არეში და გულის კუნთების სისხლმომარაგების დარღვევა კორონარული არტერიების შევიწროების ან ბლოკირების გამო, რაც ვლინდება სუნთქვის შეკავებით
ტკივილი გულმკერდის არეში
მოუსვენრობა, სუნთქვის გაძნელება, გულისცემის აჩქარება და გულის მიერ გადატუმბული სისხლის რაოდენობის შემცირება, რაც ვლინდება დაბალი არტერიული წნევით
სითხის დაგროვება ფილტვების გარშემო, რაც ვლინდება გულმკერდის გვერდით ნაწილში მჭრელი ტკივილით
ინფექციები
ქსოვილების დაზიანება, ორგანოების უკმარისობა და ნეკროზი სერიოზული ინფექციის (სისხლში ინფექციის) გამო
სისხლში შაქრის დონის შემცირება. თუ თქვენ განიცდით ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა დაღლილობა, გულისცემის აჩქარება, ოფლიანობა, შიმშილი და გონების დაკარგვა, რაც შეიძლება მიუთითებდეს სისხლში შაქრის დაბალ დონეზე, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
შარდში ცილის დაკარგვა, ზოგჯერ შეშუპებასთან ერთად
გრიპის მსგავსი სინდრომები
სისხლის ანალიზებში პანკრეასის და ღვიძლის ფერმენტების პათოლოგიური მაჩვენებლები
სისხლში შარდმჟავას დონის მომატება
ბუასილი, სწორი ნაწლავის ტკივილი, ღრძილების სისხლდენა, ყლაპვის გაძნელება ან შეუძლებლობა
ენის წვა ან ტკივილი, საჭმლის მომნელებელი სისტემის ანთება, კუჭში ან ნაწლავებში გაზების ჭარბი რაოდენობა
წონის დაკლება
ჩონჩხ-კუნთოვანი ტკივილი (კუნთების და ძვლების ტკივილი), კუნთების სისუსტე, კუნთების დაღლილობა, კუნთების ტკივილი, კუნთების სპაზმები
ცხვირის სიმშრალე, ცხვირის შეგუბება
ჭარბი ცრემლდენა
კანის პათოლოგიური მგრძნობელობა, კანის სიმშრალე, ქავილი, აქერცვლა და კანის ანთება, კანზე წყლიანი ბუშტუკები, აკნე, ფრჩხილების ფერის შეცვლა, თმის ცვენა
ხელებისა და ფეხების კანის პათოლოგიური მგრძნობელობა.
მგრძნობელობის პათოლოგიური შემცირება/მატება, განსაკუთრებით შეხებისას.
გულძმარვა.
სითხის დაკარგვა (დეჰიდრატაცია), რომელიც ვლინდება ძილიანობით, დაღლილობით, წყურვილით და კანის სიმშრალით.
ალები, სახის სიწითლე.
შარდის პათოლოგიური ფერი.
დეპრესია.
ციება.
არახშირი:
ქალის ან მამაკაცის სასქესო ორგანოების რბილი ქსოვილების სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ კანის დაზიანების არეში ინფექციის სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, ტკივილი, სიწითლე, შეშუპება ან ჩირქის ან სისხლის გამონადენი, გამოვლინდება.
ინსულტი
გულის შეტევა გულში სისხლის მიმოქცევის შეწყვეტის ან შემცირების გამო
გულის ელექტრული აქტივობის (ეკგ) ცვლილებები ან გულის რიტმის დარღვევა
გულის გარშემო სითხის დაგროვება, რაც ვლინდება ძლიერი ტკივილით გულმკერდის არეში
ღვიძლის უკმარისობა, რომელიც ვლინდება გულისრევით, მადის დაკარგვით და წონის დაკლებით
კუჭის ტკივილი პანკრეატიტით
სიმსივნის დესტრუქცია, რომელიც იწვევს ნაწლავში ხვრელს (პერფორაციას), რაც ვლინდება სისხლით განავალში, კაშკაშა წითელი ან მუქი შავი განავლით
ნაღვლის ბუშტის ანთება თანმხლები ნაღვლის კენჭებით ან მის გარეშე, რაც ვლინდება კუჭის ტკივილით და ცხელებით
ფისტულა, ანალური ფისტულა
ტკივილი პირის ღრუში, კბილებში და/ან ყბაში, შეშუპება ან წყლულები პირის ღრუში, დაბუჟება ან სიმძიმის შეგრძნება ყბაში, ან კბილების მორყევა. ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს ყბის ძვლის დაზიანების ნიშანი (ოსტეონეკროზი). დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ შენიშნავთ ამ გვერდით მოვლენებს.
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჭარბი გამომუშავების გამო, ორგანიზმის მოსვენების მდგომარეობაში ენერგიის მოხმარება იზრდება. ეს გამოიხატება ჭარბ გაღიზიანებადობაში, გულისცემის აჩქარებასა და წონის სწრაფ კლებაში.
სისხლდენა საშარდე გზებში
ჭრილობების შეხორცების შეფერხება ოპერაციის შემდეგ
კუნთოვანი წარმოშობის ფერმენტის (კრეატინ ფოსფოკინაზა) მომატებული დონე სისხლში.
ჭარბი რეაქციები, როგორიცაა თივის ცხელება, გამონაყარი, კანის ქავილი, ჭინჭრის ციება, შეშუპება და სუნთქვის გაძნელება ალერგენებზე.
სუნთქვის გაძნელება, პირიდან სისხლიანი ხველა
მსხვილი ნაწლავის ანთება (კოლიტი, იშემიური კოლიტი)
იშვიათი:
კანის ან ლორწოვანი გარსების მძიმე რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მულტიფორმული ერითემა)
სიმსივნის ლიზისის სინდრომი მეტაბოლური დარღვევების ჯგუფია, რომელიც შეიძლება განვითარდეს კიბოს მკურნალობის დროს. ეს მდგომარეობები გამოწვეულია მომაკვდავი კიბოს უჯრედების დაშლის პროდუქტებით და შეიძლება მოიცავდეს: გულისრევას, ქოშინს, გულისცემის არარეგულარულ რიტმს, კუნთების სპაზმებს, კრუნჩხვებს, შარდის მღვრიეობას, თირკმლის ფუნქციის ცვლილებებს და ლაბორატორიული ტესტების პათოლოგიურ შედეგებს (კალიუმის, შარდმჟავას და ფოსფორის მაღალი დონე და სისხლში კალციუმის დაბალი დონე), რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის ცვლილებები და თირკმლის მწვავე უკმარისობა.
კუნთების პათოლოგიური დაშლა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის პრობლემები (რაბდომიოლიზი).
ტვინში პათოლოგიური ცვლილებები, რომლებიც იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა თავის ტკივილი, დაბნეულობა, კრუნჩხვები და მხედველობის დაკარგვა (შექცევადი უკანა ლეიკოენცეფალოპათიის სინდრომი).
კანის მტკივნეული წყლულები (განგრენული პიოდერმა).
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი).
ფარისებრი ჯირკვლის ანთება ძლიერი კისრის ტკივილით.
წვრილი სისხლძარღვების დაზიანება, რომელიც ცნობილია როგორც თრომბოზული მიკროანგიოპათია (TMA).
უცნობია:
სისხლძარღვის კედლის გაფართოება და შესუსტება ან სისხლძარღვის კედლის გახევა (ანევრიზმები და არტერიების დისექცია).
თუ თქვენ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
თუ თქვენ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გთხოვთ, ასევე აცნობოთ ყველა გვერდითი მოვლენის შესახებ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TUFAM). ამისათვის გადადით ბმულზე „გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების“ ვებ-გვერდზე www.titck.gov.tr ან დარეკეთ გვერდითი მოვლენების ცხელ ხაზზე 0 800 314 00 08. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ თქვენი მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
შენახვის პირობები
შეინახეთ სუტესგო ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას და საწყის შეფუთვაში.
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ოთახის ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ სუტესგო შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
თუ პროდუქტზე და/ან შეფუთვაზე შეამჩნევთ დაზიანებებს, არ გამოიყენოთ სუტესგო.
არ გადაყაროთ მედიკამენტები საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან ნიჟარაში. გამოუყენებელი მედიკამენტების განადგურების შესახებ ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს.
ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი ციტოტოქსიკური და ციტოსტატიკური სამკურნალო საშუალებების ცარიელი შიდა შეფუთვიდან მიღებული ნარჩენები წარმოადგენენ სახიფათო ნარჩენებს და ამ ნარჩენების უტილიზაცია უნდა მოხდეს 2/4/2015 წლით დათარიღებული 29314 ნომრით გამოქვეყნებულ ოფიციალურ მაცნეში აღნიშული ნარჩენების მართვის რეგულაციის შესაბამისად.
არ გადააგდოთ მედიკამენტები გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. გამოუყენებელი მედიკამენტების განადგურების შესახებ ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
ინსტრუქცია პრეპარატის სამედიცინო გამოყენების შესახებ
სუტესგო 50 მგ მკვრივი კაფსულები
მიიღება პერორალურად
ციტოტოქსიური
აქტიური ნივთიერება: თითოეული მკვრივი კაფსულა შეიცავს 50 მგ სუნიტინიბს.
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი K25, ლიმონმჟავა, მაგნიუმის სტეარატი,
მკვირვი ჟელატინის კაფსულა (No:2): ჟელატინი (მსხვილფეხა რქოსანისგან), ტიტანის დიოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი, რკინის შავი ოქსიდი.
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციებს.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად, ნუ გადასცემთ მას გამოყენებისათვის სხვებს.
ამ მედიკამენტის მიღების პერიოდში უნდა აცნობოთ ექიმს ვიზიტისას ან კლინიკაში მიმართვისას, რომ იყენებთ ამ პრეპარატს.
ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში მოცემული მითითებები. არ მიიღოთ რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზირება.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:
- რას წარმოადგენს სუტესგო და რისთვის გამოიყენება
- ინფორმაცია სუტესგოს გამოყენებამდე
- სუტესგოს მიღების წესი
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
- სუტესგოს შენახვის პირობები
- რას წარმოადგენს სუტესგო და რისთვის გამოიყენება
სუტესგო წარმოადგენს მედიკამენტს, რომელიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ. სუტესგოს ეფექტი განპირობებულია ცილების ჯგუფის აქტივობის პრევენციით, რომლებიც იწვევენ კიბოს უჯრედების ზრდას და გავრცელებას.
სუტესგო წარმოადგენს ნარინჯისფერ-ყავისფერ მკვრივ კაფსულას, რომელიც შევსებულია გრანულებით. კაფსულას აქვს კარამელის ფერი თავსახური, რომელზეც გამოსახულია თეთრი მელნით ნაბეჭდი „DEVA“ და კარამელის ფერი კორპუსი, რომელზეც გამოსახულია თეთრი მელნით ნაბეჭდი „STB 50 მგ“. სუტესგოს თითოეული კაფსულა შეიცავს 50 მგ სუნიტინიბს. კოლოფი შეიცავს 14 მკვრივ კაფსულას.
სუტესგოს ინიშება ექიმის მიერ, რომელსაც გააჩნია თირკმლის უჯრედების კიბოს, კუჭისა და ნაწლავის კედლის სტრუქტურის მხარდამჭერი ქსოვილის ავთვისებიანი სიმსივნეების და პანკრეასის ზოგიერთი კიბოს მკურნალობის კვალიფიკაცია.
მეტასტაზური თირკმლის უჯრედოვანი კარცინომა
სუტესგო გამოიყენება თირკმლის უჯრედოვანი კიბოს სამკურნალოდ, რომელიც ვითარდება თირკმლის მილაკების უჯრედებში.
კუჭ-ნაწლავის სტრომული სიმსივნე
სუტესგო გამოიყენება კუჭ-ნაწლავის სტრომული სიმსივნეების სამკურნალოდ. ეს სიმსივნე არის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც გავრცელებულია იმ ქსოვილზე, რომელიც ინარჩუნებს კუჭისა და ნაწლავის კედლის სტრუქტურას. მისი გამომწვევი მიზეზი არის ქსოვილში უჯრედების უკონტროლო ზრდა. სუტესგო ხელს უშლის ამ უჯრედების ზრდას. ის ახდენს ასევე სისხლძარღვების ფორმირების პრევენციას, რომლებიც აუცილებელია ამ უჯრედების კვებისთვის.
პანკრეასის სიმსივნეები
სუტესგო გამოიყენება პანკრეასის გავრცელებული სიმსივნეების სამკურნალოდ, რომლებიც პროგრესირებენ სომატოსტატინით და მისი წარმოებულებით მკურნალობის შემდეგ და მათი ქირურგიული გზით ამოკვეთა შეუძლებელია. ეს იშვიათი კიბო წარმოიქმნება პანკრეასის ჰორმონების წარმომქმნელი უჯრედებიდან.
სუტესგოსთან ან მისი დანიშვნის მიზეზებთან დაკავშირებით ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
- ინფორმაცია სუტესგოს გამოყენებამდე
ყურადღებით დაიცავით ექიმის მითითებები, მაშინაც კი, თუ ისინი განსხვავდება ფურცელ-ჩანართში მოცემული ინსტრუქციებისგან.
არ მიიღოთ სუტესგო:
თუ:
გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) სუნიტინიბის ან ამ პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
სუტესგო გამოიყენება სიფრთხილით:
თუ:
გაქვთ მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია). სუტესგომ შეიძლება გაზარდოს თქვენი არტერიული წნევა. მკურნალობის დროს ექიმი შეამოწმებს თქვენს არტერიულ წნევას და, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დაგინიშნოთ მედიკამენტები არტერიული წნევის დასაწევად.
გაქვთ სისხლთან დაკავშირებული დაავადება, სისხლდენის პრობლემები ან სისხლჩაქცევები. თუ შეამჩნევთ სისხლდენას ცხვირიდან ან სხვა ორგანოებიდან. სუტესგოს გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს სისხლდენის რისკი. ის იწვევს სისხლში გარკვეული უჯრედების რაოდენობის ცვლილებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ანემია ან გავლენა მოახდინოს სისხლის შედედების უნარზე. თუ იღებთ ვარფარინს ან აცენოკუმაროლს, სისხლს გამათხელებელ მედიკამენტებს სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად, შესაძლოა სისხლდენის რისკი გაიზარდოს. ამიტომ, აცნობეთ ექიმს, თუ სუტესგოს მიღების დროს სისხლდენა გაქვთ.
თუ თქვენ გაქვთ გულის პრობლემები. სუტესგომ შეიძლება გამოიწვიოს გულის პრობლემები. აცნობეთ ექიმს, თუ გრძნობთ ძლიერ დაღლილობას, ქოშინს ან გაქვთ შეშუპება ტერფებსა და კოჭებში.
თქვენ გაქვთ გულის რიტმის დარღვევები. სუტესგომ შეიძლება გამოიწვიოს გულის რიტმის დარღვევა. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ელექტროკარდიოგრამა, რათა შეაფასოს ეს პრობლემები სუტესგოთი მკურნალობის დროს. აცნობეთ ექიმს, თუ სუტესგოთი მკურნალობის დროს გრძნობთ თავბრუსხვევას, სისუსტეს ან გაქვთ გულის რიტმის დარღვევა.
თუ ცოტა ხნის წინ გადაიტანეთ ინსულტი, გულის შეტევა, სისხლძარღვის ბლოკადა ან სისხლის კოლტები, მაგალითად ვენებში და/ან არტერიებში (ვენების ტიპები). დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ სუტესგოთი მკურნალობის დროს განიცდით ტკივილს ან ზეწოლას გულმკერდის არეში, ტკივილს ხელებში, ზურგში, კისერში ან ყბაში, დაბუჟებას ან სისუსტეს სხეულის ერთ მხარეს, საუბრის გაძნელებას, თავის ტკივილს ან თავბრუსხვევას.
თუ გაქვთ ან გქონიათ ანევრიზმა (სისხლძარღვის კედლის გადიდება და შესუსტება) ან სისხლძარღვის კედლის გახევა.
თქვენ გაქვთ ან გქონიათ უმცირესი სისხლძარღვების დაზიანება, რომელიც ცნობილია როგორც თრომბოზული მიკროანგიოპათია (TMA). აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ სიცხე, უღონობა, დაღლილობა, სისხლჩაქცევები, სისხლდენა, შეშუპება, დაბნეულობა, მხედველობის დაკარგვა და კრუნჩხვები.
თქვენ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები. სუტესგომ შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები. აცნობეთ ექიმს, თუ ჩვეულებრივზე უფრო ადვილად იღლებით, სხვა ადამიანებთან შედარებით უფრო მეტად გრძნობთ სიცივეს, ან თუ მკურნალობის დროს ხმა უფრო გიბოხდებათ, სუტესგოს მიღებამდე და რეგულარულად უნდა შეამოწმოთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია მისი გამოყენების დროს. თუ თქვენი ფარისებრი ჯირკვალი არ გამოიმუშავებს საკმარის თიროიდულ ჰორმონს, შესაძლოა, დაგენიშნოთ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური მკურნალობა.
თქვენ გაქვთ პანკრეასის ან ნაღვლის ბუშტის დაავადება. აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, საჭმლის მონელების დარღვევა, დიარეა, ღებინება და სიცხე. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს პანკრეასის ან ნაღვლის ბუშტის ანთებით.
თქვენ გაქვთ ღვიძლის დაავადება. აცნობეთ ექიმს, თუ სუტესგოთი მკურნალობის დროს შენიშნეთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ქავილი, კანის ან თვალების გაყვითლება, მუქი შარდი, ტკივილი ან დისკომფორტი კუჭის ზედა მარჯვენა ნაწილში. ექიმმა უნდა ჩაგიტაროთ სისხლის ანალიზები ღვიძლის ფუნქციის შესამოწმებლად სუტესგოთი მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს.
თქვენ გაქვთ თირკმლის დაავადება. ექიმი გააკონტროლებს თქვენი თირკმლის ფუნქციას.
თუ თქვენ უნდა გაიკეთოთ ოპერაცია ან უკვე გაიკეთეთ ოპერაცია. სუტესგომ შეიძლება გავლენა მოახდინოს ჭრილობების შეხორცებაზე. თუ აპირებთ ოპერაციის გაკეთებას, უნდა შეწყვიტოთ სუტესგოს გამოყენება. ექიმი გადაწყვეტს, როდის უნდა დაიწყოთ სუტესგოს მიღება ხელახლა.
სუტესგოთი მკურნალობის დაწყებამდე ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ კბილების შემოწმება.
თუ გაქვთ პირის ღრუს, კბილების და/ან ყბის ტკივილი, შეშუპება ან წყლულები პირის ღრუში, ყბაში დაბუჟება ან სიმძიმის შეგრძნება, ან კბილის მორყევა, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს და სტომატოლოგს.
თუ გჭირდებათ სტომატოლოგიური მკურნალობა ან სტომატოლოგიური ოპერაცია, აცნობეთ თქვენს სტომატოლოგს, რომ მკურნალობთ სუტესგოთი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასევე იღებთ ინტრავენურ ბისფოსფონატებს.
გაქვთ კანისა და კანქვეშა ქსოვილის რეაქციები.
სუტესგოს მიღების დროს შეიძლება განვითარდეს „განგრენული პიოდერმია“ (მტკივნეული კანის დაწყლულება) ან „ნეკროზირებადი ფასციიტი“ (კანის/რბილი ქსოვილების სწრაფად გავრცელებული ინფექცია, რომელიც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს). დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ კანის დაზიანების გარშემო ინფექციის სიმპტომები გამოვლინდა, მათ შორის ცხელება, ტკივილი, სიწითლე, შეშუპება ან ჩირქის ან სისხლის გამონადენი. ეს მდგომარეობა უმჯობესდება სუნიტინიბის მიღების შეწყვეტის შემდეგ. სუნიტინიბის გამოყენებისას აღწერილია კანის ძლიერი გამონაყარი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროზი, მულტიფორმული ერითემა), რომელიც ჩვეულებრივ ვლინდება ტანზე მოწითალო წერტილების ან ცენტრალური ბუშტუკებით წრიული ლაქების სახით. გამონაყარი შეიძლება გადაიზარდოს კანის ფართოდ გავრცელებულ ბუშტუკებად ან აქერცვლაში და შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს. თუ თქვენს შემთხვევაში განვითარდება მსგავსი მდგომარეობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს რჩევისთვის.
თუ გაქვთ ან გქონიათ ეპილეფსიური კრუნჩხვები, ასევე ცნობილი როგორც ეპილეფსია. რაც შეიძლება მალე აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია), თავის ტკივილი ან მხედველობის დაკარგვა.
თქვენ გაქვთ დიაბეტი. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში სისხლში შაქრის დონე რეგულარულად უნდა შემოწმდეს, რათა შეფასდეს, საჭიროა თუ არა ანტიდიაბეტური პრეპარატის დოზის კორექტირება სისხლში შაქრის დაბალი დონის რისკის მინიმიზაციის მიზნით. თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ, თუნდაც წარსულში, მიმართეთ ექიმს.
სუტესგოს მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
სუტესგოს მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
თუმცა, სუტესგოთი მკურნალობის დროს თავი უნდა შეიკავოთ გრეიფრუტის წვენის დალევისგან.
ორსულობა
ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ ხართ ორსულად, ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ქალებმა, რომლებიც შესაძლოა დაორსულდნენ, სუტესგოთი მკურნალობის დროს უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდი. არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ ხართ ორსულად.
თუ მკურნალობის დროს შეამჩნევთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
არ გამოიყენოთ სუტესგო, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
თუ გრძნობთ თავბრუსხვევას ან უჩვეულო დაღლილობას, უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის დროს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სუტესგოს ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
თუ არ გახასიათებთ ალერგია სუტესგოში შემავალი დამხმარე ნივთიერებების მიმართ, მაშინ ამ ნივთიერებებთან დაკავშირებული სხვა უარყოფითი ეფექტები არ გამოვლინდება.
გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან აპირებთ მიიღოთ რაიმე სხვა მედიკამენტი, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული საშუალებებიც. ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სუტესგოს დონეზე თქვენს ორგანიზმში. აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ შემდეგი აქტიური ინგრედიენტების შემცველ მედიკამენტებს:
ტუბერკულოზის სამკურნალო მედიკამენტები (რიფამპიცინი)
ანტიბიოტიკები (ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, რიფამპიცინი)
მცენარეული პროდუქტები, რომლებიც შეიცავს წმ. იოანეს ვორტს (Hypericum perforatum) დეპრესიისა და შფოთვის სამკურნალო საშუალებას.
ალერგიის, რესპირატორული დაავადებების ან კანის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები (კორტიზონი და მსგავსი მედიკამენტები, მაგ., დექსამეტაზონი)
ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები (ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი)
სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი)
აივ ინფექციის (შიდსის) სამკურნალო მედიკამენტები (რიტონავირი)
სისხლის გამათხელებლები, როგორიცაა ვარფარინი ან აცენოკუმაროლი
გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ ან ბოლო დროს იღებდით რაიმე რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს.
- სუტესგოს მიღების წესი
მითითებები სწორი გამოყენებისა და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ
ყოველთვის მიიღეთ სუტესგო ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს.
ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის შესაფერის დოზას, სამკურნალო კიბოს ტიპის მიხედვით.
თუ მკურნალობთ კუჭ-ნაწლავის სტრომულ სიმსივნეს ან თირკმლის კიბოს: ჩვეულებრივი დოზაა 50 მგ დღეში ერთხელ 28 დღის განმავლობაში (4 კვირის შეუფერხებლად) და შემდეგ 14 დღიანი (2 კვირის) შესვენება (მედიკამენტების გარეშე), სულ 6 კვირის სამკურნალო ციკლით. ექიმი განსაზღვრავს, თუ რამდენი 6-კვირიანი ციკლის მიღება მოგიწევთ.
თუ მკურნალობთ პანკრეასის ნეიროენდოკრინული სიმსივნისთვის: ჩვეულებრივი დოზაა 37.5 მგ დღეში ერთხელ შესვენების პერიოდის გარეშე.
ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის საჭირო დოზას, ასევე განსაზღვრავს, თუ და როდის დაგჭირდებათ სუტესგოთი მკურნალობის შეწყვეტა.
მიღების გზა და მეთოდი
სუტესგო მიიღება პერორალურად. მისი მიღება შესაძლებელია უზმოზე ან საკვებთან ერთად.
არ გახსნათ კაფსულები.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
გამოყენება ბავშვებში
სუტესგოს უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში დადგენილი არ არის. მისი გამოყენება 18 წლამდე ასაკის პირებისთვის რეკომენდებული არ არის.
გამოყენება ხანდაზმულებში
უმცროს და ხანდაზმულ პაციენტებს შორის უსაფრთხოების ან ეფექტურობის მნიშვნელოვანი განსხვავებები არ დაფიქსირებულა.
განსაკუთრებული მდგომარეობები
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა
თქვენი ექიმი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას თქვენი მდგომარეობის გათვალისწინებით.
თუ ფიქრობთ, რომ სუტესგოს ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი სუტესგო
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი სუტესგო, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. შესაძლოა დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება.
თუ დაგავიწყდათ სუტესგოს გამოყენება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის.
სუტესგოთი მკურნალობის შეწყვეტის შესაძლო ეფექტები:
სუტესგოთი მკურნალობის შეწყვეტისას არ ვითარდება განსაკუთრებული გარემოებები.
არ შეწყვიტოთ მკურნალობა ნაადრევად ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, სუტესგომ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა მისი ინგრედიენტების მიმართ.
შეწყვიტეთ სუტესგოს მიღება, თუ გამოვლინდა რომელიმე შემდეგი გვერდითი მოვლენა და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
გულის პრობლემები: აცნობეთ ექიმს, თუ გრძნობთ ძლიერ დაღლილობას, გაქვთ ქოშინი ან გაქვთ ტერფებისა და კოჭების შეშუპება. ეს შეიძლება გულის პრობლემების სიმპტომები იყოს, რაც შესაძლოა მოიცავდეს გულის უკმარისობას და გულის კუნთის პრობლემებს (კარდიომიოპათია).
ფილტვების ან სუნთქვის პრობლემები: აცნობეთ ექიმს, თუ გაწუხებთ ხველა, ტკივილი გულმკერდის არეში, უეცარი ქოშინი ან სისხლიანი ხველა. ეს შეიძლება იყოს ფილტვის ემბოლიის სიმპტომები, რომელიც ვითარდება მაშინ, როდესაც სისხლის კოლტები ფილტვებში გადადის.
თირკმლის დაავადება: აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ თირკმლის უკმარისობის ნიშნებს, როგორიცაა შარდვის სიხშირის ცვლილებები ან შარდვის შეუძლებლობა.
სისხლდენა: სუტესგოთი მკურნალობის დროს აცნობეთ ექიმს, თუ შენიშნავთ სერიოზულ სისხლდენას ან ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა მუცლის ტკივილი, შებერილობა, სისხლიანი ღებინება, შავი და წებოვანი განავალი, სისხლიანი შარდი, თავის ტკივილი ან ცნობიერების მდგომარეობის ცვლილებები, ფილტვებიდან ან სასუნთქი გზებიდან სისხლიანი ან სისხლიანი ნახველის ამოხველება.
სიმსივნის დესტრუქცია, რომელიც ნაწლავში ხვრელს იწვევს: აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ კუჭის ძლიერი ტკივილი, სიცხე, გულისრევა, ღებინება, სისხლიანი განავალი ან ნაწლავების მოქმედების ცვლილება.
ეს ყველა არის ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენები. თუ რომელიმე მათგანი გამოვლინდება თქვენს შემთხვევაში, შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
ქვემოთ აღწერილი ყველა გვერდითი მოვლენა ჩამოთვლილია მათი სიხშირის მიხედვით.
გვერდითი ეფექტები კლასიფიცირებულია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ძალიან ხშირი: ვლინდება 10 პაციენტიდან 1-მდე.
ხშირი: ვლინდება 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 100 პაციენტიდან 1-ზე მეტში.
არახშირი: ვლინდება 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 1,000 პაციენტიდან 1-ზე მეტში.
იშვიათი: ვლინდება 1,000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 10,000 პაციენტიდან 1-ზე მეტში.
ძალიან იშვიათი: ვლინდება 10,000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში.
უცნობია: სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით.
ძალიან ხშირი:
სისხლის წითელი უჯრედების და/ან ნეიტროფილების (ლეიკოციტების სახეობა) რაოდენობის შემცირება
თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება)
ქოშინი
მაღალი არტერიული წნევა
ძლიერი დაღლილობა, ძალის დაკარგვა
ქსოვილების შეშუპება კანქვეშ და თვალის გარშემო სითხის გამო, ალერგიული გამონაყარი კანზე
პირის ღრუს ტკივილი/გაღიზიანება, წყლულები/ანთება/პირის სიმშრალე, გემოს დარღვევა, კუჭის აშლილობა, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, მუცლის ტკივილი/შეშუპება, მადის დაკარგვა/შემცირება
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპოთირეოზი)
თავბრუსხვევა
თავის ტკივილი
სისხლდენა ცხვირიდან
ზურგის ტკივილი, სახსრების ტკივილი
ტკივილი ხელებსა და ფეხებში
კანის გაყვითლება/ფერის შეცვლა, კანის ზედმეტი შეფერილობა, თმის ფერის შეცვლა, გამონაყარი ხელისგულებსა და ტერფებზე, გამონაყარი, კანის სიმშრალე
ხველა
ცხელება
ძილის გაძნელება
შეშუპება
ხშირი
სისხლში ლეიკოციტების შემცირება, რომლებიც იცავს ორგანიზმს ვირუსებისა და ბაქტერიებისგან
სისხლძარღვებში სისხლის კოლტების წარმოქმნა
ტკივილი გულმკერდის არეში და გულის კუნთების სისხლმომარაგების დარღვევა კორონარული არტერიების შევიწროების ან ბლოკირების გამო, რაც ვლინდება სუნთქვის შეკავებით
ტკივილი გულმკერდის არეში
მოუსვენრობა, სუნთქვის გაძნელება, გულისცემის აჩქარება და გულის მიერ გადატუმბული სისხლის რაოდენობის შემცირება, რაც ვლინდება დაბალი არტერიული წნევით
სითხის დაგროვება ფილტვების გარშემო, რაც ვლინდება გულმკერდის გვერდით ნაწილში მჭრელი ტკივილით
ინფექციები
ქსოვილების დაზიანება, ორგანოების უკმარისობა და ნეკროზი სერიოზული ინფექციის (სისხლში ინფექციის) გამო
სისხლში შაქრის დონის შემცირება. თუ თქვენ განიცდით ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა დაღლილობა, გულისცემის აჩქარება, ოფლიანობა, შიმშილი და გონების დაკარგვა, რაც შეიძლება მიუთითებდეს სისხლში შაქრის დაბალ დონეზე, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
შარდში ცილის დაკარგვა, ზოგჯერ შეშუპებასთან ერთად
გრიპის მსგავსი სინდრომები
სისხლის ანალიზებში პანკრეასის და ღვიძლის ფერმენტების პათოლოგიური მაჩვენებლები
სისხლში შარდმჟავას დონის მომატება
ბუასილი, სწორი ნაწლავის ტკივილი, ღრძილების სისხლდენა, ყლაპვის გაძნელება ან შეუძლებლობა
ენის წვა ან ტკივილი, საჭმლის მომნელებელი სისტემის ანთება, კუჭში ან ნაწლავებში გაზების ჭარბი რაოდენობა
წონის დაკლება
ჩონჩხ-კუნთოვანი ტკივილი (კუნთების და ძვლების ტკივილი), კუნთების სისუსტე, კუნთების დაღლილობა, კუნთების ტკივილი, კუნთების სპაზმები
ცხვირის სიმშრალე, ცხვირის შეგუბება
ჭარბი ცრემლდენა
კანის პათოლოგიური მგრძნობელობა, კანის სიმშრალე, ქავილი, აქერცვლა და კანის ანთება, კანზე წყლიანი ბუშტუკები, აკნე, ფრჩხილების ფერის შეცვლა, თმის ცვენა
ხელებისა და ფეხების კანის პათოლოგიური მგრძნობელობა.
მგრძნობელობის პათოლოგიური შემცირება/მატება, განსაკუთრებით შეხებისას.
გულძმარვა.
სითხის დაკარგვა (დეჰიდრატაცია), რომელიც ვლინდება ძილიანობით, დაღლილობით, წყურვილით და კანის სიმშრალით.
ალები, სახის სიწითლე.
შარდის პათოლოგიური ფერი.
დეპრესია.
ციება.
არახშირი:
ქალის ან მამაკაცის სასქესო ორგანოების რბილი ქსოვილების სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ კანის დაზიანების არეში ინფექციის სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, ტკივილი, სიწითლე, შეშუპება ან ჩირქის ან სისხლის გამონადენი, გამოვლინდება.
ინსულტი
გულის შეტევა გულში სისხლის მიმოქცევის შეწყვეტის ან შემცირების გამო
გულის ელექტრული აქტივობის (ეკგ) ცვლილებები ან გულის რიტმის დარღვევა
გულის გარშემო სითხის დაგროვება, რაც ვლინდება ძლიერი ტკივილით გულმკერდის არეში
ღვიძლის უკმარისობა, რომელიც ვლინდება გულისრევით, მადის დაკარგვით და წონის დაკლებით
კუჭის ტკივილი პანკრეატიტით
სიმსივნის დესტრუქცია, რომელიც იწვევს ნაწლავში ხვრელს (პერფორაციას), რაც ვლინდება სისხლით განავალში, კაშკაშა წითელი ან მუქი შავი განავლით
ნაღვლის ბუშტის ანთება თანმხლები ნაღვლის კენჭებით ან მის გარეშე, რაც ვლინდება კუჭის ტკივილით და ცხელებით
ფისტულა, ანალური ფისტულა
ტკივილი პირის ღრუში, კბილებში და/ან ყბაში, შეშუპება ან წყლულები პირის ღრუში, დაბუჟება ან სიმძიმის შეგრძნება ყბაში, ან კბილების მორყევა. ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს ყბის ძვლის დაზიანების ნიშანი (ოსტეონეკროზი). დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ შენიშნავთ ამ გვერდით მოვლენებს.
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჭარბი გამომუშავების გამო, ორგანიზმის მოსვენების მდგომარეობაში ენერგიის მოხმარება იზრდება. ეს გამოიხატება ჭარბ გაღიზიანებადობაში, გულისცემის აჩქარებასა და წონის სწრაფ კლებაში.
სისხლდენა საშარდე გზებში
ჭრილობების შეხორცების შეფერხება ოპერაციის შემდეგ
კუნთოვანი წარმოშობის ფერმენტის (კრეატინ ფოსფოკინაზა) მომატებული დონე სისხლში.
ჭარბი რეაქციები, როგორიცაა თივის ცხელება, გამონაყარი, კანის ქავილი, ჭინჭრის ციება, შეშუპება და სუნთქვის გაძნელება ალერგენებზე.
სუნთქვის გაძნელება, პირიდან სისხლიანი ხველა
მსხვილი ნაწლავის ანთება (კოლიტი, იშემიური კოლიტი)
იშვიათი:
კანის ან ლორწოვანი გარსების მძიმე რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მულტიფორმული ერითემა)
სიმსივნის ლიზისის სინდრომი მეტაბოლური დარღვევების ჯგუფია, რომელიც შეიძლება განვითარდეს კიბოს მკურნალობის დროს. ეს მდგომარეობები გამოწვეულია მომაკვდავი კიბოს უჯრედების დაშლის პროდუქტებით და შეიძლება მოიცავდეს: გულისრევას, ქოშინს, გულისცემის არარეგულარულ რიტმს, კუნთების სპაზმებს, კრუნჩხვებს, შარდის მღვრიეობას, თირკმლის ფუნქციის ცვლილებებს და ლაბორატორიული ტესტების პათოლოგიურ შედეგებს (კალიუმის, შარდმჟავას და ფოსფორის მაღალი დონე და სისხლში კალციუმის დაბალი დონე), რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის ცვლილებები და თირკმლის მწვავე უკმარისობა.
კუნთების პათოლოგიური დაშლა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის პრობლემები (რაბდომიოლიზი).
ტვინში პათოლოგიური ცვლილებები, რომლებიც იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა თავის ტკივილი, დაბნეულობა, კრუნჩხვები და მხედველობის დაკარგვა (შექცევადი უკანა ლეიკოენცეფალოპათიის სინდრომი).
კანის მტკივნეული წყლულები (განგრენული პიოდერმა).
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი).
ფარისებრი ჯირკვლის ანთება ძლიერი კისრის ტკივილით.
წვრილი სისხლძარღვების დაზიანება, რომელიც ცნობილია როგორც თრომბოზული მიკროანგიოპათია (TMA).
უცნობია:
სისხლძარღვის კედლის გაფართოება და შესუსტება ან სისხლძარღვის კედლის გახევა (ანევრიზმები და არტერიების დისექცია).
თუ თქვენ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
თუ თქვენ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გთხოვთ, ასევე აცნობოთ ყველა გვერდითი მოვლენის შესახებ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TUFAM). ამისათვის გადადით ბმულზე „გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების“ ვებ-გვერდზე www.titck.gov.tr ან დარეკეთ გვერდითი მოვლენების ცხელ ხაზზე 0 800 314 00 08. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ თქვენი მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
- სუტესგოს შენახვის პირობები
შეინახეთ სუტესგო ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას და საწყის შეფუთვაში.
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ოთახის ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ სუტესგო შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
თუ პროდუქტზე და/ან შეფუთვაზე შეამჩნევთ დაზიანებებს, არ გამოიყენოთ სუტესგო.
არ გადაყაროთ მედიკამენტები საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან ნიჟარაში. გამოუყენებელი მედიკამენტების განადგურების შესახებ ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს.
ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი ციტოტოქსიკური და ციტოსტატიკური სამკურნალო საშუალებების ცარიელი შიდა შეფუთვიდან მიღებული ნარჩენები წარმოადგენენ სახიფათო ნარჩენებს და ამ ნარჩენების უტილიზაცია უნდა მოხდეს 2/4/2015 წლით დათარიღებული 29314 ნომრით გამოქვეყნებულ ოფიციალურ მაცნეში აღნიშული ნარჩენების მართვის რეგულაციის შესაბამისად.
არ გადააგდოთ მედიკამენტები გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. გამოუყენებელი მედიკამენტების განადგურების შესახებ ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი:
დევა ჰოლდინგ ა.ს.
ქუჩუკჩეკმეჯე/სტამბოლი
ტელეფონი: 0212 692 92 92
ფაქსი: 0212 697 00 24
ელ. ფოსტა: [email protected]
წარმოების ადგილი:
დევა ჰოლდინგ ა.ს.
კაპაკლი/ტეკირდაღი
წინამდებარე ინსტრუქციის დამტკიცების თარიღია 13/06/2024.
თარგმანი შეესაბამება ორიგინალს.
თარჯიმანი:
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.