პარაცეტამოლი-ნეოს ტაბლეტები შეიცავენ პარაცეტამოლ-ნეოს, რომელსაც აქვს ტკივილგამაყუჩებელი (ანალგეზური) და ცხელების შემთხვევაში სიცხის დამწევი საშუალება (ანტიპირეზული) მოქმედება. ტაბლეტები რეკომენდებულია მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ტკივილის და/ან ცხელების სამკურნალოდ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პარაცეტამოლი (paracetamol)
- ფორმა და შეფუთვა
- 500მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №100 (10X10)
- მწარმოებელი
- GPAX Pharmaceuticals Private Ltd, ინდოეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანალგეზური საშუალებები, ანილიდები
- ATC კოდი
- N02BE01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044850
- რეგისტრირებულია
- 19 თებერვალი 2026, მოქმედებს 19 თებერვალი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Hindaz Corporation LLP (ინდოეთი)
- განმცხადებელი
- ეთერ ჯაფარიძე
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
პარაცეტამოლი ნეო — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პარაცეტამოლი-ნეოს ტაბლეტები შეიცავენ პარაცეტამოლ-ნეოს, რომელსაც აქვს ტკივილგამაყუჩებელი (ანალგეზური) და ცხელების შემთხვევაში სიცხის დამწევი საშუალება (ანტიპირეზული) მოქმედება. ტაბლეტები რეკომენდებულია მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ტკივილის და/ან ცხელების სამკურნალოდ.
ეს სამკურნალო საშუალება განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებისა და 10 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის. 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ხელმისაწვდომია პარაცეტამოლ-ნეოს სხვა ფორმებიც. მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის.
მიღების წესი და დოზირება
უფროსები, ხანდაზმულები და 16 წლის ან უფროსი ასაკის ბავშვები:
საჭიროების მიხედვით მიიღეთ ერთი ან ორი ტაბლეტი ყოველ 4-6 საათში ერთხელ.
არ მიიღოთ 8 ტაბლეტზე (4 გრამზე) მეტი 24 საათის განმავლობაში.
10-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები:
საჭიროების მიხედვით, მიიღება ერთი ტაბლეტი ყოველ 4-6 საათში ერთხელ.
არ მიიღოთ 4 ტაბლეტზე (2 გრამზე) მეტი 24 საათის განმავლობაში.
არ მიიღოთ 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ზედიზედ, თუ ექიმი არ გირჩევთ.
არ მიიღოთ 4 საათზე უფრო ხშირად.
არ გამოიყენოთ რეკომენდებულ დოზაზე მეტი.
არ გამოიყენება 10 წლამდე ასაკის ბავშვებში.
უნდა მოერიდოთ პარაცეტამოლი-ნეოს მაღალი დღიური დოზების გამოყენებას დიდი ხნის განმავლობაში, რადგან ეს ზრდის გვერდითი მოვლენების, მაგალითად, ღვიძლის დაზიანების რისკს.
თუ სიმპტომები გაგრძელდა ან თავის ტკივილი მუდმივი გახდა, მიმართეთ ექიმს.
თუ მიიღეთ პარაცეტამოლ-ნეოს ტაბლეტების საჭიროზე მეტი დოზა
თუ მიიღეთ პრეპარატის ჭარბი დოზა დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, მაშინაც კი, თუ თავს გრძნობთ კარგად, რადგან პარაცეტამოლ-ნეოს ჭარბმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაგვიანებული სერიოზული დაზიანება. თუ მიიღეთ ამ პრეპარატის ჭარბი დოზა, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მკურნალობა.
თუ დაგავიწყდათ პარაცეტამოლი-ნეოს ტაბლეტების მიღება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ, თუ შემდეგი დოზის მიღების დრო არ ახლოვდება.
ორ დოზას შორის მინიმალური დრო უნდა იყოს 4-დან 6 საათამდე. არასოდეს მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის.
თუ ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ ოდესმე გქონიათ ალერგიული რეაქცია პარაცეტამოლ-ნეოზე ან რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში)
თუ იღებთ პარაცეტამოლ-ნეოს შემცველ სხვა მედიკამენტებს.
არ უნდა მიიღოთ ამ ინსტრუქციის მე-3 ნაწილში (პარაცეტამოლი ნეოს მიღების წესი) რეკომენდებული მედიკამენტების გარდა სხვა სამკურნალო საშუალებები.
ამ სამკურნალო საშუალების პარაცეტამოლ-ნეოს შემცველ სხვა პრეპარატებთან, მაგალითად, გრიპის და გაციების სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული, რადგან მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება. ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ გამოიყენოთ პარაცეტამოლ-ნეოს შემცველ ერთზე მეტი პრეპარატი.
სიფრთხილის ზომები
მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს პარაცეტამოლი-ნეოს ტაბლეტების გამოყენებისას
თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების დაავადება, მათ შორის ალკოჰოლური ღვიძლის დაავადება
თუ დაავადებული ხართ ალკოჰოლიზმით
თუ გაქვთ დეჰიდრატაცია ან ქრონიკული არასრულფასოვანი კვება
თუ გაწუხებთ მსუბუქი ართრიტი და გჭირდებათ ტკივილგამაყუჩებლების ყოველდღიური მიღება.
გაქვთ მძიმე ინფექცია, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს მეტაბოლური აციდოზის რისკი.
მეტაბოლური აციდოზის ნიშნებია:
ღრმა, სწრაფი, გაძნელებული სუნთქვა
გულისრევის შეგრძნება (ღებინება), ღებინება
მადის დაკარგვა
თუ აღინიშნება ამ სიმპტომების კომბინაცია, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. შესაძლოა, საჭირო გახდეს ამ პროდუქტის გამოყენების შეწყვეტა ან პარაცეტამოლ-ნეოს რაოდენობის შემცირება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, განსაკუთრებით მეტოკლოპრამიდს ან დომპერიდონს (გულისრევისა და ღებინების სამკურნალოდ) ან ქოლესტირამინს (ქოლესტერინის შესამცირებლად), მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. თუ იღებთ სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებს (ანტიკოაგულანტები, მაგ., ვარფარინი) და გჭირდებათ ტკივილგამაყუჩებლების ყოველდღიურად მიღება, მიმართეთ ექიმს სისხლდენის რისკის შესახებ. თუმცა, ზოგჯერ შეგიძლიათ პარაცეტამოლი-ნეოს ტაბლეტების მიღება ანტიკოაგულანტებთან ერთად.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პარაცეტამოლ-ნეოს ტაბლეტების მიღება შესაძლებელია ორსულობის დროს საჭიროების შემთხვევაში. უნდა გამოიყენოთ ყველაზე დაბალი დოზა, რომელიც ამსუბუქებს ტკივილს და/ან სიცხეს და დოზა უნდა შეინარჩუნოთ რაც შეიძლება მოკლე დროში. მიმართეთ ექიმს ან ბებიაქალს, თუ ტკივილი და/ან სიცხე არ გაქრება ან თუ გჭირდებათ პრეპარატის უფრო ხშირი მიღება.
თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ეს პროდუქტი ძუძუთი კვების დროს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პარაცეტამოლი-ნეოს ტაბლეტები გავლენას არ ახდენს მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში. პაციენტების მცირე ნაწილს აღენიშნათ გვერდითი ეფექტები. დაფიქსირდა კანის სერიოზული რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევები.
შეწყვიტეთ მედიკამენტის გამოყენება და სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, თუ შენიშნავთ შემდეგ მოვლენებს:
ალერგიული რეაქციები, რომლებიც შეიძლება იყოს სერიოზული, როგორიცაა გამონაყარი და ქავილი, ზოგჯერ პირის ღრუს ან სახის შეშუპებით ან ქოშინი.
კანზე გამონაყარი ან აქერცვლა ან პირის ღრუს წყლულები.
სუნთქვის პრობლემები. ეს უფრო ხშირია, თუ ადრე გქონიათ ისინი სხვა ტკივილგამაყუჩებლების მიღებისას, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი.
აუხსნელი სისხლჩაქცევები ან სისხლდენა.
გულისრევა, წონის უეცარი კლება, მადის დაკარგვა და თვალებისა და კანის გაყვითლება.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში.
ჭარბი დოზა
ღვიძლის დაზიანება მოსალოდნელია მოზრდილებში, რომლებმაც მიიღეს პარაცეტამოლის 10 გ ან მეტი ტაბლეტი.
პარაცეტამოლის 5 გ ან მეტი ტაბლეტის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება, თუ პაციენტს აქვს რისკ-ფაქტორები (იხილეთ ქვემოთ).
რისკ-ფაქტორები
თუ პაციენტი:
ა) ხანგრძლივ მკურნალობას გადის კარბამაზეპინით, ფენობარბიტონით, ფენიტოინით, პრიმიდონით, რიფამპიცინით, წმ. იოანეს ვორტით ან ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორი სხვა პრეპარატებით.
ბ) რეგულარულად მოიხმარს ეთანოლს რეკომენდებულ რაოდენობაზე მეტი რაოდენობით.
გ) სავარაუდოდ აღენიშნება გლუტათიონის დეფიციტი, მაგ. კვებითი დარღვევები, კისტოზური ფიბროზი, აივ ინფექცია, შიმშილი, კახექსია.
სიმპტომები
პარაცეტამოლის ტაბლეტების დოზის გადაჭარბების პირველი 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი სიმპტომებია სიფერმკრთალე, გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა და მუცლის ტკივილი. ღვიძლის დაზიანება შეიძლება გამოვლინდეს მიღებიდან 12-48 საათის შემდეგ. შეიძლება განვითარდეს გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევები და მეტაბოლური აციდოზი. მძიმე შემთხვევებში, ღვიძლის უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოს ენცეფალოპათია, სისხლდენა, ჰიპოგლიკემია, ცერებრალური შეშუპება და სიკვდილი. თირკმლის მწვავე უკმარისობა მწვავე მილაკოვანი ნეკროზით, რომელიც აშკარად ვლინდება წელის ტკივილით, ჰემატურიით და პროტეინურიით, შეიძლება განვითარდეს ღვიძლის მძიმე დაზიანების გარეშეც. აღწერილია გულის არითმიები და პანკრეატიტი.
მკურნალობა
პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებელი მკურნალობა. მაშინაც კი, თუ მნიშვნელოვანი ადრეული სიმპტომები არ გამოვლინდება, პაციენტები სასწრაფოდ უნდა გადაიყვანონ ჰოსპიტალიზაციაში. სიმპტომები შეიძლება შემოიფარგლოს გულისრევით ან ღებინებით და არ ასახავდეს აუცილებლად დოზის გადაჭარბების სიმძიმეს ან ორგანოების დაზიანების რისკს. მკურნალობა უნდა ჩატარდეს დადგენილი მკურნალობის ინსტრუქციების შესაბამისად (იხილეთ ნაწილი „BNF დოზის გადაჭარბება“).
გააქტიურებული ნახშირით მკურნალობა უნდა განიხილებოდეს დოზის გადაჭარბებიდან 1 საათის განმავლობაში. პარაცეტამოლის პლაზმური კონცენტრაციები უნდა გაიზომოს მიღებიდან 4 საათის ან მეტი ხნის შემდეგ (ადრეული კონცენტრაციები არასანდოა). N-აცეტილცისტეინით მკურნალობა შეიძლება დაინიშნოს პარაცეტამოლის მიღებიდან 24 საათამდე. თუმცა, მაქსიმალური დაცვა მიიღწევა მიღებიდან 8 საათამდე. ანტიდოტის ეფექტურობა ამ დროის შემდეგ მნიშვნელოვნად მცირდება. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტს უნდა მიეცეს ინტრავენური N-აცეტილცისტეინი დადგენილი დოზირების გრაფიკის შესაბამისად. თუ ღებინება პრობლემას არ წარმოადგენს, პერორალური მეთიონინი შეიძლება იყოს შესაფერისი ალტერნატივა საავადმყოფოების გარეთ გამოყენებისათვის. ღვიძლის მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტების მკურნალობისათვის, რომელიც მიღებიდან 24 საათზე მეტხანს გრძელდება, უნდა მიმართოთ კონსულტაციისათვის NPIS ან ღვიძლის განყოფილებას.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა პარაცეტამოლი-ნეო. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ პარაცეტამოლი-ნეოს.
დამხმარე ნივთიერებებია პრეგელატინიზებული სახამებელი, პოვიდონი და მაგნიუმის სტეარატი.
პარაცეტამოლი-ნეო ტაბლეტების გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
თეთრიდან მოთეთრომდე ფერის, კაფსულის ფორმის ტაბლეტები, ერთ მხარეზე გამყოფი ზოლით და მეორე მხარეს გლუვი ზედაპირით.
პარაცეტამოლი-ნეოს ბლისტერული შეფუთვა შეიცავს 100 ტაბლეტს.
გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25° C ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ საწყის შეფუთვაში სინათლისაგან დაცვის მიზნით.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი შეფუთვის კოლოფზე ან ბლისტერებზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, აღნიშვნით ,EXP’.
ვარგისიანობის ვადა გულისხმობს აღნიშნული თვის ბოლო დღეს.
არ გადააგდოთ ნებისმიერი მედიკამენტი გამავალ წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩცენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს გამოუყენებელი მედიკამენტების უტილიზაციის შესახებ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ტკივილგამაყუჩებლები და სიცხის დამწევი საშუალებები, ანილიდები; ATC-კოდი: N02BE01
პარაცეტამოლი არის სიცხის დამწევი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. მოქმედების მექანიზმი, სავარაუდოდ, ასპირინის მსგავსია და დამოკიდებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებაზე. თუმცა, ეს ინჰიბირება, როგორც ჩანს, შერჩევითია.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია:
პარაცეტამოლის პერორალური მიღების გზით შეწოვა სწრაფი და სრულია. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან 30-60 წუთის შემდეგ.
განაწილება:
პარაცეტამოლი სწრაფად ნაწილდება ყველა ქსოვილში. კონცენტრაციები მსგავსია სისხლში, ნერწყვსა და პლაზმაში. ცილებთან შეკავშირება დაბალია.
მეტაბოლიზმი:
პარაცეტამოლი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში ორი ძირითადი გზით: გლუკურონის მჟავა და გოგირდმჟავას კონიუგატები. ეს უკანასკნელი გზა სწრაფად იჯერება თერაპიულ დოზაზე მეტი დოზით. მეორადი გზა, რომელსაც ციტოქრომ P450 კატალიზირებს, იწვევს შუალედური პროდუქტის (N-აცეტილ-p-ბენზოქინონის იმინის) წარმოქმნას, რომელიც სწრაფად დეტოქსიკირდება გლუტათიონით გამოყენების ნორმალურ პირობებში და გამოიყოფა შარდში ცისტეინთან და მერკაპტოპურინის მჟავასთან კონიუგაციის შემდეგ. ამის საპირისპიროდ, ამ ტოქსიკური მეტაბოლიტის რაოდენობა იზრდება მასიური ინტოქსიკაციის შემთხვევაში.
ელიმინაცია:
გამოყოფა ძირითადად ხდება შარდის მეშვეობით. მიღებული დოზის 90% გამოიყოფა თირკმელებით 24 საათის განმავლობაში, ძირითადად გლუკურონიდის (60–80%) და სულფატის კონიუგატების (20–30%) სახით. 5%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი სახით.
ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 2 საათია.
პაციენტთა სპეციალური ჯგუფები
თირკმლის უკმარისობა: თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში (კრეატინინის კლირენსი 10 მლ/წთ-ზე ნაკლები) პარაცეტამოლის და მისი მეტაბოლიტების გამოყოფა შეფერხებულია.
ხანდაზმული პაციენტები: კონიუგაციის უნარი არ იცვლება.
- 3 უსაფრთხოების კლინიკამდელი მონაცემები
რეპროდუქციისა და განვითარების ტოქსიკურობის შეფასების ამჟამად მიღებული სტანდარტების გამოყენებით ტრადიციული კვლევები არ არის ხელმისაწვდომი.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ინსტრუქცია პრეპარატის სამედიცინო გამოყენების შესახებ: ინფორმაცია პაციენტებისთვის
პარაცეტამოლი -ნეო
პარაცეტამოლი 500 მგ ტაბლეტები
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.
მიმართეთ ექიმს რჩევისთვის, თუ არ გრძნობთ გაუმჯობესებას ან თავს იგრძნობთ უარესად. თუ სიმპტომები შენარჩუნდება, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:
- რას წარმოადგენს პარაცეტამოლი-ნეო და რისთვის გამოიყენება
- ინფორმაცია პარაცეტამოლი-ნეოს მიღებამდე.
- პარაცეტამოლი-ნეოს წესი
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
- პარაცეტამოლი-ნეო შენახვის პირობები
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
- რას წარმოადგენს პარაცეტამოლი-ნეო და რისთვის გამოიყენება
პარაცეტამოლი-ნეოს ტაბლეტები შეიცავენ პარაცეტამოლ-ნეოს, რომელსაც აქვს ტკივილგამაყუჩებელი (ანალგეზური) და ცხელების შემთხვევაში სიცხის დამწევი საშუალება (ანტიპირეზული) მოქმედება. ტაბლეტები რეკომენდებულია მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ტკივილის და/ან ცხელების სამკურნალოდ.
ეს სამკურნალო საშუალება განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებისა და 10 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის. 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ხელმისაწვდომია პარაცეტამოლ-ნეოს სხვა ფორმებიც. მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის.
- ინფორმაცია პარაცეტამოლი-ნეოს გამოყენებამდე
არ შეიძლება პარაცეტამოლი-ნეოს ტაბლეტების მიღება:
თუ ოდესმე გქონიათ ალერგიული რეაქცია პარაცეტამოლ-ნეოზე ან რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში)
თუ იღებთ პარაცეტამოლ-ნეოს შემცველ სხვა მედიკამენტებს.
არ უნდა მიიღოთ ამ ინსტრუქციის მე-3 ნაწილში (პარაცეტამოლი ნეოს მიღების წესი) რეკომენდებული მედიკამენტების გარდა სხვა სამკურნალო საშუალებები.
ამ სამკურნალო საშუალების პარაცეტამოლ-ნეოს შემცველ სხვა პრეპარატებთან, მაგალითად, გრიპის და გაციების სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული, რადგან მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება. ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ გამოიყენოთ პარაცეტამოლ-ნეოს შემცველ ერთზე მეტი პრეპარატი.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს პარაცეტამოლი-ნეოს ტაბლეტების გამოყენებისას
თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების დაავადება, მათ შორის ალკოჰოლური ღვიძლის დაავადება
თუ დაავადებული ხართ ალკოჰოლიზმით
თუ გაქვთ დეჰიდრატაცია ან ქრონიკული არასრულფასოვანი კვება
თუ გაწუხებთ მსუბუქი ართრიტი და გჭირდებათ ტკივილგამაყუჩებლების ყოველდღიური მიღება.
გაქვთ მძიმე ინფექცია, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს მეტაბოლური აციდოზის რისკი.
მეტაბოლური აციდოზის ნიშნებია:
ღრმა, სწრაფი, გაძნელებული სუნთქვა
გულისრევის შეგრძნება (ღებინება), ღებინება
მადის დაკარგვა
თუ აღინიშნება ამ სიმპტომების კომბინაცია, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. შესაძლოა, საჭირო გახდეს ამ პროდუქტის გამოყენების შეწყვეტა ან პარაცეტამოლ-ნეოს რაოდენობის შემცირება.
სხვა მედიკამენტები და პარაცეტამოლი-ნეოს ტაბლეტები
თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, განსაკუთრებით მეტოკლოპრამიდს ან დომპერიდონს (გულისრევისა და ღებინების სამკურნალოდ) ან ქოლესტირამინს (ქოლესტერინის შესამცირებლად), მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. თუ იღებთ სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებს (ანტიკოაგულანტები, მაგ., ვარფარინი) და გჭირდებათ ტკივილგამაყუჩებლების ყოველდღიურად მიღება, მიმართეთ ექიმს სისხლდენის რისკის შესახებ. თუმცა, ზოგჯერ შეგიძლიათ პარაცეტამოლი-ნეოს ტაბლეტების მიღება ანტიკოაგულანტებთან ერთად.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პარაცეტამოლ-ნეოს ტაბლეტების მიღება შესაძლებელია ორსულობის დროს საჭიროების შემთხვევაში. უნდა გამოიყენოთ ყველაზე დაბალი დოზა, რომელიც ამსუბუქებს ტკივილს და/ან სიცხეს და დოზა უნდა შეინარჩუნოთ რაც შეიძლება მოკლე დროში. მიმართეთ ექიმს ან ბებიაქალს, თუ ტკივილი და/ან სიცხე არ გაქრება ან თუ გჭირდებათ პრეპარატის უფრო ხშირი მიღება.
თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ეს პროდუქტი ძუძუთი კვების დროს.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
პარაცეტამოლი-ნეოს ტაბლეტები გავლენას არ ახდენს მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
- პარაცეტამოლი-ნეოს ტაბლეტების მიღების წესი
უფროსები, ხანდაზმულები და 16 წლის ან უფროსი ასაკის ბავშვები:
საჭიროების მიხედვით მიიღეთ ერთი ან ორი ტაბლეტი ყოველ 4-6 საათში ერთხელ.
არ მიიღოთ 8 ტაბლეტზე (4 გრამზე) მეტი 24 საათის განმავლობაში.
10-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები:
საჭიროების მიხედვით, მიიღება ერთი ტაბლეტი ყოველ 4-6 საათში ერთხელ.
არ მიიღოთ 4 ტაბლეტზე (2 გრამზე) მეტი 24 საათის განმავლობაში.
არ მიიღოთ 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ზედიზედ, თუ ექიმი არ გირჩევთ.
არ მიიღოთ 4 საათზე უფრო ხშირად.
არ გამოიყენოთ რეკომენდებულ დოზაზე მეტი.
არ გამოიყენება 10 წლამდე ასაკის ბავშვებში.
უნდა მოერიდოთ პარაცეტამოლი-ნეოს მაღალი დღიური დოზების გამოყენებას დიდი ხნის განმავლობაში, რადგან ეს ზრდის გვერდითი მოვლენების, მაგალითად, ღვიძლის დაზიანების რისკს.
თუ სიმპტომები გაგრძელდა ან თავის ტკივილი მუდმივი გახდა, მიმართეთ ექიმს.
თუ მიიღეთ პარაცეტამოლ-ნეოს ტაბლეტების საჭიროზე მეტი დოზა
თუ მიიღეთ პრეპარატის ჭარბი დოზა დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, მაშინაც კი, თუ თავს გრძნობთ კარგად, რადგან პარაცეტამოლ-ნეოს ჭარბმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაგვიანებული სერიოზული დაზიანება. თუ მიიღეთ ამ პრეპარატის ჭარბი დოზა, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მკურნალობა.
თუ დაგავიწყდათ პარაცეტამოლი-ნეოს ტაბლეტების მიღება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ, თუ შემდეგი დოზის მიღების დრო არ ახლოვდება.
ორ დოზას შორის მინიმალური დრო უნდა იყოს 4-დან 6 საათამდე. არასოდეს მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის.
თუ ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში. პაციენტების მცირე ნაწილს აღენიშნათ გვერდითი ეფექტები. დაფიქსირდა კანის სერიოზული რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევები.
შეწყვიტეთ მედიკამენტის გამოყენება და სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, თუ შენიშნავთ შემდეგ მოვლენებს:
ალერგიული რეაქციები, რომლებიც შეიძლება იყოს სერიოზული, როგორიცაა გამონაყარი და ქავილი, ზოგჯერ პირის ღრუს ან სახის შეშუპებით ან ქოშინი.
კანზე გამონაყარი ან აქერცვლა ან პირის ღრუს წყლულები.
სუნთქვის პრობლემები. ეს უფრო ხშირია, თუ ადრე გქონიათ ისინი სხვა ტკივილგამაყუჩებლების მიღებისას, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი.
აუხსნელი სისხლჩაქცევები ან სისხლდენა.
გულისრევა, წონის უეცარი კლება, მადის დაკარგვა და თვალებისა და კანის გაყვითლება.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში.
- პარაცეტამოლი-ნეო ტაბლეტების შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25° C ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ საწყის შეფუთვაში სინათლისაგან დაცვის მიზნით.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი შეფუთვის კოლოფზე ან ბლისტერებზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, აღნიშვნით ,EXP’.
ვარგისიანობის ვადა გულისხმობს აღნიშნული თვის ბოლო დღეს.
არ გადააგდოთ ნებისმიერი მედიკამენტი გამავალ წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩცენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს გამოუყენებელი მედიკამენტების უტილიზაციის შესახებ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
რას შეიცავს პარაცეტამოლი-ნეო ტაბლეტები
აქტიური ნივთიერებაა პარაცეტამოლი-ნეო. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ პარაცეტამოლი-ნეოს.
დამხმარე ნივთიერებებია პრეგელატინიზებული სახამებელი, პოვიდონი და მაგნიუმის სტეარატი.
პარაცეტამოლი-ნეო ტაბლეტების გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
თეთრიდან მოთეთრომდე ფერის, კაფსულის ფორმის ტაბლეტები, ერთ მხარეზე გამყოფი ზოლით და მეორე მხარეს გლუვი ზედაპირით.
პარაცეტამოლი-ნეოს ბლისტერული შეფუთვა შეიცავს 100 ტაბლეტს.
გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი
GPAX Pharmaceuticals Pvt. Ltd.
ნაკვეთის ნომერი: 646/1 & 2,
აგრავალის სამრეწველო ზონა,
სომნათის გზა, დაბჰელი,
დამანი (UT)- 396 210
წინამდებარე ინსტრუქციის ტექსტის ბოლო გადახედვის თარიღია 2025 წლის იანვარი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


