სუტენტი გამოიყენება კიბოს მკურნალობის დროს. სუტენტი ხელს უშლის ცილების ჯგუფის იმ ფუნქციის შესრულებას, რომლებიც იწვევენ კიბოს უჯრედების ზრდას და გავრცელებას. ეს არის აღნიშნული წამლის ეფექტი კიბოს მკურნალობისას. სუტენტი წარმოდგენილია ალუმინის/PVC ბლისტერული შეფუთვით 28 კაფსულის სახით. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- სუნიტინიბი (sunitinib)
- ფორმა და შეფუთვა
- 12.5მგ კაფსულა №28
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, პროტეინკინაზას ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- L01XE04
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0041
- რეგისტრირებულია
- 23 მარტი 2022, მოქმედებს 23 მარტი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- GMP
- -
სუტენტი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
სუტენტი გამოიყენება კიბოს მკურნალობის დროს. სუტენტი ხელს უშლის ცილების ჯგუფის იმ ფუნქციის შესრულებას, რომლებიც იწვევენ კიბოს უჯრედების ზრდას და გავრცელებას. ეს არის აღნიშნული წამლის ეფექტი კიბოს მკურნალობისას.
სუტენტი წარმოდგენილია ალუმინის/PVC ბლისტერული შეფუთვით 28 კაფსულის სახით.
სუტენტის კაფსულები არის ორნაწილიანი, გაუმჭვირვალე ბეჭდვით, ძირითადი ნაწილი და თავსახური ნარინჯისფერი, მყარი ჟელატინის. კასფულა შეიცავს ყვითელ-ნარინჯისფერ გრანულებს. სუტენტის თითოეული კაფსულა შეიცავს სუნიტინიბის მალატს, რომელიც 12,5 მგ. სუნიტინიბის შესაბამისია.
სუტენტის დანიშვნა ხდება ექიმის მიერ თირკმლის უჯრედოვანი კიბოს, კუჭისა და ნაწლავის კედლის სტრუქტურის დამხმარე ქსოვილის ავთვისებიანი სიმსივნეებისა და პანკრეასის ზოგიერთი კიბოს სამკურნალოდ.
მეტასტაზირებული უჯრედოვანი კიბო
სუტენტი გამოიყენება მეტასტაზირებული თირკმლის უჯრედოვანი კიბოს მკურნალობისას.
გასტროინტესტინული სტრომალური სიმსივნე
სუტენტი გამოიყენება განსტროინტესტინული სტრომალური სიმსივნის მკურნალობისას. აღნიშნული სიმსივნე არის კუჭისა და ნაწლავის კედლის სტრუქტურის დამხმარე ქსოვილის ავთვისებიანი სიმსივნე. ეს გამოწვეულია ქსოვილში უჯრედების უკონტროლო გაზრდით. სუტენტი ხელს უშლის სწორედ ამ უჯრედების ზრდას. იგი ხელს უშლის ამ უჯრედების კვებისთვის საჭირო სისხლძარღვთა წარმოქმნას.
პანკრეასის ნეიროენდოკრინული სიმსივნე
სუტენტი გამოიყენება გავრცელებული პანკრეასის ნეიროენდოკრინული სიმსივნის მკურნალობისას, როდესაც დაავადება პროგრესირებულია და ქირურგიული ჩარევის გზით მკურნალობა არ არის დაშვებული. ეს არის იშვიათი სიმსივნე, რომელიც წარმოიქმნება პანკრეასის ჰორმონის გამომყოფი უჯრედებისგან.
მედიკამენტ სუტენტთან და მის დანიშვნასთან დაკავშირებული შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია.
სუტენტის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
წინამდებარე ინსტრუქციისგან განსხვავებული რომც იყოს, გაითვალიწინეთ თქვენი ექიმის მიერ გაცემული ინსტრუქცია.
სუტენტი არ მიიღოთ ქვემოთ აღნიშნულ შემთხვევებში:
მედიკამენტი სუტენტის მიღება დაუშვებელია, თუ ხართ სუნიტინიბის მალატის ან სუტენტის შემადგენლობაში არსებული სხვა დამხმარე ნივთიერებების მიმართ ზედმეტად მგრძნობიარე (თუ ხართ ალერგიული).
სუტენტი დიდი სიფრთხილით მიიღეთ შემდეგ შემთხვევებში:
თუ გაქვთ მაღალი წნევა
სუტენტმა შეიძლება გამოიწვიოს წნევის აწევა. მკურნალობის პროცესში თქვენმა ექიმმა უნდა შეგიმოწმოთ წნევა და საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნოთ წნევის დამწევი სამკურნალო საშუალება.
თუ გაქვთ სისხლთან დაკავშირებული დაავადება, სისხლდენასთან დაკავშირებული პრობლემები
თუ შეამჩნიეთ ცხვირიდან ან სხვა ორგანოდან სისხლდენა
სუტენტის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა. აღნიშნული პრეპარატი ასევე იწვევს სისხლში გარკვეული უჯრედების რაოდენობის ცვლილებას, რაც ანემიის საფუძველია. ასევე გავლენას ახდენს სისხლის შედედების უნარზე. თუ თქვენ იღებთ ვარფარინს და აცენოკუმაროლს, რომელიც ათხელებს თქვენს სისხლს და ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას, სუტენტის მიღებისას სისხლდენის მაღალი რისკი არსებობს. აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაში თუ სუტენტის მიღებამ სისხლდენა გამოიწვია, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
თუ გაქვთ გულის დაავადება
სუტენტის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გულის პრობლემები. თუ თავს იგრძნობთ გადაღლილად, თუ იგრძნობთ სუნთქვის უკმარისობას ან თუ ფეხი და ფეხის ტერფი შეგისივდათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
თუ გაქვთ გულის რითმის არაბუნებრივი ცვლილებები
სუტენტის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის პათოლოგია. თქვენმა ექიმმა შესაძლებელია სუტენტით მკურნალობის პერიოდში მოითხოვოს ელექტროკარდიოგრამის გადაღება, რათა შეაფასოს გულის პრობლემები. სუტენტის მიღების დროს თუ დაგეწყოთ თავბრუსხვევა, თუ იგრძენით სისუსტე და ფიქრობთ, რომ გაქვთ არაბუნებრივი გულისცემა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
თუ ახლო წარსულში გქონდათ ვენებისა ან/და არტერიების პრობლემა, ინსულტი, ათეროსკლეროზი ან სისხლძარღვებში სისხლის შედედების პრობლემა
თუ სუტენტით მკურნალობის დროს გრძნობთ ტკივილს მკერდში, ზურგში, კისრის ან ყბის ადგილებში, თუ გრძნობთ სისუსტეს ან დაბუჟებას სხეულის ერთ ნაწილში, თუ გაქვთ მეტყველების პრობლემა, თავის ტკივილი ან თავბრუსხვევა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
თუ გაქვთ ანევრიზმა (სისხლძარღვთა კედლის გაფართოება და გათხელება) ან თუ გქონიათ წარსულში ან სისხლძარღვთა კედლის დაზიანება თუ გქონიათ;
თუ გაქვთ ან გქონდათ თრომბოზული მიკროანგიოპათიის სახელით ცნობილი უმცირესი სისხლძარღვების დაზიანება
თუ გრძნობთ დაღლილობას და სისუსტეს, თუ გაქვთ ტემპერატურის მატება, სილურჯეები/სისხლჩაქცევები, შეშუპება, სისხლდენა, გონების დაბინდვა, მხედველობის დაკარგვა და კრუნჩხვები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები
სუტენტის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები. თუ მკურნალობის პერიოდში ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად იღლებით, სხვა ადამიანებთან შედარებით უფრო ხშირად გამცივნებთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. სუტენტის გამოყენებამდე და გამოყენების დროს რეგულარულად უნდა მოხდეს თქვენი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შემოწმება. თუ თქვენი ფარისებრი ჯირკვალი საკმარის ჰორმონს არ გამოიმუშავებს, შესაძლებელია დაგენიშნოთ ჰორმონალური მკურნალობა.
თუ გაწუხებთ პანკრეასთან ან ნაღვლის ბუშტთან დაკავშირებული პრობლემები
თუ კუჭის ადგილას გრძნობთ ტკივილს, გაქვთ გულისრევის შეგრძნება, საჭმლის მონელების დარღვევა, დიარეა, ღებინება და სიცხე, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. აღნიშნული შესაძლებელია გამოწვეული იყოს პანკრეასის ან ნაღვლის ბუშტის ანთებით.
თუ გაქვთ ტკივილი პირის ღრუში ან საყლაპავი მილის ანთება
თუ გაწუხებთ კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები
თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
თუ სუტენტით მკურნალობის დროს შეამჩნევთ ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა: ქავილი, კანის ან თვალების გაყვითლება, მუქი შარდი, ტკივილი ან დისკომფორტი კუჭის ზედა მარჯვენა ნაწილში, მიმართეთ ექიმს. სუტენტით მკურნალობის დაწყებამდე და შემდეგ, მკურნალობის პროცესში თქვენი ექიმი ღვიძლის ფუნქციის შემოწმების მიზნით სისხლის ანალიზებს დაგინიშნავთ.
თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა
ექიმი მონიტორინგს გაუწევს თქვენი თირკმლის ფუნციონირებას.
თუ უახლოეს მომავალში აპირებთ ქირურგიულ ოპერაციას ან თუ უკვე ჩაიტარეთ ოპერაცია
პრეპარატმა სუტენტმა შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს ჭრილობების მოშუშებაზე. თუ ქირურგიულ ოპერაციას გეგმავთ, სუტენტის მოხმარება უნდა შეწყვიტოთ. ამის შემდეგ, სუტენტის მიღების დაწყების თარიღს განსაზღვრავს თქვენი ექიმი.
შეიძლება თქვენმა ექიმმა სუტენტით მკურნალობის დაწყებამდე მოითხოვოს კბილების შემოწმება.
- თუ გქონდათ ან გაქვთ პირის ღრუს, კბილის, ყბის ტკივილი, თუ პირის ღრუში შეამჩნიეთ შეშუპება ან წყლულები, თუ გრძნობთ ყბის ტკივილსა და დაბუჟებას, ან თუ დაკარგეთ კბილი, დაუყოვნებლით აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმსა და სტომატოლოგს.
- თუ დაგჭირდათ კბილზე მკურნალობა ან თუ თქვენს კბილზე აუცილებელი გახდა ქირურგიული ჩარევა და ამავე დროს, განსაკუთრებით, ინტრავენური გზით იღებთ პრეპარატებს, თქვენს სტომატოლოგს აუცილებლად აცნობეთ, რომ იღებთ სუტენტს.
თუ გაქვთ კანის ან კანქვეშა ქსოვილის სერიოზული რეაქციები
სუტენტის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს თქვენი კანის ფერის ცვლილება, სიმშრალე, შეშუპება ან დასკდომა, შედარებით იშვიათად ფეხის ტერფებსა და ხელისგულებზე სიწითლე ან ბუშტუკების გაჩენა. სუტენტის გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს „განგრენოზული პიოდერმია“ (კანის ჩირქოვანი დაავადება მტკივნეული) ან ნეკროზული ფასციიტი (კანის, რბილი ქსოვილების ინფექციების სწრაფი გავრცელება, რაც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს). აღნიშნული მდგომარეობა გამოსწორდება სუნიტინიბის გამოყენების შეწყვეტით. ზოგადად, სუნიტინიბის გამოყენებისას დაფიქსირებულია სერიოზული კანის გამონაყარი, რომელიც ხშირად ვლინდება მოწითალო ლაქების სახით ან წრიული ლაქების სახით ცენტრში ბუშტუკებით (სტივენს ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროზი, მრავალფორმული ერითემა). გამონაყარი შესაძლოა ძლიერად გავრცელდეს და კანის გადაძრობის მიზეზი გახდეს, რას შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს. ასეთი შემთხვევების გამოვლენისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ გაქვთ ან მანამდე გქონიათ ეპილეფსიური კრუნჩხვები
თუ გაქვთ მაღალი წნევა, ძლიერი თავის ტკივილი ან მხედველობის დაკარგვა, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
თუ გაქვთ დიაბეტი
შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში აუცილებელია სისხლში გლუკოზის დონე რეგულარულად შემოწმდეს, რათა შეფასდეს გამოყენებული ანტიდიაბეტური საშუალებების დოზის კორექტირების საჭიროება.
სუტენტის გამოყენების დროს თუ წარმოიქმნა ფისტულა
თუ შეამჩნიეთ გემოვნების დაქვეითება
თუ შეამჩნიეთ კანზე გამონაყარი, თუ გაქვთ ყლაპვის და სუნთქვის გაძნელება
თუ შეამჩნიეთ წყლულები სხეულის სხვადასხვა ნაწილებში
თუ სისხლში შაქრის დონე დაეცა
თუ ზემოაღნიშნული ნიშნები გაქვთ ან წარსულში გქონდათ, გთხოვთ ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია.
სუტენტის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
სუტენტის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
გაითვალისწინეთ: სუტენტის მიღება დაუშვებელია გრეიფრუტთან ან გრეიფრუტის წვენთან ერთად.
მიღების წესი და დოზირება
სწორი გამოყენება და დოზასთან/გამოყენების სიხშირესთან დაკავშირებული ინსტრუქციები:
თქვენი მკურნალი ექიმი განსაზღვრავს შესაბამის დოზას კიბოს ტიპის მიხედვით, რომელიც საჭიროებს მკურნალობას.
თუ თქვენ მკურნალობთ გასტროინტესტინულ სტრომალურ სიმსივნეს ან თირკმლის კიბოს, რეკომენდებული დოზაა დღეში ერთხელ 50 მგ. 28 დღის განმავლობაში (უწყვეტად 4 კვირა), შემდგომი 14 დღიანი შესვენებით (2 კვირა), ჯამში თერაპიის სრული ციკლი შეადგენს 6 კვირას. თქვენი მკურნალი ექიმი განსაზღვრავს, ეს 6 კვირიანი მკურნალობის კურსი რამდენჯერ უნდა დაინიშნოს.
თუ თქვენ მკურნალობთ პანკრეასის ნეიროენდოკრინულ სიმსივნეს, რეკომენდებული დოზაა დღეში ერთხელ 37,5 მგ, შესვენების პერიოდის გარეშე.
მიღების წესი და მეთოდი:
სუტენტი მიიღება პერორალურად. პრეპარატის მიღება შესაძლებელია ჭამამდე ან საკვებთან ერთად. კაფსულები არ გახსნათ.
გამოყენება სხვადასხვა ასაკის პაციენტებში:
გამოყენება ბავშვებში:
სუტენტის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში, დადგენილი არ არის. 18 წელს ქვემოთ ასაკის პაციენტებში მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული.
გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში:
ახალგაზრდა და ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის ეფექტურობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი განსხვავებები არ არის დაფიქსირებული.
სპეციალური გამოყენების შემთხვევები:
თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობა:
ასეთ შემთხვევებში თქვენი მკურნალი ექიმი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
თუ შეამჩნიეთ, რომ სუტენტის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
სუტენტის საჭიროზე მეტი ოდენობით მიღების შემთხვევები:
თუ სუტენტი მიიღეთ საჭიროზე მეტი ოდენობით, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. შესაძლოა დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება.
თუ სუტენტის მიღება დაგავიწყდათ:
იმ შემთხვევაში, თუ სუტენტის დოზის მიღება დაგავიწყდათ, როგორც კი გაგახსენდებათ, მაშინვე მიიღეთ. მაგრამ, თუ მომდევნო დოზის მიღების დრო უკვე მოახლოებულია, მაშინ გამოტოვებული დოზა არ მიიღოთ.
გამოტოვებული დოზის დასაბალანსებლად ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
სუტენტით მკურნალობის დასრულებისას მოსალოდნელი ეფექტები:
სუტენტით მკურნალობის დასრულებისას განსაკუთრებული მდგომარეობა არ იქმნება. ექიმთან კონსულტაციის გარეშე მკურნალობა არ შეწყვიტოთ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ ორსულად ხართ, თუ გაქვთ ძუძუთი კვების პერიოდი, თუ ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, წამლის გამოყენებამდე კონსულტაცია აუცილებლად გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. სუტენტით მკურნალობის დროს ქალებმა, რომლებსაც აქვთ დაორსულების რისკი, მკურნალობის პროცესში უნდა მიმართონ კონტრაცეფციას. წამალი არ მიიღოთ ორსულობის დროს.
თუ მკურნალობის პერიოდში შეამჩნიეთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ძუძუთი კვება

ძუძუთი კვების დროს სუტენტის მიღება დაუშვებელია.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
თუ გაქვთ ისეთი ჩივილები, როგორიცაა თავბრუსხვევა ან პათოლოგიური დაღლილობა, ავტომობილის მართვისას ფრთხილად იყავით.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სუტენტის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
სუტენტის შემადგენლობაში შემავალი დამხმარე ნივთიერებების მიმართ თუ არ ხართ ჰიპერმგძნობიარე, ეს ნივთიერებები გვერდით მოვლენებს არ გამოიწვევს.
სუტენტის მიღება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად
სუტენტის გამოყენებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან თუ ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე მედიკამენტს იღებთ:
ტუბერკულოზის წამლები (რიფამპინი),
ანტიბიოტიკები (ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, რიფამპიცინი),
ანტიდეპრესანტები (ჰიპერიკუმ პერფორატუმის სახელით ცნობილი მცენარეული სამკურნალო საშუალებების ჩათვლით),
ალერგიის ან კანის დაავადებების მედიკამენტები (კორტიზონი და მსგავსი წამლები, დექსამეტაზონი და სხვ.),
ეპილეფსიის მედიკამენტები (ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი),
სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტები, რომლების გამოიყენება სოკოვანი ინფექციის დროს (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი),
შიდსის (AIDS) ინფექციის დროს გამოყენებული წამლები (რიტონავირი),
სისხლის გამათხელებელი მედიკამენტები, როგორიცაა ვარფარინი ან ასენოკუმაროლი.
თუ ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე მედიკამეტს რეცეპტით ან ურეცეპტოთ იღებთ ან ბოლო პერიოდში იღებდით, გთხოვთ ამის შესახებ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
სუტენტის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში შესაძლებელია გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები:
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან თუ რომელიმე ნიშანი გამოგივლინდათ, სუტენტის მიღება შეწყვიტეთ და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან თქვენთან ახლოს მდებარე საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას მიმართეთ:
გულის პრობლემები: თუ იგრძენით დაღლილობა, სუნთქვის გაძნელება, თუ ფეხები და ტერფები შეგიშუპდათ, აცნობეთ ექიმს. ეს ნიშნები შესაძლებელია იყოს გულის უკმარისობის, გულის კუნთის დაზიანების (კარდიომიოპათია) და გულის სხვა დაავადებების მანიშნებელი.
ფილტვებისა და სუნთქვის პრობლემები: იმ შემთხვევებში თუ დაგეწყოთ ხველა, გულ-მკერდის არეში ტკივილი, სუნთქვის უეცარი გაძნელება ან სისხლიანი ნახველი, მაშინვე აცნობეთ ექიმს. აღნიშნული შესაძლებელია იყოს ფილტვის ემბოლიის ნიშანი, რომელსაც იწვევს შედედებული სისხლის ფილტვში მოხვედრა.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა: იმ შემთხვევებში თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობის სიმპტომები, როგორიცაა შარდვის სიხშირის ცვლილება ან შარდვის გაძნელება, აუცილებლად აცნობეთ ექიმს.
სისხლდენა: სუტენტით მკურნალობის პერიოდში თუ დაგეწყოთ სისხლდენა ან მუცლის არეში ტკივილი, შესიება, სისხლიანი გულისრევა, თუ შეამჩნიეთ შავი წებოვანი განავალი, სისხლიანი შარდი, თუ დაგეწყოთ თავის ტკივილი ან ცნობიერების ცვლილება, ხველებისას ფილტვებიდან ან სასუნთქი გზებიდან წამოსული სისხლიანი ნახველი, აუცილებლად აცნობეთ ექიმს.
სიმსივნის განადგურებისას გამოწვეული ნაწლავის პერფორაცია: თუ გაქვთ ძლიერი მუცლის ტკივილი, ტემპერატურა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, სისხლიანი განავალი ან თუ შეამჩნიეთ კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული სხვა რაიმე ცვლილება, აცნობეთ ექიმს.
ზემოთ ჩამოთვნილი ნიშნები წარმოადგენს პრეპარატის სერიოზულ გვერდით მოვლენებს. თუ რომელიმე მათგანი მაინც აღგენიშნებათ, შესაძლებელია დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
ქვემოთ ჩამოთვლილია ყველა გვერდით მოვლენა, რომელიც ვლინდება სიხშირის მიხედვით.
გვერდით მოვლენათა კლასიფიკაცია სიხშირის მიხედვით შემდეგნაირია:
ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან სულ მცირე ერთთან.
ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებში, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტ პაციენტში.
არახშირი: შეიძლება გამოვლინდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებში, მაგრამ 1000 პაციენტიდან ერთზე მეტ პაციენტში.
იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებში, მაგრამ 10000 პაციენტიდან ერთზე მეტ პაციენტში.
ძალიან იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 10000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებ პაციენტში.
უცნობია: ხელთ არსებული მონაცემებით ვერ დგინდება.
ძალიან ხშირი:
სისხლის წითელი უჯრედების ან/და ნეიტროფილების (სისხლის თეთრი უჯრედების ერთი ტიპი) რაოდენობის შემცირება,
თრომბოციტოპენია (სისხლის ფირფიტების, ანუ თრომბოციტების რაოდენობის შემცირება),
სუნთქვის უკმარისობა,
მაღალი წნევა,
დაღლილობა და სისუსტე,
კანქვეშ და თვალის გარშემო სითხით გამოწვეული ქსოვილის შეშუპება, ალერგიული გამონაყარი,
ტკივილი პირის ღურში/გაღიზიანება, წყლულები პირის ღრუში, სიმშრალე, გემოვნების გაუკუღმართება, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, მუცლის ტკივილი/შებერილობა, მადის დაქვეითება/დაკარგვა,
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა (ჰიპოთირეოზი),
თავბრუსხვევა,
თავის ტკივილი,
ცხვირიდან სისხლდენა,
ზურგის ტკივილი, სახსრების ტკივილი,
კიდურების (ხელებისა და ფეხების) ტკივილი,
კანის გაყვითლება/გაუფერულება, კანის გადაჭარბებული შეფერილობა, თმის ფერის ცვლილება, ხელისგულებსა და ტერფებზე გამონაყარი, კანზე გამონაყარი, კანის სიმშრალე,
ხველა,
ტემპერატურა,
ძილის გაძნელება,
შეშუპება.
ხშირი:
სისხლში არსებული თეთრი უჯრედების შემცირება, რომლების იცავს ვირუსებისა და ბაქტეირებისაგან,
სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნა,
გულ-მკერდის არეში ტკივილი, გულის კუნთების სისხლით მიწოდების გაძნელება კორონარული არტერიების შევიწროების ან დაცობის გამო, რაც გამოიხატება ქოშინით სუნთვაში,
გულ-მკერდის ტკივილი,
გულის მიერ ამოტუმბული სისხლის რაოდენობის შემცირება, რაც გამოიხატება შფოთვით, სუნთქვის გაძნელებით, აჩქარებული გულისცემით და დაბალი არტერიული წნევით,
ფილტვების ირგვლივ სითხის დაგროვება, რომელიც გამოიხატება მკვეთრი ტკივილით გულმკერდის არეში,
ინფექციები,
სისხლში შაქრის დონის შემცირება. თუ თქვენ გაქვთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა, პალპიტაცია, ოფლიანობა, შიმშილის გრძნობა და გონების დაკარგვა, რაც მიუთითებს სისხლში შაქრის დონის შემცირებაზე , დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს,
შარდში ცილის დაკარგვა, რაც ზოგჯერ იწვევს შეშუპებას,
გრიპის მსგავსი სიმპტომები,
სისხლის ანალიზში გამოვლენილი პანკრეასის და ღვიძლის ფერმენტების დარღვევა,
შარდმჟავას ჭარბი რაოდენობა სისხლში,
ჰემოროი (ბუასილი), სწორი ნაწლავის არეში ტკივილი, ღრძილების სისხლდენა, ყლაპვის გაძნელება ან ყლაპვის უუნარობა,
ენის წვა ან ჩხვლეტის შეგრძნება, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ანთება, კუჭსა და ნაწლავებში ჭარბი აირების წარმოქმნა,
წონაში კლება,
კუნთოვანი სისტემის (კუნთებისა და ძვლების) ტკივილი, კუნთების სისუსტე, სახსრებში დაღლილობის შეგრძნება, კუნთების ტკივილი, კუნთების სპაზმი,
ცხვირის ღრუს სიმშრალე, ცხვირის გაჭედილობა,
ჭარბი ცრემლდენა,
კანის არაბუნებრივი მგრძნობელობა, კანის სიმშრალე, ქავილი, კანის აქერცვლა და ანთება, წყლულები (ბუშტუკები) კანზე, აკნე, ფრჩხილების ფერის ცვლა, თმის ცვენა,
არაბუნებრივი მგრძნობელობა კიდურებში (ხელებსა და ფეხებში),
მგრძნობელობის (განსაკუთრებით შეხების მგრძნობელობის) არაბუნებრივი მომატება ან შემცირება.
კუჭის წვა,
ძილიანობა, დაღლილობა, წყურვილის გრძნობა, სხეულში სითხის დაკარგვა (დეჰიდრატაცია), რომელიც ვლინდება კანის სიმშრალით;
ცხელება, სახეზე სიწითლე,
არაბუნებრივი ფერის შარდი,
დეპრესია,
შემცივნება,
არახშირი:
სიცოცხლისთვის საშიში რბილი ქსოვილების ინფექციები, მათ შორის ქალისა და მამაკაცის ორგანოების. მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ისეთი ინფექცია, რომელმაც გამოიწვია კანის დაზიანება და დაზიანებული კანის გარშემო გაქვთ ტკივილი, სიწითლე, შეშუპება, ინფექციის ადგილიდან სისხლიანი ან ჩირქიანი გამონადენი;
დამბლა,
ინფარქტი, რომელიც გამოწვეულია გულში სისხლის მიმოქცევის შემცირებით ან შეფერხებით,
გულის ელექტრული აქტივობის ცვლილებები ან არაბუნებრივი რიტმი,
სითხის დაგროვება გულის ირგვლივ, რაც გამოიხატება მკვეთრი ტკივილით გულის არეში;
ღვიძლის უკმარისობა, რომელიც გამოიხატება გულისრევით, მადის დაქვეითებით, წონაში კლებით;
მუცლის ტკივილი, რომელიც გამოწვეულია პანკრეასის ანთებით;
ნაწლავის პერფორაცია (გახვრეტა), რომელიც გამოიხატება სისხლიანი განავლით, ღია წითელი ან მუქი შავი ფერის განავლით;
ნაღვლის ბუშტის ანთება, რომელსაც თან ახლავს კენჭები (ან შეიძლება იყოს მის გარეშე) და გამოიხატება მუცლის ტკივილითა და ცხელებით;
ფისტულა, ანალური ფისტულა
ტკივილი პირის ღრუში, კბილების ან/და ყბის ტკივილი, შეშუპება ამ წყლულები პირის ღრუში, დაბუჯება ან სიმძიმე ყბის არეში ან კბილის მოდუნება/მოშვება. აღნიშნული სიმპტომები შეიძლება იყოს ყბის ძვლის დაზიანების (ოსტეონეკტროზის) ნიშანი. თუ ეს გვერდითი მოვლენა გამოვლინდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
მოსვენებულ მდგომარეობაში ორგანიზმის მიერ მოხმარებული ენერგიის რაოდენობის მატება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გადაჭარბებული გამომუშავების შედეგად, რაც გამოიხატება უკიდურესი გაღიზიანებით, გულის აჩქარებით, წონაში სწრაფი კლებით.
საშარდე გზებში სისხლდენა;
ქირურგიული ოპერაციის შემდეგ ჭრილობის მოშუშების შეფერხება;
სისხლში ფერმენტის დონის მატება, რომელიც კუნთების დაზიანებით არის გამოწვეული (კრეატინ ფოსფოკინაზა);
ნივთიერების მიმართ ალერგიული რეაქციები, რაც გამოიხატება შემდეგი ნიშნებით: ცხელება, კანის გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, სხეულის შეშუპება და სუნთქვის გაძნელება;
სუნთქვის უკმარისობა, სისხლიანი ხველა,
მსხვილი ნაწლავის ანთება (კოლიტი, იშემიური კოლიტი).
იშვიათი:
კანისა და ლორწოვანი გარსის სერიოზული რეაქცია (სტივენს ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროზი, მრავალფორმული ერითემა);
სიმსივნის ლიზისის სინდრომი, რომელიც წარმოადგენს მეტაბოლურ დარღვევას, კიბოს მკურნალობის პროცესში. ეს სინდრომი გამოწვეულია მკვდარი კიბოს უჯრედების განადგურებით და ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: გულისრევა, სუნთვის უკმარისობა, არანორმალური დაღლილობა, არარეგულარული გულისცემა, კუნთების კრუნჩხვა, გაუმჭვირვალე შარდი, თირკმლის ფუნქციების ცვლილება, თირკმლის უკმარისობა, რაც გამოვლინდება ლაბორატორიული კვლევებით (კალიუმმის, შარდმჟავას, ფოსფორის მაღალი დონე და კალციუმის დაბალი დონე სისხლში).
თირკმლის უკმარისობის გამომწვევი კუნთების არანორმალური დაზიანება (რაბდომიოლიზი);
თავის ტვინის პათოლოგიური ცვლილებები (შექცევადი ლეიკოენცეფალოპათიის სინდრომი), რომელიც შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომებით: თავის ტკივილი, გონების დაბინდვა, კრუნჩხვა, მხედველობის დაკარგვა.
კანის მტკივნეული წყლული („განგრენოზული პიოდერმია“);
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი),
ფარისებრი ჯირკვლის ანთება, რომელიც ვლინდება კისრის არეში ძლიერი ტკივილით.
თრომბოზული მიკროანგიოპათიის სახელით ცნობილი უმცირესი სისხლძარღვების დაზიანება.
უცნობია:
სისხლძარღვთა კედლის გაფართოება და გათხელება ან სისხლძარღვთა კედლის სკდომა (ანევრიზმა და არტერიის დისექცია).
თუ თქვენ გამოგივლინდათ რომელიმე გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის წინამდებარე ინსტრუქციაში აღნიშნული, აუცილებლად მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შენიშვნა:
თუ პრეპარატის მოხმარების დროს გამოგივლინდათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც აღნიშნულია ან არ არის აღნიშნული წინამდებარე ინსტრუქციაში, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან. ასევე, გვერდითი ეფექტის გამოვლენისას, www.titck.gov.tr საიტის მეშვეობით შედით შემდეგ განყოფილებაში: „წამლის გვერდითი მოვლენა“ და გააგზავნეთ შესაბამისი შეტყობინება ან 0 800 314 00 08 ნომრის საშუალებით შეატყობინეთ თურქეთის ფარმაციის ცენტრს. გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ წვლილს შეიტანთ მეტი ინფორმაციის დადგენაში იმ წამლის უსაფრთხოების შესახებ, რომელსაც იყენებთ.
სუტენტის შენახვა
სუტენტი შეინახეთ თავისი შეფუთვით ბავშვებისთვის მიუწვდომელ, უსაფრთხო ადგილას.
შეინახეთ არაუმეტეს 250 C ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის გასვლამდე.
შეფუთვაზე მითითებულია ვარგისიანობის ვადა. ვადაგასული მედიკამენტი არ გამოიყენოთ. ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტი ნაგავში არ გადააგდოთ!
გადაეცით შესაბამის სისტემას, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
თუ შეამჩნიეთ, რომ შეფუთვა ან მედიკამენტი დაზიანებულია, სუტენტი არ მიიღოთ.
სანაგვეში ან ნიჟარაში არ ჩააგდოთ. თუ მედიკამენტი არ გჭირდებათ, მისი განადგურების შესახებ ინსტრუქცია მიიღეთ ფარმაცევტისგან.
ციტოტოქსიკური და ციტოსტატიკური სამკურნალო საშუალებების გამოყენების შედეგად დაცარიელებული შიდა შეფუთვის ნარჩენები წარმოადგენს საშიშ ნარჩენებს, ამ ნარჩენების მართვა რეგულირდება 2/4/2015 წლის N29314 ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნებული „ნარჩენების მართვის რეგულაციის“ მიხედვით.
ლიცენზიის მფლობელი: Pfizer PFE İlaçları A.Ş. მუალიმ ნაჯის გამზ. N55, 34347 ორთაქოი - სტამბოლი
წარმოების ადგილი: Pfizer Italia S.r.l. Ascoli Piceno, İTALİA
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 05.12.2019 წელს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
სუტენტი / SUTENT 12.5 მგ. კაფსულა
მიიღება პერორალურად.
ციტოტოქსიკური
აქტიური ნივთიერება: 16.7 მგ. სუნიტინიბის მალატი, რაც შეესაბამება 12.5 მგ. სუნიტინიბს.
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი (E421), ნატრიუმის კროსკარმელოზა (E468), პოვიდონი, გამოხდილი წყალი, მაგნიუმის სტეარატი (E572).
კაფსულის გარსის შემადგენლობა: (დაბეჭდილი, ნარინჯისფერი, N4 ზომის მქონე, ჟელატინის მყარი კაფსულა): ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის წითელი ოქსიდი (E172ii), ჟელატინი (E441).
თეთრი მელნის შემადგენლობა: შელაქი (E904), პროპილენის გლიკოლი (E1520), ნატრიუმის ჰიდროქსიდი (E524), პოვიდონი, ტიტანის დიოქსიდი (E171), Dehidraft სპირტი, იზოპროპილის სპირტი, ბუტილის სპირტი. პროდუქტი შეიცავს მყარი ჟელატინის ნედლეულს.
მანამ სანამ მედიკამენტს მიიღებთ, აუცილებლად ყურადღებით გაეცანით წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციას, რადგან ინსტრუქციაში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შესაძლებელია დაგჭირდეთ განმეორებით წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ეს მედიკამენტი გამოწერილია პირადად თქვენთვის, გთხოვთ სხვებს ნუ მისცემთ.
ამ მედიკამენტის მიღების განმავლობაში ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტების დროს, თქვენს მკურნალ ექიმს უთხარით, რომ აღნიშნულ წამალს იღებთ.
ზუსტად დაიცავით წინამდებარე ინსტრუქცია. მიიღეთ მხოლოდ თქვენთვის რეკომენდებული დოზა, არ მიიღოთ უფრო მეტი ან ნაკლები დოზა.
წინამდებარე ინსტრუქციის ქვეთავებია:
რა არის სუტენტი და რისთვის გამოიყენება?
სუტენტის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
როგორ მიიღება სუტენტი?
რა შეიძლება იყოს მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები?
სუტენტის შენახვა
რა არის სუტენტი და რისთვის გამოიყენება?
სუტენტი გამოიყენება კიბოს მკურნალობის დროს. სუტენტი ხელს უშლის ცილების ჯგუფის იმ ფუნქციის შესრულებას, რომლებიც იწვევენ კიბოს უჯრედების ზრდას და გავრცელებას. ეს არის აღნიშნული წამლის ეფექტი კიბოს მკურნალობისას.
სუტენტი წარმოდგენილია ალუმინის/PVC ბლისტერული შეფუთვით 28 კაფსულის სახით.
სუტენტის კაფსულები არის ორნაწილიანი, გაუმჭვირვალე ბეჭდვით, ძირითადი ნაწილი და თავსახური ნარინჯისფერი, მყარი ჟელატინის. კასფულა შეიცავს ყვითელ-ნარინჯისფერ გრანულებს. სუტენტის თითოეული კაფსულა შეიცავს სუნიტინიბის მალატს, რომელიც 12,5 მგ. სუნიტინიბის შესაბამისია.
სუტენტის დანიშვნა ხდება ექიმის მიერ თირკმლის უჯრედოვანი კიბოს, კუჭისა და ნაწლავის კედლის სტრუქტურის დამხმარე ქსოვილის ავთვისებიანი სიმსივნეებისა და პანკრეასის ზოგიერთი კიბოს სამკურნალოდ.
მეტასტაზირებული უჯრედოვანი კიბო
სუტენტი გამოიყენება მეტასტაზირებული თირკმლის უჯრედოვანი კიბოს მკურნალობისას.
გასტროინტესტინული სტრომალური სიმსივნე
სუტენტი გამოიყენება განსტროინტესტინული სტრომალური სიმსივნის მკურნალობისას. აღნიშნული სიმსივნე არის კუჭისა და ნაწლავის კედლის სტრუქტურის დამხმარე ქსოვილის ავთვისებიანი სიმსივნე. ეს გამოწვეულია ქსოვილში უჯრედების უკონტროლო გაზრდით. სუტენტი ხელს უშლის სწორედ ამ უჯრედების ზრდას. იგი ხელს უშლის ამ უჯრედების კვებისთვის საჭირო სისხლძარღვთა წარმოქმნას.
პანკრეასის ნეიროენდოკრინული სიმსივნე
სუტენტი გამოიყენება გავრცელებული პანკრეასის ნეიროენდოკრინული სიმსივნის მკურნალობისას, როდესაც დაავადება პროგრესირებულია და ქირურგიული ჩარევის გზით მკურნალობა არ არის დაშვებული. ეს არის იშვიათი სიმსივნე, რომელიც წარმოიქმნება პანკრეასის ჰორმონის გამომყოფი უჯრედებისგან.
მედიკამენტ სუტენტთან და მის დანიშვნასთან დაკავშირებული შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია.
სუტენტის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
წინამდებარე ინსტრუქციისგან განსხვავებული რომც იყოს, გაითვალიწინეთ თქვენი ექიმის მიერ გაცემული ინსტრუქცია.
სუტენტი არ მიიღოთ ქვემოთ აღნიშნულ შემთხვევებში:
მედიკამენტი სუტენტის მიღება დაუშვებელია, თუ ხართ სუნიტინიბის მალატის ან სუტენტის შემადგენლობაში არსებული სხვა დამხმარე ნივთიერებების მიმართ ზედმეტად მგრძნობიარე (თუ ხართ ალერგიული).
სუტენტი დიდი სიფრთხილით მიიღეთ შემდეგ შემთხვევებში:
თუ გაქვთ მაღალი წნევა
სუტენტმა შეიძლება გამოიწვიოს წნევის აწევა. მკურნალობის პროცესში თქვენმა ექიმმა უნდა შეგიმოწმოთ წნევა და საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნოთ წნევის დამწევი სამკურნალო საშუალება.
თუ გაქვთ სისხლთან დაკავშირებული დაავადება, სისხლდენასთან დაკავშირებული პრობლემები
თუ შეამჩნიეთ ცხვირიდან ან სხვა ორგანოდან სისხლდენა
სუტენტის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა. აღნიშნული პრეპარატი ასევე იწვევს სისხლში გარკვეული უჯრედების რაოდენობის ცვლილებას, რაც ანემიის საფუძველია. ასევე გავლენას ახდენს სისხლის შედედების უნარზე. თუ თქვენ იღებთ ვარფარინს და აცენოკუმაროლს, რომელიც ათხელებს თქვენს სისხლს და ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას, სუტენტის მიღებისას სისხლდენის მაღალი რისკი არსებობს. აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაში თუ სუტენტის მიღებამ სისხლდენა გამოიწვია, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
თუ გაქვთ გულის დაავადება
სუტენტის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გულის პრობლემები. თუ თავს იგრძნობთ გადაღლილად, თუ იგრძნობთ სუნთქვის უკმარისობას ან თუ ფეხი და ფეხის ტერფი შეგისივდათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
თუ გაქვთ გულის რითმის არაბუნებრივი ცვლილებები
სუტენტის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის პათოლოგია. თქვენმა ექიმმა შესაძლებელია სუტენტით მკურნალობის პერიოდში მოითხოვოს ელექტროკარდიოგრამის გადაღება, რათა შეაფასოს გულის პრობლემები. სუტენტის მიღების დროს თუ დაგეწყოთ თავბრუსხვევა, თუ იგრძენით სისუსტე და ფიქრობთ, რომ გაქვთ არაბუნებრივი გულისცემა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
თუ ახლო წარსულში გქონდათ ვენებისა ან/და არტერიების პრობლემა, ინსულტი, ათეროსკლეროზი ან სისხლძარღვებში სისხლის შედედების პრობლემა
თუ სუტენტით მკურნალობის დროს გრძნობთ ტკივილს მკერდში, ზურგში, კისრის ან ყბის ადგილებში, თუ გრძნობთ სისუსტეს ან დაბუჟებას სხეულის ერთ ნაწილში, თუ გაქვთ მეტყველების პრობლემა, თავის ტკივილი ან თავბრუსხვევა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
თუ გაქვთ ანევრიზმა (სისხლძარღვთა კედლის გაფართოება და გათხელება) ან თუ გქონიათ წარსულში ან სისხლძარღვთა კედლის დაზიანება თუ გქონიათ;
თუ გაქვთ ან გქონდათ თრომბოზული მიკროანგიოპათიის სახელით ცნობილი უმცირესი სისხლძარღვების დაზიანება
თუ გრძნობთ დაღლილობას და სისუსტეს, თუ გაქვთ ტემპერატურის მატება, სილურჯეები/სისხლჩაქცევები, შეშუპება, სისხლდენა, გონების დაბინდვა, მხედველობის დაკარგვა და კრუნჩხვები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები
სუტენტის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები. თუ მკურნალობის პერიოდში ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად იღლებით, სხვა ადამიანებთან შედარებით უფრო ხშირად გამცივნებთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. სუტენტის გამოყენებამდე და გამოყენების დროს რეგულარულად უნდა მოხდეს თქვენი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შემოწმება. თუ თქვენი ფარისებრი ჯირკვალი საკმარის ჰორმონს არ გამოიმუშავებს, შესაძლებელია დაგენიშნოთ ჰორმონალური მკურნალობა.
თუ გაწუხებთ პანკრეასთან ან ნაღვლის ბუშტთან დაკავშირებული პრობლემები
თუ კუჭის ადგილას გრძნობთ ტკივილს, გაქვთ გულისრევის შეგრძნება, საჭმლის მონელების დარღვევა, დიარეა, ღებინება და სიცხე, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. აღნიშნული შესაძლებელია გამოწვეული იყოს პანკრეასის ან ნაღვლის ბუშტის ანთებით.
თუ გაქვთ ტკივილი პირის ღრუში ან საყლაპავი მილის ანთება
თუ გაწუხებთ კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები
თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
თუ სუტენტით მკურნალობის დროს შეამჩნევთ ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა: ქავილი, კანის ან თვალების გაყვითლება, მუქი შარდი, ტკივილი ან დისკომფორტი კუჭის ზედა მარჯვენა ნაწილში, მიმართეთ ექიმს. სუტენტით მკურნალობის დაწყებამდე და შემდეგ, მკურნალობის პროცესში თქვენი ექიმი ღვიძლის ფუნქციის შემოწმების მიზნით სისხლის ანალიზებს დაგინიშნავთ.
თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა
ექიმი მონიტორინგს გაუწევს თქვენი თირკმლის ფუნციონირებას.
თუ უახლოეს მომავალში აპირებთ ქირურგიულ ოპერაციას ან თუ უკვე ჩაიტარეთ ოპერაცია
პრეპარატმა სუტენტმა შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს ჭრილობების მოშუშებაზე. თუ ქირურგიულ ოპერაციას გეგმავთ, სუტენტის მოხმარება უნდა შეწყვიტოთ. ამის შემდეგ, სუტენტის მიღების დაწყების თარიღს განსაზღვრავს თქვენი ექიმი.
შეიძლება თქვენმა ექიმმა სუტენტით მკურნალობის დაწყებამდე მოითხოვოს კბილების შემოწმება.
- თუ გქონდათ ან გაქვთ პირის ღრუს, კბილის, ყბის ტკივილი, თუ პირის ღრუში შეამჩნიეთ შეშუპება ან წყლულები, თუ გრძნობთ ყბის ტკივილსა და დაბუჟებას, ან თუ დაკარგეთ კბილი, დაუყოვნებლით აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმსა და სტომატოლოგს.
- თუ დაგჭირდათ კბილზე მკურნალობა ან თუ თქვენს კბილზე აუცილებელი გახდა ქირურგიული ჩარევა და ამავე დროს, განსაკუთრებით, ინტრავენური გზით იღებთ პრეპარატებს, თქვენს სტომატოლოგს აუცილებლად აცნობეთ, რომ იღებთ სუტენტს.
თუ გაქვთ კანის ან კანქვეშა ქსოვილის სერიოზული რეაქციები
სუტენტის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს თქვენი კანის ფერის ცვლილება, სიმშრალე, შეშუპება ან დასკდომა, შედარებით იშვიათად ფეხის ტერფებსა და ხელისგულებზე სიწითლე ან ბუშტუკების გაჩენა. სუტენტის გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს „განგრენოზული პიოდერმია“ (კანის ჩირქოვანი დაავადება მტკივნეული) ან ნეკროზული ფასციიტი (კანის, რბილი ქსოვილების ინფექციების სწრაფი გავრცელება, რაც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს). აღნიშნული მდგომარეობა გამოსწორდება სუნიტინიბის გამოყენების შეწყვეტით. ზოგადად, სუნიტინიბის გამოყენებისას დაფიქსირებულია სერიოზული კანის გამონაყარი, რომელიც ხშირად ვლინდება მოწითალო ლაქების სახით ან წრიული ლაქების სახით ცენტრში ბუშტუკებით (სტივენს ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროზი, მრავალფორმული ერითემა). გამონაყარი შესაძლოა ძლიერად გავრცელდეს და კანის გადაძრობის მიზეზი გახდეს, რას შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს. ასეთი შემთხვევების გამოვლენისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ გაქვთ ან მანამდე გქონიათ ეპილეფსიური კრუნჩხვები
თუ გაქვთ მაღალი წნევა, ძლიერი თავის ტკივილი ან მხედველობის დაკარგვა, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
თუ გაქვთ დიაბეტი
შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში აუცილებელია სისხლში გლუკოზის დონე რეგულარულად შემოწმდეს, რათა შეფასდეს გამოყენებული ანტიდიაბეტური საშუალებების დოზის კორექტირების საჭიროება.
სუტენტის გამოყენების დროს თუ წარმოიქმნა ფისტულა
თუ შეამჩნიეთ გემოვნების დაქვეითება
თუ შეამჩნიეთ კანზე გამონაყარი, თუ გაქვთ ყლაპვის და სუნთქვის გაძნელება
თუ შეამჩნიეთ წყლულები სხეულის სხვადასხვა ნაწილებში
თუ სისხლში შაქრის დონე დაეცა
თუ ზემოაღნიშნული ნიშნები გაქვთ ან წარსულში გქონდათ, გთხოვთ ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია.
სუტენტის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
სუტენტის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
გაითვალისწინეთ: სუტენტის მიღება დაუშვებელია გრეიფრუტთან ან გრეიფრუტის წვენთან ერთად.
ორსულობა
პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ ორსულად ხართ, თუ გაქვთ ძუძუთი კვების პერიოდი, თუ ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, წამლის გამოყენებამდე კონსულტაცია აუცილებლად გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. სუტენტით მკურნალობის დროს ქალებმა, რომლებსაც აქვთ დაორსულების რისკი, მკურნალობის პროცესში უნდა მიმართონ კონტრაცეფციას. წამალი არ მიიღოთ ორსულობის დროს.
თუ მკურნალობის პერიოდში შეამჩნიეთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ძუძუთი კვება
პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ძუძუთი კვების დროს სუტენტის მიღება დაუშვებელია.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა
თუ გაქვთ ისეთი ჩივილები, როგორიცაა თავბრუსხვევა ან პათოლოგიური დაღლილობა, ავტომობილის მართვისას ფრთხილად იყავით.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სუტენტის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
სუტენტის შემადგენლობაში შემავალი დამხმარე ნივთიერებების მიმართ თუ არ ხართ ჰიპერმგძნობიარე, ეს ნივთიერებები გვერდით მოვლენებს არ გამოიწვევს.
სუტენტის მიღება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად
სუტენტის გამოყენებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან თუ ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე მედიკამენტს იღებთ:
ტუბერკულოზის წამლები (რიფამპინი),
ანტიბიოტიკები (ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, რიფამპიცინი),
ანტიდეპრესანტები (ჰიპერიკუმ პერფორატუმის სახელით ცნობილი მცენარეული სამკურნალო საშუალებების ჩათვლით),
ალერგიის ან კანის დაავადებების მედიკამენტები (კორტიზონი და მსგავსი წამლები, დექსამეტაზონი და სხვ.),
ეპილეფსიის მედიკამენტები (ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი),
სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტები, რომლების გამოიყენება სოკოვანი ინფექციის დროს (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი),
შიდსის (AIDS) ინფექციის დროს გამოყენებული წამლები (რიტონავირი),
სისხლის გამათხელებელი მედიკამენტები, როგორიცაა ვარფარინი ან ასენოკუმაროლი.
თუ ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე მედიკამეტს რეცეპტით ან ურეცეპტოთ იღებთ ან ბოლო პერიოდში იღებდით, გთხოვთ ამის შესახებ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორ მიიღება სუტენტი?
სწორი გამოყენება და დოზასთან/გამოყენების სიხშირესთან დაკავშირებული ინსტრუქციები:
თქვენი მკურნალი ექიმი განსაზღვრავს შესაბამის დოზას კიბოს ტიპის მიხედვით, რომელიც საჭიროებს მკურნალობას.
თუ თქვენ მკურნალობთ გასტროინტესტინულ სტრომალურ სიმსივნეს ან თირკმლის კიბოს, რეკომენდებული დოზაა დღეში ერთხელ 50 მგ. 28 დღის განმავლობაში (უწყვეტად 4 კვირა), შემდგომი 14 დღიანი შესვენებით (2 კვირა), ჯამში თერაპიის სრული ციკლი შეადგენს 6 კვირას. თქვენი მკურნალი ექიმი განსაზღვრავს, ეს 6 კვირიანი მკურნალობის კურსი რამდენჯერ უნდა დაინიშნოს.
თუ თქვენ მკურნალობთ პანკრეასის ნეიროენდოკრინულ სიმსივნეს, რეკომენდებული დოზაა დღეში ერთხელ 37,5 მგ, შესვენების პერიოდის გარეშე.
მიღების წესი და მეთოდი:
სუტენტი მიიღება პერორალურად. პრეპარატის მიღება შესაძლებელია ჭამამდე ან საკვებთან ერთად. კაფსულები არ გახსნათ.
გამოყენება სხვადასხვა ასაკის პაციენტებში:
გამოყენება ბავშვებში:
სუტენტის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში, დადგენილი არ არის. 18 წელს ქვემოთ ასაკის პაციენტებში მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული.
გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში:
ახალგაზრდა და ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის ეფექტურობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი განსხვავებები არ არის დაფიქსირებული.
სპეციალური გამოყენების შემთხვევები:
თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობა:
ასეთ შემთხვევებში თქვენი მკურნალი ექიმი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
თუ შეამჩნიეთ, რომ სუტენტის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
სუტენტის საჭიროზე მეტი ოდენობით მიღების შემთხვევები:
თუ სუტენტი მიიღეთ საჭიროზე მეტი ოდენობით, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. შესაძლოა დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება.
თუ სუტენტის მიღება დაგავიწყდათ:
იმ შემთხვევაში, თუ სუტენტის დოზის მიღება დაგავიწყდათ, როგორც კი გაგახსენდებათ, მაშინვე მიიღეთ. მაგრამ, თუ მომდევნო დოზის მიღების დრო უკვე მოახლოებულია, მაშინ გამოტოვებული დოზა არ მიიღოთ.
გამოტოვებული დოზის დასაბალანსებლად ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
სუტენტით მკურნალობის დასრულებისას მოსალოდნელი ეფექტები:
სუტენტით მკურნალობის დასრულებისას განსაკუთრებული მდგომარეობა არ იქმნება. ექიმთან კონსულტაციის გარეშე მკურნალობა არ შეწყვიტოთ.
მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები:
სუტენტის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში შესაძლებელია გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები:
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან თუ რომელიმე ნიშანი გამოგივლინდათ, სუტენტის მიღება შეწყვიტეთ და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან თქვენთან ახლოს მდებარე საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას მიმართეთ:
გულის პრობლემები: თუ იგრძენით დაღლილობა, სუნთქვის გაძნელება, თუ ფეხები და ტერფები შეგიშუპდათ, აცნობეთ ექიმს. ეს ნიშნები შესაძლებელია იყოს გულის უკმარისობის, გულის კუნთის დაზიანების (კარდიომიოპათია) და გულის სხვა დაავადებების მანიშნებელი.
ფილტვებისა და სუნთქვის პრობლემები: იმ შემთხვევებში თუ დაგეწყოთ ხველა, გულ-მკერდის არეში ტკივილი, სუნთქვის უეცარი გაძნელება ან სისხლიანი ნახველი, მაშინვე აცნობეთ ექიმს. აღნიშნული შესაძლებელია იყოს ფილტვის ემბოლიის ნიშანი, რომელსაც იწვევს შედედებული სისხლის ფილტვში მოხვედრა.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა: იმ შემთხვევებში თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობის სიმპტომები, როგორიცაა შარდვის სიხშირის ცვლილება ან შარდვის გაძნელება, აუცილებლად აცნობეთ ექიმს.
სისხლდენა: სუტენტით მკურნალობის პერიოდში თუ დაგეწყოთ სისხლდენა ან მუცლის არეში ტკივილი, შესიება, სისხლიანი გულისრევა, თუ შეამჩნიეთ შავი წებოვანი განავალი, სისხლიანი შარდი, თუ დაგეწყოთ თავის ტკივილი ან ცნობიერების ცვლილება, ხველებისას ფილტვებიდან ან სასუნთქი გზებიდან წამოსული სისხლიანი ნახველი, აუცილებლად აცნობეთ ექიმს.
სიმსივნის განადგურებისას გამოწვეული ნაწლავის პერფორაცია: თუ გაქვთ ძლიერი მუცლის ტკივილი, ტემპერატურა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, სისხლიანი განავალი ან თუ შეამჩნიეთ კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული სხვა რაიმე ცვლილება, აცნობეთ ექიმს.
ზემოთ ჩამოთვნილი ნიშნები წარმოადგენს პრეპარატის სერიოზულ გვერდით მოვლენებს. თუ რომელიმე მათგანი მაინც აღგენიშნებათ, შესაძლებელია დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
ქვემოთ ჩამოთვლილია ყველა გვერდით მოვლენა, რომელიც ვლინდება სიხშირის მიხედვით.
გვერდით მოვლენათა კლასიფიკაცია სიხშირის მიხედვით შემდეგნაირია:
ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან სულ მცირე ერთთან.
ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებში, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტ პაციენტში.
არახშირი: შეიძლება გამოვლინდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებში, მაგრამ 1000 პაციენტიდან ერთზე მეტ პაციენტში.
იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებში, მაგრამ 10000 პაციენტიდან ერთზე მეტ პაციენტში.
ძალიან იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 10000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებ პაციენტში.
უცნობია: ხელთ არსებული მონაცემებით ვერ დგინდება.
ძალიან ხშირი:
სისხლის წითელი უჯრედების ან/და ნეიტროფილების (სისხლის თეთრი უჯრედების ერთი ტიპი) რაოდენობის შემცირება,
თრომბოციტოპენია (სისხლის ფირფიტების, ანუ თრომბოციტების რაოდენობის შემცირება),
სუნთქვის უკმარისობა,
მაღალი წნევა,
დაღლილობა და სისუსტე,
კანქვეშ და თვალის გარშემო სითხით გამოწვეული ქსოვილის შეშუპება, ალერგიული გამონაყარი,
ტკივილი პირის ღურში/გაღიზიანება, წყლულები პირის ღრუში, სიმშრალე, გემოვნების გაუკუღმართება, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, მუცლის ტკივილი/შებერილობა, მადის დაქვეითება/დაკარგვა,
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა (ჰიპოთირეოზი),
თავბრუსხვევა,
თავის ტკივილი,
ცხვირიდან სისხლდენა,
ზურგის ტკივილი, სახსრების ტკივილი,
კიდურების (ხელებისა და ფეხების) ტკივილი,
კანის გაყვითლება/გაუფერულება, კანის გადაჭარბებული შეფერილობა, თმის ფერის ცვლილება, ხელისგულებსა და ტერფებზე გამონაყარი, კანზე გამონაყარი, კანის სიმშრალე,
ხველა,
ტემპერატურა,
ძილის გაძნელება,
შეშუპება.
ხშირი:
სისხლში არსებული თეთრი უჯრედების შემცირება, რომლების იცავს ვირუსებისა და ბაქტეირებისაგან,
სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნა,
გულ-მკერდის არეში ტკივილი, გულის კუნთების სისხლით მიწოდების გაძნელება კორონარული არტერიების შევიწროების ან დაცობის გამო, რაც გამოიხატება ქოშინით სუნთვაში,
გულ-მკერდის ტკივილი,
გულის მიერ ამოტუმბული სისხლის რაოდენობის შემცირება, რაც გამოიხატება შფოთვით, სუნთქვის გაძნელებით, აჩქარებული გულისცემით და დაბალი არტერიული წნევით,
ფილტვების ირგვლივ სითხის დაგროვება, რომელიც გამოიხატება მკვეთრი ტკივილით გულმკერდის არეში,
ინფექციები,
სისხლში შაქრის დონის შემცირება. თუ თქვენ გაქვთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა, პალპიტაცია, ოფლიანობა, შიმშილის გრძნობა და გონების დაკარგვა, რაც მიუთითებს სისხლში შაქრის დონის შემცირებაზე , დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს,
შარდში ცილის დაკარგვა, რაც ზოგჯერ იწვევს შეშუპებას,
გრიპის მსგავსი სიმპტომები,
სისხლის ანალიზში გამოვლენილი პანკრეასის და ღვიძლის ფერმენტების დარღვევა,
შარდმჟავას ჭარბი რაოდენობა სისხლში,
ჰემოროი (ბუასილი), სწორი ნაწლავის არეში ტკივილი, ღრძილების სისხლდენა, ყლაპვის გაძნელება ან ყლაპვის უუნარობა,
ენის წვა ან ჩხვლეტის შეგრძნება, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ანთება, კუჭსა და ნაწლავებში ჭარბი აირების წარმოქმნა,
წონაში კლება,
კუნთოვანი სისტემის (კუნთებისა და ძვლების) ტკივილი, კუნთების სისუსტე, სახსრებში დაღლილობის შეგრძნება, კუნთების ტკივილი, კუნთების სპაზმი,
ცხვირის ღრუს სიმშრალე, ცხვირის გაჭედილობა,
ჭარბი ცრემლდენა,
კანის არაბუნებრივი მგრძნობელობა, კანის სიმშრალე, ქავილი, კანის აქერცვლა და ანთება, წყლულები (ბუშტუკები) კანზე, აკნე, ფრჩხილების ფერის ცვლა, თმის ცვენა,
არაბუნებრივი მგრძნობელობა კიდურებში (ხელებსა და ფეხებში),
მგრძნობელობის (განსაკუთრებით შეხების მგრძნობელობის) არაბუნებრივი მომატება ან შემცირება.
კუჭის წვა,
ძილიანობა, დაღლილობა, წყურვილის გრძნობა, სხეულში სითხის დაკარგვა (დეჰიდრატაცია), რომელიც ვლინდება კანის სიმშრალით;
ცხელება, სახეზე სიწითლე,
არაბუნებრივი ფერის შარდი,
დეპრესია,
შემცივნება,
არახშირი:
სიცოცხლისთვის საშიში რბილი ქსოვილების ინფექციები, მათ შორის ქალისა და მამაკაცის ორგანოების. მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ისეთი ინფექცია, რომელმაც გამოიწვია კანის დაზიანება და დაზიანებული კანის გარშემო გაქვთ ტკივილი, სიწითლე, შეშუპება, ინფექციის ადგილიდან სისხლიანი ან ჩირქიანი გამონადენი;
დამბლა,
ინფარქტი, რომელიც გამოწვეულია გულში სისხლის მიმოქცევის შემცირებით ან შეფერხებით,
გულის ელექტრული აქტივობის ცვლილებები ან არაბუნებრივი რიტმი,
სითხის დაგროვება გულის ირგვლივ, რაც გამოიხატება მკვეთრი ტკივილით გულის არეში;
ღვიძლის უკმარისობა, რომელიც გამოიხატება გულისრევით, მადის დაქვეითებით, წონაში კლებით;
მუცლის ტკივილი, რომელიც გამოწვეულია პანკრეასის ანთებით;
ნაწლავის პერფორაცია (გახვრეტა), რომელიც გამოიხატება სისხლიანი განავლით, ღია წითელი ან მუქი შავი ფერის განავლით;
ნაღვლის ბუშტის ანთება, რომელსაც თან ახლავს კენჭები (ან შეიძლება იყოს მის გარეშე) და გამოიხატება მუცლის ტკივილითა და ცხელებით;
ფისტულა, ანალური ფისტულა
ტკივილი პირის ღრუში, კბილების ან/და ყბის ტკივილი, შეშუპება ამ წყლულები პირის ღრუში, დაბუჯება ან სიმძიმე ყბის არეში ან კბილის მოდუნება/მოშვება. აღნიშნული სიმპტომები შეიძლება იყოს ყბის ძვლის დაზიანების (ოსტეონეკტროზის) ნიშანი. თუ ეს გვერდითი მოვლენა გამოვლინდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
მოსვენებულ მდგომარეობაში ორგანიზმის მიერ მოხმარებული ენერგიის რაოდენობის მატება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გადაჭარბებული გამომუშავების შედეგად, რაც გამოიხატება უკიდურესი გაღიზიანებით, გულის აჩქარებით, წონაში სწრაფი კლებით.
საშარდე გზებში სისხლდენა;
ქირურგიული ოპერაციის შემდეგ ჭრილობის მოშუშების შეფერხება;
სისხლში ფერმენტის დონის მატება, რომელიც კუნთების დაზიანებით არის გამოწვეული (კრეატინ ფოსფოკინაზა);
ნივთიერების მიმართ ალერგიული რეაქციები, რაც გამოიხატება შემდეგი ნიშნებით: ცხელება, კანის გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, სხეულის შეშუპება და სუნთქვის გაძნელება;
სუნთქვის უკმარისობა, სისხლიანი ხველა,
მსხვილი ნაწლავის ანთება (კოლიტი, იშემიური კოლიტი).
იშვიათი:
კანისა და ლორწოვანი გარსის სერიოზული რეაქცია (სტივენს ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროზი, მრავალფორმული ერითემა);
სიმსივნის ლიზისის სინდრომი, რომელიც წარმოადგენს მეტაბოლურ დარღვევას, კიბოს მკურნალობის პროცესში. ეს სინდრომი გამოწვეულია მკვდარი კიბოს უჯრედების განადგურებით და ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: გულისრევა, სუნთვის უკმარისობა, არანორმალური დაღლილობა, არარეგულარული გულისცემა, კუნთების კრუნჩხვა, გაუმჭვირვალე შარდი, თირკმლის ფუნქციების ცვლილება, თირკმლის უკმარისობა, რაც გამოვლინდება ლაბორატორიული კვლევებით (კალიუმმის, შარდმჟავას, ფოსფორის მაღალი დონე და კალციუმის დაბალი დონე სისხლში).
თირკმლის უკმარისობის გამომწვევი კუნთების არანორმალური დაზიანება (რაბდომიოლიზი);
თავის ტვინის პათოლოგიური ცვლილებები (შექცევადი ლეიკოენცეფალოპათიის სინდრომი), რომელიც შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომებით: თავის ტკივილი, გონების დაბინდვა, კრუნჩხვა, მხედველობის დაკარგვა.
კანის მტკივნეული წყლული („განგრენოზული პიოდერმია“);
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი),
ფარისებრი ჯირკვლის ანთება, რომელიც ვლინდება კისრის არეში ძლიერი ტკივილით.
თრომბოზული მიკროანგიოპათიის სახელით ცნობილი უმცირესი სისხლძარღვების დაზიანება.
უცნობია:
სისხლძარღვთა კედლის გაფართოება და გათხელება ან სისხლძარღვთა კედლის სკდომა (ანევრიზმა და არტერიის დისექცია).
თუ თქვენ გამოგივლინდათ რომელიმე გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის წინამდებარე ინსტრუქციაში აღნიშნული, აუცილებლად მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შენიშვნა:
თუ პრეპარატის მოხმარების დროს გამოგივლინდათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც აღნიშნულია ან არ არის აღნიშნული წინამდებარე ინსტრუქციაში, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან. ასევე, გვერდითი ეფექტის გამოვლენისას, www.titck.gov.tr საიტის მეშვეობით შედით შემდეგ განყოფილებაში: „წამლის გვერდითი მოვლენა“ და გააგზავნეთ შესაბამისი შეტყობინება ან 0 800 314 00 08 ნომრის საშუალებით შეატყობინეთ თურქეთის ფარმაციის ცენტრს. გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ წვლილს შეიტანთ მეტი ინფორმაციის დადგენაში იმ წამლის უსაფრთხოების შესახებ, რომელსაც იყენებთ.
სუტენტის შენახვა
სუტენტი შეინახეთ თავისი შეფუთვით ბავშვებისთვის მიუწვდომელ, უსაფრთხო ადგილას.
შეინახეთ არაუმეტეს 250 C ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის გასვლამდე.
შეფუთვაზე მითითებულია ვარგისიანობის ვადა. ვადაგასული მედიკამენტი არ გამოიყენოთ. ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტი ნაგავში არ გადააგდოთ!
გადაეცით შესაბამის სისტემას, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
თუ შეამჩნიეთ, რომ შეფუთვა ან მედიკამენტი დაზიანებულია, სუტენტი არ მიიღოთ.
სანაგვეში ან ნიჟარაში არ ჩააგდოთ. თუ მედიკამენტი არ გჭირდებათ, მისი განადგურების შესახებ ინსტრუქცია მიიღეთ ფარმაცევტისგან.
ციტოტოქსიკური და ციტოსტატიკური სამკურნალო საშუალებების გამოყენების შედეგად დაცარიელებული შიდა შეფუთვის ნარჩენები წარმოადგენს საშიშ ნარჩენებს, ამ ნარჩენების მართვა რეგულირდება 2/4/2015 წლის N29314 ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნებული „ნარჩენების მართვის რეგულაციის“ მიხედვით.
ლიცენზიის მფლობელი: Pfizer PFE İlaçları A.Ş. მუალიმ ნაჯის გამზ. N55, 34347 ორთაქოი - სტამბოლი
წარმოების ადგილი: Pfizer Italia S.r.l. Ascoli Piceno, İTALİA
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 05.12.2019 წელს.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.