რას წარმოადგენს ონკოციდონი ონკოციდონი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას "ლენალიდომიდს". ეს ნივთიერება მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენი იმუნური სისტემის მუშაობაზე. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლენალიდი (lenalidomide)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ მყარი კაფსულა №21 (7X3)
- მწარმოებელი
- Synthon Chile Ltda, ჩილე
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- იმუნოსუპრესანტები, სხვა იმუნოსუპრესანტები
- ATC კოდი
- L04AX04
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041972
- რეგისტრირებულია
- 5 სექტემბერი 2024, მოქმედებს 5 სექტემბერი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Aversi-Pharma LLC (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ონკოციდონი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
რას წარმოადგენს ონკოციდონი
ონკოციდონი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას "ლენალიდომიდს". ეს ნივთიერება მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენი იმუნური სისტემის მუშაობაზე.
რისთვის გამოიყენება ონკოციდონი
ონკოციდონი გამოიყენება უფროსებში შემდეგი დაავადებების დროს
მრავლობითი მიელომა
მიელოდისპლასტიკური სინდრომები
მანტიის უჯრედოვანი ლიმფომა
ფოლიკულური ლიმფომა
მრავლობითი მიელომა
მრავლობითი მიელომა არის კიბოს ტიპი, რომელიც ზეგავლენას ახდენს სისხლის თეთრი უჯრედების გარკვეულ ტიპზე, რომელთაც ეწოდებათ პლაზმური უჯრედები. ეს უჯრედები გროვდებიან ძვლის ტვინში და იყოფიან და ამასთანავე ეს პროცესი ხდება უკონტროლო. ამან შეიძლება დააზიანოს ძვლები და თირკმელები.
მრავლობითი მიელომა ზოგადად არაგანკურდებადია. თუმცა შესაძლებელია მისი ნიშნებისა და სიმპტომების მნიშვნელოვნად შემცირება ან გაქრობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ეს ეფექტი აღწერილია როგორც "მკურნალობის პასუხი".
ახლად დიაგნოზირებული მრავლობითი მიელომა - პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ძვლის ტვინის გადანერგვა
ონკოციდონი გამოიყენება მონოთერაპიის სახით, როგორც შემანარჩუნებელი თერაპია მას შემდეგ, რაც პაციენტები საკმარისად გამოჯანმრთელდებიან ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ.
ახლად დიაგნოზირებული მრავლობითი მიელომა - პაციენტებში, რომლებშიც არ არის შესაძლებელი ძვლის ტვინის გადანერგვის განხორციელება
ონკოციდონი მიიღება სხვა პრეპარატებთან ერთად კომბინაციაში. ეს შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:
ქიმიოთერაპიული სამკურნალო საშუალება, რომელსაც ეწოდება "ბორტეზომიბი"
ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება, რომელსაც ეწოდება "დექსამეტაზონი".
ქიმიოთერაპიული სამკურნალო საშუალება, რომელსაც ეწოდება "მელფალანი" და
იმუნოსუპრესანტი სამკურნალო საშუალება, რომელსაც ეწოდება "პრედნიზონი".
თქვენ დაგენიშნებათ ეს მედიკამენტები მკურნალობის დასაწყისში და შემდეგ გააგრძელებთ ონკოციდონის დამოუკიდებლად მიღებას.
თუ ხართ 75 წელზე უფროსი ასაკის ან გაქვთ თირკმელების ზომიერი და მძიმე პრობლემები - თქვენი ექიმი ჩაატარებს ყურადღებით გამოკვლევას მკურნალობის დაწყებამდე.
მრავლობითი მიელომა - პაციენტებში, რომლებსაც ადრე ჰქონდათ მკურნალობა
ონკოციდონი მიიღება ანთების საწინააღმდეგო პრეპარატთან ერთად, რომლებთაც ეწოდებათ "დექსამეტაზონი".
ონკოციდონს შეუძლია შეაჩეროს მრავლობითი მიელომის გაუარესების ნიშნები და სიმპტომები. ასევე ნაჩვენებია, რომ აფერხებს მრავლობითი მიელომის მკურნალობის შემდეგ რეციდივს.
მიელოდისპლასტიკური სინდრომები (MDS)
MDS წარმოადგენს სისხლისა და ძვლის ტვინის მრავალი სხვადასხვა დაავადების ერთობლიობას. ვლინდება სისხლის უჯრედების ანომალია და ფუნქციის დარღვევა. პაციენტებში შესაძლოა გამოვლინდეს სხვადასხვა ნიშნები და სიმპტომები, მათ შორის სისხლის წითელი უჯრედების დაბალი რაოდენობა (ანემია), სისხლის გადასხმის საჭიროება და ინფექციის გაზრდილი რისკი.
ონკოციდონი გამოიყენება მონოთერაპიის სახით ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ, რომლებსაც დაუსვეს MDS-ის დიაგნოზი, როდესაც სახეზეა ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პირობა:
გჭირდებათ რეგულარული სისხლის გადასხმა სისხლის წითელი უჯრედების დაბალი დონის სამკურნალოდ („ტრანსფუზიაზე დამოკიდებული ანემია“)
გაქვთ ძვლის ტვინში არსებული უჯრედების პათოლოგია, რომელსაც ეწოდება "იზოლირებული წაშლის 5q ციტოგენეტიკური ანომალია". ეს ნიშნავს, რომ თქვენი სხეული არ აწარმოებს საკმარისი რაოდენობის ჯანსაღ სისხლის უჯრედებს
სხვა სამკურნალო საშუალებები ადრე იყო გამოყენებული, არ არის შესაფერისი ან არ მუშაობს საკმარისად კარგად.
ონკოციდონს შეუძლია გაზარდოს ჯანსაღი სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობა, რომელსაც სხეული აწარმოებს პათოლოგიური უჯრედების რაოდენობის შემცირებით:
ამან შეიძლება შეამციროს საჭირო სისხლის გადასხმის რაოდენობა. შესაძლებელია, რომ გადასხმა არ იყოს საჭირო.
მანტიის უჯრედის ლიმფომა (MCL)
MCL არის იმუნური სისტემის ნაწილის (ლიმფური ქსოვილის) კიბო. ის გავლენას ახდენს სისხლის თეთრი უჯრედების ტიპზე, რომელსაც ეწოდება "B-ლიმფოციტები" ან B-უჯრედები. MCL არის დაავადება, როდესაც B- უჯრედები უკონტროლოდ იზრდება და გროვდება ლიმფურ ქსოვილში, ძვლის ტვინში ან სისხლში.
ონკოციდონი გამოიყენება მონოთერაპიის სახით ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ, რომლებიც ადრე მკურნალობდნენ სხვა მედიკამენტებით.
ფოლიკულური ლიმფომა (FL)
FL არის ნელა მზარდი კიბო, რომელიც გავლენას ახდენს B- ლიმფოციტებზე. ეს არის სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი, რომელიც ეხმარება თქვენს სხეულს ინფექციასთან ბრძოლაში. როდესაც პაციენტს აღენიშნება FL, სახეზეა ამ B-ლიმფოციტების ჭარბი რაოდენობის დაგროვება სისხლში, ძვლის ტვინში, ლიმფურ კვანძებში და ელენთაში.
ონკოციდონი მიიღება სხვა წამალთან ერთად, სახელწოდებით "რიტუქსიმაბი" ადრე ნამკურნალები ფოლიკულური ლიმფომის მქონე ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ.
როგორ მოქმედებს ონკოციდონი
ონკოციდონი მოქმედებს ორგანიზმის იმუნურ სისტემაზე და პირდაპირ ებრძვის კიბოს.
ის მოქმედებს სხვადასხვა გზით:
კიბოს უჯრედების განვითარების შეჩერებით
კიბოს უჯრედებში სისხლძარღვების ზრდის შეჩერებით
იმუნური სისტემის ნაწილის კიბოს უჯრედებზე შეტევის სტიმულირებით.
მიღების წესი და დოზირება
ონკოციდონი კეთდება სამედიცინო პერსონალის მიერ, რომლებსაც აქვთ მრავლობითი მიელომის, MDS, MCL ან FL მკურნალობის გამოცდილება.
თუკი ონკოციდონი გამოიყენება მრავლობითი მიელომის სამკურნალოდ იმ პაციენტებში, რომლებშიც შეუძლებელია ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია ან ადრე ჩაუტარდათ სხვა მკურნალობა, იგი გამოიყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად (იხ. ნაწილი 1 „რას წარმოადგენს ონკოციდონი და რისთვის გამოიყენება“).
თუკი ონკოციდონი გამოიყენება მრავლობითი მიელომის სამკურნალოდ პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია ან MDS ან MCL-ით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ, იგი მიიღება ცალკე მონო თერაპიის სახით.
თუკი ონკოციდონი გამოიყენება ფოლიკულური ლიმფომის სამკურნალოდ, იგი მიიღება სხვა მედიკამენტთან ერთად, რომლებთაც ეწოდებათ „რიტუქსიმაბი“.
ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული რაიმეში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ღებულობთ ონკოციდონს სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, უნდა გაეცნოთ ამ მედიკამენტების ინსტრუქციას მათი გამოყენებისა და ეფექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით.
მკურნალობის ციკლი
ონკოციდონი მიიღება გარკვეულ დღეებში 3 კვირის განმავლობაში (21 დღე).
ყოველ 21 დღეში, რომელსაც ეწოდება "მკურნალობის ციკლი".
ციკლის დღიდან გამომდინარე, თქვენ მიიღებთ ერთ ან რამდენიმე მედიკამენტს. თუმცა, ზოგიერთ დღეებში თქვენ არ იღებთ არცერთ მედიკამენტს.
ყოველი 21 დღიანი ციკლის დასრულების შემდეგ, თქვენ უნდა დაიწყოთ ახალი „ციკლი“ მომდევნო 21 დღის განმავლობაში
ან
ონკოციდონი მიიღება გარკვეულ დღეებში 4 კვირის განმავლობაში (28 დღე).
ყოველ 28 დღეში, რომელსაც ეწოდება "მკურნალობის ციკლი"
ციკლის დღიდან გამომდინარე, თქვენ მიიღებთ ერთ ან რამდენიმე მედიკამენტს. თუმცა, ზოგიერთ დღეებში თქვენ არ იღებთ არცერთ მედიკამენტს
ყოველი 28-დღიანი ციკლის დასრულების შემდეგ, თქვენ უნდა დაიწყოთ ახალი „ციკლი“ მომდევნო 28 დღის განმავლობაში
რამდენი ონკოციდონი მივიღოთ
მკურნალობის დაწყებამდე ექიმი განსაზღვრავს:
თუ რამდენი ონკოციდონი უნდა მიიღოთ
სხვა მედიკამენტებიდან რამდენი უნდა მიიღოთ ონკოციდონთან ერთად, ასეთის არსებობის შემთხვევაში
მკურნალობის ციკლის რომელ დღეებში უნდა მიიღოთ თითოეული წამალი
როგორ და როდის მივიღოთ ონკოციდონი
გადაყლაპეთ კაფსულები მთლიანად, სასურველია წყლის მიყოლებით.
არ გატეხოთ, გახსნათ ან დაღეჭოთ კაფსულები. თუ გატეხილი ონკოციდონის კაფსულის ფხვნილი კონტაქტშია კანთან, დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ კანი საპნითა და წყლით.
ჯანდაცვის სპეციალისტებმა, მომვლელებმა და ოჯახის წევრებმა უნდა ატარონ ერთჯერადი ხელთათმანები ბლისტერთან ან კაფსულასთან მუშაობისას. შემდეგ ხელთათმანები ფრთხილად უნდა მოიხსნას კანის ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, მოთავსდეს დალუქულ პლასტმასის პოლიეთილენის პარკში და განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად. შემდეგ ხელები კარგად უნდა დაიბანოთ საპნით და წყლით. ორსულმა ქალებმა ან ეჭვობენ, რომ ორსულად არიან, არ უნდა შეეხონ ბლისტერს ან კაფსულას.
კაფსულების მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
თქვენ უნდა მიიღოთ ონკოციდონი დაახლოებით ერთსა და იმავე დროს დაგეგმილ დღეებში.
მედიკამენტის მიღების მითითბები
კაფსულის ბლისტერიდან ამოსაღებად:
დააწექით კაფსულის მხოლოდ ერთ ბოლოს, რათა გამოძვრეს იგი ფოლგიდან.
არ მოახდინოთ ზეწოლა კაფსულის ცენტრზე, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მისი გატეხვა.
ონკოციდონით მკურნალობის ხანგრძლივობა
ონკოციდონი მიიღება მკურნალობის ციკლებში, თითოეული ციკლი გრძელდება 21 ან 28 დღე (იხ. ზემოთ „მკურნალობის ციკლი“). თქვენ უნდა გააგრძელოთ მკურნალობის ციკლები მანამ, სანამ ექიმი არ მიიღებს გადაწყვეტილებას შეწყვეტის შესახებ.
თუ მიიღეთ ონკოციდონის საჭიროზე მეტი დოზა
თუ მიიღეთ ონკოციდონის დანიშნულზე მეტი რაოდენობა, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ონკოციდონის მიღება
თუ დაგავიწყდათ ონკოციდონის მიღება რეგულარულ დროს და
თუ გასულია 12 საათზე ნაკლები დრო - მიიღეთ კაფსულა დაუყოვნებლივ.
თუ გავიდა 12 საათზე მეტი - არ მიიღოთ კაფსულა. მიიღეთ შემდეგი კაფსულა ჩვეულ დროს მეორე დღეს.
დამატებით კითხვების შემთხვევაში ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ ორსულად ხართ ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, რადგან მოსალოდნელია, რომ ონკოციდონი საზიანო იყოს ჯერ არ დაბადებული ბავშვისთვის. (იხ. ნაწილი 2, „ორსულობა, ძუძუთი კვება და კონტრაცეფცია – ინფორმაცია ქალებისა და მამაკაცებისთვის“).
თუ არსებობს დაორსულების შესაძლებლობა, გარდა იმ შემთხვევისა თუ დაიცავთ ყველა საჭირო ზომას, რათა თავიდან აიცილოთ დაორსულება. (იხ. ნაწილი 2, „ორსულობა, ძუძუთი კვება და კონტრაცეფცია – ინფორმაცია ქალებისა და მამაკაცებისთვის“). დაორსულების რისკის შემთხვევაში, თქვენი ექიმი მოახდენს ყოველი რეცეპტის გაცემისას გაფრთხილებას ჩანაწერის სახით, რომ მიღებულია საჭირო ზომები და მოგცემთ ამის დასტურს.
თუ ალერგიული ხართ ლენალიდომიდზე ან ამ წამლის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე, რომელიც ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში. თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა ალერგიული იყოთ, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.
თუ ჩამოთვლილი პუნქტებიდან რომელიმე გეხებათ თქვენ, არ მიიღოთ ონკოციდონი. მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული.
სიფრთხილის ზომები
მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს ონკოციდონის გამოყენებამდე, თუ:
წარსულში გქონდათ თრომბები - მკურნალობის დროს გაქვთ ვენებში და არტერიებში სისხლის შედედების განვითარების რისკი
გაქვთ ინფექციის რაიმე ნიშანი, როგორიცაა ხველა ან ცხელება
გქონდათ ან ოდესმე გქონდათ ადრე ვირუსული ინფექცია, განსაკუთრებით B ჰეპატიტის ინფექცია, ვარიცელა ზოსტერი, აივ-ინფექცია. თუ ეჭვი გეპარებათ რაიმეში, მიმართეთ ექიმს. ონკოციდონით მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს ვირუსის ხელახლა გააქტიურება, ვირუსის მატარებელ პაციენტებში. ეს იწვევს ინფექციის რეციდივს. ექიმმა უნდა შეამოწმოს, გქონიათ თუ არა ოდესმე B ჰეპატიტის ინფექცია
გაქვთ თირკმელების პრობლემები - ექიმმა შეიძლება შეცვალოს ონკოციდონის დოზა
გქონიათ გულის შეტევა, ოდესმე გქონიათ სისხლის შედედება, ან თუ ხართ მწეველი, გაქვთ მაღალი წნევა ან ქოლესტერინის მაღალი დონე.
გქონიათ ალერგიული რეაქცია თალიდომიდის (სხვა წამალი, რომელიც გამოიყენება მრავლობითი მიელომის სამკურნალოდ) მიღებისას, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი, შეშუპება, თავბრუსხვევა ან სუნთქვის გაძნელება
წარსულში გქონიათ რომელიმე შემდეგი სიმპტომის კომბინაცია: გავრცელებული გამონაყარი, კანის სიწითლე, სხეულის მაღალი ტემპერატურა, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ღვიძლის ფერმენტების მომატება, სისხლის დარღვევები (ეოზინოფილია) გადიდებული ლიმფური კვანძები - ეს არის კანის მძიმე დაავადების ნიშნები. რეაქცია, სახელწოდებით წამლის რეაქცია ეოზინოფილიასთან და სისტემურ სიმპტომებთან (რომელიც ასევე ცნობილია როგორც DRESS), ან წამლის ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი (იხილეთ აგრეთვე ნაწილი 4 „შესაძლო გვერდითი მოვლენები“).
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გეხებათ თქვენ, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს მკურნალობის დაწყებამდე.
თუ მკურნალობის დროს ან მის შემდეგ ნებისმიერ დროს აღინიშნება შემდეგი მოვლენები დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან სამედიცინო პერსონალს:
მხედველობის დაბინდვა, დაკარგვა ან გაორება, მეტყველების გაძნელება, მკლავის ან ფეხის სისუსტე, სიარულის ცვლილება ან წონასწორობის პრობლემები, მუდმივი დაბუჟება, მგრძნობელობის დაქვეითება ან მგრძნობელობის დაკარგვა, მეხსიერების დაკარგვა ან დაბნეულობა. ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ტვინის სერიოზული და პოტენციურად ფატალური მდგომარეობის სიმპტომები, რომელიც ცნობილია როგორც პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია (PML). თუ გქონდათ ეს სიმპტომები ლენალიდომიდით მკურნალობამდე, აცნობეთ ექიმს ამ სიმპტომების ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
ქოშინი, დაღლილობა, თავბრუსხვევა, ტკივილი გულმკერდის არეში, აჩქარებული გულისცემა ან შეშუპება ფეხებში ან ტერფებში. ეს შეიძლება იყოს სერიოზული მდგომარეობის სიმპტომები, რომელიც ცნობილია როგორც ფილტვის ჰიპერტენზია (იხილეთ ნაწილი 4).
ტესტები და შემოწმებები
ონკოციდონით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პერიოდში რეგულარულად ჩაგიტარდებათ სისხლის ანალიზს. ეს იმიტომ ხდება, რომ ონკოციდონმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის უჯრედების დაცემა, რაც ხელს უწყობს ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლას (სისხლის თეთრი უჯრედები) და ხელს უწყობს სისხლის შედედებას (თრომბოციტები). თქვენი ექიმი მოგთხოვთ სისხლის ანალიზის გაკეთებას:
მკურნალობის დაწყებამდე
ყოველ კვირას მკურნალობის პირველი 8 კვირის განმავლობაში
ამის შემდეგ სულ მცირე ყოველთვიურად.
შეიძლება შეფასდეს კარდიოფილტვის პრობლემების ნიშნები ლენალიდომიდით მკურნალობის დაწყებამდე და მის დროს.
MDS-ის მქონე პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ ონკოციდონს
თუ თქვენ გაქვთ MDS, შესაძლოა აღინიშნოს მდგომარეობის პროფრესირება დაავადებამდე, რომელსაც ეწოდება მწვავე მიელოიდური ლეიკემია (AML). გარდა ამისა, უცნობია, თუ როგორ მოქმედებს ონკოციდონი AML-ის განვითარების შანსებზე. ამიტომ, ექიმმა შეიძლება ჩაატაროს ანალიზი მისი ნიშნების შესამოწმებლად, რომლებიც იძლევიან AML-ის განვითრების ალბათობის უკეთესად პროგნოზირების საშუალებას ონკოციდონით მკურნალობის დროს.
MCL-ის მქონე პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ ონკოციდონს
თქვენი ექიმი მოითხოვს სისხლის ანალიზის გაკეთებას:
მკურნალობის დაწყებამდე
ყოველ კვირას მკურნალობის პირველი 8 კვირის განმავლობაში (2 ციკლი).
შემდეგ ყოველ 2 კვირაში მე-3 და მე-4 ციკლებში (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი 3 „მკურნალობის ციკლი“)
ამის შემდეგ ყოველი ციკლის დასაწყისში და
ბოლოს სულ მცირე ყოველთვიურად.
FL-ის მქონე პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ ონკოციდონს

ყოველ კვირას მკურნალობის პირველი 3 კვირის განმავლობაში (1 ციკლი).
შემდეგ ყოველ 2 კვირაში 2-დან 4-მდე ციკლებში (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი 3 „მკურნალობის ციკლი“)
ამის შემდეგ ყოველი ციკლის დასაწყისში და
ბოლოს სულ მცირე ყოველთვიურად.
ექიმმა შეიძლება შეამოწმოს, გაქვთ თუ არა სიმსივნის მაღალი რაოდენობა მთელ სხეულში, მათ შორის ძვლის ტვინში. ამან შეიძლება გამოიწვიოს მდგომარეობა, როდესაც სიმსივნე იშლება და გამოიწვიოს სისხლში ქიმიკატების უჩვეულო დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა (ამ მდგომარეობას ეწოდება "სიმსივნური ლიზისის სინდრომი"). ექიმმა შეიძლება შეამოწმოს კანზე ცვლილებები, როგორიცაა წითელი ლაქები ან გამონაყარი.
ექიმმა შეიძლება შეცვალოს ონკოციდონის დოზა ან შეწყვიტოს მკურნალობა თქვენი სისხლის ანალიზის შედეგებისა და თქვენი ზოგადი მდგომარეობის მიხედვით. თუ თქვენ გაქვთ ახალი დიაგნოზი, ექიმმა შეიძლება ასევე შეაფასოს თქვენი მკურნალობა თქვენი ასაკისა და სხვა პირობების მიხედვით.
სისხლის დონაცია
არ უნდა გაიღოთ სისხლი მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან სულ მცირე 7 დღის განმავლობაში.
ბავშვები და მოზარდები
ონკოციდონის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში.
ხანდაზმულები და თირკმელების პრობლემების მქონე პირები
თუ ხართ 75 წელზე უფროსი ასაკის ან გაქვთ თირკმელების ზომიერი და მძიმე პრობლემები - თქვენი ექიმი ჩაატარებს შემოწმებას მკურნალობის დაწყებამდე.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ექთანს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა პრეპარატებს. ონკოციდონმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ზოგიერთი სხვა მედიკამენტის მოქმედებაზე. ასევე, ზოგიერთმა სხვა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ონკოციდონის მოქმედებაზე.
კერძოდ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ექთანს, თუ იღებთ რომელიმე შემდეგ მედიკამენტს:
ორსულობის თავიდან ასაცილებლად გამოყენებული ზოგიერთი მედიკამენტი, როგორიცაა ორალური კონტრაცეპტივები, რადგან მათ შეუძლიათ დაკარგონ ეფექტურობა
ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება გულის პრობლემებისთვის – როგორიცაა დიგოქსინი
ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად – როგორიცაა ვარფარინი
ორსულობა და ძუძუთი კვება
ქალებისთვის, რომლებიც იღებენ ონკოციდონს
არ უნდა მიიღოთ ონკოციდონი, თუ ორსულად ხართ, რადგან მოსალოდნელია, რომ ის საზიანო იქნება ჯერ არ დაბადებული ბავშვისთვის.
არ უნდა დაორსულდეთ ონკოციდონის მიღებისას. ამიტომ, თქვენ უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები, თუ თქვენ ხართ რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალი (იხ. „კონტრაცეფცია“).
თუ დაორსულდებით ონკოციდონით მკურნალობის დროს, უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა და დაუყოვნებლივ აცნობოთ ექიმს.
მამაკაცებისთვის, რომლებიც იღებენ ონკოციდონს
თუ თქვენი პარტნიორი დაორსულდა ონკოციდონის მიღების დროს, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს. რეკომენდირებულია, რომ თქვენმა პარტნიორმა გაიაროს ექიმის კონსულტაცია.
ასევე უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები (იხ. „კონტრაცეფცია“).
ძუძუთი კვება
ონკოციდონის მიღებისას არ უნდა კვებოთ ჩვილი ძუძუთ, რადგან უცნობია გადადის თუ არა ონკოციდონი დედის რძეში.
კონტრაცეფცია
ქალებისთვის, რომლებიც იღებენ ონკოციდონს
მკურნალობის დაწყებამდე გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია თუკი არსებობს დაორსულების რისკი, მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა.
თუ შესაძლებელია, რომ დაორსულდეთ
ორსულობის ტესტებს ჩაატარებთ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ (ყოველ მკურნალობამდე, ყოველ 4 კვირაში ერთხელ მაინც მკურნალობის დროს და 4 კვირაში მაინც მკურნალობის დასრულებიდან) გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დადასტურდა, რომ ფალოპის მილები გაწყვეტილია და დალუქული, კვერცხუჯრედების საშვილოსნომდე მისვლის შესაჩერებლად (მილის სტერილიზაცია)
და
თქვენ უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები მკურნალობის დაწყებამდე მინიმუმ 4 კვირით ადრე, მკურნალობის დროს და მკურნალობის შეწყვეტიდან არანაკლებ 4 კვირის განმავლობაში. თქვენი ექიმი გირჩევთ კონტრაცეფციის შესაბამის მეთოდებს.

ონკოციდონი გადადის ადამიანის სპერმაში. თუ თქვენი პარტნიორი ქალი ორსულადაა ან შესაძლოა, რომ დაორსულდეს და ის არ იყენებს კონტრაცეფციის ეფექტურ მეთოდებს, თქვენ უნდა გამოიყენოთ პრეზერვატივი მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან სულ მცირე 7 დღის განმავლობაში, მაშინაც კი, თუ თქვენ გაქვთ ვაზექტომია. არ შეიძლება სპერმის ან სპერმის დონაცია მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან სულ მცირე 7 დღის განმავლობაში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ მართოთ ავტომობილი ან არ გამოიყენოთ მექანიზმები, თუ ონკოციდონის მიღების შემდეგ გრძნობთ თავბრუსხვევას, დაღლილობას, ძილიანობას, ვერტიგოს ან დაბინდულ მხედველობას.
ონკოციდონი შეიცავს ლაქტოზას
თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
ონკოციდონი შეიცავს ნატრიუმს
ეს წამალი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო კაფსულაში, ანუ არსებითად "ნატრიუმისგან თავისუფალია".
გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
შეწყვიტეთ ონკოციდონის გამოყენება და მიმართეთ სასწრაფოდ ექიმს, თუ შენიშნავთ შემდეგ სერიოზულ გვერდით ეფექტებს - თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარება:
ჭინჭრის ციება, გამონაყარი, თვალების, პირის ღრუს ან სახის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება ან ქავილი, რაც შეიძლება იყოს სერიოზული ალერგიული რეაქციების სიმპტომები, რომელსაც ეწოდება ანგიონევროზული შეშუპება და ანაფილაქსიური რეაქცია.
სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც შეიძლება დაიწყოს გამონაყარის სახით ერთ უბანზე, მაგრამ გავრცელდეს კანის ფართო დაზიანებით მთელ სხეულზე (სტივენს-ჯონსონის სინდრომი და/ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).
ფართოდ გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა, ღვიძლის ფერმენტების მომატება, სისხლის დარღვევები (ეოზინოფილია), გადიდებული ლიმფური კვანძები და სხეულის სხვა ორგანოების ჩართვა (წამლის რეაქცია ეოზინოფილიასთან და სისტემურ სიმპტომებთან, რომელიც ასევე ცნობილია როგორც DRESS ან წამლის ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი). ასევე იხილეთ ნაწილი 2.
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ სერიოზულ გვერდით მოვლენას:
ცხელება, შემცივნება, ყელის ტკივილი, ხველა, პირის ღრუს წყლულები ან ინფექციის სხვა სიმპტომები, მათ შორის სისხლის მიმოქცევაში (სეფსისი)
სისხლდენა ან სისხლჩაქცევა დაზიანების გარეშე
გულმკერდის ტკივილი ან ფეხის ტკივილი
ჰაერის უკმარისობა
ძვლის ტკივილი, კუნთების სისუსტე, დაბნეულობა ან დაღლილობა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლში კალციუმის მაღალი შემცველობით.
ონკოციდონმა შეიძლება შეამციროს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა, რომლებიც ებრძვიან ინფექციას და ასევე სისხლის უჯრედებს, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის შედედებას (თრომბოციტები), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის დარღვევები, როგორიცაა ცხვირიდან სისხლდენა და სისხლჩაქცევები. ონკოციდონმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შედედება ვენებში (თრომბოზი).
სხვა გვერდითი მოვლენები
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პაციენტთა მცირე რაოდენობას შეიძლება განუვითარდეს კიბოს დამატებითი ტიპები და შესაძლებელია ეს რისკი გაიზარდოს ონკოციდონით მკურნალობისას. ამიტომ ექიმმა გულდასმით უნდა შეაფასოს სარგებელი და რისკი ონკოციდონის დანიშვნისას.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში)
სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ანემია, რასაც მოჰყვება დაღლილობა და სისუსტე
გამონაყარი, ქავილი
კუნთების კრუნჩხვები, კუნთების სისუსტე, კუნთების ტკივილი, კუნთების ტკივილი, ძვლების ტკივილი, სახსრების ტკივილი, ზურგის ტკივილი, კიდურების ტკივილი
გენერალიზებული შეშუპება ხელების და ფეხების შეშუპების ჩათვლით
სისუსტე, დაღლილობა
ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები, მათ შორის ცხელება, კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი, ყურის ტკივილი, ხველა და შემცივნება
დაბუჟება, ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება კანზე, ტკივილი ხელებსა და ტერფებში, თავბრუსხვევა, ტრემორი, მადის დაქვეითება, გემოს ცვლილება
ტკივილის, სიმსივნის ზომის ან სიმსივნის ირგვლივ სიწითლის გაზრდა
წონის დაკლება
ყაბზობა, დიარეა, გულისრევა, ღებინება, კუჭის ტკივილი, გულძმარვა
კალიუმის ან კალციუმის და/ან ნატრიუმის დაბალი დონე სისხლში
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება
ფეხის ტკივილი (რომელიც შეიძლება იყოს თრომბოზის სიმპტომი), გულმკერდის ტკივილი ან ქოშინი (რაც შეიძლება იყოს ფილტვებში სისხლის შედედების სიმპტომი, რომელსაც ფილტვის ემბოლია ეწოდება)
ყველა სახის ინფექცია, მათ შორის ცხვირის გარშემო მყოფი სინუსების ინფექცია, ფილტვების და ზედა სასუნთქი გზების ინფექცია
ჰაერის უკმარისობა
ბუნდოვანი ხედვა
თვალის დაბინდვა (კატარაქტა)
თირკმელების პრობლემები, რომლებიც მოიცავს თირკმელების გამართულ მუშაობას ან ნორმალური ფუნქციის შეუძლებლობას
ღვიძლის ტესტის არანორმალური შედეგები
ღვიძლის ტესტის შედეგების ზრდა
სისხლში ცილოვანი ცვლილებები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არტერიების შეშუპება (ვასკულიტი)
სისხლში შაქრის დონის მატება (დიაბეტი)
სისხლში შაქრის დონის დაქვეითება
თავის ტკივილი
ცხვირიდან სისხლდენა
მშრალი კანი
დეპრესია, განწყობის ცვლილება, ძილის გაძნელება
ხველა
არტერიული წნევის დაცემა
სხეულის დისკომფორტის გაურკვეველი განცდა, ცუდი შეგრძნება
პირის ღრუს წყლული, პირის სიმშრალე
დეჰიდრატაცია
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 -მდე ადამიანში)
სისხლის წითელი უჯრედების დესტრუქცია (ჰემოლიზური ანემია)
კანის სიმსივნის გარკვეული ტიპები
ღრძილების, კუჭის ან ნაწლავების სისხლდენა
არტერიული წნევის მომატება, ნელი, სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა
ნივთიერების რაოდენობის ზრდა, რომელიც გამოწვეულია სისხლის წითელი უჯრედების ნორმალური და არანორმალური დაშლის შედეგად
ცილის ისეთი ტიპის მატება, რომელიც მიუთითებს ორგანიზმში ანთებაზე
კანის გამუქება, კანის გაუფერულება სისხლდენის შედეგად, როგორც წესი გამოწვეულია სისხლჩაქცევებით, სისხლით სავსე კანის შეშუპებით, სისხლჩაქცევებით
შარდმჟავას მატება სისხლში
კანზე გამონაყარი, კანის სიწითლე, დასკდომა, კანის აქერცვლა ან განშრევება, ჭინჭრის ციება
მომატებული ოფლიანობა, ღამით ოფლიანობა
ყლაპვის გაძნელება, ყელის ტკივილი, ხმის ხარისხის გაძნელება ან ხმის ცვლილება
სურდო
ჩვეულებრივზე ბევრად მეტი ან ბევრად ნაკლები შარდის გამომუშავება ან შარდვის დროის კონტროლის შეუძლებლობა
შარდში სისხლის გამოვლენა
ქოშინი განსაკუთრებით წოლის დროს (რაც შეიძლება იყოს გულის უკმარისობის სიმპტომი)
ერექციის გაძნელება
ინსულტი, სისუსტე, თავბრუსხვევა (შიდა ყურთან დაკავშირებული პრობლემა, რომელიც იწვევს იმის განცდას, რომ ყველაფერი ტრიალებს), გონების დროებითი დაკარგვა.
გულმკერდის ტკივილი, რომელიც ვრცელდება მკლავებზე, კისერზე, ყბაზე, ზურგზე ან მუცელზე, ოფლიანობის და სუნთქვის გაძნელების შეგრძნება, ავადმყოფობის ან ღებინების შეგრძნება, რაც შეიძლება იყოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტი) სიმპტომები.
კუნთების სისუსტე, ენერგიის ნაკლებობა
კისრის ტკივილი, გულმკერდის ტკივილი
შემცივნება
სახსრების შეშუპება
ღვიძლისგან ნაღვლის გადინება შენელებულია ან დაბლოკილია
სისხლში ფოსფატის ან მაგნიუმის დაბალი დონე
მეტყველების გაძნელება
ღვიძლის დაზიანება
წონასწორობის დარღვევა, გადაადგილების გაძნელება
სიყრუე, შუილი ყურებში (ტინიტუსი)
ნერვის ტკივილი, უსიამოვნო არანორმალური შეგრძნება განსაკუთრებით შეხებისას
ორგანიზმში რკინის ჭარბი რაოდენობა
წყურვილი
დაბნეულობა
კბილის ტკივილი
დაცემა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაზიანება
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანი)
სისხლდენა თავის ქალაში
სისხლის მიმოქცევის პრობლემები
მხედველობის დაკარგვა
სექსუალური ლტოლვის დაკარგვა (ლიბიდო)
დიდი რაოდენობით შარდის გამოყოფა ძვლის ტკივილით და სისუსტით, რაც შეიძლება იყოს თირკმელების დარღვევის სიმპტომები (ფაკონის სინდრომი)
კანის, ლორწოვანი გარსის ან თვალების ყვითელი პიგმენტაცია (სიყვითლე), ღია ფერის განავალი, მუქი ფერის შარდი, კანის ქავილი, გამონაყარი, ტკივილი ან კუჭის შეშუპება - ეს შეიძლება იყოს ღვიძლის დაზიანების სიმპტომები (ღვიძლის უკმარისობა).
კუჭის ტკივილი, შებერილობა ან ფაღარათი, რაც შეიძლება იყოს მსხვილი ნაწლავის ანთების სიმპტომები (ე.წ. კოლიტი ან ცეციტი)
თირკმლის უჯრედების დაზიანება (ე.წ. თირკმლის მილაკოვანი ნეკროზი)
კანის ფერის შეცვლა, მზის სხივების მიმართ მგრძნობელობა
სიმსივნის ლიზისის სინდრომი - მეტაბოლური გართულებები, რომლებიც შეიძლება მოხდეს კიბოს მკურნალობის დროს და ზოგჯერ მკურნალობის გარეშეც. ეს გართულებები გამოწვეულია მომაკვდავი კიბოს უჯრედების დაშლის პროდუქტებით და შეიძლება მოიცავდეს შემდეგს: ცვლილებები სისხლის ქიმიაში; მაღალი კალიუმი, ფოსფორი, შარდმჟავა და დაბალი კალციუმი, შესაბამისად, იწვევს თირკმლის ფუნქციის ცვლილებას, გულისცემას, კრუნჩხვებს და ზოგჯერ სიკვდილს.
არტერიული წნევის მატება სისხლძარღვებში, რომლებიც ამარაგებენ ფილტვებს (ფილტვის ჰიპერტენზია).
უცნობი გვერდითი ეფექტები (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით)
უეცარი, ან მსუბუქი, მაგრამ გამწვავებული ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში და/ან ზურგში, რომელიც რჩება რამდენიმე დღის განმავლობაში, შესაძლოა თან ახლდეს გულისრევა, ღებინება, ცხელება და პულსაცია - ეს სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს პანკრეასის ანთებით.
ხიხინი, ქოშინი ან მშრალი ხველა, რაც შეიძლება იყოს ფილტვებში ქსოვილის ანთებით გამოწვეული სიმპტომები
დაფიქსირდა კუნთების დაშლის იშვიათი შემთხვევები (კუნთების ტკივილი, სისუსტე ან შეშუპება), რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები (რაბდომიოლიზი), ზოგიერთი მათგანი ონკოციდონის სტატინებთან ერთად შეყვანისას (ქოლესტერინის დამწევი მედიკამენტების ტიპი)
მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს კანზე, გამოწვეული წვრილი სისხლძარღვების ანთებით, სახსრების ტკივილთან და ცხელებასთან ერთად (ლეიკოციტოკლასტური ვასკულიტი)
კუჭის ან ნაწლავის კედლის რღვევა. ამან შეიძლება გამოიწვიოს ძალიან სერიოზული ინფექცია. აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ კუჭის ძლიერი ტკივილი, ცხელება, გულისრევა, ღებინება, სისხლი განავალში ან ნაწლავის ჩვევების ცვლილება.
ვირუსული ინფექციები, მათ შორის ჰერპეს ზოსტერი (ასევე ცნობილია, როგორც „ზოსტერი“, ვირუსული დაავადება, რომელიც იწვევს კანზე მტკივნეულ გამონაყარს ბუშტუკებით) და B ჰეპატიტის ინფექციის რეციდივი (რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანისა და თვალების გაყვითლება, მუქი ყავისფერი შარდი, მუცლის მარჯვენა მხარეს ტკივილი, ცხელება და გულისრევის შეგრძნება ან ავადმყოფობა)
მყარი ორგანოების გადანერგვის უარყოფა (როგორიცაა თირკმელები, გული).
გვერდითი ეფექტების მოხსენება
თუ თქვენ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
ჭარბი დოზა
არ არსებობს სპეციფიკური გამოცდილება ლენალიდომიდით ზედოზირების მკურნალობაში, თუმცა დოზის დიაპაზონის კვლევებში ზოგიერთ პაციენტში გამოყენებული იქნა 150 მგ-მდე, ხოლო ერთჯერადი დოზის კვლევებში, ზოგიერთ პაციენტში გამოყენებული იქნა 400 მგ-მდე დოზირება. ამ კვლევებში დოზის შემზღუდველი ტოქსიკურობა არსებითად ჰემატოლოგიური იყო. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია შემანარჩუნებელი მკურნალობის ჩატარება.
შემადგენლობა
ონკოციდონი 10 მგ მყარი კაფსულები:
აქტიური ნივთიერება არის ლენალიდომიდი. თითოეული კაფსულა შეიცავს 10 მგ ლენალიდომიდს.
დამხმარე ნივთიერებებია
კაფსულის შემცველობა: ლაქტოზა; ცელულოზა, მიკროკრისტალური; ნატრიუმის კროსკარმელოზა და მაგნიუმის სტეარატი
კაფსულის გარსი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ინდიგო კარმინი (E132) და ყვითელი რკინის ოქსიდი (E172)
საბეჭდი მელანი: შელაკი, პროპილენგლიკოლი, კალიუმის ჰიდროქსიდი, შავი რკინის ოქსიდი (E172).
ონკოციდონი 25 მგ მყარი კაფსულები:
აქტიური ნივთიერება არის ლენალიდომიდი. თითოეული კაფსულა შეიცავს 25 მგ ლენალიდომიდს.
დამხმარე ნივთიერებებია:

კაფსულის გარსი: ჟელატინი და ტიტანის დიოქსიდი (E171)

ონკოციდონის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
ონკოციდონი 10 მგ მყარი კაფსულები წარმოადგენენ კაფსულებს გაუმჭვირვალე ყვითელი კორპუსით და გაუმჭვირვალე მწვანედან ღია მწვანე ფერამდე თავსახურით, დაახლოებით 21,7 მმ სიგრძით, მათზე წარწერით "L9NL" და "10".
Oncocidon 25 მგ მყარი კაფსულები წარმოადგენენ კაფსულებს გაუმჭვირვალე თეთრი კორპუსით და გაუმჭვირვალე თეთრი თავსახურით, დაახლოებით 21,7 მმ სიგრძით, მათზე წარწერით "L9NL" და "25".
3 მყარი კაფსულა შეფუთულია ბლისტერში.
7 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
შენახვის პირობები
შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო საშუალება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერზე და მუყაოს კოლოფზე „EXP“-ის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
ეს პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი, თუ შეამჩნევთ რაიმე დაზიანების ან მანიპულაციის ნიშნებს შეფუთვაზე.
არ გადააგდოთ მედიკამენტი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. გთხოვთ, დაუბრუნოთ გამოუყენებელი მედიკამენტები თქვენს ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
იმუნოსუპრესანტები, სხვა იმუნოსუპრესანტები.
ათქ კოდი: L04AX04.
მოქმედების მექანიზმი
ლენალიდომიდი პირდაპირ უკავშირდება ცერბლონს, რომელიც არის კულინის რგოლის E3 უბიკვიტინის ლიგაზას ფერმენტის კომპლექსის კომპონენტი, რომელიც მოიცავს დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას (დნმ) Damage-Binding Protein 1 (DDB1), Cullin 4 (CUL4) და Cullin 1-ის მარეგულირებელს (Roc1). ჰემატოპოეზურ უჯრედებში, ლენალიდომიდი, რომელიც უკავშირდება ცერბლონს, წარმოქმნის სუბსტრატის პროტეინებს Aiolos და Ikaros, რომლებიც არიან ლიმფოიდური ტრანსკრიპციული ფაქტორები, რაც იწვევს მათ უბიკვიტინაციას და შემდგომ დეგრადაციას, რაც იწვევს პირდაპირ ციტოტოქსიურ და იმუნომოდულატორულ ეფექტებს.
კერძოდ, ლენალიდომიდი აფერხებს პროლიფერაციას და აძლიერებს ჰემატოპოეზური სიმსივნური უჯრედების აპოპტოზს (მათ შორის MM პლაზმური სიმსივნური უჯრედები, ფოლიკულური ლიმფომის სიმსივნური უჯრედები და მე-5 ქრომოსომის დელეცია), აძლიერებს T უჯრედების და ბუნებრივი Killer- უჯრედების (NK) შუამავლობით იმუნიტეტს და ზრდის NK, T და NK T უჯრედების რაოდენობა. MDS Del (5q)-ში ლენალიდომიდი შერჩევით თრგუნავს არანორმალურ კლონს Del (5q) უჯრედების აპოპტოზის გაზრდით.
ლენალიდომიდის და რიტუქსიმაბის კომბინაცია ზრდის ADCC და პირდაპირ სიმსივნის აპოპტოზს ფოლიკულური ლიმფომის უჯრედებში. ლენალიდომიდის მოქმედების მექანიზმი ასევე მოიცავს დამატებით აქტივობებს, როგორიცაა ანტიანგიოგენური და პრო-ერითროპოეტური თვისებები. ლენალიდომიდი აინჰიბირებს ანგიოგენეზს ენდოთელური უჯრედების მიგრაციისა და ადჰეზიის ბლოკირებით და მიკროსისხლძარღვების წარმოქმნით, აძლიერებს ნაყოფის ჰემოგლობინის გამომუშავებას CD34+ ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედებით და აფერხებს ანთების საწინააღმდეგო ციტოკინების (მაგ., TNF-α და IL-6) გამომუშავებას.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
ლენალიდომიდის ეფექტურობა და უსაფრთხოება შეფასებული იყო ექვს ფაზაში ახლად დიაგნოზირებულ მრავლობით მიელომის 3 კვლევაში, რეციდიულ რეფრაქტორულ მრავლობით მიელომის 3 ფაზის ორ კვლევაში, ერთ ფაზიან 3 კვლევაში და ერთ ფაზიან 2 კვლევაში მიელოდისპლაზიურ სინდრომებით დაავადებულ პაციენტებში და ერთ ფაზიან 2 კვლევაში მანტიის უჯრედულ ლიმფომით დაავადებულებში და ერთ ფაზიან 3 და თერ ფაზიან 3b iNHL კვლევაში, როგორც აღწერილია ქვემოთ.
ახლად დიაგნოზირებული მრავლობითი მიელომა
ლენალიდომიდის შემანარჩუნებელი მკურნალობა პაციენტებში, რომლებმაც გაიარეს ASCT
ლენალიდომიდის შენარჩუნების ეფექტურობა და უსაფრთხოება შეფასებული იყო ორ ფაზიან 3 მულტიცენტრულ, რანდომიზირებულ, ორმაგად ბრმა 2-მკლავის, პარალელურ ჯგუფში, პლაცებოზე კონტროლირებად კვლევებში: CALGB 100104 და IFM 2005-02
CALGB 100104
მონაწილეობდნენ მრავალჯერადი მიელომას მქონე 18-70 წლის პაციენტები, რომლებიც საჭიროებდნენ მკურნალობას და რომლებშიც საწყისი თერაპიის შემდეგ არ აღინიშნა პროგრესირება.
მოხდა პაციენტების რანდომიზაცია 1:1 ASCT-ის ჩატარებიდან 90-100 დღეში ლენალიდომიდის ან პლაცებოს შემანარჩუნებელი დოზის მისაღებად. შემანარჩუნებელი დოზა იყო 10 მგ დღეში ერთხელ განმეორებითი 28-დღიანი ციკლის 1-28 დღეს (დოზა იზრდებოდა 15 მგ-მდე დღეში ერთხელ 3 თვის შემდეგ, თუ არ ვლინდებოდა დოზა-შემზღუდავი ტოქსიკურობა) და მკურნალობა გრძელდებოდა დაავადების პროგრესირებამდე.
ეფექტიანობის ძირითადი მიზანი იყო პროგრესირების გარეშე გადარჩენა (PFS) რანდომიზაციიდან პროგრესირებამდე ან სიკვდილამდე, რომელიც პირველად დადგებოდა; კვლევის მიზანი არ იყო საერთო გადარჩენის მაჩვენებლის დადგენა. სულ რანდომიზებული იყო 460 პაციენტი: 231 პაციენტი ლენალიდომიდზე და 229 პაციენტი პლაცებოზე. დემოგრაფიული და დაავადებასთან დაკავშირებული მახასიათებლები ბალანსირებული იყო ორივე ჯგუფში.
კვლევა გაიხსნა მონაცემთა მონიტორინგის კომიტეტის რეკომენდაციით PFS-ის წინასწარ დაგეგმილი შუალედური ანალიზის ზღვარის გადალახვის შემდეგ. გახსნის შემდეგ პლაცებოს ჯგუფში პაციენტები გადადიოდნენ ლენალიდომიდის მიღებაზე დაავადების პროგრესირებამდე.
PFS-ის შედეგები კვლევის გახსნისას, წინასწარ დაგეგმილი შუალედური ანალიზის შემდეგ, 2009 წლის 17 დეკემბერს შეწყვეტით (15.5 თვე დაკვირვების პერიოდით) აჩვენებს, რომ დაავადების პროგრესირების ან სიკვდილიანობის რისკი შემცირდა 62%-ით ლენალიდომიდის სასარგებლოდ (HR=0.38; 95% CI 0.27, 0.54; p<0.001). საშუალო საერთო PFS იყო 33.9 თვე (95% CI NE, NE) ლენალიდომიდის ჯგუფში ვერსუს 19.0 თვე (95% CI 16.2, 25.6) პლაცებოს ჯგუფში.
PFS სარგებელი აღინიშნა CR-ით პაციენტთა ქვეჯგუფში და CR-ის გარეშე პაციენტთა ქვეჯგუფში.
2016 წლის 1 თებერვალს შეწყვეტილი კვლევის შედეგები წარმოდგენილია ცხრილში 7.
ცხრილი 7. საერთო ეფექტიანობის მონაცემების შეჯამება
ლენალიდომიდი (N=231)
პლაცებო
(N=229)
მკვლევარის მიერ შეფასებული PFS
PFS მედიანური დრო, თვეები (95% CI)b
- 9 (41.9, 71.7)
- 4 (20.7, 35.5)
HR [95% CI]c; p-მაჩვენებელიd
- 61 (0.48, 0.76); <0.001
PFS2e
PFS2 მედიანურიa დრო, თვეები (95% CI)b
- 2 (63.3, 101.8)
- 8 (41.3, 64.0)
HR [95% CI]c; p-მაჩვენებელიd
- 61 (0.48, 0.78); <0.001
საერთო გადარჩენა OS
OS მედიანურიa დრო, თვეები (95% CI) b
111.0 (101.8, NE)
- 2 (71.0, 102.70
8-წლიანი გადარჩენის მაჩვენებელი, % (SE)
- 9 (3.78)
- 6 (3.98)
HR [95% CI]c; p-მაჩვენებელიd
- 61 (0.46, 0.81); <0.001
შემდგომი პერიოდი
მედიანაf (მინ.მაქს.), თვეები: ყველა გადარჩენილი პაციენტი
- 9 (0.0, 119.8)
- 0 (4.1, 119.5)
CI = ნდობის ინტერვალი; HR = საშიშროების თანაფარდობა; max = მაქსიმუმი; min = მინიმალური; NE = არ არის შეფასებული; OS = საერთო გადარჩენა; PFS = პროგრესირების გარეშე გადარჩენა;
a მედიანა ეფუძნება კაპლან-მეიერის შეფასებას.
b 95% CI მედიანას შესახებ.
c Cox -ის პროპორციული საშიშროების მოდელის საფუძველზე, რომელიც ადარებს საშიშროების ფუნქციებს, რომლებიც დაკავშირებულია მითითებულ სამკურნალო ჯგუფთან.
d p-მნიშვნელობა ეფუძნება კაპლან-მეიერის მრუდის განსხვავებების არასტრატიფიცირებულ ლოგ-რანგის ტესტს მითითებულ სამკურნალო ჯგუფს შორის.
e საძიებო საბოლოო წერტილი (PFS2). ლენალიდომიდი მიღებული სუბიექტების მიერ პლაცებოს ჯგუფში, რომლებმაც გადაკვეთეს PD-მდე კვლევისას ბრმა მოხსნისას არ ჩაითვალა მეორე რიგის თერაპიად.
f მედიანური შემდგომი დაკვირვება ASCT-ის შემდგომ ყველა გადარჩენილი სუბიექტისთვის.
მონაცემთა შეწყვეტა: 2009 წლის 17 დეკემბერი და 2016 წლის 1 თებერვალი
IFM 2005-02
მონაწილეობდნენ <65 წლის პაციენტები, რომლებსაც ჩაუტარდათ ASCT და რომლებშიც აღინიშნა მინიმუმ სტაბილური დაავადების პასუხი ჰემატოლოგიური აღდგენისას. მოხდა პაციენტთა რანდომიზაცია 1:1 ლენალიდომიდის ან პლაცებოს მისაღებად (10 მგ დღეში ერთხელ განმეორებითი 28-დღიანი ციკლის 1-28 დღეს, დოზა შემზღუდველი ტოქსიკურობის არარსებობისას 3 თვის შემდეგ დღეში ერთხელ 15მგ-მდე გაზრდით) ლენალიდომიდის კონსოლიდაციის 2 კურსის შემდეგ (25მგ/დღე, 28-დღიანი ციკლის 1-21 დღე). მკურნალობა უნდა გაგრძელდეს დაავადების პროგრესირებამდე.
მთავარი სამიზნე იყო PFS (პროგრესირების გარეშე გადარჩენა), რომელიც განისაზღვრებოდა რანდომიზაციიდან პროგრესირების ან სიკვიდლის თარიღამდე, რომელიც პირველი დადგებოდა; კვლევის სამიზნე არ იყო საერთო გადარჩენის მაჩვენებლის დადგენა. სულ რანდომიზებული იყო 614 პაციენტი: 307 პაციენტი ლენალიდომიდზე და 307 პაციენტი პლაცებოზე.
კვლევა გაიხსნა მონაცემთა მონიტორინგის კომიტეტის რეკომენდაციით PFS-ის წინასწარ დაგეგმილი შუალედური ანალიზის ზღვარის გადალახვის შემდეგ. გახსნის შემდეგ პლაცებოს ჯგუფში პაციენტები არ გადადიოდნენ ლენალიდომიდის მიღებაზე დაავადების პროგრესირებამდე. ლენალიდომიდის ჯგუფის კვლევა შეწყდა, პროაქტიური უსაფრთხოების ზომის სახით, SPM-ების დისბალანსის გამოვლენის შემდეგ (იხ. ნაწილი 4.4).
PFS-ის შედეგები კვლევის გახსნისას, წინასწარ დაგეგმილი შუალედური ანალიზის შემდეგ, 2010 წლის 7 ივლისს შეწყვეტით (31,4 თვე დაკვირვების პერიოდით) აჩვენებს, რომ დაავადების პროგრესირების ან სიკვდილიანობის რისკი შემცირდა 48%-ით ლენალიდომიდის სასარგებლოდ (HR=0.52; 95% CI 0.41, 0.66; p<0.001). საშუალო საერთო PFS იყო 40.1 თვე (95% CI 35.7, 42.4) ლენალიდომიდის ჯგუფში ვერსუს 22.8 თვე (95% CI 20.7, 27.4) პლაცებოს ჯგუფში.
PFS სარგებელი უფრო ნაკლები იყო CR-ით პაციენტთა ქვეჯგუფში, ვიდრე CR-ის გარეშე პაციენტთა ქვეჯგუფში.
განახლებული PFS, 2016 წლის 1 თებერვალს შეწყვეტით (96.7 თვე დაკვირვება) კვალავაც აჩვენებს PFS-ის უპირატესობას: HR=0.57 (95% CI 0.47, 0.68; p<0.001). საშუალო საერთო PFS იყო 44.4 თვე (39,6, 52,0) ლენალიდომიდის ჯგუფში ვერსუს 23,8 თვე (95% CI 21.2,27.3) პლაცებოს ჯგუფში. PFS2-ის შემთხვევაში, გამოვლენილი HR იყო 0.80 (95% CI 0.66, 0.98; p=0.026) ლენალიდომის ჯგუფში ვერსუს პლაცებოს ჯგუფში. საშუალო საერთო PFS2 იყო 69.9 თვე (95% CI 58.1, 80.0) ლენალიდომიდის ჯგუფში ვერსუს 58.4 თვე (95% CI 51.1, 65.0) პლაცებოს ჯგუფში. OS-ის შემთხვევაში, გამოვლენილი HR იყო 0.90: (95% CI 0.72, 1.13; p=0.355) ლენალიდომის ჯგუფში ვერსუს პლაცებოს ჯგუფში. საერთო გადარჩენის საშუალო დრო იყო 105.9 თვე (95% CI 88.8, NE) ლენალიდომიდის ჯგუფში ვერსუს 88.1 თვე (95% CI 80.7, 108.4) პლაცებოს ჯგუფში.
ლენალიდომიდი ბორტეზომიბთან და დექსამეტაზონთან კომბინაციაში პაციენტებში, რომლებშიც შეუძლებელია ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის ჩატარება
SWOG S0777 კვლევამ შეაფასა ბორტეზომიბის დამატება ლენალიდომიდისა და დექსამეტაზონის კომბინაციაში, როგორც საწყისი მკურნალობა, რასაც მოჰყვა Rd -ით გაგრძელება დაავადების პროგრესირებამდე, ადრე არანამკურნალევი მრავლობითი მიელომით დაავადებულ პაციენტებში, რომლებშიც ვერ კეთდება ან არ იგეგმება ტრანსპლანტაცია.
პაციენტები ლენალიდომიდის, ბორტეზომიბის და დექსამეტაზონის (RVd) ჯგუფში იღებდნენ ლენალიდომიდს 25 მგ/დღეში პერორალურად 1-14 დღეებში, ინტრავენური ბორტეზომიბს 1.3 მგ/მ2 1, 4, 8 და 11 დღეებში და დექსამეტაზონს 20 მგ/დღეში ან 20 მგ. განმეორებითი 21-დღიანი ციკლების 1, 2, 4, 5, 8, 9, 11 და მე-12 დღე რვა 21-დღიანი ციკლისთვის (24 კვირა). პაციენტები ლენალიდომიდის და დექსამეტაზონის (Rd) ჯგუფში იღებდნენ ლენალიდომიდს 25 მგ/დღეში პერორალურად 1-21 დღეებში და დექსამეტაზონს 40 მგ/დღეში პერორალურად 1, 8, 15 და 22 დღეებში განმეორებითი 28-დღიანი ციკლის ექვსამდე 28 დღიანი ციკლი (24 კვირა). ორივე ჯგუფში პაციენტები იღებდნენ უწყვეტი Rd: ლენალიდომიდს 25 მგ/დღეში პერორალურად 1-21 დღეებში და დექსამეტაზონს 40 მგ/დღეში პერორალურად 28-დღიანი განმეორებითი ციკლების 1, 8, 15 და 22 დღეებში. მკურნალობა უნდა გაგრძელებულიყო დაავადების პროგრესირებამდე.
პირველადი ეფექტურობის საბოლოო წერტილი კვლევაში იყო პროგრესირების გარეშე გადარჩენა (PFS). სულ 523 პაციენტი მონაწილეობდა კვლევაში, 263 პაციენტი რანდომიზირებული იყო RVd-ზე და 260 პაციენტი რანდომიზირებული იყო Rd-ზე. პაციენტების დემოგრაფიული და დაავადებასთან დაკავშირებული საბაზისო მახასიათებლები კარგად იყო დაბალანსებული ჯგუფებს შორის.
PFS-ის შედეგებმა, IRAC-ს შეფასების მიხედვით, პირველადი ანალიზის დროს, 2015 წლის 05 ნოემბრის შეწყვეტამდე (50.6 თვე დაკვირვება) აჩვენა დაავადების პროგრესირების რისკის და სიკვდილიანობის 24%-ით შემცირება RVd სასარგებლოდ (HR = 0.76; 95% CI 0.61, 0.94; p = 0.010). მედიანური საერთო PFS იყო 42.5 თვე (95% CI 34.0, 54.8) RVd ჯგუფში 29.9 თვესთან შედარებით (95% CI 25.6, 38.2) Rd ჯგუფში. სარგებელი დაფიქსირდა ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შესაძლებლობის მიუხედავად.
კვლევის შედეგები, 2016 წლის 1 დეკემბრის შეწყვეტამდე, რომლის დროსაც დაკვირვების მედიანური დრო ყველა გადარჩენილი სუბიექტისთვის იყო 69.0 თვე, წარმოდგენილია ცხრილში 8. სარგებელი, რომელიც ხელს უწყობს RVd-ს, დაფიქსირდა ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის დასაშვებობის მიუხედავად.
ცხრილი 8. საერთო ეფექტურობის მონაცემების შეჯამება
საწყისი მკურნალობა
RVd
(3 კვირიანი ციკლები 8)
(N = 263)
Rd
(4 კვირიანი ციკლები 6)
(N = 260)
IRAC-ით შეფასებული PFS (თვეები)
მედიანა a PFS დრო, თვეები (95% CI)b
- 7 (33.1, 51.5)
- 7 (24.2, 37.8)
HR [95% CI]c; p-მნიშვნელობა d
- 76 (0.62, 0.94); 0.010
საერთო გადარჩენა (თვეები)
მედიანა a OS დრო, თვეები (95% CI)b
- 1 (76.1, NE)
- 2 (58.4, 90.8)
HR [95% CI]c; p-მნიშვნელობა d
- 72 (0.56, 0.94); 0.013
პასუხი – n (%)
საერთო პასუხი: CR, VGPR, ან PR
199 (75.7)
170 (65.4)
≥ VGPR
153 (58.2)
83 (31.9)
შემდგომი დაკვირვება (თვეები)
მედიანა e (მინ, მაქს.): ყველა პაციენტი
- 6 (0.2, 99.4)
- 4 (0.4, 99.1)
CI = ნდობის ინტერვალი; HR = საშიშროების თანაფარდობა; max = მაქსიმუმი; min = მინიმალური; NE = არ არის შეფასებული; OS = საერთო გადარჩენა; PFS = პროგრესირების გარეშე გადარჩენა.
a მედიანა ეფუძნება კაპლან-მეიერის შეფასებას.
b ორმხრივი 95% CI საშუალო დროის შესახებ.
c ეფუძნება არასტრატიფიცირებულ კოქსის პროპორციულ საშიშროების მოდელს, რომელიც ადარებს სამკურნალო ჯგუფთან დაკავშირებულ საშიშროების ფუნქციებს (RVd:Rd).
d p-მნიშვნელობა ეფუძნება არასტრატიფიცირებულ ლოგ-რანგის ტესტს.
e მედიანური შემდგომი დაკვირვება გამოითვლებოდა რანდომიზაციის დღიდან.
მონაცემთა შეწყვეტის თარიღი = 01 დეკემბერი 2016.
განახლებული OS-ის შედეგები, 2018 წლის 01 მაისის შეწყვეტამდე (84.2 თვე მედიანური დაკვირვება გადარჩენილი სუბიექტებისთვის) აგრძელებს OS-ს უპირატესობის ჩვენებას RVd-ის სასარგებლოდ: HR = 0.73 (95% CI 0.57, 0.94; p=0.014). 7 წლის შემდეგ ცოცხალი სუბიექტების პროპორცია იყო 54.7% RVd ჯგუფში, ხოლო 44.7% Rd ჯგუფში.
ლენალიდომიდი დექსამეთაზონთან კომბინაციაში იმ პაციენტებში, რომლებშიც ვერ ტარდება ღეროვანი უჯრედის ტრანსპლანტაცია
ლენალიდომიდის უსაფრთხოება და ეფექტურობა შეფასდა III ფაზის, მულტიცენტრული, რანდომიზებული, ღია-ეტიკეტის, 3-ჯგუფიანი კვლევისას (MM-020) მინიმუმ 65 წლის ან მეტი ასაკის პაციენტებში ან, თუ პაციენტები იყვნენ 65 წლამდე, არ იყვნენ ღეროვანი უჯრედის ტრანსპლანტაციის კანდიდატები, ვინაიდან მათ უარი განაცხდეს ღეროვანი უჯრედის გადანერგვაზე ან ღეროვანი უჯრედის გადანერგვა ხელმისაწვდომი არ იყო ღირებულების ან სხვა მიზეზის გამო. კვლევის (MM-020) დროს მოხდა ლენალიდომიდის და დექსამეთაზონის (Rd) შედარება 2 სხვადასხვა ხაგრძლივობის პერიოდში (მაგ. დაავადების პროგრესირებამდე [ჯგუფი Rd] ან თვრამეტი 28-დღიანი ციკლის მანძილზე [72 კვირა, ჯგუფი Rd18) მელფალანთან, პრედნიზონთან და თალიდომიდთან (MPT) მაქსიმუმ თორმეტი 42-დღიანი ციკლის მანძილზე (72 კვირა). პაციენტები რანდომიზებული იყვნენ (1:1:1) 3 სამკურნალო ჯგუფიდან 1-ში. რანდომიზაციისას პაციენტები სტრატიფიცირებული იყვნენ ასაკის (<75 vs. >75 წელი), სტადიის (ISS სტადიები I და II vs. სტადია III) და ქვეყნის მიხედვით.
Rd და Rd18 ჯგუფების პაციენტები იღებდნენ 25 მგ ლენალიდომიდს დღეში ერთხელ 28-დღიანი ციკლის 1-21 დღეს პროტოკოლური ჯგუფის მიხედვით. 40 მგ დექსამეთაზონი მიიღებოდა დღეში ერთხელ ყოველი 28-დღიანი ციკლის 1,8, 15 და 22 დღეს. Rd და Rd18 ჯგუფებში საწყისი დოზა და რეჟიმი კორექტირდებოდა ასაკისა და თირკმლის ფუნქციის მიხედვით (იხ. ნაწილი 4.2). > 75 წლის ასაკის პაციენტები იღებდნენ დექსამეთაზონს დოზით 20 მგ დღეში ერთხელ ყოველი 28-დღიანი ციკლის 1, 8, 15 და 22 დღეს. კვლევის დროს ყველა პაციენტი იღებდა პროფილაქტიკურ ანტიკოაგულაციურ საშუალებას (დაბალი მოლეკულური წონის ჰეპარინი, ვარფარინი, ჰეპარინი, ასპირინის დაბალი დოზა).
კვლევის დროს ეფექტიანობის მთავარი სამიზნე იყო პროგრესირების გარეშე გადარჩენა (PFS). კვლევაში სულ ჩართული იყო 1623 პაციენტი, აქედან 535 რანდომიზებული იყო Rd-ზე, 541 პაციენტი RD18-ზე და 547 პაციენტი MPT-ზე. პაციენტთა დემოგრაფია და დაავადებასთან დაკავშირებული საბაზისო მახასიათებლები იყო კარგად ბალანსირებული ყველა 3 ჯგუფში. ზოგადად, კვლევის სუბიექტებს ჰქონდათ განვითარებული დაავადების სტადია: სულ კვლევის პოპულაციიდან, 41%-ს ჰქონდა ISS სტადია III, 9%-ს თირკმლის მწვავე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ). საშუალო ასაკი 3 ჯგუფში იყო 73 წელი..
PFS, PFS2 OS-ის განახლებულ ანალიზში, 2014 წლის 3 მარტს შეწყვეტით, სადაც ყველა გადარჩენილი სუბიექტის საშუალო დაკვირვების პერიოდი იყო 45.5 თვე, კვლევის შედეგები მოცემულია ცხრილში 9:
ცხრილი 9: საერთო ეფექტიანობის მონაცემების შეჯამება
Rd
(N=535)
Rd18
(N=541)
MPT
(N=547)
მკვლევარის მიერ შეფასებული PSF – (თვეები)
საშუალოa PSF დრო, თვეები (95% CI)b
- 0 (20.7, 29.7)
- 0 (19.7, 22.4)
- 9 (19.8, 23.9)
HR [95% CI]c p-მნიშვნელობაd
Rd vs MPT
- 69 (0.59, 0.80); <0.001
Rd vs Rd18
- 71 (0.61, 0.83); <0.001
Rd18 vs MPT
- 99 (0.86, 1.140; 0.866
PFS2e – (თვეები)
მედიანა a PSF2 დრო, თვეები (95% CI) b
- 9 (38.1, 47.4)
- 0 (36.2, 44.2)
- 0 (30.4, 37.8)
HR [95% CI]c p-მნიშვნელობაd
Rd vS MPT
- 74 (0.63, 0.86); <0.001
Rd vs Rd18
- 92 (0.78, 1.08); 0.316
Rd18 vs MPT
- 80 (0.69, 0.93); 0.004
საერთო გადარჩენა OS (თვეები)
მედიანაa OS დრო, თვეები (95% CI) b
- 9 (56.0, NE)
- 7 (50.1, NE)
- 5 (44.2, 52.0)
HR [95% CI]c p-მნიშვნელობაd
Rd vS MPT
- 75 (0.62, 0.90); 0.002
Rd vs Rd18
- 91 (0.75, 1.09); 0.305
Rd18 vs MPT
- 83 (0.69, 0.99); 0.034
შემდგომი პერიოდი (თვეები)
მედიანაf (მინ.მაქს.): ყველა პაციენტი
- 8 (0.0, 65.9)
- 1 (0.4, 65.7)
- 7 (0.0, 64.2)
მეილომას პასუხიg n (%)
CR
81 (15.1)
77 (14.2)
51 (9.3)
VGPR
152 (28.4)
154 (28.5)
103 (18.8)
PR
169 (31.6)
166 (30.7)
187 (34.2)
საერთო პასუხი: CR, VGPR ან PR
402 (75.1)
397 (73.4)
341 (62.3)
პასუხის ხანგრძლივობა - (თვეები)h
მედიანაa (95% CI) b
- 0 (27.9, 43.4)
- 1 (20.3, 24.0)
- 3 (20.2, 24.9)
AMT = ანტიმეილომას თერაპია; CI=ნდობის ინტერვალი; CR=სრული პასუხი; d=დექსამეთაზონის დაბალი დოზა; HR=საფრთხის თანაფარდობა; IMWG=მიელომას საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი; IRAC=პასუხის დამოუკიდებელი ადიუკაციის კომიტეტი; M=მელფალანი; მაქს.=მაქსიმუმი; მინ.=მინიმუმი; NE=არაშეფასებადი; OS=საერთო გადარჩენა; P=პრედნიზონი; PFS =პროგრესირების გარეშე გადარჩენა; PR=ნაწილობრივი პასუხი; R=ლენალიდომიდი; Rd= Rd მოცემულია დაავადების პროგრესირების დოკუმენტირებამდე; RD18=Rd მოცემულია > 18 ციკლზე; SE = სტანდარტული ცდომილება; T=თალიდომიდი; VGPR=ძალიან კარგი ნაწილობრივი პასუხი; vs=versus (საპირისპირო)
a მედიანა ეფუძნება კაპლან-მეიერის შეფასებას.
b 95% CI მედიანას შესახებ.
c კოქსის პროპორციული საშიშროების მოდელის საფუძველზე, რომელიც ადარებს საშიშროების ფუნქციებს, რომლებიც დაკავშირებულია მითითებულ სამკურნალო ჯგუფთან.
d p-მნიშვნელობა ეფუძნება კაპლან-მეიერის მრუდის განსხვავებების არასტრატიფიცირებულ ლოგ-რანგის ტესტს მითითებულ სამკურნალო ჯგუფს შორის.
e საძიებო საბოლოო წერტილი (PFS2) f მედიანა არის ერთვარიანტული სტატისტიკა ცენზურის კორექტირების გარეშე.
g შეფასებული პასუხის საუკეთესო შეფასება კვლევის მკურნალობის ფაზაში (თითოეული პასუხის კატეგორიის განმარტებებისთვის, მონაცემთა შეწყვეტის თარიღი = 2013 წლის 24 მაისი).
h მონაცემების შეწყვეტა 2013 წლის 24 მაისი.
ლენალიდომიდი მელფალანთან და პრედნიზონთან კომბინაციაში შემდგომი შემანარჩუნებელი თერაპიით იმ პაციენტებში, რომლებშიც ვერ ტარდება ტრანსპლანტაცია
ლენალიდომიდის ეფექტურობა და უსაფრთხოება შეფასდა III ფაზის მულტიცენტრული, რანდომიზებული, ორმაგი ბრმა 3-ჯგუფიანი კვლევის ფარგლებში (MM-015), რომელშიც მონაწილეობდნენ 65 წლის და ზემოთ ასაკის პაციენტები კრეატინინის კლირენსით <2.5 მგ/დლ. კვლევის დროს მოხდა ლენალიდომიდით შემანარჩუნებელი თერაპიით ან მის გარეშე ლენალიდომიდის მელფალანთან და პრედნიზონთან (MPR) კომბინაციის შედარება მელფალანის და პრედნიზონის კომბინაციასთან მაქსიმუმ 9 ციკლის განმავლობაში. პაციენტები რანდომიზებული იყვნენ 1:1:1 შეფარდებით 3-დან ერთ სამკურნალო ჯგუფში. რანდომიზაციისას პაციენტები სტრატიფიცირებული იყვნენ ასაკის (<75 vs >75 წელი) და სტადიის (ISS; სტადიები I და II vs სტადია III) მიხედვით.
ამ კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა MPR-ის კომბინაციური თერაპიის (მელფალანი 0.18 მგ/კგ პერორალურად განმეორებითი 28-დღიანი ციკლის 1-4 დღეს; პრედნიზონი 2 მგ/კგ პერორალურად განმეორებითი 28-დღიანი ციკლის 1-4 დღეს და ლენალიდომიდი 10 მგ/კგ პერორალურად განმეორებითი 28-დღიანი ციკლის 1-21 დღეს) გამოყენება ინდუქციური თერაპიისთვის 9 ციკლამდე. იმ პაციენტებში, რომლებმაც დაასრულეს 9 ციკლი ან რომლებმაც ვერ შეძლეს 9 ციკლის დასრულება გადაუტანლობის გამო, გააგრძელეს შემანარჩუნებელი თერაპია პერორალურად 10 მგ ლენალიდომიდის დაწყებით განმეორებითი 28-დღიანი ციკლის 1-21 დღეს დაავადების პროგრესირებამდე.
კვლევის დროს ეფექტურობის მთავარი სამიზნე იყო პროგრესირების გარეშე გადარჩენა (PFS). კვლევაში სულ ჩართული იყო 459 პაციენტი, აქედან 152 რანდომიზებული იყო MPR+R-ზე, 153 პაციენტი MPR+p-ზე და 154 პაციენტი MPp+p-ზე. პაციენტთა დემოგრაფია და დაავადებასთან დაკავშირებული საბაზისო მახასიათებლები იყო კარგად ბალანსირებული ყველა 3 ჯგუფში. თითოეულ ჯგუფში ჩართული პაციენტების დაახლოებით 50%-ს ჰქონდა შემდეგი მახასიათებლები: ISS სტადია III, და კრეატინინის კლირენსი <60მლ/წთ. საშუალო ასაკი MPR+R ჯგუფში და MPR+p ჯგუფში იყო 71, ხოლო MPp+p ჯგუფში - 72.
PFS, PFS2 OS-ის ანალიზში, 2013 წლის აპრილში შეწყვეტით, სადაც ყველა გადარჩენილი სუბიექტის საშუალო დაკვირვების პერიოდი იყო 62.4 თვე, კვლევის შედეგები მოცემულია ცხრილში 10:
ცხრილი 10: საერთო ეფექტიანობის მონაცემების შეჯამება
MPR+R
(N=152)
MPR+p
(N=153)
MPp+p
(N=154)
მკვლევარის მიერ შეფასებული PSF – (თვეები)
მედიანაa PFS დრო, თვეები (95% CI)
- 4 (21.3, 35.0)
- 3 (13.2, 15.7)
- 1 (12.0, 14.8)
HR [95% CI]; p-მნიშვნელობა
MPR+R vs MPp+p
- 37 (0.27, 0.50); <0.001
MPR+R vs MPR+p
- 47 (0.35, 0.65); <0.001
MPR+p vs MPp+p
- 78 (0.60, 1.01); 0.059
PFS2 - (months) ¤
მედიანაa PSF2 დრო, თვეები (95% CI)
- 7 (29.2, 48.4)
- 8 (23.1, 33.1)
- 8 (24.3, 33.8)
HR [95% CI]; p-მნიშვნელობა
MPR+R vs MPp+p
- 70 (0.54, 0.92); 0.009
MPR+R vs MPR+p
- 77 (0.59, 1.02); 0.065
MPR+p vs MPp+p
- 92 (0.71, 1.19); 0.051
საერთო გადარჩენა OS (თვეები)
მედიანაa OS დრო, თვეები (95% CI)
- 9 (49.1, 67.5)
- 9 (43.1, 60.6)
- 9 (47.3, 64.2)
HR [95% CI]; p-მნიშვნელობა
MPR+R vs MPp+p
- 95 (0.70, 1.29); 0.736
MPR+R vs MPR+p
- 88 (0.65, 1.20); 0.43
MPR+p vs MPp+p
- 07 (0.79, 1.45); 0.67
შემდგომი პერიოდი (თვეები)
მედიანა (მინ.მაქს.): ყველა პაციენტი
- 4 (0.8, 73.8)
- 3 (0.5, 71.9) …
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ფურცელი ჩანართი: ინფორმაცია პაციენტებისათვის
ონკოციდონი {10 მგ}{მყარი კაფსულები}
ონკოციდონი {25 მგ}{მყარი კაფსულები}
ლენალიდომიდი
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციებს.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა მოგვიანებით კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს სამკურნალო საშუალება დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად. ნუ გადასცემთ მას სხვას გამოყენებისთვის. შესაძლოა მედიკამენტმა ზიანი მიაყენოს მას, იმ შემთხვევაშიც თუ აღინიშნება მსგავსი სიმპტომები.
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე ეფექტებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს
რას წარმოადგენს ონკოციდონი და რისთვის გამოიყენება
ინფორმაცია ონკოციდონის გამოყენებამდე
ონკოციდონის მიღების წესი
მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ონკოციდონის შენახვის პირობები
შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაციები
- რას წარმოადგენს ონკოციდონი და რისთვის გამოიყენება
რას წარმოადგენს ონკოციდონი
ონკოციდონი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას "ლენალიდომიდს". ეს ნივთიერება მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენი იმუნური სისტემის მუშაობაზე.
რისთვის გამოიყენება ონკოციდონი
ონკოციდონი გამოიყენება უფროსებში შემდეგი დაავადებების დროს
მრავლობითი მიელომა
მიელოდისპლასტიკური სინდრომები
მანტიის უჯრედოვანი ლიმფომა
ფოლიკულური ლიმფომა
მრავლობითი მიელომა
მრავლობითი მიელომა არის კიბოს ტიპი, რომელიც ზეგავლენას ახდენს სისხლის თეთრი უჯრედების გარკვეულ ტიპზე, რომელთაც ეწოდებათ პლაზმური უჯრედები. ეს უჯრედები გროვდებიან ძვლის ტვინში და იყოფიან და ამასთანავე ეს პროცესი ხდება უკონტროლო. ამან შეიძლება დააზიანოს ძვლები და თირკმელები.
მრავლობითი მიელომა ზოგადად არაგანკურდებადია. თუმცა შესაძლებელია მისი ნიშნებისა და სიმპტომების მნიშვნელოვნად შემცირება ან გაქრობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ეს ეფექტი აღწერილია როგორც "მკურნალობის პასუხი".
ახლად დიაგნოზირებული მრავლობითი მიელომა - პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ძვლის ტვინის გადანერგვა
ონკოციდონი გამოიყენება მონოთერაპიის სახით, როგორც შემანარჩუნებელი თერაპია მას შემდეგ, რაც პაციენტები საკმარისად გამოჯანმრთელდებიან ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ.
ახლად დიაგნოზირებული მრავლობითი მიელომა - პაციენტებში, რომლებშიც არ არის შესაძლებელი ძვლის ტვინის გადანერგვის განხორციელება
ონკოციდონი მიიღება სხვა პრეპარატებთან ერთად კომბინაციაში. ეს შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:
ქიმიოთერაპიული სამკურნალო საშუალება, რომელსაც ეწოდება "ბორტეზომიბი"
ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება, რომელსაც ეწოდება "დექსამეტაზონი".
ქიმიოთერაპიული სამკურნალო საშუალება, რომელსაც ეწოდება "მელფალანი" და
იმუნოსუპრესანტი სამკურნალო საშუალება, რომელსაც ეწოდება "პრედნიზონი".
თქვენ დაგენიშნებათ ეს მედიკამენტები მკურნალობის დასაწყისში და შემდეგ გააგრძელებთ ონკოციდონის დამოუკიდებლად მიღებას.
თუ ხართ 75 წელზე უფროსი ასაკის ან გაქვთ თირკმელების ზომიერი და მძიმე პრობლემები - თქვენი ექიმი ჩაატარებს ყურადღებით გამოკვლევას მკურნალობის დაწყებამდე.
მრავლობითი მიელომა - პაციენტებში, რომლებსაც ადრე ჰქონდათ მკურნალობა
ონკოციდონი მიიღება ანთების საწინააღმდეგო პრეპარატთან ერთად, რომლებთაც ეწოდებათ "დექსამეტაზონი".
ონკოციდონს შეუძლია შეაჩეროს მრავლობითი მიელომის გაუარესების ნიშნები და სიმპტომები. ასევე ნაჩვენებია, რომ აფერხებს მრავლობითი მიელომის მკურნალობის შემდეგ რეციდივს.
მიელოდისპლასტიკური სინდრომები (MDS)
MDS წარმოადგენს სისხლისა და ძვლის ტვინის მრავალი სხვადასხვა დაავადების ერთობლიობას. ვლინდება სისხლის უჯრედების ანომალია და ფუნქციის დარღვევა. პაციენტებში შესაძლოა გამოვლინდეს სხვადასხვა ნიშნები და სიმპტომები, მათ შორის სისხლის წითელი უჯრედების დაბალი რაოდენობა (ანემია), სისხლის გადასხმის საჭიროება და ინფექციის გაზრდილი რისკი.
ონკოციდონი გამოიყენება მონოთერაპიის სახით ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ, რომლებსაც დაუსვეს MDS-ის დიაგნოზი, როდესაც სახეზეა ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პირობა:
გჭირდებათ რეგულარული სისხლის გადასხმა სისხლის წითელი უჯრედების დაბალი დონის სამკურნალოდ („ტრანსფუზიაზე დამოკიდებული ანემია“)
გაქვთ ძვლის ტვინში არსებული უჯრედების პათოლოგია, რომელსაც ეწოდება "იზოლირებული წაშლის 5q ციტოგენეტიკური ანომალია". ეს ნიშნავს, რომ თქვენი სხეული არ აწარმოებს საკმარისი რაოდენობის ჯანსაღ სისხლის უჯრედებს
სხვა სამკურნალო საშუალებები ადრე იყო გამოყენებული, არ არის შესაფერისი ან არ მუშაობს საკმარისად კარგად.
ონკოციდონს შეუძლია გაზარდოს ჯანსაღი სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობა, რომელსაც სხეული აწარმოებს პათოლოგიური უჯრედების რაოდენობის შემცირებით:
ამან შეიძლება შეამციროს საჭირო სისხლის გადასხმის რაოდენობა. შესაძლებელია, რომ გადასხმა არ იყოს საჭირო.
მანტიის უჯრედის ლიმფომა (MCL)
MCL არის იმუნური სისტემის ნაწილის (ლიმფური ქსოვილის) კიბო. ის გავლენას ახდენს სისხლის თეთრი უჯრედების ტიპზე, რომელსაც ეწოდება "B-ლიმფოციტები" ან B-უჯრედები. MCL არის დაავადება, როდესაც B- უჯრედები უკონტროლოდ იზრდება და გროვდება ლიმფურ ქსოვილში, ძვლის ტვინში ან სისხლში.
ონკოციდონი გამოიყენება მონოთერაპიის სახით ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ, რომლებიც ადრე მკურნალობდნენ სხვა მედიკამენტებით.
ფოლიკულური ლიმფომა (FL)
FL არის ნელა მზარდი კიბო, რომელიც გავლენას ახდენს B- ლიმფოციტებზე. ეს არის სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი, რომელიც ეხმარება თქვენს სხეულს ინფექციასთან ბრძოლაში. როდესაც პაციენტს აღენიშნება FL, სახეზეა ამ B-ლიმფოციტების ჭარბი რაოდენობის დაგროვება სისხლში, ძვლის ტვინში, ლიმფურ კვანძებში და ელენთაში.
ონკოციდონი მიიღება სხვა წამალთან ერთად, სახელწოდებით "რიტუქსიმაბი" ადრე ნამკურნალები ფოლიკულური ლიმფომის მქონე ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ.
როგორ მოქმედებს ონკოციდონი
ონკოციდონი მოქმედებს ორგანიზმის იმუნურ სისტემაზე და პირდაპირ ებრძვის კიბოს.
ის მოქმედებს სხვადასხვა გზით:
კიბოს უჯრედების განვითარების შეჩერებით
კიბოს უჯრედებში სისხლძარღვების ზრდის შეჩერებით
იმუნური სისტემის ნაწილის კიბოს უჯრედებზე შეტევის სტიმულირებით.
- ინფორმაცია ონკოციდონის გამოყენებამდე
ონკოციდონით მკურნალობის დაწყებამდე უნდა წაიკითხოთ ყველა იმ სამკურნალო პროდუქტის შეფუთვის ფურცელი, რომელიც უნდა მიიღოთ ონკოციდონთან ერთად.
არ მიიღოთ ონკოციდონი:
თუ ორსულად ხართ ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, რადგან მოსალოდნელია, რომ ონკოციდონი საზიანო იყოს ჯერ არ დაბადებული ბავშვისთვის. (იხ. ნაწილი 2, „ორსულობა, ძუძუთი კვება და კონტრაცეფცია – ინფორმაცია ქალებისა და მამაკაცებისთვის“).
თუ არსებობს დაორსულების შესაძლებლობა, გარდა იმ შემთხვევისა თუ დაიცავთ ყველა საჭირო ზომას, რათა თავიდან აიცილოთ დაორსულება. (იხ. ნაწილი 2, „ორსულობა, ძუძუთი კვება და კონტრაცეფცია – ინფორმაცია ქალებისა და მამაკაცებისთვის“). დაორსულების რისკის შემთხვევაში, თქვენი ექიმი მოახდენს ყოველი რეცეპტის გაცემისას გაფრთხილებას ჩანაწერის სახით, რომ მიღებულია საჭირო ზომები და მოგცემთ ამის დასტურს.
თუ ალერგიული ხართ ლენალიდომიდზე ან ამ წამლის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე, რომელიც ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში. თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა ალერგიული იყოთ, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.
თუ ჩამოთვლილი პუნქტებიდან რომელიმე გეხებათ თქვენ, არ მიიღოთ ონკოციდონი. მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს ონკოციდონის გამოყენებამდე, თუ:
წარსულში გქონდათ თრომბები - მკურნალობის დროს გაქვთ ვენებში და არტერიებში სისხლის შედედების განვითარების რისკი
გაქვთ ინფექციის რაიმე ნიშანი, როგორიცაა ხველა ან ცხელება
გქონდათ ან ოდესმე გქონდათ ადრე ვირუსული ინფექცია, განსაკუთრებით B ჰეპატიტის ინფექცია, ვარიცელა ზოსტერი, აივ-ინფექცია. თუ ეჭვი გეპარებათ რაიმეში, მიმართეთ ექიმს. ონკოციდონით მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს ვირუსის ხელახლა გააქტიურება, ვირუსის მატარებელ პაციენტებში. ეს იწვევს ინფექციის რეციდივს. ექიმმა უნდა შეამოწმოს, გქონიათ თუ არა ოდესმე B ჰეპატიტის ინფექცია
გაქვთ თირკმელების პრობლემები - ექიმმა შეიძლება შეცვალოს ონკოციდონის დოზა
გქონიათ გულის შეტევა, ოდესმე გქონიათ სისხლის შედედება, ან თუ ხართ მწეველი, გაქვთ მაღალი წნევა ან ქოლესტერინის მაღალი დონე.
გქონიათ ალერგიული რეაქცია თალიდომიდის (სხვა წამალი, რომელიც გამოიყენება მრავლობითი მიელომის სამკურნალოდ) მიღებისას, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი, შეშუპება, თავბრუსხვევა ან სუნთქვის გაძნელება
წარსულში გქონიათ რომელიმე შემდეგი სიმპტომის კომბინაცია: გავრცელებული გამონაყარი, კანის სიწითლე, სხეულის მაღალი ტემპერატურა, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ღვიძლის ფერმენტების მომატება, სისხლის დარღვევები (ეოზინოფილია) გადიდებული ლიმფური კვანძები - ეს არის კანის მძიმე დაავადების ნიშნები. რეაქცია, სახელწოდებით წამლის რეაქცია ეოზინოფილიასთან და სისტემურ სიმპტომებთან (რომელიც ასევე ცნობილია როგორც DRESS), ან წამლის ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი (იხილეთ აგრეთვე ნაწილი 4 „შესაძლო გვერდითი მოვლენები“).
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გეხებათ თქვენ, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს მკურნალობის დაწყებამდე.
თუ მკურნალობის დროს ან მის შემდეგ ნებისმიერ დროს აღინიშნება შემდეგი მოვლენები დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან სამედიცინო პერსონალს:
მხედველობის დაბინდვა, დაკარგვა ან გაორება, მეტყველების გაძნელება, მკლავის ან ფეხის სისუსტე, სიარულის ცვლილება ან წონასწორობის პრობლემები, მუდმივი დაბუჟება, მგრძნობელობის დაქვეითება ან მგრძნობელობის დაკარგვა, მეხსიერების დაკარგვა ან დაბნეულობა. ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ტვინის სერიოზული და პოტენციურად ფატალური მდგომარეობის სიმპტომები, რომელიც ცნობილია როგორც პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია (PML). თუ გქონდათ ეს სიმპტომები ლენალიდომიდით მკურნალობამდე, აცნობეთ ექიმს ამ სიმპტომების ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
ქოშინი, დაღლილობა, თავბრუსხვევა, ტკივილი გულმკერდის არეში, აჩქარებული გულისცემა ან შეშუპება ფეხებში ან ტერფებში. ეს შეიძლება იყოს სერიოზული მდგომარეობის სიმპტომები, რომელიც ცნობილია როგორც ფილტვის ჰიპერტენზია (იხილეთ ნაწილი 4).
ტესტები და შემოწმებები
ონკოციდონით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პერიოდში რეგულარულად ჩაგიტარდებათ სისხლის ანალიზს. ეს იმიტომ ხდება, რომ ონკოციდონმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის უჯრედების დაცემა, რაც ხელს უწყობს ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლას (სისხლის თეთრი უჯრედები) და ხელს უწყობს სისხლის შედედებას (თრომბოციტები). თქვენი ექიმი მოგთხოვთ სისხლის ანალიზის გაკეთებას:
მკურნალობის დაწყებამდე
ყოველ კვირას მკურნალობის პირველი 8 კვირის განმავლობაში
ამის შემდეგ სულ მცირე ყოველთვიურად.
შეიძლება შეფასდეს კარდიოფილტვის პრობლემების ნიშნები ლენალიდომიდით მკურნალობის დაწყებამდე და მის დროს.
MDS-ის მქონე პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ ონკოციდონს
თუ თქვენ გაქვთ MDS, შესაძლოა აღინიშნოს მდგომარეობის პროფრესირება დაავადებამდე, რომელსაც ეწოდება მწვავე მიელოიდური ლეიკემია (AML). გარდა ამისა, უცნობია, თუ როგორ მოქმედებს ონკოციდონი AML-ის განვითარების შანსებზე. ამიტომ, ექიმმა შეიძლება ჩაატაროს ანალიზი მისი ნიშნების შესამოწმებლად, რომლებიც იძლევიან AML-ის განვითრების ალბათობის უკეთესად პროგნოზირების საშუალებას ონკოციდონით მკურნალობის დროს.
MCL-ის მქონე პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ ონკოციდონს
თქვენი ექიმი მოითხოვს სისხლის ანალიზის გაკეთებას:
მკურნალობის დაწყებამდე
ყოველ კვირას მკურნალობის პირველი 8 კვირის განმავლობაში (2 ციკლი).
შემდეგ ყოველ 2 კვირაში მე-3 და მე-4 ციკლებში (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი 3 „მკურნალობის ციკლი“)
ამის შემდეგ ყოველი ციკლის დასაწყისში და
ბოლოს სულ მცირე ყოველთვიურად.
FL-ის მქონე პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ ონკოციდონს
თქვენი ექიმი მოითხოვს სისხლის ანალიზის გაკეთებას:
მკურნალობის დაწყებამდე
ყოველ კვირას მკურნალობის პირველი 3 კვირის განმავლობაში (1 ციკლი).
შემდეგ ყოველ 2 კვირაში 2-დან 4-მდე ციკლებში (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი 3 „მკურნალობის ციკლი“)
ამის შემდეგ ყოველი ციკლის დასაწყისში და
ბოლოს სულ მცირე ყოველთვიურად.
ექიმმა შეიძლება შეამოწმოს, გაქვთ თუ არა სიმსივნის მაღალი რაოდენობა მთელ სხეულში, მათ შორის ძვლის ტვინში. ამან შეიძლება გამოიწვიოს მდგომარეობა, როდესაც სიმსივნე იშლება და გამოიწვიოს სისხლში ქიმიკატების უჩვეულო დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა (ამ მდგომარეობას ეწოდება "სიმსივნური ლიზისის სინდრომი"). ექიმმა შეიძლება შეამოწმოს კანზე ცვლილებები, როგორიცაა წითელი ლაქები ან გამონაყარი.
ექიმმა შეიძლება შეცვალოს ონკოციდონის დოზა ან შეწყვიტოს მკურნალობა თქვენი სისხლის ანალიზის შედეგებისა და თქვენი ზოგადი მდგომარეობის მიხედვით. თუ თქვენ გაქვთ ახალი დიაგნოზი, ექიმმა შეიძლება ასევე შეაფასოს თქვენი მკურნალობა თქვენი ასაკისა და სხვა პირობების მიხედვით.
სისხლის დონაცია
არ უნდა გაიღოთ სისხლი მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან სულ მცირე 7 დღის განმავლობაში.
ბავშვები და მოზარდები
ონკოციდონის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში.
ხანდაზმულები და თირკმელების პრობლემების მქონე პირები
თუ ხართ 75 წელზე უფროსი ასაკის ან გაქვთ თირკმელების ზომიერი და მძიმე პრობლემები - თქვენი ექიმი ჩაატარებს შემოწმებას მკურნალობის დაწყებამდე.
სხვა მედიკამენტები და ონკოციდონი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ექთანს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა პრეპარატებს. ონკოციდონმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ზოგიერთი სხვა მედიკამენტის მოქმედებაზე. ასევე, ზოგიერთმა სხვა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ონკოციდონის მოქმედებაზე.
კერძოდ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ექთანს, თუ იღებთ რომელიმე შემდეგ მედიკამენტს:
ორსულობის თავიდან ასაცილებლად გამოყენებული ზოგიერთი მედიკამენტი, როგორიცაა ორალური კონტრაცეპტივები, რადგან მათ შეუძლიათ დაკარგონ ეფექტურობა
ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება გულის პრობლემებისთვის – როგორიცაა დიგოქსინი
ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად – როგორიცაა ვარფარინი
ორსულობა, ძუძუთი კვება და კონტრაცეფცია - ინფორმაცია ქალებისთვის და მამაკაცებისთვის
ორსულობა
ქალებისთვის, რომლებიც იღებენ ონკოციდონს
არ უნდა მიიღოთ ონკოციდონი, თუ ორსულად ხართ, რადგან მოსალოდნელია, რომ ის საზიანო იქნება ჯერ არ დაბადებული ბავშვისთვის.
არ უნდა დაორსულდეთ ონკოციდონის მიღებისას. ამიტომ, თქვენ უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები, თუ თქვენ ხართ რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალი (იხ. „კონტრაცეფცია“).
თუ დაორსულდებით ონკოციდონით მკურნალობის დროს, უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა და დაუყოვნებლივ აცნობოთ ექიმს.
მამაკაცებისთვის, რომლებიც იღებენ ონკოციდონს
თუ თქვენი პარტნიორი დაორსულდა ონკოციდონის მიღების დროს, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს. რეკომენდირებულია, რომ თქვენმა პარტნიორმა გაიაროს ექიმის კონსულტაცია.
ასევე უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები (იხ. „კონტრაცეფცია“).
ძუძუთი კვება
ონკოციდონის მიღებისას არ უნდა კვებოთ ჩვილი ძუძუთ, რადგან უცნობია გადადის თუ არა ონკოციდონი დედის რძეში.
კონტრაცეფცია
ქალებისთვის, რომლებიც იღებენ ონკოციდონს
მკურნალობის დაწყებამდე გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია თუკი არსებობს დაორსულების რისკი, მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა.
თუ შესაძლებელია, რომ დაორსულდეთ
ორსულობის ტესტებს ჩაატარებთ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ (ყოველ მკურნალობამდე, ყოველ 4 კვირაში ერთხელ მაინც მკურნალობის დროს და 4 კვირაში მაინც მკურნალობის დასრულებიდან) გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დადასტურდა, რომ ფალოპის მილები გაწყვეტილია და დალუქული, კვერცხუჯრედების საშვილოსნომდე მისვლის შესაჩერებლად (მილის სტერილიზაცია)
და
თქვენ უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები მკურნალობის დაწყებამდე მინიმუმ 4 კვირით ადრე, მკურნალობის დროს და მკურნალობის შეწყვეტიდან არანაკლებ 4 კვირის განმავლობაში. თქვენი ექიმი გირჩევთ კონტრაცეფციის შესაბამის მეთოდებს.
მამაკაცებისთვის, რომლებიც იღებენ ონკოციდონს
ონკოციდონი გადადის ადამიანის სპერმაში. თუ თქვენი პარტნიორი ქალი ორსულადაა ან შესაძლოა, რომ დაორსულდეს და ის არ იყენებს კონტრაცეფციის ეფექტურ მეთოდებს, თქვენ უნდა გამოიყენოთ პრეზერვატივი მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან სულ მცირე 7 დღის განმავლობაში, მაშინაც კი, თუ თქვენ გაქვთ ვაზექტომია. არ შეიძლება სპერმის ან სპერმის დონაცია მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან სულ მცირე 7 დღის განმავლობაში.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
არ მართოთ ავტომობილი ან არ გამოიყენოთ მექანიზმები, თუ ონკოციდონის მიღების შემდეგ გრძნობთ თავბრუსხვევას, დაღლილობას, ძილიანობას, ვერტიგოს ან დაბინდულ მხედველობას.
ონკოციდონი შეიცავს ლაქტოზას
თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
ონკოციდონი შეიცავს ნატრიუმს
ეს წამალი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო კაფსულაში, ანუ არსებითად "ნატრიუმისგან თავისუფალია".
- ონკოციდონის მიღების წესი
ონკოციდონი კეთდება სამედიცინო პერსონალის მიერ, რომლებსაც აქვთ მრავლობითი მიელომის, MDS, MCL ან FL მკურნალობის გამოცდილება.
თუკი ონკოციდონი გამოიყენება მრავლობითი მიელომის სამკურნალოდ იმ პაციენტებში, რომლებშიც შეუძლებელია ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია ან ადრე ჩაუტარდათ სხვა მკურნალობა, იგი გამოიყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად (იხ. ნაწილი 1 „რას წარმოადგენს ონკოციდონი და რისთვის გამოიყენება“).
თუკი ონკოციდონი გამოიყენება მრავლობითი მიელომის სამკურნალოდ პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია ან MDS ან MCL-ით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ, იგი მიიღება ცალკე მონო თერაპიის სახით.
თუკი ონკოციდონი გამოიყენება ფოლიკულური ლიმფომის სამკურნალოდ, იგი მიიღება სხვა მედიკამენტთან ერთად, რომლებთაც ეწოდებათ „რიტუქსიმაბი“.
ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული რაიმეში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ღებულობთ ონკოციდონს სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, უნდა გაეცნოთ ამ მედიკამენტების ინსტრუქციას მათი გამოყენებისა და ეფექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით.
მკურნალობის ციკლი
ონკოციდონი მიიღება გარკვეულ დღეებში 3 კვირის განმავლობაში (21 დღე).
ყოველ 21 დღეში, რომელსაც ეწოდება "მკურნალობის ციკლი".
ციკლის დღიდან გამომდინარე, თქვენ მიიღებთ ერთ ან რამდენიმე მედიკამენტს. თუმცა, ზოგიერთ დღეებში თქვენ არ იღებთ არცერთ მედიკამენტს.
ყოველი 21 დღიანი ციკლის დასრულების შემდეგ, თქვენ უნდა დაიწყოთ ახალი „ციკლი“ მომდევნო 21 დღის განმავლობაში
ან
ონკოციდონი მიიღება გარკვეულ დღეებში 4 კვირის განმავლობაში (28 დღე).
ყოველ 28 დღეში, რომელსაც ეწოდება "მკურნალობის ციკლი"
ციკლის დღიდან გამომდინარე, თქვენ მიიღებთ ერთ ან რამდენიმე მედიკამენტს. თუმცა, ზოგიერთ დღეებში თქვენ არ იღებთ არცერთ მედიკამენტს
ყოველი 28-დღიანი ციკლის დასრულების შემდეგ, თქვენ უნდა დაიწყოთ ახალი „ციკლი“ მომდევნო 28 დღის განმავლობაში
რამდენი ონკოციდონი მივიღოთ
მკურნალობის დაწყებამდე ექიმი განსაზღვრავს:
თუ რამდენი ონკოციდონი უნდა მიიღოთ
სხვა მედიკამენტებიდან რამდენი უნდა მიიღოთ ონკოციდონთან ერთად, ასეთის არსებობის შემთხვევაში
მკურნალობის ციკლის რომელ დღეებში უნდა მიიღოთ თითოეული წამალი
როგორ და როდის მივიღოთ ონკოციდონი
გადაყლაპეთ კაფსულები მთლიანად, სასურველია წყლის მიყოლებით.
არ გატეხოთ, გახსნათ ან დაღეჭოთ კაფსულები. თუ გატეხილი ონკოციდონის კაფსულის ფხვნილი კონტაქტშია კანთან, დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ კანი საპნითა და წყლით.
ჯანდაცვის სპეციალისტებმა, მომვლელებმა და ოჯახის წევრებმა უნდა ატარონ ერთჯერადი ხელთათმანები ბლისტერთან ან კაფსულასთან მუშაობისას. შემდეგ ხელთათმანები ფრთხილად უნდა მოიხსნას კანის ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, მოთავსდეს დალუქულ პლასტმასის პოლიეთილენის პარკში და განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად. შემდეგ ხელები კარგად უნდა დაიბანოთ საპნით და წყლით. ორსულმა ქალებმა ან ეჭვობენ, რომ ორსულად არიან, არ უნდა შეეხონ ბლისტერს ან კაფსულას.
კაფსულების მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
თქვენ უნდა მიიღოთ ონკოციდონი დაახლოებით ერთსა და იმავე დროს დაგეგმილ დღეებში.
მედიკამენტის მიღების მითითბები
კაფსულის ბლისტერიდან ამოსაღებად:
დააწექით კაფსულის მხოლოდ ერთ ბოლოს, რათა გამოძვრეს იგი ფოლგიდან.
არ მოახდინოთ ზეწოლა კაფსულის ცენტრზე, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მისი გატეხვა.
ონკოციდონით მკურნალობის ხანგრძლივობა
ონკოციდონი მიიღება მკურნალობის ციკლებში, თითოეული ციკლი გრძელდება 21 ან 28 დღე (იხ. ზემოთ „მკურნალობის ციკლი“). თქვენ უნდა გააგრძელოთ მკურნალობის ციკლები მანამ, სანამ ექიმი არ მიიღებს გადაწყვეტილებას შეწყვეტის შესახებ.
თუ მიიღეთ ონკოციდონის საჭიროზე მეტი დოზა
თუ მიიღეთ ონკოციდონის დანიშნულზე მეტი რაოდენობა, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ონკოციდონის მიღება
თუ დაგავიწყდათ ონკოციდონის მიღება რეგულარულ დროს და
თუ გასულია 12 საათზე ნაკლები დრო - მიიღეთ კაფსულა დაუყოვნებლივ.
თუ გავიდა 12 საათზე მეტი - არ მიიღოთ კაფსულა. მიიღეთ შემდეგი კაფსულა ჩვეულ დროს მეორე დღეს.
დამატებით კითხვების შემთხვევაში ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
შეწყვიტეთ ონკოციდონის გამოყენება და მიმართეთ სასწრაფოდ ექიმს, თუ შენიშნავთ შემდეგ სერიოზულ გვერდით ეფექტებს - თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარება:
ჭინჭრის ციება, გამონაყარი, თვალების, პირის ღრუს ან სახის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება ან ქავილი, რაც შეიძლება იყოს სერიოზული ალერგიული რეაქციების სიმპტომები, რომელსაც ეწოდება ანგიონევროზული შეშუპება და ანაფილაქსიური რეაქცია.
სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც შეიძლება დაიწყოს გამონაყარის სახით ერთ უბანზე, მაგრამ გავრცელდეს კანის ფართო დაზიანებით მთელ სხეულზე (სტივენს-ჯონსონის სინდრომი და/ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).
ფართოდ გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა, ღვიძლის ფერმენტების მომატება, სისხლის დარღვევები (ეოზინოფილია), გადიდებული ლიმფური კვანძები და სხეულის სხვა ორგანოების ჩართვა (წამლის რეაქცია ეოზინოფილიასთან და სისტემურ სიმპტომებთან, რომელიც ასევე ცნობილია როგორც DRESS ან წამლის ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი). ასევე იხილეთ ნაწილი 2.
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ სერიოზულ გვერდით მოვლენას:
ცხელება, შემცივნება, ყელის ტკივილი, ხველა, პირის ღრუს წყლულები ან ინფექციის სხვა სიმპტომები, მათ შორის სისხლის მიმოქცევაში (სეფსისი)
სისხლდენა ან სისხლჩაქცევა დაზიანების გარეშე
გულმკერდის ტკივილი ან ფეხის ტკივილი
ჰაერის უკმარისობა
ძვლის ტკივილი, კუნთების სისუსტე, დაბნეულობა ან დაღლილობა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლში კალციუმის მაღალი შემცველობით.
ონკოციდონმა შეიძლება შეამციროს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა, რომლებიც ებრძვიან ინფექციას და ასევე სისხლის უჯრედებს, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის შედედებას (თრომბოციტები), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის დარღვევები, როგორიცაა ცხვირიდან სისხლდენა და სისხლჩაქცევები. ონკოციდონმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შედედება ვენებში (თრომბოზი).
სხვა გვერდითი მოვლენები
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პაციენტთა მცირე რაოდენობას შეიძლება განუვითარდეს კიბოს დამატებითი ტიპები და შესაძლებელია ეს რისკი გაიზარდოს ონკოციდონით მკურნალობისას. ამიტომ ექიმმა გულდასმით უნდა შეაფასოს სარგებელი და რისკი ონკოციდონის დანიშვნისას.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში)
სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ანემია, რასაც მოჰყვება დაღლილობა და სისუსტე
გამონაყარი, ქავილი
კუნთების კრუნჩხვები, კუნთების სისუსტე, კუნთების ტკივილი, კუნთების ტკივილი, ძვლების ტკივილი, სახსრების ტკივილი, ზურგის ტკივილი, კიდურების ტკივილი
გენერალიზებული შეშუპება ხელების და ფეხების შეშუპების ჩათვლით
სისუსტე, დაღლილობა
ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები, მათ შორის ცხელება, კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი, ყურის ტკივილი, ხველა და შემცივნება
დაბუჟება, ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება კანზე, ტკივილი ხელებსა და ტერფებში, თავბრუსხვევა, ტრემორი, მადის დაქვეითება, გემოს ცვლილება
ტკივილის, სიმსივნის ზომის ან სიმსივნის ირგვლივ სიწითლის გაზრდა
წონის დაკლება
ყაბზობა, დიარეა, გულისრევა, ღებინება, კუჭის ტკივილი, გულძმარვა
კალიუმის ან კალციუმის და/ან ნატრიუმის დაბალი დონე სისხლში
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება
ფეხის ტკივილი (რომელიც შეიძლება იყოს თრომბოზის სიმპტომი), გულმკერდის ტკივილი ან ქოშინი (რაც შეიძლება იყოს ფილტვებში სისხლის შედედების სიმპტომი, რომელსაც ფილტვის ემბოლია ეწოდება)
ყველა სახის ინფექცია, მათ შორის ცხვირის გარშემო მყოფი სინუსების ინფექცია, ფილტვების და ზედა სასუნთქი გზების ინფექცია
ჰაერის უკმარისობა
ბუნდოვანი ხედვა
თვალის დაბინდვა (კატარაქტა)
თირკმელების პრობლემები, რომლებიც მოიცავს თირკმელების გამართულ მუშაობას ან ნორმალური ფუნქციის შეუძლებლობას
ღვიძლის ტესტის არანორმალური შედეგები
ღვიძლის ტესტის შედეგების ზრდა
სისხლში ცილოვანი ცვლილებები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არტერიების შეშუპება (ვასკულიტი)
სისხლში შაქრის დონის მატება (დიაბეტი)
სისხლში შაქრის დონის დაქვეითება
თავის ტკივილი
ცხვირიდან სისხლდენა
მშრალი კანი
დეპრესია, განწყობის ცვლილება, ძილის გაძნელება
ხველა
არტერიული წნევის დაცემა
სხეულის დისკომფორტის გაურკვეველი განცდა, ცუდი შეგრძნება
პირის ღრუს წყლული, პირის სიმშრალე
დეჰიდრატაცია
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 -მდე ადამიანში)
სისხლის წითელი უჯრედების დესტრუქცია (ჰემოლიზური ანემია)
კანის სიმსივნის გარკვეული ტიპები
ღრძილების, კუჭის ან ნაწლავების სისხლდენა
არტერიული წნევის მომატება, ნელი, სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა
ნივთიერების რაოდენობის ზრდა, რომელიც გამოწვეულია სისხლის წითელი უჯრედების ნორმალური და არანორმალური დაშლის შედეგად
ცილის ისეთი ტიპის მატება, რომელიც მიუთითებს ორგანიზმში ანთებაზე
კანის გამუქება, კანის გაუფერულება სისხლდენის შედეგად, როგორც წესი გამოწვეულია სისხლჩაქცევებით, სისხლით სავსე კანის შეშუპებით, სისხლჩაქცევებით
შარდმჟავას მატება სისხლში
კანზე გამონაყარი, კანის სიწითლე, დასკდომა, კანის აქერცვლა ან განშრევება, ჭინჭრის ციება
მომატებული ოფლიანობა, ღამით ოფლიანობა
ყლაპვის გაძნელება, ყელის ტკივილი, ხმის ხარისხის გაძნელება ან ხმის ცვლილება
სურდო
ჩვეულებრივზე ბევრად მეტი ან ბევრად ნაკლები შარდის გამომუშავება ან შარდვის დროის კონტროლის შეუძლებლობა
შარდში სისხლის გამოვლენა
ქოშინი განსაკუთრებით წოლის დროს (რაც შეიძლება იყოს გულის უკმარისობის სიმპტომი)
ერექციის გაძნელება
ინსულტი, სისუსტე, თავბრუსხვევა (შიდა ყურთან დაკავშირებული პრობლემა, რომელიც იწვევს იმის განცდას, რომ ყველაფერი ტრიალებს), გონების დროებითი დაკარგვა.
გულმკერდის ტკივილი, რომელიც ვრცელდება მკლავებზე, კისერზე, ყბაზე, ზურგზე ან მუცელზე, ოფლიანობის და სუნთქვის გაძნელების შეგრძნება, ავადმყოფობის ან ღებინების შეგრძნება, რაც შეიძლება იყოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტი) სიმპტომები.
კუნთების სისუსტე, ენერგიის ნაკლებობა
კისრის ტკივილი, გულმკერდის ტკივილი
შემცივნება
სახსრების შეშუპება
ღვიძლისგან ნაღვლის გადინება შენელებულია ან დაბლოკილია
სისხლში ფოსფატის ან მაგნიუმის დაბალი დონე
მეტყველების გაძნელება
ღვიძლის დაზიანება
წონასწორობის დარღვევა, გადაადგილების გაძნელება
სიყრუე, შუილი ყურებში (ტინიტუსი)
ნერვის ტკივილი, უსიამოვნო არანორმალური შეგრძნება განსაკუთრებით შეხებისას
ორგანიზმში რკინის ჭარბი რაოდენობა
წყურვილი
დაბნეულობა
კბილის ტკივილი
დაცემა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაზიანება
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანი)
სისხლდენა თავის ქალაში
სისხლის მიმოქცევის პრობლემები
მხედველობის დაკარგვა
სექსუალური ლტოლვის დაკარგვა (ლიბიდო)
დიდი რაოდენობით შარდის გამოყოფა ძვლის ტკივილით და სისუსტით, რაც შეიძლება იყოს თირკმელების დარღვევის სიმპტომები (ფაკონის სინდრომი)
კანის, ლორწოვანი გარსის ან თვალების ყვითელი პიგმენტაცია (სიყვითლე), ღია ფერის განავალი, მუქი ფერის შარდი, კანის ქავილი, გამონაყარი, ტკივილი ან კუჭის შეშუპება - ეს შეიძლება იყოს ღვიძლის დაზიანების სიმპტომები (ღვიძლის უკმარისობა).
კუჭის ტკივილი, შებერილობა ან ფაღარათი, რაც შეიძლება იყოს მსხვილი ნაწლავის ანთების სიმპტომები (ე.წ. კოლიტი ან ცეციტი)
თირკმლის უჯრედების დაზიანება (ე.წ. თირკმლის მილაკოვანი ნეკროზი)
კანის ფერის შეცვლა, მზის სხივების მიმართ მგრძნობელობა
სიმსივნის ლიზისის სინდრომი - მეტაბოლური გართულებები, რომლებიც შეიძლება მოხდეს კიბოს მკურნალობის დროს და ზოგჯერ მკურნალობის გარეშეც. ეს გართულებები გამოწვეულია მომაკვდავი კიბოს უჯრედების დაშლის პროდუქტებით და შეიძლება მოიცავდეს შემდეგს: ცვლილებები სისხლის ქიმიაში; მაღალი კალიუმი, ფოსფორი, შარდმჟავა და დაბალი კალციუმი, შესაბამისად, იწვევს თირკმლის ფუნქციის ცვლილებას, გულისცემას, კრუნჩხვებს და ზოგჯერ სიკვდილს.
არტერიული წნევის მატება სისხლძარღვებში, რომლებიც ამარაგებენ ფილტვებს (ფილტვის ჰიპერტენზია).
უცნობი გვერდითი ეფექტები (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით)
უეცარი, ან მსუბუქი, მაგრამ გამწვავებული ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში და/ან ზურგში, რომელიც რჩება რამდენიმე დღის განმავლობაში, შესაძლოა თან ახლდეს გულისრევა, ღებინება, ცხელება და პულსაცია - ეს სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს პანკრეასის ანთებით.
ხიხინი, ქოშინი ან მშრალი ხველა, რაც შეიძლება იყოს ფილტვებში ქსოვილის ანთებით გამოწვეული სიმპტომები
დაფიქსირდა კუნთების დაშლის იშვიათი შემთხვევები (კუნთების ტკივილი, სისუსტე ან შეშუპება), რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები (რაბდომიოლიზი), ზოგიერთი მათგანი ონკოციდონის სტატინებთან ერთად შეყვანისას (ქოლესტერინის დამწევი მედიკამენტების ტიპი)
მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს კანზე, გამოწვეული წვრილი სისხლძარღვების ანთებით, სახსრების ტკივილთან და ცხელებასთან ერთად (ლეიკოციტოკლასტური ვასკულიტი)
კუჭის ან ნაწლავის კედლის რღვევა. ამან შეიძლება გამოიწვიოს ძალიან სერიოზული ინფექცია. აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ კუჭის ძლიერი ტკივილი, ცხელება, გულისრევა, ღებინება, სისხლი განავალში ან ნაწლავის ჩვევების ცვლილება.
ვირუსული ინფექციები, მათ შორის ჰერპეს ზოსტერი (ასევე ცნობილია, როგორც „ზოსტერი“, ვირუსული დაავადება, რომელიც იწვევს კანზე მტკივნეულ გამონაყარს ბუშტუკებით) და B ჰეპატიტის ინფექციის რეციდივი (რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანისა და თვალების გაყვითლება, მუქი ყავისფერი შარდი, მუცლის მარჯვენა მხარეს ტკივილი, ცხელება და გულისრევის შეგრძნება ან ავადმყოფობა)
მყარი ორგანოების გადანერგვის უარყოფა (როგორიცაა თირკმელები, გული).
გვერდითი ეფექტების მოხსენება
თუ თქვენ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
- ონკოციდონის შენახვის პირობები
შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო საშუალება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერზე და მუყაოს კოლოფზე „EXP“-ის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
ეს პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი, თუ შეამჩნევთ რაიმე დაზიანების ან მანიპულაციის ნიშნებს შეფუთვაზე.
არ გადააგდოთ მედიკამენტი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. გთხოვთ, დაუბრუნოთ გამოუყენებელი მედიკამენტები თქვენს ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ონკოციდონი
ონკოციდონი 10 მგ მყარი კაფსულები:
აქტიური ნივთიერება არის ლენალიდომიდი. თითოეული კაფსულა შეიცავს 10 მგ ლენალიდომიდს.
დამხმარე ნივთიერებებია
კაფსულის შემცველობა: ლაქტოზა; ცელულოზა, მიკროკრისტალური; ნატრიუმის კროსკარმელოზა და მაგნიუმის სტეარატი
კაფსულის გარსი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ინდიგო კარმინი (E132) და ყვითელი რკინის ოქსიდი (E172)
საბეჭდი მელანი: შელაკი, პროპილენგლიკოლი, კალიუმის ჰიდროქსიდი, შავი რკინის ოქსიდი (E172).
ონკოციდონი 25 მგ მყარი კაფსულები:
აქტიური ნივთიერება არის ლენალიდომიდი. თითოეული კაფსულა შეიცავს 25 მგ ლენალიდომიდს.
დამხმარე ნივთიერებებია:
კაფსულის შემცველობა: ლაქტოზა; ცელულოზა, მიკროკრისტალური; ნატრიუმის კროსკარმელოზა და მაგნიუმის სტეარატი
კაფსულის გარსი: ჟელატინი და ტიტანის დიოქსიდი (E171)
საბეჭდი მელანი: შელაკი, პროპილენგლიკოლი, კალიუმის ჰიდროქსიდი, შავი რკინის ოქსიდი (E172).
ონკოციდონის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
ონკოციდონი 10 მგ მყარი კაფსულები წარმოადგენენ კაფსულებს გაუმჭვირვალე ყვითელი კორპუსით და გაუმჭვირვალე მწვანედან ღია მწვანე ფერამდე თავსახურით, დაახლოებით 21,7 მმ სიგრძით, მათზე წარწერით "L9NL" და "10".
Oncocidon 25 მგ მყარი კაფსულები წარმოადგენენ კაფსულებს გაუმჭვირვალე თეთრი კორპუსით და გაუმჭვირვალე თეთრი თავსახურით, დაახლოებით 21,7 მმ სიგრძით, მათზე წარწერით "L9NL" და "25".
3 მყარი კაფსულა შეფუთულია ბლისტერში.
7 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
- სავაჭრო ნებართვის მფლობელი:
შპს "ავერსი-ფარმა"
აღმაშენებლის გამზ. 148/2
0112 თბილისი, საქართველო
მწარმოებელი(ები):
შპს Synthon Chile ლტდა.
ელ კასტანო, 145
ვალე გრანდე – ლამპა
სანტიაგო ჩილე
პროდუქტის ლიცენზიის მფლობელი
Synthon BV / სინთონ ბვ
მიკროვეგ 22
6545 CM ნიემეგენი
ნიდერლანდები
- გამოყენების ინსტრუქციის ტექსტის გადახედვის თარიღი
- 04.2024
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.