პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
იმუნოსუპრესანტები

ლენამერი

LENAMER

რეცეპტით25მგინსტრუქცია ქართულადტაივანი
რისთვის გამოიყენება

მრავლობითი მიელომა ლენამერი, მონოთერაპიის სახით, ნაჩვენებია ახლად დიაგნოზირებული მრავლობითი მიელომის მქონე ზრდასრული პაციენტების შემანარჩუნებელი თერაპიისთვის, რომლებსაც ჩაუტარდათ აუტოლოგიური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ლენალიდი (lenalidomide)
ფორმა და შეფუთვა
25მგ მყარი კაფსულა №21 (3X7)
მწარმოებელი
Lotus Pharmaceutical Co, Ltd., ტაივანი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
იმუნოსუპრესანტები, სხვა იმუნოსუპრესანტები
ATC კოდი
L04AX04
რეგისტრაციის ნომერი
რ-043851
რეგისტრირებულია
14 აგვისტო 2025, მოქმედებს 14 აგვისტო 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
MERMISI LLC (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „მერმისი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებალენამერი და სხვა წამალი ერთად

ლენამერი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მრავლობითი მიელომა

ლენამერი, მონოთერაპიის სახით, ნაჩვენებია ახლად დიაგნოზირებული მრავლობითი მიელომის მქონე ზრდასრული პაციენტების შემანარჩუნებელი თერაპიისთვის, რომლებსაც ჩაუტარდათ აუტოლოგიური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია.

ლენამერი, როგორც დექსამეტაზონთან, ან ბორტეზომიბთან და დექსამეტაზონთან, ან მელფალანთან და პრედნიზონთან კომბინირებული თერაპია (იხ. პარაგრაფი 4.2), ნაჩვენებია ადრე არანამკურნალევი მრავლობითი მიელომის მქონე ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ, რომლებიც არ არიან შესაფერისი ტრანსპლანტაციისთვის.

ლენამერი, დექსამეტაზონთან კომბინაციაში, ნაჩვენებია მრავლობითი მიელომის სამკურნალოდ ზრდასრულ პაციენტებში, რომლებმაც ადრე ჩაიტარეს თერაპიის სულ მცირე ერთი კურსი.

ფოლიკულური ლიმფომა

ლენამერი, რიტუქსიმაბთან (CD20-ის საწინააღმდეგო ანტისხეული) კომბინაციაში, ნაჩვენებია ადრე ნამკურნალები ფოლიკულური ლიმფომის (1-3ა ხარისხი) მქონე ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ.

მიელოდისპლაზიური სინდრომები

ლენამერი, როგორც მონოთერაპია, ნაჩვენებია ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ, რომლებსაც აღენიშნებათ ტრანსფუზიაზე დამოკიდებული ანემია, რაც გამოწვეულია დაბალი ან საშუალო-1 რისკის მიელოდისპლაზიური სინდრომებით, რომლებიც დაკავშირებულია იზოლირებულ 5q დელეციის ციტოგენეტიკურ ანომალიასთან, როდესაც სხვა თერაპიული ვარიანტები არასაკმარისი ან არაადეკვატურია.

მანტიის უჯრედის ლიმფომა

ლენამერი, როგორც მონოთერაპია, ნაჩვენებია მორეციდივე ან რეფრაქტერული მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის მქონე ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ (იხილეთ პარაგრაფები 4.4 და 5.1).

მიღების წესი და დოზირება

ლენალიდომიდის რეკომენდებული საწყისი დოზაა 25 მგ პერორალურად დღე-ღამეში ერთხელ, 28-დღიანი განმეორებითი ციკლების 1-დან 21-ე დღემდე. დექსამეტაზონის რეკომენდებული დოზაა 40 მგ პერორალურად დღე-ღამეში ერთხელ თერაპიის პირველი 4 ციკლის თითოეული 28-დღიანი ციკლის 1-4, 9-12 და 17-20 დღეს, შემდეგ კი 40 მგ დღე-ღამეში ერთხელ 1-4 დღეს ყოველ 28 დღეში.

მკურნალმა ექიმებმა ყურადღებით უნდა შეაფასონ დექსამეტაზონის გამოსაყენებელი დოზა, პაციენტის მდგომარეობისა და დაავადების სტატუსის გათვალისწინებით.

დოზის შემცირების ეტაპები

საწყისი დოზა

25 მგ

დოზის დონე -1

15 მგ

დოზის დონე -2

10 მგ

დოზის დონე -3

5 მგ

თრომბოციტოპენია

როდესაც თრომბოციტები

რეკომენდებული კურსი

ეცემა <30 x 109/ლ-მდე

უბრუნდება ≥30 x 109/ლ-ს

შეწყვიტეთ ლენალიდომიდით მკურნალობა

ლენალიდომიდის მიღება განაახლეთ დოზის დონით -1, დღე-ღამეში ერთხელ

30 x 109/ლ-ზე დაბლა ყოველი დაქვეითებისას

≥30 x 109/ლ-ზე დაბრუნებისას

შეწყვიტეთ ლენალიდომიდით მკურნალობა

ლენალიდომიდის მიღება განაახლეთ შემდეგი დაბალი დოზით (დოზის დონე -2 ან -3) დღე-ღამეში ერთხელ. არ მიიღოთ 5 მგ-ზე ნაკლები დღე-ღამეში ერთხელ.

ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა (ANC) - ნეითროპენია

როდესაც ANC

რეკომენდებული კურსი a

პირველად ეცემა <0.5 x 109/ლ-მდე

უბრუნდება ≥0.5 x 109/ლ-ს როდესაც ნეითროპენია ერთადერთი დაფიქსირებული ტოქსიკურობაა

შეწყვიტეთ ლენალიდომიდით მკურნალობა

ლენალიდომიდის მიღება განაახლეთ საწყისი დოზით დღე-ღამეში ერთხელ

უბრუნდება ≥0.5 x 109/ლ-ს როდესაც ნეითროპენიის გარდა აღინიშნება დოზადამოკიდებული ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა

ლენალიდომიდის მიღება განაახლეთ დოზის დონით -1, დღე-ღამეში ერთხელ

<0.5 x 109/-ლ-ზე დაბლა ყოველი დაქვეითებისას

≥0.5 x 109/ლ-ზე დაბრუნებისას

შეწყვიტეთ ლენალიდომიდით მკურნალობა

ლენალიდომიდის მიღება განაახლეთ შემდეგი დაბალი დოზით (დოზის დონე -2 ან -3) დღე-ღამეში ერთხელ. არ მიიღოთ 5 მგ-ზე ნაკლები დღე-ღამეში ერთხელ.

a ექიმის შეხედულებისამებრ, თუ ნებისმიერი დოზის დონეზე ნეითროპენია ერთადერთი ტოქსიკურობაა, დაამატეთ გრანულოციტების კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორი (G-CSF) და შეინარჩუნეთ ლენალიდომიდის დოზის დონე.

მიელოდისპლაზიური სინდრომები (MDS)

ლენალიდომიდით მკურნალობა არ უნდა დაიწყოს, თუ ANC < 0.5 x 109/ლ და/ან თრომბოციტების რაოდენობა <25 x 109/ლ.

რეკომენდებული დოზა

ლენალიდომიდის რეკომენდებული საწყისი დოზაა 10 მგ პერორალურად დღე-ღამეში ერთხელ, განმეორებითი 28-დღიანი ციკლების 1-დან 21-ე დღემდე..

დოზის შემცირების ეტაპები

საწყისი დოზა

10 მგ დღეპ-ღამეში ერთხელ 1-21 დღეებში, ყოველ 28 დღეში

დოზის დონე -1

5 მგ დღე-ღამეში ერთხელ 1-28 დღეს, ყოველ 28 დღეში

დოზის დონე -2

  • 5 მგ დღე-ღამეში ერთხელ 1-28 დღეს, ყოველ 28 დღეში

დოზის დონე -3

  • 5 მგ დღეგამოშვებით 1-28 დღეს, ყოველ 28 დღეში

თრომბოციტოპენია

როდესაც თრომბოციტები

რეკომენდებული კურსი

ეცემა <25 x 109/ლ-მდე

უბრუნდება ≥25 x 109/ლ-ს - <50 x 109/ლ-ს მინიმუმ 2-ჯერ ≥7 დღის განმავლობაში ან როდესაც თრომბოციტების რაოდენობა აღდგება ≥50 x 109/ლ-მდე ნებისმიერ დროს

შეწყვიტეთ ლენალიდომიდით მკურნალობა

ლენალიდომიდის მიღება განაახლეთ შემდეგი დაბალი დოზით (დოზის დონე -1, -2 ან -3)

ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა (ANC) - ნეითროპენია

როდესაც ANC

რეკომენდებული კურსი

ეცემა <0.5 x 109/ლ-მდე

უბრუნდება ≥ 0.5 x 109/ლ-ს

შეწყვიტეთ ლენალიდომიდით მკურნალობა

ლენალიდომიდის მიღება განაახლეთ შემდეგი დაბალი დოზით (დოზის დონე -1, -2 ან -3)

ლენალიდომიდის მოხსნა

პაციენტებმა, რომლებსაც თერაპიის დაწყებიდან 4 თვის განმავლობაში არ აღენიშნებათ სულ მცირე ერითროიდული რეაქცია, რაც დასტურდება ტრანსფუზიის საჭიროების სულ მცირე 50%-ით შემცირებით ან, თუ ტრანსფუზიის გარეშე არ აღინიშნება ჰემოგლობინის 1 გ/დლ-ით მომატება, ლენალიდომიდით მკურნალობა უნდა შეწყვიტონ.

მანტიის უჯრედის ლიმფომაa (MCL)

რეკომენდებული დოზა

ლენალიდომიდის რეკომენდებული საწყისი დოზაა 25 მგ პერორალურად დღე-ღამეში ერთხელ, განმეორებითი 28-დღიანი ციკლების 1-დან 21-ე დღემდე.

დოზის შემცირების ეტაპები

საწყისი დოზა

25 მგ დღე-ღამეში ერთხელ 1-21 დღეებში, ყოველ 28 დღეში

დოზის დონე -1

20 მგ დღე-ღამეში ერთხელ 1-21 დღეებში, ყოველ 28 დღეში

დოზის დონე -2

15 მგ დღე-ღამეში ერთხელ 1-21 დღეებში, ყოველ 28 დღეში

დოზის დონე -3

10 მგ დღე-ღამეში ერთხელ 1-21 დღეებში, ყოველ 28 დღეში

დოზის დონე -4

5 მგ დღე-ღამეში ერთხელ 1-21 დღეებში, ყოველ 28 დღეში

დოზის დონე -5

  • 5 მგ დღე-ღამეში ერთხელ 1-21 დღეებში, ყოველ 28 დღეში 1

5 მგ დღეგამოშვებით 1-21 დღეებში, ყოველ 28 დღეში

1 იმ ქვეყნებში, სადაც 2.5 მგ კაფსულა ხელმისაწვდომია.

თრომბოციტოპენია

როდესაც თრომბოციტები

რეკომენდებული კურსი

ეცემა <50 x 109/ლ-მდე

უბრუნდება ≥60 x 109/ლ-ს

შეწყვიტეთ ლენალიდომიდით მკურნალობა და ჩაატარეთ სისხლის საერთო ანალიზი მინიმუმ 7 დღეში ერთხელ. ლენალიდომიდის გამოყენება განაახლეთ შემდეგი დაბალი დოზით (დოზის დონე -1).

50 x 109/ლ-ზე ქვემოთ ყოველი შემდგომი დაქვეითებისთვის

≥60 x 109/ლ-მდე დაბრუნებისთვის

შეწყვიტეთ ლენალიდომიდით მკურნალობა და ჩაატარეთ CBC მინიმუმ 7 დღეში ერთხელ.

ლენალიდომიდის მიღება განაახლეთ შემდეგი დაბალი დონით (დოზის დონე -2, -3, -4 ან -5). არ გამოიყენოთ -5-დონეზე დაბალი დოზა.

ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა (ANC) - ნეითროპენია

როდესაც ANC

რეკომენდებული კურსი

ეცემა <1 x 109/ლ-მდე მინიმუმ 7 დღის განმავლობაში ან ეცემა

<1 x 109/ლ-მდე თანმხლები ცხელებით (სხეულის ტემპერატურა ≥38.5°C) ან ეცემა

<0.5 x 109/ლ-მდე

შეწყვიტეთ ლენალიდომიდით მკურნალობა და ჩაატარეთ CBC მინიმუმ 7 დღეში ერთხელ.

უბრუნდება ≥1 x 109/ლ-ს

ლენალიდომიდის მიღება განაახლეთ შემდეგი დაბალი დოზით (დოზის დონე -1)

ყოველი შემდგომი დაქვეითებისას 1 x 109/ლ-ზე დაბლა მინიმუმ 7 დღის განმავლობაში ან <1 x 109/ლ-მდე დაქვეითებისას თანმხლები ცხელებით (სხეულის ტემპერატურა ≥38.5°C) ან <0.5 x 109/ლ-მდე დაქვეითებისას

≥1 x 109/ლ-მდე დაბრუნებისას

შეწყვიტეთ ლენალიდომიდით მკურნალობა

ლენალიდომიდის მიღება განაახლეთ შემდეგი დაბალი დონით (დოზის დონე -2, -3, -4 ან -5). არ გამოიყენოთ -5-დონეზე დაბალი დოზა.

ფოლიკულური ლიმფომა (FL)

ლენალიდომიდით მკურნალობა არ უნდა დაიწყოს, თუ ANC <1 x 109/ლ და/ან თრომბოციტების რაოდენობა <50 x 109/ლ, თუ ეს არ არის ძვლის ტვინის ლიმფომური ინფილტრაციის მეორადი შედეგი.

რეკომენდებული დოზა

ლენალიდომიდის რეკომენდებული საწყისი დოზაა 20 მგ, პერორალურად დღე-ღამეში ერთხელ, განმეორებითი 28-დღიანი ციკლების 1-დან 21-ე დღემდე, მკურნალობის 12 ციკლამდე.4742815470673 რიტუქსიმაბის რეკომენდებული საწყისი დოზაა 375 მგ/მ2 ინტრავენურად (IV) ყოველ კვირას 1 ციკლში (1, 8, 15 და 22 დღეები) და ყოველი 28-დღიანი ციკლის 1 დღეს მე-2-დან მე-5 ციკლამდე.

რიტუქსიმაბის ტოქსიკურობის გამო დოზის კორექტირებისთვის იხილეთ პროდუქტის მახასიათებლების შესაბამისი შეჯამება.

თრომბოციტოპენია

როდესაც თრომბოციტები

რეკომენდებული კურსი

ეცემა <50 x 109/ლ-მდე

უბრუნდება50 x 109/ლ-ს

ლენალიდომიდის მიღება განაახლეთ შემდეგი დაბალი დოზით (დოზის დონე -1)

ყოველი შემდგომი დაქვეითებისას 50 x 109/ლ-ზე დაბლა

≥50 x 109/ლ-ზე დაბრუნებისას

შეწყვიტეთ ლენალიდომიდით მკურნალობა და ჩაატარეთ CBC მინიმუმ 7 დღეში ერთხელ.

ლენალიდომიდის მიღება განაახლეთ შემდეგი დაბალი დოზით (დოზის დონე -2, -3). არ მიიღოთ -3 დონეზე დაბალი დოზა

ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა (ANC) - ნეითროპენია

როდესაც ANC

რეკომენდებული კურსიa

ª ექიმის შეხედულებისამებრ, თუ ნეითროპენია ნებისმიერი დოზის დონეზე ერთადერთი ტოქსიკურობაა, დაამატეთ G-CSF.

მანტიის უჯრედის ლიმფომა (MCL) ან ფოლიკულური ლიმფომა (FL)

სიმსივნის ლიზისის სინდრომი (TLS)

ყველა პაციენტმა უნდა მიიღოს TLS პროფილაქტიკა (ალოპურინოლი, რასბურიკაზა ან მისი ექვივალენტი დაწესებულების რეკომენდაციების შესაბამისად) და კარგად უნდა იყოს ჰიდრატირებული (პერორალურად) პირველი ციკლის პირველი კვირის განმავლობაში ან კლინიკური ჩვენების შემთხვევაში უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. TLS-ის მონიტორინგისთვის, პაციენტებს პირველი ციკლის განმავლობაში ყოველკვირეულად და კლინიკური ჩვენების შესაბამისად უნდა ჩაუტარდეთ ბიოქიმიური ანალიზი.

ლენალიდომიდის გამოყენება შეიძლება გაგრძელდეს (დოზის შენარჩუნება) ლაბორატორიული TLS-ის ან 1-ლი ხარისხის კლინიკური TLS-ის მქონე პაციენტებში, ან ექიმის გადაწყვეტილებით, დოზა ერთი დონით შემცირდეს და გაგრძელდეს ლენალიდომიდის გამოყენება. ელექტროლიტური დარღვევების კორექციამდე, საჭიროა ინტენსიური ინტრავენური ჰიდრატაცია და შესაბამისი სამედიცინო მართვა ადგილობრივი სტანდარტული მკურნალობის შესაბამისად. ჰიპერურიკემიის შესამცირებლად შეიძლება საჭირო გახდეს რასბურიკაზათი თერაპია.

პაციენტის ჰოსპიტალიზაცია ექიმის შეხედულებისამებრ მოხდება.

მე-2- მე-4 ხარისხის კლინიკური TLS-ის მქონე პაციენტებში, ლენალიდომიდის მიღება უნდა შეწყდეს და ყოველკვირეულად ან კლინიკური ჩვენების მიხედვით ჩატარდეს ბიოქიმიური ანალიზი. ელექტროლიტური დარღვევების კორექციამდე უნდა მოხდეს ინტენსიური ინტრავენური ჰიდრატაცია და შესაბამისი სამედიცინო მართვა ადგილობრივი სტანდარტის შესაბამისად.

რასბურიკაზათი თერაპია და ჰოსპიტალიზაცია ექიმის შეხედულებისამებრ მოხდება. როდესაც TLS 0 ხარისხამდე შემცირდება, ექიმის შეხედულებისამებრ, ლენალიდომიდის მიღება განახლდება შემდეგი უფრო დაბალი დოზით (იხილეთ პარაგრაფი 4.4).

სიმსივნის გამწვავების რეაქცია

ექიმის შეხედულებისამებრ, ლენალიდომიდის მიღება შეიძლება გაგრძელდეს პაციენტებში, რომლებსაც აქვთ 1 ან 2 ხარისხის სიმსივნის გამწვავების რეაქცია (TFR), პრეპარატის მიღების შეწყვეტის ან დოზის მოდიფიკაციის გარეშე. ექიმის შეხედულებისამებრ, შეიძლება დაინიშნოს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით (აასს), შეზღუდული ხანგრძლივობის კორტიკოსტეროიდებით და/ან ნარკოტიკული ანალგეზური საშუალებებით თერაპიასთან ერთად. მე-3 ან მე-4 ხარისხის TFR-ის მქონე პაციენტებში ლენალიდომიდით მკურნალობა უნდა შეწყდეს და უნდა დაიწყოს აასს-ით, კორტიკოსტეროიდებით და/ან ნარკოტიკული ანალგეზური საშუალებებით თერაპია. როდესაც TFR ≤1 ხარისხამდე შემცირდება, ციკლის დარჩენილი ნაწილის განმავლობაში განაახლეთ ლენალიდომიდით მკურნალობა იმავე დოზით.

პაციენტებს შეიძლება მკურნალობა ჩაუტარდეთ სიმპტომების მართვისთვის 1 და 2 ხარისხის TFR-ის მკურნალობის გაიდლაინის შესაბამისად (იხილეთ პარაგრაფი 4.4).

ყველა ჩვენება

ლენალიდომიდთან დაკავშირებული სხვა მე-3 ან მე-4 ხარისხის ტოქსიკურობის შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს და ექიმის შეხედულებისამებრ განახლდეს მხოლოდ შემდეგი დაბალი დოზით, როდესაც ტოქსიკურობა ≤ მე-2 ხარისხამდე შემცირდება.

კანის მე-2 ან მე-3 ხარისხის გამონაყარის შემთხვევაში უნდა განიხილებოდეს ლენალიდომიდის მიღების შეჩერება ან შეწყვეტა. ლენალიდომიდის მიღება უნდა შეწყდეს ანგიონევროზული შეშუპების, ანაფილაქსიური რეაქციის, მე-4 ხარისხის გამონაყარის, ექსფოლიატიური ან ბულოზური გამონაყარის, ან სტივენს-ჯონსონის სინდრომის (SJS), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის (TEN) ან ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით მიმდინარე წამლისმიერი რეაქციის (DRESS) ეჭვის შემთხვევაში და ამ რეაქციების გამო შეწყვეტის შემდეგ მისი მიღება არ უნდა განახლდეს.

განსაკუთრებული პოპულაციები

პედიატრული პოპულაცია

უსაფრთხოების საკითხების გამო ლენამერი TM არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში (იხილეთ პარაგრაფი 5.1).

ხანდაზმულები

ამჟამად ხელმისაწვდომი ფარმაკოკინეტიკური მონაცემები აღწერილია 5.2 პარაგრაფში. ლენალიდომიდი კლინიკურ კვლევებში გამოიყენებოდა 91 წლამდე ასაკის მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში, 95 წლამდე ასაკის მიელოდისპლაზიური სინდრომის მქონე პაციენტებში და 88 წლამდე ასაკის მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის მქონე პაციენტებში (იხილეთ პარაგრაფი 5.1).

რადგან ხანდაზმულ პაციენტებს უფრო მეტად აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, დოზის შერჩევისას სიფრთხილეა საჭირო და გონივრული იქნება თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.

ახლად დიაგნოზირებული მრავლობითი მიელომა: პაციენტები, რომლებშიც ტრანსპლანტაცია ვერ ჩატარდება

75 წლის და უფროსი ასაკის ახლად დიაგნოზირებული მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტები მკურნალობის დანიშვნამდე ყურადღებით უნდა შეფასდნენ (იხ. პარაგრაფი 4.4).

75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობენ ლენალიდომიდით დექსამეტაზონთან კომბინაციაში, დექსამეტაზონის საწყისი დოზაა 20 მგ დღე-ღამეში ერთხელ, თითოეული 28-დღიანი მკურნალობის ციკლის 1, 8, 15 და 22-ე დღეს.

75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობენ ლენალიდომიდით მელფალანთან და პრედნიზონთან კომბინაციაში, დოზის კორექცია რეკომენდებული არ არის.

75 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში, რომლებსაც ახლად დიაგნოზირებული მრავლობითი მიელომა ჰქონდათ და ლენალიდომიდს იღებდნენ, უფრო მაღალი იყო სერიოზული გვერდითი რეაქციების და ისეთი გვერდითი რეაქციების შემთხვევები, რომლებიც მკურნალობის შეწყვეტას იწვევდა.

ლენალიდომიდით კომბინირებული თერაპია ახალგაზრდა პოპულაციასთან შედარებით ნაკლებად ასატანი იყო 75 წელზე უფროსი ასაკის ახლად დიაგნოზირებულ მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში,. ამ პაციენტებმა უფრო მაღალი სიხშირით შეწყვიტეს მკურნალობა აუტანლობის გამო (მე-3 ან მე-4 ხარისხის გვერდითი მოვლენები და სერიოზული გვერდითი მოვლენები), <75 წლის პაციენტებთან შედარებით.

მრავლობითი მიელომა: პაციენტები, რომლებსაც ადრე ჩატარებული აქვთ მინიმუმ ერთი თერაპია

65 წლის და უფროსი ასაკის მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტების პროცენტული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა ლენალიდომიდის/დექსამეტაზონის და პლაცებოს/დექსამეტაზონის ჯგუფებს შორის. ამ პაციენტებსა და ახალგაზრდა პაციენტებს შორის უსაფრთხოების ან ეფექტურობის საერთო განსხვავება არ დაფიქსირებულა, თუმცა ხანდაზმული პირების უფრო მაღალი წინასწარგანწყობა გამორიცხული არ არის.

მიელოდისპლაზიური სინდრომები

მიელოდისპლაზიური სინდრომების მქონე პაციენტებში, რომლებიც ლენალიდომიდით მკურნალობდნენ, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის საერთო განსხვავება 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებსა და უფრო ახალგაზრდა პაციენტებს შორის არ დაფიქსირებულა.

მანტიის უჯრედის ლიმფომა

ლენალიდომიდით ნამკურნალები მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის მქონე პაციენტებისთვის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის საერთო განსხვავება 65 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებსა და 65 წლამდე ასაკის პაციენტებს შორის არ დაფიქსირებულა.

ფოლიკულური ლიმფომა

ფოლიკულური ლიმფომით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც ლენალიდომიდის და რიტუქსიმაბის კომბინაციით მკურნალობდნენ, 65 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში გვერდითი მოვლენების საერთო მაჩვენებელი 65 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტების მსგავსი იყო. ორ ასაკობრივ ჯგუფს შორის ეფექტურობის საერთო განსხვავება არ დაფიქსირებულა.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები

ლენალიდომიდი ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა; თირკმლის ფუნქციის დარღვევის მაღალი ხარისხის მქონე პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ მკურნალობისადმი ტოლერანტობის დარღვევა (იხილეთ პარაგრაფი 4.4). დოზის შერჩევისას სიფრთხილეა საჭირო და რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.

თირკმლის მსუბუქი უკმარისობის და მრავლობითი მიელომის ან ფოლიკულური ლიმფომის მქონე პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

თირკმლის ფუნქციის საშუალო ან მძიმე დარღვევის ან თირკმლის უკმარისობის ბოლო სტადიის მქონე პაციენტებისთვის თერაპიის დასაწყისში და მკურნალობის განმავლობაში რეკომენდებულია დოზის შემდეგნაირად კორექტირება.

თირკმლის უკმარისობის ბოლო სტადიის მქონე პაციენტებში (CLcr <30 მლ/წთ, საჭიროებს დიალიზს) მე-3 ფაზის კლინიკური კვლევები არ არსებობს.

მრავლობითი მიელომა

მრავლობითი მიელომა (CLcr)

დოზის კორექტირება

თირკმლის ზომიერი უკმარისობა (30≤ CLcr <50 მლ/წთ)

10 მგ დღე-ღამეში ერთხელ 1

თირკმლის მძიმე უკმარისობა (CLcr <30 მლ/წთ, დიალიზი არ არის საჭირო)

  • 5 მგ დღე-ღამეში ერთხელ 2

15 მგ ყოველ მეორე დღეს

თირკმლის დაავადების ბოლო სტადია (ESRD) (CLcr <30 მლ/წთ, საჭიროებს დიალიზს)

5 მგ დღე-ღამეში ერთხელ. დიალიზის დღეებში დოზა უნდა მიიღოთ დიალიზის შემდეგ.

1 თუ პაციენტი არ რეაგირებს მკურნალობაზე და კარგად იტანს მას, 2 ციკლის შემდეგ დოზა შეიძლება გაიზარდოს დღე-ღამეში ერთხელ 15 მგ-მდე.

2 იმ ქვეყნებში, სადაც 7.5 მგ კაფსულა ხელმისაწვდომია.

მიელოდისპლაზიური სინდრომები

თირკმლის ფუნქცია (CLcr)

დოზის კორექტირება

თირკმლის ზომიერი უკმარისობა (30≤ CLcr <50 მლ/წთ)

საწყისი დოზა

5 მგ დღე-ღამეში ერთხელ

(განმეორებადი 28-დღიანი ციკლების 1-დან 21-ე დღემდე)

დოზის დონე -1*

  • 5 მგ დღე-ღამეში ერთხელa

(განმეორებადი 28-დღიანი ციკლების 1-დან 28-ე დღემდე)

დოზის დონე -2*

  • 5 მგ ყოველ მეორე დღესa (განმეორებადი 28-დღიანი ციკლების 1-დან 28-ე დღემდე)

თირკმლის მძიმე უკმარისობა (CLcr <30 მლ/წთ, დიალიზი არ არის საჭირო)

საწყისი დოზა

  • 5 მგ დღე-ღამეში ერთხელa

(განმეორებადი 28-დღიანი ციკლების 1-დან 21-ე დღემდე)

დოზის დონე -1*

1349502-1642.5 მგ ყოველ მეორე დღესa

(განმეორებადი 28-დღიანი ციკლების 1-დან 28-ე დღემდე)

დოზის დონე -2*

  • 5 მგ კვირაში ორჯერa

(განმეორებადი 28-დღიანი ციკლების 1-დან 28-ე დღემდე)

თირკმლის დაავადების ბოლო სტადია (ESRD) (CLcr < 30 მლ/წთ, საჭიროებს დიალიზს)

დიალიზის დღეებში დოზა უნდა მიიღოთ დიალიზის შემდეგ.

საწყისი დოზა

  • 5 მგ დღე-ღამეში ერთხელa

(განმეორებადი 28-დღიანი ციკლების 1-დან 21-ე დღემდე)

დოზის დონე -1*

  • 5 მგ ყოველ მეორე დღესa

(განმეორებადი 28-დღიანი ციკლების 1-დან 28-ე დღემდე)

დოზის დონე -2*

  • 5 მგ კვირაში ორჯერ

(განმეორებადი 28-დღიანი ციკლების 1-დან 28-ე დღემდე)

  • მკურნალობის დროს რეკომენდებული დოზის შემცირების ეტაპები და მკურნალობის განახლება მე-3 ან მე-4 ხარისხის ნეითროპენიის ან თრომბოციტოპენიის, ან სხვა მე-3 ან მე-4 ხარისხის ტოქსიკურობის სამართავად, რომელიც ლენალიდომიდთან არის დაკავშირებული, ზემოთ აღწერილის შესაბამისად.

b ლენამერი TM, ხელმისაწვდომი არ არის 2.5 მგ, 5 მგ, 15 მგ, 20 მგ დოზით. გთხოვთ, გამოიყენოთ ბაზარზე არსებული სხვა სამკურნალო პროდუქტი, რომელიც შეიცავს 2.5 მგ, 5 მგ, 15 მგ, 20 მგ ლენალიდომიდს.

მანტიის უჯრედის ლიმფომა

თირკმლის ფუნქცია (CLcr)

დოზის კორექტირება (განმეორებადი 28-დღიანი ციკლების 1-დან 21-ე დღემდე)

თირკმლის ზომიერი უკმარისობა (30≤ CLcr <60 მლ/წთ)

10 მგ დღე-ღამეში ერთხელ 1,2

თირკმლის მძიმე უკმარისობა (CLcr <30 მლ/წთ, დიალიზი არ არის საჭირო)

მონაცემები არ არის 3

თირკმლის დაავადების ბოლო სტადია (ESRD) (CLcr <30 მლ/წთ, საჭიროებს დიალიზს)

მონაცემები არ არის 3

¹ თუ პაციენტი კარგად თერაპიას აიტანს, 2 ციკლის შემდეგ დოზა შეიძლება გაიზარდოს დღე-ღამეში ერთხელ 15 მგ-მდე.

2 პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ 10 მგ საწყის დოზას, დოზის შემცირების შემთხვევაში მე-3 ან მე-4 ხარისხის ნეითროპენიის ან თრომბოციტოპენიის, ან სხვა მე-3 ან მე-4 ხარისხის ნეითროპენიის სამართავად.

ლენალიდომიდთან დაკავშირებული ტოქსიკურობის შემთხვევაში, არ მიიღოთ 5 მგ-ზე ნაკლები დღეგამოშვებით ან 2.5 მგ-ზე ნაკლები დღე-ღამეში ერთხელ.

3 კვლევიდან გამორიცხულნი იყვნენ თირკმლის მძიმე უკმარისობის ან ESRD მქონე პაციენტები.

ლენალიდომიდით თერაპიის დაწყების შემდეგ, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ლენალიდომიდის დოზის შემდგომი მოდიფიკაცია უნდა ეფუძნებოდეს პაციენტის მკურნალობის ინდივიდუალურ ამტანობას, როგორც ზემოთ იყო აღწერილი.

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები

ლენალიდომიდი ოფიციალურად არ არის შესწავლილი ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში და არ არსებობს კონკრეტული დოზირების რეკომენდაციები.

გამოყენების მეთოდი

პერორალური გამოყენება.

ლენამერის კაფსულები უნდა მიიღოთ პერორალურად დაახლოებით ერთსა და იმავე დროს, დაგეგმილ დღეებში. კაფსულები არ უნდა გაიხსნას, გატყდეს ან დაიღეჭოს. თავი უნდა აარიდოთ ფხვნილთან პირდაპირ კონტაქტს, კაფსულები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, სასურველია წყალთან ერთად, საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

ბლისტერიდან ამოსაღებად რეკომენდებულია კაფსულის მხოლოდ ერთ ბოლოზე დაჭერა, რითაც შემცირდება კაფსულის დეფორმაციის ან გატეხვის რისკი.

უკუჩვენებები

ª ლენალიდომიდით შემანარჩუნებელი თერაპიის 3 ციკლის შემდეგ, თუ პაციენტი კარგად იტანს, დოზა შეიძლება გაიზარდოს 15 მგ-მდე პერორალურად დღე-ღამეში ერთხელ.

თრომბოციტოპენია

როდესაც თრომბოციტები

რეკომენდებული კურსი

ეცემა <30 x 109/ლ-მდე უბრუნდება ≥30 x 109/ლ-ს

შეწყვიტეთ ლენალიდომიდით მკურნალობა

ლენალიდომიდის მიღება განაახლეთ დოზის დონით -1, დღე-ღამეში ერთხელ

30 x 109/ლ-ზე ქვემოთ ყოველი შემდგომი დაქვეითებისთვის

≥30 x 109/ლ-მდე დაბრუნებისთვის

შეწყვიტეთ ლენალიდომიდით მკურნალობა

ლენალიდომიდის მიღება განაახლეთ შემდეგი უფრო დაბალი დოზით დღე-ღამეში ერთხელ

ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა (ANC) - ნეითროპენია

როდესაც ANC

რეკომენდებული კურსი a

ეცემა<0.5 x 109/ლ-მდე უბრუნდება ≥0.5 x 109/ლ-ს

შეწყვიტეთ ლენალიდომიდით მკურნალობა

ლენალიდომიდის მიღება განაახლეთ დოზის დონით -1, დღე-ღამეში ერთხელ

<0.5 x 109/ლ-ზე ქვემოთ ყოველი შემდგომი დაქვეითებისთვის

≥0.5 x 109/ლ-მდე დაბრუნებისთვის

მრავლობითი მიელომა, სულ მცირე ერთი წინა თერაპიის შემდეგ

ლენალიდომიდით მკურნალობა არ უნდა დაიწყოს, თუ ANC <1.0 x 109/ლ და/ან თრომბოციტების რაოდენობა <75 x 109/ლ ან, პლაზმური უჯრედებით ძვლის ტვინის ინფილტრაციის მიხედვით, თრომბოციტების რაოდენობა <30 x 109/ლ.

სიფრთხილის ზომები

როდესაც ლენალიდომიდი გამოიყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, მკურნალობის დაწყებამდე უნდა გაეცნოთ პროდუქტის მახასიათებლების შესაბამის შეჯამებას.

გაფრთხილება ორსულობის შესახებ

ლენალიდომიდი სტრუქტურულად თალიდომიდთან ახლოსაა. თალიდომიდი ცნობილი ტერატოგენული აქტიური ნივთიერებაა, რომელიც იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ თანდაყოლილ მძიმე დეფექტებს. მაიმუნებში ლენალიდომიდმა გამოიწვია თალიდომიდის მსგავსი მანკები (იხილეთ პარაგრაფები 4.6 და 5.3). ორსულობის დროს სლენალიდომიდის მიღების შემთხვევაში, მოსალოდნელია ლენალიდომიდის ტერატოგენული ეფექტი ადამიანებში.

ორსულობის პრევენციის პროგრამის პირობები ყველა პაციენტისთვის უნდა დაკმაყოფილდეს, თუ არ არსებობს იმის სანდო მტკიცებულება, რომ პაციენტს არ აქვს რეპროდუქციული პოტენციალი.

რეპროდუქციული პოტენციალის არ ქონის კრიტერიუმები ქალებში

ქალი პაციენტი ან მამაკაცი პაციენტის ქალი პარტნიორი ითვლება რეპროდუქციული პოტენციალის მქონედ, თუ ის არ აკმაყოფილებს შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე ერთს:

  • ასაკი ≥50 წელი და ბუნებრივი ამენორეა ≥1 წლის განმავლობაში (ამენორეა კიბოს თერაპიის შემდეგ ან ძუძუთი კვების დროს არ გამორიცხავს რეპროდუქციული პოტენციალის არსებობას).
  • საკვერცხეების ნაადრევი უკმარისობა, დადასტურებული სპეციალისტი გინეკოლოგის მიერ.
  • ადრე ჩატარებული ორმხრივი სალპინგოოოფორექტომია ან ჰისტერექტომია.
  • XY გენოტიპი, ტერნერის სინდრომი, საშვილოსნოს აგენეზია.

კონსულტაცია

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებისთვის ლენალიდომიდი უკუნაჩვენებია, თუ არ სრულდება ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა პირობა:

  • მას ესმის ნაყოფისთვის მოსალოდნელი ტერატოგენული რისკი.
  • მას ესმის, რომ აუცილებელია ეფექტური კონტრაცეფცია შეუფერხებლად, მკურნალობის დაწყებამდე სულ მცირე 4 კვირით ადრე, მკურნალობის მთელი ხანგრძლივობის განმავლობაში და მკურნალობის დასრულებიდან სულ მცირე 4 კვირის შემდეგ.
  • მაშინაც კი, თუ რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალს აქვს ამენორეა, მან უნდა გაითვალისწინოს ეფექტური კონტრაცეფციის შესახებ ყველა რჩევა.
  • მას უნდა შეეძლოს ეფექტური კონტრაცეპტული ზომების გამოყენება.
  • ის ინფორმირებულია და ესმის ორსულობის პოტენციური შედეგები და ორსულობის რისკის არსებობის შემთხვევაში, სასწრაფო კონსულტაციის საჭიროება.
  • მას ესმის მკურნალობის დაწყების აუცილებლობა ლენალიდომიდის გაცემისთანავე, ორსულობის უარყოფითი ტესტის შემდეგ.
  • ის აცნობიერებს ორსულობის ტესტის ჩატარების აუცილებლობას და თანახმაა ჩაიტაროს ის მინიმუმ 4 კვირაში ერთხელ, გარდა მილების დადასტურებული სტერილიზაციის შემთხვევისა.
  • ის ადასტურებს, რომ აცნობიერებს ლენალიდომიდის გამოყენებასთან დაკავშირებულ საფრთხეებსა და აუცილებელ სიფრთხილის ზომებს.

ლენალიდომიდის მიმღები მამრობითი სქესის პაციენტებისთვის, ფარმაკოკინეტიკური მონაცემებით, მკურნალობის დროს ლენალიდომიდი ადამიანის სპერმაში უკიდურესად დაბალი დონითაა წარმოდგენილი და ჯანმრთელ სუბიექტში ნივთიერების მიღების შეწყვეტიდან 3 დღის შემდეგ ადამიანის სპერმაში მისი აღმოჩენა შეუძლებელია (იხილეთ პარაგრაფი 5.2). სიფრთხილის მიზნით და ხანგრძლივი ელიმინაციის მქონე განსაკუთრებული პოპულაციების გათვალისწინებით, როგორიცაა თირკმლის უკმარისობა, ლენალიდომიდის მიმღები ყველა მამაკაცი პაციენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

აცნობიერებდეს მოსალოდნელ ტერატოგენულ რისკს, თუ სქესობრივი აქტი აქვს ორსულ ან რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალთან.

აცნობიერებდეს პრეზერვატივის გამოყენების აუცილებლობას, თუ სქესობრივი კავშირი აქვს ორსულ ან რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალთან, რომელიც არ იყენებს ეფექტურ კონტრაცეფციას (მაშინაც კი, თუ მამაკაცს ჩაუტარდა ვაზექტომია), მკურნალობის დროს და დოზის მიღების შეწყვეტიდან და/ან მკურნალობის შეწყვეტიდან სულ მცირე 7 დღის განმავლობაში.

აცნობიერებს, რომ თუ მისი პარტნიორი დაორსულდება ლენომერის მიღების დროს ან ლენომერის მიღების შეწყვეტიდან მალევე, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ მკურნალ ექიმს და რეკომენდებულია, რომ ქალი პარტნიორი შეფასებისა და რჩევისთვის გადაამისამართოს ტერატოლოგიაში სპეციალიზებულ ან გამოცდილ ექიმთან.

ექიმმა უნდა უზრუნველყოს, რომ რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებისთვის:

  • პაციენტი აკმაყოფილებდეს ორსულობის პრევენციის პროგრამის პირობებს, მათ შორის, ადასტურებდეს, რომ სათანადოდ აცნობიერებს მას.
  • პაციენტმა აღიაროს ზემოაღნიშნული პირობები.

კონტრაცეფცია

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის სულ მცირე ერთი ეფექტური მეთოდი თერაპიამდე სულ მცირე 4 კვირის განმავლობაში, თერაპიის განმავლობაში და ლენალიდომიდით თერაპიის დასრულებიდან სულ მცირე 4 კვირის განმავლობაში, ასევე დოზის შეწყვეტის შემთხვევაშიც კი, თუ პაციენტი არ აიღებს ვალდებულებას აბსოლუტურ და უწყვეტ თავშეკავებაზე, რაც დადასტურებულია ყოველთვიურად.

თუ კონტრაცეფციის ეფექტურობა არ დადასტურდა, პაციენტი კონტრაცეფციის შესახებ რჩევის მისაღებად უნდა გადამისამართდეს შესაბამისად მომზადებულ ჯანდაცვის სპეციალისტთან, რათა შესაძლებელი იყოს კონტრაცეფციის დაწყება.

კონტრაცეფციის შესაფერისი მეთოდების მაგალითებად შეიძლება ჩაითვალოს შემდეგი:

  • იმპლანტი
  • ლევონორგესტრელის გამომყოფი საშვილოსნოსშიდა სისტემა (IUS)
  • მედროქსიპროგესტერონის აცეტატის დეპო
  • ფალოპის მილების სტერილიზაცია
  • სქესობრივი აქტი მხოლოდ ვაზექტომირებულ მამრობითი სქესის პარტნიორთან; ვაზექტომია უნდა დადასტურდეს სპერმის ორი უარყოფითი ანალიზით
  • ოვულაციის დამთრგუნველი მხოლოდ პროგესტერონის შემცველი აბები (ანუ დეზოგესტრელი)

ვენური თრომბოემბოლიის მომატებული რისკის გამო მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში, რომლებიც ლენალიდომიდს კომბინირებულ თერაპიაში იღებენ, და ნაკლებად მრავლობითი მიელომის, მიელოდისპლაზიური სინდრომების და მანტიისებრი უჯრედების ლიმფომის მქონე პაციენტებში, რომლებიც ლენალიდომიდით მონოთერაპიას იტარებენ, კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღება რეკომენდებული არ არის (იხილეთ აგრეთვე 4.5 პარაგრაფი). თუ პაციენტი ამჟამად იყენებს კომბინირებულ ორალურ კონტრაცეფციას, პაციენტი უნდა გადავიდეს ზემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ ეფექტურ მეთოდზე. ვენური თრომბოემბოლიის რისკი გრძელდება კომბინირებული ორალური კონტრაცეფციის შეწყვეტიდან 4-6 კვირის განმავლობაში. კონტრაცეპტული სტეროიდების ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს დექსამეტაზონთან ერთად მკურნალობის დროს (იხ. პარაგრაფი 4.5).

იმპლანტები და ლევონორგესტრელის გამომყოფი საშვილოსნოსშიდა სისტემები დაკავშირებულია ინფექციის გაზრდილ რისკთან ჩადგმის დროს და არარეგულარული ვაგინალური სისხლდენებთან. პროფილაქტიკური ანტიბიოტიკების დანიშვნა უნდა განიხილებოდეს განსაკუთრებით ნეითროპენიის მქონე პაციენტებში.

სპილენძის გამომყოფი საშვილოსნოსშიდა მოწყობილობები ზოგადად არ არის რეკომენდებული ჩადგმის დროს ინფექციის და მენსტრუალური სისხლის დაკარგვის პოტენციური რისკების გამო, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ნეითროპენიის ან თრომბოციტოპენიის მქონე პაციენტებს.

ორსულობის ტესტირება

ადგილობრივი პრაქტიკის თანახმად, ქვემოთ აღწერილი წესით, რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებს სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ უნდა ჩაუტარდეთ ორსულობის ტესტები, რომელთა მინიმალური მგრძნობელობაა 25 mIU/mL. ეს მოთხოვნა მოიცავს რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებს, რომლებიც აბსოლუტურ და უწყვეტ თავშეკავებას მისდევენ. იდეალურ შემთხვევაში, ორსულობის ტესტირება, დანიშნულების გაცემა და განაწილება ერთსა და იმავე დღეს უნდა მოხდეს. ლენალიდომიდის გაცემა რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებისთვის უნდა მოხდეს რეცეპტის გაცემიდან 7 დღის განმავლობაში.

მკურნალობის დაწყებამდე

ლენალიდომიდის დანიშვნისას კონსულტაციის დროს ან ექიმთან ვიზიტამდე 3 დღით ადრე, მას შემდეგ, რაც პაციენტი მინიმუმ 4 კვირის განმავლობაში იყენებდა ეფექტურ კონტრაცეფციას, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ჩატარდეს ორსულობის ტესტი. ტესტი უნდა ადასტურებდეს, რომ პაციენტი ლენალიდომიდით მკურნალობის დაწყებისას ორსულად არ არის.

მკურნალობის შემდგომი მეთვალყურეობის პერიოდი და მკურნალობის დასასრული

სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ორსულობის ტესტი უნდა განმეორდეს სულ მცირე 4 კვირაში ერთხელ, მათ შორის მკურნალობის დასრულებიდან სულ მცირე 4 კვირის შემდეგ, გარდა დადასტურებული ფალოპის მილების სტერილიზაციის შემთხვევისა. ორსულობის ეს ტესტები უნდა ჩატარდეს მკურნალ ექიმთან ვიზიტის დღეს ან ვიზიტამდე 3 დღით ადრე.

დამატებითი სიფრთხილის ზომები

პაციენტებს უნდა მიეცეთ ინსტრუქცია, რომ ეს სამკურნალო საშუალება არასდროს მისცენ სხვა პირს და მკურნალობის დასრულების შემდეგ გამოუყენებელი კაფსულები უსაფრთხო განადგურების მიზნით ფარმაცევტს დაუბრუნონ..

თერაპიის დროს ან ლენალიდომიდის მიღების შეწყვეტიდან სულ მცირე 7 დღის განმავლობაში პაციენტებმა თავი უნდა შეიკავონ სისხლის დონორობისგან.

ჯანდაცვის სპეციალისტებმა და მომვლელებმა ბლისტერთან ან კაფსულასთან შეხებისას ერთჯერადი ხელთათმანები უნდა გამოიყენონ.

ქალები, რომლებიც ორსულად არიან ან ეჭვობენ, რომ შესაძლოა ორსულად იყვნენ, არ უნდა შეეხონ ბლისტერს ან კაფსულას (იხილეთ პარაგრაფი 6.6).

საგანმანათლებლო მასალები, დანიშვნისა და გაცემის შეზღუდვები

ნაყოფზე ლენალიდომიდის ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად პაციენტებისთვის დასახმარებლად, სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი ჯანდაცვის სპეციალისტებს მიაწვდის საგანმანათლებლო მასალას, რათა გაამყაროს გაფრთხილებები ლენალიდომიდის მოსალოდნელი ტერატოგენურობის შესახებ, თერაპიის დაწყებამდე მისცეს რჩევები კონტრაცეფციის და ორსულობის ტესტირების საჭიროების შესახებ. ექიმმა, რომელიც დანიშნავს მედიკამენტებს, როგორც მამაკაც, ასევე ქალ პაციენტებს უნდა აცნობოს მოსალოდნელი ტერატოგენული რისკისა და ორსულობის პრევენციის პროგრამაში მითითებული ორსულობის პრევენციის მკაცრი ზომების შესახებ და პაციენტებს მიაწოდოს შესაბამისი საგანმანათლებლო ბროშურა, პაციენტის ბარათი და/ან ექვივალენტური ინსტრუმენტი ეროვნულად დანერგილი პაციენტის ბარათების სისტემის შესაბამისად. თითოეულ ეროვნულ კომპეტენტურ ორგანოსთან თანამშრომლობით დანერგილია ეროვნული კონტროლირებადი განაწილების სისტემა. კონტროლირებადი განაწილების სისტემა მოიცავს პაციენტის ბარათის და/ან ეკვივალენტური ინსტრუმენტის გამოყენებას მედიკამენტების დანიშვნის და/ან გაცემის კონტროლისთვის, ასევე ჩვენებასთან დაკავშირებული დეტალური მონაცემების შეგროვებას, რათა ინტენსიურად მოხდეს ეროვნულ ტერიტორიაზე დანიშნულების გარეშე გამოყენების მონიტორინგი. იდეალურ შემთხვევაში, ორსულობის ტესტირება, რეცეპტის გაცემა და განაწილება ერთსა და იმავე დღეს უნდა მოხდეს. ლენალიდომიდის განაწილება რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებისთვის უნდა მოხდეს რეცეპტის გაცემიდან 7 დღის განმავლობაში და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ორსულობის ტესტის უარყოფითი შედეგის მიღების შემდეგ. რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებისთვის მედიკამენტების დანიშვნა შესაძლებელია მაქსიმუმ 4 კვირიანი მკურნალობით, დამტკიცებული ჩვენებების დოზირების რეჟიმის მიხედვით (იხილეთ პარაგრაფი 4.2), ხოლო ყველა სხვა პაციენტისთვის - მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა 12 კვირას შეადგენს.

სხვა სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

მიოკარდიუმის ინფარქტი

მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევები დაფიქსირდა ლენალიდომიდის მიმღებ პაციენტებში, განსაკუთრებით ცნობილი რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში და დექსამეტაზონთან კომბინაციაში გამოყენებისას პირველი 12 თვის განმავლობაში.

პაციენტები, რომლებსაც აქვთ ცნობილი რისკ-ფაქტორები, მათ შორის ადრე გადატანილი თრომბოზი, უნდა იმყოფებოდნენ ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ და უნდა მიიღონ ზომები ყველა მოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორის (მაგ., მოწევა, ჰიპერტენზია და ჰიპერლიპიდემია) მინიმალიზაციის მიზნით.

ვენური და არტერიული თრომბოემბოლიური მოვლენები

მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში ლენალიდომიდის დექსამეტაზონთან კომბინაცია ასოცირდება ვენური თრომბოემბოლიის (უპირატესად ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის არტერიის ემბოლია) გაზრდილ რისკთან. ვენური თრომბოემბოლიის რისკი ნაკლებად შეინიშნებოდა ლენალიდომიდის მელფალანთან და პრედნიზონთან კომბინაციაში გამოყენებისას.

მრავლობითი მიელომის, მიელოდისპლაზიური სინდრომების და მანტიისებრი უჯრედის ლიმფომის მქონე პაციენტებში ლენალიდომიდით მონოთერაპია ასოცირდებოდა ვენური თრომბოემბოლიის (უპირატესად ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის არტერიის ემბოლია) უფრო დაბალ რისკთან, ვიდრე მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლენალიდომიდით კომბინირებულ თერაპიას (იხილეთ პარაგრაფები4.5 და 4.8).

მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში ლენალიდომიდის დექსამეტაზონთან კომბინაცია ასოცირდება არტერიული თრომბოემბოლიის (უპირატესად მიოკარდიუმის ინფარქტის და ცერებროვასკულური შემთხვევის) გაზრდილ რისკთან და ნაკლებად აღინიშნა ლენალიდომიდის მელფალანთან და პრედნიზონთან კომბინაციაში გამოყენებისას. მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში არტერიული თრომბოემბოლიის რისკი უფრო დაბალია ლენალიდომიდით მონოთერაპიის დროს, ვიდრე კომბინირებული თერაპიის შემთხვევაში.

შესაბამისად, პაციენტები, რომლებსაც აქვთ თრომბოემბოლიის ცნობილი რისკ-ფაქტორები - მათ შორის ადრე გადატანილი თრომბოზი - უნდა იმყოფებოდნენ ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ. უნდა მიიღონ ზომები ყველა მოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორის (მაგ., მოწევა, ჰიპერტენზია და ჰიპერლიპიდემია) მინიმალიზაციის მიზნით. ერითროპოეზური საშუალებების ერთდროულმა მიღებამ ან თრომბოემბოლიური მოვლენების წარსულმა ისტორიამ ასევე შეიძლება გაზარდოს თრომბოზული რისკი ამ პაციენტებში.

ამიტომ, ერითროპოეზური საშუალებები ან სხვა საშუალებები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ თრომბოზის რისკი, როგორიცაა ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია, სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში, რომლებიც ლენალიდომიდს დექსამეტაზონთან ერთად იღებენ. 12 გ/დლ-ზე მეტი ჰემოგლობინის კონცენტრაციისას ერითროპოეზური საშუალებების გამოყენება უნდა შეწყდეს.

პაციენტებს და ექიმებს ურჩევენ, ყურადღებით იყვნენ თრომბოემბოლიის ნიშნებისა და სიმპტომების მიმართ. პაციენტებს უნდა მიეცეთ ინსტრუქცია, მიმართონ სამედიცინო დახმარებას, თუ განუვითარდებათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ქოშინი, ტკივილი გულმკერდის არეში, ხელების ან ფეხების შეშუპება. პროფილაქტიკური ანტითრომბოზული მედიკამენტები უნდა იყოს რეკომენდებული, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დამატებითი თრომბოზული რისკ-ფაქტორები. ანტითრომბოზული პროფილაქტიკური ზომების მიღების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ინდივიდუალური პაციენტის ძირითადი რისკ-ფაქტორების საფუძვლიანი შეფასების შემდეგ.

თუ პაციენტს განუვითარდება რაიმე თრომბოემბოლიური მოვლენა, მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაიწყოს სტანდარტული ანტიკოაგულაციური თერაპია.როდესაც ანტიკოაგულაციური თერაპიის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა სტაბილიზდება და თრომბოემბოლიური მოვლენის ნებისმიერი გართულება მოგვარდება, ლენალიდომიდით მკურნალობის განახლება შესაძლებელია საწყისი დოზით, სარგებლისა და რისკის შეფასების მიხედვით. პაციენტმა ანტიკოაგულაციური თერაპია უნდა გააგრძელოს ლენალიდომიდით მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში.

ფილტვისმიერი ჰიპერტენზია

ლენალიდომიდით ნამკურნალებ პაციენტებში აღწერილია ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის შემთხვევები, რომელთაგან ზოგიერთი ფატალურიც იყო. ლენალიდომიდით თერაპიის დაწყებამდე და მის განმავლობაში პაციენტები უნდა შეფასდნენ გულ-ფილტვისმიერი დაავადების ნიშნებსა და სიმპტომებზე.

ნეითროპენია და თრომბოციტოპენია

ლენალიდომიდის ძირითადი დოზის შემზღუდველი ტოქსიკურობებია ნეიTროპენია და თრომბოციტოპენია. ლენალიდომიდით მკურნალობის პირველი 8 კვირის განმავლობაში ყოველ კვირას და შემდგომში ყოველთვიურად ციტოპენიის მონიტორინგისთვის უნდა ჩატარდეს სისხლის საერთო ანალიზი, მათ შორის უნდა განისაზღვროს ლეიკოციტების რაოდენობა დიფერენციალური რაოდენობით, თრომბოციტების რაოდენობა, ჰემოგლობინი და ჰემატოკრიტი. მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის მქონე პაციენტებში მონიტორინგის სქემა უნდა იყოს ყოველ 2 კვირაში მე-3 და მე-4 ციკლებში, შემდეგ კი თითოეული ციკლის დასაწყისში. ფოლიკულური ლიმფომის დროს, მონიტორინგის სქემა უნდა იყოს ყოველკვირეული პირველი ციკლის პირველი 3 კვირის განმავლობაში (28 დღე), ყოველ 2 კვირაში მე-2-დან მე-4 ციკლამდე და შემდეგ თითოეული ციკლის დასაწყისში. შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შეწყვეტა და/ან დოზის შემცირება (იხ. პარაგრაფი 4.2).

ნეითროპენიის შემთხვევაში, ექიმმა პაციენტის მართვაში უნდა განიხილოს ზრდის ფაქტორების გამოყენება. პაციენტებს უნდა ურჩიონ, რომ დაუყოვნებლივ აცნობონ ექიმს ფებრილური ეპიზოდების შესახებ.

პაციენტებს და ექიმებს ურჩევენ, ყურადღებით იყვნენ სისხლდენის ნიშნებისა და სიმპტომების მიმართ, მათ შორის პეტექიებისა და ცხვირიდან გამონადენისა, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ სისხლდენის ინდუცირებისკენ მიდრეკილ სამკურნალო საშუალებებს (იხილეთ პარაგრაფი 4.8, ჰემორაგიული დარღვევები).

ლენალიდომიდის სხვა მიელოსუპრესიულ საშუალებებთან ერთად მიღება სიფრთხილით უნდა მოხდეს.

ახლად დიაგნოზირებული მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტები, რომლებსაც ჩაუტარდათ ASCT, ლენალიდომიდით შემანარჩუნებელი მკურნალობით

CALGB 100104-ის გვერდითი რეაქციები მოიცავდა მელფალანის მაღალი დოზის მიღების და ASCT-ის (HDM/ASCT) შემდეგ დაფიქსირებულ მოვლენებს, ასევე შემანარჩუნებელი მკურნალობის პერიოდის მოვლენებს. მეორე ანალიზმა გამოავლინა მოვლენები, რომლებიც განვითარდა შემანარჩუნებელი მკურნალობის დაწყების შემდეგ. IFM 2005-02-ში გვერდითი რეაქციები მხოლოდ შემანარჩუნებელი მკურნალობის პერიოდს ეხებოდა.

საერთო ჯამში, მე-4 ხარისხის ნეითროპენია უფრო მაღალი სიხშირით დაფიქსირდა ლენალიდომიდის შემანარჩუნებელ ჯგუფებში პლაცებოს შემანარჩუნებელ ჯგუფებთან შედარებით 2 კვლევაში, რომლებიც აფასებდნენ ლენალიდომიდის შემანარჩუნებელ ჯგუფს NDMM პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ASCT (32.1% 26.7%-ის წინააღმდეგ [16.1% 1.8%-ის წინააღმდეგ შემანარჩუნებელი მკურნალობის დაწყების შემდეგ] CALGB 100104 კვლევაში და 16.4% 0.7%-ის წინააღმდეგ IFM 2005-02 კვლევაში, შესაბამისად).

მკურნალობის დროს განვითარებული AEs- ნეათროპენია, რომლებიც ლენალიდომიდის შეწყვეტას იწვევდა, დაფიქსირდა CALGB 100104 კვლევაში პაციენტების 2.2%-ში და IFM 2005-02 კვლევაში პაციენტების 2.4%-ში. ორივე კვლევაში ლენალიდომიდის შემანარჩუნებელ ჯგუფებში მე-4 ხარისხის ფებრილური ნეითროპენია მსგავსი სიხშირით დაფიქსირდა პლაცებოსთან შედარებით. (0.4% vs 0.5% [0.4% vs 0.5% შემანარჩუნებელი მკურნალობის დაწყების შემდეგ] CALGB 1001040-ში და 0.3% vs 0% IFM 2005-02-ში). პაციენტებს უნდა ურჩიონ, რომ დაუყოვნებლივ აცნობონ ექიმს ცხელების შესახებ, შესაძლოა საჭირო გახდეს მკურნალობის შეწყვეტა და/ან დოზის შემცირება (იხ. პარაგრაფი 4.2).

3 ან 4 ხარისხის თრომბოციტოპენია უფრო ხშირად აღინიშნებოდა ლენალიდომიდის შემანარჩუნებელი თერაპიის ჯგუფებში, პლაცებოს შემანარჩუნებელ ჯგუფებთან შედარებით, კვლევებში, რომლებიც აფასებდა ლენალიდომიდის შემანარჩუნებელი თერაპიას NDMM პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ASCT (37.5% vs 30.3% [17.9% vs 4.1% შემანარჩუნებელი მკურნალობის დაწყების შემდეგ] CALGB 100104-ში და13.0% vs 2.9% IFM 2005-02-ში).

პაციენტებს და ექიმებს ურჩევენ, ყურადღებით იყვნენ სისხლდენის ნიშნებისა და სიმპტომების მიმართ, მათ შორის პეტექიებისა და ცხვირიდან გამონადენის დროს, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ სისხლდენის ინდუცირებისკენ მიდრეკილ სამკურნალო საშუალებებს (იხილეთ პარაგრაფი 4.8, ჰემორაგიული დარღვევები).

ახლად დიაგნოზირებული მრავლობითი მიელომა: პაციენტები, რომლებშიც ტრანსპლანტაცია ვერ ჩატარდება და მკურნალობენ ლენალიდომიდით ბორტეზომიბთან და დექსამეტაზონთან კომბინაციაში

SWOG S0777 კვლევაში მე-4 ხარისხის ნეითროპენია უფრო დაბალი სიხშირით დაფიქსირდა ლენალიდომიდთან, ბორტეზომიბთან და დექსამეტაზონთან (RVd) კომბინაციაში Rd შედარების ჯგუფთან შედარებით (2.7% vs 5.9%). მე-4 ხარისხის ფებრილური ნეითროპენია მსგავსი სიხშირით დაფიქსირდა RVd და Rd ჯგუფებში (0.0% vs 0.4%). პაციენტებს უნდა ურჩიონ, რომ დაუყოვნებლივ შეატყობინონ ექიმს ფებრილური ეპიზოდების შესახებ; შესაძლოა საჭირო გახდეს მკურნალობის შეწყვეტა და/ან დოზის შემცირება (იხ. პარაგრაფი 4.2).

მე-3 ან მე-4 ხარისხის თრომბოციტოპენია უფრო მაღალი სიხშირით დაფიქსირდა RVd ჯგუფში, Rd შედარების ჯგუფთან შედარებით (17.2 % vs 9.4%).

ახლად დიაგნოზირებული მრავლობითი მიელომა: პაციენტები, რომლებშიც ტრანსპლანტაცია ვერ ჩატარდება და მკურნალობენ ლენალიდომიდით დექსამეტაზონის დაბალ დოზასთან კომბინაციაში

მე-4 ხარისხის ნეითროპენია ლენალიდომიდის დექსამეტაზონთან კომბინაციის ჯგუფში დაფიქსირდა შედარებით ნაკლებად, ვიდრე შედარების ჯგუფში (8.5% Rd [უწყვეტი მკურნალობა] და Rd18 [18 ოთხკვირიანი მკურნალობა], მელფალანის/პრედნიზონის/თალიდომიდის ჯგუფის 15%-თან შედარებით, იხილეთ პარაგრაფი 4.8). მე-4 ხარისხის ფებრილური ნეითროპენიის ეპიზოდები შეესაბამებოდა შედარების ჯგუფს (0.6% Rd და Rd18 ლენალიდომიდით/დექსამეტაზონით ნამკურნალებ პაციენტებში, მელფალანის/პრედნიზონის/თალიდომიდის ჯგუფის 0.7%-თან შედარებით, იხილეთ პარაგრაფი 4.8).

მე-3 ან მე-4 ხარისხის თრომბოციტოპენია უფრო ნაკლები ხარისხით დაფიქსირდა Rd და Rd18 ჯგუფებში, ვიდრე შედარების ჯგუფში (8.1% vs 11.1%).

ახლად დიაგნოზირებული მრავლობითი მიელომა: პაციენტები, რომლებშიც ტრანსპლანტაცია ვერ ჩატარდება და მკურნალობენ ლენალიდომიდით მელფალანთან და პრედნიზონთან კომბინაციაში

ლენალიდომიდის, მელფალანისა და პრედნიზონის კომბინაცია ახლად დიაგნოზირებული მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტების კლინიკურ კვლევებში დაკავშირებულია მე-4 ხარისხის ნეითროპენიის უფრო მაღალ სიხშირესთან (34.1% მელფალანის, პრედნიზონის და ლენალიდომიდის ჯგუფში, რასაც მოჰყვება ლენალიდომიდი [MPR+R] და მელფალანის, პრედნიზონის და ლენალიდომიდის ჯგუფში, რასაც მოჰყვება პლაცებო [MPR+p], MPp+p ჯგუფში ნამკურნალები პაციენტების 7.8%-თან შედარებით; იხილეთ პარაგრაფი 4.8). მე-4 ხარისხის ფებრილური ნეითროპენიის ეპიზოდები იშვიათად აღინიშნებოდა (1.7% MPR+R/MPR+p ნამკურნალებ პაციენტებში, MPp+p ნამკურნალები პაციენტების 0.0%-თან შედარებით; იხილეთ პარაგრაფი 4.8).

ლენალიდომიდის მელფალანთან და პრედნიზონთან კომბინაცია მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში ასოცირდება მე-3 და მე-4 ხარისხის თრომბოციტოპენიის უფრო მაღალ სიხშირესთან (40.4% …

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ერითროპოეზური საშუალებები ან სხვა საშუალებები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ თრომბოზის რისკი, როგორიცაა ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია, სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლენალიდომიდს დექსამეტაზონთან ერთად (იხილეთ პარაგრაფი 4.4 და 4.8).++

პერორალური კონტრაცეპტივები

ორალურ კონტრაცეპტივებთან ურთიერთქმედების კვლევა არ ჩატარებულა. ლენალიდომიდი არ არის ენზიმის ინდუქტორი. ადამიანის ჰეპატოციტებზე ჩატარებულ in vitro კვლევაში, ლენალიდომიდმა, სხვადასხვა კონცენტრაციით, არ გამოიწვია CYP1A2, CYP2B6, CYP2C9, CYP2C19 და CYP3A4/5 ინდუცირება. ამიტომ, ლენალიდომიდის მონოთერაპიის შემთხვევაში, მოსალოდნელი არ არის ინდუქცია, რომელიც გამოიწვევს სამკურნალო საშუალებების, მათ შორის ჰორმონალური კონტრაცეპტივების ეფექტურობის შემცირებას. თუმცა, ცნობილია, რომ დექსამეტაზონი CYP3A4-ის სუსტი ან საშუალო ინდუქტორია და სავარაუდოდ, ის ასევე მოქმედებს სხვა ენზიმებსა და ტრანსპორტერებზე. არ არის გამორიცხული, რომ მკურნალობის დროს შემცირდეს პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობა. აუცილებელია ორსულობის თავიდან ასაცილებლად ეფექტური ზომების მიღება (იხილეთ პარაგრაფები 4.4 და 4.6).

ვარფარინი

ლენალიდომიდის 10 მგ მრავალჯერადი დოზების ერთდროულ მიღებას გავლენა არ მოუხდენია R- და S-ვარფარინის ერთჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკაზე. ვარფარინის 25 მგ ერთჯერადი დოზის ერთდროულ მიღებას გავლენა არ მოუხდენია ლენალიდომიდის ფარმაკოკინეტიკაზე. თუმცა, უცნობია, არის თუ არა ურთიერთქმედება კლინიკური გამოყენების დროს (დექსამეტაზონთან ერთდროული მკურნალობა). დექსამეტაზონი არის ენზიმების სუსტი ან ზომიერი ინდუქტორი და მისი გავლენა ვარფარინზე უცნობია. მკურნალობის დროს რეკომენდებულია ვარფარინის კონცენტრაციის მკაცრი მონიტორინგი.

დიგოქსინი

10 მგ ლენალიდომიდთან ერთდროული მიღება დღე-ღამეში ერთხელ ზრდიდა დიგოქსინის (0.5 მგ, ერთჯერადი დოზა) პლაზმურ ექსპოზიციას 14%-ით 90%-იანი CI-ით (სანდოობის ინტერვალი) [0.52%-28.2%]. უცნობია, განსხვავებული იქნება თუ არა ეფექტი კლინიკურ გამოყენებაში (ლენალიდომიდის უფრო მაღალი დოზები და დექსამეტაზონით ერთდროული მკურნალობა). ამიტომ, ლენალიდომიდით მკურნალობის დროს რეკომენდებულია დიგოქსინის კონცენტრაციის მონიტორინგი.

სტატინები

ლენალიდომიდთან ერთად სტატინების მიღებისას რაბდომიოლიზის რისკი იზრდება, რაც შესაძლოა უბრალოდ ადიტიური იყოს. გაძლიერებული კლინიკური და ლაბორატორიული მონიტორინგი განსაკუთრებით საჭიროა მკურნალობის პირველი კვირების განმავლობაში.

დექსამეტაზონი

დექსამეტაზონის ერთჯერადი ან მრავალჯერადი დოზების (40 მგ დღე-ღამეში ერთხელ) ერთდროულ მიღებას კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვს ლენალიდომიდის (25 მგ დღე-ღამეში ერთხელ) მრავალჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკაზე

ურთიერთქმედება P-გლიკოპროტეინის (P-gp) ინჰიბიტორებთან

In vitro, ლენალიდომიდი წარმოადგენს P-გლიკოპროტეინის სუბსტრატს, მაგრამ არ წარმოადგენს P-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორს. P-გლიკოპროტეინის ძლიერი ინჰიბიტორის- ქინიდინის (600 მგ, დღე-ღამეში ორჯერ) ან P-გლიკოპროტეინის ზომიერი ინჰიბიტორის/სუბსტრატის- ტემსიროლიმუსის (25 მგ) მრავალჯერადი დოზების ერთდროულ მიღებას არ აქვს კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ლენალიდომიდის (25 მგ) ფარმაკოკინეტიკაზე. ლენალიდომიდის ერთდროული მიღება არ ცვლის ტემსიროლიმუსის ფარმაკოკინეტიკას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ტერატოგენული პოტენციალის გამო, ლენალიდომიდი უნდა დაინიშნოს ორსულობის პრევენციის პროგრამის ფარგლებში (იხ. პარაგრაფი 4.4), თუ არ არსებობს სანდო მტკიცებულება, რომ პაციენტს რეპროდუქციული პოტენციალი არ აქვს.

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები/კონტრაცეფცია მამაკაცებსა და ქალებში

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდი. თუ ლენალიდომიდით ნამკურნალებ ქალს ორსულობა დაეწყო, მკურნალობა უნდა შეწყდეს და პაციენტი შეფასებისა და რჩევისთვის უნდა გაიგზავნოს ტერატოლოგიაში სპეციალიზებულ ან გამოცდილ ექიმთან. თუ ლენალიდომიდის მიმღები მამაკაცი პაციენტის პარტნიორი დაორსულდა, შეფასებისა და რჩევისთვის რეკომენდებულია ქალი პარტნიორის გაგზავნა ტერატოლოგიაში სპეციალიზებულ ან გამოცდილ ექიმთან.

მკურნალობის დროს ლენალიდომიდი ადამიანის სპერმაში უკიდურესად დაბალი დონით არის წარმოდგენილი და ჯანმრთელ სუბიექტში ნივთიერების მიღების შეწყვეტიდან 3 დღის შემდეგ ადამიანის სპერმაში მისი აღმოჩენა შეუძლებელია (იხილეთ პარაგრაფი 5.2). სიფრთხილის მიზნით, და გახანგრძლივებული ელიმინაციის დროის მქონე სპეციალური პოპულაციების გათვალისწინებით, როგორიცაა თირკმლის უკმარისობა, ლენალიდომიდის მიმღებმა ყველა მამრობითი სქესის პაციენტმა მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში, დოზის შეწყვეტის დროს და მკურნალობის შეწყვეტიდან 1 კვირის განმავლობაში უნდა გამოიყენოს პრეზერვატივი, თუ მათი პარტნიორი ორსულადაა ან რეპროდუქციული პოტენციალის მქონეა და არ იყენებს კონტრაცეფციას.

ორსულობა

ლენალიდომიდი სტრუქტურულად თალიდომიდს ენათესავება. თალიდომიდი ცნობილი ტერატოგენული აქტიური ნივთიერებაა, რომელიც იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ თანდაყოლილ დეფექტებს.

ლენალიდომიდით გამოწვეული მალფორმაცია მაიმუნებში, თალიდომიდით გამოწვეულის მსგავსია (იხ. პარაგრაფი 5.3). შესაბამისად, მოსალოდნელია ლენალიდომიდის ტერატოგენული ეფექტი და ლენალიდომიდი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს (იხპარაგრაფი 4.3).

ძუძუთი კვება

უცნობია, გამოიყოფა თუ არა ლენალიდომიდი დედის რძეში. ამიტომ, ლენალიდომიდით თერაპიის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ფერტილობა

ვირთხებში ლენალიდომიდის 500 მგ/კგ-მდე დოზების გამოყენებისას (სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით, დაახლოებით 200-დან 500-ჯერ მეტი ადამიანის 25 მგ და 10 მგ დოზებზე,), ფერტილობაზე უარყოფითი ზეგავლენა და მშობლებში ტოქსიკურობა არ გამოვლენილა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ლენალიდომიდს აქვს მცირე ან საშუალო გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ლენალიდომიდის გამოყენებისას აღწერილია დაღლილობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ვერტიგო და მხედველობის დაბინდვა. ამიტომ, სიფრთხილეა რეკომენდებული ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის დროს.

გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

ახლად დიაგნოზირებული მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტები, რომლებსაც ჩაუტარდათ ASCT , ლენალიდომიდით შემანარჩუნებელი მკურნალობით.

CALGB 100104-დან გვერდითი რეაქციების დასადგენად გამოყენებული იქნა კონსერვატიული მიდგომა. ცხრილში 1 აღწერილი გვერდითი რეაქციები მოიცავდა HDM/ASCT-ის შემდეგ დაფიქსირებულ, ასევე შემანარჩუნებელი მკურნალობის პერიოდის მოვლენებს. მეორე ანალიზი, რომელმაც გამოავლინა შემანარჩუნებელი მკურნალობის დაწყების შემდეგ განვითარებული მოვლენები, მიუთითებს, რომ ცხრილში 1 აღწერილი სიხშირეები შესაძლოა უფრო მაღალი იყოს, ვიდრე რეალურად დაფიქსირებული იყო შემანარჩუნებელი მკურნალობის პერიოდში. IFM 2005-02-ში გვერდითი რეაქციები მხოლოდ შემანარჩუნებელი მკურნალობის პერიოდში აღინიშნა.

ლენალიდომიდის შემანარჩუნებელი თერაპიის დროს პლაცებოსთან შედარებით უფრო ხშირად (≥5%) აღინიშნა შემდეგი სერიოზული გვერდითი რეაქციები:

  • პნევმონია (10.6%; კომბინირებული ტერმინი) IFM 2005-02 წლიდან
  • ფილტვის ინფექცია (9.4% [9.4% შემანარჩუნებელი მკურნალობის დაწყების შემდეგ]) CALGB 100104-დან

IFM 2005-02 კვლევაში, ლენალიდომიდის შემანარჩუნებელი თერაპიის დროს პლაცებოსთან შედარებით უფრო ხშირად დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები იყო ნეითროპენია (60.8%), ბრონქიტი (47.4%), დიარეა (38.9%), ნაზოფარინგიტი (34.8%), კუნთების სპაზმები (33.4%), ლეიკოპენია (31.7%), ასთენია (29.7%), ხველა (27.3%), თრომბოციტოპენია (23.5%), გასტროენტერიტი (22.5%) და პირექსია (20.5%).

CALGB 100104 კვლევაში, ლენალიდომიდის შემანარჩუნებელი თერაპიის დროს პლაცებოსთან შედარებით უფრო ხშირად დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები იყო ნეითროპენია (79.0% [71.9% შემანარჩუნებელი თერაპიის დაწყების შემდეგ]), თრომბოციტოპენია (72.3% [61.6%]), დიარეა (54.5% [46.4%]), გამონაყარი (31.7% [25.0%]), ზედა სასუნთქი გზების ინფექცია (26.8% [26.8%]), დაღლილობა (22.8% [17.9%]), ლეიკოპენია (22.8% [18.8%]) და ანემია (21.0% [13.8%]).

ახლად დიაგნოზირებული მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტები, რომლებიც არ არიან შესაფერისი ტრანსპლანტაციისთვის და იღებენ ლენალიდომიდს ბორტეზომიბთან და დექსამეტაზონთან კომბინაციაში.

SWOG S0777 კვლევაში, ლენალიდომიდის ინტრავენურ ბორტეზომიბთან და დექსამეტაზონთან კომბინაციაში გამოყენებისას უფრო ხშირად (≥ 5%) დაფიქსირდა სერიოზული გვერდითი რეაქციები, ვიდრე ლენალიდომიდის დექსამეტაზონთან კომბინაციაში გამოყენებისას:

ჰიპოტენზია (6.5%), ფილტვის ინფექცია (5.7%), დეჰიდრატაცია (5.0%)

ლენალიდომიდის ბორტეზომიბთან და დექსამეტაზონთან კომბინაციაში გამოყენებისას უფრო ხშირად აღინიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები, ვიდრე ლენალიდომიდის დექსამეტაზონთან კომბინაციაში გამოყენებისას: დაღლილობა (73.7%), პერიფერიული ნეიროპათია (71.8%), თრომბოციტოპენია (57.6%), ყაბზობა (56.1%), ჰიპოკალციემია (50.0%).

ახლად დიაგნოზირებული მრავლობითი მიელომა: პაციენტები, რომლებიც არ არიან შესაფერისი ტრანსპლანტაციისთვის, მკურნალობენ ლენალიდომიდით დექსამეტაზონის დაბალ დოზასთან კომბინაციაში.

სერიოზული გვერდითი რეაქციები, რომლებიც უფრო ხშირად (≥5%) დაფიქსირდა ლენალიდომიდის და დაბალი დოზის დექსამეტაზონის (Rd და Rd18) კომბინაციის გამოყენებისას, ვიდრე მელფალანის, პრედნიზონის და თალიდომიდის (MPT) გამოყენებისას, იყო:

პნევმონია (9.8%)

თირკმლის უკმარისობა (მათ შორის მწვავე) (6.3%)

Rd-ის ან Rd18-ის გამოყენებისას უფრო ხშირად, ვიდრე MPT-ის გამოყენებისას, აღინიშნა შემდეგი გვერდითი მოვლენები: დიარეა (45.5%), დაღლილობა (32.8%), ზურგის ტკივილი (32.0%), ასთენია (28.2%), უძილობა (27.6%), გამონაყარი (24.3%), მადის დაქვეითება (23.1%), ხველა (22.7%), პირექსია (21.4%) და კუნთების სპაზმები (20.5%).

ახლად დიაგნოზირებული მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტები, რომლებიც არ არიან შესაფერისი ტრანსპლანტაციისთვის, მკურნალობენ ლენალიდომიდით მელფალანთან და პრედნიზონთან კომბინაციაში.

სერიოზული გვერდითი რეაქციები, რომლებიც უფრო ხშირად (≥5%) დაფიქსირდა მელფალანის, პრედნიზონის და ლენალიდომიდის გამოყენებისას, რასაც მოჰყვება ლენალიდომიდის შემანარჩუნებელი თერაპია (MPR+R) ან მელფალანის, პრედნიზონის და ლენალიდომიდის მიღებისას, რასაც მოჰყვება პლაცებო (MPR+p), ვიდრე მელფალანის, პრედნიზონის და პლაცებოს გამოყენებისას, რასაც მოჰყვება პლაცებო (MPp+p), იყო:

ფებრილური ნეითროპენია (6.0%)

ანემია (5.3%)

გვერდითი რეაქციები, რომლებიც უფრო ხშირად აღინიშნებოდა MPR+R-ის ან MPR+p-ის გამოყენებისას, ვიდრე MPp+p-ის გამოყენებისას, იყო: ნეითროპენია (83.3%), ანემია (70.7%), თრომბოციტოპენია (70.0%), ლეიკოპენია (38.8%), ყაბზობა (34.0%), დიარეა (33.3%), გამონაყარი (28.9%), პირექსია (27.0%), პერიფერიული შეშუპება (25.0%), ხველა (24.0%), მადის დაქვეითება (23.7%) და ასთენია (22.0%).

მრავლობითი მიელომა: პაციენტები, რომლებსაც ადრე ჩატარებული აქვთ თერაპიის მინიმუმ ერთი კურსი

ორ, მე-3 ფაზის პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში, მრავლობითი მიელომის მქონე 353 პაციენტი იღებდა ლენალიდომიდის/დექსამეტაზონის კომბინაციას, ხოლო 351 - პლაცებოს/დექსამეტაზონის კომბინაციას.

ლენალიდომიდის/დექსამეტაზონის კომბინაციის გამოყენებისას პლაცებო/დექსამეტაზონის კომბინაციასთან შედარებით ყველაზე სერიოზული გვერდითი რეაქციები იყო:

  • ვენური თრომბოემბოლია (ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის არტერიის ემბოლია) (იხ. პარაგრაფი 4.4)
  • მე-4 ხარისხის ნეითროპენია (იხ. პარაგრაფი 4.4).

მრავლობითი მიელომის გაერთიანებულ კლინიკურ კვლევებში (MM-009 და MM-010) ლენალიდომიდის და დექსამეტაზონის გამოყენებისას დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები, რომლებიც პლაცებოსთან და დექსამეტაზონთან შედარებით უფრო ხშირად ვითარდებოდა, იყო დაღლილობა (43.9%), ნეითროპენია (42.2%), ყაბზობა (40.5%), დიარეა (38.5%), კუნთების სპაზმი (33.4%), ანემია (31.4%), თრომბოციტოპენია (21.5%) და გამონაყარი (21.2%).

მიელოდისპლაზიური სინდრომები

მიელოდისპლაზიური სინდრომების მქონე პაციენტებში ლენალიდომიდის საერთო უსაფრთხოების პროფილი ეფუძნება მე-2 და მე-3 ფაზის ერთი კვლევის 286 პაციენტის მონაცემებს (იხ. პარაგრაფი 5.1). მე-2 ფაზაში, ყველა -148 პაციენტი ლენალიდომიდით მკურნალობდა. მე-3 ფაზის კვლევაში, კვლევის ორმაგად ბრმა ფაზის განმავლობაში, 69 პაციენტი იღებდა 5 მგ ლენალიდომიდს, 69 პაციენტი - 10 მგ ლენალიდომიდს და 67 პაციენტი პლაცებოს.

გვერდითი რეაქციების უმეტესობა, როგორც წესი, ლენალიდომიდით თერაპიის პირველი 16 კვირის განმავლობაში ვითარდებოდა.

სერიოზული გვერდითი რეაქციები მოიცავს:

  • ვენური თრომბოემბოლია (ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის არტერიის ემბოლია) (იხ. პარაგრაფი 4.4)
  • 3 ან 4 ხარისხის ნეითროპენია, ფებრილური ნეითროპენია და 3 ან 4 ხარისხის თრომბოციტოპენია (იხ. პარაგრაფი 4.4).

მე-3 ფაზის კვლევაში ლენალიდომიდის ჯგუფებში საკონტროლო ჯგუფთან შედარებით ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები იყო ნეითროპენია (76.8%), თრომბოციტოპენია (46.4%), დიარეა (34.8%), ყაბზობა (19.6%), გულისრევა (19.6%), ქავილი (25.4%), გამონაყარი (18.1%), დაღლილობა (18.1%) და კუნთების სპაზმები (16.7%).

მანტიის უჯრედის ლიმფომა

მანტიის უჯრედის ლიმფომის მქონე პაციენტებში ლენალიდომიდის საერთო უსაფრთხოების პროფილი ეფუძნება მე-2 ფაზის რანდომიზებული, კონტროლირებადი კვლევის MCL-002-ის (იხ. პარაგრაფი 5.1) 254 პაციენტის მონაცემებს.

გარდა ამისა, დამხმარე კვლევის MCL-001-ს გვერდითი მოვლენები შეტანილია მე-3 ცხრილში.

MCL-002 კვლევაში (მინიმუმ 2 პროცენტული პუნქტის სხვაობით) ლენალიდომიდის ჯგუფში საკონტროლო ჯგუფთან შედარებით უფრო ხშირად დაფიქსირებული სერიოზული გვერდითი რეაქციები იყო:

  • ნეითროპენია (3.6%)
  • ფილტვის არტერიის ემბოლია (3.6%)
  • დიარეა (3.6%)

MCL-002 კვლევაში ლენალიდომიდის ჯგუფში საკონტროლო ჯგუფთან შედარებით ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები იყო ნეითროპენია (50.9%), ანემია (28.7%), დიარეა (22.8%), დაღლილობა (21.0%), ყაბზობა (17.4%), პირექსია (16.8%) და გამონაყარი (ალერგიული დერმატიტის ჩათვლით) (16.2%).

კვლევაში MCL-002, საერთო ჯამში, ადრეული (20 კვირის განმავლობაში) სიკვდილიანობის აშკარა ზრდა დაფიქსირდა. პაციენტებს, რომლებსაც საწყის ეტაპზე მაღალი სიმსივნური დატვირთვა ჰქონდათ, ადრეული სიკვდილის მომატებული რისკი აქვთ, ლენალიდომიდის ჯგუფში ადრეული სიკვდილიანობის 16/81 (20%) და საკონტროლო ჯგუფში ადრეული სიკვდილიანობის 2/28 (7%) შემთხვევა იყო. 52 კვირის განმავლობაში შესაბამისი მაჩვენებლები იყო 32/81 (39.5%) და 6/28 (21%) (იხ. პარაგრაფი 5.1).

მკურნალობის პირველი ციკლის განმავლობაში, ლენალიდომიდის ჯგუფში სიმსივნის მაღალი დატვირთვის მქონე პაციენტების 11/81 (14%) მკურნალობა შეწყდა, საკონტროლო ჯგუფში კი ეს მაჩვენებელი 28/1 (4%) იყო. ლენალიდომიდის ჯგუფში მკურნალობის პირველი ციკლის განმავლობაში სიმსივნის მაღალი დატვირთვის მქონე პაციენტებისთვის მკურნალობის შეწყვეტის მთავარი მიზეზი გვერდითი მოვლენები იყო, 11/7 (64%). სიმსივნის მაღალი დატვირთვა განისაზღვრა, როგორც მინიმუმ ერთი დაზიანება ≥5 სმ დიამეტრით ან 3 დაზიანება ≥3 სმ დიამეტრით.

ფოლიკულური ლიმფომა

ლენალიდომიდის რიტუქსიმაბთან კომბინაციაში გამოყენების საერთო უსაფრთხოების პროფილი ადრე ნამკურნალები ფოლიკულური ლიმფომის მქონე პაციენტებში ეფუძნება მე-3 ფაზის რანდომიზებული, კონტროლირებადი კვლევის NHL-007-ს 294 პაციენტის მონაცემებს. გარდა ამისა, ცხრილში 5 შეტანილია დამხმარე კვლევის NHL-008-ს გვერდითი მოვლენები.

NHL-007 კვლევაში ლენალიდომიდის/რიტუქსიმაბის ჯგუფში პლაცებო/რიტუქსიმაბის ჯგუფთან შედარებით ყველაზე ხშირად (მინიმუმ 1 პროცენტული პუნქტის სხვაობით) დაფიქსირებული სერიოზული გვერდითი რეაქციები იყო:

  • ფებრილური ნეითროპენია (2.7%)
  • ფილტვის არტერიის ემბოლია (2.7%)
  • პნევმონია (2.7%)

NHL-007 კვლევაში ლენალიდომიდის/რიტუქსიმაბის ჯგუფში პლაცებო/რიტუქსიმაბის ჯგუფთან შედარებით (ჯგუფებს შორის სიხშირით მინიმუმ 2%-ით მეტი) უფრო ხშირად დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები იყო ნეითროპენია (58.2%), დიარეა (30.8%), ლეიკოპენია (28.8%), ყაბზობა (21.9%), ხველა (21.9%) და დაღლილობა (21.9%).

გვერდითი რეაქციების ცხრილი

ლენალიდომიდით ნამკურნალებ პაციენტებში დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები ქვემოთ ჩამოთვლილია ორგანოთა სისტემის კლასისა და სიხშირის მიხედვით. თითოეული სიხშირის ჯგუფის ფარგლებში, გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის კლების მიხედვით. სიხშირეები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100- <1/10); ნაკლებად ხშირი (≥1/1,000- <1/100); იშვიათი (≥1/10,000- <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

გვერდითი მოვლენები ქვემოთ მოცემულ ცხრილში შესაბამის კატეგორიაში შეტანილია ძირითად კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი სიხშირის მიხედვით.

MM-ში მონოთერაპიის ცხრილური შეჯამება

ქვემოთ მოცემული ცხრილი აღებულია NDMM კვლევების დროს შეგროვებული მონაცემებიდან იმ პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ASCT და მკურნალობდნენ ლენალიდომიდით შემანარჩუნებელი მკურნალობით. მონაცემები არ იყო კორექტირებული უფრო ხანგრძლივი მკურნალობის მიხედვით ლენალიდომიდის შემცველ ჯგუფებში, რომლებიც გაგრძელდა დაავადების პროგრესირებამდე პლაცებოს ჯგუფებთან შედარებით მრავლობითი მიელომის საკვანძო კვლევებში (იხილეთ პარაგრაფი 5.1).

ცხრილი 1. ლენალიდომიდის შემანარჩუნებელი თერაპიით ნამკურნალებ მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული არასასურველი გვერდითი მოვლენები

სისტემა-ორგანოს კლასი/სასურველი ტერმინი

ყველა ADRs/ სიხშირე

3−4 ხარისხის ADRs/ სიხშირე

ინფექციები და ინვაზიები

ძალიან ხშირი

პნევმონია◊,a, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ნეითროპენიური ინფექცია, ბრონქიტი◊, გრიპი◊, გასტროენტერიტი◊, სინუსიტი, ნაზოფარინგიტი, რინიტი

ხშირი

ინფექცია◊, საშარდე გზების ინფექცია◊,*, ქვედა სასუნთქი გზების ინფექცია, ფილტვის ინფექცია◊

ძალიან ხშირი

პნევმონია◊,a, ნეითროპენიური ინფექცია

ხშირი

სეფსისი◊,b, ბაქტერიემია, ფილტვების ინფექცია◊, ქვედა სასუნთქი გზების ბაქტერიული ინფექცია, ბრონქიტი◊, გრიპი◊, გასტროენტერიტი◊, ჰერპეს ზოსტერი◊, ინფექცია◊

კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუზუსტებელი ნეოპლაზმები (მათ შორის, კისტები და პოლიპები)

ხშირი

მიელოდისპლაზიური სინდრომი ◊,*

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

ძალიან ხშირი

ნეითროპენია^,◊, ფებრილური ნეითროპენია^,◊, თრომბოციტოპენია^,◊, ანემია, ლეიკოპენია◊, ლიმფოპენია

ძალიან ხშირი

ნეითროპენია^,◊, ფებრილური ნეითროპენია^,◊,

თრომბოციტოპენია^,◊, ანემია, ლეიკოპენია◊, ლიმფოპენიახშირი

პანციტოპენია◊,

დარღვევები მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ

ძალიან ხშირი

ჰიპოკალიემია

ხშირი

ჰიპოკალიემია, დეჰიდრატაცია

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ძალიან ხშირი

პარესთეზია

ხშირი

პერიფერიული ნეიროპათიაc

ხშირი

თავის ტკივილი

სისხლძარღვოვანი დარღვევები

ხშირი

ფილტვის არტერიის ემბოლია◊,*

ხშირი

ღრმა ვენების თრომბოზი^,◊,d

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის მხრივ

ძალიან ხშირი

ხველა

ხშირი

ქოშინი◊, რინორეა

ხშირი

ქოშინი◊

დარღვეევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ძალიან ხშირი

დიარეა, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, გულისრევა

ხშირი

ღებინება, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში

ხშირი

დიარეა, ღებინება, გულისრევა

დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ

ძალიან ხშირი

ღვიძლის ფუნქციის პათოლოგიური ტესტები

ხშირი

ღვიძლის ფუნქციის პათოლოგიური ტესტები

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ძალიან ხშირი

გამონაყარი, კანის სიმშრალე

ხშირი

გამონაყარი, ქავილი

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

ძალიან ხშირი

კუნთების სპაზმები

ხშირი

მიალგია, კუნთოვანი სისტემის ტკივილი

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა გამოყენების ადგილას

ძალიან ხშირი

დაღლილობა, ასთენია, პირექსია

ხშირი

დაღლილობა, ასთენია

გვერდითი რეაქციები, რომლებიც კლინიკურ კვლევებში სერიოზული იყო NDMM-ით დაავადებულ პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ASCT

  • ვრცელდება მხოლოდ სერიოზული გვერდითი რეაქციებზე

^ იხილეთ 4.8 პარაგრაფი, შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა

a „პნევმონია“ კომბინირებული AE ტერმინი მოიცავს შემდეგ პათოლოგიურ მდგომარეობებს: ბრონქოპნევმონია, ლობარული პნევმონია, Pneumocystis jiroveci პნევმონია, პნევმონია, Pneumonia klebsiella, Pneumonia legionella, Pneumonia mycoplasmal, პნევმოკოკური პნევმონია, სტრეპტოკოკური პნევმონია, ვირუსული პნევმონია, ფილტვის დაავადება, პნევმონიტი.

b „სეფსისის“ კომბინირებული AE ტერმინი მოიცავს შემდეგ PTs: ბაქტერიული სეფსისი, პნევმოკოკური სეფსისი, სეპტიური შოკი, სტაფილოკოკური სეფსისი.

c „პერიფერიული ნეიროპათია“ კომბინირებული AE ტერმინი მოიცავს შემდეგ სასურველ ტერმინებს (PT): პერიფერიული ნეიროპათია, პერიფერიული სენსორული ნეიროპათია, პოლინეიროპათია.

d „ღრმა ვენების თრომბოზი“ კომბინირებული AE მოიცავს შემდეგ PTs: ღრმა ვენების თრომბოზი, თრომბოზი, ვენური თრომბოზი

MM-ის კომბინირებული თერაპიის ცხრილური შეჯამება

ქვემოთ მოცემული ცხრილი აღებულია მრავლობითი მიელომის კომბინირებული თერაპიის კვლევების დროს შეგროვებული მონაცემებიდან. მონაცემები არ იყო კორექტირებული ლენალიდომიდის შემცველ ჯგუფებში უფრო ხანგრძლივი მკურნალობის მიხედვით, რომელიც გაგრძელდა დაავადების პროგრესირებამდე, შედარებით ჯგუფებთან შედარებით მრავლობითი მიელომის საკვანძო კვლევებში (იხილეთ პარაგრაფი 5.1).

ცხრილი 2. ლენალიდომიდით ბორტეზომიბთან და დექსამეტაზონთან, დექსამეტაზონთან ან მელფალანთან და პრედნიზონთან კომბინაციაში გამოყენებისას აღწერილი ADRs ,რომლებიც კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში.

სისტემა-ორგანოს კლასი/სასურველი ტერმინი

ყველა ADRs/ სიხშირე

3−4 ხარისხის ADRs/ სიხშირე

ინფექციები და ინვაზიები

ძალიან ხშირი

პნევმონია◊,◊◊, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია◊, ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი ინფექციები (მათ შორის ოპორტუნისტული ინფექციები)◊, ნაზოფარინგიტი, ფარინგიტი, ბრონქიტი◊, რინიტი

ხშირი

სეფსისი◊,◊◊, ფილტვის ინფექცია◊◊, საშარდე გზების ინფექცია◊◊, სინუსიტი◊

ხშირი

პნევმონია◊,◊◊, ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი ინფექციები (მათ შორის ოპორტუნისტული ინფექციები)◊, ცელულიტი◊, სეფსისი◊,◊◊, ფილტვების ინფექცია◊◊, ბრონქიტი◊, სასუნთქი გზების ინფექცია◊◊, საშარდე გზების ინფექცია◊◊, ინფექციური ენტეროკოლიტი

კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუზუსტებელი ნეოპლაზმები (მათ შორის, კისტები და პოლიპები)

ნაკლებად ხშირი

ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა^,◊, კანის ბრტყელუჯრედოვანი კიბო ^,◊,*

ხშირი

მწვავე მიელოიდური ლეიკემია◊, მიელოდისპლაზიური სინდრომი◊, კანის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა^,◊,**

ნაკლებად ხშირი

T-უჯრედული ტიპის მწვავე ლეიკემია◊, ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა^,◊, სიმსივნის ლიზისის სინდრომი

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

ძალიან ხშირი ნეითროპენია^,◊,◊◊,

თრომბოციტოპენია^,◊,◊◊, ანემია◊, ჰემორაგიული აშლილობა^, ლეიკოპენია, ლიმფოპენია

ხშირი

ფებრილური ნეითროპენია^,◊, პანციტოპენია◊

ნაკლებად ხშირი

ჰემოლიზი, აუტოიმუნური ჰემოლიზური ანემია, ჰემოლიზური ანემია

ძალიან ხშირი ნეითროპენია^,◊,◊◊,

თრომბოციტოპენია^,◊,◊◊, ანემია◊, ლეიკოპენია, ლიმფოპენია

ხშირი

ფებრილური ნეითროპენია^,◊, პანციტოპენია◊, ჰემოლიზური ანემია

ნაკლებად ხშირი

ჰიპერკოაგულაცია, კოაგულოპათია

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ნაკლებად ხშირი

მომატებული მგრძნობელობა^

ენდოკრინული დარღვევები

ხშირი

ჰიპოთირეოზი

დარღვევები მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ

ძალიან ხშირი

ჰიპოკალიემია◊,◊◊, ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემია, ჰიპოკალციემია◊, ჰიპონატრიემია◊, დეჰიდრატაცია◊◊, მადის დაქვეითება◊◊, წონის კლება

ხშირი

ჰიპომაგნიემია, ჰიპერურიკემია, ჰიპერკალციემია +

ხშირი

ჰიპოკალიემია◊,◊◊,

ჰიპერგლიკემია, ჰიპოკალციემია◊, შაქრიანი დიაბეტი◊, ჰიპოფოსფატემია, ჰიპონატრიემია◊, ჰიპერურიკემია, პოდაგრა, დეჰიდრატაცია◊◊, მადის დაქვეითება◊◊, წონის კლება

ფსიქიატრიული დარღვევები

ძალიან ხშირი დეპრესია, უძილობა

ნაკლებად ხშირი

ლიბიდოს დაკარგვა

ხშირი

დეპრესია, უძილობა

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ძალიან ხშირი

პერიფერიული ნეიროპათიები◊◊, პარესთეზია, თავბრუსხვევა◊◊, ტრემორი, დისგევზია, თავის ტკივილი

ხშირი

ატაქსია, წონასწორობის დარღვევა, სინკოპე◊◊, ნევრალგია, დიზესთეზია

ძალიან ხშირი

პერიფერიული ნეიროპათიები ◊◊

ხშირი

თავის ტვინის ინსულტი◊, თავბრუსხვევა◊◊, სინკოპე◊◊, ნევრალგია

ნაკლებად ხშირი

ქალასშიდა სისხლდენა^, გარდამავალი იშემიური შეტევა, ცერებრალური იშემია

დარღვევები თვალის მხრივ

ძალიან ხშირი

კატარაქტა, მხედველობის დაბინდვა

ხშირი

მხედველობის სიმახვილის შემცირება

ხშირი კატარაქტა

ნაკლებად ხშირი

სიბრმავე

დარღვევები ყურისა და ლაბირინთის მხრივ

ხშირი

სიყრუე (მათ შორის ჰიპოაკუზია), ტინიტუსი

დარღვევები გულის მხრივ

ხშირი

წინაგულების ფიბრილაცია◊,◊◊, ბრადიკარდია

ნაკლებად ხშირი

არითმია, QT ინტერვალის გახანგრძლივება, წინაგულების თრთოლვა, პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია

ხშირი

მიოკარდიუმის ინფარქტი (მათ შორის მწვავე)^,◊, წინაგულების ფიბრილაცია◊,◊◊, გულის შეგუბებითი უკმარისობა◊, ტაქიკარდია, გულის უკმარისობა◊,◊◊, მიოკარდიუმის იშემია◊

სისხლძარღვოვანი დარღვევები

ძალიან ხშირი

ვენური თრომბოემბოლიური მოვლენები^, უპირატესად ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის არტერიის მბოლია^,◊,◊◊, ჰიპოტენზია◊◊

ხშირი

ჰიპერტენზია, ეკქიმოზი^

ძალიან ხშირი

ვენური თრომბოემბოლიური მოვლენები^, უპირატესად ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის არტერიის ემბოლია^,◊,◊◊

ხშირი

ვასკულიტი, ჰიპოტენზია◊◊, ჰიპერტენზია

ნაკლებად ხშირი

იშემია, პერიფერიული იშემია, ინტრაკრანიალური ვენური სინუსის თრომბოზი

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის მხრივ

ძალიან ხშირი

ქოშინი◊,◊◊, ეპისტაქსისი^, ხველა

ხშირი

დისფონია

ხშირი

რესპირატორული დისტრესი◊, ქოშინი◊,◊◊, პლევრული ტკივილი◊◊, ჰიპოქსია◊◊

დარღვეევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ძალიან ხშირი

დიარეა◊,◊◊, ყაბზობა◊, მუცლის ტკივილი◊◊, გულისრევა, ღებინება◊◊, დისპეფსია, პირის სიმშრალე, სტომატიტი

ხშირი

კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა (მათ შორის სწორი ნაწლავის სისხლდენა, ჰემოროიდული სისხლდენა, პეპტიური წყლულიდან სისხლდენა და ღრძილებიდან სისხლდენა)^,◊◊, დისფაგია

ნაკლებად ხშირი

კოლიტი, ცეციტი

ხშირი

კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა^,◊,◊◊, წვრილი ნაწლავის გაუვალობა◊◊, დიარეა◊◊, ყაბზობა◊, მუცლის ტკივილი◊◊, გულისრევა, ღებინება◊◊

დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ

ძალიან ხშირი

ალანინამინოტრანსფერაზას მომატება, ასპარტატ ამინოტრანსფერაზას მომატება

ხშირი

ჰეპატოცელულარული დაზიანება◊◊, ღვიძლის ფუნქციური ტესტების დარღვევა◊, ჰიპერბილირუბინემიანაკლებად ხშირი

ღვიძლის უკმარისობა^

ხშირი

ქოლესტაზი◊, ჰეპატოტოქსიურობა, ჰეპატოცელულარული დაზიანება◊◊, ალანინ ამინოტრანსფერაზას მომატება, ღვიძლის ფუნქციური ტესტების დარღვევა◊

ნაკლებად ხშირი

ღვიძლის უკმარისობა^

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ძალიან ხშირი გამონაყარი◊◊, ქავილი

ხშირი

ჭინჭრის ციება, ჰიპერჰიდროზი, კანის სიმშრალე, კანის ჰიპერპიგმენტაცია, ეგზემა, ერითემა

ნაკლებად ხშირი

წამლისმიერი გამონაყარი ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით◊◊, კანის ფერის შეცვლა, ფოტომგრძნობელობის რეაქცია

ხშირი გამონაყარი◊◊

ნაკლებად ხშირი

წამლისმიერი გამონაყარი ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით◊◊

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

ძალიან ხშირი

კუნთების სისუსტე◊◊, კუნთების სპაზმები, ძვლების ტკივილი◊, ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის ტკივილი და დისკომფორტი (მათ შორის ზურგის ტკივილი◊,◊◊), კიდურების ტკივილი, მიალგია, ართრალგია◊

ხშირი

სახსრების შეშუპება

ხშირი

კუნთების სისუსტე◊◊, ძვლების ტკივილი◊, ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის ტკივილი და დისკომფორტი (მათ შორის ზურგის ტკივილი◊,◊◊)

ნაკლებად ხშირი

სახსრების შეშუპება

დარღვევები თირკმლის და შარდსასქესო სისტემის მხრივ

ძალიან ხშირი

თირკმლის უკმარისობა (მათ შორის მწვავე)◊, ◊◊

ხშირი

ჰემატურია^, შარდის შეკავება, შარდის შეუკავებლობანაკლებად ხშირი

შეძენილი ფანკონის სინდრომი

ნაკლებად ხშირი

თირკმლის მილაკოვანი ნეკროზი

დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის მხრივ

ხშირი

ერექციული დისფუნქცია

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა გამოყენების ადგილას

ძალიან ხშირი

დაღლილობა◊,◊◊, შეშუპება (მათ შორის პერიფერიული შეშუპება), პირექსია◊,◊◊, ასთენია, გრიპის მსგავსი დაავადების სინდრომი (მათ შორის პირექსია, ხველა, მიალგია, ძვალ-კუნთოვანი ტკივილი, თავის ტკივილი და შემცივნება)

ხშირი

გულმკერდის ტკივილი◊,◊◊, ლეთარგია

ძალიან ხშირი …

ჭარბი დოზა

პაციენტებში ლენალიდომიდის დოზის გადაჭარბების მართვის სპეციფიკური გამოცდილება არ არსებობს, თუმცა დოზის დიაპაზონის კვლევებში ზოგიერთ პაციენტს 150 მგ-მდე დოზა მიეწოდა, ხოლო ერთჯერადი დოზის კვლევებში 400 მგ-მდე. ამ კვლევებში დოზის შემზღუდველი ტოქსიკურობა ძირითადად ჰემატოლოგიური იყო. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია დამხმარე მკურნალობა.

შემადგენლობა

ლენამერი, 10 მგ მყარი კაფსულები

თითოეული კაფსულა შეიცავს 10 მგ ლენალიდომიდს

ცნობილი ეფექტის მქონე დამხმარე ნივთიერება

თითოეული კაფსულა შეიცავს 214 მგ ლაქტოზას

ლენამერი, 25 მგ მყარი კაფსულები

თითოეული კაფსულა შეიცავს 25 მგ ლენალიდომიდს

ცნობილი ეფექტის მქონე დამხმარე ნივთიერება

თითოეული კაფსულა შეიცავს 200 მგ ლაქტოზას

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამოანთვალი იხილეთ 6.1 პარაგრაფში.

სამკურნალწამლო ფორმა

მყარი კაფსულა.

ლენამერი, 10 მგ მყარი კაფსულები

ყვითელი გაუმჭვირვალე თავსახური და ნაცრისფერი გაუმჭვირვალე კორპუსი, კაფსულის გარსის ზომით No0, 21.20-22.20 მმ, შავი მელნით დაბეჭდილი „LP“ თავსახურზე და „639“ კორპუსზე.

ლენამერი, 20 მგ მყარი კაფსულები

თეთრი, გაუმჭვირვალე თავსახური და თეთრი, გაუმჭვირვალე კორპუსი, კაფსულის გარსის ზომით No0, 21.20-22.20 მმ, შავი მელნით დაბეჭდილი „LP“ თავსახურზე და „642“ კორპუსზე.

შენახვის პირობები

3 წელი.

განსაკუთრებული ზომები შენახვისთვის

ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

კონტეინერის აღწერა და შემადგენლობა

მუყაოს კოლოფი, რომელიც შეიცავს პოლივინილქლორიდის (PVC)/ACLAR/ალუმინის ბლისტერებს, თითოეულში 7 კაფსულა.

ლენამერი 10 მგ და 25 მგ, შეფუთვის ზომა 21 კაფსულა.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისა და სხვა დამუშავების დროს

კაფსულები არ უნდა გაიხსნას ან დაიმსხვრეს. ლენალიდომიდის ფხვნილის კანთან კონტაქტის შემთხვევაში კანი დაუყოვნებლივ და კარგად უნდა დაიბანოთ საპნითა და წყლით. თუ ლენალიდომიდი ლორწოვან გარსებთან კონტაქტში მოხვდება, ისინი კარგად უნდა გაირეცხოს წყლით.

ჯანდაცვის სპეციალისტებმა და მომვლელებმა ბლისტერთან ან კაფსულასთან შეხებისას ერთჯერადი ხელთათმანები უნდა გამოიყენონ. შემდეგ ხელთათმანები ფრთხილად უნდა მოიხსნათ კანის კონტაქტის თავიდან ასაცილებლად, მოათავსოთ ჰერმეტულ პლასტმასის პოლიეთილენის პარკში და გადააგდოთ ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად. შემდეგ ხელები კარგად უნდა დაიბანოთ საპნითა და წყლით. ორსული ქალები, ან ქალები, რომელთა ორსულობაც საეჭვოა, ბლისტერს ან კაფსულას არ უნდა შეეხონ (იხილეთ პარაგრაფი 4.4).

ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

სხვა იმუნოსუპრესანტები. ათქ კოდი: L04AX04.

მოქმედების მექანიზმი

ლენალიდომიდი პირდაპირ უკავშირდება ცერებლონს, რომელიც კულინის რგოლის E3 უბიკვიტინ ლიგაზას ენზიმური კომპლექსის კომპონენტს წარმოადგენს, რომელიც მოიცავს დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას (დნმ) დაზიანებასთან შემაკავშირებელ ცილა 1-ს (DDB1), კულინს 4-ს (CUL4) და კულინს 1-ის რეგულატორს (Roc1). ჰემატოპოეზურ უჯრედებში, ლენალიდომიდის ცერებლონთან შეკავშირება იზიდავს სუბსტრატულ ცილებს Aiolos-სა და Ikaros-ს, ლიმფოიდურ ტრანსკრიფციულ ფაქტორებს, რაც იწვევს მათ უბიკვიტინაციას და შემდგომ დეგრადაციას, რაც იწვევს პირდაპირ ციტოტოქსიურ და იმუნომოდულატორულ ეფექტებს.

კერძოდ, ლენალიდომიდი აფერხებს გარკვეული ჰემატოპოეზური სიმსივნური უჯრედების პროლიფერაციას და აძლიერებს აპოპტოზს (მათ შორის MM პლაზმური სიმსივნური უჯრედების, ფოლიკულური ლიმფომის სიმსივნური უჯრედების და მე-5 ქრომოსომის დელეციით დაავადებული უჯრედების), აძლიერებს T უჯრედების და ბუნებრივი კილერების (NK) უჯრედების მიერ განპირობებულ იმუნიტეტს და ზრდის NK, T და NK T უჯრედების რაოდენობას.

ლენალიდომიდის და რიტუქსიმაბის კომბინაცია ზრდის ADCC-ს და პირდაპირ სიმსივნის აპოპტოზს ფოლიკულური ლიმფომის უჯრედებში.

ლენალიდომიდის მოქმედების მექანიზმი ასევე მოიცავს დამატებით აქტივობებს, როგორიცაა ანტიანგიოგენური და პროერითროპოეზური თვისებები. ლენალიდომიდი აინჰიბირებს ანგიოგენეზს ენდოთელური უჯრედების მიგრაციისა და ადჰეზიის და მიკროსისხლძარღვების ფორმირების ბლოკირებით, აძლიერებს ფეტალური ჰემოგლობინის გამომუშავებას CD34+ ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედების მიერ და აფერხებს მონოციტების მიერ პროინფლამატორული ციტოკინების (მაგ., TNF-α და IL-6) გამომუშავებას.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ლენალიდომიდის ეფექტურობა და უსაფრთხოება შეფასდა ახლად დიაგნოზირებული მრავლობითი მიელომის ექვს მე-3 ფაზის კვლევაში, მორეციდივე რეფრაქტერული მრავლობითი მიელომის ორ მე-3 ფაზის კვლევაში, მიელოდისპლაზიური სინდრომების ერთ მე-3 ფაზის კვლევასა და ერთ მე-2 ფაზის კვლევაში, მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის ერთ მე-2 ფაზის კვლევაში და iNHL-ის ერთ მე-3 და ერთ მე-3b ფაზის კვლევაში, როგორც ქვემოთ არის აღწერილი.

ახლად დიაგნოზირებული მრავლობითი მიელომა

ლენალიდომიდის შემანარჩუნებელი თერაპია პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ASCT

ლენალიდომიდით შემანარჩუნებელი თერაპიის ეფექტურობა და უსაფრთხოება შეფასდა ორ, მესამე ფაზის, მულტიცენტრულ, რანდომიზებულ, ორმაგ ბრმა, 2-ჯგუფიან, პარალელურ ჯგუფებიან,, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში: CALGB 100104 და IFM 2005-02.

CALGB 100104

კვლევაში მონაწილეობდნენ 18-დან 70 წლამდე ასაკის პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებოდათ აქტიური MM, რომელიც მკურნალობას საჭიროებდა და მათი დაავადება არ პროგრესირებდა საწყისი მკურნალობის შემდეგ.

პაციენტები რანდომიზებული იყვნენ 1:1 თანაფარდობით ASCT შემდეგ 90-100 დღის განმავლობაში ლენალიდომიდის ან პლაცებოს შემანარჩუნებელი თერაპიის მისაღებად. შემანარჩუნებელი დოზა იყო 10 მგ დღე-ღამეში ერთხელ, განმეორებითი 28-დღიანი ციკლების 1-28-ე დღეს (დოზა-შემზღუდავი ტოქსიკურობის არარსებობის შემთხვევაში, 3 თვის შემდეგ იზრდებოდა 15 მგ-მდე დღე-ღამეში ერთხელ) და მკურნალობა გაგრძელდა დაავადების პროგრესირებამდე.

კვლევაში ეფექტურობის პირველადი ენდპოინტი იყო პროგრესირებისგან თავისუფალი გადარჩენა (PFS) რანდომიზაციიდან პროგრესირების ან გარდაცვალების თარიღამდე, რომელიც პირველი მოხდებოდა; კვლევა არ იყო დაფუძნებული საერთო გადარჩენის ენდპოინტზე. სულ რანდომიზებული იქნა 460 პაციენტი: 231 პაციენტი ლენალიდომიდს და 229 პაციენტი პლაცებოს ჯგუფში. დემოგრაფიული და დაავადებასთან დაკავშირებული მახასიათებლები ორივე ჯგუფში დაბალანსებული იყო.

კვლევას სიბრმავე მოეხსნა მონაცემთა მონიტორინგის კომიტეტის რეკომენდაციების საფუძველზე, მას შემდეგ, რაც გადალახეს PFS-ს წინასწარ დაგეგმილი შუალედური ანალიზის ზღვარი. სიბრმავის მოხსნის შემდეგ, პლაცებო ჯგუფის პაციენტებს ნება დართეს დაავადების პროგრესირებამდე ლენალიდომიდი მიეღოთ.

PFS -ს შედეგები სიბრმავის მოხსნისას, წინასწარ დაგეგმილი შუალედური ანალიზის შემდეგ, 2009 წლის 17 დეკემბრის (15.5 თვის დაკვირვების პერიოდის) ზღვრული პერიოდის გამოყენებით, გამოვლინდა დაავადების პროგრესირების ან სიკვდილის რისკის 62%-ით შემცირება ლენალიდომიდის სასარგებლოდ (HR=0.38; 95% CI 0.27, 0.54; p <0.001). ლენალიდომიდის ჯგუფში საშუალო PFS იყო 33.9 თვე (95% CI NE, NE) პლაცებოს ჯგუფში კი - 19.0 თვე (95% CI 16.2, 25.6).

PFS გაუმჯობესება დაფიქსირდა როგორც CR მქონე პაციენტების ქვეჯგუფში, ასევე იმ პაციენტების ქვეჯგუფში, რომლებმაც CR მიღწევა ვერ შეძლეს.

კვლევის შედეგები, 2016 წლის 1 თებერვლის ზღვრული თარიღის გამოყენებით, წარმოდგენილია ცხრილში 7.

ცხრილი 7: ეფექტურობის საერთო მონაცემების შეჯამება

ლენალიდომიდი (N=231)

პლაცებო (N=229)

მკვლევარის მიერ შეფასებული PFS

საშუალოa PFS დრო, თვეები(95% CI)b

  • 9 (41.9, 71.7)

29,4 (20.7, 35.5)

HR [95% CI]c; p-მნიშვნელობაd

  • 61 (0.48, 0.76); <0.001

PFS2e

საშუალოa PFS2 დრო, თვეები (95% CI)b

  • 2 (63.3, 101.8)
  • 8 (41.3, 64.0)

HR [95% CI]c; p-მნიშვნელობაd

  • 61 (0.48, 0.78); <0.001

საერთო გადარჩენა

საშუალოa OS დრო, თვეები (95% CI)b

111.0 (101.8, NE)

  • 2 (71.0, 102.7)

8- წლის გადარჩენის მაჩვენებელი, % (SE)

  • 9 (3.78)
  • 6 (3.98)

HR [95% CI]c; p-მნიშვნელობაd

  • 61 (0.46, 0.81); <0.001

შემდგომი მეთვალყურეობა

საშუალოf (min, max): თვეები: ყველა გადარჩენილი პაციენტი

  • 9 (0.0, 119.8)
  • 0 (4.1, 119.5)

CI=სანდოობის ინტერვალი; HR=საფრთხის წილი; max=მაქსიმუმი; min=მინიმუმი; NE= არ არის შეფასებადი; OS=საერთო გადარჩენა; PFS= პროგრესირების გარეშე გადარჩენა;

a მედიანა ეფუძნება კაპლან-მაიერის შეფასებას.

b მედიანას დაახლოებით 95%-იანი CI

c Cox პროპორციული საფრთხეების მოდელზე დაყრდნობით, რომელიც ადარებს მითითებულ მკურნალობის ჯგუფებთან დაკავშირებულ საფრთხის ფუნქციებს.

d p-მნიშვნელობა ეფუძნება კაპლან-მაიერის მრუდის განსხვავებების არასტრატიფიცირებულ log-rank ტესტს მითითებულ მკურნალობის ჯგუფებს შორის.

e ექსპლორაციული ენდპოინტი (PFS2). ლენალიდომიდი, რომელიც მიიღეს პლაცებოს ჯგუფში მყოფმა სუბიექტებმა, რომლებიც გადავიდნენ PD -ზე კვლევის შესახებ ინფორმაციის გამჯღავნებისას, არ განიხილებოდა მეორე ხაზის თერაპიად.

f ყველა გადარჩენილი სუბიექტის ASCT შემდგომი მეთვალყურეობის საშუალო მაჩვენებელი.

მონაცემების აღება: 17 დეკ 2009 და 01 თებ 2016

IFM 2005-02

დიაგნოზის დასმის დროს <65 წლის პაციენტები, რომლებსაც ჩაუტარდათ ASCT და ჰემატოლოგიური გამოჯანმრთელების დროს მიღწეული ჰქონდათ დაავადების სულ მცირე სტაბილური პასუხი, კვლევაში მონაწილეობდნენ. პაციენტები რანდომიზებულნი იყვნენ 1:1 თანაფარდობით ლენალიდომიდის ან პლაცებოს შემანარჩუნებელი თერაპიის (10 მგ დღე-ღამეში ერთხელ განმეორებითი 28-დღიანი ციკლების 1-28-ე დღეებში, დღე-ღამეში ერთხელ 15მგ-მდე ზრდით დოზის შემზღუდველი ტოქსიკურობის არარსებობის შემთხვევაში 3 თვის შემდეგ) მისაღებად ლენალიდომიდის კონსოლიდაციის 2 კურსის შემდეგ (25 მგ/დღე-ღამეში, 28-დღიანი ციკლის 1-21 დღეები). მკურნალობა უნდა გაგრძელებულიყო დაავადების პროგრესირებამდე.

პირველადი ენდპოინტი იყო PFS, რომელიც განისაზღვრა რანდომიზაციიდან, პროგრესირების ან სიკვდილის თარიღამდე. კვლევა არ იყო ორიენტირებული საერთო გადარჩენის ენდპოინტზე. სულ რანდომიზებული იქნა 614 პაციენტი: 307 პაციენტი ლენალიდომიდის და 307 პაციენტი პლაცებოს ჯგუფში.

კვლევას სიბრმავე მოეხსნა მონაცემთა მონიტორინგის კომიტეტის რეკომენდაციების საფუძველზე, PFS-ის წინასწარ დაგეგმილი შუალედური ანალიზის ზღურბლის გადალახვის შემდეგ. ბრმა რეჟიმის მოხსნის შემდეგ, პლაცებოს მიმღები პაციენტები დაავადების პროგრესირებამდე არ გადასულან ლენალიდომიდით თერაპიაზე. ლენალიდომიდის ჯგუფი გაუქმდა პროაქტიული უსაფრთხოების ღონისძიების სახით, SPM-ების დისბალანსის დაფიქსირების შემდეგ (იხ. პარაგრაფი 4.4).

წინასწარ დაგეგმილი შუალედური ანალიზის შემდეგ, PFS-ის შედეგებმა 2010 წლის 7 ივლისის (31.4 თვის დაკვირვების პერიოდის) გამოყენებით, ბრმა რეჟიმის მოხსნისას აჩვენა დაავადების პროგრესირების ან სიკვდილის რისკის 48%-ით შემცირება ლენალიდომიდის სასარგებლოდ (HR=0.52; 95% CI 0.41, 0.66; p <0.001). ლენალიდომიდის ჯგუფში საშუალო საერთო PFS თვეები იყო (95% CI 35.7, 42.4), პლაცებოს ჯგუფში კი - 22.8 თვე (95% CI 20.7, 27.4).

PFS სარგებელი ნაკლები იყო CR პაციენტების ქვეჯგუფში იმ პირებთან შედარებით, რომლებმაც არ მიაღწიეს CR-ს.

განახლებული PFS, 2016 წლის 1 თებერვლის (96.7 თვიანი მეთვალყურეობა) ზღვრული მაჩვენებლის გამოყენებით, კვლავ აჩვენებს PFS-ის უპირატესობას: HR=0.57 (95% CI 0.47, 0.68; p <0.001). საშუალო საერთო PFS იყო 44.4 თვე (39.6, 52.0) ლენალიდომიდის ჯგუფში და 23.8 თვე (95% CI 21.2, 27.3) პლაცებოს ჯგუფში. PFS2-თვის აღნიშნული HR იყო 0.80 (95% CI 0.66, 0.98; p=0.026) ლენადომიდისთვის პლაცებოსთან შედარებით. ლენალიდომიდის ჯგუფში საშუალო PFS2 იყო 69.9 თვე (95% CI 58.1, 80.0), პლაცებოს ჯგუფში კი - 58.4 თვე (95% CI 51.1, 65.0). OS -თვის HR ლენალიდომიდისთვის პლაცებოსთან შედარებით იყო 0.90: (95% CI 0.72, 1.13; p=0.355). საშუალო საერთო გადარჩენის დრო ლენალიდომიდის ჯგუფში იყო 105.9 თვე (95% CI 88.8, NE) პლაცებოს ჯგუფის 88.1 თვესთან (95% CI 80.7, 108.4) შედარებით.

ლენალიდომიდი ბორტეზომიბთან და დექსამეტაზონთან კომბინაციაში იმ პაციენტებში, რომლებიც არ არიან ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციისთვის შესაფერისი

SWOG S0777 კვლევაში შეფასდა ბორტეზომიბის დამატება ლენალიდომიდის და დექსამეტაზონის საფუძველზე საწყისი მკურნალობის სახით, რასაც მოჰყვებოდა Rd-ის გაგრძელება დაავადების პროგრესირებამდე, პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდატ ადრე არანამკურნალები მრავლობითი მიელომა და რომლებიც ან არ იყვნენ კვალიფიციურები ტრანსპლანტაციისთვის, ან აკმაყოფილებდნენ გადანერგვის კრიტერიუმებს დაუყოვნებელი ტრანსპლანტაციის ჩატარების გეგმის გარეშე.

ლენალიდომიდის, ბორტეზომიბის და დექსამეტაზონის (RVd) ჯგუფის პაციენტები იღებდნენ ლენალიდომიდს 25 მგ/დღე-ღამეში პერორალურად 1-14 დღეს, ინტრავენურ ბორტეზომიბს 1.3 მგ/მ2 1, 4, 8 და 11-ე დღეს და დექსამეტაზონს 20 მგ/დღე-ღამეში პერორალურად განმეორებითი 21-დღიანი ციკლის 1, 2, 4, 5, 8, 9, 11 და 12-ე დღეს, რვა 21-დღიანი ციკლის განმავლობაში (24 კვირა). ლენალიდომიდის და დექსამეტაზონის (Rd) ჯგუფის პაციენტები იღებდნენ ლენალიდომიდს 25 მგ/დღე-ღამეში პერორალურად 1-21 დღეს, ხოლო დექსამეტაზონს 40 მგ/დღე-ღამეში პერორალურად 1, 8, 15 და 22-ე დღეს, ექვს 28-დღიან ციკლამდე (24 კვირა). ორივე ჯგუფის პაციენტები იღებდნენ Rd-ს: ლენალიდომიდს 25 მგ/დღე-ღამეში პერორალურად 28-დღიანი განმეორებითი ციკლების 1-21 დღეს და დექსამეტაზონს 40 მგ/დღე-ღამეში პერორალურად 1, 8, 15 და 22-ე დღეს. მკურნალობა უნდა გაგრძელებულიყო დაავადების პროგრესირებამდე.

კვლევაში ეფექტურობის ძირითადი ენდპოინტი იყო პროგრესირების გარეშე გადარჩენა (PFS). კვლევაში სულ 523 პაციენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 263 პაციენტი რანდომულად იყო განაწილებული RVd ჯგუფში და 260 პაციენტი Rd ჯგუფში. პაციენტების დემოგრაფიული და დაავადებასთან დაკავშირებული საწყისი მახასიათებლები კარგად იყო დაბალანსებული ჯგუფებს შორის.

IRAC-ის მიერ შეფასებული PFS შედეგები პირველადი ანალიზის დროს, 2015 წლის 5 ნოემბრის (50.6 თვიამნი დაკვირვების) ზღვრული პერიოდის გამოყენებით, აჩვენებს დაავადების პროგრესირების ან სიკვდილის რისკის 24%-ით შემცირებას RVd-ის სასარგებლოდ (HR = 0.76; 95% CI 0.61, 0.94; p = 0.010). RVd ჯგუფში საშუალო საერთო PFS იყო 42.5 თვე (95% CI 34.0, 54.8), Rd ჯგუფში კი - 29.9 თვე (95% CI 25.6, 38.2). სარგებელი დაფიქსირდა ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციისთვის შესაბამისობის მიუხედავად.

კვლევის შედეგები, 2016 წლის 1 დეკემბრის ზღვრული თარიღის გამოყენებით, სადაც ყველა გადარჩენილი სუბიექტის საშუალო დაკვირვების დრო 69.0 თვე იყო, წარმოდგენილია ცხრილში 8. RVd-ის სასარგებლოდ უპირატესობა დაფიქსირდა ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციისთვის შესაბამისობის მიუხედავად.

ცხრილი 8. ეფექტურობის საერთო მონაცემების შეჯამება

საწყისი მკურნალობა

RVd

(3-კვირიანი ციკლები × 8) (N = 263)

Rd

(4-კვირიანი ციკლები × 6) (N = 260)

IRAC-შეფასებული PFS (თვეები)

საშუალოa PFS დრო, თვეები (95% CI)b

  • 7 (33.1, 51.5)
  • 7 (24.2, 37.8)

HR [95% CI]c; p-მნიშვნელობაd

  • 76 (0.62, 0.94); 0.010

საერთო გადარჩენა (თვეები)

საშუალოa OS დრო, თვეები (95% CI)b

  • 1 (76.1, NE)
  • 2 (58.4, 90.8)

HR [95% CI]c; p-მნიშვნელობd

  • 72 (0.56, 0.94); 0.013

პასუხი– n (%)

საერთო პასუხი:CR, VGPR, or PR

199 (75.7)

170 (65.4)

≥ VGPR

153 (58.2)

83 (31.9)

შემდგომი მეთვალყურეობა (თვეები)

საშუალოe (min, max): ყველა პაციენტი

  • 6 (0.2, 99.4)
  • 4 (0.4, 99.1)

CI=სანდოობის ინტერვალი; HR=საფრთხის წილი; max=მაქსიმუმი; min=მინიმუმი; NE= არ არის შეფასებადი; OS=საერთო გადარჩენა; PFS= პროგრესირების გარეშე გადარჩენა;

a მედიანა ეფუძნება კაპლან-მაიერის შეფასებას.

b ორმხრივი 95% CI საშუალო დროსთან დაკავშირებით.

c Cox არასტრატიფიცირებულ, პროპორციული საფრთხეების მოდელზე დაყრდნობით, რომელიც ადარებს მითითებულ მკურნალობის ჯგუფებთან დაკავშირებულ საფრთხის ფუნქციებს (RVd:Rd).

d p-მნიშვნელობა ეფუძნება არასტრატიფიცირებულ log-rank ტესტს

e დაკვირვების საშუალო ხანგრძლივობა გამოითვალა რანდომიზაციის თარიღიდან.

მონაცემების აღება: 01 დეკ 2016

განახლებული OS შედეგები, 2018 წლის 1 მაისის ზღვრული პერიოდის გამოყენებით (გადარჩენილი სუბიექტების საშუალო დაკვირვების პერიოდი 84.2 თვე), კვლავ აჩვენებს OS-ს უპირატესობას RVd-ის სასარგებლოდ: HR = 0.73 (95% CI 0.57, 0.94; p=0.014). 7 წლის შემდეგ გადარჩენილი სუბიექტების წილი RVd ჯგუფში 54.7% იყო, Rd ჯგუფში კი - 44.7%.

ლენალიდომიდი დექსამეტაზონთან კომბინაციაში იმ პაციენტებში, რომლებიც არ არიან ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციისთვის შესაფერისი

ლენალიდომიდის უსაფრთხოება და ეფექტურობა შეფასდა მე-3 ფაზის, მულტიცენტრულ, რანდომიზებულ, ღია, 3-ჯგუფიან კვლევაში (MM-020), რომელშიც მონაწილეობდნენ მინიმუმ 65 წლის ან უფროსი ასაკის პაციენტები, ან, თუ ისინი 65 წელზე უმცროსი ასაკის იყვნენ და არ იყვნენ ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის კანდიდატები, რადგან უარი თქვეს ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციაზე ან ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია პაციენტისთვის ხელმისაწვდომი არ არის ფასის ან სხვა მიზეზის გამო. კვლევაში (MM-020) ლენალიდომიდი და დექსამეტაზონი (Rd), რომლებიც გამოიყენებოდა 2 სხვადასხვა ხანგრძლივობით (ანუ დაავადების პროგრესირებამდე [ჯგუფი Rd] ან თვრამეტი 28-დღიანი ციკლის განმავლობაში [72 კვირა, ჯგუფი Rd18]), შეადარეს მელფალანთან, პრედნიზონთან და თალიდომიდთან (MPT) მაქსიმუმ თორმეტი 42-დღიანი ციკლის (72 კვირა) განმავლობაში. პაციენტები რანდომულად (1:1:1) გადანაწილდნენ 3 სამკურნალო ჯგუფიდან 1-ში. პაციენტები რანდომიზაციის დროს სტრატიფიცირებულნი იყვნენ ასაკის (≤75 vs >75 წელი), სტადიის (ISS სტადიები I და II vs III სტადია) და ქვეყნის მიხედვით.

Rd და Rd18 ჯგუფების პაციენტები იღებდნენ 25 მგ ლენალიდომიდს დღე-ღამეში ერთხელ, 28-დღიანი ციკლის 1-დან 21-ე დღემდე, პროტოკოლის ჯგუფის მიხედვით. 40 მგ დექსამეტაზონს იღებდნენ დღე-ღამეში ერთხელ, თითოეული 28-დღიანი ციკლის 1, 8, 15 და 22-ე დღეს. Rd და Rd18-ის საწყისი დოზა და რეჟიმი კორექტირდებოდა ასაკისა და თირკმლის ფუნქციის მიხედვით (იხ. პარაგრაფი 4.2). >75 წლის პაციენტები იღებდნენ დექსამეტაზონის 20 მგ დოზას დღე-ღამეში ერთხელ, თითოეული 28-დღიანი ციკლის 1, 8, 15 და 22-ე დღეს. კვლევის დროს ყველა პაციენტმა მიიღო პროფილაქტიკური ანტიკოაგულაციური თერაპია (დაბალი მოლეკულური წონის ჰეპარინი, ვარფარინი, ჰეპარინი, დაბალი დოზით ასპირინი).

კვლევაში ეფექტურობის ძირითადი ენდპოინტი იყო პროგრესირების გარეშე გადარჩენა (PFS). კვლევაში სულ 1623 პაციენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 535 პაციენტი რანდომულად გადანაწილდა Rd ჯგუფში, 541 პაციენტი რანდომულად გადანაწილდა Rd18 ჯგუფში და 547 პაციენტი რანდომულად გადანაწილდა MPT ჯგუფში. პაციენტების დემოგრაფიული და დაავადებასთან დაკავშირებული საწყისი მახასიათებლები კარგად დაბალანსებული იყო სამივე ჯგუფში. ზოგადად, კვლევის მონაწილეებს დაავადების გვიანი სტადია ჰქონდათ: კვლევის მთლიანი პოპულაციის 41%-ს ჰქონდა ISS III სტადია, 9%-ს კი - თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი [CLcr] <30 მლ/წთ). სამ ჯგუფში საშუალო ასაკი იყო 73 წელი.

PFS-ის, PFS2-ის და OS-ის განახლებულ ანალიზში, რომელიც 2014 წლის 3 მარტის ზღვრულ პერიოდს იყენებდა, სადაც ყველა გადარჩენილი სუბიექტის საშუალო მეთვალყურეობის დრო 45.5 თვე იყო, კვლევის შედეგები წარმოდგენილია ცხრილში 9:

ცხრილი 9. ეფექტურობის საერთო მონაცემების შეჯამება

Rd (N=535)

Rd18 (N=541)

MPT (N=547)

მკვლევარის მიერ შეფასებული PFS - (თვეები)

საშუალოna PFS დრო, თვეები (95% CI)b

  • 0 (20.7, 29.7)
  • 0 (19.7, 22.4)
  • 9 (19.8, 23.9)

HR [95% CI]c; p-მნიშვნელობაd

Rd vs MPT

  • 69 (0.59, 0.80); <0.001

Rd vs Rd18

  • 71 (0.61, 0.83); <0.001

Rd18 vs MPT

  • 99 (0.86, 1.14); 0.866

PFS2e - (თვეები)

საშუალოa PFS2 დრო, თვეები (95% CI)b

  • 9 (38.1, 47.4)
  • 0 (36.2, 44.2)
  • 0 (30.4, 37.8)

HR [95% CI]c; p-მნიშვნელობაd

Rd vs MPT

  • 74 (0.63, 0.86); <0.001

Rd vs Rd18

  • 92 (0.78, 1.08); 0.316

Rd18 vs MPT

  • 80 (0.69, 0.93); 0.004

საერთო გადარჩენა (თვეები)

საშუალოa OS დრო, თვეები (95% CI)b

  • 9 (56.0, NE)
  • 7 (50.1, NE)
  • 5 (44.2, 52.0)

HR [95% CI]c; p-მნიშვნელობაd

Rd vs MPT

  • 75 (0.62, 0.90); 0.002

Rd vs Rd18

  • 91 (0.75, 1.09); 0.305

Rd18 vs MPT

  • 83 (0.69, 0.99); 0.034

შემდგომი მეთვალყურეობა (თვეები)

საშუალოf (min, max): ყველა პაციენტი

  • 8 (0.0, 65.9)
  • 1 (0.4, 65.7)
  • 7 (0.0, 64.2)

მიელომის პასუხიg n (%)

CR

81 (15.1)

77 (14.2)

51 (9.3)

VGPR

152 (28.4)

154 (28.5)

103 (18.8)

PR

169 (31.6)

166 (30.7)

187 (34.2)

საერთო პასუხი: CR, VGPR, or PR

402 (75.1)

397 (73.4)

341 (62.3)

პასუხის ხანგრძლივობა-(თვეები)h

საშუალო პასუხის ხანგრძლივობა - (თვეები)a (95% CI)b

  • 0 (27.9, 43.4)
  • 1 (20.3, 24.0)
  • 3 (20.2, 24.9)

AMT=მიელომის საწინააღმდეგო თერაპია; CI=სანდოობის ინტერვალი; CR= სრული პასუხი; d= დექსამეტაზონის დაბალი დოზა;HR=საფრთხის წილი; IMWG= მიელომის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი; IRAC= ინციდენტებზე პასუხის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები დამოუკიდებელი კომიტეტი M= მელფალანი; max=მაქსიმუმი; min=მინიმუმი; NE = არ არის შეფასებადი; OS = საერთო გადარჩენა; P = პრედნიზოლონი; PFS = პროგრესირების გარეშე გადარჩენა; PR = ნაწილობრივი პასუხი; R=ლენალიდომიდი; Rd=Rd გამოიყენება პროგრესირებადი დაავადების დადასტურებამდე; Rd18=Rd გამოიყენება I 18 ციკლის განმავლობაში; SE=სტანდარტული შეცდომა; T=თალიდომიდი; VGPR=ძალიან კარგი ნაწილობრივი პასუხი; vs=versus.

a მედიანა ეფუძნება კაპლან-მაიერის შეფასებას.

b მედიანას დაახლოებით 95%-იანი CI

c Cox პროპორციული საფრთხეების მოდელზე დაყრდნობით, რომელიც ადარებს მითითებულ მკურნალობის ჯგუფებთან დაკავშირებულ საფრთხის ფუნქციებს.

d p-მნიშვნელობა ეფუძნება კაპლან-მაიერის მრუდის განსხვავებებს არასტრატიფიცირებულ log-rank ტესტს მითითებულ მკურნალობის ჯგუფებს შორის.

e ექსპლორაციული ენდპოინტი (PFS2).

fმედიანა არის უნივარიაციული სტატისტიკა ცენზურისთვის კორექტირების გარეშე.

g კვლევის მკურნალობის ფაზაში დადგენილი პასუხის საუკეთესო შეფასება (თითოეული პასუხის კატეგორიის განმარტებებისთვის, მონაცემთა აღების ბოლო ვადა = 2013 წლის 24 მაისი)

h მონაცემების აღება: 24 მაისი 2013

ლენალიდომიდი მელფალანთან და პრედნიზონთან კომბინაციაში, რასაც მოჰყვება შემანარჩუნებელი თერაპია იმ პაციენტებში, რომლებიც არ არიან შესაფერისი ტრანსპლანტაციისთვის

ლენალიდომიდის უსაფრთხოება და ეფექტურობა შეფასდა მე-3 ფაზის მულტიცენტრულ, რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, 3-ჯგუფიან კვლევაში (MM-015), რომელშიც მონაწილეობდნენ 65 წლის ან უფროსი ასაკის პაციენტები, რომელთა შრატის კრეატინინი <2.5 მგ/დლ იყო. კვლევაში ლენალიდომიდის მელფალანთან და პრედნიზონთან (MPR) კომბინაცია ( ლენალიდომიდის შემანარჩუნებელ თერაპიასთან ერთად ან მის გარეშე) დაავადების პროგრესირებამდე შეადარეს მელფალანსა და პრედნიზონს მაქსიმუმ 9 ციკლის განმავლობაში. პაციენტები რანდომულად განაწილდნენ 1:1:1 თანაფარდობით 3 სამკურნალო ჯგუფიდან ერთ-ერთში. პაციენტები რანდომიზაციის დროს სტრატიფიცირებულნი იყვნენ ასაკის (≤75 vs. >75 წელი) და სტადიის (ISS; I და II სტადიები vs. III სტადია) მიხედვით.

ამ კვლევაში შესწავლილი იყო MPR-ის (მელფალანი 0.18 მგ/კგ პერორალურად 28-დღიანი განმეორებითი ციკლების 1-დან 4 დღემდე; პრედნიზონი 2 მგ/კგ პერორალურად 28-დღიანი განმეორებითი ციკლების 1-დან 4 დღემდე; და ლენალიდომიდი 10 მგ/დღე-ღამეში პერორალურად 28-დღიანი განმეორებითი ციკლების 1-დან 21-ე დღემდე) კომბინირებული თერაპიის გამოყენება ინდუქციური თერაპიისთვის, 9 ციკლამდე. პაციენტებმა, რომლებმაც დაასრულეს 9 ციკლი ან რომლებმაც ვერ შეძლეს 9 ციკლის დასრულება აუტანლობის გამო, გადაინაცვლეს შემანარჩუნებელ თერაპიაზე, რომელიც დაიწყო 10 მგ ლენალიდომიდის მიღებით პერორალურად, განმეორებითი 28-დღიანი ციკლების 1-დან 21-ე დღემდე, დაავადების პროგრესირებამდე.

კვლევაში ეფექტურობის ძირითადი ენდპოინტი იყო პროგრესირების გარეშე გადარჩენა (PFS). კვლევაში სულ 459 პაციენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 152 პაციენტი რანდომულად იყო შერჩეული MPR+R ჯგუფში, 153 პაციენტი რანდომულად იყო შერჩეული MPR+p ჯგუფში და 154 პაციენტი რანდომულად იყო შერჩეული MPp+p ჯგუფში. პაციენტების დემოგრაფიული და დაავადებასთან დაკავშირებული საწყისი მახასიათებლები კარგად დაბალანსებული იყო სამივე ჯგუფში; აღსანიშნავია, რომ თითოეულ ჯგუფში ჩარიცხული პაციენტების დაახლოებით 50%-ს ჰქონდა შემდეგი მახასიათებლები: ISS სტადია III და კრეატინინის კლირენსი <60 მლ/წთ. საშუალო ასაკი იყო 71 წელი MPR+R და MPR+p ჯგუფებში და 72 წელი MPp+p ჯგუფში.

PFS-ის, PFS2-ის და OS-ის ანალიზში, რომელიც 2013 წლის აპრილის ზღვრულ პერიოდს იყენებდა, სადაც ყველა გადარჩენილი სუბიექტის საშუალო მეთვალყურეობის დრო 62.4 თვე იყო, კვლევის შედეგები წარმოდგენილია ცხრილში 10:

ცხრილი 10. ეფექტურობის საერთო მონაცემების შეჯამება

MPR+R (N=152)

MPR+p (N=153)

MPp +p (N=154)

მკვლევარის მიერ შეფასებული PFS - (თვე)

საშუალოa PFS დრო, თვეები (95% CI)

  • 4 …

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სამკურნალო საშუალების დასახელება

ლენამერი, 10 მგ მყარი კაფსულები

ლენამერი, 25 მგ მყარი კაფსულები

თვისებრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

ლენამერი, 10 მგ მყარი კაფსულები

თითოეული კაფსულა შეიცავს 10 მგ ლენალიდომიდს

ცნობილი ეფექტის მქონე დამხმარე ნივთიერება

თითოეული კაფსულა შეიცავს 214 მგ ლაქტოზას

ლენამერი, 25 მგ მყარი კაფსულები

თითოეული კაფსულა შეიცავს 25 მგ ლენალიდომიდს

ცნობილი ეფექტის მქონე დამხმარე ნივთიერება

თითოეული კაფსულა შეიცავს 200 მგ ლაქტოზას

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამოანთვალი იხილეთ 6.1 პარაგრაფში.

სამკურნალწამლო ფორმა

მყარი კაფსულა.

ლენამერი, 10 მგ მყარი კაფსულები

ყვითელი გაუმჭვირვალე თავსახური და ნაცრისფერი გაუმჭვირვალე კორპუსი, კაფსულის გარსის ზომით No0, 21.20-22.20 მმ, შავი მელნით დაბეჭდილი „LP“ თავსახურზე და „639“ კორპუსზე.

ლენამერი, 20 მგ მყარი კაფსულები

თეთრი, გაუმჭვირვალე თავსახური და თეთრი, გაუმჭვირვალე კორპუსი, კაფსულის გარსის ზომით No0, 21.20-22.20 მმ, შავი მელნით დაბეჭდილი „LP“ თავსახურზე და „642“ კორპუსზე.

კლინიკური მახასიათებლები

თერაპიული ჩვენება

მრავლობითი მიელომა

ლენამერი, მონოთერაპიის სახით, ნაჩვენებია ახლად დიაგნოზირებული მრავლობითი მიელომის მქონე ზრდასრული პაციენტების შემანარჩუნებელი თერაპიისთვის, რომლებსაც ჩაუტარდათ აუტოლოგიური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია.

ლენამერი, როგორც დექსამეტაზონთან, ან ბორტეზომიბთან და დექსამეტაზონთან, ან მელფალანთან და პრედნიზონთან კომბინირებული თერაპია (იხ. პარაგრაფი 4.2), ნაჩვენებია ადრე არანამკურნალევი მრავლობითი მიელომის მქონე ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ, რომლებიც არ არიან შესაფერისი ტრანსპლანტაციისთვის.

ლენამერი, დექსამეტაზონთან კომბინაციაში, ნაჩვენებია მრავლობითი მიელომის სამკურნალოდ ზრდასრულ პაციენტებში, რომლებმაც ადრე ჩაიტარეს თერაპიის სულ მცირე ერთი კურსი.

ფოლიკულური ლიმფომა

ლენამერი, რიტუქსიმაბთან (CD20-ის საწინააღმდეგო ანტისხეული) კომბინაციაში, ნაჩვენებია ადრე ნამკურნალები ფოლიკულური ლიმფომის (1-3ა ხარისხი) მქონე ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ.

მიელოდისპლაზიური სინდრომები

ლენამერი, როგორც მონოთერაპია, ნაჩვენებია ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ, რომლებსაც აღენიშნებათ ტრანსფუზიაზე დამოკიდებული ანემია, რაც გამოწვეულია დაბალი ან საშუალო-1 რისკის მიელოდისპლაზიური სინდრომებით, რომლებიც დაკავშირებულია იზოლირებულ 5q დელეციის ციტოგენეტიკურ ანომალიასთან, როდესაც სხვა თერაპიული ვარიანტები არასაკმარისი ან არაადეკვატურია.

მანტიის უჯრედის ლიმფომა

ლენამერი, როგორც მონოთერაპია, ნაჩვენებია მორეციდივე ან რეფრაქტერული მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის მქონე ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ (იხილეთ პარაგრაფები 4.4 და 5.1).

დოზირება და გამოყენების მეთოდი

ლენამერით მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც აქვს კიბოს საწინააღმდეგო თერაპიის გამოყენების გამოცდილება. ქვემოთ აღწერილი ყველა ჩვენებისთვის:

დოზა იცვლება კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემების მიხედვით (იხ. პარაგრაფი 4.4).

მკურნალობის დროს და მკურნალობის განახლებისას რეკომენდებულია დოზის კორექტირება მე-3 ან მე-4 ხარისხის თრომბოციტოპენიის, ნეითროპენიის ან ლენალიდომიდთან დაკავშირებული სხვა მე-3 ან მე-4 ხარისხის ტოქსიკურობის სამართავად.

ნეითროპენიის შემთხვევაში, პაციენტის მართვისას უნდა განიხილონ ზრდის ფაქტორების გამოყენების საკითხი

თუ დოზის გამოტოვებიდან 12 საათზე ნაკლები გავიდა, პაციენტს შეუძლია დოზის მიღება. თუ ჩვეულებრივი დოზის გამოტოვებიდან 12 საათზე მეტი გავიდა, პაციენტმა ის არ უნდა მიიღოს და შემდეგი დოზა უნდა მიიღოს მეორე დღეს ჩვეულებრივ დროს.

დოზირება

ახლად დიაგნოზირებული მრავლობითი მიელომა (NDMM)

ლენალიდომიდი დექსამეტაზონთან კომბინაციაში დაავადების პროგრესირებამდე იმ პაციენტებში, რომლებშიც ტრანსპლანტაცია ვერ ჩატარდება

ლენალიდომიდით მკურნალობა არ უნდა დაიწყოს, თუ ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა (ANC) <1.0 x 109/ლ და/ან თრომბოციტების რაოდენობა <50 x 109/ლ-ია.

რეკომენდებული დოზა

ლენალიდომიდის რეკომენდებული საწყისი დოზაა 25 მგ პერორალურად დღე-ღამეში ერთხელ, 28-დღიანი განმეორებითი ციკლების 1-დან 21-ე დღემდე.

დექსამეტაზონის რეკომენდებული დოზაა 40 მგ პერორალურად დღე-ღამეში ერთხელ, განმეორებითი 28-დღიანი ციკლების 1, 8, 15 და 22-ე დღეს. პაციენტებს შეუძლიათ ლენალიდომიდით და დექსამეტაზონით თერაპია გააგრძელონ დაავადების პროგრესირებამდე ან აუტანლობის გამოვლენამდე.

დოზის შემცირების ეტაპები

ლენალიდომიდიa

დექსამეტაზონიa

საწყისი დოზა

25 მგ

40 მგ

დოზის დონე -1

20 მგb

20 მგ

დოზის დონე-2

15 მგb

12 მგ

დოზის დონე-3

10 მგ

8 მგ

დოზის დონე-4

5 მგb

4 მგ

დოზის დონე-5

  • 5 მგb

არ არის შესაფერისი

ª ორივე პროდუქტის დოზის შემცირება შესაძლებელია დამოუკიდებლად.

b LENAMER არ არის ხელმისაწვდომი 2.5 მგ, 5 მგ, 15 მგ, 20 მგ დოზით. გთხოვთ, გამოიყენოთ ბაზარზე არსებული სხვა სამკურნალო პროდუქტი, რომელიც შეიცავს 2.5 მგ, 5 მგ, 15 მგ, 20 მგ ლენალიდომიდს.

თრომბოციტოპენია

როდესაც თრომბოციტების რაოდენობა

რეკომენდებული კურსი

მცირდება <25 x 109/-მდე

უბრუნდება ≥50 x 109/ლ-ს

შეწყვიტეთ ლენალიდომიდის მიღება ციკლის დარჩენილი პერიოდის განმავლობაშიª დოზის ერთი დონით შემცირება შემდეგი ციკლიდან მიღების განახლებისას

ª თუ დოზის შემზღუდველი ტოქსიკურობა (DLT) ციკლის > 15-ე დღეს განვითარდება, ლენალიდომიდის დოზირება შეწყდება სულ მცირე მიმდინარე 28-დღიანი ციკლის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში.

ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა (ANC) - ნეითროპენია

როდესაც ANC

რეკომენდებული კურსიa

პირველად ეცემა <0.5 x 109/-მდე

უბრუნდება ≥1 x 109/L-ს როდესაც ნეითროპენია ერთადერთი დაფიქსირებული ტოქსიკურობაა

შეწყვიტეთ ლენალიდომიდით მკურნალობა

ლენალიდომიდის მიღება განაახლეთ საწყისი დოზით დღე-ღამეში ერთხელ

უბრუნდება ≥0.5 x 109/-ლ-ს როდესაც ნეითროპენიის გარდა აღინიშნება დოზადამოკიდებული ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა

ლენალიდომიდის მიღება განაახლეთ დოზის დონით -1, დღე-ღამეში ერთხელ

ყოველი შემდგომი ვარდნისთვის <0.5 x 109/ლ-ზე ქვემოთ

შეწყვიტეთ ლენალიდომიდით მკურნალობა

როდესაც ANC

რეკომენდებული კურსიa

უბრუნდება ≥0.5 x 109/ლ-ს

ლენალიდომიდის მიღება განაახლეთ შემდეგი უფრო დაბალი დოზით დღე-ღამეში ერთხელ.

a ექიმის შეხედულებისამებრ, თუ ნებისმიერი დოზის დონეზე ნეითროპენია ერთადერთი ტოქსიკურობაა, დაამატეთ გრანულოციტების კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორი (G-CSF) და შეინარჩუნეთ ლენალიდომიდის დოზის დონე.

ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის შემთხვევაში, ლენალიდომიდის დოზის ხელახლა დანიშვნა შესაძლებელია შემდეგ უფრო მაღალ დოზამდე (საწყის დოზამდე) ძვლის ტვინის ფუნქციის გაუმჯობესებისთანავე (ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის არარსებობა მინიმუმ 2 ზედიზედ ციკლის განმავლობაში: ANC ≥1.5 x 109/ლ, თრომბოციტების რაოდენობით ≥100 x 109/ლ ახალი ციკლის დასაწყისში).

ლენალიდომიდი ბორტეზომიბთან და დექსამეტაზონთან კომბინაციაში, რასაც მოჰყვება ლენალიდომიდი და დექსამეტაზონი დაავადების პროგრესირებამდე იმ პაციენტებში, რომლებშიც ტრანსპლანტაცია ვერ ჩატარდება

საწყისი მკურნალობა: ლენალიდომიდი ბორტეზომიბთან და დექსამეტაზონთან კომბინაციაში

ლენალიდომიდის ბორტეზომიბთან და დექსამეტაზონთან კომბინაციაში მიღება არ უნდა დაიწყოს, თუ ANC არის <1.0 x 109/ლ და/ან თრომბოციტების რაოდენობა <50 x 109/ლ.

რეკომენდებული საწყისი დოზაა ლენალიდომიდი 25 მგ პერორალურად დღე-ღამეში ერთხელ, თითოეული 21-დღიანი ციკლის 1-14 დღეს, ბორტეზომიბთან და დექსამეტაზონთან კომბინაციაში. ბორტეზომიბი უნდა შეიყვანოთ კანქვეშა ინექციის სახით (1.3 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე) კვირაში ორჯერ, ყოველი 21-დღიანი კურსის 1, 4, 8 და 11-ე დღეს. ლენალიდომიდთან ერთად მისაღები სამკურნალო პროდუქტების დოზის, მიღების გრაფიკისა და დოზის კორექტირების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პარაგრაფი 5.1 და პროდუქტის მახასიათებლების შესაბამისი შეჯამება.

რეკომენდებულია 21-დღიანი მკურნალობის რვა ციკლი (საწყისი მკურნალობის 24 კვირა).

მკურნალობის გაგრძელება: ლენალიდომიდი დექსამეტაზონთან კომბინაციაში პროგრესირებამდე

25 მგ ლენალიდომიდის პერორალურად მიღება გრძელდება დღე-ღამეში ერთხელ, განმეორებითი 28-დღიანი ციკლების 1-21-ე დღეს, დექსამეტაზონთან კომბინაციაში. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს დაავადების პროგრესირებამდე ან მიუღებელი ტოქსიკურობის გამოვლენამდე.

დოზის შემცირების ეტაპები

ლენალიდომიდიa

საწყისი დოზა

25 მგ

დოზის დონე -1

20 მგ b

დოზის დონე -2

15 მგ b

დოზის დონე -3

10 მგ

დოზის დონე -4

5 მგb

დოზის დონე -5

  • 5 მგ b b

ª ყველა პროდუქტის დოზის შემცირების მართვა შესაძლებელია დამოუკიდებლად

b ლენამერი ხელმისაწვდომი არ არის 2.5 მგ, 5 მგ, 15 მგ, 20 მგ დოზით. გთხოვთ, გამოიყენოთ ბაზარზე არსებული სხვა სამკურნალო პროდუქტი, რომელიც შეიცავს 2.5 მგ, 5 მგ, 15 მგ, 20 მგ ლენალიდომიდს.

თრომბოციტოპენია

როდესაც თრომბოციტები

რეკომენდებული კურსი

ეცემა <30 x 109/ლ-მდე უბრუნდება ≥50 x 109/ლ-ს

შეწყვიტეთ ლენალიდომიდით მკურნალობა

ლენალიდომიდის მიღება განაახლეთ დოზის დონით -1, დღე-ღამეში ერთხელ

ყოველი შემდგომი 30 x 109/ლ-ზე დაბლა ვარდნისას

უბრუნდება ≥50 x 109/ლ-ს

შეწყვიტეთ ლენალიდომიდით მკურნალობა

ლენალიდომიდის მიღება განაახლეთ შემდეგი უფრო დაბალი დოზით დღე-ღამეში ერთხელ.

ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა (ANC) - ნეითროპენია

როდესაც ANC

რეკომენდებული კურსიa

ეცემა <0.5 x 109/-მდე

უბრუნდება ≥1 x 109/L-ს როდესაც ნეითროპენია ერთადერთი დაფიქსირებული ტოქსიკურობაა

შეწყვიტეთ ლენალიდომიდით მკურნალობა

ლენალიდომიდის მიღება განაახლეთ საწყისი დოზით დღე-ღამეში ერთხელ

უბრუნდება ≥0.5 x 109/-ლ-ს როდესაც ნეითროპენიის გარდა აღინიშნება დოზადამოკიდებული ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა

ლენალიდომიდის მიღება განაახლეთ დოზის დონით -1, დღე-ღამეში ერთხელ

ყოველი შემდგომი ვარდნისთვის <0.5 x 109/ლ-ზე ქვემოთ

უბრუნდება ≥0.5 x 109/ლ-ს.

შეწყვიტეთ ლენალიდომიდით მკურნალობა

ლენალიდომიდის მიღება განაახლეთ შემდეგი უფრო დაბალი დოზით დღე-ღამეში ერთხელ.

a ექიმის შეხედულებისამებრ, თუ ნებისმიერი დოზის დონეზე ნეითროპენია ერთადერთი ტოქსიკურობაა, დაამატეთ გრანულოციტების კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორი (G-CSF) და შეინარჩუნეთ ლენალიდომიდის დოზის დონე.

ლენალიდომიდი მელფალანთან და პრედნიზონთან კომბინაციაში, რასაც მოჰყვება ლენალიდომიდით შემანარჩუნებელი თერაპია იმ პაციენტებში, რომლებშიც ტრანსპლანტაცია ვერ ჩატარდება

ლენალიდომიდით მკურნალობა არ უნდა დაიწყოს, თუ ANC არი <1.5 x 109/ლ, და/ან თრომბოციტების რაოდენობა არის <75 x 109/ლ.

რეკომენდებული დოზა

რეკომენდებული საწყისი დოზაა ლენალიდომიდი 10 მგ პერორალურად დღე-ღამეში ერთხელ, განმეორებითი 28-დღიანი ციკლების 1-დან 21-ე დღემდე, მაქსიმუმ 9 ციკლის განმავლობაში, მელფალანი 0.18 მგ/კგ პერორალურად განმეორებითი 28-დღიანი ციკლების 1-დან 4-ე დღემდე, პრედნიზონი 2 მგ/კგ პერორალურად განმეორებითი 28-დღიანი ციკლების 1-დან 4-ე დღემდე. პაციენტები, რომლებიც ასრულებენ 9 ციკლს ან ვერ ახერხებენ კომბინირებული თერაპიის დასრულებას აუტანლობის გამო, ლენალიდომიდის მონოთერაპიას იღებენ შემდეგნაირად: 10 მგ პერორალურად დღე-ღამეში ერთხელ, განმეორებითი 28-დღიანი ციკლების 1-დან 21-ე დღემდე, დაავადების პროგრესირებამდე.

დოზის შემცირების ეტაპები

ლენალიდომიდი

მელფალანი

პრედნიზონი

საწყისი დოზა

10 მგª

  • 18 მგ/კგ

2 მგ/კგ

დოზის დონე -1

  • 5 მგ
  • 14 მგ/კგ

1 მგ/კგ

დოზის დონე -2

5 მგ

  • 10 მგ/კგ
  • 5 მგ/კგ

დოზის დონე -3

  • 5 მგ

არ არის შესაფერისი

  • 25 მგ/კგ

ª თუ ნებისმიერი დოზის დონეზე ნეითროპენია ერთადერთი ტოქსიკურობაა, დაამატეთ გრანულოციტების კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორი (G-CSF) და შეინარჩუნეთ ლენალიდომიდის დოზის დონე.

თრომბოციტოპენია

როდესაც თრომბოციტები

რეკომენდებული კურსი

პირველად ეცემა <25 x 109/ლ-მდე

უბრუნდება ≥25 x 109/ლ-ს

შეწყვიტეთ ლენალიდომიდით მკურნალობა

ლენალიდომიდის და მელფალანის განახლება დოზის დონით -1

30 x 109/ლ-ზე ქვემოთ ყოველი შემდგომი შემცირებისას

≥30 x 109/ლ-მდე დაბრუნებისას

შეწყვიტეთ ლენალიდომიდით მკურნალობა

ლენალიდომიდის მიღება განაახლეთ შემდეგი უფრო დაბალი დოზით (დოზის დონე -2 ან -3) დღე-ღამეში ერთხელ.

ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა (ANC) - ნეითროპენია

როდესაც ANC

რეკომენდებული კურსიa

პირველად ეცემა <0.5 x 109/ლ-მდე

უბრუნდება ≥0.5 x 109/ლ-ს როდესაც ნეითროპენია ერთადერთი დაფიქსირებული ტოქსიკურობაა

შეწყვიტეთ ლენალიდომიდით მკურნალობა

ლენალიდომიდის მიღება განაახლეთ საწყისი დოზით დღე-ღამეში ერთხელ

უბრუნდება ≥0.5 x 109/-ლ-ს როდესაც ნეითროპენიის გარდა აღინიშნება დოზადამოკიდებული ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა

ლენალიდომიდის მიღება განაახლეთ დოზის დონით -1, დღე-ღამეში ერთხელ

<0.5 x 109/ლ-ზე დაბლა ყოველი შემდგომი დაქვეითებისას

≥0.5 x 109/ლ-მდე დაბრუნებისას

შეწყვიტეთ ლენალიდომიდით მკურნალობა

ლენალიდომიდის მიღება განაახლეთ შემდეგი უფრო დაბალი დოზით დღე-ღამეში ერთხელ

a ექიმის შეხედულებისამებრ, თუ ნებისმიერი დოზის დონეზე ნეითროპენია ერთადერთი ტოქსიკურობაა, დაამატეთ გრანულოციტების კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორი (G-CSF) და შეინარჩუნეთ ლენალიდომიდის დოზის დონე.

ლენალიდომიდით შემანარჩუნებელი თერაპია პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ აუტოლოგიური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია (ASCT)

ლენალიდომიდით შემანარჩუნებელი თერაპია უნდა დაიწყოს ASCT შემდეგ ადეკვატური ჰემატოლოგიური აღდგენის შემდეგ, იმ პაციენტებში, რომლებსაც არ აღენიშნებათ პროგრესირების ნიშნები. ლენალიდომიდით მკურნალობა არ უნდა დაიწყოს, თუ ANC არის <1.0 x 109/ლ, და/ან თრომბოციტების რაოდენობა არის <75 x 109/ლ.

რეკომენდებული დოზა

რეკომენდებული საწყისი დოზაა ლენალიდომიდი 10 მგ პერორალურად დღე-ღამეში ერთხელ უწყვეტად (განმეორებითი 28-დღიანი ციკლების 1-დან 28-ე დღემდე) დაავადების პროგრესირებამდე ან აუტანლობის გამოვლენამდე. ლენალიდომიდის შემანარჩუნებელი თერაპიის 3 ციკლის შემდეგ, თუ ტოლერანტობა მაღალია, დოზა შეიძლება გაიზარდოს 15 მგ-მდე პერორალურად დღე-ღამეში ერთხელ.

დოზის შემცირების ეტაპები

საწყისი დოზა (10 მგ)

თუ დოზა გაიზარდა (15 მგ) a

დოზის დონე -1

5 მგ

10 მგ

დოზის დონე -2

5 მგ (დღეები 1-21 ყოველ 28 დღეში)

5 მგ

დოზის დონე -3

არ არის შესაფერისი

5 მგ მგ

არ მიიღოთ 5 მგ-ზე ნაკლები დოზა (1-21 დღეები ყოველ 28 დღეში)

ª ლენალიდომიდით შემანარჩუნებელი თერაპიის 3 ციკლის შემდეგ, თუ პაციენტი კარგად იტანს, დოზა შეიძლება გაიზარდოს 15 მგ-მდე პერორალურად დღე-ღამეში ერთხელ.

თრომბოციტოპენია

როდესაც თრომბოციტები

რეკომენდებული კურსი

ეცემა <30 x 109/ლ-მდე უბრუნდება ≥30 x 109/ლ-ს

შეწყვიტეთ ლენალიდომიდით მკურნალობა

ლენალიდომიდის მიღება განაახლეთ დოზის დონით -1, დღე-ღამეში ერთხელ

30 x 109/ლ-ზე ქვემოთ ყოველი შემდგომი დაქვეითებისთვის

≥30 x 109/ლ-მდე დაბრუნებისთვის

შეწყვიტეთ ლენალიდომიდით მკურნალობა

ლენალიდომიდის მიღება განაახლეთ შემდეგი უფრო დაბალი დოზით დღე-ღამეში ერთხელ

ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა (ANC) - ნეითროპენია

როდესაც ANC

რეკომენდებული კურსი a

ეცემა<0.5 x 109/ლ-მდე უბრუნდება ≥0.5 x 109/ლ-ს

შეწყვიტეთ ლენალიდომიდით მკურნალობა

ლენალიდომიდის მიღება განაახლეთ დოზის დონით -1, დღე-ღამეში ერთხელ

<0.5 x 109/ლ-ზე ქვემოთ ყოველი შემდგომი დაქვეითებისთვის

≥0.5 x 109/ლ-მდე დაბრუნებისთვის

შეწყვიტეთ ლენალიდომიდით მკურნალობა

ლენალიდომიდის მიღება განაახლეთ შემდეგი უფრო დაბალი დოზით დღე-ღამეში ერთხელ

a ექიმის შეხედულებისამებრ, თუ ნებისმიერი დოზის დონეზე ნეითროპენია ერთადერთი ტოქსიკურობაა, დაამატეთ გრანულოციტების კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორი (G-CSF) და შეინარჩუნეთ ლენალიდომიდის დოზის დონე.

მრავლობითი მიელომა, სულ მცირე ერთი წინა თერაპიის შემდეგ

ლენალიდომიდით მკურნალობა არ უნდა დაიწყოს, თუ ANC <1.0 x 109/ლ და/ან თრომბოციტების რაოდენობა <75 x 109/ლ ან, პლაზმური უჯრედებით ძვლის ტვინის ინფილტრაციის მიხედვით, თრომბოციტების რაოდენობა <30 x 109/ლ.

რეკომენდებული დოზა

ლენალიდომიდის რეკომენდებული საწყისი დოზაა 25 მგ პერორალურად დღე-ღამეში ერთხელ, 28-დღიანი განმეორებითი ციკლების 1-დან 21-ე დღემდე. დექსამეტაზონის რეკომენდებული დოზაა 40 მგ პერორალურად დღე-ღამეში ერთხელ თერაპიის პირველი 4 ციკლის თითოეული 28-დღიანი ციკლის 1-4, 9-12 და 17-20 დღეს, შემდეგ კი 40 მგ დღე-ღამეში ერთხელ 1-4 დღეს ყოველ 28 დღეში.

მკურნალმა ექიმებმა ყურადღებით უნდა შეაფასონ დექსამეტაზონის გამოსაყენებელი დოზა, პაციენტის მდგომარეობისა და დაავადების სტატუსის გათვალისწინებით.

დოზის შემცირების ეტაპები

საწყისი დოზა

25 მგ

დოზის დონე -1

15 მგ

დოზის დონე -2

10 მგ

დოზის დონე -3

5 მგ

თრომბოციტოპენია

როდესაც თრომბოციტები

რეკომენდებული კურსი

ეცემა <30 x 109/ლ-მდე

უბრუნდება ≥30 x 109/ლ-ს

შეწყვიტეთ ლენალიდომიდით მკურნალობა

ლენალიდომიდის მიღება განაახლეთ დოზის დონით -1, დღე-ღამეში ერთხელ

30 x 109/ლ-ზე დაბლა ყოველი დაქვეითებისას

≥30 x 109/ლ-ზე დაბრუნებისას

შეწყვიტეთ ლენალიდომიდით მკურნალობა

ლენალიდომიდის მიღება განაახლეთ შემდეგი დაბალი დოზით (დოზის დონე -2 ან -3) დღე-ღამეში ერთხელ. არ მიიღოთ 5 მგ-ზე ნაკლები დღე-ღამეში ერთხელ.

ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა (ANC) - ნეითროპენია

როდესაც ANC

რეკომენდებული კურსი a

პირველად ეცემა <0.5 x 109/ლ-მდე

უბრუნდება ≥0.5 x 109/ლ-ს როდესაც ნეითროპენია ერთადერთი დაფიქსირებული ტოქსიკურობაა

შეწყვიტეთ ლენალიდომიდით მკურნალობა

ლენალიდომიდის მიღება განაახლეთ საწყისი დოზით დღე-ღამეში ერთხელ

უბრუნდება ≥0.5 x 109/ლ-ს როდესაც ნეითროპენიის გარდა აღინიშნება დოზადამოკიდებული ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა

ლენალიდომიდის მიღება განაახლეთ დოზის დონით -1, დღე-ღამეში ერთხელ

<0.5 x 109/-ლ-ზე დაბლა ყოველი დაქვეითებისას

≥0.5 x 109/ლ-ზე დაბრუნებისას

შეწყვიტეთ ლენალიდომიდით მკურნალობა

ლენალიდომიდის მიღება განაახლეთ შემდეგი დაბალი დოზით (დოზის დონე -2 ან -3) დღე-ღამეში ერთხელ. არ მიიღოთ 5 მგ-ზე ნაკლები დღე-ღამეში ერთხელ.

a ექიმის შეხედულებისამებრ, თუ ნებისმიერი დოზის დონეზე ნეითროპენია ერთადერთი ტოქსიკურობაა, დაამატეთ გრანულოციტების კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორი (G-CSF) და შეინარჩუნეთ ლენალიდომიდის დოზის დონე.

მიელოდისპლაზიური სინდრომები (MDS)

ლენალიდომიდით მკურნალობა არ უნდა დაიწყოს, თუ ANC < 0.5 x 109/ლ და/ან თრომბოციტების რაოდენობა <25 x 109/ლ.

რეკომენდებული დოზა

ლენალიდომიდის რეკომენდებული საწყისი დოზაა 10 მგ პერორალურად დღე-ღამეში ერთხელ, განმეორებითი 28-დღიანი ციკლების 1-დან 21-ე დღემდე..

დოზის შემცირების ეტაპები

საწყისი დოზა

10 მგ დღეპ-ღამეში ერთხელ 1-21 დღეებში, ყოველ 28 დღეში

დოზის დონე -1

5 მგ დღე-ღამეში ერთხელ 1-28 დღეს, ყოველ 28 დღეში

დოზის დონე -2

  • 5 მგ დღე-ღამეში ერთხელ 1-28 დღეს, ყოველ 28 დღეში

დოზის დონე -3

  • 5 მგ დღეგამოშვებით 1-28 დღეს, ყოველ 28 დღეში

თრომბოციტოპენია

როდესაც თრომბოციტები

რეკომენდებული კურსი

ეცემა <25 x 109/ლ-მდე

უბრუნდება ≥25 x 109/ლ-ს - <50 x 109/ლ-ს მინიმუმ 2-ჯერ ≥7 დღის განმავლობაში ან როდესაც თრომბოციტების რაოდენობა აღდგება ≥50 x 109/ლ-მდე ნებისმიერ დროს

შეწყვიტეთ ლენალიდომიდით მკურნალობა

ლენალიდომიდის მიღება განაახლეთ შემდეგი დაბალი დოზით (დოზის დონე -1, -2 ან -3)

ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა (ANC) - ნეითროპენია

როდესაც ANC

რეკომენდებული კურსი

ეცემა <0.5 x 109/ლ-მდე

უბრუნდება ≥ 0.5 x 109/ლ-ს

შეწყვიტეთ ლენალიდომიდით მკურნალობა

ლენალიდომიდის მიღება განაახლეთ შემდეგი დაბალი დოზით (დოზის დონე -1, -2 ან -3)

ლენალიდომიდის მოხსნა

პაციენტებმა, რომლებსაც თერაპიის დაწყებიდან 4 თვის განმავლობაში არ აღენიშნებათ სულ მცირე ერითროიდული რეაქცია, რაც დასტურდება ტრანსფუზიის საჭიროების სულ მცირე 50%-ით შემცირებით ან, თუ ტრანსფუზიის გარეშე არ აღინიშნება ჰემოგლობინის 1 გ/დლ-ით მომატება, ლენალიდომიდით მკურნალობა უნდა შეწყვიტონ.

მანტიის უჯრედის ლიმფომაa (MCL)

რეკომენდებული დოზა

ლენალიდომიდის რეკომენდებული საწყისი დოზაა 25 მგ პერორალურად დღე-ღამეში ერთხელ, განმეორებითი 28-დღიანი ციკლების 1-დან 21-ე დღემდე.

დოზის შემცირების ეტაპები

საწყისი დოზა

25 მგ დღე-ღამეში ერთხელ 1-21 დღეებში, ყოველ 28 დღეში

დოზის დონე -1

20 მგ დღე-ღამეში ერთხელ 1-21 დღეებში, ყოველ 28 დღეში

დოზის დონე -2

15 მგ დღე-ღამეში ერთხელ 1-21 დღეებში, ყოველ 28 დღეში

დოზის დონე -3

10 მგ დღე-ღამეში ერთხელ 1-21 დღეებში, ყოველ 28 დღეში

დოზის დონე -4

5 მგ დღე-ღამეში ერთხელ 1-21 დღეებში, ყოველ 28 დღეში

დოზის დონე -5

  • 5 მგ დღე-ღამეში ერთხელ 1-21 დღეებში, ყოველ 28 დღეში 1

5 მგ დღეგამოშვებით 1-21 დღეებში, ყოველ 28 დღეში

1 იმ ქვეყნებში, სადაც 2.5 მგ კაფსულა ხელმისაწვდომია.

თრომბოციტოპენია

როდესაც თრომბოციტები

რეკომენდებული კურსი

ეცემა <50 x 109/ლ-მდე

უბრუნდება ≥60 x 109/ლ-ს

შეწყვიტეთ ლენალიდომიდით მკურნალობა და ჩაატარეთ სისხლის საერთო ანალიზი მინიმუმ 7 დღეში ერთხელ. ლენალიდომიდის გამოყენება განაახლეთ შემდეგი დაბალი დოზით (დოზის დონე -1).

50 x 109/ლ-ზე ქვემოთ ყოველი შემდგომი დაქვეითებისთვის

≥60 x 109/ლ-მდე დაბრუნებისთვის

შეწყვიტეთ ლენალიდომიდით მკურნალობა და ჩაატარეთ CBC მინიმუმ 7 დღეში ერთხელ.

ლენალიდომიდის მიღება განაახლეთ შემდეგი დაბალი დონით (დოზის დონე -2, -3, -4 ან -5). არ გამოიყენოთ -5-დონეზე დაბალი დოზა.

ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა (ANC) - ნეითროპენია

როდესაც ANC

რეკომენდებული კურსი

ეცემა <1 x 109/ლ-მდე მინიმუმ 7 დღის განმავლობაში ან ეცემა

<1 x 109/ლ-მდე თანმხლები ცხელებით (სხეულის ტემპერატურა ≥38.5°C) ან ეცემა

<0.5 x 109/ლ-მდე

შეწყვიტეთ ლენალიდომიდით მკურნალობა და ჩაატარეთ CBC მინიმუმ 7 დღეში ერთხელ.

უბრუნდება ≥1 x 109/ლ-ს

ლენალიდომიდის მიღება განაახლეთ შემდეგი დაბალი დოზით (დოზის დონე -1)

ყოველი შემდგომი დაქვეითებისას 1 x 109/ლ-ზე დაბლა მინიმუმ 7 დღის განმავლობაში ან <1 x 109/ლ-მდე დაქვეითებისას თანმხლები ცხელებით (სხეულის ტემპერატურა ≥38.5°C) ან <0.5 x 109/ლ-მდე დაქვეითებისას

≥1 x 109/ლ-მდე დაბრუნებისას

შეწყვიტეთ ლენალიდომიდით მკურნალობა

ლენალიდომიდის მიღება განაახლეთ შემდეგი დაბალი დონით (დოზის დონე -2, -3, -4 ან -5). არ გამოიყენოთ -5-დონეზე დაბალი დოზა.

ფოლიკულური ლიმფომა (FL)

ლენალიდომიდით მკურნალობა არ უნდა დაიწყოს, თუ ANC <1 x 109/ლ და/ან თრომბოციტების რაოდენობა <50 x 109/ლ, თუ ეს არ არის ძვლის ტვინის ლიმფომური ინფილტრაციის მეორადი შედეგი.

რეკომენდებული დოზა

ლენალიდომიდის რეკომენდებული საწყისი დოზაა 20 მგ, პერორალურად დღე-ღამეში ერთხელ, განმეორებითი 28-დღიანი ციკლების 1-დან 21-ე დღემდე, მკურნალობის 12 ციკლამდე.4742815470673 რიტუქსიმაბის რეკომენდებული საწყისი დოზაა 375 მგ/მ2 ინტრავენურად (IV) ყოველ კვირას 1 ციკლში (1, 8, 15 და 22 დღეები) და ყოველი 28-დღიანი ციკლის 1 დღეს მე-2-დან მე-5 ციკლამდე.

დოზის შემცირების ეტაპები

საწყისი დოზა

20 მგ დღე-ღამეში ერთხელ 1-21 დღეებში, ყოველ 28 დღეში

დოზის დონე -1

15 მგ დღე-ღამეში ერთხელ 1-21 დღეებში, ყოველ 28 დღეში

დოზის დონე -2

10 მგ დღე-ღამეში ერთხელ 1-21 დღეებში, ყოველ 28 დღეში

დოზის დონე -3

5 მგ დღე-ღამეში ერთხელ 1-21 დღეებში, ყოველ 28 დღეში

რიტუქსიმაბის ტოქსიკურობის გამო დოზის კორექტირებისთვის იხილეთ პროდუქტის მახასიათებლების შესაბამისი შეჯამება.

თრომბოციტოპენია

როდესაც თრომბოციტები

რეკომენდებული კურსი

ეცემა <50 x 109/ლ-მდე

უბრუნდება50 x 109/ლ-ს

ლენალიდომიდის მიღება განაახლეთ შემდეგი დაბალი დოზით (დოზის დონე -1)

ყოველი შემდგომი დაქვეითებისას 50 x 109/ლ-ზე დაბლა

≥50 x 109/ლ-ზე დაბრუნებისას

შეწყვიტეთ ლენალიდომიდით მკურნალობა და ჩაატარეთ CBC მინიმუმ 7 დღეში ერთხელ.

ლენალიდომიდის მიღება განაახლეთ შემდეგი დაბალი დოზით (დოზის დონე -2, -3). არ მიიღოთ -3 დონეზე დაბალი დოზა

ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა (ANC) - ნეითროპენია

როდესაც ANC

რეკომენდებული კურსიa

ეცემა <1 x 109/ლ-მდე მინიმუმ 7 დღის განმავლობაში ან ეცემა

<1 x 109/ლ-მდე თანმხლები ცხელებით (სხეულის ტემპერატურა ≥38.5°C) ან ეცემა

<0.5 x 109/ლ-მდე

შეწყვიტეთ ლენალიდომიდით მკურნალობა და ჩაატარეთ CBC მინიმუმ 7 დღეში ერთხელ.

უბრუნდება ≥1 x 109/ლ-ს

ლენალიდომიდის მიღება განაახლეთ შემდეგი დაბალი დოზით (დოზის დონე -1)

ყოველი შემდგომი დაქვეითებისას 1 x 109/ლ-ზე დაბლა მინიმუმ 7 დღის განმავლობაში ან <1 x 109/ლ-მდე დაქვეითებისას თანმხლები ცხელებით (სხეულის ტემპერატურა ≥38.5°C) ან <0.5 x 109/ლ-მდე დაქვეითებისას

≥1 x 109/ლ-მდე დაბრუნებისას

შეწყვიტეთ ლენალიდომიდით მკურნალობა და ჩაატარეთ CBC მინიმუმ 7 დღეში ერთხელ.

ლენალიდომიდის მიღება განაახლეთ შემდეგი დაბალი დოზით (დოზის დონე -2, -3). არ მიიღოთ -3 დონეზე დაბალი დოზა

ª ექიმის შეხედულებისამებრ, თუ ნეითროპენია ნებისმიერი დოზის დონეზე ერთადერთი ტოქსიკურობაა, დაამატეთ G-CSF.

მანტიის უჯრედის ლიმფომა (MCL) ან ფოლიკულური ლიმფომა (FL)

სიმსივნის ლიზისის სინდრომი (TLS)

ყველა პაციენტმა უნდა მიიღოს TLS პროფილაქტიკა (ალოპურინოლი, რასბურიკაზა ან მისი ექვივალენტი დაწესებულების რეკომენდაციების შესაბამისად) და კარგად უნდა იყოს ჰიდრატირებული (პერორალურად) პირველი ციკლის პირველი კვირის განმავლობაში ან კლინიკური ჩვენების შემთხვევაში უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. TLS-ის მონიტორინგისთვის, პაციენტებს პირველი ციკლის განმავლობაში ყოველკვირეულად და კლინიკური ჩვენების შესაბამისად უნდა ჩაუტარდეთ ბიოქიმიური ანალიზი.

ლენალიდომიდის გამოყენება შეიძლება გაგრძელდეს (დოზის შენარჩუნება) ლაბორატორიული TLS-ის ან 1-ლი ხარისხის კლინიკური TLS-ის მქონე პაციენტებში, ან ექიმის გადაწყვეტილებით, დოზა ერთი დონით შემცირდეს და გაგრძელდეს ლენალიდომიდის გამოყენება. ელექტროლიტური დარღვევების კორექციამდე, საჭიროა ინტენსიური ინტრავენური ჰიდრატაცია და შესაბამისი სამედიცინო მართვა ადგილობრივი სტანდარტული მკურნალობის შესაბამისად. ჰიპერურიკემიის შესამცირებლად შეიძლება საჭირო გახდეს რასბურიკაზათი თერაპია.

პაციენტის ჰოსპიტალიზაცია ექიმის შეხედულებისამებრ მოხდება.

მე-2- მე-4 ხარისხის კლინიკური TLS-ის მქონე პაციენტებში, ლენალიდომიდის მიღება უნდა შეწყდეს და ყოველკვირეულად ან კლინიკური ჩვენების მიხედვით ჩატარდეს ბიოქიმიური ანალიზი. ელექტროლიტური დარღვევების კორექციამდე უნდა მოხდეს ინტენსიური ინტრავენური ჰიდრატაცია და შესაბამისი სამედიცინო მართვა ადგილობრივი სტანდარტის შესაბამისად.

რასბურიკაზათი თერაპია და ჰოსპიტალიზაცია ექიმის შეხედულებისამებრ მოხდება. როდესაც TLS 0 ხარისხამდე შემცირდება, ექიმის შეხედულებისამებრ, ლენალიდომიდის მიღება განახლდება შემდეგი უფრო დაბალი დოზით (იხილეთ პარაგრაფი 4.4).

სიმსივნის გამწვავების რეაქცია

ექიმის შეხედულებისამებრ, ლენალიდომიდის მიღება შეიძლება გაგრძელდეს პაციენტებში, რომლებსაც აქვთ 1 ან 2 ხარისხის სიმსივნის გამწვავების რეაქცია (TFR), პრეპარატის მიღების შეწყვეტის ან დოზის მოდიფიკაციის გარეშე. ექიმის შეხედულებისამებრ, შეიძლება დაინიშნოს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით (აასს), შეზღუდული ხანგრძლივობის კორტიკოსტეროიდებით და/ან ნარკოტიკული ანალგეზური საშუალებებით თერაპიასთან ერთად. მე-3 ან მე-4 ხარისხის TFR-ის მქონე პაციენტებში ლენალიდომიდით მკურნალობა უნდა შეწყდეს და უნდა დაიწყოს აასს-ით, კორტიკოსტეროიდებით და/ან ნარკოტიკული ანალგეზური საშუალებებით თერაპია. როდესაც TFR ≤1 ხარისხამდე შემცირდება, ციკლის დარჩენილი ნაწილის განმავლობაში განაახლეთ ლენალიდომიდით მკურნალობა იმავე დოზით.

პაციენტებს შეიძლება მკურნალობა ჩაუტარდეთ სიმპტომების მართვისთვის 1 და 2 ხარისხის TFR-ის მკურნალობის გაიდლაინის შესაბამისად (იხილეთ პარაგრაფი 4.4).

ყველა ჩვენება

ლენალიდომიდთან დაკავშირებული სხვა მე-3 ან მე-4 ხარისხის ტოქსიკურობის შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს და ექიმის შეხედულებისამებრ განახლდეს მხოლოდ შემდეგი დაბალი დოზით, როდესაც ტოქსიკურობა ≤ მე-2 ხარისხამდე შემცირდება.

კანის მე-2 ან მე-3 ხარისხის გამონაყარის შემთხვევაში უნდა განიხილებოდეს ლენალიდომიდის მიღების შეჩერება ან შეწყვეტა. ლენალიდომიდის მიღება უნდა შეწყდეს ანგიონევროზული შეშუპების, ანაფილაქსიური რეაქციის, მე-4 ხარისხის გამონაყარის, ექსფოლიატიური ან ბულოზური გამონაყარის, ან სტივენს-ჯონსონის სინდრომის (SJS), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის (TEN) ან ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით მიმდინარე წამლისმიერი რეაქციის (DRESS) ეჭვის შემთხვევაში და ამ რეაქციების გამო შეწყვეტის შემდეგ მისი მიღება არ უნდა განახლდეს.

განსაკუთრებული პოპულაციები

პედიატრული პოპულაცია

უსაფრთხოების საკითხების გამო ლენამერი TM არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში (იხილეთ პარაგრაფი 5.1).

ხანდაზმულები

ამჟამად ხელმისაწვდომი ფარმაკოკინეტიკური მონაცემები აღწერილია 5.2 პარაგრაფში. ლენალიდომიდი კლინიკურ კვლევებში გამოიყენებოდა 91 წლამდე ასაკის მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში, 95 წლამდე ასაკის მიელოდისპლაზიური სინდრომის მქონე პაციენტებში და 88 წლამდე ასაკის მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის მქონე პაციენტებში (იხილეთ პარაგრაფი 5.1).

რადგან ხანდაზმულ პაციენტებს უფრო მეტად აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, დოზის შერჩევისას სიფრთხილეა საჭირო და გონივრული იქნება თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.

ახლად დიაგნოზირებული მრავლობითი მიელომა: პაციენტები, რომლებშიც ტრანსპლანტაცია ვერ ჩატარდება

75 წლის და უფროსი ასაკის ახლად დიაგნოზირებული მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტები მკურნალობის დანიშვნამდე ყურადღებით უნდა შეფასდნენ (იხ. პარაგრაფი 4.4).

75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობენ ლენალიდომიდით დექსამეტაზონთან კომბინაციაში, დექსამეტაზონის საწყისი დოზაა 20 მგ დღე-ღამეში ერთხელ, თითოეული 28-დღიანი მკურნალობის ციკლის 1, 8, 15 და 22-ე დღეს.

75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობენ ლენალიდომიდით მელფალანთან და პრედნიზონთან კომბინაციაში, დოზის კორექცია რეკომენდებული არ არის.

75 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში, რომლებსაც ახლად დიაგნოზირებული მრავლობითი მიელომა ჰქონდათ და ლენალიდომიდს იღებდნენ, უფრო მაღალი იყო სერიოზული გვერდითი რეაქციების და ისეთი გვერდითი რეაქციების შემთხვევები, რომლებიც მკურნალობის შეწყვეტას იწვევდა.

ლენალიდომიდით კომბინირებული თერაპია ახალგაზრდა პოპულაციასთან შედარებით ნაკლებად ასატანი იყო 75 წელზე უფროსი ასაკის ახლად დიაგნოზირებულ მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში,. ამ პაციენტებმა უფრო მაღალი სიხშირით შეწყვიტეს მკურნალობა აუტანლობის გამო (მე-3 ან მე-4 ხარისხის გვერდითი მოვლენები და სერიოზული გვერდითი მოვლენები), <75 წლის პაციენტებთან შედარებით.

მრავლობითი მიელომა: პაციენტები, რომლებსაც ადრე ჩატარებული აქვთ მინიმუმ ერთი თერაპია

65 წლის და უფროსი ასაკის მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტების პროცენტული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა ლენალიდომიდის/დექსამეტაზონის და პლაცებოს/დექსამეტაზონის ჯგუფებს შორის. ამ პაციენტებსა და ახალგაზრდა პაციენტებს შორის უსაფრთხოების ან ეფექტურობის საერთო განსხვავება არ დაფიქსირებულა, თუმცა ხანდაზმული პირების უფრო მაღალი წინასწარგანწყობა გამორიცხული არ არის.

მიელოდისპლაზიური სინდრომები

მიელოდისპლაზიური სინდრომების მქონე პაციენტებში, რომლებიც ლენალიდომიდით მკურნალობდნენ, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის საერთო განსხვავება 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებსა და უფრო ახალგაზრდა პაციენტებს შორის არ დაფიქსირებულა.

მანტიის უჯრედის ლიმფომა

ლენალიდომიდით ნამკურნალები მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის მქონე პაციენტებისთვის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის საერთო განსხვავება 65 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებსა და 65 წლამდე ასაკის პაციენტებს შორის არ დაფიქსირებულა.

ფოლიკულური ლიმფომა

ფოლიკულური ლიმფომით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც ლენალიდომიდის და რიტუქსიმაბის კომბინაციით მკურნალობდნენ, 65 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში გვერდითი მოვლენების საერთო მაჩვენებელი 65 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტების მსგავსი იყო. ორ ასაკობრივ ჯგუფს შორის ეფექტურობის საერთო განსხვავება არ დაფიქსირებულა.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები

ლენალიდომიდი ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა; თირკმლის ფუნქციის დარღვევის მაღალი ხარისხის მქონე პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ მკურნალობისადმი ტოლერანტობის დარღვევა (იხილეთ პარაგრაფი 4.4). დოზის შერჩევისას სიფრთხილეა საჭირო და რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.

თირკმლის მსუბუქი უკმარისობის და მრავლობითი მიელომის ან ფოლიკულური ლიმფომის მქონე პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

თირკმლის ფუნქციის საშუალო ან მძიმე დარღვევის ან თირკმლის უკმარისობის ბოლო სტადიის მქონე პაციენტებისთვის თერაპიის დასაწყისში და მკურნალობის განმავლობაში რეკომენდებულია დოზის შემდეგნაირად კორექტირება.

თირკმლის უკმარისობის ბოლო სტადიის მქონე პაციენტებში (CLcr <30 მლ/წთ, საჭიროებს დიალიზს) მე-3 ფაზის კლინიკური კვლევები არ არსებობს.

მრავლობითი მიელომა

მრავლობითი მიელომა (CLcr)

დოზის კორექტირება

თირკმლის ზომიერი უკმარისობა (30≤ CLcr <50 მლ/წთ)

10 მგ დღე-ღამეში ერთხელ 1

თირკმლის მძიმე უკმარისობა (CLcr <30 მლ/წთ, დიალიზი არ არის საჭირო)

  • 5 მგ დღე-ღამეში ერთხელ 2

15 მგ ყოველ მეორე დღეს

თირკმლის დაავადების ბოლო სტადია (ESRD) (CLcr <30 მლ/წთ, საჭიროებს დიალიზს)

5 მგ დღე-ღამეში ერთხელ. დიალიზის დღეებში დოზა უნდა მიიღოთ დიალიზის შემდეგ.

1 თუ პაციენტი არ რეაგირებს მკურნალობაზე და კარგად იტანს მას, 2 ციკლის შემდეგ დოზა შეიძლება გაიზარდოს დღე-ღამეში ერთხელ 15 მგ-მდე.

2 იმ ქვეყნებში, სადაც 7.5 მგ კაფსულა ხელმისაწვდომია.

მიელოდისპლაზიური სინდრომები

თირკმლის ფუნქცია (CLcr)

დოზის კორექტირება

თირკმლის ზომიერი უკმარისობა (30≤ CLcr <50 მლ/წთ)

საწყისი დოზა

5 მგ დღე-ღამეში ერთხელ

(განმეორებადი 28-დღიანი ციკლების 1-დან 21-ე დღემდე)

დოზის დონე -1*

  • 5 მგ დღე-ღამეში ერთხელa

(განმეორებადი 28-დღიანი ციკლების 1-დან 28-ე დღემდე)

დოზის დონე -2*

  • 5 მგ ყოველ მეორე დღესa (განმეორებადი 28-დღიანი ციკლების 1-დან 28-ე დღემდე)

თირკმლის მძიმე უკმარისობა (CLcr <30 მლ/წთ, დიალიზი არ არის საჭირო)

საწყისი დოზა

  • 5 მგ დღე-ღამეში ერთხელa

(განმეორებადი 28-დღიანი ციკლების 1-დან 21-ე დღემდე)

დოზის დონე -1*

1349502-1642.5 მგ ყოველ მეორე დღესa

(განმეორებადი 28-დღიანი ციკლების 1-დან 28-ე დღემდე)

დოზის დონე -2*

  • 5 მგ კვირაში ორჯერa

(განმეორებადი 28-დღიანი ციკლების 1-დან 28-ე დღემდე)

თირკმლის დაავადების ბოლო სტადია (ESRD) (CLcr < 30 მლ/წთ, საჭიროებს დიალიზს)

დიალიზის დღეებში დოზა უნდა მიიღოთ დიალიზის შემდეგ.

საწყისი დოზა

  • 5 მგ დღე-ღამეში ერთხელa

(განმეორებადი 28-დღიანი ციკლების 1-დან 21-ე დღემდე)

დოზის დონე -1*

  • 5 მგ ყოველ მეორე დღესa

(განმეორებადი 28-დღიანი ციკლების 1-დან 28-ე დღემდე)

დოზის დონე -2*

  • 5 მგ კვირაში ორჯერ

(განმეორებადი 28-დღიანი ციკლების 1-დან 28-ე დღემდე)

  • მკურნალობის დროს რეკომენდებული დოზის შემცირების ეტაპები და მკურნალობის განახლება მე-3 ან მე-4 ხარისხის ნეითროპენიის ან თრომბოციტოპენიის, ან სხვა მე-3 ან მე-4 ხარისხის ტოქსიკურობის სამართავად, რომელიც ლენალიდომიდთან არის დაკავშირებული, ზემოთ აღწერილის შესაბამისად.

b ლენამერი TM, ხელმისაწვდომი არ არის 2.5 მგ, 5 მგ, 15 მგ, 20 მგ დოზით. გთხოვთ, გამოიყენოთ ბაზარზე არსებული სხვა სამკურნალო პროდუქტი, რომელიც შეიცავს 2.5 მგ, 5 მგ, 15 მგ, 20 მგ ლენალიდომიდს.

მანტიის უჯრედის ლიმფომა

თირკმლის ფუნქცია (CLcr)

დოზის კორექტირება (განმეორებადი 28-დღიანი ციკლების 1-დან 21-ე დღემდე)

თირკმლის ზომიერი უკმარისობა (30≤ CLcr <50 მლ/წთ)

10 მგ დღე-ღამეში ერთხელ 1

თირკმლის მძიმე უკმარისობა (CLcr <30 მლ/წთ, დიალიზი არ არის საჭირო)

  • 5 მგ დღე-ღამეში ერთხელ 2

15 მგ ყოველ მეორე დღეს

თირკმლის დაავადების ბოლო სტადია (ESRD) (CLcr <30 მლ/წთ, საჭიროებს დიალიზს)

5 მგ დღე-ღამეში ერთხელ. დიალიზის დღეებში დოზა უნდა მიიღოთ დიალიზის შემდეგ.

1 თუ პაციენტი არ რეაგირებს მკურნალობაზე და კარგად იტანს მას, 2 ციკლის შემდეგ დოზა შეიძლება გაიზარდოს დღე-ღამეში ერთხელ 15 მგ-მდე.

2 იმ ქვეყნებში, სადაც 7.5 მგ კაფსულა ხელმისაწვდომია.

ფოლიკულური ლიმფომა

თირკმლის ფუნქცია (CLcr)

დოზის კორექტირება (განმეორებადი 28-დღიანი ციკლების 1-დან 21-ე დღემდე)

თირკმლის ზომიერი უკმარისობა (30≤ CLcr <60 მლ/წთ)

10 მგ დღე-ღამეში ერთხელ 1,2

თირკმლის მძიმე უკმარისობა (CLcr <30 მლ/წთ, დიალიზი არ არის საჭირო)

მონაცემები არ არის 3

თირკმლის დაავადების ბოლო სტადია (ESRD) (CLcr <30 მლ/წთ, საჭიროებს დიალიზს)

მონაცემები არ არის 3

¹ თუ პაციენტი კარგად თერაპიას აიტანს, 2 ციკლის შემდეგ დოზა შეიძლება გაიზარდოს დღე-ღამეში ერთხელ 15 მგ-მდე.

2 პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ 10 მგ საწყის დოზას, დოზის შემცირების შემთხვევაში მე-3 ან მე-4 ხარისხის ნეითროპენიის ან თრომბოციტოპენიის, ან სხვა მე-3 ან მე-4 ხარისხის ნეითროპენიის სამართავად.

ლენალიდომიდთან დაკავშირებული ტოქსიკურობის შემთხვევაში, არ მიიღოთ 5 მგ-ზე ნაკლები დღეგამოშვებით ან 2.5 მგ-ზე ნაკლები დღე-ღამეში ერთხელ.

3 კვლევიდან გამორიცხულნი იყვნენ თირკმლის მძიმე უკმარისობის ან ESRD მქონე პაციენტები.

ლენალიდომიდით თერაპიის დაწყების შემდეგ, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ლენალიდომიდის დოზის შემდგომი მოდიფიკაცია უნდა ეფუძნებოდეს პაციენტის მკურნალობის ინდივიდუალურ ამტანობას, როგორც ზემოთ იყო აღწერილი.

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები

ლენალიდომიდი ოფიციალურად არ არის შესწავლილი ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში და არ არსებობს კონკრეტული დოზირების რეკომენდაციები.

გამოყენების მეთოდი

პერორალური გამოყენება.

ლენამერის კაფსულები უნდა მიიღოთ პერორალურად დაახლოებით ერთსა და იმავე დროს, დაგეგმილ დღეებში. კაფსულები არ უნდა გაიხსნას, გატყდეს ან დაიღეჭოს. თავი უნდა აარიდოთ ფხვნილთან პირდაპირ კონტაქტს, კაფსულები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, სასურველია წყალთან ერთად, საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

ბლისტერიდან ამოსაღებად რეკომენდებულია კაფსულის მხოლოდ ერთ ბოლოზე დაჭერა, რითაც შემცირდება კაფსულის დეფორმაციის ან გატეხვის რისკი.

უკუჩვენება

  • მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან 6.1 პარაგრაფში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
  • ორსული ქალები.
  • რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები, თუ ორსულობის პრევენციის პროგრამის ყველა პირობა არ არის დაკმაყოფილებული (იხ. პარაგრაფები 4.4 და 4.6).

განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას

როდესაც ლენალიდომიდი გამოიყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, მკურნალობის დაწყებამდე უნდა გაეცნოთ პროდუქტის მახასიათებლების შესაბამის შეჯამებას.

გაფრთხილება ორსულობის შესახებ

ლენალიდომიდი სტრუქტურულად თალიდომიდთან ახლოსაა. თალიდომიდი ცნობილი ტერატოგენული აქტიური ნივთიერებაა, რომელიც იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ თანდაყოლილ მძიმე დეფექტებს. მაიმუნებში ლენალიდომიდმა გამოიწვია თალიდომიდის მსგავსი მანკები (იხილეთ პარაგრაფები 4.6 და 5.3). ორსულობის დროს სლენალიდომიდის მიღების შემთხვევაში, მოსალოდნელია ლენალიდომიდის ტერატოგენული ეფექტი ადამიანებში.

ორსულობის პრევენციის პროგრამის პირობები ყველა პაციენტისთვის უნდა დაკმაყოფილდეს, თუ არ არსებობს იმის სანდო მტკიცებულება, რომ პაციენტს არ აქვს რეპროდუქციული პოტენციალი.

რეპროდუქციული პოტენციალის არ ქონის კრიტერიუმები ქალებში

ქალი პაციენტი ან მამაკაცი პაციენტის ქალი პარტნიორი ითვლება რეპროდუქციული პოტენციალის მქონედ, თუ ის არ აკმაყოფილებს შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე ერთს:

  • ასაკი ≥50 წელი და ბუნებრივი ამენორეა ≥1 წლის განმავლობაში (ამენორეა კიბოს თერაპიის შემდეგ ან ძუძუთი კვების დროს არ გამორიცხავს რეპროდუქციული პოტენციალის არსებობას).
  • საკვერცხეების ნაადრევი უკმარისობა, დადასტურებული სპეციალისტი გინეკოლოგის მიერ.
  • ადრე ჩატარებული ორმხრივი სალპინგოოოფორექტომია ან ჰისტერექტომია.
  • XY გენოტიპი, ტერნერის სინდრომი, საშვილოსნოს აგენეზია.

კონსულტაცია

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებისთვის ლენალიდომიდი უკუნაჩვენებია, თუ არ სრულდება ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა პირობა:

  • მას ესმის ნაყოფისთვის მოსალოდნელი ტერატოგენული რისკი.
  • მას ესმის, რომ აუცილებელია ეფექტური კონტრაცეფცია შეუფერხებლად, მკურნალობის დაწყებამდე სულ მცირე 4 კვირით ადრე, მკურნალობის მთელი ხანგრძლივობის განმავლობაში და მკურნალობის დასრულებიდან სულ მცირე 4 კვირის შემდეგ.
  • მაშინაც კი, თუ რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალს აქვს ამენორეა, მან უნდა გაითვალისწინოს ეფექტური კონტრაცეფციის შესახებ ყველა რჩევა.
  • მას უნდა შეეძლოს ეფექტური კონტრაცეპტული ზომების გამოყენება.
  • ის ინფორმირებულია და ესმის ორსულობის პოტენციური შედეგები და ორსულობის რისკის არსებობის შემთხვევაში, სასწრაფო კონსულტაციის საჭიროება.
  • მას ესმის მკურნალობის დაწყების აუცილებლობა ლენალიდომიდის გაცემისთანავე, ორსულობის უარყოფითი ტესტის შემდეგ.
  • ის აცნობიერებს ორსულობის ტესტის ჩატარების აუცილებლობას და თანახმაა ჩაიტაროს ის მინიმუმ 4 კვირაში ერთხელ, გარდა მილების დადასტურებული სტერილიზაციის შემთხვევისა.
  • ის ადასტურებს, რომ აცნობიერებს ლენალიდომიდის გამოყენებასთან დაკავშირებულ საფრთხეებსა და აუცილებელ სიფრთხილის ზომებს.

ლენალიდომიდის მიმღები მამრობითი სქესის პაციენტებისთვის, ფარმაკოკინეტიკური მონაცემებით, მკურნალობის დროს ლენალიდომიდი ადამიანის სპერმაში უკიდურესად დაბალი დონითაა წარმოდგენილი და ჯანმრთელ სუბიექტში ნივთიერების მიღების შეწყვეტიდან 3 დღის შემდეგ ადამიანის სპერმაში მისი აღმოჩენა შეუძლებელია (იხილეთ პარაგრაფი 5.2). სიფრთხილის მიზნით და ხანგრძლივი ელიმინაციის მქონე განსაკუთრებული პოპულაციების გათვალისწინებით, როგორიცაა თირკმლის უკმარისობა, ლენალიდომიდის მიმღები ყველა მამაკაცი პაციენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

აცნობიერებდეს მოსალოდნელ ტერატოგენულ რისკს, თუ სქესობრივი აქტი აქვს ორსულ ან რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალთან.

აცნობიერებდეს პრეზერვატივის გამოყენების აუცილებლობას, თუ სქესობრივი კავშირი აქვს ორსულ ან რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალთან, რომელიც არ იყენებს ეფექტურ კონტრაცეფციას (მაშინაც კი, თუ მამაკაცს ჩაუტარდა ვაზექტომია), მკურნალობის დროს და დოზის მიღების შეწყვეტიდან და/ან მკურნალობის შეწყვეტიდან სულ მცირე 7 დღის განმავლობაში.

აცნობიერებს, რომ თუ მისი პარტნიორი დაორსულდება ლენომერის მიღების დროს ან ლენომერის მიღების შეწყვეტიდან მალევე, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ მკურნალ ექიმს და რეკომენდებულია, რომ ქალი პარტნიორი შეფასებისა და რჩევისთვის გადაამისამართოს ტერატოლოგიაში სპეციალიზებულ ან გამოცდილ ექიმთან.

ექიმმა უნდა უზრუნველყოს, რომ რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებისთვის:

  • პაციენტი აკმაყოფილებდეს ორსულობის პრევენციის პროგრამის პირობებს, მათ შორის, ადასტურებდეს, რომ სათანადოდ აცნობიერებს მას.
  • პაციენტმა აღიაროს ზემოაღნიშნული პირობები.

კონტრაცეფცია

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის სულ მცირე ერთი ეფექტური მეთოდი თერაპიამდე სულ მცირე 4 კვირის განმავლობაში, თერაპიის განმავლობაში და ლენალიდომიდით თერაპიის დასრულებიდან სულ მცირე 4 კვირის განმავლობაში, ასევე დოზის შეწყვეტის შემთხვევაშიც კი, თუ პაციენტი არ აიღებს ვალდებულებას აბსოლუტურ და უწყვეტ თავშეკავებაზე, რაც დადასტურებულია ყოველთვიურად.

თუ კონტრაცეფციის ეფექტურობა არ დადასტურდა, პაციენტი კონტრაცეფციის შესახებ რჩევის მისაღებად უნდა გადამისამართდეს შესაბამისად მომზადებულ ჯანდაცვის სპეციალისტთან, რათა შესაძლებელი იყოს კონტრაცეფციის დაწყება.

კონტრაცეფციის შესაფერისი მეთოდების მაგალითებად შეიძლება ჩაითვალოს შემდეგი:

  • იმპლანტი
  • ლევონორგესტრელის გამომყოფი საშვილოსნოსშიდა სისტემა (IUS)
  • მედროქსიპროგესტერონის აცეტატის დეპო
  • ფალოპის მილების სტერილიზაცია
  • სქესობრივი აქტი მხოლოდ ვაზექტომირებულ მამრობითი სქესის პარტნიორთან; ვაზექტომია უნდა დადასტურდეს სპერმის ორი უარყოფითი ანალიზით
  • ოვულაციის დამთრგუნველი მხოლოდ პროგესტერონის შემცველი აბები (ანუ დეზოგესტრელი)

ვენური თრომბოემბოლიის მომატებული რისკის გამო მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში, რომლებიც ლენალიდომიდს კომბინირებულ თერაპიაში იღებენ, და ნაკლებად მრავლობითი მიელომის, მიელოდისპლაზიური სინდრომების და მანტიისებრი უჯრედების ლიმფომის მქონე პაციენტებში, რომლებიც ლენალიდომიდით მონოთერაპიას იტარებენ, კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღება რეკომენდებული არ არის (იხილეთ აგრეთვე 4.5 პარაგრაფი). თუ პაციენტი ამჟამად იყენებს კომბინირებულ ორალურ კონტრაცეფციას, პაციენტი უნდა გადავიდეს ზემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ ეფექტურ მეთოდზე. ვენური თრომბოემბოლიის რისკი გრძელდება კომბინირებული ორალური კონტრაცეფციის შეწყვეტიდან 4-6 კვირის განმავლობაში. კონტრაცეპტული სტეროიდების ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს დექსამეტაზონთან ერთად მკურნალობის დროს (იხ. პარაგრაფი 4.5).

იმპლანტები და ლევონორგესტრელის გამომყოფი საშვილოსნოსშიდა სისტემები დაკავშირებულია ინფექციის გაზრდილ რისკთან ჩადგმის დროს და არარეგულარული ვაგინალური სისხლდენებთან. პროფილაქტიკური ანტიბიოტიკების დანიშვნა უნდა განიხილებოდეს განსაკუთრებით ნეითროპენიის მქონე პაციენტებში.

სპილენძის გამომყოფი საშვილოსნოსშიდა მოწყობილობები ზოგადად არ არის რეკომენდებული ჩადგმის დროს ინფექციის და მენსტრუალური სისხლის დაკარგვის პოტენციური რისკების გამო, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ნეითროპენიის ან თრომბოციტოპენიის მქონე პაციენტებს.

ორსულობის ტესტირება

ადგილობრივი პრაქტიკის თანახმად, ქვემოთ აღწერილი წესით, რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებს სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ უნდა ჩაუტარდეთ ორსულობის ტესტები, რომელთა მინიმალური მგრძნობელობაა 25 mIU/mL. ეს მოთხოვნა მოიცავს რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებს, რომლებიც აბსოლუტურ და უწყვეტ თავშეკავებას მისდევენ. იდეალურ შემთხვევაში, ორსულობის ტესტირება, დანიშნულების გაცემა და განაწილება ერთსა და იმავე დღეს უნდა მოხდეს. ლენალიდომიდის გაცემა რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებისთვის უნდა მოხდეს რეცეპტის გაცემიდან 7 დღის განმავლობაში.

მკურნალობის დაწყებამდე

ლენალიდომიდის დანიშვნისას კონსულტაციის დროს ან ექიმთან ვიზიტამდე 3 დღით ადრე, მას შემდეგ, რაც პაციენტი მინიმუმ 4 კვირის განმავლობაში იყენებდა ეფექტურ კონტრაცეფციას, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ჩატარდეს ორსულობის ტესტი. ტესტი უნდა ადასტურებდეს, რომ პაციენტი ლენალიდომიდით მკურნალობის დაწყებისას ორსულად არ არის.

მკურნალობის შემდგომი მეთვალყურეობის პერიოდი და მკურნალობის დასასრული

სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ორსულობის ტესტი უნდა განმეორდეს სულ მცირე 4 კვირაში ერთხელ, მათ შორის მკურნალობის დასრულებიდან სულ მცირე 4 კვირის შემდეგ, გარდა დადასტურებული ფალოპის მილების სტერილიზაციის შემთხვევისა. ორსულობის ეს ტესტები უნდა ჩატარდეს მკურნალ ექიმთან ვიზიტის დღეს ან ვიზიტამდე 3 დღით ადრე.

დამატებითი სიფრთხილის ზომები

პაციენტებს უნდა მიეცეთ ინსტრუქცია, რომ ეს სამკურნალო საშუალება არასდროს მისცენ სხვა პირს და მკურნალობის დასრულების შემდეგ გამოუყენებელი კაფსულები უსაფრთხო განადგურების მიზნით ფარმაცევტს დაუბრუნონ..

თერაპიის დროს ან ლენალიდომიდის მიღების შეწყვეტიდან სულ მცირე 7 დღის განმავლობაში პაციენტებმა თავი უნდა შეიკავონ სისხლის დონორობისგან.

ჯანდაცვის სპეციალისტებმა და მომვლელებმა ბლისტერთან ან კაფსულასთან შეხებისას ერთჯერადი ხელთათმანები უნდა გამოიყენონ.

ქალები, რომლებიც ორსულად არიან ან ეჭვობენ, რომ შესაძლოა ორსულად იყვნენ, არ უნდა შეეხონ ბლისტერს ან კაფსულას (იხილეთ პარაგრაფი 6.6).

საგანმანათლებლო მასალები, დანიშვნისა და გაცემის შეზღუდვები

ნაყოფზე ლენალიდომიდის ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად პაციენტებისთვის დასახმარებლად, სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი ჯანდაცვის სპეციალისტებს მიაწვდის საგანმანათლებლო მასალას, რათა გაამყაროს გაფრთხილებები ლენალიდომიდის მოსალოდნელი ტერატოგენურობის შესახებ, თერაპიის დაწყებამდე მისცეს რჩევები კონტრაცეფციის და ორსულობის ტესტირების საჭიროების შესახებ. ექიმმა, რომელიც დანიშნავს მედიკამენტებს, როგორც მამაკაც, ასევე ქალ პაციენტებს უნდა აცნობოს მოსალოდნელი ტერატოგენული რისკისა და ორსულობის პრევენციის პროგრამაში მითითებული ორსულობის პრევენციის მკაცრი ზომების შესახებ და პაციენტებს მიაწოდოს შესაბამისი საგანმანათლებლო ბროშურა, პაციენტის ბარათი და/ან ექვივალენტური ინსტრუმენტი ეროვნულად დანერგილი პაციენტის ბარათების სისტემის შესაბამისად. თითოეულ ეროვნულ კომპეტენტურ ორგანოსთან თანამშრომლობით დანერგილია ეროვნული კონტროლირებადი განაწილების სისტემა. კონტროლირებადი განაწილების სისტემა მოიცავს პაციენტის ბარათის და/ან ეკვივალენტური ინსტრუმენტის გამოყენებას მედიკამენტების დანიშვნის და/ან გაცემის კონტროლისთვის, ასევე ჩვენებასთან დაკავშირებული დეტალური მონაცემების შეგროვებას, რათა ინტენსიურად მოხდეს ეროვნულ ტერიტორიაზე დანიშნულების გარეშე გამოყენების მონიტორინგი. იდეალურ შემთხვევაში, ორსულობის ტესტირება, რეცეპტის გაცემა და განაწილება ერთსა და იმავე დღეს უნდა მოხდეს. ლენალიდომიდის განაწილება რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებისთვის უნდა მოხდეს რეცეპტის გაცემიდან 7 დღის განმავლობაში და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ორსულობის ტესტის უარყოფითი შედეგის მიღების შემდეგ. რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებისთვის მედიკამენტების დანიშვნა შესაძლებელია მაქსიმუმ 4 კვირიანი მკურნალობით, დამტკიცებული ჩვენებების დოზირების რეჟიმის მიხედვით (იხილეთ პარაგრაფი 4.2), ხოლო ყველა სხვა პაციენტისთვის - მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა 12 კვირას შეადგენს.

სხვა სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

მიოკარდიუმის ინფარქტი

მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევები დაფიქსირდა ლენალიდომიდის მიმღებ პაციენტებში, განსაკუთრებით ცნობილი რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში და დექსამეტაზონთან კომბინაციაში გამოყენებისას პირველი 12 თვის განმავლობაში.

პაციენტები, რომლებსაც აქვთ ცნობილი რისკ-ფაქტორები, მათ შორის ადრე გადატანილი თრომბოზი, უნდა იმყოფებოდნენ ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ და უნდა მიიღონ ზომები ყველა მოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორის (მაგ., მოწევა, ჰიპერტენზია და ჰიპერლიპიდემია) მინიმალიზაციის მიზნით.

ვენური და არტერიული თრომბოემბოლიური მოვლენები

მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში ლენალიდომიდის დექსამეტაზონთან კომბინაცია ასოცირდება ვენური თრომბოემბოლიის (უპირატესად ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის არტერიის ემბოლია) გაზრდილ რისკთან. ვენური თრომბოემბოლიის რისკი ნაკლებად შეინიშნებოდა ლენალიდომიდის მელფალანთან და პრედნიზონთან კომბინაციაში გამოყენებისას.

მრავლობითი მიელომის, მიელოდისპლაზიური სინდრომების და მანტიისებრი უჯრედის ლიმფომის მქონე პაციენტებში ლენალიდომიდით მონოთერაპია ასოცირდებოდა ვენური თრომბოემბოლიის (უპირატესად ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის არტერიის ემბოლია) უფრო დაბალ რისკთან, ვიდრე მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლენალიდომიდით კომბინირებულ თერაპიას (იხილეთ პარაგრაფები4.5 და 4.8).

მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში ლენალიდომიდის დექსამეტაზონთან კომბინაცია ასოცირდება არტერიული თრომბოემბოლიის (უპირატესად მიოკარდიუმის ინფარქტის და ცერებროვასკულური შემთხვევის) გაზრდილ რისკთან და ნაკლებად აღინიშნა ლენალიდომიდის მელფალანთან და პრედნიზონთან კომბინაციაში გამოყენებისას. მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში არტერიული თრომბოემბოლიის რისკი უფრო დაბალია ლენალიდომიდით მონოთერაპიის დროს, ვიდრე კომბინირებული თერაპიის შემთხვევაში.

შესაბამისად, პაციენტები, რომლებსაც აქვთ თრომბოემბოლიის ცნობილი რისკ-ფაქტორები - მათ შორის ადრე გადატანილი თრომბოზი - უნდა იმყოფებოდნენ ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ. უნდა მიიღონ ზომები ყველა მოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორის (მაგ., მოწევა, ჰიპერტენზია და ჰიპერლიპიდემია) მინიმალიზაციის მიზნით. ერითროპოეზური საშუალებების ერთდროულმა მიღებამ ან თრომბოემბოლიური მოვლენების წარსულმა ისტორიამ ასევე შეიძლება გაზარდოს თრომბოზული რისკი ამ პაციენტებში.

ამიტომ, ერითროპოეზური საშუალებები ან სხვა საშუალებები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ თრომბოზის რისკი, როგორიცაა ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია, სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში, რომლებიც ლენალიდომიდს დექსამეტაზონთან ერთად იღებენ. 12 გ/დლ-ზე მეტი ჰემოგლობინის კონცენტრაციისას ერითროპოეზური საშუალებების გამოყენება უნდა შეწყდეს.

პაციენტებს და ექიმებს ურჩევენ, ყურადღებით იყვნენ თრომბოემბოლიის ნიშნებისა და სიმპტომების მიმართ. პაციენტებს უნდა მიეცეთ ინსტრუქცია, მიმართონ სამედიცინო დახმარებას, თუ განუვითარდებათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ქოშინი, ტკივილი გულმკერდის არეში, ხელების ან ფეხების შეშუპება. პროფილაქტიკური ანტითრომბოზული მედიკამენტები უნდა იყოს რეკომენდებული, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დამატებითი თრომბოზული რისკ-ფაქტორები. ანტითრომბოზული პროფილაქტიკური ზომების მიღების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ინდივიდუალური პაციენტის ძირითადი რისკ-ფაქტორების საფუძვლიანი შეფასების შემდეგ.

თუ პაციენტს განუვითარდება რაიმე თრომბოემბოლიური მოვლენა, მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაიწყოს სტანდარტული ანტიკოაგულაციური თერაპია.როდესაც ანტიკოაგულაციური თერაპიის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა სტაბილიზდება და თრომბოემბოლიური მოვლენის ნებისმიერი გართულება მოგვარდება, ლენალიდომიდით მკურნალობის განახლება შესაძლებელია საწყისი დოზით, სარგებლისა და რისკის შეფასების მიხედვით. პაციენტმა ანტიკოაგულაციური თერაპია უნდა გააგრძელოს ლენალიდომიდით მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში.

ფილტვისმიერი ჰიპერტენზია

ლენალიდომიდით ნამკურნალებ პაციენტებში აღწერილია ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის შემთხვევები, რომელთაგან ზოგიერთი ფატალურიც იყო. ლენალიდომიდით თერაპიის დაწყებამდე და მის განმავლობაში პაციენტები უნდა შეფასდნენ გულ-ფილტვისმიერი დაავადების ნიშნებსა და სიმპტომებზე.

ნეითროპენია და თრომბოციტოპენია

ლენალიდომიდის ძირითადი დოზის შემზღუდველი ტოქსიკურობებია ნეიTროპენია და თრომბოციტოპენია. ლენალიდომიდით მკურნალობის პირველი 8 კვირის განმავლობაში ყოველ კვირას და შემდგომში ყოველთვიურად ციტოპენიის მონიტორინგისთვის უნდა ჩატარდეს სისხლის საერთო ანალიზი, მათ შორის უნდა განისაზღვროს ლეიკოციტების რაოდენობა დიფერენციალური რაოდენობით, თრომბოციტების რაოდენობა, ჰემოგლობინი და ჰემატოკრიტი. მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის მქონე პაციენტებში მონიტორინგის სქემა უნდა იყოს ყოველ 2 კვირაში მე-3 და მე-4 ციკლებში, შემდეგ კი თითოეული ციკლის დასაწყისში. ფოლიკულური ლიმფომის დროს, მონიტორინგის სქემა უნდა იყოს ყოველკვირეული პირველი ციკლის პირველი 3 კვირის განმავლობაში (28 დღე), ყოველ 2 კვირაში მე-2-დან მე-4 ციკლამდე და შემდეგ თითოეული ციკლის დასაწყისში. შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შეწყვეტა და/ან დოზის შემცირება (იხ. პარაგრაფი 4.2).

ნეითროპენიის შემთხვევაში, ექიმმა პაციენტის მართვაში უნდა განიხილოს ზრდის ფაქტორების გამოყენება. პაციენტებს უნდა ურჩიონ, რომ დაუყოვნებლივ აცნობონ ექიმს ფებრილური ეპიზოდების შესახებ.

პაციენტებს და ექიმებს ურჩევენ, ყურადღებით იყვნენ სისხლდენის ნიშნებისა და სიმპტომების მიმართ, მათ შორის პეტექიებისა და ცხვირიდან გამონადენისა, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ სისხლდენის ინდუცირებისკენ მიდრეკილ სამკურნალო საშუალებებს (იხილეთ პარაგრაფი 4.8, ჰემორაგიული დარღვევები).

ლენალიდომიდის სხვა მიელოსუპრესიულ საშუალებებთან ერთად მიღება სიფრთხილით უნდა მოხდეს.

ახლად დიაგნოზირებული მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტები, რომლებსაც ჩაუტარდათ ASCT, ლენალიდომიდით შემანარჩუნებელი მკურნალობით

CALGB 100104-ის გვერდითი რეაქციები მოიცავდა მელფალანის მაღალი დოზის მიღების და ASCT-ის (HDM/ASCT) შემდეგ დაფიქსირებულ მოვლენებს, ასევე შემანარჩუნებელი მკურნალობის პერიოდის მოვლენებს. მეორე ანალიზმა გამოავლინა მოვლენები, რომლებიც განვითარდა შემანარჩუნებელი მკურნალობის დაწყების შემდეგ. IFM 2005-02-ში გვერდითი რეაქციები მხოლოდ შემანარჩუნებელი მკურნალობის პერიოდს ეხებოდა.

საერთო ჯამში, მე-4 ხარისხის ნეითროპენია უფრო მაღალი სიხშირით დაფიქსირდა ლენალიდომიდის შემანარჩუნებელ ჯგუფებში პლაცებოს შემანარჩუნებელ ჯგუფებთან შედარებით 2 კვლევაში, რომლებიც აფასებდნენ ლენალიდომიდის შემანარჩუნებელ ჯგუფს NDMM პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ASCT (32.1% 26.7%-ის წინააღმდეგ [16.1% 1.8%-ის წინააღმდეგ შემანარჩუნებელი მკურნალობის დაწყების შემდეგ] CALGB 100104 კვლევაში და 16.4% 0.7%-ის წინააღმდეგ IFM 2005-02 კვლევაში, შესაბამისად).

მკურნალობის დროს განვითარებული AEs- ნეათროპენია, რომლებიც ლენალიდომიდის შეწყვეტას იწვევდა, დაფიქსირდა CALGB 100104 კვლევაში პაციენტების 2.2%-ში და IFM 2005-02 კვლევაში პაციენტების 2.4%-ში. ორივე კვლევაში ლენალიდომიდის შემანარჩუნებელ ჯგუფებში მე-4 ხარისხის ფებრილური ნეითროპენია მსგავსი სიხშირით დაფიქსირდა პლაცებოსთან შედარებით. (0.4% vs 0.5% [0.4% vs 0.5% შემანარჩუნებელი მკურნალობის დაწყების შემდეგ] CALGB 1001040-ში და 0.3% vs 0% IFM 2005-02-ში). პაციენტებს უნდა ურჩიონ, რომ დაუყოვნებლივ აცნობონ ექიმს ცხელების შესახებ, შესაძლოა საჭირო გახდეს მკურნალობის შეწყვეტა და/ან დოზის შემცირება (იხ. პარაგრაფი 4.2).

3 ან 4 ხარისხის თრომბოციტოპენია უფრო ხშირად აღინიშნებოდა ლენალიდომიდის შემანარჩუნებელი თერაპიის ჯგუფებში, პლაცებოს შემანარჩუნებელ ჯგუფებთან შედარებით, კვლევებში, რომლებიც აფასებდა ლენალიდომიდის შემანარჩუნებელი თერაპიას NDMM პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ASCT (37.5% vs 30.3% [17.9% vs 4.1% შემანარჩუნებელი მკურნალობის დაწყების შემდეგ] CALGB 100104-ში და13.0% vs 2.9% IFM 2005-02-ში).

პაციენტებს და ექიმებს ურჩევენ, ყურადღებით იყვნენ სისხლდენის ნიშნებისა და სიმპტომების მიმართ, მათ შორის პეტექიებისა და ცხვირიდან გამონადენის დროს, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ სისხლდენის ინდუცირებისკენ მიდრეკილ სამკურნალო საშუალებებს (იხილეთ პარაგრაფი 4.8, ჰემორაგიული დარღვევები).

ახლად დიაგნოზირებული მრავლობითი მიელომა: პაციენტები, რომლებშიც ტრანსპლანტაცია ვერ ჩატარდება და მკურნალობენ ლენალიდომიდით ბორტეზომიბთან და დექსამეტაზონთან კომბინაციაში

SWOG S0777 კვლევაში მე-4 ხარისხის ნეითროპენია უფრო დაბალი სიხშირით დაფიქსირდა ლენალიდომიდთან, ბორტეზომიბთან და დექსამეტაზონთან (RVd) კომბინაციაში Rd შედარების ჯგუფთან შედარებით (2.7% vs 5.9%). მე-4 ხარისხის ფებრილური ნეითროპენია მსგავსი სიხშირით დაფიქსირდა RVd და Rd ჯგუფებში (0.0% vs 0.4%). პაციენტებს უნდა ურჩიონ, რომ დაუყოვნებლივ შეატყობინონ ექიმს ფებრილური ეპიზოდების შესახებ; შესაძლოა საჭირო გახდეს მკურნალობის შეწყვეტა და/ან დოზის შემცირება (იხ. პარაგრაფი 4.2).

მე-3 ან მე-4 ხარისხის თრომბოციტოპენია უფრო მაღალი სიხშირით დაფიქსირდა RVd ჯგუფში, Rd შედარების ჯგუფთან შედარებით (17.2 % vs 9.4%).

ახლად დიაგნოზირებული მრავლობითი მიელომა: პაციენტები, რომლებშიც ტრანსპლანტაცია ვერ ჩატარდება და მკურნალობენ ლენალიდომიდით დექსამეტაზონის დაბალ დოზასთან კომბინაციაში

მე-4 ხარისხის ნეითროპენია ლენალიდომიდის დექსამეტაზონთან კომბინაციის ჯგუფში დაფიქსირდა შედარებით ნაკლებად, ვიდრე შედარების ჯგუფში (8.5% Rd [უწყვეტი მკურნალობა] და Rd18 [18 ოთხკვირიანი მკურნალობა], მელფალანის/პრედნიზონის/თალიდომიდის ჯგუფის 15%-თან შედარებით, იხილეთ პარაგრაფი 4.8). მე-4 ხარისხის ფებრილური ნეითროპენიის ეპიზოდები შეესაბამებოდა შედარების ჯგუფს (0.6% Rd და Rd18 ლენალიდომიდით/დექსამეტაზონით ნამკურნალებ პაციენტებში, მელფალანის/პრედნიზონის/თალიდომიდის ჯგუფის 0.7%-თან შედარებით, იხილეთ პარაგრაფი 4.8).

მე-3 ან მე-4 ხარისხის თრომბოციტოპენია უფრო ნაკლები ხარისხით დაფიქსირდა Rd და Rd18 ჯგუფებში, ვიდრე შედარების ჯგუფში (8.1% vs 11.1%).

ახლად დიაგნოზირებული მრავლობითი მიელომა: პაციენტები, რომლებშიც ტრანსპლანტაცია ვერ ჩატარდება და მკურნალობენ ლენალიდომიდით მელფალანთან და პრედნიზონთან კომბინაციაში

ლენალიდომიდის, მელფალანისა და პრედნიზონის კომბინაცია ახლად დიაგნოზირებული მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტების კლინიკურ კვლევებში დაკავშირებულია მე-4 ხარისხის ნეითროპენიის უფრო მაღალ სიხშირესთან (34.1% მელფალანის, პრედნიზონის და ლენალიდომიდის ჯგუფში, რასაც მოჰყვება ლენალიდომიდი [MPR+R] და მელფალანის, პრედნიზონის და ლენალიდომიდის ჯგუფში, რასაც მოჰყვება პლაცებო [MPR+p], MPp+p ჯგუფში ნამკურნალები პაციენტების 7.8%-თან შედარებით; იხილეთ პარაგრაფი 4.8). მე-4 ხარისხის ფებრილური ნეითროპენიის ეპიზოდები იშვიათად აღინიშნებოდა (1.7% MPR+R/MPR+p ნამკურნალებ პაციენტებში, MPp+p ნამკურნალები პაციენტების 0.0%-თან შედარებით; იხილეთ პარაგრაფი 4.8).

ლენალიდომიდის მელფალანთან და პრედნიზონთან კომბინაცია მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში ასოცირდება მე-3 და მე-4 ხარისხის თრომბოციტოპენიის უფრო მაღალ სიხშირესთან (40.4% MPR+R/MPR+p-ით ნამკურნალებ პაციენტებში, MPp+p-ით ნამკურნალები პაციენტების 13.7%-თან შედარებით; იხილეთ პარაგრაფი 4.8).

მრავლობითი მიელომა: პაციენტები, რომლებსაც ჩატარებული აქვთ თერაპიის მინიმუმ ერთი კურსი

ლენალიდომიდის დექსამეტაზონთან კომბინაცია მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში, რომლებსაც ჩატარებული აქვთ თერაპიის მინიმუმ ერთი კურსი, დაკავშირებულია მე-4 ხარისხის ნეითროპენიის უფრო მაღალ სიხშირესთან (5.1% ლენალიდომიდით/დექსამეტაზონით ნამკურნალებ პაციენტებში, პლაცებოთი/დექსამეტაზონით ნამკურნალები პაციენტების 0.6%-თან შედარებით; იხილეთ პარაგრაფი 4.8). მე-4 ხარისხის ფებრილური ნეითროპენიის ეპიზოდები იშვიათად აღინიშნებოდა (ლენალიდომიდით/დექსამეტაზონით ნამკურნალებ პაციენტებში 0.6%, პლაცებოთი/დექსამეტაზონით ნამკურნალები პაციენტების 0.0%-თან შედარებით; იხილეთ პარაგრაფი 4.8).

ლენალიდომიდის დექსამეტაზონთან კომბინაცია მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში ასოცირდება მე-3 და მე-4 ხარისხის თრომბოციტოპენიის უფრო მაღალ სიხშირესთან (შესაბამისად, 9.9% და 1.4% ლენალიდომიდით/დექსამეტაზონით ნამკურნალებ პაციენტებში, პლაცებოთი/დექსამეტაზონით ნამკურნალები პაციენტების 2.3%-თან და 0.0%-თან შედარებით; იხილეთ პარაგრაფი 4.8).

მიელოდისპლაზიური სინდრომები

მიელოდისპლაზიური სინდრომის მქონე პაციენტებში ლენალიდომიდით მკურნალობა დაკავშირებულია მე-3 და მე-4 ხარისხის ნეითროპენიისა და თრომბოციტოპენიის უფრო მაღალ სიხშირესთან პლაცებოს მიმღებ პაციენტებთან შედარებით (იხილეთ პარაგრაფი 4.8).

მანტიის უჯრედოვანი ლიმფომა

მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის მქონე პაციენტებში ლენალიდომიდით მკურნალობა დაკავშირებულია მე-3 და მე-4 ხარისხის ნეითროპენიის უფრო მაღალ სიხშირესთან, საკონტროლო ჯგუფის პაციენტებთან შედარებით (იხილეთ პარაგრაფი 4.8).

ფოლიკულური ლიმფომა

ლენალიდომიდის და რიტუქსიმაბის კომბინაცია ფოლიკულური ლიმფომის მქონე პაციენტებში ასოცირდება მე-3 ან მე-4 ხარისხის ნეითროპენიის უფრო მაღალ სიხშირესთან, პლაცებო/რიტუქსიმაბის ჯგუფში მყოფ პაციენტებთან შედარებით. ფებრილური ნეითროპენია და მე-3 ან მე-4 ხარისხის თრომბოციტოპენია უფრო ხშირად დაფიქსირდა ლენალიდომიდის/რიტუქსიმაბის ჯგუფში (იხილეთ პარაგრაფი 4.8).

ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები

აღწერილია ჰიპოთირეოზის და ჰიპერთირეოზის შემთხვევები. მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე მოქმედი თანმხლები დაავადებების ოპტიმალური კონტროლი. რეკომენდებულია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის საწყისი და მიმდინარე მონიტორინგი.

პერიფერიული ნეიროპათია

ლენალიდომიდი სტრუქტურულად ენათესავება თალიდომიდს, რომელიც, როგორც ცნობილია, იწვევს მძიმე პერიფერიულ ნეიროპათიას.

ლენალიდომიდის დექსამეტაზონთან ან მელფალანთან და პრედნიზონთან ან ლენალიდომიდით მონოთერაპიასთან კომბინაციაში გამოყენებისას ან ახლად დიაგნოზირებული მრავლობითი მიელომის სამკურნალოდ ლენალიდომიდის ხანგრძლივი გამოყენებისას პერიფერიული ნეიროპათიის ზრდა არ დაფიქსირებულა.

ლენალიდომიდის, ინტრავენური ბორტეზომიბისა და დექსამეტაზონის კომბინაცია მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში დაკავშირებულია პერიფერიული ნეიროპათიის უფრო მაღალ სიხშირესთან. სიხშირე უფრო დაბალი იყო, როდესაც ბორტეზომიბი კანქვეშ შეჰყავდათ. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პარაგრაფი4.8 და ბორტეზომიბის SmPC.

სიმსივნის გამწვავების რეაქცია და სიმსივნის ლიზისის სინდრომი

რადგან ლენალიდომიდს აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო აქტივობა, შესაძლოა განვითარდეს სიმსივნის ლიზისის სინდრომის (TLS) გართულებები. აღწერილია TLS-ის და სიმსივნის გამწვავების რეაქციის (TFR) შემთხვევები, მათ შორის ფატალური შემთხვევები (იხილეთ პარაგრაფი 4.8). TLS-ის და TFR-ის რისკის ქვეშ არიან პაციენტები, რომლებსაც მკურნალობამდე მაღალი სიმსივნური დატვირთვა ჰქონდათ. ამ პაციენტებში ლენალიდომიდის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე. ეს პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ, განსაკუთრებით პირველი ციკლის ან დოზის გაზრდის დროს და უნდა იქნას მიღებული შესაბამისი ზომები.

მანტიის უჯრედოვანი ლიმფომა

რეკომენდებულია TFR-ის ფრთხილად მონიტორინგი და შეფასება. პაციენტები, რომლებსაც დიაგნოზის დროს აღენიშნებათ მანტიის უჯრედული ლიმფომის მაღალი საერთაშორისო პროგნოზული ინდექსი (MIPI) ან საწყის ეტაპზე მოცულობითი დაავადება (მინიმუმ ერთი დაზიანება, რომლის ყველაზე გრძელი დიამეტრი ≥7 სმ), შეიძლება იმყოფებოდნენ TFR-ის რისკის ქვეშ. სიმსივნის გამწვავების რეაქცია შეიძლება გავდეს დაავადების პროგრესირებას (PD). MCL-002 და MCL-001 კვლევებში მონაწილე პაციენტებს, რომლებსაც განუვითარდათ 1 და 2 ხარისხის TFR, TFR სიმპტომების მართვის მიზნით მკურნალობდნენ კორტიკოსტეროიდებით, აასს და/ან ნარკოტიკული ანალგეზური საშუალებებით.

TFR-ის სამკურნალოდ თერაპიული ზომების მიღების გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ინდივიდუალური პაციენტის დეტალური კლინიკური შეფასების შემდეგ (იხილეთ პარაგრაფი 4.2 და 4.8).

ფოლიკულური ლიმფომა

რეკომენდებულია TFR-ის ფრთხილად მონიტორინგი და შეფასება. სიმსივნის გამწვავება შეიძლება PD-ს გავდეს. პაციენტებს, რომლებსაც 1 და 2 ხარისხის TFR განუვითარდათ, TFR სიმპტომების მართვისთვის მკურნალობდნენ კორტიკოსტეროიდებით, აასს და/ან ნარკოტიკული ანალგეზური საშუალებებით. TFR-ის სამკურნალოდ თერაპიული ზომების მიღების გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ინდივიდუალური პაციენტის დეტალური კლინიკური შეფასების შემდეგ (იხილეთ პარაგრაფი 4.2 და 4.8).

რეკომენდებულია TLS-ის ფრთხილი მონიტორინგი და შეფასება. პაციენტები კარგად უნდა იყვნენ ჰიდრატირებულნი და უნდა ჩაუტარდეთ TLS პროფილაქტიკა, პირველი ციკლის განმავლობაში ან უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ყოველკვირეული ბიოქიმიური სპექტრის განსაზღვრის გარდა, კლინიკური ჩვენების მიხედვით (იხილეთ პარაგრაფი 4.2 და 4.8).

სიმსივნური დატვირთვა

მანტიის უჯრედოვანი ლიმფომა

ლენალიდომიდი რეკომენდებული არ არის სიმსივნის მაღალი დატვირთვის მქონე პაციენტების სამკურნალოდ, თუ ხელმისაწვდომია ალტერნატიული მკურნალობის ვარიანტები.

ადრეული სიკვდილი

MCL-002 კვლევაში საერთო ჯამში, ადრეული (20 კვირის განმავლობაში) სიკვდილიანობის აშკარა ზრდა დაფიქსირდა. პაციენტებს, რომლებსაც საწყის ეტაპზე მაღალი სიმსივნური დატვირთვა ჰქონდათ, ნაადრევი სიკვდილის მომატებული რისკი აქვთ, ლენალიდომიდის ჯგუფში დაფიქსირდა ნაადრევი სიკვდილის 16/81 (20%) შემთხვევა, ხოლო საკონტროლო ჯგუფში - 2/28 (7%). 52 კვირის განმავლობაში შესაბამისი მაჩვენებლები იყო 32/81 (40%) და 6/28 (21%) (იხილეთ პარაგრაფი 5.1).

გვერდითი მოვლენები

კვლევაში MCL-002, მკურნალობის პირველი ციკლის განმავლობაში, ლენალიდომიდის ჯგუფში სიმსივნის მაღალი დატვირთვის მქონე პაციენტების 11/81-ს (14%) მკურნალობა შეუწყდა, საკონტროლო ჯგუფში კი ეს მაჩვენებელი 28/1 (4%) იყო. ლენალიდომიდის ჯგუფში სიმსივნის მაღალი დატვირთვის მქონე პაციენტებისთვის მკურნალობის შეწყვეტის მთავარი მიზეზი გვერდითი მოვლენები იყო, 7/11 (64%).

ამიტომ, მაღალი სიმსივნური დატვირთვის მქონე პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ გვერდითი რეაქციების (იხ. პარაგრაფი 4.8), მათ შორის სიმსივნის გამწვავების რეაქციის (TFR) ნიშნების მკაცრი მონიტორინგის ქვეშ. TFR-ის დოზის კორექციისთვის იხილეთ პარაგრაფი 4.2. მაღალი სიმსივნური დატვირთვის მქონე პაციენტები განისაზღვრა, როგორც მინიმუმ ერთი ≥5 სმ დიამეტრის დაზიანება ან 3 დაზიანება ≥3 სმ დიამეტრით.

ალერგიული რეაქციები და კანის მძიმე რეაქციები

ლენალიდომიდით ნამკურნალებ პაციენტებში აღწერილია ალერგიული რეაქციების შემთხვევები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქცია და კანის მძიმე რეაქციები, მათ შორის SJS, TEN და DRESS (იხ. პარაგრაფი 4.8). პაციენტებს მკურნალმა ექიმმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ამ რეაქციების ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და უნდა უთხრას, რომ დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს, თუ ეს სიმპტომები განუვითარდებათ. ლენალიდომიდის მიღება უნდა შეწყდეს ანგიონევროზული შეშუპების, ანაფილაქსიური რეაქციის, ექსფოლიატური ან ბულოზური გამონაყარის, ან SJS, TEN ან DRESS-ის ეჭვის შემთხვევაში და ამ რეაქციების გამო შეწყვეტის შემდეგ მისი განახლება არ უნდა მოხდეს. კანის რეაქციის სხვა ფორმების დროს, სიმძიმის მიხედვით, უნდა განიხილებოდეს ლენალიდომიდის მიღების შეწყვეტა ან შეჩერება. პაციენტები, რომლებსაც + თალიდომიდით მკურნალობის დროს ადრე აღენიშნებოდათ ალერგიული რეაქციები, უნდა იმყოფებოდნენ ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ, რადგან ლიტერატურაში აღწერილია ლენალიდომიდსა და თალიდომიდს შორის შესაძლო ჯვარედინი რეაქცია. პაციენტებმა, რომლებსაც თალიდომიდით მკურნალობასთან დაკავშირებული მძიმე გამონაყარის ანამნეზი აქვთ, ლენალიდომიდი არ უნდა მიიღონ.

მეორადი პირველადი ავთვისებიანი სიმსივნეები

კლინიკურ კვლევებში, რომლებიც ჩატარდა მიელომით დაავადებულ, ლენალიდომიდის/დექსამეტაზონის მიმღებ ადრე ნამკურნალებ პაციენტებში, დაფიქსირდა მეორეული პირველადი ავთვისებიანი სიმსივნეების (SPM) ზრდა (3.98 100 ადამიანზე-წელიწადში) საკონტროლო ჯგუფთან შედარებით (1.38 100 ადამიანზე-წელიწადში). არაინვაზიური SPM მოიცავს ბაზალურუჯრედოვან ან ბრტყელუჯრედოვან კანის კიბოს. ინვაზიური SPM-ების უმეტესობა სოლიდური ავთვისებიანი სიმსივნეები იყო.

ახლად დიაგნოზირებული მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტების კლინიკურ კვლევებში, რომლებიც არ ექვემდებარებოდნენ ტრანსპლანტაციას, დაფიქსირდა ჰემატოლოგიური SPM-ის (AML, MDS შემთხვევები) შემთხვევების 4.9-ჯერ ზრდა იმ პაციენტებში, რომლებიც ლენალიდომიდს იღებდნენ მელფალანთან და პრედნიზონთან კომბინაციაში, პროგრესირებამდე (1.75 100 ადამიანზე-წელიწადში) მელფალანის პრედნიზონთან კომბინაციასთან შედარებით (0.36 100 ადამიანზე-წელიწადში).

სოლიდური სიმსივნის SPM-ის შემთხვევების 2.12-ჯერ ზრდა დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც ლენალიდომიდს იღებდნენ (9 ციკლი) მელფალანთან და პრედნიზონთან კომბინაციაში (1.57 100 ადამიანზე-წელიწადში), მელფალანთან პრედნიზონთან კომბინაციასთან შედარებით (0.74 100 ადამიაზე-წელიწადში).

პაციენტებში, რომლებიც ლენალიდომიდს იღებდნენ დექსამეტაზონთან კომბინაციაში პროგრესირებამდე ან 18 თვის განმავლობაში, ჰემატოლოგიური SPM-ის შემთხვევების მაჩვენებელი (0.16 100 ადამიანზე-წელიწადში) არ გაზრდილა თალიდომიდთან, მელფალანთან და პრედნიზონთან კომბინაციაში მიღებასთან (0.79 100 ადამიაზე-წელიწადში) შედარებით.

სოლიდური სიმსივნის SPM-ის შემთხვევების 1.3-ჯერ ზრდა დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც ლენალიდომიდს იღებდნენ დექსამეტაზონთან კომბინაციაში პროგრესირებამდე ან 18 თვის განმავლობაში (1.58 100 ადამიანზე-წელიწადში) თალიდომიდთან და მელფალანთან და პრედნიზონთან კომბინაციაში (1.19 100 ადამიანზე-წელიწადში).

ახლად დიაგნოზირებულ მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში, რომლებიც ლენალიდომიდს იღებდნენ ბორტეზომიბთან და დექსამეტაზონთან კომბინაციაში, ჰემატოლოგიური მრავლობითი მიელომის შემთხვევების სიხშირე იყო 0.00 – 0.16 100 ადამიანზე-წელიწდში, ხოლო სოლიდური სიმსივნის შემთხვევების სიხშირე იყო 0.21 – 1.04 100 ადამიანზე-წელიწადში.

ლენალიდომიდთან ასოცირებული მეორადი პირველადი ავთვისებიანი სიმსივნეების გაზრდილი რისკი ასევე აქტუალურია ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის შემდეგ NDMM-ის კონტექსტში. მიუხედავად იმისა, რომ ეს რისკი ჯერ კიდევ სრულად არ არის დახასიათებული, ის გასათვალისწინებელია ლენალიდომიდის ამ შემთხვევაში განხილვისა და გამოყენებისას.

ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნეების, განსაკუთრებით AML, MDS და B-უჯრედების ავთვისებიანი სიმსივნეების (მათ შორის ჰოჯკინის ლიმფომის) შემთხვევების სიხშირე ლენალიდომიდის ჯგუფში 1.31 იყო 100 ადამიანზე-წელიწადში და 0.58 100 ადამიანზე-წელიწადში პლაცებოს ჯგუფში (1.02 100 ადამიანზე-წელიწადში პაციენტებისთვის, რომლებიც ASCT შემდეგ იღებდნენ ლენალიდომიდს და 0.60 100 ადამიანზე-წელიწადში პაციენტებისთვის, რომლებიც ASCT შემდეგ არ იღებდნენ ლენალიდომიდს). სოლიდური სიმსივნის SPM-ების შემთხვევების სიხშირე ლენალიდომიდის ჯგუფში იყო 1.36 100 ადამიანზე-წელიწადში და 1.05 100 ადამიანზე-წელიწადში პლაცებოს ჯგუფში (1.26 100 ადამიანზე-წელიწადში პაციენტებისთვის, რომლებიც ASCT შემდეგ იღებდნენ ლენალიდომიდს და 0.60 100 ადამიანზე-წელიწადში პაციენტებისთვის, რომლებიც ASCT შემდეგ არ იღებდნენ ლენალიდომიდს).

ლენალიდომიდით მკურნალობის დაწყებამდე, მელფალანთან კომბინაციაში ან მელფალანის მაღალი დოზის და ASCT მიღებისთანავე, გასათვალისწინებელია ჰემატოლოგიური SPM-ის განვითარების რისკი. ექიმებმა პაციენტები ყურადღებით უნდა შეაფასონ მკურნალობის დაწყებამდე და მის დროს, SPM-ის წარმოქმნის სტანდარტული სკრინინგის გამოყენებით და ჩვენების მიხედვით დანიშნონ მკურნალობა.

მწვავე მიელოიდური ლეიკემიის პროგრესირება დაბალი და საშუალო 1 რისკის მქონე MDS-ის დროს

კარიოტიპი

საბაზისო ცვლადები, მათ შორის კომპლექსური ციტოგენეტიკა, დაკავშირებულია მწვავე მიელოიდური ლეიკემიის პროგრესირებასთან იმ სუბიექტებში, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ტრანსფუზიაზე და აქვთ Del (5q) ანომალია. დაბალი ან საშუალო-1 რისკის მიელოდისპლაზიური სინდრომების დროს ლენალიდომიდის ორი კლინიკური კვლევის კომბინირებული ანალიზის თანახმად, სუბიექტებს, რომლებსაც ჰქონდათ რთული ციტოგენეტიკა, ჰქონდათ მწვავე მიელოიდური ლეიკემიის (AML) პროგრესირების ყველაზე მაღალი, შეფასებული 2-წლიანი კუმულაციური რისკი (38.6%). იზოლირებული Del (5q) ანომალიის მქონე პაციენტებში მწვავე მიელოიდური ლეიკემიის პროგრესირების სავარაუდო 2-წლიანი მაჩვენებელი 13.8% იყო, Del (5q) და ერთი დამატებითი ციტოგენეტიკური ანომალიის მქონე პაციენტების 17.3%-თან შედარებით.

შედეგად, ლენალიდომიდის სარგებლისა და რისკის თანაფარდობა, როდესაც MDS ასოცირდება Del (5q)-თან და კომპლექსურ ციტოგენეტიკასთან, უცნობია.

TP53სტატუსი

TP53 მუტაცია დაბალი რისკის მქონე MDS Del 5q პაციენტების 20-25%-ში გვხვდება და მწვავე მიელოიდური ლეიკემიის (AML) პროგრესირების მაღალ რისკთან ასოცირდება. დაბალი ან საშუალო 1 რისკის მიელოდისპლაზიური სინდრომების დროს ლენალიდომიდის კლინიკური კვლევის post-hoc ანალიზში (MDS-004), მწვავე მიელოიდური ლეიკემიის პროგრესირების სავარაუდო 2-წლიანი მაჩვენებელი 27.5 % იყო IHC-p53 დადებითობის მქონე პაციენტებში (ძლიერი ბირთვული შეღებვის 1%-იანი ზღვრული დონე, p53 ცილის იმუნოჰისტოქიმიური შეფასების გამოყენებით, როგორც TP53 მუტაციის სტატუსის სუროგატი) და 3.6% IHC-p53 ნეგატიურობის მქონე პაციენტებში (p=0.0038) (იხ. პარაგრაფი 4.8).

მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის სხვა ავთვისებიან სიმსივნეებად პროგრესირება

მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის დროს, მწვავე მიელოიდური ლეიკემია, B-უჯრედული ავთვისებიანი სიმსივნეები და კანის არამელანომური კიბო (NMSC) იდენტიფიცირებულ რისკებს წარმოადგენს.

ფოლიკულური ლიმფომის მეორადი პირველადი ავთვისებიანი სიმსივნეები

მორეციდივე/რეფრაქტერული iNHL კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდნენ ფოლიკულური ლიმფომის მქონე პაციენტები, ლენალიდომიდის/რიტუქსიმაბის ჯგუფში პლაცებო/რიტუქსიმაბის ჯგუფთან შედარებით, SPM-ების გაზრდილი რისკი არ დაფიქსირებულა.

ლენალიდომიდის/რიტუქსიმაბის ჯგუფში AML -ს ჰემატოლოგიური SPM გამოვლინდა 0.29 შემთხვევაში 100 ადამიანზე-წელიწადში, პლაცებო/რიტუქსიმაბის მიმღებ პაციენტებში კი ეს მაჩვენებელი 0.29 იყო 100 ადამიანზე-წელიწადში. ჰემატოლოგიური და სოლიდური სიმსივნის მქონე SPM-ების (კანის არამელანომური კიბოს გარდა) შემთხვევების სიხშირე ლენალიდომიდის/რიტუქსიმაბის ჯგუფში 100 ადამიანზე-წელიწადში იყო 0.87, პლაცებო/რიტუქსიმაბის მიმღები პაციენტების 1.17-თან შედარებით, რომელთა საშუალო დაკვირვების პერიოდი 30.59 თვე იყო (დიაპაზონი 0.6-დან 50.9 თვემდე).

კანის არამელანომური კიბო იდენტიფიცირებულ რისკ-ჯგუფს მიეკუთვნება და მოიცავს კანის ბრტყელუჯრედოვან კარცინომას ან ბაზალურუჯრედოვან კარცინომას.

ექიმებმა პაციენტები უნდა აკონტროლონ სპონტანური მენჯის SPMs განვითარებაზე. ლენალიდომიდით მკურნალობის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც ლენალიდომიდის პოტენციური სარგებელი, ასევე SPMs რისკი.

ღვიძლის დარღვევები

ღვიძლის უკმარისობა, მათ შორის ფატალური შემთხვევები, აღწერილია ლენალიდომიდით კომბინირებული თერაპიის დროს ნამკურნალებ პაციენტებში: აღწერილია ღვიძლის მწვავე უკმარისობა, ტოქსიკური ჰეპატიტი, ციტოლიზური ჰეპატიტი, ქოლესტაზური ჰეპატიტი და შერეული ციტოლიზური/ქოლესტაზური ჰეპატიტი. მედიკამენტებით გამოწვეული მძიმე ჰეპატოტოქსიურობის მექანიზმები უცნობია, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, რისკ-ფაქტორები შეიძლება წარმოადგენდეს ღვიძლის ვირუსულ დაავადებას, ღვიძლის ენზიმების მომატებას საწყის დონეზე და შესაძლოა ანტიბიოტიკებით მკურნალობას.

ღვიძლის ფუნქციის ანალიზებში დარღვევები ხშირად აღინიშნებოდა და, როგორც წესი, უსიმპტომო და შექცევადი იყო დოზის შეწყვეტის შემდეგ. პარამეტრების საწყის მაჩვენებლებამდე დაუბრუნების შემდეგ, შეიძლება განიხილებოდეს უფრო დაბალი დოზით მკურნალობა.

ლენალიდომიდი თირკმელებით გამოიყოფა. მნიშვნელოვანია დოზის კორექცია თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რათა თავიდან იქნას აცილებული პლაზმაში დონეების მომატება, რამაც შეიძლება გაზარდოს ჰემატოლოგიური გვერდითი რეაქციების ან ჰეპატოტოქსიურობის განვითარების რისკი. რეკომენდებულია ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არსებობს ღვიძლის ვირუსული ინფექციის ისტორია ან თანმხლები ინფექცია, ან როდესაც ლენალიდომიდი კომბინირებულია ღვიძლის დისფუნქციასთან ასოცირებულ სამკურნალო საშუალებებთან.

ინფექცია ნეითროპენიით ან მის გარეშე

მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტები მიდრეკილნი არიან ინფექციების, მათ შორის პნევმონიის განვითარებისკენ. ინფექციების უფრო მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ლენალიდომიდისა და დექსამეტაზონის კომბინაციაში გამოყენებისას, ვიდრე MPT -სას NDMM პაციენტებში, რომლებიც არ არიან ტრანსპლანტაციისთვის შესაფერისი, და ლენალიდომიდის შემანარჩუნებელი თერაპიის დროს პლაცებოსთან შედარებით, NDMM -ს მქონე პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ASCT. ნეითროპენიის ფონზე, პაციენტების ერთ მესამედზე ნაკლებში ≥3 ხარისხის ინფექციები განვითარდა. ინფექციის ცნობილი რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ. ყველა პაციენტს უნდა ეცნობოს, რომ ინფექციის პირველივე ნიშნის (მაგ., ხველა, ცხელება და ა.შ.)თანავე დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს, რითაც შესაძლებელი იქნება ადრეული მართვა სიმძიმის შესამცირებლად.

ვირუსული რეაქტივაცია

ლენალიდომიდის მიმღებ პაციენტებში დაფიქსირდა ვირუსული რეაქტივაციის შემთხვევები, მათ შორის ჰერპეს ზოსტერის ან B ჰეპატიტის ვირუსის (HBV) რეაქტივაციის სერიოზული შემთხვევები.

ვირუსული რეაქტივაციის ზოგიერთი შემთხვევა ლეტალური შედეგით დასრულდა.

ჰერპეს ზოსტერის რეაქტივაციის ზოგიერთმა შემთხვევამ გამოიწვია დისემინირებული ჰერპეს ზოსტერი, მენინგიტი ან ოფთალმოლოგიური ჰერპეს ზოსტერი, რაც მოითხოვდა ლენალიდომიდით მკურნალობის დროებით ან სამუდამოდ შეწყვეტას და ადეკვატურ ანტივირუსულ მკურნალობას.

B ჰეპატიტის რეაქტივაცია იშვიათად აღინიშნა ლენალიდომიდის მიმღებ პაციენტებში, რომლებიც ადრე ინფიცირებულნი იყვნენ B ჰეპატიტის ვირუსით. ზოგიერთი შემთხვევა ღვიძლის მწვავე უკმარისობაში გადაიზარდა, რამაც ლენალიდომიდის მიღების შეწყვეტა და ადეკვატური ანტივირუსული მკურნალობის დაწყება გამოიწვია. ლენალიდომიდით მკურნალობის დაწყებამდე უნდა დადგინდეს B ჰეპატიტის ვირუსის სტატუსი. პაციენტებისთვის, რომლებსაც B ჰეპატიტის ინფექციის დადებითი ტესტი აქვთ, რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია, რომელსაც აქვს B ჰეპატიტის მკურნალობის გამოცდილება.

სიფრთხილეა საჭირო ლენალიდომიდის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც ადრე ინფიცირებულნი იყვნენ B ჰეპატიტით, მათ შორის პაციენტებში, რომლებიც ანტი-HBc დადებითია, მაგრამ HBsAg უარყოფითი. თერაპიის განმავლობაში,საჭიროა ამ პაციენტების ინტენსიური მონიტორინგი აქტიური B ჰეპატიტის ინფექციის ნიშნებსა და სიმპტომებზე.

პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია

ლენალიდომიდის გამოყენებისას აღწერილია პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათიის (PML) შემთხვევები, მათ შორის ფატალური შემთხვევები. PML აღწერილია ლენალიდომიდით მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე პერიოდში. შემთხვევები, როგორც წესი, აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ დექსამეტაზონს ან ადრე მკურნალობდნენ სხვა იმუნოსუპრესიული ქიმიოთერაპიით. ექიმებმა რეგულარული ინტერვალებით უნდა აკონტროლონ პაციენტები და დიფერენციალური დიაგნოზის დროს უნდა გაითვალისწინონ PML იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ახალი ან გაუარესებული ნევროლოგიური სიმპტომები, კოგნიტური ან ქცევითი ნიშნები ან სიმპტომები. პაციენტებს ასევე უნდა ურჩიონ, რომ მკურნალობის შესახებ აცნობონ პარტნიორს ან მომვლელებს, რადგან მათ შეიძლება შეამჩნიონ სიმპტომები, რომელთა შესახებაც პაციენტმა არ იცის.

PML-ის შეფასება უნდა ეფუძნებოდეს ნევროლოგიურ გამოკვლევას, ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას და JC ვირუსის (JCV) დნმ-ის ანალიზს პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (PCR) ან ტვინის ბიოფსიას JCV ტესტირებით. JCV-ის უარყოფითი PCR არ გამორიცხავს PML-ს. დამატებითი დაკვირვება და შეფასება შეიძლება საჭირო გახდეს, თუ ალტერნატიული დიაგნოზის დადგენა შეუძლებელია.

თუ PML-ზე ეჭვი არსებობს, შემდგომი დოზირება უნდა შეჩერდეს PML-ის გამორიცხვამდე. თუ PML დადასტურდება, ლენალიდომიდის მიღება სამუდამოდ უნდა შეწყდეს.

ახლად დიაგნოზირებული მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტები

ლენალიდომიდის კომბინაციაში მიღებისას აუტანლობის უფრო მაღალი მაჩვენებელი (მე-3 ან მე-4 ხარისხის გვერდითი მოვლენები, სერიოზული გვერდითი მოვლენები, მკურნალობის შეწყვეტა) აღინიშნა >75 წლის, ISS III სტადიის, ECOG PS≥2 ან CLcr <60 მლ/წთ მქონე პაციენტებში. პაციენტები ყურადღებით უნდა შეფასდნენ ლენალიდომიდის კომბინირებული მიღების ატანის უნარზე, ასაკის, ISS III სტადიის, ECOG PS≥2 ან CLcr <60 მლ/წთ-ის გათვალისწინებით (იხილეთ პარაგრაფი 4.2 და 4.8).

კატარაქტა

კატარაქტა უფრო მაღალი სიხშირით აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც ლენალიდომიდს დექსამეტაზონთან კომბინაციაში იღებდნენ, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას. რეკომენდებულია მხედველობის უნარის რეგულარული მონიტორინგი.

დამხმარე ნივთიერებები

ლენამერის კაფსულები შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ გალაქტოზის აუტანლობის, ლაქტაზას სრული დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემები, ეს სამკურნალო საშუალება არ უნდა მიიღონ.

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო კაფსულაში, რაც ნიშნავს, რომ ის არსებითად „ნატრიუმის გარეშეა“.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ერითროპოეზური საშუალებები ან სხვა საშუალებები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ თრომბოზის რისკი, როგორიცაა ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია, სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლენალიდომიდს დექსამეტაზონთან ერთად (იხილეთ პარაგრაფი 4.4 და 4.8).++

პერორალური კონტრაცეპტივები

ორალურ კონტრაცეპტივებთან ურთიერთქმედების კვლევა არ ჩატარებულა. ლენალიდომიდი არ არის ენზიმის ინდუქტორი. ადამიანის ჰეპატოციტებზე ჩატარებულ in vitro კვლევაში, ლენალიდომიდმა, სხვადასხვა კონცენტრაციით, არ გამოიწვია CYP1A2, CYP2B6, CYP2C9, CYP2C19 და CYP3A4/5 ინდუცირება. ამიტომ, ლენალიდომიდის მონოთერაპიის შემთხვევაში, მოსალოდნელი არ არის ინდუქცია, რომელიც გამოიწვევს სამკურნალო საშუალებების, მათ შორის ჰორმონალური კონტრაცეპტივების ეფექტურობის შემცირებას. თუმცა, ცნობილია, რომ დექსამეტაზონი CYP3A4-ის სუსტი ან საშუალო ინდუქტორია და სავარაუდოდ, ის ასევე მოქმედებს სხვა ენზიმებსა და ტრანსპორტერებზე. არ არის გამორიცხული, რომ მკურნალობის დროს შემცირდეს პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობა. აუცილებელია ორსულობის თავიდან ასაცილებლად ეფექტური ზომების მიღება (იხილეთ პარაგრაფები 4.4 და 4.6).

ვარფარინი

ლენალიდომიდის 10 მგ მრავალჯერადი დოზების ერთდროულ მიღებას გავლენა არ მოუხდენია R- და S-ვარფარინის ერთჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკაზე. ვარფარინის 25 მგ ერთჯერადი დოზის ერთდროულ მიღებას გავლენა არ მოუხდენია ლენალიდომიდის ფარმაკოკინეტიკაზე. თუმცა, უცნობია, არის თუ არა ურთიერთქმედება კლინიკური გამოყენების დროს (დექსამეტაზონთან ერთდროული მკურნალობა). დექსამეტაზონი არის ენზიმების სუსტი ან ზომიერი ინდუქტორი და მისი გავლენა ვარფარინზე უცნობია. მკურნალობის დროს რეკომენდებულია ვარფარინის კონცენტრაციის მკაცრი მონიტორინგი.

დიგოქსინი

10 მგ ლენალიდომიდთან ერთდროული მიღება დღე-ღამეში ერთხელ ზრდიდა დიგოქსინის (0.5 მგ, ერთჯერადი დოზა) პლაზმურ ექსპოზიციას 14%-ით 90%-იანი CI-ით (სანდოობის ინტერვალი) [0.52%-28.2%]. უცნობია, განსხვავებული იქნება თუ არა ეფექტი კლინიკურ გამოყენებაში (ლენალიდომიდის უფრო მაღალი დოზები და დექსამეტაზონით ერთდროული მკურნალობა). ამიტომ, ლენალიდომიდით მკურნალობის დროს რეკომენდებულია დიგოქსინის კონცენტრაციის მონიტორინგი.

სტატინები

ლენალიდომიდთან ერთად სტატინების მიღებისას რაბდომიოლიზის რისკი იზრდება, რაც შესაძლოა უბრალოდ ადიტიური იყოს. გაძლიერებული კლინიკური და ლაბორატორიული მონიტორინგი განსაკუთრებით საჭიროა მკურნალობის პირველი კვირების განმავლობაში.

დექსამეტაზონი

დექსამეტაზონის ერთჯერადი ან მრავალჯერადი დოზების (40 მგ დღე-ღამეში ერთხელ) ერთდროულ მიღებას კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვს ლენალიდომიდის (25 მგ დღე-ღამეში ერთხელ) მრავალჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკაზე

ურთიერთქმედება P-გლიკოპროტეინის (P-gp) ინჰიბიტორებთან

In vitro, ლენალიდომიდი წარმოადგენს P-გლიკოპროტეინის სუბსტრატს, მაგრამ არ წარმოადგენს P-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორს. P-გლიკოპროტეინის ძლიერი ინჰიბიტორის- ქინიდინის (600 მგ, დღე-ღამეში ორჯერ) ან P-გლიკოპროტეინის ზომიერი ინჰიბიტორის/სუბსტრატის- ტემსიროლიმუსის (25 მგ) მრავალჯერადი დოზების ერთდროულ მიღებას არ აქვს კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ლენალიდომიდის (25 მგ) ფარმაკოკინეტიკაზე. ლენალიდომიდის ერთდროული მიღება არ ცვლის ტემსიროლიმუსის ფარმაკოკინეტიკას.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ტერატოგენული პოტენციალის გამო, ლენალიდომიდი უნდა დაინიშნოს ორსულობის პრევენციის პროგრამის ფარგლებში (იხ. პარაგრაფი 4.4), თუ არ არსებობს სანდო მტკიცებულება, რომ პაციენტს რეპროდუქციული პოტენციალი არ აქვს.

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები/კონტრაცეფცია მამაკაცებსა და ქალებში

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდი. თუ ლენალიდომიდით ნამკურნალებ ქალს ორსულობა დაეწყო, მკურნალობა უნდა შეწყდეს და პაციენტი შეფასებისა და რჩევისთვის უნდა გაიგზავნოს ტერატოლოგიაში სპეციალიზებულ ან გამოცდილ ექიმთან. თუ ლენალიდომიდის მიმღები მამაკაცი პაციენტის პარტნიორი დაორსულდა, შეფასებისა და რჩევისთვის რეკომენდებულია ქალი პარტნიორის გაგზავნა ტერატოლოგიაში სპეციალიზებულ ან გამოცდილ ექიმთან.

მკურნალობის დროს ლენალიდომიდი ადამიანის სპერმაში უკიდურესად დაბალი დონით არის წარმოდგენილი და ჯანმრთელ სუბიექტში ნივთიერების მიღების შეწყვეტიდან 3 დღის შემდეგ ადამიანის სპერმაში მისი აღმოჩენა შეუძლებელია (იხილეთ პარაგრაფი 5.2). სიფრთხილის მიზნით, და გახანგრძლივებული ელიმინაციის დროის მქონე სპეციალური პოპულაციების გათვალისწინებით, როგორიცაა თირკმლის უკმარისობა, ლენალიდომიდის მიმღებმა ყველა მამრობითი სქესის პაციენტმა მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში, დოზის შეწყვეტის დროს და მკურნალობის შეწყვეტიდან 1 კვირის განმავლობაში უნდა გამოიყენოს პრეზერვატივი, თუ მათი პარტნიორი ორსულადაა ან რეპროდუქციული პოტენციალის მქონეა და არ იყენებს კონტრაცეფციას.

ორსულობა

ლენალიდომიდი სტრუქტურულად თალიდომიდს ენათესავება. თალიდომიდი ცნობილი ტერატოგენული აქტიური ნივთიერებაა, რომელიც იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ თანდაყოლილ დეფექტებს.

ლენალიდომიდით გამოწვეული მალფორმაცია მაიმუნებში, თალიდომიდით გამოწვეულის მსგავსია (იხ. პარაგრაფი 5.3). შესაბამისად, მოსალოდნელია ლენალიდომიდის ტერატოგენული ეფექტი და ლენალიდომიდი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს (იხპარაგრაფი 4.3).

ძუძუთი კვება

უცნობია, გამოიყოფა თუ არა ლენალიდომიდი დედის რძეში. ამიტომ, ლენალიდომიდით თერაპიის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ფერტილობა

ვირთხებში ლენალიდომიდის 500 მგ/კგ-მდე დოზების გამოყენებისას (სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით, დაახლოებით 200-დან 500-ჯერ მეტი ადამიანის 25 მგ და 10 მგ დოზებზე,), ფერტილობაზე უარყოფითი ზეგავლენა და მშობლებში ტოქსიკურობა არ გამოვლენილა.

გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე

ლენალიდომიდს აქვს მცირე ან საშუალო გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ლენალიდომიდის გამოყენებისას აღწერილია დაღლილობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ვერტიგო და მხედველობის დაბინდვა. ამიტომ, სიფრთხილეა რეკომენდებული ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის დროს.

არასასურველი ეფექტები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

ახლად დიაგნოზირებული მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტები, რომლებსაც ჩაუტარდათ ASCT , ლენალიდომიდით შემანარჩუნებელი მკურნალობით.

CALGB 100104-დან გვერდითი რეაქციების დასადგენად გამოყენებული იქნა კონსერვატიული მიდგომა. ცხრილში 1 აღწერილი გვერდითი რეაქციები მოიცავდა HDM/ASCT-ის

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა