პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

სუნუბისი 25 მგ

Sunubis 25 mg

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

სუნუბისი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას სუნიტინიბს, რომელიც წარმოადგენს პროტეინკინაზას ინჰიბიტორს. ის გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ, სპეციალური ჯგუფის ცილების აქტივობის დაბლოკვის გზით, რომლებიც, როგორც ცნობილია, მონაწილეობს კიბოს უჯრედების ზრდასა და გავრცელებაში. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
სუნიტინიბი (sunitinib)
ფორმა და შეფუთვა
25მგ მყარი კაფსულა №28 (2X14)
მწარმოებელი
NOBEL İLAÇ SANAYİİ VE TİCARET A.Ş., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, პროტეინკინაზას სხვა ინჰიბიტორები
ATC კოდი
L01EX01
რეგისტრაციის ნომერი
რ-043048
რეგისტრირებულია
27 მარტი 2025, მოქმედებს 27 მარტი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
NOBEL İLAÇ SANAYİİ VE TİCARET A.Ş. (თურქეთი)
განმცხადებელი
სოფია შუბლაძე
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებასუნუბისი 25 მგ და სხვა წამალი ერთად

სუნუბისი 25 მგ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სუნუბისი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას სუნიტინიბს, რომელიც წარმოადგენს პროტეინკინაზას ინჰიბიტორს. ის გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ, სპეციალური ჯგუფის ცილების აქტივობის დაბლოკვის გზით, რომლებიც, როგორც ცნობილია, მონაწილეობს კიბოს უჯრედების ზრდასა და გავრცელებაში.

სუნუბისი გამოიყენება მოზრდილებში შემდეგი ტიპის კიბოს სამკურნალოდ:

გასტროინტენსტინული სტრომული სიმსივნე (GIST), კუჭისა და ნაწლავის კიბოს ტიპი, როდესაც იმატინიბი (კიბოს საწინააღმდეგო სხვა პრეპარატი) აღარ მოქმედებს ან მისი მიღება შეუძლებელია.

მეტასტაზური თირკმელუჯრედოვანი კარცინომა (MRCC), თირკმლის კიბოს ტიპი, რომელიც გავრცელებულია ორგანიზმის სხვა ნაწილებში.

კუჭქვეშა ჯირკვლის ნეიროენდოკრინული სიმსივნეები (pNET) (კუჭქვეშა ჯირკვალში ჰორმონმაპროდუცირებელი უჯრედების სიმსივნეები), რომლებიც პროგრესირებს ან შეუძლებელია მათი ამოკვეთა ქირურგიული ჩარევით.

სუნუბისის მოქმედების მექანიზმთან ან თქვენთვის პრეპარატის დანიშვნის მიზეზთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს.

მიღების წესი და დოზირება

მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის დანიშნულების ზუსტად დაცვით. რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს.

თქვენი ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის შესაფერის დოზას, იმ კიბოს ტიპის მიხედვით, რომელიც უნდა იმკურნალოდ. თუ თქვენ მკურნალობთ:

გასტროინტენსტინულ სტრომულ სიმსივნეს და მეტასტაზურ თირკმელუჯრედოვან კარცინომას: ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 50 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში, რომელიც მიიღება 28 დღის განმავლობაში (4 კვირა), შემდეგ 14 დღიანი (2 კვირა) შესვენების პერიოდი (როდესაც პრეპარატი არ მიიღება), 6 კვირიანი ციკლის სახით.

კუჭქვეშა ჯირკვლის ნეიროენდოკრინულ სიმსივნეებს: ჩვეულებრიცი დოზა შეადგენს 37.5 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში, შესვენების პერიოდის გარეშე.

თქვენი ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის შესაფერის დოზას, ასევე სუნუბისით მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობას ან შეწყვეტის დროს.

სუნუბისის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

თუ მიიღეთ სუნუბისის საჭიროზე მეტი დოზა

თუ შემთხვევით მიიღეთ ძალიან ბევრი კაფსულა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება.

თუ დაგავიწყდათ სუნუბისის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

უკუჩვენებები

თუ ხართ ალერგიული სუნიტინიბის ან სუნუბისის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6).

სიფრთხილის ზომები

სუნუბისის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს:

თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა. სუნუბისის მიღებისას შეიძლება გაიზარდოს არტერიული წნევა. სუნუბისით მკურნალობის პერიოდში თქვენმა ექიმმა შეიძლება შეამოწმოს თქვენი არტერიული წნევა და, საჭიროების შემთხვევაში, დაგინიშნოთ არტერიული წნევის დამაქვეითებელი პრეპარატები.

თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ სისხლის დაავადება, სისხლდენის პრობლემები ან სისხლჩაქცევა. სუნუბისით მკურნალობა შეიძლება იწვევდეს სისხლდენის მაღალ რისკს ან სისხლში გარკვეული უჯრედების რაოდენობის ცვლილებებს, რომლებიც შეიძლება იწვევდეს ანემიას ან გავლენას ახდენდეს თქვენი სისხლის შედედების უნარზე. თუ იღებთ ვარფარინს ან აცენოკუმაროლს, სისხლის გამათხელებელ პრეპარატებს თრომბების წარმოქმნის პრევენციის მიზნით, სისხლდენის რისკი შეიძლება უფრო მაღალი იყოს. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ნებისმიერი სისხლდენა სუნუბისით მკურნალობის პერიოდში.

თუ გაქვთ პრობლემები გულის მხრივ. სუნუბისმა შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები გულის მხრივ. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გრძნობთ ძლიერ დაღლილობას, გაქვთ ქოშინი ან შეშუპება ტერფების და კოჭების არეში.

თუ გაქვთ გულისცემის პათოლოგიური ცვლილებები. სუნუბისმა შეიძლება გამოიწვიოს თქვენი გულისცემის დარღვევა. თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ელექტროკარდიოგრამა ამ დარღვევების შეფასების მიზნით სუნუბისით თქვენი მკურნალობის პერიოდში. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გრძნობთ თავბრუსხვევას, დაკარგეთ გონება ან აღგენიშნებათ გულისცემის დარღვევა სუნუბისით მკურნალობის პერიოდში.

თუ ახლახანს გქონდათ პრობლემები ვენებში ან/და არტერიებში (სისხლძარღვების ტიპი) თრომბებთან დაკავშირებით, მათ შორის ინსულტი, გულის შეტევა, ემბოლია ან თრომბოზი. დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი გულ-მკერდის არეში ან წნევა, ტკივილი ხელების, ზურგის, კისრის და ყბის არეში, ქოშინი, დაბუჟება ან სისუსტე თქვენი სხეულის ერთ მხარეს, მეტყველების გაძნელება, თავის ტკივილი ან თავბრუსხვევა, სუნუბისით მკურნალობის პერიოდში.

თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ ანევრიზმა (სისხლძარღვის კედლის გასქელება და სიმკვრივის შემცირება) ან სისხლძარღვის კედლის გასკდომა.

თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ მცირე სისხლძარღვების დაზიანება, რომელსაც ეწოდება თრომბოზული მიკროანგიოპათია (თმა). აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ ცხელება, სისუსტე, დაღლილობა, სისხლჩაქცევა, სისხლდენა, შეშუპება, დაბნეულობა, მხედველობის დაკარგვა ან კრუნჩხვა.

თუ გაქვთ პრობლემების ფარისებრი ჯირკვლის მხრივ. სუნუბისმა შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები ფარისებრი ჯირკვლის მხრივ. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ სუნუბისით მკურნალობის პერიოდში უფრო ადვილად იღლებით, უფრო მეტად გცივათ, ვიდრე სხვა პირებს, ან დაგიბოხდათ ხმა. სუნუბისის მიღების დაწყებამდე და რეგულარულად მკურნალობის პერიოდში საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კონტროლი. თუ თქვენი ფარისებრი ჯირკვალი არ აწარმოებს საკმარის თირეოიდულ ჰორმონს, შეიძლება დაგენიშნოთ მკურნალობა თირეოიდული ჰორმონის ჩანაცვლებით.

თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ დარღვევები კუჭქვეშა ჯირკვლის ან ნაღვლის ბუშტის მხრივ. მიმართეთ თქვენს ექიმს ნებისმიერი შემდეგი ნიშნის და სიმპტომის განვითარების შემთხვევაში: ტკივილი კუჭის (მუცლის ზედა) არეში, გულისრევა, ღებინება და ცხელება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს კუჭქვეშა ჯირკვლის ან ნაღვლის ბუშტის ანთებით.

თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ პრობლემები ღვიძლის მხრივ. მიმართეთ თქვენს ექიმს სუნუბისით მკურნალობის პერიოდში ნებისმიერი შემდეგი ნიშნის და სიმპტომის განვითარების შემთხვევაში: ქავილი, ყვითელი თვალები ან კანი, მუქი შარდი და ტკივილი ან დისკომფორტი კუჭის მარჯვენა ზედა არეში. თქვენმა ექიმმა უნდა დაგინიშნოთ სისხლის ანალიზები თქვენი ღვიძლის ფუნქციის შემოწმების მიზნით სუნუბისით მკურნალობის დაწყებამდე, მკურნალობის პერიოდში ან კლინიკური ჩვენების შესაბამისად.

თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ თირკმელების პრობლემები. თქვენი ექიმი განახორციელებს თქვენი თირკმელების მონიტორინგს.

თუ დაგეგმილი გაქვთ ქირურგიული ჩარევა ან ახლახანს ჩაგიტარდათ ოპერაცია. სუნუბისმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ჭრილობის შეხორცებაზე. ჩვეულებრივ, სუნუბისით მკურნალობა შეგიწყდებათ, თუ დაგეგმილი გაქვთ ოპერაცია. თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას სუნუბისით მკურნალობის ხელახლა დაწყებასთან დაკავშირებით.

სუნუბისით მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია სტომატოლოგიური შემოწმების ჩატარება

თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ ტკივილი პირის ღრუში, კბილების ან/და ყბის არეში, შეშუპება ან წყლულები პირის ღრუში, ყბის არეში დაბუჟება ან სიმძიმის შეგრძნება ან მოგერყათ კბილი, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან სტომატოლოგს.

თუ გჭირდებათ ინვაზიური სტომატოლოგიური მკურნალობის ან სტომატოლოგიური ოპერაციის ჩატარება, აცნობეთ თქვენს სტომატოლოგს, რომ გიტარდებათ მკურნალობა სუნუბისით, განსაკუთრებით, თუ ასევე იღებთ ან მკურნალობდით ბისფოსფონატებით. ბისფოსფონატები არის პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ძვლის მხრივ გართულებების პროფილაქტიკისთვის და რომლებიც შეიძლება დაგენიშნოთ სხვა სამედიცინო მდგომარეობის სამკურნალოდ.

თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ. ამ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში შეიძლება განვითარდეს “განგრენოზული პიოდერმია“ (მტკივნეული წყლულები კანზე) ან “მანეკროზებელი ფასციიტი“ (კანის/რბილი ქსოვილების სრაფად გავრცელებული ინფექცია, რომელიც შეიძლება საშიში იყოს სიცოცხლისთვის). დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს დაზიანებული კანის გარშემო ინფექციის ისეთი სიმპტომების განვითარებისას, როგორიცაა ცხელება, ტკივილი, სიწითლე, შეშუპება, ჭრილობიდან ჩირქის ან სისხლის გამოყოფა. ეს მოვლენა ჩვეულებრივ შექცევადია სუნიტინიბის მიღების შეწყვეტის შემდეგ. სუნიტინიბის მიღებისას ცნობილია კანზე მძიმე გამონაყარის (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მულტიფორმული ერითემა) შესახებ, რომელიც თავდაპირველად გამოიხატება სხეულზე მოწითალო ან მრგვალი ლაქების სახით ცენტრში არსებული ცერტილით. გამონაყარი შეიძლება პროგრესირებდეს ფართოდ გავრცელებულ ბუშტუკებამდე ან კანის აშრევებამდე და შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს სიცოცხლისთვის. გამონაყარის ან კანის ასეთი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ კრუნჩხვა. დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, თავის ტკივილი ან მხედველობის დაკარგვა.

თუ გაქვთ დიაბეტი. დიაბეტის მქონე პაციენტებში სისხლში შაქრის დონე უნდა განისაზღვროს რეგულარულად და შეფასდეს ანტიდიაბეტური პრეპარატის დოზის კორექტირების აუცილებლობა სისხლში შაქრის დაბალი შემცველობის რისკის შესამცირებლად. დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ სისხლში შაქრის დაბალი დონის ნებისმიერი ნიშანი ან სიმპტომი (დაღლილობა, გახშირებული გულისცემა, ოფლიანობა, შიმშილი და ცნობიერების დაკარგვა).

ბავშვები და მოზარდები

სუნუბისი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის პირებისთვის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახანს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი, მათ შორის პრეპარატები, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ ან არ დაგენიშნათ ექიმის მიერ. ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება გავლენა იქონიოს სუნიტინიბის დონეზე თქვენს ორგანიზმში. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ პრეპარატებს, რომლებიც შეიცავს შემდეგ მოქმედ ნივთიერებებს:

კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი - გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ

ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, რიფამპიცინი - გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ

რიტონავირი - გამოიყენება აივ-ის სამკურნალოდ

დექსამეტაზონი - კორტიკოსტეროიდი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა მდგომარეობების სამკურნალოდ (როგორიცაა ალერგია/სუნთქვის დარღვევები ან კანის დაავადებები)

ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი - გამოიყენება ეპილეფსიის და სხვა ნევროლოგიური მდგომარეობების სამკურნალოდ.

კრაზანას (Hypericum perforatum) შემცველი მცენარეული პრეპარატები - გამოიყენება დეპრესიის და შფოთვის სამკურნალოდ.

სუნუბისის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

სუნუბისით მკურნალობის პერიოდში თავი უნდა შეიკავოთ გრეიპფრუტის წვენის მიღებისგან.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ შეიძლება დაორსულდეთ, სუნუბისით მკურნალობის პერიოდში უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდები.

თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, აცნობეთ თქვენს ექიმს. სუნუბისით მკურნალობის პერიოდში ბავშვის ძუძუთი კვება არ შეიძლება.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

დაიცავით სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის დროს, თუ აღგენიშნებათ თავბრუსხვევა ან უჩვეულო დაღლილობა.

სუნუბისი შეიცავს ნატრიუმს

მოცემული პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ესე იგი შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად “არ შეიცავს ნატრიუმს“.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი ასეთი გვერდითი მოქმედება (ასევე, იხილეთ პარაგრაფი რა უნდა იცოდეთ სუნუბისის მიღებამდე):

გულის პრობლემები. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გრძნობთ ძლიერ დაღლას, გაქვთ ქოშინი ან ტერფების და კოჭების შეშუპება. ეს შეიძლება იყოს გულის მხრივ პრობლემების სიმპტომები, რომლებიც ითვალისწინებს გულის უკმარისობას ან დარღვევებს გულის კუნთის მხრივ (კარდიომიოპათია).

ფილტვებისა და სასუნთქი სისტემის პრობლემები. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ ხველა, ტკივილი გულ-მკერდის არეში, მოულოდნელად განვითარებული ქოშინი ან სისხლიანი ხველა. ეს შეიძლება იყოს ისეთი მდგომარეობის სიმპტომები, რომელსაც ეწოდება ფილტვის არტერიის ემბოლია, რომელიც ვლინდება სისხლის კოლტების ფილტვებისკენ გადაადგილების დროს.

დარღვევები თირკმელების მხრივ. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ შარდვის სიხშირის შეცვლა ან დარღვევა, რომლებიც შეიძლება იყოს თირკმელების უკმარისობის სიმპტომები.

სისხლდენა. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე მითითებული სიმპტომი ან სერიოზული სისხლდენა სუნუბისით მკურნალობის პერიოდში: ტკივილი, შეშუპება კუჭის (მუცლის) არეში; სისხლიანი ღებინება; შავი, ბლანტი განავალი; სისხლი შარდში; თავის ტკივილი ან ფსიქიკური მდგომარეობის შეცვლა; სისხლიანი ხველა ან სისხლიანი ნახველი ფილტვებიდან ან სასუნთქი გზებიდან.

სიმსივნის დაშლა, რომელიც იწვევს ნაწლავში ხვრელის განვითარებას. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ძლიერი ტკივილი მუცლის არეში, ცხელება, გულისრევა, ღებინება, სისხლი განავალში ან ცვლილებები ნაწლავის ფუნქციონირებაში.

სუნუბისთან დაკავშირებული სხვა გვერდითი მოვლენებია:

ძალიან ხშირი: შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს

თრომბოციტების, სისხლის წითელი უჯრედების ან/და სისხლის თეთრი უჯრედების (მაგალითად, ნეიტროფილების) რაოდენობის შემცირება.

ქოშინი.

მაღალი არტერიული წნევა.

ძლიერი დაღლილობა, ძალების დაკარგვა.

სითხით გამოწვეული შეშუპება კანქვეშ და თვალების გარშემო, ალერგიული გამონაყარი კანქვეშ.

ტკივილი/გაღიზიანება პირის ღრუში, წყლულები/ანთება/სიმშრალე პირის ღრუში, გემოს დარღვევები, კუჭის აშლილობა, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, ტკივილი/შეშუპება მუცლის არეში, მადის დაკარგვა/დაქვეითება.

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპოთირეოზი).

თავბრუსხვევა.

თავის ტკივილი.

სისხლდენა ცხვირიდან.

ზურგის ტკივილი, სახსრების ტკივილი.

ტკივილი ხელების და ფეხების არეში.

ყვითელი კანი/კანის გაუფერულება, კანის ძლიერი პიგმენტაცია, თმის ფერის შეცვლა, გამონაყარი ხელის და ფეხის გულებზე, გამონაყარი, კანის სიმშრალე.

ხველა.

ცხელება.

დაძინების გაძნელება.

ხშირი: შეიძლება აღენიშნის 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს

თრომბები სისხლძარღვებში.

გულის კუნთში სისხლის მიწოდების უკმარისობა კორონარული არტერიების ობსტრუქციის ან შევიწროების შედეგად.

ტკივილი გულ-მკერდის არეში.

გულის მიერ გადატუმბული სისხლის მოცულობის შემცირება.

სითხის შეკავება, მათ შორის ფილტვების გარშემო.

ინფექციები.

მძიმე ინფექციის გართულება (ინფექცია სისხლის ნაკადში), რომელიც შეიძლება იწვევდეს ქსოვილის დაზიანებას, ორგანოს უკმარისობას ან სიკვდილს.

სისხლში შაქრის დონის დაქვეითება (იხ. პარაგრაფი 2).

შარდში ცილის დაკარგვა, რომელიც ზოგჯერ იწვევს შეშუპებას.

გრიპის მსგავსი სინდრომი.

სისხლის ანალიზების, მათ შორის კუჭქვეშა ჯირკვლის და ღვიძლის ფერმენტების, პათოლოგიური მაჩვენებელები.

სისხლში შარდმჟავას მაღალი დონე.

ბუასილი, რექტალური ტკივილი, სისხლდენა ღრძილებიდან, ყლაპვის გაძნელება ან დისფაგია.

წვის ან ტკივილის შეგრძნება ენის არეში, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის ანთება, ჭარბი აირები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.

წონაში დაკლება.

ძვალკუნთოვანი ტკივილი (ტკივილი კუნთებსა და ძვლებში), კუნთების სისუსტე, კუნთების დაღლილობა, კუნთების ტკივილი, კუნთების სპაზმი.

სიმშრალე ცხვირის ღრუში, ცხვირის გაჭედვა.

ძლიერი ცრემლდენა.

კანის პათოლოგიური მგრძნობელობა, ქავილი, კანის აქერცვლა და ანთება, ბუშტუკების განვითარება, აკნე, ფრჩხილების გაუფერულება, თმის ცვენა.

პათოლოგიური მგრძნობელობა კიდურებში.

პათოლოგიურად გაზრდილი/შემცირებული მგრძნობელობა, განსაკუთრებით შეხებისას.

მჟავე გულძმარვა.

გაუწყლოება.

წამოხურება.

უჩვეულო ფერის შარდი.

დეპრესია.

შემცივნება.

არახშირი: შეიძლება აღენიშნის 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს

რბილი ქსოვილების, მათ შორის ანოგენიტალურ არეში სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია (იხ. პარაგრაფი 2).

ინსულტი.

გულის შეტევა, გამოწვეული გულის მიმართულებით სისხლის მიწოდების დარღვევით ან შემცირებით.

გულის ელექტრული აქტივობის ცვლილებები ან რიტმის დარღვევა.

სითხე გულის გარშემო (ექსუდაციური პერიკარდიტი).

ღვიძლის ანთება.

ტკივილი კუჭის (მუცლის) არეში, გამოწვეული კუჭქვეშა ჯირკვლის ანთებით.

სიმსივნის დაშლა, რომელიც იწვევს ნაწლავში ხვრელის განვითარებას (პერფორაციას).

ნაღვლის ბუშტის ანთება (შეშუპება და სიწითლე) ნაღვლის კენჭების თანხლებით ან მათ გარეშე.

პათოლოგიური მილი, რომელიც გადის სხეულის ერთი ნორმალური ღრუდან მეორეში ან კანში.

ტკივილი პირის ღრუში, კბილების ან ყბის არეში, შეშუპება ან წყლულები პირის ღრუში, ყბის არეში დაბუჟება ან სიმძიმის შეგრძნება ან კბილის მორყევა. ეს შეიძლება იყოს ყბის ძვლის დაზიანების ნიშნები ან სიმპტომები (ოსტეონეკროზი), იხ. პარაგრაფი 2.

ფარისებრი ჯირჯვლის ჰორმონების ჭარბი გამომუშავება, რომელიც ზრდის მოსვენების მდგომარეობაში ორგანიზმის მიერ გამოყენებულ ენერგიას.

პრობლემები ოპერაციის შემდგომი ჭრილობის შეხორცებასთან დაკავშირებით.

კუნთებიდან სისხლში ფერმენტის (კრეატინფოსფოკინაზა) დონის მომატება.

ძლიერი რეაქცია ალერგენზე, მათ შორის ალერგია მტვერზე, კანზე გამონაყარი, კანის ქავილი, ჭინჭრის ციება, სხეულის ნაწილების შეშუპება და სუნთქვის გაძნელება.

მსხვილი ნაწლავის ანთება (კოლიტი, იშემიური კოლიტი).

იშვიათი: შეიძლება აღენიშნის 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს

კანის ან/და ლორწოვანი გარსების მძიმე რეაქცია (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მულტიფორმული ერითემა).

სიმსივნის ლიზისის სინდრომი (სლს) - სიმსივნის ლიზისის სინდრომი ითვალისწინებს მეტაბოლური გართულებების ერთობლიობას, რომლებიც შეიძლება განვითარდეს კიბოს მკურნალობის პერიოდში. ამ გართულებებს იწვევს მკვდარი სიმსივნური უჯრედების დაშლის პროდუქტები და შეიძლება ითვალისწინებდეს შემდეგს: გულისრევა, ქოშინი, არარეგულარული გულისცემა, კუნთების სპაზმი, კრუნჩხვა, შარდის გამუქება და დაღლილობა, რაც დაკავშირებულია ლაბორატორიული ანალიზების პათოლოგიურ ჩვენებებთან (სისხლში კალიუმის, შარდმჟავას და ფოსფორის მაღალი დონე და კალციუმის დაბალი დონე), რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის ცვლილებები და თირკმელების მწვავე უკმარისობა.

კუნთოვანი ქსოვილის პათოლოგიური დაშლა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები (რაბდომიოლიზი).

პათოლოგიური ცვლილებები თავის ტვინში, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს რიგი სიმპტომი, მათ შორის თავის ტკივილი, ცნობიერების არევა, კრუნჩხვითი შეტევები და მხედველობის დაკარგვა (უკანა შექცევადი ლეიკოენცეფალოპათიის სინდრომი).

კანზე განვითარებული მტკივნეული წყლულები (განგრენოზული პიოდერმია).

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი).

ფარისებრი ჯირკვლის ანთება.

მცირე სისხლძარღვების დაზიანება, რომელიც ცნობილია, როგორც თრომბოზული მიკროანგიოპათია.

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია):

სისხლძარღვის კედლის გასქელება და სიმკვრივის შემცირება ან სისხლძარღვის კედლის გასკდომა (ანევრიზმა და არტერიის აშრევება).

ჭარბი დოზა

სუნიტინიბით დოზის გადაჭარბების სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მკურნლობა უნდა მოიცავდეს ზოგად შემანარჩუნებელ ზომებს. თუ არსებობს ჩვენებები, არააბსორბირებული აქტიური ნივთიერების ელიმინაციისათვის, რეკომენდებულია ღებინების გამოწვევა ან კუჭის ამორეცხვა. რეგისტრირებულია დოზის გადაჭარბების შემთხვევები; არასასურველი რეაქციებით გამოწვეული ზოგი შემთხვევა შეესაბამებოდა სუნიტინიბის უსაფრთხოების ცნობილ პროფილს.

