ტურქტიპსან მეტამიზოლ ნატრიუმი
TURKTIPSAN METAMİZOL SODYUM
ტურქტიპსან მეტამიზოლ ნატრიუმი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ნატრიუმის მეტამიზოლს. ერთ ამპულაში არის 1 გ ნატრიუმის მეტამიზოლი. ერთ ამპულაში არის 2 მლ ხსნარი, ხოლო ხსნარის 1 მლ შეიცავს 500 მგ მოქმედ ნივთიერებას. იგი წარმოდგენილია შეფუთვით, რომელიც შეიცავს 10 ამპულას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- მეტამიზოლ (metamizole)
- ფორმა და შეფუთვა
- 1000მგ/2მლ 2მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10
- მწარმოებელი
- TURKTIPSAN SAĞLIK TURİZM EĞİTİM VE TİCARET A.Ş., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანალგეზური საშუალებები, პირაზოლონები
- ATC კოდი
- N02BB02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-036852
- რეგისტრირებულია
- 15 ნოემბერი 2022, მოქმედებს 15 ნოემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
- GMP
- -
ტურქტიპსან მეტამიზოლ ნატრიუმი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ტურქტიპსან მეტამიზოლ ნატრიუმი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ნატრიუმის მეტამიზოლს. ერთ ამპულაში არის 1 გ ნატრიუმის მეტამიზოლი. ერთ ამპულაში არის 2 მლ ხსნარი, ხოლო ხსნარის 1 მლ შეიცავს 500 მგ მოქმედ ნივთიერებას. იგი წარმოდგენილია შეფუთვით, რომელიც შეიცავს 10 ამპულას.
ტურქტიპსან მეტამიზოლ ნატრიუმი არის პრეპარატი, რომელიც მიეკუთვნება პირაზოლონის ჯგუფს, რომელიც გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალება.
ტურქტიპსან მეტამიზოლ ნატრიუმი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
მძიმე (მწვავე) ტკივილი, რომელიც მოულოდნელად ვითარდება ტრავმის ან ოპერაციის შემდეგ;
კრუნჩხვის მსგავსი მუცლის ტკივილი (კოლიკა);
კიბოსთან დაკავშირებული ტკივილი (სიმსივნური ტკივილი);
სხვა მწვავე ან ქრონიკული მძიმე ტკივილი, რომლის დროსაც სხვა პრეპარატებით მკურნალობა შეუძლებელია;
მაღალი ცხელება, რომელიც არ რეაგირებს სხვა სამკურნალო ზომებზე;
ტურქტიპსან მეტამიზოლ ნატრიუმი საინექციო ხსნარი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც სხვა ფორმებით (ტაბლეტები, სიროფი ან პერორალური წვეთები) მკურნალობა შეუძლებელია.
მიღების წესი და დოზირება
ინსტრუქციები სათანადო გამოყენებისა და დოზის/გამოყენების სიხშირის შესახებ:
ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის საინექციო ხსნარის შეყვანა უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
თქვენი ექიმი განსაზღვრავს მედიკამენტის დოზას თქვენი დაავადების მიხედვით და უზრუნველყოფს მის შეყვანას.
დოზა დამოკიდებულია ტკივილის ან ცხელების სიმძიმეზე და პაციენტის მგრძნობელობაზე ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის მიმართ.
ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი ჩვეულებრივ გამოიყენება შემდეგნაირად:
მოზარდები და 15 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილები (53 კგ-ზე მეტი): რეკომენდებული ერთჯერადი დოზაა 1-2 მლ ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი (500-1000 მგ ნატრიუმის მეტამიზოლის ექვივალენტური). თუ პრეპარატი არასაკმარისად ეფექტურია, მისი შეყვანა შესაძლებელია დღეში 4-ჯერ.
საჭიროების შემთხვევაში, შეყვანილი ერთჯერადი დოზა შეიძლება გაიზარდოს 5 მლ-მდე (2500 მგ ნატრიუმის მეტამიზოლის ექვივალენტური), ხოლო დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მლ-მდე (5000 მგ ნატრიუმის მეტამიზოლის ექვივალენტური).
მკურნალობის ხანგრძლივობა
დაავადების ტიპისა და სიმძიმის მიხედვით, თქვენი ექიმი გადაწყვეტს მკურნალობის ხანგრძლივობას.
არ არის რეკომენდებული ტკივილგამაყუჩებლების გამოყენება 3-5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, განსაკუთრებით ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
შეყვანის წესი და მეთოდი:
მისი შეყვანა ხდება ინტრამუსკულარულად და ინტრავენურად. თუმცა, ჩვილებში (3-11 თვე) ხდება მხოლოდ ინტრამუსკულარული შეყვანა. ინტრამუსკულარული ინექცია ყოველთვის უნდა გაკეთდეს სხეულის ტემპერატურამდე დაყვანილი ხსნარით.
ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის საინექციო ხსნარის შეყვანა ხდება ჯანდაცვის მუშაკის მიერ, რომელსაც აქვს გამოცდილება წამლის ინტრავენურ და ინტრამუსკულარულ შეყვანაში.
ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი შეიძლება შეერიოს ან განზავდეს 5%-იანი გლუკოზის ხსნარით, 0.9%-იანი ფიზიოლოგიური ხსნარით ან რინგერ-ლაქტატის ხსნარით. თუმცა, ვინაიდან ამ ნარევების სტაბილურობა შეზღუდულია, ინფუზია უნდა გაკეთდეს დაუყოვნებლივ.
ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის ინექციის (ინტრავენური ან ინტრამუსკულარული) შეყვანა უნდა მოხდეს, როდესაც პაციენტი არის მწოლიარე მდგომარეობაში და საგულდაგულო სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ.
ინტრავენური შეყვანა უნდა მოხდეს ძალიან ნელა, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არტერიული წნევის სერიოზული დაქვეითების რისკი და შესაძლებელი იყოს ინექციის შეწყვეტა ალერგიული რეაქციის პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე (არაუმეტეს 1 მლ (0.5 გ მეტამიზოლი) წუთში).
ამპულის გახსნა
დაიჭირეთ ამპულა წვერით ზემოთ მიმართული. თუ ამპულის წვერის შიგნით არის ხსნარი, ფრთხილად მიუკაკუნეთ ამპულას ან შეანჯღრიეთ ამპულა, რათა სითხე ჩამოვიდეს დაბლა.
წვერით ზემოთ მიმართული ამპულა გადატეხეთ ისე, როგორც სურათზეა მოცემული, ამპულის წვერის გადაწევით.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
თქვენი ექიმი განსაზღვრავს წამლის დოზას და შეყვანის მეთოდს თქვენი ბავშვის ასაკის, სხეულის წონისა და ავადმყოფობის მიხედვით.
ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი არ უნდა დაინიშნოს 3 თვემდე ასაკის ან 5 კგ-ზე ნაკლები წონის ჩვილებში. ერთ წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის შეყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ ინტრამუსკულარულად.
ბავშვებსა და 14 წლამდე ასაკის მოზარდებში საკმარისი იქნება ნატრიუმის მეტამიზოლის ერთჯერადი დოზა 8-16 მგ/კგ სხეულის წონაზე გადაანგარიშებით.
ასაკი
(სხეულის წონა)
ერთჯერადი დოზა
3-11 თვე
(5-8 კგ)
- 1-0.2 მლ ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი (50-100 მგ ნატრიუმის მეტამიზოლის ექვივალენტური)
მხოლოდ ინტრამუსკულარული შეყვანა
1-3 წელი
(9-15 კგ)
- 2-0.5 მლ ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი (100-250 მგ ნატრიუმის მეტამიზოლის ექვივალენტური)
4-6 წელი
(16-23 კგ)
- 3-0.8 მლ ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი (150-400 მგ ნატრიუმის მეტამიზოლის ექვივალენტური)
7-9 წელი
(24-30 კგ)
- 4-1.0 მლ ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი (200-500 მგ ნატრიუმის მეტამიზოლის ექვივალენტური)
10-12 წელი
(31-45 კგ)
- 5-1.4 მლ ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი (250-500 მგ ნატრიუმის მეტამიზოლის ექვივალენტური)
13-14 წელი
(46-45 კგ)
- 8-1.8 მლ ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი (400-900 მგ ნატრიუმის მეტამიზოლის ექვივალენტური)
გამოყენება ხანდაზმულებში:
ხანდაზმულ პაციენტებში თქვენი ექიმი დაარეგულირებს დოზას თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციების შესაძლო გაუარესების გათვალისწინებით.
სპეციალური გამოყენების შემთხვევები:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:
თირკმელების ან ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტებში თავიდან უნდა იქნას აცილებული განმეორებითი მაღალი დოზების გამოყენება, რადგან შემცირდება პრეპარატის გამოყოფის სიჩქარე. ხანმოკლე მკურნალობისას დოზის შემცირება საჭირო არ არის. მონაცემები მისი გრძელვადიანი გამოყენების შესახებ ხელმისაწვდომი არ არის.
პაციენტები ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის დარღვევით და დაბალი კრეატინინის კლირენსით:
პაციენტებში ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის დარღვევით და დაბალი კრეატინინის კლირენსით, დოზა უნდა შემცირდეს, რადგან მცირდება ორგანიზმიდან პრეპარატის გამოყოფის სიჩქარე.
თუ გრძნობთ, რომ ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ რეკომენდებულ დოზაზე მეტი ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი
ვინაიდან, ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის გამოყენება ხდება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ამიტომ მიღებული იქნება აუცილებელი ზომები ასეთი მდგომარეობის განვითარების თავიდან ასაცილებლად. ასეთი მდგომარეობის შემთხვევაში ჩატარდება შესაბამისი მკურნალობა. დოზის გადაჭარბების სიმპტომებია: გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, თირკმლის დისფუნქცია/თირკმლის მწვავე უკმარისობა (მაგ., ინტერსტიციული ნეფრიტის ნიშნები, მადის დაკარგვა, გადაჭარბებული წყურვილი, თირკმლის ანთება ღებინებასთან ერთად), თავბრუსხვევა, ძილიანობა, ცნობიერების დაკარგვა, კრუნჩხვები, სისხლის მიმოქცევის კოლაფსი არტერიული წნევის შემცირებასთან ერთად (შოკი), გულის არითმია (ტაქიკარდია). მაღალი დოზების მიღების შემდეგ, რუბაზონის მჟავამ - უვნებელი ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება ორგანიზმში პრეპარატის დაშლის შემდეგ - შეიძლება გამოიწვიოს თქვენი შარდის წითელი შეფერილობა, როდესაც ის გამოიყოფა ორგანიზმიდან.
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის გამოყენება
ვინაიდან, ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის გამოყენება ხდება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ამიტომ მიღებული იქნება აუცილებელი სიფრთხილის ზომები ასეთი მდგომარეობის განვითარების თავიდან ასაცილებლად.
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
ეფექტები, რომლებიც შეიძლება აღინიშნოს ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლით მკურნალობის შეწყვეტისას:
თუ შეწყვეტთ ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლით მკურნალობას თქვენი ექიმის თანხმობის გარეშე, ტკივილი შეიძლება განგიახლდეთ ან მოიმატოს ცხელებამ.
როგორია შესაძლო გვერდითი მოვლენები?
ისევე როგორც სხვა პრეპარატების გამოყენებისას, შეიძლება განვითარდეს გვერდითი მოვლენები ადამიანებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის შემცველი ნივთიერებების მიმართ.
თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გამოგივლინდათ, შეწყვიტეთ ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქტოიდური ან ანაფილაქსიური რეაქციები)
როდესაც ეს რეაქციები უფრო მსუბუქია, სიმპტომები მოიცავს:
თვალების წვას, ხველას, სურდოს, ცემინებას, შებოჭილობას გულმკერდის არეში, სისხლის მოწოლას კანზე (განსაკუთრებით სახესა და თავში), ჭინჭრის ციებას და სახის შეშუპებას, ნაკლებად ხშირად - გულისრევას და მუცლის კრუნჩხვებს. ამ ტიპის რეაქციის განსაკუთრებული მასტიმულირებელი სიმპტომებია: წვის შეგრძნება, ფართოდ გავრცელებული ქავილი და სიცხის შეგრძნება ენის ზემოთ და ქვემოთ, განსაკუთრებით კი ხელისგულებსა და ფეხის გულებზე. ეს უფრო მსუბუქი რეაქციები შეიძლება გადაიზარდოს უფრო მძიმე მდგომარეობებში, როგორიცაა: მწვავე ჭინჭრის ციება, მწვავე ანგიონევროზული შეშუპება (სახის, ენისა და ყელის შეშუპება), მწვავე ბრონქოსპაზმი (ქვედა სასუნთქი გზების კრუნჩხვის მსგავსი შევიწროება), სწრაფი და არარეგულარული გულისცემა (ასევე ზოგჯერ შენელებული გულისცემა), გულისცემის დარღვევა, დაბალი არტერიული წნევა (ზოგჯერ წინ უძღვის არტერიული წნევის მომატება), ცნობიერების დაკარგვა და სისხლის მიმოქცევის შოკი.
ეს რეაქციები შეიძლება განვითარდეს განსაკუთრებით ინტრავენური ინექციის შემდეგ და შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში ან თუნდაც საკმარისად სერიოზული, რომ ზოგიერთ შემთხვევაში გამოიწვიოს სიკვდილი. ეს რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს მაშინაც კი, თუ პრეპარატი უკვე არაერთხელ იქნა გამოყენებული ყოველგვარი ჩივილების გამოწვევის გარეშე.
ტკივილგამაყუჩებლებით გამოწვეული ასთმის მქონე პაციენტებში ალერგიული რეაქციები ჩვეულებრივ ვლინდება ასთმური შეტევების სახით. (იხ. პარაგრაფი „არ გამოიყენოთ ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი შემდეგ შემთხვევებში“).
თუ სისხლჩაქცევები წარმოგექმნებათ ადვილად ან ჭარბი რაოდენობით, გაქვთ სისხლდენა, რომელიც არის ქინძისთავის ზომის და შეიძლება ზედაპირულად შეინიშნოს კანქვეშ, აღგენიშნებათ უმიზეზო სისხლდენა ცხვირიდან ან ღრძილებიდან (შეიძლება იყოს თრომბოციტოპენიის ნიშანი);
თუ გაქვთ სიცოცხლისთვის საშიში კანისმიერი მძიმე რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), რომელიც იწვევს თქვენს კანზე ბუშტუკების წარმოქმნას ან გენერალიზებულ სიწითლეს და აქერცვლას;
წყლულები პირის ღრუში, ცხვირსა და ყელში, ან სასქესო ორგანოებზე ან ანალურ მიდამოში, ტკივილი და შეშუპება ყელის არეში, ყლაპვის გაძნელება, შემცივნება, უკონტროლო ან მორეციდივე ცხელება (შეიძლება იყოს აგრანულოციტოზის სიმპტომი);
ზოგადი სისუსტე, ინფექცია, ცხელება, რომელიც არ იკლებს, სისხლჩაქცევები, სისხლდენა, კანის სიფერმკრთალე. ეს სიმპტომები შეიძლება წარმოიშვას პანციტოპენიის გამო (სისხლის ყველა ტიპის უჯრედის რაოდენობის შემცირება), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი;
კოუნისის სინდრომი (გულის შეტევა ალერგიის გამო).
ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ აღგენიშნებათ ერთ-ერთი მათგანი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლზე.
შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ნატრიუმის მეტამიზოლის მოქმედი ნივთიერების ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე სხვა ნივთიერების, ან მსგავსი თვისებების მქონე წამლების მიმართ, როგორიცაა პირაზოლონი (მაგ. ფენაზონი, პროპიფენაზონი) ან პირაზოლიდინი (მაგ. ფენილბუტაზონი, ოქსიფენბუტა);
თუ აღგენიშნებათ რეაქცია (აგრანულოციტოზი), რომელიც ხასიათდება იმ უჯრედების პათოლოგიური შემცირებით, რომელსაც ეწოდება გრანულოციტები;
თუ გაქვთ ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევა (მაგ. თუ მკურნალობდით კიბოზე) ან თუ გაქვთ დარღვევა ორგანიზმის იმ სისტემაში, რომელიც პასუხისმგებელია სისხლის უჯრედების წარმოებაზე (ჰემატოპოეზური დაავადებები);
თუ ცნობილია, რომ გაქვთ აუტანლობა ტკივილგამაყუჩებლების მიმართ (აუტანლობა პრეპარატის მოქმედების მიმართ, აუტანლობა) (ასთმა ან ანალგეზიური წარმოშობის ტკივილგამაყუჩებელი წამლის მიმართ აუტანლობა, რომელიც იწვევს ჭინჭრის ციებას ან ანგიონევროზულ შეშუპებას (სახის, ენისა და ყელის შეშუპება). ეს გარდამავალი ქვედა სასუნთქი გზების შეკუმშვის რეაქცია (ბრონქოსპაზმი) ვითარდება პაციენტებში, რომლებიც იღებენ სალიცილატებს, პარაცეტამოლს, დიკლოფენაკს, იბუპროფენს, ინდომეტაცინს, ნაპროქსენს, რომლებსაც არ შეუძლიათ სუნთქვა კანისმიერი ტკივილის გამო, რომელსაც ახასიათებს: ძლიერი ქავილი და გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება, კანის ან სასუნთქი გზების შეშუპება; აღნიშნული ეხება პაციენტებს, რომლებსაც უვითარდებათ მომატებული მგრძნობელობის რეაქციები;
თუ გაქვთ დაავადება, რომელსაც ეწოდება მწვავე ხანგამოშვებითი ღვიძლისმიერი პორფირია (მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც იწვევს ჰემოგლობინის ფორმირების დარღვევას);
სამ თვემდე ასაკის ან 5 კგ-ზე ნაკლები წონის ახალშობილებში; ამ პაციენტებში გამოყენების სამეცნიერო მონაცემები არ არსებობს;
თუ გაქვთ გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას თანდაყოლილი დეფიციტი (მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც შეიცავს სისხლის წითელი უჯრედების განადგურების რისკს);
თუ გაქვთ დაბალი არტერიული წნევა ან სისხლის ცუდი მიმოქცევა;
თუ ხართ ორსულობის ბოლო 3 თვეში;
თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს;
ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის შეყვანა არ შეიძლება ინტრავენურად 3-დან 11 თვემდე ასაკის ჩვილებში.
გამოიყენეთ ტურქტიპსან მეტამიზოლ ნატრიუმი სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში:
ტურქტიპსან მეტამიზოლ ნატრიუმი შეიცავს მოქმედ ნივთიერება მეტამიზოლს - პირაზოლონის წარმოებულს და არის შოკის (სისხლის მიმოქცევის უეცარი შეწყვეტა) და აგრანულოციტოზის (სერიოზული მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია სისხლის თეთრი ტიპის უჯრედების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირებით) იშვიათი, მაგრამ სიცოცხლისათვის საშიში რისკის შემცველი.
თუ გაქვთ ალერგიული რეაქცია (ანაფილაქტოიდური რეაქცია) ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლზე, თქვენ გექნებათ იგივე რეაქციის რისკი სხვა ტკივილგამაყუჩებლების მიღების დროსაც.
თუ გქონიათ ალერგიული ან სხვა სახის (იმუნური სისტემისგან მიღებული) თავდაცვითი რეაქციები ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის მიმართ (მაგალითად, აგრანულოციტოზი), თქვენ გექნებათ იგივე რეაქციის რისკი სხვა პირაზოლონებისა და პირაზოლიდინების (ქიმიურად დაკავშირებულ ნივთიერებები) მიღების დროსაც.
ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის ინტრავენური ან ინტრამუსკულარული შეყვანა იწვევს სერიოზული ალერგიული რეაქციების უფრო მაღალ რისკს ვიდრე, ნატრიუმის მეტამიზოლის პერორალური ფორმები.
თუ მკურნალობის დროს აღინიშნა ცხელება, შემცივნება, ყელის ტკივილი, პირის ღრუს წყლულები, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას. ეს დარღვევა (აგრანულოციტოზი), რომელიც ხასიათდება სისხლში იმ უჯრედების გადაჭარბებული შემცირებით რომელსაც ეწოდება გრანულოციტები და რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სხეულის დაცვაში, არის ალერგიული წარმოშობის მოვლენა, რომელიც გრძელდება მინიმუმ ერთი კვირა და გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე. ეს რეაქციები ძალიან იშვიათია, მაგრამ შეიძლება იყოს მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში და გამოიწვიოს სიკვდილი. აღნიშნული არ არის დოზა-დამოკიდებული და შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ დროს მკურნალობისას.
თუ სისხლჩაქცევები წარმოიქმნება ადვილად ან ჭარბი რაოდენობით, გაქვთ სისხლდენა, რომელიც ზედაპირულად ჩანს კანში, სისხლდენა ცხვირიდან ან ღრძილებიდან აღინიშნება უმიზეზოდ მკურნალობის დროს, ეს სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლის შედედებაზე პასუხისმგებელი სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირებით (თრომბოციტოპენია). თუ თქვენ აღგენიშნებათ ამ სიმპტომებიდან ერთი ან მეტი, შეწყვიტეთ მკურნალობა და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ მკურნალობის დროს შეინიშნება ზოგადი სისუსტე, ინფექცია, მუდმივი ცხელება, სისხლჩაქცევები, სისხლდენა და კანის სიფერმკრთალე, ეს სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლის ყველა ტიპის უჯრედის რაოდენობის შემცირებით (პანციტოპენია). თუ თქვენ აღგენიშნებათ ამ სიმპტომებიდან ერთი ან მეტი, შეწყვიტეთ მკურნალობა და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. ამ შემთხვევაში, თქვენი ექიმი დააკვირდება თქვენი სისხლის ანალიზებს, სანამ თქვენი სისხლის უჯრედების რაოდენობა არ დაბრუნდება ნორმის ფარგლებს.
მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქტოიდური ან ანაფილაქსიური რეაქციები)
პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ შემდეგი მდგომარეობები, არიან მეტამიზოლის მიმართ შესაძლო დაუყოვნებელი და მძიმე ალერგიული რეაქციების განსაკუთრებული რისკის ქვეშ:
ტკივილგამაყუჩებლების ან რევმატიზმის სამკურნალო საშუალებების მიმართ აუტანლობა; ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ქავილი, ჭინჭრის ციება და პრობლემები, როგორიცაა: სახის, ენის და ყელის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება) (ასთმა, რომელიც გამოწვეულია ანალგეტიკური საშუალებების ან ტკივილგამაყუჩებლების მიმართ აუტანლობით, რომლებიც იწვევენ: ჭინჭრის ციებას ან ანგიონევროზულ შეშუპებას, იხ. პარაგრაფი „არ გამოიყენოთ ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი შემდეგ შემთხვევებში“).
სუნთქვის გაძნელება (მაგალითად, სუნთქვის გაძნელება ფილტვებში მცირე სასუნთქი გზების შევიწროების გამო (ბრონქული ასთმა)), განსაკუთრებით თუ ამ მდგომარეობას თან ახლავს ცხვირისა და სინუსების ანთება (რინოსინუსიტი) და ცხვირის პოლიპები.
ქრონიკული ჭინჭრის ციება.
ალკოჰოლის მიმართ აუტანლობა; ეს რეაქცია ვლინდება გარკვეული ალკოჰოლური სასმელების, თუნდაც მცირე რაოდენობით მიღებისას, ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა: სურდო, თვალების ჭარბი ცრემლიანობა და სახის გამოხატული სიწითლე. ალკოჰოლის მიმართ ამ ტიპის აუტანლობა შეიძლება იყოს ტკივილგამაყუჩებლების მიმართ დაუდგენელი აუტანლობის სიმპტომი. იხ. პარაგრაფი „არ გამოიყენოთ ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი შემდეგ შემთხვევებში“.
ალერგია საღებავების (მაგ. ტარტრაზინი) ან კონსერვანტების (მაგ. ბენზოატები) მიმართ.
ალერგიული რეაქციების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის გამოყენება შეიძლება მხოლოდ შესაძლო რისკების და მოსალოდნელი სარგებელის თანაფარდობის საგულდაგულო შეფასების შემდეგ. თუ გადაწყდება ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის გამოყენება ასეთ შემთხვევაში, საჭირო იქნება პაციენტზე საგულდაგულო დაკვირვება და ყოველთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს სასწრაფო მკურნალობისთვის აუცილებელი პირობები.
განსაკუთრებით მგრძნობიარე პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ ანაფილაქსიური შოკი. (იხ. პარაგრაფი „4. როგორია შესაძლო გვერდითი მოვლენები?“). ამ მიზეზით, რეკომენდებულია განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ასთმა ან მიდრეკილება მომატებული მგრძნობელობის რეაქციების განვითარების მიმართ (ატოპია).
მძიმე კანისმიერი რეაქციები
სიცოცხლისთვის საშიში კანისმიერი რეაქციები, როგორიცაა: სტივენს-ჯონსონის სინდრომი (სერიოზული კანისმიერი რეაქცია, რომელიც იწვევს წყლით სავსე ბუშტუკებს ან გავრცელებულ სიწითლეს და აქერცვლას თქვენს კანზე) და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (სერიოზული დაავადება, რომელსაც თან ახლავს სითხით სავსე ბუშტუკების წარმოქმნა კანზე) დაფიქსირდა მკურნალობის დროს. თუ განგივითარდათ კანზე გამონაყარი, რომლის მდგომარეობა თანდათან უარესდება და რომელსაც ჩვეულებრივ თან ახლავს სითხით სავსე ბუშტუკები ან წყლულები პირის ღრუში, შეწყვიტეთ მკურნალობა და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. ეს სიმპტომები ძირითადად ვლინდება მკურნალობის პირველ კვირებში. თუ ეს სიმპტომები გამოგივლინდებათ, აღარ გამოიყენოთ ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი ხელახლა.
დაბალი არტერიული წნევა (იზოლირებული ჰიპოტენზიური რეაქცია)
მეტამიზოლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის შემცირება (იზოლირებული ჰიპოტენზიური რეაქცია) (იხ. ასევე პარაგრაფი „4. როგორია შესაძლო გვერდითი მოვლენები?“). ამ ტიპის ვითარება უფრო სავარაუდოა, რომ აღინიშნოს საინექციო ხსნარის გამოყენებისას, ვიდრე ტაბლეტის სახით მიღებისას.
ეს რისკი უფრო მაღალია შემდეგ შემთხვევებში:
პაციენტებში - რომლებსაც წარსულშიც ჰქონდათ დაბალი არტერიული წნევა, პაციენტებში - რომლებსაც აღენიშნებათ სითხის ჭარბი კარგვა, პაციენტებში - რომლებსაც აქვთ არამდგრადი სისხლის მიმოქცევა, პაციენტებში - რომლებსაც აქვთ სისხლის მიმოქცევის უკმარისობა (მაგალითად, პაციენტები, რომლებმაც გადაიტანეს გულის შეტევა ან სერიოზული დაზიანებები).
პაციენტები მაღალი ცხელებით
მდგომარეობა, როდესაც ინექცია ძალიან სწრაფად კეთდება ვენაში. (იხ. პარაგრაფი „3. როგორ უნდა გამოიყენოთ ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი?“)
ამიტომ, ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლით თერაპიის აუცილებლობა გულდასმით უნდა შეფასდეს და შეყვანა მოხდეს მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ (იხ. პარაგრაფი „არ გამოიყენოთ ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი შემდეგი შემთხვევები“). შეიძლება საჭირო გახდეს ისეთი პროფილაქტიკური ზომების მიღება, როგორიცაა სისხლის მიმოქცევის კონტროლი, რათა შემცირდეს დაბალი არტერიული წნევის რისკი (ჰიპოტენზიური რეაქციები).
იმ შემთხვევებში (მაგალითად, თუ გაქვთ გულის სერიოზული კორონარული დაავადება ან თავის ტვინის სისხლძარღვების შევიწროება, რაც იწვევს სისხლის ნაკადის შეზღუდვას (გამოხატული სტენოზი)) როდესაც აუცილებელია არტერიული წნევის შემცირების პროფილაქტიკა, ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი არ უნდა იქნას გამოყენებული სისხლის მიმოქცევის საგულდაგულო მონიტორინგის გარეშე.
თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა
თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ სარგებელი/რისკის თანაფარდობის აბსოლუტური შეფასების და შესაბამისი სიფრთხილის ზომების მიღების შემდეგ. (იხ. პარაგრაფი „3. როგორ უნდა გამოიყენოთ ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი? - თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა“).
ახალშობილები და ჩვილები
ახალშობილებში და 3 თვემდე ასაკის ან 5 კგ-ზე ნაკლები წონის ჩვილებში ნატრიუმის მეტამიზოლით თერაპია არ უნდა ჩატარდეს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში არ არსებობს მონაცემები მისი მეცნიერული გამოყენების შესახებ.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს პრეპარატის ორგანიზმიდან გამოდევნის შეფერხება. (იხ. პარაგრაფი „3. როგორ უნდა გამოიყენოთ ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი? - ხანდაზმული პაციენტები“). ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი არ უნდა დაინიშნოდ სხვა პრეპარატებთან ერთად, თუ მათი თავსებადობა არ არის დადასტურებული.
თუ აღნიშნული გაფრთხილებები გეხებათ ან თუნდაც წარსულში გეხებოდათ ნებისმიერ დროს, მიმართეთ თქვენს თქვენს.
ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის ამ ფორმის მიღება არ შეიძლება პერორალურად. იგი ინიშნება ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად.
ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის გამოყენებისას შეძლებისდაგვარად უნდა შეიზღუდოს ალკოჰოლის მოხმარება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იყენებთ ან შესაძლოა გამოიყენოთ ან ახლახანს იყენებდით სხვა პრეპარატებს.
პრეპარატ ციკლოსპორინთან კომბინაციაში ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლს შეუძლია შეამციროს ციკლოსპორინის დონე, რომელიც გამოიყენება იმუნური სისტემის დასათრგუნად ორგანოთა გადანერგვის შემდეგ. ამ მიზეზით, რეგულარული გამოყენებისას, აუცილებელია სისხლში ციკლოსპორინის დონის მონიტორინგი.
როდესაც ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი გამოიყენება ქლორპრომაზინთან ერთად, რომელიც განკუთვნილია სერიოზული ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ, შეიძლება აღინიშნოს სხეულის ტემპერატურის გადაჭარბებული შემცირება (ჰიპოთერმია).
წამლების ჯგუფს, რომელიც მოიცავს ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლს, შეუძლია შეცვალოს პერორალური ანტიკოაგულანტების (პერორალური სისხლის გამათხელებლები), კაპტოპრილის (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევისა და გულის ზოგიერთი დაავადების დროს), ლითიუმის (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მანიაკალურ-დეპრესიული დაავადების სამკურნალოდ), დიურეზული პრეპარატების (მაგ. ტრიამტერენი) და მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატების მოქმედება. მიუხედავად იმისა, რომ ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის ზეგავლენა ამ პრეპარატებზე უცნობია, სიფრთხილეა საჭირო მათი ერთდროულად გამოყენებისას.
პრეპარატ მეტოტრექსატთან კომბინირებული გამოყენებისას, რომელიც გამოიყენება კიბოს, რევმატიზმის ან ფსორიაზის სამკურნალოდ, ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლს შეუძლია გაზარდოს მეტოტრექსატის მავნე ზემოქმედება სისხლზე, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. ეს ორი პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ერთად.
ერთდროულად მიღებისას, ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის მოქმედ ნივთიერებას - მეტამიზოლს შეუძლია შეამციროს აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინი) ეფექტი სისხლის კოაგულაციაზე. ამიტომ, ეს კომბინაცია სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც იყენებენ ასპირინს დაბალი დოზებით გულის დასაცავად.
ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის მოქმედმა ნივთიერებამ - მეტამიზოლმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ბუპროპიონის დონის შემცირება (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ და მოწევის შესაწყვეტად). ამიტომ, სიფრთხილეა რეკომენდებული მეტამიზოლისა და ბუპროპიონის ერთდროული გამოყენებისას.
ზეგავლენა ლაბორატორიულ ტესტებზე
თუ იყენებთ ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის საინექციო ხსნარს, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს რაიმე ლაბორატორიული ტესტის ჩატარებამდე (მაგ. კრეატინინის, ცხიმის, მსლპ-ქოლესტერინის ან შარდმჟავას ტესტები), რადგან მეტამიზოლმა შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთი ტესტის შედეგებზე.
თუ ამჟამად იყენებთ რაიმე რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტს, ან თუ იყენებდით მას ცოტა ხნის წინ, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოს ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ მედიკამენტის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.
ვინაიდან, ამ პერიოდის განმავლობაში არ არის საკმარისი ინფორმაცია ადამიანებში მისი გამოყენების შესახებ, არ გამოიყენოთ ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი ორსულობის პირველ ტრიმესტრში.
ორსულობის ბოლო ტრიმესტრში არ შეიძლება ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის გამოყენება. ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის მოქმედ ნივთიერებას მეტამიზოლს შეუძლია ზეგავლენა იქონიოს თრომბოციტების ბუნებრივ ფუნქციაზე (სისხლის უჯრედები, რომლებიც დედდება სისხლში), რაც იწვევს სისხლდენის მატებას, განსაკუთრებით მშობიარობის დროს. თქვენი არ დაბადებული ბავშვის მნიშვნელოვანი სისხლძარღვი შეიძლება ნაადრევად დაიხუროს (ეს ვენა ცნობილია როგორც ღია არტერიული სადინარი და თავისით იხურება მხოლოდ დაბადების შემდეგ).
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ მკურნალობის დროს მიხვდებით, რომ ორსულად ხართ.
ძუძუთი კვება

ნივთიერებები, რომლებიც წარმოიქმნება ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის თქვენს ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, გამოიყოფა დედის რძეში.
ამიტომ, ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის გამოყენებისას არ კვებოთ ბავშვი ძუძუთი. თუ გჭირდებათ ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლით მკურნალობა ძუძუთი კვების დროს, აუცილებელია შეწყვიტოთ ბავშვის ძუძუთი კვება, რათა დაიცვათ ბავშვი მეტამიზოლისგან, რომელიც გამოიყოფა დედის რძეში. არ კვებოთ ბავშვი ძუძუთი ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის გამოყენებიდან 48 საათის განმავლობაში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ არსებობს ინფორმაცია, რომ მეტამიზოლი არღვევს კონცენტრაციისა და რეაქციის უნარს რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას. თუმცა, სიფრთხილის მიზნით, რეკომენდებულია მოერიდოთ სატრანსპორტო საშუალებების მართვას ან მექანიზმებთან მუშაობას და სხვა სარისკო აქტივობებს, იმის გათვალისწინებით, რომ კონცენტრაციის და რეაქციის უნარი შეიძლება დაქვეითდეს, სულ მცირე, მაღალი დოზების მიღებისას. არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და არ გამოიყენოთ მექანიზმი, განსაკუთრებით თუ პრეპარატთან ერთად იყენებდით ალკოჰოლს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ, რომელსაც შეიცავს ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი
პრეპარატი არ შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ გაფრთხილებას.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი: იგი შეიძლება გამოვლინდეს 10-დან მინიმუმ 1 პაციენტში.
ხშირი: იგი შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
არახშირი: იგი შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
იშვიათი: იგი შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 10000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
ძალიან იშვიათი: იგი შეიძლება გამოვლინდეს 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.
უცნობი: არსებული მონაცემების საფუძველზე, მისი პროგნოზირება შეუძლებელია.
არახშირი:
იასამნისფერი ან მუქი წითელი, ზოგჯერ ბუშტუკოვანი გამონაყარი კანზე (ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარი);
დაბალი არტერიული წნევა პირდაპირ უკავშირდება პრეპარატს (იზოლირებული ჰიპოტენზიური რეაქციები), რომელიც არ არის დაკავშირებული ალერგიული რეაქციის ნიშნებთან. ამ ტიპის რეაქციამ მხოლოდ იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის სერიოზული ვარდნა. პრეპარატის სწრაფი ინექცია ვენაში ზრდის არტერიული წნევის ვარდნის რისკს. პათოლოგიურად მაღალი სიცხის შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს დაბალი არტერიული წნევის რისკი (ჰიპერპირექსია).
არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნის ტიპიური ნიშნებია: სწრაფი გულისცემა (ტაქიკარდია), კანის სიფერმკრთალე, კანკალი ან ტრემორი (ტრემორი), თავბრუსხვევა, გულისრევა და სისუსტე.
იშვიათი:
ალერგიული რეაქციები (ანაფილაქტოიდური ან ანაფილაქსიური რეაქციები);
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია);
კანისმიერი გამონაყარი (მაგ. მაკულოპაპულური გამონაყარი).
ძალიან იშვიათი:
გარკვეული ტიპის სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება (აგრანულოციტოზი) ან სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია), რაც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ლეტალური იყოს. ითვლება, რომ ეს რეაქციები გამოწვეულია იმუნური სისტემის მიერ. აგრანულოციტოზის რისკი შეიძლება იშვიათად გაიზარდოს იმ შემთხვევებში, როდესაც ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი გამოიყენება კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში. აგრანულოციტოზის ნიშნებია: მაღალი სიცხე, შემცივნება, ყელის ტკივილი, ყლაპვის გაძნელება, პირის ღრუს, ცხვირისა და ყელის ან სასქესო ორგანოების ან ანალური მიდამოს ანთება. თუმცა, პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიბიოტიკებს, ეს სიმპტომები შეიძლება იყოს ძალიან დაბალ დონეზე.
დალექვის სიჩქარე მნიშვნელოვნად იზრდება, ხოლო ლიმფური კვანძები იზრდება ძალიან მცირედით.
თრომბოციტოპენიის ტიპიური ნიშნებია, მაგალითად, ქინძისთავის ზომის, ზედაპირული სისხლდენა კანქვეშ და სისხლდენა ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად.
ასთმური შეტევები (სუნთქვის გაძნელება ქვედა სასუნთქი გზების შევიწროების გამო);
ხშირი წყლით სავსე ბუშტუკები კანზე და კანის აქერცვლა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);
თირკმლის ფუნქციის მწვავე გაუარესება, ზოგიერთ შემთხვევაში შარდის შემცირება ან შარდვის შეუძლებლობა (ოლიგურია ან ანურია), ცილა შარდში (პროტეინურია) ან მდგომარეობის პროგრესირება თირკმლის მწვავე უკმარისობამდე; თირკმლის ანთება (მწვავე ინტერსტიციული ნეფრიტი).
უცნობი:
ანაფილაქსიური შოკი (ხელების, ტერფების, სახის და ტუჩების შეშუპება, ან მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს ყელის შეშუპებას, განსაკუთრებით იწვევს ქოშინს);
გულის შეტევა ალერგიის გამო (კოუნისის სინდრომი);
ანემია (აპლასტიკური ანემია), რომელიც ვითარდება ძვლის ტვინში დარღვევის შედეგად სისხლის უჯრედების წარმოქმნის შემცირებით, რასაც შეიძლება მოჰყვეს ლეტალური შედეგები, სისხლის თეთრი და წითელი უჯრედების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია).
პანციტოპენიის და აპლასტიკური ანემიის სიმპტომებია: ზოგადი სისუსტე, ინფექცია, ცხელება, რომელიც არ კონტროლდება, სისხლჩაქცევები, სისხლდენა, კანის სიფერმკრთალე.
დაფიქსირდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის შემთხვევები.
რუბაზონის მჟავამ, უვნებელი ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება ორგანიზმში პრეპარატის დაშლის შემდეგ, შეიძლება გამოიწვიოს შარდის წითლად შეღებვა.
რეაქციები შეყვანის ადგილას
ინექციებმა შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი და რეგიონალური რეაქციები ინექციის ადგილზე, იშვიათ შემთხვევებში კი გამოიწვიოს სისხლძარღვების ანთება ინექციის ადგილზე (ფლებიტი).
თუ აღგენიშნებათ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე პაციენტის საინფორმაციო ფურცელ-ჩანართში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
ისეთი გვერდითი მოვლენების აღნიშვნის შემთხვევაში, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე პაციენტის საინფორმაციო ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ასევე, გთხოვთ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენის შესახებ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TUFAM), ვებ-გვერდზე www.titck.gov.tr ღილაკზე „შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ“ დაწკაპუნებით ან დარეკვით ნომერზე 0 800 314 00 08, რომელიც წარმოადგენს გვერდითი მოვლენების შეტყობინების ხაზს. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ დაგვეხმარებით უზრუნველვყოთ მეტი ინფორმაცია იმ წამლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომელსაც იყენებთ.
შენახვის პირობები
შეინახეთ ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და თავის შეფუთვაში.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25°C-ზე დაბლა ორიგინალი შეფუთვით.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით ისინი მედიკამენტების შეგროვების სისტემას, რომელსაც განსაზღვრავს გარემოსა და ურბანული დაგეგმარების სამინისტრო.
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი:
TURKTIPSAN SAĞLIK TURİZM EĞİTİM VE TİCARET A.Ş. (ტურკტიპსან საღლიკ ტურიზმ ეღითიმ ვე ტიჯარეთ ა.შ.)
აკიურთი/ანკარა
ტელეფონი: 0 312 8441508
ელ.ფოსტა: [email protected]
საწარმოო მოედანი:

წინამდებარე პაციენტის საინფორმაციო ფურცელი-ჩანართი დამტკიცდა 04.03.2021
გამოყენებასთან დაკავშირებული გაფრთხილებები ექიმებისა და ექთნებისთვის:
საჭირო ზომების მიღება აუცილებელია შოკის სამკურნალოდ, საინექციო ხსნარის შეყვანა უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც მისი ტემპერატურა მიაღწევს სხეულის ტემპერატურას.
ძალიან დაბალი არტერიული წნევით თანმხლები შოკური მდგომარეობის გამოვლენის ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის ინექციების სწრაფი შეყვანა. ამიტომ, არტერიული წნევის უეცარი შეცირების თავიდან ასაცილებლად, ინტრავენური ინექციები უნდა გაკეთდეს ძალიან ნელა, არაუმეტეს 1 მლ წუთში, როდესაც პაციენტი წევს, იმ პირობით, რომ არტერიული წნევა, პულსი და სუნთქვა კონტროლდება. მეტამიზოლის 1 გ-ზე მეტი დოზები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს გარკვეული ჩვენება, რადგან არაალერგიული დაბალი არტერიული წნევა შეიძლება დამოკიდებული იყოს დოზაზე. ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის საინექციო ხსნარის შერევა არ შეიძლება სხვა პრეპარატებთან იმავე ინჟექტორში.
/ყველა გვერდი ხელმოწერილია და დასმულია გენერალური მენეჯერის მუსტაფა ქემალ სანერის და ტურქტიპსანის შტამპი/
თარგმანი სწორია:
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
პაციენტის საინფორმაციო ფურცელი-ჩანართი
ტურქტიპსან მეტამიზოლ ნატრიუმის 1000 მგ/2 მლ ი.მ./ი.ვ. საინექციო ხსნარი
ინიშნება ინტრამუსკულარულად ან ინტრავენურად.
სტერილური
მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის მეტამიზოლი 100 მგ
დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი.
ამ პრეპარატის გამოყენებამდე, ყურადღებით გაეცანით წინამდებარე პაციენტის საინფორმაციო ფურცელი-ჩანართს, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ წინამდებარე ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს სამკურნალო საშუალება გამოგეწერათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს.
აღნიშული პრეპარატის გამოყენების პერიოდში, თუ გექნებათ ვიზიტი ექიმთან ან საავადმყოფოში, აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იყენებთ ამ პრეპარატს.
არ გამოიყენოთ თქვენთვის რეკომენდებულ დოზაზე მაღალი ან დაბალი დოზა.
მოცემული პაციენტის საინფორმაციო ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
რას წარმოადგენს ტურქტიპსან მეტამიზოლ ნატრიუმი და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის გამოყენებამდე
როგორ უნდა გამოიყენოთ ტურქტიპსან მეტამიზოლ ნატრიუმი
როგორია შესაძლო გვერდითი მოვლენები
ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის შენახვის პირობები
სათაურები თანდართულია.
რას წარმოადგენს ტურქტიპსან მეტამიზოლ ნატრიუმი და რისთვის გამოიყენება
ტურქტიპსან მეტამიზოლ ნატრიუმი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ნატრიუმის მეტამიზოლს. ერთ ამპულაში არის 1 გ ნატრიუმის მეტამიზოლი. ერთ ამპულაში არის 2 მლ ხსნარი, ხოლო ხსნარის 1 მლ შეიცავს 500 მგ მოქმედ ნივთიერებას. იგი წარმოდგენილია შეფუთვით, რომელიც შეიცავს 10 ამპულას.
ტურქტიპსან მეტამიზოლ ნატრიუმი არის პრეპარატი, რომელიც მიეკუთვნება პირაზოლონის ჯგუფს, რომელიც გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალება.
ტურქტიპსან მეტამიზოლ ნატრიუმი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
მძიმე (მწვავე) ტკივილი, რომელიც მოულოდნელად ვითარდება ტრავმის ან ოპერაციის შემდეგ;
კრუნჩხვის მსგავსი მუცლის ტკივილი (კოლიკა);
კიბოსთან დაკავშირებული ტკივილი (სიმსივნური ტკივილი);
სხვა მწვავე ან ქრონიკული მძიმე ტკივილი, რომლის დროსაც სხვა პრეპარატებით მკურნალობა შეუძლებელია;
მაღალი ცხელება, რომელიც არ რეაგირებს სხვა სამკურნალო ზომებზე;
ტურქტიპსან მეტამიზოლ ნატრიუმი საინექციო ხსნარი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც სხვა ფორმებით (ტაბლეტები, სიროფი ან პერორალური წვეთები) მკურნალობა შეუძლებელია.
რა უნდა იცოდეთ ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ტურქტიპსან მეტამიზოლ ნატრიუმი შემდეგ შემთხვევებში:
თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ნატრიუმის მეტამიზოლის მოქმედი ნივთიერების ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე სხვა ნივთიერების, ან მსგავსი თვისებების მქონე წამლების მიმართ, როგორიცაა პირაზოლონი (მაგ. ფენაზონი, პროპიფენაზონი) ან პირაზოლიდინი (მაგ. ფენილბუტაზონი, ოქსიფენბუტა);
თუ აღგენიშნებათ რეაქცია (აგრანულოციტოზი), რომელიც ხასიათდება იმ უჯრედების პათოლოგიური შემცირებით, რომელსაც ეწოდება გრანულოციტები;
თუ გაქვთ ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევა (მაგ. თუ მკურნალობდით კიბოზე) ან თუ გაქვთ დარღვევა ორგანიზმის იმ სისტემაში, რომელიც პასუხისმგებელია სისხლის უჯრედების წარმოებაზე (ჰემატოპოეზური დაავადებები);
თუ ცნობილია, რომ გაქვთ აუტანლობა ტკივილგამაყუჩებლების მიმართ (აუტანლობა პრეპარატის მოქმედების მიმართ, აუტანლობა) (ასთმა ან ანალგეზიური წარმოშობის ტკივილგამაყუჩებელი წამლის მიმართ აუტანლობა, რომელიც იწვევს ჭინჭრის ციებას ან ანგიონევროზულ შეშუპებას (სახის, ენისა და ყელის შეშუპება). ეს გარდამავალი ქვედა სასუნთქი გზების შეკუმშვის რეაქცია (ბრონქოსპაზმი) ვითარდება პაციენტებში, რომლებიც იღებენ სალიცილატებს, პარაცეტამოლს, დიკლოფენაკს, იბუპროფენს, ინდომეტაცინს, ნაპროქსენს, რომლებსაც არ შეუძლიათ სუნთქვა კანისმიერი ტკივილის გამო, რომელსაც ახასიათებს: ძლიერი ქავილი და გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება, კანის ან სასუნთქი გზების შეშუპება; აღნიშნული ეხება პაციენტებს, რომლებსაც უვითარდებათ მომატებული მგრძნობელობის რეაქციები;
თუ გაქვთ დაავადება, რომელსაც ეწოდება მწვავე ხანგამოშვებითი ღვიძლისმიერი პორფირია (მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც იწვევს ჰემოგლობინის ფორმირების დარღვევას);
სამ თვემდე ასაკის ან 5 კგ-ზე ნაკლები წონის ახალშობილებში; ამ პაციენტებში გამოყენების სამეცნიერო მონაცემები არ არსებობს;
თუ გაქვთ გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას თანდაყოლილი დეფიციტი (მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც შეიცავს სისხლის წითელი უჯრედების განადგურების რისკს);
თუ გაქვთ დაბალი არტერიული წნევა ან სისხლის ცუდი მიმოქცევა;
თუ ხართ ორსულობის ბოლო 3 თვეში;
თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს;
ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის შეყვანა არ შეიძლება ინტრავენურად 3-დან 11 თვემდე ასაკის ჩვილებში.
გამოიყენეთ ტურქტიპსან მეტამიზოლ ნატრიუმი სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში:
ტურქტიპსან მეტამიზოლ ნატრიუმი შეიცავს მოქმედ ნივთიერება მეტამიზოლს - პირაზოლონის წარმოებულს და არის შოკის (სისხლის მიმოქცევის უეცარი შეწყვეტა) და აგრანულოციტოზის (სერიოზული მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია სისხლის თეთრი ტიპის უჯრედების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირებით) იშვიათი, მაგრამ სიცოცხლისათვის საშიში რისკის შემცველი.
თუ გაქვთ ალერგიული რეაქცია (ანაფილაქტოიდური რეაქცია) ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლზე, თქვენ გექნებათ იგივე რეაქციის რისკი სხვა ტკივილგამაყუჩებლების მიღების დროსაც.
თუ გქონიათ ალერგიული ან სხვა სახის (იმუნური სისტემისგან მიღებული) თავდაცვითი რეაქციები ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის მიმართ (მაგალითად, აგრანულოციტოზი), თქვენ გექნებათ იგივე რეაქციის რისკი სხვა პირაზოლონებისა და პირაზოლიდინების (ქიმიურად დაკავშირებულ ნივთიერებები) მიღების დროსაც.
ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის ინტრავენური ან ინტრამუსკულარული შეყვანა იწვევს სერიოზული ალერგიული რეაქციების უფრო მაღალ რისკს ვიდრე, ნატრიუმის მეტამიზოლის პერორალური ფორმები.
თუ მკურნალობის დროს აღინიშნა ცხელება, შემცივნება, ყელის ტკივილი, პირის ღრუს წყლულები, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას. ეს დარღვევა (აგრანულოციტოზი), რომელიც ხასიათდება სისხლში იმ უჯრედების გადაჭარბებული შემცირებით რომელსაც ეწოდება გრანულოციტები და რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სხეულის დაცვაში, არის ალერგიული წარმოშობის მოვლენა, რომელიც გრძელდება მინიმუმ ერთი კვირა და გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე. ეს რეაქციები ძალიან იშვიათია, მაგრამ შეიძლება იყოს მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში და გამოიწვიოს სიკვდილი. აღნიშნული არ არის დოზა-დამოკიდებული და შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ დროს მკურნალობისას.
თუ სისხლჩაქცევები წარმოიქმნება ადვილად ან ჭარბი რაოდენობით, გაქვთ სისხლდენა, რომელიც ზედაპირულად ჩანს კანში, სისხლდენა ცხვირიდან ან ღრძილებიდან აღინიშნება უმიზეზოდ მკურნალობის დროს, ეს სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლის შედედებაზე პასუხისმგებელი სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირებით (თრომბოციტოპენია). თუ თქვენ აღგენიშნებათ ამ სიმპტომებიდან ერთი ან მეტი, შეწყვიტეთ მკურნალობა და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ მკურნალობის დროს შეინიშნება ზოგადი სისუსტე, ინფექცია, მუდმივი ცხელება, სისხლჩაქცევები, სისხლდენა და კანის სიფერმკრთალე, ეს სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლის ყველა ტიპის უჯრედის რაოდენობის შემცირებით (პანციტოპენია). თუ თქვენ აღგენიშნებათ ამ სიმპტომებიდან ერთი ან მეტი, შეწყვიტეთ მკურნალობა და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. ამ შემთხვევაში, თქვენი ექიმი დააკვირდება თქვენი სისხლის ანალიზებს, სანამ თქვენი სისხლის უჯრედების რაოდენობა არ დაბრუნდება ნორმის ფარგლებს.
მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქტოიდური ან ანაფილაქსიური რეაქციები)
პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ შემდეგი მდგომარეობები, არიან მეტამიზოლის მიმართ შესაძლო დაუყოვნებელი და მძიმე ალერგიული რეაქციების განსაკუთრებული რისკის ქვეშ:
ტკივილგამაყუჩებლების ან რევმატიზმის სამკურნალო საშუალებების მიმართ აუტანლობა; ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ქავილი, ჭინჭრის ციება და პრობლემები, როგორიცაა: სახის, ენის და ყელის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება) (ასთმა, რომელიც გამოწვეულია ანალგეტიკური საშუალებების ან ტკივილგამაყუჩებლების მიმართ აუტანლობით, რომლებიც იწვევენ: ჭინჭრის ციებას ან ანგიონევროზულ შეშუპებას, იხ. პარაგრაფი „არ გამოიყენოთ ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი შემდეგ შემთხვევებში“).
სუნთქვის გაძნელება (მაგალითად, სუნთქვის გაძნელება ფილტვებში მცირე სასუნთქი გზების შევიწროების გამო (ბრონქული ასთმა)), განსაკუთრებით თუ ამ მდგომარეობას თან ახლავს ცხვირისა და სინუსების ანთება (რინოსინუსიტი) და ცხვირის პოლიპები.
ქრონიკული ჭინჭრის ციება.
ალკოჰოლის მიმართ აუტანლობა; ეს რეაქცია ვლინდება გარკვეული ალკოჰოლური სასმელების, თუნდაც მცირე რაოდენობით მიღებისას, ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა: სურდო, თვალების ჭარბი ცრემლიანობა და სახის გამოხატული სიწითლე. ალკოჰოლის მიმართ ამ ტიპის აუტანლობა შეიძლება იყოს ტკივილგამაყუჩებლების მიმართ დაუდგენელი აუტანლობის სიმპტომი. იხ. პარაგრაფი „არ გამოიყენოთ ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი შემდეგ შემთხვევებში“.
ალერგია საღებავების (მაგ. ტარტრაზინი) ან კონსერვანტების (მაგ. ბენზოატები) მიმართ.
ალერგიული რეაქციების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის გამოყენება შეიძლება მხოლოდ შესაძლო რისკების და მოსალოდნელი სარგებელის თანაფარდობის საგულდაგულო შეფასების შემდეგ. თუ გადაწყდება ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის გამოყენება ასეთ შემთხვევაში, საჭირო იქნება პაციენტზე საგულდაგულო დაკვირვება და ყოველთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს სასწრაფო მკურნალობისთვის აუცილებელი პირობები.
განსაკუთრებით მგრძნობიარე პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ ანაფილაქსიური შოკი. (იხ. პარაგრაფი „4. როგორია შესაძლო გვერდითი მოვლენები?“). ამ მიზეზით, რეკომენდებულია განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ასთმა ან მიდრეკილება მომატებული მგრძნობელობის რეაქციების განვითარების მიმართ (ატოპია).
მძიმე კანისმიერი რეაქციები
სიცოცხლისთვის საშიში კანისმიერი რეაქციები, როგორიცაა: სტივენს-ჯონსონის სინდრომი (სერიოზული კანისმიერი რეაქცია, რომელიც იწვევს წყლით სავსე ბუშტუკებს ან გავრცელებულ სიწითლეს და აქერცვლას თქვენს კანზე) და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (სერიოზული დაავადება, რომელსაც თან ახლავს სითხით სავსე ბუშტუკების წარმოქმნა კანზე) დაფიქსირდა მკურნალობის დროს. თუ განგივითარდათ კანზე გამონაყარი, რომლის მდგომარეობა თანდათან უარესდება და რომელსაც ჩვეულებრივ თან ახლავს სითხით სავსე ბუშტუკები ან წყლულები პირის ღრუში, შეწყვიტეთ მკურნალობა და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. ეს სიმპტომები ძირითადად ვლინდება მკურნალობის პირველ კვირებში. თუ ეს სიმპტომები გამოგივლინდებათ, აღარ გამოიყენოთ ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი ხელახლა.
დაბალი არტერიული წნევა (იზოლირებული ჰიპოტენზიური რეაქცია)
მეტამიზოლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის შემცირება (იზოლირებული ჰიპოტენზიური რეაქცია) (იხ. ასევე პარაგრაფი „4. როგორია შესაძლო გვერდითი მოვლენები?“). ამ ტიპის ვითარება უფრო სავარაუდოა, რომ აღინიშნოს საინექციო ხსნარის გამოყენებისას, ვიდრე ტაბლეტის სახით მიღებისას.
ეს რისკი უფრო მაღალია შემდეგ შემთხვევებში:
პაციენტებში - რომლებსაც წარსულშიც ჰქონდათ დაბალი არტერიული წნევა, პაციენტებში - რომლებსაც აღენიშნებათ სითხის ჭარბი კარგვა, პაციენტებში - რომლებსაც აქვთ არამდგრადი სისხლის მიმოქცევა, პაციენტებში - რომლებსაც აქვთ სისხლის მიმოქცევის უკმარისობა (მაგალითად, პაციენტები, რომლებმაც გადაიტანეს გულის შეტევა ან სერიოზული დაზიანებები).
პაციენტები მაღალი ცხელებით
მდგომარეობა, როდესაც ინექცია ძალიან სწრაფად კეთდება ვენაში. (იხ. პარაგრაფი „3. როგორ უნდა გამოიყენოთ ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი?“)
ამიტომ, ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლით თერაპიის აუცილებლობა გულდასმით უნდა შეფასდეს და შეყვანა მოხდეს მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ (იხ. პარაგრაფი „არ გამოიყენოთ ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი შემდეგი შემთხვევები“). შეიძლება საჭირო გახდეს ისეთი პროფილაქტიკური ზომების მიღება, როგორიცაა სისხლის მიმოქცევის კონტროლი, რათა შემცირდეს დაბალი არტერიული წნევის რისკი (ჰიპოტენზიური რეაქციები).
იმ შემთხვევებში (მაგალითად, თუ გაქვთ გულის სერიოზული კორონარული დაავადება ან თავის ტვინის სისხლძარღვების შევიწროება, რაც იწვევს სისხლის ნაკადის შეზღუდვას (გამოხატული სტენოზი)) როდესაც აუცილებელია არტერიული წნევის შემცირების პროფილაქტიკა, ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი არ უნდა იქნას გამოყენებული სისხლის მიმოქცევის საგულდაგულო მონიტორინგის გარეშე.
თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა
თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ სარგებელი/რისკის თანაფარდობის აბსოლუტური შეფასების და შესაბამისი სიფრთხილის ზომების მიღების შემდეგ. (იხ. პარაგრაფი „3. როგორ უნდა გამოიყენოთ ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი? - თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა“).
ახალშობილები და ჩვილები
ახალშობილებში და 3 თვემდე ასაკის ან 5 კგ-ზე ნაკლები წონის ჩვილებში ნატრიუმის მეტამიზოლით თერაპია არ უნდა ჩატარდეს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში არ არსებობს მონაცემები მისი მეცნიერული გამოყენების შესახებ.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს პრეპარატის ორგანიზმიდან გამოდევნის შეფერხება. (იხ. პარაგრაფი „3. როგორ უნდა გამოიყენოთ ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი? - ხანდაზმული პაციენტები“). ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი არ უნდა დაინიშნოდ სხვა პრეპარატებთან ერთად, თუ მათი თავსებადობა არ არის დადასტურებული.
თუ აღნიშნული გაფრთხილებები გეხებათ ან თუნდაც წარსულში გეხებოდათ ნებისმიერ დროს, მიმართეთ თქვენს თქვენს.
ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის ამ ფორმის მიღება არ შეიძლება პერორალურად. იგი ინიშნება ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად.
ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის გამოყენებისას შეძლებისდაგვარად უნდა შეიზღუდოს ალკოჰოლის მოხმარება.
ორსულობა
ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოს ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ მედიკამენტის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.
ვინაიდან, ამ პერიოდის განმავლობაში არ არის საკმარისი ინფორმაცია ადამიანებში მისი გამოყენების შესახებ, არ გამოიყენოთ ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი ორსულობის პირველ ტრიმესტრში.
ორსულობის ბოლო ტრიმესტრში არ შეიძლება ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის გამოყენება. ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის მოქმედ ნივთიერებას მეტამიზოლს შეუძლია ზეგავლენა იქონიოს თრომბოციტების ბუნებრივ ფუნქციაზე (სისხლის უჯრედები, რომლებიც დედდება სისხლში), რაც იწვევს სისხლდენის მატებას, განსაკუთრებით მშობიარობის დროს. თქვენი არ დაბადებული ბავშვის მნიშვნელოვანი სისხლძარღვი შეიძლება ნაადრევად დაიხუროს (ეს ვენა ცნობილია როგორც ღია არტერიული სადინარი და თავისით იხურება მხოლოდ დაბადების შემდეგ).
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ მკურნალობის დროს მიხვდებით, რომ ორსულად ხართ.
ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ნივთიერებები, რომლებიც წარმოიქმნება ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის თქვენს ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, გამოიყოფა დედის რძეში.
ამიტომ, ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის გამოყენებისას არ კვებოთ ბავშვი ძუძუთი. თუ გჭირდებათ ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლით მკურნალობა ძუძუთი კვების დროს, აუცილებელია შეწყვიტოთ ბავშვის ძუძუთი კვება, რათა დაიცვათ ბავშვი მეტამიზოლისგან, რომელიც გამოიყოფა დედის რძეში. არ კვებოთ ბავშვი ძუძუთი ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის გამოყენებიდან 48 საათის განმავლობაში.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება
არ არსებობს ინფორმაცია, რომ მეტამიზოლი არღვევს კონცენტრაციისა და რეაქციის უნარს რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას. თუმცა, სიფრთხილის მიზნით, რეკომენდებულია მოერიდოთ სატრანსპორტო საშუალებების მართვას ან მექანიზმებთან მუშაობას და სხვა სარისკო აქტივობებს, იმის გათვალისწინებით, რომ კონცენტრაციის და რეაქციის უნარი შეიძლება დაქვეითდეს, სულ მცირე, მაღალი დოზების მიღებისას. არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და არ გამოიყენოთ მექანიზმი, განსაკუთრებით თუ პრეპარატთან ერთად იყენებდით ალკოჰოლს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ, რომელსაც შეიცავს ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი
პრეპარატი არ შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ გაფრთხილებას.
გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იყენებთ ან შესაძლოა გამოიყენოთ ან ახლახანს იყენებდით სხვა პრეპარატებს.
პრეპარატ ციკლოსპორინთან კომბინაციაში ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლს შეუძლია შეამციროს ციკლოსპორინის დონე, რომელიც გამოიყენება იმუნური სისტემის დასათრგუნად ორგანოთა გადანერგვის შემდეგ. ამ მიზეზით, რეგულარული გამოყენებისას, აუცილებელია სისხლში ციკლოსპორინის დონის მონიტორინგი.
როდესაც ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი გამოიყენება ქლორპრომაზინთან ერთად, რომელიც განკუთვნილია სერიოზული ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ, შეიძლება აღინიშნოს სხეულის ტემპერატურის გადაჭარბებული შემცირება (ჰიპოთერმია).
წამლების ჯგუფს, რომელიც მოიცავს ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლს, შეუძლია შეცვალოს პერორალური ანტიკოაგულანტების (პერორალური სისხლის გამათხელებლები), კაპტოპრილის (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევისა და გულის ზოგიერთი დაავადების დროს), ლითიუმის (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მანიაკალურ-დეპრესიული დაავადების სამკურნალოდ), დიურეზული პრეპარატების (მაგ. ტრიამტერენი) და მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატების მოქმედება. მიუხედავად იმისა, რომ ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის ზეგავლენა ამ პრეპარატებზე უცნობია, სიფრთხილეა საჭირო მათი ერთდროულად გამოყენებისას.
პრეპარატ მეტოტრექსატთან კომბინირებული გამოყენებისას, რომელიც გამოიყენება კიბოს, რევმატიზმის ან ფსორიაზის სამკურნალოდ, ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლს შეუძლია გაზარდოს მეტოტრექსატის მავნე ზემოქმედება სისხლზე, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. ეს ორი პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ერთად.
ერთდროულად მიღებისას, ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის მოქმედ ნივთიერებას - მეტამიზოლს შეუძლია შეამციროს აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინი) ეფექტი სისხლის კოაგულაციაზე. ამიტომ, ეს კომბინაცია სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც იყენებენ ასპირინს დაბალი დოზებით გულის დასაცავად.
ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის მოქმედმა ნივთიერებამ - მეტამიზოლმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ბუპროპიონის დონის შემცირება (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ და მოწევის შესაწყვეტად). ამიტომ, სიფრთხილეა რეკომენდებული მეტამიზოლისა და ბუპროპიონის ერთდროული გამოყენებისას.
ზეგავლენა ლაბორატორიულ ტესტებზე
თუ იყენებთ ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის საინექციო ხსნარს, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს რაიმე ლაბორატორიული ტესტის ჩატარებამდე (მაგ. კრეატინინის, ცხიმის, მსლპ-ქოლესტერინის ან შარდმჟავას ტესტები), რადგან მეტამიზოლმა შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთი ტესტის შედეგებზე.
თუ ამჟამად იყენებთ რაიმე რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტს, ან თუ იყენებდით მას ცოტა ხნის წინ, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორ უნდა გამოიყენოთ ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი
ინსტრუქციები სათანადო გამოყენებისა და დოზის/გამოყენების სიხშირის შესახებ:
ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის საინექციო ხსნარის შეყვანა უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
თქვენი ექიმი განსაზღვრავს მედიკამენტის დოზას თქვენი დაავადების მიხედვით და უზრუნველყოფს მის შეყვანას.
დოზა დამოკიდებულია ტკივილის ან ცხელების სიმძიმეზე და პაციენტის მგრძნობელობაზე ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის მიმართ.
ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი ჩვეულებრივ გამოიყენება შემდეგნაირად:
მოზარდები და 15 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილები (53 კგ-ზე მეტი): რეკომენდებული ერთჯერადი დოზაა 1-2 მლ ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი (500-1000 მგ ნატრიუმის მეტამიზოლის ექვივალენტური). თუ პრეპარატი არასაკმარისად ეფექტურია, მისი შეყვანა შესაძლებელია დღეში 4-ჯერ.
საჭიროების შემთხვევაში, შეყვანილი ერთჯერადი დოზა შეიძლება გაიზარდოს 5 მლ-მდე (2500 მგ ნატრიუმის მეტამიზოლის ექვივალენტური), ხოლო დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მლ-მდე (5000 მგ ნატრიუმის მეტამიზოლის ექვივალენტური).
მკურნალობის ხანგრძლივობა
დაავადების ტიპისა და სიმძიმის მიხედვით, თქვენი ექიმი გადაწყვეტს მკურნალობის ხანგრძლივობას.
არ არის რეკომენდებული ტკივილგამაყუჩებლების გამოყენება 3-5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, განსაკუთრებით ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
შეყვანის წესი და მეთოდი:
მისი შეყვანა ხდება ინტრამუსკულარულად და ინტრავენურად. თუმცა, ჩვილებში (3-11 თვე) ხდება მხოლოდ ინტრამუსკულარული შეყვანა. ინტრამუსკულარული ინექცია ყოველთვის უნდა გაკეთდეს სხეულის ტემპერატურამდე დაყვანილი ხსნარით.
ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის საინექციო ხსნარის შეყვანა ხდება ჯანდაცვის მუშაკის მიერ, რომელსაც აქვს გამოცდილება წამლის ინტრავენურ და ინტრამუსკულარულ შეყვანაში.
ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი შეიძლება შეერიოს ან განზავდეს 5%-იანი გლუკოზის ხსნარით, 0.9%-იანი ფიზიოლოგიური ხსნარით ან რინგერ-ლაქტატის ხსნარით. თუმცა, ვინაიდან ამ ნარევების სტაბილურობა შეზღუდულია, ინფუზია უნდა გაკეთდეს დაუყოვნებლივ.
ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის ინექციის (ინტრავენური ან ინტრამუსკულარული) შეყვანა უნდა მოხდეს, როდესაც პაციენტი არის მწოლიარე მდგომარეობაში და საგულდაგულო სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ.
ინტრავენური შეყვანა უნდა მოხდეს ძალიან ნელა, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არტერიული წნევის სერიოზული დაქვეითების რისკი და შესაძლებელი იყოს ინექციის შეწყვეტა ალერგიული რეაქციის პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე (არაუმეტეს 1 მლ (0.5 გ მეტამიზოლი) წუთში).
ამპულის გახსნა
დაიჭირეთ ამპულა წვერით ზემოთ მიმართული. თუ ამპულის წვერის შიგნით არის ხსნარი, ფრთხილად მიუკაკუნეთ ამპულას ან შეანჯღრიეთ ამპულა, რათა სითხე ჩამოვიდეს დაბლა.
წვერით ზემოთ მიმართული ამპულა გადატეხეთ ისე, როგორც სურათზეა მოცემული, ამპულის წვერის გადაწევით.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
თქვენი ექიმი განსაზღვრავს წამლის დოზას და შეყვანის მეთოდს თქვენი ბავშვის ასაკის, სხეულის წონისა და ავადმყოფობის მიხედვით.
ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი არ უნდა დაინიშნოს 3 თვემდე ასაკის ან 5 კგ-ზე ნაკლები წონის ჩვილებში. ერთ წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის შეყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ ინტრამუსკულარულად.
ბავშვებსა და 14 წლამდე ასაკის მოზარდებში საკმარისი იქნება ნატრიუმის მეტამიზოლის ერთჯერადი დოზა 8-16 მგ/კგ სხეულის წონაზე გადაანგარიშებით.
ასაკი
(სხეულის წონა)
ერთჯერადი დოზა
3-11 თვე
(5-8 კგ)
- 1-0.2 მლ ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი (50-100 მგ ნატრიუმის მეტამიზოლის ექვივალენტური)
მხოლოდ ინტრამუსკულარული შეყვანა
1-3 წელი
(9-15 კგ)
- 2-0.5 მლ ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი (100-250 მგ ნატრიუმის მეტამიზოლის ექვივალენტური)
4-6 წელი
(16-23 კგ)
- 3-0.8 მლ ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი (150-400 მგ ნატრიუმის მეტამიზოლის ექვივალენტური)
7-9 წელი
(24-30 კგ)
- 4-1.0 მლ ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი (200-500 მგ ნატრიუმის მეტამიზოლის ექვივალენტური)
10-12 წელი
(31-45 კგ)
- 5-1.4 მლ ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი (250-500 მგ ნატრიუმის მეტამიზოლის ექვივალენტური)
13-14 წელი
(46-45 კგ)
- 8-1.8 მლ ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი (400-900 მგ ნატრიუმის მეტამიზოლის ექვივალენტური)
გამოყენება ხანდაზმულებში:
ხანდაზმულ პაციენტებში თქვენი ექიმი დაარეგულირებს დოზას თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციების შესაძლო გაუარესების გათვალისწინებით.
სპეციალური გამოყენების შემთხვევები:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:
თირკმელების ან ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტებში თავიდან უნდა იქნას აცილებული განმეორებითი მაღალი დოზების გამოყენება, რადგან შემცირდება პრეპარატის გამოყოფის სიჩქარე. ხანმოკლე მკურნალობისას დოზის შემცირება საჭირო არ არის. მონაცემები მისი გრძელვადიანი გამოყენების შესახებ ხელმისაწვდომი არ არის.
პაციენტები ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის დარღვევით და დაბალი კრეატინინის კლირენსით:
პაციენტებში ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის დარღვევით და დაბალი კრეატინინის კლირენსით, დოზა უნდა შემცირდეს, რადგან მცირდება ორგანიზმიდან პრეპარატის გამოყოფის სიჩქარე.
თუ გრძნობთ, რომ ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ რეკომენდებულ დოზაზე მეტი ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი
ვინაიდან, ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის გამოყენება ხდება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ამიტომ მიღებული იქნება აუცილებელი ზომები ასეთი მდგომარეობის განვითარების თავიდან ასაცილებლად. ასეთი მდგომარეობის შემთხვევაში ჩატარდება შესაბამისი მკურნალობა. დოზის გადაჭარბების სიმპტომებია: გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, თირკმლის დისფუნქცია/თირკმლის მწვავე უკმარისობა (მაგ., ინტერსტიციული ნეფრიტის ნიშნები, მადის დაკარგვა, გადაჭარბებული წყურვილი, თირკმლის ანთება ღებინებასთან ერთად), თავბრუსხვევა, ძილიანობა, ცნობიერების დაკარგვა, კრუნჩხვები, სისხლის მიმოქცევის კოლაფსი არტერიული წნევის შემცირებასთან ერთად (შოკი), გულის არითმია (ტაქიკარდია). მაღალი დოზების მიღების შემდეგ, რუბაზონის მჟავამ - უვნებელი ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება ორგანიზმში პრეპარატის დაშლის შემდეგ - შეიძლება გამოიწვიოს თქვენი შარდის წითელი შეფერილობა, როდესაც ის გამოიყოფა ორგანიზმიდან.
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის გამოყენება
ვინაიდან, ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის გამოყენება ხდება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ამიტომ მიღებული იქნება აუცილებელი სიფრთხილის ზომები ასეთი მდგომარეობის განვითარების თავიდან ასაცილებლად.
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
ეფექტები, რომლებიც შეიძლება აღინიშნოს ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლით მკურნალობის შეწყვეტისას:
თუ შეწყვეტთ ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლით მკურნალობას თქვენი ექიმის თანხმობის გარეშე, ტკივილი შეიძლება განგიახლდეთ ან მოიმატოს ცხელებამ.
როგორია შესაძლო გვერდითი მოვლენები?
ისევე როგორც სხვა პრეპარატების გამოყენებისას, შეიძლება განვითარდეს გვერდითი მოვლენები ადამიანებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის შემცველი ნივთიერებების მიმართ.
თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გამოგივლინდათ, შეწყვიტეთ ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქტოიდური ან ანაფილაქსიური რეაქციები)
როდესაც ეს რეაქციები უფრო მსუბუქია, სიმპტომები მოიცავს:
თვალების წვას, ხველას, სურდოს, ცემინებას, შებოჭილობას გულმკერდის არეში, სისხლის მოწოლას კანზე (განსაკუთრებით სახესა და თავში), ჭინჭრის ციებას და სახის შეშუპებას, ნაკლებად ხშირად - გულისრევას და მუცლის კრუნჩხვებს. ამ ტიპის რეაქციის განსაკუთრებული მასტიმულირებელი სიმპტომებია: წვის შეგრძნება, ფართოდ გავრცელებული ქავილი და სიცხის შეგრძნება ენის ზემოთ და ქვემოთ, განსაკუთრებით კი ხელისგულებსა და ფეხის გულებზე. ეს უფრო მსუბუქი რეაქციები შეიძლება გადაიზარდოს უფრო მძიმე მდგომარეობებში, როგორიცაა: მწვავე ჭინჭრის ციება, მწვავე ანგიონევროზული შეშუპება (სახის, ენისა და ყელის შეშუპება), მწვავე ბრონქოსპაზმი (ქვედა სასუნთქი გზების კრუნჩხვის მსგავსი შევიწროება), სწრაფი და არარეგულარული გულისცემა (ასევე ზოგჯერ შენელებული გულისცემა), გულისცემის დარღვევა, დაბალი არტერიული წნევა (ზოგჯერ წინ უძღვის არტერიული წნევის მომატება), ცნობიერების დაკარგვა და სისხლის მიმოქცევის შოკი.
ეს რეაქციები შეიძლება განვითარდეს განსაკუთრებით ინტრავენური ინექციის შემდეგ და შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში ან თუნდაც საკმარისად სერიოზული, რომ ზოგიერთ შემთხვევაში გამოიწვიოს სიკვდილი. ეს რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს მაშინაც კი, თუ პრეპარატი უკვე არაერთხელ იქნა გამოყენებული ყოველგვარი ჩივილების გამოწვევის გარეშე.
ტკივილგამაყუჩებლებით გამოწვეული ასთმის მქონე პაციენტებში ალერგიული რეაქციები ჩვეულებრივ ვლინდება ასთმური შეტევების სახით. (იხ. პარაგრაფი „არ გამოიყენოთ ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი შემდეგ შემთხვევებში“).
თუ სისხლჩაქცევები წარმოგექმნებათ ადვილად ან ჭარბი რაოდენობით, გაქვთ სისხლდენა, რომელიც არის ქინძისთავის ზომის და შეიძლება ზედაპირულად შეინიშნოს კანქვეშ, აღგენიშნებათ უმიზეზო სისხლდენა ცხვირიდან ან ღრძილებიდან (შეიძლება იყოს თრომბოციტოპენიის ნიშანი);
თუ გაქვთ სიცოცხლისთვის საშიში კანისმიერი მძიმე რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), რომელიც იწვევს თქვენს კანზე ბუშტუკების წარმოქმნას ან გენერალიზებულ სიწითლეს და აქერცვლას;
წყლულები პირის ღრუში, ცხვირსა და ყელში, ან სასქესო ორგანოებზე ან ანალურ მიდამოში, ტკივილი და შეშუპება ყელის არეში, ყლაპვის გაძნელება, შემცივნება, უკონტროლო ან მორეციდივე ცხელება (შეიძლება იყოს აგრანულოციტოზის სიმპტომი);
ზოგადი სისუსტე, ინფექცია, ცხელება, რომელიც არ იკლებს, სისხლჩაქცევები, სისხლდენა, კანის სიფერმკრთალე. ეს სიმპტომები შეიძლება წარმოიშვას პანციტოპენიის გამო (სისხლის ყველა ტიპის უჯრედის რაოდენობის შემცირება), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი;
კოუნისის სინდრომი (გულის შეტევა ალერგიის გამო).
ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ აღგენიშნებათ ერთ-ერთი მათგანი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლზე.
შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ძალიან ხშირი: იგი შეიძლება გამოვლინდეს 10-დან მინიმუმ 1 პაციენტში.
ხშირი: იგი შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
არახშირი: იგი შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
იშვიათი: იგი შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 10000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
ძალიან იშვიათი: იგი შეიძლება გამოვლინდეს 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.
უცნობი: არსებული მონაცემების საფუძველზე, მისი პროგნოზირება შეუძლებელია.
არახშირი:
იასამნისფერი ან მუქი წითელი, ზოგჯერ ბუშტუკოვანი გამონაყარი კანზე (ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარი);
დაბალი არტერიული წნევა პირდაპირ უკავშირდება პრეპარატს (იზოლირებული ჰიპოტენზიური რეაქციები), რომელიც არ არის დაკავშირებული ალერგიული რეაქციის ნიშნებთან. ამ ტიპის რეაქციამ მხოლოდ იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის სერიოზული ვარდნა. პრეპარატის სწრაფი ინექცია ვენაში ზრდის არტერიული წნევის ვარდნის რისკს. პათოლოგიურად მაღალი სიცხის შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს დაბალი არტერიული წნევის რისკი (ჰიპერპირექსია).
არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნის ტიპიური ნიშნებია: სწრაფი გულისცემა (ტაქიკარდია), კანის სიფერმკრთალე, კანკალი ან ტრემორი (ტრემორი), თავბრუსხვევა, გულისრევა და სისუსტე.
იშვიათი:
ალერგიული რეაქციები (ანაფილაქტოიდური ან ანაფილაქსიური რეაქციები);
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია);
კანისმიერი გამონაყარი (მაგ. მაკულოპაპულური გამონაყარი).
ძალიან იშვიათი:
გარკვეული ტიპის სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება (აგრანულოციტოზი) ან სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია), რაც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ლეტალური იყოს. ითვლება, რომ ეს რეაქციები გამოწვეულია იმუნური სისტემის მიერ. აგრანულოციტოზის რისკი შეიძლება იშვიათად გაიზარდოს იმ შემთხვევებში, როდესაც ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი გამოიყენება კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში. აგრანულოციტოზის ნიშნებია: მაღალი სიცხე, შემცივნება, ყელის ტკივილი, ყლაპვის გაძნელება, პირის ღრუს, ცხვირისა და ყელის ან სასქესო ორგანოების ან ანალური მიდამოს ანთება. თუმცა, პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიბიოტიკებს, ეს სიმპტომები შეიძლება იყოს ძალიან დაბალ დონეზე.
დალექვის სიჩქარე მნიშვნელოვნად იზრდება, ხოლო ლიმფური კვანძები იზრდება ძალიან მცირედით.
თრომბოციტოპენიის ტიპიური ნიშნებია, მაგალითად, ქინძისთავის ზომის, ზედაპირული სისხლდენა კანქვეშ და სისხლდენა ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად.
ასთმური შეტევები (სუნთქვის გაძნელება ქვედა სასუნთქი გზების შევიწროების გამო);
ხშირი წყლით სავსე ბუშტუკები კანზე და კანის აქერცვლა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);
თირკმლის ფუნქციის მწვავე გაუარესება, ზოგიერთ შემთხვევაში შარდის შემცირება ან შარდვის შეუძლებლობა (ოლიგურია ან ანურია), ცილა შარდში (პროტეინურია) ან მდგომარეობის პროგრესირება თირკმლის მწვავე უკმარისობამდე; თირკმლის ანთება (მწვავე ინტერსტიციული ნეფრიტი).
უცნობი:
ანაფილაქსიური შოკი (ხელების, ტერფების, სახის და ტუჩების შეშუპება, ან მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს ყელის შეშუპებას, განსაკუთრებით იწვევს ქოშინს);
გულის შეტევა ალერგიის გამო (კოუნისის სინდრომი);
ანემია (აპლასტიკური ანემია), რომელიც ვითარდება ძვლის ტვინში დარღვევის შედეგად სისხლის უჯრედების წარმოქმნის შემცირებით, რასაც შეიძლება მოჰყვეს ლეტალური შედეგები, სისხლის თეთრი და წითელი უჯრედების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია).
პანციტოპენიის და აპლასტიკური ანემიის სიმპტომებია: ზოგადი სისუსტე, ინფექცია, ცხელება, რომელიც არ კონტროლდება, სისხლჩაქცევები, სისხლდენა, კანის სიფერმკრთალე.
დაფიქსირდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის შემთხვევები.
რუბაზონის მჟავამ, უვნებელი ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება ორგანიზმში პრეპარატის დაშლის შემდეგ, შეიძლება გამოიწვიოს შარდის წითლად შეღებვა.
რეაქციები შეყვანის ადგილას
ინექციებმა შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი და რეგიონალური რეაქციები ინექციის ადგილზე, იშვიათ შემთხვევებში კი გამოიწვიოს სისხლძარღვების ანთება ინექციის ადგილზე (ფლებიტი).
თუ აღგენიშნებათ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე პაციენტის საინფორმაციო ფურცელ-ჩანართში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
ისეთი გვერდითი მოვლენების აღნიშვნის შემთხვევაში, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე პაციენტის საინფორმაციო ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ასევე, გთხოვთ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენის შესახებ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TUFAM), ვებ-გვერდზე www.titck.gov.tr ღილაკზე „შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ“ დაწკაპუნებით ან დარეკვით ნომერზე 0 800 314 00 08, რომელიც წარმოადგენს გვერდითი მოვლენების შეტყობინების ხაზს. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ დაგვეხმარებით უზრუნველვყოთ მეტი ინფორმაცია იმ წამლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომელსაც იყენებთ.
ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის შენახვის პირობები
შეინახეთ ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და თავის შეფუთვაში.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25°C-ზე დაბლა ორიგინალი შეფუთვით.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით ისინი მედიკამენტების შეგროვების სისტემას, რომელსაც განსაზღვრავს გარემოსა და ურბანული დაგეგმარების სამინისტრო.
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი:
TURKTIPSAN SAĞLIK TURİZM EĞİTİM VE TİCARET A.Ş. (ტურკტიპსან საღლიკ ტურიზმ ეღითიმ ვე ტიჯარეთ ა.შ.)
აკიურთი/ანკარა
ტელეფონი: 0 312 8441508
ელ.ფოსტა: [email protected]
საწარმოო მოედანი:
TURKTIPSAN SAĞLIK TURİZM EĞİTİM VE TİCARET A.Ş. (ტურკტიპსან საღლიკ ტურიზმ ეღითიმ ვე ტიჯარეთ ა.შ.)
აკიურთი/ანკარა
ტელეფონი: 0 312 8441508
ელ.ფოსტა: [email protected]
წინამდებარე პაციენტის საინფორმაციო ფურცელი-ჩანართი დამტკიცდა 04.03.2021
გამოყენებასთან დაკავშირებული გაფრთხილებები ექიმებისა და ექთნებისთვის:
საჭირო ზომების მიღება აუცილებელია შოკის სამკურნალოდ, საინექციო ხსნარის შეყვანა უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც მისი ტემპერატურა მიაღწევს სხეულის ტემპერატურას.
ძალიან დაბალი არტერიული წნევით თანმხლები შოკური მდგომარეობის გამოვლენის ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის ინექციების სწრაფი შეყვანა. ამიტომ, არტერიული წნევის უეცარი შეცირების თავიდან ასაცილებლად, ინტრავენური ინექციები უნდა გაკეთდეს ძალიან ნელა, არაუმეტეს 1 მლ წუთში, როდესაც პაციენტი წევს, იმ პირობით, რომ არტერიული წნევა, პულსი და სუნთქვა კონტროლდება. მეტამიზოლის 1 გ-ზე მეტი დოზები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს გარკვეული ჩვენება, რადგან არაალერგიული დაბალი არტერიული წნევა შეიძლება დამოკიდებული იყოს დოზაზე. ტურქტიპსან ნატრიუმის მეტამიზოლის საინექციო ხსნარის შერევა არ შეიძლება სხვა პრეპარატებთან იმავე ინჟექტორში.
/ყველა გვერდი ხელმოწერილია და დასმულია გენერალური მენეჯერის მუსტაფა ქემალ სანერის და ტურქტიპსანის შტამპი/
თარგმანი სწორია:
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.