პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

სუტენტი

SUTENT

რეცეპტით25მგინსტრუქცია ქართულადიტალია
რისთვის გამოიყენება

არაოპერაბელური ან/და მეტასტაზური გასტროინტესტინული სტრომული სიმსივნეები მოზრდილებში, როდესაც თერაპია იმატინიბის მეზილატით არაეფექტიანია რეზისტენტობის ან აუტანლობის გამო გავრცელებული ან/და მეტასტაზური თირკმელუჯრედოვანი კიბო მოზრდილებში მოზრდილებში კუჭქვეშა ჯირკვლის არაოპერაბელური ან მეტასტაზური, მაღალდიფერენცირებული …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
სუნიტინიბი (sunitinib)
ფორმა და შეფუთვა
25მგ კაფსულა №30 მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონში
მწარმოებელი
Pfizer Italia S.R.L., იტალია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, პროტეინკინაზას სხვა ინჰიბიტორები
ATC კოდი
L01EX01
რეგისტრაციის ნომერი
რ-042550
რეგისტრირებულია
20 დეკემბერი 2024, მოქმედებს 14 მაისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Pfizer H.C.P. Corporation (აშშ)
განმცხადებელი
Pfizer H.C.P. Corporation (აშშ)
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებასუტენტი და სხვა წამალი ერთად

სუტენტი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

არაოპერაბელური ან/და მეტასტაზური გასტროინტესტინული სტრომული სიმსივნეები მოზრდილებში, როდესაც თერაპია იმატინიბის მეზილატით არაეფექტიანია რეზისტენტობის ან აუტანლობის გამო

გავრცელებული ან/და მეტასტაზური თირკმელუჯრედოვანი კიბო მოზრდილებში

მოზრდილებში კუჭქვეშა ჯირკვლის არაოპერაბელური ან მეტასტაზური, მაღალდიფერენცირებული ნეიროენდოკრინული სიმსივნეები (კუჭქვეშა ჯირკვლის ნეს) დაავადების პროგრესირებით.

გამოყენების დაწყებამდე საჭირო ცნობები

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები

გასტროინტესტინული სტრომული სიმსივნეების და მეტასტაზური თირკმელუჯრედოვანი კიბოს დროს პრეპარატ სუტენტის® რეკომენდებული დოზა შეადგენს 50 მგ-ს დღე-ღამეში 4 კვირის განმავლობაში შემდგომში 2 კვირიანი შესვენებით (სქემა 4/2). თერაპიის სრული ციკლი შეადგენს 6 კვირას.

კუჭქვეშა ჯირკვლის ნეიროენდოკრინული სიმსივნეების დროს პრეპარატ სუტენტის® რეკომენდებული დოზაა 37.5 მგ პერორალურად ერთხელ დღეში, შესვენების გარეშე.

დოზის კორექცია

უსაფრთხოება და ამტანობა

გასტროინტესტინული სტრომული სიმსივნეებისთვის და მეტასტაზური თირკმელუჯრედოვანი კიბოსთვის დოზის შეცვლა 12,5 მგ-ის მომატებით ან შემცირებით შეიძლება განხორციელდეს ინდივიდუალური უსაფრთხოებისა და ამტანობის მიხედვით. სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 75 მგ-ს ან შეადგენდეს 25 მგ-ზე ნაკლებს.

კუჭქვეშა ჯირკვლის ნეიროენდოკრინული სიმსივნეებისთვის დოზის მოდიფიკაცია 12,5 მგ-ის მომატებით ან შემცირებით შეიძლება განხორციელდეს ინდივიდუალური უსაფრთხოებისა და ამტანობის მიხედვით მაქსიმალურ დოზამდე, რომელიც შეადგენს 50 მგ-ს დღე-ღამეში.

ინდივიდუალური უსაფრთხოებისა და ამტანობის მიხედვით შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის დროებით შეწყვეტა.

CYP3A4-ის ინჰიბიტორები/ინდუქტორები

თავი უნდა შეიკავოთ პრეპარატ სუტენტისა® და CYP3A4-ის ისეთი მძლავრი ინდუქტორების კომბინაციის დანიშვნისგან, როგორიცაა რიფამპიცინი. თუ ეს შეუძლებელია, შეიძლება პრეპარატ სუტენტის® დოზის გაზრდა 12.5 მგ-ობით მაქსიმალურ დოზამდე, რომელიც შეადგენს 87.5 მგ-ს (გასტროინტესტინული სტრომული სიმსივნეები და მეტასტაზური თირკმელუჯრედოვანი კიბო) ან 62.5 მგ-ს (კუჭქვეშა ჯირკვლის ნეიროენდოკრინული სიმსივნეები) დღე-ღამეში, ამტანობის მკაცრი დაკვირვებით.

თავი უნდა შეიკავოთ პრეპარატ სუტენტისა® და CYP3A4-ის ისეთი მძლავრი ინჰიბიტორების კომბინაციის დანიშვნისგან, როგორიცაა კეტოკონაზოლი. თუ ეს შეუძლებელია, შეიძლება პრეპარატ სუტენტის® დოზის შემცირება 12.5 მგ-ობით მინიმალურ დოზამდე, რომელიც შეადგენს 37.5 მგ-ს (გასტროინტესტინული სტრომული სიმსივნეები და მეტასტაზური თირკმელუჯრედოვანი კიბო) ან 25 მგ-ს (კუჭქვეშა ჯირკვლის ნეიროენდოკრინული სიმსივნეები) დღე-ღამეში, ამტანობის მკაცრი დაკვირვებით.

რეკომენდებულია ალტერნატიული თანმხლები სამკურნალო საშუალებების შერჩევა CYP3A4-ის ინდუქციის ან ინჰიბირების მინიმალური ალბათობის გარეშე ან მინიმალური ალბათობით.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

ბავშვები

18 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატ სუტენტის® უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის. ამ მომენტისათვის ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე არ შეიძლება დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გაკეთება.

ხანდაზმული პაციენტები

ახალგაზრდა და ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის რაიმე მნიშვნელოვანი განსხვავება გამოვლენილი არ არის.

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები

ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი (კლასი A ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით) ან ზომიერი (კლასი B ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით) ხარისხის დარღვევის მქონე პაციენტებში საწყისი დოზის შეცვლა საჭირო არ არის. ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების (კლასი C ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით) მქონე პაციენტებში სუნიტინიბის გამოყენება შესწავლილი არ არის, ამიტომ მისი გამოყენება ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში რეკომენდებული არ არის.

თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტები

თირკმელების უკმარისობის (მსუბუქიდან მძიმე უკმარისობამდე) მქონე პაციენტებში ან ტერმინალურ სტადიაში თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ჰემოდიალიზი, პრეპარატ სუტენტის® საწყისი დოზის კორექცია საჭირო არ არის. შემდგომში დოზის კორექცია უნდა იყოს დაფუძნებული პრეპარატის ინდივიდუალურ უსაფრთხოებაზე და ამტანობაზე.

შეყვანის მეთოდი

პერორალურად.

პრეპარატი სუტენტი® მიიღება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია პარაგრაფში ~დამატებითი ცნობები~

სიფრთხილის ზომები

პრეპარატ სუტენტით® მკურნალობის დროს თავი უნდა შეიკავოთ გრეიპფრუტის წვენის გამოყენებისგან.

გამოყენება პედიატრიაში

18 წლამდე ასაკის პირებისთვის პრეპარატ სუტენტის® მიღება რეკომენდებული არ არის.

პრეპარატი სუტენტი® შეიცავს ნატრიუმს

მოცემული სამკურნალო საშუალების ერთი კაფსულა შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ე.ი. პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ რომელიმე სხვა სამკურნალო საშუალება, ურეცეპტოდ გაცემული სამკურნალო საშუალების ჩათვლით.

პრეპარატები, რომლებიც ზრდის სისხლის პლაზმაში სუნიტინიბის კონცენტრაციას

CYP3A4-ის ინჰიბიტორების ზემოქმედება

პრეპარატ სუტენტის® ერთჯერადი დოზის გამოყენება CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორთან, კეტოკონაზოლთან, ერთად შესაბამისად 49% და 51%-ით ზრდის სუნიტინიბის და ძირითადი აქტიური მეტაბოლიტის კომპლექსის მაქსიმალურ კონცენტრაციას (Сmax) და მრუდის ქვეშ ფართობის კონცენტრაცია-დროის თანაფარდობის მნიშვნელობას (AUC0-∞).

პრეპარატ სუტენტის® გამოყენება CYP3A4-ის სხვა ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთად (მაგალითად, რიტონავირთან, იტრაკონაზოლთან, ერითრომიცინთან, კლარითრომიცინთან ან გრეიპფრუტის წვენთან ერთად) შეიძლება იწვევდეს სუნიტინიბის კონცენტრაციის მომატებას. თავი უნდა შეიკავოთ CYP3A4-ის ინჰიბიტორების გამოყენებისგან პრეპარატ სუტენტთან® ერთად ან უნდა იქნას არჩეული ალტერნატიული პრეპარატი CYP3A4-ის ინჰიბირების მინიმალური უნარით. თუ ეს შეუძლებელია, საჭირო იქნება პრეპარატ სუტენტის® დოზის შემცირება 37,5 მგ-მდე დღე-ღამეში გასტროინტესტინური სტრომული სიმსივნეების და მეტასტაზური თირკმელუჯრედოვანი კიბოს დროს ან 25 მგ-მდე დღე-ღამეში კუჭქვეშა ჯირკვლის ნეიროენდოკრინული სიმსივნეების დროს, ამტანობის გულდასმითი მონიტორინგის საფუძველზე.

სარძევე ჯირკვლის კიბოს რეზისტენტობის ცილის ინჰიბიტორების ზემოქმედება

სუნიტინიბისა და სარძევე ჯირკვლის კიბოს რეზისტენტობის ცილის ინჰიბიტორების ურთიერთქმედებასთან დაკავშირებით ხელმისაწვდომი კლინიკური მონაცემები შეზღუდულია და არ შეიძლება გამოირიცხოს სუნიტინიბის სარძევე ჯირკვლის კიბოს რეზისტენტობის ცილის სხვა ინჰიბიტორებთან ურთიერთქმედების შესაძლებლობა.

პრეპარატები, რომლებიც აქვეითებს სისხლის პლაზმაში სუნიტინიბის კონცენტრაციას

CYP3A4-ის ინდუქტორების ზემოქმედება

პრეპარატ სუტენტის® ერთჯერადი დოზის გამოყენება CYP3A4-ის ინდუქტორთან, რიფამპიცინთან, ერთად შესაბამისად 23%-ით და 46%-ით აქვეითებს სუნიტინიბისა და ძირითადი აქტიური მეტაბოლიტის კომპლექსის Сmax და AUC0-∞-ს.

პრეპარატ სუტენტის® გამოყენებამ CYP3A4-ის სხვა ძლიერ ინდუქტორებთან (მაგალითად, დექსამეტაზონთან, ფენიტოინთან, კარბამაზეპინთან, რიფამპიცინთან, ფენობარბიტალთან ან კრაზანასთან) ერთად შეიძლება გამოიწვიოს სუნიტინიბის კონცენტრაციის დაქვეითება.

თავი უნდა შეიკავოთ CYP3A4-ის ინდუქტორების პრეპარატ სუტენტთან® ერთად გამოყენებისგან ან უნდა იქნას არჩეული ალტერნატიული პრეპარატი CYP3A4-ის ინდუცირების მინიმალური უნარით. თუ ეს შეუძლებელია, სავარაუდოდ აუცილებელი იქნება პრეპარატ სუტენტის® დოზის გაზრდა 12,5 მგ-ით (87.5 მგ-მდე დღე-ღამეში გასტროინტესტინური სტრომული სიმსივნეების და მეტასტაზური თირკმელუჯრედოვანი კიბოს დროს ან 62,5 მგ-მდე დღე-ღამეში კუჭქვეშა ჯირკვლის ნეიროენდოკრინული სიმსივნეების დროს), ამტანობის გულდასმითი მონიტორინგის საფუძველზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

სიფრთხილის საჭირო ზომები გამოყენებისას

თავი უნდა შეიკავოთ CYP3A4-ის ძლიერ ინდუქტორებთან ერთდროულად გამოყენებისგან, რადგან აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში სუნიტინიბის კონცენტრაციის შემცირება.

თავი უნდა შეიკავოთ CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთდროულად გამოყენებისგან, რადგან ეს შეიძლება იწვევდეს სისხლის პლაზმაში სუნიტინიბის კონცენტრაციის მომატებას.

გავლენა კანზე

საჭიროა პაციენტების გაფრთხილება, რომ მკურნალობის დროს შეიძლება მოხდეს თმის ან კანის გაუფერულება. სხვა შესაძლო დერმატოლოგიური რეაქციები შეიძლება იყოს კანის სიმშრალე, გასქელება ან კანის დასკდომა, ხელისგულებსა და ქუსლებზე ბუშტუკები ან გამონაყარი.

ყველა ზემოაღნიშნული მოვლენა არ იყო კუმულაციური, როგორც წესი, იყო შექცევადი და ჩვეულებრივ არ საჭიროებდა მკურნალობის შეწყვეტას. ცნობილია განგრენოზული პიოდერმიის შემთხვევების შესახებ, რომელიც ჩვეულებრივ შექცევადი იყო სუნიტინიბის მიღების შეწყვეტის შემდეგ.

ცნობილია კანის მხრივ მძიმე რეაქციების განვითარების შესახებ მულტიფორმული ერითემის ჩათვლით, რომლებიც მიუთითებს სტივენს-ჯონსონის სინდრომზე და ტოქსიკურ ეპიდერმულ ნეკროლიზზე, ზოგიერთი ლეტალური შედეგით. მულტიფორმული ერითემის, სტივენს-ჯონსონის სინდრომის, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის სიმპტომების (მაგალითად, კანზე პროგრესირებადი გამონაყარი, ხშირად ბუშტუკებით ან ლორწოვანი გარსის დაზიანებებით) გამოვლენის შემთხვევაში სუნიტინიბის მიღება უნდა შეწყდეს. სტივენს-ჯონსონის სინდრომის და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის დიაგნოზის დადასტურებისას მკურნალობის განახლება აკრძალულია. მულტიფორმულ ერითემაზე ეჭვის არსებობის ზოგ შემთხვევაში პაციენტები კარგად იტანდნენ განმეორებით თერაპიას პრეპარატ სუტენტის® დაბალი დოზით რეაქციის რეგრესიის შემდეგ; ამ პაციენტებიდან ზოგიერთი ასევე იღებდა თანმხლებ მკურნალობას კორტიკოსტეროიდებით ან ანტიჰისტამინური საშუალებებით.

სისხლდენები და სისხლდენა სიმსივნედან

ჰემორაგიული გართულებები ზოგჯერ ლეტალური შედეგით მოიცავდა სისხლდენებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ფილტვიდან, სისხლდენებს საშარდე გზებიდან და სისხლჩაქცევას თავის ტვინში.

კონტროლისთვის საჭიროა პერიოდულად საექიმო შემოწმების ჩატარება და სისხლის მაჩვენებლების შეფასება.

ცხვირიდან სისხლდენა იყო ყველაზე ხშირი არასასურველი ჰემორაგიული რეაქცია და აღინიშნებოდა სოლიდური სიმსივნეების მქონე პაციენტების დაახლოებით ნახევარში, რომლებსაც აღენიშნებოდათ სისხლდენის მოვლენები.

ცხვირიდან სისხლდენის ზოგიერთი მოვლენა იყო მძიმე, მაგრამ ძალიან იშვიათად სრულდებოდა ლეტალურად.

ცნობილია სიმსივნედან სისხლდენის მოვლენების შესახებ, ზოგჯერ დაკავშირებული სიმსივნის ნეკროზთან; ამ სისხლდენებიდან ზოგიერთი დასრულდა ლეტალურად.

სიმსივნედან სისხლდენა შეიძლება განვითარდეს მოულოდნელად და, ფილტვების სიმსივნეების შემთხვევაში, შეიძლება გამოვლინდეს სისხლიანი ხველით ან ფილტვიდან სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენით. ფილტვიდან სისხლდენის შემთხვევები, ზოგიერთი ლეტალური შედეგით, რეგისტრირებული იყო პაციენტებში, რომლებიც სუნიტინიბს იღებდნენ მეტასტაზური თირკმელუჯრედოვანი კიბოს, გასტროინტესტინული სტრომული სიმსივნეების და ფილტვის კიბოს სამკურნალოდ. სუნიტინიბის გამოყენება არ არის ნებადართული ფილტვების კიბოს დროს.

პაციენტებში, რომლებიც იღებენ თანმხლებ მკურნალობას ანტიკოაგულანტებით (მაგალითად, ვარფარინით, აცენოკუმაროლით) უნდა განხორციელდეს პერიოდული მონიტორინგი, სისხლის საერთო ანალიზის (თრომბოციტები), შედედების ფაქტორების შეფასების (პდ/სნთ) და ფიზიკალური გამოკვლევის ჩატარებით.

გავლენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე

დიარეა, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, დისპეფსია, სტომატიტი/ტკივილი პირის ღრუში იყო ყველაზე ხშირი რეაქციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, დაკავშირებული პრეპარატ სუტენტით® მკურნალობასთან, ასევე ცნობილია ეზოფაგიტის შემთხვევების შესახებ.

ასეთი მდგომარეობების შემანარჩუნებელი თერაპია ითვალისწინებს ღებინების საწინააღმდეგო, დიარეის საწინააღმდეგო ან ანტაციდური საშუალებების გამოყენებას.

მუცლის ღრუს ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების მქონე პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ მკურნალობა სუნიტინიბით, რეგისტრირებული იყო კუჭ-ნაწლავური გართულებების სერიოზული, ზოგჯერ ლეტალური შემთხვევები, კნტ-ის პერფორაციის ჩათვლით.

არტერიული ჰიპერტენზია

ცნობილია ჰიპერტენზიის, მათ შორის მძიმე ფორმის ჰიპერტენზიის (სისტოლური წნევა >200 მმ ვწყ.სვ ან დიასტოლური 110 მმ ვწყ. სვ.), განვითარების შესახებ პრეპარატ სუტენტის® მიღების ფონზე.

საჭიროა პაციენტების გამოკვლევა ჰიპერტენზიის განვითარების თვალსაზრისით, არტერიული წნევის კონტროლის სტანდარტული მეთოდების გამოყენებით. პაციენტებში მძიმე ფორმის ჰიპერტენზიით, რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას, რეკომენდებულია პრეპარატ სუტენტით® მკურნალობის დროებით შეწყვეტა. თერაპიას ხელახლა აგრძელებენ არტერიული წნევის სტაბილიზაციის შემდეგ ან ატარებენ ჰიპერტენზიის ფარმაკოლოგიურ კორექციას.

ჰემატოლოგია

რეგისტრირებულია ნეიტროფილების და თრომბოციტების აბსოლუტური რიცხვის შემცირება პრეპარატ სუტენტის® გამოყენებასთან დაკავშირებით.

რეგისტრირებულია ფატალური სისხლდენების შემთხვევები, დაკავშირებული თრომბოციტოპენიასთან და ნეიტროპენიასთან. ცნობილია ანემიის განვითარების შესახებ სუნიტინიბით მკურნალობის პროცესში. პრეპარატ სუტენტით® მკურნალობის შემთხვევაში, ყოველი ციკლის დასაწყისში საჭიროა ჰემატოლოგიური მაჩვენებლების სრული ანალიზის ჩატარება.

გულ-სისხლძარღვთა გართულებები

სუნიტინიბით მკურნალობის დროს პაციენტებს აღენიშნებოდათ გულ-სისხლძარღვთა გართულებები, გულის უკმარისობის, კარდიომიოპათიის, მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის (მპგფ) ნორმის ქვედა ზღვარამდე დაქვეითების, მიოკარდიტის, გულის იშემიური დაავადებისა და მიოკარდიუმის ინფარქტის ჩათვლით, რომელთაგან ზოგიერთი აღმოჩნდა ლეტალური. ეს მონაცემები გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ სუნიტინიბი ზრდის კარდიომიოპათიის რისკს. პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ მკურნალობა, არ იყო გამოვლენილი სუნიტინიბით ინდუცირებული კარდიომიოპათიის რაიმე სპეციფიკური დამატებითი რისკ-ფაქტორი, გარდა სამკურნალო საშუალებისთვის დამახასიათებელი ეფექტისა.

სუნიტინიბი სუფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებშიც მაღალია ამ მოვლენების რისკი ან აქვთ ისინი ანამნეზში.

ცნობილი არ არის, არსებობს თუ არა ასეთი დაავადებების მქონე პაციენტებში მკურნალობასთან დაკავშირებული მარცხენა პარკუჭის დისფუნქციის განვითარების უფრო მაღალი რისკი. პრეპარატის დანიშვნისას მკურნალმა ექიმებმა უნდა შეაფასონ რისკი/სარგებლის თანაფარდობა. გულის დაავადებების განვითარების რისკის ფაქტორების ან/და ანამნეზში კორონარული არტერიების დაავადებების მქონე პაციენტებში სუნიტინიბით მკურნალობის დროს საჭიროა ყურადღებით გამოკვლევა გულის შეგუბებითი უკმარისობის კლინიკური ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენის თვალსაზრისით. მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის შეფასება რეკომენდებულია მკურნალობის დაწყებამდე, ასევე პერიოდულად მკურნალობის დროს. პაციენტებში რისკის ფაქტორების არ არსებობისას პრეპარატ სუტენტით® მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია განდევნის ფრაქციის შეფასება.

გულის შეგუბებითი უკმარისობის კლინიკური ნიშნების გამოვლენისას რეკომენდებულია პრეპარატ სუტენტით® მკურნალობის შეწყვეტა. პაციენტებში გულის შეგუბებითი უკმარისობის ნიშნების გარეშე, მაგრამ რომლებსაც აქვთ მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის დაქვეითება <50% და >20% მკურნალობამდე არსებულ მნიშვნელობებზე დაბალი, რეკომენდებულია პრეპარატ სუტენტის® დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

QT ინტერვალის გახანგრძლივება

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პრეპარატ სუტენტს®, აღინიშნებოდა QT ინტერვალის გახანგრძლივება და torsade de pointes-ის მდგომარეობა. QT ინტერვალის გახანგრძლივება შეიძლება იწვევდეს პარკუჭოვანი არითმიის განვითარების რისკის გაზრდას, მათ შორის პარკუჭების ფრიალ-ციმციმს (torsade de pointes). პრეპარატი სუტენტი® სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში QT ინტერვალის გახანგრძლივებით ანამნეზში, რომლებიც იღებენ ანტიარითმულ პრეპარატებს ან QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ საშუალებებს, ასევე პაციენტებში გულის თანმდევი დაავადებებით, ბრადიკარდიით ან ელექტროლიტური ბალანსის დარღვევებით.

ვენური თრომბოემბოლია

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სუნიტინიბს, რეგისტრირებული იყო ვენური თრომბოემბოლიის მკურნალობასთან დაკავშირებული მოვლენები, მათ შორის ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, ზოგჯერ ლეტალური შედეგით.

არტერიული თრომბოემბოლია (ათე)

სუნიტინიბით ნამკურნალებ პაციენტებში რეგისტრირებული არტერიული თრომბოემბოლიის შემთხვევები, ზოგჯერ ლეტალური შედეგით, ხშირად ითვალისწინებდა ინსულტს, ტრანზიტორულ იშემიურ შეტევებს და თავის ტვინის ინფარქტს. არტერიულ თრომბოემბოლიასთან (როგორც დამატება ძირითად ავთვისებიან დაავადებასთან და ასაკთან >65 წელი) დაკავშირებული რისკის ფაქტორები მოიცავს აჰ-ს, შაქრიან დიაბეტს და მანამდე არსებულ თრომბოემბოლურ დაავადებებს.

ანევრიზმა და არტერიის აშრევება

სისხლძარღვთა ენდოთელიური ზრდის ფაქტორის (VEGF – vascular endothelial growth factor) სასიგნალო გზის ინჰიბიტორების გამოყენება პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით ან მის გარეშე შეიძლება ხელს უწყობდეს ანევრიზმის ან(და) არტერიის აშრევების განვითარებას. სუნიტინიბით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა გულდასმით იქნას შეფასებული ამ გართულებების განვითარების რისკი იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ისეთი რისკის ფაქტორები, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია ან ანამნეზში ანევრიზმის არსებობა.

თრომბოზული მიკროანგიოპათია (თმა)

თრომბოზული მიკროანგიოპათიის დიაგნოზი, თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურის (თთპ) და ჰემოლიზური ურემიული სინდრომის (ჰუს) ჩათვლით, რომელიც ზოგჯერ იწვევდა თირკმელების უკმარისობას ან ლეტალურ შედეგს, განიხილება ჰემოლიზური ანემიის, თრომბოციტოპენიის, მომატებული დაღლილობის, არასტაბილური ნევროლოგიური გამოვლინებების, თირკმელების ფუნქციის დარღვევის და ტემპერატურის მომატების დროს. სუნიტინიბით თერაპია უნდა შეწყდეს პაციენტებში თრომბოზული მიკროანგიოპათიის განვითარების შემთხვევაში, და საჭიროა გადაუდებელი მკურნალობის ჩატარება. პრეპარატის მოხსნის შემდეგ აღინიშნებოდა თრომბოზული მიკროანგიოპათიის ეფექტების გაქრობა.

ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია

პრეპარატ სუტენტით® მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის წინასწარ ლაბორატორიულად გამოკვლევა და გამოვლენილი ჰიპოთირეოზის ან ჰიპერთირეოზის მქონე პაციენტებში უნდა ჩატარდეს ჯირკვლის ფუნქციის ნორმალიზების სტანდარტული თერაპია. სუნიტინიბით მკურნალობის პერიოდში ყოველ 3 თვეში უნდა ჩატარდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის რეგულარული მონიტორინგი. გარდა ამისა, მკურნალობის დროს საჭიროა პაციენტებზე გულდასმით დაკვირვება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევების ნიშნებისა და სიმპტომების თვალსაზრისით, ხოლო მათი არსებობისას, ჩატარდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ლაბორატორიული შეფასება კლინიკური ჩვენებების შესაბამისად. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის განვითარებული დარღვევის მქონე პაციენტების მკურნალობა უნდა ჩატარდეს სტანდარტული სამედიცინო პრაქტიკის შესაბამისად.

ჰიპოთირეოზი გამოვლინდა სუნიტინიბით მკურნალობის როგორც ადრეულ, ასევე გვიან სტადიაზე.

პანკრეატიტი

სხვადასხვა სოლიდური სიმსივნეების მქონე პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ მკურნალობა პრეპარატ სუტენტით®, აღინიშნებოდა შრატში ლიპაზისა და ამილაზის დონეების მომატება. ლიპაზის დონის მომატება იყო ხანმოკლე და არ იყო დაკავშირებული პანკრეატიტის ნიშნებთან ან სიმპტომებთან სხვადასხვა სოლიდური სიმსივნეების მქონე პაციენტებში.

პანკრეატიტი აღინიშნა 1%-ზე ნაკლებ პაციენტში, რომელიც იღებდა სუნიტინიბს გასტროინტესტინული სტრომული სიმსივნეების ან მეტასტაზური თირკმელუჯრედოვანი კიბოს სამკურნალოდ. პანკრეატიტის სიმპტომების არსებობისას უნდა შეწყვიტოთ სუნიტინიბის მიღება და გამოიყენოთ თერაპიის შესაბამისი მეთოდები.

რეგისტრირებულია სერიოზული რეაქციების შემთხვევები კუჭქვეშა ჯირკვლის მხრივ, ზოგჯერ ლეტალური შედეგით.

ჰეპატოტოქსიკურობა

სოლიდური სიმსივნეების მქონე პაციენტების 1%-ზე ნაკლებში, რომლებსაც უტარდებოდათ მკურნალობა სუნიტინიბით, აღინიშნებოდა ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ზოგჯერ ლეტალური შედეგით. საჭიროა ღვიძლის ფუნქციური ტესტების ალტ, ასტ, ბილირუბინის დონის კონტროლი მკურნალობის დაწყებამდე, მკურნალობის თითოეული ციკლის დროს და კლინიკური ჩვენების არსებობისას. ღვიძლის უკმარისობის ნიშნების ან სიმპტომების გამოვლენისას საჭიროა სუნიტინიბით მკურნალობის შეწყვეტა და შესაბამისი შემანარჩუნებელი თერაპიის უზრუნველყოფა.

თირკმელების უკმარისობა

ცნობილია თირკმელების ფუნქციის გაუარესების, თირკმელების უკმარისობის ან/და თირკმელების მწვავე უკმარისობის შემთხვევების შესახებ, ზოგჯერ ლეტალური შედეგით.

რისკის ფაქტორები, დაკავშირებული თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებთან, რომლებიც იღებენ სუნიტინიბს, თირკმელუჯრედოვან კარცინომასთან დამატებით, ითვალისწინებს ხანდაზმულ ასაკს, შაქრიან დიაბეტს, რომელიც წარმოადგენს თირკმელების უკმარისობის მიზეზს, გულის უკმარისობას, არტერიულ ჰიპერტენზიას, სეფსისს, დეჰიდრატაციას, ჰიპოვოლემიას, რაბდომიოლიზს.

ზომიერი ან მძიმე პროტეინურიის მქონე პაციენტებში პრეპარატ სუტენტით® ხანგრძლივი მკურნალობის უსაფრთხოება სისტემატურად არ შეფასებულა. ცნობილია პროტეინიურიის იშვიათი შემთხვევებისა და ნეფროზული სინდრომის იშვიათი შემთხვევების შესახებ. რეკომენდებულია შარდის საბაზო ანალიზის ჩატარება, ასევე საჭიროა პროტეინურიის განვითარების ან გაუარესების კონტროლი. ნეფროზული სინდრომის მქონე პაციენტებში სუნიტინიბით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ფისტულა

ფისტულის ფორმირების შემთხვევაში სუნიტინიბით მკურნალობა უნდა შეწყდეს. შეზღუდულია ინფორმაცია სუნიტინიბის გამოყენების გაგრძელების შესახებ ფისტულების ფორმირების შემდეგ.

ჭრილობების შეხორცების გახანგრძლივება

პრეპარატ სუტენტით® მკურნალობის დროს რეგისტრირებულია ჭრილობების შეხორცების გახანგრძლივების შემთხვევები.

სერიოზული ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატ სუტენტით® მკურნალობის დროებით შეწყვეტა. შეზღუდულია კლინიკური პრაქტიკა თერაპიის განახლების ვადებთან დაკავშირებით ქირურგიული ჩარევის შემდეგ. ამიტომ, სერიოზული ქირურგიული ჩარევის შემდეგ პრეპარატ სუტენტით® მკურნალობის განახლების შესახებ გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს ოპერაციის შემდგომ გამოჯანმრთელების კლინიკურ შეფასებას.

ყბის ოსტეონეკროზი

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პრეპარატ სუტენტს®, რეგისტრირებული იყო ყბის ოსტეონეკროზის შემთხვევები. შემთხვევების უმრავლესობა რეგისტრირებული იყო პაციენტებში, რომლებსაც მანამდე უტარდებოდათ ან უტარდებად თანმხლები თერაპია ინტრავენური ბისფოსფონატებით, რომელიც წარმოადგენს ყბის ოზტეონეკროზის რისკის ფაქტორს. საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება პრეპარატ სუტენტით® და ინტრავენური ბისფოსფონატით მკურნალობის რეჟიმის არჩევისას: ორი პრეპარატის ერთდროულად ან თანმიმდევრულად გამოყენებისას.

ინვაზიური სტომატოლოგიური პროცედურები ასევე განისაზღვრება, როგორც ყბის ოსტეონეკროზის რისკის ფაქტორი. პრეპარატ სუტენტით® მკურნალობის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს სტომატოლოგიური გამოკვლევა და კბილების პროფილაქტიკური სანაციის შესაბამისი პროცედურები. პაციენტებმა, რომლებიც იღებენ პრეპარატ სუტენტს® და ერთდროულად ან წარსულში ინტრავენურ ბისფოსფონატს, შეძლებისდაგვარად, თავი უნდა შეიკავონ ინვაზიური სტომატოლოგიური პროცედურებისგან.

ჰიპერმგრძნობელობა/ანგიონევროზული შეშუპება

მომატებული მგრძნობელობის გამო განვითარებული ანგიონევროზული შეშუპების შემთხვევაში სუნიტინიბით მკურნალობა უნდა შეწყდეს და გაწეული იქნას სტანდარტული სამედიცინო დახმარება.

კრუნჩხვითი შეტევები

სუნიტინიბის გამოყენებისას პოსტმარკეტინგულ პერიოდში რეგისტრირებულია კრუნჩხვის შემთხვევები.

პაციენტები კრუნჩხვებით და შექცევადი უკანა ლეიკოენცეფალოპათიის ნიშნებით/სიმპტომებით, როგორიცაა ჰიპერტენზია, თავის ტკივილი, შენელებული მოძრაობა, გონებრივი აქტივობის დარღვევა, მხედველობის დაკარგვა, კორტიკალური სიბრმავის ჩათვლით, უნდა იმყოფებოდნენ სამედიცინო დაკვირვების ქვეშ, რაც ასევე ითვალისწინებს არტერიული წნევის კონტროლს. რეკომენდებულია პრეპარატ სუტენტით® მკურნალობის დროებით შეწყვეტა. სიმპტომების გაქრობის შემდეგ მკურნალობა შეიძლება განახლდეს მკურნალი ექიმის გადაწყვეტილებით.

სიმსივნის ლიზისის სინდრომი

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პრეპარატ სუტენტს® პოსტმარკეტინგულ პერიოდში, იშვიათად აღინიშნებოდა სიმსივნის ლიზისის სინდრომის შემთხვევები, ზოგჯერ ლეტალური. სიმსივნის ლიზისის სინდრომის რისკი უფრო მაღალია ავადმყოფებში დიდი სიმსივნური მასით მკურნალობის დაწყებამდე, უკვე არსებული თირკმელების ქრონიკული უკმარისობით, ოლიგურიით, გაუწყლოებით, არტერიული ჰიპოტენზიით და შარდის მჟავე რეაქციით. ეს პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მკაცრი დაკვირვების ქვეშ და მათ უნდა ჩაუტარდეთ მკურნალობა კლინიკური ჩვენებების შესაბამისად; საჭიროა პროფილაქტიკური ჰიდრატაციის საკითხის განხილვა.

ინფექციები

ცნობილია სერიოზული ინფექციების შესახებ ნეიტროპენიით ან მის გარეშე, ზოგიერთი ლეტალური შედეგით.

რეგისტრირებულია მანეკროზებელი ფასციიტის, მათ შორის შორისის არეში, არახშირი შემთხვევები, ზოგჯერ ლეტალური შედეგით. მანეკროზებელი ფასციიტის განვითარების შემთხვევაში პრეპარატ სუტენტით® მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა.

ჰიპოგლიკემია

სუნიტინიბით მკურნალობის დროს აღინიშნებოდა სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითების მოვლენები, რომლებსაც ზოგჯერ თან ახლდა კლინიკური გამოვლინებები და საჭიროებდა პაციენტების ჰოსპიტალიზაციას.

ჰოპოგლიკემიის სიმპტომების გამოვლენისას სუნიტინიბით მკურნალობა დროებით უნდა შეწყდეს. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში საჭიროა სისხლში გლუკოზის დონის მუდმივი კონტროლი ანტიდიაბეტური პრეპარატის დოზის კორექციის აუცილებლობის შესაფასებლად ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად.

ჰიპერამონიემიური ენცეფალოპათია

სუნიტინიბის გამოყენებისას აღინიშნა ჰიპერამონიემიური ენცეფალოპათია. აუხსნელი სისუსტის ან ფსიქიკური სტატუსის ცვლილებების შემთხვევაში პაციენტებში უნდა განისაზღვროს სისხლში ამიაკის დონე და დაწყებული იქნას შესაბამისი მკურნალობა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატი სუტენტი უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. საჭიროა პაციენტების გაფრთხილება, რომ პრეპარატ სუტენტით მკურნალობის დროს მათ შეიძლება განიცადონ თავბრუსხვევა.

გვერდითი მოვლენები

მოკლე ინფორმაცია უსაფრთხოების პროფილის შესახებ

სუნიტინიბთან დაკავშირებული ყველაზე სერიოზული არასასურველი რეაქციები, ზოგიერთი ლეტალური გამოსავლით, მოიცავს თირკმელების უკმარისობას, გულის უკმარისობას, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაციას და სისხლდენებს (მაგალითად, სისხლდენები სასუნთქი გზებიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, სიმსივნიდან, საშარდე გზებიდან და თავის ტვინში). ნებისმიერი სიმძიმის ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქციები (პაციენტებში, რომლებიც მონაწილეობენ თირკმელუჯრედოვანი კარცინომის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სტრომული სიმსივნეებისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ნეს-ის სარეგისტრაციო კვლევებში) მოიცავდა მადის დაქვეითებას, გემოვნების აღქმის დარღვევას, არტერიულ ჰიპერტენზიას, მომატებულ დაღლილობას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევებს (მაგ., დიარეა, გულისრევა, სტომატიტი, დისპეფსია და ღებინება), კანის ფერის ცვლილებას და პალმარულ-პლანტარული ერითროდიზესთეზიის სინდრომს. ეს სიმპტომები შეიძლება შემცირდეს მკურნალობის გაგრძელებისას. მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს ჰიპოთირეოზი. ჰემატოლოგიური დარღვევები (მაგალითად, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია და ანემია) ყველაზე ხშირი მედიკამენტოზური არასასურველი რეაქციებია.

მიღებულია ინფორმაცია ლეტალური შემთხვევების შესახებ, რომლებიც შესაძლოა დაკავშირებული იყვნენ სუნიტინიბით მკურნალობასთან: პოლიორგანული უკმარისობა, დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომი, ინტრააბდომინალური სისხლდენა, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, პნევმოთორაქსი, შოკი და უეცარი სიკვდილი.

პრეპარატის გვერდითი მოქმედება სისტემატიზებულია თითოეული ორგანოთა სისტემისთვის, განვითარების სიხშირის მიხედვით, შემდეგი კლასიფიკაციის გამოყენებით: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100, <1/10), არა-ხშირად (≥1/1000, <1/100), იშვიათად (≥1/10 000, <1/1 000), ძალიან იშვიათად (<1/10 000) ან უცნობია (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე).

ძალიან ხშირად

ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, ანემია, ლეიკოპენია

ჰიპოთირეოზი

მადის დაქვეითება, ანორექსია

უძილობა

თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გემოვნების აღქმის დარღვევა, დისგევზია, აგევზია

არტერიული ჰიპერტენზია

ქოშინი, ცხვირიდან სისხლდენა, ხველა

სტომატიტი, აფთოზური სტომატიტი, მუცლის ტკივილი, ტკივილი მუცლის ზედა ან ქვედა ნაწილში, ღებინება, დიარეა, დისპეფსია, გულისრევა, შეკრულობა

კანის ფერის ცვლილება, კანის გაყვითლება, კანის პიგმენტაციის დარღვევა, პალმარულ-პლანტარული ერითროდიზესთეზიის სინდრომი, გამონაყარი (ფსორიაზიფორმული დერმატიტი, ექსფოლიაციური, ერითემატოზული, ფოლიკულური, გენერალიზებული, მაკულარული, მაკულოპაპულური, პაპულური, ქავანა), თმის ფერის ცვლილება, კანის სიმშრალე

კიდურების ტკივილი, ართრალგია, ზურგის ტკივილი

ლორწოვანის ანთება, მომატებული დაღლილობა, ასთენია, შეშუპება, სახის შეშუპება, პერიფერიული შეშუპება, პირექსია.

ხშირად

ვირუსული ინფექციები (ნაზოფარინგიტი და პირის ღრუს ჰერპესი), სასუნთქი გზების ინფექციები* (ბრონქიტი, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, პნევმონია), აბსცესი* (კიდურის, ანალური, ღრძილების, ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის, შორისის, პერირექტალური, რექტალური, კანქვეშა და კბილის), სოკოვანი ინფექციები (საყლაპავის და პირის ღრუს კანდიდოზი), საშარდე გზების ინფექციები, კანის ინფექციები (ფლეგმონა და კანის ინფექცია), სეფსისი* (სეფსისი და სეპტიური შოკი)

ლიმფოპენია

დეჰიდრატაცია, ჰიპოგლიკემია

დეპრესია

პერიფერიული ნეიროპათია, პარესთეზია, ჰიპესთეზია, ჰიპერესთეზია

პერიორბიტალური შეშუპება, ქუთუთოების შეშუპება, გაძლიერებული ცრემლდენა

მიოკარდიუმის იშემია* (მწვავე კორონარული სინდრომი, სტენოკარდია, არასტაბილური სტენოკარდია, კორონარული არტერიის ოკლუზია, მიოკარდიუმის იშემია), განდევნის ფრაქციის დაქვეითება (განდევნის ფრაქციის დაქვეითება/ ნორმიდან გადახრა)

ღრმა ვენების თრომბოზი, ალები, ჰიპერემია

ფილტვის არტერიის ემბოლია*, ექსუდაციური პლევრიტი*, სისხლიანი ხველა, ქოშინი ფიზიკური დატვირთვისას, ტკივილი პირის ღრუში, ყელში, ხახასა და ხორხში, ცხვირის გაჭედვა, ცხვირის სიმშრალე

გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება, დისფაგია, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა*, ეზოფაგიტი*, მუცლის შებერილობა, მუცელში დისკომფორტი, სწორი ნაწლავიდან სისხლდენა, ღრძილებიდან სისხლდენა, პირის ღრუს დაწყლულება, პროქტალგია, ქეილიტი, ბუასილი, გლოსალგია, პირის ღრუში ტკივილი, პირის სიმშრალი, მეტეორიზმი, დისკომფორტი პირის ღრუში, ბოყინი.

კანის აქერცვლა, რეაქცია კანის მხრივ, კანის დაზიანება, ეგზემა, ბუშტუკების განვითარება, ერითემა, ალოპეცია, აკნე, ქავილი, კანის ჰიპერპიგმენტაცია, კანის დაზიანება, ჰიპერკერატოზი, დერმატიტი, ფრჩხილების დაავადება, ფრჩხილების ფერის შეცვლა

ჩონჩხ-კუნთოვანი ტკივილი, კუნთების სპაზმები, მიალგია, კუნთების სისუსტე

თირკმელების უკმარისობა*, თირკმლის მწვავე უკმარისობა*, ქრომატურია, პროტეინურია

გულმკერდში ტკივილი, გრიპის მსგავსი დაავადება, შემცივნება

სხეულის მასის შემცირება, ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება, ლიპაზის დონის მომატება, თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება, ჰემოგლობინის დონის დაქვეითება, ამილაზას დონის მომატება, ასპარტატამინოტრანსფერაზას დონის მომატება, ალანინამინოტრანსფერაზას დონის მომატება, სისხლში კრეატინინის დონის მომატება, არტერიული წნევის მომატება, სისხლში შარდმჟავას დონის მომატება.

არა-ხშირად

მანეკროზული ფასციიტი*, ბაქტერიული ინფექციები (მუცლის ღრუს აბსცესი, აბდომინალური სეფსისი, დივერტიკულიტი და ოსტეომიელიტი)

პანციტოპენია

ჰიპერმგრძნობელობა

ჰიპერთირეოზი

ჰემორაგიული ინსულტი*, ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა*, გარდამავალი იშემიური შეტევა

გულის შეგუბებითი უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი* (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მიოკარდიუმის ლატენტური ინფარქტი), გულის უკმარისობა*, კარდიომიოპათია*, ექსუდაციური პერიკარდიტი, ეკგ-ზე QT ინტერვალის გახანგრძლივება

სისხლდენა სიმსივნიდან*

ფილტვიდან სისხლდენა*, სუნთქვის უკმარისობა*

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია*, პანკრეატიტი, ანალური ფისტულა

ღვიძლის უკმარისობა*, ქოლეცისტიტი*, ღვიძლის ფუნქციის ნორმიდან გადახრა

ყბის ოსტეონეკროზი, ფისტულა*

სისხლდენა საშარდე გზებიდან

ჭრილობების შეხორცების დარღვევა

სისხლში კრეატინფოსფოკინაზას და თირეოტროპული ჰორმონის დონის მომატება

კოლიტი და იშემიური კოლიტი

იშვიათად

თრომბოზული მიკროანგიოპათია* (თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურა, ჰემოლიზურ ურემიული სინდრომი)

ანგიონევროზული შეშუპება

თირეოიდიტი

სიმსივნის ლიზისის სინდრომი*

უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომი*

მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობა*, მრავალფორმული პარკუჭოვანი პაროქსიზმული ტაქიკარდია (Torsade de pointes)

ჰეპატიტი

მულტიფორმული ერითემა*, სტივენს-ჯონსონის სინდრომი*, განგრენოზული პიოდერმია, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი*

რაბდომიოლიზი*, მიოპათია

ნეფროზული სინდრომი

სიხშირე უცნობია

ჰიპერამონიემიური ენცეფალოპათია

არტერიების ანევრიზმა და განშრევება*

  • ლეტალური გამოსავლის მქონე მოვლენების ჩათვლით.

ცალკეული არასასურველი რეაქციების აღწერა

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები

დარეგისტრებულია სერიოზული ინფექციის შემთხვევები (ნეიტროპენიით ან მის გარეშე), რომლებიდანაც ნაწილი დასრულდა ლეტალური გამოსავლით. დაფიქსირდა მანეკროზებელი ფასციიტის იშვიათი შემთხვევები, მათ შორის შორისისაც, რომლებიც ცალკეულ შემთხვევებში დასრულდა ლეტალური გამოსავლით (ასევე, იხ. პარაგრაფი 4.4).

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

მე-3 და მე-4 ხარისხის სიმძიმის ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობის შემცირება აღინიშნა პაციენტების 10%-ში და 1.7%-ში კუჭ-ნაწლავის სტრომული სიმსივნეების მე-3-ფაზის კვლევაში, პაციენტების 16%-ში და 1.6%-ში მეტასტაზური თირკმელუჯრედოვანი კიბოს მე-3-ფაზის კვლევაში, და პაციენტების 13%-ში და 2.4%-ში კუჭქვეშა ჯირკვლის ნეს-ის მე-3-ფაზის კვლევაში, შესაბამისად. მე-3 და მე-4 ხარისხის სიმძიმის თრომბოციტების აბსოლუტური რაოდენობის შემცირება, შესაბამისად, დაფიქსირდა პაციენტების 3.7% და 0.4%-ში კუჭ-ნაწლავის სტრომული სიმსივნეების მე-3-ფაზის კვლევაში, პაციენტების 8.2%-ში და 1.1% -ში მეტასტაზური თირკმელუჯრედოვანი კიბოს მე-3-ფაზის კვლევაში, და პაციენტების 3.7%-ში და 1.2%-ში კუჭქვეშა ჯირკვლის ნეს-ის მე-3-ფაზის კვლევაში, (ასევე, იხ. პარაგრაფი 4.4).

სისხლდენები რეგისტრირებულია პაციენტების 18%-ში, რომლებიც ღებულობდნენ სუნიტინიბს კუჭ-ნაწლავის სტრომული სიმსივნეების მე-3 ფაზის კვლევაში, პლაცებოს მიმღები პაციენტების 17%-თან შედარებით. ადრე არანამკურნალები მეტასტაზური თირკმელუჯრედოვანი კიბოს მქონე პაციენტების 39%-ში, რომლებიც ღებულობდნენ სუნიტინიბს, აღინიშნა სისხლდენის შემთხვევები, პაციენტების 11%-თან შედარებით, რომლებიც ღებულობდნენ ინტერფერონ-α-ს (INF-α). ჩვიდმეტ პაციენტს (4.5%), რომელიც ღებულობდა სუნიტინიბს, და 5 პაციენტს (1.7%), რომელიც ღებულობდა INF-α-ს, განუვითარდა მე-3 ან უფრო მაღალი ხარისხის სისხლდენები. სისხლდენები დარეგისტრირდა იმ პაციენტების 26%-ში, რომლებიც ღებულობდნენ სუნიტინიბს ციტოკინებით თერაპიისადმი რეფრაქტერული მეტასტაზური თირკმელუჯრედოვანი კიბოს სამკურნალოდ. კუჭქვეშა ჯირკვლის ნეს-ის მე-3 ფაზის კლინიკურ კვლევაში ჰემორაგიული მოვლენები, ცხვირიდან სისხლდენის გარდა, განვითარდა იმ პაციენტების 21.7%-ში, რომლებიც ღებულობდნენ სუნიტინიბს, პაციენტების 9.85%-თან შედარებით, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს (იხ. ნაწილი 4.4).

კლინიკურ კვლევებში მიღებულია ცნობები სიმსივნიდან სისხლდენის განვითარების შესახებ კუჭ-ნაწლავის სტრომული სიმსივნეების მქონე პაციენტების 2%-ში.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

მიღებულია ინფორმაცია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპების შესახებ (იხ. პარაგრაფი 4.4).

ენდოკრინული დარღვევები

ჰიპოთირეოზი დაფიქსირდა არასასურველი რეაქციის სახით 7 პაციენტში (4%), რომლებიც ღებულობდნენ სუნიტინიბს ციტოკინებისადმი რეფრაქტერული მეტასტაზური თირკმელუჯრედოვანი კიბოს ორ კვლევაში, 61 პაციენტში (16%) სუნიტინიბის ჯგუფში და სამ პაციენტში (<1%) INF-α ჯგუფში მეტასტაზური თირკმელუჯრედოვანი კიბოს კვლევაში, რომლებსაც მანამდე მკურნალობა არ ჩატარებიათ.

გარდა ამისა, აღინიშნა თირეოტროპული ჰორმონის (TSH) მომატება ციტოკინებისადმი რეფრაქტერული მეტასტაზური თირკმელუჯრედოვანი კიბოს მქონე 4 პაციენტში (2%). საერთო ჯამში, მეტასტაზური თირკმელუჯრედოვანი კიბოს მქონე პოპულაციის 7%-ს აღენიშნა მკურნალობასთან დაკავშირებული ჰიპოთირეოზის კლინიკური ან ლაბორატორიული ნიშნები. შეძენილი ჰიპოთირეოზი აღინიშნა კუჭ-ნაწლავის სტრომული სიმსივნეების მქონე სუნიტინიბის მიმღები პაციენტების 6.2%-ში, პლაცებოს მიმღები პაციენტების 1%-თან შეადრებით. კუჭქვეშა ჯირკვლის ნეს-ის მე-3 ფაზის კვლევაში ჰიპოთირეოზი აღინიშნა 6 პაციენტში (7.2%), რომელიც იღებდა სუნიტინიბს, და ერთ პაციენტში (1.2%), რომელიც იღებდა პლაცებოს.

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კონტროლი განხორციელდა პროსპექტულად ორ კვლევაში ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში; პერპარატი სუტენტი არ არის დამტკიცებული ძუძუს კიბოს სამკურნალოდ. კვლევაში 1 დარეგისტრირდა ჰიპოთირეოზი 15 (13.6%) პაციენტში, რომელიც იღებდა სუნიტინიბს, და 3 (2.9%) პაციენტში, რომელსაც უტარდებოდა სტანდარტული მკურნალობა. სისხლში თტჰ-ის დონის მომატება აღინიშნა 1 (0.9%) პაციენტში, რომელიც იღებდა სუნიტინიბს და არცერთ პაციენტში, რომელსაც უტარდებოდა სტანდარტული მკურნალობა. ჰიპერთირეოზი არ აღნიშნულა არცერთ სუნიტინიბის მიმღებ პაციენტში, და დაფიქსირდა 1 (1.0%) პაციენტში, რომელსაც უტარდებოდა სტანდარტული მკურნალობა. მეორე კვლევაში ჰიპოთირეოზი დარეგისტრირდა სულ 31 (13%) პაციენტში, რომელიც იღებდა სუნიტინიბს, და 2 (0.8%) პაციენტში, რომელიც იღებდა კაპეციტაბინს. სისხლში თტჰ-ის მომატება დაფიქსირდა 12 (5.0%) პაციენტში სუნიტინიბის ჯგუფში და არცერთ პაციენტში კაპეციტაბინის ჯგუფში. ჰიპერთირეოზი დაფიქსირდა 4 (1.7%) პაციენტში სუნიტინიბის ჯგუფში და არცერთ პაციენტში კაპეციტაბინის ჯგუფში. სისხლში თტჰ-ის დონის დაქვეითება აღინიშნა 3 (1.3%) პაციენტში სუნიტინიბის ჯგუფში და არცერთ პაციენტში კაპეციტაბინის ჯგუფში. T4 დონის მომატება დაფიქსირდა 2 (0.8%) პაციენტში, რომელიც იღებდა სუნიტინიბს, და 1 (0.4%) პაციენტში, რომელსაც უტარდებოდა მკურნალობა კაპეციტაბინით. T3-ის მომატება აღინიშნა 1 (0.8%) პაციენტში სუნიტინიბის ჯგუფში და არცერთ პაციენტში კაპეციტაბინის ჯგუფში. ფარისებრი ჯირკვლის ყველა აღნიშნული მოვლენა იყო 1-2 ხარისხის სიმძიმის (იხ. ნაწილი 4.4).

დარღვევები ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ

ჰიპოგლიკემიის უფრო მაღალი სიხშირე დაფიქსირდა კუჭქვეშა ჯირკვლის ნეს-ის მქონე პაციენტებში, მეტასტაზური თირკმელუჯრედოვანი კიბოსს და კუჭ-ნაწლავის სტრომული სიმსივნეების მქონე პაციენტებთან შედარებით. თუმცა, კლინიკურ კვლევებში დაკვირვებული გვერდითი მოვლენების უმეტესი ნაწილი არ ითვლება შესწავლილ მკურნალობასთან დაკავშირებულად (იხ. ნაწილი 4.4).

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

კლინიკურ კვლევებსა და რეგისტრაციის შემდგომი დაკვირვების პერიოდში მიღებულია იშვიათი ცნობები (<1%), ზოგიერთი შემთხვევის შესახებ ლეტალური გამოსავლით, პაციენტებზე კრუნჩხვითი შეტევებით და უკანა შექცევადი ლეიკოენცეფალოპათიის სინდრომის (RPLS) რენტგენოლოგიური ნიშნებით. კრუნჩხვები აღინიშნებოდა პაციენტებში რენტგენოლოგიურად დადასტურებული მეტასტაზებით თავის ტვინში ან მათ გარეშე (იხ. პარაგრაფი 4.4).

დარღვევები გულის მხრივ

კლინიკურ კვლევებში აღინიშნა მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის (LVEF) დაქვეითება ≥20%-ით ან ნორმის ქვედა ზღვარზე დაბლა კუჭ-ნაწლავის სტრომული სიმსივნეების მქონე პაციენტების დაახლოებით 2%-ში, რომლებიც იღებდნენ სუნიტინიბს, ციტოკინებით თერაპიისადმი რეფრაქტერული მეტასტაზური თირკმელუჯრედოვანი კიბოს მქონე პაციენტების 4%-ში, და კუჭ-ნაწლავის სტრომული სიმსივნეების მქონე პლაცებოს მიმღები პაციენტების 2%-ში. მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის დაქვეითება არ პროგრესირებდა და ხშირად უმჯობესდებოდა თერაპიის გაგრძელებასთან ერთად. მანამდე არანამკურნალევი მეტასტაზური თირკმელუჯრედოვანი კიბოს მქონე პაციენტებზე ჩატარებულ კვლევაში, სუნიტინიბით ნამკურნალები პაციენტების 27%-ს და INF-α-ით ნამკურნალებ პაციენტების 15%-ს აღენიშნებოდა ნორმის ქვედა ზღვარზე დაბალი მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია. ორ პაციენტს (<1%), რომელიც იღებდა სუნიტინიბს, დაესვა გულის შეგუბებითი უკმარისობის (გშუ) დიაგნოზი.

ისეთი არასასურველი რეაქციები, როგორიცაა გულის უკმარისობა, გულის შეგუბებითი უკმარისობა ან მარცხენა პარკუჭის უკმარისობა, აღინიშნებოდა კუჭ-ნაწლავის სტრომული სიმსივნეების მქონე სუნიტინიბის მიმღები პაციენტების 1.2%-ში, და პლაცებოს მიმღები პაციენტების 1%-ში. კუჭ-ნაწლავის სტრომული სიმსივნეების მე-3 ფაზის ბაზისურ კვლევაში (n = 312), პაციენტების 1%-ს კვლევის თითოეულ ჯგუფში (ანუ როგორც სუნიტინიბის, ასევე პლაცებოს მიმღებ ჯგუფებში) განუვითარდა მკურნალობასთან დაკავშირებული ფატალური მოვლენები გულის მხრივ. ციტოკინებისადმი რეფრაქტერული მეტასტაზური თირკმელუჯრედოვანი კიბოს მქონე პაციენტების მონაწილეობით ჩატარებულ მე-2 ფაზის კვლევაში პაციენტების 0.9%-ს განუვითარდა მკურნალობასთან დაკავშირებული მიოკარდიუმის ფატალური ინფარქტი. მანამდე არანამკურნალები მეტასტაზური თირკმელუჯრედოვანი კიბოს მქონე პაციენტების მე-3 ფაზის კვლევაში, პაციენტების 0.6%-ს IFN-α ჯგუფში და პაციენტების 0%-ს სუნიტინიბის ჯგუფში განუვითარდათ გულისმხრივი მოვლენები ლეტალური გამოსავლით. კუჭქვეშა ჯირკვლის ნეს-ის მე-3 ფაზის კვლევაში, ერთ (1%) პაციენტს, რომელიც ღებულობდა სუნიტინიბს, განუვითარდა ჩატარებულ მკურნალობასთან დაკავშირებული გულის უკმარისობა ლეტალური გამოსავლით.

დარღვევები სისხლძარღვთა სისტემის მხრივ

არტერიული ჰიპერტენზია

არტერიული ჰიპერტენზია იყო ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენა კლინიკური კვლევების პროცესში. სუნიტინიბის დოზის შემცირება ან პრეპარატის დროებითი შეწყვეტა საჭირო გახდა არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტების დაახლოებით 2.7%-ში. არცერთ ამ შემთხვევაში არ გახდა საჭირო სუნიტინიბით მკურნალობის სრულად შეწყვეტა. არტერიული ჰიპერტენზიის მძიმე ფორმა (სისტოლური წნევა >200 მმ ვწყ.სვტ. ან დიასტოლური წნევა >110 მმ.ვწყ.სვტ.) აღინიშნა სოლიდური სიმსივნის მქონე პაციენტების 4.7%-ში. არტერიული ჰიპერტენზია დაფიქსირდა მანამდე არანამკურნალები მეტასტაზური თირკმელუჯრედოვანი კიბოს მქონე, სუნიტინიბის მიმღები პაციენტების დაახლოებით 33.9%-ში, INF-α-ის მიმღები პაციენტების 3.6%-თან შედარებით. მძიმე არტერიული ჰიპერტენზია განვითარდა მანამდე არანამკურნალები სუნიტინიბის მიმღები პაციენტების 12%-ში და INF-α-ის მიმღები პაციენტების <1%-ში. კუჭქვეშა ჯირკვლის ნეს-ის მე-3 ფაზის კლინიკურ კვლევაში არტერიული ჰიპერტენზია განვითარდა სუნიტინიბის მიმღები პაციენტების დაახლოებით 26.5%-ში, პლაცებოს მიმღები პაციენტების 4.9%-თან შედარებით. მძიმე არტერიული ჰიპერტენზია განვითარდა კუჭქვეშა ჯირკვლის ნეს-ის მქონე პაციენტების 10%-ში, რომლებიც იღებდნენ სუნიტინიბს, და პაციენტების 3%-ში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს.

ვენური თრომბოემბოლიის შემთხვევები

კლინიკურ კვლევებში დარეგისტრირდა მკურნალობასთან დაკავშირებული ვენური თრომბოემბოლიის შემთხვევები სოლიდური სიმსივნეების მქონე პაციენტების 1%-ში, რომელიც იღებდა სუნიტინიბს, კუჭ-ნაწლავის სტრომული სიმსივნეების და RCC-ის მქონე პაციენტების ჩათვლით.

შვიდ პაციენტს (3%), რომელიც იღებდა სუნიტინიბს, და არცერთს, რომელიც იღებდა პლაცებოს კუჭ-ნაწლავის სტრომული სიმსივნეების მე-3 ფაზის კვლევაში, განუვითარდა ვენური თრომბოემბოლია; შვიდი შემთხვევიდან ხუთი იყო მე-3 ხარისხის ღრმა ვენების თრომბოზი (ღვთ) და ორი იყო 1 ან 2 ხარისხის. ამ შვიდიდან კუჭ-ნაწლავის სტრომული სიმსივნეების მქონე ოთხმა პაციენტმა შეწყვიტა მკურნალობა ღვთ-ის პირველი ეპიზოდის შემდეგ.

ცამეტ პაციენტს (3%), რომელიც იღებდა სუნიტინიბს მანამდე არანამკურნალები მეტასტაზური თირკმელუჯრედოვანი კიბოს მე-3 ფაზის კვლევაში, და ოთხ პაციენტს (2%) ციტოკინებისადმი რეფრაქტერული მეტასტაზური თირკმელუჯრედოვანი კიბოს ორ კვლევაში, აღენიშნათ ვენური თრომბოემბოლია. ამ პაციენტებიდან ცხრას აღენიშნათ ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, ერთს გამოუვლინდა მე-2 ხარისხის და რვას კი მე-4 ხარისხის სიმძიმის. ამ პაციენტებიდან რვას აღენიშნებოდა ღვთ, ერთს გამოუვლინდა 1 ხარისხის, ორს მე-2 ხარისხის, ოთხს მე-3 ხარისხის და ერთს - მე-4 ხარისხს სიმძიმის. ფილტვის არტერიის ემბოლიის მქონე ერთ პაციენტს ციტოკინებისადმი რეფრაქტერული მეტასტაზური თირკმელუჯრედოვანი კიბოს კვლევისას პრეპარატი დროებით შეუწყდა. მანამდე არანამკურნალები მეტასტაზური თირკმელუჯრედოვანი კიბოს მქონე პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ IFN-α-ს, დარეგისტრირდა ვენური თრომბოემბოლიის 6 (2%) შემთხვევა; ერთ პაციენტს (<1%) აღენიშნა მე-3 ხარისხის ღვთ და 5 პაციენტს (1%) - ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, ყველა მე-4 სიმძიმის. კუჭქვეშა ჯირკვლის ნეს-ის მე-3 ფაზის კვლევაში, ვენური თრომბოემბოლიის შემთხვევები დარეგისტრირდა 1 (1.2%) პაციენტში სუნიტინის ჯგუფში, და 5 (6.1%) პაციენტში პლაცებოს ჯგუფში. ამ პაციენტებიდან ორს პლაცებოს ჯგუფში დაუსვეს ღვთ-ის დიაგნოზი, ერთი მე-2 ხარისხის მოვლენა და ერთი მე-3 ხარისხის მოვლენა.

კუჭ-ნაწლავის სტრომული სიმსივნეების, მეტასტაზური თირკმელუჯრედოვანი კიბოს და კუჭქვეშა ჯირკვლის ნეს-ის სარეგისტრაციო კვლევებში შემთხვევები ლეტალური გამოსავლით არ დაფიქსირებულა. შემთხვევები ლეტალური გამოსავლით აღინიშნა პრეპარატის რეგისტრაციის შემდგომი გამოყენებისას.

ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის შემთხვევები აღინიშნა კუჭ-ნაწლავის სტრომული სიმსივნეების მქონე პაციენტების დაახლოებით 3.1%-ში და მეტასტაზური თირკმელუჯრედოვანი კიბოს მქონე პაციენტების დაახლოებით 1.2%-ში, რომლებიც ღებულობდნენ სუნიტინიბს მე-3 ფაზის კვლევებში. კუჭქვეშა ჯირკვლის ნეს-ის მქონე პაციენტებს, რომლებიც ღებულობდნენ სუნიტინიბს მე-3 ფაზის კვლევაში ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია არ განვითარებიათ. იშვიათი შემთხვევები ლეტალური გამოსავლით აღინიშნა პრეპარატის რეგისტრაციის შემდგომი გამოყენებისას.

პაციენტები, რომლებმაც გადაიტანეს ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია წინა 12 თვის განმავლობაში, გამოირიცხნენ სუნიტინიბის კლინიკური კვლევებიდან.

პაციენტებს შორის, რომლებიც ღებულობდნენ სუნიტინიბს მე-3 ფაზის სარეგისტრაციო კვლევებში, მოვლენები სასუნთქი სისტემის მხრივ (მაგ. ქოშინი, ექსუდაციური პლევრიტი, ფილტვის არტერიის თრომბომბოლია ან ფილტვების შეშუპება) დარეგისტრირდა კუჭ-ნაწლავის სტრომული სიმსივნეების მქონე პაციენტების დაახლოებით 17,8%-ში, მეტასტაზური თირკმელუჯრედოვანი კიბოს მქონე პაციენტების დაახლოებით 26,7%-ში და კუჭქვეშა ჯირკვლის ნეს-ის მქონე პაციენტების 12%-ში.

სოლიდური სიმსივნეების, მათ შორის კუჭ-ნაწლავის სტრომული სიმსივნეების და მეტასტაზური თირკმელუჯრედოვანი კიბოს, მქონე პაციენტების დაახლოებით 22.2%-ს, რომელიც ღებულობდა სუნიტინიბს კლინიკურ კვლევებში, აღენიშნათ მოვლენები სასუნთქი სისტემის მხრივ.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ

პანკრეატიტი აღინიშნა ნაკლებად ხშირად (<1%) პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ სუნიტინიბს კუჭ-ნაწლავის სტრომული სიმსივნეების ან მეტასტაზური თირკმელუჯრედოვანი კიბოს სამკურნალოდ. მკურნალობასთან დაკავშირებული პანკრეატიტის შემთხვევები მე-3 ფაზის კვლევაში კუჭქვეშა ჯირკვლის ნეს-ის მქონე პაციენტებში არ დაფიქსირებულა (იხ. პარაგრაფი 4.4).

მიღებულია შეტყობინებები კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის შესახებ ლეტალური გამოსავლით პლაცებოს მიმღები პაციენტების 0.98%-ში კუჭ-ნაწლავის სტრომული სიმსივნეები კუჭ-ნაწლავის სტრომული სიმსივნეების მე-3 ფაზის კლინიკურ კვლევებში.

დარღვევები ღვიძლისა და ჰეპატობილიარული გზების მხრივ

მიღებულია ინფორმაცია ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევების შესახებ, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ღვიძლის ფუნქციური ანალიზების მაჩვენებლების ნორმიდან გადახრას, ჰეპატიტს ან ღვიძლის უკმარისობას (იხ. პარაგრაფი 4.4).

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

მიღებულია ინფორმაცია განგრენოზული პიოდერმიის განვითარების შემთხვევების შესახებ, რომლებიც ზოგადად იყო შექცევადი სუნიტინიბის მიღების შეწყვეტის შემდეგ (იხ. პარაგრაფი 4.4).

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

რეგისტრირებულია მიოპათიის და/ან რაბდომიოლიზის შემთხვევები, ზოგიერთი თირკმელების მწვავე უკმარისობით. კუნთების ტოქსიკურობის ნიშნების ან სიმპტომების მქონე პაციენტებს მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ სტანდარტული სამედიცინო პრაქტიკის შესაბამისად (იხ. …

ჭარბი დოზა

კაფსულების ძალიან დიდი რაოდენობით შემთხვევით მიღებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. შეიძლება საჭირო გახდეს სამედიცინო დახმარება.

სამკურნალო საშუალების ერთი ან რამდენიმე დოზის გამოტოვებისას მისაღები ზომები

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

სამკურნალო საშუალების გამოყენების წესთან დაკავშირებით სამედიცინო კონსულტაციისთვის მიმართვის რეკომენდაციები

პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით მკურნალ ექიმს.

არასასურველი რეაქციების აღწერა, რომლებიც ვლინდება სამკურნალო საშუალების სტანდარტული გამოყენებისას, და ამ შემთხვევაში მისაღები ზომები

ძალიან ხშირად

თრომბოციტების, ერითროციტების ან/და ლეიკოციტების (მაგალითად, ნეიტროფილების) რაოდენობის შემცირება

ქოშინი

მომატებული არტერიული წნევა

ძლიერი დაღლილობა, ძალების დაკარგვა

შეშუპება, რომელიც გამოწვეულია კანქვეშ ან თვალების გარშემო სითხის არსებობით, ღრმა ალერგიული გამონაყარი

ტკივილი/გაღიზიანება პირის ღრუში, წყლულები/ანთება/სიმშრალე პირის ღრუში, გემოს აღქმის დარღვევა, კუჭის აშლა, გულისრევა, ღებინება, დიარეა, შეკრულობა, ტკივილი/შეშუპება მუცლის არეში, მადის დაკარგვა/დაქვეითება

ფარისებრი ჯირკვლის აქტივობის დაქვეითება (ჰიპოთირეოზი)

თავბრუსხვევა

თავის ტკივილი

სისხლდენა ცხვირიდან

ტკივილი ზურგის არეში, სახსრების ტკივილი

ტკივილი ხელებში და ფეხებში

კანის ყვითლად შეფერვა/კანის ფერის შეცვლა, კანის ჭარბი პიგმენტაცია, თმის ფერის შეცვლა, გამონაყარი ხელისგულებსა და ქუსლებზე, გამონაყარი, კანის სიმშრალე

ხველა

ციებ-ცხელება

დაძინების გართულება

ხშირად

თრომბები სისხლძარღვებში

გულის კუნთში სისხლის მიწოდების უკმარისობა კორონარული არტერიების ობსტრუქციის ან შევიწროების გამო

ტკივილი გულ-მკერდის არეში

გულიდან გამოდევნილი სისხლის მოცულობის შემცირება

სითხის შეკავება, მათ შორის ფილტვების გარშემო

ინფექციები

მძიმე ინფექციის გართულება (სისხლდენის ინფექცია), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილების დაზიანება, ორგანოების უკმარისობა და სიკვდილი

სისხლში შაქრის დონის დაწევა (იხ. პარაგრაფი ~გამოყენების დაწყებამდე საჭირო ცნობები~)

თირკმელების უკმარისობა, თირკმელების მწვავე უკმარისობა, შარდით ცილის დაკარგვა, რომელიც ზოგჯერ იწვევს შეშუპებას

გრიპის მსგავსი სინდრომი

სისხლის ანალიზების მაჩვენებლების, მათ შორის კუჭქვეშა ჯირკვლის და ღვიძლის ფერმენტების დონის, ნორმიდან გადაცდენა

სისხლში შარდმჟავას მაღალი დონე

ბუასილი, ტკივილი სწორ ნაწლავში, სისხლდენა ღრძილებიდან, ყლაპვის გაძნელება ან შეუძლებლობა

ენის არეში წვის ან ტკივილის შეგრძნება, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის ანთება, სიმშრალე პირის ღრუში, ტკივილი პირის ღრუში, წყლულები პირის ღრუში, დისკომფორტი პირის ღრუში, ბოყინი, აირების ჭარბი წარმოქმნა კუჭში ან ნაწლავში

სხეულის მასის შემცირება

ჩონჩხ-კუნთოვანი ტკივილი (ტკივილი კუნთების და ძვლების არეში), კუნთების სისუსტე, კუნთების დაღლა, კუნთების ტკივილი, კუნთების სპაზმი

ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე, ცხვირის გაჭედვა

შეშუპება თვალების გარშემო, ქუთუთოების შეშუპება, ძლიერი ცრემლდენა

უჩვეულო შეგრძნებები კანზე, კანის ქავილი, აქერცვლა და ანთება, ბუშტუკები, აკნე, ფრჩხილის ფერის შეცვლა, თმის ცვენა

უჩვეულო შეგრძნებები კიდურებში

უჩვეულოდ დაბალი/მომატებული მგრძნობელობა, კერძოდ ტაქტილური

გულძმარვა

გაუწყლოება

წამოხურება

შარდის უჩვეულო ფერი

დეპრესია

შემცივნება

არც ისე ხშირად

რბილი ქსოვილების სიცოცხლისთვის საშიში ინფექციები, ანოგენიტალური ინფექციების ჩათვლით (იხ. პარაგრაფი ~გამოყენების დაწყებამდე საჭირო ცნობები~)

ინსულტი

გულის შეტევა, გამოწვეული გულში სისხლის მიწოდების შეწყვეტით ან შემცირებით

გულის ელექტრული აქტივობის შეცვლა ან გულის რიტმის დარღვევა

გულის გარშემო სითხის დაგროვება (პერიკარდიული ეფუზია)

ღვიძლის უკმარისობა

ტკივილი მუცლის არეში, გამოწვეული კუჭქვეშა ჯირკვლის ანთებით

სიმსივნის დაშლა, რომელიც იწვევს ნაწლავის კედლის გახვრეტას (პერფორაცია)

ნაღვლის ბუშტის ანთება (შეშუპება და გაწითლება) კენჭების წარმოქმნით ან წარმოქმნის გარეშე

ორგანიზმის ერთი ღრუდან მეორეში ან კანში მილის სახით პათოლოგიური არხის ფორმირება

ტკივილი პირის, კბილების ან/და ყბის არეში, შეშუპება ან წყლული პირის არეში, ყბის დაბუჟება ან სიმძიმის შეგრძნება ან კბილის მორყევა. ეს შეიძლება იყოს ყბის ძვლის ქსოვილის დაზიანების ნიშნები და სიმპტომები (ოსტეონეკროზი), იხ. პარაგრაფი ~გამოყენების დაწყებამდე საჭირო ცნობები~

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჭარბი გამომუშავება, რაც ზრდის ენერგიას, რომელსაც ორგანიზმი იყენებს მოსვენების მდგომარეობაში

ოპერაციის შემდეგ ჭრილობის შეხორცების დარღვევა

სისხლში კუნთში წარმოქმნილი ფერმენტის (კრეატინფოსფოკინაზა) დონის მომატება

ჭარბი რეაქცია ალერგენზე, მათ შორის პოლინოზი, კანზე გამონაყარი, კანის ქავილი, ჭინჭრის ციება, სხეულის ნაწილების შეშუპება და გაძნელებული სუნთქვა

მსხვილი ნაწლავის ანთება (კოლიტი, იშემიური კოლიტი)

სისხლდენა საშარდე გზებიდან

პანციტოპენია

სისხლდენა ფილტვიდან, სუნთქვის უკმარისობა

იშვიათად

მძიმე რეაქცია კანის ან/და ლორწოვანი გარსების მხრივ (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მულტიფორმული ერითემა

სიმსივნის ლიზისის სინდრომი; სიმსივნის ლიზისის სინდრომი წარმოადგენს მეტაბოლური გართულებების ჯგუფს, რომელიც შეიძლება განვითარდეს სიმსივნის საწინააღმდეგო მკურნალობის დროს. ამ გართულებებს იწვევს მკვდარი სიმსივნური უჯრედების დაშლის პროდუქტები და შეიძლება ითვალისწინებდეს შემდეგს: გულისრევა, გაძნელებული სუნთქვა, გულის რიტმის დარღვევა, კუნთების კრუნჩხვა, კრუნჩხვითი შეტევა, შარდის გამუქება და მომატებული დაღლილობა, რაც დაკავშირებულია ლაბორატორიული ანალიზების შედეგების ნორმიდან გადაცდენასთან (სისხლში კალიუმის, შარდმჟავას და ფოსფორის მაღალი დონეები და კალციუმის დაბალი დონე), რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის ცვლილებები და თირკმელების მწვავე უკმარისობა

კუნთოვანი ქსოვილის პათოლოგიური დაშლა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები (რაბდომიოლიზი)

პათოლოგიური ცვლილებები თავის ტვინში, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს რიგი სიმპტომი, მათ შორის თავის ტკივილი, ცნობიერების არევა, კრუნჩხვითი შეტევები და მხედველობის დაკარგვა (უკანა შექცევადი ლეიკოენცეფალოპათიის სინდრომი)

კანზე განვითარებული მტკივნეული წყლულები (განგრენოზული პიოდერმია)

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)

ფარისებრი ჯირკვლის ანთება

მცირე სისხლძარღვების დაზიანება, რომელიც ცნობილია, როგორც თრომბოზული მიკროანგიოპათია

ანგიონევროზული შეშუპება

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია)

სისხლძარღვის გაფართოება და მისი კედლის სიმაგრის შემცირება ან სისხლძარღვის კედლის დაზიანება (ანევრიზმა და არტერიის აშრევება).

ენერგიის არქონა, ცნობიერების არევა, ძილიანობა, გონების დაკარგვა/კომა - ეს სიმპტომები შეიძლება იყოს ტვინის ტოქსიკური დაზიანების ნიშნები, გამოწვეული სისხლში ამიაკის მაღალი დონით (ჰიპერამონიემიური ენცეფალოპათია).

არასასურველი სამკურნალწამლო რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის შეტყობინებები სამკურნალო საშუალებების არაეფექტიანობის შესახებ, აცნობეთ სამედიცინო მუშაკს, ფარმაცევტს, ან გააგზავნეთ ინფორმაცია უშუალოდ სამკურნალო საშუალებების არასასურველი რეაქციების (მოქმედებების) მონაცემთა საინფორმაციო ბაზაში

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის რესპუბლიკური სახელმწიფო საწარმო სამეურნეო მართვის უფლებით ~სამკურნალო საშუალებების და სამედიცინო ნაკეთობების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი~

http://www.ndda.kz

დამატებითი ცნობები

სამკურნალო საშუალების შემადგენლობა

1 კაფსულა დოზირებით 12,5 მგ შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას - სუნიტინიბის მალატი 16,7 მგ (შეესაბამება 12,5 მგ სუნიტინიბს),

დამხმარე ნივთიერებებს: მანიტოლი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი K-25, მაგნიუმის სტეარატი,

კაფსულის გარსის (კორპუსი და თავსახური) შემადგენლობა: ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის (III) წითელი ოქსიდი (E172), ჟელატინი

თეთრი მელანი (SB-6018): შელაქი, ეთანოლი უწყლო, 2-პროპანოლი, ბუტანოლი, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, პოვიდონი, ტიტანის დიოქსიდი (E171)

1 კაფსულა დოზირებით 25 მგ შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას - სუნიტინიბის მალატი 33,4 მგ (შეესაბამება 25 მგ სუნიტინიბს),

დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი K-25, მაგნიუმის სტეარატი,

კაფსულის გარსის შემადგენლობა:

კორპუსი: ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის (III) წითელი ოქსიდი (E172), ჟელატინი

თავსახური: რკინის (II, III) შავი ოქსიდი (E172), რკინის (III) წითელი ოქსიდი (E172), რკინის (III) ყვითელი ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი

1 კაფსულა დოზირებით 50 მგ შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას - სუნიტინიბის მალატი 66,8 მგ (შეესაბამება 50 მგ სუნიტინიბს),

კაფსულის გარსის შემადგენლობა (კორპუსი და თავსახური): რკინის (II, III) შავი ოქსიდი (E172), რკინის (III) წითელი ოქსიდი (E172), რკინის (III) ყვითელი ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი

გარეგნობის, სუნის, გემოს აღწერა

გაუმჭვირვალე მყარი ჟელატინის კაფსულები ზომით #4, მონარინჯისფრო-წითელი ფერის კორპუსი და თავსახური თეთრი მელნით შესრულებული მარკირებით ~Pfizer/STN 12.5 mg~. კაფსულების შიგთავსი - გრანულები ყვითელიდან ნარინჯისფერამდე (დოზირება 12.5 მგ).

გაუმჭვირვალე მყარი ჟელატინის კაფსულები ზომით #3, მონარინჯისფრო-წითელი ფერის კორპუსი, გაუმჭვირვალე კარამელის ფერის თავსახური თეთრი მელნით შესრულებული მარკირებით ~Pfizer/STN 25 mg~. კაფსულების შიგთავსი - გრანულები ყვითელიდან ნარინჯისფერამდე (დოზირება 25 მგ).

გაუმჭვირვალე მყარი ჟელატინის კაფსულები ზომით #2, გაუმჭვირვალე კარამელის ფერის კორპუსი და თავსახური თეთრი მელნით შესრულებული მარკირებით ~Pfizer/STN 50 mg~. კაფსულების შიგთავსი - გრანულები ყვითელიდან ნარინჯისფერამდე (დოზირება 50 მგ).

შემადგენლობა

  • 1 ზოგადი აღწერა

სუნიტინიბი

  • 2 თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

ერთი კაფსულა შეიცავს

აქტიურ ნივთიერებას - სუნიტინიბის მალატი 16.7 მგ, 33.4 მგ, 66..8 მგ (ეკვივალენტურია 12.5 მგ, 25 მგ, 50 მგ სუნიტინიბის, შესაბამისად)

დამხმარე ნივთიერებები, რომლებიც გასათვალისწინებელია პრეპარატის შემადგენლობაში: ნატრიუმის კროსკარმელოზა 6.6 მგ (12.5 მგ), 5.010 მგ (25 მგ), 10.020 მგ (50 მგ)

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხილეთ 6.1 პუნქტში.

  • სამკურნალწამლო ფორმა

კაფსულები

გაუმჭვირვალე მყარი ჟელატინის კაფსულები №4 ზომით, ნარინჯისფერ-წითელი ფერის კორპუსით და თავსახურით, თეთრი მელნით მარკირებით "Pfizer/STN 12.5 mg". კაფსულების შიგთავსია - ყვითლიდან ნარინჯისფერამდე გრანულები (დოზირება 12.5 მგ).

გაუმჭვირვალე მყარი ჟელატინის კაფსულები №3 ზომით, ნარინჯისფერ-წითელი ფერის კორპუსით, გაუმჭვირვალე კარამელისფერი თავსახურით, თეთრი მელნით მარკირებით "Pfizer/STN 25 mg". კაფსულების შიგთავსია ყვითლიდან ნარინჯისფერამდე გრანულები (დოზირება 25 მგ).

გაუმჭვირვალე მყარი ჟელატინის კაფსულები ზომით №2, გაუმჭვირვალე კარამელისფერი კორპუსითა და თავსახურით, თეთრი მელნით მარკირებით "Pfizer/STN 50 mg". კაფსულების შიგთავსია ყვითლიდან ნარინჯისფერამდე გრანულები (დოზირება 50 მგ).

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ

ფაიზერ იტალია ს.რ.ლ.

ლოკალიტა მარინო დელ ტრონტო

63100 ასკოლი პიჩენი (აპ), იტალია

ტელეფონი: +39 0736 305111

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტინეოპლასტიკური და იმუნომოდულატორული პრეპარატები. ანტინეოპლასტიკური პრეპარატები. სხვა ანტინეოპლასტიკური პრეპარატები. პროტეინკინაზას ინჰიბიტორები. სუნიტინიბი.

ათქ კოდი: L01EX01

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

Pfizer

პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია (ჩანართი)

სავაჭრო დასახელება

სუტენტი®

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

სუნიტინიბი

სამკურნალწამლო ფორმა, დოზირება

  • 5 მგ, 25 მგ და 50 მგ კაფსულები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანტინეოპლასტიკური და იმუნომოდულატორული პრეპარატები. ანტინეოპლასტიკური პრეპარატები. სხვა ანტინეოპლასტიკური პრეპარატები. პროტეინკინაზას ინჰიბიტორები. სუნიტინიბი.

ათქ კოდი: L01EX01

გამოყენების ჩვენება

არაოპერაბელური ან/და მეტასტაზური გასტროინტესტინული სტრომული სიმსივნეები მოზრდილებში, როდესაც თერაპია იმატინიბის მეზილატით არაეფექტიანია რეზისტენტობის ან აუტანლობის გამო

გავრცელებული ან/და მეტასტაზური თირკმელუჯრედოვანი კიბო მოზრდილებში

მოზრდილებში კუჭქვეშა ჯირკვლის არაოპერაბელური ან მეტასტაზური, მაღალდიფერენცირებული ნეიროენდოკრინული სიმსივნეები (კუჭქვეშა ჯირკვლის ნეს) დაავადების პროგრესირებით.

გამოყენების დაწყებამდე საჭირო ცნობები

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია პარაგრაფში ~დამატებითი ცნობები~

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

სიფრთხილის საჭირო ზომები გამოყენებისას

თავი უნდა შეიკავოთ CYP3A4-ის ძლიერ ინდუქტორებთან ერთდროულად გამოყენებისგან, რადგან აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში სუნიტინიბის კონცენტრაციის შემცირება.

თავი უნდა შეიკავოთ CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთდროულად გამოყენებისგან, რადგან ეს შეიძლება იწვევდეს სისხლის პლაზმაში სუნიტინიბის კონცენტრაციის მომატებას.

გავლენა კანზე

საჭიროა პაციენტების გაფრთხილება, რომ მკურნალობის დროს შეიძლება მოხდეს თმის ან კანის გაუფერულება. სხვა შესაძლო დერმატოლოგიური რეაქციები შეიძლება იყოს კანის სიმშრალე, გასქელება ან კანის დასკდომა, ხელისგულებსა და ქუსლებზე ბუშტუკები ან გამონაყარი.

ყველა ზემოაღნიშნული მოვლენა არ იყო კუმულაციური, როგორც წესი, იყო შექცევადი და ჩვეულებრივ არ საჭიროებდა მკურნალობის შეწყვეტას. ცნობილია განგრენოზული პიოდერმიის შემთხვევების შესახებ, რომელიც ჩვეულებრივ შექცევადი იყო სუნიტინიბის მიღების შეწყვეტის შემდეგ.

ცნობილია კანის მხრივ მძიმე რეაქციების განვითარების შესახებ მულტიფორმული ერითემის ჩათვლით, რომლებიც მიუთითებს სტივენს-ჯონსონის სინდრომზე და ტოქსიკურ ეპიდერმულ ნეკროლიზზე, ზოგიერთი ლეტალური შედეგით. მულტიფორმული ერითემის, სტივენს-ჯონსონის სინდრომის, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის სიმპტომების (მაგალითად, კანზე პროგრესირებადი გამონაყარი, ხშირად ბუშტუკებით ან ლორწოვანი გარსის დაზიანებებით) გამოვლენის შემთხვევაში სუნიტინიბის მიღება უნდა შეწყდეს. სტივენს-ჯონსონის სინდრომის და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის დიაგნოზის დადასტურებისას მკურნალობის განახლება აკრძალულია. მულტიფორმულ ერითემაზე ეჭვის არსებობის ზოგ შემთხვევაში პაციენტები კარგად იტანდნენ განმეორებით თერაპიას პრეპარატ სუტენტის® დაბალი დოზით რეაქციის რეგრესიის შემდეგ; ამ პაციენტებიდან ზოგიერთი ასევე იღებდა თანმხლებ მკურნალობას კორტიკოსტეროიდებით ან ანტიჰისტამინური საშუალებებით.

სისხლდენები და სისხლდენა სიმსივნედან

ჰემორაგიული გართულებები ზოგჯერ ლეტალური შედეგით მოიცავდა სისხლდენებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ფილტვიდან, სისხლდენებს საშარდე გზებიდან და სისხლჩაქცევას თავის ტვინში.

კონტროლისთვის საჭიროა პერიოდულად საექიმო შემოწმების ჩატარება და სისხლის მაჩვენებლების შეფასება.

ცხვირიდან სისხლდენა იყო ყველაზე ხშირი არასასურველი ჰემორაგიული რეაქცია და აღინიშნებოდა სოლიდური სიმსივნეების მქონე პაციენტების დაახლოებით ნახევარში, რომლებსაც აღენიშნებოდათ სისხლდენის მოვლენები.

ცხვირიდან სისხლდენის ზოგიერთი მოვლენა იყო მძიმე, მაგრამ ძალიან იშვიათად სრულდებოდა ლეტალურად.

ცნობილია სიმსივნედან სისხლდენის მოვლენების შესახებ, ზოგჯერ დაკავშირებული სიმსივნის ნეკროზთან; ამ სისხლდენებიდან ზოგიერთი დასრულდა ლეტალურად.

სიმსივნედან სისხლდენა შეიძლება განვითარდეს მოულოდნელად და, ფილტვების სიმსივნეების შემთხვევაში, შეიძლება გამოვლინდეს სისხლიანი ხველით ან ფილტვიდან სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენით. ფილტვიდან სისხლდენის შემთხვევები, ზოგიერთი ლეტალური შედეგით, რეგისტრირებული იყო პაციენტებში, რომლებიც სუნიტინიბს იღებდნენ მეტასტაზური თირკმელუჯრედოვანი კიბოს, გასტროინტესტინული სტრომული სიმსივნეების და ფილტვის კიბოს სამკურნალოდ. სუნიტინიბის გამოყენება არ არის ნებადართული ფილტვების კიბოს დროს.

პაციენტებში, რომლებიც იღებენ თანმხლებ მკურნალობას ანტიკოაგულანტებით (მაგალითად, ვარფარინით, აცენოკუმაროლით) უნდა განხორციელდეს პერიოდული მონიტორინგი, სისხლის საერთო ანალიზის (თრომბოციტები), შედედების ფაქტორების შეფასების (პდ/სნთ) და ფიზიკალური გამოკვლევის ჩატარებით.

გავლენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე

დიარეა, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, დისპეფსია, სტომატიტი/ტკივილი პირის ღრუში იყო ყველაზე ხშირი რეაქციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, დაკავშირებული პრეპარატ სუტენტით® მკურნალობასთან, ასევე ცნობილია ეზოფაგიტის შემთხვევების შესახებ.

ასეთი მდგომარეობების შემანარჩუნებელი თერაპია ითვალისწინებს ღებინების საწინააღმდეგო, დიარეის საწინააღმდეგო ან ანტაციდური საშუალებების გამოყენებას.

მუცლის ღრუს ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების მქონე პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ მკურნალობა სუნიტინიბით, რეგისტრირებული იყო კუჭ-ნაწლავური გართულებების სერიოზული, ზოგჯერ ლეტალური შემთხვევები, კნტ-ის პერფორაციის ჩათვლით.

არტერიული ჰიპერტენზია

ცნობილია ჰიპერტენზიის, მათ შორის მძიმე ფორმის ჰიპერტენზიის (სისტოლური წნევა >200 მმ ვწყ.სვ ან დიასტოლური 110 მმ ვწყ. სვ.), განვითარების შესახებ პრეპარატ სუტენტის® მიღების ფონზე.

საჭიროა პაციენტების გამოკვლევა ჰიპერტენზიის განვითარების თვალსაზრისით, არტერიული წნევის კონტროლის სტანდარტული მეთოდების გამოყენებით. პაციენტებში მძიმე ფორმის ჰიპერტენზიით, რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას, რეკომენდებულია პრეპარატ სუტენტით® მკურნალობის დროებით შეწყვეტა. თერაპიას ხელახლა აგრძელებენ არტერიული წნევის სტაბილიზაციის შემდეგ ან ატარებენ ჰიპერტენზიის ფარმაკოლოგიურ კორექციას.

ჰემატოლოგია

რეგისტრირებულია ნეიტროფილების და თრომბოციტების აბსოლუტური რიცხვის შემცირება პრეპარატ სუტენტის® გამოყენებასთან დაკავშირებით.

რეგისტრირებულია ფატალური სისხლდენების შემთხვევები, დაკავშირებული თრომბოციტოპენიასთან და ნეიტროპენიასთან. ცნობილია ანემიის განვითარების შესახებ სუნიტინიბით მკურნალობის პროცესში. პრეპარატ სუტენტით® მკურნალობის შემთხვევაში, ყოველი ციკლის დასაწყისში საჭიროა ჰემატოლოგიური მაჩვენებლების სრული ანალიზის ჩატარება.

გულ-სისხლძარღვთა გართულებები

სუნიტინიბით მკურნალობის დროს პაციენტებს აღენიშნებოდათ გულ-სისხლძარღვთა გართულებები, გულის უკმარისობის, კარდიომიოპათიის, მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის (მპგფ) ნორმის ქვედა ზღვარამდე დაქვეითების, მიოკარდიტის, გულის იშემიური დაავადებისა და მიოკარდიუმის ინფარქტის ჩათვლით, რომელთაგან ზოგიერთი აღმოჩნდა ლეტალური. ეს მონაცემები გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ სუნიტინიბი ზრდის კარდიომიოპათიის რისკს. პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ მკურნალობა, არ იყო გამოვლენილი სუნიტინიბით ინდუცირებული კარდიომიოპათიის რაიმე სპეციფიკური დამატებითი რისკ-ფაქტორი, გარდა სამკურნალო საშუალებისთვის დამახასიათებელი ეფექტისა.

სუნიტინიბი სუფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებშიც მაღალია ამ მოვლენების რისკი ან აქვთ ისინი ანამნეზში.

ცნობილი არ არის, არსებობს თუ არა ასეთი დაავადებების მქონე პაციენტებში მკურნალობასთან დაკავშირებული მარცხენა პარკუჭის დისფუნქციის განვითარების უფრო მაღალი რისკი. პრეპარატის დანიშვნისას მკურნალმა ექიმებმა უნდა შეაფასონ რისკი/სარგებლის თანაფარდობა. გულის დაავადებების განვითარების რისკის ფაქტორების ან/და ანამნეზში კორონარული არტერიების დაავადებების მქონე პაციენტებში სუნიტინიბით მკურნალობის დროს საჭიროა ყურადღებით გამოკვლევა გულის შეგუბებითი უკმარისობის კლინიკური ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენის თვალსაზრისით. მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის შეფასება რეკომენდებულია მკურნალობის დაწყებამდე, ასევე პერიოდულად მკურნალობის დროს. პაციენტებში რისკის ფაქტორების არ არსებობისას პრეპარატ სუტენტით® მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია განდევნის ფრაქციის შეფასება.

გულის შეგუბებითი უკმარისობის კლინიკური ნიშნების გამოვლენისას რეკომენდებულია პრეპარატ სუტენტით® მკურნალობის შეწყვეტა. პაციენტებში გულის შეგუბებითი უკმარისობის ნიშნების გარეშე, მაგრამ რომლებსაც აქვთ მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის დაქვეითება <50% და >20% მკურნალობამდე არსებულ მნიშვნელობებზე დაბალი, რეკომენდებულია პრეპარატ სუტენტის® დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

QT ინტერვალის გახანგრძლივება

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პრეპარატ სუტენტს®, აღინიშნებოდა QT ინტერვალის გახანგრძლივება და torsade de pointes-ის მდგომარეობა. QT ინტერვალის გახანგრძლივება შეიძლება იწვევდეს პარკუჭოვანი არითმიის განვითარების რისკის გაზრდას, მათ შორის პარკუჭების ფრიალ-ციმციმს (torsade de pointes). პრეპარატი სუტენტი® სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში QT ინტერვალის გახანგრძლივებით ანამნეზში, რომლებიც იღებენ ანტიარითმულ პრეპარატებს ან QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ საშუალებებს, ასევე პაციენტებში გულის თანმდევი დაავადებებით, ბრადიკარდიით ან ელექტროლიტური ბალანსის დარღვევებით.

ვენური თრომბოემბოლია

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სუნიტინიბს, რეგისტრირებული იყო ვენური თრომბოემბოლიის მკურნალობასთან დაკავშირებული მოვლენები, მათ შორის ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, ზოგჯერ ლეტალური შედეგით.

არტერიული თრომბოემბოლია (ათე)

სუნიტინიბით ნამკურნალებ პაციენტებში რეგისტრირებული არტერიული თრომბოემბოლიის შემთხვევები, ზოგჯერ ლეტალური შედეგით, ხშირად ითვალისწინებდა ინსულტს, ტრანზიტორულ იშემიურ შეტევებს და თავის ტვინის ინფარქტს. არტერიულ თრომბოემბოლიასთან (როგორც დამატება ძირითად ავთვისებიან დაავადებასთან და ასაკთან >65 წელი) დაკავშირებული რისკის ფაქტორები მოიცავს აჰ-ს, შაქრიან დიაბეტს და მანამდე არსებულ თრომბოემბოლურ დაავადებებს.

ანევრიზმა და არტერიის აშრევება

სისხლძარღვთა ენდოთელიური ზრდის ფაქტორის (VEGF – vascular endothelial growth factor) სასიგნალო გზის ინჰიბიტორების გამოყენება პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით ან მის გარეშე შეიძლება ხელს უწყობდეს ანევრიზმის ან(და) არტერიის აშრევების განვითარებას. სუნიტინიბით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა გულდასმით იქნას შეფასებული ამ გართულებების განვითარების რისკი იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ისეთი რისკის ფაქტორები, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია ან ანამნეზში ანევრიზმის არსებობა.

თრომბოზული მიკროანგიოპათია (თმა)

თრომბოზული მიკროანგიოპათიის დიაგნოზი, თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურის (თთპ) და ჰემოლიზური ურემიული სინდრომის (ჰუს) ჩათვლით, რომელიც ზოგჯერ იწვევდა თირკმელების უკმარისობას ან ლეტალურ შედეგს, განიხილება ჰემოლიზური ანემიის, თრომბოციტოპენიის, მომატებული დაღლილობის, არასტაბილური ნევროლოგიური გამოვლინებების, თირკმელების ფუნქციის დარღვევის და ტემპერატურის მომატების დროს. სუნიტინიბით თერაპია უნდა შეწყდეს პაციენტებში თრომბოზული მიკროანგიოპათიის განვითარების შემთხვევაში, და საჭიროა გადაუდებელი მკურნალობის ჩატარება. პრეპარატის მოხსნის შემდეგ აღინიშნებოდა თრომბოზული მიკროანგიოპათიის ეფექტების გაქრობა.

ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია

პრეპარატ სუტენტით® მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის წინასწარ ლაბორატორიულად გამოკვლევა და გამოვლენილი ჰიპოთირეოზის ან ჰიპერთირეოზის მქონე პაციენტებში უნდა ჩატარდეს ჯირკვლის ფუნქციის ნორმალიზების სტანდარტული თერაპია. სუნიტინიბით მკურნალობის პერიოდში ყოველ 3 თვეში უნდა ჩატარდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის რეგულარული მონიტორინგი. გარდა ამისა, მკურნალობის დროს საჭიროა პაციენტებზე გულდასმით დაკვირვება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევების ნიშნებისა და სიმპტომების თვალსაზრისით, ხოლო მათი არსებობისას, ჩატარდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ლაბორატორიული შეფასება კლინიკური ჩვენებების შესაბამისად. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის განვითარებული დარღვევის მქონე პაციენტების მკურნალობა უნდა ჩატარდეს სტანდარტული სამედიცინო პრაქტიკის შესაბამისად.

ჰიპოთირეოზი გამოვლინდა სუნიტინიბით მკურნალობის როგორც ადრეულ, ასევე გვიან სტადიაზე.

პანკრეატიტი

სხვადასხვა სოლიდური სიმსივნეების მქონე პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ მკურნალობა პრეპარატ სუტენტით®, აღინიშნებოდა შრატში ლიპაზისა და ამილაზის დონეების მომატება. ლიპაზის დონის მომატება იყო ხანმოკლე და არ იყო დაკავშირებული პანკრეატიტის ნიშნებთან ან სიმპტომებთან სხვადასხვა სოლიდური სიმსივნეების მქონე პაციენტებში.

პანკრეატიტი აღინიშნა 1%-ზე ნაკლებ პაციენტში, რომელიც იღებდა სუნიტინიბს გასტროინტესტინული სტრომული სიმსივნეების ან მეტასტაზური თირკმელუჯრედოვანი კიბოს სამკურნალოდ. პანკრეატიტის სიმპტომების არსებობისას უნდა შეწყვიტოთ სუნიტინიბის მიღება და გამოიყენოთ თერაპიის შესაბამისი მეთოდები.

რეგისტრირებულია სერიოზული რეაქციების შემთხვევები კუჭქვეშა ჯირკვლის მხრივ, ზოგჯერ ლეტალური შედეგით.

ჰეპატოტოქსიკურობა

სოლიდური სიმსივნეების მქონე პაციენტების 1%-ზე ნაკლებში, რომლებსაც უტარდებოდათ მკურნალობა სუნიტინიბით, აღინიშნებოდა ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ზოგჯერ ლეტალური შედეგით. საჭიროა ღვიძლის ფუნქციური ტესტების ალტ, ასტ, ბილირუბინის დონის კონტროლი მკურნალობის დაწყებამდე, მკურნალობის თითოეული ციკლის დროს და კლინიკური ჩვენების არსებობისას. ღვიძლის უკმარისობის ნიშნების ან სიმპტომების გამოვლენისას საჭიროა სუნიტინიბით მკურნალობის შეწყვეტა და შესაბამისი შემანარჩუნებელი თერაპიის უზრუნველყოფა.

თირკმელების უკმარისობა

ცნობილია თირკმელების ფუნქციის გაუარესების, თირკმელების უკმარისობის ან/და თირკმელების მწვავე უკმარისობის შემთხვევების შესახებ, ზოგჯერ ლეტალური შედეგით.

რისკის ფაქტორები, დაკავშირებული თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებთან, რომლებიც იღებენ სუნიტინიბს, თირკმელუჯრედოვან კარცინომასთან დამატებით, ითვალისწინებს ხანდაზმულ ასაკს, შაქრიან დიაბეტს, რომელიც წარმოადგენს თირკმელების უკმარისობის მიზეზს, გულის უკმარისობას, არტერიულ ჰიპერტენზიას, სეფსისს, დეჰიდრატაციას, ჰიპოვოლემიას, რაბდომიოლიზს.

ზომიერი ან მძიმე პროტეინურიის მქონე პაციენტებში პრეპარატ სუტენტით® ხანგრძლივი მკურნალობის უსაფრთხოება სისტემატურად არ შეფასებულა. ცნობილია პროტეინიურიის იშვიათი შემთხვევებისა და ნეფროზული სინდრომის იშვიათი შემთხვევების შესახებ. რეკომენდებულია შარდის საბაზო ანალიზის ჩატარება, ასევე საჭიროა პროტეინურიის განვითარების ან გაუარესების კონტროლი. ნეფროზული სინდრომის მქონე პაციენტებში სუნიტინიბით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ფისტულა

ფისტულის ფორმირების შემთხვევაში სუნიტინიბით მკურნალობა უნდა შეწყდეს. შეზღუდულია ინფორმაცია სუნიტინიბის გამოყენების გაგრძელების შესახებ ფისტულების ფორმირების შემდეგ.

ჭრილობების შეხორცების გახანგრძლივება

პრეპარატ სუტენტით® მკურნალობის დროს რეგისტრირებულია ჭრილობების შეხორცების გახანგრძლივების შემთხვევები.

სერიოზული ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატ სუტენტით® მკურნალობის დროებით შეწყვეტა. შეზღუდულია კლინიკური პრაქტიკა თერაპიის განახლების ვადებთან დაკავშირებით ქირურგიული ჩარევის შემდეგ. ამიტომ, სერიოზული ქირურგიული ჩარევის შემდეგ პრეპარატ სუტენტით® მკურნალობის განახლების შესახებ გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს ოპერაციის შემდგომ გამოჯანმრთელების კლინიკურ შეფასებას.

ყბის ოსტეონეკროზი

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პრეპარატ სუტენტს®, რეგისტრირებული იყო ყბის ოსტეონეკროზის შემთხვევები. შემთხვევების უმრავლესობა რეგისტრირებული იყო პაციენტებში, რომლებსაც მანამდე უტარდებოდათ ან უტარდებად თანმხლები თერაპია ინტრავენური ბისფოსფონატებით, რომელიც წარმოადგენს ყბის ოზტეონეკროზის რისკის ფაქტორს. საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება პრეპარატ სუტენტით® და ინტრავენური ბისფოსფონატით მკურნალობის რეჟიმის არჩევისას: ორი პრეპარატის ერთდროულად ან თანმიმდევრულად გამოყენებისას.

ინვაზიური სტომატოლოგიური პროცედურები ასევე განისაზღვრება, როგორც ყბის ოსტეონეკროზის რისკის ფაქტორი. პრეპარატ სუტენტით® მკურნალობის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს სტომატოლოგიური გამოკვლევა და კბილების პროფილაქტიკური სანაციის შესაბამისი პროცედურები. პაციენტებმა, რომლებიც იღებენ პრეპარატ სუტენტს® და ერთდროულად ან წარსულში ინტრავენურ ბისფოსფონატს, შეძლებისდაგვარად, თავი უნდა შეიკავონ ინვაზიური სტომატოლოგიური პროცედურებისგან.

ჰიპერმგრძნობელობა/ანგიონევროზული შეშუპება

მომატებული მგრძნობელობის გამო განვითარებული ანგიონევროზული შეშუპების შემთხვევაში სუნიტინიბით მკურნალობა უნდა შეწყდეს და გაწეული იქნას სტანდარტული სამედიცინო დახმარება.

კრუნჩხვითი შეტევები

სუნიტინიბის გამოყენებისას პოსტმარკეტინგულ პერიოდში რეგისტრირებულია კრუნჩხვის შემთხვევები.

პაციენტები კრუნჩხვებით და შექცევადი უკანა ლეიკოენცეფალოპათიის ნიშნებით/სიმპტომებით, როგორიცაა ჰიპერტენზია, თავის ტკივილი, შენელებული მოძრაობა, გონებრივი აქტივობის დარღვევა, მხედველობის დაკარგვა, კორტიკალური სიბრმავის ჩათვლით, უნდა იმყოფებოდნენ სამედიცინო დაკვირვების ქვეშ, რაც ასევე ითვალისწინებს არტერიული წნევის კონტროლს. რეკომენდებულია პრეპარატ სუტენტით® მკურნალობის დროებით შეწყვეტა. სიმპტომების გაქრობის შემდეგ მკურნალობა შეიძლება განახლდეს მკურნალი ექიმის გადაწყვეტილებით.

სიმსივნის ლიზისის სინდრომი

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პრეპარატ სუტენტს® პოსტმარკეტინგულ პერიოდში, იშვიათად აღინიშნებოდა სიმსივნის ლიზისის სინდრომის შემთხვევები, ზოგჯერ ლეტალური. სიმსივნის ლიზისის სინდრომის რისკი უფრო მაღალია ავადმყოფებში დიდი სიმსივნური მასით მკურნალობის დაწყებამდე, უკვე არსებული თირკმელების ქრონიკული უკმარისობით, ოლიგურიით, გაუწყლოებით, არტერიული ჰიპოტენზიით და შარდის მჟავე რეაქციით. ეს პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მკაცრი დაკვირვების ქვეშ და მათ უნდა ჩაუტარდეთ მკურნალობა კლინიკური ჩვენებების შესაბამისად; საჭიროა პროფილაქტიკური ჰიდრატაციის საკითხის განხილვა.

ინფექციები

ცნობილია სერიოზული ინფექციების შესახებ ნეიტროპენიით ან მის გარეშე, ზოგიერთი ლეტალური შედეგით.

რეგისტრირებულია მანეკროზებელი ფასციიტის, მათ შორის შორისის არეში, არახშირი შემთხვევები, ზოგჯერ ლეტალური შედეგით. მანეკროზებელი ფასციიტის განვითარების შემთხვევაში პრეპარატ სუტენტით® მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა.

ჰიპოგლიკემია

სუნიტინიბით მკურნალობის დროს აღინიშნებოდა სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითების მოვლენები, რომლებსაც ზოგჯერ თან ახლდა კლინიკური გამოვლინებები და საჭიროებდა პაციენტების ჰოსპიტალიზაციას.

ჰოპოგლიკემიის სიმპტომების გამოვლენისას სუნიტინიბით მკურნალობა დროებით უნდა შეწყდეს. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში საჭიროა სისხლში გლუკოზის დონის მუდმივი კონტროლი ანტიდიაბეტური პრეპარატის დოზის კორექციის აუცილებლობის შესაფასებლად ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად.

ჰიპერამონიემიური ენცეფალოპათია

სუნიტინიბის გამოყენებისას აღინიშნა ჰიპერამონიემიური ენცეფალოპათია. აუხსნელი სისუსტის ან ფსიქიკური სტატუსის ცვლილებების შემთხვევაში პაციენტებში უნდა განისაზღვროს სისხლში ამიაკის დონე და დაწყებული იქნას შესაბამისი მკურნალობა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ რომელიმე სხვა სამკურნალო საშუალება, ურეცეპტოდ გაცემული სამკურნალო საშუალების ჩათვლით.

პრეპარატები, რომლებიც ზრდის სისხლის პლაზმაში სუნიტინიბის კონცენტრაციას

CYP3A4-ის ინჰიბიტორების ზემოქმედება

პრეპარატ სუტენტის® ერთჯერადი დოზის გამოყენება CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორთან, კეტოკონაზოლთან, ერთად შესაბამისად 49% და 51%-ით ზრდის სუნიტინიბის და ძირითადი აქტიური მეტაბოლიტის კომპლექსის მაქსიმალურ კონცენტრაციას (Сmax) და მრუდის ქვეშ ფართობის კონცენტრაცია-დროის თანაფარდობის მნიშვნელობას (AUC0-∞).

პრეპარატ სუტენტის® გამოყენება CYP3A4-ის სხვა ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთად (მაგალითად, რიტონავირთან, იტრაკონაზოლთან, ერითრომიცინთან, კლარითრომიცინთან ან გრეიპფრუტის წვენთან ერთად) შეიძლება იწვევდეს სუნიტინიბის კონცენტრაციის მომატებას. თავი უნდა შეიკავოთ CYP3A4-ის ინჰიბიტორების გამოყენებისგან პრეპარატ სუტენტთან® ერთად ან უნდა იქნას არჩეული ალტერნატიული პრეპარატი CYP3A4-ის ინჰიბირების მინიმალური უნარით. თუ ეს შეუძლებელია, საჭირო იქნება პრეპარატ სუტენტის® დოზის შემცირება 37,5 მგ-მდე დღე-ღამეში გასტროინტესტინური სტრომული სიმსივნეების და მეტასტაზური თირკმელუჯრედოვანი კიბოს დროს ან 25 მგ-მდე დღე-ღამეში კუჭქვეშა ჯირკვლის ნეიროენდოკრინული სიმსივნეების დროს, ამტანობის გულდასმითი მონიტორინგის საფუძველზე.

სარძევე ჯირკვლის კიბოს რეზისტენტობის ცილის ინჰიბიტორების ზემოქმედება

სუნიტინიბისა და სარძევე ჯირკვლის კიბოს რეზისტენტობის ცილის ინჰიბიტორების ურთიერთქმედებასთან დაკავშირებით ხელმისაწვდომი კლინიკური მონაცემები შეზღუდულია და არ შეიძლება გამოირიცხოს სუნიტინიბის სარძევე ჯირკვლის კიბოს რეზისტენტობის ცილის სხვა ინჰიბიტორებთან ურთიერთქმედების შესაძლებლობა.

პრეპარატები, რომლებიც აქვეითებს სისხლის პლაზმაში სუნიტინიბის კონცენტრაციას

CYP3A4-ის ინდუქტორების ზემოქმედება

პრეპარატ სუტენტის® ერთჯერადი დოზის გამოყენება CYP3A4-ის ინდუქტორთან, რიფამპიცინთან, ერთად შესაბამისად 23%-ით და 46%-ით აქვეითებს სუნიტინიბისა და ძირითადი აქტიური მეტაბოლიტის კომპლექსის Сmax და AUC0-∞-ს.

პრეპარატ სუტენტის® გამოყენებამ CYP3A4-ის სხვა ძლიერ ინდუქტორებთან (მაგალითად, დექსამეტაზონთან, ფენიტოინთან, კარბამაზეპინთან, რიფამპიცინთან, ფენობარბიტალთან ან კრაზანასთან) ერთად შეიძლება გამოიწვიოს სუნიტინიბის კონცენტრაციის დაქვეითება.

თავი უნდა შეიკავოთ CYP3A4-ის ინდუქტორების პრეპარატ სუტენტთან® ერთად გამოყენებისგან ან უნდა იქნას არჩეული ალტერნატიული პრეპარატი CYP3A4-ის ინდუცირების მინიმალური უნარით. თუ ეს შეუძლებელია, სავარაუდოდ აუცილებელი იქნება პრეპარატ სუტენტის® დოზის გაზრდა 12,5 მგ-ით (87.5 მგ-მდე დღე-ღამეში გასტროინტესტინური სტრომული სიმსივნეების და მეტასტაზური თირკმელუჯრედოვანი კიბოს დროს ან 62,5 მგ-მდე დღე-ღამეში კუჭქვეშა ჯირკვლის ნეიროენდოკრინული სიმსივნეების დროს), ამტანობის გულდასმითი მონიტორინგის საფუძველზე.

სპეციალური გაფრთხილება

პრეპარატ სუტენტით® მკურნალობის დროს თავი უნდა შეიკავოთ გრეიპფრუტის წვენის გამოყენებისგან.

გამოყენება პედიატრიაში

18 წლამდე ასაკის პირებისთვის პრეპარატ სუტენტის® მიღება რეკომენდებული არ არის.

პრეპარატი სუტენტი® შეიცავს ნატრიუმს

მოცემული სამკურნალო საშუალების ერთი კაფსულა შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ე.ი. პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

ორსულობის ან ლაქტაციის დროს

ორსულობა

შვილოსნობის უნარის მქონე ქალებს უნდა გაეწიოთ რეკომენდაცია ეფექტური კონტრაცეფციური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით და გამოირიცხოს ორსულობის ალბათობა პრეპარატ სუტენტით® მკურნალობის დროს.

ორსულობის პერიოდში პრეპარატ სუტენტის® ეფექტიანობა და უსაფრთხოება შესწავლილი არ არის.

არ შეიძლება პრეპარატ სუტენტის® გამოყენება ორსულებსა და ქალებში, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდებს. თერაპიის დროს ორსულობის დადგომის შემთხვევაში ქალი უნდა იყოს გაფრთხილებული ნაყოფისთვის შესაძლო საშიშროების შესახებ.

ლაქტაცია

ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა სუნიტინიბი ან მისი ძირითადი აქტიური მეტაბოლიტი დედის რძეში. ვინაიდან სამკურნალო საშუალებები ხშირად გამოიყოფა დედის რძეში, ასევე ჩვილებში ძუძუთი კვების პერიოდში სერიოზული გვერდითი მოვლენების გამოვლენის პოტენციური რისკის გამო, პრეპარატ სუტენტით® მკურნალობის დროს რეკომენდებულია ძუძუთი კვების შეწყვეტა.

ფერტილობა

მამაკაცისა და ქალის რეპროდუქციული ფუნქცია შეიძლება დაირღვეს პრეპარატ სუტენტით® მკურნალობისას.

სატრანსპორტო საშუალებების ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის ზემოქმედების თავისებურებები

პრეპარატი სუტენტი® უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. საჭიროა პაციენტების გაფრთხილება, რომ პრეპარატ სუტენტით® მკურნალობისას მათ შეიძლება აღენიშნოთ თავბრუსხვევა.

რეკომენდაციები გამოყენებასთან დაკავშირებით

დოზირების რეჟიმი

მოზრდილები

გასტროინტესტინული სტრომული სიმსივნეების და მეტასტაზური თირკმელუჯრედოვანი კიბოს დროს პრეპარატ სუტენტის® რეკომენდებული დოზა შეადგენს 50 მგ-ს დღე-ღამეში 4 კვირის განმავლობაში შემდგომში 2 კვირიანი შესვენებით (სქემა 4/2). თერაპიის სრული ციკლი შეადგენს 6 კვირას.

კუჭქვეშა ჯირკვლის ნეიროენდოკრინული სიმსივნეების დროს პრეპარატ სუტენტის® რეკომენდებული დოზაა 37.5 მგ პერორალურად ერთხელ დღეში, შესვენების გარეშე.

დოზის კორექცია

უსაფრთხოება და ამტანობა

გასტროინტესტინული სტრომული სიმსივნეებისთვის და მეტასტაზური თირკმელუჯრედოვანი კიბოსთვის დოზის შეცვლა 12,5 მგ-ის მომატებით ან შემცირებით შეიძლება განხორციელდეს ინდივიდუალური უსაფრთხოებისა და ამტანობის მიხედვით. სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 75 მგ-ს ან შეადგენდეს 25 მგ-ზე ნაკლებს.

კუჭქვეშა ჯირკვლის ნეიროენდოკრინული სიმსივნეებისთვის დოზის მოდიფიკაცია 12,5 მგ-ის მომატებით ან შემცირებით შეიძლება განხორციელდეს ინდივიდუალური უსაფრთხოებისა და ამტანობის მიხედვით მაქსიმალურ დოზამდე, რომელიც შეადგენს 50 მგ-ს დღე-ღამეში.

ინდივიდუალური უსაფრთხოებისა და ამტანობის მიხედვით შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის დროებით შეწყვეტა.

CYP3A4-ის ინჰიბიტორები/ინდუქტორები

თავი უნდა შეიკავოთ პრეპარატ სუტენტისა® და CYP3A4-ის ისეთი მძლავრი ინდუქტორების კომბინაციის დანიშვნისგან, როგორიცაა რიფამპიცინი. თუ ეს შეუძლებელია, შეიძლება პრეპარატ სუტენტის® დოზის გაზრდა 12.5 მგ-ობით მაქსიმალურ დოზამდე, რომელიც შეადგენს 87.5 მგ-ს (გასტროინტესტინული სტრომული სიმსივნეები და მეტასტაზური თირკმელუჯრედოვანი კიბო) ან 62.5 მგ-ს (კუჭქვეშა ჯირკვლის ნეიროენდოკრინული სიმსივნეები) დღე-ღამეში, ამტანობის მკაცრი დაკვირვებით.

თავი უნდა შეიკავოთ პრეპარატ სუტენტისა® და CYP3A4-ის ისეთი მძლავრი ინჰიბიტორების კომბინაციის დანიშვნისგან, როგორიცაა კეტოკონაზოლი. თუ ეს შეუძლებელია, შეიძლება პრეპარატ სუტენტის® დოზის შემცირება 12.5 მგ-ობით მინიმალურ დოზამდე, რომელიც შეადგენს 37.5 მგ-ს (გასტროინტესტინული სტრომული სიმსივნეები და მეტასტაზური თირკმელუჯრედოვანი კიბო) ან 25 მგ-ს (კუჭქვეშა ჯირკვლის ნეიროენდოკრინული სიმსივნეები) დღე-ღამეში, ამტანობის მკაცრი დაკვირვებით.

რეკომენდებულია ალტერნატიული თანმხლები სამკურნალო საშუალებების შერჩევა CYP3A4-ის ინდუქციის ან ინჰიბირების მინიმალური ალბათობის გარეშე ან მინიმალური ალბათობით.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

ბავშვები

18 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატ სუტენტის® უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის. ამ მომენტისათვის ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე არ შეიძლება დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გაკეთება.

ხანდაზმული პაციენტები

ახალგაზრდა და ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის რაიმე მნიშვნელოვანი განსხვავება გამოვლენილი არ არის.

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები

ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი (კლასი A ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით) ან ზომიერი (კლასი B ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით) ხარისხის დარღვევის მქონე პაციენტებში საწყისი დოზის შეცვლა საჭირო არ არის. ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების (კლასი C ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით) მქონე პაციენტებში სუნიტინიბის გამოყენება შესწავლილი არ არის, ამიტომ მისი გამოყენება ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში რეკომენდებული არ არის.

თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტები

თირკმელების უკმარისობის (მსუბუქიდან მძიმე უკმარისობამდე) მქონე პაციენტებში ან ტერმინალურ სტადიაში თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ჰემოდიალიზი, პრეპარატ სუტენტის® საწყისი დოზის კორექცია საჭირო არ არის. შემდგომში დოზის კორექცია უნდა იყოს დაფუძნებული პრეპარატის ინდივიდუალურ უსაფრთხოებაზე და ამტანობაზე.

შეყვანის მეთოდი

პერორალურად.

პრეპარატი სუტენტი® მიიღება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მისაღები ზომები

კაფსულების ძალიან დიდი რაოდენობით შემთხვევით მიღებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. შეიძლება საჭირო გახდეს სამედიცინო დახმარება.

სამკურნალო საშუალების ერთი ან რამდენიმე დოზის გამოტოვებისას მისაღები ზომები

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

სამკურნალო საშუალების გამოყენების წესთან დაკავშირებით სამედიცინო კონსულტაციისთვის მიმართვის რეკომენდაციები

პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით მკურნალ ექიმს.

არასასურველი რეაქციების აღწერა, რომლებიც ვლინდება სამკურნალო საშუალების სტანდარტული გამოყენებისას, და ამ შემთხვევაში მისაღები ზომები

ძალიან ხშირად

თრომბოციტების, ერითროციტების ან/და ლეიკოციტების (მაგალითად, ნეიტროფილების) რაოდენობის შემცირება

ქოშინი

მომატებული არტერიული წნევა

ძლიერი დაღლილობა, ძალების დაკარგვა

შეშუპება, რომელიც გამოწვეულია კანქვეშ ან თვალების გარშემო სითხის არსებობით, ღრმა ალერგიული გამონაყარი

ტკივილი/გაღიზიანება პირის ღრუში, წყლულები/ანთება/სიმშრალე პირის ღრუში, გემოს აღქმის დარღვევა, კუჭის აშლა, გულისრევა, ღებინება, დიარეა, შეკრულობა, ტკივილი/შეშუპება მუცლის არეში, მადის დაკარგვა/დაქვეითება

ფარისებრი ჯირკვლის აქტივობის დაქვეითება (ჰიპოთირეოზი)

თავბრუსხვევა

თავის ტკივილი

სისხლდენა ცხვირიდან

ტკივილი ზურგის არეში, სახსრების ტკივილი

ტკივილი ხელებში და ფეხებში

კანის ყვითლად შეფერვა/კანის ფერის შეცვლა, კანის ჭარბი პიგმენტაცია, თმის ფერის შეცვლა, გამონაყარი ხელისგულებსა და ქუსლებზე, გამონაყარი, კანის სიმშრალე

ხველა

ციებ-ცხელება

დაძინების გართულება

ხშირად

თრომბები სისხლძარღვებში

გულის კუნთში სისხლის მიწოდების უკმარისობა კორონარული არტერიების ობსტრუქციის ან შევიწროების გამო

ტკივილი გულ-მკერდის არეში

გულიდან გამოდევნილი სისხლის მოცულობის შემცირება

სითხის შეკავება, მათ შორის ფილტვების გარშემო

ინფექციები

მძიმე ინფექციის გართულება (სისხლდენის ინფექცია), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილების დაზიანება, ორგანოების უკმარისობა და სიკვდილი

სისხლში შაქრის დონის დაწევა (იხ. პარაგრაფი ~გამოყენების დაწყებამდე საჭირო ცნობები~)

თირკმელების უკმარისობა, თირკმელების მწვავე უკმარისობა, შარდით ცილის დაკარგვა, რომელიც ზოგჯერ იწვევს შეშუპებას

გრიპის მსგავსი სინდრომი

სისხლის ანალიზების მაჩვენებლების, მათ შორის კუჭქვეშა ჯირკვლის და ღვიძლის ფერმენტების დონის, ნორმიდან გადაცდენა

სისხლში შარდმჟავას მაღალი დონე

ბუასილი, ტკივილი სწორ ნაწლავში, სისხლდენა ღრძილებიდან, ყლაპვის გაძნელება ან შეუძლებლობა

ენის არეში წვის ან ტკივილის შეგრძნება, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის ანთება, სიმშრალე პირის ღრუში, ტკივილი პირის ღრუში, წყლულები პირის ღრუში, დისკომფორტი პირის ღრუში, ბოყინი, აირების ჭარბი წარმოქმნა კუჭში ან ნაწლავში

სხეულის მასის შემცირება

ჩონჩხ-კუნთოვანი ტკივილი (ტკივილი კუნთების და ძვლების არეში), კუნთების სისუსტე, კუნთების დაღლა, კუნთების ტკივილი, კუნთების სპაზმი

ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე, ცხვირის გაჭედვა

შეშუპება თვალების გარშემო, ქუთუთოების შეშუპება, ძლიერი ცრემლდენა

უჩვეულო შეგრძნებები კანზე, კანის ქავილი, აქერცვლა და ანთება, ბუშტუკები, აკნე, ფრჩხილის ფერის შეცვლა, თმის ცვენა

უჩვეულო შეგრძნებები კიდურებში

უჩვეულოდ დაბალი/მომატებული მგრძნობელობა, კერძოდ ტაქტილური

გულძმარვა

გაუწყლოება

წამოხურება

შარდის უჩვეულო ფერი

დეპრესია

შემცივნება

არც ისე ხშირად

რბილი ქსოვილების სიცოცხლისთვის საშიში ინფექციები, ანოგენიტალური ინფექციების ჩათვლით (იხ. პარაგრაფი ~გამოყენების დაწყებამდე საჭირო ცნობები~)

ინსულტი

გულის შეტევა, გამოწვეული გულში სისხლის მიწოდების შეწყვეტით ან შემცირებით

გულის ელექტრული აქტივობის შეცვლა ან გულის რიტმის დარღვევა

გულის გარშემო სითხის დაგროვება (პერიკარდიული ეფუზია)

ღვიძლის უკმარისობა

ტკივილი მუცლის არეში, გამოწვეული კუჭქვეშა ჯირკვლის ანთებით

სიმსივნის დაშლა, რომელიც იწვევს ნაწლავის კედლის გახვრეტას (პერფორაცია)

ნაღვლის ბუშტის ანთება (შეშუპება და გაწითლება) კენჭების წარმოქმნით ან წარმოქმნის გარეშე

ორგანიზმის ერთი ღრუდან მეორეში ან კანში მილის სახით პათოლოგიური არხის ფორმირება

ტკივილი პირის, კბილების ან/და ყბის არეში, შეშუპება ან წყლული პირის არეში, ყბის დაბუჟება ან სიმძიმის შეგრძნება ან კბილის მორყევა. ეს შეიძლება იყოს ყბის ძვლის ქსოვილის დაზიანების ნიშნები და სიმპტომები (ოსტეონეკროზი), იხ. პარაგრაფი ~გამოყენების დაწყებამდე საჭირო ცნობები~

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჭარბი გამომუშავება, რაც ზრდის ენერგიას, რომელსაც ორგანიზმი იყენებს მოსვენების მდგომარეობაში

ოპერაციის შემდეგ ჭრილობის შეხორცების დარღვევა

სისხლში კუნთში წარმოქმნილი ფერმენტის (კრეატინფოსფოკინაზა) დონის მომატება

ჭარბი რეაქცია ალერგენზე, მათ შორის პოლინოზი, კანზე გამონაყარი, კანის ქავილი, ჭინჭრის ციება, სხეულის ნაწილების შეშუპება და გაძნელებული სუნთქვა

მსხვილი ნაწლავის ანთება (კოლიტი, იშემიური კოლიტი)

სისხლდენა საშარდე გზებიდან

პანციტოპენია

სისხლდენა ფილტვიდან, სუნთქვის უკმარისობა

იშვიათად

მძიმე რეაქცია კანის ან/და ლორწოვანი გარსების მხრივ (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მულტიფორმული ერითემა

სიმსივნის ლიზისის სინდრომი; სიმსივნის ლიზისის სინდრომი წარმოადგენს მეტაბოლური გართულებების ჯგუფს, რომელიც შეიძლება განვითარდეს სიმსივნის საწინააღმდეგო მკურნალობის დროს. ამ გართულებებს იწვევს მკვდარი სიმსივნური უჯრედების დაშლის პროდუქტები და შეიძლება ითვალისწინებდეს შემდეგს: გულისრევა, გაძნელებული სუნთქვა, გულის რიტმის დარღვევა, კუნთების კრუნჩხვა, კრუნჩხვითი შეტევა, შარდის გამუქება და მომატებული დაღლილობა, რაც დაკავშირებულია ლაბორატორიული ანალიზების შედეგების ნორმიდან გადაცდენასთან (სისხლში კალიუმის, შარდმჟავას და ფოსფორის მაღალი დონეები და კალციუმის დაბალი დონე), რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის ცვლილებები და თირკმელების მწვავე უკმარისობა

კუნთოვანი ქსოვილის პათოლოგიური დაშლა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები (რაბდომიოლიზი)

პათოლოგიური ცვლილებები თავის ტვინში, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს რიგი სიმპტომი, მათ შორის თავის ტკივილი, ცნობიერების არევა, კრუნჩხვითი შეტევები და მხედველობის დაკარგვა (უკანა შექცევადი ლეიკოენცეფალოპათიის სინდრომი)

კანზე განვითარებული მტკივნეული წყლულები (განგრენოზული პიოდერმია)

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)

ფარისებრი ჯირკვლის ანთება

მცირე სისხლძარღვების დაზიანება, რომელიც ცნობილია, როგორც თრომბოზული მიკროანგიოპათია

ანგიონევროზული შეშუპება

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია)

სისხლძარღვის გაფართოება და მისი კედლის სიმაგრის შემცირება ან სისხლძარღვის კედლის დაზიანება (ანევრიზმა და არტერიის აშრევება).

ენერგიის არქონა, ცნობიერების არევა, ძილიანობა, გონების დაკარგვა/კომა - ეს სიმპტომები შეიძლება იყოს ტვინის ტოქსიკური დაზიანების ნიშნები, გამოწვეული სისხლში ამიაკის მაღალი დონით (ჰიპერამონიემიური ენცეფალოპათია).

არასასურველი სამკურნალწამლო რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის შეტყობინებები სამკურნალო საშუალებების არაეფექტიანობის შესახებ, აცნობეთ სამედიცინო მუშაკს, ფარმაცევტს, ან გააგზავნეთ ინფორმაცია უშუალოდ სამკურნალო საშუალებების არასასურველი რეაქციების (მოქმედებების) მონაცემთა საინფორმაციო ბაზაში

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის რესპუბლიკური სახელმწიფო საწარმო სამეურნეო მართვის უფლებით ~სამკურნალო საშუალებების და სამედიცინო ნაკეთობების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი~

http://www.ndda.kz

დამატებითი ცნობები

სამკურნალო საშუალების შემადგენლობა

1 კაფსულა დოზირებით 12,5 მგ შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას - სუნიტინიბის მალატი 16,7 მგ (შეესაბამება 12,5 მგ სუნიტინიბს),

დამხმარე ნივთიერებებს: მანიტოლი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი K-25, მაგნიუმის სტეარატი,

კაფსულის გარსის (კორპუსი და თავსახური) შემადგენლობა: ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის (III) წითელი ოქსიდი (E172), ჟელატინი

თეთრი მელანი (SB-6018): შელაქი, ეთანოლი უწყლო, 2-პროპანოლი, ბუტანოლი, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, პოვიდონი, ტიტანის დიოქსიდი (E171)

1 კაფსულა დოზირებით 25 მგ შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას - სუნიტინიბის მალატი 33,4 მგ (შეესაბამება 25 მგ სუნიტინიბს),

დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი K-25, მაგნიუმის სტეარატი,

კაფსულის გარსის შემადგენლობა:

კორპუსი: ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის (III) წითელი ოქსიდი (E172), ჟელატინი

თავსახური: რკინის (II, III) შავი ოქსიდი (E172), რკინის (III) წითელი ოქსიდი (E172), რკინის (III) ყვითელი ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი

თეთრი მელანი (SB-6018): შელაქი, ეთანოლი უწყლო, 2-პროპანოლი, ბუტანოლი, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, პოვიდონი, ტიტანის დიოქსიდი (E171)

1 კაფსულა დოზირებით 50 მგ შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას - სუნიტინიბის მალატი 66,8 მგ (შეესაბამება 50 მგ სუნიტინიბს),

დამხმარე ნივთიერებებს: მანიტოლი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი K-25, მაგნიუმის სტეარატი,

კაფსულის გარსის შემადგენლობა (კორპუსი და თავსახური): რკინის (II, III) შავი ოქსიდი (E172), რკინის (III) წითელი ოქსიდი (E172), რკინის (III) ყვითელი ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი

თეთრი მელანი (SB-6018): შელაქი, ეთანოლი უწყლო, 2-პროპანოლი, ბუტანოლი, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, პოვიდონი, ტიტანის დიოქსიდი (E171)

გარეგნობის, სუნის, გემოს აღწერა

გაუმჭვირვალე მყარი ჟელატინის კაფსულები ზომით #4, მონარინჯისფრო-წითელი ფერის კორპუსი და თავსახური თეთრი მელნით შესრულებული მარკირებით ~Pfizer/STN 12.5 mg~. კაფსულების შიგთავსი - გრანულები ყვითელიდან ნარინჯისფერამდე (დოზირება 12.5 მგ).

გაუმჭვირვალე მყარი ჟელატინის კაფსულები ზომით #3, მონარინჯისფრო-წითელი ფერის კორპუსი, გაუმჭვირვალე კარამელის ფერის თავსახური თეთრი მელნით შესრულებული მარკირებით ~Pfizer/STN 25 mg~. კაფსულების შიგთავსი - გრანულები ყვითელიდან ნარინჯისფერამდე (დოზირება 25 მგ).

გაუმჭვირვალე მყარი ჟელატინის კაფსულები ზომით #2, გაუმჭვირვალე კარამელის ფერის კორპუსი და თავსახური თეთრი მელნით შესრულებული მარკირებით ~Pfizer/STN 50 mg~. კაფსულების შიგთავსი - გრანულები ყვითელიდან ნარინჯისფერამდე (დოზირება 50 მგ).

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

30 კაფსულას ათავსებენ პოლიეთილენის ფლაკონში პოლიპროპილენის თავსახურით. 1 ფლაკონს სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად სახელმწიფო და რუსულ ენებზე ათავსებენ მუყაოს კოლოფში.

შენახვის ვადა

3 წელი

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ!

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ

ფაიზერ იტალია ს.რ.ლ.

ლოკალიტა მარინო დელ ტრონტო

63100 ასკოლი პიჩენი (აპ), იტალია

ტელეფონი: +39 0736 305111

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

ფაიზერ ინკ.

ჰადსონ ბულვარ ისტ 66, ნიუ-იორკი, ნიუ-იორკის შტატი 10001-2192, აშშ

ტელეფონი: +1 (212) 733-2323

https://www.pfizer.com/contact/email

ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ორგანიზაციის დასახელება, მისამართი და საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა), რომელიც იღებს მომხმარებლის პრეტენზიებს (წინადადებებს) სამკურნალო საშუალებების ხარისხთან დაკავშირებით და რომელიც პასუხისმგებელია სამკურნალო საშუალების უსაფრთხოებაზე რეგისტრაციის შემდგომ დაკვირვებაზე:

კომპანია Pfizer Export B.V.-ს (ფაიზერ ექსპორტ ბი.ვი.) ფილიალი ყაზახეთის რესპუბლიკაში

ყაზახეთის რესპუბლიკა, ქ. ალმათი, 050000, მედეუსკის რაიონი, ნურსულთან ნაზარბაევის გამზირი, სახლი 100/4

ტელეფონი: +7 (727) 250 09 16

ფაქსი: +7 (727) 250 42 09

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

PAA228780

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა