პარაცეტამოლ ალკალოიდი
Paracetamol Alkaloid
პარაცეტამოლი ალკალოიდი არის პერორალურად მისაღები სუსპენზია, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს პარაცეტამოლს და გამოიყენება კბილების ამოჭრასთან დაკავშირებული ტკივილის, კბილის და ყელის ტკივილის მოსახსნელად, ასევე ტემპერატურის დასაწევად, რომელიც აღინიშნება გაციების, გრიპის და ბავშვთა სხვა ინფექციური დაავადებების …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პარაცეტამოლი (paracetamol)
- ფორმა და შეფუთვა
- 120მგ/5მლ 100მლ პერორალური სუსპენზია 2 თვიდან 12 წლამდე ბავშვებისათვის ყავისფერი მინის ფლაკონი №1 5მლ გრადუირებულ შპრიც-დოზატორთან ერთად შეფუთვაში
- მწარმოებელი
- ALKALOID AD Skopje, მაკედონია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანალგეზური საშუალებები, ანილიდები
- ATC კოდი
- N02BE01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-035631
- რეგისტრირებულია
- 22 ივნისი 2022, მოქმედებს 22 ივნისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ALKALOID AD Skopje (მაკედონია)
- განმცხადებელი
- ნინო იმნაძე
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
პარაცეტამოლ ალკალოიდი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პარაცეტამოლი ალკალოიდი არის პერორალურად მისაღები სუსპენზია, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს პარაცეტამოლს და გამოიყენება კბილების ამოჭრასთან დაკავშირებული ტკივილის, კბილის და ყელის ტკივილის მოსახსნელად, ასევე ტემპერატურის დასაწევად, რომელიც აღინიშნება გაციების, გრიპის და ბავშვთა სხვა ინფექციური დაავადებების (მაგ.: ჩუტყვავილა, ყივანა ხველა, წითელა და ყბაყურა) დროს. ასევე, რეკომენდებულია ვაქცინაციის შემდეგ ტემპერატურის დასაწევად.
მიღების წესი და დოზირება
პარაცეტამოლი ალკალოიდის პერორალური სუსპენზია განკუთვნილია პერორალური გამოყენებისთვის ბავშვებში.
გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ!
შეფუთვაში მოთავსებულია გრადუირებული პიპეტი (მოცულობა 5 მლ) დოზების განსაზღვრისთვის.
პრეპარატი არ მიიღება 2 თვემდე ასაკის ბავშვებში.
2-3 თვის ბავშვებში პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
ასაკი: 2-3 თვე
დოზა
- ვაქცინაციის შემდგომი ცხელება
- 5 მლ; საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მეორე დოზის მიღება 4-6 საათის შემდეგ
- სხვა მიზეზებით გამოწვეული ტკივილი და ცხელება მხოლოდ, თუ:
- ბავშვის წონა აღემატება 4 კგ-ს
- ბავშვი დაიბადა 37 კვირის შემდეგ
დოზებს შორის დაცული უნდა იყოს მინიმუმ 4 საათიანი ინტერვალი.
არ მიიღება 2 დოზაზე მეტი.
თუ საჭიროა მეტი დოზის მიღება მიმართეთ ექიმს.
პარაცეტამოლი ალკალოიდის პერორალური სუსპენზიის დოზები ≥3 თვის ბავშვებში (ერთჯერადი დოზა: 10-15 მგ/კგ სხეულის წონაზე):
ბავშვის ასაკი
დოზა
სიხშირე (24 სთ-ის განმავლობაში)
3-6 თვე
- 5 მლ
4-ჯერ
6-24 თვე
5 მლ
4-ჯერ
2-4 წელი
- 5 მლ
4-ჯერ
4-8 წელი
10 მლ
4-ჯერ
8-10 წელი
15 მლ
4-ჯერ
10-12 წელი
20 მლ
4-ჯერ
დოზები მიიღება 4-6 საათიანი ინტერვალით, არ მიიღება 4 სთ-ზე ნაკლები ინტერვალით.
24 საათის განმავლობაში მიიღება მაქსიმუმ 4 დოზა. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენ 60 მგ/კგ-ს სხეულის წონაზე.
≥3 თვის ბავშვებში პრეპარატი არ მიიღება 3 დღეზე მეტი ხანგრძლივობით ექიმის მეთვალყურეობის გარეშე.
პარაცეტამოლი ალკალოიდი არ მიიღება პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთად.
დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.
თუ ბავშვმა მიიღო პარაცეტამოლი ალკალოიდის საჭიროზე მეტი დოზა
დაუშვებელია მითითებული დოზის გადაჭარბება.
ჭარბი დოზის მიღებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, იმ შემთხვევაშიც კი თუ ბავშვი თავს კარგად გრძნობს, რადგან არსებობს ღვიძლის შეუქცევადი დაზიანების რისკი.
თუ დაგავიწყდათ ბავშვისათვის პარაცეტამოლი ალკალოიდის მიცემა
დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.
უკუჩვენებები
თუ ბავშვს აქვს ალერგია პარაცეტამოლზე ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტზე (იხ. ნაწილი „რას შეიცავს პარაცეტამოლი ალკალოიდი“).
პრეპარატი არ გამოიყენება 2 თვემდე ასაკის ბავშვებში.
პარაცეტამოლი ალკალოიდი მიიღება განსაკუთრებული სიფრთხილით.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია პარაცეტამოლი ალკალოიდის პერორალური სუსპენზიის მიღებამდე ბავშვებში:
რომელთაც აწუხებთ ღვიძლის ან თირკმლის დაავადებები,
რომლებიც დღენაკლულნი არიან და ასაკი არ აღემატება 3 თვეს,
რომელთაც აწუხებთ შაქრის გარკვეული ტიპების აუტანლობა,
რომლებიც იღებენ ნებისმიერ სხვა პრეპარატს ან იმყოფებიან ექიმის დაკვირვების ქვეშ.
პარაცეტამოლი ალკალოიდით მკურნალობისას დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ ბავშვს:
აქვს მწვავე დაავადებები, მათ შორის თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევები ან სეფსისი (როდესაც ბაქტერიები და მათი ტოქსინები ცირკულირებენ სისხლში, რაც იწვევს ორგანოების დაზიანებას), არასრულფასოვანი კვება, ქრონიკული ალკოჰოლიზმი ან ასევე იღებს ფლუქლოქსაცილინს (ანტიბიოტიკი). ასეთ შემთხვევებში, როდესაც პარაცეტამოლი მიიღება რეგულარული დოზებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ან ფლუქლოქსაცილინთან ერთად, აღწერილია სერიოზული მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება მეტაბოლური აციდოზი (დარღვევა სისხლის და სითხის მხრივ). მეტაბოლური აციდოზის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: სუნთქვის სერიოზული გაძნელება ღრმა, სწრაფი სუნთქვით, ძილიანობა, გულისრევა და ღებინება.
პარაცეტამოლი ალკალოიდი არ მიიღება პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთად.
თუ სიმპტომები ნარჩუნდება ხანგრძლივად, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
პრეპარატის ხანგრძლივად მიღება შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს თუ მკურნალობა არ მიმდინარეობს ექიმის მეთვალყურეობით.
სხვა პრეპარატების მიღება
გაითვალიწინეთ, რომ მოცემული ინფორმაცია შესაძლოა ეხებოდეს ისეთ პრეპარატებს, რომლებიც აღარ მიიღება ან გეგმავთ მათ მიღებას მომავალში.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენ ან ბავშვი იღებთ ან ბოლო პერიოდში იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ პრეპარატებს.
პარაცეტამოლი ალკალოიდის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, თუ ბავშვი:
იღებს ვარფარინს ან სხვა პრეპარატებს სისხლის შედედების პროფილაქტიკისათვის,
იღებს მეტოკლოპრამიდს ან დომპერიდონს (გამოიყენება გულისრევის და ღებინების დროს),
იღებს ქოლესტირამინს (სისხლში ლიპიდების დონის შესამცირებლად),
იღებს ფლუქლოქსაცილინს (ანტიბიოტიკი), რადგან არსებობს სისხლის და სითხის მხრივ დარღვევის (მეტაბოლური აციდოზი) განვითარების სერიოზული რისკი, რაც საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას (იხ. ნაწილი 2)
იღებს ნებისმიერ სხვა სამკურნალო საშუალებას ან იმყოფება ექიმის დაკვირვების ქვეშ.
პარაცეტამოლი ალკალოიდის მიღება საკვებთან ან სასმელთან ერთად
საკვები და სასმელი გავლენას არ ახდენს პრეპარატის შეწოვაზე.
პარაცეტამოლი ალკალოიდის მიღება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, პარაცეტამოლი ალკალოიდის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
საჭიროების შემთხვევაში პარაცეტამოლი ალკალოიდის მიღება შესაძლებელია ორსულობის პერიოდში.
პრეპარატი მიიღება მინიმალური ეფექტური დოზით მაქსიმალურად ხანმოკლე პერიოდით, რომელიც საჭიროა ტკივლის და/ან ცხელების მოსახსნელად. მიმართეთ ექიმს, თუ ტკივილი და/ან ცხელება არ მცირდება ან უფრო ხშირად გჭირდებათ პრეპარატი.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
აღნიშნული პრეპარატის მიღებისას ტრანსპორტის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა არ დაფიქსირებულა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პარაცეტამოლი ალკალოიდის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
პარაცეტამოლი ალკალოიდის პერორალური სუსპენზია შეიცავს სორბიტოლს და მალტიტოლს. თუ გაქვთ შაქრის გარკვეულ ტიპების აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
პარაცეტამოლი ალკალოიდის პერორალური სუსპენზიის 1 მლ შეიცავს 2.678 მგ (ან 0.116 მმოლი) ნატრიუმს. 8.5 მლ-ზე მეტი დოზები შეიცავს >1 მმოლ ნატრიუმს. განსაკუთრებული სიფრთხილეა რეკომენდებული ისეთ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე.
სიფრთხილის ზომები
პარაცეტამოლის მიღებისას სიფრთხილეა რეკომენდებული თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. დოზის გადაჭარბების რისკი უფრო მაღალია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის არაციროზული ალკოჰოლური დაავადება.
არ უნდა გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება 2 თვეზე ნაკლები ასაკის ჩვილებში.
2-3 თვის ჩვილებში სამკურნალო საშუალება მიიღება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. არ მიიღოთ სამკურნალო საშუალების ორზე მეტი დოზა.
≥3 თვის ჩვილებში პრეპარატის მიღება ექიმის ან ფარმაცევტის რჩევის გარეშე შესაძლებელია მაქსიმუმ 3 დღის განმავლობაში. მოცემული ასაკის ჩვილებმა დოზა უნდა მიიღონ 4-6 საათის ინტერვალით და არ უნდა მიიღონ 4 საათზე ნაკლები ინტერვალით. ნებადართულია მაქსიმუმ 4 დოზის მიღება 24 საათში.
პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა, რომ ერთდროულად არ მიიღონ პარაცეტამოლის შემცველი სხვა პროდუქტები.
პიროგლუტამური აციდოზით გამოწვეული მაღალი ანიონური ინტერვალის მეტაბოლური აციდოზის (HAGMA) შემთხვევები აღწერილია მწვავე დაავადების მქონე პაციენტებში, როგორიც არის თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევები და სეფსისი ან პაციენტებში, არასრულფასოვნი კვების და გლუტათიონის დეფიციტის სხვა წყაროების (მაგ.: ქრონიკული ალკოჰოლიზმი) არსებობისას, რომლებიც მკურნალობდნენ პარაცეტამოლის თერაპიული დოზებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ან პარაცეტამოლისა და ფლუკლოქსაცილინის კომბინაციით. თუ არსებობს ეჭვი პიროგლუტამური აციდოზით გამოწვეულ HAGMA-ზე, რეკომენდებულია პარაცეტამოლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და საგულდაგულო მონიტორინგი. შარდში 5-ოქსოპროლინის განსაზღვრა შეიძლება ეფექტური იყოს პიროგლუტამური აციდოზის, როგორც HAGMA-ს გამომწვევი ძირითადი მიზეზის იდენტიფიცირებისთვის მრავალი რისკ ფაქტორის მქონე პაციენტებში.
როგორც ყველა სამკურნალო საშუალების შემთხვევაში, თუ ბავშვი ღებულობს სხვა პრეპარატებს, პარაცეტამოლი ალკალოიდის გამოყენებამდე უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ სიმპტომები ნარჩუნდება უნდა მიმართოთ ექიმს.
სამკურნალო საშუალების ხანგრძლივი გამოყენება, სამედიცინო ზედამხედველობის გარეშე, შეიძლება საზიანო იყოს. 3 თვეზე ნაკლები ასაკის ნაადრევად დაბადებულ ჩვილებში პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას, მაშინაც კი, თუ პაციენტი კარგად გამოიყურება, რადგან არსებობს ღვიძლის შეუქცევადი სერიოზული დაზიანების რისკი.
პარაცეტამოლი ალკალოიდის პერორალური სუსპენზია შეიცავს სორბიტოლს და მალტიტოლს. ფრუქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრული პრობლემების მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ აღნიშნული პრეპარატი.
პარაცეტამოლი ალკალოიდის პერორალური სუსპენზია შეიცავს 2.678 მგ (ან 0.116 მმოლი) ნატრიუმს 1 მლ პერორალურ სუსპენზიაზე (8.5 მლ-ზე მაღალი დოზა შეიცავს >1 მმოლ ნატრიუმს). განსაკუთრებული სიფრთხილეა რეკომენდებული პაციენტებში, რომლებიც იცავენ ნატრიუმის კონტროლირებად დიეტას.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პარაცეტამოლის შეწოვის სიჩქარე შეიძლება გაიზარდოს მეტოკლოპრამიდით ან დომპერიდონით, ხოლო შეწოვა შეიძლება შემცირდეს ქოლესტირამინით.
ვარფარინის და სხვა კუმარინების ანტიკოაგულანტური მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს პარაცეტამოლის ხანგრძლივად რეგულარულად გამოყენებისას, რასაც თან ახლავს სისხლდენის რისკის ზრდა. სამკურნალო საშუალების პერიოდულად მიღება არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას.
სიფრთხილეა საჭირო როდესაც პარაცეტამოლი მიიღება ფლუქლოქსაცილინთან ერთად, რადგან მათ ერთობლივ მიღებას უკავშირდებოდა პიროგლუტამური აციდოზით გამოწვეული მაღალი ანიონური ინტერვალის მეტაბოლური აციდოზი, განსაკუთრებით რისკ ფაქტორების მქონე პაციენტებში (იხ. ნაწილი 4.4).
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსული ქალების შესახებ არსებული დიდი რაოდენობით მონაცემები არ მიუთითებს არც მალფორმაციულ და არც ფეტო/ნეონატალურ ტოქსიურობაზე. ეპიდემიოლოგიური კვლევები ნეიროგანვითარების შესახებ ბავშვებში, რომლებიც განიცდიან პარაცეტამოლის ზემოქმედებას მუცლად ყოფნის პერიოდში, ავლენს არაზუსტ შედეგებს. თუმცა, როგორც ყველა სამკურნალო საშუალების შემთხვევაში, სიფრთხილეა საჭირო ორსულობის პირველ ტრიმესტრში. კლინიკური საჭიროების შემთხვევაში პარაცეტამოლის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის დროს, თუმცა უმცირესი ეფექტური დოზით უმოკლესი პერიოდით და უმცირესი სიხშირით.
პარაცეტამოლი გამოიყოფა დედის რძეში, მაგრამ არა კლინიკურად მნიშვნელოვანი რაოდენობით.
- 7. ზეგავლენა ტრანსპორტის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე
არ აღინიშნება.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად პარაცეტამოლ ალკალოიდმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.
შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენ ან ბავშვს აღენიშნა რომელიმე მოცემული გვერდითი ეფექტი ან შენიშნეთ სხვა სახის გვერდითი მოვლენები.
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (10,000-დან დაახლოებით 1 პაციენტში):
ანაფილაქსია (მწვავე, სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს გამონაყარს, სახის შეშუპებას, ხიხინს, სუნთქვის გართულებას, არტერიული წნევის დაწევას, დეზორიენტაციას ან გონების დაკარგვას).
ალერგიული რეაქციები, როგორიც არის გამონაყარი კანზე, ქავილი, ზოგჯერ თან ახლავს ქოშინი ან ტუჩების, ენის, ყელის ან სახის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება);
ძლიერი გამონაყარი ან კანის აქერცვლა, რასაც შესაძლოა თან ახლდეს წყლულები პირის ღრუში (არსებობს შეტყობინებები კანის სერიოზული რეაქციების განვითარების ძალიან იშვიათი შემთხვევების შესახებ);
ბრონქოსპაზმი (სასუნთქი გზების შევიწროება, რასაც თან ახლავს ქოშინი) პაციენტებში, რომელთაც აცეტილსალიცილის მჟავის ან ანთების და ტკივილის სამკურნალო სხვა პრეპარატების (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები) მიღების შემდეგ აღენიშნათ სუნთქვის პრობლემები;
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რაც შესაძლოა გამოვლინდეს მოულოდნელი სისხლჩაქცევებით ან სისხლდენით, ასევე ლეიკოციტების შემცირება;
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (გულისერვა, წონის დაკარგვა, უმადობა, კანის და თვალების გაყვითლება).
სიხშირე "უცნობია" (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით):
სერიოზული მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლის მჟავიანობის მომატება (მეტაბოლური აციდოზი) მწვავე დაავადების მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ პარაცეტამოლს (იხ. ნაწილი 2)
ჭარბი დოზა
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ სამედიცინო დახმარებას (თუ შესაძლებელია საავადმყოფოს), თუნდაც ადრეული გამოხატული სიმპტომების არარსებობისას. სიცოცხლისთვის საშიშ ჭარბ დოზირებას შეიძლება არ ახლდეს ადრეული სიმპტომები. 12 გ-ზე მეტი პარაცეტამოლის (24 სტანდარტული 500 მგ ტაბლეტი) ან 150 მგ-ზე მეტი პარაცეტამოლის თითო კგ სხეულის მასაზე (9 გ პარაცეტამოლი 60 კგ სხეულის მასის მქონე სუბიექტებში) მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის სერიოზული დაზიანება. ღვიძლის დაზიანება (გამოიხატება სისხლში ტრანსამინაზების დონის მატებით) შეიძლება გამოვლინდეს დოზის გადაჭარბებიდან 8-36 საათის შემდეგ. ღვიძლის მაქსიმალური დაზიანების ბიოქიმიური მტკიცებულება შეიძლება მიღებულ იქნას დოზის გადაჭარბებიდან მხოლოდ 72-96 საათის შემდეგ.
ინტრავენური N-აცეტილცისტეინი (NAC) ეფექტურია დოზის გადაჭარბებიდან 8 საათის განმავლობაში შეყვანისას. აღნიშნული პერიოდის შემდეგ ეფექტურობა თანდათან მცირდება, მაგრამ შესაძლებელია, რომ NAC-ით მკურნალობამ უზრუნველყოს გარკვეული სასარგებლო ეფექტი 24 საათის შემდეგაც კი. პერორალური მეთიონინი ასევე ეფექტურია თუ იგი მიიღება დოზის გადაჭარბებიდან 10-12 საათის განმავლობაში. თუ მიღებული პარაცეტამოლის დოზა აღემატება 12 გ-ს ან 150 მგ/კგ-ს, აქტივირებული ნახშირით მკურნალობა უნდა განიხილებოდეს თუ ჭარბი დოზის მიღება მოხდა 1 საათის განმავლობაში. არსებობს მცირე მტკიცებულება, რომ კუჭის ამორეცხვა შეიძლება სასარგებლო იყოს იმ პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს მხოლოდ პარაცეტამოლი.
პირველი 24 საათის განმავლობაში პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება იყოს სიფერმკრთალე, გულისრევა, ღებინება, ანორექსია და მუცლის ტკივილი. შესაძლოა განვითარდეს გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევები და მეტაბოლური აციდოზი. მწვავე მოწამვლის შემთხვევაში ღვიძლის უკმარისობა შეიძლება გადაიზარდოს ენცეფალოპათიაში, კომაში ან სიკვდილში. ღვიძლის დაზიანება ვითარდება მაშინ, როდესაც დიდი რაოდენობით ტოქსიკური მეტაბოლიტები (რომლის ადექვატური დეტოქსიკაცია ხდება გლუტათიონით პარაცეტამოლის ჩვეულებრივი დოზების გამოყენებისას) შეუქცევადად უკავშირდებიან ღვიძლის ქსოვილებს.
თირკმლის მწვავე უკმარისობა მწვავე მილაკოვანი ნეკროზით შეიძლება განვითარდეს ღვიძლის სერიოზული დაზიანების არარსებობის შემთხვევაშიც კი. აღწერილია გულის არითმიები და პანკრეატიტი.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის პარაცეტამოლი.
5 მლ პერორალური სუსპენზია შეიცავს 120 მგ პარაცეტამოლს.
1 მლ პერორალური სუსპენზია შეიცავს 24 მგ პარაცეტამოლს.
დამხმარე ნივთიერებები: თხევადი სორბიტოლი (არაკრისტალიზებული) (E420); გლიცერინი; თხევადი მალტიტოლი; ქსანტანის გუმფისი; ჰიდროქსიეთილცელულოზა; ნატრიუმის ბეზნოატი (E211); ნატრიუმის ციტრატი; ლიმონმჟავას მონოჰიდრატი; ნატრიუმის საქარინი; ანანასის არომატიზატორი 02662 (შემადგენლობა: პროპილენგლიკოლი, ტრიაცეტინი, ბუთილჰიდროქსიანისოლი, არომატიზატორი კომპონენტები); გემოს მაკორეგირებელი საშუალება 501438 (შემადგენლობა: სიმინდის მალტოდექსტრინი, პროპილენგლიკოლი, გლიცერინი, არომატიზატორი კომპონენტები); სიმეთიკონის ემულსია 30%; გასუფთავებული წყალი.
პარაცეტამოლი ალკალოიდის აღწერილობა და შეფუთვის შემცელობა
პარაცეტამოლი ალკალოიდი არის მოთეთრო-მოყავისფრო სუსპენზია ხილის სურნელით.
შეფუთვა: ყავისფერი ნეიტრალური შუშის ფლაკონი (ჰიდროლიზური კლასი III) პოლიპროპილენის (PP 28) პლასტმასის ხრახნიანი თავსახურით და პოლიეთილენის საფარით ან ბავშვებისათვის უსაფრთხო გახსნის კონტროლის მქონე პოლიპროპილენის (PP 28) პლასტმასის ხრახნიანი თავსახურით და პოლიეთილენის საფარით.
მუყაოს კოლოფში მოთავსებულია ერთი (1) ფლაკონი 100 მლ პერორალური სუსპენზიით, დოზატორი - 5 მლ პიპეტი-დოზატორი პერორალური გამოყენებისთვის, რომელზეც მითითებულია 0 მლ (მუქი შრიფტით), 1 მლ, 2 მლ, 2.5 მლ (მუქი შრიფტით), 3 მლ, 4 მლ და 5 მლ (მუქი შრიფტით), ფურცელი-ჩანართი.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა
ორი (2) წელი.
პირველი გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია 6 თვის განმავლობაში, თუ ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე თავისივე შეფუთვაში სინათლისაგან დაცვის მიზნით.
პარაცეტამოლი ალკალოიდი არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.
შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, თავისივე შეფუთვაში სინათლისაგან დაცვის მიზნით.
პირველი გახსნის შემდეგ შეინახეთ პრეპარატი არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, თავისივე შეფუთვაში სინათლისაგან დაცვის მიზნით.
დაუშვებელია სამკურნალო საშუალების გადაყრა ჩამდინარე წყალში ან ნაგავში.
გამოუყენებელი სამკურნალო საშუალების განადგურებასთან დაკავშირებით კონსულტაციისათვის მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები იცავს გარემოს.
გამოუყენებელი სამკურნალო საშუალების განადგურება უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
- სხვა ინფორმაცია
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანალგეზიური საშალებები, ანილიდები
ათქ კოდი: N02BE01
მოქმედების მექანიზმი
პარაცეტამოლის ტკივილგამაყუჩებელი მოქმედების მექანიზმი არ არის ბოლომდე დადგენილი. პარაცეტამოლის მოქმედების ძირითადი მექანიზმია ციკლოოქსიგენაზას დათრგუნვა, ციკლოოქსიგენაზა არის ფერმენტი, რომელიც მნიშვნელოვანია პროსტაგლანდინების სინთეზისთვის. ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ციკლოოქსიგენაზა ბევრად უფრო მგრძნობიარეა პარაცეტამოლის მიმართ, ვიდრე ციკლოოქსიგენაზა პერიფერიულ სისტემებში და შესაბამისად პარაცეტამოლს აქვს როგორც ტკივილგამაყუჩებელი, ასევე სიცხის დამწევი ეფექტი. პარაცეტამოლის სიცხის დამწევი მოქმედება სავარაუდოდ გამოწვეულია ჰიპოთალამუსის სითბოს მარეგულირებელ ცენტრზე მისი მოქმედებით.
ფარმაკოდინამიკური თვისებები
პარაცეტამოლს აქვს ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. თუმცა მას არ გააჩნია ანთების საწინააღმდეგო თვისებები.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
პერორალურად მიღებული პარაცეტამოლი სწრაფად და თითქმის სრულად შეიწოვება. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 30 წუთიდან 2 საათამდე პერიოდში.
განაწილება
პარაცეტამოლი სწრაფად ნაწილდება ქსოვილებში. სისხლის, ნერწყვისა და პლაზმის დონეები შედარებითია.
პარაცეტამოლის განაწილების მოცულობა საშუალოდ შეადგენს 1 ლ/კგ-ს სხეულის მასაზე. თერაპიული დოზების მიღებისას ცილებთან მნიშვნელოვანი შეკავშირება არ აღინიშნება. დიდი დოზით გადაჭარბების შემთხვევაში პარაცეტამოლი 20-30%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს.
მეტაბოლიზმი
მოზრდილებში პარაცეტამოლი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში, ორი ძირითადი გზით: გლუკურონიდების (55%) და სულფატური (30%) კონიუგატების სახით. სხვა გზის შემთხვევაში სწრაფად ხდება გაჯერება თერაპიულზე მაღალი დოზების მიღებისას. მცირე ნაწილი მეტაბოლიზდება ციტოქრომა P450-ით კატალიზაციის გზით, რითაც წარმოიქმნება რეაქტიული შუალედური მეტაბოლიტი (N-აცეტილ-ბენზოქინონ იმინი). ნორმალურ პირობებში სწრაფად ხდება მისი დეტოქსიკაცია გლუტათიონით და გამოიყოფა შარდში ცისტეინის (4%) და მერკაპტოპურინის მჟავის კონიუგატების (4%) სახით.
ახალშობილებში და 12 წელზე უმცროს ბავშვებში სულფატური კონიუგაცია არის ელიმინაციის მთავარი გზა და გლუკურონიდაცია უფრო ნაკლებია, ვიდრე მოზრდილებში. სულფატური კონიუგაციის ზრდის გამო ბავშვებში სრული ელიმინაცია შედარებითია მოზრდილებში დაფიქსირებულ მონაცემებთან.
გამოყოფა
პარაცეტამოლი უმეტესად გამოიყოფა შარდით. მიღებული დოზის 90% გამოიყოფა თირკმელებით 24 საათის განმავლობაში, უმეტესად გლუკურონიდის (60-80%) და სულფატური (20-30%) კონიუგატების სახით. 5%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი სახით. ელიმინაციის საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2 საათს. თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში, დოზის გადაჭარბების შემდეგ და ახალშობილებში პარაცეტამოლის ელიმინაცია გახანგრძლივებულია. თირკმლის მწვავე უკმარისობის შემთხვევაში (კრეატინინის კლირენსი <10 მლ/წთ) პარაცეტამოლის ელიმინაცია და მისი მეტაბოლიტების ელიმინაცია შეფერხებულია.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
5591175-180975-5715023876000პარაცეტამოლი ალკალოიდი 120 მგ/5 მლ პერორალური სუსპენზია
ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისთვის

პარაცეტამოლი ალკალოიდი 120 მგ/5 მლ პერორალური სუსპენზია
პარაცეტამოლი
ყურადღებით გაეცანით მოცემულ ფურცელ-ჩანართს, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
აღნიშნული პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ. თუმცა, მაქსიმალური შედეგის მისაღწევად პარაცეტამოლი ალკალოიდი მიიღება სიფრთხილით.
შეინახეთ ფურცელი-ჩანართი, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ფარმაცევტს.
მიმართეთ ექიმს თუ სიმპტომები უარესდება ან სამი დღის შემდეგ ბავშვს (≥3 თვის ასაკის) არ აღენიშნება გაუმჯობესება.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გამწვავდება ან შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში:
ფურცელ-ჩანართში იხილავთ:
- რას წარმოადგენს პარაცეტამოლი ალკალოიდი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ პარაცეტამოლი ალკალოიდის მიღებამდე
- პარაცეტამოლი ალკალოიდის მიღების წესი
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- პარაცეტამოლი ალკალოიდის შენახვის პირობები
- სხვა ინფორმაცია
- რას წარმოადგენს პარაცეტამოლი ალკალოიდი და რისთვის გამოიყენება
პარაცეტამოლი ალკალოიდი არის პერორალურად მისაღები სუსპენზია, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს პარაცეტამოლს და გამოიყენება კბილების ამოჭრასთან დაკავშირებული ტკივილის, კბილის და ყელის ტკივილის მოსახსნელად, ასევე ტემპერატურის დასაწევად, რომელიც აღინიშნება გაციების, გრიპის და ბავშვთა სხვა ინფექციური დაავადებების (მაგ.: ჩუტყვავილა, ყივანა ხველა, წითელა და ყბაყურა) დროს. ასევე, რეკომენდებულია ვაქცინაციის შემდეგ ტემპერატურის დასაწევად.
- რა უნდა იცოდეთ პარაცეტამოლი ალკალოიდის მიღებამდე
პარაცეტამოლი ალკალოიდი არ გამოიყენება:
თუ ბავშვს აქვს ალერგია პარაცეტამოლზე ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტზე (იხ. ნაწილი „რას შეიცავს პარაცეტამოლი ალკალოიდი“).
პრეპარატი არ გამოიყენება 2 თვემდე ასაკის ბავშვებში.
პარაცეტამოლი ალკალოიდი მიიღება განსაკუთრებული სიფრთხილით.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია პარაცეტამოლი ალკალოიდის პერორალური სუსპენზიის მიღებამდე ბავშვებში:
რომელთაც აწუხებთ ღვიძლის ან თირკმლის დაავადებები,
რომლებიც დღენაკლულნი არიან და ასაკი არ აღემატება 3 თვეს,
რომელთაც აწუხებთ შაქრის გარკვეული ტიპების აუტანლობა,
რომლებიც იღებენ ნებისმიერ სხვა პრეპარატს ან იმყოფებიან ექიმის დაკვირვების ქვეშ.
პარაცეტამოლი ალკალოიდით მკურნალობისას დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ ბავშვს:
აქვს მწვავე დაავადებები, მათ შორის თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევები ან სეფსისი (როდესაც ბაქტერიები და მათი ტოქსინები ცირკულირებენ სისხლში, რაც იწვევს ორგანოების დაზიანებას), არასრულფასოვანი კვება, ქრონიკული ალკოჰოლიზმი ან ასევე იღებს ფლუქლოქსაცილინს (ანტიბიოტიკი). ასეთ შემთხვევებში, როდესაც პარაცეტამოლი მიიღება რეგულარული დოზებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ან ფლუქლოქსაცილინთან ერთად, აღწერილია სერიოზული მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება მეტაბოლური აციდოზი (დარღვევა სისხლის და სითხის მხრივ). მეტაბოლური აციდოზის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: სუნთქვის სერიოზული გაძნელება ღრმა, სწრაფი სუნთქვით, ძილიანობა, გულისრევა და ღებინება.
პარაცეტამოლი ალკალოიდი არ მიიღება პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთად.
თუ სიმპტომები ნარჩუნდება ხანგრძლივად, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
პრეპარატის ხანგრძლივად მიღება შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს თუ მკურნალობა არ მიმდინარეობს ექიმის მეთვალყურეობით.
სხვა პრეპარატების მიღება
გაითვალიწინეთ, რომ მოცემული ინფორმაცია შესაძლოა ეხებოდეს ისეთ პრეპარატებს, რომლებიც აღარ მიიღება ან გეგმავთ მათ მიღებას მომავალში.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენ ან ბავშვი იღებთ ან ბოლო პერიოდში იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ პრეპარატებს.
პარაცეტამოლი ალკალოიდის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, თუ ბავშვი:
იღებს ვარფარინს ან სხვა პრეპარატებს სისხლის შედედების პროფილაქტიკისათვის,
იღებს მეტოკლოპრამიდს ან დომპერიდონს (გამოიყენება გულისრევის და ღებინების დროს),
იღებს ქოლესტირამინს (სისხლში ლიპიდების დონის შესამცირებლად),
იღებს ფლუქლოქსაცილინს (ანტიბიოტიკი), რადგან არსებობს სისხლის და სითხის მხრივ დარღვევის (მეტაბოლური აციდოზი) განვითარების სერიოზული რისკი, რაც საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას (იხ. ნაწილი 2)
იღებს ნებისმიერ სხვა სამკურნალო საშუალებას ან იმყოფება ექიმის დაკვირვების ქვეშ.
პარაცეტამოლი ალკალოიდის მიღება საკვებთან ან სასმელთან ერთად
საკვები და სასმელი გავლენას არ ახდენს პრეპარატის შეწოვაზე.
პარაცეტამოლი ალკალოიდის მიღება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, პარაცეტამოლი ალკალოიდის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
საჭიროების შემთხვევაში პარაცეტამოლი ალკალოიდის მიღება შესაძლებელია ორსულობის პერიოდში.
პრეპარატი მიიღება მინიმალური ეფექტური დოზით მაქსიმალურად ხანმოკლე პერიოდით, რომელიც საჭიროა ტკივლის და/ან ცხელების მოსახსნელად. მიმართეთ ექიმს, თუ ტკივილი და/ან ცხელება არ მცირდება ან უფრო ხშირად გჭირდებათ პრეპარატი.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
აღნიშნული პრეპარატის მიღებისას ტრანსპორტის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა არ დაფიქსირებულა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პარაცეტამოლი ალკალოიდის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
პარაცეტამოლი ალკალოიდის პერორალური სუსპენზია შეიცავს სორბიტოლს და მალტიტოლს. თუ გაქვთ შაქრის გარკვეულ ტიპების აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
პარაცეტამოლი ალკალოიდის პერორალური სუსპენზიის 1 მლ შეიცავს 2.678 მგ (ან 0.116 მმოლი) ნატრიუმს. 8.5 მლ-ზე მეტი დოზები შეიცავს >1 მმოლ ნატრიუმს. განსაკუთრებული სიფრთხილეა რეკომენდებული ისეთ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე.
- პარაცეტამოლი ალკალოიდის მიღების წესი
პარაცეტამოლი ალკალოიდის პერორალური სუსპენზია განკუთვნილია პერორალური გამოყენებისთვის ბავშვებში.
გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ!
შეფუთვაში მოთავსებულია გრადუირებული პიპეტი (მოცულობა 5 მლ) დოზების განსაზღვრისთვის.
პრეპარატი არ მიიღება 2 თვემდე ასაკის ბავშვებში.
2-3 თვის ბავშვებში პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
ასაკი: 2-3 თვე
დოზა
- ვაქცინაციის შემდგომი ცხელება
- 5 მლ; საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მეორე დოზის მიღება 4-6 საათის შემდეგ
- სხვა მიზეზებით გამოწვეული ტკივილი და ცხელება მხოლოდ, თუ:
- ბავშვის წონა აღემატება 4 კგ-ს
- ბავშვი დაიბადა 37 კვირის შემდეგ
დოზებს შორის დაცული უნდა იყოს მინიმუმ 4 საათიანი ინტერვალი.
არ მიიღება 2 დოზაზე მეტი.
თუ საჭიროა მეტი დოზის მიღება მიმართეთ ექიმს.
პარაცეტამოლი ალკალოიდის პერორალური სუსპენზიის დოზები ≥3 თვის ბავშვებში (ერთჯერადი დოზა: 10-15 მგ/კგ სხეულის წონაზე):
ბავშვის ასაკი
დოზა
სიხშირე (24 სთ-ის განმავლობაში)
3-6 თვე
- 5 მლ
4-ჯერ
6-24 თვე
5 მლ
4-ჯერ
2-4 წელი
- 5 მლ
4-ჯერ
4-8 წელი
10 მლ
4-ჯერ
8-10 წელი
15 მლ
4-ჯერ
10-12 წელი
20 მლ
4-ჯერ
დოზები მიიღება 4-6 საათიანი ინტერვალით, არ მიიღება 4 სთ-ზე ნაკლები ინტერვალით.
24 საათის განმავლობაში მიიღება მაქსიმუმ 4 დოზა. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენ 60 მგ/კგ-ს სხეულის წონაზე.
≥3 თვის ბავშვებში პრეპარატი არ მიიღება 3 დღეზე მეტი ხანგრძლივობით ექიმის მეთვალყურეობის გარეშე.
პარაცეტამოლი ალკალოიდი არ მიიღება პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთად.
დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.
თუ ბავშვმა მიიღო პარაცეტამოლი ალკალოიდის საჭიროზე მეტი დოზა
დაუშვებელია მითითებული დოზის გადაჭარბება.
ჭარბი დოზის მიღებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, იმ შემთხვევაშიც კი თუ ბავშვი თავს კარგად გრძნობს, რადგან არსებობს ღვიძლის შეუქცევადი დაზიანების რისკი.
თუ დაგავიწყდათ ბავშვისათვის პარაცეტამოლი ალკალოიდის მიცემა
დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად პარაცეტამოლ ალკალოიდმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.
შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენ ან ბავშვს აღენიშნა რომელიმე მოცემული გვერდითი ეფექტი ან შენიშნეთ სხვა სახის გვერდითი მოვლენები.
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (10,000-დან დაახლოებით 1 პაციენტში):
ანაფილაქსია (მწვავე, სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს გამონაყარს, სახის შეშუპებას, ხიხინს, სუნთქვის გართულებას, არტერიული წნევის დაწევას, დეზორიენტაციას ან გონების დაკარგვას).
ალერგიული რეაქციები, როგორიც არის გამონაყარი კანზე, ქავილი, ზოგჯერ თან ახლავს ქოშინი ან ტუჩების, ენის, ყელის ან სახის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება);
ძლიერი გამონაყარი ან კანის აქერცვლა, რასაც შესაძლოა თან ახლდეს წყლულები პირის ღრუში (არსებობს შეტყობინებები კანის სერიოზული რეაქციების განვითარების ძალიან იშვიათი შემთხვევების შესახებ);
ბრონქოსპაზმი (სასუნთქი გზების შევიწროება, რასაც თან ახლავს ქოშინი) პაციენტებში, რომელთაც აცეტილსალიცილის მჟავის ან ანთების და ტკივილის სამკურნალო სხვა პრეპარატების (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები) მიღების შემდეგ აღენიშნათ სუნთქვის პრობლემები;
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რაც შესაძლოა გამოვლინდეს მოულოდნელი სისხლჩაქცევებით ან სისხლდენით, ასევე ლეიკოციტების შემცირება;
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (გულისერვა, წონის დაკარგვა, უმადობა, კანის და თვალების გაყვითლება).
სიხშირე "უცნობია" (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით):
სერიოზული მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლის მჟავიანობის მომატება (მეტაბოლური აციდოზი) მწვავე დაავადების მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ პარაცეტამოლს (იხ. ნაწილი 2)
- პარაცეტამოლი ალკალოიდის შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა
ორი (2) წელი.
პირველი გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია 6 თვის განმავლობაში, თუ ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე თავისივე შეფუთვაში სინათლისაგან დაცვის მიზნით.
პარაცეტამოლი ალკალოიდი არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.
შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, თავისივე შეფუთვაში სინათლისაგან დაცვის მიზნით.
პირველი გახსნის შემდეგ შეინახეთ პრეპარატი არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, თავისივე შეფუთვაში სინათლისაგან დაცვის მიზნით.
დაუშვებელია სამკურნალო საშუალების გადაყრა ჩამდინარე წყალში ან ნაგავში.
გამოუყენებელი სამკურნალო საშუალების განადგურებასთან დაკავშირებით კონსულტაციისათვის მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები იცავს გარემოს.
გამოუყენებელი სამკურნალო საშუალების განადგურება უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
- სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს პარაცეტამოლი ალკალოიდი
აქტიური ნივთიერება არის პარაცეტამოლი.
5 მლ პერორალური სუსპენზია შეიცავს 120 მგ პარაცეტამოლს.
1 მლ პერორალური სუსპენზია შეიცავს 24 მგ პარაცეტამოლს.
დამხმარე ნივთიერებები: თხევადი სორბიტოლი (არაკრისტალიზებული) (E420); გლიცერინი; თხევადი მალტიტოლი; ქსანტანის გუმფისი; ჰიდროქსიეთილცელულოზა; ნატრიუმის ბეზნოატი (E211); ნატრიუმის ციტრატი; ლიმონმჟავას მონოჰიდრატი; ნატრიუმის საქარინი; ანანასის არომატიზატორი 02662 (შემადგენლობა: პროპილენგლიკოლი, ტრიაცეტინი, ბუთილჰიდროქსიანისოლი, არომატიზატორი კომპონენტები); გემოს მაკორეგირებელი საშუალება 501438 (შემადგენლობა: სიმინდის მალტოდექსტრინი, პროპილენგლიკოლი, გლიცერინი, არომატიზატორი კომპონენტები); სიმეთიკონის ემულსია 30%; გასუფთავებული წყალი.
პარაცეტამოლი ალკალოიდის აღწერილობა და შეფუთვის შემცელობა
პარაცეტამოლი ალკალოიდი არის მოთეთრო-მოყავისფრო სუსპენზია ხილის სურნელით.
შეფუთვა: ყავისფერი ნეიტრალური შუშის ფლაკონი (ჰიდროლიზური კლასი III) პოლიპროპილენის (PP 28) პლასტმასის ხრახნიანი თავსახურით და პოლიეთილენის საფარით ან ბავშვებისათვის უსაფრთხო გახსნის კონტროლის მქონე პოლიპროპილენის (PP 28) პლასტმასის ხრახნიანი თავსახურით და პოლიეთილენის საფარით.
მუყაოს კოლოფში მოთავსებულია ერთი (1) ფლაკონი 100 მლ პერორალური სუსპენზიით, დოზატორი - 5 მლ პიპეტი-დოზატორი პერორალური გამოყენებისთვის, რომელზეც მითითებულია 0 მლ (მუქი შრიფტით), 1 მლ, 2 მლ, 2.5 მლ (მუქი შრიფტით), 3 მლ, 4 მლ და 5 მლ (მუქი შრიფტით), ფურცელი-ჩანართი.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი და სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
ალკალოიდ ად სკოპიე (ALKALOID AD Skopje)
ალექსანდრე მაკედონელის ბულვ.12
1000 სკოპიე, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა
ტელ: +389 2 31 04 000
ფაქსი: +389 2 31 04 021
www.alkaloid.com.mk
ალკალოიდ ად სკოპიე (ALKALOID AD Skopje)
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.