პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანალგეზური საშუალებები

პარაცეტამოლი სოფარმა 500მგ ტაბლეტები

PARACETAMOL SOPHARMA 500mg tablets

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადბულგარეთი
რისთვის გამოიყენება

პარაცეტამოლი სოფარმა ტაბლეტები შეიცავს აქტიურ ნივთიერებას პარაცეტამოლს, რომელსაც გააჩნია გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
პარაცეტამოლი (paracetamol)
ფორმა და შეფუთვა
500მგ ტაბლეტი №20 (2X10)
მწარმოებელი
SOPHARMA JSC, ბულგარეთი; Sopharma JSC, ბულგარეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანალგეზური საშუალებები, ანილიდები
ATC კოდი
N02BE01
რეგისტრაციის ნომერი
რ-044937
რეგისტრირებულია
5 მარტი 2026, მოქმედებს 5 მარტი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
SOPHARMA JSC (ბულგარეთი)
განმცხადებელი
სააქციო საზოგადოება „სოფარმა“-ს წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაპარაცეტამოლი სოფარმა 500მგ ტაბლეტები და სხვა წამალი ერთად

პარაცეტამოლი სოფარმა 500მგ ტაბლეტები — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პარაცეტამოლი სოფარმა ტაბლეტები შეიცავს აქტიურ ნივთიერებას პარაცეტამოლს, რომელსაც გააჩნია გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება.

პრეპარატი გამოიყენება მსუბუქად და საშუალოდ გამოხატული თავის ტკივილის, შაკიკის, კბილის ტკივილის, რევმატული და კუნთების ტკივილის, მენსტრუალური ტკივილის, ყელის ანთების სამკურნალოდ, ასევე მაღალი ტემპერატურის დროს შეუძლოდ ყოფნის და გაციების დროს ტკივილის შემსუბუქებისთვის.

უნდა მიმართოთ ექიმს დახმარებისთვის, თუ თქვენი სიმპტომები უარესდება ან მათი გაუმჯობესება არ აღინიშნება 3 დღის შემდეგ.

მიღების წესი და დოზირება

მიიღეთ პარაცეტამოლი სოფარმა ტაბლეტები ისე, როგორც ეს აღწერილია ამ ინსტრუქციაში. თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პარაცეტამოლი სოფარმას ტაბლეტები მიიღება შიგნით.

შესაძლებელია ტაბლეტების გაყოფა ორ თანაბარ დოზად.

რეკომენდებული დოზები:

ზრდასრულები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 1-2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 8 ტაბლეტს. 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში არ გამოიყენება 3 გ-ზე მეტი (6 ტაბლეტი) 24 საათის განმავლობაში.

6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: 1/2-1 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში. არ მისცეთ 4 ტაბლეტზე მეტი 24 საათის განმავლობაში.

6 წლამდე ასაკის ბავშვები: სამკურნალო ფორმა არ არის მისაღები 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.

ორ მიღებას შორის რეკომენდებულია 4-6 საათიანი ინტერვალის დაცვა. საჭიროებისას, სამკურნალო პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ყოველ 4 საათში, მაგრამ არაუმეტეს 4 დოზისა 24 საათის განმავლობაში. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას.

ექიმთან კონსულტაციის გარეშე მკურნალობის კურსი არ უნდა გაგრძელდეს 3 დღეზე მეტხანს.

თუ მიიღეთ პარაცეტამოლი სოფარმას საჭიროზე მაღალი დოზა

თუ მიიღეთ გათვალისწინებულზე მაღალი დოზა, შესაძლებელია გამოვლინდეს ნარკოტიკული მოქმედების პირველი ნიშნები – სიმძიმე და ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, უმადობა, მოუსვენრობა, საერთო სისუსტე.

პრეპარატის მაღალი დოზის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებელ მიმართეთ ექიმს იმ შემთხვევაშიც, თუ თავს კარგად გრძნობთ.

თუ გამოტოვეთ პარაცეტამოლი სოფარმას გამოყენება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.

თუ გაქვთ ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

  • თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) პარაცეტამოლ სოფარმას აქტიური ნივთიერების ან რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ.
  • თუ გაწუხებთ ღვიძლის მძიმე დაავადებები.

დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე პარაცეტამოლი სოფარმას გამოყენებისას

პარაცეტამოლი სოფარმათი მკურნალობის დროს დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ:

გაქვთ მძიმე დაავადებები, მათ შორის თირკმელების მძიმე დაზიანება ან სეფსისი (როდესაც ბაქტერიები და მათი ტოქსინები ცირკულირებს სისხლში, რაც იწვევს ორგანოების დაზიანებას), ან თუ გაწუხებთ არასრულფასოვანი კვება, ქრონიკული ალკოჰოლიზმი ან იღებთ ფლუკლოქსაცილინს (ანტიბიოტიკი); პაციენტებში იმ შემთხვევებში, როდესაც იღებენ პარაცეტამოლის მუდმივ დოზებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ან როდესაც ერთდროულად იღებენ პარაცეტამოლს და ფლუკლოქსაცილინს, მიღებულია ცნობები სერიოზული მდგომარეობის შესახებ, რომელსაც ეწოდება მეტაბოლური აციდოზი (დარღვევები სისხლის და ორგანიზმის ბიოლოგიური სითხეების მხრივ). მეტაბოლური აციდოზის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: სუნთქვის სერიოზულ გაძნელებას ღრმა, გახშირებული სუნთქვით, ძილიანობას, გულისრევას და ღებინებას.

აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის მძიმე დაავადება;

თუ პარაცეტამოლის 3-დღიანი გამოყენების შემდეგ არ არის გაუმჯობესება ან მდგომარეობა გაუარესდება, მკურნალობა უნდა გადაიხედოს;

ეცადეთ არ გამოიყენოთ პარაცეტამოლის შემცველი სხვა პრეპარატები (განსაკუთრებით კომბინაციაში) იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ დოზის შესაძლო გადაჭარბება და მოწამვლა;

სიფრთხილით გამოიყენეთ ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს.

სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება

შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ ან ახლახანს იყენებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს.

შეზღუდული გამოყენების და გამოყენების რეკომენდებული სქემის დაცვის შემთხვევაში კლინიკურად მნიშვნელოვანი სამკურნალწამლო ურთიერთქმედება არ არის.

შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ:

  • ფლუკლოქსაცილინს (ანტიბიოტიკს), სისხლისა და სითხეების მხრივ დარღვევების (რომლებსაც ეწოდება მეტაბოლური აციდოზი) სერიოზული რისკის გამო, რაც საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას (იხ. პუნქტი 2),
  • კუმარინულ ანტიკოაგულანტებს (სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ამცირებს სისხლის შედედებას),
  • აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინს) და სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით),
  • ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატებს (მეტოკლოპრამიდი, დომპერიდონი);
  • ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატებს (ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი);
  • ანტიბაქტერიულ სამკურნალო პრეპარატებს (იზონიაზიდი, რიფამპიცინი, ქლორამფენიკოლი);
  • ქოლესტირამინს (ქოლესტერინის მაღალი დონისთვის) და ანტაციდურ სამკურნალო პრეპარატებს (კუჭის მჟავიანობაზე მოქმედი).

თუ ექიმი დაგინშნავთ შარდმჟავას და სისხლში შაქრის შემცველობის კვლევას, შეატყობინეთ ექიმს, რომ იღებთ პარაცეტამოლს.

პარაცეტამოლი სოფარმას გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

პარაცეტამოლით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის გამოყენება ღვიძლის დაზიანების მომატებული რისკის გამო.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის დროს შეიძლება პარაცეტამოლ სოფარმას გამოყენება. უნდა გამოიყენოთ მინიმალური შესაძლო დოზა, რომელიც შეამცირებს ტკივილს და/ან დაწევს ტემპერატურას უმოკლეს ვადაში. თუ ტკივილი და/ან ციებ-ცხელება გრძელდება ან თუ უფრო ხშირად გჭირდებათ მედიკამენტების მიღება, მიმართეთ ექიმს ან მეანს.

პარაცეტამოლი მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძით.

ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია სადღეღამისო სამკურნალო დოზის და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობის მკაცრი დაცვით.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არსებობს მონაცემები ყურადღების აქტივობასა და სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მანქანებთან მუშაობის უნარზე უარყოფითი ზემოქმედების შესახებ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პარაცეტამოლი სოფარმას შემადგენლობაში შემავალ ზოგიერთ კომპონენტებზე

ამ პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ხორბლის სახამებელი შეიცავს გლუტენს ძალიან მცირე რაოდენობით და ნაკლებსავარაუდოა, რომ გამოიწვიოს პრობლემები ცელიაკიის მქონე პირებში (გლუტენური აუტანლობა).

ერთი ტაბლეტი შეიცავს არაუმეტეს 3,6 მიკროგრამ გლუტენს. პაციენტებმა ალერგიით ხორბალზე (რომელიც განსხვავდება ცელიაკიისაგან), არ უნდა გამოიყენონ ეს პრეპარატი.

პრეპარატი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს. თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა შაქრის ზოგიერთი სახეობის მიმართ, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ მას რჩევისთვის.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, პარაცეტამოლი სოფარმა ტაბლეტებმა შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ისინი არ ვითარდება ყველა პაციენტში.

იშვიათ შემთხვევებში (1-დან 10-მდე 10 000 პაციენტში) შესაძლებელია მსუბუქი გამოვლინებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან (გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა).

ძალიან იშვიათ შემთხვევებში (10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში) აღინიშნება სისხლში თრომბოციტების, ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება, აგრანულოციტოზი (მწვავე დაავადება, რომელსაც ახასიათებს ძლიერი ცხელება, კანის დაზიანება, ასევე სისხლში მარცვლოვანი თეთრი უჯრედების შემცირება), ანემია (უჩვეულო დაღლილობა ან სისუსტე, სიფერმკრთალე). ძალიან იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ხშირად კანის მხრიდან – ქავილი და სხვადასხვა ხასიათის გამონაყარი, ჭინჭრის ციება.

სასუნთქი სისტემის მხრიდან: ძალიან იშვიათი – გართულებული სუნთქვა შესაბამისი მიდრეკილების მქონე პირებში, აცეტილსალიცილის მჟავაზე (ასპირინი) და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ გამოვლენილი ალერგიით. მაღალი დოზების ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება (ტოქსიკური ჰეპატიტები), ამის ადრეული სიმპტომებია – გულისრევა, ღებინება, ოფლიანობა და საერთო სისუსტე. მაღალი დოზების გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს თირკმელების ფუნქციის დარღვევა.

რეგისტრირებულია კანის სერიოზული რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევები.

უცნობი სიხშირით (სიხშირის შეფასება არსებული მონაცემებით შეუძლებელია): სერიოზული მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლში შეიძლება დაგროვდეს მჟავა (ე.წ. მეტაბოლური აციდოზი) პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მძიმე დაავადება და იღებენ პარაცეტამოლს (იხილეთ პუნქტი 2 ).

თუ რომელიმე გვერდითი მოქმედება გახდება სერიოზული, ან შეამჩნევთ ისეთ გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის პირობები

არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა: 5 წელი.

არ გამოიყენოთ პარაცეტამოლ სოფარმას ტაბლეტები შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ არის რეკომენდებული სამკურნალო პრეპარატების გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ გაანადგუროთ უსარგებლო სამკურნალო პრეპარატები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • დამატებითი ინფორმაცია

პარაცეტამოლი სოფარმას შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: პარაცეტამოლი 500 მგ.

სხვა დამხმარე ნივთიერებები: პოვიდონი K30, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.

პარაცეტამოლი სოფარმას გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

ბრტყელი, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, უსუნო, სწორი მრგვალი ფორმის ტაბლეტები, გამყოფი ხაზით და 13 მმ დიამეტრით. შესაძლებელია ტაბლეტების გაყოფა ორ თანაბარ დოზად.

10 (ათი) ტაბლეტი მყარ, გამჭვირვალე პვქ ფირის და ალუმინის ფოლგის ბლისტერში.

2 (ორი) ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

გამოყენების ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი

სს სოფარმა

ილიენსკოე შოსეს ქ. 16,

1220 სოფია, ბულგარეთი

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო გამოყენების

ინსტრუქცია

პარაცეტამოლი სოფარმა 500 მგ ტაბლეტები

Paracetamol Sopharma 500 mg tablets

პარაცეტამოლი (paracetamol)

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ეს სამკურნალო პრეპარატი გაიცემა ექიმის დანიშნულების გარეშე. მიუხედავად ამისა, მკურნალობის სასურველი შედეგის მისაღწევად საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის დაცვა.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა, დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.

თუ დაგჭირდებათ დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის მიღება, მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.

უნდა მიმართოთ ექიმს დახმარებისთვის, თუ თქვენი სიმპტომები უარესდება ან მათი გაუმჯობესება არ აღინიშნება 3 დღის შემდეგ.

თუ რომელიმე გვერდითი მოქმედება გახდება სერიოზული, ან შეამჩნევთ ისეთ გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

წინამდებარე ინსტრუქცია შინაარსი:

  • რას წარმოადგენს პარაცეტამოლი სოფარმა და რისთვის გამოიყენება
  • ინფორმაცია პარაცეტამოლი სოფარმას გამოყენებამდე
  • პარაცეტამოლი სოფარმას მიღების წესი
  • შესაძლო გვერდითი მოქმედება
  • პარაცეტამოლი სოფარმას შენახვის წესი
  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს პარაცეტამოლი სოფარმა და რისთვის გამოიყენება

პარაცეტამოლი სოფარმა ტაბლეტები შეიცავს აქტიურ ნივთიერებას პარაცეტამოლს, რომელსაც გააჩნია გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება.

პრეპარატი გამოიყენება მსუბუქად და საშუალოდ გამოხატული თავის ტკივილის, შაკიკის, კბილის ტკივილის, რევმატული და კუნთების ტკივილის, მენსტრუალური ტკივილის, ყელის ანთების სამკურნალოდ, ასევე მაღალი ტემპერატურის დროს შეუძლოდ ყოფნის და გაციების დროს ტკივილის შემსუბუქებისთვის.

უნდა მიმართოთ ექიმს დახმარებისთვის, თუ თქვენი სიმპტომები უარესდება ან მათი გაუმჯობესება არ აღინიშნება 3 დღის შემდეგ.

  • ინფორმაცია პარაცეტამოლი სოფარმას გამოყენებამდე

არ მიიღოთ პარაცეტამოლ სოფარმა

  • თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) პარაცეტამოლ სოფარმას აქტიური ნივთიერების ან რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ.
  • თუ გაწუხებთ ღვიძლის მძიმე დაავადებები.

დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე პარაცეტამოლი სოფარმას გამოყენებისას

პარაცეტამოლი სოფარმათი მკურნალობის დროს დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ:

გაქვთ მძიმე დაავადებები, მათ შორის თირკმელების მძიმე დაზიანება ან სეფსისი (როდესაც ბაქტერიები და მათი ტოქსინები ცირკულირებს სისხლში, რაც იწვევს ორგანოების დაზიანებას), ან თუ გაწუხებთ არასრულფასოვანი კვება, ქრონიკული ალკოჰოლიზმი ან იღებთ ფლუკლოქსაცილინს (ანტიბიოტიკი); პაციენტებში იმ შემთხვევებში, როდესაც იღებენ პარაცეტამოლის მუდმივ დოზებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ან როდესაც ერთდროულად იღებენ პარაცეტამოლს და ფლუკლოქსაცილინს, მიღებულია ცნობები სერიოზული მდგომარეობის შესახებ, რომელსაც ეწოდება მეტაბოლური აციდოზი (დარღვევები სისხლის და ორგანიზმის ბიოლოგიური სითხეების მხრივ). მეტაბოლური აციდოზის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: სუნთქვის სერიოზულ გაძნელებას ღრმა, გახშირებული სუნთქვით, ძილიანობას, გულისრევას და ღებინებას.

აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის მძიმე დაავადება;

თუ პარაცეტამოლის 3-დღიანი გამოყენების შემდეგ არ არის გაუმჯობესება ან მდგომარეობა გაუარესდება, მკურნალობა უნდა გადაიხედოს;

ეცადეთ არ გამოიყენოთ პარაცეტამოლის შემცველი სხვა პრეპარატები (განსაკუთრებით კომბინაციაში) იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ დოზის შესაძლო გადაჭარბება და მოწამვლა;

სიფრთხილით გამოიყენეთ ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს.

სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება

შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ ან ახლახანს იყენებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს.

შეზღუდული გამოყენების და გამოყენების რეკომენდებული სქემის დაცვის შემთხვევაში კლინიკურად მნიშვნელოვანი სამკურნალწამლო ურთიერთქმედება არ არის.

შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ:

  • ფლუკლოქსაცილინს (ანტიბიოტიკს), სისხლისა და სითხეების მხრივ დარღვევების (რომლებსაც ეწოდება მეტაბოლური აციდოზი) სერიოზული რისკის გამო, რაც საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას (იხ. პუნქტი 2),
  • კუმარინულ ანტიკოაგულანტებს (სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ამცირებს სისხლის შედედებას),
  • აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინს) და სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით),
  • ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატებს (მეტოკლოპრამიდი, დომპერიდონი);
  • ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატებს (ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი);
  • ანტიბაქტერიულ სამკურნალო პრეპარატებს (იზონიაზიდი, რიფამპიცინი, ქლორამფენიკოლი);
  • ქოლესტირამინს (ქოლესტერინის მაღალი დონისთვის) და ანტაციდურ სამკურნალო პრეპარატებს (კუჭის მჟავიანობაზე მოქმედი).

თუ ექიმი დაგინშნავთ შარდმჟავას და სისხლში შაქრის შემცველობის კვლევას, შეატყობინეთ ექიმს, რომ იღებთ პარაცეტამოლს.

პარაცეტამოლი სოფარმას გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

პარაცეტამოლით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის გამოყენება ღვიძლის დაზიანების მომატებული რისკის გამო.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის დროს შეიძლება პარაცეტამოლ სოფარმას გამოყენება. უნდა გამოიყენოთ მინიმალური შესაძლო დოზა, რომელიც შეამცირებს ტკივილს და/ან დაწევს ტემპერატურას უმოკლეს ვადაში. თუ ტკივილი და/ან ციებ-ცხელება გრძელდება ან თუ უფრო ხშირად გჭირდებათ მედიკამენტების მიღება, მიმართეთ ექიმს ან მეანს.

პარაცეტამოლი მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძით.

ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია სადღეღამისო სამკურნალო დოზის და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობის მკაცრი დაცვით.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანებთან მუშაობა

არ არსებობს მონაცემები ყურადღების აქტივობასა და სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მანქანებთან მუშაობის უნარზე უარყოფითი ზემოქმედების შესახებ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პარაცეტამოლი სოფარმას შემადგენლობაში შემავალ ზოგიერთ კომპონენტებზე

ამ პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ხორბლის სახამებელი შეიცავს გლუტენს ძალიან მცირე რაოდენობით და ნაკლებსავარაუდოა, რომ გამოიწვიოს პრობლემები ცელიაკიის მქონე პირებში (გლუტენური აუტანლობა).

ერთი ტაბლეტი შეიცავს არაუმეტეს 3,6 მიკროგრამ გლუტენს. პაციენტებმა ალერგიით ხორბალზე (რომელიც განსხვავდება ცელიაკიისაგან), არ უნდა გამოიყენონ ეს პრეპარატი.

პრეპარატი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს. თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა შაქრის ზოგიერთი სახეობის მიმართ, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ მას რჩევისთვის.

  • პარაცეტამოლი სოფარმას მიღების წესი

მიიღეთ პარაცეტამოლი სოფარმა ტაბლეტები ისე, როგორც ეს აღწერილია ამ ინსტრუქციაში. თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პარაცეტამოლი სოფარმას ტაბლეტები მიიღება შიგნით.

შესაძლებელია ტაბლეტების გაყოფა ორ თანაბარ დოზად.

რეკომენდებული დოზები:

ზრდასრულები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 1-2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 8 ტაბლეტს. 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში არ გამოიყენება 3 გ-ზე მეტი (6 ტაბლეტი) 24 საათის განმავლობაში.

6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: 1/2-1 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში. არ მისცეთ 4 ტაბლეტზე მეტი 24 საათის განმავლობაში.

6 წლამდე ასაკის ბავშვები: სამკურნალო ფორმა არ არის მისაღები 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.

ორ მიღებას შორის რეკომენდებულია 4-6 საათიანი ინტერვალის დაცვა. საჭიროებისას, სამკურნალო პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ყოველ 4 საათში, მაგრამ არაუმეტეს 4 დოზისა 24 საათის განმავლობაში. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას.

ექიმთან კონსულტაციის გარეშე მკურნალობის კურსი არ უნდა გაგრძელდეს 3 დღეზე მეტხანს.

თუ მიიღეთ პარაცეტამოლი სოფარმას საჭიროზე მაღალი დოზა

თუ მიიღეთ გათვალისწინებულზე მაღალი დოზა, შესაძლებელია გამოვლინდეს ნარკოტიკული მოქმედების პირველი ნიშნები – სიმძიმე და ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, უმადობა, მოუსვენრობა, საერთო სისუსტე.

პრეპარატის მაღალი დოზის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებელ მიმართეთ ექიმს იმ შემთხვევაშიც, თუ თავს კარგად გრძნობთ.

თუ გამოტოვეთ პარაცეტამოლი სოფარმას გამოყენება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.

თუ გაქვთ ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოქმედება

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, პარაცეტამოლი სოფარმა ტაბლეტებმა შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ისინი არ ვითარდება ყველა პაციენტში.

იშვიათ შემთხვევებში (1-დან 10-მდე 10 000 პაციენტში) შესაძლებელია მსუბუქი გამოვლინებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან (გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა).

ძალიან იშვიათ შემთხვევებში (10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში) აღინიშნება სისხლში თრომბოციტების, ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება, აგრანულოციტოზი (მწვავე დაავადება, რომელსაც ახასიათებს ძლიერი ცხელება, კანის დაზიანება, ასევე სისხლში მარცვლოვანი თეთრი უჯრედების შემცირება), ანემია (უჩვეულო დაღლილობა ან სისუსტე, სიფერმკრთალე). ძალიან იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ხშირად კანის მხრიდან – ქავილი და სხვადასხვა ხასიათის გამონაყარი, ჭინჭრის ციება.

სასუნთქი სისტემის მხრიდან: ძალიან იშვიათი – გართულებული სუნთქვა შესაბამისი მიდრეკილების მქონე პირებში, აცეტილსალიცილის მჟავაზე (ასპირინი) და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ გამოვლენილი ალერგიით. მაღალი დოზების ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება (ტოქსიკური ჰეპატიტები), ამის ადრეული სიმპტომებია – გულისრევა, ღებინება, ოფლიანობა და საერთო სისუსტე. მაღალი დოზების გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს თირკმელების ფუნქციის დარღვევა.

რეგისტრირებულია კანის სერიოზული რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევები.

უცნობი სიხშირით (სიხშირის შეფასება არსებული მონაცემებით შეუძლებელია): სერიოზული მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლში შეიძლება დაგროვდეს მჟავა (ე.წ. მეტაბოლური აციდოზი) პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მძიმე დაავადება და იღებენ პარაცეტამოლს (იხილეთ პუნქტი 2 ).

თუ რომელიმე გვერდითი მოქმედება გახდება სერიოზული, ან შეამჩნევთ ისეთ გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • პარაცეტამოლი სოფარმას შენახვის წესი

არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა: 5 წელი.

არ გამოიყენოთ პარაცეტამოლ სოფარმას ტაბლეტები შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ არის რეკომენდებული სამკურნალო პრეპარატების გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ გაანადგუროთ უსარგებლო სამკურნალო პრეპარატები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • დამატებითი ინფორმაცია

პარაცეტამოლი სოფარმას შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: პარაცეტამოლი 500 მგ.

სხვა დამხმარე ნივთიერებები: პოვიდონი K30, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.

პარაცეტამოლი სოფარმას გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

ბრტყელი, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, უსუნო, სწორი მრგვალი ფორმის ტაბლეტები, გამყოფი ხაზით და 13 მმ დიამეტრით. შესაძლებელია ტაბლეტების გაყოფა ორ თანაბარ დოზად.

10 (ათი) ტაბლეტი მყარ, გამჭვირვალე პვქ ფირის და ალუმინის ფოლგის ბლისტერში.

2 (ორი) ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

გამოყენების ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი

სს სოფარმა

ილიენსკოე შოსეს ქ. 16,

1220 სოფია, ბულგარეთი

ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღი: მარტი, 2025

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა