ანალგინი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას მეტამიზოლ ნატრიუმს, რომელიც განეკუთვნება ტკივილგამაყუჩებელ წამლებს (ანალგეტიკები). ამავდროულად ის ავლენს სიცხის დამწევ მოქმედებასაც. ანალგინი გამოიყენება: - სხვადასხვა წარმოშობის მწვავე, ზომიერად ძლიერი და ძლიერი ტკივილის ხანმოკლე გაყუჩებისთვის. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- მეტამიზოლ (metamizole)
- ფორმა და შეფუთვა
- 500მგ/მლ 2მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10
- მწარმოებელი
- SOPHARMA AD, ბულგარეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანალგეზური საშუალებები, პირაზოლონები
- ATC კოდი
- N02BB02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042400
- რეგისტრირებულია
- 15 ნოემბერი 2024, მოქმედებს 15 ნოემბერი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სააქციო საზოგადოება „სოფარმა“-ს წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- -
ანალგინი 500მგ/მლ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ანალგინი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას მეტამიზოლ ნატრიუმს, რომელიც განეკუთვნება ტკივილგამაყუჩებელ წამლებს (ანალგეტიკები). ამავდროულად ის ავლენს სიცხის დამწევ მოქმედებასაც. ანალგინი გამოიყენება:
- სხვადასხვა წარმოშობის მწვავე, ზომიერად ძლიერი და ძლიერი ტკივილის ხანმოკლე გაყუჩებისთვის.
- მაღალი ტემპერატურის დასაწევად, თუ ტემპერატურაზე მკურნალობის სხვა მეთოდი არ მოქმედებს.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის გამოიყენეთ ანალგინი ისე, როგორც ინსტრუქციაშია მოცემული. თუ თქვენ რამეში არ ხართ
დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მისაღები დოზა დამოკიდებულია ტკივილის ინტენსივობაზე, მომატებულ ტემპერატურაზე და ანალგინ-ის მიმართ ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე. ანალგინი გამოიყენება საინექციოდ ვენაში ან კუნთში.
თუ ერთჯერადი დოზისგან ეფექტი არ არის საკმარისი ან იგვიანებს, ან როცა უკვე ტკივილგამაყუჩებელი
მოქმედება უკვე გასდის, თქვენს ექიმს შეუძლია გამოიყენოს სხვა დოზა, მაქსიმალურ დღიურ დოზამდე,
როგორც ქვემოთ არის მოცემული. ანალგინის ინექცია შეიყვანება ექიმის კონტროლის ქვეშ დაზემგრძნო-
ბიარე პაციენტებში სასწრაფო დახმარების გასაწევად მზადყოფნის პირობებში ანაფილაქსიური შოკის წარმოქმნის რისკის გამო.
მოზრდილები და ბავშვები 15 წელს ზემოთ
მოზრდილებმა და 15 წლის და ზევით ასაკის მოზარდებმა (53კგ-ზე მეტი სხეულის მასით) შეიძლება მიიღონ 1-2 მლ ინტრავენურად ან კუნთში, როგორც ერთჯერადი დოზა. თუ აუცილებელია, ერთჯერადი დოზა შეიძლება გაიზარდოს 5მლ-მდე ( შეესაბამება 2500მგ ანალგინს ). მაქსიმალური დღიური დოზა- 8 მლ.;
საჭიროების შემთხვევაშიდღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მლ-დე (შეესაბამება 5000 მგ ანალგინს).
ჩვილები და ბავშვები:
ერთჯერადი დოზის სახით ინტრავენურად ან კუნთში იხელმძღვანელეთ შემდეგი სქემით:
ბავშვების ასაკობრივი დიაპაზონი: (სხეულის მასა)
ერთჯერადი დოზა
მაქსიმალური დღიური დოზა
ჩვილები 3 - 11თვის
(დაახლოებით 5-8კგ.)
- 1 – 0.2 ml
- 4 – 0.8 ml
1-3 წლის (დაახლოებით 9-15კგ)
- 2 – 0.5 ml
- 8 – 2.0 ml
4-6 წლის (დაახლოებით 16-23კგ)
- 3 – 0.8 ml
- 2 – 3.2 ml
7-9 წლის (დაახლოებით 24-30კგ)
- 4 – 1.0 ml
- 6 – 4.0 ml
10-12 წლის (დაახლოებით 31-45კგ)
- 5 – 1.4 ml
- 0 – 5.6 ml
13-14 წლის (დაახლოებით 46-53კგ)
- 8 – 1.4 ml
- 2 – 7.2 ml
ხანდაზმულები და ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის/თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები.
ხანდაზმულებსა და ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის/თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის დოზა უნდა შემცირდეს , ვინაიდან მათ ორგანიზმში მეტამიზოლის პროდუქტის გამოყოფა შესაძლოა იყოს შენელებული.
პაციენტები თირკმლის და ღვიძლის ფუნქციების დარღვევით
ვინაიდან პაციენტებში თირკმლის და ღვიძლის ფუნქციების დარღვევით დაშლის პროდუქტების
გამოყოფის ფუნქცია შემცირებულია, ასეთ პაციენტებში თავი უნდა ავარიდოთ მრავალჯერად მაღალ
დოზებს. ხანმოკლე გამოყენების დროს დოზის შემცირება აუცილებელი არ არის. ხანგრძლივი მოხმარების შესახებ გამოცდილება არ არის.
თუ თქვენ გაქვთ სხვა დამატებითი კითხვები ამ პრეპარატით მკურნალობასთან დაკავშირებით, გთხოვთ,
მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ მიიღეთ ანალგინის საჭიროზე მეტი დოზა,
შეიძლება ადგილი ჰქონდეს ღებინებას, თავბრუსხვევას, მუცლის ტკივილს, სისუსტეს ცნობიერების
დაკარგვამდე, სისხლის წნევის მკვეთრად დაწევას და გულის რითმის დარღვევებს.
ისეთი ნიშნების წარმოქმნისას, როგორიცაა ცივი ოფლი, თავბრუსხვევა, ღებინება, კანის ფერის ცვლილება ან ქოშინი, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო სასწრაფო დახმარებას.
თუ თქვენ გამოტოვეთ ანალგინის მისაღები დოზა
თქვენ არ უნდა მიიღოთ ზედმეტი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
უკუჩვენებები
თუ თქვენ ხართ ალერგიული (ზემგრძნობიარე) აქტიურ ნივთიერების მეტამიზოლის ან პირაზოლონის
წარმოებული ჯგუფის სხვა პრეპარატების ან ამ წამლის სხვა შემადგენელი ნივთიერებების მიმართ (ჩამოთვლილია მე-6-ე პუნქტში).
თუ თქვენ გაწუხებთ ღვიძლის მწვავე პორფირია (მემკვიდრეობითი დაავადება, რომლის დროსაც დარღვეულია სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნა) ან თანდაყოლილი გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზული უკმარისობა (მემკვიდრეობითი დაავადება ამ ენზიმის უკმარისობით);
თუ თქვენ გაწუხებთ ღვიძლის და/ან თირკმლის მძიმე დაავადება;
თუ თქვენ დარღვეული გაქვთ ძვლის ტვინის ფუნქცია ( ციტოსტატიკური მკურნალობის შემდეგ) ან ჰემატოლოგიური (სისხლის) დაავადება, როგორიცაა: აპლასტიური ანემია (სისხლის უჯრედების შემცირება, რაც იწვევს სისუსტეს, ჩალურჯებების წარმოქმნას და ინფექციის წარმოქმნის მომატებულ ალბათობას), აგრანულოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების ძლიერი შემცირება, რაც იწვევს ინფექციის წარმოქმნის მომატებულ ალბათობას), ლეიკოპენია (სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება);
თუ თქვენ გაქვთ ჰიპოტონია (სისხლის დაბალი წნევა) ან არასტაბილური სისხლის მიმოქცევა;
თუ თქვენ ხართ ორსულობის ბოლო ტრიმესტრში.
სიფრთხილის ზომები
ანალგინი შეიცავს პირაზოლონის წარმოებულ მეტამიზოლს, რომლის დროსაც არსებობს მცირე, მაგრამ სიცოცხლისთვის საშიში რისკი შოკის (ცირკულატორული კოლაფსი) და აგრანულოციტოზის განვითარებისა. აგრანულოციტოზის განვითარება არ არის დამოკიდებული დოზაზე და მისი წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია. მეტამიზოლი ყურადღებით ინიშნება პაციენტებში, რომლებიც არიან ალერგიულები ანალგეზიური და რევმატიზმის საწინააღმდეგო წამლების მიმართ (ანალგეზიური საშუალებების აუტანლობა), ასევე სხვა მედიკამენტების ან საკვები პროდუქტების მიმართ ალერგიული რეაქციების და ასთმური შეტევის მომატებული რისკის გამო. მეტამიზოლის მიმართ შესაძლო ზემგრძნობელობაზე რეაქციის რისკი მომატებულია პაციენტების შემდეგ ჯგუფებში:
პაციენტები ანალგეტიკური ასთმა- სინდრომით;
პაციენტები ბრონქიალური ასთმით, განსაკუთრებით, თუ მათ აწუხებთ რინოსინუსიტი (ცხვირის და ცხვირის ღრუს ანთება) და პოლიპები ცხვირში.
პაციენტები, რომლებიც ზემგრძნობიარენი არიან საღებავების (მაგ. ტარტრაზინი) ან კონსერვანტების (ბენზოატები) მიმართ;
პაციენტები ალკოჰოლის აუტანლობით; ასეთი პაციენტებს ალკჰოლის მცირე რაოდენობაზე უვლინდებათ რეაქცია ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ცემინება, ცრემლდენა და სახის ძლიერი შეწითლება. ასეთი ალკოჰოლური აუტანლობა შესაძლოა იყოს ანალგეტიკური ასთმის აღმოუჩენელი სინდრომი.
ანალგინის საინექციო ხსნარის გამოყენებამდე აუცილებელია აცნობოთ მკურნალ ექიმს, თუ თქვენ გაწუხებთ ზოგიერთი ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებები ან მდგომარეობა. ზემგრძნობელობის რეაქციის მომატებული რისკის მქონე პაციენტებში ანალგინის საინექციო ხსნარის გამოყენება შეიძლება სარგებელი/რისკის შეფარდების ყურადღებით შეფასების შემდეგ.
ანალგინის საინექციო ხსნარმა შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის დაწევა. ასეთი რეაქციის რისკი ასევე მომატებულია შემდეგ პაციენტებში:
პაციენტები დაბალი არტერიული წნევით ან სითხის დაკარგვისას; სისხლის მიმოქცევის დარღვევით ან ცირკულატორული კოლაფსის საწყის ეტაპზე (მაგ. ინფარქტით ან მძიმე ჭრილობის მქონე პაციენტები), მაღალი ტემპერატურის მქონე პაციენტები. ასეთ პაციენტებში ანალგინის ინექცია კუნთში უნდა გაკეთდეს მწოლიარე მდგომარეობაში და სისხლის წნევის, გულისცემის სიხშირის და სუნთქვის მუდმივი კონტროლის ქვეშ.
მეტამიზოლი გამოიყენება ყურადღებით და ჰემოდინამიკური პარამეტრების კონტროლით პაციენტებში, რომელთაც უნდა გამოერიცხოს სისხლის წნევის დაწევა, მაგ. მძიმე კორონალური-გულის დაავადების მქონე პაციენტებში ან თავის ტვინის შევიწროებული სისხლძარღვებით, რაც იწვვევს სისხლის მიმოქცევის დარღვევას.
მეტამიზოლი ყურადღებით გამოიყენება ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (იხ. პ. 3).
პაციენტები ღვიძლის პრობლემებით
პაცინტებში, რომლებიც იღებდნენ მეტამიზოლს, არის შეტყობინებები ღვიძლის ანთების შესახებ,რომლის სიმპტომები ვითარდება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვის განმავლობაში.
შეწყვიტეთ ანალგინის გამოყენება და მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემებისთვის სახასიათო სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა ან ღებინება, მომატებული ტემპერატურა, დაღლილობის შეგრძნება, მადის დაკარგვა, მუქი შარდი, ღია ფერის განავალი, კანის ან თვალების თეთრი გარსის სიყვითლე, ქავილი, გამონაყარი ან ტკივილი მუცლის ზედა არეში. თქვენი ექიმი შეამოწმებს თქვენს ღვიძლის ფუნქციას.
არ უნდა მიიღოთ ანალგინი, თუ ადრე იღებდით პრეპარატს, რომელიც შეიცავდა მეტამიზოლს და
აღგენიშნებოდათ ღვიძლის პრობლემები.
კანის სერიოზული რეაქციები
დაფიქსირდა კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომები (DRESS) მეტამიზოლით მკურნანალობასთან დაკავშირებით. შეაჩერეთ მეტამიზოლის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნიეთ რომელიმე სიმპტომი, რომელიც დაკავშირებულია მე-4-ე პუნქტში აღწერილ კანის სერიოზულ რეაქციებთან.
თუ ოდესმე გქონდათ კანის მძიმე რეაქცია, არასდროს მიმართოთ ანალგინით მკურნალობას განმეორებით(იხ. პუნქტი 4).
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენ იღებდით ან ამჟამად იღებთ სხვა პრეპარატებს, მათ შორის, ურეცეპტოდ გასაცემს.
მეტამიზოლის და ქლორპრომაზინის (ფსიქიკური დაავადების სამკურნალო პრეპარატი) ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სხეულის ტემპერატურის მკვეთრად დაწევა.
მეტამიზოლის და კუმარინის ანტიკოაგულანტების, როგორიცაა აცენოკუმაროლი და ვარფარინი (სისხლის შედედების შესამცირებელი წამლები) ერთდროულად მიღება არ არის სასურველი.
მეტამიზოლი ამცირებს ციკლოსპორინის (წამალი. რომელიც გამოიყენება ორგანოების ტრანსპლანტა-ციის შემდეგ და სიმსივნური დაავადებების სამკურნალოდ) ზემოქმედებას .
ქლორანფენიკოლი და სხვა მიელოტოქსიკური პროდუქტები (პრეპარატები, რომლებიც ზიანს აყენებს სისხლის მოძრაობას) ზრდის რისკს სისხლის მიმოქცევის არასასურველი ეფექტებისგან, როდესაც ის გამოიყენება მეტამიზოლთან ერთად.
არ გამოიყენოთ ანალგინი საძილე, დეპრესიის საწინააღმდეგო, ჩასახვისსაწინააღმდეგო და სხვა ანალგეზიურ საშუალებებთან, ალოპურინოლთან (პოდაგრის სამკურნალო პრეპარატი) ერთად.
მეტამიზოლი ურთიერთმოქმედებს კაპტოპრილთან (გულის და სისხლის მაღალი წნევის სამკურნალო), ლითიუმთან (ფსიქიური დაავადების სამკურნალო), მეტოტრექსატთან (რევმატოიდული და სისმსივნური დაავადების სამკურნალო) და ტრიამტერენთან (შარდმდენი), ასევე ცვლის ანტიჰიპერტეზიული პროდუქტების (სისხლის წნევის დამწევი) ეფექტურობას და დიურეტიკებთან (შარდმდენები).
- მეტამიზოლმა (ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალება) ერთდროულად მიღებისას შეიძლება შეამციროს აცეტილსალიცილის მჟავას მოქმედება თრომბოციტების აგრეგაციაზე (სისხლის უჯრედები შეწებება და თრომბის საცობის წარმოქმნა )ამიტომ ეს კომბინაცია მოითხოვს მომატებულ ყურადღებას იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ასპირინს დაბალი დოზებით კარდიოპროტექციისთვის (დასაცავად).
- მეტამიზოლი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს შემდეგ პრეპარატებთან ერთად, რადგან მან შეიძლება შეამციროს მათი ეფექტი:
- ბუპროპიონი, გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ ან მოწევისთვის თავის დანებების მიზნით;
- ეფავირენცი, რომელიც გამოიყენება აივ/შიდსის სამკურნალოდ;
- მეტადონი, რომელიც გამოიყენება აკრძალულ ნივთიერებებზე (ე.წ. ოპიოიდები) დამოკიდებულების სამკურნალოდ ;
- ვალპროატი, გამოიყენება ეპილეფსიის ან ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ;
- ტაკროლიმუსი, გამოიყენება ორგანოს მოცილების თავიდან ასაცილებლად ორგანოგადანერგილ პაციენტებში;
სერტრალინი, წამალი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ
ანალგინი კვების პროდუქტებთან, სითხეებთან და ალკოჰოლთან
ანალგინით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება ამ პრეპარატის შესაძლო არასასურველი ეფექტის გამოვლენის მომატებული რისკის გამო.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ თქვენ ხართ ორსულად, ან თვლით რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას მიმართეთ თქვენს
ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ამ პრეპარატის მიღებამდე.
ორსულობა:
არსებული მონაცემებით მეტამიზოლის გამოყენება ორსულობის პირველ სამ თვეს შეზღუდულია, მაგრამ ის არ უჩვენებს ემბრიონისთვის მავნე ეფექტებს. გარკვეულ შემთხვევებში, როდესაც მკურნალობის სხვა ვარიანტი არ არსებობს, შესაძლებელია მეტამიზოლის ერთეული დოზის გამოყენება ორსულობის 1 და მე-2 ტრიმესტრის დროს ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის შემდეგ, სარგებლის და რისკის ყურადღებით შეფასების შედეგად. თუმცა ზოგადად არ არის რეკომენდებული მეტამიზოლის გამოყენება ორსულობის 1 და მე-2 ტრიმესტრში.
ორსულობის ბოლო ტრიმესტრში თქვენ არ უნდა მიიღოთ ანალგინი ბავშვისთვის და დედისთვის გაზრდილი რისკის გამო (სისხლდენა, მნიშვნელოვანი სისხლწარღვის ე.ს. ბოტალის სადინრის ვადაზე ადრე გახსნა, რომელიც ბუნებრივად იხურება დაბადების შემდეგ).
ძუძუთი კვება
მეტამიზოლის დაშლის პროდუქტები გადადის საკვებში მნიშვნელოვანი რაოდენობით, ამიტომ ეს არ გამორიცხავს რისკს და სახიფათოა ჩვილებისთვის. ამის გამო მეტამიზოლის მრავალჯერად მიღებას თავი უნდა ავარიდოთ. დედის მიერ მეტამიზოლის ერთჯერადი მიღების შემთხვევაშიდოზის მიღების შემდეგ რეკომენდებულია რძის შეგროვება და გადაღვრა 48 საათის განმავლობაში
მანქანის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა:
ანალგინმა შეიძლება არასასურველი ზეგავლენა მოახდინოს ადამიანის ყურადღებაზე და დაარღვიოს რეაქცია მოულოდნელი სიტუაციების წარმოქმნის დროს, რის გამოც თავი უნდა მოარიდოთ მანქანის მართვას ამ წამლის მიღების დროს.
ანალგინი შეიცავს ნატრიუმს: ამ პრეპარატის ყოველი მლ. საინექციო ხსნარი შეიცავს 32.7მგ. ნატრიუმს, რომელიც ექვივალენტურია ჯმო -ს(ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის) მიერ მოზრდილებისთვის რეკომენდებული ნატრიუმის მაქსიმალური დღიური დოზის 2 გრ-ის 1.6%-ის.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა პრეპარატს, ასევე ამ პრეპარატსაც შესაძლოა გააჩნდეს არასასურველი რეაქციები, მიუხედავად იმისა, რომ ის არ აღენიშნება ყველა პაციენტს.
არასასურველი რეაქციები სიხშირის მიხედვით კლასიფიცირდება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 და < 1/100), იშვიათი (≥1/10 000 და < 1/1000), ძალიან იშვიათი (< 1/10 000), უცნობი სიხშირით: მონაცემები არ არის.
შეწყვიტეთ ანალგინის გამოყენება და დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ გამოგივლინდათ
რომელიმე შემდეგი სიმპტომი:
გულისრევა ან ღებინება, მომატებული ტემპერატურა, დაღლილობის შეგრძნება, მადის დაკარგვა, მუქი
შარდი, ღია ფერის განავალი, კანის ან თვალის თეთრი გარსის გაყვითლება, ქავილი, გამონაყარი ან ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს ღვიძლის დაზიანების ნიშნები. ასევე იხილეთ პუნქტი 2 "გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები".
კანის სერიოზული რეაქციები
შეწყვიტეთ მეტამიზოლის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ
შენიშნეთ რომელიმე შემდეგი სერიოზული გვერდითი ეფექტი:
- მოწითალო, ბრტყელი, სამიზნის ფორმის ან მრგვალი ლაქები სხეულზე, ხშირად , ცენტრალურად განლაგებული ბუშტუკებით, კანის აქერცვლა, წყლულები პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, სასქესო ორგანოებსა და თვალებზე. კანის ამ სერიოზულ გამონაყარს შეიძლება წინ უძღოდეს ცხელება და
გრიპის მსგავსი სიმპტომები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);
- ვრცალდ გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა და ლიმფის გადიდებული
კვანძები (DRESS სინდრომი ან წამლის ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი).
არახშირი (გამოვლინდა 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში)
ფიქსირებული წამლისმიერი ეგზანთემა (მრგვალი, კვადრატის ფორმის, იისფერი მუქი წითელი ბუშტები), პრეპარატის მიღების დროს ან მის შემდეგ – არტერიული წნევის დაწევა, რომელსაც არ ახლავს ჰიპერმგრძნობელობის სხვა რეაქციები, გულის რითმის აჩქარება.
იშვიათი: (1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში)
ლეიკოპენია (სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება, რომელიც ზრდის ინფექციის წარმოქმნის ალბათობას), მაკულო-პაპულოზური გამონაყარი (კანზე ბლითების და კვანძების წარმოქმნა) , ანაფილაქსიური რეაქციები, განსაკუთრებით პარენტელარული მიღების შემდეგ. ასეთი რეაქციები შესაძლოა განვითარდეს ინექციის დროს ან მის შემდეგ, მაგრამ შეიძლება წარმოიქმნას რამდენიმე საათის შემდეგაც. ჩვეულებრივ, ისინი წარმოიქმნება შეყვანიდან პირველი საათის განმავლობაში. მსუბუქი რეაქციები წარმოიქმნება ტიპურ რეაქციებთან ერთად კანზე და ლორწოვანზე (მაგ. ქავილი, წვა, გაწითლება, ურტიკარია. შეშუპება), დისპნეა და იშვიათად კუჭ-ნაწლავის ჩივილები. ასეთი მსუბუქი რეაქციები შესაძლოა გადავიდეს უფრო მძიმე ფორმებში გენერალიზირებული ურტიკარიით, მძიმე ანგიედემით (ლარინგიალური), მძიმე ბრონქოსპაზმი, გულის რითმის დარღვევა, სისხლის წნევის დაწევა(ზოგჯერ გარდამავალი მაღალი წნევა), თირკმლის დაზიანება, მაგ. შარდში ცილის წარმოქმნა, შარდის რაოდენობის შემცირება ან მომატება, თირკმლის ანთება.
ძალიან იშვიათი (10 000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში)
აგრანულოციტოზი (თეთრი სისხლის უჯრედებისძლიერი შემცირება, რომელიც ზრდის ინფექციის წარმოქმნის რისკს). აგრანულოციტოზი შეიძლება წარმოიქმნას პაციენტებში, რომლებმაც წარსულში ღებულობდნენ მეტამიზოლს არასასურველი რეაქციის წარმოქმნის გარეშე. აგრანულოციტოზის წარმოქმნის რისკი იზრდება მეტამიზოლის ხანგრძლივად ერთ კვირაზე მეტ ხანს მიღებისას. აგრანუ-ლოციტოზის დამახასიათებელ ნიშნებს მოიცავს კანის ან პირის ღრუს, ყელის, სასქესო ორგანოების ანთებითი ცვლილება, ტკივილი ყელში და მომატებული ტემპერატურა. ზოგადი მდგომარეობის მოულოდნელი გაუარესების დროს, თუ მაღალი სიცხე არ იწევს და კვლავ მეორდება ან ლორწოვანი გარსზე წყლულების წარმოქმნისას შეწყვიტეთ ანალგინის მიღება და მიმართეთ ექიმს.
ძალიან იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ასევე თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის სისხლდენის ან ჩალურჯების წარმოქმნის რისკს). ფემოლიტიკური ანემია (სისხლის წითელი უჯრედების შემცირება, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სიფერმკრთალე ან კანის სიყვითლე, სისუსტე ან ქოშინი), აპლასტიური ანემია ( სისხლის უჯრედების ძლიერი შემცირება, რაც ზრდის სისხლდენის ან ჩალურჯების ან ინფექციის წარმოქმნის რისკს). ანალგეტიკური ასთმის პაციენტებში მგრძნობელობაზე რეაქცია ჩვეულებრივ წარმოიქმნება ასთმური შეტევის ფორმით, Stiven-Jonson-ის სინდრომი ან Lyel (მძიმე რეაქცია, რომელსაც ახლავს კანზე, ტუჩებზე, თვალებზე და სასქესო ორგანოებზე ბუშტუკების წარმოქმნა ).
გაურკვეველი სიხშირით: ღებინება, მუცლის ტკივილი და დისკომფორტი, იშვიათად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის წყლულები ან სისხლდენა. პარენტერალურად მიღებისას შესაძლოა წარმოიქმნას ტკივილები და ლოკალური რეაქციები, ძალიან იშვიათად წარმოიქმნება ფლებიტი.
თუ წამლის რომელიმე არასასურველი რეაქცია ხდება სერიოზული ან გამოვლინდა ისეთი, რომელიც არ არის არწერილი ამ ფურცელ- ჩანართში, გთხოვთ, შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება
თუ გამოგივლინდათ რაიმე არასასურველი რეაქცია, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს იმ არასასურველ რექციებსაც, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ აცნობოთ არასასურველი რეაქციის შესახებ უშუალოდ წამლის აღმასრულებელ სააგენტოს: "დამიან გრუევის" ქუჩა #8, 1303 სოფია, ტელ: +359 28903417. არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების გაკეთებით თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ მოცემული წამ;ლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მიღებაში.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებას მეტამიზოლ ნატრიუმი 1000მგ 2მლ საინექციო ხსნარში.
სხვა შემადგენელი ნივთიერებები: საინექციო წყალი;
ანალგინის გარეგნული სახე და რას შეიცავს შეფუთვა:
გამჭვირვალე, უფეროდან მკრთალი მოყვითალომდე შეფერილობის ხსნარი. საინექციო ხსნარი მოთავსებულია 2 მლ ყავისფერი შუშის ამპულაში, მარკირებით ამპულის გასახსნელად –ფერადი წერტილი/რგოლი;
10 ამპულა PVC ფოლგის ბლისტერში. ერთ მუყაოს ყუთში თავსდება 1 ან 10 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
სს სოფარმა,
ილიენსკოე შოსეს ქ. # 16, 1220 სოფია, ბულგარეთი,
შენახვის პირობები
ინახება ორიგინალ შეფუთვაში, სინათლისგან დაცულ ადგილზე.
შეინახეთ 250 ზე დაბალ ტემპერატურაზე.
არ გაყინოთ!
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ის შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა
შეესაბამება მითითებული თვის ბოლო რიცხვს.
არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამალი, რომელსაც უკვე აღარ იყენებთ. ეს ზომები დაეხმარება გარემოს დაცვაში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებელთათვის
ანალგინი ® 500მგ/მლ საინექციო ხსნარი
Analgin ® 500 mg/ml solution for injection
მეტამიზოლ ნატრიუმი (metamizole sodium)
ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია ამ პრეპარატის მიღებამდე, რადგანაც მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება თქვენ ისევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი შეკითხვები მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს წამალი განკუთვნილია მხოლოდ თქვენთვის. არ მისცეთ ის სხვა პირებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი სიმპტომები არის მსგავსი.
თუ თქვენ გაგიჩნდათ არასასურველი რეაქცია ამ პრეპარატის მიღების შემდეგ, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ყველა იმ არასასურველ რეაქციებსაც, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხ. პუნქტი 4.
რას მოიცავს ეს ინსტრუქცია.
რას წარმოადგენს ანალგინი და რისთვის გამოიყენება ის
რა უნდა იცოდეთ ანალგინის მიღებამდე
როგორ მიიღოთ ანალგინი
შესაძლო არასასურველი რეაქციები
ანალგინის შენახვა.
შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია
რას წარმოადგენს ანალგინი და რისთვის გამოიყენება ის.
ანალგინი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას მეტამიზოლ ნატრიუმს, რომელიც განეკუთვნება ტკივილგამაყუჩებელ წამლებს (ანალგეტიკები). ამავდროულად ის ავლენს სიცხის დამწევ მოქმედებასაც. ანალგინი გამოიყენება:
- სხვადასხვა წარმოშობის მწვავე, ზომიერად ძლიერი და ძლიერი ტკივილის ხანმოკლე გაყუჩებისთვის.
- მაღალი ტემპერატურის დასაწევად, თუ ტემპერატურაზე მკურნალობის სხვა მეთოდი არ მოქმედებს.
- რა უნდა იცოდეთ ანალგინის გამოყენებამდე.
არ გამოიყენოთ ანალგინი შემდეგ შემთხვევებში:
თუ თქვენ ხართ ალერგიული (ზემგრძნობიარე) აქტიურ ნივთიერების მეტამიზოლის ან პირაზოლონის
წარმოებული ჯგუფის სხვა პრეპარატების ან ამ წამლის სხვა შემადგენელი ნივთიერებების მიმართ (ჩამოთვლილია მე-6-ე პუნქტში).
თუ თქვენ გაწუხებთ ღვიძლის მწვავე პორფირია (მემკვიდრეობითი დაავადება, რომლის დროსაც დარღვეულია სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნა) ან თანდაყოლილი გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზული უკმარისობა (მემკვიდრეობითი დაავადება ამ ენზიმის უკმარისობით);
თუ თქვენ გაწუხებთ ღვიძლის და/ან თირკმლის მძიმე დაავადება;
თუ თქვენ დარღვეული გაქვთ ძვლის ტვინის ფუნქცია ( ციტოსტატიკური მკურნალობის შემდეგ) ან ჰემატოლოგიური (სისხლის) დაავადება, როგორიცაა: აპლასტიური ანემია (სისხლის უჯრედების შემცირება, რაც იწვევს სისუსტეს, ჩალურჯებების წარმოქმნას და ინფექციის წარმოქმნის მომატებულ ალბათობას), აგრანულოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების ძლიერი შემცირება, რაც იწვევს ინფექციის წარმოქმნის მომატებულ ალბათობას), ლეიკოპენია (სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება);
თუ თქვენ გაქვთ ჰიპოტონია (სისხლის დაბალი წნევა) ან არასტაბილური სისხლის მიმოქცევა;
თუ თქვენ ხართ ორსულობის ბოლო ტრიმესტრში.
გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები
ანალგინი შეიცავს პირაზოლონის წარმოებულ მეტამიზოლს, რომლის დროსაც არსებობს მცირე, მაგრამ სიცოცხლისთვის საშიში რისკი შოკის (ცირკულატორული კოლაფსი) და აგრანულოციტოზის განვითარებისა. აგრანულოციტოზის განვითარება არ არის დამოკიდებული დოზაზე და მისი წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია. მეტამიზოლი ყურადღებით ინიშნება პაციენტებში, რომლებიც არიან ალერგიულები ანალგეზიური და რევმატიზმის საწინააღმდეგო წამლების მიმართ (ანალგეზიური საშუალებების აუტანლობა), ასევე სხვა მედიკამენტების ან საკვები პროდუქტების მიმართ ალერგიული რეაქციების და ასთმური შეტევის მომატებული რისკის გამო. მეტამიზოლის მიმართ შესაძლო ზემგრძნობელობაზე რეაქციის რისკი მომატებულია პაციენტების შემდეგ ჯგუფებში:
პაციენტები ანალგეტიკური ასთმა- სინდრომით;
პაციენტები ბრონქიალური ასთმით, განსაკუთრებით, თუ მათ აწუხებთ რინოსინუსიტი (ცხვირის და ცხვირის ღრუს ანთება) და პოლიპები ცხვირში.
პაციენტები, რომლებიც ზემგრძნობიარენი არიან საღებავების (მაგ. ტარტრაზინი) ან კონსერვანტების (ბენზოატები) მიმართ;
პაციენტები ალკოჰოლის აუტანლობით; ასეთი პაციენტებს ალკჰოლის მცირე რაოდენობაზე უვლინდებათ რეაქცია ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ცემინება, ცრემლდენა და სახის ძლიერი შეწითლება. ასეთი ალკოჰოლური აუტანლობა შესაძლოა იყოს ანალგეტიკური ასთმის აღმოუჩენელი სინდრომი.
ანალგინის საინექციო ხსნარის გამოყენებამდე აუცილებელია აცნობოთ მკურნალ ექიმს, თუ თქვენ გაწუხებთ ზოგიერთი ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებები ან მდგომარეობა. ზემგრძნობელობის რეაქციის მომატებული რისკის მქონე პაციენტებში ანალგინის საინექციო ხსნარის გამოყენება შეიძლება სარგებელი/რისკის შეფარდების ყურადღებით შეფასების შემდეგ.
ანალგინის საინექციო ხსნარმა შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის დაწევა. ასეთი რეაქციის რისკი ასევე მომატებულია შემდეგ პაციენტებში:
პაციენტები დაბალი არტერიული წნევით ან სითხის დაკარგვისას; სისხლის მიმოქცევის დარღვევით ან ცირკულატორული კოლაფსის საწყის ეტაპზე (მაგ. ინფარქტით ან მძიმე ჭრილობის მქონე პაციენტები), მაღალი ტემპერატურის მქონე პაციენტები. ასეთ პაციენტებში ანალგინის ინექცია კუნთში უნდა გაკეთდეს მწოლიარე მდგომარეობაში და სისხლის წნევის, გულისცემის სიხშირის და სუნთქვის მუდმივი კონტროლის ქვეშ.
მეტამიზოლი გამოიყენება ყურადღებით და ჰემოდინამიკური პარამეტრების კონტროლით პაციენტებში, რომელთაც უნდა გამოერიცხოს სისხლის წნევის დაწევა, მაგ. მძიმე კორონალური-გულის დაავადების მქონე პაციენტებში ან თავის ტვინის შევიწროებული სისხლძარღვებით, რაც იწვვევს სისხლის მიმოქცევის დარღვევას.
მეტამიზოლი ყურადღებით გამოიყენება ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (იხ. პ. 3).
პაციენტები ღვიძლის პრობლემებით
პაცინტებში, რომლებიც იღებდნენ მეტამიზოლს, არის შეტყობინებები ღვიძლის ანთების შესახებ,რომლის სიმპტომები ვითარდება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვის განმავლობაში.
შეწყვიტეთ ანალგინის გამოყენება და მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემებისთვის სახასიათო სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა ან ღებინება, მომატებული ტემპერატურა, დაღლილობის შეგრძნება, მადის დაკარგვა, მუქი შარდი, ღია ფერის განავალი, კანის ან თვალების თეთრი გარსის სიყვითლე, ქავილი, გამონაყარი ან ტკივილი მუცლის ზედა არეში. თქვენი ექიმი შეამოწმებს თქვენს ღვიძლის ფუნქციას.
არ უნდა მიიღოთ ანალგინი, თუ ადრე იღებდით პრეპარატს, რომელიც შეიცავდა მეტამიზოლს და
აღგენიშნებოდათ ღვიძლის პრობლემები.
კანის სერიოზული რეაქციები
დაფიქსირდა კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომები (DRESS) მეტამიზოლით მკურნანალობასთან დაკავშირებით. შეაჩერეთ მეტამიზოლის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნიეთ რომელიმე სიმპტომი, რომელიც დაკავშირებულია მე-4-ე პუნქტში აღწერილ კანის სერიოზულ რეაქციებთან.
თუ ოდესმე გქონდათ კანის მძიმე რეაქცია, არასდროს მიმართოთ ანალგინით მკურნალობას განმეორებით(იხ. პუნქტი 4).
სხვა წამლები და ანალგინი
გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენ იღებდით ან ამჟამად იღებთ სხვა პრეპარატებს, მათ შორის, ურეცეპტოდ გასაცემს.
მეტამიზოლის და ქლორპრომაზინის (ფსიქიკური დაავადების სამკურნალო პრეპარატი) ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სხეულის ტემპერატურის მკვეთრად დაწევა.
მეტამიზოლის და კუმარინის ანტიკოაგულანტების, როგორიცაა აცენოკუმაროლი და ვარფარინი (სისხლის შედედების შესამცირებელი წამლები) ერთდროულად მიღება არ არის სასურველი.
მეტამიზოლი ამცირებს ციკლოსპორინის (წამალი. რომელიც გამოიყენება ორგანოების ტრანსპლანტა-ციის შემდეგ და სიმსივნური დაავადებების სამკურნალოდ) ზემოქმედებას .
ქლორანფენიკოლი და სხვა მიელოტოქსიკური პროდუქტები (პრეპარატები, რომლებიც ზიანს აყენებს სისხლის მოძრაობას) ზრდის რისკს სისხლის მიმოქცევის არასასურველი ეფექტებისგან, როდესაც ის გამოიყენება მეტამიზოლთან ერთად.
არ გამოიყენოთ ანალგინი საძილე, დეპრესიის საწინააღმდეგო, ჩასახვისსაწინააღმდეგო და სხვა ანალგეზიურ საშუალებებთან, ალოპურინოლთან (პოდაგრის სამკურნალო პრეპარატი) ერთად.
მეტამიზოლი ურთიერთმოქმედებს კაპტოპრილთან (გულის და სისხლის მაღალი წნევის სამკურნალო), ლითიუმთან (ფსიქიური დაავადების სამკურნალო), მეტოტრექსატთან (რევმატოიდული და სისმსივნური დაავადების სამკურნალო) და ტრიამტერენთან (შარდმდენი), ასევე ცვლის ანტიჰიპერტეზიული პროდუქტების (სისხლის წნევის დამწევი) ეფექტურობას და დიურეტიკებთან (შარდმდენები).
- მეტამიზოლმა (ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალება) ერთდროულად მიღებისას შეიძლება შეამციროს აცეტილსალიცილის მჟავას მოქმედება თრომბოციტების აგრეგაციაზე (სისხლის უჯრედები შეწებება და თრომბის საცობის წარმოქმნა )ამიტომ ეს კომბინაცია მოითხოვს მომატებულ ყურადღებას იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ასპირინს დაბალი დოზებით კარდიოპროტექციისთვის (დასაცავად).
- მეტამიზოლი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს შემდეგ პრეპარატებთან ერთად, რადგან მან შეიძლება შეამციროს მათი ეფექტი:
- ბუპროპიონი, გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ ან მოწევისთვის თავის დანებების მიზნით;
- ეფავირენცი, რომელიც გამოიყენება აივ/შიდსის სამკურნალოდ;
- მეტადონი, რომელიც გამოიყენება აკრძალულ ნივთიერებებზე (ე.წ. ოპიოიდები) დამოკიდებულების სამკურნალოდ ;
- ვალპროატი, გამოიყენება ეპილეფსიის ან ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ;
- ტაკროლიმუსი, გამოიყენება ორგანოს მოცილების თავიდან ასაცილებლად ორგანოგადანერგილ პაციენტებში;
სერტრალინი, წამალი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ
ანალგინი კვების პროდუქტებთან, სითხეებთან და ალკოჰოლთან
ანალგინით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება ამ პრეპარატის შესაძლო არასასურველი ეფექტის გამოვლენის მომატებული რისკის გამო.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ თქვენ ხართ ორსულად, ან თვლით რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას მიმართეთ თქვენს
ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ამ პრეპარატის მიღებამდე.
ორსულობა:
არსებული მონაცემებით მეტამიზოლის გამოყენება ორსულობის პირველ სამ თვეს შეზღუდულია, მაგრამ ის არ უჩვენებს ემბრიონისთვის მავნე ეფექტებს. გარკვეულ შემთხვევებში, როდესაც მკურნალობის სხვა ვარიანტი არ არსებობს, შესაძლებელია მეტამიზოლის ერთეული დოზის გამოყენება ორსულობის 1 და მე-2 ტრიმესტრის დროს ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის შემდეგ, სარგებლის და რისკის ყურადღებით შეფასების შედეგად. თუმცა ზოგადად არ არის რეკომენდებული მეტამიზოლის გამოყენება ორსულობის 1 და მე-2 ტრიმესტრში.
ორსულობის ბოლო ტრიმესტრში თქვენ არ უნდა მიიღოთ ანალგინი ბავშვისთვის და დედისთვის გაზრდილი რისკის გამო (სისხლდენა, მნიშვნელოვანი სისხლწარღვის ე.ს. ბოტალის სადინრის ვადაზე ადრე გახსნა, რომელიც ბუნებრივად იხურება დაბადების შემდეგ).
ძუძუთი კვება
მეტამიზოლის დაშლის პროდუქტები გადადის საკვებში მნიშვნელოვანი რაოდენობით, ამიტომ ეს არ გამორიცხავს რისკს და სახიფათოა ჩვილებისთვის. ამის გამო მეტამიზოლის მრავალჯერად მიღებას თავი უნდა ავარიდოთ. დედის მიერ მეტამიზოლის ერთჯერადი მიღების შემთხვევაშიდოზის მიღების შემდეგ რეკომენდებულია რძის შეგროვება და გადაღვრა 48 საათის განმავლობაში
მანქანის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა:
ანალგინმა შეიძლება არასასურველი ზეგავლენა მოახდინოს ადამიანის ყურადღებაზე და დაარღვიოს რეაქცია მოულოდნელი სიტუაციების წარმოქმნის დროს, რის გამოც თავი უნდა მოარიდოთ მანქანის მართვას ამ წამლის მიღების დროს.
ანალგინი შეიცავს ნატრიუმს: ამ პრეპარატის ყოველი მლ. საინექციო ხსნარი შეიცავს 32.7მგ. ნატრიუმს, რომელიც ექვივალენტურია ჯმო -ს(ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის) მიერ მოზრდილებისთვის რეკომენდებული ნატრიუმის მაქსიმალური დღიური დოზის 2 გრ-ის 1.6%-ის.
- როგორ გამოიყენება ანალგინი
ყოველთვის გამოიყენეთ ანალგინი ისე, როგორც ინსტრუქციაშია მოცემული. თუ თქვენ რამეში არ ხართ
დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მისაღები დოზა დამოკიდებულია ტკივილის ინტენსივობაზე, მომატებულ ტემპერატურაზე და ანალგინ-ის მიმართ ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე. ანალგინი გამოიყენება საინექციოდ ვენაში ან კუნთში.
თუ ერთჯერადი დოზისგან ეფექტი არ არის საკმარისი ან იგვიანებს, ან როცა უკვე ტკივილგამაყუჩებელი
მოქმედება უკვე გასდის, თქვენს ექიმს შეუძლია გამოიყენოს სხვა დოზა, მაქსიმალურ დღიურ დოზამდე,
როგორც ქვემოთ არის მოცემული. ანალგინის ინექცია შეიყვანება ექიმის კონტროლის ქვეშ დაზემგრძნო-
ბიარე პაციენტებში სასწრაფო დახმარების გასაწევად მზადყოფნის პირობებში ანაფილაქსიური შოკის წარმოქმნის რისკის გამო.
მოზრდილები და ბავშვები 15 წელს ზემოთ
მოზრდილებმა და 15 წლის და ზევით ასაკის მოზარდებმა (53კგ-ზე მეტი სხეულის მასით) შეიძლება მიიღონ 1-2 მლ ინტრავენურად ან კუნთში, როგორც ერთჯერადი დოზა. თუ აუცილებელია, ერთჯერადი დოზა შეიძლება გაიზარდოს 5მლ-მდე ( შეესაბამება 2500მგ ანალგინს ). მაქსიმალური დღიური დოზა- 8 მლ.;
საჭიროების შემთხვევაშიდღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მლ-დე (შეესაბამება 5000 მგ ანალგინს).
ჩვილები და ბავშვები:
ერთჯერადი დოზის სახით ინტრავენურად ან კუნთში იხელმძღვანელეთ შემდეგი სქემით:
ბავშვების ასაკობრივი დიაპაზონი: (სხეულის მასა)
ერთჯერადი დოზა
მაქსიმალური დღიური დოზა
ჩვილები 3 - 11თვის
(დაახლოებით 5-8კგ.)
- 1 – 0.2 ml
- 4 – 0.8 ml
1-3 წლის (დაახლოებით 9-15კგ)
- 2 – 0.5 ml
- 8 – 2.0 ml
4-6 წლის (დაახლოებით 16-23კგ)
- 3 – 0.8 ml
- 2 – 3.2 ml
7-9 წლის (დაახლოებით 24-30კგ)
- 4 – 1.0 ml
- 6 – 4.0 ml
10-12 წლის (დაახლოებით 31-45კგ)
- 5 – 1.4 ml
- 0 – 5.6 ml
13-14 წლის (დაახლოებით 46-53კგ)
- 8 – 1.4 ml
- 2 – 7.2 ml
ხანდაზმულები და ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის/თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები.
ხანდაზმულებსა და ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის/თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის დოზა უნდა შემცირდეს , ვინაიდან მათ ორგანიზმში მეტამიზოლის პროდუქტის გამოყოფა შესაძლოა იყოს შენელებული.
პაციენტები თირკმლის და ღვიძლის ფუნქციების დარღვევით
ვინაიდან პაციენტებში თირკმლის და ღვიძლის ფუნქციების დარღვევით დაშლის პროდუქტების
გამოყოფის ფუნქცია შემცირებულია, ასეთ პაციენტებში თავი უნდა ავარიდოთ მრავალჯერად მაღალ
დოზებს. ხანმოკლე გამოყენების დროს დოზის შემცირება აუცილებელი არ არის. ხანგრძლივი მოხმარების შესახებ გამოცდილება არ არის.
თუ თქვენ გაქვთ სხვა დამატებითი კითხვები ამ პრეპარატით მკურნალობასთან დაკავშირებით, გთხოვთ,
მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ მიიღეთ ანალგინის საჭიროზე მეტი დოზა,
შეიძლება ადგილი ჰქონდეს ღებინებას, თავბრუსხვევას, მუცლის ტკივილს, სისუსტეს ცნობიერების
დაკარგვამდე, სისხლის წნევის მკვეთრად დაწევას და გულის რითმის დარღვევებს.
ისეთი ნიშნების წარმოქმნისას, როგორიცაა ცივი ოფლი, თავბრუსხვევა, ღებინება, კანის ფერის ცვლილება ან ქოშინი, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო სასწრაფო დახმარებას.
თუ თქვენ გამოტოვეთ ანალგინის მისაღები დოზა
თქვენ არ უნდა მიიღოთ ზედმეტი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
- შესაძლო არასასურველი რეაქციები.
როგორც ყველა პრეპარატს, ასევე ამ პრეპარატსაც შესაძლოა გააჩნდეს არასასურველი რეაქციები, მიუხედავად იმისა, რომ ის არ აღენიშნება ყველა პაციენტს.
არასასურველი რეაქციები სიხშირის მიხედვით კლასიფიცირდება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 და < 1/100), იშვიათი (≥1/10 000 და < 1/1000), ძალიან იშვიათი (< 1/10 000), უცნობი სიხშირით: მონაცემები არ არის.
შეწყვიტეთ ანალგინის გამოყენება და დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ გამოგივლინდათ
რომელიმე შემდეგი სიმპტომი:
გულისრევა ან ღებინება, მომატებული ტემპერატურა, დაღლილობის შეგრძნება, მადის დაკარგვა, მუქი
შარდი, ღია ფერის განავალი, კანის ან თვალის თეთრი გარსის გაყვითლება, ქავილი, გამონაყარი ან ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს ღვიძლის დაზიანების ნიშნები. ასევე იხილეთ პუნქტი 2 "გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები".
კანის სერიოზული რეაქციები
შეწყვიტეთ მეტამიზოლის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ
შენიშნეთ რომელიმე შემდეგი სერიოზული გვერდითი ეფექტი:
- მოწითალო, ბრტყელი, სამიზნის ფორმის ან მრგვალი ლაქები სხეულზე, ხშირად , ცენტრალურად განლაგებული ბუშტუკებით, კანის აქერცვლა, წყლულები პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, სასქესო ორგანოებსა და თვალებზე. კანის ამ სერიოზულ გამონაყარს შეიძლება წინ უძღოდეს ცხელება და
გრიპის მსგავსი სიმპტომები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);
- ვრცალდ გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა და ლიმფის გადიდებული
კვანძები (DRESS სინდრომი ან წამლის ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი).
არახშირი (გამოვლინდა 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში)
ფიქსირებული წამლისმიერი ეგზანთემა (მრგვალი, კვადრატის ფორმის, იისფერი მუქი წითელი ბუშტები), პრეპარატის მიღების დროს ან მის შემდეგ – არტერიული წნევის დაწევა, რომელსაც არ ახლავს ჰიპერმგრძნობელობის სხვა რეაქციები, გულის რითმის აჩქარება.
იშვიათი: (1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში)
ლეიკოპენია (სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება, რომელიც ზრდის ინფექციის წარმოქმნის ალბათობას), მაკულო-პაპულოზური გამონაყარი (კანზე ბლითების და კვანძების წარმოქმნა) , ანაფილაქსიური რეაქციები, განსაკუთრებით პარენტელარული მიღების შემდეგ. ასეთი რეაქციები შესაძლოა განვითარდეს ინექციის დროს ან მის შემდეგ, მაგრამ შეიძლება წარმოიქმნას რამდენიმე საათის შემდეგაც. ჩვეულებრივ, ისინი წარმოიქმნება შეყვანიდან პირველი საათის განმავლობაში. მსუბუქი რეაქციები წარმოიქმნება ტიპურ რეაქციებთან ერთად კანზე და ლორწოვანზე (მაგ. ქავილი, წვა, გაწითლება, ურტიკარია. შეშუპება), დისპნეა და იშვიათად კუჭ-ნაწლავის ჩივილები. ასეთი მსუბუქი რეაქციები შესაძლოა გადავიდეს უფრო მძიმე ფორმებში გენერალიზირებული ურტიკარიით, მძიმე ანგიედემით (ლარინგიალური), მძიმე ბრონქოსპაზმი, გულის რითმის დარღვევა, სისხლის წნევის დაწევა(ზოგჯერ გარდამავალი მაღალი წნევა), თირკმლის დაზიანება, მაგ. შარდში ცილის წარმოქმნა, შარდის რაოდენობის შემცირება ან მომატება, თირკმლის ანთება.
ძალიან იშვიათი (10 000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში)
აგრანულოციტოზი (თეთრი სისხლის უჯრედებისძლიერი შემცირება, რომელიც ზრდის ინფექციის წარმოქმნის რისკს). აგრანულოციტოზი შეიძლება წარმოიქმნას პაციენტებში, რომლებმაც წარსულში ღებულობდნენ მეტამიზოლს არასასურველი რეაქციის წარმოქმნის გარეშე. აგრანულოციტოზის წარმოქმნის რისკი იზრდება მეტამიზოლის ხანგრძლივად ერთ კვირაზე მეტ ხანს მიღებისას. აგრანუ-ლოციტოზის დამახასიათებელ ნიშნებს მოიცავს კანის ან პირის ღრუს, ყელის, სასქესო ორგანოების ანთებითი ცვლილება, ტკივილი ყელში და მომატებული ტემპერატურა. ზოგადი მდგომარეობის მოულოდნელი გაუარესების დროს, თუ მაღალი სიცხე არ იწევს და კვლავ მეორდება ან ლორწოვანი გარსზე წყლულების წარმოქმნისას შეწყვიტეთ ანალგინის მიღება და მიმართეთ ექიმს.
ძალიან იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ასევე თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის სისხლდენის ან ჩალურჯების წარმოქმნის რისკს). ფემოლიტიკური ანემია (სისხლის წითელი უჯრედების შემცირება, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სიფერმკრთალე ან კანის სიყვითლე, სისუსტე ან ქოშინი), აპლასტიური ანემია ( სისხლის უჯრედების ძლიერი შემცირება, რაც ზრდის სისხლდენის ან ჩალურჯების ან ინფექციის წარმოქმნის რისკს). ანალგეტიკური ასთმის პაციენტებში მგრძნობელობაზე რეაქცია ჩვეულებრივ წარმოიქმნება ასთმური შეტევის ფორმით, Stiven-Jonson-ის სინდრომი ან Lyel (მძიმე რეაქცია, რომელსაც ახლავს კანზე, ტუჩებზე, თვალებზე და სასქესო ორგანოებზე ბუშტუკების წარმოქმნა ).
გაურკვეველი სიხშირით: ღებინება, მუცლის ტკივილი და დისკომფორტი, იშვიათად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის წყლულები ან სისხლდენა. პარენტერალურად მიღებისას შესაძლოა წარმოიქმნას ტკივილები და ლოკალური რეაქციები, ძალიან იშვიათად წარმოიქმნება ფლებიტი.
თუ წამლის რომელიმე არასასურველი რეაქცია ხდება სერიოზული ან გამოვლინდა ისეთი, რომელიც არ არის არწერილი ამ ფურცელ- ჩანართში, გთხოვთ, შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება
თუ გამოგივლინდათ რაიმე არასასურველი რეაქცია, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს იმ არასასურველ რექციებსაც, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ აცნობოთ არასასურველი რეაქციის შესახებ უშუალოდ წამლის აღმასრულებელ სააგენტოს: "დამიან გრუევის" ქუჩა #8, 1303 სოფია, ტელ: +359 28903417. არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების გაკეთებით თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ მოცემული წამ;ლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მიღებაში.
- როგორ ინახება ანალგინი
ინახება ორიგინალ შეფუთვაში, სინათლისგან დაცულ ადგილზე.
შეინახეთ 250 ზე დაბალ ტემპერატურაზე.
არ გაყინოთ!
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ის შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა
შეესაბამება მითითებული თვის ბოლო რიცხვს.
არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამალი, რომელსაც უკვე აღარ იყენებთ. ეს ზომები დაეხმარება გარემოს დაცვაში.
შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ანალგინი:
აქტიური ნივთიერებას მეტამიზოლ ნატრიუმი 1000მგ 2მლ საინექციო ხსნარში.
სხვა შემადგენელი ნივთიერებები: საინექციო წყალი;
ანალგინის გარეგნული სახე და რას შეიცავს შეფუთვა:
გამჭვირვალე, უფეროდან მკრთალი მოყვითალომდე შეფერილობის ხსნარი. საინექციო ხსნარი მოთავსებულია 2 მლ ყავისფერი შუშის ამპულაში, მარკირებით ამპულის გასახსნელად –ფერადი წერტილი/რგოლი;
10 ამპულა PVC ფოლგის ბლისტერში. ერთ მუყაოს ყუთში თავსდება 1 ან 10 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
სს სოფარმა,
ილიენსკოე შოსეს ქ. # 16, 1220 სოფია, ბულგარეთი,
ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღი: იანვარი 2022 წ.
_____________________________________________________________________
თარჯიმანი: /გუკას ნერსესოვი/
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


