ოქსალიპლატინი 5მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
Oxaliplatin 5mg/ml Concentrate for Solution for lnfusion
პრეპარატის სახელწოდება არის ოქსალიპლატინი 5 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად, თუმცა წინამდებარე ანოტაციაში იგი მოიხსენიება, როგორც "ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად". ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად აქტიური ნივთიერება არის ოქსალიპლატინი. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ოქსალიპლატინი (oxaliplatin)
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ/მლ (100მგ/20მლ) 20მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Accord Healthcare Limited, დიდი ბრიტანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, პლატინის ნაერთები
- ATC კოდი
- L01XA03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-023013
- რეგისტრირებულია
- 28 ივლისი 2017, მოქმედებს 28 ივლისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
ოქსალიპლატინი 5მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პრეპარატის სახელწოდება არის ოქსალიპლატინი 5 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად, თუმცა წინამდებარე ანოტაციაში იგი მოიხსენიება, როგორც "ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად".
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად აქტიური ნივთიერება არის ოქსალიპლატინი.
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად გამოიყენება მსხვილი ნაწლავის კიბოს სამკურნალოდ (კოლინჯის მე-3 სტადიის კიბოს მკურნალობა პირველადი სიმსივნის სრული რეზექციის შემდეგ, კოლინჯის და სწორი ნაწლავის მეტასტაზირებადი სიმსივნე). ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად გამოიყენება სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა საშუალებებთან კომბინაციაში, როგორიცაა 5-ფტორურაცილი და ფოლინის მჟავა.
ინტრავენური ინფუზიის წინ საჭიროა ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად განზავება. ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად წარმოადგენს ანტინეოპლასტურ ანუ სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედების მქონე პრეპარატს და შეიცავს პლატინას.
მიღების წესი და დოზირება
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებისთვის.
დოზირება
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად დოზა დამოკიდებულია სხეულის ზედაპირის ფართობზე, რომელიც გამოითვლება სიმაღლისა და მასის მიხედვით.
მოზრდილთა (ხანდაზმულების ჩათვლით) ჩვეულებრივი დოზა არის 85 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე. მიღებული დოზის სიდიდე ასევე დამოკიდებულია სისხლის ანალიზების შედეგებზე და წარსულში ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მიღებისას განვითარებულ გვერდით მოვლენებზე.
მიღების წესი და მეთოდი
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ინიშნება სიმსივნის მკურნალობაში სპეციალიზებული ექიმის მიერ.
პროცედურას ახორციელებს სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, რომელიც განსაზღვრავს ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად საჭირო დოზას.
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ინტრავენური შეყვანა ხდება ნელი ინექციის სახით (ინტრავენური ინფუზია) 2-6 საათის განმავლობაში.
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიყვანება ფოლინის მჟავასთან ერთად და 5-ფთორურაცილის ინფუზიამდე 5 საათით ადრე.
მიღების სიხშირე
ჩვეულებრივ, ინფუზია ტარდება ორ კვირაში ერთხელ.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
ჩვეულებრივ, მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს მაქსიმუმ 6 თვეს სიმსივნის ტოტალური რეზექციის შემდეგ.
დასაშვებზე მეტი რაოდენობით ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მიღებისას
ვინაიდან პრეპარატის შეყვანას ახორციელებს სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, ნაკლებად მოსალოდნელია დოზის გადაჭარბება.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლოა აღინიშნოს გვერდითი მოვლენების მატება. მკურნალი ექიმი ნიშნავს სათანადო მკურნალობას აღნიშნული გვერდითი მოვლენებისთვის.
მკურნალობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.
სიფრთხილის ზომები
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად არ გამოყენება:
თუ პაციენტს აქვს ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ოქსალიპლატინის ან ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად სხვა რომელიმე ინგრედიენტის, მათ შორის, ლაქტოზის მონოჰიდრატის მიმართ;
სისხლის უჯედების რაოდენობის შემცირების დროს;
ლაქტაციის დროს;
თუ პაციენტს ხელის და/ან ფეხის თითებში აქვს ჩხვლეტისა და დაბუჟების შეგრძნება, უჭირს ნატიფი მოძრაობების შესრულება, მაგალითად, ღილების შეკვრა;
თირკმლის დაავადებების შემთხვევაში.
საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად გამოყენებისას
თუ პაციენტს წარსულში აღენიშნებოდა ალერგიული რეაქცია პლატინის შემცველი ისეთი სამკურნალო საშულებების მიმართ, როგორიცაა კარბოპლატინი, ცისპლატინი;
თირკმლის ზომიერი დაზიანების დროს;
ღვიძლის რაიმე დაავადების არსებობისას;
თუ პაციენტი არის ორსულად ან გეგმავს დაორსულებას, მნიშვნელოვანია ექიმთან ამ საკითხის განხილვა მკურნალობის დაწყებამდე.
ოქსალიპლატინმა შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობა, ზოგჯერ შეუქცევადი სახის. მამრობითი სქესის პაციენტებს უნდა ერჩიოთ, რომ არ იყოლიონ შვილი მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში. მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა მათი ინფორმირება სპერმის კონსერვაციის შესაძლებლობის შესახებ.
სხვა პრეპარატების მიღება
ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ყველა იმ სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს ან რომელთა მიღებასაც გეგმავს, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით.
ორსულობა და ძუძუთი კვება
დაუშვებელია ოქსალიპლატინით მკურნალობის დაწყება ექიმის მიერ დადასტურებული ჩვენების გარეშე. ოქსალიპლატინით მკურნალობის დროს ორსულობა არ არის რეკომენდებული და საჭიროა ეფექტური კონტრაცეფციული მეთოდის შერჩევა. მკურნალობის დროს დაორსულების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მიემართოს ექიმს. საჭიროა ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური ზომების გატარება მკურნალობის დროს და მისი დამთავრებიდან 4 თვის განმავლობაში ქალებისთვის და 6 თვის განმავლობაში მამაკაცებისთვის.
ლაქტაცია
ოქსალიპლატინით მკურნალობის დროს ლაქტაცია უნდა შეწყდეს.
ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ოქსალიპლატინით მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება და სხვა ნევროლოგიური ეფექტები, რომელიც გავლენას ახდენს მოძრაობისა და წონასწორობის შენარჩუნების უნარზე. აღნიშნული სიმპტომების განვითარებისას, დაუშვებელია ავტომობილის მართვა ან სხვა მექანიზმებთან მუშაობა. ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მიღების დროს მხედველობის პრობლემების განვითარების შემთხვევაში, დაუშვებელია ავტომობილის მართვა, მექანიზმებთან მუშაობა ან სხვა საშიში მოქმედებების შესრულება.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად, ასევე, იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ეს ყველას არ უვითარდება.
გვერდითი მოვლენების განვითარებისას, მკურნალობის მომდევნო კურსის დაწყებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
შესაძლებელია ქვემოთ აღწერილი გვერდითი ეფექტების განვითარება:
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გამოვლინდება შემდეგი:
უჩვეულო სისხლჩაქცევები, სისხლდენა ან ინფექციის ნიშნები, როგორიცაა ყელის ტკივილი და ცხელება;
გახანგრძლივებული ან ძლიერი დიარეა ან ღებინება;
ღებინება სისხლით ან ყავის ნალექის მსგავსი მასებით;
სტომატიტი/მუკოზიტი (ტუჩების დაწყლულება ან წყლულები პირის ღრუში);
დაუდგენელი ეტიოლოგიის რესპირატორული სიმპტომები, როგორიცაა მშრალი ხველა, სუნთქვის გაძნელება ან ხიხინი;
ისეთი სიმპტომები, როგორიცაა თავის ტკივილი, გონებრივი ფუნქციის დარღვევა, გულყრები და მხედველობის ისეთი ცვლილებები, როგორიცაა პათოლოგიური მხედველობა და სიბრმავე (შექცევადი უკანა ლეიკოენცეფალოპათიის სინდრომი, იშვიათი ნევროლოგიური დარღვევა).
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად სხვა ცნობილი გვერდითი მოვლენებია:
ძალიან ხშირი (გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვლინდება 10-დან სულ მცირე 1 შემთხვევაში):
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე (პერიფერიული ნეიროპათია). პაციენტს შეიძლება აღენიშნოს ცოცვის და/ან დაბუჟების შეგრძნება ხელის და ფეხის თითებში, ტუჩების ირგვლივ ან ხახაში, ზოგჯერ სპაზმებთან ერთად.
აღნიშნული ეფექტები ზოგჯერ აღმოცენდებიან სიცივის ზემოქმედების შედეგად, მაგ. საყინულეს გაღების ან ცივი სასმელის ხელში ჭერის დროს. შესაძლოა გართულდეს ნატიფი მოძრაობების შესრულების უნარი, როგორიცაა ღილების შეკვრა. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევათა უმეტესობაში ეს სიმპტომები სრულად ქრება, არსებობს მათი გართულების რისკი პერიფერიული სენსორული ნეიროპათიის განვითარების სახით.
ცალკეულ პირებს კისრის მოხრის დროს აღენიშნებათ ჩხვლეტის და შოკისმგვარი შეგრძნება მკლავების ან ზურგის გასწვრივ.
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ზოგჯერ იწვევს უსიამოვნო შეგრძნებას ხახაში, განსაკუთრებით, ყლაპვის დროს და ასევე იწვევს ქოშინს. აღნიშნული შეგრძნება, ჩვეულებრივ, ვლინდება ინფუზიის დროს ან მისი დასრულებიდან რამდენიმე საათში. ის შეიძლება სიცივის ზემოქმედებითაც იყოს გამოწვეული. ეს უსიამოვნო შეგრძნება არ გრძელდება დიდხანს და რაიმე მკურნალობის გარეშე ქრება. ექიმმა შეიძლება მიიღოს მკურნალობის შეცვლის გადაწყვეტილება.
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ზოგჯერ იწვევს დიარეას, მსუბუქ გულისრევას და ღებინებას; თუმცა, როგორც წესი, ექიმი ნიშნავს ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტებს როგორც მკურნალობის დაწყებამდე, ისე მკურნალობის დროს.
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად იწვევს სისხლის უჯრედების რაოდენობის დროებით კლებას, რაც შესაძლოა გამოიხატოს ანემიით (ერითროციტების რაოდენობის შემცირების გამო), პათოლოგიური სისხლდენით ან სისხლჩაქცევებით (თრომბოციტების რაოდენობის შემცირების გამო). ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება ზრდის ინფექციების განვითარების რისკს. მკურნალობის და ყოველი მომდევნო კურსის დაწყებამდე მკურნალი ექიმი ატარებს ანალიზს სისხლში უჯრედების რაოდენობის შესამოწმებლად.
ჰიპოკალემია (სისხლის შრატში კალიუმის რაოდენობის შემცირება).
ნატრემია (სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის მატება).
დაღლილობა (ფიზიკური და/ან გონებრივი გადაღლა) და ასთენია (სხეულის ძალის დეფიციტი ან უკმარისობა; სისუტე).
მკურნალობის და ყოველი მომდევნო კურსის დაწყებამდე ექიმი ატარებს ანალიზს სისხლში უჯრედების რაოდენობის შესამოწმებლად.
ინფუზიის დროს განვითარებული დისკომფორტის შეგრძნება ინექციის ადგილას ან მის მახლობლად,
ცხელება, კანკალი (ტრემორი), მსუბუქი ან ძლიერი დაღლილობა, ტკივილი სხეულში,
წონის ცვლილება, მადის დაქვეითება ან უმადობა, გემოს ცვლილებები, ყაბზობა,
თავის ტკივილი, წელის ტკივილი,
შეშუპება, კისრის რიგიდობა, ენაზე უსიამოვნო შეგრძნებები, რაც აძნელებს მეტყველებას, სტომატიტი/მუკოზიტი (წყლულები ტუჩებზე ან პირის ღრუში),
ტკივილი კუჭის არეში,
პათოლოგიური სისხლდენები, მათ შორის, ცხვირიდან,
ხველა, სუნთქვის გაძნელება,
ალერგიული რეაქციები, გამონაყარი კანზე, რომელსაც თან ახლავს სიწითლე და ქავილი, თმის ცვენა (ალოპეცია),
ღვიძლის ფუნქციის დარღვევასთან დაკავშირებული ცვლილებები სისხლის ანალიზების მაჩვენებლებში.
ხშირი (გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვლინდება 100-დან 1-ზე მეტ, მაგრამ 10-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
ინფექციები, სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის შემცირების გამო,
დისპეფსია და გულძმარვა, სლოკინი, წამოწითლება, თავბრუსხვევა,
ჭარბოფლიანობა და ფრჩხილების დაზიანება, კანის აქერცვლა,
ტკივილი გულმკერდის არეში,
ფილტვის დაავადებები და გამონადენი ცხვირიდან,
სახსრების და ძვლების ტკივილი,
მტკივნეული შარდვა და თირკმლის ფუნქციის ცვლილებები, შარდვის სიხშირის შეცვლა, დეჰიდრატაცია,
სისხლი შარდში/განავალში, ვენების შეშუპება, ფილტვის არტერიის თრომბოზი,
არტერიული ჰიპერტენზია,
დეპრესია და უძილობა,
კონიუქტივიტი და მხედველობის პრობლემები,
ჰიპერჰიდროზი (ოფლის ჭარბი გამოყოფა).
არახშირი (გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვლინდება 1000-დან 1-ზე მეტ, მაგრამ 100-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
ნაწლავის ბლოკადა ან შეშუპება,
ნევროზულობა.
იშვიათი (გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვლინდება 10000-დან 1-ზე მეტ, მაგრამ 1000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
სმენის დაკარგვა,
ფილტვების ფიბროზი, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას, ზოგჯერ მთავრდება ფატალური შედეგით (ფილტვის ინტერსტიციული დაავადება),
ხანმოკლე შექცევადი სიბრმავე.
ძალიან იშვიათი (გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვლინდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
ღებინება სისხლიანი ან ყავის ნალექისებრი მასებით.
უცნობი სიხშირის (შეფასება შეუძლებელია)
გულყრა.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა მიიღებს სერიოზულ სახეს, ან გამოვლინდება რეაქცია, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, უნდა ეცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის პირობები
ინახება ბაშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად არ გამოიყენება შეფუთვაზე წარმოდგენილი შენახვის ვადის (მითითებული თვის ბოლო დღე) გასვლის შემდეგ.
განზავებამდე ფლაკონი ინახება კოლოფში, სინათლისგან დაცულ ადგილას. დაუშვებელია მისი გაყინვა.
მომზადების შემდეგ ქიმიური და ფიზიკური მდგრადობა აღინიშნება 2-8C ტემპერატურაზე 48 საათის განმავლობაში და 25C ტემპერატურაზე 24 საათის განმავლობაში შენახვისას. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, გამზადებული პრეპარატი გამოყენებულ უნდა იქნას დაუყოვნებლივ. თუ მისი გამოყენება არ მოხდება დაუყოვნებლივ, გახნის შემდეგ პრეპარატის შენახვის ხანგრძლივობასა და პირობებზე პასუხისმგებელი არის მომხმარებელი, შენახვის ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 24 საათს 2-8C ტემპერატურაზე, თუ მისი განზავება მოხდება კონტროლირებულ ასეპტიკურ პირობებში.
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად არ გამოიყენება, თუ ხსნარი არ არის გამჭვირვალე ან შეიცავს რაიმე ნაწილაკებს.
დაუშვებელია პრეპარატების გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ უნდა მიემართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
დაუშვებელია ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მოხვედრა თვალში და კანზე. რაიმე სახის შემთხვევითი კონტაქტის დროს, დაუყოვნელივ უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
ინფუზიის დასრულების შემდეგ, ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად განადგურებას ახორციელებს ექიმი ან ექთანი.
დამატებითი ინფორმაცია
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს:
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ოქსალიპლატინს.
1 მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს 5 მგ ოქსალიპლატინს.
10 მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს 50 მგ ოქსალიპლატინს.
20 მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს 100 მგ ოქსალიპლატინს.
40 მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს 200 მგ ოქსალიპლატინს.
დამხმარე ნივთიერებებია ლაქტოზის მონოჰიდრატი და საინექციო წყალი.
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფორმა და შეფუთვა:
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად წარმოადგენს გამჭვირვალე, უფერო ხსნარს, რომელიც არ შეიცავს ხილულ ნაწილაკებს.
ერთი შუშის ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს ინდივიდუალურ შეფუთვაში.
ყველა ზომის შეფუთვა შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი.
წარმოების ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:
Accord Healthcare Limited,
Sage House, 319 Pinner Road, North Harrow HA1 4HF, UK
აკორდ ჰელთქეარ ლიმიტედ,
სეიჯ ჰაუზ, 319 პინერ როუდ, ჩრდილოეთ ჰაროუ ჰა1 4ჰფ, დიდი ბრიტანეთი
ინსტრუქციის უკანასკნელი დამტკიცების თარიღი: 04/2012 წ.
წინამდებარე ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ექიმებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის:
ინსტრუქცია ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად გამოყენების შესახებ
საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მომზადების წინ
ფორმულირება
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად წარმოადგენს გამჭვირვალე უფერო ხსნარს, რომელიც შეიცავს 5 მგ/მლ ოქსალიპლატინს და ლაქტოზის მონოჰიდრატს.
ფორმა
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მოთავსებულია ერთჯერადი დოზის ფლაკონში. კოლოფში მოთავსებულია 1 ფლაკონი.
10 მლ
კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მოთავსებულია 10 მლ მოცულობის მქონე ტიპი 1 გამჭვირვალე შუშის მილისებრ ფლაკონში, რომელსაც აქვს 20 მმ ზომის ქლორობუტილენის რეზინის საცობი და 20 მმ ზომის ალუმინის იასამნისფერი თავსახური.
20 მლ
კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მოთავსებულია 20 მლ მოცულობის მქონე ტიპი 1 გამჭვირვალე სხმულ შუშის ფლაკონში, რომელსაც აქვს 20 მმ ზომის ქლორობუტილენის რეზინის საცობი და 20 მმ ზომის ალუმინის იასამნისფერი თავსახური.
40 მლ
კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მოთავსებულია 50 მლ მოცულობის მქონე ტიპი 1 გამჭვირვალე შუშის მილისებრ ფლაკონში, რომელსაც აქვს 20 მმ ზომის ქლორობუტილენის რეზინის საცობი და 20 მმ ზომის ალუმინის იასამნისფერი თავსახური.
შენახვის ვადა:
2 წელი.
გლუკოზის 5%-იან ხსნარში განზავების შემდეგ ქიმიური და ფიზიკური მდგრადობა აღინიშნება 2-8C ტემპერატურაზე 48 საათის განმავლობაში და 25C-ზე 24 საათის განმავლობაში შენახვისას.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, გამზადებული პრეპარატი გამოყენებულ უნდა იქნას დაუყოვნებლივ.
თუ მისი გამოყენება არ მოხდება დაუყოვნებლივ, გახსნის შემდეგ, პრეპარატის შენახვის ხანგრძლივობასა და პირობებზე პასუხისმგებელი არის მომხმარებელი, შენახვის ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 24 საათს 2-8C ტემპერატურაზე, თუ მისი განზავება მოხდება კონტროლირებულ ასეპტიკურ პირობებში.
ფლაკონი ინახება კოლოფში სინათლისგან დაცულ ადგილას. დაუშვებელია მისი გაყინვა.
გამოყენებამდე უნდა დათვალიერდეს. გამოიყენება მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარი, რომელიც არ შეიცავს მყარ ნაწილაკებს.
სამედიცინო პროდუქტი განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისთვის. კონცენტრატის გამოუყენებელი ნაწილი ექვემდებარება განადგურებას.
რეკომენდაციები პრეპარატთან მუშაობისას უსაფრთხოების შესახებ
ტოქსიური თვისებების მქონე სხვა ნაერთების მსგავსად, სიფრთხილეა საჭირო ოქსალიპლატინის ხსნარის მომზადების დროს.
მომზადების ინსტრუქციები
ციტოტოქსიკური პრეპარატების მომზადება სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიერ მოითხოვს სიფრთხილის ზომების გატარებას, რათა მოხდეს მათი და ირგვლივ მყოფი პირების უსაფრთხოების დაცვა.
ციტოტოქსიკური აგენტების საინექციო ხსნარები უნდა მომზადდეს აღნიშნულ პრეპარატებთან მუშაობის სათანადო გამოცდილების მქონე სპეციალისტის მიერ, გარდა ამისა, საჭიროა პრეპარატის მთლიანობის შენარჩუნება, გარემოს და პრეპარატთან მომუშავე პერსონალის უსაფრთხოების დაცვა. ამ მიზნისთვის უნდა გამოიყოს მოსამზადებელი ზონა. აღნიშნულ ზონაში თამბაქოს მოხმარება, საკვების და სასმელის მიღება აკრძალულია.
პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს სათანადო მასალებით, განსაკუთრებით გრძელმკლავიანი ხალათებით, დამცავი ნიღბებით, ქუდებით, დამცავი სათვალეებით, სტერილური ერთჯერადი ხელთათმანებით, სამუშაო ზედაპირის დამცავი საფარით, კონტეინერებით და ნაგვის შესაგროვებელი ყუთებით.
სიფრთხილეა საჭირო ექსკრეტირებულ და ამონაღებ მასებთან მუშაობისას.
ორსულმა ქალებმა თავი უნდა აარიდონ ციტოტოქსიკურ აგენტებთან კონტაქტს. დაზიანებული კონტეინერი უნდა დამუშავდეს იმავე სიფრთხილის ზომებით და მიჩნეულ იქნეს დაბინძურებულ ნარჩენ მასალად. კონტამინირებული ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს შესაბამისი ეტიკეტის მქონე რიგიდულ კონტეინერებში. იხილეთ ქვემოთ ნაწილი "განადგურება".
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად კანთან შეხებისას, უნდა მოხდეს მისი დაუყოვნებლივ ჩამობანა უხვი რაოდენობის წყლით. ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ლორწოვან გარსებზე მოხვედრისას, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მისი ჩამობანა უხვი რაოდენობის წყლით.
მომზადება ინტრავენური შეყვანისთვის
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ინტრავენური შეყვანისას
ნუ გამოიყენებთ ინექციისთვის ალუმინის შემცველ მასალას,
ნუ შეიყვანთ განუზავებელ პრეპარატს,
გამხსნელის სახით გამოიყენება მხოლოდ გლუკოზის 5%–იანი საინფუზიო ხსნარი. დაუშვებელია საინფუზიო ხსნარის განზავება ნატრიუმის ქლორიდის ან ქლორის შემცველი სხვა ხსნარებით.
ნუ შეურევთ სხვა სამკურნალო საშუალებებს საინფუზიო ჩანთაში და ნუ შეიყვანთ სხვა პრეპარატებს იმავე საინფუზიო მილით.
ნუ შეურევთ ტუტე რეაქციის მქონე სამედიცინო პროდუქტებთან ან ხსნარებთან, როგორებიცაა 5–ფთორურაცილისა და ფოლიუმის მჟავის პროდუქტები, რომელიც დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს ტრომეტამოლს და სხვა სამედიცინო პროდუქტებთან, რომლებიც შეიცავენ ტრომეტამოლის მარილებს. ტუტე რეაქციის მქონე სამკურნალო საშუალებები ან ხსნარები უარყოფითად მოქმედებს ოქსალიპლატინის მდგრადობაზე.
ინსტრუქციები ფოლინის მჟავასთან (კალციუმის ფოლინატი ან დინატრიუმის ფოლინატი) ერთად გამოყენებისას
250 ან 500 მლ გლუკოზის 5%-იან ხსნარში გახსნილი 85 მგ/მ2 ოქსალიპლატინის ინტრავენური ინფუზია შეიყვანება გლუკოზის 5%-იან ხსნარში გახსნილ ფოლინის მჟავასთან ერთად, 2-6 საათის განმავლობაში, ინფუზიამდე შეყვანილი Y-მილის მეშვეობით.
დაუშვებელია ამ ორი პრეპარატის შერევა საინფუზიო ჩანთაში. ფოლინის მჟავა დამხმარე ნივთიერების სახით არ უნდა შეიცავდეს ტრომეტამოლს და უნდა განზავდეს მხოლოდ გლუკოზის 5%-იან იზოტონურ ხსნარში და არა ტუტე რეაქციის მქონე ხსნარებში ან ნატრიუმის ქლორიდის ან ქლორის შემცველ სხვა ხსნარებში.
5-ფთორურაცილის გამოყენების ინსტრუქცია
ოქსალიპლატინი მიიღება ფთოროპირიმიდინების - ე.წ. 5-ფთორურაცილის შეყვანამდე.
ოქსალიპლატინის შევანის შემდეგ ხდება საინფუზიო მილის გამორეცხვა და 5-ფთორურაცილის შეყვანა.
ოქსალიპლატინთან კომბინირებული მკურნალობისთვის განკუთვნილი პრეპარატების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საჭიროა მწარმოებლის მიერ მოწოდებული პროდუქტის მახასიათებლების შეჯამების წაკითხვა.
გამოიყენეთ მხოლოდ რეკომენდებული გამხსნელები (იხილეთ ქვემოთ).
საინფუზიო ხსნარის მომზადება
ამოიღეთ ფლაკონიდან სათანადო რაოდენობის კონცენტრატი და განაზავეთ 250-500 მლ გლუკოზის 5%-იან ხსნარში ისე, რომ ოქსალიპლატინის კონცენტრაციამ მიაღწიოს 0,2 - 2 მგ/მლ-ს; ეს არის კონცენტრაციის ის სპექტრი, რომელშიც ოქსალიპლატინი ინარჩუნებს ქიმიურ და ფიზიკურ მდგრადობას.
შეიყვანება ინტრავენურად.

გამოყენებამდე უნდა მოხდეს პრეპარატის დათვალიერება. გამოიყენება მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარი, რომელიც არ შეიცავს მყარ ნაწილაკებს.
პრეპარატი გამოიყენება ერთჯერადად. კონცენტრატის გამოუყენებელი ნაწილი უნდა განადგურდეს.
დაუშვებელია გამხსნელად ნატრიუმის ქლორიდის ან ქლორის შემცველი სხვა ხსნარების გამოყენება.
ოქსალიპლატინის საინფუზიო ხსნარის თავსებადობა გამოცდილ იქნა შესაბამისი, PVC-დაფუძნებული შესაყვანი ნაკრებით.
ოქსალიპლატინის შეყვანისას წინასწარი ჰიდრატაცია არ არის აუცილებელი.
ხსნარის ინფუზია
ოქსალიპლატინის შეყვანისას წინასწარი ჰიდრატაცია არ არის საჭირო.
250-500 მლ გლუკოზის 5%-იან ხსნარში განზავების შემდეგ, ოქსალიპლატინი კონცენტრაცია არ უნდა იყოს 0,2 მგ/მლ-ზე ნაკლები, მისი ინფუზია ხდება პერიფერიულ ან ცენტრალურ ვენაში 2-6 საათის განმავლობაში. ოქსალიპლატინითა და 5-ფთორურაცილით კომბინირებული მკურნალობის დროს ოქსალიპლატინის ინფუზია წინ უსწრებს 5-ფთორურაცილის ინფუზიას.
განადგურება
სამედიცინო პროდუქტის ნარჩენები და განზავებისა და შეყვანის დროს გამოყენებული მასალები უნდა განადგურდეს საავადმყოფოს სტანდარტული პროცედურების შესაბამისად და მავნე ნარჩენების განადგურების შესახებ ადგილობრივი რეგულაციების მიხედვით.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის
ოქსალიპლატინი 5 მგ/მლ
კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ოქსალიპლატინი
პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა მიიღებს სერიოზულ სახეს, ან გამოვლინდება რეაქცია, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ოქსალიპლატინის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად და რისთვის გამოიყენება იგი;
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ოქსალიპლატინის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად გამოყენებამდე;
ოქსალიპლატინის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად გამოყენების წესი;
შესაძლო გვერდითი მოვლენები;
ოქსალიპლატინის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შენახვის წესი;
დამატებითი ინფორმაცია.
რას წარმოადგენს ოქსალიპლატინის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად და რისთვის გამოიყენება იგი
პრეპარატის სახელწოდება არის ოქსალიპლატინი 5 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად, თუმცა წინამდებარე ანოტაციაში იგი მოიხსენიება, როგორც "ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად".
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად აქტიური ნივთიერება არის ოქსალიპლატინი.
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად გამოიყენება მსხვილი ნაწლავის კიბოს სამკურნალოდ (კოლინჯის მე-3 სტადიის კიბოს მკურნალობა პირველადი სიმსივნის სრული რეზექციის შემდეგ, კოლინჯის და სწორი ნაწლავის მეტასტაზირებადი სიმსივნე). ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად გამოიყენება სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა საშუალებებთან კომბინაციაში, როგორიცაა 5-ფტორურაცილი და ფოლინის მჟავა.
ინტრავენური ინფუზიის წინ საჭიროა ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად განზავება. ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად წარმოადგენს ანტინეოპლასტურ ანუ სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედების მქონე პრეპარატს და შეიცავს პლატინას.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად გამოყენებამდე;
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად არ გამოყენება:
თუ პაციენტს აქვს ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ოქსალიპლატინის ან ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად სხვა რომელიმე ინგრედიენტის, მათ შორის, ლაქტოზის მონოჰიდრატის მიმართ;
სისხლის უჯედების რაოდენობის შემცირების დროს;
ლაქტაციის დროს;
თუ პაციენტს ხელის და/ან ფეხის თითებში აქვს ჩხვლეტისა და დაბუჟების შეგრძნება, უჭირს ნატიფი მოძრაობების შესრულება, მაგალითად, ღილების შეკვრა;
თირკმლის დაავადებების შემთხვევაში.
საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად გამოყენებისას
თუ პაციენტს წარსულში აღენიშნებოდა ალერგიული რეაქცია პლატინის შემცველი ისეთი სამკურნალო საშულებების მიმართ, როგორიცაა კარბოპლატინი, ცისპლატინი;
თირკმლის ზომიერი დაზიანების დროს;
ღვიძლის რაიმე დაავადების არსებობისას;
თუ პაციენტი არის ორსულად ან გეგმავს დაორსულებას, მნიშვნელოვანია ექიმთან ამ საკითხის განხილვა მკურნალობის დაწყებამდე.
ოქსალიპლატინმა შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობა, ზოგჯერ შეუქცევადი სახის. მამრობითი სქესის პაციენტებს უნდა ერჩიოთ, რომ არ იყოლიონ შვილი მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში. მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა მათი ინფორმირება სპერმის კონსერვაციის შესაძლებლობის შესახებ.
სხვა პრეპარატების მიღება
ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ყველა იმ სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს ან რომელთა მიღებასაც გეგმავს, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
დაუშვებელია ოქსალიპლატინით მკურნალობის დაწყება ექიმის მიერ დადასტურებული ჩვენების გარეშე. ოქსალიპლატინით მკურნალობის დროს ორსულობა არ არის რეკომენდებული და საჭიროა ეფექტური კონტრაცეფციული მეთოდის შერჩევა. მკურნალობის დროს დაორსულების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მიემართოს ექიმს. საჭიროა ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური ზომების გატარება მკურნალობის დროს და მისი დამთავრებიდან 4 თვის განმავლობაში ქალებისთვის და 6 თვის განმავლობაში მამაკაცებისთვის.
ლაქტაცია
ოქსალიპლატინით მკურნალობის დროს ლაქტაცია უნდა შეწყდეს.
ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა:
ოქსალიპლატინით მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება და სხვა ნევროლოგიური ეფექტები, რომელიც გავლენას ახდენს მოძრაობისა და წონასწორობის შენარჩუნების უნარზე. აღნიშნული სიმპტომების განვითარებისას, დაუშვებელია ავტომობილის მართვა ან სხვა მექანიზმებთან მუშაობა. ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მიღების დროს მხედველობის პრობლემების განვითარების შემთხვევაში, დაუშვებელია ავტომობილის მართვა, მექანიზმებთან მუშაობა ან სხვა საშიში მოქმედებების შესრულება.
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მიღების წესი
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებისთვის.
დოზირება
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად დოზა დამოკიდებულია სხეულის ზედაპირის ფართობზე, რომელიც გამოითვლება სიმაღლისა და მასის მიხედვით.
მოზრდილთა (ხანდაზმულების ჩათვლით) ჩვეულებრივი დოზა არის 85 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე. მიღებული დოზის სიდიდე ასევე დამოკიდებულია სისხლის ანალიზების შედეგებზე და წარსულში ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მიღებისას განვითარებულ გვერდით მოვლენებზე.
მიღების წესი და მეთოდი
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ინიშნება სიმსივნის მკურნალობაში სპეციალიზებული ექიმის მიერ.
პროცედურას ახორციელებს სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, რომელიც განსაზღვრავს ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად საჭირო დოზას.
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ინტრავენური შეყვანა ხდება ნელი ინექციის სახით (ინტრავენური ინფუზია) 2-6 საათის განმავლობაში.
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიყვანება ფოლინის მჟავასთან ერთად და 5-ფთორურაცილის ინფუზიამდე 5 საათით ადრე.
მიღების სიხშირე
ჩვეულებრივ, ინფუზია ტარდება ორ კვირაში ერთხელ.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
ჩვეულებრივ, მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს მაქსიმუმ 6 თვეს სიმსივნის ტოტალური რეზექციის შემდეგ.
დასაშვებზე მეტი რაოდენობით ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მიღებისას
ვინაიდან პრეპარატის შეყვანას ახორციელებს სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, ნაკლებად მოსალოდნელია დოზის გადაჭარბება.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლოა აღინიშნოს გვერდითი მოვლენების მატება. მკურნალი ექიმი ნიშნავს სათანადო მკურნალობას აღნიშნული გვერდითი მოვლენებისთვის.
მკურნალობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად, ასევე, იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ეს ყველას არ უვითარდება.
გვერდითი მოვლენების განვითარებისას, მკურნალობის მომდევნო კურსის დაწყებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
შესაძლებელია ქვემოთ აღწერილი გვერდითი ეფექტების განვითარება:
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გამოვლინდება შემდეგი:
უჩვეულო სისხლჩაქცევები, სისხლდენა ან ინფექციის ნიშნები, როგორიცაა ყელის ტკივილი და ცხელება;
გახანგრძლივებული ან ძლიერი დიარეა ან ღებინება;
ღებინება სისხლით ან ყავის ნალექის მსგავსი მასებით;
სტომატიტი/მუკოზიტი (ტუჩების დაწყლულება ან წყლულები პირის ღრუში);
დაუდგენელი ეტიოლოგიის რესპირატორული სიმპტომები, როგორიცაა მშრალი ხველა, სუნთქვის გაძნელება ან ხიხინი;
ისეთი სიმპტომები, როგორიცაა თავის ტკივილი, გონებრივი ფუნქციის დარღვევა, გულყრები და მხედველობის ისეთი ცვლილებები, როგორიცაა პათოლოგიური მხედველობა და სიბრმავე (შექცევადი უკანა ლეიკოენცეფალოპათიის სინდრომი, იშვიათი ნევროლოგიური დარღვევა).
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად სხვა ცნობილი გვერდითი მოვლენებია:
ძალიან ხშირი (გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვლინდება 10-დან სულ მცირე 1 შემთხვევაში):
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე (პერიფერიული ნეიროპათია). პაციენტს შეიძლება აღენიშნოს ცოცვის და/ან დაბუჟების შეგრძნება ხელის და ფეხის თითებში, ტუჩების ირგვლივ ან ხახაში, ზოგჯერ სპაზმებთან ერთად.
აღნიშნული ეფექტები ზოგჯერ აღმოცენდებიან სიცივის ზემოქმედების შედეგად, მაგ. საყინულეს გაღების ან ცივი სასმელის ხელში ჭერის დროს. შესაძლოა გართულდეს ნატიფი მოძრაობების შესრულების უნარი, როგორიცაა ღილების შეკვრა. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევათა უმეტესობაში ეს სიმპტომები სრულად ქრება, არსებობს მათი გართულების რისკი პერიფერიული სენსორული ნეიროპათიის განვითარების სახით.
ცალკეულ პირებს კისრის მოხრის დროს აღენიშნებათ ჩხვლეტის და შოკისმგვარი შეგრძნება მკლავების ან ზურგის გასწვრივ.
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ზოგჯერ იწვევს უსიამოვნო შეგრძნებას ხახაში, განსაკუთრებით, ყლაპვის დროს და ასევე იწვევს ქოშინს. აღნიშნული შეგრძნება, ჩვეულებრივ, ვლინდება ინფუზიის დროს ან მისი დასრულებიდან რამდენიმე საათში. ის შეიძლება სიცივის ზემოქმედებითაც იყოს გამოწვეული. ეს უსიამოვნო შეგრძნება არ გრძელდება დიდხანს და რაიმე მკურნალობის გარეშე ქრება. ექიმმა შეიძლება მიიღოს მკურნალობის შეცვლის გადაწყვეტილება.
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ზოგჯერ იწვევს დიარეას, მსუბუქ გულისრევას და ღებინებას; თუმცა, როგორც წესი, ექიმი ნიშნავს ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტებს როგორც მკურნალობის დაწყებამდე, ისე მკურნალობის დროს.
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად იწვევს სისხლის უჯრედების რაოდენობის დროებით კლებას, რაც შესაძლოა გამოიხატოს ანემიით (ერითროციტების რაოდენობის შემცირების გამო), პათოლოგიური სისხლდენით ან სისხლჩაქცევებით (თრომბოციტების რაოდენობის შემცირების გამო). ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება ზრდის ინფექციების განვითარების რისკს. მკურნალობის და ყოველი მომდევნო კურსის დაწყებამდე მკურნალი ექიმი ატარებს ანალიზს სისხლში უჯრედების რაოდენობის შესამოწმებლად.
ჰიპოკალემია (სისხლის შრატში კალიუმის რაოდენობის შემცირება).
ნატრემია (სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის მატება).
დაღლილობა (ფიზიკური და/ან გონებრივი გადაღლა) და ასთენია (სხეულის ძალის დეფიციტი ან უკმარისობა; სისუტე).
მკურნალობის და ყოველი მომდევნო კურსის დაწყებამდე ექიმი ატარებს ანალიზს სისხლში უჯრედების რაოდენობის შესამოწმებლად.
ინფუზიის დროს განვითარებული დისკომფორტის შეგრძნება ინექციის ადგილას ან მის მახლობლად,
ცხელება, კანკალი (ტრემორი), მსუბუქი ან ძლიერი დაღლილობა, ტკივილი სხეულში,
წონის ცვლილება, მადის დაქვეითება ან უმადობა, გემოს ცვლილებები, ყაბზობა,
თავის ტკივილი, წელის ტკივილი,
შეშუპება, კისრის რიგიდობა, ენაზე უსიამოვნო შეგრძნებები, რაც აძნელებს მეტყველებას, სტომატიტი/მუკოზიტი (წყლულები ტუჩებზე ან პირის ღრუში),
ტკივილი კუჭის არეში,
პათოლოგიური სისხლდენები, მათ შორის, ცხვირიდან,
ხველა, სუნთქვის გაძნელება,
ალერგიული რეაქციები, გამონაყარი კანზე, რომელსაც თან ახლავს სიწითლე და ქავილი, თმის ცვენა (ალოპეცია),
ღვიძლის ფუნქციის დარღვევასთან დაკავშირებული ცვლილებები სისხლის ანალიზების მაჩვენებლებში.
ხშირი (გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვლინდება 100-დან 1-ზე მეტ, მაგრამ 10-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
ინფექციები, სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის შემცირების გამო,
დისპეფსია და გულძმარვა, სლოკინი, წამოწითლება, თავბრუსხვევა,
ჭარბოფლიანობა და ფრჩხილების დაზიანება, კანის აქერცვლა,
ტკივილი გულმკერდის არეში,
ფილტვის დაავადებები და გამონადენი ცხვირიდან,
სახსრების და ძვლების ტკივილი,
მტკივნეული შარდვა და თირკმლის ფუნქციის ცვლილებები, შარდვის სიხშირის შეცვლა, დეჰიდრატაცია,
სისხლი შარდში/განავალში, ვენების შეშუპება, ფილტვის არტერიის თრომბოზი,
არტერიული ჰიპერტენზია,
დეპრესია და უძილობა,
კონიუქტივიტი და მხედველობის პრობლემები,
ჰიპერჰიდროზი (ოფლის ჭარბი გამოყოფა).
არახშირი (გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვლინდება 1000-დან 1-ზე მეტ, მაგრამ 100-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
ნაწლავის ბლოკადა ან შეშუპება,
ნევროზულობა.
იშვიათი (გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვლინდება 10000-დან 1-ზე მეტ, მაგრამ 1000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
სმენის დაკარგვა,
ფილტვების ფიბროზი, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას, ზოგჯერ მთავრდება ფატალური შედეგით (ფილტვის ინტერსტიციული დაავადება),
ხანმოკლე შექცევადი სიბრმავე.
ძალიან იშვიათი (გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვლინდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
ღებინება სისხლიანი ან ყავის ნალექისებრი მასებით.
უცნობი სიხშირის (შეფასება შეუძლებელია)
გულყრა.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა მიიღებს სერიოზულ სახეს, ან გამოვლინდება რეაქცია, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, უნდა ეცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს.
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შენახვის წესი
ინახება ბაშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად არ გამოიყენება შეფუთვაზე წარმოდგენილი შენახვის ვადის (მითითებული თვის ბოლო დღე) გასვლის შემდეგ.
განზავებამდე ფლაკონი ინახება კოლოფში, სინათლისგან დაცულ ადგილას. დაუშვებელია მისი გაყინვა.
მომზადების შემდეგ ქიმიური და ფიზიკური მდგრადობა აღინიშნება 2-8C ტემპერატურაზე 48 საათის განმავლობაში და 25C ტემპერატურაზე 24 საათის განმავლობაში შენახვისას. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, გამზადებული პრეპარატი გამოყენებულ უნდა იქნას დაუყოვნებლივ. თუ მისი გამოყენება არ მოხდება დაუყოვნებლივ, გახნის შემდეგ პრეპარატის შენახვის ხანგრძლივობასა და პირობებზე პასუხისმგებელი არის მომხმარებელი, შენახვის ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 24 საათს 2-8C ტემპერატურაზე, თუ მისი განზავება მოხდება კონტროლირებულ ასეპტიკურ პირობებში.
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად არ გამოიყენება, თუ ხსნარი არ არის გამჭვირვალე ან შეიცავს რაიმე ნაწილაკებს.
დაუშვებელია პრეპარატების გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ უნდა მიემართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
დაუშვებელია ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მოხვედრა თვალში და კანზე. რაიმე სახის შემთხვევითი კონტაქტის დროს, დაუყოვნელივ უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
ინფუზიის დასრულების შემდეგ, ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად განადგურებას ახორციელებს ექიმი ან ექთანი.
დამატებითი ინფორმაცია
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს:
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ოქსალიპლატინს.
1 მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს 5 მგ ოქსალიპლატინს.
10 მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს 50 მგ ოქსალიპლატინს.
20 მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს 100 მგ ოქსალიპლატინს.
40 მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს 200 მგ ოქსალიპლატინს.
დამხმარე ნივთიერებებია ლაქტოზის მონოჰიდრატი და საინექციო წყალი.
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფორმა და შეფუთვა:
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად წარმოადგენს გამჭვირვალე, უფერო ხსნარს, რომელიც არ შეიცავს ხილულ ნაწილაკებს.
ერთი შუშის ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს ინდივიდუალურ შეფუთვაში.
ყველა ზომის შეფუთვა შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი.
წარმოების ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:
Accord Healthcare Limited,
Sage House, 319 Pinner Road, North Harrow HA1 4HF, UK
აკორდ ჰელთქეარ ლიმიტედ,
სეიჯ ჰაუზ, 319 პინერ როუდ, ჩრდილოეთ ჰაროუ ჰა1 4ჰფ, დიდი ბრიტანეთი
ინსტრუქციის უკანასკნელი დამტკიცების თარიღი: 04/2012 წ.
წინამდებარე ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ექიმებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის:
ინსტრუქცია ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად გამოყენების შესახებ
საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მომზადების წინ
ფორმულირება
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად წარმოადგენს გამჭვირვალე უფერო ხსნარს, რომელიც შეიცავს 5 მგ/მლ ოქსალიპლატინს და ლაქტოზის მონოჰიდრატს.
ფორმა
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მოთავსებულია ერთჯერადი დოზის ფლაკონში. კოლოფში მოთავსებულია 1 ფლაკონი.
10 მლ
კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მოთავსებულია 10 მლ მოცულობის მქონე ტიპი 1 გამჭვირვალე შუშის მილისებრ ფლაკონში, რომელსაც აქვს 20 მმ ზომის ქლორობუტილენის რეზინის საცობი და 20 მმ ზომის ალუმინის იასამნისფერი თავსახური.
20 მლ
კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მოთავსებულია 20 მლ მოცულობის მქონე ტიპი 1 გამჭვირვალე სხმულ შუშის ფლაკონში, რომელსაც აქვს 20 მმ ზომის ქლორობუტილენის რეზინის საცობი და 20 მმ ზომის ალუმინის იასამნისფერი თავსახური.
40 მლ
კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მოთავსებულია 50 მლ მოცულობის მქონე ტიპი 1 გამჭვირვალე შუშის მილისებრ ფლაკონში, რომელსაც აქვს 20 მმ ზომის ქლორობუტილენის რეზინის საცობი და 20 მმ ზომის ალუმინის იასამნისფერი თავსახური.
შენახვის ვადა:
2 წელი.
გლუკოზის 5%-იან ხსნარში განზავების შემდეგ ქიმიური და ფიზიკური მდგრადობა აღინიშნება 2-8C ტემპერატურაზე 48 საათის განმავლობაში და 25C-ზე 24 საათის განმავლობაში შენახვისას.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, გამზადებული პრეპარატი გამოყენებულ უნდა იქნას დაუყოვნებლივ.
თუ მისი გამოყენება არ მოხდება დაუყოვნებლივ, გახსნის შემდეგ, პრეპარატის შენახვის ხანგრძლივობასა და პირობებზე პასუხისმგებელი არის მომხმარებელი, შენახვის ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 24 საათს 2-8C ტემპერატურაზე, თუ მისი განზავება მოხდება კონტროლირებულ ასეპტიკურ პირობებში.
ფლაკონი ინახება კოლოფში სინათლისგან დაცულ ადგილას. დაუშვებელია მისი გაყინვა.
გამოყენებამდე უნდა დათვალიერდეს. გამოიყენება მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარი, რომელიც არ შეიცავს მყარ ნაწილაკებს.
სამედიცინო პროდუქტი განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისთვის. კონცენტრატის გამოუყენებელი ნაწილი ექვემდებარება განადგურებას.
რეკომენდაციები პრეპარატთან მუშაობისას უსაფრთხოების შესახებ
ტოქსიური თვისებების მქონე სხვა ნაერთების მსგავსად, სიფრთხილეა საჭირო ოქსალიპლატინის ხსნარის მომზადების დროს.
მომზადების ინსტრუქციები
ციტოტოქსიკური პრეპარატების მომზადება სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიერ მოითხოვს სიფრთხილის ზომების გატარებას, რათა მოხდეს მათი და ირგვლივ მყოფი პირების უსაფრთხოების დაცვა.
ციტოტოქსიკური აგენტების საინექციო ხსნარები უნდა მომზადდეს აღნიშნულ პრეპარატებთან მუშაობის სათანადო გამოცდილების მქონე სპეციალისტის მიერ, გარდა ამისა, საჭიროა პრეპარატის მთლიანობის შენარჩუნება, გარემოს და პრეპარატთან მომუშავე პერსონალის უსაფრთხოების დაცვა. ამ მიზნისთვის უნდა გამოიყოს მოსამზადებელი ზონა. აღნიშნულ ზონაში თამბაქოს მოხმარება, საკვების და სასმელის მიღება აკრძალულია.
პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს სათანადო მასალებით, განსაკუთრებით გრძელმკლავიანი ხალათებით, დამცავი ნიღბებით, ქუდებით, დამცავი სათვალეებით, სტერილური ერთჯერადი ხელთათმანებით, სამუშაო ზედაპირის დამცავი საფარით, კონტეინერებით და ნაგვის შესაგროვებელი ყუთებით.
სიფრთხილეა საჭირო ექსკრეტირებულ და ამონაღებ მასებთან მუშაობისას.
ორსულმა ქალებმა თავი უნდა აარიდონ ციტოტოქსიკურ აგენტებთან კონტაქტს. დაზიანებული კონტეინერი უნდა დამუშავდეს იმავე სიფრთხილის ზომებით და მიჩნეულ იქნეს დაბინძურებულ ნარჩენ მასალად. კონტამინირებული ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს შესაბამისი ეტიკეტის მქონე რიგიდულ კონტეინერებში. იხილეთ ქვემოთ ნაწილი "განადგურება".
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად კანთან შეხებისას, უნდა მოხდეს მისი დაუყოვნებლივ ჩამობანა უხვი რაოდენობის წყლით. ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ლორწოვან გარსებზე მოხვედრისას, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მისი ჩამობანა უხვი რაოდენობის წყლით.
მომზადება ინტრავენური შეყვანისთვის
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ინტრავენური შეყვანისას
ნუ გამოიყენებთ ინექციისთვის ალუმინის შემცველ მასალას,
ნუ შეიყვანთ განუზავებელ პრეპარატს,
გამხსნელის სახით გამოიყენება მხოლოდ გლუკოზის 5%–იანი საინფუზიო ხსნარი. დაუშვებელია საინფუზიო ხსნარის განზავება ნატრიუმის ქლორიდის ან ქლორის შემცველი სხვა ხსნარებით.
ნუ შეურევთ სხვა სამკურნალო საშუალებებს საინფუზიო ჩანთაში და ნუ შეიყვანთ სხვა პრეპარატებს იმავე საინფუზიო მილით.
ნუ შეურევთ ტუტე რეაქციის მქონე სამედიცინო პროდუქტებთან ან ხსნარებთან, როგორებიცაა 5–ფთორურაცილისა და ფოლიუმის მჟავის პროდუქტები, რომელიც დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს ტრომეტამოლს და სხვა სამედიცინო პროდუქტებთან, რომლებიც შეიცავენ ტრომეტამოლის მარილებს. ტუტე რეაქციის მქონე სამკურნალო საშუალებები ან ხსნარები უარყოფითად მოქმედებს ოქსალიპლატინის მდგრადობაზე.
ინსტრუქციები ფოლინის მჟავასთან (კალციუმის ფოლინატი ან დინატრიუმის ფოლინატი) ერთად გამოყენებისას
250 ან 500 მლ გლუკოზის 5%-იან ხსნარში გახსნილი 85 მგ/მ2 ოქსალიპლატინის ინტრავენური ინფუზია შეიყვანება გლუკოზის 5%-იან ხსნარში გახსნილ ფოლინის მჟავასთან ერთად, 2-6 საათის განმავლობაში, ინფუზიამდე შეყვანილი Y-მილის მეშვეობით.
დაუშვებელია ამ ორი პრეპარატის შერევა საინფუზიო ჩანთაში. ფოლინის მჟავა დამხმარე ნივთიერების სახით არ უნდა შეიცავდეს ტრომეტამოლს და უნდა განზავდეს მხოლოდ გლუკოზის 5%-იან იზოტონურ ხსნარში და არა ტუტე რეაქციის მქონე ხსნარებში ან ნატრიუმის ქლორიდის ან ქლორის შემცველ სხვა ხსნარებში.
5-ფთორურაცილის გამოყენების ინსტრუქცია
ოქსალიპლატინი მიიღება ფთოროპირიმიდინების - ე.წ. 5-ფთორურაცილის შეყვანამდე.
ოქსალიპლატინის შევანის შემდეგ ხდება საინფუზიო მილის გამორეცხვა და 5-ფთორურაცილის შეყვანა.
ოქსალიპლატინთან კომბინირებული მკურნალობისთვის განკუთვნილი პრეპარატების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საჭიროა მწარმოებლის მიერ მოწოდებული პროდუქტის მახასიათებლების შეჯამების წაკითხვა.
გამოიყენეთ მხოლოდ რეკომენდებული გამხსნელები (იხილეთ ქვემოთ).
საინფუზიო ხსნარის მომზადება
ამოიღეთ ფლაკონიდან სათანადო რაოდენობის კონცენტრატი და განაზავეთ 250-500 მლ გლუკოზის 5%-იან ხსნარში ისე, რომ ოქსალიპლატინის კონცენტრაციამ მიაღწიოს 0,2 - 2 მგ/მლ-ს; ეს არის კონცენტრაციის ის სპექტრი, რომელშიც ოქსალიპლატინი ინარჩუნებს ქიმიურ და ფიზიკურ მდგრადობას.
შეიყვანება ინტრავენურად.
გლუკოზის 5%-იან ხსნარში განზავების შემდეგ ქიმიური და ფიზიკური მდგრადობა აღინიშნება 2-8C ტემპერატურაზე 48 საათის განმავლობაში და 25C-ზე 24 საათის განმავლობაში შენახვისას.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, გამზადებული პრეპარატი გამოყენებულ უნდა იქნას დაუყოვნებლივ.
თუ მისი გამოყენება არ მოხდება დაუყოვნებლივ, გახსნის შემდეგ, პრეპარატის შენახვის ხანგრძლივობასა და პირობებზე პასუხისმგებელი არის მომხმარებელი, შენახვის ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 24 საათს 2-8C ტემპერატურაზე, თუ მისი განზავება მოხდება კონტროლირებულ ასეპტიკურ პირობებში.
გამოყენებამდე უნდა მოხდეს პრეპარატის დათვალიერება. გამოიყენება მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარი, რომელიც არ შეიცავს მყარ ნაწილაკებს.
პრეპარატი გამოიყენება ერთჯერადად. კონცენტრატის გამოუყენებელი ნაწილი უნდა განადგურდეს.
დაუშვებელია გამხსნელად ნატრიუმის ქლორიდის ან ქლორის შემცველი სხვა ხსნარების გამოყენება.
ოქსალიპლატინის საინფუზიო ხსნარის თავსებადობა გამოცდილ იქნა შესაბამისი, PVC-დაფუძნებული შესაყვანი ნაკრებით.
ოქსალიპლატინის შეყვანისას წინასწარი ჰიდრატაცია არ არის აუცილებელი.
ხსნარის ინფუზია
ოქსალიპლატინის შეყვანისას წინასწარი ჰიდრატაცია არ არის საჭირო.
250-500 მლ გლუკოზის 5%-იან ხსნარში განზავების შემდეგ, ოქსალიპლატინი კონცენტრაცია არ უნდა იყოს 0,2 მგ/მლ-ზე ნაკლები, მისი ინფუზია ხდება პერიფერიულ ან ცენტრალურ ვენაში 2-6 საათის განმავლობაში. ოქსალიპლატინითა და 5-ფთორურაცილით კომბინირებული მკურნალობის დროს ოქსალიპლატინის ინფუზია წინ უსწრებს 5-ფთორურაცილის ინფუზიას.
განადგურება
სამედიცინო პროდუქტის ნარჩენები და განზავებისა და შეყვანის დროს გამოყენებული მასალები უნდა განადგურდეს საავადმყოფოს სტანდარტული პროცედურების შესაბამისად და მავნე ნარჩენების განადგურების შესახებ ადგილობრივი რეგულაციების მიხედვით.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.