შემადგენლობა

სუნუბისი 12.5 მგ კაფსულები

მოქმედი ნივთიერებაა სუნიტინიბი. თითოეული კაფსულა შეიცავს სუნიტინიბის მალატს, 12.5 მგ სუნიტინიბის ეკვივალენტს.

სუნუბისი 25 მგ კაფსულები

მოქმედი ნივთიერებაა სუნიტინიბი. თითოეული კაფსულა შეიცავს სუნიტინიბის მალატს, 25 მგ სუნიტინიბის ეკვივალენტს.

სუნუბისი 50 მგ კაფსულები

მოქმედი ნივთიერებაა სუნიტინიბი. თითოეული კაფსულა შეიცავს სუნიტინიბის მალატს, 50 მგ სუნიტინიბის ეკვივალენტს.

სუნუბისის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

სუნუბისი 12.5 მგ - ხელმისაწვდომია ერთეული დოზის ბლისტერებში, რომლებიც შეიცავს 14x2 კაფსულას.

სუნუბისი 25 მგ - ხელმისაწვდომია ერთეული დოზის ბლისტერებში, რომლებიც შეიცავს 14x2 კაფსულას.

სუნუბისი 50 მგ - ხელმისაწვდომია ერთეული დოზის ბლისტერებში, რომლებიც შეიცავს 14x1 კაფსულას.

შენახვის პირობები

მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე წარწერა ვარგისია-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ 25˚C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ შენიშნავთ, რომ შეფუთვა დაზიანებულია ან აქვს გახსნის ნიშნები.

არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხზე მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთასი და დამატებითი ინფორმაცია

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტინეოპლასტიკური საშუალებები, პროტეინკინაზას ინჰიბიტორები; ათქ კოდი: L01EX01

მოქმედების მექანიზმი

სუნიტინიბი აინჰიბირებს თიროზინკინაზას მრავალ რეცეპტორს, რომელიც მონაწილეობს სიმსივნის ზრდაში, ნეოანგიოგენეზში და კიბოს მეტასტაზების წარმოქმნაში. სუნიტინიბი წარმოადგენს თრომბოციტური ზრდის ფაქტორის რეცეპტორების (PDGFR და PDGFR), სისხლძარღვოვანი ენდოთელიუმის ზრდის ფაქტორის რეცეპტორების (VEGFR1, VEGFR2 და VEGFR3), ღეროვანი უჯრედების ზრდის ფაქტორის რეცეპტორის (KIT), Fms-მსგავსი თიროზინკინაზა-3 (FLT3) რეცეპტორის, კოლონია-მასტიმულირებელი 1-ლი ტიპის ფაქტორის (CSF-1R) რეცეპტორის და გლიური უჯრედების ნეიროტროპული ფაქტორის რეცეპტორის (RET) ინჰიბიტორს. ძირითადი მეტაბოლიტის აქტივობა იყო სუნიტინიბის აქტივობის ანალოგიური ბიოქიმიურ და უჯრედულ ანალიზებში.

პედიატრიული პოპულაცია

პედიატრიულ პაციენტებში სუნიტინიბის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია (იხ. პარაგრაფი 4.2).

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

სუნიტინიბის ფარმაკოკინეტიკა შეფასდა 135 ჯანმრთელ მოხალისეში და სოლიდური სიმსივნეების მქონე 266 პაციენტში. ფარმაკოკინეტიკა მსგავსი იყო სოლიდური სიმსივნეების მქონე ყველა შესწავლილ პოპულაციაში და ჯანმრთელ მოხალისეებში.

25-დან 100 მგ-მდე დოზის დიაპაზონში, პლაზმაში კონცენტრაცია-დროის მრუდის ქვეშ ფართობი (AUC) და Cmax იზრდება დოზის პროპორციულად. განმეორებითი ყოველდღიური მიღებისას შეინიშნება სუნიტინიბის 3-4-ჯერადი და მისი მთავარი აქტიური მეტაბოლიტის 7-10-ჯერადი კუმულაცია. სუნიტინიბის და მისი ძირითადი აქტიური მეტაბოლიტის სტაბილური კონცენტრაციები მიიღწევა 10-14 დღის განმავლობაში. მე-14 დღისთვის სუნიტინიბის და მისი აქტიური მეტაბოლიტის საერთო პლაზმური კონცენტრაციები შეადგენდა 62.9-101 ნგ/მლ-ს, რაც წარმოადგენს პრეკლინიკური მონაცემებით პროგნოზირებად სამიზნე კონცენტრაციებს, რომლებიც საჭიროა რეცეპტორების ფოსფორილირების ინჰიბირებისთვის in vitro და სიმსივნის ზრდის შეფერხებისთვის/შეჩერებისთვის in vivo. ძირითადი აქტიური მეტაბოლიტის ზემოქმედება შეადგენს საერთო ზემოქმედების 23%-37%-ს. სუნიტინიბის ან მისი ძირითადი აქტიური მეტაბოლიტის ფარმაკოკინეტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მრავალჯერადი ყოველდღიური მიღებისას ან შესწავლილი მკურნალობის სქემების განმეორებითი ციკლების დროს არ დაფიქსირებულა.

აბსორბცია

სუნიტინიბის პერორალური მიღების შემდეგ, Cmax ჩვეულებრივ აღინიშნება 6-12 საათის ინტერვალში მაქსიმალურ კონცენტრაციის (tmax) მიღწევის მომენტიდან მიღების შემდეგ.

საკვების მიღება გავლენას არ ახდენს სუნიტინიბის ბიოშეღწევადობაზე.

განაწილება

in vitro სუნიტინიბისა და მისი პირველადი აქტიური მეტაბოლიტის შეკავშირება ადამიანის სისხლის პლაზმის ცილებთან შეადგენდა შესაბამისად, 95% და 90%-ს, და ამავდროულად, კონცენტრაციაზე აშკარა დამოკიდებულების გარეშე. სუნიტინიბის განაწილების აშკარა მოცულობა (Vd) იყო მნიშვნელოვანი - 2230 ლ, რაც მიუთითებს მის განაწილებაზე ქსოვილებში.

მეტაბოლური ურთიერთქმედება

in vitro Ki კონსტანტას გამოთვლილი მნიშვნელობები ყველა შესწავლილი ციტოქრომ P450 (CYP) იზოფორმისთვის (CYP1A2, CYP2A6, CYP2B6, CYP2С8, CYP2C9, CYP2C19, CYP2D6, CYP2E1, CYP3A4/5 და CYP4A9/11) აჩვენებს, რომ სუნიტინიბი და მისი პირველადი აქტიური მეტაბოლიტი ნაკლებსავარაუდოა იწვევდეს სხვა ისეთი აქტიური ნივთიერებების რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვანი ხარისხის მეტაბოლიზმს, რომლებიც შეიძლება მეტაბოლიზდეს ამ ფერმენტებით.

ბიოტრანსფორმაცია

სუნიტინიბი მეტაბოლიზდება უპირატესად CYP-ის იზოფორმის CYP3A4-ს მონაწილეობით, რომელიც ქმნის მის პირველად აქტიურ მეტაბოლიტს, დეზეთილ მეტაბოლიტს, რომელიც შემდეგ მეტაბოლიზდება იგივე იზოფერმენტით.

თავიდან უნდა იქნას არიდებული სუნიტინიბის ერთდროულად გამოყენება CYP3A4-ის მძლავრ ინდუქტორებთან ან ინჰიბიტორებთან, რადგან სუნიტინიბის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შეიძლება შეიცვალოს (იხ. პარაგრაფები 4.4 და 4.5).

ელიმინაცია

ექსკრეცია ხორციელდება ძირითადად განავლით (61%), თირკმელებით გამოიყოფა ჯამურად უცვლელი აქტიური ნივთიერებისა და მისი მეტაბოლიტების 16%-მდე მიღებული დოზიდან. სუნიტინიბი და მისი მთავარი აქტიური მეტაბოლიტი წარმოადგენენ სამკურნალო პრეპარატის ძირითად კომპონენტებს, რომლებიც განისაზღვრა პლაზმაში, შარდში და განავალში შესაბამისად რადიოაქტიურობის 91.5%, 86.4% და 73.8%-ით გაერთიანებულ ნიმუშებში. მეორადი მეტაბოლიტები გამოვლინდა შარდში და განავალში, მაგრამ ზოგადად არ ვლინდებოდა სისხლის პლაზმაში. საერთო კლირენსი პერორალური მიღების შემდეგ (CL/F) შეადგენდა 34-62 ლ/სთ-ს. ჯანმრთელ მოხალისეებში პერორალური მიღებისას სუნიტინიბის და მისი მთავარი აქტიური დეზეთილ-მეტაბოლიტის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს შესაბამისად, დაახლოებით 40-60 საათს და 80-110 საათს.

ერთდროულად გამოყენება BCRP-ს (სარძევე ჯირკვლის კიბოს რეზისტენტობის ცილა) ინჰიბიტორ პრეპარატებთან

სუნიტინიბი არის BCRP ეფლუქსური ტრანსპორტერის სუბსტრატი in vitro. კვლევაში A6181038, BCRP ინჰიბიტორ გეფიტინიბთან ერთდროულად გამოყენებამ არ გამოიწვია კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი სუნიტინიბის Cmax და AUC-ზე ან პრეპარატის მთლიან რაოდენობაზე (სუნიტინიბი + მეტაბოლიტი) (იხ. პარაგრაფი 4.5). ეს კვლევა იყო მულტიცენტრული, ღია, 1/2 ფაზის კვლევა, რომელმაც შეაფასა სუნიტინიბის უსაფრთხოება/ატანა, მაქსიმალური ასატანი დოზა და სიმსივნის საწინააღმდეგო აქტივობა გეფიტინიბთან კომბინაციაში მეტასტაზური თირკმელუჯრედოვანი კარცინომის მქონე პაციენტებში. შემდეგი კომბინაციის ფარმაკოკინეტიკა - გეფიტინიბი (250 მგ დღეში) და სუნიტინიბი (37.5 მგ [კოჰორტა 1, n=4] ან 50 მგ [კოჰორტა 2, n=7] დღეში 4 კვირის განმავლობაში, შემდგომი 2-კვირიანი შესვენებით), წარმოადგენდა კვლევის მეორად საბოლოო წერტილს. სუნიტინიბის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების ცვლილებები არ იყო კლინიკურად მნიშვნელოვანი და არ მიუთითებდა რაიმე ურთიერთქმედებაზე სამკურნალო პრეპარატებს შორის; თუმცა, პაციენტების შედარებით მცირე რაოდენობისა (ანუ N=7+4) და ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების მნიშვნელობების ზომიერად მაღალი ვარიაბელურობის გათვალისწინებით კვლევის მონაწილეებს შორის, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო ამ კვლევაში პრეპარატებს შორის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების შედეგების ინტერპრეტაციისას.

პაციენტების სპეციალური ჯგუფები

ღვიძლის უკმარისობა

სუნიტინიბი და მისი ძირითადი მეტაბოლიტი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში. სუნიტინიბის ერთჯერადი მიღების შემდეგ სისტემური ექსპოზიცია იყო ერთნაირი პაციენტებში მსუბუქი და ზომიერი (ჩაილდ-პიუს კლასი A და B) ხარისხის ღვიძლის უკმარისობით, ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პირებთან შედარებით. სუნიტინიბის გამოყენება ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (ჩაილდ-პიუს კლასი C) შესწავლილი არ არის.

კიბოს მქონე პაციენტების კვლევებიდან გაირიცხნენ პაციენტები ალტ ან ასტ მაჩვენებლებით >2.5 x ULN (ნორმის ზედა ზღვარი) ან >5.0 x ULN, ღვიძლში არსებული მეტასტაზების გამო.

თირკმელების უკმარისობა

ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლების პოპულაციურმა ანალიზებმა აჩვენა, რომ აშკარა კლირენსი (CL/F) არ იცვლებოდა კრეატინინის კლირენსით (СrCl) შეფასებული დიაპაზონის ფარგლებში (42-347 მლ/წთ).

სუნიტინიბის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ სისტემური ექსპოზიცია ერთნაირი იყო პაციენტებში თირკმელების მძიმე უკმარისობით (CrClr <30 მლ/წთ) და თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე (CrCl >80 მლ/წთ) პაციენტებში. მიუხედავად იმისა, რომ სუნიტინიბი და მისი ძირითადი მეტაბოლიტი არ გამოიყოფოდა ჰემოდიალიზის საშუალებით პაციენტებში თირკმელების ტერმინალური სტადიის დაავადებით, საერთო სისტემური ექსპოზიციები იყო 47%-ით დაბალი სუნიტინიბისთვის, და 31%-ით დაბალი მისი პირველადი მეტაბოლიტისთვის, თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით.

სხეულის მასა, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა

დემოგრაფიულ მონაცემთა ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლების პოპულაციურმა ანალიზებმა აჩვენა, რომ საჭირო არ არის პრეპარატის საწყისი დოზის კორექცია პაციენტის სხეულის მასის ან ზოგადი მდგომარეობის „აღმოსავლეთის ერთიანი ონკოლოგიური ჯგუფის შკალის“ (ECOG) მიხედვით.

პედიატრიული პოპულაცია

პედიატრიულ პაციენტებში სუნიტინიბის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია (იხ. პარაგრაფი 4.2). ჩატარდა გაერთიანებულ მონაცემთა ფარმაკოკინეტიკური პოპულაციური ანალიზები გასტროინტესტინული სტრომული სიმსივნის და სოლიდური სიმსივნეების მქონე მოზრდილ პაციენტებში და სოლიდური სიმსივნეების მქონე პედიატრიულ პაციენტებში. ასაკისა და სხეულის ზომის (საერთო წონის ან სხეულის ზედაპირის ფართობის), ასევე სუნიტინიბის და მისი აქტიური მეტაბოლიტის ფარმაკოკინეტიკის მნიშვნელოვან პარამეტრებზე სხვა კოვარიაციების გავლენის შესაფასებლად ჩატარდა კოვარიაციული მოდელირების ეტაპობრივი ანალიზი. ასაკისა და სხეულის ზომის კოვარიატებს შორის, ასაკი იყო მნიშვნელოვანი კოვარიატი სუნიტინიბის აშკარა კლირენსში (რაც უფრო ნაკლები ასაკისაა ბავშვი პაციენტი, მით უფრო დაბალია აშკარა კლირენსი). ანალოგიურად, სხეულის ზედაპირის ფართობი იყო მნიშვნელოვანი კოვარიატი აქტიური მეტაბოლიტის აშკარა კლირენსში (რაც უფრო ნაკლებია სხეულის ზედაპირის ფართობი, მით უფრო დაბალია აშკარა კლირენსი).

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

  • 3.1.3. შეფუთვის ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლებისთვის

სუნუბისი 12.5 მგ

სუნუბისი 25 მგ

სუნუბისი 50 მგ

კაფსულები

სუნიტინიბი

მოცემული პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.

ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მოცემული პრეპარატი დაგენიშნად მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ეს შესაძლოა, საზიანო იყოს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენსას ემთხვევა.

ნებისმიერი გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.

მოცემული ჩანართის შინაარსი

რას წარმოადგენს სუნუბისი და რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ სუნუბისის მიღებამდე

როგორ მიიღება სუნუბისი

შესაძლო გვერდითი მოქმედება

სუნუბისის შენახვის წესი

შეფუთვის შიგთასი და დამატებითი ინფორმაცია

  • რას წარმოადგენს სუნუბისი და რისთვის გამოიყენება

სუნუბისი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას სუნიტინიბს, რომელიც წარმოადგენს პროტეინკინაზას ინჰიბიტორს. ის გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ, სპეციალური ჯგუფის ცილების აქტივობის დაბლოკვის გზით, რომლებიც, როგორც ცნობილია, მონაწილეობს კიბოს უჯრედების ზრდასა და გავრცელებაში.

სუნუბისი გამოიყენება მოზრდილებში შემდეგი ტიპის კიბოს სამკურნალოდ:

გასტროინტენსტინული სტრომული სიმსივნე (GIST), კუჭისა და ნაწლავის კიბოს ტიპი, როდესაც იმატინიბი (კიბოს საწინააღმდეგო სხვა პრეპარატი) აღარ მოქმედებს ან მისი მიღება შეუძლებელია.

მეტასტაზური თირკმელუჯრედოვანი კარცინომა (MRCC), თირკმლის კიბოს ტიპი, რომელიც გავრცელებულია ორგანიზმის სხვა ნაწილებში.

კუჭქვეშა ჯირკვლის ნეიროენდოკრინული სიმსივნეები (pNET) (კუჭქვეშა ჯირკვალში ჰორმონმაპროდუცირებელი უჯრედების სიმსივნეები), რომლებიც პროგრესირებს ან შეუძლებელია მათი ამოკვეთა ქირურგიული ჩარევით.

სუნუბისის მოქმედების მექანიზმთან ან თქვენთვის პრეპარატის დანიშვნის მიზეზთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს.

  • რა უნდა იცოდეთ სუნუბისის მიღებამდე

არ მიიღოთ სუნუბისი:

თუ ხართ ალერგიული სუნიტინიბის ან სუნუბისის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6).

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

სუნუბისის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს:

თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა. სუნუბისის მიღებისას შეიძლება გაიზარდოს არტერიული წნევა. სუნუბისით მკურნალობის პერიოდში თქვენმა ექიმმა შეიძლება შეამოწმოს თქვენი არტერიული წნევა და, საჭიროების შემთხვევაში, დაგინიშნოთ არტერიული წნევის დამაქვეითებელი პრეპარატები.

თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ სისხლის დაავადება, სისხლდენის პრობლემები ან სისხლჩაქცევა. სუნუბისით მკურნალობა შეიძლება იწვევდეს სისხლდენის მაღალ რისკს ან სისხლში გარკვეული უჯრედების რაოდენობის ცვლილებებს, რომლებიც შეიძლება იწვევდეს ანემიას ან გავლენას ახდენდეს თქვენი სისხლის შედედების უნარზე. თუ იღებთ ვარფარინს ან აცენოკუმაროლს, სისხლის გამათხელებელ პრეპარატებს თრომბების წარმოქმნის პრევენციის მიზნით, სისხლდენის რისკი შეიძლება უფრო მაღალი იყოს. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ნებისმიერი სისხლდენა სუნუბისით მკურნალობის პერიოდში.

თუ გაქვთ პრობლემები გულის მხრივ. სუნუბისმა შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები გულის მხრივ. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გრძნობთ ძლიერ დაღლილობას, გაქვთ ქოშინი ან შეშუპება ტერფების და კოჭების არეში.

თუ გაქვთ გულისცემის პათოლოგიური ცვლილებები. სუნუბისმა შეიძლება გამოიწვიოს თქვენი გულისცემის დარღვევა. თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ელექტროკარდიოგრამა ამ დარღვევების შეფასების მიზნით სუნუბისით თქვენი მკურნალობის პერიოდში. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გრძნობთ თავბრუსხვევას, დაკარგეთ გონება ან აღგენიშნებათ გულისცემის დარღვევა სუნუბისით მკურნალობის პერიოდში.

თუ ახლახანს გქონდათ პრობლემები ვენებში ან/და არტერიებში (სისხლძარღვების ტიპი) თრომბებთან დაკავშირებით, მათ შორის ინსულტი, გულის შეტევა, ემბოლია ან თრომბოზი. დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი გულ-მკერდის არეში ან წნევა, ტკივილი ხელების, ზურგის, კისრის და ყბის არეში, ქოშინი, დაბუჟება ან სისუსტე თქვენი სხეულის ერთ მხარეს, მეტყველების გაძნელება, თავის ტკივილი ან თავბრუსხვევა, სუნუბისით მკურნალობის პერიოდში.

თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ ანევრიზმა (სისხლძარღვის კედლის გასქელება და სიმკვრივის შემცირება) ან სისხლძარღვის კედლის გასკდომა.

თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ მცირე სისხლძარღვების დაზიანება, რომელსაც ეწოდება თრომბოზული მიკროანგიოპათია (თმა). აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ ცხელება, სისუსტე, დაღლილობა, სისხლჩაქცევა, სისხლდენა, შეშუპება, დაბნეულობა, მხედველობის დაკარგვა ან კრუნჩხვა.

თუ გაქვთ პრობლემების ფარისებრი ჯირკვლის მხრივ. სუნუბისმა შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები ფარისებრი ჯირკვლის მხრივ. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ სუნუბისით მკურნალობის პერიოდში უფრო ადვილად იღლებით, უფრო მეტად გცივათ, ვიდრე სხვა პირებს, ან დაგიბოხდათ ხმა. სუნუბისის მიღების დაწყებამდე და რეგულარულად მკურნალობის პერიოდში საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კონტროლი. თუ თქვენი ფარისებრი ჯირკვალი არ აწარმოებს საკმარის თირეოიდულ ჰორმონს, შეიძლება დაგენიშნოთ მკურნალობა თირეოიდული ჰორმონის ჩანაცვლებით.

თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ დარღვევები კუჭქვეშა ჯირკვლის ან ნაღვლის ბუშტის მხრივ. მიმართეთ თქვენს ექიმს ნებისმიერი შემდეგი ნიშნის და სიმპტომის განვითარების შემთხვევაში: ტკივილი კუჭის (მუცლის ზედა) არეში, გულისრევა, ღებინება და ცხელება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს კუჭქვეშა ჯირკვლის ან ნაღვლის ბუშტის ანთებით.

თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ პრობლემები ღვიძლის მხრივ. მიმართეთ თქვენს ექიმს სუნუბისით მკურნალობის პერიოდში ნებისმიერი შემდეგი ნიშნის და სიმპტომის განვითარების შემთხვევაში: ქავილი, ყვითელი თვალები ან კანი, მუქი შარდი და ტკივილი ან დისკომფორტი კუჭის მარჯვენა ზედა არეში. თქვენმა ექიმმა უნდა დაგინიშნოთ სისხლის ანალიზები თქვენი ღვიძლის ფუნქციის შემოწმების მიზნით სუნუბისით მკურნალობის დაწყებამდე, მკურნალობის პერიოდში ან კლინიკური ჩვენების შესაბამისად.

თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ თირკმელების პრობლემები. თქვენი ექიმი განახორციელებს თქვენი თირკმელების მონიტორინგს.

თუ დაგეგმილი გაქვთ ქირურგიული ჩარევა ან ახლახანს ჩაგიტარდათ ოპერაცია. სუნუბისმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ჭრილობის შეხორცებაზე. ჩვეულებრივ, სუნუბისით მკურნალობა შეგიწყდებათ, თუ დაგეგმილი გაქვთ ოპერაცია. თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას სუნუბისით მკურნალობის ხელახლა დაწყებასთან დაკავშირებით.

სუნუბისით მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია სტომატოლოგიური შემოწმების ჩატარება

თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ ტკივილი პირის ღრუში, კბილების ან/და ყბის არეში, შეშუპება ან წყლულები პირის ღრუში, ყბის არეში დაბუჟება ან სიმძიმის შეგრძნება ან მოგერყათ კბილი, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან სტომატოლოგს.

თუ გჭირდებათ ინვაზიური სტომატოლოგიური მკურნალობის ან სტომატოლოგიური ოპერაციის ჩატარება, აცნობეთ თქვენს სტომატოლოგს, რომ გიტარდებათ მკურნალობა სუნუბისით, განსაკუთრებით, თუ ასევე იღებთ ან მკურნალობდით ბისფოსფონატებით. ბისფოსფონატები არის პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ძვლის მხრივ გართულებების პროფილაქტიკისთვის და რომლებიც შეიძლება დაგენიშნოთ სხვა სამედიცინო მდგომარეობის სამკურნალოდ.

თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ. ამ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში შეიძლება განვითარდეს “განგრენოზული პიოდერმია“ (მტკივნეული წყლულები კანზე) ან “მანეკროზებელი ფასციიტი“ (კანის/რბილი ქსოვილების სრაფად გავრცელებული ინფექცია, რომელიც შეიძლება საშიში იყოს სიცოცხლისთვის). დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს დაზიანებული კანის გარშემო ინფექციის ისეთი სიმპტომების განვითარებისას, როგორიცაა ცხელება, ტკივილი, სიწითლე, შეშუპება, ჭრილობიდან ჩირქის ან სისხლის გამოყოფა. ეს მოვლენა ჩვეულებრივ შექცევადია სუნიტინიბის მიღების შეწყვეტის შემდეგ. სუნიტინიბის მიღებისას ცნობილია კანზე მძიმე გამონაყარის (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მულტიფორმული ერითემა) შესახებ, რომელიც თავდაპირველად გამოიხატება სხეულზე მოწითალო ან მრგვალი ლაქების სახით ცენტრში არსებული ცერტილით. გამონაყარი შეიძლება პროგრესირებდეს ფართოდ გავრცელებულ ბუშტუკებამდე ან კანის აშრევებამდე და შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს სიცოცხლისთვის. გამონაყარის ან კანის ასეთი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ კრუნჩხვა. დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, თავის ტკივილი ან მხედველობის დაკარგვა.

თუ გაქვთ დიაბეტი. დიაბეტის მქონე პაციენტებში სისხლში შაქრის დონე უნდა განისაზღვროს რეგულარულად და შეფასდეს ანტიდიაბეტური პრეპარატის დოზის კორექტირების აუცილებლობა სისხლში შაქრის დაბალი შემცველობის რისკის შესამცირებლად. დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ სისხლში შაქრის დაბალი დონის ნებისმიერი ნიშანი ან სიმპტომი (დაღლილობა, გახშირებული გულისცემა, ოფლიანობა, შიმშილი და ცნობიერების დაკარგვა).

ბავშვები და მოზარდები

სუნუბისი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის პირებისთვის.

სხვა პრეპარატები და სუნუბისი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახანს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი, მათ შორის პრეპარატები, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ ან არ დაგენიშნათ ექიმის მიერ. ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება გავლენა იქონიოს სუნიტინიბის დონეზე თქვენს ორგანიზმში. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ პრეპარატებს, რომლებიც შეიცავს შემდეგ მოქმედ ნივთიერებებს:

კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი - გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ

ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, რიფამპიცინი - გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ

რიტონავირი - გამოიყენება აივ-ის სამკურნალოდ

დექსამეტაზონი - კორტიკოსტეროიდი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა მდგომარეობების სამკურნალოდ (როგორიცაა ალერგია/სუნთქვის დარღვევები ან კანის დაავადებები)

ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი - გამოიყენება ეპილეფსიის და სხვა ნევროლოგიური მდგომარეობების სამკურნალოდ.

კრაზანას (Hypericum perforatum) შემცველი მცენარეული პრეპარატები - გამოიყენება დეპრესიის და შფოთვის სამკურნალოდ.

სუნუბისის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

სუნუბისით მკურნალობის პერიოდში თავი უნდა შეიკავოთ გრეიპფრუტის წვენის მიღებისგან.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ შეიძლება დაორსულდეთ, სუნუბისით მკურნალობის პერიოდში უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდები.

თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, აცნობეთ თქვენს ექიმს. სუნუბისით მკურნალობის პერიოდში ბავშვის ძუძუთი კვება არ შეიძლება.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

დაიცავით სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის დროს, თუ აღგენიშნებათ თავბრუსხვევა ან უჩვეულო დაღლილობა.

სუნუბისი შეიცავს ნატრიუმს

მოცემული პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ესე იგი შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად “არ შეიცავს ნატრიუმს“.

  • როგორ მიიღება სუნუბისი

მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის დანიშნულების ზუსტად დაცვით. რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს.

თქვენი ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის შესაფერის დოზას, იმ კიბოს ტიპის მიხედვით, რომელიც უნდა იმკურნალოდ. თუ თქვენ მკურნალობთ:

გასტროინტენსტინულ სტრომულ სიმსივნეს და მეტასტაზურ თირკმელუჯრედოვან კარცინომას: ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 50 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში, რომელიც მიიღება 28 დღის განმავლობაში (4 კვირა), შემდეგ 14 დღიანი (2 კვირა) შესვენების პერიოდი (როდესაც პრეპარატი არ მიიღება), 6 კვირიანი ციკლის სახით.

კუჭქვეშა ჯირკვლის ნეიროენდოკრინულ სიმსივნეებს: ჩვეულებრიცი დოზა შეადგენს 37.5 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში, შესვენების პერიოდის გარეშე.

თქვენი ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის შესაფერის დოზას, ასევე სუნუბისით მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობას ან შეწყვეტის დროს.

სუნუბისის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

თუ მიიღეთ სუნუბისის საჭიროზე მეტი დოზა

თუ შემთხვევით მიიღეთ ძალიან ბევრი კაფსულა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება.

თუ დაგავიწყდათ სუნუბისის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

  • შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი ასეთი გვერდითი მოქმედება (ასევე, იხილეთ პარაგრაფი რა უნდა იცოდეთ სუნუბისის მიღებამდე):

გულის პრობლემები. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გრძნობთ ძლიერ დაღლას, გაქვთ ქოშინი ან ტერფების და კოჭების შეშუპება. ეს შეიძლება იყოს გულის მხრივ პრობლემების სიმპტომები, რომლებიც ითვალისწინებს გულის უკმარისობას ან დარღვევებს გულის კუნთის მხრივ (კარდიომიოპათია).

ფილტვებისა და სასუნთქი სისტემის პრობლემები. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ ხველა, ტკივილი გულ-მკერდის არეში, მოულოდნელად განვითარებული ქოშინი ან სისხლიანი ხველა. ეს შეიძლება იყოს ისეთი მდგომარეობის სიმპტომები, რომელსაც ეწოდება ფილტვის არტერიის ემბოლია, რომელიც ვლინდება სისხლის კოლტების ფილტვებისკენ გადაადგილების დროს.

დარღვევები თირკმელების მხრივ. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ შარდვის სიხშირის შეცვლა ან დარღვევა, რომლებიც შეიძლება იყოს თირკმელების უკმარისობის სიმპტომები.

სისხლდენა. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე მითითებული სიმპტომი ან სერიოზული სისხლდენა სუნუბისით მკურნალობის პერიოდში: ტკივილი, შეშუპება კუჭის (მუცლის) არეში; სისხლიანი ღებინება; შავი, ბლანტი განავალი; სისხლი შარდში; თავის ტკივილი ან ფსიქიკური მდგომარეობის შეცვლა; სისხლიანი ხველა ან სისხლიანი ნახველი ფილტვებიდან ან სასუნთქი გზებიდან.

სიმსივნის დაშლა, რომელიც იწვევს ნაწლავში ხვრელის განვითარებას. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ძლიერი ტკივილი მუცლის არეში, ცხელება, გულისრევა, ღებინება, სისხლი განავალში ან ცვლილებები ნაწლავის ფუნქციონირებაში.

სუნუბისთან დაკავშირებული სხვა გვერდითი მოვლენებია:

ძალიან ხშირი: შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს

თრომბოციტების, სისხლის წითელი უჯრედების ან/და სისხლის თეთრი უჯრედების (მაგალითად, ნეიტროფილების) რაოდენობის შემცირება.

ქოშინი.

მაღალი არტერიული წნევა.

ძლიერი დაღლილობა, ძალების დაკარგვა.

სითხით გამოწვეული შეშუპება კანქვეშ და თვალების გარშემო, ალერგიული გამონაყარი კანქვეშ.

ტკივილი/გაღიზიანება პირის ღრუში, წყლულები/ანთება/სიმშრალე პირის ღრუში, გემოს დარღვევები, კუჭის აშლილობა, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, ტკივილი/შეშუპება მუცლის არეში, მადის დაკარგვა/დაქვეითება.

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპოთირეოზი).

თავბრუსხვევა.

თავის ტკივილი.

სისხლდენა ცხვირიდან.

ზურგის ტკივილი, სახსრების ტკივილი.

ტკივილი ხელების და ფეხების არეში.

ყვითელი კანი/კანის გაუფერულება, კანის ძლიერი პიგმენტაცია, თმის ფერის შეცვლა, გამონაყარი ხელის და ფეხის გულებზე, გამონაყარი, კანის სიმშრალე.

ხველა.

ცხელება.

დაძინების გაძნელება.

ხშირი: შეიძლება აღენიშნის 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს

თრომბები სისხლძარღვებში.

გულის კუნთში სისხლის მიწოდების უკმარისობა კორონარული არტერიების ობსტრუქციის ან შევიწროების შედეგად.

ტკივილი გულ-მკერდის არეში.

გულის მიერ გადატუმბული სისხლის მოცულობის შემცირება.

სითხის შეკავება, მათ შორის ფილტვების გარშემო.

ინფექციები.

მძიმე ინფექციის გართულება (ინფექცია სისხლის ნაკადში), რომელიც შეიძლება იწვევდეს ქსოვილის დაზიანებას, ორგანოს უკმარისობას ან სიკვდილს.

სისხლში შაქრის დონის დაქვეითება (იხ. პარაგრაფი 2).

შარდში ცილის დაკარგვა, რომელიც ზოგჯერ იწვევს შეშუპებას.

გრიპის მსგავსი სინდრომი.

სისხლის ანალიზების, მათ შორის კუჭქვეშა ჯირკვლის და ღვიძლის ფერმენტების, პათოლოგიური მაჩვენებელები.

სისხლში შარდმჟავას მაღალი დონე.

ბუასილი, რექტალური ტკივილი, სისხლდენა ღრძილებიდან, ყლაპვის გაძნელება ან დისფაგია.

წვის ან ტკივილის შეგრძნება ენის არეში, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის ანთება, ჭარბი აირები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.

წონაში დაკლება.

ძვალკუნთოვანი ტკივილი (ტკივილი კუნთებსა და ძვლებში), კუნთების სისუსტე, კუნთების დაღლილობა, კუნთების ტკივილი, კუნთების სპაზმი.

სიმშრალე ცხვირის ღრუში, ცხვირის გაჭედვა.

ძლიერი ცრემლდენა.

კანის პათოლოგიური მგრძნობელობა, ქავილი, კანის აქერცვლა და ანთება, ბუშტუკების განვითარება, აკნე, ფრჩხილების გაუფერულება, თმის ცვენა.

პათოლოგიური მგრძნობელობა კიდურებში.

პათოლოგიურად გაზრდილი/შემცირებული მგრძნობელობა, განსაკუთრებით შეხებისას.

მჟავე გულძმარვა.

გაუწყლოება.

წამოხურება.

უჩვეულო ფერის შარდი.

დეპრესია.

შემცივნება.

არახშირი: შეიძლება აღენიშნის 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს

რბილი ქსოვილების, მათ შორის ანოგენიტალურ არეში სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია (იხ. პარაგრაფი 2).

ინსულტი.

გულის შეტევა, გამოწვეული გულის მიმართულებით სისხლის მიწოდების დარღვევით ან შემცირებით.

გულის ელექტრული აქტივობის ცვლილებები ან რიტმის დარღვევა.

სითხე გულის გარშემო (ექსუდაციური პერიკარდიტი).

ღვიძლის ანთება.

ტკივილი კუჭის (მუცლის) არეში, გამოწვეული კუჭქვეშა ჯირკვლის ანთებით.

სიმსივნის დაშლა, რომელიც იწვევს ნაწლავში ხვრელის განვითარებას (პერფორაციას).

ნაღვლის ბუშტის ანთება (შეშუპება და სიწითლე) ნაღვლის კენჭების თანხლებით ან მათ გარეშე.

პათოლოგიური მილი, რომელიც გადის სხეულის ერთი ნორმალური ღრუდან მეორეში ან კანში.

ტკივილი პირის ღრუში, კბილების ან ყბის არეში, შეშუპება ან წყლულები პირის ღრუში, ყბის არეში დაბუჟება ან სიმძიმის შეგრძნება ან კბილის მორყევა. ეს შეიძლება იყოს ყბის ძვლის დაზიანების ნიშნები ან სიმპტომები (ოსტეონეკროზი), იხ. პარაგრაფი 2.

ფარისებრი ჯირჯვლის ჰორმონების ჭარბი გამომუშავება, რომელიც ზრდის მოსვენების მდგომარეობაში ორგანიზმის მიერ გამოყენებულ ენერგიას.

პრობლემები ოპერაციის შემდგომი ჭრილობის შეხორცებასთან დაკავშირებით.

კუნთებიდან სისხლში ფერმენტის (კრეატინფოსფოკინაზა) დონის მომატება.

ძლიერი რეაქცია ალერგენზე, მათ შორის ალერგია მტვერზე, კანზე გამონაყარი, კანის ქავილი, ჭინჭრის ციება, სხეულის ნაწილების შეშუპება და სუნთქვის გაძნელება.

მსხვილი ნაწლავის ანთება (კოლიტი, იშემიური კოლიტი).

იშვიათი: შეიძლება აღენიშნის 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს

კანის ან/და ლორწოვანი გარსების მძიმე რეაქცია (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მულტიფორმული ერითემა).

სიმსივნის ლიზისის სინდრომი (სლს) - სიმსივნის ლიზისის სინდრომი ითვალისწინებს მეტაბოლური გართულებების ერთობლიობას, რომლებიც შეიძლება განვითარდეს კიბოს მკურნალობის პერიოდში. ამ გართულებებს იწვევს მკვდარი სიმსივნური უჯრედების დაშლის პროდუქტები და შეიძლება ითვალისწინებდეს შემდეგს: გულისრევა, ქოშინი, არარეგულარული გულისცემა, კუნთების სპაზმი, კრუნჩხვა, შარდის გამუქება და დაღლილობა, რაც დაკავშირებულია ლაბორატორიული ანალიზების პათოლოგიურ ჩვენებებთან (სისხლში კალიუმის, შარდმჟავას და ფოსფორის მაღალი დონე და კალციუმის დაბალი დონე), რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის ცვლილებები და თირკმელების მწვავე უკმარისობა.

კუნთოვანი ქსოვილის პათოლოგიური დაშლა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები (რაბდომიოლიზი).

პათოლოგიური ცვლილებები თავის ტვინში, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს რიგი სიმპტომი, მათ შორის თავის ტკივილი, ცნობიერების არევა, კრუნჩხვითი შეტევები და მხედველობის დაკარგვა (უკანა შექცევადი ლეიკოენცეფალოპათიის სინდრომი).

კანზე განვითარებული მტკივნეული წყლულები (განგრენოზული პიოდერმია).

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი).

ფარისებრი ჯირკვლის ანთება.

მცირე სისხლძარღვების დაზიანება, რომელიც ცნობილია, როგორც თრომბოზული მიკროანგიოპათია.

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია):

სისხლძარღვის კედლის გასქელება და სიმკვრივის შემცირება ან სისხლძარღვის კედლის გასკდომა (ანევრიზმა და არტერიის აშრევება).

  • სუნუბისის შენახვის წესი

მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე წარწერა ვარგისია-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ 25˚C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ შენიშნავთ, რომ შეფუთვა დაზიანებულია ან აქვს გახსნის ნიშნები.

არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხზე მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთასი და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს სუნუბისი

სუნუბისი 12.5 მგ კაფსულები

მოქმედი ნივთიერებაა სუნიტინიბი. თითოეული კაფსულა შეიცავს სუნიტინიბის მალატს, 12.5 მგ სუნიტინიბის ეკვივალენტს.

სუნუბისი 25 მგ კაფსულები

მოქმედი ნივთიერებაა სუნიტინიბი. თითოეული კაფსულა შეიცავს სუნიტინიბის მალატს, 25 მგ სუნიტინიბის ეკვივალენტს.

სუნუბისი 50 მგ კაფსულები

მოქმედი ნივთიერებაა სუნიტინიბი. თითოეული კაფსულა შეიცავს სუნიტინიბის მალატს, 50 მგ სუნიტინიბის ეკვივალენტს.

სუნუბისის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

სუნუბისი 12.5 მგ - ხელმისაწვდომია ერთეული დოზის ბლისტერებში, რომლებიც შეიცავს 14x2 კაფსულას.

სუნუბისი 25 მგ - ხელმისაწვდომია ერთეული დოზის ბლისტერებში, რომლებიც შეიცავს 14x2 კაფსულას.

სუნუბისი 50 მგ - ხელმისაწვდომია ერთეული დოზის ბლისტერებში, რომლებიც შეიცავს 14x1 კაფსულას.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

NOBEL İLAҪ SANAYİİ ve TİCARET A.Ş.

Saray Mahallesi Dr. Adnan Büyükdeniz Cad. №14 34768

უმრანიე/ სტამბოლი თურქეთი

ტელეფონი: +90 (216) 633 60 00

ფაქსი: +90 (216) 633 60 01

მწარმოებელი

NOBEL İLAÇ SANAYİİ ve TİCARET A. Ş.

Sancaklar Mah. Eski Akçakoca Cad. No:299

დუზჯე/თურქეთი

ტელეფონი: +90 (380) 526 30 60

ფაქსი: +90 (380) 526 30 43

მოცემული ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 30.1.2024 წ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა