პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები

ვენტაკორტი

VENTACORT

რეცეპტით2,5მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ბრონქოსპაზმის შესამსუბუქებლად პაციენტებში ასთმით ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით, ასევე ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული ასთმის მოკლევადიანი პროფილაქტიკისთვის ან სხვა სიტუაციებში, რომლებიც, როგორც ცნობილია, იწვევს ბრონქოსპაზმს.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
სალბუტამოლი (salbutamol)
ფორმა და შეფუთვა
2,5მგ/2,5მლ 2,5მლ საინჰალაციო ხსნარი ნებულაიზერისთვის დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის ამპულა №20 (4X5)
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ბეტა-2-ადრენორეცეპტორების სელექციური აგონისტები
ATC კოდი
R03AC02
რეგისტრაციის ნომერი
რ-045089
რეგისტრირებულია
26 მარტი 2026, მოქმედებს 26 მარტი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებავენტაკორტი და სხვა წამალი ერთად

ვენტაკორტი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ბრონქოსპაზმის შესამსუბუქებლად პაციენტებში ასთმით ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით, ასევე ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული ასთმის მოკლევადიანი პროფილაქტიკისთვის ან სხვა სიტუაციებში, რომლებიც, როგორც ცნობილია, იწვევს ბრონქოსპაზმს.

მიღების წესი და დოზირება

Β2-აგონისტების გამოყენების გაზრდა შეიძლება იყოს ასთმის მიმდინარეობის გაუარესების ნიშანი. ამ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს თერაპიის გეგმის ხელახალი შეფასება, და ასევე გლუკოკორტიკოსტეროიდების თანმხლები გამოყენების შესაძლებლობის განხილვა.

ვენტაკორტი გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. ხსნარი არ არის განკუთვნილი საინექციო შეყვანისათვის ან შინაგანი მიღებისთვის.

პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი შესაფერისი ნებულაიზერის გამოყენებით .

ვენტაკორტი შეიძლება იქნას გამოყენებული ბრონქოდილატაციის მისაღწევად, როგორც ინჰალაციური თერაპიის რეჟიმის ნაწილი ან პაციენტებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ ფილტვების დამხმარე ვენტილაცია.

უსაფრთხოების დიდი კოეფიციენტის მიუხედავად უწყვეტი გამოყენებისას თერაპიულ ეფექტსა და არასასურველ რეაქციებს შორის არსებობს უკონტროლო დოზირების შესაძლებლობა, ამიტომ უპირატესობა ენიჭება პრეპარატის ინტერმიტირებულ შეყვანას.

მოზრდილები და ბავშვები

ბავშვები 4-დან 12 წლამდე: 2,5 მგ ყოველ 4-6 საათში, საჭიროებისამებრ.

12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზარდები და მოზრდილები: 5 მგ ყოველ 4-6 საათში საჭიროებისამებრ.

ინჰალაციის დამთავრების შემდეგ ნებულაიზერში დარჩენილი ხსნარი უნდა გადაიღვაროს.

18 თვემდე ასაკის ბავშვებში ნებულაიზერით გამოსაყენებელი სალბუტამოლის ხსნარის კლინიკური ეფექტურობა დადგენილი არ არის. გარდამავალი ჰიპოქსიის დროს უნდა იქნას განხილული დამატებითი ჟანგბადის თერაპიის შესაძლებლობა.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

სალბუტამოლის საწყისი დოზა ხანდაზმული ასაკის პაციენტებში უნდა იყოს უფრო დაბალი ვიდრე რეკომენდებული დოზა მოზრდილებისთვის. არასაკმარისი ბრონქოდილატაციის დროს დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ვინაიდან შიგნით მიღებული სალბუტამოლის დაახლოებით 60% (მათ შორის არა მხოლოდ ტაბლეტები ან სიროფები, არამედ საინჰალაციო დოზის დაახლოებით 90%) მეტაბოლიზდება არააქტიურ ფორმამდე, ღვიძლის ფუნქციის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს უცვლელი სალბუტამოლის დაგროვება .

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

ინჰალაციური ან ინტრავენური შეყვანის შემდეგ სალბუტამოლის დაახლოებით 60-70% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან ერთად. თირკმელების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება პრეპარატის გაძლიერებისა ან გახანგრძლივებული ეფექტის თავიდან ასაცილებლად.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

სალბუტამოლის მედიკამენტოზური ფორმები, რომლებიც არ არის განკუთვნილი ინტრავენური შეყვანისთვის, არ უნდა იქნას გამოყენებული გაურთულებელი ნაადრევი მშობიარობის შესაწყვეტად ან აბორტის საშიშროებისას.

სიფრთხილის ზომები

ასთმის მკურნალობა, როგორც წესი, უნდა ჩატარდეს ეტაპობრივად, ხოლო პაციენტის პასუხი უნდა კონტროლდებოდეს კლინიკურად და ფილტვის ფუნქციური ტესტების დახმარებით. ხანმოკლე მოქმედების საინჰალაციო β2-აგონისტების გამოყენების საჭიროების გაზრდა სიმპტომების შემსუბუქებისთვის შეიძლება იყოს ასთმის კონტროლის გაუარესების ნიშანი. ამ შემთხვევაში მკურნალობის გეგმა უნდა გადაიხედოს. ასთმის კონტროლის უეცარი და პროგრესირებადი გაუარესება პოტენციურად საშიშია სიცოცხლისთვის, ამიტომ უნდა იქნას განხილული კორტიკოსტეროიდული თერაპიის დაწყების ან მათი დოზის გაზრდის საკითხი. პაციენტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან რისკ ჯგუფში, შეიძლება დაინიშნოს ნაკადის პიკური სიჩქარის ყოველდღიური მონიტორინგი.

პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს, თუ პრეპარატის ჩვეულებრივი დოზა მოქმედებს ნაკლებად ეფექტურად ან ნაკლებად ხანგრძლივად.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ზოგიერთი სიმპათომიმეტური ამინების მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს კარდიონეკროზული ეფექტები. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, არ შეიძლება გამოირიცხოს მიოკარდიუმის დაზიანების შესაძლებლობა ამ პრეპარატებით ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ.

საჭიროა დაცული იქნას სიფრთხილე პაციენტებთან, რომლებიც იღებენ სალბუტამოლის ან სხვა სიმპათომიმეტური საშუალებების მაღალ დოზებს, და ჰიპერტენზიის, ჰიპერთირეოზის, გულის უკმარისობის ან შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებთან.

სალბუტამოლი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს თირეოტოქსიკოზის მქონე პაციენტებში.

ისევე, როგორც სხვა β-ადრენორეცეპტორების აგონისტებმა, სალბუტამოლმა შეიძლება გამოიწვიოს შექცევადი მეტაბოლური ცვლილებები, მაგალითად, სისხლში შაქრის დონის მომატება. დიაბეტის მქონე პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ დეკომპენსაცია, ზოგიერთ შემთხვევაში შემოვიდა ინფორმაცია კეტოაციდოზის განვითარების შესახებ. კორტიკოსტეროიდების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს ეს ეფექტი.

გადაჭარბებულმა გამოყენებამ შეიძლება მიგვიყვანოს პრეპარატზე რეაგირების არარსებობამდე და გამოიწვიოს ჰიპოქსია.

β2-აგონისტებით თერაპიის დროს შეიძლება განვითარდეს პოტენციურად მძიმე ჰიპოკალიემია, რომელიც ძირითადად ჩნდება პარენტერალურად შეყვანის ან ნებულაიზერის გამოყენების დროს. განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვაა საჭირო მძიმე ბრონქული ასთმის შემთხვევაში, ვინაიდან ჰიპოკალიემიის გაჩენას შეიძლება ხელი შეუწყოს ქსანტინის წარმოებულებით, სტეროიდებით, დიურეტიკებით თანმხლებმა მკურნალობამ, და ასევე ჰიპოქსიამ. ასეთ სიტუაციებში რეკომენდებულია შრატში კალიუმის დონის კონტროლი.

მხედველობაში უნდა ვიქონიოთ გულის არითმიის განვითარების შესაძლებლობა, რომელიც წარმოქმნილია სალბუტამოლით ინდუცირებული ჰიპოკალიემიის შედეგად, განსაკუთრებით დიგიტალიზაციის მქონე პაციენტებში, სალბუტამოლის ინექციური შეყვანის შემდეგ.

სხვა აქტიური ნივთიერებების დამატება საინჰალაციო ხსნარში არ არის რეკომენდებული.

ისევე, როგორც სხვა საინჰალაციო მედიკამენტების გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება წარმოიქმნას პარადოქსული ბრონქოსპაზმი პრეპარატის გამოყენების შემდეგ ხიხინის უეცარი გაძლიერებით. ამ შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ დაინიშნოს ალტერნატიული თერაპია ან სხვა სწრაფი მოქმედების საინჰალაციო ბრონქოდილატატორები . პრეპარატი უნდა მოიხსნას და აუცილებლობის შემთხვევაში სისტემატიური გამოყენების მიზნით დაინიშნოს სხვა სწრაფი მოქმედების ბრონქოდილატორი.

შემოვიდა შეტყობინებები ლაქტოაციდოზის განვითარების ძალიან იშვიათი შემთხვევების შესახებ, რომლებიც დაკავშირებული იყო ხანმოკლე მოქმედების β - აგონისტების მაღალი თერაპიული დოზების ინტრავენურად და ნებულაიზერის გამოყენებით შეყვანით, ძირითადად ასთმის გამწვავების მქონე პაციენტებში. ლაქტატის კონცენტრაციის გაზრდამ შეიძლება გამოიწვიოს ქოშინი და კომპენსატორული ჰიპერვენტილაცია, რაც შეიძლება არასწორად იქნას განმარტებული, როგორც ასთმის წარუმატებელი მკურნალობის ნიშნები და გამოიწვიოს ხანმოკლე მოქმედების β- აგონისტების დანიშვნის უსაფუძვლო მატება. ამიტომ რეკომენდებულია პაციენტების კონტროლი შრატში ლაქტატის მომატებული დონის და შემდგომი მეტაბოლური აციდოზის განვითარების საკითხთან დაკავშირებით.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ბეტა-ადრენობლოკატორები აინჰიბირებენ სალბუტამოლის და სხვა სიმპათომიმეტური ბრონქოდილატატორების ბრონქების გამაფართოებელ მოქმედებას. თუმცა ასეთი პრეპარატები არ უნდა იქნას გამოყენებული ასთმის მქონე პაციენტებში, რადგან მათ შეუძლიათ გაზარდონ სასუნთქი გზების წინააღმდეგობა.

რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა სალბუტამოლის სხვა სიმპათომიმეტურ ამინებთან ერთად გამოყენების დროს, ვინაიდან შეიძლება წარმოიქმნას სიმპათიკური სტიმულაციის გადაჭარბება.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სალბუტამოლის მაღალი დოზები შეიძლება ურთიერთქმედებდეს იმიპრამინთან, ქლორდიაზეპოქსიდთან და ქლორპრომაზინთან, მაგრამ ამ შედეგების პრაქტიკული მნიშვნელობა ადამიანებისათვის დადგენილი არ არის.

არის შემთხვევები დახურულკუთხოვანი გლაუკომის შემთხვევების მცირე რაოდენობის შესახებ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ სალბუტამოლის და ბრომიდის იპრატროპიუმის კომბინაციას ნებულაიზერის მეშვეობით. ამიტომ, სალბუტამოლის კომბინაცია ანტიქოლინერგულ საშუალებებთან ნებულაიზერის საშუალებით უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით. პაციენტებს უნდა მიეწოდოს ინსტრუქცია პრეპარატის სწორი გამოყენების შესახებ და გაფრტხილებულები უნდა იყვნენ, რომ ხსნარი ან "ორთქლი" არ მოხვდეს თვალებში ინჰალაციის დროს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ადამიანებში სალბუტამოლი აღწევს პლაცენტარულ ბარიერს, ორსულობის დროს გამოყენების უსაფრთხოება არ არის დადასტურებული, ამიტომ პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ ორსულმა ქალებმა ან ქალებმა, რომლებიც შეიძლება დაორსულდნენ, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნებისმიერ პოტენციურ რისკს.

სალბუტამოლის პერორალურ შეყვანას ვირთხებსა და კურდღლებში ორსულობის დროს არ გამოუვლენია ტერატოგენული ეფექტი შთამომავლობაში.

მსოფლიო მარკეტინგული გამოცდილების განმავლობაში შემოდიოდა ინფორმაცია სხვადასხვა თანდაყოლილი ანომალიების იშვიათი შემთხვევების შესახებ, სასის ნაპრალისა და კიდურების დეფექტების ჩათვლით ბავშვებში, რომლებიც დაიბადნენ ქალებისაგან, რომლებიც ღებულობდნენ სალბუტამოლს.

თუმცა ინტრავენური შეყვანისთვის განკუთვნილი სალბუტამოლი და ზოგჯერ სალბუტამოლის ტაბლეტები გამოიყენება გაურთულებელი ნაადრევი მშობიარობის სამკურნალოდ, ვენტაკორტი არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ არსებობს ორსულობის შეწყვეტის საშიშროების შემთხვევა პირველ ან მეორე ტრიმესტრში. სალბუტამოლის ინტრავენური შეყვანა უკუნაჩვენებია მშობიარობამდელი სისხლდენის შემთხვევაში ატონური საშვილოსნოდან შემდგომი სისხლდენის რისკის გამო, ასევე ანალოგიური რისკი არსებობს ასთმის მქონე ქალებში, რომლებიც იღებენ სალბუტამოლს. შემოვიდა შეტყობინებები სპონტანური აბორტის შემდეგ საშვილოსნოდან ჭარბი სისხლდენის შემთხვევების შესახებ სალბუტამოლის გამოყენების დროს. საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა შაქრიანი დიაბეტის მქონე ორსულ ქალებში.

ლაქტაცია

არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა სალბუტამოლი დედის რძესთან ერთად ან ახდენს თუ არა ის მავნე ზემოქმედებას ბავშვზე. ამიტომ პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდებული, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნებისმიერ პოტენციურ რისკს.

ფერტილობა

არ არსებობს მონაცემები ადამიანის ფერტილობაზე სალბუტამოლის გავლენის შესახებ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატის მოქმედება ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე არ ყოფილა შეფასებული.

გვერდითი მოვლენები

არის შეტყობინებები ჩონჩხის კუნთების მსუბუქი ტრემორი შესახებ სალბუტამოლის პერორალურად ან ინჰალაციურად გამოყენების დროს ზოგიერთ პაციენტთან და პაციენტების დაახლოებით 20%-თან, რომლებიც იღებენ საინექციო სალბუტამოლს; ყველაზე ძლიერად ტრემორი იგრძნობოდა ხელებში, ამავდროულად ზოგიერთი პაციენტი გრძნობდა დაძაბულობას. ეს ეფექტები დამოკიდებულია დოზაზე და გამოწვეულია ჩონჩხის კუნთებზე უშუალო ზემოქმედებით და არა ცენტრალური ნერვული სისტემის პირდაპირი სტიმულირებით.

გულის შეკუმშვის ნორმალური სიხშირის მქონე პაციენტებს სალბუტამოლის მიღების შემდეგ შეიძლება აღენიშნებოდეთ გულის შეკუმშვის სიხშირის მატება. ეს მატება დამოკიდებულია დოზაზე და შეადგენს დაახლოებით 9 დარტყმას წუთში ზრდასრულების მიერ 10 მგ სალბუტამოლს 0,5% ხსნარის მ/ვ ინჰალაციისას 3 წუთის განმავლობაში. 13 დარტყმა წუთში ზრდასრულების მიერ 20 მგ სალბუტამოლს 0,1% ხსნარის სახით მ/ვ ინჰალაციისას 3 წუთის განმავლობაში. პაციენტებში არსებული სინუსური ტაქიკარდიით, განსაკუთრებით პაციენტებში ასთმატური სტატუსით, მდგომარეობის უმჯობესებისდამიხედვით სალბუტამოლის გამოყენების შემდეგ გულის შეკუმშვის სიხშირეს გააჩნია კლების ტენდენცია.

დოზების გამოყენებისას, რომლებიც აჭარბებენ რეკომენდებულს, ან პაციენტებში უჩვეულო მგრძნობელობით β- ადრენერგული სტიმულატორების მიმართ, შეიძლება წარმოიქმნას ზოგიერთი პერიფერიული არტერიოლების დილატაცია, რომელიც გამოიწვევს არტერიული წნევის უმნიშვნელო დაქვეითებას; ამ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს გულის წუთმოცულობის კომპენსაციური ზრდა.

არსებობს შეტყობინებები გულის არითმიების შესახებ (წინაგულების ფიბრილაციის, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის და ექსტრასისტოლიის ჩათვლით). ზოგიერთ პაციენტს შეიძლება აღენიშნოს პერიფერიული ვაზოდილაცია და გულის შეკუმშვის სიხშირის უმნიშვნელო კომპენსატორული მატება. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება წარმოექმნას ტაქიკარდია

სხვა შესაძლო რეაქციებია თავის ტკივილი, გულისრევა, პალპიტაცია და სითბოს შეგრძნება. ძალიან იშვიათად შემოდიოდა შეტყობინებები ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების, ანგიონევროზული შეშუპების ჩათვლით, ჭინჭრის ციების, ბრონქოსპაზმის, ჰიპოტენზიის და კოლაფსის შესახებ. ძალიან იშვიათად შემოდიოდა ინფორმაცია კუნთების კრუნჩხვების შესახებ. სალბუტამოლით ინჰალაციის შემთხვევაში შეიძლება წარმოიქმნას პირის ღრუს და ყელის გაღიზიანება.

კონკრეტული არასასურველი რეაქციების სიხშირე და სიმძიმე დამოკიდებულია დოზაზე და შეყვანის გზაზე. ვენტაკორტი არ იწვევს შარდის გაძნელებას, რადგან ისეთი სიმპათომიმეტური საშუალებებისგან განსხვავებით, როგორიცაა ეფედრინი, თერაპიული დოზები არ ახდენენ მასტიმულირებელ მოქმედებას α- ადრენერგულ რეცეპტორებზე.

β2- აგონისტებით თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს პოტენციურად სერიოზული ჰიპოკალიემია .

ძალიან იშვიათად შემოდიოდა შეტყობინება ლაქტური აციდოზის შესახებ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ სალბუტამოლს ინტრავენურად ან ნებულაიზერის მეშვეობით ასთმის გამწვავების სამკურნალოდ.

ისევე, როგორც სხვა საინჰალაციო პრეპარატების გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება წარმოიქმნას პარადოქსული ბრონქოსპაზმი პრეპარატის გამოყენების შემდეგ ხიხინის უეცარი გაძლიერებით.

ისევე როგორც სხვა β2-აგონისტების შემთხვევაში, იშვიათია ცნობები ბავშვებში ჰიპერაქტიურობის შესახებ.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

შეტყობინება საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. პაციენტის მიერ სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქციის გამოვლენის ან ახალი არასასურველი რეაქციის განვითარების დროს, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ნაწილში, გთხოვთ, ინფორმაცია მიაწოდოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად .

ჭარბი დოზა

სალბუტამოლის დოზის გადაჭარბების ყველაზე გავრცელებული ნიშნები და სიმპტომებია გარდამავალი მოვლენები, რომლებიც ფარმაკოლოგიურად განპირობებულია β- აგონისტებით. სალბუტამოლის დოზის გადაჭარბების ნიშნებია გამოხატული ტაქიკარდია და/ან კუნთების გამოხატული ტრემორი.

სალბუტამოლის დოზის გადაჭარბების შედეგად შეიძლება წარმოიქმნას ჰიპოკალიემია, ამიტომ აუცილებელია შრატში კალიუმის დონის კონტროლი. მაღალი თერაპიული დოზებით გამოყენებისას ან ხანმოკლე მოქმედების ბეტა -აგონისტების დოზის გადაჭარბებისას დაფიქსირდა ლაქტოაციდოზის შემთხვევები, ამიტომ აუცილებელია შრატში მომატებული ლაქტატის დონისა და შემდგომი მეტაბოლური აციდოზის კონტროლი (განსაკუთრებით მუდმივი ან გაძლიერებული ტაქიპნოეს შემთხვევაში, მიუხედავად ბრონქოსპაზმის სხვა სიმპტომების გაუმჯობესებისა, ისეთების, როგორიცაა ხიხინი) .

უნდა იქნას განხილული თერაპიის შეწყვეტისა და ისეთი შესაბამისი სიმპტომური მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობა, როგორიცაა კარდიოსელექტიური β- ბლოკატორების ინტრავენური შეყვანა, პაციენტებისათვის სიმპტომებით გულის მხრიდან (მაგალითად, ტაქიკარდიით, პალპიტაციით). ვინაიდან β- ბლოკატორებმა შეიძლება გამოიწვიონ ბრონქოსპაზმი, ისინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული მგრძნობიარე პაციენტებში.

შემადგენლობა

პრეპარატის 1 ამპულა შეიცავს

აქტიური ნივთიერება: სალბუტამოლი (სალბუტამოლის სულფატის ფორმით) 2,5 მგ .

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, გოგირდმჟავა, საინექციო წყალი.

სამკურნალო ფორმა

საინჰალაციო ხსნარი.

აღწერა: გამჭვირვალე ხსნარი უფეროდან ღია ყვითელ ფერამდე.

შენახვის პირობები

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები შენახვისას

ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

პაკეტის გახსნის შემდეგ გამოიყენეთ პრეპარატი 3 თვის განმავლობაში.

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

საინჰალაციო ხსნარის 2,5 მლ პოლიეთილენის, სტრიპის ფორმით ერთმანეთთან მიწებებულ ამპულებში.

5 ამპულა თითო სტრიპზე. 1 სტრიპი ლამინირებული ალუმინის ფოლგის პაკეტში.

4 პაკეტი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები უტილიზაციისა და სხვა სამუშაოების დროს

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენები უნდა იქნას უტილიზებული ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

( ჩობს გ.ო. ფაშა მაჰ. 6. ჯად. No. 30 ჩერკეზკოი / ტეკირდაგ)

„WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.”, TURKEY

(ÇOSB GO Paşa Mah. 6. Cad . No : 30 Çerkezköy / Tekirdağ).

ფარმაკოლოგიური თვისებები

სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები. ადრენერგული საშუალებები საინჰალაციო შეყვანისთვის. β2- ადრენერგული რეცეპტორების სელექტიური აგონისტები . აქთ კოდი: R03AC02 .

მოქმედების მექანიზმი

სალბუტამოლი წარმოადგენს β2- ადრენორეცეპტორების შედარებით სელექტიურ სტიმულატორს. ის უფრო სპეციფიკურია β2- ადრენორეცეპტორებისთვის, ვიდრე იზოპრენალინი და ორციპრენალინი .

პერორალური და პარენტერალური შეყვანის შემდეგ ხდება β1- და β 2 რეცეპტორების სტიმულაცია, ვინაიდან β 2 რეცეპტორების სელექციურობა არ არის აბსოლუტური და შეყვანის ამ წესებით მიიღწევა სალბუტამოლის მაღალი კონცენტრაცია რეცეპტორების განლაგების ადგილებზე. ეს იწვევს გულის β 1 -რეცეპტორის სტიმულაციის ეფექტს, თუმცა არა ისეთი ძლიერის, როგორც იზოპრენალინის გამოყენების დროს, და ასევე პერიფერიული ვაზოდილატაციისა და ჰიპოტონიის ეფექტს, ჩონჩხის კუნთების ტრემორს და საშვილოსნოს კუნთების მოდუნებას β 2- რეცეპტორების სტიმულაციის გამო .

ასევე შესაძლოა წარმოიქმნას მეტაბოლური ეფექტები, ისეთები, როგორიცაა ჰიპერინსულინემია და ჰიპერგლიკემია, თუმცა ცნობილი არ არის, განპირობებულია თუ რა ეს ეფექტები β 1 ან β 2 რეცეპტორებით. შრატში კალიუმის დონეს აქვს შემცირების ტენდენცია .

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ინჰალაციის შემდეგ სალბუტამოლი ახდენს ადგილობრივ მოქმედებას ბრონქების გლუვ კუნთებზე და თავდაპირველად პრეპარატი სისხლში არ შეინიშნება. 2-3 საათის შემდეგ შეინიშნება დაბალი კონცენტრაციები, სავარაუდოდ იმის გამო, რომ დოზის ნაწილი იყლაპება და შეიწოვება ნაწლავში.

სალბუტამოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი ინჰალაციური ან პერორალური შეყვანის შემდეგ შეადგენს 2,7-5 საათს. სალბუტამოლი არ მეტაბოლიზდება ფილტვებში, მაგრამ კონვერტირდება 4'-O-სულფატად ღვიძლში. სალბუტამოლი გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელი სახით და მეტაბოლიტის სახით. პერორალური მიღების შემდეგ დოზის 58-78% გამოიყოფა შარდთან ერთად 24 საათის განმავლობაში, დაახლოებით 60% გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით. მცირე ნაწილი გამოიყოფა განავლით. ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევამ შეიძლება მოითხოვოს დოზის შემცირება.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

ვენტაკორტი

სამკურნალო პრეპარატის დასახელება

ვენტაკორტი, Ventacort

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

სალბუტამოლი, Salbutamol

შემადგენლობა

პრეპარატის 1 ამპულა შეიცავს

აქტიური ნივთიერება: სალბუტამოლი (სალბუტამოლის სულფატის ფორმით) 2,5 მგ .

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, გოგირდმჟავა, საინექციო წყალი.

სამკურნალო ფორმა

საინჰალაციო ხსნარი.

აღწერა: გამჭვირვალე ხსნარი უფეროდან ღია ყვითელ ფერამდე.

გამოყენების ჩვენებები

ბრონქოსპაზმის შესამსუბუქებლად პაციენტებში ასთმით ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით, ასევე ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული ასთმის მოკლევადიანი პროფილაქტიკისთვის ან სხვა სიტუაციებში, რომლებიც, როგორც ცნობილია, იწვევს ბრონქოსპაზმს.

გამოყენების მეთოდი და დოზები

Β2-აგონისტების გამოყენების გაზრდა შეიძლება იყოს ასთმის მიმდინარეობის გაუარესების ნიშანი. ამ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს თერაპიის გეგმის ხელახალი შეფასება, და ასევე გლუკოკორტიკოსტეროიდების თანმხლები გამოყენების შესაძლებლობის განხილვა.

ვენტაკორტი გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. ხსნარი არ არის განკუთვნილი საინექციო შეყვანისათვის ან შინაგანი მიღებისთვის.

პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი შესაფერისი ნებულაიზერის გამოყენებით .

ვენტაკორტი შეიძლება იქნას გამოყენებული ბრონქოდილატაციის მისაღწევად, როგორც ინჰალაციური თერაპიის რეჟიმის ნაწილი ან პაციენტებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ ფილტვების დამხმარე ვენტილაცია.

უსაფრთხოების დიდი კოეფიციენტის მიუხედავად უწყვეტი გამოყენებისას თერაპიულ ეფექტსა და არასასურველ რეაქციებს შორის არსებობს უკონტროლო დოზირების შესაძლებლობა, ამიტომ უპირატესობა ენიჭება პრეპარატის ინტერმიტირებულ შეყვანას.

მოზრდილები და ბავშვები

ბავშვები 4-დან 12 წლამდე: 2,5 მგ ყოველ 4-6 საათში, საჭიროებისამებრ.

12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზარდები და მოზრდილები: 5 მგ ყოველ 4-6 საათში საჭიროებისამებრ.

ინჰალაციის დამთავრების შემდეგ ნებულაიზერში დარჩენილი ხსნარი უნდა გადაიღვაროს.

18 თვემდე ასაკის ბავშვებში ნებულაიზერით გამოსაყენებელი სალბუტამოლის ხსნარის კლინიკური ეფექტურობა დადგენილი არ არის. გარდამავალი ჰიპოქსიის დროს უნდა იქნას განხილული დამატებითი ჟანგბადის თერაპიის შესაძლებლობა.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

სალბუტამოლის საწყისი დოზა ხანდაზმული ასაკის პაციენტებში უნდა იყოს უფრო დაბალი ვიდრე რეკომენდებული დოზა მოზრდილებისთვის. არასაკმარისი ბრონქოდილატაციის დროს დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ვინაიდან შიგნით მიღებული სალბუტამოლის დაახლოებით 60% (მათ შორის არა მხოლოდ ტაბლეტები ან სიროფები, არამედ საინჰალაციო დოზის დაახლოებით 90%) მეტაბოლიზდება არააქტიურ ფორმამდე, ღვიძლის ფუნქციის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს უცვლელი სალბუტამოლის დაგროვება .

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

ინჰალაციური ან ინტრავენური შეყვანის შემდეგ სალბუტამოლის დაახლოებით 60-70% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან ერთად. თირკმელების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება პრეპარატის გაძლიერებისა ან გახანგრძლივებული ეფექტის თავიდან ასაცილებლად.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

სალბუტამოლის მედიკამენტოზური ფორმები, რომლებიც არ არის განკუთვნილი ინტრავენური შეყვანისთვის, არ უნდა იქნას გამოყენებული გაურთულებელი ნაადრევი მშობიარობის შესაწყვეტად ან აბორტის საშიშროებისას.

განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენების დროს

ასთმის მკურნალობა, როგორც წესი, უნდა ჩატარდეს ეტაპობრივად, ხოლო პაციენტის პასუხი უნდა კონტროლდებოდეს კლინიკურად და ფილტვის ფუნქციური ტესტების დახმარებით. ხანმოკლე მოქმედების საინჰალაციო β2-აგონისტების გამოყენების საჭიროების გაზრდა სიმპტომების შემსუბუქებისთვის შეიძლება იყოს ასთმის კონტროლის გაუარესების ნიშანი. ამ შემთხვევაში მკურნალობის გეგმა უნდა გადაიხედოს. ასთმის კონტროლის უეცარი და პროგრესირებადი გაუარესება პოტენციურად საშიშია სიცოცხლისთვის, ამიტომ უნდა იქნას განხილული კორტიკოსტეროიდული თერაპიის დაწყების ან მათი დოზის გაზრდის საკითხი. პაციენტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან რისკ ჯგუფში, შეიძლება დაინიშნოს ნაკადის პიკური სიჩქარის ყოველდღიური მონიტორინგი.

პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს, თუ პრეპარატის ჩვეულებრივი დოზა მოქმედებს ნაკლებად ეფექტურად ან ნაკლებად ხანგრძლივად.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ზოგიერთი სიმპათომიმეტური ამინების მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს კარდიონეკროზული ეფექტები. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, არ შეიძლება გამოირიცხოს მიოკარდიუმის დაზიანების შესაძლებლობა ამ პრეპარატებით ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ.

საჭიროა დაცული იქნას სიფრთხილე პაციენტებთან, რომლებიც იღებენ სალბუტამოლის ან სხვა სიმპათომიმეტური საშუალებების მაღალ დოზებს, და ჰიპერტენზიის, ჰიპერთირეოზის, გულის უკმარისობის ან შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებთან.

სალბუტამოლი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს თირეოტოქსიკოზის მქონე პაციენტებში.

ისევე, როგორც სხვა β-ადრენორეცეპტორების აგონისტებმა, სალბუტამოლმა შეიძლება გამოიწვიოს შექცევადი მეტაბოლური ცვლილებები, მაგალითად, სისხლში შაქრის დონის მომატება. დიაბეტის მქონე პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ დეკომპენსაცია, ზოგიერთ შემთხვევაში შემოვიდა ინფორმაცია კეტოაციდოზის განვითარების შესახებ. კორტიკოსტეროიდების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს ეს ეფექტი.

გადაჭარბებულმა გამოყენებამ შეიძლება მიგვიყვანოს პრეპარატზე რეაგირების არარსებობამდე და გამოიწვიოს ჰიპოქსია.

β2-აგონისტებით თერაპიის დროს შეიძლება განვითარდეს პოტენციურად მძიმე ჰიპოკალიემია, რომელიც ძირითადად ჩნდება პარენტერალურად შეყვანის ან ნებულაიზერის გამოყენების დროს. განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვაა საჭირო მძიმე ბრონქული ასთმის შემთხვევაში, ვინაიდან ჰიპოკალიემიის გაჩენას შეიძლება ხელი შეუწყოს ქსანტინის წარმოებულებით, სტეროიდებით, დიურეტიკებით თანმხლებმა მკურნალობამ, და ასევე ჰიპოქსიამ. ასეთ სიტუაციებში რეკომენდებულია შრატში კალიუმის დონის კონტროლი.

მხედველობაში უნდა ვიქონიოთ გულის არითმიის განვითარების შესაძლებლობა, რომელიც წარმოქმნილია სალბუტამოლით ინდუცირებული ჰიპოკალიემიის შედეგად, განსაკუთრებით დიგიტალიზაციის მქონე პაციენტებში, სალბუტამოლის ინექციური შეყვანის შემდეგ.

სხვა აქტიური ნივთიერებების დამატება საინჰალაციო ხსნარში არ არის რეკომენდებული.

ისევე, როგორც სხვა საინჰალაციო მედიკამენტების გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება წარმოიქმნას პარადოქსული ბრონქოსპაზმი პრეპარატის გამოყენების შემდეგ ხიხინის უეცარი გაძლიერებით. ამ შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ დაინიშნოს ალტერნატიული თერაპია ან სხვა სწრაფი მოქმედების საინჰალაციო ბრონქოდილატატორები . პრეპარატი უნდა მოიხსნას და აუცილებლობის შემთხვევაში სისტემატიური გამოყენების მიზნით დაინიშნოს სხვა სწრაფი მოქმედების ბრონქოდილატორი.

შემოვიდა შეტყობინებები ლაქტოაციდოზის განვითარების ძალიან იშვიათი შემთხვევების შესახებ, რომლებიც დაკავშირებული იყო ხანმოკლე მოქმედების β - აგონისტების მაღალი თერაპიული დოზების ინტრავენურად და ნებულაიზერის გამოყენებით შეყვანით, ძირითადად ასთმის გამწვავების მქონე პაციენტებში. ლაქტატის კონცენტრაციის გაზრდამ შეიძლება გამოიწვიოს ქოშინი და კომპენსატორული ჰიპერვენტილაცია, რაც შეიძლება არასწორად იქნას განმარტებული, როგორც ასთმის წარუმატებელი მკურნალობის ნიშნები და გამოიწვიოს ხანმოკლე მოქმედების β- აგონისტების დანიშვნის უსაფუძვლო მატება. ამიტომ რეკომენდებულია პაციენტების კონტროლი შრატში ლაქტატის მომატებული დონის და შემდგომი მეტაბოლური აციდოზის განვითარების საკითხთან დაკავშირებით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ბეტა-ადრენობლოკატორები აინჰიბირებენ სალბუტამოლის და სხვა სიმპათომიმეტური ბრონქოდილატატორების ბრონქების გამაფართოებელ მოქმედებას. თუმცა ასეთი პრეპარატები არ უნდა იქნას გამოყენებული ასთმის მქონე პაციენტებში, რადგან მათ შეუძლიათ გაზარდონ სასუნთქი გზების წინააღმდეგობა.

რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა სალბუტამოლის სხვა სიმპათომიმეტურ ამინებთან ერთად გამოყენების დროს, ვინაიდან შეიძლება წარმოიქმნას სიმპათიკური სტიმულაციის გადაჭარბება.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სალბუტამოლის მაღალი დოზები შეიძლება ურთიერთქმედებდეს იმიპრამინთან, ქლორდიაზეპოქსიდთან და ქლორპრომაზინთან, მაგრამ ამ შედეგების პრაქტიკული მნიშვნელობა ადამიანებისათვის დადგენილი არ არის.

არის შემთხვევები დახურულკუთხოვანი გლაუკომის შემთხვევების მცირე რაოდენობის შესახებ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ სალბუტამოლის და ბრომიდის იპრატროპიუმის კომბინაციას ნებულაიზერის მეშვეობით. ამიტომ, სალბუტამოლის კომბინაცია ანტიქოლინერგულ საშუალებებთან ნებულაიზერის საშუალებით უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით. პაციენტებს უნდა მიეწოდოს ინსტრუქცია პრეპარატის სწორი გამოყენების შესახებ და გაფრტხილებულები უნდა იყვნენ, რომ ხსნარი ან "ორთქლი" არ მოხვდეს თვალებში ინჰალაციის დროს.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ადამიანებში სალბუტამოლი აღწევს პლაცენტარულ ბარიერს, ორსულობის დროს გამოყენების უსაფრთხოება არ არის დადასტურებული, ამიტომ პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ ორსულმა ქალებმა ან ქალებმა, რომლებიც შეიძლება დაორსულდნენ, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნებისმიერ პოტენციურ რისკს.

სალბუტამოლის პერორალურ შეყვანას ვირთხებსა და კურდღლებში ორსულობის დროს არ გამოუვლენია ტერატოგენული ეფექტი შთამომავლობაში.

მსოფლიო მარკეტინგული გამოცდილების განმავლობაში შემოდიოდა ინფორმაცია სხვადასხვა თანდაყოლილი ანომალიების იშვიათი შემთხვევების შესახებ, სასის ნაპრალისა და კიდურების დეფექტების ჩათვლით ბავშვებში, რომლებიც დაიბადნენ ქალებისაგან, რომლებიც ღებულობდნენ სალბუტამოლს.

თუმცა ინტრავენური შეყვანისთვის განკუთვნილი სალბუტამოლი და ზოგჯერ სალბუტამოლის ტაბლეტები გამოიყენება გაურთულებელი ნაადრევი მშობიარობის სამკურნალოდ, ვენტაკორტი არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ არსებობს ორსულობის შეწყვეტის საშიშროების შემთხვევა პირველ ან მეორე ტრიმესტრში. სალბუტამოლის ინტრავენური შეყვანა უკუნაჩვენებია მშობიარობამდელი სისხლდენის შემთხვევაში ატონური საშვილოსნოდან შემდგომი სისხლდენის რისკის გამო, ასევე ანალოგიური რისკი არსებობს ასთმის მქონე ქალებში, რომლებიც იღებენ სალბუტამოლს. შემოვიდა შეტყობინებები სპონტანური აბორტის შემდეგ საშვილოსნოდან ჭარბი სისხლდენის შემთხვევების შესახებ სალბუტამოლის გამოყენების დროს. საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა შაქრიანი დიაბეტის მქონე ორსულ ქალებში.

ლაქტაცია

არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა სალბუტამოლი დედის რძესთან ერთად ან ახდენს თუ არა ის მავნე ზემოქმედებას ბავშვზე. ამიტომ პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდებული, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნებისმიერ პოტენციურ რისკს.

ფერტილობა

არ არსებობს მონაცემები ადამიანის ფერტილობაზე სალბუტამოლის გავლენის შესახებ.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატის მოქმედება ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე არ ყოფილა შეფასებული.

არასასურველი რეაქციები

არის შეტყობინებები ჩონჩხის კუნთების მსუბუქი ტრემორი შესახებ სალბუტამოლის პერორალურად ან ინჰალაციურად გამოყენების დროს ზოგიერთ პაციენტთან და პაციენტების დაახლოებით 20%-თან, რომლებიც იღებენ საინექციო სალბუტამოლს; ყველაზე ძლიერად ტრემორი იგრძნობოდა ხელებში, ამავდროულად ზოგიერთი პაციენტი გრძნობდა დაძაბულობას. ეს ეფექტები დამოკიდებულია დოზაზე და გამოწვეულია ჩონჩხის კუნთებზე უშუალო ზემოქმედებით და არა ცენტრალური ნერვული სისტემის პირდაპირი სტიმულირებით.

გულის შეკუმშვის ნორმალური სიხშირის მქონე პაციენტებს სალბუტამოლის მიღების შემდეგ შეიძლება აღენიშნებოდეთ გულის შეკუმშვის სიხშირის მატება. ეს მატება დამოკიდებულია დოზაზე და შეადგენს დაახლოებით 9 დარტყმას წუთში ზრდასრულების მიერ 10 მგ სალბუტამოლს 0,5% ხსნარის მ/ვ ინჰალაციისას 3 წუთის განმავლობაში. 13 დარტყმა წუთში ზრდასრულების მიერ 20 მგ სალბუტამოლს 0,1% ხსნარის სახით მ/ვ ინჰალაციისას 3 წუთის განმავლობაში. პაციენტებში არსებული სინუსური ტაქიკარდიით, განსაკუთრებით პაციენტებში ასთმატური სტატუსით, მდგომარეობის უმჯობესებისდამიხედვით სალბუტამოლის გამოყენების შემდეგ გულის შეკუმშვის სიხშირეს გააჩნია კლების ტენდენცია.

დოზების გამოყენებისას, რომლებიც აჭარბებენ რეკომენდებულს, ან პაციენტებში უჩვეულო მგრძნობელობით β- ადრენერგული სტიმულატორების მიმართ, შეიძლება წარმოიქმნას ზოგიერთი პერიფერიული არტერიოლების დილატაცია, რომელიც გამოიწვევს არტერიული წნევის უმნიშვნელო დაქვეითებას; ამ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს გულის წუთმოცულობის კომპენსაციური ზრდა.

არსებობს შეტყობინებები გულის არითმიების შესახებ (წინაგულების ფიბრილაციის, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის და ექსტრასისტოლიის ჩათვლით). ზოგიერთ პაციენტს შეიძლება აღენიშნოს პერიფერიული ვაზოდილაცია და გულის შეკუმშვის სიხშირის უმნიშვნელო კომპენსატორული მატება. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება წარმოექმნას ტაქიკარდია

სხვა შესაძლო რეაქციებია თავის ტკივილი, გულისრევა, პალპიტაცია და სითბოს შეგრძნება. ძალიან იშვიათად შემოდიოდა შეტყობინებები ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების, ანგიონევროზული შეშუპების ჩათვლით, ჭინჭრის ციების, ბრონქოსპაზმის, ჰიპოტენზიის და კოლაფსის შესახებ. ძალიან იშვიათად შემოდიოდა ინფორმაცია კუნთების კრუნჩხვების შესახებ. სალბუტამოლით ინჰალაციის შემთხვევაში შეიძლება წარმოიქმნას პირის ღრუს და ყელის გაღიზიანება.

კონკრეტული არასასურველი რეაქციების სიხშირე და სიმძიმე დამოკიდებულია დოზაზე და შეყვანის გზაზე. ვენტაკორტი არ იწვევს შარდის გაძნელებას, რადგან ისეთი სიმპათომიმეტური საშუალებებისგან განსხვავებით, როგორიცაა ეფედრინი, თერაპიული დოზები არ ახდენენ მასტიმულირებელ მოქმედებას α- ადრენერგულ რეცეპტორებზე.

β2- აგონისტებით თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს პოტენციურად სერიოზული ჰიპოკალიემია .

ძალიან იშვიათად შემოდიოდა შეტყობინება ლაქტური აციდოზის შესახებ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ სალბუტამოლს ინტრავენურად ან ნებულაიზერის მეშვეობით ასთმის გამწვავების სამკურნალოდ.

ისევე, როგორც სხვა საინჰალაციო პრეპარატების გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება წარმოიქმნას პარადოქსული ბრონქოსპაზმი პრეპარატის გამოყენების შემდეგ ხიხინის უეცარი გაძლიერებით.

ისევე როგორც სხვა β2-აგონისტების შემთხვევაში, იშვიათია ცნობები ბავშვებში ჰიპერაქტიურობის შესახებ.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

შეტყობინება საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. პაციენტის მიერ სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქციის გამოვლენის ან ახალი არასასურველი რეაქციის განვითარების დროს, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ნაწილში, გთხოვთ, ინფორმაცია მიაწოდოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად .

დოზის გადაჭარბება

სალბუტამოლის დოზის გადაჭარბების ყველაზე გავრცელებული ნიშნები და სიმპტომებია გარდამავალი მოვლენები, რომლებიც ფარმაკოლოგიურად განპირობებულია β- აგონისტებით. სალბუტამოლის დოზის გადაჭარბების ნიშნებია გამოხატული ტაქიკარდია და/ან კუნთების გამოხატული ტრემორი.

სალბუტამოლის დოზის გადაჭარბების შედეგად შეიძლება წარმოიქმნას ჰიპოკალიემია, ამიტომ აუცილებელია შრატში კალიუმის დონის კონტროლი. მაღალი თერაპიული დოზებით გამოყენებისას ან ხანმოკლე მოქმედების ბეტა -აგონისტების დოზის გადაჭარბებისას დაფიქსირდა ლაქტოაციდოზის შემთხვევები, ამიტომ აუცილებელია შრატში მომატებული ლაქტატის დონისა და შემდგომი მეტაბოლური აციდოზის კონტროლი (განსაკუთრებით მუდმივი ან გაძლიერებული ტაქიპნოეს შემთხვევაში, მიუხედავად ბრონქოსპაზმის სხვა სიმპტომების გაუმჯობესებისა, ისეთების, როგორიცაა ხიხინი) .

უნდა იქნას განხილული თერაპიის შეწყვეტისა და ისეთი შესაბამისი სიმპტომური მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობა, როგორიცაა კარდიოსელექტიური β- ბლოკატორების ინტრავენური შეყვანა, პაციენტებისათვის სიმპტომებით გულის მხრიდან (მაგალითად, ტაქიკარდიით, პალპიტაციით). ვინაიდან β- ბლოკატორებმა შეიძლება გამოიწვიონ ბრონქოსპაზმი, ისინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული მგრძნობიარე პაციენტებში.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები. ადრენერგული საშუალებები საინჰალაციო შეყვანისთვის. β2- ადრენერგული რეცეპტორების სელექტიური აგონისტები . აქთ კოდი: R03AC02 .

მოქმედების მექანიზმი

სალბუტამოლი წარმოადგენს β2- ადრენორეცეპტორების შედარებით სელექტიურ სტიმულატორს. ის უფრო სპეციფიკურია β2- ადრენორეცეპტორებისთვის, ვიდრე იზოპრენალინი და ორციპრენალინი .

პერორალური და პარენტერალური შეყვანის შემდეგ ხდება β1- და β 2 რეცეპტორების სტიმულაცია, ვინაიდან β 2 რეცეპტორების სელექციურობა არ არის აბსოლუტური და შეყვანის ამ წესებით მიიღწევა სალბუტამოლის მაღალი კონცენტრაცია რეცეპტორების განლაგების ადგილებზე. ეს იწვევს გულის β 1 -რეცეპტორის სტიმულაციის ეფექტს, თუმცა არა ისეთი ძლიერის, როგორც იზოპრენალინის გამოყენების დროს, და ასევე პერიფერიული ვაზოდილატაციისა და ჰიპოტონიის ეფექტს, ჩონჩხის კუნთების ტრემორს და საშვილოსნოს კუნთების მოდუნებას β 2- რეცეპტორების სტიმულაციის გამო .

ასევე შესაძლოა წარმოიქმნას მეტაბოლური ეფექტები, ისეთები, როგორიცაა ჰიპერინსულინემია და ჰიპერგლიკემია, თუმცა ცნობილი არ არის, განპირობებულია თუ რა ეს ეფექტები β 1 ან β 2 რეცეპტორებით. შრატში კალიუმის დონეს აქვს შემცირების ტენდენცია .

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ინჰალაციის შემდეგ სალბუტამოლი ახდენს ადგილობრივ მოქმედებას ბრონქების გლუვ კუნთებზე და თავდაპირველად პრეპარატი სისხლში არ შეინიშნება. 2-3 საათის შემდეგ შეინიშნება დაბალი კონცენტრაციები, სავარაუდოდ იმის გამო, რომ დოზის ნაწილი იყლაპება და შეიწოვება ნაწლავში.

სალბუტამოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი ინჰალაციური ან პერორალური შეყვანის შემდეგ შეადგენს 2,7-5 საათს. სალბუტამოლი არ მეტაბოლიზდება ფილტვებში, მაგრამ კონვერტირდება 4'-O-სულფატად ღვიძლში. სალბუტამოლი გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელი სახით და მეტაბოლიტის სახით. პერორალური მიღების შემდეგ დოზის 58-78% გამოიყოფა შარდთან ერთად 24 საათის განმავლობაში, დაახლოებით 60% გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით. მცირე ნაწილი გამოიყოფა განავლით. ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევამ შეიძლება მოითხოვოს დოზის შემცირება.

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები შენახვისას

ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

პაკეტის გახსნის შემდეგ გამოიყენეთ პრეპარატი 3 თვის განმავლობაში.

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

საინჰალაციო ხსნარის 2,5 მლ პოლიეთილენის, სტრიპის ფორმით ერთმანეთთან მიწებებულ ამპულებში.

5 ამპულა თითო სტრიპზე. 1 სტრიპი ლამინირებული ალუმინის ფოლგის პაკეტში.

4 პაკეტი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები უტილიზაციისა და სხვა სამუშაოების დროს

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენები უნდა იქნას უტილიზებული ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

( ჩობს გ.ო. ფაშა მაჰ. 6. ჯად. No. 30 ჩერკეზკოი / ტეკირდაგ)

„WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.”, TURKEY

(ÇOSB GO Paşa Mah. 6. Cad . No : 30 Çerkezköy / Tekirdağ).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა