ნებუტამოლი
NEBUTAMOL
მოზრდილებისა და 4 წლის ასაკიდან ბავშვების მკურნალობა. პრეპარატი ნაჩვენებია ბრონქული ასთმის მწვავე შეტევების სწრაფი კუპირებისთვის, ასევე ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტის მქონე ავადმყოფების სამკურნალოდ, რომლებიც არ რეაგირებენ ტრადიციულ თერაპიაზე.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- სალბუტამოლი (salbutamol)
- ფორმა და შეფუთვა
- 1მგ/მლ 2მლ საინჰალაციო ხსნარი ერთდოზიანი პოლიეთილენის კონტეინერი №10 (1X10) ნებულაიზერისთვის
- მწარმოებელი
- «Yuria-Pharm» LLC, უკრაინა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ბეტა-2-ადრენორეცეპტორების სელექციური აგონისტები
- ATC კოდი
- R03AC02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040152
- რეგისტრირებულია
- 6 თებერვალი 2024, მოქმედებს 6 თებერვალი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- «Yuria-Pharm» LLC (უკრაინა)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ნებუტამოლი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მოზრდილებისა და 4 წლის ასაკიდან ბავშვების მკურნალობა. პრეპარატი ნაჩვენებია ბრონქული ასთმის მწვავე შეტევების სწრაფი კუპირებისთვის, ასევე ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტის მქონე ავადმყოფების სამკურნალოდ, რომლებიც არ რეაგირებენ ტრადიციულ თერაპიაზე.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი ნებუტამოლი განკუთვნილია ინჰალაციური გამოყენებისათვის პირით შესუნთქვის გზით ნებულაიზერის მეშვეობით და გამოიყენება ექიმის კონტროლის ქვეშ. არ შეიძლება ხსნარის ინექციის გზით შეყვანა ან მისი ჩაყლაპვა.
β2-აგონისტების მოთხოვნის მომატება შეიძლება მოწმობდეს ასთმის მიმდინარეობის გაუარესებაზე. ასეთ პირობებში უნდა გადაიხედოს პაციენტის მკურნალობის რეჟიმი და განხილული იქნას თანმხლები გლუკოკორტიკოსტეროიდული თერაპიის დანიშვნის საჭიროება.
მოზრდილები (მათ შორის ხანდაზმული პაციენტები)
სალბუტამოლის ჩვეულებრივი საწყისი საინჰალაციო დოზა არის 2,5 მგ. ის შეიძლება გაიზარდოს 5 მგ-მდე. ინჰალაციის გამეორება შეიძლება დღეში 4-ჯერ.
სასუნთქი გზების მძიმე ობსტრუქციის მქონე მოზრდილი პაციენტების მკურნალობისათვის დოზები შეიძლება გაიზარდოს 40 მგ-მდე დღეში, თუმცა ასეთი მკურნალობა უნდა ტარდებოდეს სტაციონარულ პირობებში ექიმის გულდასმითი მეთვალყურეობის ქვეშ.
12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები
დოზა ისეთივეა, როგორც მოზრდილებისთვის.
4-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები

4 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება პრეპარატის სხვა წამლის ფორმები.
სალბუტამოლის ნებულიზაციის გზით გამოყენების კლინიკური ეფექტურობა 18 თვემდე ასაკის ჩვილებში დადგენილი არ არის.
ვინაიდან შესაძლებელია ტრანზიტორული ჰიპოქსემია, უნდა იქნას გათვალისწინებული დამატებითი ჟანგბადის თერაპიის ჩატარების აუცილებლობა.
ნებუტამოლი ჩვეულებრივ გამოიყენება განუზავებელი სახით. თუმცა თუ ინჰალაცია უნდა ჩატარდეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში (10 წუთზე მეტი ხნით) ერთდოზიანი კონტეინერის შიგთავსი შეიძლება იქნას განზავებული სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარით.
აეროზოლის ინჰალაცია შეიძლება ჩატარდეს სახეზე სპეციალური ნიღბის დახმარებით ან მუნდშტუკით. უნდა ტარდებოდეს იმ ოთახის პერიოდული ვენტილაცია, სადაც ტარდება ინჰალაცია. ჰიპოქსიის წარმოქმნის რისკის განვითარების შემთხვევაში ჩასასუნთქი ჰაერის ჰიპოვენტილაციის გამო საჭიროა ჰაერის ჟანგბადით გამდიდრება.
დოზირებისა და პრეპარატის გამოყენების სიხშირის გაზრდა შეუძლია მხოლოდ ექიმს დოზის გადაჭარბების დროს გვერდითი რეაქციების წარმოქმნის შესაძლებლობის გათვალისწინებით.
პრეპარატ ნებუტამოლის გამოყენების ინსტრუქცია.
- გამოყენებისათვის მოამზადეთ ნებულაიზერი.
- გახსენით პაკეტი და ამოიღეთ იქიდან ერთდოზიანი კონტეინერი. არ ამოიღოთ ერთდოზიანი კონტეინერი, თუ არ არის ამისი აუცილობლობა.
- შეანჯღრიეთ ერთდოზიანი კონტეინერი, რომელიც ამოიღეთ. დანარჩენი ერთდოზიანი კონტეინერები დატოვეთ პოლიმერულ პაკეტში და მოათავსეთ ისინი მუყაოს ყუთში. 4. გიჭირავთ რა ერთდოზიანი კონტეინერი ზედა კიდით, მოაბრუნეთ ქვედა კიდე, რომ გახსნათ კონტეინერი.
- ჩადეთ ერთდოზიანი კონტეინერი ნებულაიზერში გახსნილი კიდით ქვევით და ოდნავ დააჭირეთ. დარწმუნდით, რომ პრეპარატი მთლიანად გადაიღვარა ნებულაიზერში. 6. ააწყეთ ნებულაიზერი და გამოიყენეთ ნებულაიზერით სარგებლობის ინსტრუქციის მიხედვით.
- გამოყენების შემდეგ გამორეცხეთ ნებულაიზერი, მოახდინეთ პრეპარატის ნარჩენების უტილიზაცია.
ბავშვები. ნებუტამოლი ენიშნებათ ბავშვებს 4 წლის ასაკიდან.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ანამნეზში პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
თუმცა სალბუტამოლი ინტრავენური ინექციებისთვის განკუთვნილი ხსნარის ფორმით და ზოგჯერ ტაბლეტებისა და სუპოზიტორიების ფორმით გამოიყენება ნაადრევი მშობიარობის ჩატარების დროს, ინჰალაციისათვის განკუთვნილი აეროზოლის ფორმით სალბუტამოლი ამ ჩვენებების დროს არ გამოიყენება. სპონტანური აბორტის საშიშროების შემთხვევაში სალბუტამოლს არ იყენებენ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეობები. სალბუტამოლი არ ინიშნება ისეთ არასელექტიურ β-ადრენობლოკატორებთან ერთად, როგორიც არის პროპრანოლოლი.
სალბუტამოლის დანიშვნა არ არის უკუნაჩვენები იმ ავადმყოფებისთვის, რომლებიც მკურნალობენ მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებით.
სიფრთხილის ზომები
ნებუტამოლი უნდა იქნას გამოყენებული პირიდან ინჰალაციის გზით და არ უნდა იქნას შეყვანილი ინექციის სახით და არ უნდა ჩაიყლაპოს.
ბრონქული ასთმის მკურნალობა უნდა ტარდებოდეს ეტაპობრივი პროგრამის თანახმად, აუცილებელია პაციენტის მდგომარეობა შეფასდეს კლინიკურად და ფილტვის ფუნქციური ტესტების მეშვეობით.
მოკლედმოქმედი საინჰალაციო β2-აგონისტების გამოყენების სიხშირის გაზრდა მოწმობს იმაზე, რომ კონტროლი ბრონქულ ასთმაზე უარესდება, ამიტომ პაციენტები გაფრთხილებულები უნდა იყვნენ სამედიცინო დახმარებისთვის სწრაფად მიმართვის აუცილებლობის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში ავადმყოფის მკურნალობა მოითხოვს გადახედვას.
ხანმოკლე მოქმედების β-აგონისტების ჭარბად გამოყენებამ შეიძლება შენიღბოს ძირითადი დაავადება და ხელი შეუწყოს ბროქნულ ასთმის კონტროლის გაუარესებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბრონქული ასთმის მძიმე გამწვავებების და სიკვდილობის რისკის გაზრდა.
ბრონქული ასთმის მიმდინარეობის უეცარი და პროგრესირებადი გაუარესება წარმოადგენს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობას, რომელიც საჭიროებს კორტიკოსტეროიდების გამოყენების დაწყებას ან მისი ოდენობის გაზრდას. პაციენტებისათვის, რომლებიც იმყოფებიან რისკის ჯგუფში, რეკომენდებულია ამოსუნთქვის მაქსიმალური სიჩქარის ყოველდღიური კონტროლის ჩატარება.
პაციენტებისთვის, რომლებსაც დანიშნული აქვთ ანთების საწინააღმდეგო რეგულარული თერაპია (მაგალითად, საინჰალაციო კორტიკოსტეროიდები), უნდა გაეწიოთ რეკომენდაცია გააგრძელონ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება მაშინაც კი, თუ სიმპტომები მცირდება, და ისინი არ საჭიროებენ პრეპარატ ნებუტამოლს.
ავადმყოფები, რომლებიც მკურნალობენ პრეპარატ ნებუტამოლით სახლში, უნდა იქნან გაფრთხილებულნი შემდეგის შესახებ: თუ ოდესმე ეფექტური დოზა აღარ შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას ან შემცირდება ამ შემსუბუქებს ხანგრძლივობა, უნდა მიმართოთ ექიმს, და მისგან დამოუკიდებლად არ გაზარდოთ პრეპარატის დოზა ან მისი მოხმარების სიხშირე.
პაციენტებმა, რომლებიც სალბუტამოლს იღებენ კვირაში ორზე მეტჯერ "საჭიროების გამო", ფიზიკური დატვირთვის წინ პროფილაქტიკისთვის მიღების გარდა, უნდა გაიარონ განმეორებითი გამოკვლევა (მაგალითად, ბრონქული ასთმის გამო დღის სიმპტომების, ღამე გაღვიძებების და აქტივობის შეზღუდვების შეფასება) მკურნალობის სათანადო კორექტირებისთვის, ვინაიდან ეს პაციენტები მიეკუთვნებიან სალბუტამოლის ჭარბად გამოყენების რისკის ჯგუფს.
ნებუტამოლი სიფრთხილით გამოიყენება ისეთი ავადმყოფების სამკურნალოდ, რომლებიც იღებენ სხვა სიმპატომიმეზურების დიდ დოზებს.
სიმპატომიმეზურების გამოყენება, სალბუტამოლის ჩათვლით, ახდენს გავლენას გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. რეგისტრაციის შემდგომი გამოყენების მონაცემები და კვლევების გამოქვეყნებული მონაცემები მოწმობენ სალბუტამოლის გამოყენებასთან ასოცირებული მიოკარდის იშემიის წარმოქმნის იშვიათი შემთხვევების შესახებ. გულის დაავადებების მქონე პაციენტებმა (მაგალითად, გულის იშემიური დაავადება, არითმია ან გულის მძიმე უკმარისობა), რომლებიც მკურნალობენ სალბუტამოლით, გულმკერდის არეში ტკივილის ან სხვა ისეთი სიმპტომების წარმოქმნის შემთხვევაში, რომლებიც მიუთითებენ გულის დაავადების გამწვავებაზე, უნდა მიმართონ სამედიცინო დახმარებას. ყურადღება უნდა მიექცეს ისეთი სიმპტომების შეფასებას, როგორიცაა ჟანგბადის უკმარისობა და ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც შეიძლება იყოს როგორც გულის დაავადების, ასევე სასუნთქი სისტემის დაავადებების შედეგი.
სალბუტამოლი სიფრთხილით უნდა იქნას დანიშნული თირეოტოქსიკოზის მქონე ავადმყოფებში.
ერთჯერად კონტეინერებში სალბუტამოლისა და იპრატროპიუმის ბრომიდის კომბინაციით ავადმყოფების მკურნალობისას ზოგჯერ აღინიშნებოდა მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის განვითარების შემთხვევები. ამიტომ ერთდოზიან კონტეინერებში სალბუტამოლის კომბინაცია ანტიქოლინერგიულ პრეპარატებთან, რომლებიც შეიყვანება ნებულიზაციის გზით, უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით. ავადმყოფებმა უნდა მიიღონ სათანადო ინსტრუქციები პრეპარატის სწორად გამოყენების შესახებ და ისინი უნდა გააფრთხილონ იმის თაობაზე, რომ საჭიროა თავიდან აიცილონ აეროზოლის, რომელიც იფანტება, მოხვედრა თვალებში.
β2-აგონისტებით მკურნალობას შეიძლება შედეგად მოჰყვეს მძიმე ჰიპოკალიემია; ძირითადად ასეთი რამ აღინიშნება პარენტერალური ფორმების ან ნებულაიზერის გამოყენებისას. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მწვავე მძიმე ბრონქული ასთმის მქონე ავადმყოფებს, ვინაიდან ჰიპოკალიემიის პოტენცირება შეიძლება გამოიწვიოს ქსანტინების დერივატების, სტეროიდების, დიურეზულების ერთად გამოყენებამ და ჰიპოქსიამ. ასეთ სიტუაციაში რეკომენდებულია სისხლის შრატში კალიუმის დონის შემოწმება.
ისევე, როგორც სხვა საინჰალაციო საშუალებების გამოყენების დროს, შეიძლება ადგილი ჰქონდეს პარადოქსულ ბრონქოსპაზმს ჰაერის უკმარისობის გაძლიერებით. ამ შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ დაინიშნოს პრეპარატის ალტერნატიული ფორმები ან სხვა სწრაფადმოქმედი საინჰალაციო ბრონქოდილატატორები. ნებუტამოლი დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას და, აუცილებლობის შემთხვევაში, მუდმივად დაინიშნის სხვა სწაფადმოქმედი ბრონქოდილატატორები. ისევე, როგორც სხვა β-ადრენორეცეპტორების აგონისტებმა, ნებუტამოლმა შეიძლება გამოიწვიოს შექცევადი მეტაბოლური ცვლილებები, მაგალითად, სისხლში შაქრის დონის ზრდა.
ასეთი ცვლილებების კომპენსირება შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფებში ყოველთვის არ არის შესაძლებელი, ამიტომ შემოსულია ცალკეული შეტყობინებები ასეთ ავადმყოფებში კეტოაციდოზის განვითარების შესახებ. კორტიკოსტეროიდებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გაამწვავოს ეს მდგომარეობა.
ძალიან იშვიათად ავადმყოფებში ბრონქული ასთმით გამწვავევის სტადიაში, რომლებიც მკურნალობდნენ სალბუტამოლის მაღალი დოზებით, რომელიც გამოიყენებოდა ინტრავენურად ან ნებულაიზერით, აღინიშნებოდა ლაქტოაციდოზის განვითარების შემთხვევები (იხ. განყოფილება „გვერდითი რეაქციები“). სისხლში ლაქტატის დონის ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს ჰაერის უკმარისობისა და ფილტვების კომპენსატორული ჰიპერვენტილაცია, რაც შეცდომით შეიძლება იყოს აღქმული როგორც ასთმის საწინააღმდეგო მკურნალობის არასაკმარისი ეფექტურობის ნიშანი და, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს მოკლედმოქმედი β2-აგონისტებით მკურნალობის უადგილო ინტენსიფიკაცია. ამიტომ რეკომენდებულია ასეთი ავადმყოფების სისხლის შრატში ლაქტატის დონის და, შესაბამისად, მეტაბოლური აციდოზის არსებობის კონტროლი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
სალბუტამოლი ორსულობის პერიოდში ინიშნება მხოლოდ მაშინ, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს. რეგისტრაციის შემდგომი პერიოდის მონაცემებით იყო ცალკეული შეტყობინებები სხვადასხვა თანდაყოლილი ანომალიების შესახებ, სასის ნაპრალისა და კიდურების დეფექტების ჩათვლით, ბავშვებში, რომელთა დედებიც ორსულობის დროს ღებულობდნენ სალბუტამოლს. ამ ქალებიდან ზოგიერთი ორსულობის პერიოდში ღებულობდა ასევე სხვა სამკურნალო საშუალებებსაც. ასეთი ანომალიების წარმოქმნის უპირობო მიზეზობრივი ურთიერთკავშირი სალბუტამოლის გამოყენებასთან დადგენილი არ არის.
რადგან სალბუტამოლი შეიძლება გადავიდეს დედის რძეში, მისი დანიშვნა ლაქტაციის პეროიდში არ არის რეკომენდებული, იმ სიტუაციის გარდა, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს ბავშვისათვის. ახდენს თუ არა სალბუტამოლის არსებობა დედის რძეში მავნე გავლენას ბავშვზე, უცნობია.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ზეგავლენის შესახებ მონაცემები არ არის. ნერვული სისტმის მხრიდან გვერდითი რეაქციების (ტრემორი) გამოვლენის შემთხვევაში ავტოტრანსპორტის მართვა ან სხვა მექანიზმებთან მუშაობა უნდა შეიზღუდოს.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოქმედება, რომელიც ქვევითაა მოყვანილი, კლასიფიცირებულია ორგანოებისა და სისტემების მიხედვით და წარმოქმნის სიხშირის მიხედვით. წარმოქმნის სიხშირე კლასიფიცირდება როგორც ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100 და < 1/10, არახშირი ( ≥ 1/1000 და < 1/100)< იშვიათი (≥ 1/ 10000 და < 1/ 1000), ძალიან იშვიათი (< 1/10000), ცალკეული შემთხვევების ჩათვლით. ზოგადად, ძალიან ხშირი და ხშირი გვერდითი ეფექტები განისაზღვრება კლინიკური მონაცემების თანახმად, მაშინ, როცა იშვიათი, ძალიან იშვიათი და უცნობი სიხშირით - სპონტანური შეტყობინებების მონაცემებით.
იმუნური სისტემის მხრივ.
ძალიან იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპების, ჭინჭრის ციების, ბრონქოსპაზმის, ჰიპოტენზიისა და კოლაფსის ჩათვლით.
ნივთიერებათა ცვლის, მეტაბოლიზმის მხრივ.
იშვიათი: ჰიპოკალიემია. პოტენციურად მძიმე ჰიპოკალიემია შეიძლება იყოს β 2 -აგონისტებით მკურნალობის შედეგი.
სიხშირე უცნობია: ლაქტოაციდოზი (იხ. განყოფილება „გამოყენების თავისებურებები“). ნევროლოგიური დარღვევები.
ხშირი: ტრემორი, თავის ტკივილი.
ძალიან იშვიათი: ჰიპერაქტივობა.
კარდიალური დარღვევები.
იშვიათი: ტაქიკარდია.
არახშირი: გულისცემის გაძლიერება.
ძალიან იშვიათი: გულის რითმის დარღვევა, პარკუჭების ფიბრილაციის, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიისა და ექსტრასისტოლიის ჩათვლით.
სიხშირე უცნობია: მიოკარდიუმის იშემია (იხ. განყოფილება „გამოყენების თავისებურებები“). ვინაიდან ეს მონაცემები სპონტანურია, რეგისტრაციის შემდგომი დაკვირვებების მონაცემებით მათი სიხშირე არაა განსაზღვრული.
სისხლძარღვების მხრივ.
იშვიათად: პერიფერიული ვაზოდილატაცია.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის ორგანოების მხრივ.
ძალიან იშვიათი: პარადოქსული ბრონქოსპაზმი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.
არახშირი: პირის ღრუსა და ხახის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატისა და შემაერთებელი სისტემის მხრივ.
არახშირი: კუნთების კრუნჩხვები.
ჭარბი დოზა
სალბუტამოლის ჭარბი დოზის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია ტრანზიტორული ცვლილებები, რომლებიც ფარმაკოლოგიურად ინდუცირებულია β2-აგონისტებით, მაგალითად: ტაქიკარდია, ტრემორი, ჰიპერაქტიურობა და მეტაბოლური დარღვევები, ჰიპოკალიემიის ჩათვლით (იხ. განყოფილება „გამოყენების თავისებურებები“ და „გვერდითი რეაქციები“).
სალბუმატოლის დოზის გადაჭარბების შედეგად შეიძლება წარმოიქმნას ჰიპოკალიემია, ამიტომ აუცილებელია მოწმდებოდეს კალიუმის დონე სისხლის შრატში. მაღალი თერაპიული დოზების გამოყენებისას ან მოკლედმოქმედი β2 -აგონისტების დოზის გადაჭარბების დროს იყო შეტყობინებები ლაქტატაციდოზის შესახებ, ამიტომ უნდა მოწმდებოდეს ლაქტატის დონე სისხლის შრატში. შესაბამისად, კონტროლი უნდა გაეწიოს მეტაბოლურ აციდოზს, განსაკუთრებით მდგრადი ან აჩქარებული სუნთქვის შემთხვევებში, რაც ძლიერდება ბრონქოსპაზმის სიმპტომების გაუმჯობესების მიუხედავად.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: სალბუტამოლი;
1 კონტეინერი შეიცავს 2 მგ სალბუტამოლის სულფატს სალბუტამოლზე გადაანგარიშებით;
1 მლ შეიცავს: 1 მგ სალბუტამოლის სულფატს სალბუტამოლზე გადაანგარიშებით;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.
სამკურნალო ფორმა. საინჰალაციო ხსნარი.
ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები : გამჭვირვალე უფერო სითხე.
ფარმზკოთერაპიული ჯგუფი. ასთმის საწინააღმდეგო პრეპარატები. Β2 -ადრენორეცეპტორების სელექციური აგონისტები. ათქ კოდი R03A C02.
შენახვის პირობები
3 წელი.
შენახვის პირობები. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე. არ დაუშვათ გაყინვა ან მზის სინათლის პირდაპირი ზემოქმედება.
შეფუთვა. 2 მლ ერთდოზიან პოლიმერულ კონტეინერებში. 10 ერთდოზიანი კონტეინერი პოლიმერული ფირფიტის პაკეტებში, 1 პაკეტი მუყაოს ყუთში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
სალბუტამოლი წარმოადგენს β2 - ადრენორეცეპტორების სელექციურ აგონისტს. თერაპიულ დოზებში მოქმედებს ბრონქების მუსკულატურის β2 -ადრენორეცეპტორებზე, გულის β1-ადრენორეცეპტორებზე მინიმალური მოქმედებით ან საერთოდ მოქმედების გარეშე.
ფარმაკოკინეტიკა. ინჰალაციური გამოყენების შემდეგ შეყვანილი დოზის 10%-დან 20%-მდე აღწევს ქვემო სასუნთქ გზებამდე. დანარჩენი რჩება პირხახაში, საიდანაც იყლაპება. იმ დოზის ნაწილი, რომელმაც მიაღწია სასუნთქ გზებამდე, აბსორბირდება ფილტვის ქსოვილში და ხვდება სისხლის მიმოქცევაში, მაგრამ არ მეტაბოლიზდება ფილტვებში.
პრეპარატის მოქმედების დაწყება მოდის მე-4-5 წუთზე ინჰალაციის შემდეგ, მოქმედების ხანგრძლივობა შეადგენს 4-6 საათს.
სისხლის სისტემურ მიმოქცევაში მოხვედრის შემდეგ პრეპარატი მეტაბოლიზდება ღვიძლში, გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით უცვლელი სახით და ფენოლსულფატის მეტაბოლიტის სახით.
ცხვირხახიდან საჭმლის მომნელებელ სისტემაში მოხვედრილი პრეპარატის დოზა შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, გადის მეტაბოლიზმის პირველ ეტაპს ღვიძლში ფენოლსულფატურ ნაერთამდე, შემდეგ გამოიყოფა თირკმელებით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
ნებუტამოლი
(NEBUTAMOL)
შემადგენლობა: მოქმედი ნივთიერება: სალბუტამოლი;
1 კონტეინერი შეიცავს 2 მგ სალბუტამოლის სულფატს სალბუტამოლზე გადაანგარიშებით;
1 მლ შეიცავს: 1 მგ სალბუტამოლის სულფატს სალბუტამოლზე გადაანგარიშებით;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.
სამკურნალო ფორმა. საინჰალაციო ხსნარი.
ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები : გამჭვირვალე უფერო სითხე.
ფარმზკოთერაპიული ჯგუფი. ასთმის საწინააღმდეგო პრეპარატები. Β2 -ადრენორეცეპტორების სელექციური აგონისტები. ათქ კოდი R03A C02.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა. სალბუტამოლი წარმოადგენს β2 - ადრენორეცეპტორების სელექციურ აგონისტს. თერაპიულ დოზებში მოქმედებს ბრონქების მუსკულატურის β2 -ადრენორეცეპტორებზე, გულის β1-ადრენორეცეპტორებზე მინიმალური მოქმედებით ან საერთოდ მოქმედების გარეშე.
ფარმაკოკინეტიკა. ინჰალაციური გამოყენების შემდეგ შეყვანილი დოზის 10%-დან 20%-მდე აღწევს ქვემო სასუნთქ გზებამდე. დანარჩენი რჩება პირხახაში, საიდანაც იყლაპება. იმ დოზის ნაწილი, რომელმაც მიაღწია სასუნთქ გზებამდე, აბსორბირდება ფილტვის ქსოვილში და ხვდება სისხლის მიმოქცევაში, მაგრამ არ მეტაბოლიზდება ფილტვებში.
პრეპარატის მოქმედების დაწყება მოდის მე-4-5 წუთზე ინჰალაციის შემდეგ, მოქმედების ხანგრძლივობა შეადგენს 4-6 საათს.
სისხლის სისტემურ მიმოქცევაში მოხვედრის შემდეგ პრეპარატი მეტაბოლიზდება ღვიძლში, გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით უცვლელი სახით და ფენოლსულფატის მეტაბოლიტის სახით.
ცხვირხახიდან საჭმლის მომნელებელ სისტემაში მოხვედრილი პრეპარატის დოზა შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, გადის მეტაბოლიზმის პირველ ეტაპს ღვიძლში ფენოლსულფატურ ნაერთამდე, შემდეგ გამოიყოფა თირკმელებით.
კლინიკური მახასიათებლები.
ჩვენებები. მოზრდილებისა და 4 წლის ასაკიდან ბავშვების მკურნალობა. პრეპარატი ნაჩვენებია ბრონქული ასთმის მწვავე შეტევების სწრაფი კუპირებისთვის, ასევე ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტის მქონე ავადმყოფების სამკურნალოდ, რომლებიც არ რეაგირებენ ტრადიციულ თერაპიაზე.
უკუჩვენებები. ჰიპერმგრძნობელობა ანამნეზში პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
თუმცა სალბუტამოლი ინტრავენური ინექციებისთვის განკუთვნილი ხსნარის ფორმით და ზოგჯერ ტაბლეტებისა და სუპოზიტორიების ფორმით გამოიყენება ნაადრევი მშობიარობის ჩატარების დროს, ინჰალაციისათვის განკუთვნილი აეროზოლის ფორმით სალბუტამოლი ამ ჩვენებების დროს არ გამოიყენება. სპონტანური აბორტის საშიშროების შემთხვევაში სალბუტამოლს არ იყენებენ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეობები. სალბუტამოლი არ ინიშნება ისეთ არასელექტიურ β-ადრენობლოკატორებთან ერთად, როგორიც არის პროპრანოლოლი.
სალბუტამოლის დანიშვნა არ არის უკუნაჩვენები იმ ავადმყოფებისთვის, რომლებიც მკურნალობენ მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებით.
გამოყენების თავისებურებები.
ნებუტამოლი უნდა იქნას გამოყენებული პირიდან ინჰალაციის გზით და არ უნდა იქნას შეყვანილი ინექციის სახით და არ უნდა ჩაიყლაპოს.
ბრონქული ასთმის მკურნალობა უნდა ტარდებოდეს ეტაპობრივი პროგრამის თანახმად, აუცილებელია პაციენტის მდგომარეობა შეფასდეს კლინიკურად და ფილტვის ფუნქციური ტესტების მეშვეობით.
მოკლედმოქმედი საინჰალაციო β2-აგონისტების გამოყენების სიხშირის გაზრდა მოწმობს იმაზე, რომ კონტროლი ბრონქულ ასთმაზე უარესდება, ამიტომ პაციენტები გაფრთხილებულები უნდა იყვნენ სამედიცინო დახმარებისთვის სწრაფად მიმართვის აუცილებლობის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში ავადმყოფის მკურნალობა მოითხოვს გადახედვას.
ხანმოკლე მოქმედების β-აგონისტების ჭარბად გამოყენებამ შეიძლება შენიღბოს ძირითადი დაავადება და ხელი შეუწყოს ბროქნულ ასთმის კონტროლის გაუარესებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბრონქული ასთმის მძიმე გამწვავებების და სიკვდილობის რისკის გაზრდა.
ბრონქული ასთმის მიმდინარეობის უეცარი და პროგრესირებადი გაუარესება წარმოადგენს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობას, რომელიც საჭიროებს კორტიკოსტეროიდების გამოყენების დაწყებას ან მისი ოდენობის გაზრდას. პაციენტებისათვის, რომლებიც იმყოფებიან რისკის ჯგუფში, რეკომენდებულია ამოსუნთქვის მაქსიმალური სიჩქარის ყოველდღიური კონტროლის ჩატარება.
პაციენტებისთვის, რომლებსაც დანიშნული აქვთ ანთების საწინააღმდეგო რეგულარული თერაპია (მაგალითად, საინჰალაციო კორტიკოსტეროიდები), უნდა გაეწიოთ რეკომენდაცია გააგრძელონ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება მაშინაც კი, თუ სიმპტომები მცირდება, და ისინი არ საჭიროებენ პრეპარატ ნებუტამოლს.
ავადმყოფები, რომლებიც მკურნალობენ პრეპარატ ნებუტამოლით სახლში, უნდა იქნან გაფრთხილებულნი შემდეგის შესახებ: თუ ოდესმე ეფექტური დოზა აღარ შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას ან შემცირდება ამ შემსუბუქებს ხანგრძლივობა, უნდა მიმართოთ ექიმს, და მისგან დამოუკიდებლად არ გაზარდოთ პრეპარატის დოზა ან მისი მოხმარების სიხშირე.
პაციენტებმა, რომლებიც სალბუტამოლს იღებენ კვირაში ორზე მეტჯერ "საჭიროების გამო", ფიზიკური დატვირთვის წინ პროფილაქტიკისთვის მიღების გარდა, უნდა გაიარონ განმეორებითი გამოკვლევა (მაგალითად, ბრონქული ასთმის გამო დღის სიმპტომების, ღამე გაღვიძებების და აქტივობის შეზღუდვების შეფასება) მკურნალობის სათანადო კორექტირებისთვის, ვინაიდან ეს პაციენტები მიეკუთვნებიან სალბუტამოლის ჭარბად გამოყენების რისკის ჯგუფს.
ნებუტამოლი სიფრთხილით გამოიყენება ისეთი ავადმყოფების სამკურნალოდ, რომლებიც იღებენ სხვა სიმპატომიმეზურების დიდ დოზებს.
სიმპატომიმეზურების გამოყენება, სალბუტამოლის ჩათვლით, ახდენს გავლენას გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. რეგისტრაციის შემდგომი გამოყენების მონაცემები და კვლევების გამოქვეყნებული მონაცემები მოწმობენ სალბუტამოლის გამოყენებასთან ასოცირებული მიოკარდის იშემიის წარმოქმნის იშვიათი შემთხვევების შესახებ. გულის დაავადებების მქონე პაციენტებმა (მაგალითად, გულის იშემიური დაავადება, არითმია ან გულის მძიმე უკმარისობა), რომლებიც მკურნალობენ სალბუტამოლით, გულმკერდის არეში ტკივილის ან სხვა ისეთი სიმპტომების წარმოქმნის შემთხვევაში, რომლებიც მიუთითებენ გულის დაავადების გამწვავებაზე, უნდა მიმართონ სამედიცინო დახმარებას. ყურადღება უნდა მიექცეს ისეთი სიმპტომების შეფასებას, როგორიცაა ჟანგბადის უკმარისობა და ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც შეიძლება იყოს როგორც გულის დაავადების, ასევე სასუნთქი სისტემის დაავადებების შედეგი.
სალბუტამოლი სიფრთხილით უნდა იქნას დანიშნული თირეოტოქსიკოზის მქონე ავადმყოფებში.
ერთჯერად კონტეინერებში სალბუტამოლისა და იპრატროპიუმის ბრომიდის კომბინაციით ავადმყოფების მკურნალობისას ზოგჯერ აღინიშნებოდა მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის განვითარების შემთხვევები. ამიტომ ერთდოზიან კონტეინერებში სალბუტამოლის კომბინაცია ანტიქოლინერგიულ პრეპარატებთან, რომლებიც შეიყვანება ნებულიზაციის გზით, უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით. ავადმყოფებმა უნდა მიიღონ სათანადო ინსტრუქციები პრეპარატის სწორად გამოყენების შესახებ და ისინი უნდა გააფრთხილონ იმის თაობაზე, რომ საჭიროა თავიდან აიცილონ აეროზოლის, რომელიც იფანტება, მოხვედრა თვალებში.
β2-აგონისტებით მკურნალობას შეიძლება შედეგად მოჰყვეს მძიმე ჰიპოკალიემია; ძირითადად ასეთი რამ აღინიშნება პარენტერალური ფორმების ან ნებულაიზერის გამოყენებისას. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მწვავე მძიმე ბრონქული ასთმის მქონე ავადმყოფებს, ვინაიდან ჰიპოკალიემიის პოტენცირება შეიძლება გამოიწვიოს ქსანტინების დერივატების, სტეროიდების, დიურეზულების ერთად გამოყენებამ და ჰიპოქსიამ. ასეთ სიტუაციაში რეკომენდებულია სისხლის შრატში კალიუმის დონის შემოწმება.
ისევე, როგორც სხვა საინჰალაციო საშუალებების გამოყენების დროს, შეიძლება ადგილი ჰქონდეს პარადოქსულ ბრონქოსპაზმს ჰაერის უკმარისობის გაძლიერებით. ამ შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ დაინიშნოს პრეპარატის ალტერნატიული ფორმები ან სხვა სწრაფადმოქმედი საინჰალაციო ბრონქოდილატატორები. ნებუტამოლი დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას და, აუცილებლობის შემთხვევაში, მუდმივად დაინიშნის სხვა სწაფადმოქმედი ბრონქოდილატატორები. ისევე, როგორც სხვა β-ადრენორეცეპტორების აგონისტებმა, ნებუტამოლმა შეიძლება გამოიწვიოს შექცევადი მეტაბოლური ცვლილებები, მაგალითად, სისხლში შაქრის დონის ზრდა.
ასეთი ცვლილებების კომპენსირება შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფებში ყოველთვის არ არის შესაძლებელი, ამიტომ შემოსულია ცალკეული შეტყობინებები ასეთ ავადმყოფებში კეტოაციდოზის განვითარების შესახებ. კორტიკოსტეროიდებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გაამწვავოს ეს მდგომარეობა.
ძალიან იშვიათად ავადმყოფებში ბრონქული ასთმით გამწვავევის სტადიაში, რომლებიც მკურნალობდნენ სალბუტამოლის მაღალი დოზებით, რომელიც გამოიყენებოდა ინტრავენურად ან ნებულაიზერით, აღინიშნებოდა ლაქტოაციდოზის განვითარების შემთხვევები (იხ. განყოფილება „გვერდითი რეაქციები“). სისხლში ლაქტატის დონის ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს ჰაერის უკმარისობისა და ფილტვების კომპენსატორული ჰიპერვენტილაცია, რაც შეცდომით შეიძლება იყოს აღქმული როგორც ასთმის საწინააღმდეგო მკურნალობის არასაკმარისი ეფექტურობის ნიშანი და, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს მოკლედმოქმედი β2-აგონისტებით მკურნალობის უადგილო ინტენსიფიკაცია. ამიტომ რეკომენდებულია ასეთი ავადმყოფების სისხლის შრატში ლაქტატის დონის და, შესაბამისად, მეტაბოლური აციდოზის არსებობის კონტროლი.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
სალბუტამოლი ორსულობის პერიოდში ინიშნება მხოლოდ მაშინ, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს. რეგისტრაციის შემდგომი პერიოდის მონაცემებით იყო ცალკეული შეტყობინებები სხვადასხვა თანდაყოლილი ანომალიების შესახებ, სასის ნაპრალისა და კიდურების დეფექტების ჩათვლით, ბავშვებში, რომელთა დედებიც ორსულობის დროს ღებულობდნენ სალბუტამოლს. ამ ქალებიდან ზოგიერთი ორსულობის პერიოდში ღებულობდა ასევე სხვა სამკურნალო საშუალებებსაც. ასეთი ანომალიების წარმოქმნის უპირობო მიზეზობრივი ურთიერთკავშირი სალბუტამოლის გამოყენებასთან დადგენილი არ არის.
რადგან სალბუტამოლი შეიძლება გადავიდეს დედის რძეში, მისი დანიშვნა ლაქტაციის პეროიდში არ არის რეკომენდებული, იმ სიტუაციის გარდა, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს ბავშვისათვის. ახდენს თუ არა სალბუტამოლის არსებობა დედის რძეში მავნე გავლენას ბავშვზე, უცნობია.
რეაქციის სიჩქარეზე გავლენის უნარი ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის დროს.
ზეგავლენის შესახებ მონაცემები არ არის. ნერვული სისტმის მხრიდან გვერდითი რეაქციების (ტრემორი) გამოვლენის შემთხვევაში ავტოტრანსპორტის მართვა ან სხვა მექანიზმებთან მუშაობა უნდა შეიზღუდოს.
გამოყენების წესი და დოზები.
პრეპარატი ნებუტამოლი განკუთვნილია ინჰალაციური გამოყენებისათვის პირით შესუნთქვის გზით ნებულაიზერის მეშვეობით და გამოიყენება ექიმის კონტროლის ქვეშ. არ შეიძლება ხსნარის ინექციის გზით შეყვანა ან მისი ჩაყლაპვა.
β2-აგონისტების მოთხოვნის მომატება შეიძლება მოწმობდეს ასთმის მიმდინარეობის გაუარესებაზე. ასეთ პირობებში უნდა გადაიხედოს პაციენტის მკურნალობის რეჟიმი და განხილული იქნას თანმხლები გლუკოკორტიკოსტეროიდული თერაპიის დანიშვნის საჭიროება.
მოზრდილები (მათ შორის ხანდაზმული პაციენტები)
სალბუტამოლის ჩვეულებრივი საწყისი საინჰალაციო დოზა არის 2,5 მგ. ის შეიძლება გაიზარდოს 5 მგ-მდე. ინჰალაციის გამეორება შეიძლება დღეში 4-ჯერ.
სასუნთქი გზების მძიმე ობსტრუქციის მქონე მოზრდილი პაციენტების მკურნალობისათვის დოზები შეიძლება გაიზარდოს 40 მგ-მდე დღეში, თუმცა ასეთი მკურნალობა უნდა ტარდებოდეს სტაციონარულ პირობებში ექიმის გულდასმითი მეთვალყურეობის ქვეშ.
12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები
დოზა ისეთივეა, როგორც მოზრდილებისთვის.
4-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები
სალბუტამოლის ჩვეულებრივი საწყისი საინჰალაციო დოზა არის 2,5 მგ. ის შეიძლება გაიზარდოს 5 მგ-მდე. ინჰალაციის გამეორება შეიძლება დღეში 4-ჯერ.
4 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება პრეპარატის სხვა წამლის ფორმები.
სალბუტამოლის ნებულიზაციის გზით გამოყენების კლინიკური ეფექტურობა 18 თვემდე ასაკის ჩვილებში დადგენილი არ არის.
ვინაიდან შესაძლებელია ტრანზიტორული ჰიპოქსემია, უნდა იქნას გათვალისწინებული დამატებითი ჟანგბადის თერაპიის ჩატარების აუცილებლობა.
ნებუტამოლი ჩვეულებრივ გამოიყენება განუზავებელი სახით. თუმცა თუ ინჰალაცია უნდა ჩატარდეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში (10 წუთზე მეტი ხნით) ერთდოზიანი კონტეინერის შიგთავსი შეიძლება იქნას განზავებული სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარით.
აეროზოლის ინჰალაცია შეიძლება ჩატარდეს სახეზე სპეციალური ნიღბის დახმარებით ან მუნდშტუკით. უნდა ტარდებოდეს იმ ოთახის პერიოდული ვენტილაცია, სადაც ტარდება ინჰალაცია. ჰიპოქსიის წარმოქმნის რისკის განვითარების შემთხვევაში ჩასასუნთქი ჰაერის ჰიპოვენტილაციის გამო საჭიროა ჰაერის ჟანგბადით გამდიდრება.
დოზირებისა და პრეპარატის გამოყენების სიხშირის გაზრდა შეუძლია მხოლოდ ექიმს დოზის გადაჭარბების დროს გვერდითი რეაქციების წარმოქმნის შესაძლებლობის გათვალისწინებით.
პრეპარატ ნებუტამოლის გამოყენების ინსტრუქცია.
- გამოყენებისათვის მოამზადეთ ნებულაიზერი.
- გახსენით პაკეტი და ამოიღეთ იქიდან ერთდოზიანი კონტეინერი. არ ამოიღოთ ერთდოზიანი კონტეინერი, თუ არ არის ამისი აუცილობლობა.
- შეანჯღრიეთ ერთდოზიანი კონტეინერი, რომელიც ამოიღეთ. დანარჩენი ერთდოზიანი კონტეინერები დატოვეთ პოლიმერულ პაკეტში და მოათავსეთ ისინი მუყაოს ყუთში. 4. გიჭირავთ რა ერთდოზიანი კონტეინერი ზედა კიდით, მოაბრუნეთ ქვედა კიდე, რომ გახსნათ კონტეინერი.
- ჩადეთ ერთდოზიანი კონტეინერი ნებულაიზერში გახსნილი კიდით ქვევით და ოდნავ დააჭირეთ. დარწმუნდით, რომ პრეპარატი მთლიანად გადაიღვარა ნებულაიზერში. 6. ააწყეთ ნებულაიზერი და გამოიყენეთ ნებულაიზერით სარგებლობის ინსტრუქციის მიხედვით.
- გამოყენების შემდეგ გამორეცხეთ ნებულაიზერი, მოახდინეთ პრეპარატის ნარჩენების უტილიზაცია.
ბავშვები. ნებუტამოლი ენიშნებათ ბავშვებს 4 წლის ასაკიდან.
ჭარბი დოზა.
სალბუტამოლის ჭარბი დოზის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია ტრანზიტორული ცვლილებები, რომლებიც ფარმაკოლოგიურად ინდუცირებულია β2-აგონისტებით, მაგალითად: ტაქიკარდია, ტრემორი, ჰიპერაქტიურობა და მეტაბოლური დარღვევები, ჰიპოკალიემიის ჩათვლით (იხ. განყოფილება „გამოყენების თავისებურებები“ და „გვერდითი რეაქციები“).
სალბუმატოლის დოზის გადაჭარბების შედეგად შეიძლება წარმოიქმნას ჰიპოკალიემია, ამიტომ აუცილებელია მოწმდებოდეს კალიუმის დონე სისხლის შრატში. მაღალი თერაპიული დოზების გამოყენებისას ან მოკლედმოქმედი β2 -აგონისტების დოზის გადაჭარბების დროს იყო შეტყობინებები ლაქტატაციდოზის შესახებ, ამიტომ უნდა მოწმდებოდეს ლაქტატის დონე სისხლის შრატში. შესაბამისად, კონტროლი უნდა გაეწიოს მეტაბოლურ აციდოზს, განსაკუთრებით მდგრადი ან აჩქარებული სუნთქვის შემთხვევებში, რაც ძლიერდება ბრონქოსპაზმის სიმპტომების გაუმჯობესების მიუხედავად.
გვერდითი რეაქციები.
გვერდითი მოქმედება, რომელიც ქვევითაა მოყვანილი, კლასიფიცირებულია ორგანოებისა და სისტემების მიხედვით და წარმოქმნის სიხშირის მიხედვით. წარმოქმნის სიხშირე კლასიფიცირდება როგორც ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100 და < 1/10, არახშირი ( ≥ 1/1000 და < 1/100)< იშვიათი (≥ 1/ 10000 და < 1/ 1000), ძალიან იშვიათი (< 1/10000), ცალკეული შემთხვევების ჩათვლით. ზოგადად, ძალიან ხშირი და ხშირი გვერდითი ეფექტები განისაზღვრება კლინიკური მონაცემების თანახმად, მაშინ, როცა იშვიათი, ძალიან იშვიათი და უცნობი სიხშირით - სპონტანური შეტყობინებების მონაცემებით.
იმუნური სისტემის მხრივ.
ძალიან იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპების, ჭინჭრის ციების, ბრონქოსპაზმის, ჰიპოტენზიისა და კოლაფსის ჩათვლით.
ნივთიერებათა ცვლის, მეტაბოლიზმის მხრივ.
იშვიათი: ჰიპოკალიემია. პოტენციურად მძიმე ჰიპოკალიემია შეიძლება იყოს β 2 -აგონისტებით მკურნალობის შედეგი.
სიხშირე უცნობია: ლაქტოაციდოზი (იხ. განყოფილება „გამოყენების თავისებურებები“). ნევროლოგიური დარღვევები.
ხშირი: ტრემორი, თავის ტკივილი.
ძალიან იშვიათი: ჰიპერაქტივობა.
კარდიალური დარღვევები.
იშვიათი: ტაქიკარდია.
არახშირი: გულისცემის გაძლიერება.
ძალიან იშვიათი: გულის რითმის დარღვევა, პარკუჭების ფიბრილაციის, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიისა და ექსტრასისტოლიის ჩათვლით.
სიხშირე უცნობია: მიოკარდიუმის იშემია (იხ. განყოფილება „გამოყენების თავისებურებები“). ვინაიდან ეს მონაცემები სპონტანურია, რეგისტრაციის შემდგომი დაკვირვებების მონაცემებით მათი სიხშირე არაა განსაზღვრული.
სისხლძარღვების მხრივ.
იშვიათად: პერიფერიული ვაზოდილატაცია.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის ორგანოების მხრივ.
ძალიან იშვიათი: პარადოქსული ბრონქოსპაზმი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.
არახშირი: პირის ღრუსა და ხახის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატისა და შემაერთებელი სისტემის მხრივ.
არახშირი: კუნთების კრუნჩხვები.
ვარგისობის ვადა. 3 წელი.
შენახვის პირობები. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე. არ დაუშვათ გაყინვა ან მზის სინათლის პირდაპირი ზემოქმედება.
შეფუთვა. 2 მლ ერთდოზიან პოლიმერულ კონტეინერებში. 10 ერთდოზიანი კონტეინერი პოლიმერული ფირფიტის პაკეტებში, 1 პაკეტი მუყაოს ყუთში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებელი. შპს „იურია-ფარმი“.
მწარმოებლის ადგილმდებარეობა. უკრაინა, 18030, ჩერკასის ოლქი, ქ. ჩერკასი, კობზარსკაიას ქუჩა, 108. ტელ.: + 38 (044) 281-01-01.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.