პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

რეფოქსიმი

Refoxim

რეცეპტით1500მგინსტრუქცია ქართულადლიტვა
რისთვის გამოიყენება

რეფოქსიმი არის ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება მოზრდილებისა და ბავშვების სამკურნალოდ. ის კლავს ინფექციების გამომწვევ ბაქტერიებს. ის მიეკუთვნება ცეფალოსპორინების სახელით ცნობილი მედიკამენტების ჯგუფს. Refoxim-ი გამოიყენება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ: ფილტვების ან გულმკერდის ღრუ; საშარდე გზების; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ცეფუროქსიმი (cefuroxime)
ფორმა და შეფუთვა
1500მგ ფხვნილი ი.ვ. საინექციო/საინფუზიო და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №55
მწარმოებელი
UAB Eletis Pharma, ლიტვა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მეორე თაობის ცეფალოსპორინები
ATC კოდი
J01DC02
რეგისტრაციის ნომერი
რ-043691
რეგისტრირებულია
23 ივლისი 2025, მოქმედებს 23 ივლისი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
ნატო ლომთათიძე
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებარეფოქსიმი და სხვა წამალი ერთად

რეფოქსიმი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რეფოქსიმი არის ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება მოზრდილებისა და ბავშვების სამკურნალოდ. ის კლავს ინფექციების გამომწვევ ბაქტერიებს. ის მიეკუთვნება ცეფალოსპორინების სახელით ცნობილი მედიკამენტების ჯგუფს.

Refoxim-ი გამოიყენება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:

ფილტვების ან გულმკერდის ღრუ;

საშარდე გზების;

კანისა და კანქვეშა ქსოვილის;

მუცლის ღრუს.

Refoxim-ის გამოყენება ასევე შესაძლებელია:

ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისთვის ქირურგიული ოპერაციების დროს.

თქვენმა ექიმმა შეიძლება ჩაგიტაროთ ტესტირება, რათა დაადგინოს, თუ რა ტიპის ბაქტერიამ გამოიწვია თქვენი ინფექცია და აკონტროლოს ბაქტერიების მგრძნობელობა რეფოქსიმის მიმართ მკურნალობის დროს.

მიღების წესი და დოზირება

საინექციო წყლის რაოდენობა, რომელიც უნდა დაემატოს (მლ)

ცეფუროქსიმის მიახლოებითი კონცენტრაცია (მგ/მლ)**

750 მგ

ინტრამუსკულარული

ინტრავენურად შპრიცის ტუმბოს საშუალებით

ინტრავენური ინფუზია

3 მლ

არანაკლებ 6 მლ

არანაკლებ 6 მლ*

216

116

116

1500 მგ

ინტრამუსკულარული

ინტრავენურად შპრიცის ტუმბოს საშუალებით

ინტრავენური ინფუზია

6 მლ

არანაკლებ 15 მლ

15 მლ*

216

94

94

  • გახსნილი ხსნარი უნდა შეიყვანოთ თავსებადი საინფუზიო ხსნარის 50 ან 100 მლ-ში (თავსებადობის შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ ქვემოთ).
  • *ცეფუროქსიმის გახსნის შემდეგ, ხსნარის მოცულობა გაიზარდა სამკურნალო ნივთიერების გამოდევნის კოეფიციენტის გამო, რამაც გამოიწვია მითითებული კონცენტრაციები მგ/მლ-ში.

თავსებადობა

ცეფუროქსიმის ნატრიუმის მარილი თავსებადია შემდეგ ინფუზიურ ხსნარებთან. ოთახის ტემპერატურაზე ეფექტურობას ინარჩუნებს 24 საათის განმავლობაში:

  • 9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარი;

5%-იანი გლუკოზის საინექციო ხსნარი;

  • 18%-იანი ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარი 4%-იან გლუკოზის საინექციო

ხსნართან;

5%-იანი გლუკოზისა და 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარი.

5%-იანი გლუკოზისა და 0.45%-იანი ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარი;

5%-იანი გლუკოზისა და 0.225%-იანი ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარი;

10%-იანი გლუკოზის საინექციო ხსნარი;

10%-იანი ინვერტული შაქრის ხსნარი საინექციო წყალში.

რინგერის საინექციო ხსნარი;

რინგერის ლაქტატის საინექციო ხსნარი;

M/6 ნატრიუმის ლაქტატის საინექციო ხსნარი;

ჰარტმანის ხსნარი.

დირექტორი

ედმუნდას კადუშევიჩიუსი

ხელმოწერილია

ბეჭედი: ლიეტუვისრესპუბლიკა * კაუნასი * დსს „Eletis Pharma“ *

სიფრთხილის ზომები

Refoxim არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ:

გაქვთ ალერგია აქტიური ნივთიერების ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში);

თუ გაქვთ ალერგია ცეფალოსპორინის ჯგუფის რომელიმე ანტიბიოტიკის მიმართ;

თუ გაქვთ მძიმე ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკის მიმართ (პენიცილინები, მონობაქტამები, კარბაპენემები);

თუ ცეფუროქსიმით ან სხვა ცეფალოსპორინის ანტიბიოტიკით მკურნალობის შემდეგ გაგივითარდათ კანის ძლიერი გამონაყარი ან კანის აქერცვლა, ბუშტუკები და/ან პირის ღრუს წყლულები.

→ თუ ფიქრობთ, რომ ეს მდგომარეობები თქვენ გეხებათ, Refoxim-ის მიღებამდე აცნობეთ ამის შესახებ ექიმს. თქვენთვის აკრძალულია Refoxim-ის მიღება.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

Refoxim-ის მიღებისას ყურადღება უნდა მიაქციოთ გარკვეულ სიმპტომებს, როგორიცაა: ალერგიული რეაქციები, კანზე გამონაყარი, კუჭ-ნაწლავის დარღვევები, როგორიცაა დიარეა ან სოკოვანი ინფექციები. ამან შეიძლება შეამციროს შესაძლო პრობლემების რისკი. იხილეთ მე-4 ნაწილი („მდგომარეობები, რომლებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება“). თუ გქონიათ ალერგიული რეაქცია სხვა ანტიბიოტიკებზე, მაგალითად, პენიცილინზე, შესაძლოა ასევე გქონდეთ ალერგია Refoxim-ზე.

ცეფუროქსიმით მკურნალობასთან დაკავშირებით აღწერილია კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით მიმდინარე წამლისმიერი რეაქცია (DRESS). თუ თქვენ შენიშნავთ კანის სერიოზული რეაქციების რომელიმე სიმპტომს, რომელიც აღწერილია მე-4 ნაწილში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს (იხილეთ მე-4 ნაწილი).

თუ გჭირდებათ სისხლის ან შარდის ანალიზი

Refoxim-მა შეიძლება გავლენა მოახდინოს შარდის ან სისხლის გლუკოზის ანალიზის შედეგებზე ან სისხლის ნიმუშის კუმბსის ტესტის შედეგებზე. თუ გჭირდებათ სისხლის ანალიზი:

→ აცნობეთ ნიმუშის ამღებ პირს, რომ იღებთ Refoxim-ს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა წამლებს, ან თუ ამის შესახებ დარწმუნებული არ ხართ, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს.

ზოგიერთმა წამალმა შეიძლება შეცვალოს Refoxim-ის მოქმედება ან გაზარდოს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი. ასეთი წამლებია:

ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები;

შარდმდენი ტაბლეტები (შარდმდენები),როგორიცაა ფუროსემიდი;

პრობენეციდი;

პერორალური ანტიკოაგულანტები.

თუ არსებობს მსგავსი გარემოებები, ამის შესახებ აცნობეთ ექიმს. Refoxim-ის მიღებისას შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი გამოკვლევები თირკმელების ფუნქციის შესამოწმებლად.

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები

Refoxim-მა შეიძლება შეამციროს ჩასახვის საწინააღმდეგო აბების ეფექტურობა. თუ Refoxim- ით მკურნალობის დროს იღებთ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს, ასევე უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდი (მაგ., პრეზერვატივი). რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, მეძუძური დედა, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.

თქვენი ექიმი შეაფასებს Refoxim-ით მკურნალობის სარგებელს თქვენთვის და რისკს თქვენი ბავშვისთვის.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

თუ თავს ცუდად გრძნობთ, არ შეიძლება ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა.

Refoxim შეიცავს ნატრიუმს

თითოეული 750 მგ ფლაკონი შეიცავს 42 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის კომპონენტი). ეს შეადგენს რეკომენდებული ნატრიუმის დღიური მაქსიმალური დოზის 2,1%-ს მოზრდილი ადამიანებისთვის. თითოეული 1500 მგ ფლაკონი შეიცავს 83 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის კომპონენტი). ეს შეადგენს რეკომენდებული ნატრიუმის დღიური მაქსიმალური დოზის 4,15%-ს მოზრდილი ადამიანებისთვის.

გვერდითი მოვლენები

ამ პრეპარატს, ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

მდგომარეობები, რომლებზეც ყურადღება უნდა მიაქციოთ

პაციენტების მცირე ნაწილს, რომლებიც Refoxim-ს იღებდნენ, აღენიშნათ ალერგიული რეაქცია ან შესაძლოა ძლიერი კანის რეაქცია. ასეთი რეაქციების სიმპტომებია:

ძლიერი ალერგიული რეაქცია. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს ამობურცულ გამონაყარს, ქავილს, შეშუპებას ზოგჯერ სახის ან პირის ღრუს, რამაც შეიძლება გაართულოს სუნთქვა;

კანის გამონაყარი, რომელიც შეიძლება დაფარული იყოს ბუშტუკებით ან ჰგავდეს პატარა სამიზნეს (შუაში მუქი ლაქით, შემოსაზღვრული ღია ფერის ზონით და კიდეზე მუქი რგოლით);

გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკებით და აქერცლილი კანით (ეს შეიძლება იყოს სტივენს-ჯონსონის სინდრომის ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ნიშანი);

გავრცელებული გამონაყარი, მაღალი სიცხე და ლიმფური კვანძების შეშუპება (DRESS სინდრომი ან წამლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი);

ტკივილი გულმკერდის არეში ალერგიული რეაქციებით - ეს შეიძლება იყოს ალერგიით გამოწვეული გულის შეტევის სიმპტომი (Kounis-ის სინდრომი).

სხვა სიმპტომები, რომლებზეც უნდა მიაქციოთ ყურადღება Refoxim-ის მიღების დროს, არის:

იშვიათ შემთხვევებში, სოკოვანი ინფექციები. რეფოქსიმის მსგავსი მედიკამენტები ხელს უწყობს ორგანიზმში საფუარის (კანდიდას) ჭარბ ზრდას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სოკოვანი ინფექციები (მაგ., კანდიდოზი). გვერდითი მოვლენების ალბათობა უფრო მაღალია, თუ რეფოქსიმს დიდი ხნის განმავლობაში იღებთ;

მძიმე დიარეა (ფსევდომემბრანული კოლიტი). Refoxim-ის მსგავსმა მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიოს მსხვილი ნაწლავის ანთება, გამოიწვიოს ძლიერი დიარეა, ჩვეულებრივ სისხლით და ლორწით, მუცლის ტკივილი და ცხელება.

თუ რომელიმე ამ სიმპტომთაგანი გამოვლინდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან მედდას.

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1 ადამიანს):

ტკივილი ინექციის ადგილას, შეშუპება და სიწითლე ვენის გასწვრივ.

თუ ამ სიმპტომებიდან რომელიმე გაწუხებთ, აცნობეთ ექიმს.

ხშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზში:

ღვიძლის მიერ გამომუშავებული ნივთიერებების (ფერმენტების) გააქტიურება;

თეთრი სისხლის უჯრედების რაოდენობის ცვლილებები (ნეიტროპენია ან ეოზინოფილია);

წითელი სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია).

ნაკლებად გავრცელებული გვერდითი მოვლენები (შეიძლება განუვითარდეს 100-დან 1 ადამიანს):

კანის გამონაყარი, ქავილი, ამობურცული გამონაყარი (ჭინჭრის ციება);

დიარეა, ღებინება, მუცლის ტკივილი.

თუ ამ სიმპტომებიდან რომელიმეს შეამჩნევთ, აცნობეთ ექიმს.

ნაკლებად გავრცელებული გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზში:

თეთრი სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია);

ბილირუბინის (ღვიძლში წარმოქმნილი ნივთიერება) კონცენტრაციის მომატება;

კუმბსის ტესტის დადებითი შედეგი.

სხვა გვერდითი მოვლენები

უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით):

სოკოვანი ინფექციები;

სხეულის ტემპერატურის მომატება (ცხელება);

ალერგიული რეაქციები;

მსხვილი ნაწლავის ანთება, რაც იწვევს დიარეას, ჩვეულებრივ სისხლითა და ლორწოთი, და მუცლის ტკივილს;

თირკმელებისა და სისხლძარღვების ანთება;

წითელი სისხლის უჯრედების გადაჭარბებული დაშლა (ჰემოლიზური ანემია);

კანის გამონაყარი, რომელიც შეიძლება დაფარული იყოს ბუშტუკებით ან ჰგავდეს პატარა სამიზნეს (შუაში მუქი ლაქით, შემოსაზღვრული ღია ზონით და კიდეზე მუქი რგოლით), რაც ცნობილია როგორც მრავალფორმიანი ერითემა.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზში:

სისხლის თხელი უჯრედების (ტრომბოციტების, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის შედედებას) რაოდენობის შემცირება (ტრომბოციტოპენია);

სისხლში შარდოვან აზოტისა და სერუმში კრეატინინის კონცენტრაციის მომატება.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის ის, რაც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენ შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ შემდეგი გზებით: ლიეტუვის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული მედიკამენტების კონტროლის სახელმწიფო სამსახურის სამკურნალო პროდუქტების საინფორმაციო სისტემაში ონლაინ ფორმის პირდაპირ შევსებით https://vapris.vvkt.lt/vvkt-web/public/nrv ან საეჭვო გვერდითი რეაქციების (SAR) პაციენტის მოხსენების ფორმის შევსებით, რომელიც გამოქვეყნებულია https://www.vvkt.lt/index.php?4004286486, და გაგზავნეთ ელექტრონული ფოსტით ([email protected]) ან დარეკეთ უფასო ტელეფონის ნომერზე 8 800 73 568. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ დაგვეხმარებით ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

  • როგორ უნდა შეინახოთ Refoxim

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

შეინახეთ არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე.

ფლაკონი შეინახეთ გარე შეფუთვაში, რათა პრეპარატი დაცული იყოს სინათლისგან.

მომზადებული ხსნარი შეინახეთ მაცივარში (2 °C-8 °C ტემპერატურაზე) არაუმეტეს 24 საათისა.

არ გამოიყენოთ მედიკამენტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფსა და ფლაკონზე EXP-ის შემდეგ. მედიკამენტი უნდა იქნას გამოყენებული მითითებული თვის ბოლო დღემდე.

არ შეიძლება პრეპარატის გადაღვრა კანალიზაციაში ან გადაგდება საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ ის მედიკამენტები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შემადგენლობა

Refoxim-ის შემადგენლობა

750 მგ ფხვნილი საინექციო ან საინფუზიო ხსნარისთვის

  • აქტიური ნივთიერება(ები) არის ცეფუროქსიმი. თითოეული ფლაკონი შეიცავს 750 მგ ცეფუროქსიმს (ნატრიუმის მარილის სახით).
  • არ შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს.

1500 მგ ფხვნილი საინექციო ან საინფუზიო ხსნარისთვის

  • აქტიური ნივთიერება(ები) არის ცეფუროქსიმი. თითოეული ფლაკონი შეიცავს 1500 მგ ცეფუროქსიმს (ნატრიუმის მარილის სახით).
  • არ შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს.

როგორ გამოიყურება Refoxim და მისი რაოდენობა შეფუთვაში

Refoxim არის თეთრი ან თითქმის თეთრი ფხვნილი, რომელიც საინექციო წყლის შესაბამისი რაოდენობით გახსნის შემდეგ წარმოქმნის მოყვითალო ხსნარს.

750 მგ ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარისთვის

შუშის (III ტიპის) ფლაკონი, მჭიდროდ დახურული ბრომბუტილის რეზინის საცობით და დალუქული ალუმინის თავსახურით. მუყაოს კოლოფი შეიცავს 1, 5 ან 55 ფლაკონს.

1500 მგ ფხვნილი საინექციო ხსნარისთვის

შუშის ფლაკონი (ტიპი III ან ტიპი I), მჭიდროდ დახურული ბრომბუტილის რეზინის საცობით და დალუქული ალუმინის თავსახურით. მუყაოს კოლოფი შეიცავს1, 5, 55 ან 60 ფლაკონს.

შესაძლოა, ყველა ზომის შეფუთვა ხელმისაწვდომი არ იყოს.

რეგისტრატორი (სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი) და მწარმოებელი

დსს „Eletis Pharma“

სუკილელიუს გამზირი 61-2

LT-49333, კაუნასი

ლიეტუვა

შეფუთვის ჩანართის ბოლო გადახედვის თარიღია 21/05/2024.

დეტალური ინფორმაცია ამ მედიკამენტის შესახებ ხელმისაწვდომია ლიეტუვის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული მედიკამენტების კონტროლის სახელმწიფო სამსახურის ვებგვერდზე. https://vvkt.lrv.lt/lt/.

108051696802

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის.

გახსნის ინსტრუქცია

დამატებითი რაოდენობა და კონცენტრაციები, რომლებიც შეიძლება სასარგებლო იყოს, როდესაც საჭიროა დოზის ნაწილი.

ფლაკონის ზომა

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

შეფუთვის ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

Refoxim 750 მგ ფხვნილი საინექციო ან საინფუზიო ხსნარისთვის

Refoxim 1500 მგ ფხვნილი საინექციო ან საინფუზიო ხსნარისთვის

ცეფუროქსიმი

ყურადღებით წაიკითხეთ მთელი ინსტრუქცია, სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის მიღებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • არ გადააგდოთ ეს ინსტრუქცია, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
  • თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
  • ეს წამალი დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვა ადამიანებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, თუნდაც სიმპტომები თქვენის მსგავსი იყოს.
  • თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა (ისეთი გვერდითი მოვლენის ჩათვლით, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე შეფუთვის ჩანართში), მიმართეთ თქვენს ექიმს ან მედდას. იხილეთ ნაწილი 4.

შეფუთვის ჩანართის შინაარსი:

რა არის Refoxim და რისთვის გამოიყენება.

რა უნდა იცოდეთ Refoxim -ის მიღებამდე.

როგორ მივიღოთ Refoxim

შესაძლო გვერდითი მოვლენები.

როგორ უნდა შეინახოთ Refoxim

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია.

რა არის Refoxim და რისთვის გამოიყენება

რეფოქსიმი არის ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება მოზრდილებისა და ბავშვების სამკურნალოდ. ის კლავს ინფექციების გამომწვევ ბაქტერიებს. ის მიეკუთვნება ცეფალოსპორინების სახელით ცნობილი მედიკამენტების ჯგუფს.

Refoxim-ი გამოიყენება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:

ფილტვების ან გულმკერდის ღრუ;

საშარდე გზების;

კანისა და კანქვეშა ქსოვილის;

მუცლის ღრუს.

Refoxim-ის გამოყენება ასევე შესაძლებელია:

ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისთვის ქირურგიული ოპერაციების დროს.

თქვენმა ექიმმა შეიძლება ჩაგიტაროთ ტესტირება, რათა დაადგინოს, თუ რა ტიპის ბაქტერიამ გამოიწვია თქვენი ინფექცია და აკონტროლოს ბაქტერიების მგრძნობელობა რეფოქსიმის მიმართ მკურნალობის დროს.

  • რა უნდა იცოდეთ Refoxim-ის მიღებამდე

Refoxim არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ:

გაქვთ ალერგია აქტიური ნივთიერების ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში);

თუ გაქვთ ალერგია ცეფალოსპორინის ჯგუფის რომელიმე ანტიბიოტიკის მიმართ;

თუ გაქვთ მძიმე ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკის მიმართ (პენიცილინები, მონობაქტამები, კარბაპენემები);

თუ ცეფუროქსიმით ან სხვა ცეფალოსპორინის ანტიბიოტიკით მკურნალობის შემდეგ გაგივითარდათ კანის ძლიერი გამონაყარი ან კანის აქერცვლა, ბუშტუკები და/ან პირის ღრუს წყლულები.

→ თუ ფიქრობთ, რომ ეს მდგომარეობები თქვენ გეხებათ, Refoxim-ის მიღებამდე აცნობეთ ამის შესახებ ექიმს. თქვენთვის აკრძალულია Refoxim-ის მიღება.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

Refoxim-ის მიღებისას ყურადღება უნდა მიაქციოთ გარკვეულ სიმპტომებს, როგორიცაა: ალერგიული რეაქციები, კანზე გამონაყარი, კუჭ-ნაწლავის დარღვევები, როგორიცაა დიარეა ან სოკოვანი ინფექციები. ამან შეიძლება შეამციროს შესაძლო პრობლემების რისკი. იხილეთ მე-4 ნაწილი („მდგომარეობები, რომლებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება“). თუ გქონიათ ალერგიული რეაქცია სხვა ანტიბიოტიკებზე, მაგალითად, პენიცილინზე, შესაძლოა ასევე გქონდეთ ალერგია Refoxim-ზე.

ცეფუროქსიმით მკურნალობასთან დაკავშირებით აღწერილია კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით მიმდინარე წამლისმიერი რეაქცია (DRESS). თუ თქვენ შენიშნავთ კანის სერიოზული რეაქციების რომელიმე სიმპტომს, რომელიც აღწერილია მე-4 ნაწილში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს (იხილეთ მე-4 ნაწილი).

თუ გჭირდებათ სისხლის ან შარდის ანალიზი

Refoxim-მა შეიძლება გავლენა მოახდინოს შარდის ან სისხლის გლუკოზის ანალიზის შედეგებზე ან სისხლის ნიმუშის კუმბსის ტესტის შედეგებზე. თუ გჭირდებათ სისხლის ანალიზი:

→ აცნობეთ ნიმუშის ამღებ პირს, რომ იღებთ Refoxim-ს.

სხვა მედიკამენტები და Refoxim

თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა წამლებს, ან თუ ამის შესახებ დარწმუნებული არ ხართ, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს.

ზოგიერთმა წამალმა შეიძლება შეცვალოს Refoxim-ის მოქმედება ან გაზარდოს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი. ასეთი წამლებია:

ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები;

შარდმდენი ტაბლეტები (შარდმდენები),როგორიცაა ფუროსემიდი;

პრობენეციდი;

პერორალური ანტიკოაგულანტები.

თუ არსებობს მსგავსი გარემოებები, ამის შესახებ აცნობეთ ექიმს. Refoxim-ის მიღებისას შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი გამოკვლევები თირკმელების ფუნქციის შესამოწმებლად.

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები

Refoxim-მა შეიძლება შეამციროს ჩასახვის საწინააღმდეგო აბების ეფექტურობა. თუ Refoxim- ით მკურნალობის დროს იღებთ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს, ასევე უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდი (მაგ., პრეზერვატივი). რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად, მეძუძური დედა, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.

თქვენი ექიმი შეაფასებს Refoxim-ით მკურნალობის სარგებელს თქვენთვის და რისკს თქვენი ბავშვისთვის.

ავტომობილის მართვა და მანქანა-დანადგარების გამოყენება

თუ თავს ცუდად გრძნობთ, არ შეიძლება ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა.

Refoxim შეიცავს ნატრიუმს

თითოეული 750 მგ ფლაკონი შეიცავს 42 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის კომპონენტი). ეს შეადგენს რეკომენდებული ნატრიუმის დღიური მაქსიმალური დოზის 2,1%-ს მოზრდილი ადამიანებისთვის. თითოეული 1500 მგ ფლაკონი შეიცავს 83 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის კომპონენტი). ეს შეადგენს რეკომენდებული ნატრიუმის დღიური მაქსიმალური დოზის 4,15%-ს მოზრდილი ადამიანებისთვის.

  • როგორ გამოვიყენოთ Refoxim

Refoxim-ს ჩვეულებრივ შეგიყვანთ ექიმი ან მედდა. მისი მიღება შესაძლებელია წვეთოვანი გზით (ინტრავენური ინფუზია) ან ინექციის სახით პირდაპირ ვენაში ან კუნთში.

ჩვეულებრივი დოზა

Refoxim-ის თქვენთვის სწორ დოზას განსაზღვრავს თქვენი ექიმი. დოზა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმესა და ტიპზე, იღებთ თუ არა სხვა ანტიბიოტიკებს, თქვენს სხეულის წონასა და ასაკზე, ასევე თირკმლის ფუნქციაზე.

ახალშობილებისთვის (0-3 კვირა)

ყოველი ახალშობილის სხეულის მასის კილოგრამზე დღიური დოზა იქნება 30-100 მგ Refoxim, დაყოფილი ორ ან სამ მიღებად დღეში.

ჩვილებისთვის (3 კვირაზე მეტი ასაკის) და ბავშვებისთვის

დღიური დოზა არის ჩვილის ან ბავშვის სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე Refoxim-ის 30-100 მგ, დაყოფილი სამ ან ოთხჯერ მისაღებად დღეში.

მოზრდილებისთვის და მოზარდებისთვის

Refoxim-ის 750 მგ-დან 1.5 გ-მდე დოზა დღეში ორჯერ, სამჯერ ან ოთხჯერ. მაქსიმალური დოზაა 6 გ დღეში.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის

თუ თირკმლის ფუნქცია დაქვეითებულია, ექიმმა შეიძლება შეცვალოს თქვენი დოზა.

აცნობეთ ექიმს, თუ ეს თქვენ გეხებათ.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ამ პრეპარატს, ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

მდგომარეობები, რომლებზეც ყურადღება უნდა მიაქციოთ

პაციენტების მცირე ნაწილს, რომლებიც Refoxim-ს იღებდნენ, აღენიშნათ ალერგიული რეაქცია ან შესაძლოა ძლიერი კანის რეაქცია. ასეთი რეაქციების სიმპტომებია:

ძლიერი ალერგიული რეაქცია. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს ამობურცულ გამონაყარს, ქავილს, შეშუპებას ზოგჯერ სახის ან პირის ღრუს, რამაც შეიძლება გაართულოს სუნთქვა;

კანის გამონაყარი, რომელიც შეიძლება დაფარული იყოს ბუშტუკებით ან ჰგავდეს პატარა სამიზნეს (შუაში მუქი ლაქით, შემოსაზღვრული ღია ფერის ზონით და კიდეზე მუქი რგოლით);

გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკებით და აქერცლილი კანით (ეს შეიძლება იყოს სტივენს-ჯონსონის სინდრომის ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ნიშანი);

გავრცელებული გამონაყარი, მაღალი სიცხე და ლიმფური კვანძების შეშუპება (DRESS სინდრომი ან წამლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი);

ტკივილი გულმკერდის არეში ალერგიული რეაქციებით - ეს შეიძლება იყოს ალერგიით გამოწვეული გულის შეტევის სიმპტომი (Kounis-ის სინდრომი).

სხვა სიმპტომები, რომლებზეც უნდა მიაქციოთ ყურადღება Refoxim-ის მიღების დროს, არის:

იშვიათ შემთხვევებში, სოკოვანი ინფექციები. რეფოქსიმის მსგავსი მედიკამენტები ხელს უწყობს ორგანიზმში საფუარის (კანდიდას) ჭარბ ზრდას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სოკოვანი ინფექციები (მაგ., კანდიდოზი). გვერდითი მოვლენების ალბათობა უფრო მაღალია, თუ რეფოქსიმს დიდი ხნის განმავლობაში იღებთ;

მძიმე დიარეა (ფსევდომემბრანული კოლიტი). Refoxim-ის მსგავსმა მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიოს მსხვილი ნაწლავის ანთება, გამოიწვიოს ძლიერი დიარეა, ჩვეულებრივ სისხლით და ლორწით, მუცლის ტკივილი და ცხელება.

თუ რომელიმე ამ სიმპტომთაგანი გამოვლინდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან მედდას.

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1 ადამიანს):

ტკივილი ინექციის ადგილას, შეშუპება და სიწითლე ვენის გასწვრივ.

თუ ამ სიმპტომებიდან რომელიმე გაწუხებთ, აცნობეთ ექიმს.

ხშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზში:

ღვიძლის მიერ გამომუშავებული ნივთიერებების (ფერმენტების) გააქტიურება;

თეთრი სისხლის უჯრედების რაოდენობის ცვლილებები (ნეიტროპენია ან ეოზინოფილია);

წითელი სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია).

ნაკლებად გავრცელებული გვერდითი მოვლენები (შეიძლება განუვითარდეს 100-დან 1 ადამიანს):

კანის გამონაყარი, ქავილი, ამობურცული გამონაყარი (ჭინჭრის ციება);

დიარეა, ღებინება, მუცლის ტკივილი.

თუ ამ სიმპტომებიდან რომელიმეს შეამჩნევთ, აცნობეთ ექიმს.

ნაკლებად გავრცელებული გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზში:

თეთრი სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია);

ბილირუბინის (ღვიძლში წარმოქმნილი ნივთიერება) კონცენტრაციის მომატება;

კუმბსის ტესტის დადებითი შედეგი.

სხვა გვერდითი მოვლენები

უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით):

სოკოვანი ინფექციები;

სხეულის ტემპერატურის მომატება (ცხელება);

ალერგიული რეაქციები;

მსხვილი ნაწლავის ანთება, რაც იწვევს დიარეას, ჩვეულებრივ სისხლითა და ლორწოთი, და მუცლის ტკივილს;

თირკმელებისა და სისხლძარღვების ანთება;

წითელი სისხლის უჯრედების გადაჭარბებული დაშლა (ჰემოლიზური ანემია);

კანის გამონაყარი, რომელიც შეიძლება დაფარული იყოს ბუშტუკებით ან ჰგავდეს პატარა სამიზნეს (შუაში მუქი ლაქით, შემოსაზღვრული ღია ზონით და კიდეზე მუქი რგოლით), რაც ცნობილია როგორც მრავალფორმიანი ერითემა.

თუ ამ სიმპტომებიდან რომელიმეს შეამჩნევთ, აცნობეთ ექიმს.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზში:

სისხლის თხელი უჯრედების (ტრომბოციტების, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის შედედებას) რაოდენობის შემცირება (ტრომბოციტოპენია);

სისხლში შარდოვან აზოტისა და სერუმში კრეატინინის კონცენტრაციის მომატება.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის ის, რაც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენ შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ შემდეგი გზებით: ლიეტუვის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული მედიკამენტების კონტროლის სახელმწიფო სამსახურის სამკურნალო პროდუქტების საინფორმაციო სისტემაში ონლაინ ფორმის პირდაპირ შევსებით https://vapris.vvkt.lt/vvkt-web/public/nrv ან საეჭვო გვერდითი რეაქციების (SAR) პაციენტის მოხსენების ფორმის შევსებით, რომელიც გამოქვეყნებულია https://www.vvkt.lt/index.php?4004286486, და გაგზავნეთ ელექტრონული ფოსტით ([email protected]) ან დარეკეთ უფასო ტელეფონის ნომერზე 8 800 73 568. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ დაგვეხმარებით ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

  • როგორ უნდა შეინახოთ Refoxim

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

შეინახეთ არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე.

ფლაკონი შეინახეთ გარე შეფუთვაში, რათა პრეპარატი დაცული იყოს სინათლისგან.

მომზადებული ხსნარი შეინახეთ მაცივარში (2 °C-8 °C ტემპერატურაზე) არაუმეტეს 24 საათისა.

არ გამოიყენოთ მედიკამენტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფსა და ფლაკონზე EXP-ის შემდეგ. მედიკამენტი უნდა იქნას გამოყენებული მითითებული თვის ბოლო დღემდე.

არ შეიძლება პრეპარატის გადაღვრა კანალიზაციაში ან გადაგდება საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ ის მედიკამენტები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

Refoxim-ის შემადგენლობა

750 მგ ფხვნილი საინექციო ან საინფუზიო ხსნარისთვის

  • აქტიური ნივთიერება(ები) არის ცეფუროქსიმი. თითოეული ფლაკონი შეიცავს 750 მგ ცეფუროქსიმს (ნატრიუმის მარილის სახით).
  • არ შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს.

1500 მგ ფხვნილი საინექციო ან საინფუზიო ხსნარისთვის

  • აქტიური ნივთიერება(ები) არის ცეფუროქსიმი. თითოეული ფლაკონი შეიცავს 1500 მგ ცეფუროქსიმს (ნატრიუმის მარილის სახით).
  • არ შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს.

როგორ გამოიყურება Refoxim და მისი რაოდენობა შეფუთვაში

Refoxim არის თეთრი ან თითქმის თეთრი ფხვნილი, რომელიც საინექციო წყლის შესაბამისი რაოდენობით გახსნის შემდეგ წარმოქმნის მოყვითალო ხსნარს.

750 მგ ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარისთვის

შუშის (III ტიპის) ფლაკონი, მჭიდროდ დახურული ბრომბუტილის რეზინის საცობით და დალუქული ალუმინის თავსახურით. მუყაოს კოლოფი შეიცავს 1, 5 ან 55 ფლაკონს.

1500 მგ ფხვნილი საინექციო ხსნარისთვის

შუშის ფლაკონი (ტიპი III ან ტიპი I), მჭიდროდ დახურული ბრომბუტილის რეზინის საცობით და დალუქული ალუმინის თავსახურით. მუყაოს კოლოფი შეიცავს1, 5, 55 ან 60 ფლაკონს.

შესაძლოა, ყველა ზომის შეფუთვა ხელმისაწვდომი არ იყოს.

რეგისტრატორი (სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი) და მწარმოებელი

დსს „Eletis Pharma“

სუკილელიუს გამზირი 61-2

LT-49333, კაუნასი

ლიეტუვა

შეფუთვის ჩანართის ბოლო გადახედვის თარიღია 21/05/2024.

დეტალური ინფორმაცია ამ მედიკამენტის შესახებ ხელმისაწვდომია ლიეტუვის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული მედიკამენტების კონტროლის სახელმწიფო სამსახურის ვებგვერდზე. https://vvkt.lrv.lt/lt/.

108051696802

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის.

გახსნის ინსტრუქცია

დამატებითი რაოდენობა და კონცენტრაციები, რომლებიც შეიძლება სასარგებლო იყოს, როდესაც საჭიროა დოზის ნაწილი.

ფლაკონის ზომა

გამოყენების მეთოდი

საინექციო წყლის რაოდენობა, რომელიც უნდა დაემატოს (მლ)

ცეფუროქსიმის მიახლოებითი კონცენტრაცია (მგ/მლ)**

750 მგ

ინტრამუსკულარული

ინტრავენურად შპრიცის ტუმბოს საშუალებით

ინტრავენური ინფუზია

3 მლ

არანაკლებ 6 მლ

არანაკლებ 6 მლ*

216

116

116

1500 მგ

ინტრამუსკულარული

ინტრავენურად შპრიცის ტუმბოს საშუალებით

ინტრავენური ინფუზია

6 მლ

არანაკლებ 15 მლ

15 მლ*

216

94

94

  • გახსნილი ხსნარი უნდა შეიყვანოთ თავსებადი საინფუზიო ხსნარის 50 ან 100 მლ-ში (თავსებადობის შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ ქვემოთ).
  • *ცეფუროქსიმის გახსნის შემდეგ, ხსნარის მოცულობა გაიზარდა სამკურნალო ნივთიერების გამოდევნის კოეფიციენტის გამო, რამაც გამოიწვია მითითებული კონცენტრაციები მგ/მლ-ში.

თავსებადობა

ცეფუროქსიმის ნატრიუმის მარილი თავსებადია შემდეგ ინფუზიურ ხსნარებთან. ოთახის ტემპერატურაზე ეფექტურობას ინარჩუნებს 24 საათის განმავლობაში:

  • 9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარი;

5%-იანი გლუკოზის საინექციო ხსნარი;

  • 18%-იანი ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარი 4%-იან გლუკოზის საინექციო

ხსნართან;

5%-იანი გლუკოზისა და 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარი.

5%-იანი გლუკოზისა და 0.45%-იანი ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარი;

5%-იანი გლუკოზისა და 0.225%-იანი ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარი;

10%-იანი გლუკოზის საინექციო ხსნარი;

10%-იანი ინვერტული შაქრის ხსნარი საინექციო წყალში.

რინგერის საინექციო ხსნარი;

რინგერის ლაქტატის საინექციო ხსნარი;

M/6 ნატრიუმის ლაქტატის საინექციო ხსნარი;

ჰარტმანის ხსნარი.

დირექტორი

ედმუნდას კადუშევიჩიუსი

ხელმოწერილია

ბეჭედი: ლიეტუვისრესპუბლიკა * კაუნასი * დსს „Eletis Pharma“ *

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა