პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ღებინებისა და გულისრევის საწინააღმდეგო საშუალებები

ონდანსეტრონი ნორმონი 8 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები EFG

Ondansetrón Normon 8 mg comprimidos recubiertos con película EFG

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

ონდანსეტრონი ნორმონი მიეკუთვნება ე.წ. ანტიემეტური მედიკამენტების ჯგუფს. ონდანსეტრონი არის 5HT3 რეცეპტორების ანტაგონისტი. ის მოქმედებს ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაში არსებული ნეირონების 5HT3 რეცეპტორების ინჰიბირებით. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ონდანსეტრონი (ondansetron)
ფორმა და შეფუთვა
8მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №6
მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ღებინებისა და გულისრევის საწინააღმდეგო საშუალებები, სეროტონინის (5HT3) ანტაგონისტები
ATC კოდი
A04AA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-043562
რეგისტრირებულია
9 ივლისი 2025, მოქმედებს 9 ივლისი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაონდანსეტრონი ნორმონი 8 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები EFG და სხვა წამალი ერთად

ონდანსეტრონი ნორმონი 8 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები EFG — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ონდანსეტრონი ნორმონი მიეკუთვნება ე.წ. ანტიემეტური მედიკამენტების ჯგუფს. ონდანსეტრონი არის 5HT3 რეცეპტორების ანტაგონისტი. ის მოქმედებს ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაში არსებული ნეირონების 5HT3 რეცეპტორების ინჰიბირებით.

ონდანსეტრონი ნორმონი გამოიყენება:

გულისრევისა და ღებინების პრევენციისათვის, რომელიც გამოწვეულია:

ავთვისებიანის სიმსივნის ქიმიოთერაპიით მოზრდილებსა და 6 თვის ასაკიდან ბავშვებში;

ავთვისებიანი სიმსივნის სხივური თერაპიით მოზრდილებში.

გულისრევისა და ღებინების პრევენციისათვის ქირურგიული ოპერაციის შემდეგ მოზრდილებში.

მიღების წესი და დოზირება

ონდანსეტრონი ნორმონი განკუთვნილია შიგნით მისაღებად.

მკურნალი ექიმი განსაზღვრავს ონდანსეტრონი ნორმონის დოზას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

პაციენტს არ უნდა დაავიწყდეს მედიკამენტის მიღება. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყლის მიყოლებით. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს ონდანსეტრონი ნორმონით მკურნალობის ხანგრძლივობას. მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ნაადრევად.

ქიმიოთერაპიით ან სხივური თერაპიით გამოწვეული გულისრევა და ღებინება

მოზრდილები:

ერთი ტაბლეტი (8 მგ) პერორალურად, 1-2 საათით ადრე, სანამ სამედიცინო თერაპია პოტენციურად გამოიწვევს გულისრევასა და ღებინებას, და შემდეგ 1 ტაბლეტი (8 მგ) 12 საათის შემდეგ. მომდევნო დღეებში გულისრევისა და ღებინების პრევენციისათვის უნდა გაგრძელდეს 1 ტაბლეტის (8 მგ) მიღება ყოველ 12 საათში, 5 დღის განმავლობაში.

ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევა და ღებინება

6 თვის ასაკის ზემოთ ბავშვები და მოზარდები

პრეპარატის დოზას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი ბავშვის სხეულის ზედაპირის ფართობის ან სხეულის წონის მიხედვით.

ქიმიოთერაპიის შემდეგ ბავშვი ჩვეულებრივ მედიკამენტს იღებს პერორალურად 12 საათის შემდეგ. რეკომენდებული დოზა არის 4 მგ ორჯერ დღეში და მისი მიღება შეიძლება გაგრძელდეს 5 დღემდე.

გულისრევა და ღებინება ქირურგიული ოპერაციის შემდეგ

მოზრდილები

გულისრევისა და ღებინების პრევენცია ქირურგიული ოპერაციის შემდეგ მიიღება 2 ტაბლეტი (16 მგ) პერორალურად, 1 საათით ადრე ანესთეზიამდე.

ბავშვები

არ არის მონაცემები ხელმისაწვდომი ონდანსეტრონი ნორმონის პერორალურად მიღების შესახებ ოპერაციის შემდეგ გულისრევისა და ღებინების პრევენციისათვის ბავშვებში.

დოზის კორექცია

ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტები

ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტებში ონდანსეტრონის დღიური მაქსიმალური დოზაა 8 მგ.

ხანდაზმული პაციენტები, თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტები ან სპარტეინი/დებრისოქვინის მეტაბოლიზმის დარღვევის მქონე პაციენტები

არ არის საჭირო დღიური დოზის, დოზირების სიხშირის ან მიღების მეთოდის ცვლილება.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალი ექიმი განსაზღვრავს ონდანსეტრონი ნორმონით თერაპიის ხანგრძლივობას. ნაადრევად არ უნდა შეწყდეს მკურნალობა.

თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ ონდანსეტრონი ნორმონის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, უნდა აცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს.

ონდანსეტრონი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას

დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს მხედველობის დარღვევას, სისხლის დაბალ წნევას (რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან გულისწასვლა) და გულის ფრიალს (არარეგულარული გულისცემა).

დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა, ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა (ტელ.: +34 91 562 04 20) ან უახლოეს ჰოსპიტალში მიმართვა. პაციენტმა თან უნდა იქონიოს მედიკამენტის შეფუთვა და გამოყენების ინსტრუქცია სამედიცინო პროვაიდერთან მიმართვისას.

ონდანსეტრონი ნორმონის მიღების დავიწყებისას

დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება დავიწყებული დოზის სანაცვლოდ. დაუშვებელია დოზის გაზრდა ან შემცირება ექიმის დანიშნულების გარეშე.

თუ პაციენტს დაავიწყდა დოზის მიღება და განვითარდა დისკომფორტი ან ღებინება, მეორე დოზის მიღება უნდა მოხდეს შესაძლებლობისთანავე. შემდეგ მედიკამენტის მიღება უნდა გაგრძელდეს დანიშნულების მიხედვით.

თუ პაციენტს დაავიწყდა დოზის მიღება და არ გრძნობს დისკომფორტს, უნდა მოიცადოს შემდეგ დოზამდე და შემდეგ გააგრძელოს თერაპია დანიშნულების მიხედვით.

ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა მიმართვა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია აქტიური ნივთიერების ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში).

თუ პაციენტს აქვს ან ჰქონდა ალერგიული რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობა) სხვა ანტიემეტური საშუალებების (მაგ.: გრანისეტრონის ან დოლასეტრონის) მიმართ;

თუ პაციენტი იღებს აპომორფინს (პარკინსონის დაავადების სამკურნალო მედიკამენტს).

თუ პაციენტი ფიქრობს, რომ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ეხება მას, საჭიროა ექიმთან მიმართვა ონდანსეტრონის გამოყენებამდე.

სიფრთხილის ზომები

ონდანსეტრონი ნორმონი 8 მგ ტაბლეტების მიღებამდე მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს:

თუ პაციენტს აღენიშნება ნაწლავების ბლოკირება ან ძლიერი ყაბზობა. ონდანსეტრონმა ნორმონმა შეიძლება გააძლიეროს ბლოკირება ან შეკრულობა;

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება გულის პრობლემები, მათ შორის არარეგულარული გულისცემა (არითმია);

თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ტონზილექტომია;

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის პრობლემები.

თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს დიაგნოსტიკური ტესტი (მათ შორის სისხლის ანალიზები, შარდის ანალიზები, კანის სინჯები ალერგენების გამოყენებით და ა.შ.), ექიმს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ამ მედიკამენტს, რადგან მან შეიძლება შეცვალოს ანალიზების შედეგები.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა, ან აპირებს, რომ მიიღოს.

კერძოდ, მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს შემდეგ მედიკამენტებს, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს რომელიმე მათგანის მიღების შეწყვეტა ან დოზის ცვლილება:

რიმფამპიცინი (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა ტუბერკულოზი);

ტრამადოლი (ტკივილგანაყუჩებელი);

ფენიტოინი ან კარბამაზეპინი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ);

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულის პრობლემების სამკურნალოდ, როგორიცაა გულის რითმის დარღვევები (ანტიარითმიული პრეპარატები), და/ან სისხლის მაღალი წნევის სამკურნალოდ (ბეტა-ბლოკატორები);

ჰალოპერიდოლი ან მეთადონი (მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ გულზე);

ანთრაციკლინები და ტრანსტუზუმაბი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ);

ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი, სერტრალინი, ფლუვოქსამინი, ციტალოპრამი, ესციტალოპრამი (სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები, გამოიყენება დეპრესიის და/ან შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ);

ვენლაფაქსინი, დულოქსეტინი (სეროტონინის და ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები, გამოიყენება დეპრესიის და/ან შფოთვითი აშლილობის დროს).

ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს რომელიმე ამ მედიკამენტს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

ორსულობა

ონდანსეტრონი არ უნდა იქნეს გამოყენებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში, რადგან ონდანსეტრონმა ნორმონმა შეიძლება ოდნავ გაზარდოს ბავშვების თანდაყოლილი დეფექტების რისკი, როგორიცაა: კურდღლის ტუჩი და/ან მგლის ხახა (ზედა ტუჩის ნაპრალი და/ან სასის ნაპრალი). ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში ონდანსეტრონი ნორმონის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, რადგან ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება.

თუ პაციენტი შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალია, რეკომენდებულია ეფექტური კონტრაცეპციის გამოყენება

თუ პაციენტი შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალია, ექიმმა ან ექთანმა უნდა დაადასტუროს, არის თუ არა ორსულად პაციენტი და ჩაატაროს ორსულობის ტესტი ონდანსეტრონი ნორმონით მკურნალობის დაწყებამდე.

შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალებმა უნდა გამოიყენონ ეფექტიანი კონტრაცეფციის მეთოდი ონდანსეტრონი ნორმონით მკურნალობის განმავლობაში. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდების ვარიანტების შესახებ.

თუ ორსულობა დადგა ონდანსეტრონით მკურნალობის დროს, უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს.

რეპროდუქციული უნარი

თუ პაციენტი შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალია, ექიმი რეკომენდაციას მისცემს ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტიანი მეთოდების გამოყენების შესახებ.

ძუძუთი კვება

ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული ონდანსეტრონი ნორმონით მკურნალობის დროს. ონდანსეტრონი ნორმონის ინგრედიენტები (ონდანსეტრონი) შეიძლება გამოიყოს დედის რძეში და გავლენა იქონიოს ბავშვზე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ონდანსეტრონი ნორმონი არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

ონდანსეტრონი ნორმონი შეიცავს ლაქტოზას

ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას, თუ პაციენტს დადგენილი აქვს რომელიმე შაქრის აუტანლობა, უნდა მიმართოს ექიმს ამ მედიკამენტის მიღებამდე.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები

შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში, რომლებიც იღებენ ონდანსეტრონ ნორმონს:

თავის ტკივილი

ხშირი გვერდითი მოვლენები

შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, რომლებიც იღებენ ონდანსეტრონ ნორმონს:

სიმხურვალის შეგრძნება ან ალები;

შეკრულობა.

არახშირი გვერდითი მოვლენები

შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ონდანსეტრონ ნორმონს:

თვალების ზემოთ ატრიალება, კუნთების პათოლოგიური დაჭიმულობა, სხეული მოძრაობები, ტრემორი;

გულყრები;

შენელებული ან არარეგულარული გულისცემა;

დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია);

სლოკინი;

ღვიძლის ფუნქციის სისხლის ანალიზების დონის მომატება.

იშვიათი გვერდითი მოვლენები

შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, რომლებიც იღებენ ონდანსეტრონ ნორმონს:

უეცრად განვითარებული ხმაურიანი სუნთქვა და მკერდის არეში ტკივილი ან მოჭერის შეგრძნება;

ქუთუთოების, სახის, ტუჩების, პირის ან ენის შეშუპება;

კანზე გამონაყარი ან ჭინჭრის ციება სხეულის ნებისმიერ ნაწილში.

გულის რითმის დარღვევები (რომელიც ხანდახან იწვევს გონების უეცარ დაკარგვას);

მხედველობის დაბინდვა.

თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ეს სიმპტომი, უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება დაუყოვნებლივ და ეცნობოს მკურნალ ექიმს.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები

შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, რომლებიც იღებენ ონდანსეტრონ ნორმონს:

მხედველობის დროებით დაკარგვა, რომელიც ჩვეულებრივ აღდგება 20 წუთის განმავლობაში;

ცვლილებები ეკგ-ზე;

ძლიერი ბუშტუკოვანი გამონაყარი, კანის აქერცვლა, რომელიც შეიძლება იყოს გავრცელებული (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).

მკურნალ ექიმს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს, თუ რომელიმე სიმპტომი აღენიშნება პაციენტს.

სიხშირე უცნობია

მიოკარდიუმის იშემია: ნიშნები მოიცავს მკერდის არეში უეცარ ტკივილს ან მოჭერის შეგრძნებას.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია პირდაპირ ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ესპანეთის ფარმაკოზედამხედველობის სისტემის საშუალებით (https://www.notificaram.es). გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა ონდანსეტრონი.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი (არ შეიცავს გლუტენს), ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატე, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E-171) და რკინის ყვითელი ოქსიდი (E-172).

ონდანსეტრონი ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

ონდანსეტრონი ნორმონი 8 მგ არის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები. ტაბლეტები არის ყვითელი ფერის, მოგრძო ფორმის და ორმხრივამობურცული. ის წარმოდგენილია შეფუთვებით, რომლებშიც 6 ან 15 ტაბლეტია.

A

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

LABORATORIOS NORMON, S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos, Madrid (SPAIN)

ლაბორატორიოს ნორმონ ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოს, მადრიდი (ესპანეთი)

სხვა გამოშვების ფორმები

ონდანსეტრონი ნორმონი 4 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2022 წლის თებერვალი

პრეპარატის შესახებ დეტალური და განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: HYPERLINK "http://www.aemps.es/" http://www.aemps.gob.es/

შენახვის პირობები

არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს. ინახება ორიგინალი შეფუთვით.

დაუშვებელია მედიკამენტის მიღება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი მედიკამენტები და კონტეინერები უნდა მოთავსდეს აფთიაქში, SIGRE სიმბოლოთი აღნიშნულ სპეციალურ ადგილას. თუ მომხმარებელი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

მედიკამენტი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

ონდანსეტრონი ნორმონი 8 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ონდანსეტრონი

პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ის შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მათთვის.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ონდანსეტრონი ნორმონი და მისი გამოყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ონდანსეტრონი ნორმონის მიღებამდე

ონდანსეტრონი ნორმონის მიღების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ონდანსეტრონი ნორმონის შენახვის წესი

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს ონდანსეტრონი ნორმონი და მისი გამოყენება

ონდანსეტრონი ნორმონი მიეკუთვნება ე.წ. ანტიემეტური მედიკამენტების ჯგუფს. ონდანსეტრონი არის 5HT3 რეცეპტორების ანტაგონისტი. ის მოქმედებს ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაში არსებული ნეირონების 5HT3 რეცეპტორების ინჰიბირებით.

ონდანსეტრონი ნორმონი გამოიყენება:

გულისრევისა და ღებინების პრევენციისათვის, რომელიც გამოწვეულია:

ავთვისებიანის სიმსივნის ქიმიოთერაპიით მოზრდილებსა და 6 თვის ასაკიდან ბავშვებში;

ავთვისებიანი სიმსივნის სხივური თერაპიით მოზრდილებში.

გულისრევისა და ღებინების პრევენციისათვის ქირურგიული ოპერაციის შემდეგ მოზრდილებში.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ონდანსეტრონი ნორმონის მიღებამდე

დაუშვებელია ონდანსეტრონი ნორმონის მიღება

თუ პაციენტი ალერგიულია აქტიური ნივთიერების ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში).

თუ პაციენტს აქვს ან ჰქონდა ალერგიული რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობა) სხვა ანტიემეტური საშუალებების (მაგ.: გრანისეტრონის ან დოლასეტრონის) მიმართ;

თუ პაციენტი იღებს აპომორფინს (პარკინსონის დაავადების სამკურნალო მედიკამენტს).

თუ პაციენტი ფიქრობს, რომ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ეხება მას, საჭიროა ექიმთან მიმართვა ონდანსეტრონის გამოყენებამდე.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ონდანსეტრონი ნორმონი 8 მგ ტაბლეტების მიღებამდე მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს:

თუ პაციენტს აღენიშნება ნაწლავების ბლოკირება ან ძლიერი ყაბზობა. ონდანსეტრონმა ნორმონმა შეიძლება გააძლიეროს ბლოკირება ან შეკრულობა;

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება გულის პრობლემები, მათ შორის არარეგულარული გულისცემა (არითმია);

თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ტონზილექტომია;

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის პრობლემები.

თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს დიაგნოსტიკური ტესტი (მათ შორის სისხლის ანალიზები, შარდის ანალიზები, კანის სინჯები ალერგენების გამოყენებით და ა.შ.), ექიმს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ამ მედიკამენტს, რადგან მან შეიძლება შეცვალოს ანალიზების შედეგები.

სხვა მედიკამენტები და ონდანსეტრონი ნორმონი

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა, ან აპირებს, რომ მიიღოს.

კერძოდ, მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს შემდეგ მედიკამენტებს, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს რომელიმე მათგანის მიღების შეწყვეტა ან დოზის ცვლილება:

რიმფამპიცინი (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა ტუბერკულოზი);

ტრამადოლი (ტკივილგანაყუჩებელი);

ფენიტოინი ან კარბამაზეპინი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ);

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულის პრობლემების სამკურნალოდ, როგორიცაა გულის რითმის დარღვევები (ანტიარითმიული პრეპარატები), და/ან სისხლის მაღალი წნევის სამკურნალოდ (ბეტა-ბლოკატორები);

ჰალოპერიდოლი ან მეთადონი (მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ გულზე);

ანთრაციკლინები და ტრანსტუზუმაბი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ);

ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი, სერტრალინი, ფლუვოქსამინი, ციტალოპრამი, ესციტალოპრამი (სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები, გამოიყენება დეპრესიის და/ან შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ);

ვენლაფაქსინი, დულოქსეტინი (სეროტონინის და ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები, გამოიყენება დეპრესიის და/ან შფოთვითი აშლილობის დროს).

ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს რომელიმე ამ მედიკამენტს.

ორსულობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული უნარი

ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

ორსულობა

ონდანსეტრონი არ უნდა იქნეს გამოყენებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში, რადგან ონდანსეტრონმა ნორმონმა შეიძლება ოდნავ გაზარდოს ბავშვების თანდაყოლილი დეფექტების რისკი, როგორიცაა: კურდღლის ტუჩი და/ან მგლის ხახა (ზედა ტუჩის ნაპრალი და/ან სასის ნაპრალი). ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში ონდანსეტრონი ნორმონის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, რადგან ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება.

თუ პაციენტი შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალია, რეკომენდებულია ეფექტური კონტრაცეპციის გამოყენება

თუ პაციენტი შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალია, ექიმმა ან ექთანმა უნდა დაადასტუროს, არის თუ არა ორსულად პაციენტი და ჩაატაროს ორსულობის ტესტი ონდანსეტრონი ნორმონით მკურნალობის დაწყებამდე.

შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალებმა უნდა გამოიყენონ ეფექტიანი კონტრაცეფციის მეთოდი ონდანსეტრონი ნორმონით მკურნალობის განმავლობაში. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდების ვარიანტების შესახებ.

თუ ორსულობა დადგა ონდანსეტრონით მკურნალობის დროს, უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს.

რეპროდუქციული უნარი

თუ პაციენტი შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალია, ექიმი რეკომენდაციას მისცემს ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტიანი მეთოდების გამოყენების შესახებ.

ძუძუთი კვება

ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული ონდანსეტრონი ნორმონით მკურნალობის დროს. ონდანსეტრონი ნორმონის ინგრედიენტები (ონდანსეტრონი) შეიძლება გამოიყოს დედის რძეში და გავლენა იქონიოს ბავშვზე.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

ონდანსეტრონი ნორმონი არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

ონდანსეტრონი ნორმონი შეიცავს ლაქტოზას

ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას, თუ პაციენტს დადგენილი აქვს რომელიმე შაქრის აუტანლობა, უნდა მიმართოს ექიმს ამ მედიკამენტის მიღებამდე.

ონდანსეტრონი ნორმონის მიღების წესი

ონდანსეტრონი ნორმონი განკუთვნილია შიგნით მისაღებად.

მკურნალი ექიმი განსაზღვრავს ონდანსეტრონი ნორმონის დოზას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

პაციენტს არ უნდა დაავიწყდეს მედიკამენტის მიღება. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყლის მიყოლებით. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს ონდანსეტრონი ნორმონით მკურნალობის ხანგრძლივობას. მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ნაადრევად.

ქიმიოთერაპიით ან სხივური თერაპიით გამოწვეული გულისრევა და ღებინება

მოზრდილები:

ერთი ტაბლეტი (8 მგ) პერორალურად, 1-2 საათით ადრე, სანამ სამედიცინო თერაპია პოტენციურად გამოიწვევს გულისრევასა და ღებინებას, და შემდეგ 1 ტაბლეტი (8 მგ) 12 საათის შემდეგ. მომდევნო დღეებში გულისრევისა და ღებინების პრევენციისათვის უნდა გაგრძელდეს 1 ტაბლეტის (8 მგ) მიღება ყოველ 12 საათში, 5 დღის განმავლობაში.

ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევა და ღებინება

6 თვის ასაკის ზემოთ ბავშვები და მოზარდები

პრეპარატის დოზას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი ბავშვის სხეულის ზედაპირის ფართობის ან სხეულის წონის მიხედვით.

ქიმიოთერაპიის შემდეგ ბავშვი ჩვეულებრივ მედიკამენტს იღებს პერორალურად 12 საათის შემდეგ. რეკომენდებული დოზა არის 4 მგ ორჯერ დღეში და მისი მიღება შეიძლება გაგრძელდეს 5 დღემდე.

გულისრევა და ღებინება ქირურგიული ოპერაციის შემდეგ

მოზრდილები

გულისრევისა და ღებინების პრევენცია ქირურგიული ოპერაციის შემდეგ მიიღება 2 ტაბლეტი (16 მგ) პერორალურად, 1 საათით ადრე ანესთეზიამდე.

ბავშვები

არ არის მონაცემები ხელმისაწვდომი ონდანსეტრონი ნორმონის პერორალურად მიღების შესახებ ოპერაციის შემდეგ გულისრევისა და ღებინების პრევენციისათვის ბავშვებში.

დოზის კორექცია

ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტები

ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტებში ონდანსეტრონის დღიური მაქსიმალური დოზაა 8 მგ.

ხანდაზმული პაციენტები, თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტები ან სპარტეინი/დებრისოქვინის მეტაბოლიზმის დარღვევის მქონე პაციენტები

არ არის საჭირო დღიური დოზის, დოზირების სიხშირის ან მიღების მეთოდის ცვლილება.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალი ექიმი განსაზღვრავს ონდანსეტრონი ნორმონით თერაპიის ხანგრძლივობას. ნაადრევად არ უნდა შეწყდეს მკურნალობა.

თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ ონდანსეტრონი ნორმონის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, უნდა აცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს.

ონდანსეტრონი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას

დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს მხედველობის დარღვევას, სისხლის დაბალ წნევას (რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან გულისწასვლა) და გულის ფრიალს (არარეგულარული გულისცემა).

დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა, ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა (ტელ.: +34 91 562 04 20) ან უახლოეს ჰოსპიტალში მიმართვა. პაციენტმა თან უნდა იქონიოს მედიკამენტის შეფუთვა და გამოყენების ინსტრუქცია სამედიცინო პროვაიდერთან მიმართვისას.

ონდანსეტრონი ნორმონის მიღების დავიწყებისას

დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება დავიწყებული დოზის სანაცვლოდ. დაუშვებელია დოზის გაზრდა ან შემცირება ექიმის დანიშნულების გარეშე.

თუ პაციენტს დაავიწყდა დოზის მიღება და განვითარდა დისკომფორტი ან ღებინება, მეორე დოზის მიღება უნდა მოხდეს შესაძლებლობისთანავე. შემდეგ მედიკამენტის მიღება უნდა გაგრძელდეს დანიშნულების მიხედვით.

თუ პაციენტს დაავიწყდა დოზის მიღება და არ გრძნობს დისკომფორტს, უნდა მოიცადოს შემდეგ დოზამდე და შემდეგ გააგრძელოს თერაპია დანიშნულების მიხედვით.

ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა მიმართვა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები

შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში, რომლებიც იღებენ ონდანსეტრონ ნორმონს:

თავის ტკივილი

ხშირი გვერდითი მოვლენები

შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, რომლებიც იღებენ ონდანსეტრონ ნორმონს:

სიმხურვალის შეგრძნება ან ალები;

შეკრულობა.

არახშირი გვერდითი მოვლენები

შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ონდანსეტრონ ნორმონს:

თვალების ზემოთ ატრიალება, კუნთების პათოლოგიური დაჭიმულობა, სხეული მოძრაობები, ტრემორი;

გულყრები;

შენელებული ან არარეგულარული გულისცემა;

დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია);

სლოკინი;

ღვიძლის ფუნქციის სისხლის ანალიზების დონის მომატება.

იშვიათი გვერდითი მოვლენები

შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, რომლებიც იღებენ ონდანსეტრონ ნორმონს:

უეცრად განვითარებული ხმაურიანი სუნთქვა და მკერდის არეში ტკივილი ან მოჭერის შეგრძნება;

ქუთუთოების, სახის, ტუჩების, პირის ან ენის შეშუპება;

კანზე გამონაყარი ან ჭინჭრის ციება სხეულის ნებისმიერ ნაწილში.

გულის რითმის დარღვევები (რომელიც ხანდახან იწვევს გონების უეცარ დაკარგვას);

მხედველობის დაბინდვა.

თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ეს სიმპტომი, უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება დაუყოვნებლივ და ეცნობოს მკურნალ ექიმს.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები

შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, რომლებიც იღებენ ონდანსეტრონ ნორმონს:

მხედველობის დროებით დაკარგვა, რომელიც ჩვეულებრივ აღდგება 20 წუთის განმავლობაში;

ცვლილებები ეკგ-ზე;

ძლიერი ბუშტუკოვანი გამონაყარი, კანის აქერცვლა, რომელიც შეიძლება იყოს გავრცელებული (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).

მკურნალ ექიმს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს, თუ რომელიმე სიმპტომი აღენიშნება პაციენტს.

სიხშირე უცნობია

მიოკარდიუმის იშემია: ნიშნები მოიცავს მკერდის არეში უეცარ ტკივილს ან მოჭერის შეგრძნებას.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია პირდაპირ ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ესპანეთის ფარმაკოზედამხედველობის სისტემის საშუალებით (https://www.notificaram.es). გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

ონდანსეტრონი ნორმონის შენახვის წესი

არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს. ინახება ორიგინალი შეფუთვით.

დაუშვებელია მედიკამენტის მიღება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი მედიკამენტები და კონტეინერები უნდა მოთავსდეს აფთიაქში, SIGRE სიმბოლოთი აღნიშნულ სპეციალურ ადგილას. თუ მომხმარებელი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

მედიკამენტი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ონდანსეტრონი ნორმონი

აქტიური ნივთიერებაა ონდანსეტრონი.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი (არ შეიცავს გლუტენს), ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატე, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E-171) და რკინის ყვითელი ოქსიდი (E-172).

ონდანსეტრონი ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

ონდანსეტრონი ნორმონი 8 მგ არის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები. ტაბლეტები არის ყვითელი ფერის, მოგრძო ფორმის და ორმხრივამობურცული. ის წარმოდგენილია შეფუთვებით, რომლებშიც 6 ან 15 ტაბლეტია.

A

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

LABORATORIOS NORMON, S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos, Madrid (SPAIN)

ლაბორატორიოს ნორმონ ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოს, მადრიდი (ესპანეთი)

სხვა გამოშვების ფორმები

ონდანსეტრონი ნორმონი 4 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2022 წლის თებერვალი

პრეპარატის შესახებ დეტალური და განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: HYPERLINK "http://www.aemps.es/" http://www.aemps.gob.es/

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა