პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ღებინებისა და გულისრევის საწინააღმდეგო საშუალებები

ოტობროლი

OTOBROL

რეცეპტით8მგინსტრუქცია ქართულადპორტუგალია
რისთვის გამოიყენება

კიბოს საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიითა და სხივური თერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების პრევენცია. პოსტოპერაციული გულისრევისა და ღებინების პრევენცია.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ონდანსეტრონი (ondansetron)
ფორმა და შეფუთვა
8მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №60
მწარმოებელი
Atlantic Pharma Producoes Farmaceuticas S.A., პორტუგალია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ღებინებისა და გულისრევის საწინააღმდეგო საშუალებები, სეროტონინის (5HT3) ანტაგონისტები
ATC კოდი
A04AA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-042444
რეგისტრირებულია
28 ნოემბერი 2024, მოქმედებს 28 ნოემბერი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაოტობროლი და სხვა წამალი ერთად

ოტობროლი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კიბოს საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიითა და სხივური თერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების პრევენცია.

პოსტოპერაციული გულისრევისა და ღებინების პრევენცია.

მიღების წესი და დოზირება

სიმსივნის თერაპიის ემეტოგენური ეფექტი დამოკიდებულია დოზაზე და გამოყენებული ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის სქემებზე.

ზომიერად ემეტოგენური ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების პრევენცია (როგორიცაა, მაგ.: ციკლოფოფამიდი, დოქსორუბიცინი ან კარბოპლატინი)

მოზრდილები და ბავშვები (12 წლის და ზემოთ ასაკის):

მკურნალობამდე 30 წუთით ადრე, ჩვეულებრივ, ინიშნება 8 მგ, 12 საათის შემდეგ, ასევე, პერორალურად 8 მგ.

ემეტოგენური ქიმიოთერაპიიდან 24 საათის შემდეგ დაყოვნებული ან გახანგრძლივებული ღებინების თავიდან ასაცილებლად ოტობროლით თერაპია უნდა გაგრძელდეს ყოველ 12 საათში 8 მგ პერორალურად, 1-2 დღის განმავლობაში.

ბავშვები (4-11 წელი)

ზომიერად ემეტოგენური ქიმიოთერაპიით მკურნალობამდე 30 წუთით ადრე, ინიშნება 4 მგ, საწყისი დოზიდან 4 და 8 საათის შემდეგ. მკურნალობა გრძელდება 4 მგ დოზით 8-საათიანი ინტერვალებით, ქიმიოთერაპიის დამთავრებიდან 1-2 დღის განმავლობაში.

ბავშვები (4 წელზე ნაკლები ასაკის)

4 წლამდე ასაკის ბავშვებში მედიკამენტის გამოყენების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობის გამო, ონდანსეტრონის გამოყენება ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არის რეკომენდებული.

ხანდაზმული პაციენტები

ოტობროლი კარგად გადაიტანება 65 წლის ზემოთ ასაკის პაციენტებში. წამლის დოზა, მიღების სიხშირე და მიღების მეთოდის ცვლილება არ არის საჭირო.

თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტები

არ არის საჭირო დოზის ცვლილება თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში.

ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტები

ღვიძლის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში არ უნდა იქნეს გადაჭარბებული მთლიანი დღიური დოზა 8 მგ.

სპარტეინის/დებრისოქინის მეტაბოლიზმის დარღვევის მქონე პაციენტები

ონდანსეტრონის ნახევარგამოყოფის პერიოდი არ იცვლება სპარტეინის/დებრისოქინის მეტაბოლიზმის დარღვევის მქონე პაციენტებში. განმეორებითი დოზის მიღება არ იწვევს განსხვავებულ ექსპოზიციის დონეს ზოგად პოპულაციასთან შედარებით. ამიტომ დღიური დოზისა და მიღების სიხშირის ცვლილება არ არის საჭირო ასეთ პაციენტებში.

ძლიერი ემეტოგენური ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების პრევენცია (როგორიცაა, მაგ.: ცისპლატინის დიდი დოზები)

მოზრდილები

ძლიერი ემეტოგენური წამლით მკურნალობამდე 30 წუთით ადრე ინიშნება ერთჯერადად 24 მგ. არ არსებობს გამოცდილება 24 მგ/დღეში მრავალჯერადი დოზების გამოყენების შესახებ.

ოტობროლის ეფექტიანობა ძლიერი ემეტოგენური ქიმიოთერაპიის დროს შეიძლება გაიზარდოს ქიმიოთერაპიის წინ ერთჯერადად, ინტრავენურად 20 მგ დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატის ინექციის შეყვანით.

ემეტოგენური ქიმიოთერაპიიდან 24 საათის შემდეგ დაყოვნებული ან გახანგრძლივებული ღებინების თავიდან ასაცილებლად ოტობროლით თერაპია უნდა გაგრძელდეს ყოველ 12 საათში 8 მგ პერორალურად 1-2 დღის განმავლობაში.

ბავშვები

ბავშვებში არ არის დადგენილი 24 მგ ერთჯერადი დოზის უსაფრთხოება და ეფექტიანობა.

ხანდაზმულები

ოტობროლი კარგად გადაიტანება 65 წლის ზემოთ ასაკის პაციენტებში. ამიტომ დოზის ცვლილება არ არის საჭირო ხანდაზმულ პაციენტებში.

თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტები

დოზის ცვლილება არ არის საჭირო თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში.

ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტები

ღვიძლის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში დღიური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 8 მგ-ს.

პოსტოპერაციული გულისრევა და ღებინება (ოპერაციები მუცლის ღრუზე და გინეკოლოგიური ოპერაციები)

მოზრდილები

ერთჯერადად 16 მგ დოზა, ანესთეზიამდე 1 საათით ადრე.

ბავშვები

ბავშვებში არ არის დადგენილი შიგნით მისაღები დოზის უსაფრთხოება და ეფექტიანობა.

ხანდაზმული პაციენტები

დოზის ცვლილება არ არის საჭირო ხანდაზმულ პაციენტებში.

სხივური თერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების პრევენცია

მოზრდილები

ჩვეულებრივი დოზაა 8 მგ 3-ჯერ დღეში.

პაციენტებში, რომელთაც უტარდებათ მთელი სხეულის დასხივება, რეკომენდებულია 8 მგ 1-2 საათით ადრე სხივური თერაპიის თითოეული ფრაქციამდე.

პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ აბდომინური სხივური თერაპია მაღალი დოზებით, რეკომენდებულია 8 მგ 1-2 საათით ადრე სხივურ თერაპიამდე, ყოველ 8 საათში 8 მგ სხივური თერაპიის შემდეგ 1-2 დღის განმავლობაში.

პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ აბდომინური სხივური თერაპია ფრაქციული დღიური დოზებით, რეკომენდებულია 8 მგ დოზა 1-2 საათით ადრე სხივურ თერაპიამდე, შემდგომ ყოველ 8 საათში 8 მგ. ეს სქემა უნდა განმეორდეს ყოველდღე სხივური თერაპიის განმავლობაში.

ბავშვები

ბავშვებში სხივური თერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების დროს არ არის გამოცდილება ონდანსეტრონის გამოყენების შესახებ.

ღვიძლის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში დღიური მთლიანი დოზა არ უნდა აჭარბებდეს 8 მგ-ს.

მიღების მეთოდი და გზა

ოტობროლის ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მცირეოდენი წყლის მიყოლებით.

საუკეთესო დრო მედიკამენტის მისაღებად

ოტობროლის ტაბლეტების მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე კვებისგან დამოუკიდებლად.

ერთი ან მეტი დოზის გამოტოვებისას

დოზის გამოტოვებისას, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს და შემდეგი დოზის მიღების დრო კორექტირებულ უნდა იქნას წამლის ბოლო მიღების დროის შესაბამისად. დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება.

უკუჩვენებები

აქტიური ნივთიერების ან მედიკამენტის სხვა ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.

სიფრთხილის ზომები

ოტობროლი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს დადგენილი აქვს რომელიმე შაქრის აუტანლობა, ამ მედიკამენტის მიღებამდე უნდა მიმართოს ექიმს.

სიფრთხილის ზომები

ყოველთვის უნდა შემოწმდეს შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადა; დაუშვებელია ოტობროლის გამოყენება ამ ვადის გასვლის შემდეგ.

ნებისმიერი არასასურველი გვერდითი მოვლენების განვითარებისას, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ოტობროლი არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

დამხმარე ნივთიერებები

ტაბლეტის შიგთავსი: უწყლო ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.

ტაბლეტის გარსი: ჰიდროქსიპროპილმეთილ ცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი და პოლიეთილენგლიკოლი 400.

გვერდითი მოვლენები

ონდანსეტრონი ზოგადად კარგად გადაიტანება. კლინიკური კვლევების დროს განვითარებული გვერდითი მოვლენების უმეტესობა იყო სუსტი ან ზომიერი ხასიათის. გვერდითი ეფექტები იშვიათად გახდა წამლის მიღების შეწყვეტის საფუძველი.

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები ვლინდება ნერვულ სისტემის (მაგ. თავის ტკივილი) და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის (მაგ.: შეკრულობა და ფაღარათი) მხრივ.

ეფექტები ნერვული სისტემის მხრივ

ხშირი: თავის ტკივილი (5-27%), ჩვეულებრივ, სუსტი ან ზომიერი ხასიათისაა და იხსნება სუსტი ტკივილგამაყუჩებლებით; თავბრუსხვევა (4-7%). აგრეთვე, ნერვული სისტემის სხვა ეფექტები, რომლებიც პირდაპირ არ არის დაკავშირებული წამალთან: ძილიანობა ან სედაცია (20%), მოუსვენრობა ან აგზნნება (6%).

იშვიათი: შაკიკი და გულყრა (მათ შორის ტონურ-კლონური გულყრები).

ეფექტები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ხშირი: დიარეა (4-6%), შეკრულობა (6-9%). ყაბზობის განვითარება შეიძლება დაკავშირებული იყოს დოზასთან. მუცლის ტკივილი (1-3%) და ქსეროსტომია (პირის სიმშრალე) (1-2%).

იშვიათი: დისპეფსია ან გულძმარვა, წყურვილი, მეტეორიზმი, მუცლის სპაზმები, გემოს ცვლილება, ანორექსია და ნაწლავების ობსტრუქცია.

ეფექტები ღვიძლის მხრივ

ხშირი (1-2%): შრატში ალანინამინოტრანსფერაზას (ALT (SGPT)) და ასპარტატამინოტრანსფერაზას (AST (SGOT)) დონის მომატება ნორმის ზედა ზღვარზე ორჯერ მეტად. თუმცა, დონის მომატება იყო გარდამავალი ხასიათის და არ იყო დაკავშირებული ონდანსეტრონის დოზასთან ან თერაპიის ხანგრძლივობასთან; მსგავსი მატება აღინიშნა თერაპიის სხვა კურსების დროს, მაგრამ ღვიძლის სიმპტომატური დაავადება არ განვითარდა.

იშვიათი: ჰეპატოსპლენომეგალია, სიყვითლე და შრატში ბილირუბინისა და გლუტამილტრანსფერაზის (GGT, γ-გლუტამილტრანსპეპტიდაზა, GGTP) დონის მომატება; ღვიძლის დაზიანება და სიკვდილი სიმსივნით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც ამავე დროს მკურნალობდნენ სხვა მედიკამენტებით, მათ შორის ანტიბიოტიკებითა და ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიული, პოტენციურად ჰეპატოტოქსიკური, საშუალებებით.

დერმატოლოგიური და ალერგიული რეაქციები

ხშირი: ქავილი (2-5%), გამონაყარი (1%), რომელიც შეიძლება იყოს მაკულოპაპულარული და/ან თან ახლდეს ქავილი და იშვიათად აქერცვლა და ჰიპერპიგმენტაცია.

შეიძლება განვითარდეს მძიმე ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები. ეს რეაქციები მოიცავს ანაფილაქსიას, ბრონქოსპაზმს, ხმაურიან სუნთქვას, ქოშინს, ჰიპოტენზიას, შოკს, ანგიონევროზულ შეშუპებას, სახის შეშუპებასა და ჭინჭრის ციებას. მგრძნობელობითი რეაქციები აღინიშნა იმ პაციენტებში, რომლებსაც გამოუვლინდათ მგრძნობელობა 5-HT3 რეცეპტორების სხვა სელექტიური ანტაგონისტების მიმართ. წამლის მიღება უნდა შეწყდეს, თუ ონდანსეტრონით მკურნალობის დროს განვითარდა მგრძნობელობითი რეაქცია. მწვავე მგრძნობელობითი რეაქციების მკურნალობა უნდა მოხდეს შესაბამისი თერაპიით (როგორიცაა: ადრენალინი, კორტიკოსტეროიდები, სასუნთქი გზების გამავლობის შენარჩუნება, ჟანგბადის მიწოდება, ინტრავენურად სითხეების გადასხმა, ანტიჰისტამინები, სისხლის წნევის შენარჩუნება).

კარდიოვასკულარული ეფექტები

ხშირი: ჰიპოტენზია (5%), რომლებიც პირდაპირ არ არის დაკავშირებული წამალთან; ბრადიკარდია (6%).

იშვიათი: სტენოკარდია (ტკივილი მკერდის არეში), ჰიპოტენზია, წამოწითლება, ტაქიკარდია, ეკგ ცვლილებები (მათ შორის არითმია, მეორე ხარისხის გულის ბლოკი და PR, QRS და QT ინტერვალების გახანგრძლივება) და სისხლძარღვთა ოკლუზიის შემთხვევები (მაგ.: მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, ფილტვის ემბოლია, ღრმა ვენების თრომბოზი). წამალთან გამოხატული კავშირი არ არის დადგენილი.

სიხშირე უცნობია: მიოკარდიუმის იშემია (ნიშნები მოიცავს უეცარ ტკივილს მკერდის არეში ან მკერდში მოჭერის შეგრძნებას).

სხვა ეფექტები

ხშირი: ჭრილობის პრობლემები (28%), ხორხის პრობლემები და სისხლდენა, შარდის შეკავება (5%), გინეკოლოგიური დარღვევები (7%), ჰიპოქსია (5%) და ქოშინი.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ინფარმედ, ი.პ. საშულებით ქვემოთ მოცემულ მისამართზე. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

ვებ-გვერდი: http://www.infarmed.pt/web/infarmed/submissaoram (უმჯობესია) ან შემდეგ მისამართზე:

მედიკამენტების რისკის მართვის დეპარტამენტი

პარკ და საუდე დე ლისბოა, ავ. ბრაზილ 53

1749-004 ლისაბონი

ტელ.: +351 21 798 73 73

მედიკამენტების ცხელი ხაზი: 800222444 (უფასო)

ელ-ფოსტა: [email protected]

სხვა სამკურნალო პროდუქტებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

არ არის ცნობილი ოტობროლის ურთიერთქმედების შესახებ სხვა სამკურნალო პროდუქტებთან ან ლაბორატორიულ ტესტებთან.

ონდანსეტრონი მეტაბოლიზდება ღვიძლის ციტოქრომის P450 წამლის მეტაბოლიზირებადი ფერმენტების მიერ და ამ ფერმენტების ინჰიბიტორებმა ან კატალიზატორებმა შეიძლება შეცვალონ ონდანსეტრონის ნახევარდაშლის კლირენსი.

სპეციფიკური კვლევები მიუთითებს, რომ ონდანსეტრონი არ ურთიერთქმდებს ალკოჰოლთან, ტემაზეპანთან, ფუროსემიდთან, ტრამადოლთან ან პროპოფოლთან.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

აღწერილ იქნა მგრძნობელობითი რეაქციების განვითარება იმ პაციენტებში, რომლებსაც გამოუვლინდათ მგრძნობელობა 5-HT3 რეცეპტორების სხვა სელექტიური ანტაგონისტების მიმართ.

რადგან ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტებში ქვეითდება ონდანსეტრონის კლირენსი და იზრდება მისი პლაზმაში განაწილების მოცულობა და ნახევარდაშლის პერიოდი, ამიტომ ასეთ პაციენტებში მედიკამენტი ინიშნება სიფრთხილით და შემცირებული დოზით (იხ. დოზირება და მიღების წესი).

ონდანსეტრონმა შეიძლება შენიღბოს ნაწლავების გაუვალობა და/ან კუჭის შებერილობა პაციენტებში, რომლებსაც ჩატარებული აქვთ ქირურგიული ოპერაცია ან აღენიშნებათ ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევა და ღებინება.

გავლენა ფეხმძიმობაზე, ძუძუთი კვებაზე, ხანდაზმულ პაციენტებზე და განსაკუთრებული პათოლოგიების მქონე პაციენტებზე

ოტობროლი არ უნდა იქნეს გამოყენებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში, რადგან ოტობროლმა შეიძლება ოდნავ გაზარდოს ბავშვებში თანდაყოლილი მანკების - კურდღლის ტუჩის ან მგლის ხახის (ზედა ტუჩის ნაპრალი და/ან სასის ნაპრალი) განვითარების რისკი. ორსულობის, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ოტობროლის მიღებამდე. თუ პაციენტი შვილოსნობის უნარის მქონე ასაკის ქალია, გამოყენებულ უნდა იქნეს ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტიანი მეთოდი.

ონდასეტრონი გამოიყოფა ცხოველების რძეში. ამიტომ ოტობროლის გამოყენება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს.

ბავშვებში, ხანდაზმულ პაციენტებში, სპარტეინის/დებრისოქინის მეტაბოლიზმის დარღვევის მქონე, თირკმლის ან ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტებში მედიკამენტის გამოყენება იხ. პარაგრაფში “დოზირება”.

ჭარბი დოზა

ონდანსეტრონის დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია მცირეა. თუმცა, აღწერილია დოზის გადაჭარბება მცირე რაოდენობის პაციენტებში. დოზის გადაჭარბების სიმპტომებია: მხედველობის დარღვევა, ძლიერი შეკრულობა, სისხლის წნევის დაქვეითება (და გულის წასვლა) და ვაზოვაგალური ეპიზოდი მეორე ხარისხის გარდამავალი AV ბლოკით. ყველა შემთხვევებში სიმპტომები სრულად უკუგანვითარდა.

არ არსებობს ონდანსეტრონის რაიმე სპეციფიკური ანტიდოტი. ამიტომ თუ არსებობს ეჭვი დოზის გადაჭარბებაზე, უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.

არ არის რეკომენდებულია იპეკაკუანჰას დანიშვნა, რადგან შესაძლოა მას არ ჰქონდეს ეფექტი ოტობროლის ანტიემეტური მოქმედების გამო.

თუ პაციენტმა ან ბავშვმა მიიღო დიდი რაოდენობით ოტობროლი, საჭიროა ექიმთან ან ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მიმართვა. პაციენტმა თან უნდა იქონიოს მედიკამენტის კოლოფი.

შემადგენლობა

ონდანსეტრონი (ჰიდროქლორიდის დიჰიდრატი).................................8 მგ

დამხმარე ნივთიერებები q.s. ...................................................................1 ტაბლეტი

შენახვის პირობები

მედიკამენტი არ საჭიროებს სპეციალურ შენახვის პირობებს ევროკავშირის ქვეყნებში (კლიმატური ზონა 2).

ინახება ორიგინალური შეფუთვით, ინტენსიური სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ტექსტის შესწორების თარიღი: 2020 წლის მაისი.

2009 წლის ივლისი

A

ფარმაკოლოგიური თვისებები

ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი საშუალებები. ანტიემეტური და თავბრუსხვევის საწინააღმდეგო საშუალებები (II. 6)

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელის სახელწოდება და მისამართი

FARMOZ – Sociedade Tecnico-Medicinal S.A

Rua da Tapada Grande, 2, Abrunheira, 2710-089 Sintra

ფარმოზი – სოსიედადე ტექნიკო-მედიცინალ ს.ა

რუა და ტაპადა გრანდე, 2, აბრუნჰეირა, 2710-289 სინტრა

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

ოტობროლი, 8 მგ გარსით დაფარული ტაბლეტები

ოტობროლი

ონდანსეტრონი (ჰიდროქლორიდის დიჰიდრატის სახით)

10, 30 და 60 გარსით დაფარული ტაბლეტები, 8 მგ

შემადგენლობა

ონდანსეტრონი (ჰიდროქლორიდის დიჰიდრატი).................................8 მგ

დამხმარე ნივთიერებები q.s. ...................................................................1 ტაბლეტი

ფარმაცევტული ფორმა და შეფუთვის ზომები

შეფუთვაში მოთავსებულია 10, 30 ან 60 გარსით დაფარული ტაბლეტი, რომელიც შეიცავს 8 მგ ონდანსეტრონს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი საშუალებები. ანტიემეტური და თავბრუსხვევის საწინააღმდეგო საშუალებები (II. 6)

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელის სახელწოდება და მისამართი

FARMOZ – Sociedade Tecnico-Medicinal S.A

Rua da Tapada Grande, 2, Abrunheira, 2710-089 Sintra

ფარმოზი – სოსიედადე ტექნიკო-მედიცინალ ს.ა

რუა და ტაპადა გრანდე, 2, აბრუნჰეირა, 2710-289 სინტრა

თერაპიული ჩვენებები

კიბოს საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიითა და სხივური თერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების პრევენცია.

პოსტოპერაციული გულისრევისა და ღებინების პრევენცია.

უკუჩვენებები

აქტიური ნივთიერების ან მედიკამენტის სხვა ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.

გვერდითი მოვლენები

ონდანსეტრონი ზოგადად კარგად გადაიტანება. კლინიკური კვლევების დროს განვითარებული გვერდითი მოვლენების უმეტესობა იყო სუსტი ან ზომიერი ხასიათის. გვერდითი ეფექტები იშვიათად გახდა წამლის მიღების შეწყვეტის საფუძველი.

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები ვლინდება ნერვულ სისტემის (მაგ. თავის ტკივილი) და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის (მაგ.: შეკრულობა და ფაღარათი) მხრივ.

ეფექტები ნერვული სისტემის მხრივ

ხშირი: თავის ტკივილი (5-27%), ჩვეულებრივ, სუსტი ან ზომიერი ხასიათისაა და იხსნება სუსტი ტკივილგამაყუჩებლებით; თავბრუსხვევა (4-7%). აგრეთვე, ნერვული სისტემის სხვა ეფექტები, რომლებიც პირდაპირ არ არის დაკავშირებული წამალთან: ძილიანობა ან სედაცია (20%), მოუსვენრობა ან აგზნნება (6%).

იშვიათი: შაკიკი და გულყრა (მათ შორის ტონურ-კლონური გულყრები).

ეფექტები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ხშირი: დიარეა (4-6%), შეკრულობა (6-9%). ყაბზობის განვითარება შეიძლება დაკავშირებული იყოს დოზასთან. მუცლის ტკივილი (1-3%) და ქსეროსტომია (პირის სიმშრალე) (1-2%).

იშვიათი: დისპეფსია ან გულძმარვა, წყურვილი, მეტეორიზმი, მუცლის სპაზმები, გემოს ცვლილება, ანორექსია და ნაწლავების ობსტრუქცია.

ეფექტები ღვიძლის მხრივ

ხშირი (1-2%): შრატში ალანინამინოტრანსფერაზას (ALT (SGPT)) და ასპარტატამინოტრანსფერაზას (AST (SGOT)) დონის მომატება ნორმის ზედა ზღვარზე ორჯერ მეტად. თუმცა, დონის მომატება იყო გარდამავალი ხასიათის და არ იყო დაკავშირებული ონდანსეტრონის დოზასთან ან თერაპიის ხანგრძლივობასთან; მსგავსი მატება აღინიშნა თერაპიის სხვა კურსების დროს, მაგრამ ღვიძლის სიმპტომატური დაავადება არ განვითარდა.

იშვიათი: ჰეპატოსპლენომეგალია, სიყვითლე და შრატში ბილირუბინისა და გლუტამილტრანსფერაზის (GGT, γ-გლუტამილტრანსპეპტიდაზა, GGTP) დონის მომატება; ღვიძლის დაზიანება და სიკვდილი სიმსივნით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც ამავე დროს მკურნალობდნენ სხვა მედიკამენტებით, მათ შორის ანტიბიოტიკებითა და ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიული, პოტენციურად ჰეპატოტოქსიკური, საშუალებებით.

დერმატოლოგიური და ალერგიული რეაქციები

ხშირი: ქავილი (2-5%), გამონაყარი (1%), რომელიც შეიძლება იყოს მაკულოპაპულარული და/ან თან ახლდეს ქავილი და იშვიათად აქერცვლა და ჰიპერპიგმენტაცია.

შეიძლება განვითარდეს მძიმე ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები. ეს რეაქციები მოიცავს ანაფილაქსიას, ბრონქოსპაზმს, ხმაურიან სუნთქვას, ქოშინს, ჰიპოტენზიას, შოკს, ანგიონევროზულ შეშუპებას, სახის შეშუპებასა და ჭინჭრის ციებას. მგრძნობელობითი რეაქციები აღინიშნა იმ პაციენტებში, რომლებსაც გამოუვლინდათ მგრძნობელობა 5-HT3 რეცეპტორების სხვა სელექტიური ანტაგონისტების მიმართ. წამლის მიღება უნდა შეწყდეს, თუ ონდანსეტრონით მკურნალობის დროს განვითარდა მგრძნობელობითი რეაქცია. მწვავე მგრძნობელობითი რეაქციების მკურნალობა უნდა მოხდეს შესაბამისი თერაპიით (როგორიცაა: ადრენალინი, კორტიკოსტეროიდები, სასუნთქი გზების გამავლობის შენარჩუნება, ჟანგბადის მიწოდება, ინტრავენურად სითხეების გადასხმა, ანტიჰისტამინები, სისხლის წნევის შენარჩუნება).

კარდიოვასკულარული ეფექტები

ხშირი: ჰიპოტენზია (5%), რომლებიც პირდაპირ არ არის დაკავშირებული წამალთან; ბრადიკარდია (6%).

იშვიათი: სტენოკარდია (ტკივილი მკერდის არეში), ჰიპოტენზია, წამოწითლება, ტაქიკარდია, ეკგ ცვლილებები (მათ შორის არითმია, მეორე ხარისხის გულის ბლოკი და PR, QRS და QT ინტერვალების გახანგრძლივება) და სისხლძარღვთა ოკლუზიის შემთხვევები (მაგ.: მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, ფილტვის ემბოლია, ღრმა ვენების თრომბოზი). წამალთან გამოხატული კავშირი არ არის დადგენილი.

სიხშირე უცნობია: მიოკარდიუმის იშემია (ნიშნები მოიცავს უეცარ ტკივილს მკერდის არეში ან მკერდში მოჭერის შეგრძნებას).

სხვა ეფექტები

ხშირი: ჭრილობის პრობლემები (28%), ხორხის პრობლემები და სისხლდენა, შარდის შეკავება (5%), გინეკოლოგიური დარღვევები (7%), ჰიპოქსია (5%) და ქოშინი.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ინფარმედ, ი.პ. საშულებით ქვემოთ მოცემულ მისამართზე. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

ვებ-გვერდი: http://www.infarmed.pt/web/infarmed/submissaoram (უმჯობესია) ან შემდეგ მისამართზე:

მედიკამენტების რისკის მართვის დეპარტამენტი

პარკ და საუდე დე ლისბოა, ავ. ბრაზილ 53

1749-004 ლისაბონი

ტელ.: +351 21 798 73 73

მედიკამენტების ცხელი ხაზი: 800222444 (უფასო)

ელ-ფოსტა: [email protected]

სხვა სამკურნალო პროდუქტებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

არ არის ცნობილი ოტობროლის ურთიერთქმედების შესახებ სხვა სამკურნალო პროდუქტებთან ან ლაბორატორიულ ტესტებთან.

ონდანსეტრონი მეტაბოლიზდება ღვიძლის ციტოქრომის P450 წამლის მეტაბოლიზირებადი ფერმენტების მიერ და ამ ფერმენტების ინჰიბიტორებმა ან კატალიზატორებმა შეიძლება შეცვალონ ონდანსეტრონის ნახევარდაშლის კლირენსი.

სპეციფიკური კვლევები მიუთითებს, რომ ონდანსეტრონი არ ურთიერთქმდებს ალკოჰოლთან, ტემაზეპანთან, ფუროსემიდთან, ტრამადოლთან ან პროპოფოლთან.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

აღწერილ იქნა მგრძნობელობითი რეაქციების განვითარება იმ პაციენტებში, რომლებსაც გამოუვლინდათ მგრძნობელობა 5-HT3 რეცეპტორების სხვა სელექტიური ანტაგონისტების მიმართ.

რადგან ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტებში ქვეითდება ონდანსეტრონის კლირენსი და იზრდება მისი პლაზმაში განაწილების მოცულობა და ნახევარდაშლის პერიოდი, ამიტომ ასეთ პაციენტებში მედიკამენტი ინიშნება სიფრთხილით და შემცირებული დოზით (იხ. დოზირება და მიღების წესი).

ონდანსეტრონმა შეიძლება შენიღბოს ნაწლავების გაუვალობა და/ან კუჭის შებერილობა პაციენტებში, რომლებსაც ჩატარებული აქვთ ქირურგიული ოპერაცია ან აღენიშნებათ ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევა და ღებინება.

გავლენა ფეხმძიმობაზე, ძუძუთი კვებაზე, ხანდაზმულ პაციენტებზე და განსაკუთრებული პათოლოგიების მქონე პაციენტებზე

ოტობროლი არ უნდა იქნეს გამოყენებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში, რადგან ოტობროლმა შეიძლება ოდნავ გაზარდოს ბავშვებში თანდაყოლილი მანკების - კურდღლის ტუჩის ან მგლის ხახის (ზედა ტუჩის ნაპრალი და/ან სასის ნაპრალი) განვითარების რისკი. ორსულობის, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ოტობროლის მიღებამდე. თუ პაციენტი შვილოსნობის უნარის მქონე ასაკის ქალია, გამოყენებულ უნდა იქნეს ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტიანი მეთოდი.

ონდასეტრონი გამოიყოფა ცხოველების რძეში. ამიტომ ოტობროლის გამოყენება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს.

ბავშვებში, ხანდაზმულ პაციენტებში, სპარტეინის/დებრისოქინის მეტაბოლიზმის დარღვევის მქონე, თირკმლის ან ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტებში მედიკამენტის გამოყენება იხ. პარაგრაფში “დოზირება”.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა

ოტობროლი არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

დამხმარე ნივთიერებები

ტაბლეტის შიგთავსი: უწყლო ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.

ტაბლეტის გარსი: ჰიდროქსიპროპილმეთილ ცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი და პოლიეთილენგლიკოლი 400.

დოზირება

სიმსივნის თერაპიის ემეტოგენური ეფექტი დამოკიდებულია დოზაზე და გამოყენებული ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის სქემებზე.

ზომიერად ემეტოგენური ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების პრევენცია (როგორიცაა, მაგ.: ციკლოფოფამიდი, დოქსორუბიცინი ან კარბოპლატინი)

მოზრდილები და ბავშვები (12 წლის და ზემოთ ასაკის):

მკურნალობამდე 30 წუთით ადრე, ჩვეულებრივ, ინიშნება 8 მგ, 12 საათის შემდეგ, ასევე, პერორალურად 8 მგ.

ემეტოგენური ქიმიოთერაპიიდან 24 საათის შემდეგ დაყოვნებული ან გახანგრძლივებული ღებინების თავიდან ასაცილებლად ოტობროლით თერაპია უნდა გაგრძელდეს ყოველ 12 საათში 8 მგ პერორალურად, 1-2 დღის განმავლობაში.

ბავშვები (4-11 წელი)

ზომიერად ემეტოგენური ქიმიოთერაპიით მკურნალობამდე 30 წუთით ადრე, ინიშნება 4 მგ, საწყისი დოზიდან 4 და 8 საათის შემდეგ. მკურნალობა გრძელდება 4 მგ დოზით 8-საათიანი ინტერვალებით, ქიმიოთერაპიის დამთავრებიდან 1-2 დღის განმავლობაში.

ბავშვები (4 წელზე ნაკლები ასაკის)

4 წლამდე ასაკის ბავშვებში მედიკამენტის გამოყენების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობის გამო, ონდანსეტრონის გამოყენება ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არის რეკომენდებული.

ხანდაზმული პაციენტები

ოტობროლი კარგად გადაიტანება 65 წლის ზემოთ ასაკის პაციენტებში. წამლის დოზა, მიღების სიხშირე და მიღების მეთოდის ცვლილება არ არის საჭირო.

თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტები

არ არის საჭირო დოზის ცვლილება თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში.

ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტები

ღვიძლის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში არ უნდა იქნეს გადაჭარბებული მთლიანი დღიური დოზა 8 მგ.

სპარტეინის/დებრისოქინის მეტაბოლიზმის დარღვევის მქონე პაციენტები

ონდანსეტრონის ნახევარგამოყოფის პერიოდი არ იცვლება სპარტეინის/დებრისოქინის მეტაბოლიზმის დარღვევის მქონე პაციენტებში. განმეორებითი დოზის მიღება არ იწვევს განსხვავებულ ექსპოზიციის დონეს ზოგად პოპულაციასთან შედარებით. ამიტომ დღიური დოზისა და მიღების სიხშირის ცვლილება არ არის საჭირო ასეთ პაციენტებში.

ძლიერი ემეტოგენური ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების პრევენცია (როგორიცაა, მაგ.: ცისპლატინის დიდი დოზები)

მოზრდილები

ძლიერი ემეტოგენური წამლით მკურნალობამდე 30 წუთით ადრე ინიშნება ერთჯერადად 24 მგ. არ არსებობს გამოცდილება 24 მგ/დღეში მრავალჯერადი დოზების გამოყენების შესახებ.

ოტობროლის ეფექტიანობა ძლიერი ემეტოგენური ქიმიოთერაპიის დროს შეიძლება გაიზარდოს ქიმიოთერაპიის წინ ერთჯერადად, ინტრავენურად 20 მგ დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატის ინექციის შეყვანით.

ემეტოგენური ქიმიოთერაპიიდან 24 საათის შემდეგ დაყოვნებული ან გახანგრძლივებული ღებინების თავიდან ასაცილებლად ოტობროლით თერაპია უნდა გაგრძელდეს ყოველ 12 საათში 8 მგ პერორალურად 1-2 დღის განმავლობაში.

ბავშვები

ბავშვებში არ არის დადგენილი 24 მგ ერთჯერადი დოზის უსაფრთხოება და ეფექტიანობა.

ხანდაზმულები

ოტობროლი კარგად გადაიტანება 65 წლის ზემოთ ასაკის პაციენტებში. ამიტომ დოზის ცვლილება არ არის საჭირო ხანდაზმულ პაციენტებში.

თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტები

დოზის ცვლილება არ არის საჭირო თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში.

ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტები

ღვიძლის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში დღიური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 8 მგ-ს.

სპარტეინის/დებრისოქინის მეტაბოლიზმის დარღვევის მქონე პაციენტები

ონდანსეტრონის ნახევარგამოყოფის პერიოდი არ იცვლება სპარტეინის/დებრისოქინის მეტაბოლიზმის დარღვევის მქონე პაციენტებში. განმეორებითი დოზის მიღება არ იწვევს განსხვავებულ ექსპოზიციის დონეს ზოგად პოპულაციასთან შედარებით. ამიტომ დღიური დოზისა და მიღების სიხშირის ცვლილება არ არის საჭირო ასეთ პაციენტებში.

პოსტოპერაციული გულისრევა და ღებინება (ოპერაციები მუცლის ღრუზე და გინეკოლოგიური ოპერაციები)

მოზრდილები

ერთჯერადად 16 მგ დოზა, ანესთეზიამდე 1 საათით ადრე.

ბავშვები

ბავშვებში არ არის დადგენილი შიგნით მისაღები დოზის უსაფრთხოება და ეფექტიანობა.

ხანდაზმული პაციენტები

დოზის ცვლილება არ არის საჭირო ხანდაზმულ პაციენტებში.

თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტები

დოზის ცვლილება არ არის საჭირო თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში.

ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტები

ღვიძლის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში დღიური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 8 მგ-ს.

სპარტეინის/დებრისოქინის მეტაბოლიზმის დარღვევის მქონე პაციენტები

ონდანსეტრონის ნახევარგამოყოფის პერიოდი არ იცვლება სპარტეინის/დებრისოქინის მეტაბოლიზმის დარღვევის მქონე პაციენტებში. განმეორებითი დოზის მიღება არ იწვევს განსხვავებულ ექსპოზიციის დონეს ზოგად პოპულაციასთან შედარებით. ამიტომ დღიური დოზისა და მიღების სიხშირის ცვლილება არ არის საჭირო ასეთ პაციენტებში.

სხივური თერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების პრევენცია

მოზრდილები

ჩვეულებრივი დოზაა 8 მგ 3-ჯერ დღეში.

პაციენტებში, რომელთაც უტარდებათ მთელი სხეულის დასხივება, რეკომენდებულია 8 მგ 1-2 საათით ადრე სხივური თერაპიის თითოეული ფრაქციამდე.

პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ აბდომინური სხივური თერაპია მაღალი დოზებით, რეკომენდებულია 8 მგ 1-2 საათით ადრე სხივურ თერაპიამდე, ყოველ 8 საათში 8 მგ სხივური თერაპიის შემდეგ 1-2 დღის განმავლობაში.

პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ აბდომინური სხივური თერაპია ფრაქციული დღიური დოზებით, რეკომენდებულია 8 მგ დოზა 1-2 საათით ადრე სხივურ თერაპიამდე, შემდგომ ყოველ 8 საათში 8 მგ. ეს სქემა უნდა განმეორდეს ყოველდღე სხივური თერაპიის განმავლობაში.

ბავშვები

ბავშვებში სხივური თერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების დროს არ არის გამოცდილება ონდანსეტრონის გამოყენების შესახებ.

ხანდაზმული პაციენტები

დოზის ცვლილება არ არის საჭირო ხანდაზმულ პაციენტებში.

თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტები

დოზის ცვლილება არ არის საჭირო თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში.

ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტები

ღვიძლის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში დღიური მთლიანი დოზა არ უნდა აჭარბებდეს 8 მგ-ს.

სპარტეინის/დებრისოქინის მეტაბოლიზმის დარღვევის მქონე პაციენტები

ონდანსეტრონის ნახევარგამოყოფის პერიოდი არ იცვლება სპარტეინის/დებრისოქინის მეტაბოლიზმის დარღვევის მქონე პაციენტებში. განმეორებითი დოზის მიღება არ იწვევს განსხვავებულ ექსპოზიციის დონეს ზოგად პოპულაციასთან შედარებით. ამიტომ დღიური დოზისა და მიღების სიხშირის ცვლილება არ არის საჭირო ასეთ პაციენტებში.

მიღების მეთოდი და გზა

ოტობროლის ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მცირეოდენი წყლის მიყოლებით.

საუკეთესო დრო მედიკამენტის მისაღებად

ოტობროლის ტაბლეტების მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე კვებისგან დამოუკიდებლად.

ერთი ან მეტი დოზის გამოტოვებისას

დოზის გამოტოვებისას, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს და შემდეგი დოზის მიღების დრო კორექტირებულ უნდა იქნას წამლის ბოლო მიღების დროის შესაბამისად. დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება.

დოზის გადაჭარბება

ონდანსეტრონის დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია მცირეა. თუმცა, აღწერილია დოზის გადაჭარბება მცირე რაოდენობის პაციენტებში. დოზის გადაჭარბების სიმპტომებია: მხედველობის დარღვევა, ძლიერი შეკრულობა, სისხლის წნევის დაქვეითება (და გულის წასვლა) და ვაზოვაგალური ეპიზოდი მეორე ხარისხის გარდამავალი AV ბლოკით. ყველა შემთხვევებში სიმპტომები სრულად უკუგანვითარდა.

არ არსებობს ონდანსეტრონის რაიმე სპეციფიკური ანტიდოტი. ამიტომ თუ არსებობს ეჭვი დოზის გადაჭარბებაზე, უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.

არ არის რეკომენდებულია იპეკაკუანჰას დანიშვნა, რადგან შესაძლოა მას არ ჰქონდეს ეფექტი ოტობროლის ანტიემეტური მოქმედების გამო.

თუ პაციენტმა ან ბავშვმა მიიღო დიდი რაოდენობით ოტობროლი, საჭიროა ექიმთან ან ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მიმართვა. პაციენტმა თან უნდა იქონიოს მედიკამენტის კოლოფი.

გაფრთხილება

ოტობროლი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს დადგენილი აქვს რომელიმე შაქრის აუტანლობა, ამ მედიკამენტის მიღებამდე უნდა მიმართოს ექიმს.

სიფრთხილის ზომები

ყოველთვის უნდა შემოწმდეს შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადა; დაუშვებელია ოტობროლის გამოყენება ამ ვადის გასვლის შემდეგ.

ნებისმიერი არასასურველი გვერდითი მოვლენების განვითარებისას, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

შენახვის სპეციალური პირობები

მედიკამენტი არ საჭიროებს სპეციალურ შენახვის პირობებს ევროკავშირის ქვეყნებში (კლიმატური ზონა 2).

ინახება ორიგინალური შეფუთვით, ინტენსიური სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ტექსტის შესწორების თარიღი: 2020 წლის მაისი.

2009 წლის ივლისი

A

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა