პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები

პროპოფოლი-PF 1%

Propofol-PF 1%

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

პროპოფოლი -PF 1% განკუთვნილია ნარკოზისა და ზოგადი ანესთეზიის გაგრძელებისათვის. იგი ასევე სედაციისათვის გამოიყენება ინტენსიური თერაპიის მიმღებ ვენტილირებად პაციენტებში. 4.2. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
პროპოფოლი (propofol)
ფორმა და შეფუთვა
1% (200 მგ/20მლ) 20 მლ ი.ვ. საინექციო ემულსია მინის ამპულა №5
მწარმოებელი
Aroma Ilac San. Ltd. Sti. (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Polifarma Ilac San. ve Tic. A.S.(თურქეთი)), თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, აკრძალულია საცალო რეალიზაცია, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის მქონე დაწესებულებებზე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
საანესთეზიო საშუალებები, ზოგადი საანესთეზიო სხვა საშუალებები
ATC კოდი
N01AX10
რეგისტრაციის ნომერი
რ-035310
რეგისტრირებულია
20 მაისი 2022, მოქმედებს 20 მაისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Polifarma Ilac San. ve Tic. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „ჯიემთი ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაპროპოფოლი-PF 1% და სხვა წამალი ერთად

პროპოფოლი-PF 1% — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პროპოფოლი -PF 1% განკუთვნილია ნარკოზისა და ზოგადი ანესთეზიის გაგრძელებისათვის. იგი ასევე სედაციისათვის გამოიყენება ინტენსიური თერაპიის მიმღებ ვენტილირებად პაციენტებში.

  • 2. პოზოლოგია და გამოყენების მეთოდი

პოზოლოგია / გამოყენების სიხშირე და ხანგრძლივობა

პროპოფოლი -PF 1% -ს ემულსიის დოზა ინდივიდუალურია პაციენტის რეაქციისა და პრემედიკაციისათვის გამოყენებული პრეპარატების მიხედვით. პროპოფოლი -PF 1%-თან ძირითადად საჭიროა დამატებითი ანალგეზიური საშუალებები.

რეკომენდირებულია სისხლის მიმოქცევის და რესპირატორული ფუნქციების მუდმივი მონიტორინგი (მაგალითად, ეკგ, პულსის ოქსიმეტრია) და პაციენტის სასუნთქი გზების, ხელოვნური ვენტილაციის გაგრძელებისა და რეანიმაციის სხვა მოწყობილობები დაუყოვნებლივ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ნებისმიერ დროს.

ზოგადი ანესთეზიის დაწყება ზრდასრულებში:

ანესთეზიის დაწყებისათვის პროპოფოლი -PF 1% ტიტრირებული (დაახლოებით 20-40 მგ ყოველ 10 წამში) უნდა იყოს პაციენტის რეაგირების მიხედვით, სანამ კლინიკური ნიშნები აჩვენებენ ანესთეზიის დაწყებას. ზრდასრული პაციენტების უმრავლესობას 55 წლამდე დაახლოებით სჭირდებათ 1,5-დან 2,5მგ/კგ პროპოფოლი - PF 1% სხეულის წონაზე. აღნიშნულ ასაკს ზემოთ პაციენტებს ძირითადად ნაკლები ესაჭიროებათ და პროპოფოლი -PF 1% -ს მთლიანი დოზა შესაძლოა შემცირდეს მინიმუმ 1მგ / კგ სხეულის წონამდე. გამოყენებული უნდა იქნას პროპოფოლი -PF 1%-ს მიღების დაბალი მაჩვენებელი (დაახლოებით 2 მლ (20 მგ) ყოველ 10 წამში).

ზოგადი ანესთეზიის გაგრძელება ზრდასრულებში:

ანესთეზიის შენარჩუნება შესაძლებელია პროპოფოლი -PF 1% -ს მიღებით უწყვეტი ინფუზიის ან ძირითადი დოზის განმეორებითი ინექციის გზით. ანესთეზიის შენარჩუნებისათვის ძირითადად საჭიროა დოზა 4-დან 12 -მდე მგ/კგ სხეულის წონა/სთ.

დაახლოებით 4,0 მგ პროპოფოლი /კგ სხეულის წონა/ სთ -ს შემცირებული შემანარჩუნებელი დოზა შესაძლოა საკმარისი იყოს ნაკლებად სტრესული ქირურგიული პროცედურების დროს, როგირცაა მინიმალური ინვაზიური ქირურგია.

ასაკოვანი პაციენტების შემთხვევაში, არასტაბილური მდგომარეობის მქონე პაციენტებში, გულის ფუნქციის დარღვევის მქონე ან ჰიპოვოლემიურ პაციენტებში, და ასევე ანესთეზიოლოგიის ამერიკული საზოგადოების (ASA) შეფასებით III და IV დონის პაციენტებში დოზირება შესაძლოა შემცირდეს პაციენტის მდგომარეობის სიმწვავიდან და შესრულებული საანესთეზიო ტექნიკიდან გამომდინარე.

ანესთეზიის გაგრძელებისათვის ძირითადი დოზის განმეორებითი ინექციის დანამატის (25-დან 50 მგ-მდე = 2,5 – 5 მლ) მიცემა უნდა მოხდეს კლინიკური საჭიროებებიდან გამომდინარე.

დიდი დოზის სწრაფად მიღება (ერთჯერადად ან განმეორებით) დაუშვებელია ასაკოვან პაციენტებში ვინაიდან ამან შესაძლოა გამოიწვიოს კარდიოპულმონალური დეპრესია.

ზრდასრულ ადამიანებში შეყვანა ინტენსიური თერაპიის დროს

ინტენსიური თერაპიის მდგომარეობაშ ვენტირილებადი პაციენტების სედაციისათვის გამოყენების დროს, რეკომენდირებულია პრეპარატის მიცემა უწყვეტი ინფუზიის გზით.

დოზის დარეგულირება უნდა მოხდეს სედაციის სიღრმის საჭიროებიდან გამომდინარე. როგორც წესი, დამაკმაყოფილებელი სედაცია მიიღწევა შემდეგი დოზით - 0,3 - 0,4 მგ პროპოფოლი / კგ სხეულის წონა/სთ. 4,0 მგ პროპოფოლი / კგ სხეულის წონა/ სთ-ზე მეტი ინფუზიის დოზა არ არის რეკომენდირებული (იხ. პუნქტი 4.4). სედაციისათვის პროპოფოლი -PF 1% -ს მიღება მიზნობრივი კონტროლირებადი ინფუზიის (TCI) სისტემით რეკომენდირებული არ არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. პროპოფოლი -PF 1% -ს სედაციისათვის გამოყენება დაუშვებელია 16 ან 16 წლამდე ასაკის ინტენსიური თერაპიის მიმღებ პაციენტებში.

ზოგადი ანესთეზია ბავშვებში:

ანესთეზიის დასაწყებად რეკომენდირებულია პრეპარატის ტიტრირება ნელ-ნელა მანამ, სანამ ანესთეზიის დაწყების კლინიკური ნიშნები გამოვლინდება. დოზა უნდა დარეგულირდეს ასაკის ან/და სხეულის წონის მიხედვით. 8 წლის ზემოთ ბავშვებში ანესთეზიის დასაწყებად სავარაუდოდ საჭიროა პროპოფოლი -PF 1% 2,5 მგ/კგ სხეულის წონაზე. 1 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში შესაძლოა უფრო მაღალი დოზის საჭიროება წარმოიშვას (2,5-4 მგ .კგ სხეულის წონა).

ანესთეზიის გაგრძელება ბავშვებში:

ანესთეზიის შენარჩუნებისათვის საჭიროა პროპოფოლი - PF 1% -ს უწყვეტი ინფუზიის მიცემა შემდეგი დოზით 9-დან 15 მგ-მდე / სხეულის წონა /სთ.უფრო პატარებში, 1 თვიდან 3 წლამდე ბავშვებში შესაძლოა დადგეს უფრო მაღალი დოზირების საჭიროება რეკომენდირებული დოზის ფარგლებში.

შედარებით მცირე დოზაა რეკომენდირებული ანესთეზიოლოგიის ამერიკული საზოგადოების (ASA) შეფასებით III და IV დონის პაციენტებისათვის. (იხილეთ პუნქტი 4.4).

მიღების წესი და დოზირება

ინტრავენური გამოყენებისათვის.

პროპოფოლი -PF 1% -ს გამოყენება შესაძლებელია ინფუზიისათვის, რომელიც გაზავებული ან გაუზავებელია მხოლოდ გლუკოზის 5%-იან ინტრავენური საინფუზიო ხსნართან ან ნატრიუმის ქლორიდის 0,9 %-იან ინტრავენურ საინფუზიო ხსნართან მინის საინფუზიო ბოთლში. გამოყენებამდე საჭიროა კონტეინერის შენჯღრევა. გამოიყენეთ მხოლოდ ერთგვაროვანი პრეპარატი და დაუზიანებელი კონტეინერი.

გამოყენებამდე ამპულის თავი გაწმინდეთ სპირტიანი ტამპონით. პროპოფოლი -PF 1% ლიპიდის შემცველი ემულსიაა ანტიმიკრობული კონსერვანტების გარეშე და შესაძლოა ხელი შეუწყოს მიკრო ორგანიზმების სწრაფ ზრდას.

ამპულის გახსნის შემდეგ ემულსია დაუყოვნებლივ ასეპტიკურად უნდა იქნას შეყვანილი სტერილურ შპრიცში ან მოცემულ საინფუზიო ნაკრებში.

მიღება უნდა გაგრძელდეს შეფერხების გარეშე.

ასეპტიკა უნდა შენარჩუნდეს ორივე პროპოფოლი -PF 1% -ს და საინფუზიო მოწყობილობისათვის ინფუზიის პერიოდში. პროპოფოლი -PF 1% -ზე დამატებული სხვა სამედიცინო პროდუქტების ან სითხის საინფუზიო ხაზი ახლოს უნდა იყოს კანულის ადგილთან ჩანგლისმაგვარი შემაერთებლის (Y-ს ფორმის) ან სამმხრივი სარქველის გამოყენებით.

დაუშვებელია პროპოფოლი -PF 1% -ს გახსნა სხვა საინფუზიო ან საინექციო ხსნართან. მაგრამ 5% გლუკოზის 0,9 % ნატრიუმის ქლორიდის 4% გლუკოზის, 0,18 % ქლორიდის ინტრავენურ ხსნართან, პროპოფოლი -PF 1% მიღება შესაძლებელია კანულას ადგილზე დამატებითი მოწყობილობის მეშვეობით.

დაუშვებელია პროპოფოლი -PF 1% -ს მიღება მიკრობიოლოგიური ფილტრის საშუალებით.

პროპოფოლი -PF 1% -ს და პროპოფოლის შემცველი სხვა საინფუზიო მოწყობილობა განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისათვის ინდივიდუალურ პაციენტებში. გამოყენების შემდეგ დარჩენილი პროპოფოლი -PF 1% -ს ხსნარი უნდა გადაიღვაროს.

გაუზავებელი პროპოფოლი -PF 1% -ს ინფუზია

გაუზავებელი პროპოფოლი -PF 1% -ს ინფუზიის დროს, რეკომენდირებულია ისეთ მოწყობილობების, როგორიცაა წვეთოვანი, შპრიცის ტუმბო ან მოცულობითი ინფუზიის ტუმბო იმგვარი გამოყენება რომ გაკონტროლდეს ინფუზიის დოზა.

როგორც ჩვეულებრივ ცხიმოვანი ემულსიისათვის, ერთი საინფუზიო სისტემის გამოყენებით პროპოფოლი -PF 1% -ს ინფუზია არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს. 12 საათის შემდეგ, საინფუზიო სისტემა და რეზერვუარი უნდა მოიხსნას და საჭიროების შემთხვევაში ჩანაცვლდეს.

გაზავებული პროპოფოლი -PF 1% -ს ინფუზია

გაზავებული პროპოფოლი -PF 1% -სინფუზიის შეყვანის დროს, ბურეტი, წვეთოვანი ან მოცულობითი ინფუზიის ტუმბო იმგვარად უნდა იქნას გამოყენებული, რომ გაკონტროლდეს ინფუზიის დოზა და თავიდან იქნას აცილებული გაზავებული პროპოფოლი -PF 1% -ს დიდი მოცულობის შემთხვევითი უკონტროლო ინფუზია. აღნიშნული რისკის გათვალისწინება საჭიროა ბურეტში პროპოფოლი -PF 1% -ს მაქსიმალური გაზავებული ხსნარის შესაღებ გადაწყვეტილების მიღებისას.

მაქსიმალური გაზავება არ უნდა აღემატებოდეს პროპოფოლი -PF 1% -ს 1 წილს ან 5% გლუკოზის ან 0,9 % ნატრიუმის ქლორიდის 4 წილს (მინიმალური კონცენტრაცია 2 მგ პროპოფოლი -PF 1% ყოველ მლ-ზე).

ნაზავი აპექტიკურად უნდა მომზადდეს დაუყოვნებლივ გამოყენების წინ და მომზადების შემდეგ მისი მიღება უნდა მოხდეს 6 საათის განმავლობაში.

პროპოფოლი -PF 1% არ უნდა გაზავდეს სხვა საინფუზიო ან საინექციო ხსნართან. თუმცა, 5% გლუკოზის ან 0,9 % ნატრიუმის ქლორიდის ან 4% გლუკოზას + 0,18 % ქლორიდის ინტრავენურ ხსნართან ერთად მიღება დასაშვებია ინექციის ადგილთან ახლოს არსებული ჩანგლისებური (Y- ფორმის) შემაერთებლით. ინექციის ადგილზე ტკივილის შესამსუბუქებლად, უშუალოდ გამოყენების წინ პროპოფოლი -PF 1% შესაძლოა გაზავდეს კონსერვანტებისაგან თავისუფალი 1 % ლიდოკაინის ინექციასთან (პროპოფოლი -PF 1% -ს 20 წილი 1 % ლიდოკაინის 1 წილთან) მართვად და დამტკიცებულ ასეპტიკურ მდგომარეობაში. ნაზავის მიღება უნდა მოხდეს მომზადებიდან 6 საათის განმავლობაში.

გამოყენების ხანგრძლივობა

გამოყენების ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 7 დღეს.

კუნთების რელაქსანტი, მაგალითად, ატრაკურიუმი და მივაკურიუმი მიიღება მხოლოდ პროპოფოლი -PF 1%-სათვის გამოყენებული იმავე ინფუზიის ადგილის გაწითლების შემდეგ.

დამატებითი ინფორმაცია სპეციალურ პოპულაციებზე:

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:

თირკმლის / ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარტი მიიღება სიფრთხილით და შემცირებული დოზით.

პედიატრიული პოპულაცია

საკმარისი გამოცდილების არ არსებობის გამო, დაუშვებელია პროპოფოლი -PF 1%-ს გამოყენება 1 თვემდე ბავშვებში.

ზოგადი ანესთეზია ბავშვებში

საკმარისი გამოცდილების არ არსებობის გამო, დაუშვებელია პროპოფოლი -PF 1%-ს გამოყენება 1 თვემდე ბავშვებში. ანესთეზიის დაწყების მიზნით პრეპარატის გამოყენების დროს რეკომენდირებულია მისი ტიტრირება ნელ-ნელა ანესთეზიის დაწყების კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე. დოზა უნდა დარეგულირდეს ასაკის ან/და სხეულის წონის მიხედვით. 8 წლის ზემოთ ბავშვებში ანესთეზიის დასაწყებად სავარაუდოდ საჭიროა პროპოფოლი - PF 1% 2,5 მგ/კგ სხეულის წონაზე. 1 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში შესაძლოა უფრო მაღალი დოზის საჭიროება წარმოიშვას (2,5-4 მგ/კგ სხეულის წონა).

პროპოფოლი -PF 1% -ს მიღება კონტროლირებადი ინფუზიის (TCI) სისტემით რეკომენდირებული არ არის ბავშვებში ზოგადი ანესთეზიის წამოსაწყებად.

ანესთეზიის გაგრძელება ბავშვებში:

ანესთეზია შესაძლოა გაგრძელდეს პროპოფოლი -PF 1% -ს უწყვეტი ინფუზიით ან ძირითადი დოზის განმეორებითი ინექციის შეყვანის გზით.

ანესთეზიის შენარჩუნებისათვის საჭიროა პროპოფოლი -PF 1% -ს უწყვეტი ინფუზიის მიცემა შემდეგი დოზით 9-დან 15 მგ-მდე / სხეულის წონა /სთ. უფრო პატარებში, 1 თვიდან 3 წლამდე ბავშვებში შესაძლოა დადგეს უფრო მაღალი დოზირების საჭიროება რეკომენდირებული დოზის ფარგლებში.

შედარებით მცირე დოზაა რეკომენდირებული ანესთეზიოლოგიის ამერიკული საზოგადოების (ASA) შეფასებით III და IV დონის პაციენტებისათვის. (იხილეთ პუნქტი 4.4).

გერიატრიული პოპულაცია:

ასაკოვან პაციენტებში დოზა შესაძლოა შემცირდეს მდგომარეობისა და გამოყენებული საანესთეზიო ტექნიკის მიხედვით.

სხვა:

ჰიპოვოლემიურ პაციენტებში, აგრეთვე არასტაბილური ზოგადი მდგომარეობის პაციენტებში და ანესთეზიოლოგიის ამერიკული საზოგადოების (ASA) შეფასებით III და IV დონის პაციენტებში, დოზა შესაძლოა შემცირდეს პაციენტის მდგომარეობის სირთულისა და გამოყენებული საანესთეზიო ტექნიკის მიხედვით.

უკუჩვენებები

დაუშვებელია გამოყენება პაციენტებში, რომელსაც ალერგია აღენიშნებათ სოიოზე ან მიწისთხილზე.

დაუშვებელია გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში და მშობიარობისას (გარდა მუცლის მოშლის შემთხვევისა).

დაუშვებელია სედაციისათვის გამოყენება 16 წლის ან 16 წლამდე ბავშვებსა და მოზრდილებში (იხილეთ პუნქტი 4.4).

უკუჩვენება გამოვლენილია 1 თვემდე ბავშვებში ზოგადი ანესთეზიის მიზნით გამოყენების დროს.

განსაკუთრებული სიფრთხილის და გამოყენების ზომები

შეიყვანება მხოლოდ ანესთეზიოლოგის ან/და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციალისტების მიერ.

პროპოფოლი -PF 1% -ს გამოყენებით ანესთეზიის დაწყების ან გაგრძელების დროს მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს ასეპტიკის წესები.

პროპოფოლი -PF 1% -ს მიღებისას საჭიროა სისხლის მიმოქცევის და რესპირატორული ფუნქციების მუდმივი მონიტორინგი (მაგალითად, ეკგ, პულსის ოქსიმეტრია).

როდესაც პაციენტი ანესთეზიის ქვეშ იმყოფება, ხელმისაწვდომი უნდა იყოს გადაუდებელი დახმარების აღჭურვილობა და რეანიმაციის სხვა მოწყობილობები და საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს ჩარევა.

გულის, რესპირატორული, თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტების, ასაკოვანი, დასუსტებული, ჰიპოვოლემიური ან ეპილეფსიური პაციენტების ან ცნობიერების დარღვევის მქონე პაციენტების შემთხვევაში პროპოფოლი -PF 1% მიიღება სიფრთხილით და შემცირებული დოზით (იხილეთ პუნქტი 4.2). გულის, სისხლის მიმოქცევის ან ფილტვის უკმარისობა და ჰიპოვალემია უნდა კომპენსირდეს პროპოფოლი -PF 1% -ს გამოყენებამდე. პროპოფოლის ვაგოლიზური აქტივობის ნაკლებობის გამო შესაძლოა გაიზარდოს შესაბამისი ვაგოტონიის რისკი. იგი შესაძლოა დაკავშირებული იყოს ბრადიკარდიასთან (შემთხვევით გაძლიერებული) და ასევე ასისტოლიასთან. გათვალისწინებული უნდა იყოს ანტიქოლინერგული საშუალების ინტრავენური მიღება პროპოფოლი -PF 1% -ს საშუალებით ანესთეზიის დაწყებამდე ან ანესთეზიის შენარჩუნების პერიოდში , განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ვაგალური ტონუსი სავარაუდოდ სჭარბობს ან როდესაც პროპოფოლი -PF 1% გამოიყენება ბრადიკარდიის გამომწვევ სხვა აგენტებთან.

ლიპიდები უნდა შემოწმდეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობიდან 3 დღის შემდეგ.

ეპილეფსიური პაციენტის ანესთეზიამდე უნდა შემოწმდეს რომ პაციენტს მიღებული აქვს ანტიეპილეფსიური მკურნალობა.

გარდა ამისა, რამდენიმე კვლევამ აჩვენა ეფექტურობა ეპილეფსიური მდგომარეობის სამკურნალოდ, ეპილეფსიურ პაციენტებში პროპოფოლის მიღებამ შესაძლოა გაზარდოს ეპილეფსიური შეტევების რისკი.

პროპოფოლი -PF 1%-ს გამოიყენება დაუშვებელია განსაკუთრებული სიფრთხილისა და ინტენსიური მონიტორინგის გარეშე პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ გულის პროგრესირებადი უკმარისობა ან სხვა მწვავე მიოკარდიული დაავადება .

მაღალი დოზის გამო ძლიერ ჭარბწონიან პაციენტებში საჭიროა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ჰემოდინამიკური გავლენის რისკის გათვალისწინება.

პროპოფოლი -PF 1%-ს გამოყენება დაუშვებელია ელექტროკონვულსიურ თერაპიასთან ერთად.

განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო პაციენტებთან, რომლებსაც აღენიშნებათ მაღალი ქალასშიდა წნევა და დაბალი საშუალო არტერიული წნევა, რადგან არსებობს ინტრაცერებრალური პერფუზიის წნევის მნიშვნელოვნად შემცირების რისკი.

პროპოფოლი -PF 1%-ს გამოყენება ზოგადი ანესთეზიისათვის რეკომენდირებული არ არის 1 თვემდე ბავშვებში.

პროპოფოლი -PF 1%-ს უსაფრთხოება და ეფექტურობა სედაციისათვის მოცემული არ არის 16 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებში.

პროპოფოლი -PF 1%-ს მიღება დასაშვებია მხოლოდ კლინიკაში ან სათანადოდ აღჭურვილი ყოველდღიური თერაპიის განყოფილებაში ანესთეზიისათვის ან ინტენსიური თერაპიის პაციენტების მოვლაში მომზადებული ექიმის მიერ.

ანესთეზიის პერიოდში პაციენტთან უნდა იყოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღჭურვილობა და რეანიმაციის მოწყობილობა, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს ვენტილაცია ან სათანადო ოქსიგენაცია. პროპოფოლი -PF 1%-ს შეყვანა არ უნდა მოხდეს დიაგნოსტიკური ან ქირურგიული პროცედურების შემსრულებელი პირის მიერ.

მიზეზობრივი კავშირის არ არსებობის მიუხედავად, 16 წლამდე პაციენტებში გამოვლინდა სერიოზული არასასურველი გვერდითი მოვლენები (ფატალური შედეგით დასრულებული შემთხვევევის ჩათვლით) სედაციით არალიცენზირებული გამოყენების დროს. ნაწილობრივ, აღნიშნული გვერდითი მოვლენები უკავშირდებოდა მეტაბოლური აციდოზის, ჰიპერლიპიდემიის, რაბდომიოლიზის ან და გულის უკმარისობის გამოვლენას.

ამგვარი გვერდითი მოვლენები ყველაზე ხშირად გამოვლინდა სასუნქთი გზების ინფექციების მქონე ბავშვებში, რომლებმაც ისეთი დოზა მიიღეს, რომელიც აღემატებოდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ზრდასრულებისთვის რეკომენდირებულ დოზირებას.

აღნიშნულის მსგავსად ძალიან იშვიათად გამოვლინდა მეტაბოლური აციდოზი, რაბდომიოლიზი, ჰიპერკალიემია ან/და სწრაფად პროგრესირებადი გულის უკმარისობა (ზოგ შემთხვევაში ფატალური შედეგით) პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობდნენ 58 საათზე მეტს 5მგ პროპოფილი/კგ/სთ დოზის გადაჭარბებით. იგი აღემატება დოზას 4 მგ პროპოფოლი/კგ /სთ, რომელიც სედაციისთვისაა რეკომენდირებული ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

დაზარალებული იყვნენ ძირითადად თავის სერიოზული ტრამვის მქონე პაციენტები გაზრდილი ქალასშიდა წნევით (ICP). ასეთ შემთხვევაში გულის უკმარისობაზე რეაგირება არ მოუხდენია ინოტროპულ დამხმარე მკურნალობას.

თუ შესაძლებელია მკურნალ ექიმებს უნდა შეახსენონ არ გადააჭარბონ დოზას 4მგ პროპოფილი/კგ/სთ. პრეპარატის დამნიშვნელი ყურადღებით უნდა იყოს შესაძლო არასასურველ გვერდით მოვლენებთან და დოზა უნდა შეამციროს ან ჩაანაცვლოს ალტერნატიული სედაციური საშუალებით სიმპტომების პირველივე შენიშვნისთანავე. გაზრდილი ქალასშიდა წნევის (ICP) მქონე პაციენტებს უნდა დაენიშნოთ სათანადო მკურნალობა, რომელიც ცერებრალური პერფუზიის წნევას დაეხმარება მკურნალობის ცვლილების პერიოდში.

პროპოფოლი -PF 1%-ს მიღება ახალდაბადებულ ბავშვებში რეკომენდირებული არ არის რადგან პაციენტების ამ ჯგუფში საკმარისი კვლევები არ ჩატარებულა. ფარმაკოკინეტიკური მონაცემები (იხილეთ პუნქტი 5.2) აჩვენებენ, რომ ახალდაბადებულ ბავშვებში კლირენსი მნიშვნელოვნად შემცირებულია ინდივიდებს შორის დიდი სხვაობით.

პროპოფოლი -PF 1%-ს მიღების შემდეგ შესაძლოა აღინიშნოს პოსტოპერაციული უგონო მდგომარეობის ფაზა, რომელსაც შესაძლოა ახლდეს გაზრდილი კუნთოვანი ტონუსი. იქედან გამომდინარე, რომ ცნობიერება თვითნებურად აღდგება, უგონო მდგომარეობაში მყოფი პაციენტი უნდა დარჩეს ინტენსიური დაკვირვების ქვეშ.

პაციენტის გაწერამდე უნდა დადასტურდეს ზოგადი ანესთეზიიდან სრული გამოფხიზლება.

აღნიშნული სამედიცინო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ყოველ 100 მლ-ზე, რაც იმას ნიშნავს რომ იგი არსებითად „ნატრიუმის გარეშეა.“

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პროპოფოლი -PF 1%-ს გამოყენება ანესთეზიისათვის შესაძლებელია სხვა სამკურნალო პროდუქტებთან ერთად (პრემედიკაცია, თხევადი აქროლვადი საანესთეზიო საშუალებები, ტკივილგამაყუჩებლები, კუნთების მომადუნებელი საშუალებები, ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები). გამოვლინდა აღნიშნული სამკურნალო პროდუქტების მწვავე ურთიერთქმედება პროპოფოლი -PF 1%-თან. ცენტრალური მოქმედების ზოგიერთმა აღნიშნულმა სამკურნალო პროდუქტმა შესაძლოა აჩვენოს სისხლის მიმოქცევის და რესპირატორული დეპრესიული გავლენა, რომელიც იწვევს გვერდითი მოვლენების გაზრდას პროპოფოლი -PF 1%-თან ერთად გამოყენებისას.

შესაძლოა პროპოფოლი -PF 1%-ს უფრო მცირე დოზა გახდეს საჭირო, როდესაც ზოგადი ანესთეზია ტარდება ადგილობრივ ანესთეზიასთან ერთად.

გამოვლინდა რომ ბენზოდიაზეპინების, პარასიმპათოლიზური საშუალებებისა და ინჰალაციური საანესთეზიო საშუალებების გამოყენება ახანგრძლივებს ანესთეზიას და ამცირებს რესპირატორულ მაჩვენებელს.

ოპიოიდებით დამატებითი პრემედიკაციის შემდეგ, შესაძლოა გამოვლინდეს აპნოეს მაღალი გავრცელება და ხანგრძლივობა.

ბრადიკარდია და გულის გაჩერება შესაძლოა აღინიშნოს სუქსამეტონიუმით და ნეოსტიგმინით მკურნალობის შემდეგ. იქედან გამომდინარე რომ გამოვლინდა აღნიშნული მედიკამენტების ჰიპოტენზიური და სუნთქვითი გვერდითი მოვლენები, პროპოფოლი -PF 1%-თან ერთად მიღებამ შესაძლოა გვერდითი მოვლენები გააძლიეროს.

გათვალისწინებული უნდა იყოს რომ პროპოფოლისა და სამკურნალო პროდუქტების ერთდროულად გამოყენებამ პრემედიკაციის, საინჰალაციო აგენტების ან ტკივილგამაყუჩებელი აგენტებისათვის შესაძლოა გააძლიეროს ანესთეზია და გულსისხლძარღვთა გვერდითი მოვლენები. ცენტრალური ნერვული სისტემის დამამშვიდებელი საშუალების ერთდროულმა გამოყენებამ, როგორიცაა ალკოჰოლი, ზოგადი ანესთეზია, ნარკოტიკული ტკივილგმაყუჩებლები შესაძლოა გააძლიეროს მათი სედაციური ეფექტები.

პროპოფოლი -PF 1% -ს ცენტრალურ დამამშვიდებელ მედიკამენტებთან კომბინირებულად პარენტერალური გზით მიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს მწვავე რესპირატორული და გულსისხლძარღვთა დეპრესიული სინდრომი.

ფენტალინის მიღების შემდეგ, პროპოფოლის სისხლის დონე შესაძლოა დროებით გაიზარდოს აპნოეს მაჩვენებლის გაზრდით.

ციკლოსპორინის მიმღებ პაციენტებში ლეიკოენცეფალოპათია გამოვლინდა ისეთი ლიპიდური ემულსიის მიღებით, როგორიცაა პროპოფოლი -PF 1%.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ზოგადი რჩევა:

ორსულობის კატეგორია: C

მშობიარობის პოტენციალის მქონე ქალები/ დაბადების კონტროლი (კონტრაცეფცია)

არ არსებობს მონაცემები.

ორსულობა

დადგენილი არ არის პროპოფოლი -PF 1%-ს უსაფრთხოება ორსულობის პერიოდში. აქედან გამომდინარე, პროპოფოლი -PF 1% არ გამოიყენება ორსულებში აშკარა საჭიროების გარდა. პროპოფოლი -PF 1% გადაკვეთს პლაცენტას და შესაძლოა დაკავშირებული იყოს ნეონატალურ დეპრესიასთან (იხილეთ პუნქტი 5.3). თავიდან უნდა იქნას აცილებული 2,5 მგ პროპოფილი / კგ სხეულის წონაზე მაღალი დოზა ანესთესიის დასაწყებად, ხოლო 6 მგ/კგ სხეულის წონა/სთ -ზე მაღალი დოზა ანესთეზიის გაგრძელებისათვის.

ლაქტაცია

კვლევებმა აჩვენა რომ ძუძუთი კვების შემთხვევაში პროპოფოლი მცირე რაოდენობით გამოიყოფა რძეში.

აქედან გამომდინარე, დედამ უნდა შეწყვიტოს ძუძუთი კვება და რძე გადაღვაროს 24 საათის განმავლობაში პროპოფოლი -PF 1%-ს მიღების შემდეგ.

რეპროდუქცია / ნაყოფიერება

გავლენა ცნობილი არ არის .

  • 7 ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისა და მოწყობილობების გამოყენებაზე არსებული გავლენა

პროპოფოლი -PF 1%-ს მიღების შემდეგ პაციენტი დაკვირვების ქვეშ უნდა იყოს შესაბამისი დროის განმავლობაში.

პაციენტს უნდა მიეცეს ინსტრუქცია რომ არ მართოს მანქანა, მოწყობილობები ან არ იმუშავოს პოტენციურად სახიფათო სიტუაციაში. პაციენტს უნდა აეკრძალოს სახლში თანმხლები პირის გარეშე წასვლა და ინსტრუქცია უნდა მიეცეს ალკოჰოლის მიღების თავიდან არიდების შესახებ.

  • 8 არასასურველი გავლენა

პროპოფოლი -PF 1%-ს ძირითადად გამოვლენილი გვერდითი მოვლენებია ჰიპოტენზია და რესპირატორული დეპრესიული სინდრომი. აღნიშნული გვერდითი მოვლენები დამოკიდებულია მიღებულ დოზაზე და აგრეთვე პრემედიკაციის და სხვა თანმხლები მედიკამენტების სახეობაზე.

ძალიან გავრცელებული(≥ 1/10), გავრცელებული (≥ 1/100 და <1/10), უჩვეულოდ (≥ 1/1.000 ; <1/100), იშვიათად (≥ 1/10.000; <1/1.000), ძალიან იშვიათად (< 1/10.000); არ არის ცნობილი (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებიდან).

იმუნური სისტემის დარღვევები

იშვიათი: ჰიპოტენზია, ერითემა, ბრონქოსპაზმი ან ანაფილაქსიის კლინიკური მახასიათებლები, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს კვინკეს შეშუპებას.

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები

გავრცელებული : ჰიპერტრიგლიცერიდემია.

ფსიქიატრიული დარღვევები:

იშვიათი: ეიფორია და გამოჯანმრთელების პერიოდში სექსუალური დეზინჰიბირება.

ნერვული სისტემის დარღვევები:

გავრცელებული: ანესთეზიის დაწყების დროს თვითნებური მოძრაობა და მიოკლონია, მინიმალური აღგზნება.

იშვიათი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კანკალი და სიცივის შეგრძნება გამოფხიზლების დროს. ეპილეპტიფორმული მოძრაობები კრუნჩხვისა და ოპისტოტონის ჩათვლით.

ძალიან იშვიათი: დაგვიანებული ეპილეპტიფორმული შეტევები, დაგვიანების პერიოდი მერყეობს რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე. ეპილეფსიურ პაციენტებში მიღების შემდეგ კრუნჩხვების რისკი. ოპერაციის შემდგომი უგონო მდგომარეობის შემთხვევები (იხილეთ პუნქტი 4.4)

გულის/სისხლძარღვოვანი დარღვევები

გავრცელებული: ანესთეზიის დაწყების დროს ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, ტაქიკარდია, სისხლის მოქცევა.

უჩვეულო: აშკარა ჰიპოტენზია (რომელმაც შესაძლოა საჭირო გახადოს პროპოფოლი -PF 1%-ს მიღების დოზის შემცირება ან/და სითხის ჩანაცვლების თერაპია), არტერიული წნევის ძლიერი ვარდნის შესაძლებლობა პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნება კორონარული ან ცერებრალური პერფუზიის უკმარისობა ან ჰიპოვოლემია, ბრადიკარდია პროგერესირებადი სიმწვავით ზოგადი ანესთეზიის პერიოდში (ასისტოლია). (გათვალისწინებული უნდა იყოს ანტიქოლინერგული სამკურნალო პროდუქტების ინტრავენური მიღება ანესთეზიის დაწყების ან მიმდინარეობის პროცესში) (იხილეთ პუნქტი 4.4).

იშვიათი: არითმია გამოფხიზლების პერიოდში. თრომბოზი და ფლეტიტი.

სასუნთქ გზებთან, გულ-მკერდთან და შუასაყართან დაკავშირებული დარღვევები:

გავრცელებული: ანესთეზიის დაწყების დროს, ჰიპერვენტილაცია, გარდამავალი აპნოე, ხველა, სლოკინი. ხველა ანესთეზიის მიმდინარეობისას.

იშვიათი: ხველა გამოფხიზლების დროს.

ძალიან იშვიათი: ფილტვის შეშუპება.

კუჭ-ნაწლავის დარღვევები:

იშვიათი: გულის რევა და ღებინება გამოფხიზლების პერიოდში.

ძალიან იშვიათი: პანკრეატიტი გამოვლინდა პროპოფოლი -PF 1%-ს მიღების შემდეგ. თუმცა, ვერ დადგინდა მიზეზობრივი კავშირი. კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები:

ძალიან იშვიათი: ქსოვილის მწვავე რეაქცია შემთხვევითი პარავენული გამოყენების შემდეგ.

თირკმლის და საშარდე დარღვევები:

იშვიათი: შარდის ფერის შეცვლის შემთხვევები, რომელიც მოსდევს პროპოფილის გახანგრძლივებულ მიღებას.

ზოგადი დარღვევები და გამოყენების ადგილის მდგომარეობა:

ძალიან გავრცელებული: ადგილობრივი ტკივილი ვლინდება პირველადი ინექციის დროს. (პროპოფოლი -PF 1%-ს პირველი ინექციის დროს წარმოქმნილი ადგილობრივი ტკივილის მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია ლიდოკაინთან ერთად მიღებით და წინამხარის და ანტიკუბიტალური ფოსოს განიერ ვენაში ინექციის ან ინფუზიის გზით. ლიდოკაინთან ერთად მიღების დროს შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი არასასურველი გვერდითი მოვლენები: თავბრუსხვევა, ღებინება, ძილიანობა, კრუნჩხვა, ბრადიკარდია, გულის არითმია და შოკი).

იშვიათი: ოპერაციის შემდგომი სიცხის შემთხვევები.

ძალიან იშვიათი: გამოვლინდა მწვავე არასასურველი გვერდით მოვლენების ცალკეული შემთხვევები, რომლებიც წარმოადგენენ სიმპტომების ერთობლიობას და მოიცავს რაბდომიოლიზს, მეტაბოლურ აციდოზს, ჰიპერკალიემიას და გულის უკმარისობას, ზოგჯერ ფატალური შედეგით. აღნიშნული გვერდითი მოვლენების უმრავლესობა გამოვლინდა ინტენსიურ თერაპიაზე მყოფ პაციენტებში, რომელთა დოზა აღემატებოდა 4 მგ/კგ სხეულის წონა/სთ-ს. დეტალური ინფომაციისათვის იხილეთ პუნქტი 4.4.

ჭარბი დოზა

ჭარბმა დოზირებამ მოსალოდნელია რომ გამოიწვიოს გულსისხლძარღვთა და რესპირატორული დეპრესიული სინდრომი. რესპირატორული დეპრესიული სინდრომის მკურნალობა მიმდინარეობს ხელოვნური ვენტილაციის გზით. გულ-სისხლძარღვთა დეპრესია შესაძლოა საჭიროებდეს პაციენტის თავის ქვემოთ დახრას და პლაზმის მოცულობის შემცვლელების და ვაზოპრესიული საშუალებების მიღებას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება:

პროპოფოლი 10 მგ/მლ

დამხმარე ნივთიერება (ები):

სოიოს რაფინირებული ზეთი 100 მგ/მლ

ნატრიუმის ჰიდროქსიდი საკმარისი რაოდენობა (q.s)

დამხმარე ნივთიერებებისათვის იხილეთ 6.1 პუნქტი

შენახვის პირობები

პროდუქტის ვარგისიანობის ვადა ორიგინალ შეფუთვაში არის 24 თვე.

პროპოფოლი- PF 1%-ის შემცველი გამოყენების სისტემა უნდა შეიცვალოს ახლით ყოველ 12 საათში ერთხელ პროდუქტის გახსნის შემდეგ.

შენახვისას გამოსაყენებელი სიფრთხილის ზომები

შეინახეთ 250C-ზე დაბალოთახის ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.

შესანახი კონტეინერის სახე

5x20 მლ ამპულა

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განკარგვისა და გამოყენებისათვის ერთჯერადი გამოყენებისათვის. გამოუყენებელი ემულსია უნდა გადაიღვაროს.

გამოყენებამდე შეანჯღრიეთ.

გამოიყენეთ მხოლოდ ერთგვაროვანი პრეპარატი და დაუზიანებელი პროდუქტი.

გამოყენების წინ, რეზინის საცობი უნდა გაიწმინდოს სპირტის გამოყენებით.

გამოუყენებელი სამკურნალო პრეპარატი ან ნარჩენი მასალები უნდა განიკარგოს „სამედიცინო ნარჩენების შესახებ რეგულაციის“ და „ შეფუთვის კონტროლისა და შესაფუთი ნარჩენების შესახებ რეგულაციის“ შესაბამისად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, აკრძალულია საცალო რეალიზაცია, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის მქონე დაწესებულებებზე (პერიფერიული მიორელაქსანტები)

მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი

POLİFARMA İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.

Vakıflar OSB Mahallesi, Sanayi Caddesi No:22/1 Ergene / თექირდაგი / თურქეთი

ტელ: +90 282 675 14 04

ფაქსი: +90 282 265 14 05

მარკეტინგის ავტორიზაციის ნომერი 2020 /12

  • პირველი ავტორიზაციის / ავტორიზაციის აღდგენის თარიღი პირველი ლიცენზიის თარიღი: 24.01.2020

ლიცენზიის განახლების თარიღი: 13.10.2020

  • ტექსტის მიმოხილვის თარიღი

ფარმაკოლოგიური თვისებები

ზოგადი ანესთეტიკები

ATC კოდი: NO1AX10

პროპოფოლი (2,6 - დიისოპროპილფენოლი) ხანმოკლე მოქმედების ზოგადი ანესთეტიკი აგენტია, რომელიც ხასიათდება მოქმედების სწრაფად დაახლოებით 30 – 40 წამში დაწყებით. ანესთეზიის ხანგრძლივობა 4-დან 6 წუთამდეა და დამოკიდებულია მეტაბოლიზმსა და გამოყოფაზე. ჩვეულებრივი შენარჩუნების რეჟიმში პროპოფოლის განმეორებითი ინექციის ან ინფუზიის მნიშვნელოვანი დაგროვება არ გამოვლენილა.

დოზირების რეკომენდირებული გრაფიკით, განმეორებითი დიდი დოზით ინექციის ან ინფუზიის შემდეგ პროპოფოლის კლინიკურად მნიშვნელოვანი დაგროვება არ გამოვლენილა. პაციენტებს სწრაფად უბრუნდებათ ცნობიერება.

ანესთეზიის დაწყების პერიოდში ბრადიკარდია და ჰიპოტენზია შესაძლოა გამოწვეული იყო ცერებრალური ვაგოტონური გავლენით ან სიმპატიკური მოქმედების შეჩერებით. თუმცა, ჰემოდინამიკა ჩვეულებრივ უბრუნდება ნორმას ანესთეზიის მიმდინარეობისას.

პროპოფოლით ანესთეზიის დაწყების კვლევებმა ბავშვებში გამოავლინეს რომ უსაფრთხოების და ეფექტურობის ხანგრძლივობა არ იცვლება 4 საათის განმავლობაში. ლიტერატურული მტკიცებულების დოკუმენტები იყენებენ ბავშვებში გახანგრძლივებულ პროცედურებს უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შეცვლის გარეშე.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი თვისებები

შეწოვადობა

ინფორმაცია მოცემული არ არის, რადგან პროდუქტის გამოყენება ხდება ინტრა ვენურად.

განაწილება

პროპოფოლი 98 %-ით უკავშირდება პლაზმურ ცილებს. ინტარვენური გამოყენების შედეგად პროპოფილის ფარმაკოკინეტიკის აღწერა შესაძლებელია 3- განყოფილებიანი მეთოდით.

ბიოტრანსფორმაცია :

კლირენსი ვლინდება მეტაბოლური პროცესით ძირითადად ღვიძლში.

გამოყოფა:

პროპოფოლი სწრაფად გამოიყოფა სხეულიდან (სრული კლირენსი 1,5-2 ლიტრი / წთ).

კლირენსი ძირითადად დაკავშირებულია მეტაბოლურ პროცესთან ღვიძლში, რომელიც თავის მხრივ სისხლის ნაკადთანაა დაკავშირებული და რომელშიც პროპოფოლი გარდაიქმნება არააქტიურ კონიუგატად და შეესაბამება შარდის ქინოლინს. ერთჯერადი დოზის 3 მგ/კგ ინტრა ვენური პროპოფილის კლირენსი / კგ სხეულის წონის შედეგად, იგი ასაკის მიხედვით იზრდება: საშუალო კლირენსი მნიშვნელოვნად დაბალია ახალდაბადებულ ბავშვებში 1 თვემდე (n=25) ხოლო 20 მლ/კგ/წთ უფროს ბავშვებთან შედარებით (N=36,4 თვე - 7 წელი). გარდა ამისა, ახალდაბადებულებში აშკარაა ინდივიდუალური ცვალებადობა (3,7 – 78 მლ / კგ/წთ). დოზის შესახებ რეკომენდაციის გაცემა შეუძლებელია აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისათვის შეზღუდული ცდების შედეგების გამო, რომლებიც ძალიან განსხვავდება.

პროპოფოლის საშუალო კლირენსი იყო 23,6 მლ /წთ.კგ (n=6), რომელსაც მოჰყვება მოზრდილ ბავშვებში ერთჯერადი 3 მგ/კგ დიდი დოზის მიღება; 37,5 მლ/წთ/კგ (4-24 თვე) (N=8), 38.7 მლ/წთ/კგ (11-43 თვე), (n=6), 48 მლ/წთ/კგ (1-3 წელი) (n=12), 28,2 მლ/წთ/კგ (4-7 წელი) (n=10).

წინასწარი კლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

წინასწარი კლინიკური მონაცემები არ ავლენენ განსაკუთრებულ საფრთხეს ადამიანებისათვის განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის ან გენოტოქსიკურობაზე ჩატარებული სტანდარტული კვლევების საფუძველზე. კანცეროგენობის კვლევები არ ჩატარებულა. რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევებმა გამოავლინეს პროპოფოლის ფარმაკოდინამიკურ თვისებებთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები მხოლოდ მაღალი დოზის შემთხვევაში. არ გამოვლენილა ტერატოგენული ეფექტები. ტოლერანტობის ადგილობრივ კვლევებში, კუნთში ინექციამ გამოიწვია ქსოვილის დაზიანება ინექციის ადგილის გარშემო.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)

პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება

სამედიცინო პროდუქტის დასახელება

პროპოფოლი -PF 1% 200 მგ/20 მლ ემულსია ინტრავენური ინექციის / ინფუზიისათვის

სტერილური

ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება:

პროპოფოლი 10 მგ/მლ

დამხმარე ნივთიერება (ები):

სოიოს რაფინირებული ზეთი 100 მგ/მლ

ნატრიუმის ჰიდროქსიდი საკმარისი რაოდენობა (q.s)

დამხმარე ნივთიერებებისათვის იხილეთ 6.1 პუნქტი

ფარმაცევტული ფორმა

საინექციო ან საინფუზიო ემულსია

თეთრი ფერის ემულსია.

კლინიკური თავისებურებანი

თერაპიული ჩვენება

პროპოფოლი -PF 1% განკუთვნილია ნარკოზისა და ზოგადი ანესთეზიის გაგრძელებისათვის. იგი ასევე სედაციისათვის გამოიყენება ინტენსიური თერაპიის მიმღებ ვენტილირებად პაციენტებში.

  • 2. პოზოლოგია და გამოყენების მეთოდი

პოზოლოგია / გამოყენების სიხშირე და ხანგრძლივობა

პროპოფოლი -PF 1% -ს ემულსიის დოზა ინდივიდუალურია პაციენტის რეაქციისა და პრემედიკაციისათვის გამოყენებული პრეპარატების მიხედვით. პროპოფოლი -PF 1%-თან ძირითადად საჭიროა დამატებითი ანალგეზიური საშუალებები.

რეკომენდირებულია სისხლის მიმოქცევის და რესპირატორული ფუნქციების მუდმივი მონიტორინგი (მაგალითად, ეკგ, პულსის ოქსიმეტრია) და პაციენტის სასუნთქი გზების, ხელოვნური ვენტილაციის გაგრძელებისა და რეანიმაციის სხვა მოწყობილობები დაუყოვნებლივ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ნებისმიერ დროს.

ზოგადი ანესთეზიის დაწყება ზრდასრულებში:

ანესთეზიის დაწყებისათვის პროპოფოლი -PF 1% ტიტრირებული (დაახლოებით 20-40 მგ ყოველ 10 წამში) უნდა იყოს პაციენტის რეაგირების მიხედვით, სანამ კლინიკური ნიშნები აჩვენებენ ანესთეზიის დაწყებას. ზრდასრული პაციენტების უმრავლესობას 55 წლამდე დაახლოებით სჭირდებათ 1,5-დან 2,5მგ/კგ პროპოფოლი - PF 1% სხეულის წონაზე. აღნიშნულ ასაკს ზემოთ პაციენტებს ძირითადად ნაკლები ესაჭიროებათ და პროპოფოლი -PF 1% -ს მთლიანი დოზა შესაძლოა შემცირდეს მინიმუმ 1მგ / კგ სხეულის წონამდე. გამოყენებული უნდა იქნას პროპოფოლი -PF 1%-ს მიღების დაბალი მაჩვენებელი (დაახლოებით 2 მლ (20 მგ) ყოველ 10 წამში).

ზოგადი ანესთეზიის გაგრძელება ზრდასრულებში:

ანესთეზიის შენარჩუნება შესაძლებელია პროპოფოლი -PF 1% -ს მიღებით უწყვეტი ინფუზიის ან ძირითადი დოზის განმეორებითი ინექციის გზით. ანესთეზიის შენარჩუნებისათვის ძირითადად საჭიროა დოზა 4-დან 12 -მდე მგ/კგ სხეულის წონა/სთ.

დაახლოებით 4,0 მგ პროპოფოლი /კგ სხეულის წონა/ სთ -ს შემცირებული შემანარჩუნებელი დოზა შესაძლოა საკმარისი იყოს ნაკლებად სტრესული ქირურგიული პროცედურების დროს, როგირცაა მინიმალური ინვაზიური ქირურგია.

ასაკოვანი პაციენტების შემთხვევაში, არასტაბილური მდგომარეობის მქონე პაციენტებში, გულის ფუნქციის დარღვევის მქონე ან ჰიპოვოლემიურ პაციენტებში, და ასევე ანესთეზიოლოგიის ამერიკული საზოგადოების (ASA) შეფასებით III და IV დონის პაციენტებში დოზირება შესაძლოა შემცირდეს პაციენტის მდგომარეობის სიმწვავიდან და შესრულებული საანესთეზიო ტექნიკიდან გამომდინარე.

ანესთეზიის გაგრძელებისათვის ძირითადი დოზის განმეორებითი ინექციის დანამატის (25-დან 50 მგ-მდე = 2,5 – 5 მლ) მიცემა უნდა მოხდეს კლინიკური საჭიროებებიდან გამომდინარე.

დიდი დოზის სწრაფად მიღება (ერთჯერადად ან განმეორებით) დაუშვებელია ასაკოვან პაციენტებში ვინაიდან ამან შესაძლოა გამოიწვიოს კარდიოპულმონალური დეპრესია.

ზრდასრულ ადამიანებში შეყვანა ინტენსიური თერაპიის დროს

ინტენსიური თერაპიის მდგომარეობაშ ვენტირილებადი პაციენტების სედაციისათვის გამოყენების დროს, რეკომენდირებულია პრეპარატის მიცემა უწყვეტი ინფუზიის გზით.

დოზის დარეგულირება უნდა მოხდეს სედაციის სიღრმის საჭიროებიდან გამომდინარე. როგორც წესი, დამაკმაყოფილებელი სედაცია მიიღწევა შემდეგი დოზით - 0,3 - 0,4 მგ პროპოფოლი / კგ სხეულის წონა/სთ. 4,0 მგ პროპოფოლი / კგ სხეულის წონა/ სთ-ზე მეტი ინფუზიის დოზა არ არის რეკომენდირებული (იხ. პუნქტი 4.4). სედაციისათვის პროპოფოლი -PF 1% -ს მიღება მიზნობრივი კონტროლირებადი ინფუზიის (TCI) სისტემით რეკომენდირებული არ არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. პროპოფოლი -PF 1% -ს სედაციისათვის გამოყენება დაუშვებელია 16 ან 16 წლამდე ასაკის ინტენსიური თერაპიის მიმღებ პაციენტებში.

ზოგადი ანესთეზია ბავშვებში:

ანესთეზიის დასაწყებად რეკომენდირებულია პრეპარატის ტიტრირება ნელ-ნელა მანამ, სანამ ანესთეზიის დაწყების კლინიკური ნიშნები გამოვლინდება. დოზა უნდა დარეგულირდეს ასაკის ან/და სხეულის წონის მიხედვით. 8 წლის ზემოთ ბავშვებში ანესთეზიის დასაწყებად სავარაუდოდ საჭიროა პროპოფოლი -PF 1% 2,5 მგ/კგ სხეულის წონაზე. 1 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში შესაძლოა უფრო მაღალი დოზის საჭიროება წარმოიშვას (2,5-4 მგ .კგ სხეულის წონა).

ანესთეზიის გაგრძელება ბავშვებში:

ანესთეზიის შენარჩუნებისათვის საჭიროა პროპოფოლი - PF 1% -ს უწყვეტი ინფუზიის მიცემა შემდეგი დოზით 9-დან 15 მგ-მდე / სხეულის წონა /სთ.უფრო პატარებში, 1 თვიდან 3 წლამდე ბავშვებში შესაძლოა დადგეს უფრო მაღალი დოზირების საჭიროება რეკომენდირებული დოზის ფარგლებში.

შედარებით მცირე დოზაა რეკომენდირებული ანესთეზიოლოგიის ამერიკული საზოგადოების (ASA) შეფასებით III და IV დონის პაციენტებისათვის. (იხილეთ პუნქტი 4.4).

გამოყენების მეთოდი:

ინტრავენური გამოყენებისათვის.

პროპოფოლი -PF 1% -ს გამოყენება შესაძლებელია ინფუზიისათვის, რომელიც გაზავებული ან გაუზავებელია მხოლოდ გლუკოზის 5%-იან ინტრავენური საინფუზიო ხსნართან ან ნატრიუმის ქლორიდის 0,9 %-იან ინტრავენურ საინფუზიო ხსნართან მინის საინფუზიო ბოთლში. გამოყენებამდე საჭიროა კონტეინერის შენჯღრევა. გამოიყენეთ მხოლოდ ერთგვაროვანი პრეპარატი და დაუზიანებელი კონტეინერი.

გამოყენებამდე ამპულის თავი გაწმინდეთ სპირტიანი ტამპონით. პროპოფოლი -PF 1% ლიპიდის შემცველი ემულსიაა ანტიმიკრობული კონსერვანტების გარეშე და შესაძლოა ხელი შეუწყოს მიკრო ორგანიზმების სწრაფ ზრდას.

ამპულის გახსნის შემდეგ ემულსია დაუყოვნებლივ ასეპტიკურად უნდა იქნას შეყვანილი სტერილურ შპრიცში ან მოცემულ საინფუზიო ნაკრებში.

მიღება უნდა გაგრძელდეს შეფერხების გარეშე.

ასეპტიკა უნდა შენარჩუნდეს ორივე პროპოფოლი -PF 1% -ს და საინფუზიო მოწყობილობისათვის ინფუზიის პერიოდში. პროპოფოლი -PF 1% -ზე დამატებული სხვა სამედიცინო პროდუქტების ან სითხის საინფუზიო ხაზი ახლოს უნდა იყოს კანულის ადგილთან ჩანგლისმაგვარი შემაერთებლის (Y-ს ფორმის) ან სამმხრივი სარქველის გამოყენებით.

დაუშვებელია პროპოფოლი -PF 1% -ს გახსნა სხვა საინფუზიო ან საინექციო ხსნართან. მაგრამ 5% გლუკოზის 0,9 % ნატრიუმის ქლორიდის 4% გლუკოზის, 0,18 % ქლორიდის ინტრავენურ ხსნართან, პროპოფოლი -PF 1% მიღება შესაძლებელია კანულას ადგილზე დამატებითი მოწყობილობის მეშვეობით.

დაუშვებელია პროპოფოლი -PF 1% -ს მიღება მიკრობიოლოგიური ფილტრის საშუალებით.

პროპოფოლი -PF 1% -ს და პროპოფოლის შემცველი სხვა საინფუზიო მოწყობილობა განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისათვის ინდივიდუალურ პაციენტებში. გამოყენების შემდეგ დარჩენილი პროპოფოლი -PF 1% -ს ხსნარი უნდა გადაიღვაროს.

გაუზავებელი პროპოფოლი -PF 1% -ს ინფუზია

გაუზავებელი პროპოფოლი -PF 1% -ს ინფუზიის დროს, რეკომენდირებულია ისეთ მოწყობილობების, როგორიცაა წვეთოვანი, შპრიცის ტუმბო ან მოცულობითი ინფუზიის ტუმბო იმგვარი გამოყენება რომ გაკონტროლდეს ინფუზიის დოზა.

როგორც ჩვეულებრივ ცხიმოვანი ემულსიისათვის, ერთი საინფუზიო სისტემის გამოყენებით პროპოფოლი -PF 1% -ს ინფუზია არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს. 12 საათის შემდეგ, საინფუზიო სისტემა და რეზერვუარი უნდა მოიხსნას და საჭიროების შემთხვევაში ჩანაცვლდეს.

გაზავებული პროპოფოლი -PF 1% -ს ინფუზია

გაზავებული პროპოფოლი -PF 1% -სინფუზიის შეყვანის დროს, ბურეტი, წვეთოვანი ან მოცულობითი ინფუზიის ტუმბო იმგვარად უნდა იქნას გამოყენებული, რომ გაკონტროლდეს ინფუზიის დოზა და თავიდან იქნას აცილებული გაზავებული პროპოფოლი -PF 1% -ს დიდი მოცულობის შემთხვევითი უკონტროლო ინფუზია. აღნიშნული რისკის გათვალისწინება საჭიროა ბურეტში პროპოფოლი -PF 1% -ს მაქსიმალური გაზავებული ხსნარის შესაღებ გადაწყვეტილების მიღებისას.

მაქსიმალური გაზავება არ უნდა აღემატებოდეს პროპოფოლი -PF 1% -ს 1 წილს ან 5% გლუკოზის ან 0,9 % ნატრიუმის ქლორიდის 4 წილს (მინიმალური კონცენტრაცია 2 მგ პროპოფოლი -PF 1% ყოველ მლ-ზე).

ნაზავი აპექტიკურად უნდა მომზადდეს დაუყოვნებლივ გამოყენების წინ და მომზადების შემდეგ მისი მიღება უნდა მოხდეს 6 საათის განმავლობაში.

პროპოფოლი -PF 1% არ უნდა გაზავდეს სხვა საინფუზიო ან საინექციო ხსნართან. თუმცა, 5% გლუკოზის ან 0,9 % ნატრიუმის ქლორიდის ან 4% გლუკოზას + 0,18 % ქლორიდის ინტრავენურ ხსნართან ერთად მიღება დასაშვებია ინექციის ადგილთან ახლოს არსებული ჩანგლისებური (Y- ფორმის) შემაერთებლით. ინექციის ადგილზე ტკივილის შესამსუბუქებლად, უშუალოდ გამოყენების წინ პროპოფოლი -PF 1% შესაძლოა გაზავდეს კონსერვანტებისაგან თავისუფალი 1 % ლიდოკაინის ინექციასთან (პროპოფოლი -PF 1% -ს 20 წილი 1 % ლიდოკაინის 1 წილთან) მართვად და დამტკიცებულ ასეპტიკურ მდგომარეობაში. ნაზავის მიღება უნდა მოხდეს მომზადებიდან 6 საათის განმავლობაში.

გამოყენების ხანგრძლივობა

გამოყენების ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 7 დღეს.

კუნთების რელაქსანტი, მაგალითად, ატრაკურიუმი და მივაკურიუმი მიიღება მხოლოდ პროპოფოლი -PF 1%-სათვის გამოყენებული იმავე ინფუზიის ადგილის გაწითლების შემდეგ.

დამატებითი ინფორმაცია სპეციალურ პოპულაციებზე:

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:

თირკმლის / ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარტი მიიღება სიფრთხილით და შემცირებული დოზით.

პედიატრიული პოპულაცია

საკმარისი გამოცდილების არ არსებობის გამო, დაუშვებელია პროპოფოლი -PF 1%-ს გამოყენება 1 თვემდე ბავშვებში.

ზოგადი ანესთეზია ბავშვებში

საკმარისი გამოცდილების არ არსებობის გამო, დაუშვებელია პროპოფოლი -PF 1%-ს გამოყენება 1 თვემდე ბავშვებში. ანესთეზიის დაწყების მიზნით პრეპარატის გამოყენების დროს რეკომენდირებულია მისი ტიტრირება ნელ-ნელა ანესთეზიის დაწყების კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე. დოზა უნდა დარეგულირდეს ასაკის ან/და სხეულის წონის მიხედვით. 8 წლის ზემოთ ბავშვებში ანესთეზიის დასაწყებად სავარაუდოდ საჭიროა პროპოფოლი - PF 1% 2,5 მგ/კგ სხეულის წონაზე. 1 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში შესაძლოა უფრო მაღალი დოზის საჭიროება წარმოიშვას (2,5-4 მგ/კგ სხეულის წონა).

პროპოფოლი -PF 1% -ს მიღება კონტროლირებადი ინფუზიის (TCI) სისტემით რეკომენდირებული არ არის ბავშვებში ზოგადი ანესთეზიის წამოსაწყებად.

ანესთეზიის გაგრძელება ბავშვებში:

ანესთეზია შესაძლოა გაგრძელდეს პროპოფოლი -PF 1% -ს უწყვეტი ინფუზიით ან ძირითადი დოზის განმეორებითი ინექციის შეყვანის გზით.

ანესთეზიის შენარჩუნებისათვის საჭიროა პროპოფოლი -PF 1% -ს უწყვეტი ინფუზიის მიცემა შემდეგი დოზით 9-დან 15 მგ-მდე / სხეულის წონა /სთ. უფრო პატარებში, 1 თვიდან 3 წლამდე ბავშვებში შესაძლოა დადგეს უფრო მაღალი დოზირების საჭიროება რეკომენდირებული დოზის ფარგლებში.

შედარებით მცირე დოზაა რეკომენდირებული ანესთეზიოლოგიის ამერიკული საზოგადოების (ASA) შეფასებით III და IV დონის პაციენტებისათვის. (იხილეთ პუნქტი 4.4).

გერიატრიული პოპულაცია:

ასაკოვან პაციენტებში დოზა შესაძლოა შემცირდეს მდგომარეობისა და გამოყენებული საანესთეზიო ტექნიკის მიხედვით.

სხვა:

ჰიპოვოლემიურ პაციენტებში, აგრეთვე არასტაბილური ზოგადი მდგომარეობის პაციენტებში და ანესთეზიოლოგიის ამერიკული საზოგადოების (ASA) შეფასებით III და IV დონის პაციენტებში, დოზა შესაძლოა შემცირდეს პაციენტის მდგომარეობის სირთულისა და გამოყენებული საანესთეზიო ტექნიკის მიხედვით.

  • 3 უკუჩვენებები

უკუჩვენება გამოვლენილია პროპოფოლის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ მგრძნობელობის შემთხვევებში.

დაუშვებელია გამოყენება პაციენტებში, რომელსაც ალერგია აღენიშნებათ სოიოზე ან მიწისთხილზე.

დაუშვებელია გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში და მშობიარობისას (გარდა მუცლის მოშლის შემთხვევისა).

დაუშვებელია სედაციისათვის გამოყენება 16 წლის ან 16 წლამდე ბავშვებსა და მოზრდილებში (იხილეთ პუნქტი 4.4).

უკუჩვენება გამოვლენილია 1 თვემდე ბავშვებში ზოგადი ანესთეზიის მიზნით გამოყენების დროს.

განსაკუთრებული სიფრთხილის და გამოყენების ზომები

შეიყვანება მხოლოდ ანესთეზიოლოგის ან/და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციალისტების მიერ.

პროპოფოლი -PF 1% -ს გამოყენებით ანესთეზიის დაწყების ან გაგრძელების დროს მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს ასეპტიკის წესები.

პროპოფოლი -PF 1% -ს მიღებისას საჭიროა სისხლის მიმოქცევის და რესპირატორული ფუნქციების მუდმივი მონიტორინგი (მაგალითად, ეკგ, პულსის ოქსიმეტრია).

როდესაც პაციენტი ანესთეზიის ქვეშ იმყოფება, ხელმისაწვდომი უნდა იყოს გადაუდებელი დახმარების აღჭურვილობა და რეანიმაციის სხვა მოწყობილობები და საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს ჩარევა.

გულის, რესპირატორული, თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტების, ასაკოვანი, დასუსტებული, ჰიპოვოლემიური ან ეპილეფსიური პაციენტების ან ცნობიერების დარღვევის მქონე პაციენტების შემთხვევაში პროპოფოლი -PF 1% მიიღება სიფრთხილით და შემცირებული დოზით (იხილეთ პუნქტი 4.2). გულის, სისხლის მიმოქცევის ან ფილტვის უკმარისობა და ჰიპოვალემია უნდა კომპენსირდეს პროპოფოლი -PF 1% -ს გამოყენებამდე. პროპოფოლის ვაგოლიზური აქტივობის ნაკლებობის გამო შესაძლოა გაიზარდოს შესაბამისი ვაგოტონიის რისკი. იგი შესაძლოა დაკავშირებული იყოს ბრადიკარდიასთან (შემთხვევით გაძლიერებული) და ასევე ასისტოლიასთან. გათვალისწინებული უნდა იყოს ანტიქოლინერგული საშუალების ინტრავენური მიღება პროპოფოლი -PF 1% -ს საშუალებით ანესთეზიის დაწყებამდე ან ანესთეზიის შენარჩუნების პერიოდში , განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ვაგალური ტონუსი სავარაუდოდ სჭარბობს ან როდესაც პროპოფოლი -PF 1% გამოიყენება ბრადიკარდიის გამომწვევ სხვა აგენტებთან.

ლიპიდები უნდა შემოწმდეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობიდან 3 დღის შემდეგ.

ეპილეფსიური პაციენტის ანესთეზიამდე უნდა შემოწმდეს რომ პაციენტს მიღებული აქვს ანტიეპილეფსიური მკურნალობა.

გარდა ამისა, რამდენიმე კვლევამ აჩვენა ეფექტურობა ეპილეფსიური მდგომარეობის სამკურნალოდ, ეპილეფსიურ პაციენტებში პროპოფოლის მიღებამ შესაძლოა გაზარდოს ეპილეფსიური შეტევების რისკი.

პროპოფოლი -PF 1%-ს გამოიყენება დაუშვებელია განსაკუთრებული სიფრთხილისა და ინტენსიური მონიტორინგის გარეშე პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ გულის პროგრესირებადი უკმარისობა ან სხვა მწვავე მიოკარდიული დაავადება .

მაღალი დოზის გამო ძლიერ ჭარბწონიან პაციენტებში საჭიროა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ჰემოდინამიკური გავლენის რისკის გათვალისწინება.

პროპოფოლი -PF 1%-ს გამოყენება დაუშვებელია ელექტროკონვულსიურ თერაპიასთან ერთად.

განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო პაციენტებთან, რომლებსაც აღენიშნებათ მაღალი ქალასშიდა წნევა და დაბალი საშუალო არტერიული წნევა, რადგან არსებობს ინტრაცერებრალური პერფუზიის წნევის მნიშვნელოვნად შემცირების რისკი.

პროპოფოლი -PF 1%-ს გამოყენება ზოგადი ანესთეზიისათვის რეკომენდირებული არ არის 1 თვემდე ბავშვებში.

პროპოფოლი -PF 1%-ს უსაფრთხოება და ეფექტურობა სედაციისათვის მოცემული არ არის 16 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებში.

პროპოფოლი -PF 1%-ს მიღება დასაშვებია მხოლოდ კლინიკაში ან სათანადოდ აღჭურვილი ყოველდღიური თერაპიის განყოფილებაში ანესთეზიისათვის ან ინტენსიური თერაპიის პაციენტების მოვლაში მომზადებული ექიმის მიერ.

ანესთეზიის პერიოდში პაციენტთან უნდა იყოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღჭურვილობა და რეანიმაციის მოწყობილობა, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს ვენტილაცია ან სათანადო ოქსიგენაცია. პროპოფოლი -PF 1%-ს შეყვანა არ უნდა მოხდეს დიაგნოსტიკური ან ქირურგიული პროცედურების შემსრულებელი პირის მიერ.

მიზეზობრივი კავშირის არ არსებობის მიუხედავად, 16 წლამდე პაციენტებში გამოვლინდა სერიოზული არასასურველი გვერდითი მოვლენები (ფატალური შედეგით დასრულებული შემთხვევევის ჩათვლით) სედაციით არალიცენზირებული გამოყენების დროს. ნაწილობრივ, აღნიშნული გვერდითი მოვლენები უკავშირდებოდა მეტაბოლური აციდოზის, ჰიპერლიპიდემიის, რაბდომიოლიზის ან და გულის უკმარისობის გამოვლენას.

ამგვარი გვერდითი მოვლენები ყველაზე ხშირად გამოვლინდა სასუნქთი გზების ინფექციების მქონე ბავშვებში, რომლებმაც ისეთი დოზა მიიღეს, რომელიც აღემატებოდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ზრდასრულებისთვის რეკომენდირებულ დოზირებას.

აღნიშნულის მსგავსად ძალიან იშვიათად გამოვლინდა მეტაბოლური აციდოზი, რაბდომიოლიზი, ჰიპერკალიემია ან/და სწრაფად პროგრესირებადი გულის უკმარისობა (ზოგ შემთხვევაში ფატალური შედეგით) პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობდნენ 58 საათზე მეტს 5მგ პროპოფილი/კგ/სთ დოზის გადაჭარბებით. იგი აღემატება დოზას 4 მგ პროპოფოლი/კგ /სთ, რომელიც სედაციისთვისაა რეკომენდირებული ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

დაზარალებული იყვნენ ძირითადად თავის სერიოზული ტრამვის მქონე პაციენტები გაზრდილი ქალასშიდა წნევით (ICP). ასეთ შემთხვევაში გულის უკმარისობაზე რეაგირება არ მოუხდენია ინოტროპულ დამხმარე მკურნალობას.

თუ შესაძლებელია მკურნალ ექიმებს უნდა შეახსენონ არ გადააჭარბონ დოზას 4მგ პროპოფილი/კგ/სთ. პრეპარატის დამნიშვნელი ყურადღებით უნდა იყოს შესაძლო არასასურველ გვერდით მოვლენებთან და დოზა უნდა შეამციროს ან ჩაანაცვლოს ალტერნატიული სედაციური საშუალებით სიმპტომების პირველივე შენიშვნისთანავე. გაზრდილი ქალასშიდა წნევის (ICP) მქონე პაციენტებს უნდა დაენიშნოთ სათანადო მკურნალობა, რომელიც ცერებრალური პერფუზიის წნევას დაეხმარება მკურნალობის ცვლილების პერიოდში.

პროპოფოლი -PF 1%-ს მიღება ახალდაბადებულ ბავშვებში რეკომენდირებული არ არის რადგან პაციენტების ამ ჯგუფში საკმარისი კვლევები არ ჩატარებულა. ფარმაკოკინეტიკური მონაცემები (იხილეთ პუნქტი 5.2) აჩვენებენ, რომ ახალდაბადებულ ბავშვებში კლირენსი მნიშვნელოვნად შემცირებულია ინდივიდებს შორის დიდი სხვაობით.

პროპოფოლი -PF 1%-ს მიღების შემდეგ შესაძლოა აღინიშნოს პოსტოპერაციული უგონო მდგომარეობის ფაზა, რომელსაც შესაძლოა ახლდეს გაზრდილი კუნთოვანი ტონუსი. იქედან გამომდინარე, რომ ცნობიერება თვითნებურად აღდგება, უგონო მდგომარეობაში მყოფი პაციენტი უნდა დარჩეს ინტენსიური დაკვირვების ქვეშ.

პაციენტის გაწერამდე უნდა დადასტურდეს ზოგადი ანესთეზიიდან სრული გამოფხიზლება.

აღნიშნული სამედიცინო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ყოველ 100 მლ-ზე, რაც იმას ნიშნავს რომ იგი არსებითად „ნატრიუმის გარეშეა.“

  • 5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

პროპოფოლი -PF 1%-ს გამოყენება ანესთეზიისათვის შესაძლებელია სხვა სამკურნალო პროდუქტებთან ერთად (პრემედიკაცია, თხევადი აქროლვადი საანესთეზიო საშუალებები, ტკივილგამაყუჩებლები, კუნთების მომადუნებელი საშუალებები, ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები). გამოვლინდა აღნიშნული სამკურნალო პროდუქტების მწვავე ურთიერთქმედება პროპოფოლი -PF 1%-თან. ცენტრალური მოქმედების ზოგიერთმა აღნიშნულმა სამკურნალო პროდუქტმა შესაძლოა აჩვენოს სისხლის მიმოქცევის და რესპირატორული დეპრესიული გავლენა, რომელიც იწვევს გვერდითი მოვლენების გაზრდას პროპოფოლი -PF 1%-თან ერთად გამოყენებისას.

შესაძლოა პროპოფოლი -PF 1%-ს უფრო მცირე დოზა გახდეს საჭირო, როდესაც ზოგადი ანესთეზია ტარდება ადგილობრივ ანესთეზიასთან ერთად.

გამოვლინდა რომ ბენზოდიაზეპინების, პარასიმპათოლიზური საშუალებებისა და ინჰალაციური საანესთეზიო საშუალებების გამოყენება ახანგრძლივებს ანესთეზიას და ამცირებს რესპირატორულ მაჩვენებელს.

ოპიოიდებით დამატებითი პრემედიკაციის შემდეგ, შესაძლოა გამოვლინდეს აპნოეს მაღალი გავრცელება და ხანგრძლივობა.

ბრადიკარდია და გულის გაჩერება შესაძლოა აღინიშნოს სუქსამეტონიუმით და ნეოსტიგმინით მკურნალობის შემდეგ. იქედან გამომდინარე რომ გამოვლინდა აღნიშნული მედიკამენტების ჰიპოტენზიური და სუნთქვითი გვერდითი მოვლენები, პროპოფოლი -PF 1%-თან ერთად მიღებამ შესაძლოა გვერდითი მოვლენები გააძლიეროს.

გათვალისწინებული უნდა იყოს რომ პროპოფოლისა და სამკურნალო პროდუქტების ერთდროულად გამოყენებამ პრემედიკაციის, საინჰალაციო აგენტების ან ტკივილგამაყუჩებელი აგენტებისათვის შესაძლოა გააძლიეროს ანესთეზია და გულსისხლძარღვთა გვერდითი მოვლენები. ცენტრალური ნერვული სისტემის დამამშვიდებელი საშუალების ერთდროულმა გამოყენებამ, როგორიცაა ალკოჰოლი, ზოგადი ანესთეზია, ნარკოტიკული ტკივილგმაყუჩებლები შესაძლოა გააძლიეროს მათი სედაციური ეფექტები.

პროპოფოლი -PF 1% -ს ცენტრალურ დამამშვიდებელ მედიკამენტებთან კომბინირებულად პარენტერალური გზით მიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს მწვავე რესპირატორული და გულსისხლძარღვთა დეპრესიული სინდრომი.

ფენტალინის მიღების შემდეგ, პროპოფოლის სისხლის დონე შესაძლოა დროებით გაიზარდოს აპნოეს მაჩვენებლის გაზრდით.

ციკლოსპორინის მიმღებ პაციენტებში ლეიკოენცეფალოპათია გამოვლინდა ისეთი ლიპიდური ემულსიის მიღებით, როგორიცაა პროპოფოლი -PF 1%.

  • 6.ორსულობა და ლაქტაცია

ზოგადი რჩევა:

ორსულობის კატეგორია: C

მშობიარობის პოტენციალის მქონე ქალები/ დაბადების კონტროლი (კონტრაცეფცია)

არ არსებობს მონაცემები.

ორსულობა

დადგენილი არ არის პროპოფოლი -PF 1%-ს უსაფრთხოება ორსულობის პერიოდში. აქედან გამომდინარე, პროპოფოლი -PF 1% არ გამოიყენება ორსულებში აშკარა საჭიროების გარდა. პროპოფოლი -PF 1% გადაკვეთს პლაცენტას და შესაძლოა დაკავშირებული იყოს ნეონატალურ დეპრესიასთან (იხილეთ პუნქტი 5.3). თავიდან უნდა იქნას აცილებული 2,5 მგ პროპოფილი / კგ სხეულის წონაზე მაღალი დოზა ანესთესიის დასაწყებად, ხოლო 6 მგ/კგ სხეულის წონა/სთ -ზე მაღალი დოზა ანესთეზიის გაგრძელებისათვის.

ლაქტაცია

კვლევებმა აჩვენა რომ ძუძუთი კვების შემთხვევაში პროპოფოლი მცირე რაოდენობით გამოიყოფა რძეში.

აქედან გამომდინარე, დედამ უნდა შეწყვიტოს ძუძუთი კვება და რძე გადაღვაროს 24 საათის განმავლობაში პროპოფოლი -PF 1%-ს მიღების შემდეგ.

რეპროდუქცია / ნაყოფიერება

გავლენა ცნობილი არ არის .

  • 7 ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისა და მოწყობილობების გამოყენებაზე არსებული გავლენა

პროპოფოლი -PF 1%-ს მიღების შემდეგ პაციენტი დაკვირვების ქვეშ უნდა იყოს შესაბამისი დროის განმავლობაში.

პაციენტს უნდა მიეცეს ინსტრუქცია რომ არ მართოს მანქანა, მოწყობილობები ან არ იმუშავოს პოტენციურად სახიფათო სიტუაციაში. პაციენტს უნდა აეკრძალოს სახლში თანმხლები პირის გარეშე წასვლა და ინსტრუქცია უნდა მიეცეს ალკოჰოლის მიღების თავიდან არიდების შესახებ.

  • 8 არასასურველი გავლენა

პროპოფოლი -PF 1%-ს ძირითადად გამოვლენილი გვერდითი მოვლენებია ჰიპოტენზია და რესპირატორული დეპრესიული სინდრომი. აღნიშნული გვერდითი მოვლენები დამოკიდებულია მიღებულ დოზაზე და აგრეთვე პრემედიკაციის და სხვა თანმხლები მედიკამენტების სახეობაზე.

ძალიან გავრცელებული(≥ 1/10), გავრცელებული (≥ 1/100 და <1/10), უჩვეულოდ (≥ 1/1.000 ; <1/100), იშვიათად (≥ 1/10.000; <1/1.000), ძალიან იშვიათად (< 1/10.000); არ არის ცნობილი (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებიდან).

იმუნური სისტემის დარღვევები

იშვიათი: ჰიპოტენზია, ერითემა, ბრონქოსპაზმი ან ანაფილაქსიის კლინიკური მახასიათებლები, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს კვინკეს შეშუპებას.

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები

გავრცელებული : ჰიპერტრიგლიცერიდემია.

ფსიქიატრიული დარღვევები:

იშვიათი: ეიფორია და გამოჯანმრთელების პერიოდში სექსუალური დეზინჰიბირება.

ნერვული სისტემის დარღვევები:

გავრცელებული: ანესთეზიის დაწყების დროს თვითნებური მოძრაობა და მიოკლონია, მინიმალური აღგზნება.

იშვიათი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კანკალი და სიცივის შეგრძნება გამოფხიზლების დროს. ეპილეპტიფორმული მოძრაობები კრუნჩხვისა და ოპისტოტონის ჩათვლით.

ძალიან იშვიათი: დაგვიანებული ეპილეპტიფორმული შეტევები, დაგვიანების პერიოდი მერყეობს რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე. ეპილეფსიურ პაციენტებში მიღების შემდეგ კრუნჩხვების რისკი. ოპერაციის შემდგომი უგონო მდგომარეობის შემთხვევები (იხილეთ პუნქტი 4.4)

გულის/სისხლძარღვოვანი დარღვევები

გავრცელებული: ანესთეზიის დაწყების დროს ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, ტაქიკარდია, სისხლის მოქცევა.

უჩვეულო: აშკარა ჰიპოტენზია (რომელმაც შესაძლოა საჭირო გახადოს პროპოფოლი -PF 1%-ს მიღების დოზის შემცირება ან/და სითხის ჩანაცვლების თერაპია), არტერიული წნევის ძლიერი ვარდნის შესაძლებლობა პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნება კორონარული ან ცერებრალური პერფუზიის უკმარისობა ან ჰიპოვოლემია, ბრადიკარდია პროგერესირებადი სიმწვავით ზოგადი ანესთეზიის პერიოდში (ასისტოლია). (გათვალისწინებული უნდა იყოს ანტიქოლინერგული სამკურნალო პროდუქტების ინტრავენური მიღება ანესთეზიის დაწყების ან მიმდინარეობის პროცესში) (იხილეთ პუნქტი 4.4).

იშვიათი: არითმია გამოფხიზლების პერიოდში. თრომბოზი და ფლეტიტი.

სასუნთქ გზებთან, გულ-მკერდთან და შუასაყართან დაკავშირებული დარღვევები:

გავრცელებული: ანესთეზიის დაწყების დროს, ჰიპერვენტილაცია, გარდამავალი აპნოე, ხველა, სლოკინი. ხველა ანესთეზიის მიმდინარეობისას.

იშვიათი: ხველა გამოფხიზლების დროს.

ძალიან იშვიათი: ფილტვის შეშუპება.

კუჭ-ნაწლავის დარღვევები:

იშვიათი: გულის რევა და ღებინება გამოფხიზლების პერიოდში.

ძალიან იშვიათი: პანკრეატიტი გამოვლინდა პროპოფოლი -PF 1%-ს მიღების შემდეგ. თუმცა, ვერ დადგინდა მიზეზობრივი კავშირი. კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები:

ძალიან იშვიათი: ქსოვილის მწვავე რეაქცია შემთხვევითი პარავენული გამოყენების შემდეგ.

თირკმლის და საშარდე დარღვევები:

იშვიათი: შარდის ფერის შეცვლის შემთხვევები, რომელიც მოსდევს პროპოფილის გახანგრძლივებულ მიღებას.

ზოგადი დარღვევები და გამოყენების ადგილის მდგომარეობა:

ძალიან გავრცელებული: ადგილობრივი ტკივილი ვლინდება პირველადი ინექციის დროს. (პროპოფოლი -PF 1%-ს პირველი ინექციის დროს წარმოქმნილი ადგილობრივი ტკივილის მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია ლიდოკაინთან ერთად მიღებით და წინამხარის და ანტიკუბიტალური ფოსოს განიერ ვენაში ინექციის ან ინფუზიის გზით. ლიდოკაინთან ერთად მიღების დროს შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი არასასურველი გვერდითი მოვლენები: თავბრუსხვევა, ღებინება, ძილიანობა, კრუნჩხვა, ბრადიკარდია, გულის არითმია და შოკი).

იშვიათი: ოპერაციის შემდგომი სიცხის შემთხვევები.

ძალიან იშვიათი: გამოვლინდა მწვავე არასასურველი გვერდით მოვლენების ცალკეული შემთხვევები, რომლებიც წარმოადგენენ სიმპტომების ერთობლიობას და მოიცავს რაბდომიოლიზს, მეტაბოლურ აციდოზს, ჰიპერკალიემიას და გულის უკმარისობას, ზოგჯერ ფატალური შედეგით. აღნიშნული გვერდითი მოვლენების უმრავლესობა გამოვლინდა ინტენსიურ თერაპიაზე მყოფ პაციენტებში, რომელთა დოზა აღემატებოდა 4 მგ/კგ სხეულის წონა/სთ-ს. დეტალური ინფომაციისათვის იხილეთ პუნქტი 4.4.

  • 9 ჭარბი დოზირება

ჭარბმა დოზირებამ მოსალოდნელია რომ გამოიწვიოს გულსისხლძარღვთა და რესპირატორული დეპრესიული სინდრომი. რესპირატორული დეპრესიული სინდრომის მკურნალობა მიმდინარეობს ხელოვნური ვენტილაციის გზით. გულ-სისხლძარღვთა დეპრესია შესაძლოა საჭიროებდეს პაციენტის თავის ქვემოთ დახრას და პლაზმის მოცულობის შემცვლელების და ვაზოპრესიული საშუალებების მიღებას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:ზოგადი ანესთეტიკები

ATC კოდი: NO1AX10

პროპოფოლი (2,6 - დიისოპროპილფენოლი) ხანმოკლე მოქმედების ზოგადი ანესთეტიკი აგენტია, რომელიც ხასიათდება მოქმედების სწრაფად დაახლოებით 30 – 40 წამში დაწყებით. ანესთეზიის ხანგრძლივობა 4-დან 6 წუთამდეა და დამოკიდებულია მეტაბოლიზმსა და გამოყოფაზე. ჩვეულებრივი შენარჩუნების რეჟიმში პროპოფოლის განმეორებითი ინექციის ან ინფუზიის მნიშვნელოვანი დაგროვება არ გამოვლენილა.

დოზირების რეკომენდირებული გრაფიკით, განმეორებითი დიდი დოზით ინექციის ან ინფუზიის შემდეგ პროპოფოლის კლინიკურად მნიშვნელოვანი დაგროვება არ გამოვლენილა. პაციენტებს სწრაფად უბრუნდებათ ცნობიერება.

ანესთეზიის დაწყების პერიოდში ბრადიკარდია და ჰიპოტენზია შესაძლოა გამოწვეული იყო ცერებრალური ვაგოტონური გავლენით ან სიმპატიკური მოქმედების შეჩერებით. თუმცა, ჰემოდინამიკა ჩვეულებრივ უბრუნდება ნორმას ანესთეზიის მიმდინარეობისას.

პროპოფოლით ანესთეზიის დაწყების კვლევებმა ბავშვებში გამოავლინეს რომ უსაფრთხოების და ეფექტურობის ხანგრძლივობა არ იცვლება 4 საათის განმავლობაში. ლიტერატურული მტკიცებულების დოკუმენტები იყენებენ ბავშვებში გახანგრძლივებულ პროცედურებს უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შეცვლის გარეშე.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი თვისებები

შეწოვადობა

ინფორმაცია მოცემული არ არის, რადგან პროდუქტის გამოყენება ხდება ინტრა ვენურად.

განაწილება

პროპოფოლი 98 %-ით უკავშირდება პლაზმურ ცილებს. ინტარვენური გამოყენების შედეგად პროპოფილის ფარმაკოკინეტიკის აღწერა შესაძლებელია 3- განყოფილებიანი მეთოდით.

ბიოტრანსფორმაცია :

კლირენსი ვლინდება მეტაბოლური პროცესით ძირითადად ღვიძლში.

გამოყოფა:

პროპოფოლი სწრაფად გამოიყოფა სხეულიდან (სრული კლირენსი 1,5-2 ლიტრი / წთ).

კლირენსი ძირითადად დაკავშირებულია მეტაბოლურ პროცესთან ღვიძლში, რომელიც თავის მხრივ სისხლის ნაკადთანაა დაკავშირებული და რომელშიც პროპოფოლი გარდაიქმნება არააქტიურ კონიუგატად და შეესაბამება შარდის ქინოლინს. ერთჯერადი დოზის 3 მგ/კგ ინტრა ვენური პროპოფილის კლირენსი / კგ სხეულის წონის შედეგად, იგი ასაკის მიხედვით იზრდება: საშუალო კლირენსი მნიშვნელოვნად დაბალია ახალდაბადებულ ბავშვებში 1 თვემდე (n=25) ხოლო 20 მლ/კგ/წთ უფროს ბავშვებთან შედარებით (N=36,4 თვე - 7 წელი). გარდა ამისა, ახალდაბადებულებში აშკარაა ინდივიდუალური ცვალებადობა (3,7 – 78 მლ / კგ/წთ). დოზის შესახებ რეკომენდაციის გაცემა შეუძლებელია აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისათვის შეზღუდული ცდების შედეგების გამო, რომლებიც ძალიან განსხვავდება.

პროპოფოლის საშუალო კლირენსი იყო 23,6 მლ /წთ.კგ (n=6), რომელსაც მოჰყვება მოზრდილ ბავშვებში ერთჯერადი 3 მგ/კგ დიდი დოზის მიღება; 37,5 მლ/წთ/კგ (4-24 თვე) (N=8), 38.7 მლ/წთ/კგ (11-43 თვე), (n=6), 48 მლ/წთ/კგ (1-3 წელი) (n=12), 28,2 მლ/წთ/კგ (4-7 წელი) (n=10).

წინასწარი კლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

წინასწარი კლინიკური მონაცემები არ ავლენენ განსაკუთრებულ საფრთხეს ადამიანებისათვის განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის ან გენოტოქსიკურობაზე ჩატარებული სტანდარტული კვლევების საფუძველზე. კანცეროგენობის კვლევები არ ჩატარებულა. რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევებმა გამოავლინეს პროპოფოლის ფარმაკოდინამიკურ თვისებებთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები მხოლოდ მაღალი დოზის შემთხვევაში. არ გამოვლენილა ტერატოგენული ეფექტები. ტოლერანტობის ადგილობრივ კვლევებში, კუნთში ინექციამ გამოიწვია ქსოვილის დაზიანება ინექციის ადგილის გარშემო.

ფარმაცევტული თვისებები

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

რაფინირებული სოიოს ზეთი

კვერცხის ფოსფოლიპიდი

ოლეინის მჟავა

გლიცეროლი

ნატრიუმის ჰიდროქსიდი

წყალი ინექციისათვის

შეუთავსებლობა

დაუშვებელია პროპოფოლი- PF 1%-ის გაზავება სხვა საინფუზიო ან საინექციო ხსნართან (იხილეთ პუნქტი 4.2).

ვარგისიანობის ვადა

პროდუქტის ვარგისიანობის ვადა ორიგინალ შეფუთვაში არის 24 თვე.

პროპოფოლი- PF 1%-ის შემცველი გამოყენების სისტემა უნდა შეიცვალოს ახლით ყოველ 12 საათში ერთხელ პროდუქტის გახსნის შემდეგ.

შენახვისას გამოსაყენებელი სიფრთხილის ზომები

შეინახეთ 250C-ზე დაბალოთახის ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.

შესანახი კონტეინერის სახე

5x20 მლ ამპულა

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განკარგვისა და გამოყენებისათვის ერთჯერადი გამოყენებისათვის. გამოუყენებელი ემულსია უნდა გადაიღვაროს.

გამოყენებამდე შეანჯღრიეთ.

გამოიყენეთ მხოლოდ ერთგვაროვანი პრეპარატი და დაუზიანებელი პროდუქტი.

გამოყენების წინ, რეზინის საცობი უნდა გაიწმინდოს სპირტის გამოყენებით.

გამოუყენებელი სამკურნალო პრეპარატი ან ნარჩენი მასალები უნდა განიკარგოს „სამედიცინო ნარჩენების შესახებ რეგულაციის“ და „ შეფუთვის კონტროლისა და შესაფუთი ნარჩენების შესახებ რეგულაციის“ შესაბამისად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, აკრძალულია საცალო რეალიზაცია, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის მქონე დაწესებულებებზე (პერიფერიული მიორელაქსანტები)

მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი

POLİFARMA İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.

Vakıflar OSB Mahallesi, Sanayi Caddesi No:22/1 Ergene / თექირდაგი / თურქეთი

ტელ: +90 282 675 14 04

ფაქსი: +90 282 265 14 05

მარკეტინგის ავტორიზაციის ნომერი 2020 /12

  • პირველი ავტორიზაციის / ავტორიზაციის აღდგენის თარიღი პირველი ლიცენზიის თარიღი: 24.01.2020

ლიცენზიის განახლების თარიღი: 13.10.2020

  • ტექსტის მიმოხილვის თარიღი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა