პარაცეტამოლი ტაბლეტები B.P. 500 მგ.
Paracetamol Tablets B.P. 500 mg.
თავის ტკივილი რევმატოიდული ტკივილი ცხელება ნევრალგია
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პარაცეტამოლი (paracetamol)
- ფორმა და შეფუთვა
- 500მგ ტაბლეტი №100 (10X10)
- მწარმოებელი
- Nabros Pharma Pvt. Ltd, ინდოეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანალგეზური საშუალებები, ანილიდები
- ATC კოდი
- N02BE01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044325
- რეგისტრირებულია
- 13 ნოემბერი 2025, მოქმედებს 13 ნოემბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Nabros Pharma Pvt. Ltd (ინდოეთი)
- განმცხადებელი
- შპს „კონტა ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
პარაცეტამოლი ტაბლეტები B.P. 500 მგ. — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
თავის ტკივილი
რევმატოიდული ტკივილი
ცხელება
ნევრალგია
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ, ღვიძლის მძიმე დაავადებები.
მიღების წესი და დოზირების რეჟიმი:
მოზრდილები და 12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვები - 1 ან 2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში 4-საათის ინტერვალით. მაქსიმუმ 8 ტაბლეტი 24 საათის განმავლობაში.
6-12 წლის ასაკის ბავშვები - ნახევარი ტაბლეტი 3-4 ჯერ დღეში სულ მცირე 4 საათიანი ინტერვალით, მაქსიმუმ 4 ტაბლეტი 24 საათის განმავლობაში.
ხანდაზმულები - ხანდაზმულ პაციენტებში დოზა კორექციას არ საჭიროებს
სიფრთხილის ზომები
პარაცეტამოლი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის ან თირკმლების ფუნქციის დარღვევბი.
ჭარბი დოზირების საშიშროება დიდია ალკოჰოლზე დამოკიდებულ პაციენტებბში, რომელთაც ამ ფონზე აღენიშნებათ ღვიძლის დაავადებები.
ნუ გადააჭარბებთ რეკომენდებულ დოზას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
პრეპარატის მღება არ უნდა გაგრძელდეს 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ექიმის კონსულტაციის გარეშე. სიმპტომების ხანგრძლივად არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
არ შეიძლება პრეპარატის მიღება პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთად.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულებში ჩატარებულმა ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ პარაცეტამოლის რეკომენდებული დოზების მიღებისას მავნე ზეგავლენა არ შეინიშნება, თუმცა ამ დროს აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. პარაცეტამოლი გამოიყოფა დედის რძეში, არსებული კვლევების მონაცემების მიხედვით პარაცეტამოლი ძუძუთი კვების დროს უკუნაჩვენები არ არის.
გვერდითი მოვლენები
პარაცეტამოლთან დაკავშირებით გვერდითი მოვლენები იშვიათია, მაგრამ შესაძლოა განვითარდეს გამონაყარი კანზე და სხვა ალერგიული რეაქციები, ჰემატოლოგიური ცვლილბები, მათ შორის თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, ლეიკოპენია, პანციტოპენია და აგრანულოციტოზი. იშვიათად შეიძლება განვითარდეს პანკრეატიტი.
ჭარბი დოზა
პარაცეტამოლის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში პირველი 24 საათის განმავლობაში აღნიშნება სიფერმკრთალე, გულის რევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, მადის დაქვეითება. ღვიძლის დაზიანება შეიძლება გამოვლინდეს მიღებიდან 12-48 საათის შემდეგ, რაც გამოიხატება ღვიძლის ფუნქციების დარღვევით. შესაძლებელია განვითარდეს გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევა და მეტაბოლური აციდოზი. თირკმლების მწვავე უკმარისობა, მწვავე მილაკოვანი ნეკროზით, პანკრეატიტი და არითმია.
ღვიძლის დაზიანება მოსალოდნელია მოზრდილებშიც, რომლებმაც მიიღეს 10გ ან მეტი პარაცეტამოლი. მიჩნეულია, რომ ტოქსიკური მეტაბოლიტის ჭარბი რაოდენობა შუქცევადად უკავშირდება ღვიძლის ქსოვილს.
პრეპატატის ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივი მკურნალობა. მნიშვნელოვანია პირველივე სიმპტომების გამოვლენისას პაციენტმა მიმართოს სტაციონარს.
ყველა იმ პაციენტმა, რომელმაც მიიღო 7,5მგ ან მეტი პარაცეტამოლი მომდევნო 4 საათის განმავლობაში უნადა ჩაუტარდეს კუჭის ამორეცხვა. შესალებელია საჭირო გახდეს პერორალურად მეთიონინის მიღება ან ინტრავენური გზით N-აცეტილცისტეინის შეყვანა, რამაც შეიძლება დადებითი ეფექტი მოგვცეს ჭარბი დოზირებით გამოწვეული ინტოქსიკაციიდან სულ მცირე 48 საათამდე.
შემადგენლობა
თითოეული შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს:
პარაცეტამოლი BP 500მგ
დამხმარე ნივთიერებები: Q.S.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე მშრალ, სინათლისაგან დაცულ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 4 წელი
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანალგეზიური საშუალებები, სხვა ანალგეზიურები და სიცხის დამწევი საშუალებები, ანილიდები
ათქ კოდი: N02BE01
პარაცეტამოლს გააჩნია ანალგეზიური და სიცხის დამწევი მოქმედება, რაც განპირობებულია პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
პარაცეტამოლი ტაბლეტები B.P. 500მგ
Paracetamol tablets B.P. 500mg
Парацетамол таблетки Б.Ф. 500мг
შემადგენლობა:
თითოეული შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს:
პარაცეტამოლი BP 500მგ
დამხმარე ნივთიერებები: Q.S.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანალგეზიური საშუალებები, სხვა ანალგეზიურები და სიცხის დამწევი საშუალებები, ანილიდები
ათქ კოდი: N02BE01
პარაცეტამოლს გააჩნია ანალგეზიური და სიცხის დამწევი მოქმედება, რაც განპირობებულია პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით.
ჩვენება:
თავის ტკივილი
რევმატოიდული ტკივილი
ცხელება
ნევრალგია
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ, ღვიძლის მძიმე დაავადებები.
მიღების წესი და დოზირების რეჟიმი:
მოზრდილები და 12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვები - 1 ან 2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში 4-საათის ინტერვალით. მაქსიმუმ 8 ტაბლეტი 24 საათის განმავლობაში.
6-12 წლის ასაკის ბავშვები - ნახევარი ტაბლეტი 3-4 ჯერ დღეში სულ მცირე 4 საათიანი ინტერვალით, მაქსიმუმ 4 ტაბლეტი 24 საათის განმავლობაში.
ხანდაზმულები - ხანდაზმულ პაციენტებში დოზა კორექციას არ საჭიროებს
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულებში ჩატარებულმა ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ პარაცეტამოლის რეკომენდებული დოზების მიღებისას მავნე ზეგავლენა არ შეინიშნება, თუმცა ამ დროს აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. პარაცეტამოლი გამოიყოფა დედის რძეში, არსებული კვლევების მონაცემების მიხედვით პარაცეტამოლი ძუძუთი კვების დროს უკუნაჩვენები არ არის.
გვერდითი მოვლენები
პარაცეტამოლთან დაკავშირებით გვერდითი მოვლენები იშვიათია, მაგრამ შესაძლოა განვითარდეს გამონაყარი კანზე და სხვა ალერგიული რეაქციები, ჰემატოლოგიური ცვლილბები, მათ შორის თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, ლეიკოპენია, პანციტოპენია და აგრანულოციტოზი. იშვიათად შეიძლება განვითარდეს პანკრეატიტი.
ჭარბი დოზირება
პარაცეტამოლის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში პირველი 24 საათის განმავლობაში აღნიშნება სიფერმკრთალე, გულის რევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, მადის დაქვეითება. ღვიძლის დაზიანება შეიძლება გამოვლინდეს მიღებიდან 12-48 საათის შემდეგ, რაც გამოიხატება ღვიძლის ფუნქციების დარღვევით. შესაძლებელია განვითარდეს გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევა და მეტაბოლური აციდოზი. თირკმლების მწვავე უკმარისობა, მწვავე მილაკოვანი ნეკროზით, პანკრეატიტი და არითმია.
ღვიძლის დაზიანება მოსალოდნელია მოზრდილებშიც, რომლებმაც მიიღეს 10გ ან მეტი პარაცეტამოლი. მიჩნეულია, რომ ტოქსიკური მეტაბოლიტის ჭარბი რაოდენობა შუქცევადად უკავშირდება ღვიძლის ქსოვილს.
პრეპატატის ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივი მკურნალობა. მნიშვნელოვანია პირველივე სიმპტომების გამოვლენისას პაციენტმა მიმართოს სტაციონარს.
ყველა იმ პაციენტმა, რომელმაც მიიღო 7,5მგ ან მეტი პარაცეტამოლი მომდევნო 4 საათის განმავლობაში უნადა ჩაუტარდეს კუჭის ამორეცხვა. შესალებელია საჭირო გახდეს პერორალურად მეთიონინის მიღება ან ინტრავენური გზით N-აცეტილცისტეინის შეყვანა, რამაც შეიძლება დადებითი ეფექტი მოგვცეს ჭარბი დოზირებით გამოწვეული ინტოქსიკაციიდან სულ მცირე 48 საათამდე.
განსაკუთრებული მითითებები:
პარაცეტამოლი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის ან თირკმლების ფუნქციის დარღვევბი.
ჭარბი დოზირების საშიშროება დიდია ალკოჰოლზე დამოკიდებულ პაციენტებბში, რომელთაც ამ ფონზე აღენიშნებათ ღვიძლის დაავადებები.
ნუ გადააჭარბებთ რეკომენდებულ დოზას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
პრეპარატის მღება არ უნდა გაგრძელდეს 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ექიმის კონსულტაციის გარეშე. სიმპტომების ხანგრძლივად არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
არ შეიძლება პრეპარატის მიღება პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთად.
გამოშვების ფორმა:
ტაბლეტი N100
10 ტაბლეტი ბლისტერზე. 10 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე მშრალ, სინათლისაგან დაცულ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 4 წელი
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი:
NABROS PHARMA PVT. LTD („ნაბროს ფარმა.პვტ.ლტდ“)
ნ.ჰ.8 კაჯიპურა კხედას ოლქი ინდოეთი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


