პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები

სისნოფი

SYSNOF

რეცეპტით1%ინსტრუქცია ქართულადინდოეთი
რისთვის გამოიყენება

პროპოფოლი არის ხანმოკლე მოქმედების ინტრავენური საანესთეზიო საშუალება, რომელიც გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში: - ანესთეზიის ინდუქცია და შენარჩუნება მოზრდილებში და ბავშვებში 1 თვის ასაკიდან, - 16 წელზე უფროსი ასაკის ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფი პაციენტების სედაცია ინტენსიური თერაპიის დროს, - მოზრდილების ან 1 თვის …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
პროპოფოლი (propofol)
ფორმა და შეფუთვა
1% (10მგ/მლ) 50მლ ი.ვ. საინექციო/საინფუზიო ემულსია მინის ფლაკონი №1
მწარმოებელი
Naprod Life Sciences Private Limited, ინდოეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, აკრძალულია საცალო რეალიზაცია, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის მქონე დაწესებულებებზე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
საანესთეზიო საშუალებები, ზოგადი საანესთეზიო საშუალებები
ATC კოდი
N01AX10
რეგისტრაციის ნომერი
რ-043489
რეგისტრირებულია
29 მაისი 2025, მოქმედებს 29 მაისი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
ZIEVA FARM PRIVATE LIMITED (ინდოეთი)
განმცხადებელი
მაკა მოდებაძე
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებასისნოფი და სხვა წამალი ერთად

სისნოფი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პროპოფოლი არის ხანმოკლე მოქმედების ინტრავენური საანესთეზიო საშუალება, რომელიც გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

  • ანესთეზიის ინდუქცია და შენარჩუნება მოზრდილებში და ბავშვებში 1 თვის ასაკიდან,
  • 16 წელზე უფროსი ასაკის ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფი პაციენტების სედაცია ინტენსიური თერაპიის დროს,
  • მოზრდილების ან 1 თვის ასაკიდან ბავშვების სედაცია ქირურგიული და დიაგნოსტიკური პროცედურებისთვის, ცალკე ან ადგილობრივ ან რეგიონულ ანესთეზიასთან კომბინაციაში.

პრეპარატის დოზირება და მიღების მეთოდი

პროპოფოლი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ექიმების მიერ, რომლებსაც გავლილი აქვთ ტრენინგი ანესთეზიოლოგიაში ინტენსიური თერაპიის მიმართულებით. სედაცია ან ანესთეზია პროპოფოლით და ქირურგიული ან დიაგნოსტიკური პროცედურა არ შეიძლება განხორციელდეს ერთი და იგივე პირის მიერ.

უნდა მოხდეს გულის, სისხლის მიმოქცევის და რესპირატორული ფუნქციების მუდმივი მონიტორინგი (მაგალითად, ეკგ, პულსოქსიმეტრია). ანესთეზიის ან სედაციის დროს შესაძლო უბედური შემთხვევის დადგომისას შესაბამისი მოწყობილობა ყოველთვის მზად უნდა იყოს გამოსაყენებლად.

მიღების წესი და დოზირება

ჩვეულებრივ, საჭიროა ანალგეტიკების დამატებითი მიღება.

მოზრდილების ანესთეზია:

ანესთეზიის ინდუქცია:

ანესთეზიის ინდუქციისთვის შეჰყავთ პროპოფოლი, რომელიც ტიტრირდება სიჩქარით 20-40 მგ პროპოფოლი ყოველ 10 წამში, ვიდრე არ მოხდება ცნობიერების დაკარგვა.

55 წელზე ნაკლები ასაკის მოზრდილების უმეტესობას ჩვეულებრივ ესაჭიროება მთლიანი დოზა 1,5 - 2,5 მგ პროპოფოლი/კგ სხეულის წონაზე.

ASA III და IV რისკ ჯგუფებში შემავალი პაციენტებისთვის, განსაკუთრებით წარსულში გულის დაზიანების არსებობისას და ხანდაზმული პაციენტებისთვის, შეიძლება საჭირო გახდეს პროპოფოლის მთლიანი დოზის შემცირება 1 მგ პროპოფოლი/კგ სხეულის მასაზე, რის გამოც პროპოფოლი შეჰყავთ უფრო ნელი ინფუზიის სიჩქარით (დაახლოებით 20 მგ პროპოფოლი ყოველ 10 წამში).

ანესთეზიის შენარჩუნება

ანესთეზია შეიძლება შენარჩუნდეს პროპოფოლის ხანგრძლივი ინფუზიით ან განმეორებითი ბოლუსური ინექციებით.

უწყვეტი ინფუზია

ანესთეზიის შესანარჩუნებლად უწყვეტი ინფუზიის საშუალებით, დოზა და ინფუზიის სიჩქარე უნდა დარეგულირდეს თითოეული პირისთვის. ჩვეულებრივ, დოზა შეადგენს 4-12 მგ პროპოფოლს/კგ სხეულის მასაზე საათში, რათა შენარჩუნდეს ანესთეზიის დამაკმაყოფილებელი დონე.

ხანდაზმული პაციენტების შემთხვევაში, რომელთა ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა ცუდია ან აქვთ ჰიპოვოლემია და ASA III და IV რისკის ჯგუფების მქონე პაციენტების შემთხვევაში, პროპოფოლის დოზა შეიძლება შემცირდეს 4 მგ-მდე/კგ სხეულის მასაზე საათში.

განმეორებითი ბოლუსური ინექცია

ანესთეზიის შესანარჩუნებლად განმეორებითი ბოლუსური ინექციის საშუალებით, ჩვეულებრივ, 25-50 მგ პროპოფოლი (2,5-5 მლ პროპოფოლი 10 მგ/მლ) შესაბამისად შეჰყავთ.

ანესთეზია ბავშვებში 1 თვის ასაკიდან

ანესთეზიის ინდუქცია

ანესთეზიის ინდუქციისთვის, პროპოფოლი ტიტრირდება ნელა კლინიკური ნიშნების გამოვლინებამდე, რაც მიუთითებს ანესთეზიის დაწყებაზე. დოზა უნდა დარეგულირდეს ასაკის და/ან სხეულის წონის მიხედვით. 8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების უმეტესობას სჭირდება დაახლოებით 2,5 მგ პროპოფოლი/კგ სხეულის მასის მიხედვით ანესთეზიის ინდუქციისთვის. მცირეწლოვან ბავშვებში, განსაკუთრებით 1 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში, საჭირო დოზა შეიძლება იყოს უფრო მაღალი (2,5 - 4 მგ პროპოფოლი/კგ სხეულის მასაზე). დაბალი დოზები რეკომენდირებულია პაციენტებისთვის ASA III და IV რისკის ჯგუფებში.

ანესთეზიის შენარჩუნება

ანესთეზიის საჭირო სიღრმის შენარჩუნება შეიძლება მიღწეული იქნას 10 მგ/მლ პროპოფოლის შეყვანით ინფუზიის ან განმეორებითი ბოლუსური შეყვანის გზით. საჭირო დოზირების სიხშირე მნიშვნელოვნად განსხვავდება პაციენტებში, თუმცა ანესთეზიის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა ჩვეულებრივ მიიღწევა დოზებით 9 - 15 მგ/კგ სხეულის მასაზე საათში. მცირეწლოვან ბავშვებში, განსაკუთრებით 1 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში, საჭირო დოზა შეიძლება იყოს უფრო მაღალი.

დაბალი დოზები რეკომენდირებულია ASA III და IV რისკის ჯგუფებში მყოფი პაციენტებისთვის.

16 წელზე უფროსი ასაკის პაციენტების სედაცია ინტენსიური თერაპიის დროს:

ინტენსიური თერაპიის დროს ვენტილირებადი პაციენტების სედაციისთვის პროპოფოლი უნდა დაინიშნოს უწყვეტი ინფუზიის სახით. დოზა ემყარება სედაციის საჭირო სიღრმეს. ჩვეულებრივ, სედაციის სასურველი სიღრმე მიიღწევა პროპოფოლის დოზებით 0.3-დან 4.0 მგ-მდე/კგ სხეულის მასაზე საათში. პროპოფოლის გამოყენება არ შეიძლება 16 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების სედაციისთვის ინტენსიური თერაპიის ნაწილის სახით.

პროპოფოლის შეყვანა TCI სისტემის საშუალებით არ არის რეკომენდებული სედაციისთვის, როგორც ინტენსიური თერაპიის შემადგენელი ნაწილი.

მოზრდილების სედაცია ქირურგიული და დიაგნოსტიკური პროცედურებისთვის:

პროპოფოლის მიღებისას საჭიროა პაციენტის მუდმივი მონიტორინგი არტერიული წნევის დაქვეითების, სასუნთქი გზების ობსტრუქციისა და ჟანგბადის დეფიციტის ნიშნების გამოსავლენად და გადაუდებელი დახმარების შესაბამისი აღჭურვილობა მზად უნდა იყოს უბედური შემთხვევის დადგომის შემთხვევაში.

ანესთეზიის ინდუქციისთვის, ჩვეულებრივ, პროპოფოლის 0,5 – 1,0 მგ/კგ სხეულის მასაზე ინიშნება 1-5 წუთის განმავლობაში. ანესთეზიის შესანარჩუნებლად დოზა დგინდება სედაციის სასურველი სიღრმის მიხედვით და ჩვეულებრივ მერყეობს პროპოფოლის 1,5 - 4,5 მგ-მდე/კგ სხეულის მასაზე საათში.

ინფუზიის გარდა, 10-20 მგ შესაძლებელია შეიყვანონ ბოლუსის სახით, თუ საჭიროა სედაციის სიღრმის სწრაფი ზრდა.

უფრო დაბალი დოზა და ნელი შეყვანა შეიძლება საჭირო გახდეს ASA III და IV რისკ-ჯგუფების პაციენტებისთვის. 55 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში შესაძლოა საჭირო გახდეს უფრო დაბალი დოზირება.

შენიშვნა

ხანდაზმული პაციენტების შემთხვევაში პროპოფოლით ანესთეზიის ინდუქციისთვის საჭიროა უფრო მცირე დოზები. მხედველობაში უნდა მიიღონ პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა და ასაკი. შემცირებული დოზა უნდა დაინიშნოს უფრო ნელა და ტიტრირდეს რეაქციის მიხედვით. პროპოფოლის გამოყენებისას ანესთეზიის შესანარჩუნებლად და სედაციისთვისაც კი, ინფუზიის სიჩქარე და შერჩეული პროპოფოლის კონცენტრაცია სისხლში უნდა შემცირდეს. დოზისა და ინფუზიის სიჩქარის დამატებითი შემცირება აუცილებელია ASA III და IV რისკ-ჯგუფის მქონე პაციენტებში. ხანდაზმულ პაციენტებს არ უნდა მიეცეთ ბოლუსური ინექცია (ინდივიდუალური ან მრავალჯერადი), რადგან შეიძლება გამოიწვიოს სისხლის მიმოქცევის და რესპირატორული უკმარისობა.

1 თვის ასაკიდან ბავშვების სედაცია ქირურგიული და დიაგნოსტიკური პროცედურებისთვის

დოზა და დოზებს შორის პერიოდები შეირჩევა სედაციის სასურველი სიღრმისა და კლინიკური პასუხის მიხედვით. სედაციის ინდუქციისთვის პედიატრიული პაციენტების უმეტესობისთვის აუცილებელია პროპოფოლი დოზით 1-2 მგ/კგ სხეულის წონაზე. სედაციის შენარჩუნება მიიღწევა პროპოფოლის ტიტრაციით ინფუზიის საშუალებით სედაციის სასურველი სიღრმის მიღწევამდე. პაციენტების უმეტესობისთვის საჭიროა პროპოფოლი დოზით 1,5-9 მგ/კგ სხეულის მასაზე საათში. ინფუზიას შეიძლება დაემატოს 1 მგ პროპოფოლი/კგ სხეულის მასის მიხედვით ბოლუსური შეყვანით, თუ საჭიროა სედაციის სიღრმის სწრაფი ზრდა. უფრო დაბალი დოზების გამოყენება შეიძლება საჭირო გახდეს ASA III და IV რისკის ჯგუფების მქონე პაციენტებისთვის.

პროპოფოლის გამოყენება არ შეიძლება 16 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების სედაციისთვის, როგორც ინტენსიური თერაპიის შემადგენელი ნაწილი.

პრეპარატის შეყვანის მეთოდი

1%-იან პროპოფოლს არ გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი თვისებები და შესაბამისად, 1%-იანი პროპოფოლის გარდა, ჩვეულებრივ, საჭიროა დამატებითი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები.

1%-იანი პროპოფოლი შეიძლება გამოიყენონ ინფუზიისთვის განუზავებლად შუშის კონტეინერებიდან, პლასტმასის შპრიცებიდან ან 1%-იანი პროპოფოლის წინასწარ შევსებული შპრიცებიდან ან განზავებული მხოლოდ 5%-იანი დექსტროზით (ინტრავენური ინფუზია BP), PVC საინფუზიო ჩანთებში ან შუშის საინფუზიო ბოთლებში. განზავება, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1-ს 5-ში (2 მგ პროპოფოლი ყოველ მლ-ზე) უნდა მომზადდეს ასეპტიკურად უშუალოდ შეყვანის წინ და უნდა გამოიყენონ მომზადებიდან 6 საათის განმავლობაში.

რეკომენდებულია, რომ 1%-იანი განზავებული პროპოფოლის გამოყენებისას, საინფუზიო ჩანთიდან განზავების პროცესში ამოღებული 5%-იანი დექსტროზის მოცულობა მთლიანად ჩანაცლდება მოცულობით, რომელიც არის 1%-იანი პროპოფოლის ემულსია.

განზავება შეიძლება გამოიყენონ ინფუზიის კონტროლის სხვადასხვა ტექნიკით, მაგრამ ცალკე გამოყენებული კომპლექტი ვერ აირიდებს რისკს, რომელიც გულისხმობს განზავებული 1%-იანი პროპოფოლის დიდი მოცულობის შემთხვევით უკონტროლო ინფუზიას. საინფუზიო ხაზში უნდა იყოს ბურეტი, წვეთოვანი მრიცხველი ან მოცულობითი ტუმბო. უკონტროლო ინფუზიის რისკი უნდა იქნას გათვალისწინებული ბურეტში 1%-იანი პროპოფოლის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრისას.

როდესაც 1%-იანი პროპოფოლი გამოიყენება განუზავებლად ანესთეზიის შესანარჩუნებლად, რეკომენდებულია ისეთი მოწყობილობების გამოყენება, როგორიცაა შპრიცის ტუმბოები ან მოცულობითი საინფუზიო ტუმბოები ინფუზიის სიჩქარის გაკონტროლების მიზნით.

1%-იანი პროპოფოლი შეიძლება შეიყვანონ Y-ნაწილის მეშვეობით ინექციის ადგილთან ახლოს შემდეგი ინფუზიების სახით:

  • 5% -იანი დექსტროზას ინტრავენური ინფუზია B.P.
  • 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ინტრავენური ინფუზია B.P.
  • 4%-იანი დექსტროზას ინტრავენური ინფუზია B.P. 0.18%-იან ნატრიუმის ქლორიდთან ერთად.

1%-იანი პროპოფოლი შეიძლება წინასწარ იყოს შერეული ალფენტანილის ინექციასთან, რომელიც შეიცავს 500 მიკროგრამ/მლ ალფენტანილს 20:1-დან 50:1-მდე v/v თანაფარდობით. ნარევი უნდა მომზადდეს სტერილური ტექნიკის გამოყენებით და მისი გამოყენება საჭიროა მომზადებიდან 6 საათის განმავლობაში.

თავდაპირველი ინექციისას ტკივილის შესამცირებლად, 1%-იანი პროპოფოლი შეიძლება შეურიონ კონსერვანტების გარეშე 0.5% ან 1%-იანი ლიდოკაინის ინექციასთან.

სამიზნე კონტროლირებადი ინფუზია - 1%-იანი პროპოფოლის შეყვანა "დიპრიფუზორის" TCI სისტემით მოზრდილებში

1%-იანი პროპოფოლის შეყვანა "დიპრიფუზორის" TCI სისტემით შეზღუდულია მოზრდილებში ზოგადი ანესთეზიის ინდუქციამდე და შენარჩუნებამდე. არ არის რეკომენდებული გამოყენება ICU სედაციისას ან ქირურგიული და სადიაგნოსტიკო პროცედურების სედაციის დროს ან ბავშვებში.

1%-იანი პროპოფოლი შეიძლება შეიყვანონ TCI-ით მხოლოდ „დიპროფუზორის“ TCI სისტემის გამოყენებით, რომელიც შეიცავს „დიპროფუზორის“ TCI-ის პროგრამულ უზრუნველყოფას. ასეთი სისტემები იმუშავებს მხოლოდ ელექტრონულად მონიშნული წინასწარ შევსებული შპრიცების ამოსაცნობად, რომლებიც შეიცავს 1% ან 2%-იან პროპოფოლის ინექციას. "დიპრიფუზორის" TCI სისტემა ავტომატურად დაარეგულირებს ინფუზიის სიჩქარეს პროპოფოლის მითითებული კონცენტრაციისთვის. მომხმარებლებმა უნდა იცოდნენ საინფუზიო ტუმბოს მომხმარებლის სახელმძღვანელო, 1%-იანი პროპოფოლის შეყვანა TCI-ით და შპრიცის საიდენტიფიკაციო სისტემის სწორი გამოყენება.

დიპრიფუზორი ანესთეზიოლოგს საშუალებას აძლევს მიაღწიოს და გააკონტროლოს ინდუქციის სასურველი სიჩქარე და ანესთეზიის სიღრმე პროპოფოლის სამიზნე (პროგნოზირებადი) კონცენტრაციის დაყენებით და კორექტირებით. ალტერნატიული შეყვანის რეჟიმი მოქმედების ადგილზე შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი ზოგიერთი დიპრიფუზორისთვის, მაგრამ მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა ჯერ არ არის დადგენილი.

"დიპრიფუზორის" TCI სისტემის მიხედვით, სისხლში პროპოფოლის საწყისი კონცენტრაცია პაციენტში ნულის ტოლია.

შესაბამისად, პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს პროპოფოლი, შესაძლოა საჭირო გახდეს უფრო დაბალი საწყისი სამიზნე კონცენტრაციის შერჩევა დიპრიფუზორის TCI-ის დაწყებისას. ანალოგიურად, "დიპრიფუზორის" TCI-ის დაუყოვნებელი დაწყება არ არის რეკომენდებული, თუ ტუმბო გამორთულია.

პროპოფოლის სამიზნე კონცენტრაციების შესახებ მითითებები მოცემულია ქვემოთ. პროპოფოლის ფარმაკოკინეტიკისა და ფარმაკოდინამიკის მხრივ პაციენტთაშორისი ცვალებადობის გათვალისწინებით, როგორც პრემედიკაციის, ისე არაპრემედიკაციის მქონე პაციენტებში პროპოფოლის სამიზნე კონცენტრაცია უნდა იყოს ტიტრირებული პაციენტის პასუხთან მიმართებაში ანესთეზიის საჭირო სიღრმის მისაღწევად.

ზოგადი ანესთეზიის ინდუქცია და შენარჩუნება

55 წლამდე ასაკის ზრდასრულ პაციენტებში ანესთეზია ჩვეულებრივ შეიძლება გამოწვეული იყოს პროპოფოლის სამიზნე კონცენტრაციით 4-8 მიკროგრამი/მლ. საწყისი სამიზნე 4 მიკროგრამი/მლ რეკომენდებულია პრემედიკაციის მქონე პაციენტებში, ხოლო არაპრემედიკაციის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია საწყისი სამიზნე დოზა 6 მიკროგრამი/მლ. ამ სამიზნეებთან ინდუქციის დრო ძირითადად 60-120 წამის ფარგლებშია. უფრო მაღალი სამიზნეები საშუალებას მისცემს ანესთეზიის უფრო სწრაფ ინდუქციას, მაგრამ შეიძლება ასოცირებული იყოს უფრო გამოხატულ ჰემოდინამიკურ და რესპირატორულ უკმარისობასთან.

დაბალი საწყისი სამიზნე კონცენტრაცია უნდა გამოიყენონ დაახლოებით 55 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში და ASA 3 და 4 ხარისხის მქონე პაციენტებში. შემდეგ სამიზნე კონცენტრაცია შეიძლება გაიზარდოს 0,5-1,0 მიკროგრამი/მლ საფეხურებით 1 წუთის ინტერვალით, რათა მოხდეს ანესთეზიის თანდათანობითი ინდუქცია.

როგორც წესი, საჭიროა დამატებითი ანალგეზია და რა მაჩვენებლით შეიძლება შემცირდეს სამიზნე კონცენტრაციები ანესთეზიის შესანარჩუნებლად, ამაზე გავლენას მოახდენს თანმხლები ანალგეზიის ოდენობა. პროპოფოლის სამიზნე კონცენტრაცია 3-6 მიკროგრამის/მლ ფარგლებში ჩვეულებრივ ინარჩუნებს დამაკმაყოფილებელ ანესთეზიას.

პროპოფოლის პროგნოზირებადი კონცენტრაცია გაღვიძებისას არის 1.0-2.0 მიკროგრამის/მლ ფარგლებში და გავლენას მოახდენს შენარჩუნების დროს მიცემული ანალგეზიის ოდენობაზე.

1-ინი% პროპოფოლის განზავება და სხვა პრეპარატებთან ან საინფუზიო სითხეებთან ერთად შეყვანა

თანაშეყვანის მეთოდი

დანამატი ან გამხსნელი

მომზადება

უკუჩვენებები

ნუ გამოიყენებთ პროპოფოლს

  • აქტიური ნივთიერების, სოიოს, არაქისის ან ემულსიის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში, რომელიც ჩამოთვლილია თავში „დამხმარე ნივთიერებების სია“,
  • 16 წლის ან უმცროსი ასაკის პაციენტების სედაციისთვის, როგორც ინტენსიური თერაპიის შემადგენელი ნაწილი.

სიფრთხილის ზომები

ქირურგიული და დიაგნოსტიკური პროცედურების დროს სედაციისთვის პროპოფოლის გამოყენებისას, პაციენტის უწყვეტი მონიტორინგია საჭირო არტერიული წნევის დაქვეითების, სასუნთქი გზების ობსტრუქციისა და ჟანგბადის დეფიციტის პირველი ნიშნების გამოსავლენად.

ისევე როგორც სხვა სედაციური საშუალებების შემთხვევაში, ქირურგიული პროცედურების დროს შეიძლება მოხდეს პაციენტის სპონტანური მოძრაობები სედაციისთვის პროპოფოლის გამოყენებისას. პროცედურებისას, რომლებიც მოითხოვს უმოძრაო პაციენტს, ამ მოძრაობებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას ოპერაციის წარმატებას.

პროპოფოლის არასწორი გამოყენება და მასზე დამოკიდებულება დაფიქსირდა, ძირითადად, ჯანდაცვის პერსონალს შორის. როგორც ზოგადი ანესთეზიისთვის განკუთვნილი ყველა მედიკამენტის შემთხვევაში, მისი გამოყენება არ შეიძლება სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველყოფის გარეშე; წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს სასიკვდილო რესპირატორული გართულებების რისკი.

10 მგ/მლ პროპოფოლის გამოყენების შემდეგ უნდა დარწმუნდეთ, რომ პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა ანესთეზიიდან გაწერამდე.

ცალკეულ შემთხვევებში, პროპოფოლის გამოყენებისას შეიძლება დადგეს პოსტოპერაციული უგონო ფაზა, რასაც შეიძლება თან ახლდეს კუნთების ტონუსის მატება. ამ შემთხვევის დადგომა დამოკიდებულია იმაზე, იყო თუ არა პაციენტი ადრე გაღვიძებული. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტში სპონტანურად აღდგება ცნობიერება, უგონო მდგომარეობაში პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ინტენსიური დაკვირვების ქვეშ.

პროპოფოლით გამოწვეული დარღვევები, როგორც წესი, არ შეინიშნება 12 საათზე მეტი ხნის განმავლობაში. პაციენტისთვის პროპოფოლის ეფექტის განმარტებისას და შემდეგი რეკომენდაციების გაცემისას ექიმმა უნდა გაითვალისწინოს პროცედურის ტიპი, თანმხლები მედიკამენტები, პაციენტის ასაკი და მდგომარეობა.

  • პაციენტი სახლში უნდა დაბრუნდეს მხოლოდ სხვა პირის თანხლებით.
  • პაციენტს უნდა ეცნობოს, როდის შეიძლება ხელახლა განხორციელდეს მანუალური აქტივობები ან აქტივობები, რომლებიც საჭიროებენ მოქნილობას /სარისკო აქტივობებს (მაგ. სატრანსპორტო საშუალების მართვა).
  • პაციენტს უნდა ეცნობოს, რომ სხვა სედაციური საშუალებების მიღებამ (მაგ. ბენზოდიაზეპინი, ოპიატები, ალკოჰოლი) შეიძლება გაახანგრძლივოს და გაზარდოს დარღვევები.

ისევე როგორც სხვა ინტრავენური საანესთეზიო საშუალებების შემთხვევაში, პროპოფოლი უნდა დაინიშნოს ჩვეულებრივზე უფრო ნელა და განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებში გულის, რესპირატორული, თირკმლისა და ღვიძლის დარღვევებით, ჰიპოვოლემიით ან გაუარესებული ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობით.

გულის, სისხლის მიმოქცევის და რესპირატორული უკმარისობა, ისევე როგორც ჰიპოვოლემია უნდა იყოს კომპენსირებული პრეპარატის მიღებამდე, თუ ეს შესაძლებელია.

გულის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში პროპოფოლი უნდა დაინიშნოს შესაბამისი სიფრთხილით და ინტენსიურ მონიტორინგთან ერთად.

არტერიული წნევის მკვეთრად დაქვეითებამ შეიძლება მოითხოვოს პლაზმური შემცვლელების, შესაძლოა ვაზოკონსტრიქტორების და პროპოფოლის შენელებული შეყვანა. არტერიული წნევის მასიური ვარდნის შესაძლებლობა მხედველობაში უნდა მიიღონ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ შემცირებული კორონარული ან ცერებრალური პერფუზია ან ჰიპოვოლემია. პროპოფოლის კლირენსი დამოკიდებულია სისხლის ნაკადზე. შესაბამისად, თუ ერთდროულად გამოიყენება წამლები, რომლებიც ამცირებენ გულის მიერ გადმოსროლილ სისხლის მოცულობას, პროპოფოლის კლირენსი ასევე შემცირდება.

პროპოფოლს არ აქვს ვაგოლიზური ეფექტი. გამოყენება ასოცირებული იყო ბრადიკარდიის გამოვლენასთან ხანდახან მძიმე შედეგით (გულის გაჩერება). აქედან გამომდინარე, იმ სიტუაციებში, როდესაც უკვე სახეზეა ცდომილი ნერვის მომატებული ტონუსი ან როდესაც პროპოფოლი გამოიყენება სხვა პრეპარატებთან ერთად, რამაც შეიძლება შეამციროს გულისცემა, ანტიქოლინერგული საშუალების ინტრავენური შეყვანა უნდა განიხილონ პროპოფოლით ანესთეზიის წინ ან მისი შეყვანის პერიოდში.

პროპოფოლის გამოყენებისას ეპილეფსიის მქონე ადამიანებში შესაძლებელია კრუნჩხვის გამოწვევა.

პროპოფოლის განმეორებით ან უფრო ხანგრძლივ (> 3 საათამდე) გამოყენებამდე მცირეწლოვან ბავშვებში (3 წლამდე) და ორსულ ქალებში მხედველობაში უნდა მიიღონ დაგეგმილი პროცედურის სარგებელი და რისკი, რადგან არსებობს პრეკლინიკურ კვლევებში ნეიროტოქსიკურობის შესახებ მოწოდებული ინფორმაცია.

პედიატრიული პოპულაცია

ახალშობილებში პროპოფოლის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან პაციენტების ეს ჯგუფი საკმარისად არ არის შეფასებული. ფარმაკოკინეტიკური მონაცემები მიუთითებს, რომ პროპოფოლის კლირენსი საგრძნობლად მცირდება ახალშობილებში და მნიშვნელოვნად განსხვავდება ინდივიდუალურ დონეზე. უფროსი ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებული დოზების გამოყენებისას ხდება ჭარბი დოზირება და იწვევს სისხლის მიმოქცევის და სუნთქვის მძიმე უკმარისობას.

პროპოფოლი არ შეიძლება გამოიყენონ სედაციისთვის 16 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში ინტენსიური თერაპიის დროს, რადგან პროპოფოლის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადასტურებული ამ ასაკობრივ ჯგუფში სედაციის დროს.

ინტენსიური სამედიცინო დახმარების შესახებ შენიშვნები

ინფუზიების გამოყენება პროპოფოლის ემულსიასთან ერთად სედაციისთვის, როგორც ინტენსიური თერაპიის შემადგენელი ნაწილი, დაკავშირებულია რიგ მეტაბოლურ დარღვევებთან და ორგანოთა უკმარისობასთან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.

დამატებით, აღწერილია შემდეგი არასასურველი ეფექტების კომბინირებული გამოვლინება: მეტაბოლური აციდოზი, რაბდომიოლიზი, ჰიპერკალემია, ჰეპატომეგალია, თირკმლის უკმარისობა, ჰიპერლიპიდემია, გულის არითმია, ბრუგადას ტიპის ეკგ (უნაგირის ან კარვის ფორმის ST სეგმენტის ელივაცია მარჯვენა პრეკორდიალურ განხრებში [V1-V3] და ჩაზნექილი T კბილი) და/ან სწრაფად პროგრესირებადი გულის უკმარისობა, რომლის მკურნალობა ჩვეულებრივ ვერ მოხერხდა დამხმარე ინოტროპული თერაპიული ღონისძიებების ჩატარებით.

ამ მოვლენების კომბინაციას ასევე უწოდებენ "პროპოფოლის ინფუზიის სინდრომს".

ეს მოვლენები ყველაზე ხშირად გამოვლინდა პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ თავის მძიმე დაზიანებები და სასუნთქი გზების ინფექციების მქონე ბავშვებში, რომლებმაც მიიღეს უფრო მაღალი დოზები, ვიდრე გათვალისწინებული იყო მოზრდილებისთვის სედაციისთვის ინტენსიური თერაპიის დროს.

შემდეგი ფაქტორები მიიჩნევა ამ გართულების განვითარების მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორებად:

ქსოვილებში ჟანგბადით დაბალი გაჯერება, მძიმე ნევროლოგიური დაზიანება და/ან სეფსისი; ერთი ან მეტი ჩამოთვლილი პრეპარატის მაღალი დოზები: ვაზოკონსტრიქტორები, სტეროიდები, ინოტროპული საშუალებები და/ან პროპოფოლი (ჩვეულებრივ პროპოფოლი დოზით > 4 მგ/კგ სხეულის მასის მიხედვით საათში 48 საათზე მეტი დროის განმავლობაში).

ექიმმა უნდა იცოდეს ამ შესაძლო არასასურველი ეფექტების შესახებ ზემოთ აღწერილი რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პროპოფოლის გამოყენება ზემოთ მითითებული სიმპტომების და ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში. ყველა სედატიური პრეპარატი და მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ინტენსიური თერაპიის დროს, უნდა იყოს ტიტრირებული იმგვარად, რომ უზრუნველყოს ჟანგბადის ოპტიმალური მიწოდება და შეინარჩუნოს ოპტიმალური ჰემოდინამიკური პარამეტრები. თერაპიის მხრივ ამ ცვლილებების შემთხვევაში, მომატებული ინტრაკრანიალური წნევის მქონე პაციენტებმა უნდა მიიღონ ცერებრალური პერფუზიის მხარდამჭერი შესაბამისი მკურნალობა. მკურნალი ექიმი უნდა დარწმუნდეს, რომ პროპოფოლის რეკომენდებულ დოზას 4 მგ/კგ სხეულის მასის მიხედვით საათში მაქსიმალურად არ გადააჭარბოს.

ყურადღება უნდა მიექცეს ლიპიდური მეტაბოლიზმის დარღვევებს ან სხვა დარღვევებს, რის შედეგადაც ცხიმის შემცველი ემულსიები უნდა გამოიყენონ სიფრთხილით.

რეკომენდებულია ლიპიდური მეტაბოლიზმის პარამეტრების შემოწმება, თუ პროპოფოლი გამოიყენება პაციენტებში, როცა არსებობს ეჭვი სისხლში ლიპიდური მაჩვენებლების მატებაზე. პროპოფოლის შეყვანა შესაბამისად უნდა დარეგულირდეს, თუ ანალიზი მიუთითებს ლიპიდური მეტაბოლიზმის დარღვევაზე. იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ პარენტერალურ კვებას, მხედველობაში უნდა მიიღონ პროპოფოლის შედეგად შეყვანილი ლიპიდების რაოდენობა.1,0 მლ პროპოფოლი შეიცავს 0,1 გ ცხიმს.

დამატებითი სიფრთხილის ზომები

მიტოქონდრიული დარღვევების მქონე პაციენტებთან საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა. ამ პაციენტებში შეიძლება გამოვლინდეს დაავადების გამწვავება ანესთეზიის დროს ან ქირურგიული პროცედურის ან ინტენსიური თერაპიული მკურნალობისას. რეკომენდებულია ამ პაციენტებისთვის სხეულის ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნება, ნახშირწყლების მიღება და საკმარისი სითხეებით უზრუნველყოფა. მიტოქონდრიული დარღვევის გამწვავების ადრეული ნიშნები და პროპოფოლის ინფუზიის სინდრომი შეიძლება იყოს მსგავსი.

პროპოფოლი არ შეიცავს ანტიმიკრობულ კონსერვანტებს და მისი შემცველობა ხელს უწყობს მიკროორგანიზმების ზრდას.

თუ პროპოფოლი ინიშნება ლიდოკაინთან ერთად კომბინაციაში, უნდა აღინიშნოს, რომ ლიდოკაინი არ შეიძლება დაინიშნოს მწვავე მემკვიდრული პორფირიის მქონე პაციენტებში.

პროპოფოლი შეიცავს სოიოს ზეთს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ალერგიული რეაქციები ძალიან იშვიათად.

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) პერვიალურად, ანუ არსებითად "ნატრიუმისგან თავისუფალი".

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პროპოფოლი თავსებადია სხვა საანესთეზიო საშუალებებთან (პრემედიკაცია, მიორელაქსანტები, ინჰალაციური ანესთეზია, ანალგეტიკები, ადგილობრივი ანესთეზიური საშუალებები). რეგიონალური ანესთეზიის პროცედურების შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს პროპოფოლის უფრო მცირე დოზების გამოყენება. მძიმე ურთიერთქმედების ნიშნები არ გამოვლენილა.

ზოგიერთმა ნახსენებმა პრეპარატმა შეიძლება შეამციროს არტერიული წნევა ან გააუარესოს სუნთქვა, რის გამოც პროპოფოლის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კუმულაციური ეფექტები. არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება პროპოფოლით ანესთეზიისას დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ რიფამპიცინით.

თუ ოპიატების შეყვანა ხდება დამატებით ანესთეზიამდე, აპნოე შეიძლება განვითარდეს უფრო ხშირად და ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

პაციენტებში, რომლებიც იღებენ ვალპროატს, დაფიქსირდა პროპოფოლის უფრო დაბალი დოზების აუცილებლობა. ერთდროული გამოყენების შემთხვევაში შეიძლება განიხილებოდეს პროპოფოლის დოზის შემცირება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის დროს პროპოფოლის უსაფრთხოება არ არის დადასტურებული. აქედან გამომდინარე, პროპოფოლი უნდა გამოიყენონ ორსულობის დროს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. პროპოფოლი კვეთს პლაცენტას და შესაძლოა ასოცირდებოდეს ახალშობილებში სასიცოცხლო ფუნქციების დათრგუნვასთან. ორსულობის შეწყვეტის შემთხვევაში პროპოფოლი შეიძლება გამოიყენონ ანესთეზიის სახით.

თავიდან უნდა აირიდონ მაღალი დოზების გამოყენება (2,5 მგ-ზე მეტი პროპოფოლი/კგ სხეულის მასაზე ინდუქციისთვის ან 6 მგ პროპოფოლი/კგ სხეულის მასაზე ყოველ საათში ანესთეზიის შესანარჩუნებლად).

ძუძუთი კვება

მეძუძურ ქალებთან ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პროპოფოლი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში. შესაბამისად, დედებმა უნდა შეაჩერონ ძუძუთი კვება პროპოფოლის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში და უარი თქვან დედის რძის გამოყენებაზე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პროპოფოლის შეყვანის შემდეგ პაციენტი უნდა იყოს დაკვირვების ქვეშ შესაბამისი დროის განმავლობაში. პაციენტებს უნდა აცნობონ ის ფაქტი, რომ პროპოფოლის მიღებიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეიძლება დაქვეითდეს სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისა და მექანიზმების გამოყენების უნარი. პროპოფოლით გამოწვეული დარღვევები, როგორც წესი, არ შეინიშნება 12 საათზე მეტი ხნის განმავლობაში. პაციენტს შეუძლია სახლში დაბრუნდეს მხოლოდ სხვა პირის თანხლებით და არ მიიღოს ალკოჰოლი.

გვერდითი მოვლენები

პროპოფოლით ანესთეზიისა და სედაციის ინდუქცია და შენარჩუნება ჩვეულებრივ მსუბუქად მიმდინარეობს აგზნების მხოლოდ რამდენიმე ნიშნის გამოვლენასთან ერთად. ყველაზე ხშირად მოხსენებული გვერდითი ეფექტები არის საანესთეზიო/სედატიური საშუალებების ფარმაკოლოგიურად მოსალოდნელი ეფექტები, როგორიცაა, მაგალითად, ჰიპოტენზია და სუნთქვის უკმარისობა. ამ ეფექტების ტიპი, სიმძიმე და სიხშირე, რომლებიც დაფიქსირდა პაციენტებში პროპოფოლის გამოყენებისას, დამოკიდებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, პროცედურის ტიპზე და ჩატარებულ თერაპიულ ღონისძიებებზე. გვერდითი ეფექტების გამოვლენის სიხშირე ეფუძნება ქვემოთ მოცემულ კატეგორიებს.

გამოიყენება სიხშირეების შემდეგი განმარტებები:

ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე), ნაკლებად ხშირი ((≥1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10000) და უცნობი (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).

წამლისმიერი გვერდითი რეაქციები

ორგანოთა სისტემების კლასი

სიხშირე

გვერდითი ეფექტები

იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები

ძალიან იშვიათი

მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსია), რომელიც შეიძლება მოიცავდეს ანგიოედემას, ბრონქოსპაზმს, ერითემას და ჰიპოტენზიას

მეტაბოლიზმის და

კვების დარღვევები

არ არის ცნობილი

მეტაბოლური აციდოზი5, ჰიპერკალემია5, ჰიპერლიპიდემია5

ფსიქიური დარღვევები

არ არის ცნობილი

ეიფორიული განწყობა გაღვიძების ფაზაში, ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება და ნარკოტიკზე დამოკიდებულება 8

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები

ხშირი

სპონტანური მოძრაობები და კუნთების სპაზმი ანესთეზიის ინდუქციის დროს, თავის ტკივილი გაღვიძების ფაზაში.

იშვიათი

თავბრუსხვევის შეგრძნება, შემცივნება და სიცივის აღქმა გაღვიძების ფაზაში, ეპილეფსიის მსგავსი ეპიზოდები კრუნჩხვით და ოპისტოტონუსი ინდუქციის, შენარჩუნებისა და გაღვიძების ფაზაში (ძალიან იშვიათად გადაიდება საათებით რამდენიმე დღემდე)

ძალიან იშვიათი

პოსტოპერაციული უგონობა

უცნობი

უნებლიე მოძრაობები

გულის მხრივ დარღვევები

ხშირი

ბრადიკარდია1

ძალიან იშვიათი

ფილტვის შეშუპება

უცნობი

გულის არითმია5,

გულის უკმარისობა5,7

სისხლძარღვების მხრივ დარღვევები

ხშირი

ჰიპოტენზია2

ნაკლებად ხშირი

თრომბოზი და ფლებიტი

სასუნთქი, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ დარღვევები

ხშირი

ჰიპერვენტილაცია და ხველა ანესთეზიის ინდუქციის დროს, დროებითი აპნოე ანესთეზიის ინდუქციის დროს

ნაკლებად ხშირი

ხველა შემანარჩუნებელი თერაპიის დროს

იშვიათი

ხველა გაღვიძების ფაზაში

უცნობი

სუნთქვის უკმარისობა (დამოკიდებულია დოზაზე)

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები

ხშირი

სინგულაცია ინდუქციის დროს, გულისრევა და ღებინება გაღვიძების ფაზაში

ძალიან იშვიათი

პანკრეატიტი

ჰეპატობილიარული დარღვევები

უცნობი

ჰეპატომეგალია5

კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ დარღვევები

უცნობი

რაბდომიოლიზი 3,5

თირკმლისა და შარდის მხრივ დარღვევები

ძალიან იშვიათი

შარდის შეფერილობის შეცვლა ხანგრძლივი მიღების შემდეგ

უცნობი

თირკმლის უკმარისობა5

რეპროდუქციული სისტემის და მკერდის მხრივ დარღვევები

ძალიან იშვიათი

სექსუალური დეზინჰიბირება

უცნობი

პრიაპიზმი

ზოგადი დარღვევები და პრეპარატის შეყვანის ადგილას მდგომარეობები

ძალიან ხშირი

ადგილობრივი ტკივილი პირველი ინექციის დროს4

ხშირი

წამოხურება ანესთეზიის ინდუქციის დროს

ძალიან იშვიათი

ქსოვილის მძიმე რეაქციები და ქსოვილის ნეკროზი9

არასწორი ექსტრავასკულარული გამოყენების შემდეგ

უცნობი

ადგილობრივი ტკივილი, შეშუპება არასწორი ექსტრავასკულარული გამოყენების შემდეგ

გამოკვლევები

უცნობი

ბრუგადას ტიპის ეკგ5,6

დაზიანებები, მოწამვლა და გართულებები პროცედურის შედეგად

ძალიან იშვიათი

პოსტოპერაციული ცხელება

ლიდოკაინის ერთდროული მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები: თავბრუსხვევა, ღებინება, ძილიანობა, კრუნჩხვები, ბრადიკარდია, არითმია და შოკი.

სოიოს ზეთმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები ძალიან იშვიათად.

1 მძიმე ბრადიკარდია იშვიათია; ზოგიერთ ინდივიდუალურ შემთხვევაში დაფიქსირდა პროგრესირება ასისტოლიის ჩათვლით.

2 ზოგჯერ, არტერიული წნევის დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს მოცულობის ჩანაცვლებითი თერაპია და პროპოფოლის შეყვანის სიჩქარის შემცირება.

3 რაბდომიოლიზი გამოვლინდა ძალიან იშვიათად, თუ პროპოფოლი შეყვანილი იყო მაღალი დოზებით, 4 მგ /კგ სხეულის მასაზე საათში სედაციისთვის, როგორც ინტენსიური თერაპიის შემადგენელი ნაწილი.

4 აღნიშნულის თავიდან აცილება უმეტესწილად შესაძლებელია ლიდოკაინის ერთდროული მიღებით და პრეპარატის შეყვანით წინამხრის ან იდაყვის ფოსოს უფრო დიდ ვენებში.

5 ამ მოვლენების ერთობლიობა, რომელსაც ასევე უწოდებენ "პროპოფოლის ინფუზიის სინდრომს", ვითარდება მძიმედ დაავადებულ პაციენტებში, რომლებსაც ხშირად აქვთ ამ მოვლენების განვითარების მრავალი რისკ-ფაქტორი.

6 ბრუგადას სინდრომი - ST სეგმენტის ელივაცია და ჩაზნექილი T კბილი ეკგ-ზე.

7 სწრაფად პროგრესირებადი გულის უკმარისობა (ზოგიერთ შემთხვევაში სასიკვდილო შედეგით) მოზრდილებში, რომლის მკურნალობა ვერ მოხერხდა დამხმარე ინოტროპული თერაპიული ღონისძიებებით.

8 პროპოფოლის ბოროტად გამოყენება და მასზე დამოკიდებულება, ძირითადად, ჯანდაცვის პერსონალის მიერ.

9 იმ შემთხვევებში, როდესაც ქსოვილის სიცოცხლისუნარიანობა დაქვეითებული იყო, დაფიქსირდა ნეკროზი.

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის მიმოქცევის და სუნთქვის უკმარისობა. აპნოე მოითხოვს ხელოვნურ ვენტილაციას. სისხლის მიმოქცევის უკმარისობის შემთხვევაში უნდა მიიღონ ჩვეულებრივი ზომები თავის პოზიციის დაწევის ან/და პლაზმის ჩანაცვლებისა და ვაზოკონსტრიქტორების გამოყენებით.

შემადგენლობა

თითოეული მლ შეიცავს:

პროპოფოლი BP.........................10 მგ

საინექციო წყალი .......................q.s.

ფარმაკოლოგიური თვისებები

სხვა ზოგადი ანესთეზიური საშუალებები,

ათქ კოდი: N01AX10

პროპოფოლის ინტრავენური შეყვანის შემდეგ სწრაფად ვლინდება ჰიპნოზური ეფექტი. ინდუქციის დრო დამოკიდებულია ინექციის სიჩქარეზე და ჩვეულებრივ შეადგენს 30-40 წამს. ეფექტის ხანგრძლივობა ხანმოკლეა სწრაფი მეტაბოლიზმის და ექსკრეციის შედეგად (4-6 წუთი).

მოქმედების მექანიზმი ბოლომდე არ არის ცნობილი, როგორც ყველა ზოგადი ანესთეტიკის შემთხვევაში. თუმცა, ითვლება, რომ პროპოფოლს აქვს თავის სედატიური ან საანესთეზიო ეფექტი GABA ნეირომედიატორის ინჰიბიტორული ეფექტის პოზიტიური მოდულაციის საშუალებით ლიგანდ-შეზღუდული GABA A რეცეპტორების მეშვეობით.

დოზირების მითითებების დაცვისას, პროპოფოლის კლინიკურად მნიშვნელოვანი დაგროვება შეიძლება გამოირიცხოს მრავალჯერადი განმეორებითი ინექციის ან ინფუზიის შემდეგ.

ბავშვებში პროპოფოლით ანესთეზიის მოქმედების ხანგრძლივობის შეზღუდული კვლევები მიუთითებს, რომ უსაფრთხოება და ეფექტურობა უცვლელი რჩება 4 საათამდე პერიოდში.

ლიტერატურაში ცნობები ბავშვებში პროპოფოლის გამოყენებასთან დაკავშირებით ასევე მიუთითებს, რომ არ ვლინდება უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მხრივ ცვლილებები, როდესაც პროპოფოლი გამოიყენება ხანგრძლივ მკურნალობასთან ერთად.

პაციენტების უმეტესობა სწრაფად იღვიძებს აშკარად ნათელ გონებრივ მდგომარეობაში.

ზოგჯერ გამოვლენილი ბრადიკარდია და არტერიული წნევის ვარდნა ანესთეზიის გამოწვევისას, სავარაუდოდ, მიეკუთვნება ცენტრალურ ვაგოტონურ ეფექტს ან სიმპათიკური ნერვული სისტემის აქტივობის დათრგუნვას. ანესთეზიის გაგრძელებისას სისხლის მიმოქცევის მდგომარეობა ჩვეულებრივ ნორმალიზდება.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

პროპოფოლი 98%-ით უკავშირდება პლაზმის ცილას.

ინტრავენური შეყვანის შემდეგ სისხლში კონცენტრაციის საწყისი პროგრესირება (ალფა ფაზა) ხასიათდება დიდი შემცირებით ორგანიზმში სწრაფი განაწილების გამო. ალფა ფაზის ნახევარგამოყოფის პერიოდია 1,8 - 4,1 წუთი.

სისხლში კონცენტრაციის დაქვეითება უფრო ნელა ხდება ელიმინაციის ან ბეტა ფაზის დროს. ამ ფაზის ნახევარგამოყოფის პერიოდი გამოთვალეს და შეადგენს 34-დან 64 წუთს.

ეგრეთ წოდებული ღრმა განყოფილების იდენტიფიცირება შესაძლებელია დაკვირვების უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. სისხლში კონცენტრაციის ამ ფაზის (გამა ფაზა) ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 184 - 382 წუთს.

საწყისი განაწილების მოცულობა V შეადგენს 22 - 76 ლ-ს, ხოლო საერთო განაწილების მოცულობა Vdß არის 387 - 1,587 ლ. პროპოფოლს აქვს დიდი განაწილების მოცულობა და სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან (საერთო კლირენსი: 1,5 - 2 ლ/წთ). ელიმინაცია ხდება მეტაბოლიზაციის გზით, ძირითადად ღვიძლში, სადაც წარმოიქმნება პროპოფოლისა და შესაბამისი ჰიდროქინონის არააქტიური კონიუგატები სისხლის ნაკადიდან გამომდინარე, რომლებიც გამოიყოფა თირკმლებით.

3 მგ პროპოფოლი/კგ ერთჯერადი ინტრავენური დოზის შემდეგ, პროპოფოლის კლირენსი კგ-ზე სხეულის მასის მიხედვით გაიზარდა პაციენტის ასაკის მიხედვით შემდეგნაირად: საშუალო კლირენსი ახალშობილებში < 1 თვე (n=25), 20 მლ. /კგ/წთ საგრძნობლად დაბალი იყო უფროს ბავშვებთან შედარებით (n=36, 4 თვიდან 7 წლამდე).

ახალშობილთა შემთხვევაში, მონაცემები დამატებით ავლენს მნიშვნელოვან ცვალებადობას (3,7 - 78 მლ/კგ/წთ). ამ შეზღუდული კვლევის შედეგების გამო, რომელიც მიუთითებს ცვალებადობის დიდ ხარისხზე, დოზირების რეკომენდაცია არ არის მოცემული ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის. უფროსი ასაკის ბავშვების შემთხვევაში, პროპოფოლის საშუალო კლირენსი 3 მგ პროპოფოლის/კგ ერთჯერადი ბოლუსური მიღების შემდეგ იყო 37,5 მლ/კგ/წთ ბავშვებში 4-დან 24 თვემდე (n=8), 38,7 მლ/კგ/წთ - ბავშვებში 11-43 თვის ასაკში (n=6), 48 მლ/კგ/წთ - ბავშვებში 1-3 წლის ასაკში (n=12) და 28,2 მლ/კგ/წთ -ბავშვებში ასაკი 4 - 7 წელი (n=10). შედარებისთვის, საშუალო კლირენსი მოზრდილებში იყო 23.6 მლ/კგ/წთ (n=6).

პროპოფოლი უპირატესად მეტაბოლიზდება ღვიძლში. მეტაბოლიტების სახით გვხვდება პროპოფოლის გლუკურონიდები და გლუკურონიდები, ისევე როგორც სულფატის კონიუგატები 2.6-დიიზოპროპილ-1.4-ქინოლი. შეყვანილი დოზის 40% წარმოდგენილია პროპოფოლის გლუკურონიდის სახით. ყველა მეტაბოლიტი არააქტიურია. გამოყენებული პროპოფოლის დაახლოებით 88% გამოიყოფა შარდში მეტაბოლიტების სახით და დაახლოებით 0.3% უცვლელი სახით განავალში.

ბიოშეღწევადობა: ინტრავენური შეყვანა: 100%

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სამკურნალო პრეპარატის

გამოყენების ინსტრუქცია

სისნოფი

სამკურნალო პრეპარატის დასახელება

სისნოფი

(პროპოფოლის ინექცია BP 1% w/v)

თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

თითოეული მლ შეიცავს:

პროპოფოლი BP.........................10 მგ

საინექციო წყალი .......................q.s.

ფარმაცევტული ფორმა

საინექციო ან საინფუზიო ემულსია.

რძისებრი თეთრი წყლიანი იზოტონური ემულსია ზეთი-წყალში

კლინიკური მახასიათებლები

სამკურნალო ჩვენებები

პროპოფოლი არის ხანმოკლე მოქმედების ინტრავენური საანესთეზიო საშუალება, რომელიც გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

  • ანესთეზიის ინდუქცია და შენარჩუნება მოზრდილებში და ბავშვებში 1 თვის ასაკიდან,
  • 16 წელზე უფროსი ასაკის ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფი პაციენტების სედაცია ინტენსიური თერაპიის დროს,
  • მოზრდილების ან 1 თვის ასაკიდან ბავშვების სედაცია ქირურგიული და დიაგნოსტიკური პროცედურებისთვის, ცალკე ან ადგილობრივ ან რეგიონულ ანესთეზიასთან კომბინაციაში.

პრეპარატის დოზირება და მიღების მეთოდი

პროპოფოლი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ექიმების მიერ, რომლებსაც გავლილი აქვთ ტრენინგი ანესთეზიოლოგიაში ინტენსიური თერაპიის მიმართულებით. სედაცია ან ანესთეზია პროპოფოლით და ქირურგიული ან დიაგნოსტიკური პროცედურა არ შეიძლება განხორციელდეს ერთი და იგივე პირის მიერ.

უნდა მოხდეს გულის, სისხლის მიმოქცევის და რესპირატორული ფუნქციების მუდმივი მონიტორინგი (მაგალითად, ეკგ, პულსოქსიმეტრია). ანესთეზიის ან სედაციის დროს შესაძლო უბედური შემთხვევის დადგომისას შესაბამისი მოწყობილობა ყოველთვის მზად უნდა იყოს გამოსაყენებლად.

დოზირება ინდივიდუალურად უნდა დარეგულირდეს პრემედიკაციისა და პაციენტის რეაქციის გათვალისწინებით.

ჩვეულებრივ, საჭიროა ანალგეტიკების დამატებითი მიღება.

მოზრდილების ანესთეზია:

ანესთეზიის ინდუქცია:

ანესთეზიის ინდუქციისთვის შეჰყავთ პროპოფოლი, რომელიც ტიტრირდება სიჩქარით 20-40 მგ პროპოფოლი ყოველ 10 წამში, ვიდრე არ მოხდება ცნობიერების დაკარგვა.

55 წელზე ნაკლები ასაკის მოზრდილების უმეტესობას ჩვეულებრივ ესაჭიროება მთლიანი დოზა 1,5 - 2,5 მგ პროპოფოლი/კგ სხეულის წონაზე.

ASA III და IV რისკ ჯგუფებში შემავალი პაციენტებისთვის, განსაკუთრებით წარსულში გულის დაზიანების არსებობისას და ხანდაზმული პაციენტებისთვის, შეიძლება საჭირო გახდეს პროპოფოლის მთლიანი დოზის შემცირება 1 მგ პროპოფოლი/კგ სხეულის მასაზე, რის გამოც პროპოფოლი შეჰყავთ უფრო ნელი ინფუზიის სიჩქარით (დაახლოებით 20 მგ პროპოფოლი ყოველ 10 წამში).

ანესთეზიის შენარჩუნება

ანესთეზია შეიძლება შენარჩუნდეს პროპოფოლის ხანგრძლივი ინფუზიით ან განმეორებითი ბოლუსური ინექციებით.

უწყვეტი ინფუზია

ანესთეზიის შესანარჩუნებლად უწყვეტი ინფუზიის საშუალებით, დოზა და ინფუზიის სიჩქარე უნდა დარეგულირდეს თითოეული პირისთვის. ჩვეულებრივ, დოზა შეადგენს 4-12 მგ პროპოფოლს/კგ სხეულის მასაზე საათში, რათა შენარჩუნდეს ანესთეზიის დამაკმაყოფილებელი დონე.

ხანდაზმული პაციენტების შემთხვევაში, რომელთა ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა ცუდია ან აქვთ ჰიპოვოლემია და ASA III და IV რისკის ჯგუფების მქონე პაციენტების შემთხვევაში, პროპოფოლის დოზა შეიძლება შემცირდეს 4 მგ-მდე/კგ სხეულის მასაზე საათში.

განმეორებითი ბოლუსური ინექცია

ანესთეზიის შესანარჩუნებლად განმეორებითი ბოლუსური ინექციის საშუალებით, ჩვეულებრივ, 25-50 მგ პროპოფოლი (2,5-5 მლ პროპოფოლი 10 მგ/მლ) შესაბამისად შეჰყავთ.

ანესთეზია ბავშვებში 1 თვის ასაკიდან

ანესთეზიის ინდუქცია

ანესთეზიის ინდუქციისთვის, პროპოფოლი ტიტრირდება ნელა კლინიკური ნიშნების გამოვლინებამდე, რაც მიუთითებს ანესთეზიის დაწყებაზე. დოზა უნდა დარეგულირდეს ასაკის და/ან სხეულის წონის მიხედვით. 8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების უმეტესობას სჭირდება დაახლოებით 2,5 მგ პროპოფოლი/კგ სხეულის მასის მიხედვით ანესთეზიის ინდუქციისთვის. მცირეწლოვან ბავშვებში, განსაკუთრებით 1 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში, საჭირო დოზა შეიძლება იყოს უფრო მაღალი (2,5 - 4 მგ პროპოფოლი/კგ სხეულის მასაზე). დაბალი დოზები რეკომენდირებულია პაციენტებისთვის ASA III და IV რისკის ჯგუფებში.

ანესთეზიის შენარჩუნება

ანესთეზიის საჭირო სიღრმის შენარჩუნება შეიძლება მიღწეული იქნას 10 მგ/მლ პროპოფოლის შეყვანით ინფუზიის ან განმეორებითი ბოლუსური შეყვანის გზით. საჭირო დოზირების სიხშირე მნიშვნელოვნად განსხვავდება პაციენტებში, თუმცა ანესთეზიის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა ჩვეულებრივ მიიღწევა დოზებით 9 - 15 მგ/კგ სხეულის მასაზე საათში. მცირეწლოვან ბავშვებში, განსაკუთრებით 1 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში, საჭირო დოზა შეიძლება იყოს უფრო მაღალი.

დაბალი დოზები რეკომენდირებულია ASA III და IV რისკის ჯგუფებში მყოფი პაციენტებისთვის.

16 წელზე უფროსი ასაკის პაციენტების სედაცია ინტენსიური თერაპიის დროს:

ინტენსიური თერაპიის დროს ვენტილირებადი პაციენტების სედაციისთვის პროპოფოლი უნდა დაინიშნოს უწყვეტი ინფუზიის სახით. დოზა ემყარება სედაციის საჭირო სიღრმეს. ჩვეულებრივ, სედაციის სასურველი სიღრმე მიიღწევა პროპოფოლის დოზებით 0.3-დან 4.0 მგ-მდე/კგ სხეულის მასაზე საათში. პროპოფოლის გამოყენება არ შეიძლება 16 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების სედაციისთვის ინტენსიური თერაპიის ნაწილის სახით.

პროპოფოლის შეყვანა TCI სისტემის საშუალებით არ არის რეკომენდებული სედაციისთვის, როგორც ინტენსიური თერაპიის შემადგენელი ნაწილი.

მოზრდილების სედაცია ქირურგიული და დიაგნოსტიკური პროცედურებისთვის:

პროპოფოლის მიღებისას საჭიროა პაციენტის მუდმივი მონიტორინგი არტერიული წნევის დაქვეითების, სასუნთქი გზების ობსტრუქციისა და ჟანგბადის დეფიციტის ნიშნების გამოსავლენად და გადაუდებელი დახმარების შესაბამისი აღჭურვილობა მზად უნდა იყოს უბედური შემთხვევის დადგომის შემთხვევაში.

ანესთეზიის ინდუქციისთვის, ჩვეულებრივ, პროპოფოლის 0,5 – 1,0 მგ/კგ სხეულის მასაზე ინიშნება 1-5 წუთის განმავლობაში. ანესთეზიის შესანარჩუნებლად დოზა დგინდება სედაციის სასურველი სიღრმის მიხედვით და ჩვეულებრივ მერყეობს პროპოფოლის 1,5 - 4,5 მგ-მდე/კგ სხეულის მასაზე საათში.

ინფუზიის გარდა, 10-20 მგ შესაძლებელია შეიყვანონ ბოლუსის სახით, თუ საჭიროა სედაციის სიღრმის სწრაფი ზრდა.

უფრო დაბალი დოზა და ნელი შეყვანა შეიძლება საჭირო გახდეს ASA III და IV რისკ-ჯგუფების პაციენტებისთვის. 55 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში შესაძლოა საჭირო გახდეს უფრო დაბალი დოზირება.

შენიშვნა

ხანდაზმული პაციენტების შემთხვევაში პროპოფოლით ანესთეზიის ინდუქციისთვის საჭიროა უფრო მცირე დოზები. მხედველობაში უნდა მიიღონ პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა და ასაკი. შემცირებული დოზა უნდა დაინიშნოს უფრო ნელა და ტიტრირდეს რეაქციის მიხედვით. პროპოფოლის გამოყენებისას ანესთეზიის შესანარჩუნებლად და სედაციისთვისაც კი, ინფუზიის სიჩქარე და შერჩეული პროპოფოლის კონცენტრაცია სისხლში უნდა შემცირდეს. დოზისა და ინფუზიის სიჩქარის დამატებითი შემცირება აუცილებელია ASA III და IV რისკ-ჯგუფის მქონე პაციენტებში. ხანდაზმულ პაციენტებს არ უნდა მიეცეთ ბოლუსური ინექცია (ინდივიდუალური ან მრავალჯერადი), რადგან შეიძლება გამოიწვიოს სისხლის მიმოქცევის და რესპირატორული უკმარისობა.

1 თვის ასაკიდან ბავშვების სედაცია ქირურგიული და დიაგნოსტიკური პროცედურებისთვის

დოზა და დოზებს შორის პერიოდები შეირჩევა სედაციის სასურველი სიღრმისა და კლინიკური პასუხის მიხედვით. სედაციის ინდუქციისთვის პედიატრიული პაციენტების უმეტესობისთვის აუცილებელია პროპოფოლი დოზით 1-2 მგ/კგ სხეულის წონაზე. სედაციის შენარჩუნება მიიღწევა პროპოფოლის ტიტრაციით ინფუზიის საშუალებით სედაციის სასურველი სიღრმის მიღწევამდე. პაციენტების უმეტესობისთვის საჭიროა პროპოფოლი დოზით 1,5-9 მგ/კგ სხეულის მასაზე საათში. ინფუზიას შეიძლება დაემატოს 1 მგ პროპოფოლი/კგ სხეულის მასის მიხედვით ბოლუსური შეყვანით, თუ საჭიროა სედაციის სიღრმის სწრაფი ზრდა. უფრო დაბალი დოზების გამოყენება შეიძლება საჭირო გახდეს ASA III და IV რისკის ჯგუფების მქონე პაციენტებისთვის.

პროპოფოლის გამოყენება არ შეიძლება 16 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების სედაციისთვის, როგორც ინტენსიური თერაპიის შემადგენელი ნაწილი.

პრეპარატის შეყვანის მეთოდი

1%-იან პროპოფოლს არ გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი თვისებები და შესაბამისად, 1%-იანი პროპოფოლის გარდა, ჩვეულებრივ, საჭიროა დამატებითი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები.

1%-იანი პროპოფოლი შეიძლება გამოიყენონ ინფუზიისთვის განუზავებლად შუშის კონტეინერებიდან, პლასტმასის შპრიცებიდან ან 1%-იანი პროპოფოლის წინასწარ შევსებული შპრიცებიდან ან განზავებული მხოლოდ 5%-იანი დექსტროზით (ინტრავენური ინფუზია BP), PVC საინფუზიო ჩანთებში ან შუშის საინფუზიო ბოთლებში. განზავება, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1-ს 5-ში (2 მგ პროპოფოლი ყოველ მლ-ზე) უნდა მომზადდეს ასეპტიკურად უშუალოდ შეყვანის წინ და უნდა გამოიყენონ მომზადებიდან 6 საათის განმავლობაში.

რეკომენდებულია, რომ 1%-იანი განზავებული პროპოფოლის გამოყენებისას, საინფუზიო ჩანთიდან განზავების პროცესში ამოღებული 5%-იანი დექსტროზის მოცულობა მთლიანად ჩანაცლდება მოცულობით, რომელიც არის 1%-იანი პროპოფოლის ემულსია.

განზავება შეიძლება გამოიყენონ ინფუზიის კონტროლის სხვადასხვა ტექნიკით, მაგრამ ცალკე გამოყენებული კომპლექტი ვერ აირიდებს რისკს, რომელიც გულისხმობს განზავებული 1%-იანი პროპოფოლის დიდი მოცულობის შემთხვევით უკონტროლო ინფუზიას. საინფუზიო ხაზში უნდა იყოს ბურეტი, წვეთოვანი მრიცხველი ან მოცულობითი ტუმბო. უკონტროლო ინფუზიის რისკი უნდა იქნას გათვალისწინებული ბურეტში 1%-იანი პროპოფოლის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრისას.

როდესაც 1%-იანი პროპოფოლი გამოიყენება განუზავებლად ანესთეზიის შესანარჩუნებლად, რეკომენდებულია ისეთი მოწყობილობების გამოყენება, როგორიცაა შპრიცის ტუმბოები ან მოცულობითი საინფუზიო ტუმბოები ინფუზიის სიჩქარის გაკონტროლების მიზნით.

1%-იანი პროპოფოლი შეიძლება შეიყვანონ Y-ნაწილის მეშვეობით ინექციის ადგილთან ახლოს შემდეგი ინფუზიების სახით:

  • 5% -იანი დექსტროზას ინტრავენური ინფუზია B.P.
  • 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ინტრავენური ინფუზია B.P.
  • 4%-იანი დექსტროზას ინტრავენური ინფუზია B.P. 0.18%-იან ნატრიუმის ქლორიდთან ერთად.

1%-იანი პროპოფოლი შეიძლება წინასწარ იყოს შერეული ალფენტანილის ინექციასთან, რომელიც შეიცავს 500 მიკროგრამ/მლ ალფენტანილს 20:1-დან 50:1-მდე v/v თანაფარდობით. ნარევი უნდა მომზადდეს სტერილური ტექნიკის გამოყენებით და მისი გამოყენება საჭიროა მომზადებიდან 6 საათის განმავლობაში.

თავდაპირველი ინექციისას ტკივილის შესამცირებლად, 1%-იანი პროპოფოლი შეიძლება შეურიონ კონსერვანტების გარეშე 0.5% ან 1%-იანი ლიდოკაინის ინექციასთან.

სამიზნე კონტროლირებადი ინფუზია - 1%-იანი პროპოფოლის შეყვანა "დიპრიფუზორის" TCI სისტემით მოზრდილებში

1%-იანი პროპოფოლის შეყვანა "დიპრიფუზორის" TCI სისტემით შეზღუდულია მოზრდილებში ზოგადი ანესთეზიის ინდუქციამდე და შენარჩუნებამდე. არ არის რეკომენდებული გამოყენება ICU სედაციისას ან ქირურგიული და სადიაგნოსტიკო პროცედურების სედაციის დროს ან ბავშვებში.

1%-იანი პროპოფოლი შეიძლება შეიყვანონ TCI-ით მხოლოდ „დიპროფუზორის“ TCI სისტემის გამოყენებით, რომელიც შეიცავს „დიპროფუზორის“ TCI-ის პროგრამულ უზრუნველყოფას. ასეთი სისტემები იმუშავებს მხოლოდ ელექტრონულად მონიშნული წინასწარ შევსებული შპრიცების ამოსაცნობად, რომლებიც შეიცავს 1% ან 2%-იან პროპოფოლის ინექციას. "დიპრიფუზორის" TCI სისტემა ავტომატურად დაარეგულირებს ინფუზიის სიჩქარეს პროპოფოლის მითითებული კონცენტრაციისთვის. მომხმარებლებმა უნდა იცოდნენ საინფუზიო ტუმბოს მომხმარებლის სახელმძღვანელო, 1%-იანი პროპოფოლის შეყვანა TCI-ით და შპრიცის საიდენტიფიკაციო სისტემის სწორი გამოყენება.

დიპრიფუზორი ანესთეზიოლოგს საშუალებას აძლევს მიაღწიოს და გააკონტროლოს ინდუქციის სასურველი სიჩქარე და ანესთეზიის სიღრმე პროპოფოლის სამიზნე (პროგნოზირებადი) კონცენტრაციის დაყენებით და კორექტირებით. ალტერნატიული შეყვანის რეჟიმი მოქმედების ადგილზე შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი ზოგიერთი დიპრიფუზორისთვის, მაგრამ მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა ჯერ არ არის დადგენილი.

"დიპრიფუზორის" TCI სისტემის მიხედვით, სისხლში პროპოფოლის საწყისი კონცენტრაცია პაციენტში ნულის ტოლია.

შესაბამისად, პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს პროპოფოლი, შესაძლოა საჭირო გახდეს უფრო დაბალი საწყისი სამიზნე კონცენტრაციის შერჩევა დიპრიფუზორის TCI-ის დაწყებისას. ანალოგიურად, "დიპრიფუზორის" TCI-ის დაუყოვნებელი დაწყება არ არის რეკომენდებული, თუ ტუმბო გამორთულია.

პროპოფოლის სამიზნე კონცენტრაციების შესახებ მითითებები მოცემულია ქვემოთ. პროპოფოლის ფარმაკოკინეტიკისა და ფარმაკოდინამიკის მხრივ პაციენტთაშორისი ცვალებადობის გათვალისწინებით, როგორც პრემედიკაციის, ისე არაპრემედიკაციის მქონე პაციენტებში პროპოფოლის სამიზნე კონცენტრაცია უნდა იყოს ტიტრირებული პაციენტის პასუხთან მიმართებაში ანესთეზიის საჭირო სიღრმის მისაღწევად.

ზოგადი ანესთეზიის ინდუქცია და შენარჩუნება

55 წლამდე ასაკის ზრდასრულ პაციენტებში ანესთეზია ჩვეულებრივ შეიძლება გამოწვეული იყოს პროპოფოლის სამიზნე კონცენტრაციით 4-8 მიკროგრამი/მლ. საწყისი სამიზნე 4 მიკროგრამი/მლ რეკომენდებულია პრემედიკაციის მქონე პაციენტებში, ხოლო არაპრემედიკაციის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია საწყისი სამიზნე დოზა 6 მიკროგრამი/მლ. ამ სამიზნეებთან ინდუქციის დრო ძირითადად 60-120 წამის ფარგლებშია. უფრო მაღალი სამიზნეები საშუალებას მისცემს ანესთეზიის უფრო სწრაფ ინდუქციას, მაგრამ შეიძლება ასოცირებული იყოს უფრო გამოხატულ ჰემოდინამიკურ და რესპირატორულ უკმარისობასთან.

დაბალი საწყისი სამიზნე კონცენტრაცია უნდა გამოიყენონ დაახლოებით 55 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში და ASA 3 და 4 ხარისხის მქონე პაციენტებში. შემდეგ სამიზნე კონცენტრაცია შეიძლება გაიზარდოს 0,5-1,0 მიკროგრამი/მლ საფეხურებით 1 წუთის ინტერვალით, რათა მოხდეს ანესთეზიის თანდათანობითი ინდუქცია.

როგორც წესი, საჭიროა დამატებითი ანალგეზია და რა მაჩვენებლით შეიძლება შემცირდეს სამიზნე კონცენტრაციები ანესთეზიის შესანარჩუნებლად, ამაზე გავლენას მოახდენს თანმხლები ანალგეზიის ოდენობა. პროპოფოლის სამიზნე კონცენტრაცია 3-6 მიკროგრამის/მლ ფარგლებში ჩვეულებრივ ინარჩუნებს დამაკმაყოფილებელ ანესთეზიას.

პროპოფოლის პროგნოზირებადი კონცენტრაცია გაღვიძებისას არის 1.0-2.0 მიკროგრამის/მლ ფარგლებში და გავლენას მოახდენს შენარჩუნების დროს მიცემული ანალგეზიის ოდენობაზე.

1-ინი% პროპოფოლის განზავება და სხვა პრეპარატებთან ან საინფუზიო სითხეებთან ერთად შეყვანა

თანაშეყვანის მეთოდი

დანამატი ან გამხსნელი

მომზადება

სიფრთხილის ზომები

წინასწარი შერევა

5%-იანი დექსტროზა

ინტრავენური ინფუზია

შეურიეთ 1%-იანი პროპოფოლი 5%-იანი დექსტროზას ინტრავენური ინფუზიის B.P-ის

4 ნაწილს PVC საინფუზიო ჩანთებში ან შუშის საინფუზიო ბოთლებში. PVC ჩანთებში განზავებისას რეკომენდებულია ჩანთა სავსე იყოს და განზავება მოხდეს საინფუზიო სითხის მოცულობის ამოღებით და 1%-იანი პროპოფოლის თანაბარი მოცულობით ჩანაცვლებით.

მოამზადეთ ასეპტიკურად უშუალოდ შეყვანის წინ. ნარევი მდგრადია 6 საათამდე პერიოდში.

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ინექცია (0,5% ან

1% კონსერვანტების გარეშე).

შეურიეთ 1%-იანი პროპოფოლის 20 ნაწილი 0,5% ან 1%-იანი ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ინექციის 1 ნაწილს.

მოამზადეთ ნარევი ასეპტიკურად უშუალოდ შეყვანის წინ. გამოიყენეთ მხოლოდ ინდუქციისთვის.

ალფენტანილის ინექცია

(500 მიკროგრამი/მლ).

შეურიეთ 1%-იანი პროპოფოლი ალფენტანილის ინექციასთან ერთად 20:1-დან 50:1-მდე v/v თანაფარდობით.

მოამზადეთ ნარევი ასეპტიკურად; გამოიყენეთ მომზადებიდან 6 საათის განმავლობაში.

თანაშეყვანა Y-ფორმის კონექტორის მეშვეობით.

5%-იანი დექსტროზას ინტრავენური ინფუზია

თანაშეყვანა Y- ფორმის კონექტორის მეშვეობით.

მოათავსეთ Y- ფრომის კონექტორი ინექციის ადგილთან ახლოს.

  • 9%-იანი ნატრიუმის ქლორიდი ინტრავენური ინფუზია

როგორც ზემოთაა მოცემული

როგორც ზემოთაა მოცემული

4%-იანი დექსტროზას ინტრავენუტი ინფუზია 0.18%-იანი ნატრიუმის ქლორიდთან ერთად

როგორც ზემოთაა მოცემული

როგორც ზემოთაა მოცემული

უკუჩვენებები

ნუ გამოიყენებთ პროპოფოლს

  • აქტიური ნივთიერების, სოიოს, არაქისის ან ემულსიის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში, რომელიც ჩამოთვლილია თავში „დამხმარე ნივთიერებების სია“,
  • 16 წლის ან უმცროსი ასაკის პაციენტების სედაციისთვის, როგორც ინტენსიური თერაპიის შემადგენელი ნაწილი.

სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

ქირურგიული და დიაგნოსტიკური პროცედურების დროს სედაციისთვის პროპოფოლის გამოყენებისას, პაციენტის უწყვეტი მონიტორინგია საჭირო არტერიული წნევის დაქვეითების, სასუნთქი გზების ობსტრუქციისა და ჟანგბადის დეფიციტის პირველი ნიშნების გამოსავლენად.

ისევე როგორც სხვა სედაციური საშუალებების შემთხვევაში, ქირურგიული პროცედურების დროს შეიძლება მოხდეს პაციენტის სპონტანური მოძრაობები სედაციისთვის პროპოფოლის გამოყენებისას. პროცედურებისას, რომლებიც მოითხოვს უმოძრაო პაციენტს, ამ მოძრაობებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას ოპერაციის წარმატებას.

პროპოფოლის არასწორი გამოყენება და მასზე დამოკიდებულება დაფიქსირდა, ძირითადად, ჯანდაცვის პერსონალს შორის. როგორც ზოგადი ანესთეზიისთვის განკუთვნილი ყველა მედიკამენტის შემთხვევაში, მისი გამოყენება არ შეიძლება სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველყოფის გარეშე; წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს სასიკვდილო რესპირატორული გართულებების რისკი.

10 მგ/მლ პროპოფოლის გამოყენების შემდეგ უნდა დარწმუნდეთ, რომ პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა ანესთეზიიდან გაწერამდე.

ცალკეულ შემთხვევებში, პროპოფოლის გამოყენებისას შეიძლება დადგეს პოსტოპერაციული უგონო ფაზა, რასაც შეიძლება თან ახლდეს კუნთების ტონუსის მატება. ამ შემთხვევის დადგომა დამოკიდებულია იმაზე, იყო თუ არა პაციენტი ადრე გაღვიძებული. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტში სპონტანურად აღდგება ცნობიერება, უგონო მდგომარეობაში პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ინტენსიური დაკვირვების ქვეშ.

პროპოფოლით გამოწვეული დარღვევები, როგორც წესი, არ შეინიშნება 12 საათზე მეტი ხნის განმავლობაში. პაციენტისთვის პროპოფოლის ეფექტის განმარტებისას და შემდეგი რეკომენდაციების გაცემისას ექიმმა უნდა გაითვალისწინოს პროცედურის ტიპი, თანმხლები მედიკამენტები, პაციენტის ასაკი და მდგომარეობა.

  • პაციენტი სახლში უნდა დაბრუნდეს მხოლოდ სხვა პირის თანხლებით.
  • პაციენტს უნდა ეცნობოს, როდის შეიძლება ხელახლა განხორციელდეს მანუალური აქტივობები ან აქტივობები, რომლებიც საჭიროებენ მოქნილობას /სარისკო აქტივობებს (მაგ. სატრანსპორტო საშუალების მართვა).
  • პაციენტს უნდა ეცნობოს, რომ სხვა სედაციური საშუალებების მიღებამ (მაგ. ბენზოდიაზეპინი, ოპიატები, ალკოჰოლი) შეიძლება გაახანგრძლივოს და გაზარდოს დარღვევები.

ისევე როგორც სხვა ინტრავენური საანესთეზიო საშუალებების შემთხვევაში, პროპოფოლი უნდა დაინიშნოს ჩვეულებრივზე უფრო ნელა და განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებში გულის, რესპირატორული, თირკმლისა და ღვიძლის დარღვევებით, ჰიპოვოლემიით ან გაუარესებული ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობით.

გულის, სისხლის მიმოქცევის და რესპირატორული უკმარისობა, ისევე როგორც ჰიპოვოლემია უნდა იყოს კომპენსირებული პრეპარატის მიღებამდე, თუ ეს შესაძლებელია.

გულის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში პროპოფოლი უნდა დაინიშნოს შესაბამისი სიფრთხილით და ინტენსიურ მონიტორინგთან ერთად.

არტერიული წნევის მკვეთრად დაქვეითებამ შეიძლება მოითხოვოს პლაზმური შემცვლელების, შესაძლოა ვაზოკონსტრიქტორების და პროპოფოლის შენელებული შეყვანა. არტერიული წნევის მასიური ვარდნის შესაძლებლობა მხედველობაში უნდა მიიღონ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ შემცირებული კორონარული ან ცერებრალური პერფუზია ან ჰიპოვოლემია. პროპოფოლის კლირენსი დამოკიდებულია სისხლის ნაკადზე. შესაბამისად, თუ ერთდროულად გამოიყენება წამლები, რომლებიც ამცირებენ გულის მიერ გადმოსროლილ სისხლის მოცულობას, პროპოფოლის კლირენსი ასევე შემცირდება.

პროპოფოლს არ აქვს ვაგოლიზური ეფექტი. გამოყენება ასოცირებული იყო ბრადიკარდიის გამოვლენასთან ხანდახან მძიმე შედეგით (გულის გაჩერება). აქედან გამომდინარე, იმ სიტუაციებში, როდესაც უკვე სახეზეა ცდომილი ნერვის მომატებული ტონუსი ან როდესაც პროპოფოლი გამოიყენება სხვა პრეპარატებთან ერთად, რამაც შეიძლება შეამციროს გულისცემა, ანტიქოლინერგული საშუალების ინტრავენური შეყვანა უნდა განიხილონ პროპოფოლით ანესთეზიის წინ ან მისი შეყვანის პერიოდში.

პროპოფოლის გამოყენებისას ეპილეფსიის მქონე ადამიანებში შესაძლებელია კრუნჩხვის გამოწვევა.

პროპოფოლის განმეორებით ან უფრო ხანგრძლივ (> 3 საათამდე) გამოყენებამდე მცირეწლოვან ბავშვებში (3 წლამდე) და ორსულ ქალებში მხედველობაში უნდა მიიღონ დაგეგმილი პროცედურის სარგებელი და რისკი, რადგან არსებობს პრეკლინიკურ კვლევებში ნეიროტოქსიკურობის შესახებ მოწოდებული ინფორმაცია.

პედიატრიული პოპულაცია

ახალშობილებში პროპოფოლის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან პაციენტების ეს ჯგუფი საკმარისად არ არის შეფასებული. ფარმაკოკინეტიკური მონაცემები მიუთითებს, რომ პროპოფოლის კლირენსი საგრძნობლად მცირდება ახალშობილებში და მნიშვნელოვნად განსხვავდება ინდივიდუალურ დონეზე. უფროსი ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებული დოზების გამოყენებისას ხდება ჭარბი დოზირება და იწვევს სისხლის მიმოქცევის და სუნთქვის მძიმე უკმარისობას.

პროპოფოლი არ შეიძლება გამოიყენონ სედაციისთვის 16 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში ინტენსიური თერაპიის დროს, რადგან პროპოფოლის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადასტურებული ამ ასაკობრივ ჯგუფში სედაციის დროს.

ინტენსიური სამედიცინო დახმარების შესახებ შენიშვნები

ინფუზიების გამოყენება პროპოფოლის ემულსიასთან ერთად სედაციისთვის, როგორც ინტენსიური თერაპიის შემადგენელი ნაწილი, დაკავშირებულია რიგ მეტაბოლურ დარღვევებთან და ორგანოთა უკმარისობასთან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.

დამატებით, აღწერილია შემდეგი არასასურველი ეფექტების კომბინირებული გამოვლინება: მეტაბოლური აციდოზი, რაბდომიოლიზი, ჰიპერკალემია, ჰეპატომეგალია, თირკმლის უკმარისობა, ჰიპერლიპიდემია, გულის არითმია, ბრუგადას ტიპის ეკგ (უნაგირის ან კარვის ფორმის ST სეგმენტის ელივაცია მარჯვენა პრეკორდიალურ განხრებში [V1-V3] და ჩაზნექილი T კბილი) და/ან სწრაფად პროგრესირებადი გულის უკმარისობა, რომლის მკურნალობა ჩვეულებრივ ვერ მოხერხდა დამხმარე ინოტროპული თერაპიული ღონისძიებების ჩატარებით.

ამ მოვლენების კომბინაციას ასევე უწოდებენ "პროპოფოლის ინფუზიის სინდრომს".

ეს მოვლენები ყველაზე ხშირად გამოვლინდა პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ თავის მძიმე დაზიანებები და სასუნთქი გზების ინფექციების მქონე ბავშვებში, რომლებმაც მიიღეს უფრო მაღალი დოზები, ვიდრე გათვალისწინებული იყო მოზრდილებისთვის სედაციისთვის ინტენსიური თერაპიის დროს.

შემდეგი ფაქტორები მიიჩნევა ამ გართულების განვითარების მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორებად:

ქსოვილებში ჟანგბადით დაბალი გაჯერება, მძიმე ნევროლოგიური დაზიანება და/ან სეფსისი; ერთი ან მეტი ჩამოთვლილი პრეპარატის მაღალი დოზები: ვაზოკონსტრიქტორები, სტეროიდები, ინოტროპული საშუალებები და/ან პროპოფოლი (ჩვეულებრივ პროპოფოლი დოზით > 4 მგ/კგ სხეულის მასის მიხედვით საათში 48 საათზე მეტი დროის განმავლობაში).

ექიმმა უნდა იცოდეს ამ შესაძლო არასასურველი ეფექტების შესახებ ზემოთ აღწერილი რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პროპოფოლის გამოყენება ზემოთ მითითებული სიმპტომების და ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში. ყველა სედატიური პრეპარატი და მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ინტენსიური თერაპიის დროს, უნდა იყოს ტიტრირებული იმგვარად, რომ უზრუნველყოს ჟანგბადის ოპტიმალური მიწოდება და შეინარჩუნოს ოპტიმალური ჰემოდინამიკური პარამეტრები. თერაპიის მხრივ ამ ცვლილებების შემთხვევაში, მომატებული ინტრაკრანიალური წნევის მქონე პაციენტებმა უნდა მიიღონ ცერებრალური პერფუზიის მხარდამჭერი შესაბამისი მკურნალობა. მკურნალი ექიმი უნდა დარწმუნდეს, რომ პროპოფოლის რეკომენდებულ დოზას 4 მგ/კგ სხეულის მასის მიხედვით საათში მაქსიმალურად არ გადააჭარბოს.

ყურადღება უნდა მიექცეს ლიპიდური მეტაბოლიზმის დარღვევებს ან სხვა დარღვევებს, რის შედეგადაც ცხიმის შემცველი ემულსიები უნდა გამოიყენონ სიფრთხილით.

რეკომენდებულია ლიპიდური მეტაბოლიზმის პარამეტრების შემოწმება, თუ პროპოფოლი გამოიყენება პაციენტებში, როცა არსებობს ეჭვი სისხლში ლიპიდური მაჩვენებლების მატებაზე. პროპოფოლის შეყვანა შესაბამისად უნდა დარეგულირდეს, თუ ანალიზი მიუთითებს ლიპიდური მეტაბოლიზმის დარღვევაზე. იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ პარენტერალურ კვებას, მხედველობაში უნდა მიიღონ პროპოფოლის შედეგად შეყვანილი ლიპიდების რაოდენობა.1,0 მლ პროპოფოლი შეიცავს 0,1 გ ცხიმს.

დამატებითი სიფრთხილის ზომები

მიტოქონდრიული დარღვევების მქონე პაციენტებთან საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა. ამ პაციენტებში შეიძლება გამოვლინდეს დაავადების გამწვავება ანესთეზიის დროს ან ქირურგიული პროცედურის ან ინტენსიური თერაპიული მკურნალობისას. რეკომენდებულია ამ პაციენტებისთვის სხეულის ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნება, ნახშირწყლების მიღება და საკმარისი სითხეებით უზრუნველყოფა. მიტოქონდრიული დარღვევის გამწვავების ადრეული ნიშნები და პროპოფოლის ინფუზიის სინდრომი შეიძლება იყოს მსგავსი.

პროპოფოლი არ შეიცავს ანტიმიკრობულ კონსერვანტებს და მისი შემცველობა ხელს უწყობს მიკროორგანიზმების ზრდას.

თუ პროპოფოლი ინიშნება ლიდოკაინთან ერთად კომბინაციაში, უნდა აღინიშნოს, რომ ლიდოკაინი არ შეიძლება დაინიშნოს მწვავე მემკვიდრული პორფირიის მქონე პაციენტებში.

პროპოფოლი შეიცავს სოიოს ზეთს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ალერგიული რეაქციები ძალიან იშვიათად.

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) პერვიალურად, ანუ არსებითად "ნატრიუმისგან თავისუფალი".

წამალთაშორისი ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

პროპოფოლი თავსებადია სხვა საანესთეზიო საშუალებებთან (პრემედიკაცია, მიორელაქსანტები, ინჰალაციური ანესთეზია, ანალგეტიკები, ადგილობრივი ანესთეზიური საშუალებები). რეგიონალური ანესთეზიის პროცედურების შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს პროპოფოლის უფრო მცირე დოზების გამოყენება. მძიმე ურთიერთქმედების ნიშნები არ გამოვლენილა.

ზოგიერთმა ნახსენებმა პრეპარატმა შეიძლება შეამციროს არტერიული წნევა ან გააუარესოს სუნთქვა, რის გამოც პროპოფოლის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კუმულაციური ეფექტები. არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება პროპოფოლით ანესთეზიისას დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ რიფამპიცინით.

თუ ოპიატების შეყვანა ხდება დამატებით ანესთეზიამდე, აპნოე შეიძლება განვითარდეს უფრო ხშირად და ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

პაციენტებში, რომლებიც იღებენ ვალპროატს, დაფიქსირდა პროპოფოლის უფრო დაბალი დოზების აუცილებლობა. ერთდროული გამოყენების შემთხვევაში შეიძლება განიხილებოდეს პროპოფოლის დოზის შემცირება.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ორსულობის დროს პროპოფოლის უსაფრთხოება არ არის დადასტურებული. აქედან გამომდინარე, პროპოფოლი უნდა გამოიყენონ ორსულობის დროს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. პროპოფოლი კვეთს პლაცენტას და შესაძლოა ასოცირდებოდეს ახალშობილებში სასიცოცხლო ფუნქციების დათრგუნვასთან. ორსულობის შეწყვეტის შემთხვევაში პროპოფოლი შეიძლება გამოიყენონ ანესთეზიის სახით.

თავიდან უნდა აირიდონ მაღალი დოზების გამოყენება (2,5 მგ-ზე მეტი პროპოფოლი/კგ სხეულის მასაზე ინდუქციისთვის ან 6 მგ პროპოფოლი/კგ სხეულის მასაზე ყოველ საათში ანესთეზიის შესანარჩუნებლად).

ძუძუთი კვება

მეძუძურ ქალებთან ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პროპოფოლი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში. შესაბამისად, დედებმა უნდა შეაჩერონ ძუძუთი კვება პროპოფოლის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში და უარი თქვან დედის რძის გამოყენებაზე.

გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

პროპოფოლის შეყვანის შემდეგ პაციენტი უნდა იყოს დაკვირვების ქვეშ შესაბამისი დროის განმავლობაში. პაციენტებს უნდა აცნობონ ის ფაქტი, რომ პროპოფოლის მიღებიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეიძლება დაქვეითდეს სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისა და მექანიზმების გამოყენების უნარი. პროპოფოლით გამოწვეული დარღვევები, როგორც წესი, არ შეინიშნება 12 საათზე მეტი ხნის განმავლობაში. პაციენტს შეუძლია სახლში დაბრუნდეს მხოლოდ სხვა პირის თანხლებით და არ მიიღოს ალკოჰოლი.

გვერდითი ეფექტები

პროპოფოლით ანესთეზიისა და სედაციის ინდუქცია და შენარჩუნება ჩვეულებრივ მსუბუქად მიმდინარეობს აგზნების მხოლოდ რამდენიმე ნიშნის გამოვლენასთან ერთად. ყველაზე ხშირად მოხსენებული გვერდითი ეფექტები არის საანესთეზიო/სედატიური საშუალებების ფარმაკოლოგიურად მოსალოდნელი ეფექტები, როგორიცაა, მაგალითად, ჰიპოტენზია და სუნთქვის უკმარისობა. ამ ეფექტების ტიპი, სიმძიმე და სიხშირე, რომლებიც დაფიქსირდა პაციენტებში პროპოფოლის გამოყენებისას, დამოკიდებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, პროცედურის ტიპზე და ჩატარებულ თერაპიულ ღონისძიებებზე. გვერდითი ეფექტების გამოვლენის სიხშირე ეფუძნება ქვემოთ მოცემულ კატეგორიებს.

გამოიყენება სიხშირეების შემდეგი განმარტებები:

ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე), ნაკლებად ხშირი ((≥1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10000) და უცნობი (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).

წამლისმიერი გვერდითი რეაქციები

ორგანოთა სისტემების კლასი

სიხშირე

გვერდითი ეფექტები

იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები

ძალიან იშვიათი

მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსია), რომელიც შეიძლება მოიცავდეს ანგიოედემას, ბრონქოსპაზმს, ერითემას და ჰიპოტენზიას

მეტაბოლიზმის და

კვების დარღვევები

არ არის ცნობილი

მეტაბოლური აციდოზი5, ჰიპერკალემია5, ჰიპერლიპიდემია5

ფსიქიური დარღვევები

არ არის ცნობილი

ეიფორიული განწყობა გაღვიძების ფაზაში, ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება და ნარკოტიკზე დამოკიდებულება 8

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები

ხშირი

სპონტანური მოძრაობები და კუნთების სპაზმი ანესთეზიის ინდუქციის დროს, თავის ტკივილი გაღვიძების ფაზაში.

იშვიათი

თავბრუსხვევის შეგრძნება, შემცივნება და სიცივის აღქმა გაღვიძების ფაზაში, ეპილეფსიის მსგავსი ეპიზოდები კრუნჩხვით და ოპისტოტონუსი ინდუქციის, შენარჩუნებისა და გაღვიძების ფაზაში (ძალიან იშვიათად გადაიდება საათებით რამდენიმე დღემდე)

ძალიან იშვიათი

პოსტოპერაციული უგონობა

უცნობი

უნებლიე მოძრაობები

გულის მხრივ დარღვევები

ხშირი

ბრადიკარდია1

ძალიან იშვიათი

ფილტვის შეშუპება

უცნობი

გულის არითმია5,

გულის უკმარისობა5,7

სისხლძარღვების მხრივ დარღვევები

ხშირი

ჰიპოტენზია2

ნაკლებად ხშირი

თრომბოზი და ფლებიტი

სასუნთქი, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ დარღვევები

ხშირი

ჰიპერვენტილაცია და ხველა ანესთეზიის ინდუქციის დროს, დროებითი აპნოე ანესთეზიის ინდუქციის დროს

ნაკლებად ხშირი

ხველა შემანარჩუნებელი თერაპიის დროს

იშვიათი

ხველა გაღვიძების ფაზაში

უცნობი

სუნთქვის უკმარისობა (დამოკიდებულია დოზაზე)

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები

ხშირი

სინგულაცია ინდუქციის დროს, გულისრევა და ღებინება გაღვიძების ფაზაში

ძალიან იშვიათი

პანკრეატიტი

ჰეპატობილიარული დარღვევები

უცნობი

ჰეპატომეგალია5

კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ დარღვევები

უცნობი

რაბდომიოლიზი 3,5

თირკმლისა და შარდის მხრივ დარღვევები

ძალიან იშვიათი

შარდის შეფერილობის შეცვლა ხანგრძლივი მიღების შემდეგ

უცნობი

თირკმლის უკმარისობა5

რეპროდუქციული სისტემის და მკერდის მხრივ დარღვევები

ძალიან იშვიათი

სექსუალური დეზინჰიბირება

უცნობი

პრიაპიზმი

ზოგადი დარღვევები და პრეპარატის შეყვანის ადგილას მდგომარეობები

ძალიან ხშირი

ადგილობრივი ტკივილი პირველი ინექციის დროს4

ხშირი

წამოხურება ანესთეზიის ინდუქციის დროს

ძალიან იშვიათი

ქსოვილის მძიმე რეაქციები და ქსოვილის ნეკროზი9

არასწორი ექსტრავასკულარული გამოყენების შემდეგ

უცნობი

ადგილობრივი ტკივილი, შეშუპება არასწორი ექსტრავასკულარული გამოყენების შემდეგ

გამოკვლევები

უცნობი

ბრუგადას ტიპის ეკგ5,6

დაზიანებები, მოწამვლა და გართულებები პროცედურის შედეგად

ძალიან იშვიათი

პოსტოპერაციული ცხელება

ლიდოკაინის ერთდროული მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები: თავბრუსხვევა, ღებინება, ძილიანობა, კრუნჩხვები, ბრადიკარდია, არითმია და შოკი.

სოიოს ზეთმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები ძალიან იშვიათად.

1 მძიმე ბრადიკარდია იშვიათია; ზოგიერთ ინდივიდუალურ შემთხვევაში დაფიქსირდა პროგრესირება ასისტოლიის ჩათვლით.

2 ზოგჯერ, არტერიული წნევის დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს მოცულობის ჩანაცვლებითი თერაპია და პროპოფოლის შეყვანის სიჩქარის შემცირება.

3 რაბდომიოლიზი გამოვლინდა ძალიან იშვიათად, თუ პროპოფოლი შეყვანილი იყო მაღალი დოზებით, 4 მგ /კგ სხეულის მასაზე საათში სედაციისთვის, როგორც ინტენსიური თერაპიის შემადგენელი ნაწილი.

4 აღნიშნულის თავიდან აცილება უმეტესწილად შესაძლებელია ლიდოკაინის ერთდროული მიღებით და პრეპარატის შეყვანით წინამხრის ან იდაყვის ფოსოს უფრო დიდ ვენებში.

5 ამ მოვლენების ერთობლიობა, რომელსაც ასევე უწოდებენ "პროპოფოლის ინფუზიის სინდრომს", ვითარდება მძიმედ დაავადებულ პაციენტებში, რომლებსაც ხშირად აქვთ ამ მოვლენების განვითარების მრავალი რისკ-ფაქტორი.

6 ბრუგადას სინდრომი - ST სეგმენტის ელივაცია და ჩაზნექილი T კბილი ეკგ-ზე.

7 სწრაფად პროგრესირებადი გულის უკმარისობა (ზოგიერთ შემთხვევაში სასიკვდილო შედეგით) მოზრდილებში, რომლის მკურნალობა ვერ მოხერხდა დამხმარე ინოტროპული თერაპიული ღონისძიებებით.

8 პროპოფოლის ბოროტად გამოყენება და მასზე დამოკიდებულება, ძირითადად, ჯანდაცვის პერსონალის მიერ.

9 იმ შემთხვევებში, როდესაც ქსოვილის სიცოცხლისუნარიანობა დაქვეითებული იყო, დაფიქსირდა ნეკროზი.

ჭარბი დოზირება

დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის მიმოქცევის და სუნთქვის უკმარისობა. აპნოე მოითხოვს ხელოვნურ ვენტილაციას. სისხლის მიმოქცევის უკმარისობის შემთხვევაში უნდა მიიღონ ჩვეულებრივი ზომები თავის პოზიციის დაწევის ან/და პლაზმის ჩანაცვლებისა და ვაზოკონსტრიქტორების გამოყენებით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა ზოგადი ანესთეზიური საშუალებები,

ათქ კოდი: N01AX10

პროპოფოლის ინტრავენური შეყვანის შემდეგ სწრაფად ვლინდება ჰიპნოზური ეფექტი. ინდუქციის დრო დამოკიდებულია ინექციის სიჩქარეზე და ჩვეულებრივ შეადგენს 30-40 წამს. ეფექტის ხანგრძლივობა ხანმოკლეა სწრაფი მეტაბოლიზმის და ექსკრეციის შედეგად (4-6 წუთი).

მოქმედების მექანიზმი ბოლომდე არ არის ცნობილი, როგორც ყველა ზოგადი ანესთეტიკის შემთხვევაში. თუმცა, ითვლება, რომ პროპოფოლს აქვს თავის სედატიური ან საანესთეზიო ეფექტი GABA ნეირომედიატორის ინჰიბიტორული ეფექტის პოზიტიური მოდულაციის საშუალებით ლიგანდ-შეზღუდული GABA A რეცეპტორების მეშვეობით.

დოზირების მითითებების დაცვისას, პროპოფოლის კლინიკურად მნიშვნელოვანი დაგროვება შეიძლება გამოირიცხოს მრავალჯერადი განმეორებითი ინექციის ან ინფუზიის შემდეგ.

ბავშვებში პროპოფოლით ანესთეზიის მოქმედების ხანგრძლივობის შეზღუდული კვლევები მიუთითებს, რომ უსაფრთხოება და ეფექტურობა უცვლელი რჩება 4 საათამდე პერიოდში.

ლიტერატურაში ცნობები ბავშვებში პროპოფოლის გამოყენებასთან დაკავშირებით ასევე მიუთითებს, რომ არ ვლინდება უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მხრივ ცვლილებები, როდესაც პროპოფოლი გამოიყენება ხანგრძლივ მკურნალობასთან ერთად.

პაციენტების უმეტესობა სწრაფად იღვიძებს აშკარად ნათელ გონებრივ მდგომარეობაში.

ზოგჯერ გამოვლენილი ბრადიკარდია და არტერიული წნევის ვარდნა ანესთეზიის გამოწვევისას, სავარაუდოდ, მიეკუთვნება ცენტრალურ ვაგოტონურ ეფექტს ან სიმპათიკური ნერვული სისტემის აქტივობის დათრგუნვას. ანესთეზიის გაგრძელებისას სისხლის მიმოქცევის მდგომარეობა ჩვეულებრივ ნორმალიზდება.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

პროპოფოლი 98%-ით უკავშირდება პლაზმის ცილას.

ინტრავენური შეყვანის შემდეგ სისხლში კონცენტრაციის საწყისი პროგრესირება (ალფა ფაზა) ხასიათდება დიდი შემცირებით ორგანიზმში სწრაფი განაწილების გამო. ალფა ფაზის ნახევარგამოყოფის პერიოდია 1,8 - 4,1 წუთი.

სისხლში კონცენტრაციის დაქვეითება უფრო ნელა ხდება ელიმინაციის ან ბეტა ფაზის დროს. ამ ფაზის ნახევარგამოყოფის პერიოდი გამოთვალეს და შეადგენს 34-დან 64 წუთს.

ეგრეთ წოდებული ღრმა განყოფილების იდენტიფიცირება შესაძლებელია დაკვირვების უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. სისხლში კონცენტრაციის ამ ფაზის (გამა ფაზა) ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 184 - 382 წუთს.

საწყისი განაწილების მოცულობა V შეადგენს 22 - 76 ლ-ს, ხოლო საერთო განაწილების მოცულობა Vdß არის 387 - 1,587 ლ. პროპოფოლს აქვს დიდი განაწილების მოცულობა და სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან (საერთო კლირენსი: 1,5 - 2 ლ/წთ). ელიმინაცია ხდება მეტაბოლიზაციის გზით, ძირითადად ღვიძლში, სადაც წარმოიქმნება პროპოფოლისა და შესაბამისი ჰიდროქინონის არააქტიური კონიუგატები სისხლის ნაკადიდან გამომდინარე, რომლებიც გამოიყოფა თირკმლებით.

3 მგ პროპოფოლი/კგ ერთჯერადი ინტრავენური დოზის შემდეგ, პროპოფოლის კლირენსი კგ-ზე სხეულის მასის მიხედვით გაიზარდა პაციენტის ასაკის მიხედვით შემდეგნაირად: საშუალო კლირენსი ახალშობილებში < 1 თვე (n=25), 20 მლ. /კგ/წთ საგრძნობლად დაბალი იყო უფროს ბავშვებთან შედარებით (n=36, 4 თვიდან 7 წლამდე).

ახალშობილთა შემთხვევაში, მონაცემები დამატებით ავლენს მნიშვნელოვან ცვალებადობას (3,7 - 78 მლ/კგ/წთ). ამ შეზღუდული კვლევის შედეგების გამო, რომელიც მიუთითებს ცვალებადობის დიდ ხარისხზე, დოზირების რეკომენდაცია არ არის მოცემული ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის. უფროსი ასაკის ბავშვების შემთხვევაში, პროპოფოლის საშუალო კლირენსი 3 მგ პროპოფოლის/კგ ერთჯერადი ბოლუსური მიღების შემდეგ იყო 37,5 მლ/კგ/წთ ბავშვებში 4-დან 24 თვემდე (n=8), 38,7 მლ/კგ/წთ - ბავშვებში 11-43 თვის ასაკში (n=6), 48 მლ/კგ/წთ - ბავშვებში 1-3 წლის ასაკში (n=12) და 28,2 მლ/კგ/წთ -ბავშვებში ასაკი 4 - 7 წელი (n=10). შედარებისთვის, საშუალო კლირენსი მოზრდილებში იყო 23.6 მლ/კგ/წთ (n=6).

პროპოფოლი უპირატესად მეტაბოლიზდება ღვიძლში. მეტაბოლიტების სახით გვხვდება პროპოფოლის გლუკურონიდები და გლუკურონიდები, ისევე როგორც სულფატის კონიუგატები 2.6-დიიზოპროპილ-1.4-ქინოლი. შეყვანილი დოზის 40% წარმოდგენილია პროპოფოლის გლუკურონიდის სახით. ყველა მეტაბოლიტი არააქტიურია. გამოყენებული პროპოფოლის დაახლოებით 88% გამოიყოფა შარდში მეტაბოლიტების სახით და დაახლოებით 0.3% უცვლელი სახით განავალში.

ბიოშეღწევადობა: ინტრავენური შეყვანა: 100%

პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

მწვავე ტოქსიკურობა

ინტრავენური LD50 თაგვებში არის 53, ხოლო ვირთხებში - 42 მგ პროპოფოლი/კგ სხეულის მასის მიხედვით.

ქრონიკული ტოქსიკურობა

ქრონიკული ტოქსიკურობის კვლევები ჩატარდა ვირთაგვებსა და ძაღლებში. პროპოფოლის დოზები 10 - 30 მგ/კგ სხეულის მასაზე შეიყვანეს ყოველდღიურად ან კვირაში 2-3 ჯერ ერთი თვის განმავლობაში ინფუზიის სახით. არ გამოვლინდა ტოქსიკური ეფექტები ან პათოლოგიური ცვლილებები.

მუტაგენური ეფექტი

In-vitro კვლევებმა Salmonella thyphimurium-ში (Ames-ის ტესტი) და Saccharomyces cerevisiae-ში, ასევე in-vivo კვლევებში თაგვებსა და ჩინურ ზაზუნაში არ გამოავლინა მუტაგენური ეფექტი.

რეპროდუქციული ტოქსიკურობა

პროპოფოლი კვეთს პლაცენტას. ვირთაგვებსა და ბოცვრებში ემბრიონის ტოქსიკურობის კვლევებმა არ გამოავლინა რაიმე ტერატოგენული ეფექტი.

პროპოფოლი გადადის დედის რძეში. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ადამიანებში გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.

კანცეროგენულობა

გრძელვადიანი კვლევები სიმსივნის გამომწვევი პოტენციალის შესახებ არ ჩატარებულა.

ფარმაცევტული მახასიათებლები

დამხმარე ნივთიერებების სია

სოიოს ზეთი BP

გლიცეროლი BP

კვერცხის ლეციტინი

დინატრიუმის ედეტატი BP

ნატრიუმის ოლეატი IH

საინექციო წყალი BP…Q.S.

შეუთავსებლობა

ეს სამკურნალო პროდუქტი არ უნდა შეურიონ სხვა პროდუქტებთან, იმ პროდუქტების გარდა, რომლებიც აღნიშნულია თავში „განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები და სხვა მოპყრობა“. მიორელაქსანტები, ატრაკურიუმი და მივაკურიუმი არ უნდა შეიყვანონ იმავე ინტრავენური გზით, როგორც პროპოფოლი, მისი წინასწარ გამორეცხვის გარეშე.

პრეპარატის ვარგისინაობის ვადა

24 თვე

სპეციალური გაფრთხილებები შენახვისას

პრეპარატი ინახება 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. ნუ გაყინავთ.

გამოყენებამდე საჭიროა კარგად შეანჯღრევა.

კონტეინერის შემადგენლობა და შიგთავსი

სისნოფი 1% ემულსია ი/ვ ინექციისთვის w/v ხელმისაწვდომია 100მგ/10მლ, 200მგ/20მლ და 500მგ/50მლ დოზით.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები პრეპარატის განადგურებისას და სხვა მოპყრობისას

მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.

გამოყენებამდე კონტეინერები უნდა შეანჯღრიოთ.

პროპოფოლი უნდა იყოს შერეული მხოლოდ შემდეგ პროდუქტებთან: გლუკოზას 50 მგ/მლ (5%) საინექციო ხსნარი, ნატრიუმის ქლორიდი 9 მგ/მლ (0,9%) საინექციო ხსნარი ან ნატრიუმის ქლორიდის 1,8 მგ/მლ (0,18%) და გლუკოზის 40 მგ/მლ (4%) საინექციო ხსნარი და კონსერვანტების გარეშე ლიდოკაინის 10 მგ/მლ (1%) საინექციო ხსნარი.

შესაძლებელია პროპოფოლის ერთდროული გამოყენება გლუკოზის 50 მგ/მლ (5%) საინექციო ხსნართან, ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნართან ან ნატრიუმის ქლორიდის 1.8 მგ/მლ (0.18%) და გლუკოზის 40 მგ/მლ (4%) საინექციო ხსნართან Y-კონექტორის მეშვეობით ინექციის ადგილთან ახლოს. ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

მწარმოებელი:

Naprod Life Sciences Private Limited

Plot No G-17/1, MIDC, Tarapur, Palghar ,

Boisar, 401506, ინდოეთი

დამზადებულია სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელისთვის

ZIEVA FARM PRIVATE LIMITED

401, 4th Floor, Classic Pentagon, WEH

ANDHERI ( E), MUMBAI- 400099 ინდოეთი

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, აკრძალულია საცალო რეალიზაცია, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის მქონე დაწესებულებებზე

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა