პროპოფოლი-ლიპურო
Propofol-®Lipuro
პროპოფოლი-ლიპურო მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებთაც ეწოდებათ ზოგადი ანესთეზიურები (ნარკოზულები). ზოგადი ანესთეზიურები გამოიყენება უგონო მდგომარეობის (გარკვეული ტიპის ძილის) გამოსაწვევად ოპერაციების ან სხვა სამკურნალო პროცედურების ჩატარების მიზნით. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პროპოფოლი (propofol)
- ფორმა და შეფუთვა
- 200მგ/20მლ (10მგ/მლ) 20მლ ი.ვ. საინექციო/საინფუზიო ემულსია ფლაკონი №5
- მწარმოებელი
- B. Braun Melsungen AG, გერმანია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, აკრძალულია საცალო რეალიზაცია, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის მქონე დაწესებულებებზე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- საანესთეზიო საშუალებები, ზოგადი საანესთეზიო საშუალებები
- ATC კოდი
- N01AX10
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043326
- რეგისტრირებულია
- 30 მაისი 2025, მოქმედებს 30 მაისი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „პსპ ფარმა“
- GMP
- -
პროპოფოლი-ლიპურო — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პროპოფოლი-ლიპურო მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებთაც ეწოდებათ ზოგადი ანესთეზიურები (ნარკოზულები). ზოგადი ანესთეზიურები გამოიყენება უგონო მდგომარეობის (გარკვეული ტიპის ძილის) გამოსაწვევად ოპერაციების ან სხვა სამკურნალო პროცედურების ჩატარების მიზნით. ასევე შესაძლებელია მისი გამოყენება სედაციის გამოწვევის მიზნით (როდესაც პაციენტს ახასიათებს ძილიანობა, მაგრამ არ შეუძლია ხარისხიანი ძილი).
პროპოფოლი-ლიპურო გამოიყენება შემდეგი მიზნით
უფროსებში და 1 თვის ასაკიდან ბავშვებში ნარკოზის გამოწვევის და შენარჩუნების მიზნით,
16 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში სედაციის (დამამშვიდებლის სახით) გამოწვევისთვის ინტენსიური თერაპიის ფარგლებში,
უფროსებში და 1 თვის ასაკიდან ბავშვებში სადიაგნოსტიკო და ქირურგიული ჩარევების დროს სედაციისათვის, ცალკე ან ადგილობრივ ან რეგიონალურ საანესთეზიო საშუალებებთან ერთად კომბინაციაში (ადგილობრივი ანესთეზია).
მიღების წესი და დოზირება
პროპოფოლი-ლიპურო გამოიყენება მხოლოდ ანესთეზიაში კვალიფიცირებული პირის ან სხვა სპეციალური კვალიფიკაციის მქონე ექიმის მიერ საავადმყოფოში ან შესაბამისი აღჭურვილობის მქონე ამბულატორულ დაწესებულებაში.
დოზირება
მისაღები დოზა დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, სხეულის წონაზე და ფიზიკურ მდგომარეობაზე. ექიმი დაგინიშნავთ შესაბამის კორექტულ დოზას, რომელიც საჭიროა ანესთეზიის დასაწყისში ან შენარჩუნებისათვის ან ადეკვატური სედაციის/ძილიანობის მდგომარეობის გამოწვევისთვის, რომლის დროსაც ჩაატარებს თქვენი რეაქციების და ეგრეთ წოდებული სასიცოცხლო ფუნქციების (პულსი, სისხლის წნევა, სუნთქვა და ა.შ.) მონიტორინგს.
ექიმი ასევე გაითვალისწინებს გამოყენების ხანგრძლივობის შეზღუდვებს.
პროპოფოლი-ლიპუროს გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მაქსიმუმ 7 დღის განმავლობაში.
გამოყენების წესი
პროპოფოლი-ლიპურო შეიყვანება ინტრავენური ინექციის ან ინფუზიის გზით, ანუ ნემსით ან წვრილი კათეტერით, რომელიც შეიყვანება ვენაში. ინფუზიის გზით გამოყენებისას უნდა მოხდეს შეძლებისდაგვარად გამოყენების წინ გაზავება.
რადგან პროპოგოლი-ლიპურო არ შეიცავს კონსერვანტებს, არ შეიძლება პროპოფოლი-ლიპუროს საჩხვლეტი ფლაკონიდან ინფუზიის ჩატარება 12 საათზე მეტი ხანგრძლივობით; გაზავებული პროპოფოლი-ლიპუროს საინფუზიო ფლაკონიდან შეყვანა არ შეიძლება 6 საათზე მეტი ხანგრძლივობით. ინექციის ან ინფუზიის დროს ჩატარდება თქვენი სისხლის მიმოქცევისა და სუნთქვის მონიტორინგი.
თუ მიიღეთ პროპოფოლი-ლიპუროს საჭიროზე მეტი დოზირება
ზედოზირების შემთხვევა ნაკლებად სავარაუდოა, რადგან პრეპარატის რაოდენობა, რომელიც თქვენ გიკეთდებათ მკაცრად შემოწმებულია.
თუ მიუხედავად ამისა შემთხვევით მიიღეთ მაღალი დოზირება, შესაძლოა ამან გამოიწვიოს ფულის ფუნქციის და სუნთქვის დათრგუნვა. ასეთ შემთხვევაში ექიმმა დაუყონებლივ უნდა ჩაატაროს შესაბამისი მკურნალობა.
ამ მედიკამენტთან დაკავშირებული დამატებით კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ ხართ ალერგიული პროპოფოლის, სოიოს, მიწის თხილის ან ამ მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც აღწერილია ნაწილში 6.
ამ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება სედაციის მიზნით 16 წლის და უმცროსი ასაკის მოზარდებში ინტენსიური თერაპიის ფარგლებში. ამ ასაკობრივ ჯგუფში მისი უსაფრთხო გამოყენების და ეფექტურობის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.
სიფრთხილის ზომები
გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს პროპოფოლი-ლიპუროს გამოყენებამდე.
საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე,
თუ პაციენტს აღენიშნება ძლიერი თავის დაზიანება,
თუ სახეზეა მიტოქონდრიული დაავადება
თუ სახეზეა დაავადება, რომლის დროსაც არ ხდება სხეულის მიერ ცხიმების შესაბამისი ათვისება,
თუ გახასიათებთ ნებისმიერი სხვა ჯანმრთელობის პრობლემა, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს ცხიმის ემულსიების გამოყენებისას,
თუ გახასიათებთ სისხლის მცირე მოცულობა (ჰიპოვოლემია),
თუ გაქვთ სისხლში ცილების დაბალი დონე (ჰიპოპროტეინემია),
თუ გახასიათებთ ძლიერი სისუსტე ხართ ან გაქვთ გულის, თირკმელების ან ღვიძლის პრობლემები,
თუ გახასიათებთ მაღალი ინტრაკრანიალური წნევა,
თუ გაქვთ სუნთქვის პრობლემები,
თუ გაქვთ ეპილეფსია,
თუ თქვენ იტარებთ პროცედურას, რომლის დროსაც უნებლიე მოძრაობები განსაკუთრებით არახელსაყრელია.
გთხოვთ, აცნობოთ ექიმს, თუ რომელიმე ჩამოთვლილი დაავადებიდან ან დარღვევებიდან გახასიათებთ თქვენ.
თუ ერთდროულად იღებთ სხვა ლიპიდებს ვენაში წვეთოვანი გადასხმის სახით, ექიმი გააკონტროლებს თქვენი ცხიმების მთლიან დღიურ მიღებას.
პროპოფოლი კეთდება ანესთეზიოლოგის ან ინტენსიური სამედიცინო პროცედურების ჩატარებაში კვალიფიცირებული ექიმის მიერ. ნარკოზის და გამოღვიზების ფაზაში თქვენ იქნებით მუდმივი მონიტორინგის ქვეშ.
თუ გამოვლინდება ეგრეთ წოდებული ,,პროპოფოლის-ინფუზიის-სინდრომის“ ნიშნები (სიმპტომების დეტალური ჩამონათვალი იხილეთ ნაწილში 4 ,,მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები“, ,,თუ გამოვლინდება შემდეგი ეფექტებიდან რომელიმე, დაუყონებლივ უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას“), ექიმი სასწრაფოდ შეწყვეტს პროპოფოლის გამოყენებას.
გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ ნაწილში ,,ზეგავლენა ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე“ აღნიშნულ უსაფრთხოების ზომებს, რომლებიც გასათვალისწინებელია პროპოფოლის გამოყენების შემდეგ.
ბავშვები და მოზარდები
პროპოფოლი-ლიპუროს გამოყენება ახალშობილებში არ არის რეკომენდებული.
ამ მედიკამენტის გამოყენება არ შეიძლება 16 წლის და უმცროსი ასაკის ბავშვებში სედაციის მიზნით ინტენსიური თერაპიის ფარგლებში (იხილეთ ნაწილი ,,არ შეიძლება პროპოფოლი-ლიპუროს გამოყენება“).
პროპოფოლი-ლიპუროს გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ/იყენებთ სხვა ნებისმიერ მედიკამენტებს, ან გამოიყენეთ ისინი ცოტა ხნის წინ ან აპირებთ ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებას. პროპოფოლი წარმატებით იქნა გამოყენებული სხვადასხვა რეგიონალურ-საანესთეზიო- ტექნოლოგიებთან ერთად, რომლის დროსაც განხორციელდა სხეულის მხოლოდ ერთი ნაწილის გაყუჩება (ეპიდურული და სპინალური ანესთეზია).
გარდა ამისა დადასტურდა მისი უსაფრთხო გამოყენება შემდეგ მედიკამენტებთან კომბინაციისას:
მედიკამენტები, რომლებსაც იღებთ ქირურგიული ჩარევის წინ
სხვა მედიკამენტები, როგორიცაა კუნთების სარელაქსაციო საშუალებები
შესასუნთქი საანესთეზიო საშუალებები
ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები
თუმცა მიუხედავად ამისა ექიმი დანიშნავს პროპოფოლის შეძლებისდაგვარად დაბალ დოზირებას, თუკი ზოგადი ანესთეზია ან სედაცია წარმოადგენს რეგიონალურ ანესთეზიის დამატებით ნაწილს.
ექიმი ასევე გაითვალისწინებს, რომ პროპოფოლთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა აღინიშნოს სხვა მედიკამენტების ეფექტების გაძლიერება, რომლებთაც ახასიათებთ ცენტრალური ნერვული სისტემის ბლოკირების ეფექტი. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, თუ ერთდროულად გამოიყენება ანტიბიოტიკი, რომელიც შეიცავს რიფამპიცინს, რადგან შესაძლოა აღნიშნოს სისხლის წნევის ძლიერი დაცემა.
ექიმი შეძლებისდაგვარად შეამცირებს დოზირებას, თუკი მკურნალობთ ვალპროატით (ეპილეფსიის სამკურნალო საშუალება).
პროპოფოლი-ლიპუროს გამოყენება ალკოჰოლთან ერთად
ექიმი მოგცემთ რეკომენდაციას პროპოფოლი-ლიპუროს გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ ალკოჰოლის მოხმარების შესახებ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი ან ეჭვობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
პროპოფოლი-ლიპუროს გამოყენება არ შეიძლება ორსულობის პერიოდში, გარდა განსაკუთრებული აუცილებლობისა. ის გადადის პლაცენტარულ ბარიერში და შესაძლოა დააზიანოს ახაშობილის სასიცოცხლო ფუნქციები. თუმცა პროპოფოლი გამოიყენება ორსულობის შეწყვეტის მიზნით აბორტის პროცედურის ჩატარებისას.
ლაქტაციის პერიოდში გამოყენებისას უნდა შეწყვიტოთ ჩვილის ძუძუთი კვება და უნდა გადაასხათ დედის რძე პროპოფოლი-ლიპუროს გამოყენებიდან 24 საათის განმავლობაში. მეძუძურ ქალებში ჩატარებული გამოკვლევები აჩევენენ, რომ პროპოფოლი მცირე რაოდენობთ გადადის დედის რძეში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
[ავსტრიისთვის]:
ყურადღება: ამ მედიკამენტმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს რეაქციის და მართვის უნარზე.
პროპოფოლი-ლიპუროს ინექციისა ან ინფუზიის მიღების შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში არ შეიძლება ავტომობილის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა.
ექიმი მოგცემთ შემდეგ რეკომენდაციებს:
კლინიკიდან გაწერისას საჭიროა თუ არა გამცილებელი პირის თანხლება
გაცნობებთ, თუ როდის შეგეძლებათ ავტომობილის ან მექანიზმების მართვა
მოგცემთ ინფორმაციას სხვა დამამშვიდებელი საშუალებების მიღების შესახებ (მაგ., დამაწყნარებლები, ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები, ალკოჰოლი).
პროპოფოლი-ლიპურო შეიცავს ნატრიუმს და სოიოს ზეთს
ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს ყოველ 100 მლ-ში, რაც ნიშნავს, რომ ის თითქმის ,,უნატრიემოა“.
პროპოფოლი-ლიპურო შეიცავს სოიოს ზეთს. არ შეიძლება ამ პრეპარატის გამოყენება, თუ თქვენ გახასიათებთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) მიწის თხილის ან სოიოს მიმართ.
გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
თუ შემდეგში ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებიდან შენიშნავთ რომელიმეს, დაუყონებლივ საჭიროა ექიმის დახმარება:
ხშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1-მდე):
სისხლის დაბალი წნევა, რომელიც საჭიროებს სითხის ინფუზიას და პროპოფოლის შეყვანის სიჩქარის შემცირებას
შენელებული გულისცემა, რომელიც იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა იყოს რთული სახის
იშვიათი (შესაძლოა გამოვლინდეს 1000 პაციენტიდან 1-მდე):
ეპილეფსიის მსგავსი კრუნჩხვითი შეტევები
ძალიან იშვიათი (შესაძლოა გამოვლინდეს 10 000 პაციენტიდან 1-მდე):
ალერგიული რეაქციები, რომლებიც შესაძლოა განვითარდეს ალერგიულ შოკამდე და გამოიწვიოს სახის, ენის ან ყელის შეშუპება, სუნთვისას სტვენითი ხმები, კანის სიწითლე და დაბალი წნევა
ოპერაციის შემდეგ აღინიშნა გონების დაკარგვა. ამიტომ აუცილებელია გამოღვიძების ფაზაში პაციენტის მკაცრი მეთვალყურეობა.
ფილტვებში წყლის დაგროვება (ფილტვების ოდემა) პროპოფოლის შეყვანის შემდეგ
პანკრეასის ჯირკვლის ანთება
უცნობია სიხშირე (სიხშირის შეფასება შეუძებელია არსებული მონაცემების საფუძველზე):
ცალკეულ შემთხვევებში ცნობილია რთული გვერდითი ეფექტების შესახებ, რომლებიც მოიცავენ შემდეგი სიმპტომების კომბინაციას: კუნთების ქსოვილის დაშლა, სისხლში მჟავე ნივთიერებების გაზრდა, სისხლში უჩვეულოდ მაღალი კალიუმის კონცენტრაცია, ცხიმის მაღალი დონე სისხლში, არარეგულარული ელექტრო-კარდიოგრამა (ბრუგადას-ტიპის ეკგ), ღვიძლის გადიდება, არარეგულარული გულისცემა, თირკმელების და გულის უკმარისობა. ამ სიმპტომებს ეწოდებათ ,,პროპოფოლის-ინფუზიის-სინდრომი“. ზოგიერთ შემთხვევა დასრულდა ფატალური შედეგით. მსგავსი ზეგავლენები დაფიქსირდა მხოლოდ ინტენსიურ განყოფილებებში მყოფ პაციენტებში, უმეტესაც პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებოდათ თავის ძლიერი დაზიანებები და ასევე ბავშვებში სასუნთქი გზების ინფექციებით, რომლებიც იღებდნენ ყოველ საათში სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე 4 მგ პროპოფოლზე მეტ დოზირებას. იხილეთ ასევე ნაწილი 2 ,,გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“.
შესაძლოა აღინიშნოს სხვა გვერდითი მოვლენები:
ძალიან ხშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1-ზე მეტში):
ტკივილი ინექციის ადგილას პირველი ინექციის განმავლობაში. ამ ტკივილის შემცირება შესაძლებელია, თუკი პროპოფოლის ინექცია მოხდება ქვედა მკლავის დიდ ვენაში. ასევე ლიდოკაინის [ადგილობრივი გამაყუჩებელი საშუალება (ლოკალური საანესთეზიო)] და პროპოფოლის ერთდროულმა ინექციამ შესაძლოა შეამციროს ტკივილები ინექციის ადგილას.

სუნთქვის მოკლევადიანი შეჩერება
თავის ტკივილები გამოღვიძების ფაზაში
ღებინება ან გულისრევა გამოღვიძების გაზაში
არახშირი (ვლინდება 100 პაციენტიდან 1-მდე):
სისხლჩაქცევები ვენებში ან ვენების ანთება ინექციის ადგილას
ძალიან იშვიათი (ვლინდება 10000 პაციენტიდან 1-მდე):
სექსუალური კონტროლის დაკარგვა გამოღვიძების ფაზაში
შარდის შეფერვა პროპოფოლის ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ
ოპერაციის შემდეგ სხეულის მაღალი ტემპერატურის შემთხვევები
ქსოვილის დაზიანება შემთხვევით მედიკამენტის ვენის გარეთ შეყვანისას
უცნობია სიხშირე (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით):
უნებლიე მოძრაობები
უჩვეულოდ კარგი განწყობა
ნარკოტიკების მავნედ გამოყენება და ნარკოტიკებზე დამოკიდებულება
გულის უკმარისობა
გულის გაჩერებბა
ზედაპირული სუნთქვა
პენისის ხანგრძლივი და მტკივნეული ერექცია
ტკივილები და/ან შეშუპება ინექციის ადგილას მედიკამენტის ვენის გარეთ შემთხვევით შეყვანისას
ძალიან იშვიათ შემთხვევებში ინტენსიურ განყოფილებაში სედაციის მიზნით პროპოფოლის რეკომენდებულზე მაღალი დოზების გამოყენებისას დაფიქსირდა კუნთების ქსოვილის დაშლა.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ შენიშნავთ გვერდით ეფექტებს, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე ისეთ მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში.
[გერმანიისთვის]:
გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიაწოდოთ უშუალოდ ფედერაციის წამლისა და სამედიცინო პროდუქტის ინსტიტუტს, ფარმაკოლოგიურ განყოფილებას, მდებარე მისამართზე კურტ-გეორგ-კისინგერის ხეივანი 3, D - 53175 ბონი, ვებ გვერდის მეშვეობით: www.bfarm.de.
[ავსტრიისთვის]:
გვერდით ეფექტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიაწოდოთ უშუალოდ ფედერაციის ჯანდაცვის უსაფრთხოების სამსახურს, მდებარე ტრაიზენგასსე 5, 1200 ვენა, ავსტრა, ფაქსი: +43 (0) 50 555 36207, ვებ-გვერდზე: http://www.basg.gv.at/.
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის პროპოფოლი.
ერთი მილილიტრი პროპოფოლი-ლიპურო 10 მგ/მლ შეიცავს 10 მგ პროპოფოლს.
ერთი 10 მლ-იანი ამპულა შეიცავს 100 მგ პროპოფოლს.
ერთი 20 მლ-იანი ამპულა ან საჩხვლეტი ფლაკონი შეიცავს 200 მგ პროპოფოლს.
ერთი 50 მლ-იანი საჩხვლეტი ფლაკონი შეიცავს 500 მგ პროპოფოლს.
ერთი 100 მლ-იანი საჩხვლეტი ფლაკონი შეიცავს 1000 მგ პროპოფოლს.
დამხმარე ნივთერებები:
რაფინირებული სოიოს ზეთი (Ph.Eur.), საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდი, გლიცეროლი, კვერცხისგან მიღებული ფოსფოლიპიდები ინექციისათვის, ნატრიუმის ოლეატი, საინექციო წყალი.
პროპოფოლი-ლიპუროს გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
ეს სამკურნალო საშუალება წარმოადგენს საინექციო ან საინფუზიო ემულსიას. ეს არის რძისებრი-თეთრი ზეთი-წყალში-ემულსია.
მედიკამენტი გაიცემა შემდეგი დოზირებით:
10 მილილიტრიანი შუშის ამპულების შეფუთვა შეიცავს 10 ამპულას
20 მილილიტრიანი შუშის ამპულების შეფუთვა შეიცავს 5 ამპულას
20 მილილიტრიანი შუშის საჩხვლეტი ფლაკონის შეფუთვა შეიცავს 10 საჩხვლეტ ფლაკონს
50 ან 100 მილილიტრიანი შუშის საჩხვლეტი ფლაკონის შეფუთვა შეიცავს ერთ ან 10 საჩხვლეტ ფლაკონ(ებ)ს
შესაძლოა ყველა შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, აკრძალულია საცალო რეალიზაცია, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის მქონე დაწესებულებებზე.
ფარმაცევტული საწარმო და მწარმოებელი
ბ. ბრაუ მელზუნგენი აგ
კარლ-ბრაუნ-შტრასე 1
34212 მელზუნგენი
გერმანია
საფოსტო მისამართი
ბ. ბრაუნ მელზუნგენი აგ
34209 მელზუნგენი
გერმანია
ტელეფონი: +49-5661-71-0
ფაქსი: + 49 -5661-71-4567
[ავსტრიისთვის]: ნებართვის ნომერი: 1-23864
ეს მედიკამენტი ნებადართულია ევრო ეკონომიკური გაერთიანებს წევრ ქვეყნებში (EWR) და გაერთიანებულ სამეფოში (ჩრდილოეთ ირლანდია) შემდეგი სახელწოდებით:
დანია
Propofol “B.Braun” 10 mg/ml
გერმანია
Propofol-Lipuro 10 mg/ml
ესტონეთი
Propofol-Lipuro 10 mg/ml
ფინეთი
Propofol-Lipuro 10 mg/ml
საფრანგეთი
Propofol-Lipuro 10 mg/ml
საბერძნეთი
Propofol-Lipuro 1 %
ირლანდია
Propofol-Lipuro 1 % (10 mg/ml)
იტალია
Propofol B. Braun 1 % (10 mg/ml)
ლატვია
Propofol-Lipuro 10 mg/ml
ლიტვა
Propofol-Lipuro 10 mg/ml
ლუქსემბურგი
Propofol-Lipuro 10 mg/ml
მალტა
Propofol-Lipuro 1 % (10 mg/ml)
ნიდერლანდები
Propofol-Lipuro 10 mg/ml
ნორვეგია
Propofol-Lipuro 10 mg/ml
ავსტრია
Propofol-Lipuro 10 mg/ml
პოლონეთი
Propofol-Lipuro 1 % (10 mg/ml)
პორტუგალია
Propofol-Lipuro 1 % (10 mg/ml)
შვედეთი
Propofol-Lipuro 10 mg/ml
სლოვაკეთი
Propofol-Lipuro 1 % (10 mg/ml)
სლოვენია
Propofol-Lipuro 10 mg/ml
ესპანეთი
Propofol-Lipuro 10 mg/ml
ჩეხეთის რესპუბლიკა
Propofol-Lipuro 1 % (10 mg/ml)
უნგრეთი
Propofol-Lipuro 10 mg/ml
გაერთიანებული სამეფო
(ჩრდილოეთ ირლანდია)
Propofol-Lipuro 1 % (10 mg/ml)
კვიპროსი
Propofol-Lipuro 1 %
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციის ბოლო შემოწმების თარიღია 2022 წლის ივნისი.
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის:
მედიკამენტის კონტეინერები განკუთვნილია ყოველი პაციენტისთვის ერთჯერადი გამოყენებისათვის.
კონტეინერები გამოყენების წინ უნდა შეანჯღრიოთ. გამოყენების წინ ამპულის ყელის ნაწილი და შესაბამისად საჩხვლეტი ფლაკონის რეზინის საცობის ზედაპირი უნდა გაასუფთავოთ სამედიცინო სპირტით (სპრეი ან დასველებული ტამპონი).
მაქსიმუმ 12 საათის გამოყენების შემდეგ უნდა მოხდეს საინფუზიო სისტემის და პროპოფოლი-ლიპუროს კონტეინერის გადაგდება და გამოცვლა. გამოყენების შემდეგ დარჩენილი ემულსიის ნარჩენები უნდა განადგურდეს. გამოიყენებელი მედიკამენტის ან ნარჩენი მასალის განადგურება უნდა მოხდეს ეროვნული მოთხოვნების შესაბამისად. სრული ინფორმაცია ამ მედიკამენტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მედიკამენტის მახასიათებლების აღწერაში.
ბ. ბრაუნ
ბ. ბრაუნ მელზუნგენ აგ
34209 მელზუნგენი
გერმანია
შენახვის პირობები
ეს მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეიძლება მედიკამენტის გამოყენება ეტიკეტზე და შეფუთვის კოლოფზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
ინახება არაუმეტეს 25˚C ტემპერატურის პირობებში. არ გაყინოთ.
პროპოფოლი-ლიპურო გამოყენებული უნდა იქნეს დაუყონებლივ ამპულის/საჩხვლეტი ფლაკონის გახსნის შემდეგ.
გაზავებული პროპოფოლი-ლიპუროს გამოყენება უნდა მოხდეს მისი დამზადებისთანავე.
არ შეიძლება პროპოფოლი-ლიპუროს გამოყენება, თკი მედიკამენტის შენჯღრევის შემდეგაც შეინიშნება ორი განცალკევებული ფენები ან თუ ნივთიერება არ არის რძისმაგვარი თეთრი.
[გერმანიისთვის]:
არ გადააგდოთ მედიკამენტი გამავალ წყალში (მაგ., უნიტაზში ან ნიჟარაში). ჰკითხეთ ფარმაცევტს მედიკამენტის სწორი გადაგდების შესახებ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას. დამატებით ინფორმაციები შეგიძლიათ იხილოთ www.bfarm.de/arzneimittelentsorgung.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
ინსტრუქცია პრეპარატის სამედიცინო გამოყენების შესახებ: ინფორმაცია პაციენტებისათვის
ბ. ბრაუნ მელზუნგენი აგ · 34209 მელზუნგენი, გერმანია
პროპოფოლი - ® ლიპურო 10 მგ/მლ
საინექციო ან საინფუზიო ემულსია
პროპოფოლი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციებს.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა მოგვიანებით კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ შენიშნავთ გვერდით მოვლენებს, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე ისეთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხ. ნაწილი 4.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:
რას წარმოადგენს პროპოფოლი-ლიპურო და რისთვის გამოიყენება?
ინფორმაცია პროპოფოლი-ლიპუროს გამოყენებამდე
პროპოფოლი-ლიპუროს გამოყენების წესი
მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
პროპოფოლი-ლიპუროს შენახვის პირობები
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
_________________________________________________________
- რას წარმოადგენს პროპოფოლი-ლიპურო და რისთვის გამოიყენება?
პროპოფოლი-ლიპურო მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებთაც ეწოდებათ ზოგადი ანესთეზიურები (ნარკოზულები). ზოგადი ანესთეზიურები გამოიყენება უგონო მდგომარეობის (გარკვეული ტიპის ძილის) გამოსაწვევად ოპერაციების ან სხვა სამკურნალო პროცედურების ჩატარების მიზნით. ასევე შესაძლებელია მისი გამოყენება სედაციის გამოწვევის მიზნით (როდესაც პაციენტს ახასიათებს ძილიანობა, მაგრამ არ შეუძლია ხარისხიანი ძილი).
პროპოფოლი-ლიპურო გამოიყენება შემდეგი მიზნით
უფროსებში და 1 თვის ასაკიდან ბავშვებში ნარკოზის გამოწვევის და შენარჩუნების მიზნით,
16 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში სედაციის (დამამშვიდებლის სახით) გამოწვევისთვის ინტენსიური თერაპიის ფარგლებში,
უფროსებში და 1 თვის ასაკიდან ბავშვებში სადიაგნოსტიკო და ქირურგიული ჩარევების დროს სედაციისათვის, ცალკე ან ადგილობრივ ან რეგიონალურ საანესთეზიო საშუალებებთან ერთად კომბინაციაში (ადგილობრივი ანესთეზია).
- ინფორმაცია პროპოფოლი-ლიპუროს გამოყენებამდე
არ შეიძლება პროპოფოლი-ლიპუროს გამოყენება:
თუ ხართ ალერგიული პროპოფოლის, სოიოს, მიწის თხილის ან ამ მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც აღწერილია ნაწილში 6.
ამ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება სედაციის მიზნით 16 წლის და უმცროსი ასაკის მოზარდებში ინტენსიური თერაპიის ფარგლებში. ამ ასაკობრივ ჯგუფში მისი უსაფრთხო გამოყენების და ეფექტურობის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს პროპოფოლი-ლიპუროს გამოყენებამდე.
საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე,
თუ პაციენტს აღენიშნება ძლიერი თავის დაზიანება,
თუ სახეზეა მიტოქონდრიული დაავადება
თუ სახეზეა დაავადება, რომლის დროსაც არ ხდება სხეულის მიერ ცხიმების შესაბამისი ათვისება,
თუ გახასიათებთ ნებისმიერი სხვა ჯანმრთელობის პრობლემა, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს ცხიმის ემულსიების გამოყენებისას,
თუ გახასიათებთ სისხლის მცირე მოცულობა (ჰიპოვოლემია),
თუ გაქვთ სისხლში ცილების დაბალი დონე (ჰიპოპროტეინემია),
თუ გახასიათებთ ძლიერი სისუსტე ხართ ან გაქვთ გულის, თირკმელების ან ღვიძლის პრობლემები,
თუ გახასიათებთ მაღალი ინტრაკრანიალური წნევა,
თუ გაქვთ სუნთქვის პრობლემები,
თუ გაქვთ ეპილეფსია,
თუ თქვენ იტარებთ პროცედურას, რომლის დროსაც უნებლიე მოძრაობები განსაკუთრებით არახელსაყრელია.
გთხოვთ, აცნობოთ ექიმს, თუ რომელიმე ჩამოთვლილი დაავადებიდან ან დარღვევებიდან გახასიათებთ თქვენ.
თუ ერთდროულად იღებთ სხვა ლიპიდებს ვენაში წვეთოვანი გადასხმის სახით, ექიმი გააკონტროლებს თქვენი ცხიმების მთლიან დღიურ მიღებას.
პროპოფოლი კეთდება ანესთეზიოლოგის ან ინტენსიური სამედიცინო პროცედურების ჩატარებაში კვალიფიცირებული ექიმის მიერ. ნარკოზის და გამოღვიზების ფაზაში თქვენ იქნებით მუდმივი მონიტორინგის ქვეშ.
თუ გამოვლინდება ეგრეთ წოდებული ,,პროპოფოლის-ინფუზიის-სინდრომის“ ნიშნები (სიმპტომების დეტალური ჩამონათვალი იხილეთ ნაწილში 4 ,,მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები“, ,,თუ გამოვლინდება შემდეგი ეფექტებიდან რომელიმე, დაუყონებლივ უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას“), ექიმი სასწრაფოდ შეწყვეტს პროპოფოლის გამოყენებას.
გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ ნაწილში ,,ზეგავლენა ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე“ აღნიშნულ უსაფრთხოების ზომებს, რომლებიც გასათვალისწინებელია პროპოფოლის გამოყენების შემდეგ.
ბავშვები და მოზარდები
პროპოფოლი-ლიპუროს გამოყენება ახალშობილებში არ არის რეკომენდებული.
ამ მედიკამენტის გამოყენება არ შეიძლება 16 წლის და უმცროსი ასაკის ბავშვებში სედაციის მიზნით ინტენსიური თერაპიის ფარგლებში (იხილეთ ნაწილი ,,არ შეიძლება პროპოფოლი-ლიპუროს გამოყენება“).
პროპოფოლი-ლიპუროს გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ/იყენებთ სხვა ნებისმიერ მედიკამენტებს, ან გამოიყენეთ ისინი ცოტა ხნის წინ ან აპირებთ ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებას. პროპოფოლი წარმატებით იქნა გამოყენებული სხვადასხვა რეგიონალურ-საანესთეზიო- ტექნოლოგიებთან ერთად, რომლის დროსაც განხორციელდა სხეულის მხოლოდ ერთი ნაწილის გაყუჩება (ეპიდურული და სპინალური ანესთეზია).
გარდა ამისა დადასტურდა მისი უსაფრთხო გამოყენება შემდეგ მედიკამენტებთან კომბინაციისას:
მედიკამენტები, რომლებსაც იღებთ ქირურგიული ჩარევის წინ
სხვა მედიკამენტები, როგორიცაა კუნთების სარელაქსაციო საშუალებები
შესასუნთქი საანესთეზიო საშუალებები
ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები
თუმცა მიუხედავად ამისა ექიმი დანიშნავს პროპოფოლის შეძლებისდაგვარად დაბალ დოზირებას, თუკი ზოგადი ანესთეზია ან სედაცია წარმოადგენს რეგიონალურ ანესთეზიის დამატებით ნაწილს.
ექიმი ასევე გაითვალისწინებს, რომ პროპოფოლთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა აღინიშნოს სხვა მედიკამენტების ეფექტების გაძლიერება, რომლებთაც ახასიათებთ ცენტრალური ნერვული სისტემის ბლოკირების ეფექტი. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, თუ ერთდროულად გამოიყენება ანტიბიოტიკი, რომელიც შეიცავს რიფამპიცინს, რადგან შესაძლოა აღნიშნოს სისხლის წნევის ძლიერი დაცემა.
ექიმი შეძლებისდაგვარად შეამცირებს დოზირებას, თუკი მკურნალობთ ვალპროატით (ეპილეფსიის სამკურნალო საშუალება).
პროპოფოლი-ლიპუროს გამოყენება ალკოჰოლთან ერთად
ექიმი მოგცემთ რეკომენდაციას პროპოფოლი-ლიპუროს გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ ალკოჰოლის მოხმარების შესახებ.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი ან ეჭვობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
პროპოფოლი-ლიპუროს გამოყენება არ შეიძლება ორსულობის პერიოდში, გარდა განსაკუთრებული აუცილებლობისა. ის გადადის პლაცენტარულ ბარიერში და შესაძლოა დააზიანოს ახაშობილის სასიცოცხლო ფუნქციები. თუმცა პროპოფოლი გამოიყენება ორსულობის შეწყვეტის მიზნით აბორტის პროცედურის ჩატარებისას.
ლაქტაციის პერიოდში გამოყენებისას უნდა შეწყვიტოთ ჩვილის ძუძუთი კვება და უნდა გადაასხათ დედის რძე პროპოფოლი-ლიპუროს გამოყენებიდან 24 საათის განმავლობაში. მეძუძურ ქალებში ჩატარებული გამოკვლევები აჩევენენ, რომ პროპოფოლი მცირე რაოდენობთ გადადის დედის რძეში.
ზეგავლენა ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე
[ავსტრიისთვის]:
ყურადღება: ამ მედიკამენტმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს რეაქციის და მართვის უნარზე.
პროპოფოლი-ლიპუროს ინექციისა ან ინფუზიის მიღების შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში არ შეიძლება ავტომობილის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა.
ექიმი მოგცემთ შემდეგ რეკომენდაციებს:
კლინიკიდან გაწერისას საჭიროა თუ არა გამცილებელი პირის თანხლება
გაცნობებთ, თუ როდის შეგეძლებათ ავტომობილის ან მექანიზმების მართვა
მოგცემთ ინფორმაციას სხვა დამამშვიდებელი საშუალებების მიღების შესახებ (მაგ., დამაწყნარებლები, ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები, ალკოჰოლი).
პროპოფოლი-ლიპურო შეიცავს ნატრიუმს და სოიოს ზეთს
ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს ყოველ 100 მლ-ში, რაც ნიშნავს, რომ ის თითქმის ,,უნატრიემოა“.
პროპოფოლი-ლიპურო შეიცავს სოიოს ზეთს. არ შეიძლება ამ პრეპარატის გამოყენება, თუ თქვენ გახასიათებთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) მიწის თხილის ან სოიოს მიმართ.
- პროპოფოლი-ლიპუროს გამოყენების წესი
პროპოფოლი-ლიპურო გამოიყენება მხოლოდ ანესთეზიაში კვალიფიცირებული პირის ან სხვა სპეციალური კვალიფიკაციის მქონე ექიმის მიერ საავადმყოფოში ან შესაბამისი აღჭურვილობის მქონე ამბულატორულ დაწესებულებაში.
დოზირება
მისაღები დოზა დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, სხეულის წონაზე და ფიზიკურ მდგომარეობაზე. ექიმი დაგინიშნავთ შესაბამის კორექტულ დოზას, რომელიც საჭიროა ანესთეზიის დასაწყისში ან შენარჩუნებისათვის ან ადეკვატური სედაციის/ძილიანობის მდგომარეობის გამოწვევისთვის, რომლის დროსაც ჩაატარებს თქვენი რეაქციების და ეგრეთ წოდებული სასიცოცხლო ფუნქციების (პულსი, სისხლის წნევა, სუნთქვა და ა.შ.) მონიტორინგს.
ექიმი ასევე გაითვალისწინებს გამოყენების ხანგრძლივობის შეზღუდვებს.
პროპოფოლი-ლიპუროს გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მაქსიმუმ 7 დღის განმავლობაში.
გამოყენების წესი
პროპოფოლი-ლიპურო შეიყვანება ინტრავენური ინექციის ან ინფუზიის გზით, ანუ ნემსით ან წვრილი კათეტერით, რომელიც შეიყვანება ვენაში. ინფუზიის გზით გამოყენებისას უნდა მოხდეს შეძლებისდაგვარად გამოყენების წინ გაზავება.
რადგან პროპოგოლი-ლიპურო არ შეიცავს კონსერვანტებს, არ შეიძლება პროპოფოლი-ლიპუროს საჩხვლეტი ფლაკონიდან ინფუზიის ჩატარება 12 საათზე მეტი ხანგრძლივობით; გაზავებული პროპოფოლი-ლიპუროს საინფუზიო ფლაკონიდან შეყვანა არ შეიძლება 6 საათზე მეტი ხანგრძლივობით. ინექციის ან ინფუზიის დროს ჩატარდება თქვენი სისხლის მიმოქცევისა და სუნთქვის მონიტორინგი.
თუ მიიღეთ პროპოფოლი-ლიპუროს საჭიროზე მეტი დოზირება
ზედოზირების შემთხვევა ნაკლებად სავარაუდოა, რადგან პრეპარატის რაოდენობა, რომელიც თქვენ გიკეთდებათ მკაცრად შემოწმებულია.
თუ მიუხედავად ამისა შემთხვევით მიიღეთ მაღალი დოზირება, შესაძლოა ამან გამოიწვიოს ფულის ფუნქციის და სუნთქვის დათრგუნვა. ასეთ შემთხვევაში ექიმმა დაუყონებლივ უნდა ჩაატაროს შესაბამისი მკურნალობა.
ამ მედიკამენტთან დაკავშირებული დამატებით კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
თუ შემდეგში ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებიდან შენიშნავთ რომელიმეს, დაუყონებლივ საჭიროა ექიმის დახმარება:
ხშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1-მდე):
სისხლის დაბალი წნევა, რომელიც საჭიროებს სითხის ინფუზიას და პროპოფოლის შეყვანის სიჩქარის შემცირებას
შენელებული გულისცემა, რომელიც იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა იყოს რთული სახის
იშვიათი (შესაძლოა გამოვლინდეს 1000 პაციენტიდან 1-მდე):
ეპილეფსიის მსგავსი კრუნჩხვითი შეტევები
ძალიან იშვიათი (შესაძლოა გამოვლინდეს 10 000 პაციენტიდან 1-მდე):
ალერგიული რეაქციები, რომლებიც შესაძლოა განვითარდეს ალერგიულ შოკამდე და გამოიწვიოს სახის, ენის ან ყელის შეშუპება, სუნთვისას სტვენითი ხმები, კანის სიწითლე და დაბალი წნევა
ოპერაციის შემდეგ აღინიშნა გონების დაკარგვა. ამიტომ აუცილებელია გამოღვიძების ფაზაში პაციენტის მკაცრი მეთვალყურეობა.
ფილტვებში წყლის დაგროვება (ფილტვების ოდემა) პროპოფოლის შეყვანის შემდეგ
პანკრეასის ჯირკვლის ანთება
უცნობია სიხშირე (სიხშირის შეფასება შეუძებელია არსებული მონაცემების საფუძველზე):
ცალკეულ შემთხვევებში ცნობილია რთული გვერდითი ეფექტების შესახებ, რომლებიც მოიცავენ შემდეგი სიმპტომების კომბინაციას: კუნთების ქსოვილის დაშლა, სისხლში მჟავე ნივთიერებების გაზრდა, სისხლში უჩვეულოდ მაღალი კალიუმის კონცენტრაცია, ცხიმის მაღალი დონე სისხლში, არარეგულარული ელექტრო-კარდიოგრამა (ბრუგადას-ტიპის ეკგ), ღვიძლის გადიდება, არარეგულარული გულისცემა, თირკმელების და გულის უკმარისობა. ამ სიმპტომებს ეწოდებათ ,,პროპოფოლის-ინფუზიის-სინდრომი“. ზოგიერთ შემთხვევა დასრულდა ფატალური შედეგით. მსგავსი ზეგავლენები დაფიქსირდა მხოლოდ ინტენსიურ განყოფილებებში მყოფ პაციენტებში, უმეტესაც პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებოდათ თავის ძლიერი დაზიანებები და ასევე ბავშვებში სასუნთქი გზების ინფექციებით, რომლებიც იღებდნენ ყოველ საათში სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე 4 მგ პროპოფოლზე მეტ დოზირებას. იხილეთ ასევე ნაწილი 2 ,,გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“.
შესაძლოა აღინიშნოს სხვა გვერდითი მოვლენები:
ძალიან ხშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1-ზე მეტში):
ტკივილი ინექციის ადგილას პირველი ინექციის განმავლობაში. ამ ტკივილის შემცირება შესაძლებელია, თუკი პროპოფოლის ინექცია მოხდება ქვედა მკლავის დიდ ვენაში. ასევე ლიდოკაინის [ადგილობრივი გამაყუჩებელი საშუალება (ლოკალური საანესთეზიო)] და პროპოფოლის ერთდროულმა ინექციამ შესაძლოა შეამციროს ტკივილები ინექციის ადგილას.
ხშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1-მდე):
სუნთქვის მოკლევადიანი შეჩერება
თავის ტკივილები გამოღვიძების ფაზაში
ღებინება ან გულისრევა გამოღვიძების გაზაში
არახშირი (ვლინდება 100 პაციენტიდან 1-მდე):
სისხლჩაქცევები ვენებში ან ვენების ანთება ინექციის ადგილას
ძალიან იშვიათი (ვლინდება 10000 პაციენტიდან 1-მდე):
სექსუალური კონტროლის დაკარგვა გამოღვიძების ფაზაში
შარდის შეფერვა პროპოფოლის ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ
ოპერაციის შემდეგ სხეულის მაღალი ტემპერატურის შემთხვევები
ქსოვილის დაზიანება შემთხვევით მედიკამენტის ვენის გარეთ შეყვანისას
უცნობია სიხშირე (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით):
უნებლიე მოძრაობები
უჩვეულოდ კარგი განწყობა
ნარკოტიკების მავნედ გამოყენება და ნარკოტიკებზე დამოკიდებულება
გულის უკმარისობა
გულის გაჩერებბა
ზედაპირული სუნთქვა
პენისის ხანგრძლივი და მტკივნეული ერექცია
ტკივილები და/ან შეშუპება ინექციის ადგილას მედიკამენტის ვენის გარეთ შემთხვევით შეყვანისას
ძალიან იშვიათ შემთხვევებში ინტენსიურ განყოფილებაში სედაციის მიზნით პროპოფოლის რეკომენდებულზე მაღალი დოზების გამოყენებისას დაფიქსირდა კუნთების ქსოვილის დაშლა.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ შენიშნავთ გვერდით ეფექტებს, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე ისეთ მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში.
[გერმანიისთვის]:
გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიაწოდოთ უშუალოდ ფედერაციის წამლისა და სამედიცინო პროდუქტის ინსტიტუტს, ფარმაკოლოგიურ განყოფილებას, მდებარე მისამართზე კურტ-გეორგ-კისინგერის ხეივანი 3, D - 53175 ბონი, ვებ გვერდის მეშვეობით: www.bfarm.de.
[ავსტრიისთვის]:
გვერდით ეფექტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიაწოდოთ უშუალოდ ფედერაციის ჯანდაცვის უსაფრთხოების სამსახურს, მდებარე ტრაიზენგასსე 5, 1200 ვენა, ავსტრა, ფაქსი: +43 (0) 50 555 36207, ვებ-გვერდზე: http://www.basg.gv.at/.
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
- პროპოფოლი-ლიპუროს შენახვის პირობები
ეს მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეიძლება მედიკამენტის გამოყენება ეტიკეტზე და შეფუთვის კოლოფზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
ინახება არაუმეტეს 25˚C ტემპერატურის პირობებში. არ გაყინოთ.
პროპოფოლი-ლიპურო გამოყენებული უნდა იქნეს დაუყონებლივ ამპულის/საჩხვლეტი ფლაკონის გახსნის შემდეგ.
გაზავებული პროპოფოლი-ლიპუროს გამოყენება უნდა მოხდეს მისი დამზადებისთანავე.
არ შეიძლება პროპოფოლი-ლიპუროს გამოყენება, თკი მედიკამენტის შენჯღრევის შემდეგაც შეინიშნება ორი განცალკევებული ფენები ან თუ ნივთიერება არ არის რძისმაგვარი თეთრი.
[გერმანიისთვის]:
არ გადააგდოთ მედიკამენტი გამავალ წყალში (მაგ., უნიტაზში ან ნიჟარაში). ჰკითხეთ ფარმაცევტს მედიკამენტის სწორი გადაგდების შესახებ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას. დამატებით ინფორმაციები შეგიძლიათ იხილოთ www.bfarm.de/arzneimittelentsorgung.
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებით ინფორმაციები
რას შეიცავს პროპოფოლი-ლიპურო
აქტიური ნივთიერება არის პროპოფოლი.
ერთი მილილიტრი პროპოფოლი-ლიპურო 10 მგ/მლ შეიცავს 10 მგ პროპოფოლს.
ერთი 10 მლ-იანი ამპულა შეიცავს 100 მგ პროპოფოლს.
ერთი 20 მლ-იანი ამპულა ან საჩხვლეტი ფლაკონი შეიცავს 200 მგ პროპოფოლს.
ერთი 50 მლ-იანი საჩხვლეტი ფლაკონი შეიცავს 500 მგ პროპოფოლს.
ერთი 100 მლ-იანი საჩხვლეტი ფლაკონი შეიცავს 1000 მგ პროპოფოლს.
დამხმარე ნივთერებები:
რაფინირებული სოიოს ზეთი (Ph.Eur.), საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდი, გლიცეროლი, კვერცხისგან მიღებული ფოსფოლიპიდები ინექციისათვის, ნატრიუმის ოლეატი, საინექციო წყალი.
პროპოფოლი-ლიპუროს გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
ეს სამკურნალო საშუალება წარმოადგენს საინექციო ან საინფუზიო ემულსიას. ეს არის რძისებრი-თეთრი ზეთი-წყალში-ემულსია.
მედიკამენტი გაიცემა შემდეგი დოზირებით:
10 მილილიტრიანი შუშის ამპულების შეფუთვა შეიცავს 10 ამპულას
20 მილილიტრიანი შუშის ამპულების შეფუთვა შეიცავს 5 ამპულას
20 მილილიტრიანი შუშის საჩხვლეტი ფლაკონის შეფუთვა შეიცავს 10 საჩხვლეტ ფლაკონს
50 ან 100 მილილიტრიანი შუშის საჩხვლეტი ფლაკონის შეფუთვა შეიცავს ერთ ან 10 საჩხვლეტ ფლაკონ(ებ)ს
შესაძლოა ყველა შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, აკრძალულია საცალო რეალიზაცია, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის მქონე დაწესებულებებზე.
ფარმაცევტული საწარმო და მწარმოებელი
ბ. ბრაუ მელზუნგენი აგ
კარლ-ბრაუნ-შტრასე 1
34212 მელზუნგენი
გერმანია
საფოსტო მისამართი
ბ. ბრაუნ მელზუნგენი აგ
34209 მელზუნგენი
გერმანია
ტელეფონი: +49-5661-71-0
ფაქსი: + 49 -5661-71-4567
[ავსტრიისთვის]: ნებართვის ნომერი: 1-23864
ეს მედიკამენტი ნებადართულია ევრო ეკონომიკური გაერთიანებს წევრ ქვეყნებში (EWR) და გაერთიანებულ სამეფოში (ჩრდილოეთ ირლანდია) შემდეგი სახელწოდებით:
დანია
Propofol “B.Braun” 10 mg/ml
გერმანია
Propofol-Lipuro 10 mg/ml
ესტონეთი
Propofol-Lipuro 10 mg/ml
ფინეთი
Propofol-Lipuro 10 mg/ml
საფრანგეთი
Propofol-Lipuro 10 mg/ml
საბერძნეთი
Propofol-Lipuro 1 %
ირლანდია
Propofol-Lipuro 1 % (10 mg/ml)
იტალია
Propofol B. Braun 1 % (10 mg/ml)
ლატვია
Propofol-Lipuro 10 mg/ml
ლიტვა
Propofol-Lipuro 10 mg/ml
ლუქსემბურგი
Propofol-Lipuro 10 mg/ml
მალტა
Propofol-Lipuro 1 % (10 mg/ml)
ნიდერლანდები
Propofol-Lipuro 10 mg/ml
ნორვეგია
Propofol-Lipuro 10 mg/ml
ავსტრია
Propofol-Lipuro 10 mg/ml
პოლონეთი
Propofol-Lipuro 1 % (10 mg/ml)
პორტუგალია
Propofol-Lipuro 1 % (10 mg/ml)
შვედეთი
Propofol-Lipuro 10 mg/ml
სლოვაკეთი
Propofol-Lipuro 1 % (10 mg/ml)
სლოვენია
Propofol-Lipuro 10 mg/ml
ესპანეთი
Propofol-Lipuro 10 mg/ml
ჩეხეთის რესპუბლიკა
Propofol-Lipuro 1 % (10 mg/ml)
უნგრეთი
Propofol-Lipuro 10 mg/ml
გაერთიანებული სამეფო
(ჩრდილოეთ ირლანდია)
Propofol-Lipuro 1 % (10 mg/ml)
კვიპროსი
Propofol-Lipuro 1 %
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციის ბოლო შემოწმების თარიღია 2022 წლის ივნისი.
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის:
მედიკამენტის კონტეინერები განკუთვნილია ყოველი პაციენტისთვის ერთჯერადი გამოყენებისათვის.
კონტეინერები გამოყენების წინ უნდა შეანჯღრიოთ. გამოყენების წინ ამპულის ყელის ნაწილი და შესაბამისად საჩხვლეტი ფლაკონის რეზინის საცობის ზედაპირი უნდა გაასუფთავოთ სამედიცინო სპირტით (სპრეი ან დასველებული ტამპონი).
მაქსიმუმ 12 საათის გამოყენების შემდეგ უნდა მოხდეს საინფუზიო სისტემის და პროპოფოლი-ლიპუროს კონტეინერის გადაგდება და გამოცვლა. გამოყენების შემდეგ დარჩენილი ემულსიის ნარჩენები უნდა განადგურდეს. გამოიყენებელი მედიკამენტის ან ნარჩენი მასალის განადგურება უნდა მოხდეს ეროვნული მოთხოვნების შესაბამისად. სრული ინფორმაცია ამ მედიკამენტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მედიკამენტის მახასიათებლების აღწერაში.
ბ. ბრაუნ
ბ. ბრაუნ მელზუნგენ აგ
34209 მელზუნგენი
გერმანია
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.