სუტირემი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას სუნიტინიბს, რომელიც წარმოადგენს პროტეინ კინაზას ინჰიბიტორს. იგი გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ ცილების სპეციალური ჯგუფის აქტივობის პრევენციით, რომლებიც ცნობილია, რომ მონაწილეობენ კიბოს უჯრედების ზრდასა და გავრცელებაში. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- სუნიტინიბი (sunitinib)
- ფორმა და შეფუთვა
- 50მგ მყარი კაფსულა მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონში №30
- მწარმოებელი
- Remedica Ltd, კვიპროსი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, პროტეინკინაზას სხვა ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- L01EX01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041549
- რეგისტრირებულია
- 11 ივლისი 2024, მოქმედებს 11 ივლისი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „მერმისი”
- GMP
- -
სუტირემი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
სუტირემი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას სუნიტინიბს, რომელიც წარმოადგენს პროტეინ კინაზას ინჰიბიტორს. იგი გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ ცილების სპეციალური ჯგუფის აქტივობის პრევენციით, რომლებიც ცნობილია, რომ მონაწილეობენ კიბოს უჯრედების ზრდასა და გავრცელებაში.
სუტირემი გამოიყენება შემდეგი ტიპის კიბოს მქონე მოზრდილების სამკურნალოდ:
- კუჭ-ნაწლავის სტრომული სიმსივნე (GIST), კუჭისა და ნაწლავის კიბოს ტიპი, სადაც იმატინიბი (კიბოს საწინააღმდეგო სხვა პრეპარატი) აღარ მოქმედებს ან არ შეგიძლიათ იმატინიბის მიღება.
- მეტასტაზური თირკმლის უჯრედოვანი კარცინომა (MRCC), თირკმლის კიბოს ტიპი, რომელიც გავრცელდა სხეულის სხვა ნაწილებზე.
- პანკრეასის ნეიროენდოკრინული სიმსივნეები (pNET) (პანკრეასის ჰორმონ-მაპროდუცირებელი უჯრედების სიმსივნეები), რომლებიც პროგრესირებს ან ვერ მოშორდება ოპერაციით.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს სუტირემი ან რატომ დაგინიშნეს ეს პრეპარატი, მიმართეთ თქვენს ექიმს.
მიღების წესი და დოზირება
ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თქვენი ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის შესაფერის დოზას, კიბოს ტიპის მიხედვით. თუ თქვენ მკურნალობთ GIST-ზე ან MRCC-ზე, ჩვეულებრივი დოზაა 50 მგ დღე-ღამეში ერთხელ 28 დღის განმავლობაში (4 კვირის განმავლობაში), შემდეგ 14 დღის (2 კვირის) დასვენებით (მედიკამენტის გარეშე), 6-კვირიანი ციკლით. თუ თქვენ მკურნალობთ pNET-ზე, ჩვეულებრივი დოზაა 37,5 მგ დღე-ღამეში ერთხელ დასვენების პერიოდის გარეშე.
თქვენი ექიმი განსაზღვრავს შესაბამის დოზას, რომლის მიღებაც გჭირდებათ, ასევე დაგჭირდებათ თუ არა და როდის უნდა შეწყვიტოთ სუტირემით მკურნალობა.
სუტირემის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
თუ იღებთ იმაზე მეტ სუტირემს, ვიდრე საჭიროა
თუ შემთხვევით მიიღეთ ძალიან ბევრი კაფსულა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება.
თუ დაგავიწყდათ სუტირემის მიღება
გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ ალერგიული ხართ სუნიტინიბის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში).
სიფრთხილის ზომები
ესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს სუტირემის მიღებამდე:
თუ გაქვთ მაღალი წნევა. სუტირემს შეუძლია გაზარდოს არტერიული წნევა. თქვენმა ექიმმა შეიძლება შეამოწმოს თქვენი არტერიული წნევა სუტირემით მკურნალობის დროს და საჭიროების შემთხვევაში თქვენ შეიძლება იმკურნალოთ არტერიული წნევის შესამცირებელი მედიკამენტებით.
თუ გაქვთ ან გქონდათ სისხლის დაავადება, სისხლდენის პრობლემები ან სისხლჩაქცევები. სუტირემით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის მაღალი რისკი ან გამოიწვიოს სისხლში გარკვეული უჯრედების რაოდენობის ცვლილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ანემია ან გავლენა მოახდინოს თქვენი სისხლის შედედების უნარზე. თუ თქვენ იღებთ ვარფარინს ან აცენოკუმაროლს, მედიკამენტებს, რომლებიც ათხელებენ სისხლს სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად, შეიძლება არსებობდეს სისხლდენის დიდი რისკი. აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ რაიმე სისხლდენა სუტირემით მკურნალობის დროს.
თუ გაქვთ გულის პრობლემები. სუტირემმა შეიძლება გამოიწვიოს გულის პრობლემები. აცნობეთ ექიმს, თუ გრძნობთ ძლიერ დაღლილობას, ქოშინს ან გაქვთ შეშუპებული ფეხები და ტერფები.
თუ გაქვთ გულის რითმის პათოლოგიური ცვლილებები. სუტირემმა შეიძლება გამოიწვიოს თქვენი გულის რითმის დარღვევა. თქვენმა ექიმმა შეიძლება გააკეთოს ელექტროკარდიოგრამა ამ პრობლემების შესაფასებლად სუტირემით მკურნალობის დროს. აცნობეთ ექიმს, თუ სუტირემის მიღებისას გრძნობთ თავბრუსხვევას, სისუსტეს ან არანორმალურ გულისცემას.
თუ ბოლო დროს გქონიათ ვენებში და/ან არტერიებში (სისხლძარღვების ტიპები) თრომბების პრობლემა, მათ შორის ინსულტი, გულის შეტევა, ემბოლია ან თრომბოზი. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ სუტირემით მკურნალობისას თქვენ გაქვთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულმკერდის ტკივილი ან წნევა, ტკივილი მკლავებში, ზურგში, კისრის ან ყბის არეში, ქოშინი, დაბუჟება ან სისუსტე სხეულის 1 მხარეს, საუბრის პრობლემა, თავის ტკივილი ან თავბრუსხვევა.
თუ გაქვთ ან გქონდათ ანევრიზმა (სისხლძარღვის კედლის გადიდება და შესუსტება) ან სისხლძარღვის კედლის გახეთქვა.
თუ თქვენ გაქვთ ან გქონდათ დაზიანებული ყველაზე პატარა სისხლძარღვები, რომლებიც ცნობილია როგორც თრომბოზული მიკროანგიოპათია (TMA). აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ცხელება, დაღლილობა, სისუსტე, სისხლჩაქცევები, სისხლდენა, შეშუპება, დაბნეულობა, მხედველობის დაკარგვა და კრუნჩხვები.
თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები. სუტირემმა შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები. აცნობეთ ექიმს, თუ სუტირემის მიღებისას უფრო ადვილად იღლებით, ზოგადად უფრო ცივად გრძნობთ თავს, ვიდრე სხვა ადამიანები ან თქვენი ხმა ბოხდება სუტირემის მიღებისას. თქვენი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია უნდა შემოწმდეს სუტირემის მიღებამდე და რეგულარულად მისი მიღების დროს. თუ თქვენი ფარისებრი ჯირკვალი არ აწარმოებს საკმარის თიროიდულ ჰორმონს, შესაძლოა მკურნალობა ჩაუტარდეთ ჰორმონის ჩანაცვლებით.
თუ გაქვთ ან გქონდათ პანკრეასის ან ნაღვლის ბუშტის მხრივ დარღვევები. აცნობეთ ექიმს, თუ გამოგივლინდებათ რომელიმე შემდეგი ნიშანი და სიმპტომი: ტკივილი კუჭის არეში (მუცლის ზედა ნაწილი), გულისრევა, ღებინება და ცხელება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს პანკრეასის ან ნაღვლის ბუშტის ანთებით.
თუ გაქვთ ან გქონდათ ღვიძლის პრობლემები. აცნობეთ ექიმს, თუ სუტირემით მკურნალობისას გექნებათ ღვიძლის პრობლემების რომელიმე შემდეგი ნიშანი და სიმპტომი: ქავილი, თვალების ან კანის გაყვითლება, მუქი შარდი და ტკივილი ან დისკომფორტი მუცლის მარჯვენა ზედა მიდამოში. თქვენმა ექიმმა უნდა განიხილოს სისხლის ანალიზი თქვენი ღვიძლის ფუნქციის შესამოწმებლად სუტირემით მკურნალობის დაწყებამდე და მის დროს და კლინიკური ჩვენების მიხედვით.
თუ გაქვთ ან გქონდათ თირკმელების პრობლემები. თქვენი ექიმი მონიტორინგს გაუწევს თქვენს თირკმლის ფუნქციას.
თუ აპირებთ ოპერაციის გაკეთებას ან თუ ცოტა ხნის წინ გაიკეთეთ ოპერაცია. სუტირემმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი ჭრილობების შეხორცებაზე. თქვენ ჩვეულებრივ მოგიხსნიან სუტირემს, თუ ოპერაციას გაიკეთებთ. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, როდის უნდა დაიწყოს სუტირემი ხელახლა.
შეიძლება გირჩიონ გაიაროთ სტომატოლოგიური შემოწმება სუტირემით მკურნალობის დაწყებამდე.
თუ გაქვთ ან გქონდათ ტკივილი პირის ღრუში, კბილებში და/ან ყბაში, შეშუპება ან წყლულები პირის ღრუში, დაბუჟება ან სიმძიმის შეგრძნება ყბის არეში, ან კბილის მორყევა დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს და სტომატოლოგს.
თუ გჭირდებათ ინვაზიური სტომატოლოგიური მკურნალობის ან სტომატოლოგიური ქირურგიის ჩატარება, უთხარით თქვენს სტომატოლოგს, რომ მკურნალობთ სუტირემით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თქვენ ასევე იღებთ ან იღებდით ინტრავენურ ბისფოსფონატებს. ბისფოსფონატები არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ძვლის გართულებების თავიდან ასაცილებლად, რომლებიც შესაძლოა გამოყენებული იყოს სხვა სამედიცინო მდგომარეობისთვის.
თუ გაქვთ ან გქონდათ კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები. ამ მედიკამენტის მიღებისას შესაძლოა განვითარდეს „განგრენოზული პიოდერმია“ (კანის მტკივნეული წყლული) ან „ნეკროზული ფასციიტი“ (კანის/რბილი ქსოვილის სწრაფად გავრცელების ინფექცია, რომელიც შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში). დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ინფექციის სიმპტომები გამოჩნდება კანის დაზიანების გარშემო, მათ შორის ცხელება, ტკივილი, სიწითლე, შეშუპება ან ჩირქის ან სისხლის დრენაჟი. ეს მოვლენა ზოგადად შექცევადია სუნიტინიბის მიღების შეწყვეტის შემდეგ. სუნიტინიბის გამოყენებისას აღინიშნა კანის მძიმე გამონაყარი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მულტიფორმული ერითემა), რომელიც თავდაპირველად ვლინდება მოწითალო სამიზნის მსგავსი ან წრიული ლაქების სახით, ხშირად ცენტრალური ბუშტუკებით ტორსზე. გამონაყარი შეიძლება გადაიზარდოს კანის გავრცელებულ ბუშტუკებამდე ან აქერცვლამდე და შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს. თუ გაგიჩნდებათ გამონაყარი ან კანის ეს სიმპტომები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ გაქვთ ან გქონდათ კრუნჩხვები. რაც შეიძლება მალე შეატყობინეთ ექიმს, თუ გაქვთ მაღალი წნევა, თავის ტკივილი ან მხედველობის დაკარგვა.
თუ გაქვთ დიაბეტი. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში სისხლში შაქრის დონე რეგულარულად უნდა შემოწმდეს, რათა შეფასდეს, საჭიროა თუ არა ანტიდიაბეტური მედიკამენტის დოზის კორექტირება სისხლში შაქრის დაბალი დონის რისკის შესამცირებლად. რაც შეიძლება მალე შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ გაქვთ სისხლში შაქრის დაბალი დონის ნიშნები და სიმპტომები (დაღლილობა, პალპიტაცია, ოფლიანობა, შიმშილი და გონების დაკარგვა).
ბავშვები და მოზარდები
სუტირემი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული და თუნდაც არა დანიშნული საშუალებები.
ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სუტირემის დონეზე თქვენს ორგანიზმში. უნდა აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ შემდეგი აქტიური ნივთიერებების შემცველ მედიკამენტებს:
კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი - გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ.
ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, რიფამპიცინი - გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ.
რიტონავირი - გამოიყენება აივ-ის სამკურნალოდ.
დექსამეტაზონი - კორტიკოსტეროიდი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა მდგომარეობის დროს (როგორიცაა ალერგიული/სუნთქვის დარღვევები ან კანის დაავადებები).
ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი - გამოიყენება ეპილეფსიისა და სხვა ნევროლოგიური მდგომარეობის სამკურნალოდ.
კრაზანას (Hypericum perforatum) შემცველი მცენარეული პრეპარატები - გამოიყენება დეპრესიისა და შფოთვის სამკურნალოდ.
სუტირემი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
სუტირემით მკურნალობისას უნდა მოერიდოთ გრეიფრუტის წვენის დალევას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ შესაძლოა დაორსულდეთ, სუტირემით მკურნალობის დროს უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდი.
თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, აცნობეთ ექიმს. სუტირემით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
თუ გაწუხებთ თავბრუსხვევა ან გრძნობთ უჩვეულო დაღლილობას, გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ავტომობილის მართვისას ან მექანიზმებთან მუშაობისას.
სუტირემი შეიცავს ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო კაფსულაში, ანუ არსებითად "ნატრიუმისგან თავისუფალია".
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ რაიმე სერიოზული გვერდითი ეფექტი (იხილეთ აგრეთვე რა უნდა იცოდეთ სუტირემის მიღებამდე):
გულის პრობლემები. აცნობეთ ექიმს, თუ გრძნობთ ძლიერ დაღლილობას, გაქვთ ქოშინი ან შეშუპებული ფეხები და ტერფები. ეს შეიძლება იყოს გულის პრობლემების სიმპტომები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს გულის უკმარისობას და გულის კუნთის პრობლემებს (კარდიომიოპათია).
ფილტვების ან სუნთქვის პრობლემები. აცნობეთ ექიმს, თუ გაგიჩნდებათ ხველა, გულმკერდის არეში ტკივილი, უეცარი ქოშინი ან სისხლიანი ხველა. ეს შეიძლება იყოს იმ მდგომარეობის სიმპტომები, რომელსაც ეწოდება ფილტვის ემბოლია, რომელიც ხდება მაშინ, როდესაც თრომბი თქვენს ფილტვებში გადადის.
თირკმელების მხრივ დარღვევები. აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ შარდვის სიხშირის ცვლილება ან არ არსებობა, რაც შეიძლება იყოს თირკმლის უკმარისობის სიმპტომები.
სისხლდენა. აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი ან სერიოზული სისხლდენის პრობლემა სუტირემით მკურნალობის დროს: მტკივნეული, შეშუპებული კუჭი (მუცელი); სისხლიანი ღებინება; შავი, წებოვანი განავალი; სისხლიანი შარდი; თავის ტკივილი ან ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება; სისხლიანი ხველა ან სისხლიანი ნახველი ფილტვებიდან ან სასუნთქი გზებიდან.
სიმსივნის დესტრუქცია, რომელიც იწვევს ნაწლავის ხვრელს. აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ მუცლის ძლიერი ტკივილი, ცხელება, გულისრევა, ღებინება, სისხლი განავალში ან დეფეკაციის ჩვევების ცვლილება.
სუტირემის სხვა გვერდითი ეფექტები შეიძლება მოიცავდეს:
ძალიან ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
თრომბოციტების, სისხლის წითელი უჯრედების და/ან სისხლის თეთრი უჯრედების (მაგ., ნეიტროფილების) რაოდენობის შემცირება.
ჰაერის უკმარისობა.
სისხლის მაღალი წნევა.
უკიდურესი დაღლილობა, ძალების დაკარგვა.
კანის ქვეშ და თვალის გარშემო სითხით გამოწვეული შეშუპება, ღრმა ალერგიული გამონაყარი.
პირის ღრუს ტკივილი/გაღიზიანება, პირის ღრუს წყლულები/ანთება/ სიმშრალე, გემოვნების დარღვევა, კუჭის აშლილობა, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, მუცლის ტკივილი/შეშუპება, მადის დაკარგვა/დაქვეითება.
ფარისებრი ჯირკვლის აქტივობის დაქვეითება (ჰიპოთირეოზი).
თავბრუსხვევა.
თავის ტკივილი.
ცხვირიდან სისხლდენა.
ზურგის ტკივილი, სახსრების ტკივილი.
ტკივილი ხელებსა და ფეხებში.
კანის გაყვითლება/კანის შეფერილობა, კანის ჭარბი პიგმენტაცია, თმის ფერის ცვლილება, გამონაყარი ხელის გულებზე და ტერფებზე, გამონაყარი, კანის სიმშრალე.
ხველა.
ცხელება.
დაძინების გაძნელება
ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 შემთხვევაში
სისხლძარღვებში სისხლის შედედება.
გულის კუნთის სისხლმომარაგების დეფიციტი, კორონარული არტერიების ობსტრუქციის ან შევიწროების გამო.
გულმკერდის არეში ტკივილი.
გულის მიერ ამოტუმბული სისხლის რაოდენობის შემცირება.
სითხის შეკავება მათ შორის ფილტვების ირგვლივ.
ინფექციები.
მძიმე ინფექციის გართულება (ინფექცია არის სისხლში), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილის დაზიანება, ორგანოს უკმარისობა და სიკვდილი.
სისხლში შაქრის დონის დაქვეითება (იხ. პარაგრაფი 2).
შარდში ცილის დაკარგვა ზოგჯერ შეშუპებას იწვევს.
გრიპის მსგავსი სინდრომი.
არანორმალური სისხლის ტესტები პანკრეასის და ღვიძლის ფერმენტების ჩათვლით.
შარდმჟავას მაღალი დონე სისხლში.
ბუასილი, ტკივილი სწორ ნაწლავში, ღრძილებიდან სისხლდენა, ყლაპვის გაძნელება ან ყლაპვის შეუძლებლობა.
წვა ან მტკივნეული შეგრძნება ენაში, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის ანთება, ჭარბი აირები კუჭში ან ნაწლავებში.
წონის დაკლება.
კუნთოვანი ტკივილი (კუნთების და ძვლების ტკივილი), კუნთების სისუსტე, კუნთების დაღლილობა, კუნთების ტკივილი, კუნთების სპაზმი.
ცხვირის სიმშრალე, „გაჭედილი“ ცხვირი.
გადაჭარბებული ცრემლდენა.
კანის არანორმალური შეგრძნება, ქავილი, კანის აქერცვლა და ანთება, ბუშტუკები, აკნე, ფრჩხილების ფერის შეცვლა, თმის ცვენა.
პათოლოგიური შეგრძნებები კიდურებში.
არანორმალურად დაქვეითებული/გაზრდილი მგრძნობელობა, განსაკუთრებით შეხების მიმართ.
მჟავე გულძმარვა.
გაუწყლოება.
ალები
არანორმალური ფერის შარდი.
დეპრესია.
შემცივნება.
ნაკლებად ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1 შემთხვევაში
რბილი ქსოვილების სიცოცხლისათვის საშიში ინფექცია ანოგენიტალური რეგიონის ჩათვლით (იხ. პარაგრაფი 2).
ინსულტი.
გულის შეტევა გამოწვეული გულში სისხლის მიწოდების შეწყვეტით ან შემცირებით.
გულის ელექტრული აქტივობის ცვლილებები ან არანორმალური რიტმი.
სითხე გულის ირგვლივ (პერიკარდიული გამონაჟონი).
ღვიძლის უკმარისობა.
კუჭის (მუცლის) ტკივილი გამოწვეული პანკრეასის ანთებით.
სიმსივნის დესტრუქცია, რომელიც მიდის ნაწლავში ხვრელამდე (პერფორაცია).
ნაღვლის ბუშტის ანთება (შეშუპება და სიწითლე) ასოცირებული ნაღვლის კენჭებით ან მის გარეშე.
არანორმალური მილის მსგავსი გადასასვლელი სხეულის ერთი ნორმალური ღრუდან მეორე ღრუში ან კანში.
ტკივილი პირის ღრუში, კბილების ან/და ყბის არეში, შეშუპება ან წყლულები პირის შიგნით, დაბუჟება ან სიმძიმის შეგრძნება ყბის არეში, ან კბილის მორყევა. ეს შეიძლება იყოს ყბის ძვლის დაზიანების ნიშნები და სიმპტომები (ოსტეონეკროზი) (იხილეთ პარაგრაფი 2).
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჭარბი გამომუშავება, რაც ზრდის ორგანიზმის მიერ მოხმარებული ენერგიის რაოდენობას დასვენების დროს.
ჭრილობების შეხორცების პრობლემები ოპერაციის შემდეგ.
კუნთებიდან სისხლში ფერმენტის (კრეატინ ფოსფოკინაზას) დონის მომატება.
გადაჭარბებული რეაქცია ალერგენზე, მათ შორის თივის ცხელება, კანზე გამონაყარი, კანის ქავილი, ჭინჭრის ციება, სხეულის ნაწილების შეშუპება და სუნთქვის გაძნელება.
მსხვილი ნაწლავის ანთება (კოლიტი, იშემიური კოლიტი).
იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1 შემთხვევაში
კანის და/ან ლორწოვანი გარსების მძიმე რეაქცია (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მულტიფორმული ერითემა).
სიმსივნის ლიზისის სინდრომი (TLS) - TLS შედგება მეტაბოლური გართულებების ჯგუფისგან, რომელიც შეიძლება აღინიშნოს კიბოს მკურნალობის დროს. ეს გართულებები გამოწვეულია მომაკვდავი კიბოს უჯრედების დაშლის პროდუქტებით და შეიძლება მოიცავდეს შემდეგს: გულისრევა, ქოშინი, არარეგულარული გულისცემა, კუნთების სპაზმები, კრუნჩხვები, შარდის შემღვრევა და დაღლილობა, რომელიც დაკავშირებულია ლაბორატორიული ტესტების არანორმალურ შედეგებთან (კალიუმის, შარდმჟავას და ფოსფორის მაღალი დონე და კალციუმის დაბალი დონე სისხლში), რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის ცვლილება და თირკმლის მწვავე უკმარისობა.
კუნთების არანორმალური დაშლა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები (რაბდომიოლიზი).
თავის ტვინში არანორმალური ცვლილებები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომების ერთობლიობა, მათ შორის თავის ტკივილი, დაბნეულობა, კრუნჩხვები და მხედველობის დაკარგვა (შექცევადი უკანა ლეიკოენცეფალოპათიის სინდრომი).
კანის მტკივნეული წყლული (განგრენოზული პიოდერმა).
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი).
ფარისებრი ჯირკვლის ანთება.
ყველაზე პატარა სისხლძარღვების დაზიანება, რომელიც ცნობილია როგორც თრომბოზული მიკროანგიოპათია (TMA).
უცნობია: არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით
სისხლძარღვის კედლის გადიდება და შესუსტება ან სისხლძარღვის კედლის რღვევა (ანევრიზმა და არტერიის დისსექცია).
გვერდითი ეფექტების მოხსენება
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტები ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ პირდაპირ ნაციონალური შეტყობინების სისტემის მეშვეობით (იხილეთ დეტალები ქვემოთ). გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
კვიპროსი
ფარმაცევტული მომსახურება
ჯანდაცვის სამინისტრო
Cy-1475 ნიქოზია
ტელ.: +357 22608607
ფაქსი: +357 22608669
ვებ-გვერდი: www.moh.gov.cy/phs
შემადგენლობა
სუტირემი 12,5 მგ მყარი კაფსულები
- აქტიური ნივთიერებაა სუნიტინიბი. თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს 12,5 მგ სუნიტინიბს.
- სხვა ინგრედიენტებია:
კაფსულის შემცველობა: ცელულოზა, მიკროკრისტალური (E460), მანიტოლი (E421), ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი (E1201), მაგნიუმის სტეარატი (E470b).
კაფსულის გარსი: რკინის წითელი ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი.
საბეჭდი მელანი, თეთრი: შელაკი, ტიტანის დიოქსიდი (E171), პროპილენგლიკოლი (E1520).
იხილეთ პარაგრაფი 2 „სუტირემი შეიცავს ნატრიუმს“.
სუტირემი 25 მგ მყარი კაფსულები
- აქტიური ნივთიერებაა სუნიტინიბი. თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს 25 მგ სუნიტინიბს.

კაფსულის გარსი: რკინის შავი ოქსიდი (E172), რკინის წითელი ოქსიდი (E172), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი.

სუტირემი 37,5 მგ მყარი კაფსულები
- აქტიური ნივთიერებაა სუნიტინიბი. თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს 37,5 მგ სუნიტინიბს.

კაფსულის გარსი: რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი.
საბეჭდი მელანი, შავი: შელაკი, რკინის შავი ოქსიდი (E172), პროპილენგლიკოლი (E1520), ამონიუმის ჰიდროქსიდი (E527).

სუტირემი 50 მგ მყარი კაფსულები
- აქტიური ნივთიერებაა სუნიტინიბი. თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს 50 მგ სუნიტინიბს.

სუტირემის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
სუტირემი 12,5 მგ მყარი კაფსულები
ჟელატინის კაფსულები 4 ზომის ნარინჯისფერი თავსახურით და ნარინჯისფერი კორპუსით, კორპუსზე დაბეჭდილი თეთრი მელნით „12.5 მგ“ და შეიცავს ყვითელ-ნარინჯისფერ გრანულებს.
სუტირემი 25 მგ მყარი კაფსულები
ჟელატინის კაფსულები 3 ზომის კარამელის თავსახურით და ნარინჯისფერი კორპუსით, კორპუსზე დაბეჭდილი თეთრი მელნით „25 მგ“ და შეიცავს ყვითელ-ნარინჯისფერ გრანულებს.
სუტირემი 37,5 მგ მყარი კაფსულები
ჟელატინის კაფსულები 2 ზომის ყვითელი თავსახურით და ყვითელი კორპუსით, კორპუსზე დაბეჭდილი შავი მელნით „37.5 მგ“ და შეიცავს ყვითელ-ნარინჯისფერ გრანულებს.
სუტირემი 50 მგ მყარი კაფსულები
ჟელატინის კაფსულები 1 ზომის კარამელის თავსახურით და კარამელის კორპუსით, ტანზე დაბეჭდილი თეთრი მელნით „50 მგ“ და შეიცავს ყვითელ-ნარინჯისფერ გრანულებს.
შეფუთვის ზომები:
სუტირემი 12,5 მგ და 25 მგ მყარი კაფსულები
მუყაოს კოლოფი, რომელიც შეიცავს ალუმინის-OPA/Alu/PVC პერფორირებულ ბლისტერებს, 7 მყარი კაფსულისგან. შეფუთვაში 28 მყარი კაფსულა.
მუყაოს კოლოფი, რომელიც შეიცავს ალუმინის-OPA/Alu/PVC პერფორირებულ, ერთეული დოზის ბლისტერებს, 7 მყარი კაფსულისგან.
შეფუთვის ზომა 28x1 მყარი კაფსულა.
მუყაოს კოლოფი, რომელიც შეიცავს ერთი მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (HDPE) ფლაკონს, დახურულია პოლიპროპილენის (PP) ბავშვისადმი რეზისტენტული საკეტით.
შეფუთვაში 30 მყარი კაფსულა.
სუტირემი 37,5 მგ და 50 მგ მყარი კაფსულები
მუყაოს კოლოფი შეიცავს ალუმინის-OPA/Alu/PVC პერფორირებულ ბლისტერებს, 4 მყარი კაფსულისგან. შეფუთვაში 28 მყარი კაფსულა.
მუყაოს კოლოფი შეიცავს ალუმინის-OPA/Alu/PVC პერფორირებულ, ერთეული დოზის ბლისტერებს, 4 მყარი კაფსულისგან.
შეფუთვის ზომა 28x1 მყარი კაფსულა.
მუყაოს კოლოფი, რომელიც შეიცავს ერთი მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (HDPE) ფლაკონს, დახურულია ბავშვებისთვის რეზისტენტული პოლიპროპილენის (PP) საკეტით.
შეფუთვაში 30 მყარი კაფსულა.
შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს ბაზარზე.
შენახვის პირობები
ეს პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ეს პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ეტიკეტზე "EXP" შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.
ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
პრეპარატი არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის
სუტირემი 12,5 მგ მყარი კაფსულები
სუტირემი 25 მგ მყარი კაფსულები
სუტირემი 37,5 მგ მყარი კაფსულები
სუტირემი 50 მგ მყარი კაფსულები
სუნიტინიბი
პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთელი ეს ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში
რა არის სუტირემი და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ სუტირემის მიღებამდე
როგორ მიიღება სუტირემი
შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორ ინახება სუტირემი
შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რა არის სუტირემი და რისთვის გამოიყენება
სუტირემი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას სუნიტინიბს, რომელიც წარმოადგენს პროტეინ კინაზას ინჰიბიტორს. იგი გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ ცილების სპეციალური ჯგუფის აქტივობის პრევენციით, რომლებიც ცნობილია, რომ მონაწილეობენ კიბოს უჯრედების ზრდასა და გავრცელებაში.
სუტირემი გამოიყენება შემდეგი ტიპის კიბოს მქონე მოზრდილების სამკურნალოდ:
- კუჭ-ნაწლავის სტრომული სიმსივნე (GIST), კუჭისა და ნაწლავის კიბოს ტიპი, სადაც იმატინიბი (კიბოს საწინააღმდეგო სხვა პრეპარატი) აღარ მოქმედებს ან არ შეგიძლიათ იმატინიბის მიღება.
- მეტასტაზური თირკმლის უჯრედოვანი კარცინომა (MRCC), თირკმლის კიბოს ტიპი, რომელიც გავრცელდა სხეულის სხვა ნაწილებზე.
- პანკრეასის ნეიროენდოკრინული სიმსივნეები (pNET) (პანკრეასის ჰორმონ-მაპროდუცირებელი უჯრედების სიმსივნეები), რომლებიც პროგრესირებს ან ვერ მოშორდება ოპერაციით.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს სუტირემი ან რატომ დაგინიშნეს ეს პრეპარატი, მიმართეთ თქვენს ექიმს.
რა უნდა იცოდეთ სუტირემის მიღებამდე
არ მიიღოთ სუტირემი
თუ ალერგიული ხართ სუნიტინიბის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს სუტირემის მიღებამდე:
თუ გაქვთ მაღალი წნევა. სუტირემს შეუძლია გაზარდოს არტერიული წნევა. თქვენმა ექიმმა შეიძლება შეამოწმოს თქვენი არტერიული წნევა სუტირემით მკურნალობის დროს და საჭიროების შემთხვევაში თქვენ შეიძლება იმკურნალოთ არტერიული წნევის შესამცირებელი მედიკამენტებით.
თუ გაქვთ ან გქონდათ სისხლის დაავადება, სისხლდენის პრობლემები ან სისხლჩაქცევები. სუტირემით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის მაღალი რისკი ან გამოიწვიოს სისხლში გარკვეული უჯრედების რაოდენობის ცვლილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ანემია ან გავლენა მოახდინოს თქვენი სისხლის შედედების უნარზე. თუ თქვენ იღებთ ვარფარინს ან აცენოკუმაროლს, მედიკამენტებს, რომლებიც ათხელებენ სისხლს სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად, შეიძლება არსებობდეს სისხლდენის დიდი რისკი. აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ რაიმე სისხლდენა სუტირემით მკურნალობის დროს.
თუ გაქვთ გულის პრობლემები. სუტირემმა შეიძლება გამოიწვიოს გულის პრობლემები. აცნობეთ ექიმს, თუ გრძნობთ ძლიერ დაღლილობას, ქოშინს ან გაქვთ შეშუპებული ფეხები და ტერფები.
თუ გაქვთ გულის რითმის პათოლოგიური ცვლილებები. სუტირემმა შეიძლება გამოიწვიოს თქვენი გულის რითმის დარღვევა. თქვენმა ექიმმა შეიძლება გააკეთოს ელექტროკარდიოგრამა ამ პრობლემების შესაფასებლად სუტირემით მკურნალობის დროს. აცნობეთ ექიმს, თუ სუტირემის მიღებისას გრძნობთ თავბრუსხვევას, სისუსტეს ან არანორმალურ გულისცემას.
თუ ბოლო დროს გქონიათ ვენებში და/ან არტერიებში (სისხლძარღვების ტიპები) თრომბების პრობლემა, მათ შორის ინსულტი, გულის შეტევა, ემბოლია ან თრომბოზი. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ სუტირემით მკურნალობისას თქვენ გაქვთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულმკერდის ტკივილი ან წნევა, ტკივილი მკლავებში, ზურგში, კისრის ან ყბის არეში, ქოშინი, დაბუჟება ან სისუსტე სხეულის 1 მხარეს, საუბრის პრობლემა, თავის ტკივილი ან თავბრუსხვევა.
თუ გაქვთ ან გქონდათ ანევრიზმა (სისხლძარღვის კედლის გადიდება და შესუსტება) ან სისხლძარღვის კედლის გახეთქვა.
თუ თქვენ გაქვთ ან გქონდათ დაზიანებული ყველაზე პატარა სისხლძარღვები, რომლებიც ცნობილია როგორც თრომბოზული მიკროანგიოპათია (TMA). აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ცხელება, დაღლილობა, სისუსტე, სისხლჩაქცევები, სისხლდენა, შეშუპება, დაბნეულობა, მხედველობის დაკარგვა და კრუნჩხვები.
თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები. სუტირემმა შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები. აცნობეთ ექიმს, თუ სუტირემის მიღებისას უფრო ადვილად იღლებით, ზოგადად უფრო ცივად გრძნობთ თავს, ვიდრე სხვა ადამიანები ან თქვენი ხმა ბოხდება სუტირემის მიღებისას. თქვენი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია უნდა შემოწმდეს სუტირემის მიღებამდე და რეგულარულად მისი მიღების დროს. თუ თქვენი ფარისებრი ჯირკვალი არ აწარმოებს საკმარის თიროიდულ ჰორმონს, შესაძლოა მკურნალობა ჩაუტარდეთ ჰორმონის ჩანაცვლებით.
თუ გაქვთ ან გქონდათ პანკრეასის ან ნაღვლის ბუშტის მხრივ დარღვევები. აცნობეთ ექიმს, თუ გამოგივლინდებათ რომელიმე შემდეგი ნიშანი და სიმპტომი: ტკივილი კუჭის არეში (მუცლის ზედა ნაწილი), გულისრევა, ღებინება და ცხელება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს პანკრეასის ან ნაღვლის ბუშტის ანთებით.
თუ გაქვთ ან გქონდათ ღვიძლის პრობლემები. აცნობეთ ექიმს, თუ სუტირემით მკურნალობისას გექნებათ ღვიძლის პრობლემების რომელიმე შემდეგი ნიშანი და სიმპტომი: ქავილი, თვალების ან კანის გაყვითლება, მუქი შარდი და ტკივილი ან დისკომფორტი მუცლის მარჯვენა ზედა მიდამოში. თქვენმა ექიმმა უნდა განიხილოს სისხლის ანალიზი თქვენი ღვიძლის ფუნქციის შესამოწმებლად სუტირემით მკურნალობის დაწყებამდე და მის დროს და კლინიკური ჩვენების მიხედვით.
თუ გაქვთ ან გქონდათ თირკმელების პრობლემები. თქვენი ექიმი მონიტორინგს გაუწევს თქვენს თირკმლის ფუნქციას.
თუ აპირებთ ოპერაციის გაკეთებას ან თუ ცოტა ხნის წინ გაიკეთეთ ოპერაცია. სუტირემმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი ჭრილობების შეხორცებაზე. თქვენ ჩვეულებრივ მოგიხსნიან სუტირემს, თუ ოპერაციას გაიკეთებთ. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, როდის უნდა დაიწყოს სუტირემი ხელახლა.
შეიძლება გირჩიონ გაიაროთ სტომატოლოგიური შემოწმება სუტირემით მკურნალობის დაწყებამდე.
თუ გაქვთ ან გქონდათ ტკივილი პირის ღრუში, კბილებში და/ან ყბაში, შეშუპება ან წყლულები პირის ღრუში, დაბუჟება ან სიმძიმის შეგრძნება ყბის არეში, ან კბილის მორყევა დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს და სტომატოლოგს.
თუ გჭირდებათ ინვაზიური სტომატოლოგიური მკურნალობის ან სტომატოლოგიური ქირურგიის ჩატარება, უთხარით თქვენს სტომატოლოგს, რომ მკურნალობთ სუტირემით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თქვენ ასევე იღებთ ან იღებდით ინტრავენურ ბისფოსფონატებს. ბისფოსფონატები არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ძვლის გართულებების თავიდან ასაცილებლად, რომლებიც შესაძლოა გამოყენებული იყოს სხვა სამედიცინო მდგომარეობისთვის.
თუ გაქვთ ან გქონდათ კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები. ამ მედიკამენტის მიღებისას შესაძლოა განვითარდეს „განგრენოზული პიოდერმია“ (კანის მტკივნეული წყლული) ან „ნეკროზული ფასციიტი“ (კანის/რბილი ქსოვილის სწრაფად გავრცელების ინფექცია, რომელიც შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში). დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ინფექციის სიმპტომები გამოჩნდება კანის დაზიანების გარშემო, მათ შორის ცხელება, ტკივილი, სიწითლე, შეშუპება ან ჩირქის ან სისხლის დრენაჟი. ეს მოვლენა ზოგადად შექცევადია სუნიტინიბის მიღების შეწყვეტის შემდეგ. სუნიტინიბის გამოყენებისას აღინიშნა კანის მძიმე გამონაყარი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მულტიფორმული ერითემა), რომელიც თავდაპირველად ვლინდება მოწითალო სამიზნის მსგავსი ან წრიული ლაქების სახით, ხშირად ცენტრალური ბუშტუკებით ტორსზე. გამონაყარი შეიძლება გადაიზარდოს კანის გავრცელებულ ბუშტუკებამდე ან აქერცვლამდე და შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს. თუ გაგიჩნდებათ გამონაყარი ან კანის ეს სიმპტომები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ გაქვთ ან გქონდათ კრუნჩხვები. რაც შეიძლება მალე შეატყობინეთ ექიმს, თუ გაქვთ მაღალი წნევა, თავის ტკივილი ან მხედველობის დაკარგვა.
თუ გაქვთ დიაბეტი. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში სისხლში შაქრის დონე რეგულარულად უნდა შემოწმდეს, რათა შეფასდეს, საჭიროა თუ არა ანტიდიაბეტური მედიკამენტის დოზის კორექტირება სისხლში შაქრის დაბალი დონის რისკის შესამცირებლად. რაც შეიძლება მალე შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ გაქვთ სისხლში შაქრის დაბალი დონის ნიშნები და სიმპტომები (დაღლილობა, პალპიტაცია, ოფლიანობა, შიმშილი და გონების დაკარგვა).
ბავშვები და მოზარდები
სუტირემი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის.
სხვა მედიკამენტები და სუტირემი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული და თუნდაც არა დანიშნული საშუალებები.
ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სუტირემის დონეზე თქვენს ორგანიზმში. უნდა აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ შემდეგი აქტიური ნივთიერებების შემცველ მედიკამენტებს:
კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი - გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ.
ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, რიფამპიცინი - გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ.
რიტონავირი - გამოიყენება აივ-ის სამკურნალოდ.
დექსამეტაზონი - კორტიკოსტეროიდი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა მდგომარეობის დროს (როგორიცაა ალერგიული/სუნთქვის დარღვევები ან კანის დაავადებები).
ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი - გამოიყენება ეპილეფსიისა და სხვა ნევროლოგიური მდგომარეობის სამკურნალოდ.
კრაზანას (Hypericum perforatum) შემცველი მცენარეული პრეპარატები - გამოიყენება დეპრესიისა და შფოთვის სამკურნალოდ.
სუტირემი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
სუტირემით მკურნალობისას უნდა მოერიდოთ გრეიფრუტის წვენის დალევას.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ შესაძლოა დაორსულდეთ, სუტირემით მკურნალობის დროს უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდი.
თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, აცნობეთ ექიმს. სუტირემით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
თუ გაწუხებთ თავბრუსხვევა ან გრძნობთ უჩვეულო დაღლილობას, გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ავტომობილის მართვისას ან მექანიზმებთან მუშაობისას.
სუტირემი შეიცავს ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო კაფსულაში, ანუ არსებითად "ნატრიუმისგან თავისუფალია".
როგორ მიიღება სუტირემი
ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თქვენი ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის შესაფერის დოზას, კიბოს ტიპის მიხედვით. თუ თქვენ მკურნალობთ GIST-ზე ან MRCC-ზე, ჩვეულებრივი დოზაა 50 მგ დღე-ღამეში ერთხელ 28 დღის განმავლობაში (4 კვირის განმავლობაში), შემდეგ 14 დღის (2 კვირის) დასვენებით (მედიკამენტის გარეშე), 6-კვირიანი ციკლით. თუ თქვენ მკურნალობთ pNET-ზე, ჩვეულებრივი დოზაა 37,5 მგ დღე-ღამეში ერთხელ დასვენების პერიოდის გარეშე.
თქვენი ექიმი განსაზღვრავს შესაბამის დოზას, რომლის მიღებაც გჭირდებათ, ასევე დაგჭირდებათ თუ არა და როდის უნდა შეწყვიტოთ სუტირემით მკურნალობა.
სუტირემის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
თუ იღებთ იმაზე მეტ სუტირემს, ვიდრე საჭიროა
თუ შემთხვევით მიიღეთ ძალიან ბევრი კაფსულა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება.
თუ დაგავიწყდათ სუტირემის მიღება
გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ რაიმე სერიოზული გვერდითი ეფექტი (იხილეთ აგრეთვე რა უნდა იცოდეთ სუტირემის მიღებამდე):
გულის პრობლემები. აცნობეთ ექიმს, თუ გრძნობთ ძლიერ დაღლილობას, გაქვთ ქოშინი ან შეშუპებული ფეხები და ტერფები. ეს შეიძლება იყოს გულის პრობლემების სიმპტომები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს გულის უკმარისობას და გულის კუნთის პრობლემებს (კარდიომიოპათია).
ფილტვების ან სუნთქვის პრობლემები. აცნობეთ ექიმს, თუ გაგიჩნდებათ ხველა, გულმკერდის არეში ტკივილი, უეცარი ქოშინი ან სისხლიანი ხველა. ეს შეიძლება იყოს იმ მდგომარეობის სიმპტომები, რომელსაც ეწოდება ფილტვის ემბოლია, რომელიც ხდება მაშინ, როდესაც თრომბი თქვენს ფილტვებში გადადის.
თირკმელების მხრივ დარღვევები. აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ შარდვის სიხშირის ცვლილება ან არ არსებობა, რაც შეიძლება იყოს თირკმლის უკმარისობის სიმპტომები.
სისხლდენა. აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი ან სერიოზული სისხლდენის პრობლემა სუტირემით მკურნალობის დროს: მტკივნეული, შეშუპებული კუჭი (მუცელი); სისხლიანი ღებინება; შავი, წებოვანი განავალი; სისხლიანი შარდი; თავის ტკივილი ან ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება; სისხლიანი ხველა ან სისხლიანი ნახველი ფილტვებიდან ან სასუნთქი გზებიდან.
სიმსივნის დესტრუქცია, რომელიც იწვევს ნაწლავის ხვრელს. აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ მუცლის ძლიერი ტკივილი, ცხელება, გულისრევა, ღებინება, სისხლი განავალში ან დეფეკაციის ჩვევების ცვლილება.
სუტირემის სხვა გვერდითი ეფექტები შეიძლება მოიცავდეს:
ძალიან ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
თრომბოციტების, სისხლის წითელი უჯრედების და/ან სისხლის თეთრი უჯრედების (მაგ., ნეიტროფილების) რაოდენობის შემცირება.
ჰაერის უკმარისობა.
სისხლის მაღალი წნევა.
უკიდურესი დაღლილობა, ძალების დაკარგვა.
კანის ქვეშ და თვალის გარშემო სითხით გამოწვეული შეშუპება, ღრმა ალერგიული გამონაყარი.
პირის ღრუს ტკივილი/გაღიზიანება, პირის ღრუს წყლულები/ანთება/ სიმშრალე, გემოვნების დარღვევა, კუჭის აშლილობა, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, მუცლის ტკივილი/შეშუპება, მადის დაკარგვა/დაქვეითება.
ფარისებრი ჯირკვლის აქტივობის დაქვეითება (ჰიპოთირეოზი).
თავბრუსხვევა.
თავის ტკივილი.
ცხვირიდან სისხლდენა.
ზურგის ტკივილი, სახსრების ტკივილი.
ტკივილი ხელებსა და ფეხებში.
კანის გაყვითლება/კანის შეფერილობა, კანის ჭარბი პიგმენტაცია, თმის ფერის ცვლილება, გამონაყარი ხელის გულებზე და ტერფებზე, გამონაყარი, კანის სიმშრალე.
ხველა.
ცხელება.
დაძინების გაძნელება
ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 შემთხვევაში
სისხლძარღვებში სისხლის შედედება.
გულის კუნთის სისხლმომარაგების დეფიციტი, კორონარული არტერიების ობსტრუქციის ან შევიწროების გამო.
გულმკერდის არეში ტკივილი.
გულის მიერ ამოტუმბული სისხლის რაოდენობის შემცირება.
სითხის შეკავება მათ შორის ფილტვების ირგვლივ.
ინფექციები.
მძიმე ინფექციის გართულება (ინფექცია არის სისხლში), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილის დაზიანება, ორგანოს უკმარისობა და სიკვდილი.
სისხლში შაქრის დონის დაქვეითება (იხ. პარაგრაფი 2).
შარდში ცილის დაკარგვა ზოგჯერ შეშუპებას იწვევს.
გრიპის მსგავსი სინდრომი.
არანორმალური სისხლის ტესტები პანკრეასის და ღვიძლის ფერმენტების ჩათვლით.
შარდმჟავას მაღალი დონე სისხლში.
ბუასილი, ტკივილი სწორ ნაწლავში, ღრძილებიდან სისხლდენა, ყლაპვის გაძნელება ან ყლაპვის შეუძლებლობა.
წვა ან მტკივნეული შეგრძნება ენაში, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის ანთება, ჭარბი აირები კუჭში ან ნაწლავებში.
წონის დაკლება.
კუნთოვანი ტკივილი (კუნთების და ძვლების ტკივილი), კუნთების სისუსტე, კუნთების დაღლილობა, კუნთების ტკივილი, კუნთების სპაზმი.
ცხვირის სიმშრალე, „გაჭედილი“ ცხვირი.
გადაჭარბებული ცრემლდენა.
კანის არანორმალური შეგრძნება, ქავილი, კანის აქერცვლა და ანთება, ბუშტუკები, აკნე, ფრჩხილების ფერის შეცვლა, თმის ცვენა.
პათოლოგიური შეგრძნებები კიდურებში.
არანორმალურად დაქვეითებული/გაზრდილი მგრძნობელობა, განსაკუთრებით შეხების მიმართ.
მჟავე გულძმარვა.
გაუწყლოება.
ალები
არანორმალური ფერის შარდი.
დეპრესია.
შემცივნება.
ნაკლებად ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1 შემთხვევაში
რბილი ქსოვილების სიცოცხლისათვის საშიში ინფექცია ანოგენიტალური რეგიონის ჩათვლით (იხ. პარაგრაფი 2).
ინსულტი.
გულის შეტევა გამოწვეული გულში სისხლის მიწოდების შეწყვეტით ან შემცირებით.
გულის ელექტრული აქტივობის ცვლილებები ან არანორმალური რიტმი.
სითხე გულის ირგვლივ (პერიკარდიული გამონაჟონი).
ღვიძლის უკმარისობა.
კუჭის (მუცლის) ტკივილი გამოწვეული პანკრეასის ანთებით.
სიმსივნის დესტრუქცია, რომელიც მიდის ნაწლავში ხვრელამდე (პერფორაცია).
ნაღვლის ბუშტის ანთება (შეშუპება და სიწითლე) ასოცირებული ნაღვლის კენჭებით ან მის გარეშე.
არანორმალური მილის მსგავსი გადასასვლელი სხეულის ერთი ნორმალური ღრუდან მეორე ღრუში ან კანში.
ტკივილი პირის ღრუში, კბილების ან/და ყბის არეში, შეშუპება ან წყლულები პირის შიგნით, დაბუჟება ან სიმძიმის შეგრძნება ყბის არეში, ან კბილის მორყევა. ეს შეიძლება იყოს ყბის ძვლის დაზიანების ნიშნები და სიმპტომები (ოსტეონეკროზი) (იხილეთ პარაგრაფი 2).
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჭარბი გამომუშავება, რაც ზრდის ორგანიზმის მიერ მოხმარებული ენერგიის რაოდენობას დასვენების დროს.
ჭრილობების შეხორცების პრობლემები ოპერაციის შემდეგ.
კუნთებიდან სისხლში ფერმენტის (კრეატინ ფოსფოკინაზას) დონის მომატება.
გადაჭარბებული რეაქცია ალერგენზე, მათ შორის თივის ცხელება, კანზე გამონაყარი, კანის ქავილი, ჭინჭრის ციება, სხეულის ნაწილების შეშუპება და სუნთქვის გაძნელება.
მსხვილი ნაწლავის ანთება (კოლიტი, იშემიური კოლიტი).
იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1 შემთხვევაში
კანის და/ან ლორწოვანი გარსების მძიმე რეაქცია (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მულტიფორმული ერითემა).
სიმსივნის ლიზისის სინდრომი (TLS) - TLS შედგება მეტაბოლური გართულებების ჯგუფისგან, რომელიც შეიძლება აღინიშნოს კიბოს მკურნალობის დროს. ეს გართულებები გამოწვეულია მომაკვდავი კიბოს უჯრედების დაშლის პროდუქტებით და შეიძლება მოიცავდეს შემდეგს: გულისრევა, ქოშინი, არარეგულარული გულისცემა, კუნთების სპაზმები, კრუნჩხვები, შარდის შემღვრევა და დაღლილობა, რომელიც დაკავშირებულია ლაბორატორიული ტესტების არანორმალურ შედეგებთან (კალიუმის, შარდმჟავას და ფოსფორის მაღალი დონე და კალციუმის დაბალი დონე სისხლში), რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის ცვლილება და თირკმლის მწვავე უკმარისობა.
კუნთების არანორმალური დაშლა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები (რაბდომიოლიზი).
თავის ტვინში არანორმალური ცვლილებები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომების ერთობლიობა, მათ შორის თავის ტკივილი, დაბნეულობა, კრუნჩხვები და მხედველობის დაკარგვა (შექცევადი უკანა ლეიკოენცეფალოპათიის სინდრომი).
კანის მტკივნეული წყლული (განგრენოზული პიოდერმა).
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი).
ფარისებრი ჯირკვლის ანთება.
ყველაზე პატარა სისხლძარღვების დაზიანება, რომელიც ცნობილია როგორც თრომბოზული მიკროანგიოპათია (TMA).
უცნობია: არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით
სისხლძარღვის კედლის გადიდება და შესუსტება ან სისხლძარღვის კედლის რღვევა (ანევრიზმა და არტერიის დისსექცია).
გვერდითი ეფექტების მოხსენება
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტები ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ პირდაპირ ნაციონალური შეტყობინების სისტემის მეშვეობით (იხილეთ დეტალები ქვემოთ). გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
კვიპროსი
ფარმაცევტული მომსახურება
ჯანდაცვის სამინისტრო
Cy-1475 ნიქოზია
ტელ.: +357 22608607
ფაქსი: +357 22608669
ვებ-გვერდი: www.moh.gov.cy/phs
როგორ ინახება სუტირემი
ეს პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ეს პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ეტიკეტზე "EXP" შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.
ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
პრეპარატი არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს სუტირემი
სუტირემი 12,5 მგ მყარი კაფსულები
- აქტიური ნივთიერებაა სუნიტინიბი. თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს 12,5 მგ სუნიტინიბს.
- სხვა ინგრედიენტებია:
კაფსულის შემცველობა: ცელულოზა, მიკროკრისტალური (E460), მანიტოლი (E421), ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი (E1201), მაგნიუმის სტეარატი (E470b).
კაფსულის გარსი: რკინის წითელი ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი.
საბეჭდი მელანი, თეთრი: შელაკი, ტიტანის დიოქსიდი (E171), პროპილენგლიკოლი (E1520).
იხილეთ პარაგრაფი 2 „სუტირემი შეიცავს ნატრიუმს“.
სუტირემი 25 მგ მყარი კაფსულები
- აქტიური ნივთიერებაა სუნიტინიბი. თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს 25 მგ სუნიტინიბს.
- სხვა ინგრედიენტებია:
კაფსულის შემცველობა: ცელულოზა, მიკროკრისტალური (E460), მანიტოლი (E421), ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი (E1201), მაგნიუმის სტეარატი (E470b).
კაფსულის გარსი: რკინის შავი ოქსიდი (E172), რკინის წითელი ოქსიდი (E172), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი.
საბეჭდი მელანი, თეთრი: შელაკი, ტიტანის დიოქსიდი (E171), პროპილენგლიკოლი (E1520).
იხილეთ პარაგრაფი 2 „სუტირემი შეიცავს ნატრიუმს“.
სუტირემი 37,5 მგ მყარი კაფსულები
- აქტიური ნივთიერებაა სუნიტინიბი. თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს 37,5 მგ სუნიტინიბს.
- სხვა ინგრედიენტებია:
კაფსულის შემცველობა: ცელულოზა, მიკროკრისტალური (E460), მანიტოლი (E421), ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი (E1201), მაგნიუმის სტეარატი (E470b).
კაფსულის გარსი: რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი.
საბეჭდი მელანი, შავი: შელაკი, რკინის შავი ოქსიდი (E172), პროპილენგლიკოლი (E1520), ამონიუმის ჰიდროქსიდი (E527).
იხილეთ პარაგრაფი 2 „სუტირემი შეიცავს ნატრიუმს“.
სუტირემი 50 მგ მყარი კაფსულები
- აქტიური ნივთიერებაა სუნიტინიბი. თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს 50 მგ სუნიტინიბს.
- სხვა ინგრედიენტებია:
კაფსულის შემცველობა: ცელულოზა, მიკროკრისტალური (E460), მანიტოლი (E421), ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი (E1201), მაგნიუმის სტეარატი (E470b).
კაფსულის გარსი: რკინის შავი ოქსიდი (E172), რკინის წითელი ოქსიდი (E172), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი.
საბეჭდი მელანი, თეთრი: შელაკი, ტიტანის დიოქსიდი (E171), პროპილენგლიკოლი (E1520).
იხილეთ პარაგრაფი 2 „სუტირემი შეიცავს ნატრიუმს“.
სუტირემის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
სუტირემი 12,5 მგ მყარი კაფსულები
ჟელატინის კაფსულები 4 ზომის ნარინჯისფერი თავსახურით და ნარინჯისფერი კორპუსით, კორპუსზე დაბეჭდილი თეთრი მელნით „12.5 მგ“ და შეიცავს ყვითელ-ნარინჯისფერ გრანულებს.
სუტირემი 25 მგ მყარი კაფსულები
ჟელატინის კაფსულები 3 ზომის კარამელის თავსახურით და ნარინჯისფერი კორპუსით, კორპუსზე დაბეჭდილი თეთრი მელნით „25 მგ“ და შეიცავს ყვითელ-ნარინჯისფერ გრანულებს.
სუტირემი 37,5 მგ მყარი კაფსულები
ჟელატინის კაფსულები 2 ზომის ყვითელი თავსახურით და ყვითელი კორპუსით, კორპუსზე დაბეჭდილი შავი მელნით „37.5 მგ“ და შეიცავს ყვითელ-ნარინჯისფერ გრანულებს.
სუტირემი 50 მგ მყარი კაფსულები
ჟელატინის კაფსულები 1 ზომის კარამელის თავსახურით და კარამელის კორპუსით, ტანზე დაბეჭდილი თეთრი მელნით „50 მგ“ და შეიცავს ყვითელ-ნარინჯისფერ გრანულებს.
შეფუთვის ზომები:
სუტირემი 12,5 მგ და 25 მგ მყარი კაფსულები
მუყაოს კოლოფი, რომელიც შეიცავს ალუმინის-OPA/Alu/PVC პერფორირებულ ბლისტერებს, 7 მყარი კაფსულისგან. შეფუთვაში 28 მყარი კაფსულა.
მუყაოს კოლოფი, რომელიც შეიცავს ალუმინის-OPA/Alu/PVC პერფორირებულ, ერთეული დოზის ბლისტერებს, 7 მყარი კაფსულისგან.
შეფუთვის ზომა 28x1 მყარი კაფსულა.
მუყაოს კოლოფი, რომელიც შეიცავს ერთი მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (HDPE) ფლაკონს, დახურულია პოლიპროპილენის (PP) ბავშვისადმი რეზისტენტული საკეტით.
შეფუთვაში 30 მყარი კაფსულა.
სუტირემი 37,5 მგ და 50 მგ მყარი კაფსულები
მუყაოს კოლოფი შეიცავს ალუმინის-OPA/Alu/PVC პერფორირებულ ბლისტერებს, 4 მყარი კაფსულისგან. შეფუთვაში 28 მყარი კაფსულა.
მუყაოს კოლოფი შეიცავს ალუმინის-OPA/Alu/PVC პერფორირებულ, ერთეული დოზის ბლისტერებს, 4 მყარი კაფსულისგან.
შეფუთვის ზომა 28x1 მყარი კაფსულა.
მუყაოს კოლოფი, რომელიც შეიცავს ერთი მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (HDPE) ფლაკონს, დახურულია ბავშვებისთვის რეზისტენტული პოლიპროპილენის (PP) საკეტით.
შეფუთვაში 30 მყარი კაფსულა.
შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს ბაზარზე.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
შპს რემედიკა
Aharnon Str., Limassol Industrial Estate,
3056 ლიმასოლი, კვიპროსი
მწარმოებლები
შპს რემედიკა
Aharnon Str., Limassol Industrial Estate,
3056 ლიმასოლი, კვიპროსი
შპს ფარმაქეა პრემიუმი
HHF003 Hal Far Industrial Estate, Birzebbugia,
BBG3000 მალტა
ეს ბროშურა ბოლოს გადაიხედა 01/2024 წელს.
მხოლოდ შიგნით მიღებისთვის: cy-pl-sutirem-caps-a7
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.