ოქსალიპლატინი ლივფარმა
Oxaliplatin LIVPharma
ოქსალიპლატინი ლივ ფარმას აქტიური ნივთიერება არის ოქსალიპლატინი. ოქსალიპლატინი ლივ ფარმა გამოიყენება მსხვილი ნაწლავის კიბოს დაავადების სამკურნალოდ (მსხვილი ნაწლავის კიბო III სტადია პირველადი სიმსივნის სრული ამოკვეთის შემდეგ, მსხვილი და სწორი ნაწლავის მეტასტაზური კიბოს სამკურნალოდ). …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ოქსალიპლატინი (oxaliplatin)
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ/მლ (100მგ/20მლ) 20მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- AqVida GmbH, გერმანია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, პლატინის ნაერთები
- ATC კოდი
- L01XA03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-025453
- რეგისტრირებულია
- 6 ივნისი 2018, მოქმედებს 6 ივნისი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
- GMP
- -
ოქსალიპლატინი ლივფარმა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ოქსალიპლატინი ლივ ფარმას აქტიური ნივთიერება არის ოქსალიპლატინი.
ოქსალიპლატინი ლივ ფარმა გამოიყენება მსხვილი ნაწლავის კიბოს დაავადების სამკურნალოდ (მსხვილი ნაწლავის კიბო III სტადია პირველადი სიმსივნის სრული ამოკვეთის შემდეგ, მსხვილი და სწორი ნაწლავის მეტასტაზური კიბოს სამკურნალოდ). ოქსალიპლატინი ლივ ფარმა გამოიყენება სხვა კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტებთან კომბინაციაში, როგორიცაა 5-ფლურორაცილი და ფოლინმჟავა.
ოქსალიპლატინი ლივ ფარმა არის ანტინეოპლასტური ნივთიერება ან კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტი და შეიცავს პლატინს.
მიღების წესი და დოზირება
ოქსალიპლატინი ლივ ფარმა გამოიყენება მხოლოდ უფროს პაციენტებში.
მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის.
დოზირება
დოზირება განისაზღვრება სხეულის ფართის (დაანგარიშებული მ2) შესაბამისად, რომელიც იზომება სხეულის სიმაღლისა და წონის მიხედვით. გარდა ამისა დოზირება დამოკიდებულია ასევე სისხლის ანალიზის შედეგებზე და ოქსალიპლატინი ლივ ფარმას წინა გამოყენებისას გამოვლენილ გვერდით ეფექტებზე.
უფროსებში, ხანდაზმული პაციენტების ჩათვლით რეკომენდებული დოზა შეადგენს 85 მგ/მ2-ზე.
გამოყენების წესი
ოქსალიპლატინი ლივ ფარმა ინიშნება ექიმი-სპეციალისტის მიერ კიბოს დაავადებების სამკურნალოდ.
მკურნალობა უნდა ჩაატაროს სამედიცინო პირმა, რომელიც მოამზადებს ოქსალიპლატინი ლივ ფარმას საჭირო დოზირებას. ოქსალიპლატინი ლივ ფარმა შეიყვანება ნელი ინფუზიის სახით ვენაში (ინტრავენური ინფუზია) 2-დან 6 საათამდე დროის განმავლობაში.
ოქსალიპლატინი ლივ ფარმა შეიყვანება ფოლინმჟავასთან ერთად და 5-ფლურორაცილის ინფუზიამდე.
როგორც წესი ინფუზია კეთდება ყოველ 2 კვირაში.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.
მკურნალობა გაგრძელდება მაქსიმუმ 6 თვე, თუკი პრეპარატის გამოყენება გრძელდება სიმსივნის სრული გაქრობის შემდეგაც.
თუ გამოყენებული იქნა ოქსალიპლატინი ლივ ფარმას ჭარბი დოზირება
ვინაიდან ეს მედიკამენტი გამოიყენება ექიმი-სპეციალისტის მიერ, ამიტომ ნაკლებად მოსალოდნელია ზედოზირება ან ნაკლები დოზის შეყვანა. ნებისმიერ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ზედოზირების შემთხვევაში აღინიშნება ძლიერი გვერდითი ეფექტები. ექიმი ჩაატარებს შესაბამის მკურნალობას ამ მოვლენების აღმოსაფხვრელად.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში ამ პროდუქტის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს, მზრუნველ პირს ან ფარმაცევტს.
სიფრთხილის ზომები
ოქსალიპლატინი ლივ ფარმას გამოყენება არ შეიძლება, თუ აღინიშნება
- ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) ოქსალიპლატინის მიმართ.
- ლაქტაციის პერიოდში.
- სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის ნაკლებობა
- დაბუჟების და შეგრძნების დაკარგვის გრძნობა ხელის და/ან ფეხის თითებში და თუ აღინიშნება ქმედების შესრულების უუნარობა, როგორიცაა მაგალითად ღილის შეკვრა.
- თირკმლის რთული პრობლემები.
საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე ოქსალიპლატინი ლივ ფარმას გამოყენებისას, თუ აღინიშნება
- თირკმელების საშუალო ან მსუბუქი პრობლემები.
- პლატინის შემცველი მედიკამენტების მიმართ გამოვლენილი ალერგიული რეაქციები (მაგ., კარბოპლატინი ან ცისპლატინი). ალერგიული რეაქციები შესაძლოა გამოვლინდეს ოქსალიპლატინის - ინფუზიისას.
- ღვიძლის პრობლემები.
- თუ აღინიშნება ორსულობა ან თუ გეგმავთ ორსულობას, უნდა აცნობოთ ექიმს მკურნალობის დაწყებამდე.
ოქსალიპლატინმა შესაძლოა გამოიწვიოს უნაყოფობა, რაც შესაძლოა არ იყოს რევერსული. მამრობითი სქესის პაციენტებისთვის რეკომენდებულია არ მოახდინონ განაყოფიერება მკურნალობის პერიოდში და მისი დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში და მკურნალობის დაწყებამდე მოახდინონ სპერმის კონსერვაცია. მამრობითი სქესის პაციენტებმა მკურნალობის პერიოდში და მისი დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში უნდა გამოიყენონ კონტრაცეპტული საშუალებები.
სხვა მედიკამენტების გამოყენება
გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ სხვა მედიკამენტს ან მიიღეთ ცოტა ხნის წინ ნებისმიერი სამკურნალო საშუალება, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატებიც.
ორსულობა და ძუძუთი კვება
რეკომენდებულია, რომ ოქსალიპლატინით მკურნალობისას არ მოხდეს დაორსულება და აუცილებელია ეფექტური კონტრაცეპტული საშუალებების გამოყენება. მდედრობითი სქესის პაციენტებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეპტული საშუალებები მკურნალობის პერიოდში და მისი დასრულებიდან 4 თვის განმავლობაში.
თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის მკურნალობის დაწყებამდე.
თუ დაორსულება მოხდება მკურნალობის პერიოდში უნდა აცნობოთ დაუყონებლივ ექიმს. ოქსალიპლატინი ლივ ფარმას მკურნალობის პერიოდში არ შეიძლება ჩვილის ძუძუთი კვება.
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ოქსალიპლატინი ლივ ფარმათი მკურნალობისას არსებობს თავბრუსხვევის, ღებინების და გულისრევის და ისეთი სიმპტომების გამოვლენის მაღალი რისკ-ფაქტორი, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ სიარულის და წონასწორობის შენარჩუნების უნარზე. ასეთ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ მართოთ ავტომობილი და სხვა სახის მექანიზმები. თუ ოქსალიპლატინი ლივ ფარმას გამოყენებისას ვლინდება მხედველობის დაქვეითების მოვლენები, მაშინ არ შეიძლება ავტომობილის ან ნებისმიერი სხვა სახის მექანიზმების მართვა ან ინსტრუმენტების გამოყენება.
გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ოქსალიპლატინი ლივ ფარმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა გამოვლინდება ძლიერად ან შენიშნავთ ისეთ ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, უნდა აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შემდეგში ჩამოთვლილია გვერდითი ეფექტები მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირი:
ვლინდება 10 პაციენტიდან 1-ზე მეტში
ხშირი:
ვლინდება 100 პაციენტბიდან 1-დან 10-ში
საშუალო:
ვლიბდება 1.000 პაციენტიდან 1-დან 10-ში
იშვიათი:
ვლინდება 10.000 პაციენტიდან 1-დან 10-ში
ძალიან იშვიათი:
ვლინდება 10.000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში
უცნობია სიხშირე:
სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე
აცნობეთ ექიმს დაუყონებლივ, თუ გამოვლინდება შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე:
უჩვეულო ლურჯი ლაქები, სისხლდენა ან ინფექციის ნიშნები, როგორიცაა ყელის ტკივილი ან სხეულის ტემპერატურის მატება.
შენარჩუნებული ან რთული ფაღარათი ან ღებინება
სისხლი ან მუქი ყავისფერი, ყავის მაგვარი ნივთიერება ღებინების მასაში.
ტუჩების ტკივილი ან პირის ღრუს წყლული (სტომატიტის/მუკოზიტი).
სასუნთქი გზების აუხსნელი სიმპტომები, როგორიცაა მშრალი ხველა, სუნთქვის გართულება ან ხმაური სუნთქვისას.
ხელების, ფეხების, კოჭის ძვლების, სახის, ტუჩების, პირის ან ხორხის შეშუპება (რაც იწვევს ყლაპვის და სუნთქვის გართულებას) - ანგიო-შეშუპების სიმპტომები.
სიმპტომების ჯგუფი როგორიცაა თავის ტკივილი, ფსიქიური განწყობის ცვლილებები, კრუნჩხვები და მხედველობის დარღვევები, რომლებიც შესაძლოა განვითარდეს მხედველობის დაბინდვიდან მის დაკარგვამდე (უკუქცევადი პოსტერიური ლეიკოენცეფალოპათიის სიმპტომები, იშვიათი ნევროლოგიური დარღვევა).
ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები
ოქსალიპლატინი ლივ ფარმას გამოყენებისას შესაძლოა აღინიშნოს ნერვული სისტემის დარღვევები (პერიფერიული ნევროპათია). შესაძლოა აღინიშნოს ხელ-ფეხის თითების დაბუჟება ან გრძნობის დაკარგვა, რომელიც ვრცელდება ასევე პირის გარშემო და ყელის არეში, რასაც ზოგიერთ შემთხვევებში კრუნჩვა მოსდევს. ეს სიმპტომები ხშირად აღმოიფხვრება ცივი ეფექტების საშუალებით, როგორიცაა მაგალითად მაცივრის კარის გაღება ან ცივი სასმელის ხელში დაჭერა. ასევე შესაძლოა აღინიშნოს ისეთი ქმედებების შესრულების გართულება, როგორიცაა მაგალითად ტანსაცმლის ღილის შეკვრა. ამ სიმპტომების უმეტესობა უკუქცევადია, თუმცა შესაძლოა მკურნალობის დასრულების შემდეგ ზოგიერთი სიმპტომი შენარჩუნდეს.
ზოგიერთ პაციენტებში აღინიშნება კისრის წინ დახრისას დაბუჟების, შოკის მაგვარი შეგრძნება, რაც ვრცელდება მკლავებზე ან ტანის არეში.
ოქსალიპლატინმა შესაძლოა ზოგიერთ შემთხვევებში გამოიწვიოს ხორხის არეში უსიამოვნო შეგრძნება, განსაკუთრებით ყლაპვისას და სუნთქვის გახშირების შეგრძნება. თუ გამოვლინდება ეს მოვლენა ინფუზიიდან ერთი საათის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ ცივი საშუალებები. ეს უსიამოვნო შეგრძნება არ ნარჩუნდება დიდხანს და ქრება მკურნალობის გარეშე. ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას დამატებითი მკურნალობის შესახებ.
ინფექციის ნიშნები, როგორიცაა ყელის ტკივილი ან ძალიან მაღალი ტემპერატურა.
ოქსალიპლატინი ლივ ფარმას გამოყენება იწვევს სისხლის უჯრედების რაოდენობის დროებით შემცირებას. წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირებამ შესაძლოა გამოიწვიოს ანემია (სისხლის ნაკლებობა - წითელი უჯრედების რაოდენობის დეფიციტი). სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირებამ შესაძლოა გამოიწვიოს ინფექციების. მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის ყოველი პროცედურამდე საჭიროა სისხლის ანალიზის ჩატარება და სისხლის უჯრედების რაოდენობის კონტროლი.
არსებობს სისხლდენის და ექსტრავაზაციის (სისხლძარღვის სითხის ქსოვილში გადასვლის) რისკი.
კანის შეშუპება, სისუსტე და სუნთქვის გართულება.
ალერგიული რეაქციები - წითელი გამონაყარი ქავილით, ხელების, ფეხების, ძვლების, სახის, ტუჩების, პირის და ხორხის შეშუპება (რაც იწვევს სუნთქვის და ყლაპვის გართულებას), შესაძლოა ამ ეფექტებმა გამოიწვიონ გონების დაკარგვა.
სრული ან ნაწილობრივი მადის დაკარგვა
სისხლში შაქრის მაღალი დონე, ძლიერი წყურვილის შეგრძნება, პირის სიმშრალე ან ხშირი შარდვა.
არარეგულარული გულისცემა (სისხლში კალიუმის დონის ნაკლებობის გამო)
დაღლილობა, ორიენტირების დარღვევა, კუნთების კრთომა, კრუნჩხვა და კომა (სისხლში ნატრიუმის დაბალი დონის გამო).
გემოს შეგრძნების დარღვევები
თავის ტკივილები
ცხვირიდან სისხლდენა
სუნთქვის გახშირება
ხველა
ღებინება, გულისრევა - ამ ეფექტების თავიდან არიდების მიზნით როგორც წესი მკურნალობამდე და ასევე მის შემდეგ მიიღებთ ექიმისგან ღებინების საწინააღმდეგო საშუალებას.
ფაღარათი. შენარჩუნებული ან ძლიერი ფაღარათის ან ღებინებისას დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს.
კუნთებთან შემავალი ნერვების შეშუპება, კისრის გაშეშება, ენაზე უჩვეულო შეგრძნება, რამაც შესაძლოა დააბრკოლოს მეტყველება, სტომატიტი/მუკოზიტი (ტუჩების ტკივილი ან პირის შეშუპება).
მუცლის ტკივილი, ობსტიპაცია.
კანის დაავადებები
თმისცვენა
ზურგის ტკივილები
დაღლილობა, სისუსტე, მთლიან სხეულზე სისუსტის შეგრძნება.
ინფუზიის ადგილას ან მის გარშემო ტკივილი და კანის სიწითლე.
ცხელება, კანკალი (ტრემორი).
სისხლის მაჩვენებლების ცვლილებები, მათ შორის ისეთების, რომლებიც იწვევენ ღვიძლის ფუნქციის დარღვევას.
წონაში მატება.
ხშირი გვერდითი ეფექტები
ინფექცია, რომელიც იწვევს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირებას.
ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება.
სასუნთქი გზების ინფექცია.
სითხის დაკარგვა ქსოვილის დეჰიდრატაციით.
ძლიერი აღგზნებადობა და გაღიზიანება.
თავბრუსხვევის შეგრძნება.
კუნთებთან მიმავალი ნერვების შეშუპება.
კისრის გაშეშება, სინათლის მგრძნობელობა, ძლიერი შუქის მიმართ ავერსია, თავის ტკივილები.
შემაერთებელი ქსოვილის ანთება, მხედველობის დარღვევები.
ანომალიური სისხლდენა, სისხლი შარდში ან განავალში.
სისხლჩაქცევები, როგორც წესი ფეხებში, მტკივნეული შეშუპებით და სიწითლით.
სისხლჩაქცევა ფილტვებში, რაც იწვევს მკერდის არეში ტკივილს და სუნთქვის გართულებას.
კანის სიწითლე
მკერდის არეში ტკივილი, სლოკინი.
საჭმლის მონელების დარღვევები, გულძმარვა.
აქერცვლადი კანი, გამონაყარი, ძლიერი ოფლიანობა და ფრჩხილების დარღვევები.
სახსრების ტკივილი, ძვლების ტკივილები
ტკივილი შარდვისას ან შარდვის სიხშირის ცვლილებები
თირკმლის ფუნქციის ცვლილებები სისხლის ანალიზში
წონის დაკლება
დეპრესია
ძილის დარღვევები.
საშუალო გვერდითი ეფექტები
სმენის დარღვევები.
ნაწლავის ობსტრუქცია, ნაწლავის შეშუპება.
ნევროზული შიში
სისხლში მაღალი მჟავიანობა
იშვიათი გვერდითი ეფექტები
არამკვეთრი მეტყველება
სიყრუე
ფილტვების შეხორცება და გასქელება სუნთქვის გართულებით, ზოგიერთ შემთხვევებში სასიკვდილო შედეგით (ინტერსტიციალური ფილტვების დაავადება).
ანთებები, რომლებიც იწვევენ მუცლის ტკივილს და ფაღარათს.
კვლავ აღდგენადი, ხანმოკლე მხედველობის დაკარგვა.
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები
ღვიძლის ფუნქციის დარღევები, რომლებიც საჭიროებენ ექიმის მეთვალყურეობას.
თირკმლის ფუნქციის ცვლილებები.
სისხლიანი ან მუქი ყავისფერი, ყავისმაგვარი მასა ღებინებისას.
უცნობია სიხშირე
კონვულსია
შემადგენლობა
- აქტიური ნივთიერება არის ოქსალიპლატინი. 1 მლ საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატი შეიცავს 5 მგ ოქსალიპლატინს.
ყოველი საჩხვლეტი ფლაკონი 10 მლ კონცენტრატით შეიცავს 50 მგ ოქსალიოლატინს.
ყოველი საჩხვლეტი ფლაკონი 20 მლ კონცენტრატით შეიცავს 100 მგ ოქსალიპლატინს.
ყოველი საჩხვლეტი ფლაკონი 40 მლ კონცენტრატით შეიცავს 200 მგ ოქსალიპლატინს.
- დამხმარე ნივთიერებებია საინექციო წყალი.
ოქსალიპლატინი ლივ ფარმას გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
ოქსალიპლატინი ლივ ფარმა არის სუფთა, გამჭვირვალე საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატი.
შეფუთვის ზომა
შეფუთვა 1 საჩხვლეტი ფლაკონით შეიცავს 10მლ, 20მლ ან 40 მლ კონცენტრატს.
ფარმაცევტული საწარმო და მწარმოებელი
აქვიდა გმბჰ
კაიზერ-ვილჰელმ-შტრ. 89
20355 ჰამბურგი
გერმანია
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციის ბოლო შესწორების თარიღია 09/2013.
- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისათვის:
მითითებები სწორი გამოყენების შესახებ
სხვა ტოქსიური ნივთიერებების მსგავსად ოქსალიპლატინის ხსნარიც უნდა დამზადდეს და გამოყენებული იქნეს სიფრთხილის დაცვით.
ციტოტოქსიური ნივთიერებების გამოყენებისას დაცული უნდა იყოს სამედიცინო პერსონალის მიერ ყველა უსაფრთხოების ზომები, რომელიც ითვალისწინებს მომხმარებლის და გარშემო მყოფთა უსაფრთხოებას.
ციტოტოქსიური საინექციო ხსნარის დამზადება უნდა მოხდეს სპეციალიზირებული პერსონალის მიერ, რომელსაც გააჩნია ამ მედიკამენტის გამოყენების გამოცდილება. გამოყენება უნდა მოხდეს კლინიკის პირობების დაცვით, რომელიც უზრუნველყოფს გარემოს და განსაკუთრებით მომხმარებელთა უსაფრთხოების დაცვას. ეს გულისხმობს ასევე იმას, რომ მედიკამენტის მომზადება უნდა მოხდეს ისეთ სპეციალურ ბოქსში, რომელიც აკმაყოფილებს უსაფრთხოების მოთხოვნებს და ამ არეალში არ არის ნებადართული თამბაქოს მოწევა, კვება და ნებისმიერი სასმელის მიღება.
სამედიცინო პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს გრძელი ხალათით, დამცავი ნიღაბით, ქუდით, დამცავი სათვალით, სტერილური ერთჯერადი ხელთათმანებით, სამუშაო ადგილი დაცული უნდა იყოს დამცავი საფენით, ნარჩენებისათვის განკუთნილი კონტეინერებით.
ექსკრემენტები და ღებინების ნარჩენები უნდა განადგურდეს ფრთხილად.
ორსულმა ქალებმა უნდა მიიღონ სპეციალური გაფრთხილება ციტოტოქსიური საშუალებებით მუშაობის ან მომხმარების შესახებ და უნდა მოერიდონ მათ.
ყოველი გატეხილი სინჯარა უნდა განადგურდეს სიფრთხილის დაცვით, რადგან ის ქიმიური ნარჩენია. ქიმიური ნარჩენები უნდა დაიწვას შესაბამის მკვრივ კონტეინერებში. იხილეთ ქვემოთ პუნქტი ,,უტილიზაცია“.
თუ ოქსალიპლატინის კონცენტრატი და საინფუზიო ხსნარი მოხვდება კანთან კონტაქტში, მაშინვე უნდა დაიბანოს კანი წყლით.
თუ ოქსალიპლატინის კონცენტრატი ან საინფუზიო ხსნარი მოხვდება ლორწოვან გარსთან კონტაქტში, მაშინ დაუყონებლივ უნდა გამოირეცხოს წყლით.
მომზადება ინტრავენური შეყვანისათვის
სპეციალური სიფრთხილის ზომები გამოყენებამდე
პროდუქტის გამოყენება არ შეიძლება ალუმინის შემცველი საინექციო მასალასთან ერთად.
პროდუქტის გამოყენება არ შეიძლება გაუზავებლად. გასაზავებლად გამოიყენება მხოლოდ 5%-იანი გლუკოზის საინფუზიო ხსნარი (50 მგ/მლ)
პროდუქტის გაზავება არ შეიძლება ნატრიუმქლორიდის ხსნართან ან ქლორიდის შემცველ ხსნართენ ერთად.
პროდუქტის შერევა ან ერთდროულად საინფუზიო სისტებაში შეყვანა სხვა მედიკამენტებთან ერთად არ შეიძლება.
პროდუქტის შერევა შეიძლება ალკალურ პრეპარატებთან ან ხსნარებთან, განსაკუთრებით 5 - ფლურორაცილთან, ფოლინისმჟაას ხსნარებთან ერთად, რომლებიც დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავენ ტრომეტამოლს და ტრომეტამოლის მარილებთან ერთად. ალკალურ მედიკამენტებს ან ხსნარებს გააჩნიათ ნეგატიური ზეგავლენა ოქსალიპლატინის სტებილურობაზე.
მითითებები ფოლისმჟავასთან ერთად გამოყენების შესახებ (მაგ., კალციუმფოლინატთან ან დინატრიუმფოლინატთან ერთად)
250 მლ-დან 500 მლ-მდე 5%იანი გლუკოზის ხსნარი (50მგ/მლ), რომელიც შეიცავს 85მგ/მ2 ოქსალიპლატინს, ერთდროულად ფოლინმჟავას საინფუზიო ხსნართან ერთად (ფოლინმჟავა 5 %იან გლუკოზის ხსნარში) შეიყვანება ინფუზიის სახით Y- სისტემით, უშაუალოდ საინფუზიო ბოქსში, 2-დან 6 საათის განმავლობაში.
არ შეიძლება ორივე მედიკამენტის ერთ საინფუზიო ტომარაში შერევა. ფოლინმჟავა არ უნდა შეიცავდეს ტრომეტამოლს დამხამრე ნივთიერების სახით და მისი გაზავება შესაძლებელია მხოლოდ იზოტონური 5 %იანი გლუკოზის ხსნარში. არასოდეს გამოიყენოთ ალკალური ხსნარი ან ნატრიუმქლორიდის ხსნარი ან სხვა ქლორიდის შემცველი ხსნარები გასაზავებლად.
მითითებები 5-ფლურორაცილის გამოყენების შესახებ
ოქსალიპლატინის შეყვანა უნდა მოხდეს ყოველთვის ფლუროპირიმიდინების, ანუ 5-ფლურორაცილის შეყვანამდე.
ოქსალიპლატინის შეყვანის შემდეგ სისტემა უნდა გამოირეცხოს და შემდეგ უნდა მოხდეს 5-ფლურორაცილის შეყვანა. დამატებითი ინფორმაცია ოქსალიპლატინის კომბინირების შესახებ იხილეთ შესაბამის ლიტერატურაში მედიკამენტის შესახებ.
თუ გაზავებულ ხსნარში აღინიშნება ნალექი, მაშინ არ შეიძლება მისი გამოყენება და მისი განადგურება უნდა მოხდეს შესაბამისი წესების დაცვით (იხ. .ქვემოთ). გამოიყენება მხოლოდ რეკომენდებული გამხსნელი საშუალებები გაზავებისათვის (იხ. ქვემოთ).
გამოიყენება მხოლოდ სუფთა ნაწილაკების გარეშე ხსნარი.
საინფუზიო ხსნარის დამზადება
კონცენტრატის საჭირო რაოდენობა ამოიღეთ საჩხვლეტი ფლაკონიდან და შემდეგ გააზავეთ ის 250მლ-დან 500მლ-მდე 5 %იან გლუკოზის ხსნარში, რომ მიიღოთ 0,2მგ/მლ -დან 0,7მგ/მლ-მდე ოქსალიპლატინის კონცენტრატი. ამ კონცენტრაციისათვის დადასტურებულია ოქსალიპლატინის ფიზიკურ-ქიმიური სტაბილურობა.
შეიყვანება ინტრავენური ინფუზიის გზით.
5%იან გლუკოზის ხსნარში (50მგ/მლ) გაზავების შემდეგ ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა მზა ხსნარში აღინიშნება 24სთ განმავლობაში 2-დან 8ºC ტემპერატურაზე შენახისას და 25ºC ტემპერატურაზე 6 სთ განმავლობაში.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით მზა ხნარის გამოყენება უნდა მოხდეს დაუყონებლივ.
თუ არ მოხდება მზა ხსნარის დროული გამოყენება, მისი შენახვისა და ვარგისიანობის შესახებ პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. თუ ხდება გაზავება კონტროლირებად და ვალიდურ ასეპტიურ პირობებში, მაშინ ხსნარის შენახვა შესაძლებელის 24 სთ-ზე მეტი ხნის განმავლობაში 2-დან 8ºC ტემპერატურის პირობებში.
ხსნარი გამოყენებამდე უნდა გადაამოწმოთ ვიზუალურად. გამოიყენება მხოლოდ სუფთა ნაწილაკების გარეშე ხსნარი.
მედიკამენტი განსაზღვრულია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის. გამოუყენებელი საინფუზიო ხსნარი უნდა განადგურდეს (იხ. ქვემოთ პუნქტი ,,უტილიზაცია”).
არასდროს გამოიყენოთ ნატრიუმის ქლორიდის ან ქლორიდის შემცველი ხსნარები გასაზავებლად.
ოქსალიპლატინის საინფუზიო ხსნარის შეთავსებადობა რეპრეზენტატულ, პვქ საინფუზიო სისტემაში ტესტირებულია.
საინფუზიო ხსნარი
ოქსალიპლატინის შეყვანა არ საჭიროებს პრეჰიდრატაციას.
ოქსალიპლატინის შეყვანა, რომელიც გაზავებულია 250მლ-დან 500 მლ-მდე 5%იან გლუკოზის ხსნარში (50მგ/მლ), არაუმცირეს 0,2 მგ/მლ კონცენტრაციის მისაღებად, უნდა მოხდეს პერიფერიული ვენის ან ცენტრალური ვენის გზით 2-დან 6 საათის განმავლობაში. თუ ოქსალიპლატინი შეიყვანება 5-ფლურორაცილთან ერთად, მაშინ ოქსალიპლატინის ინფუზია უნდა შეყვანილი იქნეს 5-ფლურორაცილამდე.
ოქსალიპლატინის შეყვანა, რომელიც გაზავებულია 250მლ-დან 500 მლ-მდე 5%იან გლუკოზის ხსნარში (50მგ/მლ), არაუმცირეს 0,2 მგ/მლ კონცენტრაციის მისაღებად, უნდა მოხდეს პეროფერიული ვენიდან ან ცენტრალური ვენიდან. თუ ოქსალიპლატინი შეიყვანება 5-ფლურორაცილთან ერთად, მაშინ ოქსალიპლატინის ინფუზია უნდა შეყვანილი იქნეს 5-ფლურორაცილამდე.
უტილიზაცია
მედიკამენტის და ასევე სხვა გასაზავებლად და შესაყვანად გამოყენებული მასალის განადგურება უნდა მოხდეს ციტოტოქსიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ არსებული კლინიკური სტანდარტების და წესების შესაბამისად, რაც ასევე შეესაბამება ადგილობრივ უტილიზაციის წესებს და მოთხოვნებს.
თარგმანი შეესაბამება ორიგინალს.
ოქსალიპლატინი ლივ ფარმა
5მგ/მლ
საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატი
ოქსალიპლატინი
1 საჩხვლეტი ფლაკონი
100მგ/20 მლ
აქვიდა
ციტოსტაზური საშუალება
1 მლ საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატი შეიცავს 5 მგ ოქსალიპლატინს.
1 საჩხვლეტი ფლაკონი 20 მლ კონცენტრატით შეიცავს 100 მგ ოქსალიპლატინს.
დამხმარე ნივთიერებებია: საინექციო წყალი.
ყურადღება მიაქციეთ გამოყენების ინსტრუქციას.
გამოიყენება მხოლოდ ერთჯერადად.
გამოიყენება ინტრავენურის გზით გაზავების შემდეგ.
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
სერიის ნომერი/ვარგისიანობის ვადა
საჩხვლეტი ფლაკონი შეინახეთ საწყის კოლოფში, სინათლისაგან დაცვის მიზნით
არ გაყინოთ.
გამოუყენებელი მედიკამენტი უნდა განადგურდეს ეროვნული უტილიზაციის შესახებ წესების მიხედვით.
გაიცემა ექიმის რეცეპტით.
ნებართვის ნომერი: 88845.00.00
აქვიდა გმბჰ
კაიზერ-ვილჰელმ-შტრ. 89
20355 ჰამბურგი
გერმანია
4 260164790063
OXAFSGE002
ბეჭედი/ხელმოწერა

50მგ/10 მლ

1 საჩხვლეტი ფლაკონი 10 მლ კონცენტრატით შეიცავს 50 მგ ოქსალიპლატინს.

4 260164790056
OXAFSGE001
ბეჭედი/ხელმოწერა
ოქსალიპლატინი ლივ ფარმა 5მგ/მლ

დამხმარე ნივთიერებებია: საინექციო წყალი. გამოიყენება მხოლოდ ერთჯერადად.
გამოიყენება ინტრავენურის გზით გაზავების შემდეგ. მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას. მედიკამენტი შეინახეთ საწყის შეფუთვაში სინათლისაგან დაცვის მიზნით. არ გაყინოთ. გამოუყენებელი მედიკამენტი უნდა განადგურდეს ეროვნული უტილიზაციის შესახებ წესების მიხედვით. გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ინსტრავენური გამოყენებისათვის
50მგ/10 მლ
სერიის ნომერი
შენახვის პირობები
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
არ შეიძლება ოქსალიპლატინი ლივ ფარმას გამოყენება ეტიკეტზე ან შეფუთვის კოლოფზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა მოიცავს აღნიშნული თვის ბოლო დღეს.
გაზავებამდე საჩხვლეტი ფლაკონი უნდდა ინახებოდეს საწყის შეფუთვაში, შემადგენლობის სინათლისაგან დაცვის მიზნით. არ გაყინოთ.
ოქსალიპლატინი ლივ ფარმას შეხება კანზე ან თვალებზე არ შეიძლება. თუ სითხე გადმოგეღვრებათ შემთხვევით, უნდა დროულად მიმართოთ ექიმს ან მომვლელ პერსონალს.
ეს მედიკამენტი განსაზღვრულია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის. ინფუზიის დასრულების შემდეგ ოქსალიპლატინი ლივ ფარმა უნდა გადააგდოს ექიმმა ან მომვლელმა პირმა.
5 % -იან გლუკოზის ხსნარში გაზავების შემდეგ მზა ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა აღინიშნება 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში 2-დან 8ºC ტემპერატურის პირობებში და 6 საათზე მეტი ხნის განმავლობაში + 25ºC ტემპერატურის პირობებში.
მიკრბიოლოგიური თვალსაზრისით მზა ინფუზია უნდა გამოიყენოთ დაუყონებლივ დამზადებისთანავე.
თუ ვერ ხერხდება მზა ინფუზიის დროული გამოყენება, ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა მისი შენახვის ვადის და გამოყენების შესახებ ეკისრება მომხმარებელს. თუ არ ხდება გაზავება კონტროლირებად და ასეპტიურ პირობებში, მაშინ ხსნარი არ უნდა შეინახოთ 24 სთ-ზე მეტი ხნის განმავლობაში 2-დან 8ºC ტემპერატურაზე.
- დამატებითი ინფორმაციები
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
XAGIGE001
AQVIDA
ინსტრუქცია პრეპარატის სამედიცინო გამოყენების შესახებ:
ინფორმაცია პაციენტებისათვის
ოქსალიპლატინი ლივ ფარმა 5 მგ/მლ
საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატი
ოქსალიპლატინი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.
- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს მედიკამენტი დაგენიშნათ ინდივიდუალურად. ნუ გაუწევთ სხვას რეკომენდაციას მისი გამოყენების შესახებ. პრეპარატმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს სხვას იმ შემთხვევაშიც თუ, მასაც აღენიშნება მსგავსი პრობლემები.
- თუ აღნიშნული გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე გამოვლინდება ძლიერად ან შენიშნავთ ისეთ ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:
- რას წარმოადგენს ოქსალიპლატინი ლივ ფარმა და რისთვის გამოიყენება?
- ინფორმაცია ოქსალიპლატინი ლივ ფარმას გამოყენებამდე
- ოქსალიპლატინი ლივ ფარმას გამოყენების წესი
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
- ოქსალიპლატინი ლივ ფარმას შენახვის პირობები
- დამატებითი ინფორმაციები
- რას წარმოადგენს ოქსალიპლატინი ლივ ფარმა და რისთვის გამოიყენება?
ოქსალიპლატინი ლივ ფარმას აქტიური ნივთიერება არის ოქსალიპლატინი.
ოქსალიპლატინი ლივ ფარმა გამოიყენება მსხვილი ნაწლავის კიბოს დაავადების სამკურნალოდ (მსხვილი ნაწლავის კიბო III სტადია პირველადი სიმსივნის სრული ამოკვეთის შემდეგ, მსხვილი და სწორი ნაწლავის მეტასტაზური კიბოს სამკურნალოდ). ოქსალიპლატინი ლივ ფარმა გამოიყენება სხვა კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტებთან კომბინაციაში, როგორიცაა 5-ფლურორაცილი და ფოლინმჟავა.
ოქსალიპლატინი ლივ ფარმა არის ანტინეოპლასტური ნივთიერება ან კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტი და შეიცავს პლატინს.
- ინფორმაცია ოქსალიპლატინი ლივ ფარმას გამოყენებამდე
ოქსალიპლატინი ლივ ფარმას გამოყენება არ შეიძლება, თუ აღინიშნება
- ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) ოქსალიპლატინის მიმართ.
- ლაქტაციის პერიოდში.
- სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის ნაკლებობა
- დაბუჟების და შეგრძნების დაკარგვის გრძნობა ხელის და/ან ფეხის თითებში და თუ აღინიშნება ქმედების შესრულების უუნარობა, როგორიცაა მაგალითად ღილის შეკვრა.
- თირკმლის რთული პრობლემები.
საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე ოქსალიპლატინი ლივ ფარმას გამოყენებისას, თუ აღინიშნება
- თირკმელების საშუალო ან მსუბუქი პრობლემები.
- პლატინის შემცველი მედიკამენტების მიმართ გამოვლენილი ალერგიული რეაქციები (მაგ., კარბოპლატინი ან ცისპლატინი). ალერგიული რეაქციები შესაძლოა გამოვლინდეს ოქსალიპლატინის - ინფუზიისას.
- ღვიძლის პრობლემები.
- თუ აღინიშნება ორსულობა ან თუ გეგმავთ ორსულობას, უნდა აცნობოთ ექიმს მკურნალობის დაწყებამდე.
ოქსალიპლატინმა შესაძლოა გამოიწვიოს უნაყოფობა, რაც შესაძლოა არ იყოს რევერსული. მამრობითი სქესის პაციენტებისთვის რეკომენდებულია არ მოახდინონ განაყოფიერება მკურნალობის პერიოდში და მისი დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში და მკურნალობის დაწყებამდე მოახდინონ სპერმის კონსერვაცია. მამრობითი სქესის პაციენტებმა მკურნალობის პერიოდში და მისი დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში უნდა გამოიყენონ კონტრაცეპტული საშუალებები.
სხვა მედიკამენტების გამოყენება
გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ სხვა მედიკამენტს ან მიიღეთ ცოტა ხნის წინ ნებისმიერი სამკურნალო საშუალება, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატებიც.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
რეკომენდებულია, რომ ოქსალიპლატინით მკურნალობისას არ მოხდეს დაორსულება და აუცილებელია ეფექტური კონტრაცეპტული საშუალებების გამოყენება. მდედრობითი სქესის პაციენტებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეპტული საშუალებები მკურნალობის პერიოდში და მისი დასრულებიდან 4 თვის განმავლობაში.
თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის მკურნალობის დაწყებამდე.
თუ დაორსულება მოხდება მკურნალობის პერიოდში უნდა აცნობოთ დაუყონებლივ ექიმს. ოქსალიპლატინი ლივ ფარმას მკურნალობის პერიოდში არ შეიძლება ჩვილის ძუძუთი კვება.
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.
ზეგავლენა ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე
ოქსალიპლატინი ლივ ფარმათი მკურნალობისას არსებობს თავბრუსხვევის, ღებინების და გულისრევის და ისეთი სიმპტომების გამოვლენის მაღალი რისკ-ფაქტორი, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ სიარულის და წონასწორობის შენარჩუნების უნარზე. ასეთ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ მართოთ ავტომობილი და სხვა სახის მექანიზმები. თუ ოქსალიპლატინი ლივ ფარმას გამოყენებისას ვლინდება მხედველობის დაქვეითების მოვლენები, მაშინ არ შეიძლება ავტომობილის ან ნებისმიერი სხვა სახის მექანიზმების მართვა ან ინსტრუმენტების გამოყენება.
- ოქსალიპლატინი ლივ ფარმას მიღების წესი
ოქსალიპლატინი ლივ ფარმა გამოიყენება მხოლოდ უფროს პაციენტებში.
მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის.
დოზირება
დოზირება განისაზღვრება სხეულის ფართის (დაანგარიშებული მ2) შესაბამისად, რომელიც იზომება სხეულის სიმაღლისა და წონის მიხედვით. გარდა ამისა დოზირება დამოკიდებულია ასევე სისხლის ანალიზის შედეგებზე და ოქსალიპლატინი ლივ ფარმას წინა გამოყენებისას გამოვლენილ გვერდით ეფექტებზე.
უფროსებში, ხანდაზმული პაციენტების ჩათვლით რეკომენდებული დოზა შეადგენს 85 მგ/მ2-ზე.
გამოყენების წესი
ოქსალიპლატინი ლივ ფარმა ინიშნება ექიმი-სპეციალისტის მიერ კიბოს დაავადებების სამკურნალოდ.
მკურნალობა უნდა ჩაატაროს სამედიცინო პირმა, რომელიც მოამზადებს ოქსალიპლატინი ლივ ფარმას საჭირო დოზირებას. ოქსალიპლატინი ლივ ფარმა შეიყვანება ნელი ინფუზიის სახით ვენაში (ინტრავენური ინფუზია) 2-დან 6 საათამდე დროის განმავლობაში.
ოქსალიპლატინი ლივ ფარმა შეიყვანება ფოლინმჟავასთან ერთად და 5-ფლურორაცილის ინფუზიამდე.
როგორც წესი ინფუზია კეთდება ყოველ 2 კვირაში.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.
მკურნალობა გაგრძელდება მაქსიმუმ 6 თვე, თუკი პრეპარატის გამოყენება გრძელდება სიმსივნის სრული გაქრობის შემდეგაც.
თუ გამოყენებული იქნა ოქსალიპლატინი ლივ ფარმას ჭარბი დოზირება
ვინაიდან ეს მედიკამენტი გამოიყენება ექიმი-სპეციალისტის მიერ, ამიტომ ნაკლებად მოსალოდნელია ზედოზირება ან ნაკლები დოზის შეყვანა. ნებისმიერ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ზედოზირების შემთხვევაში აღინიშნება ძლიერი გვერდითი ეფექტები. ექიმი ჩაატარებს შესაბამის მკურნალობას ამ მოვლენების აღმოსაფხვრელად.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში ამ პროდუქტის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს, მზრუნველ პირს ან ფარმაცევტს.
- მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები?
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ოქსალიპლატინი ლივ ფარმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა გამოვლინდება ძლიერად ან შენიშნავთ ისეთ ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, უნდა აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შემდეგში ჩამოთვლილია გვერდითი ეფექტები მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირი:
ვლინდება 10 პაციენტიდან 1-ზე მეტში
ხშირი:
ვლინდება 100 პაციენტბიდან 1-დან 10-ში
საშუალო:
ვლიბდება 1.000 პაციენტიდან 1-დან 10-ში
იშვიათი:
ვლინდება 10.000 პაციენტიდან 1-დან 10-ში
ძალიან იშვიათი:
ვლინდება 10.000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში
უცნობია სიხშირე:
სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე
აცნობეთ ექიმს დაუყონებლივ, თუ გამოვლინდება შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე:
უჩვეულო ლურჯი ლაქები, სისხლდენა ან ინფექციის ნიშნები, როგორიცაა ყელის ტკივილი ან სხეულის ტემპერატურის მატება.
შენარჩუნებული ან რთული ფაღარათი ან ღებინება
სისხლი ან მუქი ყავისფერი, ყავის მაგვარი ნივთიერება ღებინების მასაში.
ტუჩების ტკივილი ან პირის ღრუს წყლული (სტომატიტის/მუკოზიტი).
სასუნთქი გზების აუხსნელი სიმპტომები, როგორიცაა მშრალი ხველა, სუნთქვის გართულება ან ხმაური სუნთქვისას.
ხელების, ფეხების, კოჭის ძვლების, სახის, ტუჩების, პირის ან ხორხის შეშუპება (რაც იწვევს ყლაპვის და სუნთქვის გართულებას) - ანგიო-შეშუპების სიმპტომები.
სიმპტომების ჯგუფი როგორიცაა თავის ტკივილი, ფსიქიური განწყობის ცვლილებები, კრუნჩხვები და მხედველობის დარღვევები, რომლებიც შესაძლოა განვითარდეს მხედველობის დაბინდვიდან მის დაკარგვამდე (უკუქცევადი პოსტერიური ლეიკოენცეფალოპათიის სიმპტომები, იშვიათი ნევროლოგიური დარღვევა).
ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები
ოქსალიპლატინი ლივ ფარმას გამოყენებისას შესაძლოა აღინიშნოს ნერვული სისტემის დარღვევები (პერიფერიული ნევროპათია). შესაძლოა აღინიშნოს ხელ-ფეხის თითების დაბუჟება ან გრძნობის დაკარგვა, რომელიც ვრცელდება ასევე პირის გარშემო და ყელის არეში, რასაც ზოგიერთ შემთხვევებში კრუნჩვა მოსდევს. ეს სიმპტომები ხშირად აღმოიფხვრება ცივი ეფექტების საშუალებით, როგორიცაა მაგალითად მაცივრის კარის გაღება ან ცივი სასმელის ხელში დაჭერა. ასევე შესაძლოა აღინიშნოს ისეთი ქმედებების შესრულების გართულება, როგორიცაა მაგალითად ტანსაცმლის ღილის შეკვრა. ამ სიმპტომების უმეტესობა უკუქცევადია, თუმცა შესაძლოა მკურნალობის დასრულების შემდეგ ზოგიერთი სიმპტომი შენარჩუნდეს.
ზოგიერთ პაციენტებში აღინიშნება კისრის წინ დახრისას დაბუჟების, შოკის მაგვარი შეგრძნება, რაც ვრცელდება მკლავებზე ან ტანის არეში.
ოქსალიპლატინმა შესაძლოა ზოგიერთ შემთხვევებში გამოიწვიოს ხორხის არეში უსიამოვნო შეგრძნება, განსაკუთრებით ყლაპვისას და სუნთქვის გახშირების შეგრძნება. თუ გამოვლინდება ეს მოვლენა ინფუზიიდან ერთი საათის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ ცივი საშუალებები. ეს უსიამოვნო შეგრძნება არ ნარჩუნდება დიდხანს და ქრება მკურნალობის გარეშე. ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას დამატებითი მკურნალობის შესახებ.
ინფექციის ნიშნები, როგორიცაა ყელის ტკივილი ან ძალიან მაღალი ტემპერატურა.
ოქსალიპლატინი ლივ ფარმას გამოყენება იწვევს სისხლის უჯრედების რაოდენობის დროებით შემცირებას. წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირებამ შესაძლოა გამოიწვიოს ანემია (სისხლის ნაკლებობა - წითელი უჯრედების რაოდენობის დეფიციტი). სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირებამ შესაძლოა გამოიწვიოს ინფექციების. მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის ყოველი პროცედურამდე საჭიროა სისხლის ანალიზის ჩატარება და სისხლის უჯრედების რაოდენობის კონტროლი.
არსებობს სისხლდენის და ექსტრავაზაციის (სისხლძარღვის სითხის ქსოვილში გადასვლის) რისკი.
კანის შეშუპება, სისუსტე და სუნთქვის გართულება.
ალერგიული რეაქციები - წითელი გამონაყარი ქავილით, ხელების, ფეხების, ძვლების, სახის, ტუჩების, პირის და ხორხის შეშუპება (რაც იწვევს სუნთქვის და ყლაპვის გართულებას), შესაძლოა ამ ეფექტებმა გამოიწვიონ გონების დაკარგვა.
სრული ან ნაწილობრივი მადის დაკარგვა
სისხლში შაქრის მაღალი დონე, ძლიერი წყურვილის შეგრძნება, პირის სიმშრალე ან ხშირი შარდვა.
არარეგულარული გულისცემა (სისხლში კალიუმის დონის ნაკლებობის გამო)
დაღლილობა, ორიენტირების დარღვევა, კუნთების კრთომა, კრუნჩხვა და კომა (სისხლში ნატრიუმის დაბალი დონის გამო).
გემოს შეგრძნების დარღვევები
თავის ტკივილები
ცხვირიდან სისხლდენა
სუნთქვის გახშირება
ხველა
ღებინება, გულისრევა - ამ ეფექტების თავიდან არიდების მიზნით როგორც წესი მკურნალობამდე და ასევე მის შემდეგ მიიღებთ ექიმისგან ღებინების საწინააღმდეგო საშუალებას.
ფაღარათი. შენარჩუნებული ან ძლიერი ფაღარათის ან ღებინებისას დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს.
კუნთებთან შემავალი ნერვების შეშუპება, კისრის გაშეშება, ენაზე უჩვეულო შეგრძნება, რამაც შესაძლოა დააბრკოლოს მეტყველება, სტომატიტი/მუკოზიტი (ტუჩების ტკივილი ან პირის შეშუპება).
მუცლის ტკივილი, ობსტიპაცია.
კანის დაავადებები
თმისცვენა
ზურგის ტკივილები
დაღლილობა, სისუსტე, მთლიან სხეულზე სისუსტის შეგრძნება.
ინფუზიის ადგილას ან მის გარშემო ტკივილი და კანის სიწითლე.
ცხელება, კანკალი (ტრემორი).
სისხლის მაჩვენებლების ცვლილებები, მათ შორის ისეთების, რომლებიც იწვევენ ღვიძლის ფუნქციის დარღვევას.
წონაში მატება.
ხშირი გვერდითი ეფექტები
ინფექცია, რომელიც იწვევს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირებას.
ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება.
სასუნთქი გზების ინფექცია.
სითხის დაკარგვა ქსოვილის დეჰიდრატაციით.
ძლიერი აღგზნებადობა და გაღიზიანება.
თავბრუსხვევის შეგრძნება.
კუნთებთან მიმავალი ნერვების შეშუპება.
კისრის გაშეშება, სინათლის მგრძნობელობა, ძლიერი შუქის მიმართ ავერსია, თავის ტკივილები.
შემაერთებელი ქსოვილის ანთება, მხედველობის დარღვევები.
ანომალიური სისხლდენა, სისხლი შარდში ან განავალში.
სისხლჩაქცევები, როგორც წესი ფეხებში, მტკივნეული შეშუპებით და სიწითლით.
სისხლჩაქცევა ფილტვებში, რაც იწვევს მკერდის არეში ტკივილს და სუნთქვის გართულებას.
კანის სიწითლე
მკერდის არეში ტკივილი, სლოკინი.
საჭმლის მონელების დარღვევები, გულძმარვა.
აქერცვლადი კანი, გამონაყარი, ძლიერი ოფლიანობა და ფრჩხილების დარღვევები.
სახსრების ტკივილი, ძვლების ტკივილები
ტკივილი შარდვისას ან შარდვის სიხშირის ცვლილებები
თირკმლის ფუნქციის ცვლილებები სისხლის ანალიზში
წონის დაკლება
დეპრესია
ძილის დარღვევები.
საშუალო გვერდითი ეფექტები
სმენის დარღვევები.
ნაწლავის ობსტრუქცია, ნაწლავის შეშუპება.
ნევროზული შიში
სისხლში მაღალი მჟავიანობა
იშვიათი გვერდითი ეფექტები
არამკვეთრი მეტყველება
სიყრუე
ფილტვების შეხორცება და გასქელება სუნთქვის გართულებით, ზოგიერთ შემთხვევებში სასიკვდილო შედეგით (ინტერსტიციალური ფილტვების დაავადება).
ანთებები, რომლებიც იწვევენ მუცლის ტკივილს და ფაღარათს.
კვლავ აღდგენადი, ხანმოკლე მხედველობის დაკარგვა.
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები
ღვიძლის ფუნქციის დარღევები, რომლებიც საჭიროებენ ექიმის მეთვალყურეობას.
თირკმლის ფუნქციის ცვლილებები.
სისხლიანი ან მუქი ყავისფერი, ყავისმაგვარი მასა ღებინებისას.
უცნობია სიხშირე
კონვულსია
- ოქსალიპლატინი ლივ ფარმას შენახვის პირობები
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
არ შეიძლება ოქსალიპლატინი ლივ ფარმას გამოყენება ეტიკეტზე ან შეფუთვის კოლოფზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა მოიცავს აღნიშნული თვის ბოლო დღეს.
გაზავებამდე საჩხვლეტი ფლაკონი უნდდა ინახებოდეს საწყის შეფუთვაში, შემადგენლობის სინათლისაგან დაცვის მიზნით. არ გაყინოთ.
ოქსალიპლატინი ლივ ფარმას შეხება კანზე ან თვალებზე არ შეიძლება. თუ სითხე გადმოგეღვრებათ შემთხვევით, უნდა დროულად მიმართოთ ექიმს ან მომვლელ პერსონალს.
ეს მედიკამენტი განსაზღვრულია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის. ინფუზიის დასრულების შემდეგ ოქსალიპლატინი ლივ ფარმა უნდა გადააგდოს ექიმმა ან მომვლელმა პირმა.
5 % -იან გლუკოზის ხსნარში გაზავების შემდეგ მზა ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა აღინიშნება 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში 2-დან 8ºC ტემპერატურის პირობებში და 6 საათზე მეტი ხნის განმავლობაში + 25ºC ტემპერატურის პირობებში.
მიკრბიოლოგიური თვალსაზრისით მზა ინფუზია უნდა გამოიყენოთ დაუყონებლივ დამზადებისთანავე.
თუ ვერ ხერხდება მზა ინფუზიის დროული გამოყენება, ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა მისი შენახვის ვადის და გამოყენების შესახებ ეკისრება მომხმარებელს. თუ არ ხდება გაზავება კონტროლირებად და ასეპტიურ პირობებში, მაშინ ხსნარი არ უნდა შეინახოთ 24 სთ-ზე მეტი ხნის განმავლობაში 2-დან 8ºC ტემპერატურაზე.
- დამატებითი ინფორმაციები
რას შეიცავს ოქსალიპლატინი ლივ ფარმა
- აქტიური ნივთიერება არის ოქსალიპლატინი. 1 მლ საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატი შეიცავს 5 მგ ოქსალიპლატინს.
ყოველი საჩხვლეტი ფლაკონი 10 მლ კონცენტრატით შეიცავს 50 მგ ოქსალიოლატინს.
ყოველი საჩხვლეტი ფლაკონი 20 მლ კონცენტრატით შეიცავს 100 მგ ოქსალიპლატინს.
ყოველი საჩხვლეტი ფლაკონი 40 მლ კონცენტრატით შეიცავს 200 მგ ოქსალიპლატინს.
- დამხმარე ნივთიერებებია საინექციო წყალი.
ოქსალიპლატინი ლივ ფარმას გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
ოქსალიპლატინი ლივ ფარმა არის სუფთა, გამჭვირვალე საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატი.
შეფუთვის ზომა
შეფუთვა 1 საჩხვლეტი ფლაკონით შეიცავს 10მლ, 20მლ ან 40 მლ კონცენტრატს.
ფარმაცევტული საწარმო და მწარმოებელი
აქვიდა გმბჰ
კაიზერ-ვილჰელმ-შტრ. 89
20355 ჰამბურგი
გერმანია
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციის ბოლო შესწორების თარიღია 09/2013.
- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისათვის:
მითითებები სწორი გამოყენების შესახებ
სხვა ტოქსიური ნივთიერებების მსგავსად ოქსალიპლატინის ხსნარიც უნდა დამზადდეს და გამოყენებული იქნეს სიფრთხილის დაცვით.
ციტოტოქსიური ნივთიერებების გამოყენებისას დაცული უნდა იყოს სამედიცინო პერსონალის მიერ ყველა უსაფრთხოების ზომები, რომელიც ითვალისწინებს მომხმარებლის და გარშემო მყოფთა უსაფრთხოებას.
ციტოტოქსიური საინექციო ხსნარის დამზადება უნდა მოხდეს სპეციალიზირებული პერსონალის მიერ, რომელსაც გააჩნია ამ მედიკამენტის გამოყენების გამოცდილება. გამოყენება უნდა მოხდეს კლინიკის პირობების დაცვით, რომელიც უზრუნველყოფს გარემოს და განსაკუთრებით მომხმარებელთა უსაფრთხოების დაცვას. ეს გულისხმობს ასევე იმას, რომ მედიკამენტის მომზადება უნდა მოხდეს ისეთ სპეციალურ ბოქსში, რომელიც აკმაყოფილებს უსაფრთხოების მოთხოვნებს და ამ არეალში არ არის ნებადართული თამბაქოს მოწევა, კვება და ნებისმიერი სასმელის მიღება.
სამედიცინო პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს გრძელი ხალათით, დამცავი ნიღაბით, ქუდით, დამცავი სათვალით, სტერილური ერთჯერადი ხელთათმანებით, სამუშაო ადგილი დაცული უნდა იყოს დამცავი საფენით, ნარჩენებისათვის განკუთნილი კონტეინერებით.
ექსკრემენტები და ღებინების ნარჩენები უნდა განადგურდეს ფრთხილად.
ორსულმა ქალებმა უნდა მიიღონ სპეციალური გაფრთხილება ციტოტოქსიური საშუალებებით მუშაობის ან მომხმარების შესახებ და უნდა მოერიდონ მათ.
ყოველი გატეხილი სინჯარა უნდა განადგურდეს სიფრთხილის დაცვით, რადგან ის ქიმიური ნარჩენია. ქიმიური ნარჩენები უნდა დაიწვას შესაბამის მკვრივ კონტეინერებში. იხილეთ ქვემოთ პუნქტი ,,უტილიზაცია“.
თუ ოქსალიპლატინის კონცენტრატი და საინფუზიო ხსნარი მოხვდება კანთან კონტაქტში, მაშინვე უნდა დაიბანოს კანი წყლით.
თუ ოქსალიპლატინის კონცენტრატი ან საინფუზიო ხსნარი მოხვდება ლორწოვან გარსთან კონტაქტში, მაშინ დაუყონებლივ უნდა გამოირეცხოს წყლით.
მომზადება ინტრავენური შეყვანისათვის
სპეციალური სიფრთხილის ზომები გამოყენებამდე
პროდუქტის გამოყენება არ შეიძლება ალუმინის შემცველი საინექციო მასალასთან ერთად.
პროდუქტის გამოყენება არ შეიძლება გაუზავებლად. გასაზავებლად გამოიყენება მხოლოდ 5%-იანი გლუკოზის საინფუზიო ხსნარი (50 მგ/მლ)
პროდუქტის გაზავება არ შეიძლება ნატრიუმქლორიდის ხსნართან ან ქლორიდის შემცველ ხსნართენ ერთად.
პროდუქტის შერევა ან ერთდროულად საინფუზიო სისტებაში შეყვანა სხვა მედიკამენტებთან ერთად არ შეიძლება.
პროდუქტის შერევა შეიძლება ალკალურ პრეპარატებთან ან ხსნარებთან, განსაკუთრებით 5 - ფლურორაცილთან, ფოლინისმჟაას ხსნარებთან ერთად, რომლებიც დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავენ ტრომეტამოლს და ტრომეტამოლის მარილებთან ერთად. ალკალურ მედიკამენტებს ან ხსნარებს გააჩნიათ ნეგატიური ზეგავლენა ოქსალიპლატინის სტებილურობაზე.
მითითებები ფოლისმჟავასთან ერთად გამოყენების შესახებ (მაგ., კალციუმფოლინატთან ან დინატრიუმფოლინატთან ერთად)
250 მლ-დან 500 მლ-მდე 5%იანი გლუკოზის ხსნარი (50მგ/მლ), რომელიც შეიცავს 85მგ/მ2 ოქსალიპლატინს, ერთდროულად ფოლინმჟავას საინფუზიო ხსნართან ერთად (ფოლინმჟავა 5 %იან გლუკოზის ხსნარში) შეიყვანება ინფუზიის სახით Y- სისტემით, უშაუალოდ საინფუზიო ბოქსში, 2-დან 6 საათის განმავლობაში.
არ შეიძლება ორივე მედიკამენტის ერთ საინფუზიო ტომარაში შერევა. ფოლინმჟავა არ უნდა შეიცავდეს ტრომეტამოლს დამხამრე ნივთიერების სახით და მისი გაზავება შესაძლებელია მხოლოდ იზოტონური 5 %იანი გლუკოზის ხსნარში. არასოდეს გამოიყენოთ ალკალური ხსნარი ან ნატრიუმქლორიდის ხსნარი ან სხვა ქლორიდის შემცველი ხსნარები გასაზავებლად.
მითითებები 5-ფლურორაცილის გამოყენების შესახებ
ოქსალიპლატინის შეყვანა უნდა მოხდეს ყოველთვის ფლუროპირიმიდინების, ანუ 5-ფლურორაცილის შეყვანამდე.
ოქსალიპლატინის შეყვანის შემდეგ სისტემა უნდა გამოირეცხოს და შემდეგ უნდა მოხდეს 5-ფლურორაცილის შეყვანა. დამატებითი ინფორმაცია ოქსალიპლატინის კომბინირების შესახებ იხილეთ შესაბამის ლიტერატურაში მედიკამენტის შესახებ.
თუ გაზავებულ ხსნარში აღინიშნება ნალექი, მაშინ არ შეიძლება მისი გამოყენება და მისი განადგურება უნდა მოხდეს შესაბამისი წესების დაცვით (იხ. .ქვემოთ). გამოიყენება მხოლოდ რეკომენდებული გამხსნელი საშუალებები გაზავებისათვის (იხ. ქვემოთ).
გამოიყენება მხოლოდ სუფთა ნაწილაკების გარეშე ხსნარი.
საინფუზიო ხსნარის დამზადება
კონცენტრატის საჭირო რაოდენობა ამოიღეთ საჩხვლეტი ფლაკონიდან და შემდეგ გააზავეთ ის 250მლ-დან 500მლ-მდე 5 %იან გლუკოზის ხსნარში, რომ მიიღოთ 0,2მგ/მლ -დან 0,7მგ/მლ-მდე ოქსალიპლატინის კონცენტრატი. ამ კონცენტრაციისათვის დადასტურებულია ოქსალიპლატინის ფიზიკურ-ქიმიური სტაბილურობა.
შეიყვანება ინტრავენური ინფუზიის გზით.
5%იან გლუკოზის ხსნარში (50მგ/მლ) გაზავების შემდეგ ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა მზა ხსნარში აღინიშნება 24სთ განმავლობაში 2-დან 8ºC ტემპერატურაზე შენახისას და 25ºC ტემპერატურაზე 6 სთ განმავლობაში.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით მზა ხნარის გამოყენება უნდა მოხდეს დაუყონებლივ.
თუ არ მოხდება მზა ხსნარის დროული გამოყენება, მისი შენახვისა და ვარგისიანობის შესახებ პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. თუ ხდება გაზავება კონტროლირებად და ვალიდურ ასეპტიურ პირობებში, მაშინ ხსნარის შენახვა შესაძლებელის 24 სთ-ზე მეტი ხნის განმავლობაში 2-დან 8ºC ტემპერატურის პირობებში.
ხსნარი გამოყენებამდე უნდა გადაამოწმოთ ვიზუალურად. გამოიყენება მხოლოდ სუფთა ნაწილაკების გარეშე ხსნარი.
მედიკამენტი განსაზღვრულია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის. გამოუყენებელი საინფუზიო ხსნარი უნდა განადგურდეს (იხ. ქვემოთ პუნქტი ,,უტილიზაცია”).
არასდროს გამოიყენოთ ნატრიუმის ქლორიდის ან ქლორიდის შემცველი ხსნარები გასაზავებლად.
ოქსალიპლატინის საინფუზიო ხსნარის შეთავსებადობა რეპრეზენტატულ, პვქ საინფუზიო სისტემაში ტესტირებულია.
საინფუზიო ხსნარი
ოქსალიპლატინის შეყვანა არ საჭიროებს პრეჰიდრატაციას.
ოქსალიპლატინის შეყვანა, რომელიც გაზავებულია 250მლ-დან 500 მლ-მდე 5%იან გლუკოზის ხსნარში (50მგ/მლ), არაუმცირეს 0,2 მგ/მლ კონცენტრაციის მისაღებად, უნდა მოხდეს პერიფერიული ვენის ან ცენტრალური ვენის გზით 2-დან 6 საათის განმავლობაში. თუ ოქსალიპლატინი შეიყვანება 5-ფლურორაცილთან ერთად, მაშინ ოქსალიპლატინის ინფუზია უნდა შეყვანილი იქნეს 5-ფლურორაცილამდე.
ოქსალიპლატინის შეყვანა, რომელიც გაზავებულია 250მლ-დან 500 მლ-მდე 5%იან გლუკოზის ხსნარში (50მგ/მლ), არაუმცირეს 0,2 მგ/მლ კონცენტრაციის მისაღებად, უნდა მოხდეს პეროფერიული ვენიდან ან ცენტრალური ვენიდან. თუ ოქსალიპლატინი შეიყვანება 5-ფლურორაცილთან ერთად, მაშინ ოქსალიპლატინის ინფუზია უნდა შეყვანილი იქნეს 5-ფლურორაცილამდე.
უტილიზაცია
მედიკამენტის და ასევე სხვა გასაზავებლად და შესაყვანად გამოყენებული მასალის განადგურება უნდა მოხდეს ციტოტოქსიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ არსებული კლინიკური სტანდარტების და წესების შესაბამისად, რაც ასევე შეესაბამება ადგილობრივ უტილიზაციის წესებს და მოთხოვნებს.
თარგმანი შეესაბამება ორიგინალს.
ოქსალიპლატინი ლივ ფარმა
5მგ/მლ
საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატი
ოქსალიპლატინი
1 საჩხვლეტი ფლაკონი
100მგ/20 მლ
აქვიდა
ციტოსტაზური საშუალება
1 მლ საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატი შეიცავს 5 მგ ოქსალიპლატინს.
1 საჩხვლეტი ფლაკონი 20 მლ კონცენტრატით შეიცავს 100 მგ ოქსალიპლატინს.
დამხმარე ნივთიერებებია: საინექციო წყალი.
ყურადღება მიაქციეთ გამოყენების ინსტრუქციას.
გამოიყენება მხოლოდ ერთჯერადად.
გამოიყენება ინტრავენურის გზით გაზავების შემდეგ.
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
სერიის ნომერი/ვარგისიანობის ვადა
საჩხვლეტი ფლაკონი შეინახეთ საწყის კოლოფში, სინათლისაგან დაცვის მიზნით
არ გაყინოთ.
გამოუყენებელი მედიკამენტი უნდა განადგურდეს ეროვნული უტილიზაციის შესახებ წესების მიხედვით.
გაიცემა ექიმის რეცეპტით.
ნებართვის ნომერი: 88845.00.00
აქვიდა გმბჰ
კაიზერ-ვილჰელმ-შტრ. 89
20355 ჰამბურგი
გერმანია
4 260164790063
OXAFSGE002
ბეჭედი/ხელმოწერა
ოქსალიპლატინი ლივ ფარმა
5მგ/მლ
საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატი
ოქსალიპლატინი
1 საჩხვლეტი ფლაკონი
50მგ/10 მლ
აქვიდა
ციტოსტაზური საშუალება
1 მლ საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატი შეიცავს 5 მგ ოქსალიპლატინს.
1 საჩხვლეტი ფლაკონი 10 მლ კონცენტრატით შეიცავს 50 მგ ოქსალიპლატინს.
დამხმარე ნივთიერებებია: საინექციო წყალი.
ყურადღება მიაქციეთ გამოყენების ინსტრუქციას.
გამოიყენება მხოლოდ ერთჯერადად.
გამოიყენება ინტრავენურის გზით გაზავების შემდეგ.
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
სერიის ნომერი/ვარგისიანობის ვადა
საჩხვლეტი ფლაკონი შეინახეთ საწყის კოლოფში, სინათლისაგან დაცვის მიზნით
არ გაყინოთ.
გამოუყენებელი მედიკამენტი უნდა განადგურდეს ეროვნული უტილიზაციის შესახებ წესების მიხედვით.
გაიცემა ექიმის რეცეპტით.
ნებართვის ნომერი: 88845.00.00
აქვიდა გმბჰ
კაიზერ-ვილჰელმ-შტრ. 89
20355 ჰამბურგი
გერმანია
4 260164790056
OXAFSGE001
ბეჭედი/ხელმოწერა
ოქსალიპლატინი ლივ ფარმა 5მგ/მლ
საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატი
ოქსალიპლატინი
100მგ/20 მლ
აქვიდა
1 მლ საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატი შეიცავს 5 მგ ოქსალიპლატინს.
1 საჩხვლეტი ფლაკონი 20 მლ კონცენტრატით შეიცავს 100 მგ ოქსალიპლატინს.
დამხმარე ნივთიერებებია: საინექციო წყალი. გამოიყენება მხოლოდ ერთჯერადად.
გამოიყენება ინტრავენურის გზით გაზავების შემდეგ. მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას. მედიკამენტი შეინახეთ საწყის შეფუთვაში სინათლისაგან დაცვის მიზნით. არ გაყინოთ. გამოუყენებელი მედიკამენტი უნდა განადგურდეს ეროვნული უტილიზაციის შესახებ წესების მიხედვით. გაიცემა ექიმის რეცეპტით.
სერიის ნომერი/ვარგისიანობის ვადა
ნებართვის ნომერი: 88845.00.00
აქვიდა გმბჰ
კაიზერ-ვილჰელმ-შტრ. 89
20355 ჰამბურგი
გერმანია
ბეჭედი/ხელმოწერა
ოქსალიპლატინი ლივ ფარმა
5მგ/მლ
საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატი
ოქსალიპლატინი
ინსტრავენური გამოყენებისათვის
50მგ/10 მლ
სერიის ნომერი
ვარგისიანობის ვადა
ყურადღება მიაქციეთ ინსტრუქციას
აქვიდა
ხელმოწერა/ბეჭედი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.