პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სტომატოლოგიური პრეპარატები

სეპტონატი

Septonat

ურეცეპტოდ0,12% + 0,15%ინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

სეპტონატი არის გამჭვირვალე, უფერო ხსნარი მარწყვის არომატით. ის ბაზარზე წარმოდგენილია გაუმჭვირვალე PET ბოთლით 30 მილიგრამიანი პირის ღრუს აპლიკატორით (სპეციალური ჭიქით პირის ღრუში მისივე მისაღებად). …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
0,12% + 0,15% 30მლ ორალური სპრეი, ხსნარი პეტ-ის ფლაკონი №1 აპლიკატორით
მწარმოებელი
VEM İLAÇ San. ve Tic. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სტომატოლოგიური პრეპარატები, სხვა საშუალებები პირის ღრუს დაავადებების ადგილობრივი მკურნალობისთვის
ATC კოდი
A01AD11
რეგისტრაციის ნომერი
რ-040399
რეგისტრირებულია
7 მარტი 2024, მოქმედებს 7 მარტი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
VEM İLAÇ San. ve Tic. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „იუნაითედ კომპანი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებასეპტონატი და სხვა წამალი ერთად

სეპტონატი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სეპტონატი არის გამჭვირვალე, უფერო ხსნარი მარწყვის არომატით. ის ბაზარზე წარმოდგენილია გაუმჭვირვალე PET ბოთლით 30 მილიგრამიანი პირის ღრუს აპლიკატორით (სპეციალური ჭიქით პირის ღრუში მისივე მისაღებად).

სეპტონატი შეიცავს ქლორჰექსიდინის გლუკონატს, რომელიც ანტიმიკრობული თვისებების მქონე ნივთიერებას წარმოადგენს (რომელიც კლავს ან წყვეტს მიკრობების გავრცელებას) და ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი HCI, რომელიც მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო თვისებების მქონე მედიკამენტების ჯგუფს და გამოიყენება ტკივილის და ანთების სამკურნალოდ და აქვს ადგილობრივი ანესთეზიური ეფექტი (აბუჟებს კონკრეტულ არეს სადაც მოხდება მისი გამოყენება) გამოყენების შემდეგ.

სეპტონატი გამოიყენება პირის ღრუში გინგივიტის მკურნალობისას და ყელის ლორწოვანი გარსის ანთებისა და ტკივილის დროს, პირის ღრუს ზედაპირის და ხახის ანთების დროს, ნუშისებრი ჯირკვლის და პირის ღრუში არსებული ჭრილობების ანთებითი პროცესების დროს.

ის გამოიყენება მიკრობული დაავადებების თავიდან ასაცილებლად პირის ღრუში და ყელში, რათა პაციენტს შეუმსუბუქდეს ყლაპვის ფუნქცია და მოიხსნას ღრძილებზე ანთებითი პროცესების სიმპტომები.

იგი გამოიყენება კბილების ირგვლივ არსებულ პროცესებამდე და მის შემდეგ.

ის გამოიყენება პირის ღრუს შიდა შრის (ლორწოვანი გარსის) ანთების დროს რადიაციული თერაპიის და კიბოს პრეპარატების გამოყენების ან სხვა მიზეზების გამო.

იგი გამოიყენება ბაქტერიების მიერ ფორმირებული ფენების (სტომატოლოგიური ნადები) და გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად.

მიღების წესი და დოზირება

სათანადო მიღებისა და დოზირების ინსტრუქციები/გამოყენების სიხშირე:

სეპტონატის გამოყენება ხდება უშუალოდ ყელში ან ანთებით ადგილას.

სეპტონატის დოზაა 5–10 შესხურება. მისი გამეორება შესაძლებელია ყოველ 1.5 – 3 საათში საჭიროებისამებრ.

მიღების წესი და მეთოდი:

სეპტონატი გამოიყენება გაზავების გარეშე. ის არ უნდა გადაგეყლაპოთ და პირის ღრუდან უნდა გამოიდევნოს გადმოფურთხების გზით.

პირველ გამოყენებამდე, რამოდენიმეჯერ ვაჭერთ სატუმბ ღილაკს, სანამ არ განხორციელდება რეგულარული შეფრქვევის მიღება, მოარიდეთ სახეს.

პირის გაღება უნდა მოხდეს მთლიანად, სპრეის თავი უნდა მოთავსდეს პირში და განხორციელდეს შეფრქვევა პირის ღრუში. ეს პროცესი უნდა განხორციელდეს სულ მცირე 4 ჯერ სხვადასხვა ზონებში.

გამოყენების შემდეგ, ბოთლი უნდა მოთავსდეს თავისივე ყუთში სწორ მდგომარეობაში.

ქლორჰექსიდინი სეპტონატში მისივე შემცველობით ამცირებს ნადებს და გინგივიტს მკურნალობის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ სეპტონატი გამოიყენება როგორც ალტერნატივა სხვა პირის ღრუს ჰიგიენურ პროცედურებთან მიმართებაში, მაშინ პირი უნდა გამოირეცხოთ სეპტონატით მინიმუმ 1 წუთის განმავლობაში.

ქლორჰექსიდინით გამოწვეული კბილების შეფერადების შესამცირებლად, რეკომენდებულია კბილების ჯაგრისით გაწმენდა.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვები:

ბავშვებში 6 წლის ზემოთ სპრეის გამოყენება ხდება უშუალოდ ყელში ან ანთებით ზონაში. ზოგადი დოზაა 5 შეფრქვევა. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ ყოველ 1.5 – 3 საათში.

გამოცდილების ნაკლებობის გამო, არ არის რეკომენდებული სეპტონატის გამოყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ხანდაზმულები: არ მოითხოვს დოზის ცვლილებას

მიღების განსაკუთრებული შემთხვევები

თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა:

თირკმელების ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებმა მედიკამენტი უნდა გამოიყენონ უფრო მეტი სიფრთხილით.

თუ გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ სეპტონატსაქვს ძლიერი ან სუსტი ეფექტი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სეპტონატის საჭიროზე მეტი დოზის მიღებისას:

სეპტონატის საჭიროზე მეტი დოზის მიღების დროს მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მოწამვლას არ ექნება ადგილი იმ შემთხვევაში როდესაც გათვალისწინებულია აქტიური ნივთიერების მიღების წესი.

თუმცა, თუ ადგილი აქვს სეპტონატის შემთხვევით გადაყლაპვას, მკურნალობას დაგინიშნავთ თქვენივე ექიმი სიმპტომების შესაბამისად.

თუ დაგავიწყდათ სეპტონატის მიღება

გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

სეპტონატით მკურნალობის შეჩერების პოტენციური შედეგი:

მოსალოდნელი არაა რაიმე შედეგი.

უკუჩვენებები

თუ ხართ ჰიპერსენსიტიური ქლორექსიდინის, ბენზიდამინის ან სხვა ნებისმიერი სეპტონატის შემადგენლობის მიმართ,

თუ ხართ ორსული ან ლაქტაციის პერიოდში;

გამოიჩინეთ განსაკუთრებელი სიფრთხილე სეპტონატის გამოყენების დროს:

სეპტონატის თვალში მოხვედრის შემთხვევაში, ჩამოირეცხეთ ბევრი წყლით.

სეპტონატი გამოიყენება პირის ღრუში, მოარიდეთ თვალთან და ყურთან კონტაქტს.

არ გადაყლაპოთ სეპტონატი და გამოდევნეთ პირის ღრუდან გადმოფურთხების გზით.

გამოიყენეთ მხოლოდ პირის ღრუსათვის, მოარიდეთ თვალთან და ყურთან კონტაქტს.

თუ ყელის ტკივილი გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით ან აღინიშნება ინფექცია, თქვენმა ექიმმა სეპტონატის გამოყენებასთან დამატებით უნდა მიმართოს ანტიბაქტერიულ მკურნალობას.

თუ აღგენიშნებათ ღვიძლის ან თირკმლის დაავადება, გამოიყენეთ უფრო მეტი სიფრთხილით.

მისმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს შექცევადი ფერის ცვლილებები ენასა და კბილებზე. კბილების ფერის ცვლილება არის უვნებელი და შეიძლება შემცირდეს კბილის ჯაგრისის გამოყენების შემდეგ.

სეპტონატი არ არის რეკომენდებული 6 წელზე დაბალი ასაკის ბავშვებში შესაბამისი კლინიკური ცდების ნაკლებობის გამო.

თუ ზემოდ აღნიშნულიდან რომელიმე თუნდაც წარსულში გამოგიცდიათ, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

სეპტონატის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად:

მას არ გააჩნია არანაირი ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან მიმართებაში.

სიფრთხილის ზომები

გარე გამოყენებისთვის.

სეპტონატი არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში შესაბამისი კლინიკური კვლევების არარსებობის გამო.

გამოიყენეთ მხოლოდ პირის ღრუში, მოერიდეთ თვალებთან და ყურებთან კონტაქტს.

შეუძლია ფერის ცვლილება ენაზე და კბილებზე. კბილების შეფერადების შესამცირებლად რეკომენდებულია კბილების გახეხვა გამოყენების წინ .

სეპტონატი არ უნდა გადაიყლაპოს და უნდა გადაიღვაროს პერორალურად გადაფურთხებით.

გამოიყენება განზავების გარეშე.

თუ ყელის ტკივილი გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით ან გამოვლინდა ინფექციით, შეიძლება განიხილებოდეს დამატებით ანტიბაქტერიული მკურნალობა სეპტონატის გამოყენების გარდა.

ვინაიდან აბსორბირებული ბენზიდამინი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდში, სისტემური ეფექტების შესაძლებლობა უნდა იქნას გათვალისწინებული თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ვინაიდან აბსორბირებული ბენზიდამინი მეტაბოლიზდება ღვიძლში მაღალი სიხშირით, გასათვალისწინებელია სისტემური ეფექტების შესაძლებლობა პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით.

ვინაიდან ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს სორბიტოლს, იშვიათი გენეტიკური ფრუქტოზის შეუწყნარებლობის მქონე პაციენტებმა არ უნდა გამოიყენონ ეს წამალი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

სეპტონატს არ აქვს ცნობილი მნიშვნელოვანი წამლის ურთიერთქმედება. ქლორჰექსიდინი, მისი ერთ-ერთი აქტიური ნივთიერება, შეუთავსებელია გარკვეულ ნივთიერებებთან.

ქლორჰექსიდინის მარილები შეუთავსებელია საპონთან და სხვა ანიონურ ნაერთებთან.

ქლორჰექსიდინის მარილები თავსებადია კათიონურ და არაიონურ ზედაპირულ აქტიურ ნივთიერებებთან, თუმცა, როდესაც ისინი ერთად გამოიყენება მაღალი კონცენტრაციით, ქლორჰექსიდინის აქტივობა შეიძლება შემცირდეს სხვადასხვა შეკავშირების გამო.

ხსნადობა შეიძლება გაიზარდოს სურფაქტანტებით, როგორიცაა ცეტრიმიდი და ლისაპოლი NX.

ის შეუთავსებელია ანიონურ პოლიელექტროლიტებთან, როგორიცაა არაბული რეზინა, ნატრიუმის ალგინატი, ნატრიუმის კარბოქსი მეთილის ცელულოზა, სახამებელი და რეზინის ტრაგაკანთა, მაგრამ ასევე მცირდება ამ ნივთიერებების ეფექტი.

ის ასევე შეუთავსებელია ბრილიანტის მწვანესთან, ქლორამფენიკოლთან, სპილენძის სულფატთან, ფტოროზინის ნატრიუმთან, ფორმალდეჰიდთან, ვერცხლის ნიტრატთან, თუთიის სულფატთან.

ხისტი წყლით განზავებისას მას შეუძლია დალექოს უხსნადი მარილები, რადგან ის ურთიერთქმედებს Ca+2 და Mg+2 კატიონებთან.

თუ ქლორჰექსიდინის მარილების ხსნადობა ბენზოატებთან, ბიკარბონატებთან, კარბონატებთან, ბორატებთან, ნიტრატებთან, ფოსფატებთან, სულფატებთან ერთად 0,05%-ზე მეტია, ისინი ილექება, რადგან მათი ხსნადობა იწვევს ნაკლებ მარილებს. ვინაიდან ცეტრიმიდი ზრდის ამ მარილების ხსნადობას, ის არ იშლება ცეტრიმიდთან შერწყმისას.

ქლორჰექსიდინის გლუკონატი თავსებადია ცეტრიმიდთან და ბენზალკონიუმის ქლორიდთან. ისინი სინერგიულად აძლიერებენ ბაქტერიციდულ ეფექტს. ცეტრიმიდი ხელს უშლის ქლორჰექსიდინის დალექვას ხისტი წყლით. ქლორჰექსიდინი და მისი მარილები, გარდა ქლორჰექსიდინის გლუკონატისა, უკეთესად იხსნება ვიდრე წყალი ალკოჰოლში.

ქლორჰექსიდინის გლუკონატის ხსნარი შეიძლება დაილექოს ალკოჰოლთან დამატებისას. ის შეუძლება ადსორბირდეს ცელულოზის ფილტრების მეშვეობით ფილტრაციის დროს.

ბენზიდამინთან წამლის ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა.

დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ:

არ ჩატარებულა ურთიერთქმედების კვლევა სპეციალურ პოპულაციებთან დაკავშირებით.

პედიატრიული მოსახლეობა

პედიატრიულ პოპულაციასთან დაკავშირებით არ ჩატარებულა ურთიერთქმედების კვლევა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

მედიკამენტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დაუშვებელია ორსულობის პერიოდში სეპტონატის გამოყენება.

თუ მკურნალობის განმავლობაში აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

მედიკამენტის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ გამოიყენოთ სეპტონატი ლაქტაციის პერიოდში.

მანქანის ტარება და სხვა მექანიზმების მართვა

სეპტონატი არ ახდენს უარყოფით ზეგავლენას მანქანის ან სხვა მექანიზმების მართვაზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სეპტონატშიშემავალი დამხმარე ნივთიერებების შესახებ

რადგანაც ეს სამედიცინო პროდუქტი შეიცავს სორბიტოლს, თუ კი ექიმის რეკომენდაციის მიხედვით თქვენ მიეკუთვნებით რისკის ჯგუფს გარკვეული შაქრის მიმართ, სეპტონატის მიღებამდე გთხოვთ გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

სეპტონატის სხვა მედიკამენტებთან მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების შესახებ არ არის ცნობილი.

ქლორგექსიდინის მარილები, ერთ-ერთი ნარკოტიკული ნივთიერება ქლორგექსიდინში, შეუთავსებელია საპონთან და სხვა უარყოფითად დამუხტულ (ანიონური) ნაერთებთან,

ქლორამფენიკოლი (ანტიბიოტიკი)

ზოგიერთი არაორგანული მარილები და ორგანული ნაერთები;

ბენზიდამინთან ურთიერთქმედება ცნობილი არ არის.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით სხვა რეცეფტორულ ან არარეცეფტორულ პრეპარატებს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ მოქმედებს ავტომობილის მართვაზე და მექანიზმებთან მუშაობაზე.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად გვერდითი მოვლენები შესაძლოა გამოვლინდეს იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა სეპტონატში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ სეპტონატის გამოყენება და დაუყონებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან კიდევ მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო გადაუდებელ განყოფილებას:

მოულოდნელი სუნთქვის გართულებები, კანის წვა, სახისა და ენის შეშუპება (ანაფილაქსისი)

ჰიპერმგრძნობიარე რეაქციები

ალერგიული რეაქციები

ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები საკმაოდ სერიოზულია. თუ თქვენ გაქვთ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე გვერდითი მოვლენა, მაშინ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია სეპტონატის მიმართ. დაუყონებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას ან საავადმყოფოს. ასეთი სერიოზული გვერდითი მოვლენები იშვიათად ვლინდება.

გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდება შემდეგ კატეგორიებად:

ძალიან გავრცელებული: გამოვლენილია ყოველი 10 პაციენტიდან სულ მცირე 1 პაციენტში.

გავრცელებული: ერთზე ნაკლები ყოველ 10 პაციენტში და ერთზე მეტი ყოველ 100 პაციენტში.

არაგავრცელებული: ერთზე ნაკლები ყოველ 100 პაციენტში და ერთზე მეტი ყოველ 1000 პაციენტში.

იშვიათი: ერთზე ნაკლები ყოველ 1000 პაციენტში და ერთზე მეტი ყოველ 10,000 პაციენტში.

ძალიან იშვიათი: ერთზე ნაკლები ყოველ 10,000 პაციენტში.

უცნობია: არსებული მონაცემებით შეუძლებელია განსაზღვრა.

ძალიან გავრცელებული:

პირის ღრუში სიცივის შეგრძნება

დესენსიტიზაცია პირის ღრუს ქსოვილში

გავრცელებული

წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება პირის ღრუში

გულისრევა, ღებინება, გულისრევის შეგრძნება

განსხვავება გემოვნებით მგრძნობელობაში

ლაქები კბილებზე და პირის ღრუს სხვა ზედაპირებზე

კბილის ქვების ფორმაციის ზრდა

ძალიან იშვიათი

ალერგიული რეაქცია

ჰიპერსენსიტიური რეაქციები

სუნთქვის უცაბედი უკმარისობა

სანერწყვე ჯირკვლის ზრდა

კანის წვა

სახისა და ენის შეშუპება

უცნობი

თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ურეაქციო მდგომარეობა

პირის სიმშრალე ან წყურვილი

ყელის გაღიზიანება და ხველება

რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს

გვერდითი მოვლენების გამოვლენა

ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. უფრო მეტიც, მიაწოდეთ თქვენს მიერ განცდილი გვერდითი ეფექტების შესახებ ანგარიშითურქეთის ფარმაკოლოგიის ცენტრს (TUFAM), დააჭირეთ "გვერდითი მოვლენების ანგარიშს" ვებგვერდზე HYPERLINK "http://www.titck.gov.tr" www.titck.gov.tr ან დარეკეთ ნომერზე 0 800 314 00 08, რომელიც გვერდითი მოვლენების შესახებ მოხსენებების ცხელი ხაზი გახლავთ. გვერდითი მოვლენების შესახებ მოხსენების შედეგად თქვენ შეისწავლით უფრო მეტს იმ მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენებაზე რომელსაც მოიხმართ.

ჭარბი დოზა

მოწამვლა შეუძლებელია, აქტიური ნივთიერების შეყვანის გზის გათვალისიწინებით.

თუმცა, თუ სეპტონატის შემთხვევით გადაყლაპვისას უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება:

30 მლ ხსნარში:

ქლორჰექსიდინის გლუკონატი………….. 36 მგ

ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი……….. 45 მგ

დამხმარე ნივთიერება(ები):

სორბიტოლი (E 420) ................... 6 გ

იხილეთ ნაწილი 6.1 დამხმარე ნივთიერებებისთვის.

შენახვის პირობები

სეპტონატი ინახება შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილასოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25oC.

ბოთლი მოთავსებული უნდა იქნეს ყუთში სწორ მდგომარეობაში.

გამოიყენეთ მოქმედების ვადის შესაბამისად

სეპტონატის მიღება დაუშვებელია გამოყენების ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ სეპტონატი თუ კი შეამჩნევთ რაიმე სახის ნაკლს შეფუთვაზე ან პროდუქტზე.

არ გადააგდოთ ურნაში ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით გარემოსა და ურბანიზმის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ დაჯგუფეთა სისტემას.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

სხვა საშუალებები ადგილობრივი პერორალური მკურნალობისთვის

ათქ კოდი: A01AD11

ბენზიდამინი არის ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებელი აგენტი, რომელიც არ არის დაკავშირებული სტეროიდულ ჯგუფთან, როგორც სტრუქტურა. ბენზიდამინი განსხვავდება სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისგან ბაზის ფორმირების თვალსაზრისით.

ბენზიდამინს აქვს ადგილობრივი საანესთეზიო ეფექტი ადგილობრივ მკურნალობაში გამოყენებულ კონცენტრაციებში. ბენზიდამინის ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება დაფიქსირდა უფრო ხშირად, ვიდრე არაანთებითი ტკივილი ექსპერიმენტული ანთებით მოდელებში.

ქლორჰექსიდინი არის ბიგუანიდური ანტისეპტიკური საშუალება და ხელს უწყობს ნადების და გინგივიტის განვითარებას შემცირებას, როდესაც პირის ღრუს ჰიგიენა შეფერხებულია. მას აქვს ორალური კავშირი სტომატოლოგიური ჰიდროქსიაპატიტის, კბილის ზედაპირის, ბაქტერიების და ნერწყვის ცილების მიმართ. ქლორჰექსიდინი ამცირებს დენტალურ ნადების დეპონირებას და თანმხლებ გინგივიტს, რომელსაც ახასიათებს ღრძილების სიწითლე, შეშუპება ან სისხლდენა.

ამცირებს აფთოზური წყლულების შემთხვევების სიხშირეს და ზრდის შეხორცების სიჩქარეს პაროდონტული ოპერაციის შემდეგ.

ბენზიდამინის ანთების საწინააღმდეგო მოქმედების მექანიზმი არ არის დაკავშირებული თირკმელზედა ჯირკვლის სეკრეციასთან. სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, ბენზიდამინი აფერხებს პროსტაგლანდინების ბიოსინთეზს გარკვეულ პირობებში. მაგრამ ეს ფუნქცია სრულად არ არის ახსნილი. უჯრედის მემბრანებზე სტაბილიზაციის ეფექტი შეიძლება მიეკუთვნებოდეს მოქმედების მექანიზმს.

პრეპარატის ნორმალური ადგილობრივი გამოყენების შემდეგ ქლორჰექსიდინს აქვს ბაქტერიოციდული მოქმედება გაფართოებული ბაქტერიოსტატიკური ეფექტის შემდეგ. ქლორჰექსიდინი ყველაზე ეფექტურია ისეთ მიკროორგანიზმებში, როგორიცაა გრამ (+) და გრამ (-) ბაქტერიები, საფუარი და ზოგიერთი სოკო და ვირუსი. ქლორჰექსიდინი ანელებს ბაქტერიების ზრდას დაგვიანებული ზედაპირული ეფექტით. ის შეიწოვება მიკრობული უჯრედის კედლებიდან და იწვევს მემბრანის გაჟონვას.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი მახასიათებლები

აბსორბცია:

ბენზიდამინის ჰიდროქლორიდის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, ბენზიდამინი შეიწოვება ანთებითი პირის ღრუს ლორწოვანი გარსით და ავლენს ანთების საწინააღმდეგო და საანესთეზიო ეფექტებს შეყვანის ადგილზე.

დისტრიბუცია:

სეპტონატი არის ლოკალური ეფექტური პრეპარატი. ამ მიზეზით, თუ იგი გამოიყენება აღწერილობის შესაბამისად, არ უნდა გადაყლაპოს. ამრიგად, სისტემური აბსორბცია და განაწილება მოსალოდნელი არ არის. გარდა ამისა, ორივე კომპონენტი ნაკლებად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსით.

ბიოტრანსფორმაცია:

იმის გამო, რომ ქლორჰექსიდინის შეწოვა მინიმალურია, მისი გაზომვა პლაზმაში შეუძლებელია. ბენზიდამინი ძირითადად მეტაბოლიზდება დაჟანგვისა და კონიუგაციის გზით.

აღმოფხვრა:

ქლორჰექსიდინი არ გროვდება ორგანიზმში და მხოლოდ ძალიან ცოტა მეტაბოლიზდება. მიღებული ქლორჰექსიდინის დაახლოებით 10% გამოიყოფა თირკმელებით შეწოვის შემდეგ; არააბსორბირებული პრეპარატის 90% გამოიყოფა განავლით.

ბენზიდამინი და მეტაბოლიტები, რომლებიც მონაწილეობენ სისტემურ მიმოქცევაში, ძირითადად გამოიყოფა შარდში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

შეფუთვის ფურცელი

სეპტონატი 0.12 % + 0.15 % პერორალური სპრეი

SEPTONAT 0.12 % + 0.15 % ORAL SPRAY

იგი გამოიყენება პირის ღრუსა და ყელის შიდა ზედაპირზე (გარედან)

მედიკამენტის ნივთიერებები: ხსნარის ყოველი 30 მლ შეიცავს 36 მგ ქლორჰექსიდინის გლუკონატს და 45 მგ ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს როგორც აქტიურ ნივთიერებებს.

დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი, სორბიტოლი (E 420), ჰიდროქსიეთილის ცელულოზა, მარწყვის გემო და გამოხდილი წყალი.

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია. ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მოცემული პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ იგი სხვებს,

პრეპარატის გამოყენების დროს ექიმთან ან ჰოსპიტალში ვიზიტისას, აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ მოცემულ პრეპარატს.

ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში მოცემული მითითებები. დაუშვებელია რეკომენდირებულზე მეტი ან ნაკლები დოზის მიღება.

ინსტრუქციაში მოცემულია შემდეგი საკითხები:

რა არის სეპტონატი და რისთვის გამოიყენება ის?

რა უნდა იცოდეთ სეპტონატის გამოყენებამდე

როგორ გამოვიყენოთ სეპტონატი?

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სეპტონატის შენახვის პირობები

რა არის სეპტონატი და რისთვის გამოიყენება ის?

სეპტონატი არის გამჭვირვალე, უფერო ხსნარი მარწყვის არომატით. ის ბაზარზე წარმოდგენილია გაუმჭვირვალე PET ბოთლით 30 მილიგრამიანი პირის ღრუს აპლიკატორით (სპეციალური ჭიქით პირის ღრუში მისივე მისაღებად).

სეპტონატი შეიცავს ქლორჰექსიდინის გლუკონატს, რომელიც ანტიმიკრობული თვისებების მქონე ნივთიერებას წარმოადგენს (რომელიც კლავს ან წყვეტს მიკრობების გავრცელებას) და ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი HCI, რომელიც მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო თვისებების მქონე მედიკამენტების ჯგუფს და გამოიყენება ტკივილის და ანთების სამკურნალოდ და აქვს ადგილობრივი ანესთეზიური ეფექტი (აბუჟებს კონკრეტულ არეს სადაც მოხდება მისი გამოყენება) გამოყენების შემდეგ.

სეპტონატი გამოიყენება პირის ღრუში გინგივიტის მკურნალობისას და ყელის ლორწოვანი გარსის ანთებისა და ტკივილის დროს, პირის ღრუს ზედაპირის და ხახის ანთების დროს, ნუშისებრი ჯირკვლის და პირის ღრუში არსებული ჭრილობების ანთებითი პროცესების დროს.

ის გამოიყენება მიკრობული დაავადებების თავიდან ასაცილებლად პირის ღრუში და ყელში, რათა პაციენტს შეუმსუბუქდეს ყლაპვის ფუნქცია და მოიხსნას ღრძილებზე ანთებითი პროცესების სიმპტომები.

იგი გამოიყენება კბილების ირგვლივ არსებულ პროცესებამდე და მის შემდეგ.

ის გამოიყენება პირის ღრუს შიდა შრის (ლორწოვანი გარსის) ანთების დროს რადიაციული თერაპიის და კიბოს პრეპარატების გამოყენების ან სხვა მიზეზების გამო.

იგი გამოიყენება ბაქტერიების მიერ ფორმირებული ფენების (სტომატოლოგიური ნადები) და გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად.

რა უნდა იცოდეთ სეპტონატის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ სეპტონატი:

თუ ხართ ჰიპერსენსიტიური ქლორექსიდინის, ბენზიდამინის ან სხვა ნებისმიერი სეპტონატის შემადგენლობის მიმართ,

თუ ხართ ორსული ან ლაქტაციის პერიოდში;

გამოიჩინეთ განსაკუთრებელი სიფრთხილე სეპტონატის გამოყენების დროს:

სეპტონატის თვალში მოხვედრის შემთხვევაში, ჩამოირეცხეთ ბევრი წყლით.

სეპტონატი გამოიყენება პირის ღრუში, მოარიდეთ თვალთან და ყურთან კონტაქტს.

არ გადაყლაპოთ სეპტონატი და გამოდევნეთ პირის ღრუდან გადმოფურთხების გზით.

გამოიყენეთ მხოლოდ პირის ღრუსათვის, მოარიდეთ თვალთან და ყურთან კონტაქტს.

თუ ყელის ტკივილი გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით ან აღინიშნება ინფექცია, თქვენმა ექიმმა სეპტონატის გამოყენებასთან დამატებით უნდა მიმართოს ანტიბაქტერიულ მკურნალობას.

თუ აღგენიშნებათ ღვიძლის ან თირკმლის დაავადება, გამოიყენეთ უფრო მეტი სიფრთხილით.

მისმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს შექცევადი ფერის ცვლილებები ენასა და კბილებზე. კბილების ფერის ცვლილება არის უვნებელი და შეიძლება შემცირდეს კბილის ჯაგრისის გამოყენების შემდეგ.

სეპტონატი არ არის რეკომენდებული 6 წელზე დაბალი ასაკის ბავშვებში შესაბამისი კლინიკური ცდების ნაკლებობის გამო.

თუ ზემოდ აღნიშნულიდან რომელიმე თუნდაც წარსულში გამოგიცდიათ, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

სეპტონატის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად:

მას არ გააჩნია არანაირი ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან მიმართებაში.

ორსულობა

მედიკამენტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დაუშვებელია ორსულობის პერიოდში სეპტონატის გამოყენება.

თუ მკურნალობის განმავლობაში აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

მედიკამენტის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ გამოიყენოთ სეპტონატი ლაქტაციის პერიოდში.

მანქანის ტარება და სხვა მექანიზმების მართვა

სეპტონატი არ ახდენს უარყოფით ზეგავლენას მანქანის ან სხვა მექანიზმების მართვაზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სეპტონატშიშემავალი დამხმარე ნივთიერებების შესახებ

რადგანაც ეს სამედიცინო პროდუქტი შეიცავს სორბიტოლს, თუ კი ექიმის რეკომენდაციის მიხედვით თქვენ მიეკუთვნებით რისკის ჯგუფს გარკვეული შაქრის მიმართ, სეპტონატის მიღებამდე გთხოვთ გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

სეპტონატის სხვა მედიკამენტებთან მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების შესახებ არ არის ცნობილი.

ქლორგექსიდინის მარილები, ერთ-ერთი ნარკოტიკული ნივთიერება ქლორგექსიდინში, შეუთავსებელია საპონთან და სხვა უარყოფითად დამუხტულ (ანიონური) ნაერთებთან,

ქლორამფენიკოლი (ანტიბიოტიკი)

ზოგიერთი არაორგანული მარილები და ორგანული ნაერთები;

ბენზიდამინთან ურთიერთქმედება ცნობილი არ არის.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით სხვა რეცეფტორულ ან არარეცეფტორულ პრეპარატებს.

როგორ გამოვიყენოთ სეპტონატი?

სათანადო მიღებისა და დოზირების ინსტრუქციები/გამოყენების სიხშირე:

სეპტონატის გამოყენება ხდება უშუალოდ ყელში ან ანთებით ადგილას.

სეპტონატის დოზაა 5–10 შესხურება. მისი გამეორება შესაძლებელია ყოველ 1.5 – 3 საათში საჭიროებისამებრ.

მიღების წესი და მეთოდი:

სეპტონატი გამოიყენება გაზავების გარეშე. ის არ უნდა გადაგეყლაპოთ და პირის ღრუდან უნდა გამოიდევნოს გადმოფურთხების გზით.

პირველ გამოყენებამდე, რამოდენიმეჯერ ვაჭერთ სატუმბ ღილაკს, სანამ არ განხორციელდება რეგულარული შეფრქვევის მიღება, მოარიდეთ სახეს.

პირის გაღება უნდა მოხდეს მთლიანად, სპრეის თავი უნდა მოთავსდეს პირში და განხორციელდეს შეფრქვევა პირის ღრუში. ეს პროცესი უნდა განხორციელდეს სულ მცირე 4 ჯერ სხვადასხვა ზონებში.

გამოყენების შემდეგ, ბოთლი უნდა მოთავსდეს თავისივე ყუთში სწორ მდგომარეობაში.

ქლორჰექსიდინი სეპტონატში მისივე შემცველობით ამცირებს ნადებს და გინგივიტს მკურნალობის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ სეპტონატი გამოიყენება როგორც ალტერნატივა სხვა პირის ღრუს ჰიგიენურ პროცედურებთან მიმართებაში, მაშინ პირი უნდა გამოირეცხოთ სეპტონატით მინიმუმ 1 წუთის განმავლობაში.

ქლორჰექსიდინით გამოწვეული კბილების შეფერადების შესამცირებლად, რეკომენდებულია კბილების ჯაგრისით გაწმენდა.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვები:

ბავშვებში 6 წლის ზემოთ სპრეის გამოყენება ხდება უშუალოდ ყელში ან ანთებით ზონაში. ზოგადი დოზაა 5 შეფრქვევა. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ ყოველ 1.5 – 3 საათში.

გამოცდილების ნაკლებობის გამო, არ არის რეკომენდებული სეპტონატის გამოყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ხანდაზმულები: არ მოითხოვს დოზის ცვლილებას

მიღების განსაკუთრებული შემთხვევები

თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა:

თირკმელების ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებმა მედიკამენტი უნდა გამოიყენონ უფრო მეტი სიფრთხილით.

თუ გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ სეპტონატსაქვს ძლიერი ან სუსტი ეფექტი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სეპტონატის საჭიროზე მეტი დოზის მიღებისას:

სეპტონატის საჭიროზე მეტი დოზის მიღების დროს მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მოწამვლას არ ექნება ადგილი იმ შემთხვევაში როდესაც გათვალისწინებულია აქტიური ნივთიერების მიღების წესი.

თუმცა, თუ ადგილი აქვს სეპტონატის შემთხვევით გადაყლაპვას, მკურნალობას დაგინიშნავთ თქვენივე ექიმი სიმპტომების შესაბამისად.

თუ დაგავიწყდათ სეპტონატის მიღება

გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

სეპტონატით მკურნალობის შეჩერების პოტენციური შედეგი:

მოსალოდნელი არაა რაიმე შედეგი.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად გვერდითი მოვლენები შესაძლოა გამოვლინდეს იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა სეპტონატში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ სეპტონატის გამოყენება და დაუყონებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან კიდევ მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო გადაუდებელ განყოფილებას:

მოულოდნელი სუნთქვის გართულებები, კანის წვა, სახისა და ენის შეშუპება (ანაფილაქსისი)

ჰიპერმგრძნობიარე რეაქციები

ალერგიული რეაქციები

ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები საკმაოდ სერიოზულია. თუ თქვენ გაქვთ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე გვერდითი მოვლენა, მაშინ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია სეპტონატის მიმართ. დაუყონებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას ან საავადმყოფოს. ასეთი სერიოზული გვერდითი მოვლენები იშვიათად ვლინდება.

გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდება შემდეგ კატეგორიებად:

ძალიან გავრცელებული: გამოვლენილია ყოველი 10 პაციენტიდან სულ მცირე 1 პაციენტში.

გავრცელებული: ერთზე ნაკლები ყოველ 10 პაციენტში და ერთზე მეტი ყოველ 100 პაციენტში.

არაგავრცელებული: ერთზე ნაკლები ყოველ 100 პაციენტში და ერთზე მეტი ყოველ 1000 პაციენტში.

იშვიათი: ერთზე ნაკლები ყოველ 1000 პაციენტში და ერთზე მეტი ყოველ 10,000 პაციენტში.

ძალიან იშვიათი: ერთზე ნაკლები ყოველ 10,000 პაციენტში.

უცნობია: არსებული მონაცემებით შეუძლებელია განსაზღვრა.

ძალიან გავრცელებული:

პირის ღრუში სიცივის შეგრძნება

დესენსიტიზაცია პირის ღრუს ქსოვილში

გავრცელებული

წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება პირის ღრუში

გულისრევა, ღებინება, გულისრევის შეგრძნება

განსხვავება გემოვნებით მგრძნობელობაში

ლაქები კბილებზე და პირის ღრუს სხვა ზედაპირებზე

კბილის ქვების ფორმაციის ზრდა

ძალიან იშვიათი

ალერგიული რეაქცია

ჰიპერსენსიტიური რეაქციები

სუნთქვის უცაბედი უკმარისობა

სანერწყვე ჯირკვლის ზრდა

კანის წვა

სახისა და ენის შეშუპება

უცნობი

თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ურეაქციო მდგომარეობა

პირის სიმშრალე ან წყურვილი

ყელის გაღიზიანება და ხველება

რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს

გვერდითი მოვლენების გამოვლენა

ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. უფრო მეტიც, მიაწოდეთ თქვენს მიერ განცდილი გვერდითი ეფექტების შესახებ ანგარიშითურქეთის ფარმაკოლოგიის ცენტრს (TUFAM), დააჭირეთ "გვერდითი მოვლენების ანგარიშს" ვებგვერდზე HYPERLINK "http://www.titck.gov.tr" www.titck.gov.tr ან დარეკეთ ნომერზე 0 800 314 00 08, რომელიც გვერდითი მოვლენების შესახებ მოხსენებების ცხელი ხაზი გახლავთ. გვერდითი მოვლენების შესახებ მოხსენების შედეგად თქვენ შეისწავლით უფრო მეტს იმ მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენებაზე რომელსაც მოიხმართ.

  • სეპტონატის შენახვის პირობები

სეპტონატი ინახება შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილასოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25oC.

ბოთლი მოთავსებული უნდა იქნეს ყუთში სწორ მდგომარეობაში.

გამოიყენეთ მოქმედების ვადის შესაბამისად

სეპტონატის მიღება დაუშვებელია გამოყენების ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ სეპტონატი თუ კი შეამჩნევთ რაიმე სახის ნაკლს შეფუთვაზე ან პროდუქტზე.

არ გადააგდოთ ურნაში ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით გარემოსა და ურბანიზმის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ დაჯგუფეთა სისტემას.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი

VEM İLAÇ San. ve Tic. A.S.

Maslak Mahallesi AOS 55. Sokak

42 Maslak A Blok Sit. No: 2/134

სარიერი/სტამბოლი/თურქეთი

მწარმოებელი

VEM İLAÇ San. ve Tic. A.S.

Çerkezköy Organize Sanayi Bölgesi

KaraağaçMah. FatihBlv. No: 38

კაპაკლი/თექირდაღი/თურქეთი

ინსტრუქცია დამოწმებული იქნა 24/09/2021 .

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა