პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები

სალბუაირი 2,5მგ

SALBUAIR 2,5mg

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადსაფრანგეთი
რისთვის გამოიყენება

მედიკამენტი წარმოდგენილია ნებულაიზერით ინჰალაციისთვის განკუთვნილ წყალხსნარის შემცველი ამპულების სახით. სალბუაირი 2.5 მგ შეიცავს 2,5 მგ სალბუტამოლს (შეესაბამება 3 მგ სალბუტამოლის სულფატს), რომელიც განზავებულია 2.5 მლ სტერილურ იზოტონურ ფიზიოლოგიურ ხსნარში. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
სალბუტამოლი (salbutamol)
ფორმა და შეფუთვა
2,5მგ/2,5მლ 2,5მლ საინჰალაციო ხსნარი ამპულა №60 ნებულაიზერისთვის
მწარმოებელი
Laboratoire Unither, საფრანგეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ბეტა-2-ადრენორეცეპტორების სელექციური აგონისტები
ATC კოდი
R03AC02
რეგისტრაციის ნომერი
რ-044495
რეგისტრირებულია
17 დეკემბერი 2025, მოქმედებს 17 დეკემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ი ემ თი ფარმა“
ურთიერთქმედების შემოწმებასალბუაირი 2,5მგ და სხვა წამალი ერთად

სალბუაირი 2,5მგ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მედიკამენტი წარმოდგენილია ნებულაიზერით ინჰალაციისთვის განკუთვნილ წყალხსნარის შემცველი ამპულების სახით. სალბუაირი 2.5 მგ შეიცავს 2,5 მგ სალბუტამოლს (შეესაბამება 3 მგ სალბუტამოლის სულფატს), რომელიც განზავებულია 2.5 მლ სტერილურ იზოტონურ ფიზიოლოგიურ ხსნარში.

მედიკამენტის აქტიური ნივთიერება, სალბუტამოლი, მიეკუთვნება ბრონქოდილატატორების ჯგუფს, რომელიც ადუნებს ფილტვების სასუნთქი გზების კედლებში არსებულ კუნთებს, რაც ხელს უწყობს სასუნთქი გზების გახსნას და აიოლებს სუნთქვას.

მედიკამენტი განკუთვნილია ქრონიკული ბრონქოსპაზმის (ფილტვებში სასუნთქი გზების დახშობა) სამკურნალოდ, რომელიც არ ემორჩილება ტრადიციულ თერაპიას და მწვავე ასთმის მძიმე მიმდინარეობის დროს.

  • რა უნდა ვიცოდეთ სალბუაირი 2,5 მგ-ს მიღებამდე

მიღების წესი და დოზირება

ზედმიწევნით დაიცავით სალბუაირი 2,5 მგ-ს მიღებასთან დაკავშირებით თქვენი ექიმის მიერ მოცემული მითითებები. რაიმე სახით დაეჭვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სალბუაირი გამოყენებულ უნდა იქნას მოთხოვნისამებრ და არა რეგულარულად.

თუ გაქვთ აქტიური ასთმა (მაგალითად, გაქვთ ხშირი სიმპტომები ან შეტევები, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება, რომელიც ართულებს ლაპარაკს, ჭამას ან ძილს; ხველა; ხიხინი; გულმკერდის შებოჭილობა; ან შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობები), ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, რომელმაც, ასთმის კონტროლის მიზნით, შესაძლოა დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა ან გაზარდოს არსებული მკურნალობის დოზა, მაგალითად ინჰალაციური კორტიკოსტეროიდით.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ მედიკამენტი ჩვეულებისამებრ კარგად აღარ მოქმედებს (მაგალითად, თუ სუნთქვის პრობლემების შესამსუბუქებლად უფრო მაღალი დოზები გჭირდებათ ან თუ ინჰალატორი არ უზრუნველყოფს შვებას მინიმუმ 3 საათის განმავლობაში), ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენი ასთმა უარესდება და შესაძლოა დაგჭირდეთ სხვა მედიკამენტი.

თუ სალბუაირი 2,5 მგ-ს იყენებთ კვირაში ორზე მეტჯერ ასთმის სიმპტომების სამკურნალოდ, თუ არ ჩავთვლით ფიზიკური დატვირთვის წინ პრევენციული გამოყენებას, ეს მიუთითებს ცუდად კონტროლირებულ ასთმაზე და შესაძლოა გაზარდოს მძიმე ასთმური შეტევების (ასთმის გამწვავების) რისკი, რამაც შეიძლება სერიოზულ გართულებები გამოიწვიოს, სიცოცხლისთვის საშიში იყოს ან სულაც ფატალურად დასრულდეს. დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, ასთმის მკურნალობის გადასახედად.

თუ ფილტვების ანთების სამკურნალოდ ყოველდღიურად იყენებთ მედიკამენტს, მაგალითად, „ინჰალაციურ კორტიკოსტეროიდს“, მნიშვნელოვანია მისი რეგულარული გამოყენება გააგრძელოთ, მაშინაც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ.

გამოყენება მოზრდილებსა და ბავშვებში:

რეკომენდებული დოზაა 2.5 მგ მაქსიმუმ 4-ჯერ დღეში. ექიმმა დოზა შეიძლება გაზარდოს 5 მგ-მდე მაქსიმუმ 4-ჯერ დღეში. ექიმის რეკომენდაციის მიხედვით, ნებულაიზერი შეიძლება გამოყენებულ იქნას ყოველდღე, რეგულარულად ან ხმაურიანი სუნთქვის ან სუნთქვის უკმარისობის შემთხვევაში. სალბუაირი 2,5 მგ გამოყენებულ უნდა იქნას სათანადო ნებულაიზერის ხელსაწყოს საშუალებით. წარმოქმნილი ორთქლის ინჰალაცია უნდა მოხდეს სახის ნიღბის ან სპეციალური სამაგრის მეშვეობით. ნებულაიზერის შერჩევა და მისი გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად.

მედიკამენტის სწორად მოხმარების ინსტრუქცია:

მედიკამენტი განკუთვნილია ნებულაიზერის მეშვეობით ინჰალაციისათვის, ამიტომ არ შეიძლება მისი ინექცია ან გადაყლაპვა.

  • მოამზადეთ თქვენი ნებულაიზერი მწარმოებლისა და ექიმის მითითებების შესაბამისად. დარწმუნდით, რომ ნებულაიზერის მოწყობილობა სუფთაა.
  • კოლოფიდან ამოიღეთ ამპულების ერთი პლასტმასის ფირფიტა, გახსენით და ამოიღეთ ერთ-ერთი ამპულა (სურ. 1). დარჩენილი ამპულები დატოვეთ ფირფიტაზე და დააბრუნეთ კოლოფში.
  • აიღეთ ამპულა და გახსენით ზედა ნაწილის დატრიალებით. (სურ..2).
  • თუ ექიმი სხვაგვარად არ გითხრათ, ამპულაში არსებული მთელი სითხე დაამატეთ ნებულაიზერის კონტეინერში არსებულ ხსნარს.
  • გამოიყენეთ ნებულაიზერი ექიმის დანიშნულების მიხედვით. გადააგდეთ ცარიელი პლასტმასის ამპულა.
  • ნებულაიზერის გამოყენების შემდეგ გაწმინდეთ ის მწარმოებლის მითითებების მიხედვით.

თუ ფიქრობთ, რომ სალბუაირი 2,5 მგ-ს მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი სალბუაირი 2,5 მგ.

საჭიროზე მეტი სალბუაირი 2,5 მგ-ს მიღებისას შესაძლებელია განვითარდეს გულის რითმის დარღვევა, პალპიტაცია, ტრემორი, არტერიული წნევის მატება ან კლება, პულსის დარღვევა, სტენოკარდია, წამოწითლება, პირის სიმშრალე და აკომოდაციის დარღვევა.

დოზის გადაჭარბების ან შემთხვევითი მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან დარეკეთ ტოქსიკოლოგიურ საინფორმაციო სამსახურში, ტელეფონის ნომერზე 91 562 04 20 მედიკამენტისა და მიღებული რაოდენობის მითითებით. მიმართეთ თქვენს ექიმს ან ყველაზე ახლოს მდებარე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს. თან იქონიეთ წინამდებარე ანოტაცია ან ამ მედიკამენტის ამპულა, რათა ექიმმა იცოდეს რას ღებულობთ და შეძლოს შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა.

თუ დაგავიწყდათ სალბუაირი 2,5 მგ-ს მიღება

თუ დაგავიწყდათ სალბუაირი 2,5 მგ-ს მიღება, მიიღეთ შემდეგი დოზა როდესაც გიწევთ მისი გამოყენება ან მანამდე, იმ შემთხვევაში თუ გაგიძნელდათ სუნთქვა. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.

უკუჩვენებები

თუ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ხართ სალბუტამოლის ან სალბუაირი 2,5 მგ-ს რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ.

არ უნდა იქნას გამოყენებული ნაადრევი მშობიარობის ან ორსულობის ნაადრევად შეწყვეტის საფრთხის შემთხვევაში.

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ სალბუაირის 2,5 მგ გამოყენებისას.

ამ მედიკამენტით მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ ექიმს:

თუ გაქვთ გულის რაიმე სახის დაავადება, არარეგულარული გულისცემა ან სტენოკარდია.

თუ გაქვთ ზედმეტად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი.

თუ გაქვთ სისხლში კალიუმის მაღალი დონე.

თუ გაქვთ დიაბეტი.

თუ გაქვთ სისხლში ლაქტატის მაღალი დონე (ლაქტაციდოზი), რადგან ამ დონის მატებამ შესაძლოა გააუარესოს სუნთქვის პრობლემები.

თუ სალბუტამოლსა და იპრატროპიუმის ბრომიდს ერთდროულად მიიღებთ, ამ კომბინაციამ შესაძლოა გამოიწვიოს თვალის პრობლემები, როგორიცაა დახურულკუთხოვანი გლაუკომა.

სხვა მედიკამენტების მიღება

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა მედიკამენტებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს. ზოგიერთ მედიკამენტს შესაძლოა ურთიერთქმედება ჰქონდეს სალბუაირი 2,5 მგ-სთან. მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე მედიკამენტს:

დეპრესიის სამკურნალო ზოგიერთი მედიკამენტი (ცნობილი, როგორც მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები და ტრიციკლური ანტიდეპრესანტები).

ანტიქოლინერგული საშუალებების შემცველი მედიკამენტები (გამოიყენება ასთმის, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, პარკინსონის დაავადებისა და შეუკავებლობის სამკურნალოდ).

სხვა მედიკამენტები, რომლებიც აადვილებენ სუნთქვას, როგორიცაა ტერბუტალინი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში სალბუაირის 2,5 მგ-ს მიღება აუცილებელია, ექიმი ყურადღებით შეაფასებს პოტენციურ სარგებელსა და რისკებს კლინიკური სურათის სიმძიმის გათვალისწინებით-2132965343408000.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე სალბუაირი 2,5 მგ-ის რაიმე ზეგავლენის შემთხვევები არ არის აღწერილი.

მიღება სპორტსმენების მიერ

ეს მედიკამენტი შეიცავს სალბუტამოლს, რამაც შესაძლოა აჩვენოს დადებითი შედეგი დოპინგ კონტროლის ტესტებში. (იხილეთ ტექნიკური ფურცელის პუნქტი 4.4).

გვერდითი მოვლენები

სხვა მედიკამენტების მსგავსად, შესაძლებელია სალბუაირი 2,5 მგ-საც ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველასთან არ ვლინდება.

ზოგიერთ პაციენტს ხანდახან შეიძლება განუვითარდეს, თუმცა სიხშირე ზუსტად არ არის დადგენილი, ტკივილი გულმკერდის არეში (გულის პრობლემების ან სტენოკარდიის გამო). აცნობეთ ექიმს, თუ სალბუაირით 2,5 მგ მკურნალობის დროს განგივითარდებათ ეს სიმპტომები, თუმცა არ შეწყვიტოთ მედიკამენტის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

გამოვლენილია შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ხშირი (ვლინდება 10-დან 1 ადამიანში)

  • თავის ტკივილი (ცეფალგია)
  • კანკალი
  • ტაქიკარდია

ნაკლებად ხშირი (ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში)

  • პალპიტაცია
  • პირისა და ყელის გაღიზიანება
  • კუნთების სპაზმები

იშვიათი (ვლინდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში)

  • კალიუმის დაბალი დონე სისხლში (ჰიპოკალიემია)
  • პერიფერიული სისხლძარღვების გაფართოება (პერიფერიული ვაზოდილატაცია).

ძალიან იშვიათი (ვლინდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში)

  • ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობითი) რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება და ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი, ჰიპოტენზია და კოლაფსი.
  • ჰიპერაქტიურობა.
  • არითმია, მათ შორის წინაგულების ფიბრილაცია, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია და ექსტრასისტოლია (გულის რიტმის დარღვევები).
  • პარადოქსული ბრონქოსპაზმი.

უცნობი სიხშირით

  • მიოკარდიუმის იშემია (სისხლის მიწოდების დაქვეითება გულის კუნთის ნაწილში).
  • ლაქტური აციდოზი.

ინფორმაციის მიწოდება გვერდითი მოვლენების შესახებ.

ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს, მათ შორის ისეთ გვერდით მოვლენების გამოვლენისას, რომლებიც წინამდებარე ანოტაციაში არ არის მოცემული. გვერდითი მოვლენების შესახებ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ განაცხადოთ ადამიანებისთვის განკუთვნილი მედიკამენტების ესპანეთის ფარმაკოვიზირების სისტემაში: https://www.notificaram.es .

შენახვის პირობები

მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ შეინახოთ 25ºC-ზე მაღალ ტემპერატურაზე. შეინახეთ გარე შეფუთვაში სინათლისაგან დაცვის მიზნით.

გადაყარეთ ამპულები ალუმინის პაკეტის გახსნიდან 3 თვის შემდეგ.

ამპულები უნდა გაიხსნას უშუალოდ გამოყენების წინ და ნარჩენი სითხე უნდა გადაიღვაროს.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

მედიკამენტები არ უნდა ჩააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ კონტეინერები და მედიკამენტები, რომლებიც არ გჭირდებათ. აღნიშნული ფორმით თქვენ ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.

  • დამატებითი ინფორმაცია

სალბუაირი 2,5 მგ-ს შემადგენლობა:

  • აქტიური ნივთიერებაა სალბუტამოლის სულფატი. თითოეული ამპულა შეიცავს 2,5 მგ სალბუტამოლს (შეესაბამება 3 მგ სალბუტამოლის სულფატს), გახსნილს 2.5 მლ სტერილურ იზოტონურ ფიზიოლოგიურ ხსნარში.
  • სხვა კომპონენტებია: ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი და გოგირდმჟავა .

პროდუქციის ვიზუალური მხარე და შეფუთვის შიგთავსი

სალბუაირი 2,5 მგ წარმოდგენილია ფირფიტით 10 ამპულით, რომელიც შეიცავს უფერო და ღია ყვითელ ხსნარს და მოთავსებულია ალუმინის პაკეტში.

თითოეული კოლოფი შეიცავს 60 ამპულას.

გაყიდვის ლიცენზიის მფლობელი:

ლაბორატორია Aldo-Unión, S.L.

ბარონესა დე მალდას ქუჩა №73

08950 ესპლუგეს დე ლობრეგატი

ბარსელონა (ესპანეთი)

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

/შტრიხ-კოდი/

ანოტაცია: მომხმარებლისთვის განკუთვნილი ინფორმაცია

სალბუაირი 2,5 მგ

საინჰალაციო ხსნარი ნებულაიზერისათვის

სალბუტამოლის სულფატი

მედიკამენტის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი ანოტაცია, რადგანაც შეიცავს თქვენთვის მნიშნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ანოტაცია, რადგანაც შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა. რაიმე სახით დაეჭვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს მედიკამენტი გამოწერილია პირადად თქვენთვის, არ გადასცეთ სხვა პირებს, თუნდაც იგივე სიმპტომები ჰქონდეთ რაც თქვენ, ამან შეიძლება ავნოს მათ.

რაიმე სახის გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, იმ შემთხვევაშიც კი თუ გამოვლენილი გვერდითი მოვლენები ნახსენები არ არის წინამდებარე ანოტაციაში, იხილეთ პუნქტი 4

ანოტაციის შინაარსი:

  • რა არის სალბუაირი 2,5 მგ და რისთვის გამოიყენება.
  • რა უნდა ვიცოდეთ სალბუაირი 2,5 მგ-ს მიღებამდე.
  • როგორ მივიღოთ სალბუაირი 2,5 მგ.
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები.
  • როგორ შევინახოთ სალბუაირი 2,5 მგ
  • დამატებითი ინფორმაცია.
  • რა არის სალბუაირი 2,5 მგ და რისთვის გამოიყენება.

მედიკამენტი წარმოდგენილია ნებულაიზერით ინჰალაციისთვის განკუთვნილ წყალხსნარის შემცველი ამპულების სახით. სალბუაირი 2.5 მგ შეიცავს 2,5 მგ სალბუტამოლს (შეესაბამება 3 მგ სალბუტამოლის სულფატს), რომელიც განზავებულია 2.5 მლ სტერილურ იზოტონურ ფიზიოლოგიურ ხსნარში.

მედიკამენტის აქტიური ნივთიერება, სალბუტამოლი, მიეკუთვნება ბრონქოდილატატორების ჯგუფს, რომელიც ადუნებს ფილტვების სასუნთქი გზების კედლებში არსებულ კუნთებს, რაც ხელს უწყობს სასუნთქი გზების გახსნას და აიოლებს სუნთქვას.

მედიკამენტი განკუთვნილია ქრონიკული ბრონქოსპაზმის (ფილტვებში სასუნთქი გზების დახშობა) სამკურნალოდ, რომელიც არ ემორჩილება ტრადიციულ თერაპიას და მწვავე ასთმის მძიმე მიმდინარეობის დროს.

  • რა უნდა ვიცოდეთ სალბუაირი 2,5 მგ-ს მიღებამდე

არ მიიღოთ სალბუაირი 2,5 მგ:

თუ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ხართ სალბუტამოლის ან სალბუაირი 2,5 მგ-ს რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ.

არ უნდა იქნას გამოყენებული ნაადრევი მშობიარობის ან ორსულობის ნაადრევად შეწყვეტის საფრთხის შემთხვევაში.

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ სალბუაირის 2,5 მგ გამოყენებისას.

ამ მედიკამენტით მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ ექიმს:

თუ გაქვთ გულის რაიმე სახის დაავადება, არარეგულარული გულისცემა ან სტენოკარდია.

თუ გაქვთ ზედმეტად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი.

თუ გაქვთ სისხლში კალიუმის მაღალი დონე.

თუ გაქვთ დიაბეტი.

თუ გაქვთ სისხლში ლაქტატის მაღალი დონე (ლაქტაციდოზი), რადგან ამ დონის მატებამ შესაძლოა გააუარესოს სუნთქვის პრობლემები.

თუ სალბუტამოლსა და იპრატროპიუმის ბრომიდს ერთდროულად მიიღებთ, ამ კომბინაციამ შესაძლოა გამოიწვიოს თვალის პრობლემები, როგორიცაა დახურულკუთხოვანი გლაუკომა.

სხვა მედიკამენტების მიღება

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა მედიკამენტებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს. ზოგიერთ მედიკამენტს შესაძლოა ურთიერთქმედება ჰქონდეს სალბუაირი 2,5 მგ-სთან. მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე მედიკამენტს:

დეპრესიის სამკურნალო ზოგიერთი მედიკამენტი (ცნობილი, როგორც მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები და ტრიციკლური ანტიდეპრესანტები).

ანტიქოლინერგული საშუალებების შემცველი მედიკამენტები (გამოიყენება ასთმის, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, პარკინსონის დაავადებისა და შეუკავებლობის სამკურნალოდ).

სხვა მედიკამენტები, რომლებიც აადვილებენ სუნთქვას, როგორიცაა ტერბუტალინი.

ორსულობა და ლაქტაცია

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში სალბუაირის 2,5 მგ-ს მიღება აუცილებელია, ექიმი ყურადღებით შეაფასებს პოტენციურ სარგებელსა და რისკებს კლინიკური სურათის სიმძიმის გათვალისწინებით-2132965343408000.

ავტომობილების და მექანიზმების მართვა

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე სალბუაირი 2,5 მგ-ის რაიმე ზეგავლენის შემთხვევები არ არის აღწერილი.

მიღება სპორტსმენების მიერ

ეს მედიკამენტი შეიცავს სალბუტამოლს, რამაც შესაძლოა აჩვენოს დადებითი შედეგი დოპინგ კონტროლის ტესტებში. (იხილეთ ტექნიკური ფურცელის პუნქტი 4.4).

  • როგორ მივიღოთ სალბუაირი 2,5 მგ.

ზედმიწევნით დაიცავით სალბუაირი 2,5 მგ-ს მიღებასთან დაკავშირებით თქვენი ექიმის მიერ მოცემული მითითებები. რაიმე სახით დაეჭვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სალბუაირი გამოყენებულ უნდა იქნას მოთხოვნისამებრ და არა რეგულარულად.

თუ გაქვთ აქტიური ასთმა (მაგალითად, გაქვთ ხშირი სიმპტომები ან შეტევები, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება, რომელიც ართულებს ლაპარაკს, ჭამას ან ძილს; ხველა; ხიხინი; გულმკერდის შებოჭილობა; ან შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობები), ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, რომელმაც, ასთმის კონტროლის მიზნით, შესაძლოა დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა ან გაზარდოს არსებული მკურნალობის დოზა, მაგალითად ინჰალაციური კორტიკოსტეროიდით.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ მედიკამენტი ჩვეულებისამებრ კარგად აღარ მოქმედებს (მაგალითად, თუ სუნთქვის პრობლემების შესამსუბუქებლად უფრო მაღალი დოზები გჭირდებათ ან თუ ინჰალატორი არ უზრუნველყოფს შვებას მინიმუმ 3 საათის განმავლობაში), ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენი ასთმა უარესდება და შესაძლოა დაგჭირდეთ სხვა მედიკამენტი.

თუ სალბუაირი 2,5 მგ-ს იყენებთ კვირაში ორზე მეტჯერ ასთმის სიმპტომების სამკურნალოდ, თუ არ ჩავთვლით ფიზიკური დატვირთვის წინ პრევენციული გამოყენებას, ეს მიუთითებს ცუდად კონტროლირებულ ასთმაზე და შესაძლოა გაზარდოს მძიმე ასთმური შეტევების (ასთმის გამწვავების) რისკი, რამაც შეიძლება სერიოზულ გართულებები გამოიწვიოს, სიცოცხლისთვის საშიში იყოს ან სულაც ფატალურად დასრულდეს. დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, ასთმის მკურნალობის გადასახედად.

თუ ფილტვების ანთების სამკურნალოდ ყოველდღიურად იყენებთ მედიკამენტს, მაგალითად, „ინჰალაციურ კორტიკოსტეროიდს“, მნიშვნელოვანია მისი რეგულარული გამოყენება გააგრძელოთ, მაშინაც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ.

გამოყენება მოზრდილებსა და ბავშვებში:

რეკომენდებული დოზაა 2.5 მგ მაქსიმუმ 4-ჯერ დღეში. ექიმმა დოზა შეიძლება გაზარდოს 5 მგ-მდე მაქსიმუმ 4-ჯერ დღეში. ექიმის რეკომენდაციის მიხედვით, ნებულაიზერი შეიძლება გამოყენებულ იქნას ყოველდღე, რეგულარულად ან ხმაურიანი სუნთქვის ან სუნთქვის უკმარისობის შემთხვევაში. სალბუაირი 2,5 მგ გამოყენებულ უნდა იქნას სათანადო ნებულაიზერის ხელსაწყოს საშუალებით. წარმოქმნილი ორთქლის ინჰალაცია უნდა მოხდეს სახის ნიღბის ან სპეციალური სამაგრის მეშვეობით. ნებულაიზერის შერჩევა და მისი გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად.

მედიკამენტის სწორად მოხმარების ინსტრუქცია:

მედიკამენტი განკუთვნილია ნებულაიზერის მეშვეობით ინჰალაციისათვის, ამიტომ არ შეიძლება მისი ინექცია ან გადაყლაპვა.

  • მოამზადეთ თქვენი ნებულაიზერი მწარმოებლისა და ექიმის მითითებების შესაბამისად. დარწმუნდით, რომ ნებულაიზერის მოწყობილობა სუფთაა.
  • კოლოფიდან ამოიღეთ ამპულების ერთი პლასტმასის ფირფიტა, გახსენით და ამოიღეთ ერთ-ერთი ამპულა (სურ. 1). დარჩენილი ამპულები დატოვეთ ფირფიტაზე და დააბრუნეთ კოლოფში.
  • აიღეთ ამპულა და გახსენით ზედა ნაწილის დატრიალებით. (სურ..2).
  • თუ ექიმი სხვაგვარად არ გითხრათ, ამპულაში არსებული მთელი სითხე დაამატეთ ნებულაიზერის კონტეინერში არსებულ ხსნარს.
  • გამოიყენეთ ნებულაიზერი ექიმის დანიშნულების მიხედვით. გადააგდეთ ცარიელი პლასტმასის ამპულა.
  • ნებულაიზერის გამოყენების შემდეგ გაწმინდეთ ის მწარმოებლის მითითებების მიხედვით.

თუ ფიქრობთ, რომ სალბუაირი 2,5 მგ-ს მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი სალბუაირი 2,5 მგ.

საჭიროზე მეტი სალბუაირი 2,5 მგ-ს მიღებისას შესაძლებელია განვითარდეს გულის რითმის დარღვევა, პალპიტაცია, ტრემორი, არტერიული წნევის მატება ან კლება, პულსის დარღვევა, სტენოკარდია, წამოწითლება, პირის სიმშრალე და აკომოდაციის დარღვევა.

დოზის გადაჭარბების ან შემთხვევითი მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან დარეკეთ ტოქსიკოლოგიურ საინფორმაციო სამსახურში, ტელეფონის ნომერზე 91 562 04 20 მედიკამენტისა და მიღებული რაოდენობის მითითებით. მიმართეთ თქვენს ექიმს ან ყველაზე ახლოს მდებარე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს. თან იქონიეთ წინამდებარე ანოტაცია ან ამ მედიკამენტის ამპულა, რათა ექიმმა იცოდეს რას ღებულობთ და შეძლოს შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა.

თუ დაგავიწყდათ სალბუაირი 2,5 მგ-ს მიღება

თუ დაგავიწყდათ სალბუაირი 2,5 მგ-ს მიღება, მიიღეთ შემდეგი დოზა როდესაც გიწევთ მისი გამოყენება ან მანამდე, იმ შემთხვევაში თუ გაგიძნელდათ სუნთქვა. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა მედიკამენტების მსგავსად, შესაძლებელია სალბუაირი 2,5 მგ-საც ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველასთან არ ვლინდება.

ზოგიერთ პაციენტს ხანდახან შეიძლება განუვითარდეს, თუმცა სიხშირე ზუსტად არ არის დადგენილი, ტკივილი გულმკერდის არეში (გულის პრობლემების ან სტენოკარდიის გამო). აცნობეთ ექიმს, თუ სალბუაირით 2,5 მგ მკურნალობის დროს განგივითარდებათ ეს სიმპტომები, თუმცა არ შეწყვიტოთ მედიკამენტის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

გამოვლენილია შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ხშირი (ვლინდება 10-დან 1 ადამიანში)

  • თავის ტკივილი (ცეფალგია)
  • კანკალი
  • ტაქიკარდია

ნაკლებად ხშირი (ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში)

  • პალპიტაცია
  • პირისა და ყელის გაღიზიანება
  • კუნთების სპაზმები

იშვიათი (ვლინდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში)

  • კალიუმის დაბალი დონე სისხლში (ჰიპოკალიემია)
  • პერიფერიული სისხლძარღვების გაფართოება (პერიფერიული ვაზოდილატაცია).

ძალიან იშვიათი (ვლინდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში)

  • ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობითი) რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება და ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი, ჰიპოტენზია და კოლაფსი.
  • ჰიპერაქტიურობა.
  • არითმია, მათ შორის წინაგულების ფიბრილაცია, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია და ექსტრასისტოლია (გულის რიტმის დარღვევები).
  • პარადოქსული ბრონქოსპაზმი.

უცნობი სიხშირით

  • მიოკარდიუმის იშემია (სისხლის მიწოდების დაქვეითება გულის კუნთის ნაწილში).
  • ლაქტური აციდოზი.

ინფორმაციის მიწოდება გვერდითი მოვლენების შესახებ.

ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს, მათ შორის ისეთ გვერდით მოვლენების გამოვლენისას, რომლებიც წინამდებარე ანოტაციაში არ არის მოცემული. გვერდითი მოვლენების შესახებ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ განაცხადოთ ადამიანებისთვის განკუთვნილი მედიკამენტების ესპანეთის ფარმაკოვიზირების სისტემაში: https://www.notificaram.es .

  • როგორ შევინახოთ სალბუაირი 2,5 მგ

მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ შეინახოთ 25ºC-ზე მაღალ ტემპერატურაზე. შეინახეთ გარე შეფუთვაში სინათლისაგან დაცვის მიზნით.

გადაყარეთ ამპულები ალუმინის პაკეტის გახსნიდან 3 თვის შემდეგ.

ამპულები უნდა გაიხსნას უშუალოდ გამოყენების წინ და ნარჩენი სითხე უნდა გადაიღვაროს.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

მედიკამენტები არ უნდა ჩააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ კონტეინერები და მედიკამენტები, რომლებიც არ გჭირდებათ. აღნიშნული ფორმით თქვენ ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.

  • დამატებითი ინფორმაცია

სალბუაირი 2,5 მგ-ს შემადგენლობა:

  • აქტიური ნივთიერებაა სალბუტამოლის სულფატი. თითოეული ამპულა შეიცავს 2,5 მგ სალბუტამოლს (შეესაბამება 3 მგ სალბუტამოლის სულფატს), გახსნილს 2.5 მლ სტერილურ იზოტონურ ფიზიოლოგიურ ხსნარში.
  • სხვა კომპონენტებია: ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი და გოგირდმჟავა .

პროდუქციის ვიზუალური მხარე და შეფუთვის შიგთავსი

სალბუაირი 2,5 მგ წარმოდგენილია ფირფიტით 10 ამპულით, რომელიც შეიცავს უფერო და ღია ყვითელ ხსნარს და მოთავსებულია ალუმინის პაკეტში.

თითოეული კოლოფი შეიცავს 60 ამპულას.

გაყიდვის ლიცენზიის მფლობელი:

ლაბორატორია Aldo-Unión, S.L.

ბარონესა დე მალდას ქუჩა №73

08950 ესპლუგეს დე ლობრეგატი

ბარსელონა (ესპანეთი)

მწარმოებელი ლაბორატორია Unither

ჩრდილოეთ სამრეწველო ზონა

ანდრე დურუშეს ქუჩა # 151- CS 28028

80084 ამიენი cedex 2

საფრანგეთი

სხვა პრეზენტაციები:

სალბუაირი 2,5 მგ, საინჰალაციო ხსნარს ნებულაიზერისათვის

წინამდებარე ანოტაცია დამტკიცებულია 2013 წლის ივნისში.

65NOT7321/F

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა