პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანალგეზური საშუალებები

ომალგინი

OMALGIN®

ურეცეპტოდ500მგინსტრუქცია ქართულადბულგარეთი
რისთვის გამოიყენება

ომალგინი არის მეტამიზოლის შემცველი სამკურნალო საშუალება, რომელსაც აქვს ძლიერ გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. ომალგინი ნაჩვენებია ხანმოკლე გამოყენებისთვის და ზომიერად გამოხატული და ძლიერი ტკივილის შემსუბუქებისთვის შემდეგ შემთხვევებში: თავის ტკივილი, მათ შორის შაკიკი; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
მეტამიზოლ (metamizole)
ფორმა და შეფუთვა
500მგ ტაბლეტი №20
მწარმოებელი
VETPROM AD, ბულგარეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანალგეზური საშუალებები, პირაზოლონები
ATC კოდი
N02BB02
რეგისტრაციის ნომერი
რ-038504
რეგისტრირებულია
4 ივლისი 2023, მოქმედებს 20 მაისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ჯი.დი.ერ.ეს“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაომალგინი და სხვა წამალი ერთად

ომალგინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ომალგინი არის მეტამიზოლის შემცველი სამკურნალო საშუალება, რომელსაც აქვს ძლიერ გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება.

ომალგინი ნაჩვენებია ხანმოკლე გამოყენებისთვის და ზომიერად გამოხატული და ძლიერი ტკივილის შემსუბუქებისთვის შემდეგ შემთხვევებში:

თავის ტკივილი, მათ შორის შაკიკი;

კბილის ტკივილი, მათ შორის სტომატოლოგიური ჩარევის შემდეგ;

ნევრალგია, ნევრიტი, კუნთების ტკივილი;

ტრავმების, დამწვრობის, ოპერაციის შემდგომი ან ფანტომური (ტკივილის შეგრძნება ამპუტირებულ კიდურში) ტკივილი;

მტკივნეული მენსტრუაცია;

ტკივილი ავთვისებიანი დაავადებების დროს;

ბილიარული და რენალური კოლიკა.

ომალგინი გამოიყენება ცხელებით მიმდინარე სხვადასხვა მდგომარეობების დროს, რომლის დაწევა შეუძლებელია სხვა საშუალებებით.

მიღების წესი და დოზირება

მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ამ ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის ან თქვენი ექიმის თუ ფარმაცევტის მითითებების ზუსტად დაცვით. ნებისმიერ საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

უნდა მიიღოთ შეძლებისდაგვარად მინიმალური დოზა, რომელიც გამოიწვევს ტკივილის და ცხელების მართვას. მოქმედების დაწყება მოსალოდნელია პრეპარატის მიღებიდან 30-60 წუთში.

რეკომენდებული დოზა მოზრდილებისთვის და ≥15 წლის მოზარდებისთვის 53 კგ-ზე მეტი წონით

ერთჯერადი დოზა შეიძლება იყოს 1-2 ტაბლეტი.

არასათანადო მოქმედების შემთხვევაში, დოზის მიღება შეიძლება 4-ჯერამდე დღეში 6-8 საათიანი ინტერვალით. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 8 ტაბლეტს.

რეკომენდებული დოზა 10-14 წლის ასაკის ბავშვებისთვის

ცხრილში მითითებულია რეკომენდებული და მაქსიმალური დღიური დოზა ბავშვის წონისა და ასაკის მიხედვით.

წონა/ასაკი

ერთჯერადი დოზა

მაქსიმალური დღიური დოზა

კგ

ასაკი

ტაბლეტები

მგ

ტაბლეტები

მგ

32-53

10-14

½ - 1

250-500

4

2000

10 წლამდე ასაკის ბავშვები

ამ ასაკობრივი ჯგუფში გამოსაყენებლად არსებობს სხვა სათანადო სამკურნალწამლო ფორმები/მოქმედი ნივთიერების რაოდენობა დოზის ერთეულზე, რომლებიც უზრუნველყოფს სამკურნალო საშუალების შესაბამის დოზას.

ხანდაზმული პაციენტები, ცუდი ზოგადი მდგომარეობა და კრეატინინის კლირენსის დაბალი მნიშვნელობები

თქვენი ექიმი შეაფასებს, საჭიროა თუ არა დოზის შემცირება ორგანიზმიდან მეტამიზოლის გახანგრძლივებული გამოყოფის გათვალისწინებით.

თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ამ შემთხვევაში არ შეიძლება მაღალი დოზების განმეორებით მიღება, ვინაიდან მეტამიზოლის გამოყოფა შეიძლება დაქვეითებული იყოს. დოზის შემცირება საჭირო არ არის, თუ პრეპარატი მიიღება ერთჯერადად ან ხანმოკლე დროის განმავლობაში.

მიღების წესი და ხანგრძლივობა

ტაბლეტები მიიღება საკმარისი რაოდენობის (ერთ ჭიქა) წყალთან ერთად, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

ამ პრეპარატით მკურნალობა არ უნდა აღემატებოდეს 3-5 დღეს. თუ 3 დღის გასვლის შემდეგ ტკივილი არ შეგიმსუბუქდათ, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.

თუ მიიღეთ ომალგინის საჭიროზე მეტი დოზა

სიმპტომები შეიძლება ითვალისწინებდეს გულისრევას, ღებინებას, თავბრუსხვევას, არტერიული წნევის დაქვეითებას, მომატებულ აგზნებას, გულისცემას, გახშირებულ გულის რიტმს, კრუნჩხვას, კოლაფსს.

თუ აღგენიშნებათ მსგავსი სიმპტომები ან მიიღეთ პრეპარატის დანიშნულზე მაღალი დოზა, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.

უკუჩვენებები

გაქვთ ალერგია მეტამიზოლის ან ამ პრეპარატის ერთ-ერთი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6);

ხართ ალერგიული პირაზოლონების ან პირაზოლიდინების ჯგუფის სხვა მედიკამენტების (ფენაზონი, პროპიფენაზონი, ფენილბუტაზონი, ოქსიფენაზონი) მიმართ;

გქონდათ წარსულში ან ამჟამად გაქვთ სისხლის წარმოქმნის ან ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევით გამოწვეული დაავადება (მაგალითად, ახლახანს იღებდით ან იღებთ მედიკამენტებს, სახელწოდებით ციტოსტატიკები);

აღგენიშნებათ ხიხინის, გამონაყარის, ქავილის თანხლებით მიმდინარე სუნთვის გაძნელება სხვა ტკივილგამაყუჩებელი ან სიცხის დამწევი პრეპარატების მიღების შემდეგ;

გაქვთ სისხლის დაავადებები - ლეიკოპენია (ლეიკოციტების შემცირებული რაოდენობა), ჰემოლიზური ანემია (ერითროციტების დაშლა), აპლასტიური ანემია (სისხლის ყველა ტიპის უჯრედის რაოდენობის შემცირება ძვლის ტვინის დარღვეული ფუნქციის გამო);

გაქვთ პორფირია (იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომელიც იწვევს ჰემოგლობინის ფორმირების დარღვევას);

გაქვთ გლუკოზა-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზას ფერმენტის დეფიციტთან დაკავშირებული გენეტიკური დაავადება, როდესაც გაზრდილია ერითროციტების დაშლის ალბათობა;

გაქვთ ღვიძლის და თირკმელების მძიმე დაავადება;

ხართ ორსულობის მესამე ტრიმესტრში;

გაქვთ დაბალი არტერიული წნევა.

სიფრთხილის ზომები

ომალგინის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ზოგ შემთხვევაში, თუმცა იშვიათად, მეტამიზოლს შეუძლია გამოიწვიოს მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქციების განვითარება, რომლებიც ვლინდება მძიმე სუნთქვის და თავბრუსხვევის სახით. ამ შემთხვევებში, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და მიმართოთ თქვენს ექიმს კონსულტაციისთვის.

ასევე, უნდა იცოდეთ, რომ თუ გაქვთ მსგავსი შემთხვევები მეტამიზოლის შემცველი პრეპარატების ან სხვა ტკივილგამაყუჩებელი ან სიცხის დამწევი მედიკამენტების მიღებისას, ასეთი რეაქციების რისკი არსებობს შემდეგ შემთხვევებში:

პირაზოლონების ან პირაზოლიდინების ჯგუფის სხვა პრეპარატების მიღებისას;

ასთმის მქონე პაციენტები (ქოშინის შეტევები, სუნთქვის გაძნელება ხიხინის თანხლებით), ალერგიული რინიტი, პოლიპები ცხვირში, ქრონიკული ურტიკარია (ჭინჭრის ციება).

ალერგია ან აუტანლობა კონსერვანტების (ბენზოატები) ან საღებავების (ტარტრაზინი) მიმართ.

ალკოჰოლის აუტანლობა (ცრემლდენა, ცემინება და სახეზე ძლიერ წამოხურება ალკოჰოლის მცირე რაოდენობითაც კი მიღების შემთხვევაში).

ცხელება (ტემპერატურის მომატება კანკალის თანხლებით).

ცნობილია, რომ მეტამიზოლი იშვიათად შეიძლება იწვევდეს ლეიკოციტების რაოდენობის მკვეთრად შემცირებას, რაც ზრდის ინფექციის განვითარების შესაძლებლობას. ეს მდგომარეობა ცნობილია, როგორც აგრანულოციტოზი. გაითვალისწინეთ, რომ მაღალი სიცხის შემთხვევაში, რომელიც არ ეცემა ამ პრეპარატის მიღების მიუხედავად, ან თუ გრძნობთ, რომ თქვენი ტემპერატურა მნიშვნელოვნად აიწია ან ზოგადი მდგომარეობა გაუარესდა ყელის, პირის ან ცხვირის, გენიტალიების ან ანუსის არეშე მტკივნეული წყლულების განვითარების გამო, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს. ეს შეიძლება იყოს აგრანულოციტოზის ნიშნები. ეს მოვლენები შეიძლება სუსტად იყოს გამოხატული ანტიბიოტიკების მიღების ფონზე.

მეტამიზოლის მიღება შეიძლება იშვიათად იწვევდეს სისხლის ფირფიტების (თრომბოციტები) ან სისხლის ყველა ტიპის უჯრედის რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირებას. შემთხვევები შეიძლება გამოვლინდეს კანსა და ლორწოვან გარსებზე წერტილოვანი სისხლჩაქცევების, სილურჯეების, შეუძლოდ ყოფნის, ინფექციის, მაღალი ტემპერატურის შენარჩუნების, სისხლდენის, ფერმკრთალობის სახით. ამ შემთხვევებში, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს.

მეტამიზოლი შეიძლება იწვევდეს არტერიული წნევს მნიშვნელოვან დაცემას, შესაბამისად მისი მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ პაციენტებმა დაბალი არტერიული წნევის, სისხლის არასტაბილური მიმოქცევის და ცირკულაციის, სითხის მნიშვნელოვანი რაოდენობის დაკარგვის შემთხვევაში, ძალიან მაღალი ტემპერატურის თანხლებით. იმ შემთხვევებში, როდესაც არტერიული წნევის დაცემის თავიდან აცილება აუცილებელია (მაგალითად, გულის სისხლძარღვების მძიმე დაავადება, ცერებრული სისხლძარღვების შევიწროება), პაციენტმა ეს პრეპარატი უნდა მიიღოს მხოლოდ გულის ფუნქციის მკაცრი კონტროლის ქვეშ.

ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები

პაციენტებში, რომლებიც იღებენ მეტამიზოლს, ცნობილია ღვიძლის ანთების რამდენიმე შემთხვევის შესახებ, რომლის სიმპტომები განვითარდა მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვის განმავლობაში.

შეწყვიტეთ ომალგინის მიღება და დაუკავშირდით ექიმს, თუ გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა გულისრევა ან ღებინება, მაღალი ტემპერატურა, დაღლილობის შეგრძნება, მადის დაკარგვა, მუქი შარდი, ღია ფერის განავალი, კანის ან თვალის სკლერების გაყვითლება, ქავილი, გამონაყარი ან ტკივილი მუცლის ზედა არეში. თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ღვიძლის ფუნქციის ანალიზს.

ომალგინი არ უნდა მიიღოთ, თუ მანამდე იღებდით მეტამიზოლის შემცველ სამედიცინო პროდუქტს, და აღგენიშნებოდათ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები.

მოცემული პრეპარატი ინიშნება თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის დარღვევების, ბრონქული ასთმის და სასუნთქი სისტემის სხვა დაავადებების მქონე პაციეტებში ექიმის გამოკვლევის შემდეგ. თქვენი ექიმი შეაფასებს თქვენთვის ამ პრეპარატის მიღების სარგებელი/რისკის თანაფარდობას.

კანის მძიმე რეაქციები

მეტამიზოლით მკურნალობის შემდეგ ცნობილია კანის მძიმე რეაქციების შესახებ, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სამკურნალწამლო რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS). უნდა შეწყვიტოთ მეტამიზოლის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართოთ სამედიცინო დახმარებისთვის, თუ შენიშნავთ მე-4 პარაგრაფში მითითებული კანის მძიმე რეაქციებთან დაკავშირებულ რომელიმე სიმპტომს.

ანამნეზში კანის მძიმე რეაქციების განვითარების შემთხვევაში არასდროს უნდა გაიმეოროთ ომალგინით მკურნალობა (იხ. პარაგრაფი 4).

სხვა

მოზრდილებში ორგანიზმიდან მეტამიზოლის გამოყოფა შეიძლება იყოს გახანგრძლივებული.

თუ საჭიროა ომალგინის უფრო ხანგრძლივად მიღება, აუცილებელია სისხლის და ღვიძლის გარკვეული ლაბორატორიული მაჩვენებლების შემოწმება.

მეტამიზოლის მაღალი დოზების მიღებისას შეიძლება აღინიშნოს შარდის წითელი შეფერილობა.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ახლო წარსულში იყენებდით ან შეიძლება გამოიყენოთ სხვა პრეპარატები.

შესაძლოა, მეტამიზოლმა შეცვალოს ქვემოთ მითითებული ზოგიერთი პრეპარატის მოქმედება:

კაპტოპრილი (მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ);

ლითიუმი (ზოგიერთი ფსიქიკური დაავადების სამკურნალოდ);

მეთოტრექსატი (რევმატიზმის ან კიბოს გარკვეული დაავადებების სამკურნალოდ);

ტრიამტერენი (დიურეზული საშუალება);

ბუპროპიონი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ ან მოწევის შეწყვეტის საშუალების სახით);

ეფავირენზი (აივ შიდსის სამკურნალო პრეპარატი);

მეტადონი (მიიღება აკრძალულ ნივთიერებებზე დამოკიდებულების სამკურნალოდ, ეგრედ წოდებული ოპიოიდები);

ვალპროატი (გამოიყენება ეპილეფსიის ან ბიპოლარული აშლულობის სამკურნალოდ);

ტაკროლიმუსი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ტრანსპლანტაციის შემდეგ ორგანოს მოშორების პროფილაქტიკისთვის;

სერტრალინი (დეპრესიის სამკურნალო პრეპარატი).

ერთდროულად გამოყენებისას მეტამიზოლი აქვეითებს:

სისხლში ციკლისპორინის დონეს (პრეპარატი, რომელიც თრგუნავს მოშორების რეაქციას ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ), ამიტომ საჭიროა მისი კონტროლი;

კუმარინული ანტიკოაგულანტის (სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები) მოქმედებას.

ალერგიის რისკი უფრო მაღალია სიცხის დამწევ, ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო სხვა საშუალებებთან ერთდროულად მიღების შემთხვევაში.

ლეიკოციტების ფორმირების დარღვევის რისკი არსებობს ძვლის ტვინის ფუნქციის დამთრგუნველ პრეპარატებთან, მაგალითად, ოქროს შემცველ და კიბოს საწინააღმდეგო საშუალებებთან, ერთდროულად მიღების შემთხვევაში.

ქლორპრომაზინთან (ფსიქოტროპული პრეპარატი) ერთდროულად მიღება შეიძლება იწვევდეს მძიმე ჰიპოთერმიის (ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემის) რისკს.

ნერვული სისტემის დამამშვიდებელი სამკურნალო საშალებები აძლიერებს ომალგინის მოქმედებას.

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, პერორალური კონტრაცეპტივები და ალოპურინოლი ზრდის მეტამიზოლის ტოქსიკურობას.

მეტამიზოლი ამცირებს აცეტილსალიცილის მჟავას ეფექტიანობას.

ომალგინის მიღება საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან ერთად

ომალგინით მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლის მიღება დაუშვებელია.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

ვინაიდან საჭირო მონაცემები არ არსებობს, ომალგინი არ უნდა მიიღოთ ორსულობის პირველ ტრიმესტრში. ორსულობის მეორე ტრიმესტრში ომალგინი უნდა მიიღოთ მხოლოდ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის შემდეგ და მხოლოდ მათ მიერ მეტამიზოლის გამოყენების სარგებელისა და რისკის გულდასმით შეფასების შემდეგ. ორსულობის ბოლო ტრიმესტრში ომალგინის მიღება არ შეიძლება, რადგან მომატებულია გართულებების რისკი დედისთვის და ბავშვისთვის (სისხლდენა, მნიშვნელოვანი სისხლძარღვის ნაადრევი დახურვა, ეგრედ წოდებული ბოტალოს სადინარი, ნაყოფში, რომელიც ჩვეულებრივ იხურება დაბადების შემდეგ).

ძუძუთი კვება

მეტამიზოლის მეტაბოლიტები მნიშვნელოვანი რაოდენობით გადადის დედის რძეში და ბავშვზე შესაძლო რისკების გამორიცხვა არ შეიძლება. ამიტომ, ძუძუთი კვების პერიოდში თავიდან უნდა იქნას აცილებული მეტამიზოლის მრავალჯერადი დოზების მიღება. მეტამიზოლის ერთჯერადი მიღების შემთხვევაში დედას უნდა მიეცეს რეკომენდაცია, პრეპარატის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში შეაგროვოს და გადაღვაროს რძე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ომალგინის რეკომენდებული დოზები არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

სიფრთხილის ზომის სახით, მაღალი დოზებით მკურნალობის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოთ სატრანსპორტო საშუალებების მართვისგან, მექანიზმებთან მუშაობისგან და სხვა სახიფათო საქმიანობის შესრულებისგან, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღების შემდეგ.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

ომალგინით მკურნალობის პერიოდში რომელიმე ქვემოთ მითითებული გვერდითი მოქმედების განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა, შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან მიმართოთ უახლოეს საავადმყოფოს:

სახის, ენის ან ყელის შეშუპება, რაც შეიძლება ასევე იწვევდეს სუნთქვის გაძნელებას, პულსის გახშირებას, არტერიული წნევის მოულოდნელად და სწრაფად დაცემას;

ქოშინი და ხიხინი გულ-მკერდის არეში, არტერიული წნევის დაცემა (სწრაფად განვითარებული ალერგიული რეაქციის ნიშნები);

ქავილი, სითბოს შეგრძნება ენაზე და ენის ქვეშ, ხელის და ფეხის გულებზე, კანზე გამონაყარი, ქოშინი და ხიხინი გულ-მკერდის არეში;

ბუშტუკების განვითარება ხელის, ფეხის და ტერფების კანზე, ნაკლებად ხშირად ტუჩებზე, სახესა და გენიტალიებზე, კანის აშრევება ან კანის, კანქვეშა ქსოვილების და კუნთების მთლიანობის დარღვევა;

ზოგადი მდგომარეობის მოულოდნელად გაუარესება, მაღალი სიცხის შენარჩუნება ან რეციდივი, მტკივნეული ცვლილებების და წყლულების განვითარება პირში, ცხვირში, ყელში, გენიტალიებისა და ანუსის არეში;

გულისრევა ან ღებინება, ცხელება, დაღლილობის შეგრძნება, მადის დაკარგვა, მუქი შარდი, ღია ფერის განავალი, კანის ან თვალის სკლერების გაყვითლება, ქავილი, გამონაყარი ან ტკივილი მუცლის ზედა არეში. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს ღვიძლის დარღვევის ნიშნები, ასევე, იხ. პარაგრაფი 2: გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები.

ქვემოთ მითითებული სიხშირე გამოხატავს მეტამიზოლის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების სიხშირეს

ძალიან იშვიათი (აღენიშნება 10000 ადამიანიდან 1-ზე ნაკლებს)

ქავილი, კანზე გამონაყარი;

არტერიული წნევის დაცემა, რომელიც გამოიხატება სწრაფი პულსის, ფერმკრთალობის, ოფლიანობის, კანკალის, თავბრუსხვევის, გულისრევის, ცნობიერების დაკარგვის სახით.

იშვიათი (აღენიშნება 1000 ადამიანიდან 1-ზე ნაკლებს)

კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება (ურტიკარია), ქავილი, მძიმე ალერგიული რეაქციები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს ქოშინისა და გულ-მკერდის არეში ხიხინის თანხლებით, არტერიული წნევის დაცემა და თავბრუსხვევა;

ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება;

ლეიკოციტების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება და ინფექციებისადმი თქვენი რეზისტენტობის დაკავშირებული დაქვეითება (ასევე, იხ. პარაგრაფი 2: გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები);

სისხლის ფირფიტების (თრომბოციტები) რაოდენობის მნიშვნელოვანი დაქვეითება, რაც ვლინდება სისხლდენისადმი მომატებული მიდრეკილებით, კანსა და ლორწოვან გარსებზე წერტილოვანი სისხლჩაქცევების, სილურჯეების განვითარებით;

ანემია (სისხლის წითელი სხეულების რაოდენობის შემცირება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სიმკრთალე, სისუსტე და ქოშინი);

კანის მძიმე დაზიანება და რეაქციები, მაგალითად, ხელების, ფეხების და ტერფების კანზე, ნაკლებად ხშირად ტუჩებზე, სახესა და გენიტალიებზე ბუშტუკების განვითარება;

ასთმის შეტევა, ბრონქოსპაზმი (ქოშინი და ხიხინი გულ-მკერდის არეში);

მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სახის, ენის ან ყელის შეშუპებას;

გულისცემის დარღვევა;

თირკმელების ფუნქციის დარღვევა, შარდში ცილის გამოვლენა, შარდის რაოდენობის შემცირება;

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია)

ანაფილაქსიური შოკი (მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც ვლინდება ქოშინით და ხიხინით გულ-მკერდის არეში, არტერიული წნევის დაცემით და თავბრუსხვევით)

გულისცემა;

ძილიანობა, თავის ტკივილი;

თავბრუსხვევა, გულის წასვლის წინა მდგომარეობა;

გულისრევა, ღებინება, შეკრულობა;

ჭარბი ოფლიანობა;

დაღლილობა;

შარდის წითელი შეფერილობა;

ღვიძლის ანთება, კანის და თვალის სკლერების გაყვითლება, სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება.

კანის მძიმე რეაქციები

შეწყვიტეთ მეტამიზოლის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებისთვის, თუ შენიშნავთ ქვემოთ მითითებულ რომელიმე გვერდით მოქმედებას:

წითელი, ბრტყელი, წერტილოვანი ან მრგვალი ლაქები სხეულზე, ხშირად ცენტრში არსებული ბუშტუკებით, კანის აქერცვლა, წყლულები პირის ღრუს, ყელის, ცხვირის, გენიტალიების და თვალების არეში. კანზე ასეთ მძიმე გამონაყარს შეიძლება წინ უსწრებდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);

ფართოდ გავრცელებული გამონაყარი, მაღალი სიცხე და ლიმფური კვანძების შეშუპება (DRESS სინდრომი ან პრეპარატების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი).

შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ

რომელიმე გვერდითი მოქმედების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. არასასურველი რეაქციის შესახებ შეტყობინების გაგზავნა ასევე, შეგიძლიათ უშუალოდ:

ბულგარეთის წამლის სააგენტოში,

დამიან გრუევის ქუჩა 8,

1303 სოფია, ბულგარეთი

ტელეფონი: +359 2 8903417

ვებ-გვერდი: www.bda.bg

არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება ამ სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება ერთ ტაბლეტში არის მეტამიზოლ ნატრიუმის მონოჰიდრატი 500 მგ.

სხვა კომპონენტებია: მაკროგოლი 6000, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის დიოქსიდი, კოლოიდური უწყლო, გლიცეროლის დიბეჰენატი, მაგნიუმის სტეარატი.

ომალგინის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

თეთრიდან თითქმის თეთრი ფერის მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები გამყოფი ხაზით ერთ მხარეს.

გამჭვირვალე უფერო პვქ და ალუმინის ფოლგის ბლისტერები, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შეფუთვაში 20 ტაბლეტი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

25˚C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. [ვარგისია .......-მდე] ვარგისობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.

პრეპარატი არ გამოიყენოთ, თუ შენიშნავთ ტაბლეტების გარეგნულ ცვლილებას.

სამკურნალო საშუალებების კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად გადაგდება არ შეიძლება. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ომალგინი 500 მგ ტაბლეტები

ნატრიუმის მეტამიზოლი

ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ამ ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის ან თქვენი ექიმის, ფარმაცევტის თუ მედდის მითითებების ზუსტად დაცვით.

შეინახეთ ეს ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.

ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.

ნებისმიერი გვერდითი მოქმედების განვითარების შემთხვევაში აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ასევე, ითვალისწინებს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.

თუ 3 დღის შემდეგ არ გრძნობთ თავს უკეთ ან თქვენი მდგომარეობა გაუარესდა, უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებისთვის.

ჩანართის შინაარსი

  • რას წარმოადგენს ომალგინი და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ ომალგინის გამოყენებამდე
  • როგორ გამოიყენება ომალგინი
  • შესაძლო გვერდითი მოქმედება
  • ომალგინის შენახვის პირობები
  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს ომალგინი და რისთვის გამოიყენება

ომალგინი არის მეტამიზოლის შემცველი სამკურნალო საშუალება, რომელსაც აქვს ძლიერ გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება.

ომალგინი ნაჩვენებია ხანმოკლე გამოყენებისთვის და ზომიერად გამოხატული და ძლიერი ტკივილის შემსუბუქებისთვის შემდეგ შემთხვევებში:

თავის ტკივილი, მათ შორის შაკიკი;

კბილის ტკივილი, მათ შორის სტომატოლოგიური ჩარევის შემდეგ;

ნევრალგია, ნევრიტი, კუნთების ტკივილი;

ტრავმების, დამწვრობის, ოპერაციის შემდგომი ან ფანტომური (ტკივილის შეგრძნება ამპუტირებულ კიდურში) ტკივილი;

მტკივნეული მენსტრუაცია;

ტკივილი ავთვისებიანი დაავადებების დროს;

ბილიარული და რენალური კოლიკა.

ომალგინი გამოიყენება ცხელებით მიმდინარე სხვადასხვა მდგომარეობების დროს, რომლის დაწევა შეუძლებელია სხვა საშუალებებით.

  • რა უნდა იცოდეთ ომალგინის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ომალგინი, თუ:

გაქვთ ალერგია მეტამიზოლის ან ამ პრეპარატის ერთ-ერთი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6);

ხართ ალერგიული პირაზოლონების ან პირაზოლიდინების ჯგუფის სხვა მედიკამენტების (ფენაზონი, პროპიფენაზონი, ფენილბუტაზონი, ოქსიფენაზონი) მიმართ;

გქონდათ წარსულში ან ამჟამად გაქვთ სისხლის წარმოქმნის ან ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევით გამოწვეული დაავადება (მაგალითად, ახლახანს იღებდით ან იღებთ მედიკამენტებს, სახელწოდებით ციტოსტატიკები);

აღგენიშნებათ ხიხინის, გამონაყარის, ქავილის თანხლებით მიმდინარე სუნთვის გაძნელება სხვა ტკივილგამაყუჩებელი ან სიცხის დამწევი პრეპარატების მიღების შემდეგ;

გაქვთ სისხლის დაავადებები - ლეიკოპენია (ლეიკოციტების შემცირებული რაოდენობა), ჰემოლიზური ანემია (ერითროციტების დაშლა), აპლასტიური ანემია (სისხლის ყველა ტიპის უჯრედის რაოდენობის შემცირება ძვლის ტვინის დარღვეული ფუნქციის გამო);

გაქვთ პორფირია (იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომელიც იწვევს ჰემოგლობინის ფორმირების დარღვევას);

გაქვთ გლუკოზა-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზას ფერმენტის დეფიციტთან დაკავშირებული გენეტიკური დაავადება, როდესაც გაზრდილია ერითროციტების დაშლის ალბათობა;

გაქვთ ღვიძლის და თირკმელების მძიმე დაავადება;

ხართ ორსულობის მესამე ტრიმესტრში;

გაქვთ დაბალი არტერიული წნევა.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

ომალგინის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ზოგ შემთხვევაში, თუმცა იშვიათად, მეტამიზოლს შეუძლია გამოიწვიოს მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქციების განვითარება, რომლებიც ვლინდება მძიმე სუნთქვის და თავბრუსხვევის სახით. ამ შემთხვევებში, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და მიმართოთ თქვენს ექიმს კონსულტაციისთვის.

ასევე, უნდა იცოდეთ, რომ თუ გაქვთ მსგავსი შემთხვევები მეტამიზოლის შემცველი პრეპარატების ან სხვა ტკივილგამაყუჩებელი ან სიცხის დამწევი მედიკამენტების მიღებისას, ასეთი რეაქციების რისკი არსებობს შემდეგ შემთხვევებში:

პირაზოლონების ან პირაზოლიდინების ჯგუფის სხვა პრეპარატების მიღებისას;

ასთმის მქონე პაციენტები (ქოშინის შეტევები, სუნთქვის გაძნელება ხიხინის თანხლებით), ალერგიული რინიტი, პოლიპები ცხვირში, ქრონიკული ურტიკარია (ჭინჭრის ციება).

ალერგია ან აუტანლობა კონსერვანტების (ბენზოატები) ან საღებავების (ტარტრაზინი) მიმართ.

ალკოჰოლის აუტანლობა (ცრემლდენა, ცემინება და სახეზე ძლიერ წამოხურება ალკოჰოლის მცირე რაოდენობითაც კი მიღების შემთხვევაში).

ცხელება (ტემპერატურის მომატება კანკალის თანხლებით).

ცნობილია, რომ მეტამიზოლი იშვიათად შეიძლება იწვევდეს ლეიკოციტების რაოდენობის მკვეთრად შემცირებას, რაც ზრდის ინფექციის განვითარების შესაძლებლობას. ეს მდგომარეობა ცნობილია, როგორც აგრანულოციტოზი. გაითვალისწინეთ, რომ მაღალი სიცხის შემთხვევაში, რომელიც არ ეცემა ამ პრეპარატის მიღების მიუხედავად, ან თუ გრძნობთ, რომ თქვენი ტემპერატურა მნიშვნელოვნად აიწია ან ზოგადი მდგომარეობა გაუარესდა ყელის, პირის ან ცხვირის, გენიტალიების ან ანუსის არეშე მტკივნეული წყლულების განვითარების გამო, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს. ეს შეიძლება იყოს აგრანულოციტოზის ნიშნები. ეს მოვლენები შეიძლება სუსტად იყოს გამოხატული ანტიბიოტიკების მიღების ფონზე.

მეტამიზოლის მიღება შეიძლება იშვიათად იწვევდეს სისხლის ფირფიტების (თრომბოციტები) ან სისხლის ყველა ტიპის უჯრედის რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირებას. შემთხვევები შეიძლება გამოვლინდეს კანსა და ლორწოვან გარსებზე წერტილოვანი სისხლჩაქცევების, სილურჯეების, შეუძლოდ ყოფნის, ინფექციის, მაღალი ტემპერატურის შენარჩუნების, სისხლდენის, ფერმკრთალობის სახით. ამ შემთხვევებში, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს.

მეტამიზოლი შეიძლება იწვევდეს არტერიული წნევს მნიშვნელოვან დაცემას, შესაბამისად მისი მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ პაციენტებმა დაბალი არტერიული წნევის, სისხლის არასტაბილური მიმოქცევის და ცირკულაციის, სითხის მნიშვნელოვანი რაოდენობის დაკარგვის შემთხვევაში, ძალიან მაღალი ტემპერატურის თანხლებით. იმ შემთხვევებში, როდესაც არტერიული წნევის დაცემის თავიდან აცილება აუცილებელია (მაგალითად, გულის სისხლძარღვების მძიმე დაავადება, ცერებრული სისხლძარღვების შევიწროება), პაციენტმა ეს პრეპარატი უნდა მიიღოს მხოლოდ გულის ფუნქციის მკაცრი კონტროლის ქვეშ.

ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები

პაციენტებში, რომლებიც იღებენ მეტამიზოლს, ცნობილია ღვიძლის ანთების რამდენიმე შემთხვევის შესახებ, რომლის სიმპტომები განვითარდა მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვის განმავლობაში.

შეწყვიტეთ ომალგინის მიღება და დაუკავშირდით ექიმს, თუ გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა გულისრევა ან ღებინება, მაღალი ტემპერატურა, დაღლილობის შეგრძნება, მადის დაკარგვა, მუქი შარდი, ღია ფერის განავალი, კანის ან თვალის სკლერების გაყვითლება, ქავილი, გამონაყარი ან ტკივილი მუცლის ზედა არეში. თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ღვიძლის ფუნქციის ანალიზს.

ომალგინი არ უნდა მიიღოთ, თუ მანამდე იღებდით მეტამიზოლის შემცველ სამედიცინო პროდუქტს, და აღგენიშნებოდათ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები.

მოცემული პრეპარატი ინიშნება თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის დარღვევების, ბრონქული ასთმის და სასუნთქი სისტემის სხვა დაავადებების მქონე პაციეტებში ექიმის გამოკვლევის შემდეგ. თქვენი ექიმი შეაფასებს თქვენთვის ამ პრეპარატის მიღების სარგებელი/რისკის თანაფარდობას.

კანის მძიმე რეაქციები

მეტამიზოლით მკურნალობის შემდეგ ცნობილია კანის მძიმე რეაქციების შესახებ, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სამკურნალწამლო რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS). უნდა შეწყვიტოთ მეტამიზოლის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართოთ სამედიცინო დახმარებისთვის, თუ შენიშნავთ მე-4 პარაგრაფში მითითებული კანის მძიმე რეაქციებთან დაკავშირებულ რომელიმე სიმპტომს.

ანამნეზში კანის მძიმე რეაქციების განვითარების შემთხვევაში არასდროს უნდა გაიმეოროთ ომალგინით მკურნალობა (იხ. პარაგრაფი 4).

სხვა

მოზრდილებში ორგანიზმიდან მეტამიზოლის გამოყოფა შეიძლება იყოს გახანგრძლივებული.

თუ საჭიროა ომალგინის უფრო ხანგრძლივად მიღება, აუცილებელია სისხლის და ღვიძლის გარკვეული ლაბორატორიული მაჩვენებლების შემოწმება.

მეტამიზოლის მაღალი დოზების მიღებისას შეიძლება აღინიშნოს შარდის წითელი შეფერილობა.

სხვა პრეპარატები და ომალგინი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ახლო წარსულში იყენებდით ან შეიძლება გამოიყენოთ სხვა პრეპარატები.

შესაძლოა, მეტამიზოლმა შეცვალოს ქვემოთ მითითებული ზოგიერთი პრეპარატის მოქმედება:

კაპტოპრილი (მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ);

ლითიუმი (ზოგიერთი ფსიქიკური დაავადების სამკურნალოდ);

მეთოტრექსატი (რევმატიზმის ან კიბოს გარკვეული დაავადებების სამკურნალოდ);

ტრიამტერენი (დიურეზული საშუალება);

ბუპროპიონი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ ან მოწევის შეწყვეტის საშუალების სახით);

ეფავირენზი (აივ შიდსის სამკურნალო პრეპარატი);

მეტადონი (მიიღება აკრძალულ ნივთიერებებზე დამოკიდებულების სამკურნალოდ, ეგრედ წოდებული ოპიოიდები);

ვალპროატი (გამოიყენება ეპილეფსიის ან ბიპოლარული აშლულობის სამკურნალოდ);

ტაკროლიმუსი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ტრანსპლანტაციის შემდეგ ორგანოს მოშორების პროფილაქტიკისთვის;

სერტრალინი (დეპრესიის სამკურნალო პრეპარატი).

ერთდროულად გამოყენებისას მეტამიზოლი აქვეითებს:

სისხლში ციკლისპორინის დონეს (პრეპარატი, რომელიც თრგუნავს მოშორების რეაქციას ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ), ამიტომ საჭიროა მისი კონტროლი;

კუმარინული ანტიკოაგულანტის (სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები) მოქმედებას.

ალერგიის რისკი უფრო მაღალია სიცხის დამწევ, ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო სხვა საშუალებებთან ერთდროულად მიღების შემთხვევაში.

ლეიკოციტების ფორმირების დარღვევის რისკი არსებობს ძვლის ტვინის ფუნქციის დამთრგუნველ პრეპარატებთან, მაგალითად, ოქროს შემცველ და კიბოს საწინააღმდეგო საშუალებებთან, ერთდროულად მიღების შემთხვევაში.

ქლორპრომაზინთან (ფსიქოტროპული პრეპარატი) ერთდროულად მიღება შეიძლება იწვევდეს მძიმე ჰიპოთერმიის (ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემის) რისკს.

ნერვული სისტემის დამამშვიდებელი სამკურნალო საშალებები აძლიერებს ომალგინის მოქმედებას.

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, პერორალური კონტრაცეპტივები და ალოპურინოლი ზრდის მეტამიზოლის ტოქსიკურობას.

მეტამიზოლი ამცირებს აცეტილსალიცილის მჟავას ეფექტიანობას.

ომალგინის მიღება საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან ერთად

ომალგინით მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლის მიღება დაუშვებელია.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

ვინაიდან საჭირო მონაცემები არ არსებობს, ომალგინი არ უნდა მიიღოთ ორსულობის პირველ ტრიმესტრში. ორსულობის მეორე ტრიმესტრში ომალგინი უნდა მიიღოთ მხოლოდ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის შემდეგ და მხოლოდ მათ მიერ მეტამიზოლის გამოყენების სარგებელისა და რისკის გულდასმით შეფასების შემდეგ. ორსულობის ბოლო ტრიმესტრში ომალგინის მიღება არ შეიძლება, რადგან მომატებულია გართულებების რისკი დედისთვის და ბავშვისთვის (სისხლდენა, მნიშვნელოვანი სისხლძარღვის ნაადრევი დახურვა, ეგრედ წოდებული ბოტალოს სადინარი, ნაყოფში, რომელიც ჩვეულებრივ იხურება დაბადების შემდეგ).

ძუძუთი კვება

მეტამიზოლის მეტაბოლიტები მნიშვნელოვანი რაოდენობით გადადის დედის რძეში და ბავშვზე შესაძლო რისკების გამორიცხვა არ შეიძლება. ამიტომ, ძუძუთი კვების პერიოდში თავიდან უნდა იქნას აცილებული მეტამიზოლის მრავალჯერადი დოზების მიღება. მეტამიზოლის ერთჯერადი მიღების შემთხვევაში დედას უნდა მიეცეს რეკომენდაცია, პრეპარატის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში შეაგროვოს და გადაღვაროს რძე.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ომალგინის რეკომენდებული დოზები არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

სიფრთხილის ზომის სახით, მაღალი დოზებით მკურნალობის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოთ სატრანსპორტო საშუალებების მართვისგან, მექანიზმებთან მუშაობისგან და სხვა სახიფათო საქმიანობის შესრულებისგან, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღების შემდეგ.

  • როგორ გამოიყენება ომალგინი

მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ამ ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის ან თქვენი ექიმის თუ ფარმაცევტის მითითებების ზუსტად დაცვით. ნებისმიერ საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

უნდა მიიღოთ შეძლებისდაგვარად მინიმალური დოზა, რომელიც გამოიწვევს ტკივილის და ცხელების მართვას. მოქმედების დაწყება მოსალოდნელია პრეპარატის მიღებიდან 30-60 წუთში.

რეკომენდებული დოზა მოზრდილებისთვის და ≥15 წლის მოზარდებისთვის 53 კგ-ზე მეტი წონით

ერთჯერადი დოზა შეიძლება იყოს 1-2 ტაბლეტი.

არასათანადო მოქმედების შემთხვევაში, დოზის მიღება შეიძლება 4-ჯერამდე დღეში 6-8 საათიანი ინტერვალით. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 8 ტაბლეტს.

რეკომენდებული დოზა 10-14 წლის ასაკის ბავშვებისთვის

ცხრილში მითითებულია რეკომენდებული და მაქსიმალური დღიური დოზა ბავშვის წონისა და ასაკის მიხედვით.

წონა/ასაკი

ერთჯერადი დოზა

მაქსიმალური დღიური დოზა

კგ

ასაკი

ტაბლეტები

მგ

ტაბლეტები

მგ

32-53

10-14

½ - 1

250-500

4

2000

10 წლამდე ასაკის ბავშვები

ამ ასაკობრივი ჯგუფში გამოსაყენებლად არსებობს სხვა სათანადო სამკურნალწამლო ფორმები/მოქმედი ნივთიერების რაოდენობა დოზის ერთეულზე, რომლებიც უზრუნველყოფს სამკურნალო საშუალების შესაბამის დოზას.

ხანდაზმული პაციენტები, ცუდი ზოგადი მდგომარეობა და კრეატინინის კლირენსის დაბალი მნიშვნელობები

თქვენი ექიმი შეაფასებს, საჭიროა თუ არა დოზის შემცირება ორგანიზმიდან მეტამიზოლის გახანგრძლივებული გამოყოფის გათვალისწინებით.

თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ამ შემთხვევაში არ შეიძლება მაღალი დოზების განმეორებით მიღება, ვინაიდან მეტამიზოლის გამოყოფა შეიძლება დაქვეითებული იყოს. დოზის შემცირება საჭირო არ არის, თუ პრეპარატი მიიღება ერთჯერადად ან ხანმოკლე დროის განმავლობაში.

მიღების წესი და ხანგრძლივობა

ტაბლეტები მიიღება საკმარისი რაოდენობის (ერთ ჭიქა) წყალთან ერთად, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

ამ პრეპარატით მკურნალობა არ უნდა აღემატებოდეს 3-5 დღეს. თუ 3 დღის გასვლის შემდეგ ტკივილი არ შეგიმსუბუქდათ, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.

თუ მიიღეთ ომალგინის საჭიროზე მეტი დოზა

სიმპტომები შეიძლება ითვალისწინებდეს გულისრევას, ღებინებას, თავბრუსხვევას, არტერიული წნევის დაქვეითებას, მომატებულ აგზნებას, გულისცემას, გახშირებულ გულის რიტმს, კრუნჩხვას, კოლაფსს.

თუ აღგენიშნებათ მსგავსი სიმპტომები ან მიიღეთ პრეპარატის დანიშნულზე მაღალი დოზა, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.

  • შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

ომალგინით მკურნალობის პერიოდში რომელიმე ქვემოთ მითითებული გვერდითი მოქმედების განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა, შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან მიმართოთ უახლოეს საავადმყოფოს:

სახის, ენის ან ყელის შეშუპება, რაც შეიძლება ასევე იწვევდეს სუნთქვის გაძნელებას, პულსის გახშირებას, არტერიული წნევის მოულოდნელად და სწრაფად დაცემას;

ქოშინი და ხიხინი გულ-მკერდის არეში, არტერიული წნევის დაცემა (სწრაფად განვითარებული ალერგიული რეაქციის ნიშნები);

ქავილი, სითბოს შეგრძნება ენაზე და ენის ქვეშ, ხელის და ფეხის გულებზე, კანზე გამონაყარი, ქოშინი და ხიხინი გულ-მკერდის არეში;

ბუშტუკების განვითარება ხელის, ფეხის და ტერფების კანზე, ნაკლებად ხშირად ტუჩებზე, სახესა და გენიტალიებზე, კანის აშრევება ან კანის, კანქვეშა ქსოვილების და კუნთების მთლიანობის დარღვევა;

ზოგადი მდგომარეობის მოულოდნელად გაუარესება, მაღალი სიცხის შენარჩუნება ან რეციდივი, მტკივნეული ცვლილებების და წყლულების განვითარება პირში, ცხვირში, ყელში, გენიტალიებისა და ანუსის არეში;

გულისრევა ან ღებინება, ცხელება, დაღლილობის შეგრძნება, მადის დაკარგვა, მუქი შარდი, ღია ფერის განავალი, კანის ან თვალის სკლერების გაყვითლება, ქავილი, გამონაყარი ან ტკივილი მუცლის ზედა არეში. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს ღვიძლის დარღვევის ნიშნები, ასევე, იხ. პარაგრაფი 2: გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები.

ქვემოთ მითითებული სიხშირე გამოხატავს მეტამიზოლის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების სიხშირეს

ძალიან იშვიათი (აღენიშნება 10000 ადამიანიდან 1-ზე ნაკლებს)

ქავილი, კანზე გამონაყარი;

არტერიული წნევის დაცემა, რომელიც გამოიხატება სწრაფი პულსის, ფერმკრთალობის, ოფლიანობის, კანკალის, თავბრუსხვევის, გულისრევის, ცნობიერების დაკარგვის სახით.

იშვიათი (აღენიშნება 1000 ადამიანიდან 1-ზე ნაკლებს)

კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება (ურტიკარია), ქავილი, მძიმე ალერგიული რეაქციები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს ქოშინისა და გულ-მკერდის არეში ხიხინის თანხლებით, არტერიული წნევის დაცემა და თავბრუსხვევა;

ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება;

ძალიან იშვიათი (აღენიშნება 10000 ადამიანიდან 1-ზე ნაკლებს)

ლეიკოციტების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება და ინფექციებისადმი თქვენი რეზისტენტობის დაკავშირებული დაქვეითება (ასევე, იხ. პარაგრაფი 2: გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები);

სისხლის ფირფიტების (თრომბოციტები) რაოდენობის მნიშვნელოვანი დაქვეითება, რაც ვლინდება სისხლდენისადმი მომატებული მიდრეკილებით, კანსა და ლორწოვან გარსებზე წერტილოვანი სისხლჩაქცევების, სილურჯეების განვითარებით;

ანემია (სისხლის წითელი სხეულების რაოდენობის შემცირება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სიმკრთალე, სისუსტე და ქოშინი);

კანის მძიმე დაზიანება და რეაქციები, მაგალითად, ხელების, ფეხების და ტერფების კანზე, ნაკლებად ხშირად ტუჩებზე, სახესა და გენიტალიებზე ბუშტუკების განვითარება;

ასთმის შეტევა, ბრონქოსპაზმი (ქოშინი და ხიხინი გულ-მკერდის არეში);

მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სახის, ენის ან ყელის შეშუპებას;

გულისცემის დარღვევა;

თირკმელების ფუნქციის დარღვევა, შარდში ცილის გამოვლენა, შარდის რაოდენობის შემცირება;

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია)

ანაფილაქსიური შოკი (მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც ვლინდება ქოშინით და ხიხინით გულ-მკერდის არეში, არტერიული წნევის დაცემით და თავბრუსხვევით)

გულისცემა;

ძილიანობა, თავის ტკივილი;

თავბრუსხვევა, გულის წასვლის წინა მდგომარეობა;

გულისრევა, ღებინება, შეკრულობა;

ჭარბი ოფლიანობა;

დაღლილობა;

შარდის წითელი შეფერილობა;

ღვიძლის ანთება, კანის და თვალის სკლერების გაყვითლება, სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება.

კანის მძიმე რეაქციები

შეწყვიტეთ მეტამიზოლის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებისთვის, თუ შენიშნავთ ქვემოთ მითითებულ რომელიმე გვერდით მოქმედებას:

წითელი, ბრტყელი, წერტილოვანი ან მრგვალი ლაქები სხეულზე, ხშირად ცენტრში არსებული ბუშტუკებით, კანის აქერცვლა, წყლულები პირის ღრუს, ყელის, ცხვირის, გენიტალიების და თვალების არეში. კანზე ასეთ მძიმე გამონაყარს შეიძლება წინ უსწრებდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);

ფართოდ გავრცელებული გამონაყარი, მაღალი სიცხე და ლიმფური კვანძების შეშუპება (DRESS სინდრომი ან პრეპარატების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი).

შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ

რომელიმე გვერდითი მოქმედების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. არასასურველი რეაქციის შესახებ შეტყობინების გაგზავნა ასევე, შეგიძლიათ უშუალოდ:

ბულგარეთის წამლის სააგენტოში,

დამიან გრუევის ქუჩა 8,

1303 სოფია, ბულგარეთი

ტელეფონი: +359 2 8903417

ვებ-გვერდი: www.bda.bg

არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება ამ სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

  • ომალგინის შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

25˚C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. [ვარგისია .......-მდე] ვარგისობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.

პრეპარატი არ გამოიყენოთ, თუ შენიშნავთ ტაბლეტების გარეგნულ ცვლილებას.

სამკურნალო საშუალებების კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად გადაგდება არ შეიძლება. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ომალგინი?

მოქმედი ნივთიერება ერთ ტაბლეტში არის მეტამიზოლ ნატრიუმის მონოჰიდრატი 500 მგ.

სხვა კომპონენტებია: მაკროგოლი 6000, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის დიოქსიდი, კოლოიდური უწყლო, გლიცეროლის დიბეჰენატი, მაგნიუმის სტეარატი.

ომალგინის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

თეთრიდან თითქმის თეთრი ფერის მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები გამყოფი ხაზით ერთ მხარეს.

გამჭვირვალე უფერო პვქ და ალუმინის ფოლგის ბლისტერები, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შეფუთვაში 20 ტაბლეტი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

შპს დანჰსონ-ბგ

ოტეც პაისის ქუჩა, 26

2400 რადომირი, ბულგარეთი

მწარმოებელი

სს ვეტპრომ

ოტეც პაისის ქუჩა, 26

2400 რადომირი, ბულგარეთი

ამ პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენლობას:

შპს დანჰსონ-ბგ

ოტეც პაისის ქუჩა, 26

2400 რადომირი, ბულგარეთი

ჩანართის ბოლო გადახედვის თარიღი

03/2022

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა