პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

ოქსატუ-S 50მგ/10მლ

Oxatu-S 50mg/10ml

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ოქსატუ-S 50მგ/10მლ-ის (კონცენტრირებული ხსნარი ი.ვ. ინფუზიისთვის) მოქმედი ნივთიერებაა ოქსალიპლატინი. ოქსატუ-S გამოყენება მსხვილი ნაწლავის კიბოს სამკურნალოდ (III სტადიის მსხვილი ნაწლავის კიბოს სამკურნალოდ, პირველადი სიმსივნის სრულად ამოკვეთის შემდეგ, ასევე, მსხვილი ნაწლავის და სწორი ნაწლავის მეტასტაზური კიბოს …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ოქსალიპლატინი (oxaliplatin)
ფორმა და შეფუთვა
50მგ/10მლ 10მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1
მწარმოებელი
Onko Ilaç Sanayi ve Ticaret A.Ş., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, პლატინის ნაერთები
ATC კოდი
L01XA03
რეგისტრაციის ნომერი
რ-043667
რეგისტრირებულია
22 ივლისი 2025, მოქმედებს 22 ივლისი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Onko Ilaç Sanayi ve Ticaret A.Ş. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაოქსატუ-S 50მგ/10მლ და სხვა წამალი ერთად

ოქსატუ-S 50მგ/10მლ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ოქსატუ-S 50მგ/10მლ-ის (კონცენტრირებული ხსნარი ი.ვ. ინფუზიისთვის) მოქმედი ნივთიერებაა ოქსალიპლატინი.

ოქსატუ-S გამოყენება მსხვილი ნაწლავის კიბოს სამკურნალოდ (III სტადიის მსხვილი ნაწლავის კიბოს სამკურნალოდ, პირველადი სიმსივნის სრულად ამოკვეთის შემდეგ, ასევე, მსხვილი ნაწლავის და სწორი ნაწლავის მეტასტაზური კიბოს სამკურნალოდ).

ოქსატუ-S გამოიყენება კომპინაციაში სხვა კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად, რომელთაც ეწოდებათ 5-ფლუოროურაცილი და ფოლიუმის მჟავა.

ოქსატუ-S არის სიმსივნის საწინააღმდეგო ან კიბოს საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც შეიცას პლატინას.

მიღების წესი და დოზირება

ოქსატუ-S განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებისთვის.

მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.

დოზა

ოქსატუ-S-ის დოზა დამოკიდებულია თქვენი სხეულის ზედაპირის ფართობზე. იგი იანგარიშება თქვენი სიმაღლიდან და წონიდან გამომდინარე.

ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებისთვის, მათ შორის ხანდაზმულებისთვის შეადგენს სხეულის ზედაპირის ფართობის 85 მგ/მ2. მისაღები დოზის მოცულობა, ასევე დამოკუდებულია სისხლის ანალიზების შედეგებზე და იმაზე, გქონდა თუ თუ არა გვერდითი მოვლენები ოქსატუ-S-ის წინა მიღების შემდეგ.

მიღების წესი და მეთოდი

ოქსატუ-S უნდა დაგინიშნოთ კიბოს მკურნალობის სპეციალისტმა.

უნდა გიმკურნალოთ ჯანდაცვის მუშაკმა, რომელიც მოამზადებს ოქსატუ-S-ის საჭირო დოზას.

ოქსატუ-S შეიყვანება ნელი ინექცით ერთერთ ვენაში (ინტრავენური ინფუზია) 2-6 საათის განმავლობაში.

ოქსატუ-S შეიყვანება იმავე დროს, როდესაც ფოლიუმის მჟავა, 5-ფლუოროურაცილის ინფუზიამდე.

შეყვანის სიხშირე

ჩვეულებრივ ინფუზია უნდა გაკეთდეს ყოველ 2 კვირაში ერთხელ.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს თქვენი ექიმი.

თქვენი მკურნალობა გაგრძელდება მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში, სიმსივნის სრული ამოკვეთის შემდეგ.

თუ მიიღეთ რეკომენდებულ დოზაზე მეტი ოქსატუ-S

ვინაიდან ამ მედიკამენტის შეყვანა ხდება ჯანდაცვის მუშაკის მიერ, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მოხდეს დოზის გადაჭარბებით ან ნაკლები რაოდენობით შეყვანა.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება გამოგივლინდეთ მომატებული გვერდითი მოვლენები. თქვენი ექიმი დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას ამ გვერდითი მოვლენებისთვის.

მკურნალობასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

გასაზავებლად შეიძლება მხოლოდ 5%-იანი დექსტროზას საინფუზიო ხსნარის გამოყენება. ინფუზიისთის არ შეიძლება გაზავება ნატრიუმის ქლორიდის ან ქლორიდის შემცველი ხსნარებით.

არ შეიძლება შერევა სხვა ნებისმიერ სამკურნალო საშუალებასთან ერთად ერთსადაიმავე საინფუზიო ტომარაში ან იმავდროულად შეყვანა ერთსადაიმავე საინფუზიო ხაზით.

არ შეიძლება ტუტოვან პრეპარატებთან ან ხსნარებთან შეყვანა, განსაკუთრებით 5-ფტორურაცილთან, ფოლინის მჟავას პრეპარატებთან, რომლებიც დამხმარე საშუალები სახით შიცავენ ტრომეტამოლს და სხვა პრეპარატების ტრომეტამოლის მარილებს. ტუტოვანი პრეპარატები ან ხსნარები უარყოფით ზეგავლენას ახდენენ ოქსალიპლატინის სტაბილურობაზე.

ინსტრუქცია ფოლინის მჟავასთან (კალციუმის ფოლიტანის ან დინატრიუმის ფოლინატის სახით) გამოყენების შესახებ

ოქსატუ-S 85 მგ/მ2 ი.ვ. ინფუზია 250-500 მლ 5%-იან დექსტროაზას ხსნარში შეიყვანება იმ დროს, რა დროსაც შეიყვანება ფოლინის მჟავას ინტრავენური ინფუზია 5%-იან დექსტროზას ხსნარში, 2-6 საათის განმავლობაში, Y-ხაზის გამოყენებით, რომელიც უნდა დაყენდეს ინფუზიის ადგილის წინ. არ შეიძლება ამ ორი სამკურნალო საშუალების კომბინირება ერთსადაიმავე საინფუზო ტომარაში. ფოლინის მჟავა არ უნდა შეიცავდეს ტრომეტამოლს დამხმარე საშუალების სახით და უნდა გაზავდეს მხოლოდ იზოტონური 5% დექსტროზას ხსნარის გამოყენებით და არასოდეს ტუტე ხსნარებში ან ნატრიუმის ქლორიდის ან ქლორიდის შემცველ ხსნარებში.

ინსტრუქცია 5 ფტორურაცილთან ერთად გამოყენების შესახებ

ოქსალიპლატინი ყოველთვის შეიყვანება ფტოროპირიმიდინების - მაგ. 5-ფტორურაცილი შეყვანამდე.

ოქსალიპლატინის შეყვანის შემდეგ ხაზი უნდა გამოირეცხოს და შემდეგ მოხდეს 5-ფტორურაცილის შეყვანა.

ოქსალიპლატინთან კომბინირებული პრეპარატების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პროდუქტის მახასიათებლების შესახებ მწარმოებლის შესაბამისი ინფორმაცია.

კონცენტრატი საინფუზიო ხსნარისათვის

გამოყენების წინ შეამოწმეთ ვიზუალურად. გამოიყენეთ მხოლოდ გაჭვირვალე ხსნარები, რომლებიც არ უნდა შეიცავდეს ნაწილაკებს.

ეს სამკურნალო საშუალება განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ნებისმიერი გამოუყენებლი კონცენტრატი უნდა განადგურდეს (იხილეთ ქვემოთ პუნქტი „უტილიზაცია“).

გაზავება ინტრავენური ინფუზიისთვის

ფლაკონიდან ამოიღეთ კონცენტრატის ხსნარის საჭირო რაოდენობა და შემდეგ გააზავეთ 250 მლ-დან 500 მლ-მდე დექსტროზას (50მგ/მლ) 5% ხსნარში, რის შედეგადაც მიიღება ოქსალიპლატინის კონცენტრაცია 0.2 მგ/მლ და 2მგ/მლ შორის; ეს არის კონცენტრაციის დიაპაზონი, რომლის ფარგლებშიც ნაჩვენებია ოქსალიპლატინის ფიზიკურ-ქიმიური სტაბილურობა.

შეყვანა ინტრავენური ინფუზიით (ი.ვ)

5%-იან დექსტროზაში გაზავების შემდეგ ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნაჩვენებია 48 საათის განმავლობაში 2-80C-ზე და 24 საათის განმავლობაში 250C-ზე. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოყენებული. თუ არ მოხდა დაუყოვნებლივ გამოყენება, გამოყენების წინ შენახვის დროსა და პირობებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს, რაც როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2-80C-ზე, თუ გაზავება არ მოხდა კონტროლირებულ და ვალიდირებულ ასეპტიკურ პირობებში.

არასოდეს გამოიყენოთ ნატრიუმის ქლორიდის ან ქლორიდის შემცველი ხსნარები გასაზავებლად.

ოქსალიპლატინის შეთავსებადობა ტესტირებულია წარმომადგენლობით, პვქ შესაყვან კომპლექტებთან.

ინფუზია

ოქსალიპლატინის შეყვანა არ საჭიროებს პრეჰიდრატაციას.

250-500 მლ 5%-იან დექსტროზას ხსნარში გაზავებული ოქსალიპლატინი, რომლითაც მიიღება არა ნაკლებ 0.2 მგ/მლ კონცეტრაცია ინფუზირდება პერიფერიული ვენით ან ცენტრალური ვენოზური ხაზით 2-6 საათის განმავლობაში. ოქსალიპლატინის შეყვანისას 5-ფტორურაცილთან ერთად, ჯერ შეიყავნება ოქსალიპლატინის ინფუზია, შემდეგ 5-ფტორურაცილის.

უტილიზაცია

მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა უტილიზდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

გაზავებისას და შეყვანისას გამოყენებული ყველა მასალა უნდა განადგურდეს ციტოტოქსიკური საშუალებების შესახებ საავადმყოფოს სტანდარტული პროცედურების შესაბამისად.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

  • საბაზრო ნებართვის მფლობელი

Onko İlaç Sanayi ve Ticaret A.Ş

Gebze OSB2 Mah. 1700. Sk. No: 1703/2

Çayırova/Kocaeli/თურქეთი

ტელეფონი: 0850 250 66 56

ელ-ფოსტა: [email protected]

  • საბაზრო ნებართვის ნომრები
  • პირველი ნებართვის თარიღი / განახლების ნებართვის თარიღი

პირველი ნებართვის თარიღი

ნებართვის განახლების თარიღი

  • ტექსტის განახლების თარიღი

სიფრთხილის ზომები

არ გამოიყენოთ საინექციო მოწყობილობები, რომელიც შეიცავს ალუმინს.

არ შეიყანოთ განუზავებელი პრეპარატი.

გამხსნელის სახით გამოიყენეთ მხოლოდ დექსტროზას 5%-იანი (50მგ/მლ) საინფუზიო ხსნარი. ინფუზიისთვის არ განაზავოთ ნატრიუმის ქლორიდთან ან ქლორიდის შემცველ ხსნარებთან.

არ შეურიოთ სხვა რომელიმე სამედიცინო პროდუქტთან ერთსადაიმავე საინფუზიო ტომარაში ან არ შეიყვანოთ ერთდროულად ესთსადაიმავე საინფუზიო ხაზში.

არ შეურიოთ ტუტე სამედიცინო პროდუქტებთან ან ხსნარებთან, კერძოდ 5-ფლუოროურაცილთან, ფოლიუმის მჟავის პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავენ ტრომეტამოლს დამხმარე ნივთიერების სახით და სხვა მოქმედი ნივთიერებების ტრომეტამოლის მარილებს. ტუტე სამედიცინო პროდუქტები ან ხსნარები უარყოფითად მოქმედებს ოქსალიპლატინის სტაბილურობაზე.

ფოლიუმის მჟავასთან (კალციუმის ფოლინატის ან დინატრიუმის ფოლინატის სახით) ერთად გამოყენების ინსტრუქცია

250-500მლ 5%-იან დექსტროზას (50მგ/მლ) საინფუზიო ხსნარში განზავებული ოქსატუ-S 85მგ/მ2 ი.ვ. ინფუზია შეიყვანება იმავე დროს, როდესაც ფოლიუმის მჟავის ინტრავენური ინფუზია, რომელიც განზავებულია 5%-იან დექსტროზას (50მგ/მლ) საინფუზიო ხსნარში, 2-6 საათის განმავლობაში Y-ხაზის გამოყენებით, რომელიც უშუალოდ მდებარეობს საინფუზიო ადგილის წინ.

ამ ორი სამედიცინო პროდუქტის შერევა არ შეიძლება ერთსა და იმავე საინფუზიო ტომარაში. ფოლიუმის მჟავა არ უნდა შეიცავდეს ტრომეტამოლს დამხმარე ნივთერების სახით და უნდა განზავდეს მხოლოდ იზოტონური 5%-იანი (50მგ/მლ) დექსტროზას საინფუზიო ხსნარით, არ შეიძლება განზავება ტუტე ხსნარებით ან ნატრიუმის ქლორიდით ან ქლორიდის შემცველი ხსნარებით.

5-ფლუოროურაცილთან ერთად გამოყენების ინსტრუქცია

ოქსატუ-S-ის შეყვანა ყოველთვის უნდა მოხდეს ფლუოროპირიმიდინის - ე.ი. 5-ფლუოროურაცილის შეყვანის წინ. ოქსატუ-S-ის შეყვანის შემდეგ, გამორეცხეთ ხაზი და შემდეგ შეიყვანეთ 5-ფლუოროურაცილი.

ოქსატუ-S-თან კომბინირებულ სამედიცინო პროდუქტებთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შესაბამისი მწარმოებლის პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება.

გამოიყენეთ მხოლოდ რეკომენდებული გამხსნელები (იხ. ქვემოთ).

გამოიყენეთ მხოლოდ სუფთა გამხსნელები, რომელიც არ შეიცავს ნაწილაკებს.

საინფუზიო ხსნარის მომზადება

ამოიღეთ საჭირო რაოდენობის კონცენტრატი ფლაკონ(ებ)იდან და შემდეგ განაზავეთ 250-500 მლ 5%-იან დექსტროზას (50მგ/მლ) საინფუზიო ხსნარში, რათა ოქსალიპლატინის კონცენტრაცია იყოს არანაკლებ 0.2მგ/მლ - 0.7 მგ/მლ-ისა; კონცენტრაციის დიაპაზონი, სადაც ვლინდება ოქსატუ-S-ის ფიზიკო-ქიმიური სტაბილურობა, არის 0.2მგ/მლ - 0.7 მგ/მლ.

შეყვანა ინტრავენური ინფუზიით

5%-იან დექსტროზას (50მგ/მლ) საინფუზიო ხსნარში განზავების შემდეგ, ქიმიური და ფიზიკური გამოყენების სტაბილურობა ვლინდება 48 საათის განმავლობაში 2°C -8°C ტემპერატურაზე და 24 საათის განმავლობაში - 25°C ტემპერატურაზე.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, ეს საინფუზიო პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.

თუ დაუყოვნებლივ არ გამოიყენებთ, შენახვის დრო და პირობები გამოყენებამდე წარმოადგენს მომხმარებლის პასუხისმგებლობას და ჩვეულებრივ არ უნდა აღემატებოდეს 24 სთ-ს 2°C-8°C ტემპერატურაზე, თუ განზავება არ განხორციელებულა კონტროლირებად და დადასტურებულად ასპტიკურ პირობებში.

გამოყენებამდე შეამოწმეთ ვიზუალურად. შესაძლებელია მხოლოდ სუფთა ხსნარის გამოყენება, რომელიც არ შეიცავს ნაწილაკებს.

სამედიცინო პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარი უნდა იქნას უტილიზებული (იხ. თავი „უტილიზაცია“ ქვემოთ).

განსაზავებლად არასდროს არ გამოიყენოთ ნატრიუმის ქლორიდი ან ქლორიდის შემცველი ხსნარები.

ოქსატუ-S-ის თავსებადობა შემოწმდა PVC-ით (პოლივინილქლორიდი) დამზადებული ტიპიური შეყვანის კომპლექტებით.

ხსნარის ინფუზია

ოქსატუ-S-ის შეყვანას არ ესაჭიროება პრეჰიდრატაცია.

250-500 მლ 5%-იან დექსტროზას (50მგ/მლ) საინფუზიო ხსნარში განზავებული ოქსატუ-S, რომლის კონცენტრაცია უნდა იყოს არანაკლებ 0.2მგ/მლ, უნდა იქნას ინფუზიით შეყვანილი ან პერიფერიული ვენით ან ცენტრალური ნერვული ხაზით 2-6 საათის განმავლობაში. როდესაც ოქსატუ-S შეიყვანება 5-ფლუოროურაცილთან ერთად, მაშინ ოქსატუ-S-ის ინფუზია წინ უნდა უსწრებდეს 5-ფლუოროურაცილის შეყვანას.

უტილიზაცია

სამედიცინო პროდუქტის ნარჩენები, ასევე მასალები, რომლებიც გამოყენებულ იქნა განზავების და შეყვანის დროს უნდა იქნას უტილიზებული საავადმყოფოს სტანდარტული პროცედურების მიხედვით, რომელიც გამოიყენება ციტოტიქსიკურ ნივთიერებებთან მიმართებაში და ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც უკავშირდება საშიში ნარჩენების უტილიზაციას.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს სხვა სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ოქსალიპლატინით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული დაორსულება და საჭიროა კონტრაცეფციის საიმედო მეთოდების გამოყენება. მდედრობითი სქესის პაციენტებმა უნდა მიიღონ კონტრაცეფციის შესაბამისი ზომები თერაპიის დროს და დასრულების შემდეგ უწყვეტად 4 თვის განმავლობაში.

თუ ხართ ორსულად ან აპირებთ დაორსულებას, ძალიან მნიშვნელოვანია რომ განიხილოთ ეს საკითხი თქვენს ექიმთან ერთად, სანამ დაიწყებთ რაიმე სახის თერაპიას.

თუ დაორსულდებით მკურნალობის პერიოდში, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

ლაქტაცია

ოქსატუ-S-ით მკურნალობის დროს დაუშვებელია ძუძუთი კვება.

ფერტილობა

ოქსალიპლატინს შესაძლოა ჰქონდეს ფერტილობის საწინააღმდეგო ეფექტი, რომელიც შესაძლოა იყოს შეუქცევადი. მკურნალობის დაწყებამდე, მამრობითი სქესის პაციენტებმა უნდა გაიარონ კონსულტაცია სპერმის შენახვასთან დაკავშირებით.

მამრობითი სქესის პაციენტებმა თავი უნდა შეიკავონ ბავშვის ჩასახვისაგან მკურნალობის პერიოდში და მკურნალობის შემდეგ 6 თვის განმავლობაში და მიიღონ კონტრაცეფციის საიმედო ზომები ამ დროის განმავლობაში.

გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ოქსატუ-S-ით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევის, გულისრევის და ღებინების გაზრდილი რისკი, ასევე სხვა ნევროლოგიური სიმპტომები, რომელიც მოქმედებს სიარულსა და ბალანსზე. აღნიშნულის გამოვლენის შემთხვევაში, არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა. თუ ოქსატუ-S-ის მიღებისას აღგენიშნებათ მხედველლობის პრობლემები, არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები, არ იმუაოთ მძიმე მექანიზმებთან ან არ ჩაერთოთ საშიშ საქმიანობაში.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ოქსატუ-S-საც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.

თუ გამოგივლინდათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მნიშვნელოვანია რომ შეატყობინოთ თქვენს ექიმს შემდგომ თერაპიამდე.

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ გვერდითი მოვლენები, რომელიც შეიძლება გამოგივლინდეთ.

აცნობეთ თქვენს ექიმს დაუყოვნებლივ, თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ მოცემულს:

ალერგიული ან ანაფილაქსიური რეაქციის სიმპტიმები უეცარი ნიშნებით, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი ან ჭინჭრის ციება კანზე, გადაყლაპვის გაძნელება, სახის, ტუჩების, ენის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება, სუნთქვის უკმარისობა, ხრიალი ან სუნთქვის გართულება, ძლიერი დაღლილობა (შეიძლება გრძნობდეთ, რომ გონებას კარგავთ). შემთხვევების უმრავლესობაში, ეს სიმპტომები ვლინდებოდა ინფუზიის დროს ან დასრულებისთანავე, თუმცა დაყოვნებული ტიპის ალერგიული რეაქციები, ასევე, ვლინდებოდა ინფუზიის შემდეგ საათების და დღეების შემდეგაც კი;

პათოლოგიური სისხლჩაქცევები, სისხლდენა ან ინფექციის ნიშნები, როგორიცაა ყელის ტკივილი და მაღალი ტემპერატურა;

მუდმივი ან მწვავე დიარეა ან ღებინება;

სისხლის ან მუქი ყავისფერი ნაწილაკების არსებობა ნაღებინებ მასაში;

სტომატიტი /მუკოზიტი (წყლულები ტუჩებზე ან პირის ღრუში);

რესპირატორული სიმპტომები, როგორიცაა მშრალი ან სველი ხველა, სუნთქვის გაძნელება ან ხიხინი, სუნთქვის უკმარისობა და ხრიალი, ვინაიდა ეს შეიძლება იყოს ფილტვების სერიოზული დაავადების მაჩვენებილი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს ლეტალური შედეგი;

სიმპტომების ნაკრები, როგორიცაა: თავის ტკივილი, გონებრივი ფუნქციონირების ცვლილება, კრუნჩხვები და მხედველობის გაუარესება - დაწყებული ბუნდოვანი მხედველობით, დამთავრებული მხედველობის დაკარგვით (შექცევადი უკანა ლეიკოენცეფალოპათიის სინდრომის სიმპტომები, იშვიათი ნევროლოგიური დარღვევა);

ინსულტის სიმპტომები (მათ შორის უეცარი ძლიერი თავის ტკივილი, დაბნეულობა, მხედველობის გარუარესება ერთ ან ორივე თვალში, სახის, მკლავების ან ფეხების დაბუჟება ან სისუსტე ჩვეულებრივ ერთ მხარეს, სახის კუნთის მოშვება, სიარულის გაძნელება, თავბრუსხვევა, ბალანსის დაკარგვა და მეტყველების სირთულე);

ძლიერი დაღლილობა სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირებით და სუნთქვის უკმარისობა (ჰემოლიზური ანემია) მარტო ან თრომბოციტების დაბალი მაჩვენებლით, პათლოგიური სისხლჩაქცევები (თრომბოციტოპენია) და თირკმლის დაავადება, რაც გამოიხატება მცირე შარდვით ან შეკავებით (ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი).

ოქსატუ-S-ის სხვა ცნობილი გვერდითი მოვლენებია:

ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

ოქსატუ-S-მა შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს ნერვებზე (პერიფერიული ნეიროპათია). შეიძლება იგრძნოთ ჩხვლეტა და/ან დაბუჟება ხელის თითებში, ფეხის თითებში, პირის ღრუს გარშემო ან ყელში, რომელიც შეიძლება ზოგჯერ გამოვლინდეს კრუნჩხვებთან ერთად.

ეს ეფექტები ხშირად გამოწვეულია სიცივის ზემოქმედებით, მაგ. მაცივრის გაღება ან ცივი სასმელის დაკავება ხელში. ასევე, შეიძლება გაგიჭირდეთ დელიკატური მოქმედებების შესრულება, როგორიცაა ტანსაცმელზე ღილების შეკვრა. თუმცა, შემთხვევების უმრავლესობაში ეს სიმტომები თავისით ქრება სრულად, არსებობს პერიფერიული სენსორული ნეიროპათიის მუდმივი სიმპტომების დარჩენის ალბათობა მკურნალობის დასრულების შემდეგ.

ზოგ პაციენტს აღენიშნება ჩხვლეტა, დარტყმის მსგავსი შეგრძნება, რომელიც ჩაივლის მკლავებში ან ტანში, კისრის გადაწევისას.

ოქსატუ-S-მა ზოგჯერ შეიძლება გამოწვიოს უსიამოვნო შეგრძნება ყელში, კერძოდ ყლაპვის დროს და გაგიჩინოთ სუნთქვის უკმარისობის შეგრძნება. ეს შეგრძნება, გამოვლენის შემთხვევაში, ძირითადად თავს იჩენს ინფუზიის დროს ან განმავლობაში და შეიძლება გამოწვეული იყოს სიცივის ზემოქმედებით. თუმა უსიამოვნება არ გრძელდება დიდხანს და რაიმე სახის მკურნალობის გარეშე ქრება. შედეგად, თქვენამ ექიმმა შესაძლოა გადაწყვიტოს მკურნალობის შეცვლა.

ოქსატუ-S-მა შესაძლოა გამოიწვიოს დიარეა, მსუბუქი გულისრევა (შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება) და ღებინება (შეუძლოდ ყოფნა); თუმცა ჩვეულებრივ, ექიმი მკურნალობის დაწყებამდე აძლევს პაციენტს მედიკამენტს შეუძლოდ ყოფნის პროფილაქტიკისთვის და შეიძლება მისი მიღება გაგრძლელდეს მკურნალობის შემდეგაც.

ოქსატუ-S იწვევს სისხლის უჯრედების რაოდენობის დროებით შემცირებას. წითელი უჯრედების შემცირებამ შეიძლე გამოიწვიოს ანემია (წითელი უჯრედების შემცირება), პათოლოგიური სისხლდენა ან სისხლჩაქცევა (თრომბოციტების შემცირების გამო). სისხლის თეთრი უჯრედების შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექციისკენ მიდრეკილება. თქვენი ექიმი აგიღებთ სისხლს, რათა შეამოწმოს, რომ გაქვთ სისხლის უჯრედების საკმარისი რაოდეობა, სანამ დაიწყებთ მკურნალობას და ყოველი თანმდევი კურსის წინ.

ინფუზიის დროს დისკომფორტის შეგრძნება ინექციის შეყვანის ადგილას ან მასთან ახლოს,

ცხელება, გაჟრჟოლება (კანკალი), მსუბუქი ან ძლიერი დაღლილობა, სხეულის ტკივილი,

წონის ცვლილება, მადის ნაკლებობა ან დაკარგვა, გემოვნების დარღვევა, ყაბზობა,

თავის ტკივილი, ზურგის ტკივილი,

კუნთების ნერვების შეშუპება, კისრის გაშეშება, ენის პათოლოგიური შეგრძნება, რამაც შესაძლოა შეცვალოს მეტყველება, სტომატიტი /მუკოზიტი (წყლულები ტუჩებზე ან პირის ღრუში),

მუცლის ტკივილი,

პათოლოგიური სისხლდენა, მათ შორის ცხვირიდან სისხლდენა,

ხველა, სუნთქვის გაძნელება,

ალერგიული რეაქციები, კანისმიერი გამონაყარი, რომელიც შეძლება ხასიათდებოდეს სიწითლით და ქავილით, თმის ცვენა მსუბუქი ფორმით (ალოპეცია),

ცვლილებები სისხლის ანალიზებში, მათ შორის ისეთი, რომელიც დაკავშირებულია ღვიძლის ფუნქციის პათოლიგიებთან.

ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

ინფექცია, რომელიც გამოწვეულია სისხლის თეთრი უჯრედების შემცირებით,

სისხლის სერიოზული ინფექციები სისხლის თეთრი უჯრედების შემცირებასთან ერთად (ნეიტროპენული სეფსისი), რომელიც შეიძლება იყოს ლეტალური,

სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება თანმდევ ცხელებასთან ერთად >38.3°C ან გახანგრძლივებულ ცხელებასთან ერთად >38.3°C, რომელიც გრძელდება ერთ საათზე მეტხანს (ფებრილური ნეიტროპენია),

დისპესია და გულძმარვა, სლოკინი, სისხლის მოწოლა, თავბრუსხვევა,

მომატებული ოფლიანობა და ფრჩხილებთან დაკავშირებული პრობლემები, კანის აქერცვლა,

ტკივილი გულ-მკერდის არეში,

დარღვევები ფილტვების მხრივ და სურდო,

სახსრების ტკივილი და ძვლების ტკივილი,

ტკივილი შარდის გამოყოფისას და თირკმლის ფუნქციის ცვლილება, შარდვის სიხშირის ცვლილება, გაუწყლოება,

სისხლი შარდში/განავალში, ვენების შეშუპება, კოლტები ფილტვში,

მაღალი არტერიული წნევა,

დეპრესია და უძილობა,

კინიუქტივიტი და მხედველობის პრობლემები,

კალციუმის დონის შემცირება სისხლში,

დაცემა.

არც ისე ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

სისხლის სერიოზული ინფექციები (სეფსისი), რომელიც შესაძლოა იყოს ლეტალური,

ნაწლავის ბლოკირება ან შეშუპება,

ნევროზულობა.

იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

სმენის დაკარგვა,

ნაწიბურების განვითარება და გასქელება ფილტვებში სუნთქვის გაძნელებით, ზოგჯერ ლეტალური შედეგით (ფილტვის ინტერსტიციული დაავადება),

მხედველობის შექცევადი, ხანმოკლე დაკარგვა,

უეცარი სისხლდენა ან სისხლჩაქცევა, სისხლის კოლტების ფართო გავრცელების გამო სხეულის მცირე სისხლძარღვებში (დისემინირებული ინტრავასკულური კოაგულაცია), რომელიც შესაძლოა იყოს ლეტალური.

ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

სისხლის ან მუქი ყავისფერი ნაწილაკების არსებობა ნაღებინებ მასაში.

თირკმლის დაავადება, რაც გამოიხატება მცირე შარდვით ან შეკავებით (თირკმლის მწვავე უკმარისობის სიმპტომები).

ღვიძლის სისხლძარღვების დაზიანება.

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე)

ალერგიული ვასკულიტი (სისხლძარღვების ანთება),

ავტოიმუნური რეაქცია, რომელიც თან სდევს სისხლის ყველა უჯრედის ხაზის შემცირებას (ავტოიმუნური პანციტოპენია), პანციტოპენია,

სისხლის სერიოზული ინფექცია და დაბალი არტერიული წნევა (სეპტიკური შოკი), რომელიც შესაძლოა იყოს ლეტალური,

კრუნჩხვა (სხეულის უკონტროლო რხევა),

ყელის სპაზმი, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას,

გამოვლინდა ძლიერი დაღლილობა სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირებით და სუნთქვის უკმარისობა (ჰემოლიზური ანემია) მარტო ან თრომბოციტების დაბალი მაჩვენებლით, და თირკმლის დაავადება, რაც გამოიხატება მცირე შარდვით ან შეკავებით (ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი), რაც შეიძლება იყოს ლეტალური.

პათოლოგიური გულის რიტმი (QT განხანგრძლივება), რომელიც შეიძლება გამოჩნდეს ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ), შეიძლება იყოს ლეტალური.

მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა), სტენოკარდია (ტკივილი ან დისკომფორტის შეგრძნება გულ-მკერდის არეში).

კუნთების ტკივილი ან შეშუპება, სისუსტესთან, ცხელებასთან ან მოწითალო-მოყავისფრო შარდთან ერთად (კუნთების დაზიანების სიმპტომებს ეწოდება რაბდომიოლიზი), რაც შეიძლება იყოს ლეტალური.

ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, სისხლიანი ღებინება ან “ყავის ნალექის მაგვარი“ ღებინება, ან მუქი შეფერილობის/კუპრისებრი განავალი, (კუჭ-ნაწლავის წყლულის სიმპტომები, შესაძლო სისხლდენით და პერფორაციით), რაც შეიძლება იყოს ლეტალური.

საყლაპავის ანთება (საყლაპავი მილის ამომფენი გარსის ანთება - მილი რომელიც აერთებს პირის ღრუს მუცლის ღრუსთან - იწვევს ტკივილს და ყლაპვის გაძნელებას).

სისხლის ნაკადის შემცირება ნაწლავებში (ნაწლავების იშემია), რაც შეიძლება იყოს ლეტალური.

ახალი კიბოს რისკი. ლეიკემია, სისხლის კიბოს ფორმა, გამოვლინდა პაციენტებში ოქსატუ-S-ის მიღების შემდეგ სხვა გარკვეულ მედიკამენტებთან კომბინაციისას. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ამ ტიპის კიბოს განვითარების რისკის შესახებ, როდესაც ხდება ოქსატუ-S-ის და სხვა გარკვეული მედიკამენტების მიღება.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, ან ისეთი გვერდით მოვლენების აღნიშვნის შემთხვევაში, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ დაგვეხმარებით უზრუნველვყოთ მეტი ინფორმაცია წამლი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

ჭარბი დოზა

ოქსალიპლატინის ცნობილი ანტიდოტი არ არსებობს. ჭარბი დოზის გამოყენების შემთხვევაში, მოსალოდნელია უარყოფითი მოვლენების გამწვავება. უნდა დაიწყოს ჰემატოლოგიური პარამეტრების მონიტორინგი და სიმპტომატური მკურნალობა.

შემადგენლობა

ოქსატუ-S 50მგ/10მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად არის სუფთა, უფერო სითხე, რომელიც შეიცავს 5მგ/მლ ოქსალიპლატინს საინექციო წყალში.

გარეგნული სახე

ოქსატუ-S წარმოდგენილია ერთჯერადი დოზის ფლაკონების სახით. თითოეული ყუთი შეიცავს ერთ ოქსატუ-S-ის ფლაკონს.

ოქსატუ-S-ის 10 მლ ხსნარი მოთავსებულია 10 R ტიპის I გამჭირვალე შუშის ფლაკონში, რომელიც დალუქულია ნაცრისფერი ქლორბუტილის რეზინის საცობით და იასამნისფერი ალუმინის „ფლიპ-ოფ” ჩაჩით.

გასაყიდად შეფუთული ოქსალიპლატინი:

გაუხსნელი ფლაკონი: ეს სამედიცინო პროდუქტი არ საჭიროებს რაიმე სახის სპეციალურ შენახვის პირობებს.

საინფუზიო ხსნარი:

საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის 5%-იან დექსტროზას (50მგ/მლ) ხსნართან განზავების შემდეგ ქიმიური და ფიზიკური გამოყენების სტაბილურობა ვლინდება 48 საათის განმავლობაში 2°C-8°C ტემპერატურაზე და 24 საათის განმავლობაში - 25°C ტემპერატურაზე. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, ეს საინფუზიო პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.

თუ დაუყოვნებლივ არ გამოიყენებთ, შენახვის დრო და პირობები გამოყენებამდე წარმოადგენს მომხმარებლის პასუხისმგებლობას და ჩვეულებრივ არ უნდა აღემატებოდეს 24 სთ-ს 2°C-8°C ტემპერატურაზე, თუ განზავება არ განხორციელებულა კონტროლირებად და დადასტურებულად ასპტიკურ პირობებში.

გამოყენებამდე შეამოწმეთ ვიზუალურად. შესაძლებელია მხოლოდ სუფთა ხსნარის გამოყენება, რომელიც არ შეიცავს ნაწილაკებს. ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარი უნდა იქნას უტილიზებული.

რეკომენდაციები უსაფრთხო დამუშავებისთვის

როგორც სხვა პოტენციურად ტოქსიკური ნაერთების შემთხვევაში, საჭიროა სიფრთხილის დაცვა ოქსალიპლატინის ხსნარების მომზადებისას და დამუშავებისთვის.

ინსტრუქცია დამუშავებისთვის

ამ ციტოტოქსიკური ნივთიერების მოხმარება ჯანდაცვის მუშაკის მიერ საჭიროებს ყოველმხრივ სიფრთხილეს, რათა დაცული იყოს მანიპულატორის და მის გარემოცვის უსაფრთხოება.

ციტოტოქსიკური ნივთიერების საინექციო ხსნარის მომზადება უნდა განხორციელდეს დახელოვნებული სპეციალისტი-პერსონალის მიერ, რომელსაც აქვს ცოდნა გამოყენებულ მედიკამენტებთან დაკავშირებით, იმ პირობებში რომელიც უზრუნველყოფს პროდუქტის მთლიანობას, გარემოს დაცვას და კერძოდ პერსონალის დაცვას, რომელიც მუშაობს მედიკამენტებთან, საავადმყოფოს პოლიტიკის შესაბამისად. ამისათვის საჭიროა მომზადების სივრცე, რომელიც გამოყოფილი იქნება ამ მიზნისთვის. ამ სივრეში აკრძალულია, მოწევა, ჭამა ან დალევა.

პერსონალს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მასალები დამუშავებისთვის, გამორჩეული გრძელსახელოებიანი ხალათები, დამცავი ნიღბები, ჩაჩები, დამცავი სათვალე, სტერილური ერთჯერადი ხელთათმანი, დამცავი გადასაფარებლები სამუშაო სივრცისთვის, კონტეინერები და ტომრები ნარჩენებისთვის.

განავალი და ნაღებინები მასა უნდა დამუშავდეს სიფრთხილით.

ორსული ქალები უნდა მოერიდონ ციტოტოქსიკურ ნივთიერებებთან მუშაობას.

ნებისმიერი გატეხილი კონტეინერი უნდა დამუშავდეს იმავე სიფრთხილით და განხილული უნდა იქნას, როგორც დაბინძურებული ნარჩენი.

დაბინძურებული ნარჩენები უნდა დაიწვას შესაბამის ეტიკეტიან ხისტ კონტეინერებში. იხ. ქვემოთ თავი „უტილიზაცია“.

თუ ოქსატუ-S კონტაქტში შევიდა კანთან, დაუყოვნებლივ, საგულდაგულოდ ჩამოიბანეთ წყლით.

თუ ოქსატუ-S კონტაქტში შევიდა ლორწოვან გარსთან, დაუყოვნებლივ, საგულდაგულოდ ჩამოიბანეთ წყლით.

მომზადება ინტრავენური შეყვანისთვის

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ნუ გამოიყენებთ ოქსატუ-S-ს შეფუთვაზე მოცემული ვარგისობის ვადის (EXP) -მითითებული თვის ბოლო დღის გასვლის შემდეგ.

შეინახოთ 25°C ტემპერატურაზე ქვემოთ. განზავებამდე შეინახეთ ფლაკონი გარე შეფუთვაში, რათა დაიცვათ სინათლისგან. არ გაყინოთ.

ქიმიური და ფიზიკური გამოყენების სტაბილურობა ვლინდება 48 საათის განმავლობაში 2°C-8°C ტემპერატურაზე და 24 საათის განმავლობაში - 25°C ტემპერატურაზე. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, ეს საინფუზიო პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.

არ გამოიყენოთ ოქსატუ-S, თუ შეამჩნევთ რომ ხსნარი არ არის სუფთა და შეცავს ნაწილაკებს.

დაუშვებელია ოქსატუ-S-ის კონტაქტი თვალთან ან კანთან. თუ მოხდა შემთხვევითი გაჟონვა დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ექთანს.

ინფუზიის დასრულების შემდეგ, ოქსატუ-S-ის უტილიზაცია ხდება ექიმის ან ექთნის მიერ სიფრთხილის დაცვით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებები, პლატინის ნაერთები.

ათქ კოდი: L01XA03

მოქმედების მექანიზმი

ოქსალიპლატინი არის სიმსივნის საწინააღმდეგო აქტიური სუბსტანცია, რომელიც მიეკუთვნება პლატინის ფუძის მქონე ნაერთების ახალ კლასს, რომელშიც პლატინის ატომი შეერთებულია 1,2-დიამინოციკლოჰექსანთან და ოქსალატის ჯგუფთან.

ოქსალიპლატინი არის ერთი ენანტიომერი, (SP-4-2)-[(1R,2R)-ციკლოჰექსანი-1,2-დიამინ-kN, kN’] [ეთანედიოატო(2-)-kO1, kO2] პლატინა.

ოქსალიპლატინი ავლენს ინ ვიტრო ციტოტოქსიკურობის და ინ ვივო სიმსივნის საწინააღმდეგო აქტივობის ფართო სპექტრს სიმსივნის სხვადასხვა მოდელების სისტემებში, მათ შორის ადამიანის კოლორექტალური კიბოს მოდელებში. ოქსალიპლატნს ასევე გააჩნია ინ ვიტრო და ინ ვივო აქტივობა ცისპლატინის სხვადასხვა რეზისტენტულ მოდელებში.

სინერგისტული ციტოტოქსიკური მოქმედება გამოვლენილია 5-ფტორურაცილთან კომბინაციაში როგორც ინ ვიტრო, ისე ინ ვივო.

ოქსალიპლატინის მოქმედების მექანიზმის კვლევები, რომლებიც თუმცა სრულად განმარტებული არ არის, აჩვენებს, რომ ოქსალიპლატინის ბიოტრანსფორმაციით მიღებული აკვა-წარმოებულები ურთიერთქმედებენ დნმ-თან და წარმოქმნიან როგორც შიდა, ისე გარე ჯაჭვურ ჯვარედინ კავშირებს, რაც იწვევს დნმ-ის სინთეზის დაშლას და შედეგად ციტოტოქსიკურ და სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტებს.

კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება

მეტასტაზური კოლორექტალური კიბოს მქონე პაციენტებში ოქსალიპლატინის (85 მგ/მ2 განმეორებით ყოველ ორ კვირაში) და 5-ფტორურაცილის/ფოლინის მჟავას ეფექტიანობა ნაჩვენები იქნა სამი კლინიკური კვლევისას:

Frontline მკურნალობა, 2-ჯგუფიანი შედარებითი ფაზა III EFC2962 კვლევა, რომლის ფარგლებშიც 420 პაციენტი რანდომიზაციის პრინციპით იღებდა ცალკე მხოლოდ 5-ფტორურაცილს/ფოლინის მჟავას (LV5FU2, N=210) ან ოქსალიპლატინისა და 5-ფტორურაცილის/ფოლინის მჟავას (5-FU/FA) კომბინაციას (FOLFOX4, N= 210)

მანამდე ნამკურნალებ პაციენტებში, შედარებითი 3-ჯგუფიანი ფაზა III კვლევა EFC4584 კვლევა, რომელშიც მონაწილეობდნენ ირინოტეკანი (CPT-11) +5-ფტორურაცილი/ფოლინის მჟავას კომბინაციათი მკურნალობას დაუქვემდებარებელი პაციენტები, რომლებიც კვლევისას რანდომიზაციის პრინციპით იღებდნენ მხოლოდ 5-ფტორურაცილი/ფოლინის მჟავას (LV5FU2, N=275), მხოლოდ ოქსალიპლატინს (N=275) ან ოქსალიპლატინისა და 5-ფტორურაცილის/ფოლინის მჟავას (5-FU/FA) კომბინაციას (FOLFOX4, N=271)

დაბოლოს, არაკონტროლირებული ფაზა II EFC2964 კვლევა, რომელშიც მონაწილეობდნენ მხოლოდ 5-ფტორურაცილი/ფოლინის მჟავათი მკურნალობას დაუქვემდებარებელი პაციენტები, რომლებიც მკურნალობდნენ ოქსალიპლატინისა და 5-ფტორურაცილის/ფოლინის მჟავას (5-FU/FA) კომბინაციით (FOLFOX4, N=57).

ორი რანდომიზებული კლინიკური ცდისას - EFC2962 პირველი ხაზის მკურნალობა და EFC4584 მანამდე ნამკურნალებ პაციენტებში, გამოვლინდა პასუხის მნიშვნელოვნად უფრო მაღალი მაჩვენებელი და უფრო ხანგრძლივი პროგრესირების გარეშე გადარჩენა (PFS)/პროგრესირების დრო (TTP), ვიდრე მხოლოდ 5-ფტორურაცილი/ფოლინის (5-FU/FA) მჟავათი მკურნალობისას. EFC4584 კვლევისას, რომელიც ჩატარდა მკურნალობას დაუქვემდებარებელ მანამდე ნამკურნალებ პაციენტებში, საერთო გადარჩენის (OS) მედიანას მხრივ სხვაობა ოქსალიპლატინისა და 5-ფტორურაცილი/ფოლინის მჟავას (5-FU/FA) კომბინაციას შორის არ იყოს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი.

პასუხის მაჩვენებლები FOLFOX4 კვლევაში LV5FU2 კვლევის საპირისპიროდ

პასუხის მაჩვენებელი % (95% CI)

დამოუკიდებელი რადიოლოგიური კვლევა

ITT ანალიზი

LV5FU2

FOLFOX4

ოქსალიპლატინი

ერთი პრეპარატი

Frontline მკურნალობა

EFC2962

22 (16-27)

49 (42-56)

NA*

პასუხის შეფასება ყოველ 8 კვირაში

P მნიშვნელობა = 0.0001

მანამდე ნამკურნალები პაციენტები

EFC4584

(CPT-11+5FU/FA მკურნალობას დაუქვემდებარებელი)

  • 7 (0.0 -2.7)
  • 1 (7.6 – 15.5)
  • 1 (0.2-3.2)

პასუხის შეფასება ყოველ 6 კვირაში

P მნიშვნელობა < 0.0001

მანამდე ნამკურნალები პაციენტები

EFC2964

(5FU/FA მკურნალობას დაუქვემდებარებელი)

პასუხის შეფასება ყოველ 12 კვირაში

NA*

23 (13-36)

NA*

NA*: არ შეესაბამება

პროგრესირების გარეშე გადარჩენის (PFS) მედიანა/პროგრესირებამდე დროის (TTP) მედიანა FOLFOX4 კვლევა LV5FU2 კვლევის საპირისპიროდ

PFS/ TTP მედიანა,

თვეები (95% CI)

დამოუკიდებელი რადიოლოგიური კვლევა

ITTP ანალიზი

LV5FU2

FOLFOX4

ოქსალიპლატინი

ერთი პრეპარატი

Frontline მკურნალობა

EFC2962 (PFS)

  • 0 (5.5-6.5)
  • 2 (7.2-8.8)

NA*

Log rank P-მნიშვნელობა = 0.0003

მანამდე ნამკურნალები პაციენტები

EFC4584

(CPT-11+5FU/FA მკურნალობას დაუქვემდებარებელი)

  • 6 (1.8-2.9)
  • 3 (4.7-6.1)
  • 1 (1.6-2.7)

Log rank P-მნიშვნელობა <0.0001

მანამდე ნამკურნალები პაციენტები

EFC2964

(CPT-11+5FU/FA მკურნალობას დაუქვემდებარებელი)

NA*

  • 1 (3.1-5.7)

NA*

NA*: არ შეესაბამება

საერთო გადარჩენის (OS) მედიანა FOLFOX4 კვლევა LV5FU2 კვლევის საპირისპიროდ

საერთო გადარჩენის (OS) მედიანა,

თვეები (95% CI)

ITTP ანალიზი

LV5FU2

FOLFOX4

ოქსალიპლატინი

ერთი პრეპარატი

Frontline მკურნალობა

EFC2962 (PFS)

  • 7 (13.0-18.2)
  • 2 (14.7-18.2)

NA*

Log rank P-მნიშვნელობა = 0.12

მანამდე ნამკურნალები პაციენტები

EFC4584

(CPT-11+5FU/FA მკურნალობას დაუქვემდებარებელი)

  • 8 (7.3-9.3)
  • 9 (9.1-10.5)
  • 1 (7.2-8.7)

Log rank P-მნიშვნელობა = 0.09

მანამდე ნამკურნალები პაციენტები

EFC2964

(CPT-11+5FU/FA მკურნალობას დაუქვემდებარებელი)

NA*

  • 8 (9.3-12.8)

NA*

NA*: არ შეესაბამება

მანამდე ნამკურნალებ პაციენტებში, რომლებიც იყვნენ სიმპტომატური საწყის ეტაპზე, ოქსალიპლატინით და 5-ფტორურაცილ/ფოლინის მჟავათი მკურნალობაზე მყოფი პაციენტების უფრო დიდ ნაწილში აღინიშნა დაავადებასთან დაკავშირებული სიმპტომების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, ვიდრე იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ მხოლოდ 5-ფტორურაცილ/ფოლინის მჟავათი (27.7% 14.6%-ის საპირისპიროდ p=0.0033).

მანამდე არანამკურნალებ პაციენტებში (EFC2962) არ აღინიშნა მნიშვნელოვანი სხვაობა ორი სამკურნალო ჯგუფის პაციენტების ცხოვრების ხარისხის მხრივ. მიუხედავად ამისა, სიცოცხლის მაჩვენებლების ხარისხი უკეთესი იყო საკონტროლო ჯგუფში ჯანმრთელობის გლობალური სტატუსისა და ტკივილის შეფასებისას და უფრო ცუდი ოქსალიპლატინის ჯგუფში გულისრევისა და ღებინების მაჩვენებლებით.

ადიუვანტური სქემის ფარგლებში ჩატარდა III ფაზის შედარებითი MOSAIC კვლევა (EFC3313), რომლის დროსაც რანდომიზებული იყო 2246 პაციენტი (899 სტადია/დიუკის B2 და 1347 სტადია III/დიუკის C), რომლებშიც შემდეგ მოხდა მსხვილი ნაწლავის კიბოს სრული რეზექცია, რომლებიც იღებდნენ ცალკე მხოლოდ 5-ფტორურაცილს/ფოლინის მჟავას (LV5FU2 N=1123, B2/C=448/675) ან ოქსალიპლატინსა და 5-ფტორურაცილს/ფოლინის მჟავას (FOLFOX 4, N=1123, B2/C=451/672)

EFC 3313 3-წლიანი დაავადების გარეშე გადარჩენა (ITT ანალიზი)* საერთო პოპულაციისთვის

სამკურნალო ჯგუფი

LV5FU2

FOLFOX4

3-წლიანი დაავადების გარეშე გადარჩენის პროცენტი (95% CI)

  • 3 (70.6 – 75.9)
  • 7 (76.2-81.1)

საფრთხის კოეფიციენტი (95% CI)

  • 76 (0.64 – 0.8)

სტრატიფიცირებული log-rank ტესტი

P=0.0008

  • 44.2 თვემდე შემდგომი დაკვირვების მედიანა (ყველა პაციენტზე დაკვირვება განხორციელდა მინიმუმ 3 წელი).

კვლევისას ნაჩვენები იქნა 3-წლიანი დაავადების გარეშე გადარჩენის მხრივ ოქსალიპლატინისა და 5-ფტორურაცილი/ფოლინის მჟავას კომბინაციის (FOLFOX4) მნიშვნელოვანი უპირატესობა მხოლოდ ფტორურაცილი/ფოლინის მჟავას (LV5FU2) გამოყენებაზე.

EFC 3313 3-წლიანი დაავადების გარეშე გადარჩენა (ITT ანალიზი)* დაავადების სტადიის მიხედვით

პაციენტის სტადია

სტადია II

(დიუკის B2)

სტადია III

(დიუკის C)

სამკურნალო ჯგუფი

LV5FU2

FOLFOX4

LV5FU2

FOLFOX4

3-წლიანი დაავადების გარეშე გადარჩენის პროცენტი (95% CI)

  • 3

(80.9-87.7)

  • 4

(84.3 – 90.5)

  • 8

(62.2-69.5)

  • 8

(69.4-76.2)

საფრთხის კოეფიციენტი (95% CI)

  • 79 (0.57 – 1.09)
  • 75 (0.62-0.90)

Log-rank ტესტი

P=0.151

P=0.002

  • 44.2 თვემდე შემდგომი დაკვირვების მედიანა (ყველა პაციენტზე დაკვირვება განხორციელდა მინიმუმ 3 წელი).

საერთო გადარჩენა (ITT ანალიზი)

3-წლიანი დაავადების გარეშე გადარჩენის ანალიზის დროისათვის, რაც წარმოადგენდა MOSAIC ცდის პირველად საბოლოო წერტილს, პაციენტთა 85.1% კვლავ ცოცხალი იყო FOLFOX4 ჯგუფში, ხოლო LV5FU2 ჯგუფში ეს მაჩვენებელი შეადგენა 83.8%-ს. სიკვდილიანობის რისკის საერთო შემცირების თვალსაზრისით ეს მაჩვენებელია 10% FOLFOX4-ის სასარგებლოდ, რაც არ არის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი (საფრთხის კოეფიციენტი =0.90).

ციფრები შეადგენდა 92.2%-ს 92.4%-ის საპირისპიროდ II სტადიაზე მყოფ (დიუკის B2) სუბპოპულაციაში (საფრთხის კოეფიციენტი =1.01) და 80.4%-ს 78.1%-ის საპირისპიროდ III სტადიაზე მყოფ (დიუკის C) სუბპოპულაციაში (საფრთხის კოეფიციენტი =0.87), შესაბამისად FOLFOX4 და LV5FU2 ჯგუფებში.

პედიატრიული პოპულაცია

ოქსალიპლატინის, როგორც ერთადერთი საშუალების გამოყენება შეფასდა პედიატრიულ პაციენტებში 2 ფაზა I (69 პაციენტი) და 2 ფაზა II (166 პაციენტი) კვლევისას. სულ მკურნალობა ჩაუტარდა 235 პედიატრიულ პაციენტს (7 თვე - 22 წლის ასაკი), რომლებსაც ჰქონდათ სოლიდური სიმსივნეები. ოქსალიპლატინის, როგორც ერთადერთი საშუალების გამოყენებით მკურნალობის ეფექტიანობა პედიატრიულ პაციენტებში არ დადგენილა. მონაცემების აღრიცხვა ორივე II კვლევისას შეწყდა სიმსივნის პასუხის არარსებობის გამო.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ინდივიდუალური აქტიური ნაერთების ფარმაკოკინეტიკა განსაზღვრული არ არის. ულტრაფილტრირებადი პლატინის ფარმაკოკინეტიკა, რომელიც წარმოადგენს პლატინის ყველა შეუკავშირებელი, აქტიური და არააქტიური სახეობის ნარევს, 130 მგ/მ2 ოქსალიპლატინის ყოველ ორ კვირაში 2-საათიანი ინფუზიის შემდეგ 1-5 ციკლის განმავლობაში და 85 მგ/მ2 ოქსალიპლატინის ყოველ ორ კვირაში 1-3 ციკლის განმავლობაში, შეადგენს შემდეგს:

ულტრაფილტრატში პლატინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების მონაცემები 85 მგ/მ2 ოქსალიპლატინის ყოველ ორ კვირაში ან 130 მგ/მ2 ოქსალიპლატინის ყოველ სამ კვირაში მრავალჯერადი დოზების გამოყენების შემდეგ

დოზა

Cmax

µგ/მლ

AUC

0-48 µგ.სთ/მლ

AUC

µგ.სთ/მლ

t1/2α

სთ

t ½β

სთ

t1/2γ

სთ

Vss

ლ

CL

ლ/სთ

85 მგ/მ2

საშუალო +SD

  • 814+
  • 193
  • 19 +
  • 647
  • 68 +
  • 40
  • 8 +
  • 74
  • 43+
  • 75

391 +

406

440+

199

  • 4+
  • 35

130 გ/მ2

საშუალო +SD

  • 21 +
  • 10
  • 20 +
  • 40
  • 9 +
  • 60
  • 28 +
  • 06
  • 3+
  • 90

273+

  • 0

582 +216

  • 1+ 3.07

საშუალო AUC0-48 და Cmax მნიშვნელობები განისაზღვრა მე-3 ციკლის (85 მგ/მ2) ან მე-5 ციკლის დროს (130 მგ/მ2)

საშუალო AUC, Vss და CL მნიშვნელობები განისაზღვრა 1-ლი ციკლის დროს. Cmax, AUC, AUC0-48, Vss და CL მნიშვნელობები განისაზღვრა არაკომპარტმენტული ანალიზით. t1/2α, t ½β , t1/2γ განისაზღვრა კომპარტმენტული ანალიზით (ციკლები 1-3 კომბინირებულად).

2-საათიანი ინფუზიის დასრულებისას, სისტემურ სისხლის მიმოქცევაში ვლინდება შეყვანილი პლატინის 15%, ხოლო დარჩენილი 85% სწრაფად ნაწილდება ქსოვილებში ან ელიმინირდება შარდში. სისხლის წითელ უჯრედებთან და პლაზმასთან შეუქცევადი შეკავშირება იწვევს ნახევარგამოყოფის პერიოდებს ამ მატრიცებში, რაც სისხლის წითელი უჯრედებისა და შრატისმიერი ალბუმინის ბუნებრივ ბრუნვასთან არის მიახლოებული. პლაზმის ულტრაფილტრატში არ გამოვლინდა აკუმულაცია ყოველ ორ კვირაში 85 მგ/მ2-ის ან ყოველ სამ კვირაში 130 მგ/მ2-ის გამოყენების შემდეგ და მყარი მდგომარეობა მიიღწეოდა ამ მატრიცაში პირველი ციკლისთვის. სუბიექტებს შორის ვარიაბელობა, როგორც წესი დაბალია.

ბიოტრანსფორმაცია ინ ვიტრო მიიჩნევა არაფერმენტული დაშლის შედეგად და არ არსებობს დიამინოციკლოჰექსანის (DACH) რგოლის ციტოქრომ P450-ით განპირობებული მეტაბოლიზმის მტკიცებულება.

ოქსალიპლატინის ბიოტრანსფორმაცია პაციენტებში მნიშვნელოვანია და პლაზმის ულტრაფილტრატში არ აღმოჩნდა ინტაქტური (მთელი) პრეპარატი 2-საათიანი ინფუზიის შემდეგ. სისტემურ სისხლის მიმოქცევაში აღმოჩნდა რამდენიმე ციტოტოქსიკური ბიოტრანსფორმაციის პროდუქტი, მათ შორის მონოქლორო-, დიქლორო- და დიაქვო - დიამინოციკლოჰექსანის (DACH) პლატინის სახეობები რიგ არააქტიურ კონიუგატებთან ერთად მოგვიანებით ეტაპზე.

პლატინა უპირატესად ექსკრეტირდება შარდში კლირენსით შეყვანიდან 48 საათის განმავლობაში.

მე-5 დღეს საერთო დოზის დაახლოებით 54% ვლინდება შარდში და <3% განავალში.

თირკმლის უკმარისობის ზემოქმედება ოქსალიპლატინის განლაგებაზე შესწავლილ იქნა სხვადასხვა ხარისხის თირკმლის ფუნქციის მქონე პაციენტებში. ოქსალიპლატინი მიიღებოდა დოზით 85მგ/მ2 საკონტროლო ჯგუფში თირკმლის ნორმალური ფუნქციისას (კრეატინინის კლირენსი >80 მლ/წთ, n=11) და თირკმლის მსუბუქი (კრეატინინის კლირენსი=50-80 მლ/წთ, n=13) და ზომიერი (კრეატინინის კლირენსი=30-49 მლ/წთ, n=11) უკმარისობისას, ხოლო თირკმლის მწვავე უკმარისობისას - დოზით 65მგ/მ2 (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ, n=5).

საშუალო ექსპოზიცია იყო 9, 4, 6 და 3 ციკლი, შესაბამისად და PK მონაცემები 1-ელი ციკლის დროს მოპოვებული იყო 11, 13, 10 და 4 პაციენტიდან შესაბამისად.

აღინიშნა პლაზმური ულტრაფილტრატის (PUF) AUC, AUC/დოზის მომატება და საერთო და თირკმლის CL და Vss შემცირება თირკმლის უკმარისობის გაზრდით, განსაკუთრებით პაციენტთა (მცირე) ჯგუფში, რომლებსაც ჰქონდათ თირკმლის მწვავე უკმარისობა: თირკმლის სტატუსის საშუალო კოეფიციენტების ქულების შეფასება (90% CI) თირკმლის ნორმალური ფუნქციის საპირისპიროდ AUC/დოზისთვის იყო 1.36 (1.08, 1.71), 2.34 (1.82, 3.01) და 4.81 (3.49, 6.64) შესაბამისად თირკმლის მსუბუქი და ზომიერი და მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ოქსალიპლატინის ელიმინაცია მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კრეატინინის კლირენსზე. საერთო პლაზმური ულტრაფილტრატის (PUF) პლატინის კლირენსი იყო შესაბამისად 0.74 (0.59, 0.92), 0.43 (0.33, 0.55) და 0.21 (0.15, 0.29) და Vss შესაბამისად 0.52 (0.41, 0.65), 0.73 (0.59, 0.91) და 0.27 (0.20, 0.36) შესაბამისად თირკმლის მსუბუქი, ზომიერი და მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის. შედეგად პლაზმური ულტრაფილტრატის (PUF) პლატინის კლირენსი ორგანიზმში მცირდებოდა შესაბამისად 26%-ით თირკმლის მსუბუქი, 57%-ით თირკმლის ზომიერი და 79%-ით თირკმლის მწვავე უკმარისობისას იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებსაც ჰქონდათ თირკმლის ნორმალური ფუნქცია.

პლაზმური ულტრაფილტრატის (PUF) პლატინის თირკმლისმიერი კლირენსი მცირდებოდა თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტეში 30%-ით მსუბუქი უკმარისობისას, 65%-ით ზომიერი უკმარისობისას და 84%-ით მწვავე უკმარისობისას, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებსაც ჰქონდათ თირკმლის ნორმალური ფუნქცია.

აღინიშნა პლაზმური ულტრაფილტრატის (PUF) პლატინის ბეტა ნახევარგამოყოფის პერიოდის გაზრდა თირკმლის უკმარისობის ხარისხის ზრდის პარალელურად, ძირითადად მწვავე ჯგუფში. თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტთა მცირე რაოდენობის მიუხედავად, ეს მონაცემები გასათვალისწინებელია თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში ოქსალიპლატინის დანიშვნისას (იხ. პუნქტი 4.2, 4.3 და 4.4).

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

შეფუთვის ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ოქსატუ-S 50მგ/10მლ საინფუზიო ი/ვ კონცენტრირებული ხსნარი

ოქსალიპლატინი

ამ პრეპარატის გამოყენებამდე, ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

ეს სამკურნალო საშუალება გამოგეწერათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს. ამან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ აქვთ დაავადების მსგავსი სიმპტომები.

თუ თქვენ განგივითარდათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, ან შენიშნეთ გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ფურცელ-ჩანართში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. იხ. ნაწილი 4.

მოცემული ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

რას წარმოადგენს ოქსატუ-S და რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ ოქსატუ-S-ის მიღებამდე

როგორ უნდა მიიღოთ ოქსატუ-S

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ოქსატუ-S-ის შენახვის პირობები

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს ოქსატუ-S და რისთვის გამოიყენება

ოქსატუ-S 50მგ/10მლ-ის (კონცენტრირებული ხსნარი ი.ვ. ინფუზიისთვის) მოქმედი ნივთიერებაა ოქსალიპლატინი.

ოქსატუ-S გამოყენება მსხვილი ნაწლავის კიბოს სამკურნალოდ (III სტადიის მსხვილი ნაწლავის კიბოს სამკურნალოდ, პირველადი სიმსივნის სრულად ამოკვეთის შემდეგ, ასევე, მსხვილი ნაწლავის და სწორი ნაწლავის მეტასტაზური კიბოს სამკურნალოდ).

ოქსატუ-S გამოიყენება კომპინაციაში სხვა კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად, რომელთაც ეწოდებათ 5-ფლუოროურაცილი და ფოლიუმის მჟავა.

ოქსატუ-S არის სიმსივნის საწინააღმდეგო ან კიბოს საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც შეიცას პლატინას.

რა უნდა იცოდეთ ოქსატუ-S-ის მიღებამდე

არ გამოყენოთ ოქსატუ-S, თუ:

გაქვთ ალერგია ოქსალიპლატინის ან ოქსატუ-S-ის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების, მათ შორის ლაქტოზას მონოჰიდრატის მიმართ,

გაქვთ ლაქტაციის პერიოდი,

უკვე შეგიმცირდათ სისხლის უჯრედების რაოდენობა,

უკვე გრძნობთ ჩხვლეტას და დაბუჟებას ხელის და/ან ფეხის თითებში, ან გიჭირთ დელიკატური მოქმედებების შესრულება, როგორიცაა ტანსაცმელზე ღილების შეკვრა,

გაქვთ თირკმლის მწვავე პრობლემები.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

ოქსალიპლატინის მიღებამდე უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:

ოდესმე გქონიათ ალერგიული რეაქციები პლატინის შემცველ მედიკამენტებზე, როგორებიცაა: კარბოპლატინი, ცისპლატინი. ალერგიული რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს ოქსალიპლატინის ნებისმიერი ინფუზიის დროს.

გაქვთ თირკმლის ზომიერი ან მსუბუქი პრობლემები.

გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა ან ღვიძლის ფუნქციური სინჯების პათოლოგიური შედეგები მკურნალობის პერიოდში.

გაქვთ ან გქონიათ დარღვევები გულის მხრივ, როგორიცაა პათოლოგიური ელექტრული სიგნალი, რომელსაც ეწოდება გახანგრძლივებული QT ინტერვალი, არარიტმული (არარეგულარული) გულისცემა, ან გულთან დაკავშირებული პრობლემები ოჯახურ ანამნეზში.

თუ ოდესმე გამოგივლინდათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი, სასწრაფოდ აცნობეთ თქვენს ექიმს. თქვენმა ექიმმა, შესაძლოა გადაწყვიტოს, რომ აუცლილებელია ამ სიმპტომების მკურნალობა. თქვენმა ექიმმა შესაძლოა შეამციროს ოქსალიპლატინის დოზა, ან გადადოს ან შეაჩეროთ თქვენი მკურნალობა ოქსალიპლატინით.

თუ გაქვთ უსიამოვნო შეგრძნება ყელის არეში, კერძოდ, გადაყლაპვის დროს და გაქვთ ჰაერის უკმარისობის შეგრძნება მკურნალობის პერიოდში, აცნობეთ თქვენს ექიმს.

თუ გაქვთ ნერვული პრობლემები ხელებსა და ფეხებში, როგორიცაა დაბუჟება ან ჩხვლეტა, ან შეგიმცირდათ მგრძნობელობა ხელებსა და ფეხებში, აცნობეთ თქვენს ექიმს.

თუ გაქვთ თავის ტკივილი, გონებრივი ფუნქციონირების ცვლილება, კრუნჩხვები და მხედველობის გაუარესება - დაწყებული ბუნდოვანი მხედველობით, დამთავრებული მხედველობის დაკარგვით, აცნობეთ თქვენს ექიმს.

თუ ხართ ან თავს გრძნობთ შეუძლოთ (გულისრევა ან ღებინება), აცნობეთ თქვენს ექიმს.

თუ გაქვთ მწვავე დიარეა, აცნობეთ თქვენს ექიმს.

თუ გაქვთ წყლულები ტუჩებზე ან პირი ღრუში (მუკოზიტი/სტომატიტი), აცნობეთ თქვენს ექიმს.

თუ გაქვთ დიარეა, ან შეგიმცირდათ სისხლის თეთრი უჯრედები ან თრომბოციტები, აცნობეთ თქვენს ექიმს. თქვენმა ექიმმა შესაძლოა შეამციროს ოქსალიპლატინის დოზა, ან გადადოს თქვენი მკურნალობა ოქსალიპლატინით.

თუ გაქვთ აუხსნელი რესპირატორული სიმპტომები, როგორიცაა ხველა, ან სუნთქვასთან დაკავშირებული რაიმე სირთულე, აცნობეთ თქვენს ექიმს. თქვენმა ექიმმა შესაძლოა შეაჩეროს თქვენი მკურნალობა ოქსალიპლატინით.

თუ აღგენიშნებათ ძლიერი დაღლილობა, სუნთქვის უკმარისობა, ან თირკმლის დაავადება, რაც გამოიხატება მცირე შარდვით ან შეკავებით (თირკმლის მწვავე უკმარისობის სიმპტომები), აცნობეთ თქვენს ექიმს.

თუ აღგენიშნათ ცხელება (ტემპერატურა არის 38°C ან მეტი), ან შემცივნება, რაც შეიძლება იყოს ინფექციის ნიშანი, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს. შეიძლება იყოთ სისხლის ინფექციის განვითარების რისკის ქვეშ.

თუ გაქვთ ცხელება ≥ 38°C, აცნობეთ თქვენს ექიმს. თქვენმა ექიმმა შეიძლება განსაზღვროს, რომ შეგიმცირდათ სისხლის თეთრი უჯრედები.

თუ მოულოდნელად დაგეწყოთ სისხლდენა ან განგივითარდათ სისხლჩაქცევა (დისემინირებული ინტრავასკულური კოაგულაცია), აცნობეთ თქვენს ექიმს, ვინაიდან ეს შეიძლება იყოს სისხლის კოლტების წარმოქმნის ნიშანი თქვენი სხეულის ყველა მცირე ზომის სისხლძარღვში.

თუ ოქსალიპლატინის მიღების დროს აღგენიშნებათ გულის წასვლა (გონების დაკარგვა) ან არარიტმული (არარეგულარული) გულისცემა, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, ვინაიდან ეს შეიძლება იყოს გულის სერიოზული დაავადების ნიშანი.

თუ აღგენიშნებათ კუნთების ტკივილი და შეშუპება, სისუსტესთან, ცხელებასთან და მოწითალო-მოყავისფრო შარდთან ერთად, აცნობეთ თქვენს ექიმს. ეს შესაძლოა იყოს კუნთების დაზიანების (რაბდომიოლიზი) ნიშანი და შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის პრობლემა ან სხვა გართულებები.

თუ გაქვთ ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა ან სისხლიანი ღებინება ან “ყავის ნალექის მაგვარი“ ღებინება, ან მუქი შეფერილობის/კუპრისებრი განავალი, რაც შეიძლება იყოს მსხვილი ნაწლავის წყლულის ნიშანი (კუჭ-ნაწლავის წყლული, შესაძლო სისხლდენით და პერფორაციით), აცნობეთ თქვენს ექიმს.

თუ გაქვთ ტკივილი მუცლის არეში (მუცლის), სისხლიანი დიარეა და გულისრევა და/ან ღებინება, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ნაწლავის კედელში სისხლის ნაკადის შემცირებით (ნაწლავის იშემია), აცნობეთ თქვენს ექიმს.

სხვა მედიკამენტები და ოქსატუ-S

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს სხვა სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

ორსულობა

ოქსალიპლატინით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული დაორსულება და საჭიროა კონტრაცეფციის საიმედო მეთოდების გამოყენება. მდედრობითი სქესის პაციენტებმა უნდა მიიღონ კონტრაცეფციის შესაბამისი ზომები თერაპიის დროს და დასრულების შემდეგ უწყვეტად 4 თვის განმავლობაში.

თუ ხართ ორსულად ან აპირებთ დაორსულებას, ძალიან მნიშვნელოვანია რომ განიხილოთ ეს საკითხი თქვენს ექიმთან ერთად, სანამ დაიწყებთ რაიმე სახის თერაპიას.

თუ დაორსულდებით მკურნალობის პერიოდში, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

ლაქტაცია

ოქსატუ-S-ით მკურნალობის დროს დაუშვებელია ძუძუთი კვება.

ფერტილობა

ოქსალიპლატინს შესაძლოა ჰქონდეს ფერტილობის საწინააღმდეგო ეფექტი, რომელიც შესაძლოა იყოს შეუქცევადი. მკურნალობის დაწყებამდე, მამრობითი სქესის პაციენტებმა უნდა გაიარონ კონსულტაცია სპერმის შენახვასთან დაკავშირებით.

მამრობითი სქესის პაციენტებმა თავი უნდა შეიკავონ ბავშვის ჩასახვისაგან მკურნალობის პერიოდში და მკურნალობის შემდეგ 6 თვის განმავლობაში და მიიღონ კონტრაცეფციის საიმედო ზომები ამ დროის განმავლობაში.

გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ოქსატუ-S-ით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევის, გულისრევის და ღებინების გაზრდილი რისკი, ასევე სხვა ნევროლოგიური სიმპტომები, რომელიც მოქმედებს სიარულსა და ბალანსზე. აღნიშნულის გამოვლენის შემთხვევაში, არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა. თუ ოქსატუ-S-ის მიღებისას აღგენიშნებათ მხედველლობის პრობლემები, არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები, არ იმუაოთ მძიმე მექანიზმებთან ან არ ჩაერთოთ საშიშ საქმიანობაში.

როგორ უნდა მიიღოთ ოქსატუ-S

ოქსატუ-S განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებისთვის.

მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.

დოზა

ოქსატუ-S-ის დოზა დამოკიდებულია თქვენი სხეულის ზედაპირის ფართობზე. იგი იანგარიშება თქვენი სიმაღლიდან და წონიდან გამომდინარე.

ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებისთვის, მათ შორის ხანდაზმულებისთვის შეადგენს სხეულის ზედაპირის ფართობის 85 მგ/მ2. მისაღები დოზის მოცულობა, ასევე დამოკუდებულია სისხლის ანალიზების შედეგებზე და იმაზე, გქონდა თუ თუ არა გვერდითი მოვლენები ოქსატუ-S-ის წინა მიღების შემდეგ.

მიღების წესი და მეთოდი

ოქსატუ-S უნდა დაგინიშნოთ კიბოს მკურნალობის სპეციალისტმა.

უნდა გიმკურნალოთ ჯანდაცვის მუშაკმა, რომელიც მოამზადებს ოქსატუ-S-ის საჭირო დოზას.

ოქსატუ-S შეიყვანება ნელი ინექცით ერთერთ ვენაში (ინტრავენური ინფუზია) 2-6 საათის განმავლობაში.

ოქსატუ-S შეიყვანება იმავე დროს, როდესაც ფოლიუმის მჟავა, 5-ფლუოროურაცილის ინფუზიამდე.

შეყვანის სიხშირე

ჩვეულებრივ ინფუზია უნდა გაკეთდეს ყოველ 2 კვირაში ერთხელ.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს თქვენი ექიმი.

თქვენი მკურნალობა გაგრძელდება მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში, სიმსივნის სრული ამოკვეთის შემდეგ.

თუ მიიღეთ რეკომენდებულ დოზაზე მეტი ოქსატუ-S

ვინაიდან ამ მედიკამენტის შეყვანა ხდება ჯანდაცვის მუშაკის მიერ, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მოხდეს დოზის გადაჭარბებით ან ნაკლები რაოდენობით შეყვანა.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება გამოგივლინდეთ მომატებული გვერდითი მოვლენები. თქვენი ექიმი დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას ამ გვერდითი მოვლენებისთვის.

მკურნალობასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ოქსატუ-S-საც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.

თუ გამოგივლინდათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მნიშვნელოვანია რომ შეატყობინოთ თქვენს ექიმს შემდგომ თერაპიამდე.

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ გვერდითი მოვლენები, რომელიც შეიძლება გამოგივლინდეთ.

აცნობეთ თქვენს ექიმს დაუყოვნებლივ, თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ მოცემულს:

ალერგიული ან ანაფილაქსიური რეაქციის სიმპტიმები უეცარი ნიშნებით, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი ან ჭინჭრის ციება კანზე, გადაყლაპვის გაძნელება, სახის, ტუჩების, ენის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება, სუნთქვის უკმარისობა, ხრიალი ან სუნთქვის გართულება, ძლიერი დაღლილობა (შეიძლება გრძნობდეთ, რომ გონებას კარგავთ). შემთხვევების უმრავლესობაში, ეს სიმპტომები ვლინდებოდა ინფუზიის დროს ან დასრულებისთანავე, თუმცა დაყოვნებული ტიპის ალერგიული რეაქციები, ასევე, ვლინდებოდა ინფუზიის შემდეგ საათების და დღეების შემდეგაც კი;

პათოლოგიური სისხლჩაქცევები, სისხლდენა ან ინფექციის ნიშნები, როგორიცაა ყელის ტკივილი და მაღალი ტემპერატურა;

მუდმივი ან მწვავე დიარეა ან ღებინება;

სისხლის ან მუქი ყავისფერი ნაწილაკების არსებობა ნაღებინებ მასაში;

სტომატიტი /მუკოზიტი (წყლულები ტუჩებზე ან პირის ღრუში);

რესპირატორული სიმპტომები, როგორიცაა მშრალი ან სველი ხველა, სუნთქვის გაძნელება ან ხიხინი, სუნთქვის უკმარისობა და ხრიალი, ვინაიდა ეს შეიძლება იყოს ფილტვების სერიოზული დაავადების მაჩვენებილი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს ლეტალური შედეგი;

სიმპტომების ნაკრები, როგორიცაა: თავის ტკივილი, გონებრივი ფუნქციონირების ცვლილება, კრუნჩხვები და მხედველობის გაუარესება - დაწყებული ბუნდოვანი მხედველობით, დამთავრებული მხედველობის დაკარგვით (შექცევადი უკანა ლეიკოენცეფალოპათიის სინდრომის სიმპტომები, იშვიათი ნევროლოგიური დარღვევა);

ინსულტის სიმპტომები (მათ შორის უეცარი ძლიერი თავის ტკივილი, დაბნეულობა, მხედველობის გარუარესება ერთ ან ორივე თვალში, სახის, მკლავების ან ფეხების დაბუჟება ან სისუსტე ჩვეულებრივ ერთ მხარეს, სახის კუნთის მოშვება, სიარულის გაძნელება, თავბრუსხვევა, ბალანსის დაკარგვა და მეტყველების სირთულე);

ძლიერი დაღლილობა სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირებით და სუნთქვის უკმარისობა (ჰემოლიზური ანემია) მარტო ან თრომბოციტების დაბალი მაჩვენებლით, პათლოგიური სისხლჩაქცევები (თრომბოციტოპენია) და თირკმლის დაავადება, რაც გამოიხატება მცირე შარდვით ან შეკავებით (ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი).

ოქსატუ-S-ის სხვა ცნობილი გვერდითი მოვლენებია:

ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

ოქსატუ-S-მა შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს ნერვებზე (პერიფერიული ნეიროპათია). შეიძლება იგრძნოთ ჩხვლეტა და/ან დაბუჟება ხელის თითებში, ფეხის თითებში, პირის ღრუს გარშემო ან ყელში, რომელიც შეიძლება ზოგჯერ გამოვლინდეს კრუნჩხვებთან ერთად.

ეს ეფექტები ხშირად გამოწვეულია სიცივის ზემოქმედებით, მაგ. მაცივრის გაღება ან ცივი სასმელის დაკავება ხელში. ასევე, შეიძლება გაგიჭირდეთ დელიკატური მოქმედებების შესრულება, როგორიცაა ტანსაცმელზე ღილების შეკვრა. თუმცა, შემთხვევების უმრავლესობაში ეს სიმტომები თავისით ქრება სრულად, არსებობს პერიფერიული სენსორული ნეიროპათიის მუდმივი სიმპტომების დარჩენის ალბათობა მკურნალობის დასრულების შემდეგ.

ზოგ პაციენტს აღენიშნება ჩხვლეტა, დარტყმის მსგავსი შეგრძნება, რომელიც ჩაივლის მკლავებში ან ტანში, კისრის გადაწევისას.

ოქსატუ-S-მა ზოგჯერ შეიძლება გამოწვიოს უსიამოვნო შეგრძნება ყელში, კერძოდ ყლაპვის დროს და გაგიჩინოთ სუნთქვის უკმარისობის შეგრძნება. ეს შეგრძნება, გამოვლენის შემთხვევაში, ძირითადად თავს იჩენს ინფუზიის დროს ან განმავლობაში და შეიძლება გამოწვეული იყოს სიცივის ზემოქმედებით. თუმა უსიამოვნება არ გრძელდება დიდხანს და რაიმე სახის მკურნალობის გარეშე ქრება. შედეგად, თქვენამ ექიმმა შესაძლოა გადაწყვიტოს მკურნალობის შეცვლა.

ოქსატუ-S-მა შესაძლოა გამოიწვიოს დიარეა, მსუბუქი გულისრევა (შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება) და ღებინება (შეუძლოდ ყოფნა); თუმცა ჩვეულებრივ, ექიმი მკურნალობის დაწყებამდე აძლევს პაციენტს მედიკამენტს შეუძლოდ ყოფნის პროფილაქტიკისთვის და შეიძლება მისი მიღება გაგრძლელდეს მკურნალობის შემდეგაც.

ოქსატუ-S იწვევს სისხლის უჯრედების რაოდენობის დროებით შემცირებას. წითელი უჯრედების შემცირებამ შეიძლე გამოიწვიოს ანემია (წითელი უჯრედების შემცირება), პათოლოგიური სისხლდენა ან სისხლჩაქცევა (თრომბოციტების შემცირების გამო). სისხლის თეთრი უჯრედების შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექციისკენ მიდრეკილება. თქვენი ექიმი აგიღებთ სისხლს, რათა შეამოწმოს, რომ გაქვთ სისხლის უჯრედების საკმარისი რაოდეობა, სანამ დაიწყებთ მკურნალობას და ყოველი თანმდევი კურსის წინ.

ინფუზიის დროს დისკომფორტის შეგრძნება ინექციის შეყვანის ადგილას ან მასთან ახლოს,

ცხელება, გაჟრჟოლება (კანკალი), მსუბუქი ან ძლიერი დაღლილობა, სხეულის ტკივილი,

წონის ცვლილება, მადის ნაკლებობა ან დაკარგვა, გემოვნების დარღვევა, ყაბზობა,

თავის ტკივილი, ზურგის ტკივილი,

კუნთების ნერვების შეშუპება, კისრის გაშეშება, ენის პათოლოგიური შეგრძნება, რამაც შესაძლოა შეცვალოს მეტყველება, სტომატიტი /მუკოზიტი (წყლულები ტუჩებზე ან პირის ღრუში),

მუცლის ტკივილი,

პათოლოგიური სისხლდენა, მათ შორის ცხვირიდან სისხლდენა,

ხველა, სუნთქვის გაძნელება,

ალერგიული რეაქციები, კანისმიერი გამონაყარი, რომელიც შეძლება ხასიათდებოდეს სიწითლით და ქავილით, თმის ცვენა მსუბუქი ფორმით (ალოპეცია),

ცვლილებები სისხლის ანალიზებში, მათ შორის ისეთი, რომელიც დაკავშირებულია ღვიძლის ფუნქციის პათოლიგიებთან.

ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

ინფექცია, რომელიც გამოწვეულია სისხლის თეთრი უჯრედების შემცირებით,

სისხლის სერიოზული ინფექციები სისხლის თეთრი უჯრედების შემცირებასთან ერთად (ნეიტროპენული სეფსისი), რომელიც შეიძლება იყოს ლეტალური,

სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება თანმდევ ცხელებასთან ერთად >38.3°C ან გახანგრძლივებულ ცხელებასთან ერთად >38.3°C, რომელიც გრძელდება ერთ საათზე მეტხანს (ფებრილური ნეიტროპენია),

დისპესია და გულძმარვა, სლოკინი, სისხლის მოწოლა, თავბრუსხვევა,

მომატებული ოფლიანობა და ფრჩხილებთან დაკავშირებული პრობლემები, კანის აქერცვლა,

ტკივილი გულ-მკერდის არეში,

დარღვევები ფილტვების მხრივ და სურდო,

სახსრების ტკივილი და ძვლების ტკივილი,

ტკივილი შარდის გამოყოფისას და თირკმლის ფუნქციის ცვლილება, შარდვის სიხშირის ცვლილება, გაუწყლოება,

სისხლი შარდში/განავალში, ვენების შეშუპება, კოლტები ფილტვში,

მაღალი არტერიული წნევა,

დეპრესია და უძილობა,

კინიუქტივიტი და მხედველობის პრობლემები,

კალციუმის დონის შემცირება სისხლში,

დაცემა.

არც ისე ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

სისხლის სერიოზული ინფექციები (სეფსისი), რომელიც შესაძლოა იყოს ლეტალური,

ნაწლავის ბლოკირება ან შეშუპება,

ნევროზულობა.

იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

სმენის დაკარგვა,

ნაწიბურების განვითარება და გასქელება ფილტვებში სუნთქვის გაძნელებით, ზოგჯერ ლეტალური შედეგით (ფილტვის ინტერსტიციული დაავადება),

მხედველობის შექცევადი, ხანმოკლე დაკარგვა,

უეცარი სისხლდენა ან სისხლჩაქცევა, სისხლის კოლტების ფართო გავრცელების გამო სხეულის მცირე სისხლძარღვებში (დისემინირებული ინტრავასკულური კოაგულაცია), რომელიც შესაძლოა იყოს ლეტალური.

ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

სისხლის ან მუქი ყავისფერი ნაწილაკების არსებობა ნაღებინებ მასაში.

თირკმლის დაავადება, რაც გამოიხატება მცირე შარდვით ან შეკავებით (თირკმლის მწვავე უკმარისობის სიმპტომები).

ღვიძლის სისხლძარღვების დაზიანება.

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე)

ალერგიული ვასკულიტი (სისხლძარღვების ანთება),

ავტოიმუნური რეაქცია, რომელიც თან სდევს სისხლის ყველა უჯრედის ხაზის შემცირებას (ავტოიმუნური პანციტოპენია), პანციტოპენია,

სისხლის სერიოზული ინფექცია და დაბალი არტერიული წნევა (სეპტიკური შოკი), რომელიც შესაძლოა იყოს ლეტალური,

კრუნჩხვა (სხეულის უკონტროლო რხევა),

ყელის სპაზმი, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას,

გამოვლინდა ძლიერი დაღლილობა სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირებით და სუნთქვის უკმარისობა (ჰემოლიზური ანემია) მარტო ან თრომბოციტების დაბალი მაჩვენებლით, და თირკმლის დაავადება, რაც გამოიხატება მცირე შარდვით ან შეკავებით (ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი), რაც შეიძლება იყოს ლეტალური.

პათოლოგიური გულის რიტმი (QT განხანგრძლივება), რომელიც შეიძლება გამოჩნდეს ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ), შეიძლება იყოს ლეტალური.

მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა), სტენოკარდია (ტკივილი ან დისკომფორტის შეგრძნება გულ-მკერდის არეში).

კუნთების ტკივილი ან შეშუპება, სისუსტესთან, ცხელებასთან ან მოწითალო-მოყავისფრო შარდთან ერთად (კუნთების დაზიანების სიმპტომებს ეწოდება რაბდომიოლიზი), რაც შეიძლება იყოს ლეტალური.

ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, სისხლიანი ღებინება ან “ყავის ნალექის მაგვარი“ ღებინება, ან მუქი შეფერილობის/კუპრისებრი განავალი, (კუჭ-ნაწლავის წყლულის სიმპტომები, შესაძლო სისხლდენით და პერფორაციით), რაც შეიძლება იყოს ლეტალური.

საყლაპავის ანთება (საყლაპავი მილის ამომფენი გარსის ანთება - მილი რომელიც აერთებს პირის ღრუს მუცლის ღრუსთან - იწვევს ტკივილს და ყლაპვის გაძნელებას).

სისხლის ნაკადის შემცირება ნაწლავებში (ნაწლავების იშემია), რაც შეიძლება იყოს ლეტალური.

ახალი კიბოს რისკი. ლეიკემია, სისხლის კიბოს ფორმა, გამოვლინდა პაციენტებში ოქსატუ-S-ის მიღების შემდეგ სხვა გარკვეულ მედიკამენტებთან კომბინაციისას. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ამ ტიპის კიბოს განვითარების რისკის შესახებ, როდესაც ხდება ოქსატუ-S-ის და სხვა გარკვეული მედიკამენტების მიღება.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, ან ისეთი გვერდით მოვლენების აღნიშვნის შემთხვევაში, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ დაგვეხმარებით უზრუნველვყოთ მეტი ინფორმაცია წამლი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

ოქსატუ-S-ის შენახვის პირობები

შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ნუ გამოიყენებთ ოქსატუ-S-ს შეფუთვაზე მოცემული ვარგისობის ვადის (EXP) -მითითებული თვის ბოლო დღის გასვლის შემდეგ.

შეინახოთ 25°C ტემპერატურაზე ქვემოთ. განზავებამდე შეინახეთ ფლაკონი გარე შეფუთვაში, რათა დაიცვათ სინათლისგან. არ გაყინოთ.

ქიმიური და ფიზიკური გამოყენების სტაბილურობა ვლინდება 48 საათის განმავლობაში 2°C-8°C ტემპერატურაზე და 24 საათის განმავლობაში - 25°C ტემპერატურაზე. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, ეს საინფუზიო პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.

არ გამოიყენოთ ოქსატუ-S, თუ შეამჩნევთ რომ ხსნარი არ არის სუფთა და შეცავს ნაწილაკებს.

დაუშვებელია ოქსატუ-S-ის კონტაქტი თვალთან ან კანთან. თუ მოხდა შემთხვევითი გაჟონვა დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ექთანს.

ინფუზიის დასრულების შემდეგ, ოქსატუ-S-ის უტილიზაცია ხდება ექიმის ან ექთნის მიერ სიფრთხილის დაცვით.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ოქსატუ-S

მოქმედი ნივთიერებაა ოქსალიპლატინი.

1მლ კონცენტრატი შეიცავს 5მგ ოქსალიპლატინს.

ერთი 10მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 50მგ ოქსალიპლატინს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია - ლაქტოზას მონოჰიდრატი (მიღებული ხბოს რენინისგან) და საინექციო წყალი.

ოქსატუ-S-ის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

ოქსატუ-S არის სუფთა და უფერო კონცენტრირებული ხსნარი ინტრავენური ინფუზიისთვის, რომელიც არ შეიცავს ნაწილაკებს.

ოქსატუ-S არის 10R ტიპი I გამჭვირვალე ტუბულარული შუშის ფლაკონი ნაცრისფერი ქლორობუტილის რეზინის დამჭერით და ალუმინის მოსახსნელი მწვანე ხუფიანი ფლაკონები 10 მლ ხსნარით.

შეფუთვის ზომები: 10 მლ

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი

Onko İlaç Sanayi ve Ticaret A.Ş

Gebze OSB2 Mah. 1700. Sk. No: 1703/2,

Çayırova/Kocaeli/თურქეთი

ტელეფონი: 0850 250 66 56

ელ-ფოსტა: [email protected]

მწარმოებელი

Onko İlaç Sanayi ve Ticaret A.Ş

OSB2 1700 Sk. No: 1703

Çayırova/Kocaeli/თურქეთი

ოქსატუ-S 50მგ/10მლ საინფუზიო ი/ვ კონცენტრირებული ხსნარი

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის მუშაკთათვის:

ოქსატუ-S 50მგ/10მლ-ის (კონცენტრირებული ხსნარი ი.ვ. ინფუზიისთვის) მომზადების სახელმძღვანელო

მნიშვნელოვანია, რომ წაიკითხოთ სრული ინფორმაცია ამ პროცედურასთან დაკავშირებით, სანამ მოამზადებთ ოქსატუ-S-ის საინფუზიო ხსნარს.

შემადგენლობა

ოქსატუ-S 50მგ/10მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად არის სუფთა, უფერო სითხე, რომელიც შეიცავს 5მგ/მლ ოქსალიპლატინს საინექციო წყალში.

გარეგნული სახე

ოქსატუ-S წარმოდგენილია ერთჯერადი დოზის ფლაკონების სახით. თითოეული ყუთი შეიცავს ერთ ოქსატუ-S-ის ფლაკონს.

ოქსატუ-S-ის 10 მლ ხსნარი მოთავსებულია 10 R ტიპის I გამჭირვალე შუშის ფლაკონში, რომელიც დალუქულია ნაცრისფერი ქლორბუტილის რეზინის საცობით და იასამნისფერი ალუმინის „ფლიპ-ოფ” ჩაჩით.

გასაყიდად შეფუთული ოქსალიპლატინი:

გაუხსნელი ფლაკონი: ეს სამედიცინო პროდუქტი არ საჭიროებს რაიმე სახის სპეციალურ შენახვის პირობებს.

საინფუზიო ხსნარი:

საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის 5%-იან დექსტროზას (50მგ/მლ) ხსნართან განზავების შემდეგ ქიმიური და ფიზიკური გამოყენების სტაბილურობა ვლინდება 48 საათის განმავლობაში 2°C-8°C ტემპერატურაზე და 24 საათის განმავლობაში - 25°C ტემპერატურაზე. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, ეს საინფუზიო პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.

თუ დაუყოვნებლივ არ გამოიყენებთ, შენახვის დრო და პირობები გამოყენებამდე წარმოადგენს მომხმარებლის პასუხისმგებლობას და ჩვეულებრივ არ უნდა აღემატებოდეს 24 სთ-ს 2°C-8°C ტემპერატურაზე, თუ განზავება არ განხორციელებულა კონტროლირებად და დადასტურებულად ასპტიკურ პირობებში.

გამოყენებამდე შეამოწმეთ ვიზუალურად. შესაძლებელია მხოლოდ სუფთა ხსნარის გამოყენება, რომელიც არ შეიცავს ნაწილაკებს. ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარი უნდა იქნას უტილიზებული.

რეკომენდაციები უსაფრთხო დამუშავებისთვის

როგორც სხვა პოტენციურად ტოქსიკური ნაერთების შემთხვევაში, საჭიროა სიფრთხილის დაცვა ოქსალიპლატინის ხსნარების მომზადებისას და დამუშავებისთვის.

ინსტრუქცია დამუშავებისთვის

ამ ციტოტოქსიკური ნივთიერების მოხმარება ჯანდაცვის მუშაკის მიერ საჭიროებს ყოველმხრივ სიფრთხილეს, რათა დაცული იყოს მანიპულატორის და მის გარემოცვის უსაფრთხოება.

ციტოტოქსიკური ნივთიერების საინექციო ხსნარის მომზადება უნდა განხორციელდეს დახელოვნებული სპეციალისტი-პერსონალის მიერ, რომელსაც აქვს ცოდნა გამოყენებულ მედიკამენტებთან დაკავშირებით, იმ პირობებში რომელიც უზრუნველყოფს პროდუქტის მთლიანობას, გარემოს დაცვას და კერძოდ პერსონალის დაცვას, რომელიც მუშაობს მედიკამენტებთან, საავადმყოფოს პოლიტიკის შესაბამისად. ამისათვის საჭიროა მომზადების სივრცე, რომელიც გამოყოფილი იქნება ამ მიზნისთვის. ამ სივრეში აკრძალულია, მოწევა, ჭამა ან დალევა.

პერსონალს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მასალები დამუშავებისთვის, გამორჩეული გრძელსახელოებიანი ხალათები, დამცავი ნიღბები, ჩაჩები, დამცავი სათვალე, სტერილური ერთჯერადი ხელთათმანი, დამცავი გადასაფარებლები სამუშაო სივრცისთვის, კონტეინერები და ტომრები ნარჩენებისთვის.

განავალი და ნაღებინები მასა უნდა დამუშავდეს სიფრთხილით.

ორსული ქალები უნდა მოერიდონ ციტოტოქსიკურ ნივთიერებებთან მუშაობას.

ნებისმიერი გატეხილი კონტეინერი უნდა დამუშავდეს იმავე სიფრთხილით და განხილული უნდა იქნას, როგორც დაბინძურებული ნარჩენი.

დაბინძურებული ნარჩენები უნდა დაიწვას შესაბამის ეტიკეტიან ხისტ კონტეინერებში. იხ. ქვემოთ თავი „უტილიზაცია“.

თუ ოქსატუ-S კონტაქტში შევიდა კანთან, დაუყოვნებლივ, საგულდაგულოდ ჩამოიბანეთ წყლით.

თუ ოქსატუ-S კონტაქტში შევიდა ლორწოვან გარსთან, დაუყოვნებლივ, საგულდაგულოდ ჩამოიბანეთ წყლით.

მომზადება ინტრავენური შეყვანისთვის

სპეციალური გაფრთხილებები შეყვანისთვის

არ გამოიყენოთ საინექციო მოწყობილობები, რომელიც შეიცავს ალუმინს.

არ შეიყანოთ განუზავებელი პრეპარატი.

გამხსნელის სახით გამოიყენეთ მხოლოდ დექსტროზას 5%-იანი (50მგ/მლ) საინფუზიო ხსნარი. ინფუზიისთვის არ განაზავოთ ნატრიუმის ქლორიდთან ან ქლორიდის შემცველ ხსნარებთან.

არ შეურიოთ სხვა რომელიმე სამედიცინო პროდუქტთან ერთსადაიმავე საინფუზიო ტომარაში ან არ შეიყვანოთ ერთდროულად ესთსადაიმავე საინფუზიო ხაზში.

არ შეურიოთ ტუტე სამედიცინო პროდუქტებთან ან ხსნარებთან, კერძოდ 5-ფლუოროურაცილთან, ფოლიუმის მჟავის პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავენ ტრომეტამოლს დამხმარე ნივთიერების სახით და სხვა მოქმედი ნივთიერებების ტრომეტამოლის მარილებს. ტუტე სამედიცინო პროდუქტები ან ხსნარები უარყოფითად მოქმედებს ოქსალიპლატინის სტაბილურობაზე.

ფოლიუმის მჟავასთან (კალციუმის ფოლინატის ან დინატრიუმის ფოლინატის სახით) ერთად გამოყენების ინსტრუქცია

250-500მლ 5%-იან დექსტროზას (50მგ/მლ) საინფუზიო ხსნარში განზავებული ოქსატუ-S 85მგ/მ2 ი.ვ. ინფუზია შეიყვანება იმავე დროს, როდესაც ფოლიუმის მჟავის ინტრავენური ინფუზია, რომელიც განზავებულია 5%-იან დექსტროზას (50მგ/მლ) საინფუზიო ხსნარში, 2-6 საათის განმავლობაში Y-ხაზის გამოყენებით, რომელიც უშუალოდ მდებარეობს საინფუზიო ადგილის წინ.

ამ ორი სამედიცინო პროდუქტის შერევა არ შეიძლება ერთსა და იმავე საინფუზიო ტომარაში. ფოლიუმის მჟავა არ უნდა შეიცავდეს ტრომეტამოლს დამხმარე ნივთერების სახით და უნდა განზავდეს მხოლოდ იზოტონური 5%-იანი (50მგ/მლ) დექსტროზას საინფუზიო ხსნარით, არ შეიძლება განზავება ტუტე ხსნარებით ან ნატრიუმის ქლორიდით ან ქლორიდის შემცველი ხსნარებით.

5-ფლუოროურაცილთან ერთად გამოყენების ინსტრუქცია

ოქსატუ-S-ის შეყვანა ყოველთვის უნდა მოხდეს ფლუოროპირიმიდინის - ე.ი. 5-ფლუოროურაცილის შეყვანის წინ. ოქსატუ-S-ის შეყვანის შემდეგ, გამორეცხეთ ხაზი და შემდეგ შეიყვანეთ 5-ფლუოროურაცილი.

ოქსატუ-S-თან კომბინირებულ სამედიცინო პროდუქტებთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შესაბამისი მწარმოებლის პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება.

გამოიყენეთ მხოლოდ რეკომენდებული გამხსნელები (იხ. ქვემოთ).

გამოიყენეთ მხოლოდ სუფთა გამხსნელები, რომელიც არ შეიცავს ნაწილაკებს.

საინფუზიო ხსნარის მომზადება

ამოიღეთ საჭირო რაოდენობის კონცენტრატი ფლაკონ(ებ)იდან და შემდეგ განაზავეთ 250-500 მლ 5%-იან დექსტროზას (50მგ/მლ) საინფუზიო ხსნარში, რათა ოქსალიპლატინის კონცენტრაცია იყოს არანაკლებ 0.2მგ/მლ - 0.7 მგ/მლ-ისა; კონცენტრაციის დიაპაზონი, სადაც ვლინდება ოქსატუ-S-ის ფიზიკო-ქიმიური სტაბილურობა, არის 0.2მგ/მლ - 0.7 მგ/მლ.

შეყვანა ინტრავენური ინფუზიით

5%-იან დექსტროზას (50მგ/მლ) საინფუზიო ხსნარში განზავების შემდეგ, ქიმიური და ფიზიკური გამოყენების სტაბილურობა ვლინდება 48 საათის განმავლობაში 2°C -8°C ტემპერატურაზე და 24 საათის განმავლობაში - 25°C ტემპერატურაზე.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, ეს საინფუზიო პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.

თუ დაუყოვნებლივ არ გამოიყენებთ, შენახვის დრო და პირობები გამოყენებამდე წარმოადგენს მომხმარებლის პასუხისმგებლობას და ჩვეულებრივ არ უნდა აღემატებოდეს 24 სთ-ს 2°C-8°C ტემპერატურაზე, თუ განზავება არ განხორციელებულა კონტროლირებად და დადასტურებულად ასპტიკურ პირობებში.

გამოყენებამდე შეამოწმეთ ვიზუალურად. შესაძლებელია მხოლოდ სუფთა ხსნარის გამოყენება, რომელიც არ შეიცავს ნაწილაკებს.

სამედიცინო პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარი უნდა იქნას უტილიზებული (იხ. თავი „უტილიზაცია“ ქვემოთ).

განსაზავებლად არასდროს არ გამოიყენოთ ნატრიუმის ქლორიდი ან ქლორიდის შემცველი ხსნარები.

ოქსატუ-S-ის თავსებადობა შემოწმდა PVC-ით (პოლივინილქლორიდი) დამზადებული ტიპიური შეყვანის კომპლექტებით.

ხსნარის ინფუზია

ოქსატუ-S-ის შეყვანას არ ესაჭიროება პრეჰიდრატაცია.

250-500 მლ 5%-იან დექსტროზას (50მგ/მლ) საინფუზიო ხსნარში განზავებული ოქსატუ-S, რომლის კონცენტრაცია უნდა იყოს არანაკლებ 0.2მგ/მლ, უნდა იქნას ინფუზიით შეყვანილი ან პერიფერიული ვენით ან ცენტრალური ნერვული ხაზით 2-6 საათის განმავლობაში. როდესაც ოქსატუ-S შეიყვანება 5-ფლუოროურაცილთან ერთად, მაშინ ოქსატუ-S-ის ინფუზია წინ უნდა უსწრებდეს 5-ფლუოროურაცილის შეყვანას.

უტილიზაცია

სამედიცინო პროდუქტის ნარჩენები, ასევე მასალები, რომლებიც გამოყენებულ იქნა განზავების და შეყვანის დროს უნდა იქნას უტილიზებული საავადმყოფოს სტანდარტული პროცედურების მიხედვით, რომელიც გამოიყენება ციტოტიქსიკურ ნივთიერებებთან მიმართებაში და ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც უკავშირდება საშიში ნარჩენების უტილიზაციას.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა