პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

სუნიტინიბი აქვიდა

Sunitinib AqVida

რეცეპტით50მგინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

სუნიტინიბი აქვიდა შეიცავს აქტიურ ნივთიერებას სუნიტინიბს, რომელიც არის პროტეინკინაზას ინჰიბიტორი. ის გამოიყენება კიბოს დაავადებების სამკურნალოდ, რომლის დროსაც ის ახდენს კიბოს უჯრედების ზრდაში და გავრცელებაში მონაწილე ცნობილი ცილოვანი ნივთიერებების გარკვეული ჯგუფების ინჰიბირებას. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
სუნიტინიბი (sunitinib)
ფორმა და შეფუთვა
50მგ მყარი კაფსულა №30
მწარმოებელი
AqVida GmbH, გერმანია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, პროტეინკინაზას სხვა ინჰიბიტორები
ATC კოდი
L01EX01
რეგისტრაციის ნომერი
რ-037393
რეგისტრირებულია
22 თებერვალი 2023, მოქმედებს 22 თებერვალი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებასუნიტინიბი აქვიდა და სხვა წამალი ერთად

სუნიტინიბი აქვიდა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სუნიტინიბი აქვიდა შეიცავს აქტიურ ნივთიერებას სუნიტინიბს, რომელიც არის პროტეინკინაზას ინჰიბიტორი. ის გამოიყენება კიბოს დაავადებების სამკურნალოდ, რომლის დროსაც ის ახდენს კიბოს უჯრედების ზრდაში და გავრცელებაში მონაწილე ცნობილი ცილოვანი ნივთიერებების გარკვეული ჯგუფების ინჰიბირებას.

სუნიტინიბი აქვიდა გამოიყენება უფროსებში პროგრესირებული კიბოს სახეობების სამკურნალოდ:

  • კუჭ-ნაწლავის სტრომული სიმსივნეები (GIST), რომელიც არის კუჭ-ნაწლავის კიბოს ერთერთი ფორმა, როდესაც იმატინიბი (სხვა კიბოს სამკურნალო საშუალება) არაეფექტურია ან პაციენტს არ შეუძლია მისი მიღება.
  • მეტასტაზური თირკმლის უჯრედოვანი კარცინობა (mRCC), თირკმლის კიბოს ერთერთი ფორმა, რომელიც ვრცელდება სხეულის სხვა რეგიონებზეც.
  • პანკრეასის ნეიროენდოკრინული სიმსივნეები (pNET), კუჭქვეშა ჯირკვლისჰორმონების გამომყოფი უჯრედების კიბო, დაავადების პროგრესირებისას ან თუ სიმსივნე არარეზექცირებადია.

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ შეკითხვები სუნიტინიბი აქვიდას ზემოქმედების ან მისი თქვენზე დანიშნულების შესახებ.

მიღების წესი და დოზირება

ეს მედიკამენტი უნდა მიიღოთ ყოველთვის ექიმის დანიშნულების მიხედვით. გაურკვევლობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის საჭირო დოზას, რომელიც დამოკიდებულია კიბოს სახეობაზე.

თუ გიტარდებათ მკურნალობა შემდეგი დაავადებების გამო:

  • GIST ან mRCC: ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 50 მგ დღეში ერთჯერ, რომელიც მიიღება 28 დღის განმავლობაში (4 კვირა), რასაც მოსდევს 14 დღიანი (2 კვირა) მკურნალობის პაუზა (მედიკამენტის გარეშე), ტარდება 6 კვირიანი ციკლი.
  • pNET: ჩვეულებრივი დოზია შეადგენს 37,5 მგ დღეში ერთჯერ მკურნალობის პაუზის გარეშე.

ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას თქვენთვის შესაბამისი საჭირო დოზირების შესახებ, და ასევე თუ რატომ და როდის უნდა დაასრულოთ სუნიტინიბი აქვიდათი მკურნალობა.

სუნიტინიბი აქვიდას მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშეც.

თუ მიიღეთ სუნიტინიბი აქვიდას ზედმეტი დოზირება

თუ შემთხვევით მიიღეთ ზედმეტი კაფსულების რაოდენობა, უნდა სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს. სავარაუდოდ დაგჭირდებათ სამედიცინო მკურნალობა.

თუ დაგავიწყდათ სუნიტინიბი აქვიდას მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა, თუკი დაგავიწყდებათ წინა დოზის მიღება.

სიფრთხილის ზომები

სუნიტინიბი აქვიდას გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში,

  • თუ ხართ ალერგიული სუნიტინიბის ან პუნქტში 6 აღნიშნული ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

გთხოვთ მიმართოთ ექიმს სუნიტინიბი აქვიდას მიღებამდე, თუ თქვენ გახასიათებთ შემდეგი:

  • სისხლის მაღალი წნევა. სუნიტინიბი აქვიდამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის წნევის მომატება. სუნიტინიბი აქვიდათი მკურნალობის პერიოდში ექიმმა უნდა აკონტროლოს შეძლებისდაგვარად თქვენი სისხლის წნევა და საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს სისხლის წნევის დამწევი საშუალებები.
  • თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ სისხლის დაავადებები, სისხლდენები ან ლურჯი ლაქები. სუნიტინიბი აქვიდათი მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლდენის გაზრდის საშიშროება ან ზოგიერთი სისხლის უჯრედების რაოდენობის ცვლილებები, რაც თავისთავად იწვევს ანემიას ან ზეგავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე. თუ იღებთ ვარფარინს ან აცენოკუმაროლს (მედიკამენტები, რომლებიც იწვევენ სისხლის გათხელებას კოლტების წარმოქმნის პრევენციის მიზნით), შესაძლოა გამოიწვიოს სისხლდენის რისკის გაზრდა. აცნობეთ ექიმს, თუ სუნიტინიბი აქვიდათი მკურნალობის პერიოდში გამოვლინდება ნებისმიერი სახის სისხლდენები.
  • თუ გაქვთ გულის პრობლემები. სუნიტინიბი აქვიდამ შესაძლოა გამოიწვიოს გულის პრობლემები. აცნობეთ ექიმს, თუ იგრძნობთ დაღლილობას, სუნთქვის გახშირებას ან გაქვთ ფეხების და კოჭების შეშუპება.
  • უჩვეულო გულის რითმის დარღვევები. სუნიტინიბი აქვიდამ შესაძლოა გამოიწვიოს გულის რითმის დარღვევები. სუნიტინიბი აქვიდათი მკურნალობის პერიოდში ექიმმა უნდა შეძლებისდაგვარად შეამოწმოს ელექტროკარდიოგრამა, სიმპტომების მიზეზის დადგენის მიზნით. მიმართეთ ექიმს, თუ სუნიტინიბი აქვიდათი მკურნალობის პერიოდში ვლინდება დაღლილობა, გულყრა ან უჩვეულო გულისცემა.
  • თუ ცოტა ხნის წინ გადაიტანეთ სისხლის შედედება თქვენს ვენებში და/ან არტერიებში (გარკვეულ სისხლძარღვებში), მათ შორის სტენოკარდია, გულის ინფარქტი, ემბოლია ან თრომბოზი.

აცნობეთ ექიმს დაუყონებლივ სუნიტინიბი აქვიდათი მკურნალობის პერიოდში ისეთი ჩივილების გამოვლენის შესახებ, როგორიცაა მაგ., მკერდის არეში ტკივილი ან სიმძიმის შეგრძნება, ტკივილები მკლავების, ზურგის, კისრის ან ყბის არეში, სუნთქვის გახშირება, დაბუჟების და სისუსტის შეგრძნება სხეულის ცალ მხარეზე, მეტყველების დარღვევები, თავის ტკივილები ან სისუსტე.

  • თუ თქვენ გაქვთ ან წარსულში გადაიტანეთ ანევრიზმა (სისხლძარღვის კედლის გაფართოვება ან სისუსტე) ან სისხლძარღვის კედლის გახლეჩვა.
  • თუ გაქვთ ან წარსულში გადაიტანეთ თრომბოზული მიკროანგიოპათია (TMA), ცნობილია როგორც უწვრილესი სისხლძარღვების დაზიანება. აცნობეთ ექიმს, თუ გახასიათებთ სიცხე, უძონობა, დაღლილობა, სილურჯეები, სისლდენები, შეშუპება, დაბნეულობა, მხედველობის დაკარგვა ან კრუნჩხვითი შეტევები.
  • თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები. სუნიტინიბი აქვიდამ შესაძლოა გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლების პრობლემები. მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ სუნიტინიბი აქვიდას მიღების პერიოდში გამოგივლინდათ სწრაფი დაღლილობა, ზოგადად სიცივის უფრო მეტად შეგრძნება სხვებთან შედარებით ან თუ აღინიშნება ხმის დაბოხება. აუცილებელია თქვენი ფარისებრი ჯირკვლების ფუნქციის შემოწმება სუნიტინიბი აქვიდათი მკურნალობის დაწყებამდე და მისი მიღების პერიოდში. თუ თქვენი ფარისერბი ჯირკვლები წარმოქმნიან მცირე ფარისებრი ჯირკვლების ჰორმონებს, შესაძლოა საჭირო გახდეს ფარისებრი ჯირკვლების ჰორმონების ჩანაცვლებით თერაპიის ჩატარება.
  • თუ გაქვთ ან ადრე გახასიათებდათ კუჭქვეშა ჯირკვლის ან ნაღვლის ბუშტის დარღვევები. მიმართეთ ექიმს, თუ ვლინდება შემდეგი სიმპტომებიდან რომელიმე: ტკივილები კუჭის არეში (ზედა მუცლის არე), ღებინება, გულისრევა ან ცხელება. ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს კუჭქვეშა ჯირკვლის ან ნაღვლის ბუშტის ანთების შედეგად.
  • თუ გაქვთ ან ადრე გახასიათებდათ ღვიძლის პრობლემები. მიმართეთ ექიმს, თუ სუნიტინიბი აქვიდათი მკურნალობის პერიოდში გამოვლინდება ღვიძლის პრობლემების დამახასიათებელი სიმტომებიდან ერთ-ერთი მაინც: კანის ქავილი, თვალების ან კანის სიყვითლე, შარდის მუქად შეფერვა და ტკივილები ან დისკომფორტი კუჭის მარჯვენა ზედა ნაწილში. ექიმმა უნდა ჩაატაროს სისხლის ანალიზი თქვენი ღვიძლის ფუნქციის დასადგენად და სუნიტინიბი აქვიდათი მკურნალობის დაწყებამდე და ასევე მკურნალობის პერიოდში და ასევე საჭიროების მიხედვით.
  • გაქვთ ან გქონდათ თირკმელების პრობლემები. თქვენი ექიმი შეამოწმებს თქვენს თირკმლის ფუნქციას.
  • თუ მალე აპირებთ ოპერაციის გაკეთებას ან ახლახან გაგიკეთდათ ოპერაცია. სუნიტინიბი აქვიდან შესაძლო ზეგავლენა მოახდინოს ჭრილობის შეხორცებაზე. თუ თქვენ აპირებთ ოპერაციის გაკეთებას, თქვენ ჩვეულებრივ შეწყვეტენ სუნიტინიბი აქვიდას მიღებას. თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ როდის შეიძლება სუნიტინიბი აქვიდას კვლავ გამოყენება.
  • სუნიტინიბი აქვიდათი მკურნალობის დაწყებამდე, შესაძლოა დაგჭირდეთ თქვენი სტომატოლოგიური მდგომარეობის შეფასების ჩატარება.
  • აცნობეთ ექიმს და სტომატოლოგს დაუყონებლივ, თუ შენიშნავთ ტკივილებს პირის ღრუში, კბილებზე ან ყბაზე, შეშუპებებს ან წყლულოვან ადგილებს პირში, დაბუჟების ან სიმძიმის შეგრძნებას ყბაზე ან კბილების მორყებას.
  • თუ გესაჭიროებათ სტომატოლოგიური მკურნალობა ან სტომატოლოგის ქირურგიული ჩარევა, აცნობეთ კბილის ექიმი, რომ იღებთ სუნიტინიბ აქვიდას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ თქვენ იმავდროლად იღებთ ან იღებდით ადრე ბისფოსფონატებს იტრავენურად. ბისფოსფონატები არიან მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენებიან ძვლებზე გართულებების თავიდან აცილების მიზნით სხვა დაავადებების გამო.
  • თუ გაქვთ ან გქონდათ წარსულში კანის და კანქვეშა ქსოვილის დაავადებები.

ამ მედიკამენტის გამოყენების პერიოდში შესაძლოა აღინიშნოს ,, Pyoderma gangraenosum“ (კანის მტკივნეული წყლული) ან ,,ნეკროზული ფასციიტი“ (სწრაფად გავრცელებადი კანის/რბილი ქსოვილების ინფექცია, რომელიც შესაძლოა იყოს სიცოცხლისათვის საშიში). სასწრაფოდ აცნობეთ ექიმს, თუ შენიშნავთ კანის დაზიანების ადგილას ინფექციის ნიშნებს, მათ შორის როგორიცაა ცხელება, ტკივილები, სიწითლე, შეშუპება ან აღინიშნება ჩირქი ან სისხლი. ეს მოვლენები ძირითადად უკუქცევადია სუნიტინიბის მოხსნის შემდეგ. სუნიტინიბი აქვიდას გამოყენების პერიოდში აღინიშნა კანის რთული გამონაყარი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი, მრავალფორმიანი ერითემა). დასაწყისში ეს დაავადებები სხეულზე ვლინდებიან წითელი, სამიზნეს მსგავსი წერტილების სახით ან წრიული ლაქების სახით ხშირად შუა ნაწილში ბუშტუკების წარმოქმნით. გამონაყარი შესაძლოა გავრცელდეს ბუშტუკების წარმოქმნით და პროგრესირებდეს კანის აქერცვლით და შესაძლოა იყოს სიცოცხლისათვის საშიში. თუ ვლინდება კანზე გამონაყარი ან მსგავსი კანის სიმპტომები, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს რჩევისთვის.

  • თუ გახასიათებთ ან ადრე გახასიათებდათ სპაზმები.

რაც შეიძლება სწრაფად აცნობეთ ექიმს, თუ აღინიშნება სისხლის მაღალი წნევა, თავის ტკივილები ან მხედველობის დაკარგვა.

  • თუ გაქვთ დიაბეტი. დიაბეტის პაციენტებში აუცილებელია სისხლის შაქრის დონის რეგულარული კონტროლი, იმის შესაფასებლად საჭიროა თუ არა ანტიდიაბეტური საშუალებების დოზირების კორექცია შაქრის დონის დაცემის რისკის შემცირების მიზნით. შეძლებისდაგვარად სწრაფად დაუკევშირდით ექიმს, თუ შეინიშნება შაქრის დაბალი დონის ნიშნები (დაღლილობა, გულისცემა, ოფლიანობა, შიმშილი და გონების დაკარგვა).

ბავშვები და მოზარდები

18 წლამდე ასაკის პირებში არ არის რეკომენდებული სუნიტინიბი აქვიდას გამოყენება.

სუნიტინიბი აქვიდას გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად

აცნობეთ ექიმს ან ფარამცევტს, თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ისინი ან აპირებთ რაიმე სახის სამკურნალო საშუალების მიღებას, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი საშუალებების მიღებას.

ზოგიერთმა სამკურნალო საშუალებამ შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს სუნიტინიბი აქვიდას რაოდენობაზე სხეულში. ამიტომ უნდა აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც შეიცავენ შემდეგ აქტიურ ნივთიერებებს:

  • კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი - სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ
  • ერითრომიცინი, კლარიტრომიცინი, რიფამპიცინი - ინფექციების სამკურნალოდ
  • რიტონავირი - აივ-ინფექციის სამკურნალოდ
  • დექსამეთაზონი - კორტიკოსტეროიდი სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ (როგორიცაა ალერგია/სუნთქვის დარღვევები ან კანის დაავადებები)
  • ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი - ეპილეფსიის და სხვა ნევროლოგიური დაავადებების სამკურნალოდ
  • მცენარეული მედიკამენტები, რომლებიც შეიცავენ კრაზანას (hypericum perforatum) - დეპრესიის და შიშის მდგომარეობის სამკურნალოდ

სუნიტინიბი აქვიდას მიღება საკვებ და სასმელ პროდუქტებთან ერთად

სუნიტინიბი აქვიდათი მკურნალობის პერიოდში უნდა მოერიდოთ გრეიფრუტის წვენის მიღებას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი ჩვილს ან თუ ეჭვობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის მიღებამდე.

თუ ხართ ნაყოფიერების ასაკში, უნდა გამოიყენოთ სუნიტინიბი აქვიდათი მკურნალობის პერიოდში საიმედო კონტრაცეპტული საშუალება.

მიმართეთ ექიმს, თუ კვებავთ ჩვილს ძუძუთი. სუნიტინიბი აქვიდათი მკურანალობის პერიოდში არ შეიძლება ჩვილების ძუძუთი კვება.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

თუ აღინიშნება თავბრუსხვევა ან უჩვეულო დაღლილობა, უნდა გამოიჩინოთ განსაკუთრებული სიფრთხილე ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის დროს.

სუნიტინიბი აქვიდა შეიცავს ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23მგ) ყოველ მკვრივ კაფსულაზე, ეს ნიშნავს, რომ თითქმის ,,უნატრიემოა“.

გვერდითი მოვლენები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ მედიკამენტმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.

თუ გამოვლინდება შემდეგიდან რომელიმე რთული ეფექტი, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს (იხილეთ ასევე ,,ინფორმაცია სუნიტინიბი აქვიდას მიღებამდე“).

გულის პრობლემები. აცნობეთ ექიმს, თუ გახასიათებთ ძლიერი დაღლილობა და სუნთქვის გახშირება ან თუ აღინიშნება ფეხების და კოჭების შეშუპება. ეს შესაძლოა იყოს გულის პრობლემების სიმპტომები, რომლებიც მოიცავენ გულის უკმარისობას და გულის კუნთის დარღვევებს (კარდიომიოპათია).

ფილტვების და სუნთქვის პრობლემები. აცნობეთ ექიმს, თუ გახასიათებთ ხველა, ტკივილი მკერდის არეში, უეცარი სუნთქვის გახშირება ან სისხლიანი ხველა. ეს სიმპტომები შესაძლოა მიუთითებდნენ დაავადებაზე, რომელსაც ეწოდება ფილტვების ემბოლია, რომელიც ვლინდება ფიტლვში სისხლის შეკოლტების დროს.

თირკმელების დარღვევები. აცნობეთ ექიმს, თუ ვლინდება შარდვის სიხშირის ცვლილებები ან შარდის სრული შეკავება, რადგან ეს სიმპტომები მიუთითებენ თირკმელების დისფუნქციაზე.

სისხლენები. აცნობეთ ექიმს, თუ სუნიტინიბი აქვიდათი მკურნალობის პერიოდში აღინიშნება შემდეგში აღწერილი მოვლენებიდან რომელიმე ან რთული სახის სისხლენები: მტკივნეული, შეშუპებული კუჭი (მუცელი), სისხლიანი ღებინება, შავი, თხელი განავალი, სისხლიანი შარდი, თავის ტკივილები ან გონებრივი მდგომარეობის ცვლილებები, სისხლიანი ხველა ან სისხლიანი ნახველი ფიტლვებიდან ან სასუნთქი გზებიდან.

სიმსივნის დაშლა, რაც იწვევს ნაწლავში ხვრელის გაჩენას. აცნობეთ ექიმს, თუ შენიშნავთ ძლიერ მუცლის ტკივილებს, ცხელებას, ღებინებას, გულისრევას ან სისხლიან განავალს ან თუ შეიცვლება განავლის ჩვეულებები.

სუნიტინიბი აქვიდას სხვა გვერდითი მოვლენები შესაძლოა იყოს:

ძალიან ხშირი: შესაძლოა გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1-ზე მეტში

თრომბოცირების რაოდენობის შემცირება, წითელიდა/ან თეთრი სისხლის უჯრედების შემცირება (მაგ., ნეიტროფილების)

სუნთქვის გახშირება

სისხლის მაღალი წნევა

ძლიერი დაღლილობა, უღონობა

ქსოვილის შეშუპება კანქვეშ და თვქლების არეში სითხის დაგროვების შედეგად, ღრმა ალერგიული გამონაყარი

ტკივილები/გაღიზიანება პირის ღრუში, პირის სიმშრალე/ანთებები/წყლულები პირის ღრუში, გემოს დარღვევები, კუჭის დისკომფორტი, ღებინება, გულისრევა, ფაღარათი, ყაბზობა, მუცლის ტკივილი/მუცლის შებერვა, მადის დაკარგვა ან დაქვეითება.

ფარისებრი ჯირკვლების ფუნქციის დაქვეითება (ჰიპოთირეოზი)

თავბრუსხვევის შეგრძნება

თავის ტკივილები

ცხვირიდან სისხლდენა

ზურგის ტკივილები, სახსრების ტკივილები

ხელ-ფეხის არეში ტკივილი

კანის სიყვითლე/შეფერვა, ძლიერი კანის პიგმენტაცია, თმის ფერის ცვლილებები, გამონაყარი ხელის და ფეხის გულებზე, კანზე გამონაყარი, კანის სიმშრალე

ხველა

ცხელება

ძილის პრობლემები

ხშირი: შესაძლოა აღინიშნოს 10 პაციენტიდან 1-მდე

სისხლის შედედება სისხლძარღვებში

გულის კუნთის არასაკმარისი სისხლით მომარაგება კორონარული არტერიების ბლოკირების ან შევიწროების გამო

ტკივილი გულმკერდის არეში

გულის მიერ ამოტუმბული სისხლის შემცირება

სითხის დაგროვება, ასევე ფილტვების მიდამოში

ინფექციები

სერიოზული ინფექციებით გამოწვეული გართულებები (სისხლში მიმდინარე ინფექცია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილის დაზიანება, ორგანოს უკმარისობა და სიკვდილი

სისხლში შაქრის დაბალი დონე (იხილეთ ნაწილი 2)

შარდის მეშვეობით ცილის დაკარგვა, რამაც ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს შეშუპება

გრიპის მსგავსი სინდრომი

უჩვეულო სისხლის ტესტები, მათ შორის პანკრეასის და ღვიძლის ფერმენტების დონე

შარდმჟავას მაღალი დონე სისხლში

ბუასილი, ტკივილი სწორ ნაწლავში, ღრძილების სისხლდენა, ყლაპვის გაძნელება ან ყლაპვის შეუძლებლობა

წვა ან ტკივილი ენაზე, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის ანთება, გაზების დაგროვება კუჭსა და ნაწლავებში.

წონის დაკლება

ძვალ-კუნთოვანი ტკივილი (კუნთების და ძვლების ტკივილი), კუნთების სისუსტე, კუნთების დაღლილობა, კუნთების ტკივილი, კუნთების სპაზმი

ცხვირის სიმშრალე, გაჭედილი ცხვირი

უჩვეულოდ ძლიერი ცრემლდენა

კანის სენსორული დარღვევები, ქავილი, კანის პილინგი ან დერმატიტი, ბუშტუკები, აკნე, ფრჩხილების ფერის შეცვლა, თმის ცვენა

სენსორული დარღვევები კიდურებში

მგრძნობელობის უჩვეულოდ ძლიერი შემცირება/მატება, განსაკუთრებით შეხებისას

გულძმარვა

გაუწყლოება (დეჰიდრატაცია)

სისხლის მიწოლა

შარდის შეფერილობა

დეპრესია

ჟრიალი

არახშირი: შესაძლოა გამოვლინდეს 100 პაციენტიდან 1-მდე

სიცოცხლისთვის საშიში რბილი ქსოვილების ინფექციები ანუსის და სასქესო ორგანოების მიმდებარე რეგიონის ჩათვლით (იხილეთ ნაწილი 2)

ინსულტი

გულის ინფარქტი გულიში სისხლის მიწოდების შეფერხების ან შემცირების გამო

გულის ელექტრული გამტარობის ცვლილებები ან უჩვეულო გულისცემა

სითხე გულის ირგვლივ (პერიკარდიული ეფუზია)

ღვიძლის უკმარისობა

მუცლის ტკივილი, რომელიც გამოწვეულია პანკრეასის ანთებით

სიმსივნის დაშლა, რაც იწვევს ნაწლავის გარღვევას (პერფორაცია)

ნაღვლის ბუშტის ანთება (შეშუპება და სიწითლე) ნაღვლის კენჭების თანხლებით ან მის გარეშე

დარღვეული მილაკოვანი კავშირი ერთი სხეულის ღრუს და სხვა სხეულის ღრუს ან კანს შორის

ტკივილი პირის ღრუში, კბილებში და/ან ყბში, შეშუპება ან წყლულები პირში, ყბის დაბუჟება ან სიმძიმის შეგრძნება ან კბილის დაკარგვის შეგრძნება. ეს შესაძლოა იყოს ყბის ძვლის დაზიანების ნიშნები და სიმპტომები (ოსტეონეკროზი), იხილეთ ნაწილი 2.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჭარბი გამომუშავება, რაც იწვევს სხეულის ენერგიულობის გაზრდას

ჭრილობების შეხორცების დარღვევები ოპერაციის შემდეგ

სისხლში ფერმენტების (კრეატინ კინაზას) დონის მომატება კუნთებში

ჰიპერმგრძნობელობა ალერგენებზე, მათ შორის სეზონური ალერგია, კანის სიწითლე, კანის ქავილი, ჭინჭრის ციება, სხეულის ნაწილებზე შეშუპება და სუნთქვის გაძნელება

მსხვილი ნაწლავის ანთება (კოლიტი, იშემიური კოლიტი)

იშვიათი: შესაძლოა გამოვლინდეს 1000 პაციენტიდან 1-მდე

რთული კანის და/ან ლორწოვანი გარსის რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი, მრავალფორმიანი ერითემა)

ტუმორლიზის სინდრომი (TLS) – TLS შედგება მთელი რიგი მეტაბოლური გართულებებისაგან, რომლებიც ვლინდებიან კიბოს თერაპიის დროს. ეს გართულებები გამოწვეულია კიბოს მკვდარი უჯრედების დაშლის პროდუქტების შედეგად და შესაძლოა მოიცავდნენ შემდეგ სიმპტომებს: ღებინება, სუნთქვის გახშირება, არარეგულარული გულისცემა, კუნთების სპაზმი, კუნთების შეტევა, შარდის შეფერვა და დაღლილობა, უჩვეულო ლაბორატორიული ანალიზის შედეგების ჩათვლით (კალიუმის, შარდმჟავას და ფოსფორის დონის მომატება ასევე კალციუმის დონის დაქვეითება სისხლში), რაც იწვევს თირკმელების ფუნქციის ცვლილებებს და შესაძლოა გამოიწვიოს თირკმელების მწვავე უკმარისობა.

კუნთების უჩვეულო დაშლა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები (რაბდომიოლიზი)

ტვინის უჩვეულო ცვლილებები, რაც იწვევს მთელ რიგ სიმპტომებს, როგორიცაა თავის ტკივილები, დაბნეულობა, კრუნჩხვითი შეტევები და მხედველობის დაკარგვა (პოსტეროიზული რევერსული ენცეფალოპათიური სინდრომი)

კანზე მტკივნეული წყლული (Pyoderma gangraenosum)

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)

ფარისებრი ჯირკვლის ანთება

თრომბოლიზურ მიკროანგიოპათიად (TMA) ცნობილი წვრილი სისხლძარღვების დაზიანება

უცნობია სიხშირე (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით):

სისხლძარღვების კედლების გაფართოვენა ან სისუსტე ან გახლეჩვა (ანევრიზმა და არტერიების დისექცია).

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ შენიშნავთ გვერდითი მოვლენებს უნდა მიმართოთ ექიმს. ეს ეხება ასევე ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში. თქვენ შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების გამოვლენის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოთ უშუალოდ ფედერაციის წამლისა და სამედიცინო პროდუქტის ინსტიტუტს, ფარმაცევტულ განყოფილებას, კურტ-გეორგ-კისინგერის-ალეე 3, D – 53175 ბონი, ვებ-გვერდის მეშვეობით: www.bfarm.de. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ ხელს შეუწყობთ მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი მონაცემების მოპოვებას.

შემადგენლობა

სუნიტინიბი აქვიდა 12,5 მგ მკვრივი კაფსულები

აქტიური ნივთიერება არის სუნიტინიბი. ყოველი კაფსულა შეიცავს სუნიტინიბ-L- მალატს, რაც შეესაბამება 12,5 მგ სუნიტინიბს. დამხმარე ნივთიერებებია:

  • კაფსულის შიგთავსი: მანიტოლი (Ph.Eur.), ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი (K-25) და მაგნიუმის სტეარატი (Ph.Eur.), [მცემარეული].
  • კაფსულის გარსი: ჟელატინი, რკინის (III)-ოქსიდი (E172) და ტიტანის დიოქსიდი (E171).

სუნიტინიბი აქვიდა 25 მგ მკვრივი კაფსულები

აქტიური ნივთიერება არის სუნიტინიბი. ყოველი კაფსულა შეიცავს სუნიტინიბ-L- მალატს, რაც შეესაბამება 25 მგ სუნიტინიბს. დამხმარე ნივთიერებებია:

  • კაფსულის გარსი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის(III)-ჰიდროქსიდ-ოქსიდი x H2O (E172), რკინის (III)-ოქსიდი (E172) და რკინის (II, III)-ოქსიდი (E172).

სუნიტინიბი აქვიდა 37,5 მგ მკვრივი კაფსულები

აქტიური ნივთიერება არის სუნიტინიბი. ყოველი კაფსულა შეიცავს სუნიტინიბ-L- მალატს, რაც შეესაბამება 37,5 მგ სუნიტინიბს. დამხმარე ნივთიერებებია:

  • კაფსულის გარსი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის(III)-ჰიდროქსიდ-ოქსიდი x H2O (E172).

სუნიტინიბი აქვიდა 50 მგ მკვრივი კაფსულები

აქტიური ნივთიერება არის სუნიტინიბი. ყოველი კაფსულა შეიცავს სუნიტინიბ-L- მალატს, რაც შეესაბამება 50 მგ სუნიტინიბს. დამხმარე ნივთიერებებია:

სუნიტინიბის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

სუნიტინიბი აქვიდა 12,5 მგ არის მკვრივი ჟელატინის კაფსულები ნარინჯისფერი ზედა ნაწილით და ნარინჯისფერი ქვედა ნაწილით, რომელიც შეიცავს ყვითელიდან ნარინჯისფერამდე გრანულებს.

სუნიტინიბი აქვიდა 25 მგ არის მკვრივი ჟელატინის კაფსულები კარამელის ფერის ზედა ნაწილით და ნარინჯისფერი ქვედა ნაწილით, რომელიც შეიცავს ყვითელიდან ნარინჯისფერამდე გრანულებს.

სუნიტინიბი აქვიდა 37,5 მგ არის მკვრივი ჟელატინის კაფსულები ყვითელი ზედა ნაწილით და ყვითელი ქვედა ნაწილით, რომელიც შეიცავს ყვითელიდან ნარინჯისფერამდე გრანულებს.

სუნიტინიბი აქვიდა 50 მგ არის მკვრივი ჟელატინის კაფსულები კარამელისფერი ზედა ნაწილით და კარამელისფერი ქვედა ნაწილით, რომელიც შეიცავს ყვითელიდან ნარინჯისფერამდე გრანულებს.

პლასტმასის ფლაკონი შეიცავს 30 კაფსულას და ბლისტერული შეფუთვები ცალკეული დოზებისათვის შეიცავენ 28 კაფსულას.

შესაძლოა ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში ბაზარზე.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ფარმაცევტული მწარმოებელი

აქვიდა გმბჰ

კაიზერ-ვილჰელმ-შტრ. 89

20355 ჰამბურგი

გერმანია

შენახვის პირობები

ეს მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ შეიძლება ამ მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე ან ბლისტერზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.

ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ შეიძლება ამ მედიკამენტის გამოყენება, თუ შენიშნავთ, რომ დაზიანებულია ან გახსნილია შეფუთვა

ეს მედიკამენტი არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. მიმართეთ ფარმაცევტს სწორი უტილიზაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად. ამით თქვენ ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სარეკომენდაციო ვერსია

ინსტრუქცია პრეპარატის სამედიცინო გამოყენების შესახებ

სუნიტინიბი აქვიდა 12,5 მგ მკვრივი კაფსულები

სუნიტინიბი აქვიდა 25 მგ მკვრივი კაფსულები

სუნიტინიბი აქვიდა 37,5 მგ მკვრივი კაფსულები

სუნიტინიბი აქვიდა 50 მგ მკვრივი კაფსულები

სუნიტინიბი

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა მოგვიანებით კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად. ნუ გადასცემთ მას სხვას გამოყენებისთვის. შესაძლოა პრეპარატმა ზიანი მიაყენოს სხვას იმ შემთხვევაშიც, თუ მასაც აღენიშნება თქვენივე მსგავსი სიმპტომები.
  • თუ შენიშნავთ გვერდითი მოვლენებს, მიმართეთ თქვენს ექიმს. ეს ეხება ასევე გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:

  • რას წარმოადგენს სუნიტინიბი აქვიდა და რისთვის გამოიყენება?
  • ინფორმაცია სუნიტინიბი აქვიდას გამოყენებამდე
  • სუნიტინიბი აქვიდას მიღების წესი
  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
  • სუნიტინიბი აქვიდას შენახვის პირობები
  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
  • რას წარმოადგენს სუნიტინიბი აქვიდა და რისთვის გამოიყენება?

სუნიტინიბი აქვიდა შეიცავს აქტიურ ნივთიერებას სუნიტინიბს, რომელიც არის პროტეინკინაზას ინჰიბიტორი. ის გამოიყენება კიბოს დაავადებების სამკურნალოდ, რომლის დროსაც ის ახდენს კიბოს უჯრედების ზრდაში და გავრცელებაში მონაწილე ცნობილი ცილოვანი ნივთიერებების გარკვეული ჯგუფების ინჰიბირებას.

სუნიტინიბი აქვიდა გამოიყენება უფროსებში პროგრესირებული კიბოს სახეობების სამკურნალოდ:

  • კუჭ-ნაწლავის სტრომული სიმსივნეები (GIST), რომელიც არის კუჭ-ნაწლავის კიბოს ერთერთი ფორმა, როდესაც იმატინიბი (სხვა კიბოს სამკურნალო საშუალება) არაეფექტურია ან პაციენტს არ შეუძლია მისი მიღება.
  • მეტასტაზური თირკმლის უჯრედოვანი კარცინობა (mRCC), თირკმლის კიბოს ერთერთი ფორმა, რომელიც ვრცელდება სხეულის სხვა რეგიონებზეც.
  • პანკრეასის ნეიროენდოკრინული სიმსივნეები (pNET), კუჭქვეშა ჯირკვლისჰორმონების გამომყოფი უჯრედების კიბო, დაავადების პროგრესირებისას ან თუ სიმსივნე არარეზექცირებადია.

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ შეკითხვები სუნიტინიბი აქვიდას ზემოქმედების ან მისი თქვენზე დანიშნულების შესახებ.

  • ინფორმაცია სუნიტინიბი აქვიდას მიღებამდე

სუნიტინიბი აქვიდას გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში,

  • თუ ხართ ალერგიული სუნიტინიბის ან პუნქტში 6 აღნიშნული ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

გთხოვთ მიმართოთ ექიმს სუნიტინიბი აქვიდას მიღებამდე, თუ თქვენ გახასიათებთ შემდეგი:

  • სისხლის მაღალი წნევა. სუნიტინიბი აქვიდამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის წნევის მომატება. სუნიტინიბი აქვიდათი მკურნალობის პერიოდში ექიმმა უნდა აკონტროლოს შეძლებისდაგვარად თქვენი სისხლის წნევა და საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს სისხლის წნევის დამწევი საშუალებები.
  • თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ სისხლის დაავადებები, სისხლდენები ან ლურჯი ლაქები. სუნიტინიბი აქვიდათი მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლდენის გაზრდის საშიშროება ან ზოგიერთი სისხლის უჯრედების რაოდენობის ცვლილებები, რაც თავისთავად იწვევს ანემიას ან ზეგავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე. თუ იღებთ ვარფარინს ან აცენოკუმაროლს (მედიკამენტები, რომლებიც იწვევენ სისხლის გათხელებას კოლტების წარმოქმნის პრევენციის მიზნით), შესაძლოა გამოიწვიოს სისხლდენის რისკის გაზრდა. აცნობეთ ექიმს, თუ სუნიტინიბი აქვიდათი მკურნალობის პერიოდში გამოვლინდება ნებისმიერი სახის სისხლდენები.
  • თუ გაქვთ გულის პრობლემები. სუნიტინიბი აქვიდამ შესაძლოა გამოიწვიოს გულის პრობლემები. აცნობეთ ექიმს, თუ იგრძნობთ დაღლილობას, სუნთქვის გახშირებას ან გაქვთ ფეხების და კოჭების შეშუპება.
  • უჩვეულო გულის რითმის დარღვევები. სუნიტინიბი აქვიდამ შესაძლოა გამოიწვიოს გულის რითმის დარღვევები. სუნიტინიბი აქვიდათი მკურნალობის პერიოდში ექიმმა უნდა შეძლებისდაგვარად შეამოწმოს ელექტროკარდიოგრამა, სიმპტომების მიზეზის დადგენის მიზნით. მიმართეთ ექიმს, თუ სუნიტინიბი აქვიდათი მკურნალობის პერიოდში ვლინდება დაღლილობა, გულყრა ან უჩვეულო გულისცემა.
  • თუ ცოტა ხნის წინ გადაიტანეთ სისხლის შედედება თქვენს ვენებში და/ან არტერიებში (გარკვეულ სისხლძარღვებში), მათ შორის სტენოკარდია, გულის ინფარქტი, ემბოლია ან თრომბოზი.

აცნობეთ ექიმს დაუყონებლივ სუნიტინიბი აქვიდათი მკურნალობის პერიოდში ისეთი ჩივილების გამოვლენის შესახებ, როგორიცაა მაგ., მკერდის არეში ტკივილი ან სიმძიმის შეგრძნება, ტკივილები მკლავების, ზურგის, კისრის ან ყბის არეში, სუნთქვის გახშირება, დაბუჟების და სისუსტის შეგრძნება სხეულის ცალ მხარეზე, მეტყველების დარღვევები, თავის ტკივილები ან სისუსტე.

  • თუ თქვენ გაქვთ ან წარსულში გადაიტანეთ ანევრიზმა (სისხლძარღვის კედლის გაფართოვება ან სისუსტე) ან სისხლძარღვის კედლის გახლეჩვა.
  • თუ გაქვთ ან წარსულში გადაიტანეთ თრომბოზული მიკროანგიოპათია (TMA), ცნობილია როგორც უწვრილესი სისხლძარღვების დაზიანება. აცნობეთ ექიმს, თუ გახასიათებთ სიცხე, უძონობა, დაღლილობა, სილურჯეები, სისლდენები, შეშუპება, დაბნეულობა, მხედველობის დაკარგვა ან კრუნჩხვითი შეტევები.
  • თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები. სუნიტინიბი აქვიდამ შესაძლოა გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლების პრობლემები. მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ სუნიტინიბი აქვიდას მიღების პერიოდში გამოგივლინდათ სწრაფი დაღლილობა, ზოგადად სიცივის უფრო მეტად შეგრძნება სხვებთან შედარებით ან თუ აღინიშნება ხმის დაბოხება. აუცილებელია თქვენი ფარისებრი ჯირკვლების ფუნქციის შემოწმება სუნიტინიბი აქვიდათი მკურნალობის დაწყებამდე და მისი მიღების პერიოდში. თუ თქვენი ფარისერბი ჯირკვლები წარმოქმნიან მცირე ფარისებრი ჯირკვლების ჰორმონებს, შესაძლოა საჭირო გახდეს ფარისებრი ჯირკვლების ჰორმონების ჩანაცვლებით თერაპიის ჩატარება.
  • თუ გაქვთ ან ადრე გახასიათებდათ კუჭქვეშა ჯირკვლის ან ნაღვლის ბუშტის დარღვევები. მიმართეთ ექიმს, თუ ვლინდება შემდეგი სიმპტომებიდან რომელიმე: ტკივილები კუჭის არეში (ზედა მუცლის არე), ღებინება, გულისრევა ან ცხელება. ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს კუჭქვეშა ჯირკვლის ან ნაღვლის ბუშტის ანთების შედეგად.
  • თუ გაქვთ ან ადრე გახასიათებდათ ღვიძლის პრობლემები. მიმართეთ ექიმს, თუ სუნიტინიბი აქვიდათი მკურნალობის პერიოდში გამოვლინდება ღვიძლის პრობლემების დამახასიათებელი სიმტომებიდან ერთ-ერთი მაინც: კანის ქავილი, თვალების ან კანის სიყვითლე, შარდის მუქად შეფერვა და ტკივილები ან დისკომფორტი კუჭის მარჯვენა ზედა ნაწილში. ექიმმა უნდა ჩაატაროს სისხლის ანალიზი თქვენი ღვიძლის ფუნქციის დასადგენად და სუნიტინიბი აქვიდათი მკურნალობის დაწყებამდე და ასევე მკურნალობის პერიოდში და ასევე საჭიროების მიხედვით.
  • გაქვთ ან გქონდათ თირკმელების პრობლემები. თქვენი ექიმი შეამოწმებს თქვენს თირკმლის ფუნქციას.
  • თუ მალე აპირებთ ოპერაციის გაკეთებას ან ახლახან გაგიკეთდათ ოპერაცია. სუნიტინიბი აქვიდან შესაძლო ზეგავლენა მოახდინოს ჭრილობის შეხორცებაზე. თუ თქვენ აპირებთ ოპერაციის გაკეთებას, თქვენ ჩვეულებრივ შეწყვეტენ სუნიტინიბი აქვიდას მიღებას. თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ როდის შეიძლება სუნიტინიბი აქვიდას კვლავ გამოყენება.
  • სუნიტინიბი აქვიდათი მკურნალობის დაწყებამდე, შესაძლოა დაგჭირდეთ თქვენი სტომატოლოგიური მდგომარეობის შეფასების ჩატარება.
  • აცნობეთ ექიმს და სტომატოლოგს დაუყონებლივ, თუ შენიშნავთ ტკივილებს პირის ღრუში, კბილებზე ან ყბაზე, შეშუპებებს ან წყლულოვან ადგილებს პირში, დაბუჟების ან სიმძიმის შეგრძნებას ყბაზე ან კბილების მორყებას.
  • თუ გესაჭიროებათ სტომატოლოგიური მკურნალობა ან სტომატოლოგის ქირურგიული ჩარევა, აცნობეთ კბილის ექიმი, რომ იღებთ სუნიტინიბ აქვიდას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ თქვენ იმავდროლად იღებთ ან იღებდით ადრე ბისფოსფონატებს იტრავენურად. ბისფოსფონატები არიან მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენებიან ძვლებზე გართულებების თავიდან აცილების მიზნით სხვა დაავადებების გამო.
  • თუ გაქვთ ან გქონდათ წარსულში კანის და კანქვეშა ქსოვილის დაავადებები.

ამ მედიკამენტის გამოყენების პერიოდში შესაძლოა აღინიშნოს ,, Pyoderma gangraenosum“ (კანის მტკივნეული წყლული) ან ,,ნეკროზული ფასციიტი“ (სწრაფად გავრცელებადი კანის/რბილი ქსოვილების ინფექცია, რომელიც შესაძლოა იყოს სიცოცხლისათვის საშიში). სასწრაფოდ აცნობეთ ექიმს, თუ შენიშნავთ კანის დაზიანების ადგილას ინფექციის ნიშნებს, მათ შორის როგორიცაა ცხელება, ტკივილები, სიწითლე, შეშუპება ან აღინიშნება ჩირქი ან სისხლი. ეს მოვლენები ძირითადად უკუქცევადია სუნიტინიბის მოხსნის შემდეგ. სუნიტინიბი აქვიდას გამოყენების პერიოდში აღინიშნა კანის რთული გამონაყარი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი, მრავალფორმიანი ერითემა). დასაწყისში ეს დაავადებები სხეულზე ვლინდებიან წითელი, სამიზნეს მსგავსი წერტილების სახით ან წრიული ლაქების სახით ხშირად შუა ნაწილში ბუშტუკების წარმოქმნით. გამონაყარი შესაძლოა გავრცელდეს ბუშტუკების წარმოქმნით და პროგრესირებდეს კანის აქერცვლით და შესაძლოა იყოს სიცოცხლისათვის საშიში. თუ ვლინდება კანზე გამონაყარი ან მსგავსი კანის სიმპტომები, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს რჩევისთვის.

  • თუ გახასიათებთ ან ადრე გახასიათებდათ სპაზმები.

რაც შეიძლება სწრაფად აცნობეთ ექიმს, თუ აღინიშნება სისხლის მაღალი წნევა, თავის ტკივილები ან მხედველობის დაკარგვა.

  • თუ გაქვთ დიაბეტი. დიაბეტის პაციენტებში აუცილებელია სისხლის შაქრის დონის რეგულარული კონტროლი, იმის შესაფასებლად საჭიროა თუ არა ანტიდიაბეტური საშუალებების დოზირების კორექცია შაქრის დონის დაცემის რისკის შემცირების მიზნით. შეძლებისდაგვარად სწრაფად დაუკევშირდით ექიმს, თუ შეინიშნება შაქრის დაბალი დონის ნიშნები (დაღლილობა, გულისცემა, ოფლიანობა, შიმშილი და გონების დაკარგვა).

ბავშვები და მოზარდები

18 წლამდე ასაკის პირებში არ არის რეკომენდებული სუნიტინიბი აქვიდას გამოყენება.

სუნიტინიბი აქვიდას გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად

აცნობეთ ექიმს ან ფარამცევტს, თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ისინი ან აპირებთ რაიმე სახის სამკურნალო საშუალების მიღებას, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი საშუალებების მიღებას.

ზოგიერთმა სამკურნალო საშუალებამ შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს სუნიტინიბი აქვიდას რაოდენობაზე სხეულში. ამიტომ უნდა აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც შეიცავენ შემდეგ აქტიურ ნივთიერებებს:

  • კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი - სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ
  • ერითრომიცინი, კლარიტრომიცინი, რიფამპიცინი - ინფექციების სამკურნალოდ
  • რიტონავირი - აივ-ინფექციის სამკურნალოდ
  • დექსამეთაზონი - კორტიკოსტეროიდი სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ (როგორიცაა ალერგია/სუნთქვის დარღვევები ან კანის დაავადებები)
  • ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი - ეპილეფსიის და სხვა ნევროლოგიური დაავადებების სამკურნალოდ
  • მცენარეული მედიკამენტები, რომლებიც შეიცავენ კრაზანას (hypericum perforatum) - დეპრესიის და შიშის მდგომარეობის სამკურნალოდ

სუნიტინიბი აქვიდას მიღება საკვებ და სასმელ პროდუქტებთან ერთად

სუნიტინიბი აქვიდათი მკურნალობის პერიოდში უნდა მოერიდოთ გრეიფრუტის წვენის მიღებას.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი ჩვილს ან თუ ეჭვობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის მიღებამდე.

თუ ხართ ნაყოფიერების ასაკში, უნდა გამოიყენოთ სუნიტინიბი აქვიდათი მკურნალობის პერიოდში საიმედო კონტრაცეპტული საშუალება.

მიმართეთ ექიმს, თუ კვებავთ ჩვილს ძუძუთი. სუნიტინიბი აქვიდათი მკურანალობის პერიოდში არ შეიძლება ჩვილების ძუძუთი კვება.

ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

თუ აღინიშნება თავბრუსხვევა ან უჩვეულო დაღლილობა, უნდა გამოიჩინოთ განსაკუთრებული სიფრთხილე ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის დროს.

სუნიტინიბი აქვიდა შეიცავს ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23მგ) ყოველ მკვრივ კაფსულაზე, ეს ნიშნავს, რომ თითქმის ,,უნატრიემოა“.

  • სუნიტინიბი აქვიდას მიღების წესი

ეს მედიკამენტი უნდა მიიღოთ ყოველთვის ექიმის დანიშნულების მიხედვით. გაურკვევლობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის საჭირო დოზას, რომელიც დამოკიდებულია კიბოს სახეობაზე.

თუ გიტარდებათ მკურნალობა შემდეგი დაავადებების გამო:

  • GIST ან mRCC: ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 50 მგ დღეში ერთჯერ, რომელიც მიიღება 28 დღის განმავლობაში (4 კვირა), რასაც მოსდევს 14 დღიანი (2 კვირა) მკურნალობის პაუზა (მედიკამენტის გარეშე), ტარდება 6 კვირიანი ციკლი.
  • pNET: ჩვეულებრივი დოზია შეადგენს 37,5 მგ დღეში ერთჯერ მკურნალობის პაუზის გარეშე.

ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას თქვენთვის შესაბამისი საჭირო დოზირების შესახებ, და ასევე თუ რატომ და როდის უნდა დაასრულოთ სუნიტინიბი აქვიდათი მკურნალობა.

სუნიტინიბი აქვიდას მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშეც.

თუ მიიღეთ სუნიტინიბი აქვიდას ზედმეტი დოზირება

თუ შემთხვევით მიიღეთ ზედმეტი კაფსულების რაოდენობა, უნდა სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს. სავარაუდოდ დაგჭირდებათ სამედიცინო მკურნალობა.

თუ დაგავიწყდათ სუნიტინიბი აქვიდას მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა, თუკი დაგავიწყდებათ წინა დოზის მიღება.

  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ მედიკამენტმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.

თუ გამოვლინდება შემდეგიდან რომელიმე რთული ეფექტი, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს (იხილეთ ასევე ,,ინფორმაცია სუნიტინიბი აქვიდას მიღებამდე“).

გულის პრობლემები. აცნობეთ ექიმს, თუ გახასიათებთ ძლიერი დაღლილობა და სუნთქვის გახშირება ან თუ აღინიშნება ფეხების და კოჭების შეშუპება. ეს შესაძლოა იყოს გულის პრობლემების სიმპტომები, რომლებიც მოიცავენ გულის უკმარისობას და გულის კუნთის დარღვევებს (კარდიომიოპათია).

ფილტვების და სუნთქვის პრობლემები. აცნობეთ ექიმს, თუ გახასიათებთ ხველა, ტკივილი მკერდის არეში, უეცარი სუნთქვის გახშირება ან სისხლიანი ხველა. ეს სიმპტომები შესაძლოა მიუთითებდნენ დაავადებაზე, რომელსაც ეწოდება ფილტვების ემბოლია, რომელიც ვლინდება ფიტლვში სისხლის შეკოლტების დროს.

თირკმელების დარღვევები. აცნობეთ ექიმს, თუ ვლინდება შარდვის სიხშირის ცვლილებები ან შარდის სრული შეკავება, რადგან ეს სიმპტომები მიუთითებენ თირკმელების დისფუნქციაზე.

სისხლენები. აცნობეთ ექიმს, თუ სუნიტინიბი აქვიდათი მკურნალობის პერიოდში აღინიშნება შემდეგში აღწერილი მოვლენებიდან რომელიმე ან რთული სახის სისხლენები: მტკივნეული, შეშუპებული კუჭი (მუცელი), სისხლიანი ღებინება, შავი, თხელი განავალი, სისხლიანი შარდი, თავის ტკივილები ან გონებრივი მდგომარეობის ცვლილებები, სისხლიანი ხველა ან სისხლიანი ნახველი ფიტლვებიდან ან სასუნთქი გზებიდან.

სიმსივნის დაშლა, რაც იწვევს ნაწლავში ხვრელის გაჩენას. აცნობეთ ექიმს, თუ შენიშნავთ ძლიერ მუცლის ტკივილებს, ცხელებას, ღებინებას, გულისრევას ან სისხლიან განავალს ან თუ შეიცვლება განავლის ჩვეულებები.

სუნიტინიბი აქვიდას სხვა გვერდითი მოვლენები შესაძლოა იყოს:

ძალიან ხშირი: შესაძლოა გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1-ზე მეტში

თრომბოცირების რაოდენობის შემცირება, წითელიდა/ან თეთრი სისხლის უჯრედების შემცირება (მაგ., ნეიტროფილების)

სუნთქვის გახშირება

სისხლის მაღალი წნევა

ძლიერი დაღლილობა, უღონობა

ქსოვილის შეშუპება კანქვეშ და თვქლების არეში სითხის დაგროვების შედეგად, ღრმა ალერგიული გამონაყარი

ტკივილები/გაღიზიანება პირის ღრუში, პირის სიმშრალე/ანთებები/წყლულები პირის ღრუში, გემოს დარღვევები, კუჭის დისკომფორტი, ღებინება, გულისრევა, ფაღარათი, ყაბზობა, მუცლის ტკივილი/მუცლის შებერვა, მადის დაკარგვა ან დაქვეითება.

ფარისებრი ჯირკვლების ფუნქციის დაქვეითება (ჰიპოთირეოზი)

თავბრუსხვევის შეგრძნება

თავის ტკივილები

ცხვირიდან სისხლდენა

ზურგის ტკივილები, სახსრების ტკივილები

ხელ-ფეხის არეში ტკივილი

კანის სიყვითლე/შეფერვა, ძლიერი კანის პიგმენტაცია, თმის ფერის ცვლილებები, გამონაყარი ხელის და ფეხის გულებზე, კანზე გამონაყარი, კანის სიმშრალე

ხველა

ცხელება

ძილის პრობლემები

ხშირი: შესაძლოა აღინიშნოს 10 პაციენტიდან 1-მდე

სისხლის შედედება სისხლძარღვებში

გულის კუნთის არასაკმარისი სისხლით მომარაგება კორონარული არტერიების ბლოკირების ან შევიწროების გამო

ტკივილი გულმკერდის არეში

გულის მიერ ამოტუმბული სისხლის შემცირება

სითხის დაგროვება, ასევე ფილტვების მიდამოში

ინფექციები

სერიოზული ინფექციებით გამოწვეული გართულებები (სისხლში მიმდინარე ინფექცია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილის დაზიანება, ორგანოს უკმარისობა და სიკვდილი

სისხლში შაქრის დაბალი დონე (იხილეთ ნაწილი 2)

შარდის მეშვეობით ცილის დაკარგვა, რამაც ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს შეშუპება

გრიპის მსგავსი სინდრომი

უჩვეულო სისხლის ტესტები, მათ შორის პანკრეასის და ღვიძლის ფერმენტების დონე

შარდმჟავას მაღალი დონე სისხლში

ბუასილი, ტკივილი სწორ ნაწლავში, ღრძილების სისხლდენა, ყლაპვის გაძნელება ან ყლაპვის შეუძლებლობა

წვა ან ტკივილი ენაზე, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის ანთება, გაზების დაგროვება კუჭსა და ნაწლავებში.

წონის დაკლება

ძვალ-კუნთოვანი ტკივილი (კუნთების და ძვლების ტკივილი), კუნთების სისუსტე, კუნთების დაღლილობა, კუნთების ტკივილი, კუნთების სპაზმი

ცხვირის სიმშრალე, გაჭედილი ცხვირი

უჩვეულოდ ძლიერი ცრემლდენა

კანის სენსორული დარღვევები, ქავილი, კანის პილინგი ან დერმატიტი, ბუშტუკები, აკნე, ფრჩხილების ფერის შეცვლა, თმის ცვენა

სენსორული დარღვევები კიდურებში

მგრძნობელობის უჩვეულოდ ძლიერი შემცირება/მატება, განსაკუთრებით შეხებისას

გულძმარვა

გაუწყლოება (დეჰიდრატაცია)

სისხლის მიწოლა

შარდის შეფერილობა

დეპრესია

ჟრიალი

არახშირი: შესაძლოა გამოვლინდეს 100 პაციენტიდან 1-მდე

სიცოცხლისთვის საშიში რბილი ქსოვილების ინფექციები ანუსის და სასქესო ორგანოების მიმდებარე რეგიონის ჩათვლით (იხილეთ ნაწილი 2)

ინსულტი

გულის ინფარქტი გულიში სისხლის მიწოდების შეფერხების ან შემცირების გამო

გულის ელექტრული გამტარობის ცვლილებები ან უჩვეულო გულისცემა

სითხე გულის ირგვლივ (პერიკარდიული ეფუზია)

ღვიძლის უკმარისობა

მუცლის ტკივილი, რომელიც გამოწვეულია პანკრეასის ანთებით

სიმსივნის დაშლა, რაც იწვევს ნაწლავის გარღვევას (პერფორაცია)

ნაღვლის ბუშტის ანთება (შეშუპება და სიწითლე) ნაღვლის კენჭების თანხლებით ან მის გარეშე

დარღვეული მილაკოვანი კავშირი ერთი სხეულის ღრუს და სხვა სხეულის ღრუს ან კანს შორის

ტკივილი პირის ღრუში, კბილებში და/ან ყბში, შეშუპება ან წყლულები პირში, ყბის დაბუჟება ან სიმძიმის შეგრძნება ან კბილის დაკარგვის შეგრძნება. ეს შესაძლოა იყოს ყბის ძვლის დაზიანების ნიშნები და სიმპტომები (ოსტეონეკროზი), იხილეთ ნაწილი 2.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჭარბი გამომუშავება, რაც იწვევს სხეულის ენერგიულობის გაზრდას

ჭრილობების შეხორცების დარღვევები ოპერაციის შემდეგ

სისხლში ფერმენტების (კრეატინ კინაზას) დონის მომატება კუნთებში

ჰიპერმგრძნობელობა ალერგენებზე, მათ შორის სეზონური ალერგია, კანის სიწითლე, კანის ქავილი, ჭინჭრის ციება, სხეულის ნაწილებზე შეშუპება და სუნთქვის გაძნელება

მსხვილი ნაწლავის ანთება (კოლიტი, იშემიური კოლიტი)

იშვიათი: შესაძლოა გამოვლინდეს 1000 პაციენტიდან 1-მდე

რთული კანის და/ან ლორწოვანი გარსის რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი, მრავალფორმიანი ერითემა)

ტუმორლიზის სინდრომი (TLS) – TLS შედგება მთელი რიგი მეტაბოლური გართულებებისაგან, რომლებიც ვლინდებიან კიბოს თერაპიის დროს. ეს გართულებები გამოწვეულია კიბოს მკვდარი უჯრედების დაშლის პროდუქტების შედეგად და შესაძლოა მოიცავდნენ შემდეგ სიმპტომებს: ღებინება, სუნთქვის გახშირება, არარეგულარული გულისცემა, კუნთების სპაზმი, კუნთების შეტევა, შარდის შეფერვა და დაღლილობა, უჩვეულო ლაბორატორიული ანალიზის შედეგების ჩათვლით (კალიუმის, შარდმჟავას და ფოსფორის დონის მომატება ასევე კალციუმის დონის დაქვეითება სისხლში), რაც იწვევს თირკმელების ფუნქციის ცვლილებებს და შესაძლოა გამოიწვიოს თირკმელების მწვავე უკმარისობა.

კუნთების უჩვეულო დაშლა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები (რაბდომიოლიზი)

ტვინის უჩვეულო ცვლილებები, რაც იწვევს მთელ რიგ სიმპტომებს, როგორიცაა თავის ტკივილები, დაბნეულობა, კრუნჩხვითი შეტევები და მხედველობის დაკარგვა (პოსტეროიზული რევერსული ენცეფალოპათიური სინდრომი)

კანზე მტკივნეული წყლული (Pyoderma gangraenosum)

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)

ფარისებრი ჯირკვლის ანთება

თრომბოლიზურ მიკროანგიოპათიად (TMA) ცნობილი წვრილი სისხლძარღვების დაზიანება

უცნობია სიხშირე (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით):

სისხლძარღვების კედლების გაფართოვენა ან სისუსტე ან გახლეჩვა (ანევრიზმა და არტერიების დისექცია).

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ შენიშნავთ გვერდითი მოვლენებს უნდა მიმართოთ ექიმს. ეს ეხება ასევე ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში. თქვენ შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების გამოვლენის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოთ უშუალოდ ფედერაციის წამლისა და სამედიცინო პროდუქტის ინსტიტუტს, ფარმაცევტულ განყოფილებას, კურტ-გეორგ-კისინგერის-ალეე 3, D – 53175 ბონი, ვებ-გვერდის მეშვეობით: www.bfarm.de. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ ხელს შეუწყობთ მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი მონაცემების მოპოვებას.

  • სუნიტინიბი აქვიდას შენახვის წესი

ეს მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ შეიძლება ამ მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე ან ბლისტერზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.

ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ შეიძლება ამ მედიკამენტის გამოყენება, თუ შენიშნავთ, რომ დაზიანებულია ან გახსნილია შეფუთვა

ეს მედიკამენტი არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. მიმართეთ ფარმაცევტს სწორი უტილიზაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად. ამით თქვენ ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები

რას შეიცავს სუნიტინიბი აქვიდა

სუნიტინიბი აქვიდა 12,5 მგ მკვრივი კაფსულები

აქტიური ნივთიერება არის სუნიტინიბი. ყოველი კაფსულა შეიცავს სუნიტინიბ-L- მალატს, რაც შეესაბამება 12,5 მგ სუნიტინიბს. დამხმარე ნივთიერებებია:

  • კაფსულის შიგთავსი: მანიტოლი (Ph.Eur.), ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი (K-25) და მაგნიუმის სტეარატი (Ph.Eur.), [მცემარეული].
  • კაფსულის გარსი: ჟელატინი, რკინის (III)-ოქსიდი (E172) და ტიტანის დიოქსიდი (E171).

სუნიტინიბი აქვიდა 25 მგ მკვრივი კაფსულები

აქტიური ნივთიერება არის სუნიტინიბი. ყოველი კაფსულა შეიცავს სუნიტინიბ-L- მალატს, რაც შეესაბამება 25 მგ სუნიტინიბს. დამხმარე ნივთიერებებია:

  • კაფსულის შიგთავსი: მანიტოლი (Ph.Eur.), ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი (K-25) და მაგნიუმის სტეარატი (Ph.Eur.), [მცემარეული].
  • კაფსულის გარსი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის(III)-ჰიდროქსიდ-ოქსიდი x H2O (E172), რკინის (III)-ოქსიდი (E172) და რკინის (II, III)-ოქსიდი (E172).

სუნიტინიბი აქვიდა 37,5 მგ მკვრივი კაფსულები

აქტიური ნივთიერება არის სუნიტინიბი. ყოველი კაფსულა შეიცავს სუნიტინიბ-L- მალატს, რაც შეესაბამება 37,5 მგ სუნიტინიბს. დამხმარე ნივთიერებებია:

  • კაფსულის შიგთავსი: მანიტოლი (Ph.Eur.), ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი (K-25) და მაგნიუმის სტეარატი (Ph.Eur.), [მცემარეული].
  • კაფსულის გარსი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის(III)-ჰიდროქსიდ-ოქსიდი x H2O (E172).

სუნიტინიბი აქვიდა 50 მგ მკვრივი კაფსულები

აქტიური ნივთიერება არის სუნიტინიბი. ყოველი კაფსულა შეიცავს სუნიტინიბ-L- მალატს, რაც შეესაბამება 50 მგ სუნიტინიბს. დამხმარე ნივთიერებებია:

  • კაფსულის შიგთავსი: მანიტოლი (Ph.Eur.), ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი (K-25) და მაგნიუმის სტეარატი (Ph.Eur.), [მცემარეული].
  • კაფსულის გარსი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის(III)-ჰიდროქსიდ-ოქსიდი x H2O (E172), რკინის (III)-ოქსიდი (E172) და რკინის (II, III)-ოქსიდი (E172).

სუნიტინიბის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

სუნიტინიბი აქვიდა 12,5 მგ არის მკვრივი ჟელატინის კაფსულები ნარინჯისფერი ზედა ნაწილით და ნარინჯისფერი ქვედა ნაწილით, რომელიც შეიცავს ყვითელიდან ნარინჯისფერამდე გრანულებს.

სუნიტინიბი აქვიდა 25 მგ არის მკვრივი ჟელატინის კაფსულები კარამელის ფერის ზედა ნაწილით და ნარინჯისფერი ქვედა ნაწილით, რომელიც შეიცავს ყვითელიდან ნარინჯისფერამდე გრანულებს.

სუნიტინიბი აქვიდა 37,5 მგ არის მკვრივი ჟელატინის კაფსულები ყვითელი ზედა ნაწილით და ყვითელი ქვედა ნაწილით, რომელიც შეიცავს ყვითელიდან ნარინჯისფერამდე გრანულებს.

სუნიტინიბი აქვიდა 50 მგ არის მკვრივი ჟელატინის კაფსულები კარამელისფერი ზედა ნაწილით და კარამელისფერი ქვედა ნაწილით, რომელიც შეიცავს ყვითელიდან ნარინჯისფერამდე გრანულებს.

პლასტმასის ფლაკონი შეიცავს 30 კაფსულას და ბლისტერული შეფუთვები ცალკეული დოზებისათვის შეიცავენ 28 კაფსულას.

შესაძლოა ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში ბაზარზე.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ფარმაცევტული მწარმოებელი

აქვიდა გმბჰ

კაიზერ-ვილჰელმ-შტრ. 89

20355 ჰამბურგი

გერმანია

მწარმოებელი

აქვიდა გმბჰ

კაიზერ-ვილჰელმ-შტრ. 89

20355 ჰამბურგი

გერმანია

ან

კომბიო ფარმ (მალტა) ლტდ.

HF 60, Hal Far Industrial Estate

ჰალ ფარ, BBG 3000

მალტა

წინამდებარე პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქიის ბოლო აქტუალიზაციის თარიღია 2021 წლის ნოემბერი.

პროდუქტის დასახელება

სუნიტინიბი აქვიდა 12,5 მკვრივი კაფსულები

სუნიტინიბი აქვიდა 25 მკვრივი კაფსულები

სუნიტინიბი აქვიდა 37,5 მკვრივი კაფსულები

სუნიტინიბი აქვიდა 50 მკვრივი კაფსულები

დოზირება

12,5მგ/25მგ/37,5მგ/50მგ

წამლის ფორმა

პლასტმასის ფლაკონი 30 კაფსულით

ბლისტერული შეფუთვა 28 კაფსულით

შესაფუთი მასალა

GI/ნაბეჭდი

ზომა

160x510მმ

ვერსიის ნომერი

SUNGIDE003

თარიღი/ცვლილების რეგისტრაცია

v1_19.01.2022

V2_03.03.2022

V3_04.03.2022

დამატებით ტექსტის ვერსია

pal-de-sunitinib-aqvida-DE-H-4872-2021-11-08

docuBridge-ვერსიის-ID

V2c7901a735964f4d8c91a9f8d83d34ec

ფარმა კოდი (Laetus)

არ აღინიშნება

ნებართვა

თარიღი/სახელწოდება

შესაფუთი მასალის განყოფილება

  • 06.2022 ხელმოწერა

ხარისხის გარანტია

  • 06.2022 ხელმოწერა

ინფორმაციის გამცემი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა