ოქსალპინი არის თეთრი ან მოთეთრო ფერის ფხვნილისებრი მასა, იგი იხსნება ხსნარში და შეიყვანება ინტრავენურად განზავების შემდეგ ოქსალპინი შეიცავს ოქსალიპლატინს აქტიური ნივთიერების სახით. მუყაოს კოლოფი შეიცავს 1 მინის ფლაკონს. თითოეული ფლაკონი შეიცავს აქტიურ ნივთერებას, 100 მგ ოქსალიპლატინს ფხვნილის სახით. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ოქსალიპლატინი (oxaliplatin)
- ფორმა და შეფუთვა
- ლიოფილიზებული ფხვნილი 100მგ/20მლ (5მგ/მლ) ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი 20მლ კონცენტრატის მოსამზადებლად ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Deva Holding A.Ş., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, პლატინის ნაერთები
- ATC კოდი
- L01XA03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043051
- რეგისტრირებულია
- 27 მარტი 2025, მოქმედებს 27 მარტი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „პსპ ფარმა“
- GMP
- -
ოქსალპინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ოქსალპინი არის თეთრი ან მოთეთრო ფერის ფხვნილისებრი მასა, იგი იხსნება ხსნარში და შეიყვანება ინტრავენურად განზავების შემდეგ
ოქსალპინი შეიცავს ოქსალიპლატინს აქტიური ნივთიერების სახით. მუყაოს კოლოფი შეიცავს 1 მინის ფლაკონს. თითოეული ფლაკონი შეიცავს აქტიურ ნივთერებას, 100 მგ ოქსალიპლატინს ფხვნილის სახით.
ოქსალპინი არის ანტინეოპლასტიური (კიბოს საწინააღმდეგო) პრეპარატი, რომელიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ და შეიცავს პლატინას.
თქვენმა ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ ოქსალპინი მსხვილი ნაწლავის კიბოს სამკურნალოდ (პირველადი სიმსივნის სრული რეზექციის შემდეგ) ან მსხვილი ნაწლავის და მსხვილი ნაწლავის ქვედა ნაწილის (სწორი ნაწლავის) კიბოს სამკურნალოდ, რომელიც გავრცელდა სხეულის სხვა ნაწილებზე.
ოქსალპინი შეიყვანება კიბოს სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, როგორიცაა 5-ფტორურაცილი და ფოლინის მჟავა, ბევაციზუმაბი, კაპეციტაბინი.
მიღების წესი და დოზირება
ოქსალპინი შეიყვანება ცენტრალური ვენური ხაზის ან პერიფერიული ვენის მეშვეობით ინტრავენური ინფუზიით. ოქსალპინის შეყვანა არ საჭიროებს ჰიპერჰიდრატაციას.
ოქსალპინის ინფუზია ყოველთვის უნდა ჩატარდეს 5-ფტორურაცილის (5-FU) ინფუზიამდე.
ექსტრავაზაციის შემთხვევაში, შეყვანა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
გამოყენებამდე ოქსალპინი უნდა განზავდეს. საინფუზიო ხსნარის ლიოფილიზებული ფხვნილის გასაზავებლად გამოიყენება მხოლოდ 5% დექსტროზის ხსნარი (50 მგ/მლ).
ისევე როგორც სხვა პოტენციურად ტოქსიკური ნაერთების შემთხვევაში, სიფრთხილეა საჭირო ოქსალპინთან მუშაობისას და მომზადებისას.
ინსტრუქციები გამოყენების შესახებ
ამ ციტოტოქსიური საშუალების გამოყენება ჯანდაცვის პერსონალის მიერ მოითხოვს ყველა სახის სიფრთხილეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს დამმუშავებლისა და მისი გარემოს დაცვა.
გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენები უნდა განადგურდეს „სამედიცინო ნარჩენების კონტროლის რეგლამენტის“ და „შეფუთვისა და შეფუთვის ნარჩენების კონტროლის წესების“ შესაბამისად.
ციტოტოქსიური საშუალებების საინექციო ხსნარების მომზადება უნდა განხორციელდეს ამ მედიკამენტების გამოყენების კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტის მიერ, იმ პირობებში, რომლებიც უზრუნველყოფენ სამკურნალო პროდუქტის მთლიანობას, გარემოს დაცვას და განსაკუთრებით მედიკამენტებთან მომუშავე პერსონალის დაცვას საავადმყოფოს დირექტივების შესაბამისად. ამისათვის საჭიროა კლინიკაში მოსამზადებელი ადგილის უზრუნველყოფა. ამ ადგილას უნდა აიკრძალოს მოწევა, ჭამა ან დალევა.
პერსონალს უნდა მიეწოდოს გამოყენებისთვის აუცილებელი შესაბამისი მასალები, განსაკუთრებით გრძელმკლავიანი ხალათები, დამცავი ნიღბები, ქუდები, დამცავი სათვალეები, სტერილური ერთჯერადი ხელთათმანები, სამუშაო ადგილის დამცავი გადასაფარებლები, კონტეინერები და ნარჩენების შესაგროვებელი ჩანთები.
ექსკრეცია და ღებინება სიფრთხილით უნდა იქნას გასუფთავებული.
ორსული ქალები უნდა იყვნენ გაფრთხილებული, რომ თავი აარიდონ ციტოტოქსიური საშუალებებით მუშაობას.
ნებისმიერი გატეხილი ფლაკონი უნდა დამუშავდეს შესაბამისი სიფრთხილით და ჩაითვალოს დაბინძურებულ ნარჩენად. დაბინძურებული ნარჩენები უნდა დაიწვას სათანადო ეტიკეტირებულ მყარ კონტეინერებში. იხილეთ ქვემოთ ნაწილი „უტილიზაცია“.
თუ ოქსალპინის ლიოფილიზებული ფხვნილი, რეკონსტიტუციური ხსნარი ან საინფუზიო ხსნარი კანთან ან ლორწოვან გარსებთან მოხვდება კონტაქტში, ის დაუყოვნებლივ და კარგად უნდა დაიბანოთ წყლით.
სპეციალური სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ალუმინის შემცველი საინექციო მოწყობილობა არ უნდა იქნას გამოყენებული.
არ უნდა იქნას გამოყენებული განზავების გარეშე.
მხოლოდ 5% დექსტროზის საინფუზიო ხსნარი (50 მგ/მლ) უნდა იქნას გამოყენებული გამხსნელად. არ უნდა განზავდეს 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით ან ქლორიდის შემცველი ხსნარით.
არ უნდა იყოს შერეული სხვა სამკურნალო საშუალებებთან იმავე საინფუზიო ტომარაში ან ერთდროულად შეყვანა იმავე საინფუზიო ხაზით.
არ უნდა იყოს შერეული ტუტე სამკურნალო საშუალებებთან ან ხსნარებთან; კერძოდ 5-ფტორურაცილთან (5-FU), ფოლინის მჟავას (FA) პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავენ ტრომეტამოლს, როგორც დამხმარე ნივთიერებას და სხვა აქტიური ნივთიერებების ტრომეტამოლის მარილებს. ტუტე მედიკამენტები ან ხსნარები უარყოფითად იმოქმედებს ოქსალიპლატინის სტაბილურობაზე.
გამოყენების ინსტრუქცია ფოლინის მჟავასთან (FA) ერთად (კალციუმის ფოლინატის ან დინატრიუმის ფოლინატის სახით)
ოქსალპინის 85 მგ/მ² ინტრავენური ინფუზია 250-დან 500 მლ დექსტროზის 5% (50 მგ/მლ) ხსნარში მიიღება ერთდროულად ფოლინის მჟავას (FA) ინტრავენური ინფუზიის დროს დექსტროზის 5% (50 მგ/მლ) ხსნარში, 2-დან 6 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, უშუალოდ შეყვანის ადგილზე, Y- ხაზის გამოყენებით.
ეს ორი სამკურნალო პროდუქტი არ უნდა შერეული ერთსა და იმავე საინფუზიო ტომარაში. ფოლინის მჟავა (FA) არ უნდა შეიცავდეს ტრომეტამოლს, როგორც დამხმარე ნივთიერებას და უნდა განზავდეს მხოლოდ იზოტონური დექსტროზის 5% (50 მგ/მლ) ხსნარის, ტუტე ხსნარების ან ნატრიუმის ქლორიდის ან ქლორიდის შემცველი ხსნარების გამოყენებით.
5-ფტორურაცილის გამოყენების ინსტრუქცია
ოქსალპინი ყოველთვის უნდა დაინიშნოს ფტორპირიმიდინამდე - ანუ 5 ფტორურაცილამდე (5-FU). ოქსალპინის მიღების შემდეგ, გამორეცხეთ საინფუზიო ხაზი და შემდეგ შეიყვანეთ 5-ფტორურაცილი (5-FU).
ოქსალპინთან კომბინირებული სამკურნალო საშუალებების გამოყენების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შესაბამისი მწარმოებლის პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება.
ფხვნილის რეკონსტრუქცია
ფხვნილის აღდგენისთვის გამოყენებული უნდა იქნეს საინექციო წყალი ან 5% გლუკოზის ხსნარი.
50 მგ ფლაკონისთვის: დაამატეთ 10 მლ გამხსნელი 5 მგ ოქსალპინი/მლ კონცენტრაციის მისაღებად.
100 მგ ფლაკონისთვის: დაამატეთ 20 მლ გამხსნელი 5 მგ ოქსალპინი/მლ კონცენტრაციის მისაღებად.
გამოყენებამდე შეამოწმეთ ვიზუალურად. უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარები ნაწილაკების გარეშე. სამკურნალო პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ნებისმიერი გამოუყენებელი კონცენტრატის ხსნარი უნდა განადგურდეს.
გაზავება ინტრავენური ინფუზიისთვის
ამოიღეთ აღდგენილი ხსნარის საჭირო რაოდენობა ფლაკონ(ებ)იდან და შემდეგ გააზავეთ 250 მლ-დან 500 მლ-მდე 5% (50 მგ/მლ) დექსტროზის ხსნარით, რათა მიიღოთ ოქსალპინის 0.2 მგ/მლ-დან 2 მგ/მლ-მდე კონცენტრაცია. კონცენტრაციის დიაპაზონი, რომლისთვისაც ნაჩვენებია ოქსალიპლატინის ფიზიკურ-ქიმიური სტაბილურობა, არის 0,2 მგ/მლ-დან 2 მგ/მლ-მდე. შეიყვანება ინტრავენური (IV) ინფუზიით.
5% (50 მგ/მლ) დექსტროზის ხსნარში განზავების შემდეგ, ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა გამოვლინდა 24 საათის განმავლობაში +2°C - +8°C ტემპერატურაზე.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, ეს საინფუზიო პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.
თუ არ მოხდება ხსნარის დაუყონებლივი გამოყენება, მისი შენახვის ვადებისა და პირობებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს და, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2°C -8°C ტემპერატურაზე, თუ განზავება არ მომხდარა კონტროლირებად და დადასტურებულ ასეპტიკურ პირობებში. ის არ უნდა ინახებოდეს ოთახის ტემპერატურაზე და დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.
გამოყენებამდე შეამოწმეთ ვიზუალურად. უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარები ნაწილაკების გარეშე.
ეს სამკურნალო პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ნებისმიერი გამოუყენებელი საინფუზიო ხსნარი უნდა განადგურდეს (იხ. ქვემოთ ნაწილი ,,უტილიზაცია“).
არასოდეს გამოიყენოთ ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი ან ქლორიდის შემცველი ხსნარები გაზავების მიზნით.
ოქსალპინის საინფუზიო ხსნარის თავსებადობა შემოწმებულია PVC-ზე დაფუძნებული ადმინისტრირების კომპლექტებით.
ინფუზია
ოქსალპინის მიღება არ საჭიროებს პრეჰიდრატაციას.
ოქსალპინი, რომელიც გაზავებულია 250-დან 500 მლ 5%-იან (50 მგ/მლ) დექსტროზის ხსნარში, რათა შეყვანილი იქნეს კონცენტრაცია არანაკლებ 0,2 მგ/მლ ოდენობით, უნდა შეიყვანოთ პერიფერიულ ვენაში ან ცენტრალურ ვენაშუ კათეტერით 2-დან 6 საათის განმავლობაში. თუ ოქსალპინი შეიყვანება 5-ფტორურაცილთან ერთად (5-FU), ოქსალპინის ინფუზია წინ უნდა უსწრებდეს 5-ფტორურაცილის (5-FU) შეყვანას.
უტილიზაცია
პროდუქტის ნარჩენები, ისევე როგორც მისი განზავებისა და გამოყენებისას გამოყენებული ყველა მასალა, უნდა განადგურდეს "სამედიცინო ნარჩენების კონტროლის რეგლამენტის" და "შეფუთვისა და შეფუთვის ნარჩენების კონტროლის წესების" მოთხოვნების შესაბამისად, სახიფათო ნარჩენების განადგურების შესახებ წესების და ციტოსტატიკური აგენტებისთვის მოქმედი საავადმყოფოს სტანდარტული პროცედურების შესაბამისად.
ბეჭედი დევა ჰოლდინგ ა.ს.
თარგმანი სწორია:
უკუჩვენებები
მოერიდეთ დაორსულებას ოქსალპინით მკურნალობის პერიოდში და გამოიყენეთ ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტები. წინააღმდეგ შემთხვევაში მედიკამენტმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს თქვენს ჩვილს.
თუ მოხდება დაორსულება მკურნალობის პერიოდში, უნდა სასწრაფოდ აცნობოთ ექიმს. უნდა გამოიყენოთ კონტრაცეპტული საშუალებები მკურნალობის პერიოდში და თერაპიის დასრულებიდან მდედრობით სქესის პაციენტებმა 4 თვის განმავლობაში, ხოლო მამრობით სქესის პაციენტებმა 6 თვის განმავლობაში.
თუ გახდება ცნობილი, რომ დაორსულდით მკურნალობის პერიოდში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის სასწრაფოდ.
ლაქტაცია
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
არ კვებოთ ჩვილი ძუძუთი ოქსალპინით მკურნალობის პერიოდში.
სიფრთხილის ზომები
არ შეიძლება ოქსალპინის გამოყენება შემდეგ სიტუაციებში:
ადრე გამოვლინდა ჰიპერმგრძნობიარობა (ალერგია) ოქსალიპლატინის მიმართ.
ძუძუთი კვებავთ ჩვილს.
გაქვთ სისხლის უჯრედების (სისხლის თეთრი უჯრედები და/ან თრომბოციტები) შემცირებული რაოდენობა.
გაქვთ ჩხვლეტა და დაბუჟება თითებში და/ან ფეხის თითებში და გირთულდებათ დელიკატური დავალებების შესრულება, როგორიცაა ტანსაცმლის ღილების შეკვრა.
ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას.
ოქსალპინი გამოიყენება სიფრთხილით შემდეგ სიტუაციებში:
წარსულში აღინიშნა ჰიპერმგრძნობიარობა (ალერგია) პლატინის შემცველი მედიკამენტების მიმართ, როგორიცაა კარბოპლატინი ან ცისპლატინი. ალერგიული რეაქციები შეიძლება მოხდეს ოქსალიპლატინის ნებისმიერი ინფუზიის დროს.
გაქვთ თირკმლის მძიმე ან საშუალო სიმძიმის უკმარისობა.
გაქვთ ღვიძლის პრობლემები.
თქვენ გაწუხებთ მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება შექცევადი უკანა ლეიკოენცეფალოპათიის სინდრომი (სიმპტომები მოიცავს: თავის ტკივილს, გონებრივი ფუნქციის შეცვლას, ტრემორს და მხედველობის დარღვევას, დაწყებული მხედველობის დაბინდვიდან მხედველობის დაკარგვამდე და ზოგჯერ მაღალ არტერიულ წნევას.
თქვენ ხართ მამრობითი სქესის და გეგმავთ შვილის ყოლას (ოქსალპინმა შეიძლება დაარღვიოს ნაყოფიერება. მამრობითი სქესის პაციენტებმა არ უნდა მოახდინონ განაყოფიერება მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში. ექიმი მოგცემთ შესაბამის მითითებებს თქვენი სპერმის კონსერვაციის შესახებ).
გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს, მაშინაც კი, თუ ეს გაფრთხილებები აღნიშა თქვენს შემთხვევაში წარსულშიც ნებისმიერ დროს.
ოქსალპინის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ამ მედიკამენტის ინფუზიის დროს ან ინფუზიის შემდგომ საათებში შეიძლება განიცადოთ სენსორული დარღვევები, როგორიცაა ჩხვლეტა და დაბუჟება პირის ღრუს ან ყელის არეში. ამის პრევენციის მიზნით, მოერიდეთ სიცივეს და ასევე არ მიიღოთ ცივი საკვები და/ან სასმელი ოქსალპინის მიღებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
არ ჩაიტაროთ სხვა მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რადგან შეიძლება მოხდეს ოქსალპინსა და სხვა მედიკამენტებს შორის ურთიერთქმედება.
გამოყენება ნეფროტოქსიური ეფექტის მქონე პრეპარატებთან ერთად:
ვინაიდან ოქსალპინი გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით, ამ პროდუქტის გამოყოფა შეიძლება შემცირდეს ნეფროტოქსიური ეფექტის მქონე სხვა პრეპარატების ერთდროული მიღებით.
გამოყენება 5-ფტორურაცილთან (5-FU) კომბინაციაში:
როდესაც ოქსალპინი შეიყვანება ჩვეულებრივი დოზით 5-FU-სთან ერთად, არ ხდება 5-FU ეფექტის არც გაზრდა და არც შემცირება. თუ ჩვეულებრივზე მაღალი დოზაა შეყვანილი, 5-FU-ის ეფექტი შეიძლება გაიზარდოს.
თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ სამკურნალო საშუალებებს, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ოქსალპინით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევის, გულისრევის და ღებინების გაზრდილი რისკი, ისევე როგორც სხვა ნევროლოგიური სიმპტომები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სიარულისა და წონასწორობის მხრივ და გამოიწვიოს მხედველობის დარღვევა და მხედველობის დროებითი დაკარგვა. თუ ეს სიმპტომები გამოვლინდა პრეპარატის მიღების შემდეგ, არ უნდა მართოთ ავტომობილი ან მექანიზმები.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ოქსალპინის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ის არ შეიცავს ინგრედიენტს, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილის ზომებს.
გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ოქსალპინმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები მისი ინგრედიენტების მიმართ მგრძნობელობის მქონე ადამიანებში.
შეწყვიტეთ ოქსალპინის მიღება, დაუყონებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას, თუ თქვენ გაქვთ რომელიმე შემდეგი გვერდითი მოვლენა:
ანომალიური სისხლჩაქცევები, სისხლდენა ან ინფექციის ნიშნები, როგორიცაა ყელის ტკივილი და მაღალი ტემპერატურა
ქრონიკული ან მძიმე დიარეა ან ღებინება
ტკივილები და ტუჩები ან პირის ღრუს წყლულები
აუხსნელი რესპირატორული სიმპტომები, როგორიცაა მშრალი ხველა, სუნთქვის გაძნელება ან ხიხინი
ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია)
ღებინების სეკრეტში სისხლის ან ყავისფერი ფერის ნაწილაკების არსებობა
სიმპტომების ჯგუფი, როგორიცაა თავის ტკივილი, შეცვლილი გონებრივი ფუნქციონირება, კრუნჩხვები და პათოლოგიური მხედველობა დაბინდვიდან მხედველობის დაკარგვამდე და ზოგჯერ ჰიპერტენზია (შექცევადი უკანა ლეიკოენცეფალოპათიის სინდრომის სიმპტომები, იშვიათი ნევროლოგიური აშლილობა)
ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ თქვენ განიცდით რომელიმე მათგანს, შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
ეს სერიოზული გვერდითი ეფექტები ვლინდება ხშირად ან ძალიან ხშირად.
აცნობეთ ექიმს, თუ შენიშავთ შემდეგ მოვლენებს:
შეიძლება აღინიშნოს სისხლის უჯრედების რაოდენობის დროებითი შემცირება, რის შედეგადაც განვითარდეს ანემია, პათოლოგიური სისხლდენა ან სისხლჩაქცევები (თრომბოციტების შემცირების გამო) და ინფექციები (სისხლის თეთრი უჯრედების შემცირების გამო).
თქვენი ექიმი ჩაატარებს სისხლის ანალიზს მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის ყოველი მომდევნო რაუნდის წინ, რათა შეამოწმოს, გაქვთ თუ არა საკმარისი სისხლის უჯრედები.
მადის დაკარგვა, სისხლში შაქრის დონის პათოლოგიური ცვლილებები, ძალის დაკარგვა და გულისცემის ცვლილება.
სენსორული ნერვის დარღვევები (პერიფერიული სენსორული ნეიროპათია), სენსორული დარღვევები, გემოვნების ცვლილებები, თავის ტკივილი.
ოქსალპინს შეუძლია გავლენა მოახდინოს ნერვებზე (პერიფერიული სენსორული ნეიროპათია). შეიძლება განიცადოთ ჩხვლეტა და დაბუჟება თითების და/ან ფეხის თითების, პირის ღრუს ან ყელის არეში, ზოგჯერ თან ახლავს კრუნჩხვები. ეს ეფექტები ხშირად გამოწვეულია სიცივის ზემოქმედებით (მაგ., მაცივრის გახსნა ან ცივი სასმელის მიღება). ასევე შესაძლოა გაგიჭირდეთ ისეთი დეტალური საქმიანობების შესრულება, როგორიცაა ტანსაცმლის ღილების შეკვრა. უმეტეს შემთხვევაში, ეს სიმპტომები მთლიანად ქრება. თუმცა, არსებობს შესაძლებლობა, რომ პერიფერიული სენსორული ნეიროპათიის სიმპტომები შენარჩუნდეს მკურნალობის დასრულების შემდეგაც. ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა ჩხვლეტის ან ელექტროშოკის მსგავსი შეგრძნება მკლავებში ან ტანში კისრის მოხრის დროს.
ცხვირიდან სისხლდენა
გულისრევა, კუჭის ტკივილი, ყაბზობა
თქვენი ექიმი დაგინიშნავთ მედიკამენტებს გულისრევის თავიდან ასაცილებლად მკურნალობამდე და მის შემდეგ.
კანის დაავადებები, თმის ცვენა
ზურგის ტკივილი
დაღლილობა, ცხელება, ტრემორი, სისუსტე, ტკივილი, ტკივილი ინექციის ადგილზე
ესენი წარმოადგენენ ოქსალპინის ძალიან გავრცელებულ გვერდით მოვლენებს.
ცხვირიდან გამონადენი, ზედა სასუნთქი გზების დარღვევები, სისხლის უჯრედების შემცირება, რომელსაც თან ახლავს ცხელება (ფებრილური ნეიტროპენია)/ინფექცია სისხლის უჯრედების შემცირების გამო (ნეიტროპენიური სეფსისი)
ჰიპერმგრძნობელობა (ანგიონევროზული შეშუპება), რომელიც იწვევს სასუნთქი გზების შებოჭილობას, გულმკერდის ტკივილს, სახის და ყელის შეშუპებას, არტერიული წნევის დაქვეითებას,
სხეულის წყლის დაკარგვა (დეჰიდრატაცია)
დეპრესია, უძილობა
თავბრუსხვევა, კისრის დაჭიმულობა
თვალის სიწითლე/წვა (კონიუნქტივიტი), მხედველობის დარღვევა
სისხლდენა, სიწითლე, სისხლი შარდში/განავალში, ჰიპერტენზია
სისხლის შედედების წარმოქმნა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფეხის შეშუპება ან სიწითლე (ღრმა ვენის თრომბოზი), სისხლის შედედება ვენებში, რომლებიც აწვდიან სისხლს ფილტვებში (ფილტვის ემბოლია)
სლოკინი
საჭმლის მონელების დარღვევა, გულძმარვა
კანის აქერცვლა, გამონაყარი კანზე, რომელიც შეიძლება იყოს ქავილი და წითელი, მომატებული ოფლიანობა, ფრჩხილების დარღვევები
სახსრების ტკივილი, ძვლის ტკივილი
შარდში სისხლი, ტკივილი შარდვისას და შარდვის სიხშირის ცვლილება.
ესენი არის ოქსალპინის ხშირი გვერდითი მოვლენები.
ნერვული აშლილობა
სმენის ნერვის დარღვევა (ოტოტოქსიურობა)
ნაწლავის ბლოკირება
ესენი წარმოადგენენ ოქსალპინის იშვიათ გვერდით მოვლენებს.
სიტყვების დამარცვლის უუნარობა
მხედველობის სიმახვილის გარდამავალი დაქვეითება, მხედველობის ველის დარღვევა, მხედველობის ნერვის დარღვევა (მხედველობის ნევრიტის გამო)
მყესის რეფლექსების დაკარგვა, რომლებიც აერთებს კუნთს ძვალთან. უეცარი და გარდამავალი ელექტრული შოკის მსგავსი შეგრძნება კისრის მოხრისას (ლერმიტის სინდრომი)
სიყრუე
ფილტვების სუნთქვის გაძნელება (ზოგჯერ ფატალური) (ფილტვის ინტერსტიციული დაავადება, ფილტვის ფიბროზის გამო)
მსხვილი ნაწლავის ანთება (დიარეით და განავალში სისხლით და ლორწით)
პანკრეასის ანთება (ჩნდება ძლიერი ტკივილის, კრუნჩხვების და ღებინების სახით)
ეს ყველა არის ოქსალპინის იშვიათი გვერდითი მოვლენები.
ღვიძლის/თირკმელების დაავადებები
ეს ყველა არის ოქსალპინის ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები.
მცირე შარდის გამოყოფა (თირკმლის უკმარისობა)
კუნთების ძლიერი სპაზმი
კრუნჩხვა (კონვულსია)
ხორხის სპაზმი (ლარინგოსპაზმი)
ეს ყველა არის ოქსალპინის უცნობი სიხშირის გვერდითი ეფექტები.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ თქვენ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მათ შორის ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ შეატყობინოთ თქვენი გვერდითი ეფექტების შესახებ თურქეთის ფარმაკოლოგიურ ცენტრს (TÜFAM) უშუალოდ ბმულზე „წამლის გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინების“ მეშვეობით, ვებ-გვერდზე www.titck.gov.tr ან შეგიძლიათ დარეკოთ გვერდითი ეფექტების შეტყობინების ცხელ ხაზზე 0 800 314 00 08. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
თუ თქვენ შენიშავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის პირობები
შეინახეთ ოქსალპინი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და საწყის შეფუთვაში.
აღდგენამდე შეინახეთ ფლაკონი ოთახის არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე და შეინახეთ საწყის შეფუთვაში. დაიცავით სინათლისგან.
განზავების შემდეგ ის უნდა იქნას გამოყენებული 24 საათის განმავლობაში 2-8°C-ზე შენახვისას.
ოქსალპინი არ უნდა მოხვდეს კონტაქტში თვალებთან ან კანთან. თუ შემთხვევით დაიღვარა ის, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან სამედიცინო პერსონალს.
ინფუზიის დასრულების შემდეგ ოქსალპინი სათანადოდ უნდა განადგურდეს თქვენი ექიმის ან სამედიცინო პერსონალის მიერ.
გამოიყენეთ მედიკამენტი ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ ოქსალპინი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
არ გამოიყენოთ ოქსალპინი, თუ შეამჩნევთ რაიმე დეფექტს პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე.
ციტოტოქსიური და ციტოსტატიკური ადამიანის სამკურნალო საშუალებების შეფუთვის ნარჩენები წარმოადგენენ სახიფათო ნარჩენებს და ამ ნარჩენების უტილიზაცია ხდება ოფიციალურ ჟურნალში 2/4/2015 თარიღით და 29314 ნომრით გამოქვეყნებული ნარჩენების უტილიზაციის შესახებ დებულების შესაბამისად.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით ისინი გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს შესაბამის შეგროვების სისტემას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
დანართი ფურცელი
ოქსალპინი 100 მგ/20 მლ IV საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი ლიოფილიზებული ფხვნილი
შეიყვანება ინტრავენური გზით
სტერილური, ციტოტოქსიური
აქტიური ნივთიერება: თითოეული ფლაკონი შეიცავს 100 მგ ოქსალიპლატინს. რეკომენდაციის მიხედვით გაზავების შემდეგ მიიღება 5 მგ ოქსალიპლატინი ყოველ მლ-ზე.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი (მიღებული ჩლიქოსანი საქონლის რძიდან).
ამ პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ დანართი ფურცელი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად. არ გადასცეთ ის სხვებს გამოყენების მიზნით.
ამ მედიკამენტით მკურნალობის პერიოდში უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, რომ იღებთ ამ სამკურნალო საშუალებას ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას.
ზუსტად დაიცავით ამ გამოყენების ინსტრუქციაში მითითებული რეკომენდაციები. არ მიიღოთ რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზირება თვითნებურად.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:
- რას წარმოადგენს ოქსალპინი და რისთვის გამოიყენება
- ინფორმაცია ოქსალპინის გამოყენებამდე
- ოქსალპინის მიღების წესი
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
- ოქსალპინის შენახვის პირობები
- რას წარმოადგენს ოქსალპინი და რისთვის გამოიყენება
ოქსალპინი არის თეთრი ან მოთეთრო ფერის ფხვნილისებრი მასა, იგი იხსნება ხსნარში და შეიყვანება ინტრავენურად განზავების შემდეგ
ოქსალპინი შეიცავს ოქსალიპლატინს აქტიური ნივთიერების სახით. მუყაოს კოლოფი შეიცავს 1 მინის ფლაკონს. თითოეული ფლაკონი შეიცავს აქტიურ ნივთერებას, 100 მგ ოქსალიპლატინს ფხვნილის სახით.
ოქსალპინი არის ანტინეოპლასტიური (კიბოს საწინააღმდეგო) პრეპარატი, რომელიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ და შეიცავს პლატინას.
თქვენმა ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ ოქსალპინი მსხვილი ნაწლავის კიბოს სამკურნალოდ (პირველადი სიმსივნის სრული რეზექციის შემდეგ) ან მსხვილი ნაწლავის და მსხვილი ნაწლავის ქვედა ნაწილის (სწორი ნაწლავის) კიბოს სამკურნალოდ, რომელიც გავრცელდა სხეულის სხვა ნაწილებზე.
ოქსალპინი შეიყვანება კიბოს სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, როგორიცაა 5-ფტორურაცილი და ფოლინის მჟავა, ბევაციზუმაბი, კაპეციტაბინი.
- ინფორმაცია ოქსალპინის გამოყენებამდე
არ შეიძლება ოქსალპინის გამოყენება შემდეგ სიტუაციებში:
ადრე გამოვლინდა ჰიპერმგრძნობიარობა (ალერგია) ოქსალიპლატინის მიმართ.
ძუძუთი კვებავთ ჩვილს.
გაქვთ სისხლის უჯრედების (სისხლის თეთრი უჯრედები და/ან თრომბოციტები) შემცირებული რაოდენობა.
გაქვთ ჩხვლეტა და დაბუჟება თითებში და/ან ფეხის თითებში და გირთულდებათ დელიკატური დავალებების შესრულება, როგორიცაა ტანსაცმლის ღილების შეკვრა.
ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას.
ოქსალპინი გამოიყენება სიფრთხილით შემდეგ სიტუაციებში:
წარსულში აღინიშნა ჰიპერმგრძნობიარობა (ალერგია) პლატინის შემცველი მედიკამენტების მიმართ, როგორიცაა კარბოპლატინი ან ცისპლატინი. ალერგიული რეაქციები შეიძლება მოხდეს ოქსალიპლატინის ნებისმიერი ინფუზიის დროს.
გაქვთ თირკმლის მძიმე ან საშუალო სიმძიმის უკმარისობა.
გაქვთ ღვიძლის პრობლემები.
თქვენ გაწუხებთ მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება შექცევადი უკანა ლეიკოენცეფალოპათიის სინდრომი (სიმპტომები მოიცავს: თავის ტკივილს, გონებრივი ფუნქციის შეცვლას, ტრემორს და მხედველობის დარღვევას, დაწყებული მხედველობის დაბინდვიდან მხედველობის დაკარგვამდე და ზოგჯერ მაღალ არტერიულ წნევას.
თქვენ ხართ მამრობითი სქესის და გეგმავთ შვილის ყოლას (ოქსალპინმა შეიძლება დაარღვიოს ნაყოფიერება. მამრობითი სქესის პაციენტებმა არ უნდა მოახდინონ განაყოფიერება მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში. ექიმი მოგცემთ შესაბამის მითითებებს თქვენი სპერმის კონსერვაციის შესახებ).
გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს, მაშინაც კი, თუ ეს გაფრთხილებები აღნიშა თქვენს შემთხვევაში წარსულშიც ნებისმიერ დროს.
ოქსალპინის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ამ მედიკამენტის ინფუზიის დროს ან ინფუზიის შემდგომ საათებში შეიძლება განიცადოთ სენსორული დარღვევები, როგორიცაა ჩხვლეტა და დაბუჟება პირის ღრუს ან ყელის არეში. ამის პრევენციის მიზნით, მოერიდეთ სიცივეს და ასევე არ მიიღოთ ცივი საკვები და/ან სასმელი ოქსალპინის მიღებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში.
ორსულობა
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
არ გამოიყენოთ ოქსალპინი თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას
მოერიდეთ დაორსულებას ოქსალპინით მკურნალობის პერიოდში და გამოიყენეთ ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტები. წინააღმდეგ შემთხვევაში მედიკამენტმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს თქვენს ჩვილს.
თუ მოხდება დაორსულება მკურნალობის პერიოდში, უნდა სასწრაფოდ აცნობოთ ექიმს. უნდა გამოიყენოთ კონტრაცეპტული საშუალებები მკურნალობის პერიოდში და თერაპიის დასრულებიდან მდედრობით სქესის პაციენტებმა 4 თვის განმავლობაში, ხოლო მამრობით სქესის პაციენტებმა 6 თვის განმავლობაში.
თუ გახდება ცნობილი, რომ დაორსულდით მკურნალობის პერიოდში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის სასწრაფოდ.
ლაქტაცია
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
არ კვებოთ ჩვილი ძუძუთი ოქსალპინით მკურნალობის პერიოდში.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
ოქსალპინით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევის, გულისრევის და ღებინების გაზრდილი რისკი, ისევე როგორც სხვა ნევროლოგიური სიმპტომები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სიარულისა და წონასწორობის მხრივ და გამოიწვიოს მხედველობის დარღვევა და მხედველობის დროებითი დაკარგვა. თუ ეს სიმპტომები გამოვლინდა პრეპარატის მიღების შემდეგ, არ უნდა მართოთ ავტომობილი ან მექანიზმები.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ოქსალპინის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ის არ შეიცავს ინგრედიენტს, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილის ზომებს.
გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად
არ ჩაიტაროთ სხვა მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რადგან შეიძლება მოხდეს ოქსალპინსა და სხვა მედიკამენტებს შორის ურთიერთქმედება.
გამოყენება ნეფროტოქსიური ეფექტის მქონე პრეპარატებთან ერთად:
ვინაიდან ოქსალპინი გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით, ამ პროდუქტის გამოყოფა შეიძლება შემცირდეს ნეფროტოქსიური ეფექტის მქონე სხვა პრეპარატების ერთდროული მიღებით.
გამოყენება 5-ფტორურაცილთან (5-FU) კომბინაციაში:
როდესაც ოქსალპინი შეიყვანება ჩვეულებრივი დოზით 5-FU-სთან ერთად, არ ხდება 5-FU ეფექტის არც გაზრდა და არც შემცირება. თუ ჩვეულებრივზე მაღალი დოზაა შეყვანილი, 5-FU-ის ეფექტი შეიძლება გაიზარდოს.
თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ სამკურნალო საშუალებებს, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ოქსალპინის მიღების წესი
მითითებები სათანადო გამოყენებისა და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ
ოქსალპინი გამოიყენება მხოლოდ უფროსებში.
ოქსალპინის დოზა განისაზღვრება თქვენი ექიმის მიერ სხეულის ფართობის შესაბამისად. თქვენი სხეულის ფართობი დაიანგარიშება თქვენი სიმაღლისა და წონის მიხედვით.
რეკომენდებული დოზა უფროსებში ხანდაზმულების ჩათვლით არის 85 მგ (85მგ/მ2) ან 100-130 მგ (100-130 მგ/მ2) სხეულის ფართობის ყოველ მ2-ზე. დოზა ასევე დამოკიდებულია თქვენი სისხლის ანალიზის შედეგებზე და გქონდათ თუ არა ადრე გვერდითი მოვლენები ოქსალპინზე. თირკმლის მძიმე პრობლემების შემთხვევაში რეკომენდებულია ოქსალპინისის საწყისი დოზა 65 მგ/მ².
ინფუზიის შეყვანის ჩვეულებრივი სიხშირე იქნება 2 ან 3 კვირაში ერთხელ.
მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს თქვენი ექიმი.
თქვენი მკურნალობის პერიოდი გაგრძელდება მაქსიმუმ 6 თვე, როდესაც გამოიყენება სიმსივნის სრული რეზექციის შემდეგ.
მიღების გზა და მეთოდი:
ოქსალპინს დაგინიშნავთ კიბოს მკურნალობის სპეციალისტი (ონკოლოგი)
თქვენი მკურნალობა ჩატარდება ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ ოქსალპინის შესაბამისი დოზის გამოთვლის შემდეგ.
ოქსალპინი შეიყვანება ნელი ინექციის გზით თქვენს ერთ-ერთ ვენაში (ინტრავენური ინფუზია). ინფუზია გაგრძელდება 2-დან 6 საათამდე და ტარდება საავადმყოფოში.
ოქსალპინი შეიყვანება ფოლინის მჟავასთან ერთად და 5-ფტორურაცილის ინფუზიამდე.
ფხვნილის აღდგენა
ფხვნილის აღდგენისთვის გამოყენებული უნდა იქნას საინექციო წყალი ან 5% გლუკოზის ხსნარი.
50 მგ ფლაკონისთვის: დაამატეთ 10 მლ გამხსნელი 5 მგ ოქსალპინი/მლ კონცენტრაციის მისაღებად.
100 მგ ფლაკონისთვის: დაამატეთ 20 მლ გამხსნელი 5 მგ ოქსალპინი/მლ კონცენტრაციის მისაღებად.
გამოყენებამდე შეამოწმეთ ვიზუალურად. უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარები ნაწილაკების გარეშე.
ეს სამკურნალო პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ნებისმიერი გამოუყენებელი კონცენტრატის ხსნარი უნდა განადგურდეს.
ხსნარის გაზავება ინტრავენური ინფუზიისთვის
ამოიღეთ აღდგენილი ხსნარის საჭირო რაოდენობა ფლაკონ(ებ)იდან და შემდეგ გააზავეთ 250 მლ-დან 500 მლ-მდე 5% (50 მგ/მლ) დექსტროზის ხსნარით, რათა მიიღოთ ოქსალპინის 0.2 მგ/მლ-დან 2 მგ/მლ-მდე კონცენტრაცია. კონცენტრაციის დიაპაზონი, რომლისთვისაც ნაჩვენებია ოქსალიპლატინის ფიზიკურ-ქიმიური სტაბილურობა, არის 0,2 მგ/მლ-დან 2 მგ/მლ-მდე.
პრეპარატი შეიყვანება ინტრავენური (IV) ინფუზიის გზით.
5% (50 მგ/მლ) დექსტროზის ხსნარში გაზავების შემდეგ, ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა გამოვლინდა გამოყენებისას 24 საათის განმავლობაში +2°C - +8°C ტემპერატურაზე. თუ არ მოხდება მისი დაუყონებლივი გამოყენება, მაშინ გამოყენებისას შენახვის ვადებსა და პირობებზე პასუხისმგებლობა გამოყენებამდე ეკისრება მომხმარებელს და, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2°C -8°C ტემპერატურაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გაზავება განხორციელდა კონტროლირებად და დადასტურებულ ასეპტიკურ პირობებში. არ უნდა ინახებოდეს ოთახის ტემპერატურაზე და დაუყოვნებლივ გამოიყენოთ. გამოყენებამდე შეამოწმეთ ვიზუალურად. უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარები ნაწილაკების გარეშე.
ეს სამკურნალო პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ნებისმიერი გამოუყენებელი საინფუზიო ხსნარი უნდა განადგურდეს. არასოდეს გამოიყენოთ ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი ან ქლორიდის შემცველი ხსნარები გასაზავებლად. ოქსალპინის საინფუზიო ხსნარის თავსებადობა შემოწმებულია PVC-ზე დაფუძნებული, წარმომადგენლობითი ადმინისტრირების კომპლექტებით.
ინფუზია
ოქსალპინის შეყვანისათვის არ არის საჭირო პრეჰიდრატაცია.
ოქსალპინი, რომელიც განზავებული 250-დან 500 მლ 5% (50 მგ/მლ) დექსტროზის ხსნარში, რათა მიღებული იქნეს არანაკლებ 0,2 მგ/მლ კონცენტრაცია, უნდა იქნეს შეყვანილი პერიფერიულ ვენაში ან ცენტრალურ ვენაში კათეტერით 2-დან 6 საათის განმავლობაში. როდესაც ოქსალპინი შეიყვანება 5-ფტორურაცილთან ერთად (5-FU), ოქსალპინის ინფუზია წინ უნდა უსწრებდეს 5-ფტორურაცილის (5-FU) ინფუზიას.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი
გამოყენება ბავშვებში
არ არსებობს კლინიკური მონაცემები ბავშვებში და მოზარდებში გამოყენების შესახებ. ის არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში და მოზარდებში.
გამოყენება ხანდაზმულებში
ხანდაზმულებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
გამოყენების სპეციალური პირობები
ის უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მოზრდილებში.
თირკმლის უკმარისობა
საწყისი დოზა პაციენტებში თირკმლის მძიმე ფუნქციის დარღვევით განისაზღვრება თქვენი ექიმის მიერ.
ღვიძლის უკმარისობა
დოზის კორექცია საჭირო არ არის; თუმცა, ის ფრთხილად უნდა იქნას გამოყენებული.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ოქსალპინის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ ოქსალპინის საჭიროზე მეტი დოზა:
ვინაიდან ოქსალპინი გაგიკეთდებათ სამედიცინო პერსონალის მიერ, ნაკლებად სავარაუდოა, დოზირების გადაჭარბება ან მცირე დოზის გამოყენება.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს უფრო მეტი გვერდითი მოვლენა. თქვენი ექიმი დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას ამ გვერდითი ეფექტების აღმოფხვრის მიზნით.
თუ მიიღეთ ოქსალპინის ჭარბი რაოდენობა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ოქსალპინის გამოყენება:
ვინაიდან ოქსალპინი გაგიკეთდებათ სამედიცინო პერსონალის მიერ, მიღებული იქნება ზომები ასეთი სიტუაციის თავიდან აცილების მიზნით.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
შესაძლო ეფექტები ოქსალპინით მკურნალობის შეწყვეტისას:
ვინაიდან ოქსალპინი გამოიყენება სამედიცინო სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ, თქვენი ექიმი გადაწყვეტს როდის შეწყვიტოს მკურნალობა. თუ თქვენ შეწყვეტთ მკურნალობას ექიმის თანხმობის გარეშე, შესაძლოა აღინიშნოს კიბოს დაავადების ჩივილების რეციდივი.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ოქსალპინმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები მისი ინგრედიენტების მიმართ მგრძნობელობის მქონე ადამიანებში.
შეწყვიტეთ ოქსალპინის მიღება, დაუყონებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას, თუ თქვენ გაქვთ რომელიმე შემდეგი გვერდითი მოვლენა:
ანომალიური სისხლჩაქცევები, სისხლდენა ან ინფექციის ნიშნები, როგორიცაა ყელის ტკივილი და მაღალი ტემპერატურა
ქრონიკული ან მძიმე დიარეა ან ღებინება
ტკივილები და ტუჩები ან პირის ღრუს წყლულები
აუხსნელი რესპირატორული სიმპტომები, როგორიცაა მშრალი ხველა, სუნთქვის გაძნელება ან ხიხინი
ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია)
ღებინების სეკრეტში სისხლის ან ყავისფერი ფერის ნაწილაკების არსებობა
სიმპტომების ჯგუფი, როგორიცაა თავის ტკივილი, შეცვლილი გონებრივი ფუნქციონირება, კრუნჩხვები და პათოლოგიური მხედველობა დაბინდვიდან მხედველობის დაკარგვამდე და ზოგჯერ ჰიპერტენზია (შექცევადი უკანა ლეიკოენცეფალოპათიის სინდრომის სიმპტომები, იშვიათი ნევროლოგიური აშლილობა)
ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ თქვენ განიცდით რომელიმე მათგანს, შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
ეს სერიოზული გვერდითი ეფექტები ვლინდება ხშირად ან ძალიან ხშირად.
აცნობეთ ექიმს, თუ შენიშავთ შემდეგ მოვლენებს:
შეიძლება აღინიშნოს სისხლის უჯრედების რაოდენობის დროებითი შემცირება, რის შედეგადაც განვითარდეს ანემია, პათოლოგიური სისხლდენა ან სისხლჩაქცევები (თრომბოციტების შემცირების გამო) და ინფექციები (სისხლის თეთრი უჯრედების შემცირების გამო).
თქვენი ექიმი ჩაატარებს სისხლის ანალიზს მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის ყოველი მომდევნო რაუნდის წინ, რათა შეამოწმოს, გაქვთ თუ არა საკმარისი სისხლის უჯრედები.
მადის დაკარგვა, სისხლში შაქრის დონის პათოლოგიური ცვლილებები, ძალის დაკარგვა და გულისცემის ცვლილება.
სენსორული ნერვის დარღვევები (პერიფერიული სენსორული ნეიროპათია), სენსორული დარღვევები, გემოვნების ცვლილებები, თავის ტკივილი.
ოქსალპინს შეუძლია გავლენა მოახდინოს ნერვებზე (პერიფერიული სენსორული ნეიროპათია). შეიძლება განიცადოთ ჩხვლეტა და დაბუჟება თითების და/ან ფეხის თითების, პირის ღრუს ან ყელის არეში, ზოგჯერ თან ახლავს კრუნჩხვები. ეს ეფექტები ხშირად გამოწვეულია სიცივის ზემოქმედებით (მაგ., მაცივრის გახსნა ან ცივი სასმელის მიღება). ასევე შესაძლოა გაგიჭირდეთ ისეთი დეტალური საქმიანობების შესრულება, როგორიცაა ტანსაცმლის ღილების შეკვრა. უმეტეს შემთხვევაში, ეს სიმპტომები მთლიანად ქრება. თუმცა, არსებობს შესაძლებლობა, რომ პერიფერიული სენსორული ნეიროპათიის სიმპტომები შენარჩუნდეს მკურნალობის დასრულების შემდეგაც. ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა ჩხვლეტის ან ელექტროშოკის მსგავსი შეგრძნება მკლავებში ან ტანში კისრის მოხრის დროს.
ცხვირიდან სისხლდენა
გულისრევა, კუჭის ტკივილი, ყაბზობა
თქვენი ექიმი დაგინიშნავთ მედიკამენტებს გულისრევის თავიდან ასაცილებლად მკურნალობამდე და მის შემდეგ.
კანის დაავადებები, თმის ცვენა
ზურგის ტკივილი
დაღლილობა, ცხელება, ტრემორი, სისუსტე, ტკივილი, ტკივილი ინექციის ადგილზე
ესენი წარმოადგენენ ოქსალპინის ძალიან გავრცელებულ გვერდით მოვლენებს.
ცხვირიდან გამონადენი, ზედა სასუნთქი გზების დარღვევები, სისხლის უჯრედების შემცირება, რომელსაც თან ახლავს ცხელება (ფებრილური ნეიტროპენია)/ინფექცია სისხლის უჯრედების შემცირების გამო (ნეიტროპენიური სეფსისი)
ჰიპერმგრძნობელობა (ანგიონევროზული შეშუპება), რომელიც იწვევს სასუნთქი გზების შებოჭილობას, გულმკერდის ტკივილს, სახის და ყელის შეშუპებას, არტერიული წნევის დაქვეითებას,
სხეულის წყლის დაკარგვა (დეჰიდრატაცია)
დეპრესია, უძილობა
თავბრუსხვევა, კისრის დაჭიმულობა
თვალის სიწითლე/წვა (კონიუნქტივიტი), მხედველობის დარღვევა
სისხლდენა, სიწითლე, სისხლი შარდში/განავალში, ჰიპერტენზია
სისხლის შედედების წარმოქმნა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფეხის შეშუპება ან სიწითლე (ღრმა ვენის თრომბოზი), სისხლის შედედება ვენებში, რომლებიც აწვდიან სისხლს ფილტვებში (ფილტვის ემბოლია)
სლოკინი
საჭმლის მონელების დარღვევა, გულძმარვა
კანის აქერცვლა, გამონაყარი კანზე, რომელიც შეიძლება იყოს ქავილი და წითელი, მომატებული ოფლიანობა, ფრჩხილების დარღვევები
სახსრების ტკივილი, ძვლის ტკივილი
შარდში სისხლი, ტკივილი შარდვისას და შარდვის სიხშირის ცვლილება.
ესენი არის ოქსალპინის ხშირი გვერდითი მოვლენები.
ნერვული აშლილობა
სმენის ნერვის დარღვევა (ოტოტოქსიურობა)
ნაწლავის ბლოკირება
ესენი წარმოადგენენ ოქსალპინის იშვიათ გვერდით მოვლენებს.
სიტყვების დამარცვლის უუნარობა
მხედველობის სიმახვილის გარდამავალი დაქვეითება, მხედველობის ველის დარღვევა, მხედველობის ნერვის დარღვევა (მხედველობის ნევრიტის გამო)
მყესის რეფლექსების დაკარგვა, რომლებიც აერთებს კუნთს ძვალთან. უეცარი და გარდამავალი ელექტრული შოკის მსგავსი შეგრძნება კისრის მოხრისას (ლერმიტის სინდრომი)
სიყრუე
ფილტვების სუნთქვის გაძნელება (ზოგჯერ ფატალური) (ფილტვის ინტერსტიციული დაავადება, ფილტვის ფიბროზის გამო)
მსხვილი ნაწლავის ანთება (დიარეით და განავალში სისხლით და ლორწით)
პანკრეასის ანთება (ჩნდება ძლიერი ტკივილის, კრუნჩხვების და ღებინების სახით)
ეს ყველა არის ოქსალპინის იშვიათი გვერდითი მოვლენები.
ღვიძლის/თირკმელების დაავადებები
ეს ყველა არის ოქსალპინის ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები.
მცირე შარდის გამოყოფა (თირკმლის უკმარისობა)
კუნთების ძლიერი სპაზმი
კრუნჩხვა (კონვულსია)
ხორხის სპაზმი (ლარინგოსპაზმი)
ეს ყველა არის ოქსალპინის უცნობი სიხშირის გვერდითი ეფექტები.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ თქვენ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მათ შორის ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ შეატყობინოთ თქვენი გვერდითი ეფექტების შესახებ თურქეთის ფარმაკოლოგიურ ცენტრს (TÜFAM) უშუალოდ ბმულზე „წამლის გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინების“ მეშვეობით, ვებ-გვერდზე www.titck.gov.tr ან შეგიძლიათ დარეკოთ გვერდითი ეფექტების შეტყობინების ცხელ ხაზზე 0 800 314 00 08. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
თუ თქვენ შენიშავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ოქსალპინის შენახვის პირობები
შეინახეთ ოქსალპინი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და საწყის შეფუთვაში.
აღდგენამდე შეინახეთ ფლაკონი ოთახის არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე და შეინახეთ საწყის შეფუთვაში. დაიცავით სინათლისგან.
განზავების შემდეგ ის უნდა იქნას გამოყენებული 24 საათის განმავლობაში 2-8°C-ზე შენახვისას.
ოქსალპინი არ უნდა მოხვდეს კონტაქტში თვალებთან ან კანთან. თუ შემთხვევით დაიღვარა ის, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან სამედიცინო პერსონალს.
ინფუზიის დასრულების შემდეგ ოქსალპინი სათანადოდ უნდა განადგურდეს თქვენი ექიმის ან სამედიცინო პერსონალის მიერ.
გამოიყენეთ მედიკამენტი ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ ოქსალპინი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
არ გამოიყენოთ ოქსალპინი, თუ შეამჩნევთ რაიმე დეფექტს პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე.
ციტოტოქსიური და ციტოსტატიკური ადამიანის სამკურნალო საშუალებების შეფუთვის ნარჩენები წარმოადგენენ სახიფათო ნარჩენებს და ამ ნარჩენების უტილიზაცია ხდება ოფიციალურ ჟურნალში 2/4/2015 თარიღით და 29314 ნომრით გამოქვეყნებული ნარჩენების უტილიზაციის შესახებ დებულების შესაბამისად.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით ისინი გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს შესაბამის შეგროვების სისტემას.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი:
დევა ჰოლდინგ ა.ს.
კუჩუკჩეკმეცე - სტამბოლი
ტელეფონი: 0 212 692 92 92
ფაქსი: 0212 697 00 24
ელ.ფოსტა: [email protected]
მწარმოებელი:
დევა ჰოლდინგ ა.ს.
კაპაკლი/ტეკირდაღი
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციის ტექსტის ბოლო შემოწმების თარიღია 10/11/2014.
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის, რომლებიც გამოიყენებენ ამ მედიკამენტს:
გამოყენების მეთოდი:
ოქსალპინი შეიყვანება ცენტრალური ვენური ხაზის ან პერიფერიული ვენის მეშვეობით ინტრავენური ინფუზიით. ოქსალპინის შეყვანა არ საჭიროებს ჰიპერჰიდრატაციას.
ოქსალპინის ინფუზია ყოველთვის უნდა ჩატარდეს 5-ფტორურაცილის (5-FU) ინფუზიამდე.
ექსტრავაზაციის შემთხვევაში, შეყვანა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
გამოყენებამდე ოქსალპინი უნდა განზავდეს. საინფუზიო ხსნარის ლიოფილიზებული ფხვნილის გასაზავებლად გამოიყენება მხოლოდ 5% დექსტროზის ხსნარი (50 მგ/მლ).
ისევე როგორც სხვა პოტენციურად ტოქსიკური ნაერთების შემთხვევაში, სიფრთხილეა საჭირო ოქსალპინთან მუშაობისას და მომზადებისას.
ინსტრუქციები გამოყენების შესახებ
ამ ციტოტოქსიური საშუალების გამოყენება ჯანდაცვის პერსონალის მიერ მოითხოვს ყველა სახის სიფრთხილეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს დამმუშავებლისა და მისი გარემოს დაცვა.
გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენები უნდა განადგურდეს „სამედიცინო ნარჩენების კონტროლის რეგლამენტის“ და „შეფუთვისა და შეფუთვის ნარჩენების კონტროლის წესების“ შესაბამისად.
ციტოტოქსიური საშუალებების საინექციო ხსნარების მომზადება უნდა განხორციელდეს ამ მედიკამენტების გამოყენების კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტის მიერ, იმ პირობებში, რომლებიც უზრუნველყოფენ სამკურნალო პროდუქტის მთლიანობას, გარემოს დაცვას და განსაკუთრებით მედიკამენტებთან მომუშავე პერსონალის დაცვას საავადმყოფოს დირექტივების შესაბამისად. ამისათვის საჭიროა კლინიკაში მოსამზადებელი ადგილის უზრუნველყოფა. ამ ადგილას უნდა აიკრძალოს მოწევა, ჭამა ან დალევა.
პერსონალს უნდა მიეწოდოს გამოყენებისთვის აუცილებელი შესაბამისი მასალები, განსაკუთრებით გრძელმკლავიანი ხალათები, დამცავი ნიღბები, ქუდები, დამცავი სათვალეები, სტერილური ერთჯერადი ხელთათმანები, სამუშაო ადგილის დამცავი გადასაფარებლები, კონტეინერები და ნარჩენების შესაგროვებელი ჩანთები.
ექსკრეცია და ღებინება სიფრთხილით უნდა იქნას გასუფთავებული.
ორსული ქალები უნდა იყვნენ გაფრთხილებული, რომ თავი აარიდონ ციტოტოქსიური საშუალებებით მუშაობას.
ნებისმიერი გატეხილი ფლაკონი უნდა დამუშავდეს შესაბამისი სიფრთხილით და ჩაითვალოს დაბინძურებულ ნარჩენად. დაბინძურებული ნარჩენები უნდა დაიწვას სათანადო ეტიკეტირებულ მყარ კონტეინერებში. იხილეთ ქვემოთ ნაწილი „უტილიზაცია“.
თუ ოქსალპინის ლიოფილიზებული ფხვნილი, რეკონსტიტუციური ხსნარი ან საინფუზიო ხსნარი კანთან ან ლორწოვან გარსებთან მოხვდება კონტაქტში, ის დაუყოვნებლივ და კარგად უნდა დაიბანოთ წყლით.
სპეციალური სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ალუმინის შემცველი საინექციო მოწყობილობა არ უნდა იქნას გამოყენებული.
არ უნდა იქნას გამოყენებული განზავების გარეშე.
მხოლოდ 5% დექსტროზის საინფუზიო ხსნარი (50 მგ/მლ) უნდა იქნას გამოყენებული გამხსნელად. არ უნდა განზავდეს 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით ან ქლორიდის შემცველი ხსნარით.
არ უნდა იყოს შერეული სხვა სამკურნალო საშუალებებთან იმავე საინფუზიო ტომარაში ან ერთდროულად შეყვანა იმავე საინფუზიო ხაზით.
არ უნდა იყოს შერეული ტუტე სამკურნალო საშუალებებთან ან ხსნარებთან; კერძოდ 5-ფტორურაცილთან (5-FU), ფოლინის მჟავას (FA) პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავენ ტრომეტამოლს, როგორც დამხმარე ნივთიერებას და სხვა აქტიური ნივთიერებების ტრომეტამოლის მარილებს. ტუტე მედიკამენტები ან ხსნარები უარყოფითად იმოქმედებს ოქსალიპლატინის სტაბილურობაზე.
გამოყენების ინსტრუქცია ფოლინის მჟავასთან (FA) ერთად (კალციუმის ფოლინატის ან დინატრიუმის ფოლინატის სახით)
ოქსალპინის 85 მგ/მ² ინტრავენური ინფუზია 250-დან 500 მლ დექსტროზის 5% (50 მგ/მლ) ხსნარში მიიღება ერთდროულად ფოლინის მჟავას (FA) ინტრავენური ინფუზიის დროს დექსტროზის 5% (50 მგ/მლ) ხსნარში, 2-დან 6 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, უშუალოდ შეყვანის ადგილზე, Y- ხაზის გამოყენებით.
ეს ორი სამკურნალო პროდუქტი არ უნდა შერეული ერთსა და იმავე საინფუზიო ტომარაში. ფოლინის მჟავა (FA) არ უნდა შეიცავდეს ტრომეტამოლს, როგორც დამხმარე ნივთიერებას და უნდა განზავდეს მხოლოდ იზოტონური დექსტროზის 5% (50 მგ/მლ) ხსნარის, ტუტე ხსნარების ან ნატრიუმის ქლორიდის ან ქლორიდის შემცველი ხსნარების გამოყენებით.
5-ფტორურაცილის გამოყენების ინსტრუქცია
ოქსალპინი ყოველთვის უნდა დაინიშნოს ფტორპირიმიდინამდე - ანუ 5 ფტორურაცილამდე (5-FU). ოქსალპინის მიღების შემდეგ, გამორეცხეთ საინფუზიო ხაზი და შემდეგ შეიყვანეთ 5-ფტორურაცილი (5-FU).
ოქსალპინთან კომბინირებული სამკურნალო საშუალებების გამოყენების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შესაბამისი მწარმოებლის პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება.
ფხვნილის რეკონსტრუქცია
ფხვნილის აღდგენისთვის გამოყენებული უნდა იქნეს საინექციო წყალი ან 5% გლუკოზის ხსნარი.
50 მგ ფლაკონისთვის: დაამატეთ 10 მლ გამხსნელი 5 მგ ოქსალპინი/მლ კონცენტრაციის მისაღებად.
100 მგ ფლაკონისთვის: დაამატეთ 20 მლ გამხსნელი 5 მგ ოქსალპინი/მლ კონცენტრაციის მისაღებად.
გამოყენებამდე შეამოწმეთ ვიზუალურად. უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარები ნაწილაკების გარეშე. სამკურნალო პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ნებისმიერი გამოუყენებელი კონცენტრატის ხსნარი უნდა განადგურდეს.
გაზავება ინტრავენური ინფუზიისთვის
ამოიღეთ აღდგენილი ხსნარის საჭირო რაოდენობა ფლაკონ(ებ)იდან და შემდეგ გააზავეთ 250 მლ-დან 500 მლ-მდე 5% (50 მგ/მლ) დექსტროზის ხსნარით, რათა მიიღოთ ოქსალპინის 0.2 მგ/მლ-დან 2 მგ/მლ-მდე კონცენტრაცია. კონცენტრაციის დიაპაზონი, რომლისთვისაც ნაჩვენებია ოქსალიპლატინის ფიზიკურ-ქიმიური სტაბილურობა, არის 0,2 მგ/მლ-დან 2 მგ/მლ-მდე. შეიყვანება ინტრავენური (IV) ინფუზიით.
5% (50 მგ/მლ) დექსტროზის ხსნარში განზავების შემდეგ, ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა გამოვლინდა 24 საათის განმავლობაში +2°C - +8°C ტემპერატურაზე.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, ეს საინფუზიო პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.
თუ არ მოხდება ხსნარის დაუყონებლივი გამოყენება, მისი შენახვის ვადებისა და პირობებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს და, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2°C -8°C ტემპერატურაზე, თუ განზავება არ მომხდარა კონტროლირებად და დადასტურებულ ასეპტიკურ პირობებში. ის არ უნდა ინახებოდეს ოთახის ტემპერატურაზე და დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.
გამოყენებამდე შეამოწმეთ ვიზუალურად. უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარები ნაწილაკების გარეშე.
ეს სამკურნალო პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ნებისმიერი გამოუყენებელი საინფუზიო ხსნარი უნდა განადგურდეს (იხ. ქვემოთ ნაწილი ,,უტილიზაცია“).
არასოდეს გამოიყენოთ ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი ან ქლორიდის შემცველი ხსნარები გაზავების მიზნით.
ოქსალპინის საინფუზიო ხსნარის თავსებადობა შემოწმებულია PVC-ზე დაფუძნებული ადმინისტრირების კომპლექტებით.
ინფუზია
ოქსალპინის მიღება არ საჭიროებს პრეჰიდრატაციას.
ოქსალპინი, რომელიც გაზავებულია 250-დან 500 მლ 5%-იან (50 მგ/მლ) დექსტროზის ხსნარში, რათა შეყვანილი იქნეს კონცენტრაცია არანაკლებ 0,2 მგ/მლ ოდენობით, უნდა შეიყვანოთ პერიფერიულ ვენაში ან ცენტრალურ ვენაშუ კათეტერით 2-დან 6 საათის განმავლობაში. თუ ოქსალპინი შეიყვანება 5-ფტორურაცილთან ერთად (5-FU), ოქსალპინის ინფუზია წინ უნდა უსწრებდეს 5-ფტორურაცილის (5-FU) შეყვანას.
უტილიზაცია
პროდუქტის ნარჩენები, ისევე როგორც მისი განზავებისა და გამოყენებისას გამოყენებული ყველა მასალა, უნდა განადგურდეს "სამედიცინო ნარჩენების კონტროლის რეგლამენტის" და "შეფუთვისა და შეფუთვის ნარჩენების კონტროლის წესების" მოთხოვნების შესაბამისად, სახიფათო ნარჩენების განადგურების შესახებ წესების და ციტოსტატიკური აგენტებისთვის მოქმედი საავადმყოფოს სტანდარტული პროცედურების შესაბამისად.
ბეჭედი დევა ჰოლდინგ ა.ს.
თარგმანი სწორია:
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


