პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანალგეზური საშუალებები

ანალგინი ტაბლეტები

Analgin® Tabletten

ურეცეპტოდ500მგინსტრუქცია ქართულადგერმანია
მოქმედი ნივთიერება
მეტამიზოლ (metamizole)
ფორმა და შეფუთვა
500მგ ტაბლეტი №20
მწარმოებელი
medphano Arzneimittel GmbH, გერმანია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანალგეზიური საშუალებები, პირაზოლონები
ATC კოდი
N02BB02
რეგისტრაციის ნომერი
რ-021813
რეგისტრირებულია
21 მარტი 2017, მოქმედებს 21 მარტი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ინტერნაციონალე აპოტეკე“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაანალგინი ტაბლეტები და სხვა წამალი ერთად

ანალგინი ტაბლეტები — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

მიიღეთ ანალგინი ექიმის დანიშნულებისამებრ. დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზები

თუ ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის დანიშნული, რეკომენდირებული დოზა შეადგენს:

დოზები დამოკიდებულია ტკივილის, ტემპერატურის ინტენსივობაზე და თუ როგორ იღებს თქვენი ორგანიზმი ანალგინის ტაბლეტებს.

თუ როგორ უნდა მიიღოთ ანალგინი, ამას გეტყვით თქვენი ექიმი. სუსტი ტკივილის ან დაბალი სიცხის დროს რეკომენდირებულია დაბალი დოზა. ბავშვებში სიცხის დროს რეკომენდირებულია 10მგ მეტამიზოლის ნატრიუმი 1 H2O სხეულის წონის თითო კილოგრამზე.

10 -დან 14 წლამდე მოზარდებისთვის რეკომენდირებულია 8-16მგ ერთეული დოზა მეტამიზოლის ნატრიუმი 1 H2O სხეულის წონის თითო კილოგრამზე.

15 წლიდან მოზრდილებში (>53კგ) რეკომენდირებულია 1000მგ ერთეული დოზა. დღიური მაქსიმალური დოზა შეადგენს 4-ჯერ დღეში.

ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მოცემულია რეკომენდირებული ერთეული და დღიური მაქსიმალური დოზა.

ასაკი

(სხეულის ცონა)

ერთეული დოზა

დღიური მაქსიმალური დოზა

10-14 წელი

(32-53კგ)

1 ტაბლეტი ანალგინი (500მგ მეტამიზოლის ნატრიუმი 1 H2O)

4 ტაბლეტი (2000მგ მეტამიზოლის ნატრიუმი 1 H2O)

მოზრდილები 15 წლიდან

(>53კგ)

1-2 ტაბლეტი ანალგინი (500-1000მგ მეტამიზოლის ნატრიუმი 1 H2O)

8 ტაბლეტი (4000მგ მეტამიზოლის ნატრიუმი 1 H2O)

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებში დოზები უნდა შემცირდეს, რადგან ანალგინის მეტაბოლური ნივთიერების გამოყოფა შენელებულია.

საერთო სისუსტე და შეზღუდული კრეატინინის კლირენსი

პაციენტებში, რომელთაც ახასიათებთ საერთო სისუსტე და შეზღუდული კრეატინინის კლირენსი, რეკომენდირებულია დოზების შემცირება, რადგან ანალგინის მეტაბოლური ნივთიერების გამოყოფა შენელებულია.

თირკმელებისა და ღვიძლის შეზღუდული ფუნქცია

რადგან თირკმელებისა და ღვიძლის შეზღუდული ფუნქციის დროს ელიმინაციის სიჩქარე შემცირებულია, არ არის რეკომენდირებულია მრავალჯერადად დიდი დოზის მიღება. მოკლე დროით მიღების შემთხვევაში არ არის აუცილებელი დოზის შემცირება. ხანგრძლივი მოხმარების შემთხვევაში არ არის წარმოდგენილი ცდები.

მიღების წესი

ტაბლეტი უნდა მიიღოთ მთლიანად, არ დაღეჭოთ და მიაყოლეთ საკმარისი რაოდენობის სითხე (მაგ.: ერთი ჭიქა წყალი).

შენიშვნა:

იმისათვის, რომ ბლისტერული შეფუთვა ბავშვებისგან უკეთ იყოს დაცული, მასზე დაკრული ფოლიე შედარებით მყარია. ბლისტერის გახსნამდე ფოლიე ჩაჭერით მაკრატლით ან ფრჩხილით და ტაბლეტს მარტივად ამოიღებთ.

მიღების ხანგრძლივობა

მიღების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სირთულეზე და განსაზღვრავს ექიმი. ექიმის კონსულტაციის გარეშე რეკომენდირებულია ტკივილგამაყუჩებლის მიღება არაუმეტეს 3-5 დღისა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე, ან ვარაუდობთ ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

ორსულობა

არასაკმარისი ინფორმაციის საფუძველზე, სასურველია ანალგინი არ მიიღოთ ორსულობის პირველ სამ თვეში. ორსულობის მეორე ტრიმესტრში ანალგინის მიღება დასაშვებია ექიმის დანიშნულებისამებრ. არ მიიღოთ პრეპარატი ორსულობის მესამე ტრიმესტრში.

მეთამიზოლი აფერხებს თრომბოციტების აგრეგაციის ბუნებრივ ფუნქციას, რამაც მშობიარობის დროს სისხლდენა შეიძლება გამოიწვიოს. გარდა ამისა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფისთვის მნიშვნელოვანი არტერიის ნაადრევი დახურვა (ეს ე.წ. Ductus Botalli - არტერიული არხი ბუნებრივად იხურება ბავშვის დაბადების შემდეგ).

ლაქტაცია

ანალგინის დამშლელი ნივთიერებები გადადის დედის რძეში, აქედან გამომდინარე არ არის რეკომენდირებული ბავშვის ბუნებრივი კვება ანალგინის მიღებიდან 48 საათი.

მართვა და დანადგარების გამოყენება

რეკომენდირებული დოზა არ ახდენს კონცენტრაციაზე ზეგავლენას. სიფრთხილე გამოიჩინეთ ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, სიფრთხილეა საჭირო ალკოჰოლის მიღების შემთხვევაშიც.

მნიშველოვანი ინფორმაცია ანალგინის სხვა კომპონენტების შესახებ

სიმინდის სახამებელი შეიცავს მცირე რაოდენობის გლუტენს, რომელიც იმ პაციენტებისთვისაც კი, რომელთაც აწუხებთ ცელიაკია, მისაღებია.

ანალგინის ტაბლეტი შეიცავს 1,42მმოლ (32,7მგ) ნატრიუმს. თუ თქვენ უმარილო დიეტას იცავთ, ეს ინფორმაცია უნდა გაითვალისწინოთ.

გვერდითი მოვლენები

შედარებით ხშირი (1,000-დან 1-10 პაციენტში)

ვარდისფერი ან მოწითალო გამონაყარი კანზე (მედიკამენტური ეგზანთემა).

იზოლირებული ჰიპოტენზიური რეაქცია, რომელიც უშუალოდ პრეპარატის ზემოქმედებით არის გამოწვეული. წნევის დაქვეითების რისკი შედარებით მაღალია მაღალი ტემპერატურის დროს (ჰიპერპირექსია).

წნევის დაქვეიტების ტიპიური ნიშნებია გულისცემა, სიმკრთალე, კანკალი, თავბრუსხვევა, გულისრევა და გონების დაბინდვა.

იშვიათი (10,000-დან 1-10 პაციენტში)

ჰიპერმგრძნობელობა (ანაფილაკტოიდური ან ანაფილაკსიური რეაქცია). სუსტი რეაქციების დამახასიათებელი ნიშნებია თვალების წვა, ხველა, სურდო, ცემინება, სიმძიმის შეგრძნება გულმკერდის არეში, კანის სიწითლე სახის და თავის არეში, ჭინჭრის ციება დაშეშუპება სახის არეში - იშვიათად გულისრევა და სპაზმი მუცლის არეში. გამაფრთხილებელი ნიშნებია: წვა, ქავილი და სიმხურვალის შეგრძნება ენის ზედა და ქვედა ნაწილში, ხელის და ფეხის გულებზე.

ხსენებული სუსტი რეაქციები შეიძლება გართულდეს და განვითარდეს ძლიერი ჭინჭრის ციება, მძიმე ანგიოდემა (შეშუპება ხორხის არეში), მძიმე ბრონქიალური სპაზმი, ბრადიკარდია, წნევის დაქვეითება, გონების დაბინდვა.

ეს რეაქციები შეიძლება გართულდეს და სიცოცხლისთვის საშიშიც აღმოჩნდეს

ანალგეტიკური ასთმის მქონე პაციენტებში ჰიპერმგრძნობელობა ვლინდება ასთმური შეტევის სახით (იხ. პუნქტი 2 „ანალგინის მიღება არ შეიძლება“).

ლეიკოპენია

გამონაყარი (მაკულოპაპულოზური ეგზანთემა)

ძალიან იშვიათი (10,000-დან1-ზე ნაკლებ პაციენტში)

აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია. ეს რეაქციები გამოწვეულია სავარაუდოდ იმუნოლოგიურად. ეს სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს თუ ადრე გართულებების გარეშე მიღებული გაქვთ მეტამიზოლი. თუ ანალგინს შვიდ დღეზე მეტ ხანს იღებთ, დიდია აგრანულოციტოზის რისკი.

აგრანულოციტოზი ვლინდება შემდეგი სიმპტომებით: მაღალი ტემპერატურა, კანკალი, ყელის ტკივილი, ყლაპვის გაძნელება, ანთება პირის, ცხვირის, ხახის, გენიტალიების ან უკანა ტანის არეში. იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიბიოტიკებს, ეს სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს შედარებით სუსტად. ერითროციტების დალექვის სიჩქარე ძლიერ იმატებს, როცა ლიმფური კვანძი ოდნავ ან საერთოდ არ იზრდება.

თრომბოციტოპენიის დამახასიათებელი ნიშანია მაგ.: ძლიერი სისხლდენა და სისხლჩაქცევა (წერტილოვანი სისხლჩაქცევები კანზე და ლორწოვან გარსზე)

ასთმური შეტევა

სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი

თირკმელების ფუნქციის მწვავე დარღვევა (ანურია), პროტეინურია, მწვავე ინტერსტიციალური ნეფრიტი

სიხშირე არ არის ცნობილი

ანაფილაქსიური შოკი

აპლასტიური ანემია, პანციტოპენია

პანციტოპენიის და აპლასტიური ანემიის ნიშნებია: საერთო მდგომარეობის გაუარესება, ინფექცია, ხანგრძლივი ტემპერატურა, სისხლჩაქცევები, სისხლდენა, სიმკრთალე.

რუბაზონის მჟავას გამო ზოგჯერ შეიძლება აღინიშნებოდეს შარდის წითლად შეღებვა.

სიმინდის სახამებელმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობა.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

გვერდითი მოვლენების შემჩნევის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ექიმს მიმართეთ აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, თუ შეამჩნევთ ისეთ სიმპტომებს, რაც ანოტაციაში არ არის მითითებული. გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ განაცხადი გააკეთოთ

მედიკამენტებისა და სამედიცინო პროდუქტის ფედერალურ სამსახურში

ფარმაკოვიგილანცის განყოფილება

კურტ-გეორგ-კისინგერის ხეივანი 3,

53175 ბონი, გერმანია,

ვებგვერდი: www.bfarm.de

ამით თქვენ დაეხმარებით გვერდითი მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიებას.

ჭარბი დოზა

ღებინება

გულისრევა

მუცლის ტკივილი

თირკმელების ფუნქციის დარღვევა (ინტერსტიციალური ნეფრიტი)

თავბრუსხვევა

სისუსტე

გონების დაბინდვა

კრუნჩხვა

წნევის დაქვეითება, შოკი

ტაქიკარდია.

ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

შენიშვნა: რუბაზონის მჟავას გამო ზოგჯერ შეიძლება აღინიშნებოდეს შარდის წითლად შეღებვა, რომელიც ქრება მკურნალობის დასრულების შემდეგ.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, არ მიიღოთ ორმაგი დოზა. დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი

როგორც ყველა სხვა პრეპარატს, ამ პრეპარატსაც გააჩნია გვერდითი მოვლენები, რომლებიც ყველა პაციენტში არ ვლინდება.

ქვემოთ ჩამოთვლილმა გვერდითმა მოვლენებმა შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე შედეგები. აღარ გააგრძელოთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:

ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებიდან ერთ-ერთის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან ზოგიერთი სიმპტომი (ჰიპერმგრძნობელობა, გამონაყარი კანზე, სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, აგრანულოციტოზი, პანციტოპენია) შესაძლოე სიცოცხლისთვის საშიში იყოს. ასეთ შემთხვევაში აღარ გააგრძელოთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. პრეპარატის მიღების დროული შეწყვეტა შესაძლოა გადამწყვეტი იყოს.

აგრანულოციტოზის, პანციტოპენიის ან თრომბოციტოპენიის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და ექიმთან გადაამოწმოთ სისხლის ანალიზი. მიუხედავად ანალიზის პასუხისა ანალგინის მიღების გაგრძელება არ არის რეკომენდირებული იმ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, რაც მიუთითებს აგრანულოციტოზის განვითარებაზე:

მდგომარეობის უეცარი გაუარესება (ტემპერატურა, კანკალი, ყელის ტკივილი, ყლაპვის გაძნელება)

თუ ტემპერატურა არ იწევს დაბლა ან კვლავ იმატებს

ლორწოვანი გარსის ტკივილი, განსაკუთრებით პირის, ცხვირის, ხახის, გენიტალიების ან უკანა ტანის არეში.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: მეთამიზოლის ნატრიუმი 1 H2O.

1 ტაბლეტი ანალგინი შეიცავს 500მგ მეტამიზოლის ნატრიუმს 1 H2O.

დამხმარე ნივთიერებებია: ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, სიმინდის სახამებელი.

პრეპარატის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი:

ანალგინის ტაბლეტები არის თეთრი ან მოთეთრო, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები ფასეტით და ერთ მხარეს ჩატეხილით.

ორიგინალ შეფუთვაშია 10, 20, 30 და 50 ტაბლეტი.

ფარმაცევტული კომპანია და მწარმოებელი

შპს მედფანო პრეპარატები MEDPHANO ARZNEIMITTEL GmbH

მაიენბერგშტრასე 10-12

15562რიუდერსდორფ

ტელ.: 033 38 / 749-0

ფაქსი 033638 / 749-77

ელ-ფოსტა: [email protected]

წინამდებარე ანოტაცია უკანასკნელად შესწორდა 2013 წლის ოქტომბერში

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შენახვის პირობები

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. პრეპარატი ვარგისია მითითებული თვის ბოლო დღემდე.

შენახვის პირობები:

შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილას!

არ გადააგდოთ პრეპარატი საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან. ამით თქვენ ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

მოხმარების ინსტრუქცია

ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ANALGIN® ტაბლეტები

500 მგ ტაბლეტები

აქტიური ნივთიერება: მეთამიზოლის ნატრიუმი 1 H2O.

გამოიყენება ბავშვებში 10 წლის ასაკიდან და მოზრდილებში

მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით მოხმარების ინსტრუქციას. - შეინახეთ ინსტრუქცია, შესაძლებელია კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა. - დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. - ეს მედიკამენტი თქვენ დაგენიშნათ ინდივიდუალურად. ნუ გადასცემთ მას მესამე პირს, შესაძლბელია პრეპარატმა ზიანი მიაყენოს პაციენტს, იმ შემთხვევაშიც კი თუ მას მსგავსი სიმპტომები ახასიათებს. -თუ აღნიშნული გვერდითი მოვლენებიდან თქვენზე რომელიმე გამოვლინდება ან ადგილი ექნება ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში, შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს. იხ. თავი 4

მოხმარების ინსტრუქცია მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: 1. რას წარმოადგენს ანალგინი და რისთვის გამოიყენება ის? 2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ანალგინის მიღების წინ? 3. როგორ გამოიყენება ანალგინი? 4. რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი? 5. როგორ შევინახოთ ანალგინი? 6. დამატებითი ინფორმაცია

  • რა წარმოადგენს ანალგინის ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება ის?

ანალგინი არის პირაზოლონის ჯგუფის წარმოებული ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალება.

ანალგინი გამოიყენება შემდეგი სიმპტომების სამკურნალოდ:

ტრავმით გამოწვეული ან პოსტოპერაციული ტკივილები

სპაზმური ტკივილები მუცლის არეში (კოლიკი)

სიმსივნის დროს ტკივილები

სხვა მწვავე ან ქრონიკულად მწვავე ტკივილები, რომელთა მკურნალობაც სხვა საშუალებებით არ ხერხდება

მაღალი ტემპერატურა.

  • რა უნდა გაითვალისწინოთ ანალგინის მიღებამდე?

ანალგინის მიღება არ არის რეკომენდირებული

თუ თქვენ ალერგიული ხარ მეთამიზოლის ნატრიუმის ან პირაზოლონის (მაგ.: ფენაზონის, პროფიფენაზონი) აგრეთვე პირაზოლიდინის (მაგ.: ფენილბუტაზონი, ოქსიფენბუტაზონი) მიმართ, იგივე ვრცელდება იმ პაციენტებზე, რომლებსაც აღნინშული ნივთიერების მიღების შემდგომ განუვითარდათ აგრანულოციტოზი

თუ თქვენ ალერგიული ხართ სიმინდის სახამებლისა და მე-6 პუნქტში ჩამოთვლილი დამხმარე ნივთიერებების მიმართ

თუ თქვენ აუტანლობა გახასიათებთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიმართ, ეს ეხება განსაკუთრებით იმ პაციენტებს, რომლებსაც აწუხებთ ბრონქიალური სპაზმი, ურტიკარია, რინიტი, ანგიოდემა და ისეთ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებზე, როგორიცაა სალიცილატი, პარაცეტამოლი, დიკლოფენაკი, იბუპროფენი, ინდომეტაცინი ან ნაპროქსენი, აქვთ რეაქციები, მაგ.: გამონაყარი, სურდო, შეშუპება

თუ თქვენ დაზიანებული გაქვთ ძვლის ტვინი, მაგ.: მკურნალობთ ციტოსტატიკური საშუალებებით

თუ გაწუხებთ ჰემატოპოეტური სისტემის დაავადება

თუ თქვენ თანდაყოლილი გლუკოზა-6-ფოსფატი-დეჰიდროგენაზის ნაკლებობა გაქვთ (გენეტიკური დაავადება, რომელიც იწვევს სისხლის წითელი ბურთულების დაშლას)

ღვიძლის პორფირია (გენეტიკური დაავადება, რომელიც ხელს უშლის სისხლის წითელი ბურთულების წარმოქმნას)

ორსულობის ბოლო ტრიმესტრში

ლაქტაციის პერიოდში

10 წლამდე ბავშვებში.

განსაკუთრებული სიფრთხილე

პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან. ანალგინი შეიცავს პირაზოლონის დერივატს მეტამიზოლს, რაც იშვიათად იწვევს შოკს (სისხლის მიმოქცევის უეცარი შეწყვეტა) და აგრანულოციტოზს (მძიმე დაავადება, გამოწვეული სისხლში თეთრი ბურთულების ნაკლებობით).

თუ თქვენ ალერგიული ხართ ანალგინის მიმართ, შესაძლოა სხვა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიმართაც იგივე რეაქცია გამოვლინდეს.

თუ თქვენ ალერგიული ხართ ანალგინის მიმართ, შესაძლოა პირაზოლონის და პირაზოლიდინის ჯგუფის სხვა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიმართაც იგივე რეაქცია გამოვლინდეს.

თუ გამოვლინდა აგრანულოციტოზი, პანციტოპენია ან თრომბოციტოპენია, რეკომენდირებულია სასწრაფოდ შეწყვიტოთ ანალგინის მიღება და მიმართოთ ექიმს (იხ. პუნქტი 4 „რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი?“).

მძიმე ჰიპერმგრძნობელობა (ანაფილაქსიური რეაქციები)

თუ თქვენ გაწუხებთ ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე დაავადება / აუტანლობა, არსებობს მაღალი რისკი, რომ ანალგინის მიმართაც გარკვეული რეაქცია გამოვლინდება:

აუტანლობა ტკივილგამაყუჩებელი და რევმატიზმის სამკურნალო საშუალებების მიმართ, სიმპტომები ქავილი და შეშუპება (ურტიკარია, ანგიოდემა) (ანალგეტიკა-ასთმა-სინდრომი), (იხ. პუნქტი 2 „ანალგინის მიღება არ შეიძლება“).

ჰაერის უკმარისობა (ბრონქიალური ასთმა), განსაკუთრებით ცხვირის ღრუს ანთება, პარანაზალური ანთება, ცხვირის პოლიპი

ქრონიკული ჭინჭრის ციება (ურტუკარია)

ჰიპერმგრძნობელობა საღებავების (მაგ.: ტარტაცინი) აგრეთვე კონსრევანტების (მაგ.: ბენზოატი) მიმართ

ალკოჰოლის აუტანლობა. ნაკლები რაოდენობის ალკოჰოლის მიღებისას ვლინდება ცემინება, ცრემლდენა, სახის ცვლილება. ალკოჰოლის მსგავსი აუტანლობა შეძლება მიუთითებდეს აქამდე უცნობი ტკივილგამაყუჩებელი საშუალების აუტანლობაზე (იხ. პუნქტი 2 „ანალგინის მიღება არ შეიძლება“).

ჰიპერმგრძნობიარე პაციენტებმა დიდი სიფრთხილით უნდა მიიღონ ანალგინი. ასეთ შემთხვევაში პაციენტეი უნდა იმყოფებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ჰიპერმგრძნობიარე პაციენტებში შეიძლება გამოვლინდეს ანაფილაქსიური შოკი (იხ. პუნქტი4 „რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი?“). განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ პაციენტებმა, რომელთაც აწუხებთ ასთმა და ალერგიული რეაქცია (ატოპია).

კანზე გამოვლენილი მძიმე რეაქცია

მეტამიზოლის ნატრიუმის მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს კანზე სიცოცხლისთვის საშიში რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი). თუ გამოვლინდა კანზე გამონაყარი წყლულების თანხლებით და ლორწოვანის დაზიანებით, რეკომენდირებულია ანალგინის მიღების შეწყვეტა. აღარ გააგრძელოთ მეტამიზოლის ნატრიუმის მიღება (იხ. პუნქტი4 „რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი?“).

არტერიული წნევის ვარდნა (იზოლირებული ჰიპოტენზიური რეაქცია)

ანალგინმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის ვარდნა (იზოლირებული ჰიპოტენზიური რეაქცია) (იხ. პუნქტი4 „რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი?“).

რისკი მაღალია:

თუ გაწუხებთ დაბალი წნევა (ჰიპოტონია), სითხის უკმარისობა, სუსტი სისხლის მიმოქცევა ან სისხლის მიმოქცევის შეწყვეტა საწყის ეტაპზე (გულის ინფარქტი ან მძიმე ტრავმა)

მაღალი სიცხის დროს

თქვენი ექიმი მიიღებს შესაბამის ზომებს, რისკის თავიდან ასაცილებლად.

თუ წნევა მაინც ეცემა, ანალგინის მიღებისას უნდა აკონტროლოთ სისხლის მიმოქცევა.

თირკმელებისა და ღვიძლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტები

თუ თქვენ დარღვეული გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის ფუნქცია, ანალგინი უნდა მიიღოთ განსაკუთრებული სიფრთხილით (იხ. პუნქტი3 „თირკმელებისა და ღვიძლის დარღვეული ფუნქცია“).

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებში ანალგინის მეტაბოლური ნივთიერების გამოყოფა შენელებულია.

ბავშვები და მოზარდები

ანალგინი ინიშნება ბავშვებში 10 წლის ასაკიდან, რომელთა სხეულის მასა აღემატება32კგ-ს.

პრეპარატის მიღება სხვა წამლებთან კომბინაციაში

აცნობეთ ექიმს თუ იღებდით, იღებთ ან აპირებთ რაიმე სხვა პრეპარატის მიღებას.

მეტამიზოლის ნატრიუმი აქვეითებს სისხლში ციკლოსპორინის კონცენტრაციას (ეს პრეპარატი თრგუნავს დამცავ სისტემას). აქედან გამომდინარე ანალგინის პარალელურად მიღებისას უნდა ვაკონტროლოთ სისხლში ციკლოსპორინის კონცენტრაცია.

მეტამიზოლის ნატრიუმის მიღებამ მეთოტრექსატთან ერთად შეიძლება დააზიანოს სისხლის ფორმოვანი ელემენტების წარმოება, განსაკუთრებით დიდ რისკს წარმოადგენს ხანდაზმულ პაციენტებში. აქედან გამომდინარე არ არის რეკომენდირებული აღნიშნული კომბინაცია.

ანალგინის მიღებამ ქლორპრომაზინთან (ანტიფსიქოზური საშუალება) ერთად შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოთერმია.

პირაზოლონის ჯგუფის პრეპარატებში (ამ ჯგუფს განეკუთვნება ანალგინიც) ცნობილია, რომ სხვა წამლებთან კომბინაციაში უერთიერთქმედებას იწვევს:

ორალური ანტიკოაგულანტები

კაპტოპრილი (წნევის დამწევი და გულის დაავადების სამკკურნალო საშუალება)

ლითიუმი (ანტიფსიქოზური საშუალება)

დიურეტიკა (მაგ.: ტრიამტერენი)

წნევის დამწევი საშუალება (ანტიჰიპერტენზიული საშუალება)

რა სახის ურთიერთქმედებას იწვევს ანალგინი არ არის ცნობილი.

ალკოჰოლთან ერთად ანალგინის მიღება

ანალგინის მიღების პერიოდში შეძლებისდაგვარად შეიკავეთ თავი ალკოჰოლის მიღებისგან.

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ხართ ორსულად ან ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე, ან ვარაუდობთ ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

ორსულობა

არასაკმარისი ინფორმაციის საფუძველზე, სასურველია ანალგინი არ მიიღოთ ორსულობის პირველ სამ თვეში. ორსულობის მეორე ტრიმესტრში ანალგინის მიღება დასაშვებია ექიმის დანიშნულებისამებრ. არ მიიღოთ პრეპარატი ორსულობის მესამე ტრიმესტრში.

მეთამიზოლი აფერხებს თრომბოციტების აგრეგაციის ბუნებრივ ფუნქციას, რამაც მშობიარობის დროს სისხლდენა შეიძლება გამოიწვიოს. გარდა ამისა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფისთვის მნიშვნელოვანი არტერიის ნაადრევი დახურვა (ეს ე.წ. Ductus Botalli - არტერიული არხი ბუნებრივად იხურება ბავშვის დაბადების შემდეგ).

ლაქტაცია

ანალგინის დამშლელი ნივთიერებები გადადის დედის რძეში, აქედან გამომდინარე არ არის რეკომენდირებული ბავშვის ბუნებრივი კვება ანალგინის მიღებიდან 48 საათი.

მართვა და დანადგარების გამოყენება

რეკომენდირებული დოზა არ ახდენს კონცენტრაციაზე ზეგავლენას. სიფრთხილე გამოიჩინეთ ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, სიფრთხილეა საჭირო ალკოჰოლის მიღების შემთხვევაშიც.

მნიშველოვანი ინფორმაცია ანალგინის სხვა კომპონენტების შესახებ

სიმინდის სახამებელი შეიცავს მცირე რაოდენობის გლუტენს, რომელიც იმ პაციენტებისთვისაც კი, რომელთაც აწუხებთ ცელიაკია, მისაღებია.

ანალგინის ტაბლეტი შეიცავს 1,42მმოლ (32,7მგ) ნატრიუმს. თუ თქვენ უმარილო დიეტას იცავთ, ეს ინფორმაცია უნდა გაითვალისწინოთ.

  • ანალგინის ტაბელეტბი მიღების წესი

მიიღეთ ანალგინი ექიმის დანიშნულებისამებრ. დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზები

თუ ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის დანიშნული, რეკომენდირებული დოზა შეადგენს:

დოზები დამოკიდებულია ტკივილის, ტემპერატურის ინტენსივობაზე და თუ როგორ იღებს თქვენი ორგანიზმი ანალგინის ტაბლეტებს.

თუ როგორ უნდა მიიღოთ ანალგინი, ამას გეტყვით თქვენი ექიმი. სუსტი ტკივილის ან დაბალი სიცხის დროს რეკომენდირებულია დაბალი დოზა. ბავშვებში სიცხის დროს რეკომენდირებულია 10მგ მეტამიზოლის ნატრიუმი 1 H2O სხეულის წონის თითო კილოგრამზე.

10 -დან 14 წლამდე მოზარდებისთვის რეკომენდირებულია 8-16მგ ერთეული დოზა მეტამიზოლის ნატრიუმი 1 H2O სხეულის წონის თითო კილოგრამზე.

15 წლიდან მოზრდილებში (>53კგ) რეკომენდირებულია 1000მგ ერთეული დოზა. დღიური მაქსიმალური დოზა შეადგენს 4-ჯერ დღეში.

ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მოცემულია რეკომენდირებული ერთეული და დღიური მაქსიმალური დოზა.

ასაკი

(სხეულის ცონა)

ერთეული დოზა

დღიური მაქსიმალური დოზა

10-14 წელი

(32-53კგ)

1 ტაბლეტი ანალგინი (500მგ მეტამიზოლის ნატრიუმი 1 H2O)

4 ტაბლეტი (2000მგ მეტამიზოლის ნატრიუმი 1 H2O)

მოზრდილები 15 წლიდან

(>53კგ)

1-2 ტაბლეტი ანალგინი (500-1000მგ მეტამიზოლის ნატრიუმი 1 H2O)

8 ტაბლეტი (4000მგ მეტამიზოლის ნატრიუმი 1 H2O)

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებში დოზები უნდა შემცირდეს, რადგან ანალგინის მეტაბოლური ნივთიერების გამოყოფა შენელებულია.

საერთო სისუსტე და შეზღუდული კრეატინინის კლირენსი

პაციენტებში, რომელთაც ახასიათებთ საერთო სისუსტე და შეზღუდული კრეატინინის კლირენსი, რეკომენდირებულია დოზების შემცირება, რადგან ანალგინის მეტაბოლური ნივთიერების გამოყოფა შენელებულია.

თირკმელებისა და ღვიძლის შეზღუდული ფუნქცია

რადგან თირკმელებისა და ღვიძლის შეზღუდული ფუნქციის დროს ელიმინაციის სიჩქარე შემცირებულია, არ არის რეკომენდირებულია მრავალჯერადად დიდი დოზის მიღება. მოკლე დროით მიღების შემთხვევაში არ არის აუცილებელი დოზის შემცირება. ხანგრძლივი მოხმარების შემთხვევაში არ არის წარმოდგენილი ცდები.

მიღების წესი

ტაბლეტი უნდა მიიღოთ მთლიანად, არ დაღეჭოთ და მიაყოლეთ საკმარისი რაოდენობის სითხე (მაგ.: ერთი ჭიქა წყალი).

შენიშვნა:

იმისათვის, რომ ბლისტერული შეფუთვა ბავშვებისგან უკეთ იყოს დაცული, მასზე დაკრული ფოლიე შედარებით მყარია. ბლისტერის გახსნამდე ფოლიე ჩაჭერით მაკრატლით ან ფრჩხილით და ტაბლეტს მარტივად ამოიღებთ.

მიღების ხანგრძლივობა

მიღების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სირთულეზე და განსაზღვრავს ექიმი. ექიმის კონსულტაციის გარეშე რეკომენდირებულია ტკივილგამაყუჩებლის მიღება არაუმეტეს 3-5 დღისა.

ჭარბი დოზა

ჭარბი დოზის მიღება ვლინდება შემდეგი სიმპტომებით:

ღებინება

გულისრევა

მუცლის ტკივილი

თირკმელების ფუნქციის დარღვევა (ინტერსტიციალური ნეფრიტი)

თავბრუსხვევა

სისუსტე

გონების დაბინდვა

კრუნჩხვა

წნევის დაქვეითება, შოკი

ტაქიკარდია.

ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

შენიშვნა: რუბაზონის მჟავას გამო ზოგჯერ შეიძლება აღინიშნებოდეს შარდის წითლად შეღებვა, რომელიც ქრება მკურნალობის დასრულების შემდეგ.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, არ მიიღოთ ორმაგი დოზა. დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი

როგორც ყველა სხვა პრეპარატს, ამ პრეპარატსაც გააჩნია გვერდითი მოვლენები, რომლებიც ყველა პაციენტში არ ვლინდება.

ქვემოთ ჩამოთვლილმა გვერდითმა მოვლენებმა შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე შედეგები. აღარ გააგრძელოთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:

ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებიდან ერთ-ერთის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან ზოგიერთი სიმპტომი (ჰიპერმგრძნობელობა, გამონაყარი კანზე, სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, აგრანულოციტოზი, პანციტოპენია) შესაძლოე სიცოცხლისთვის საშიში იყოს. ასეთ შემთხვევაში აღარ გააგრძელოთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. პრეპარატის მიღების დროული შეწყვეტა შესაძლოა გადამწყვეტი იყოს.

აგრანულოციტოზის, პანციტოპენიის ან თრომბოციტოპენიის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და ექიმთან გადაამოწმოთ სისხლის ანალიზი. მიუხედავად ანალიზის პასუხისა ანალგინის მიღების გაგრძელება არ არის რეკომენდირებული იმ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, რაც მიუთითებს აგრანულოციტოზის განვითარებაზე:

მდგომარეობის უეცარი გაუარესება (ტემპერატურა, კანკალი, ყელის ტკივილი, ყლაპვის გაძნელება)

თუ ტემპერატურა არ იწევს დაბლა ან კვლავ იმატებს

ლორწოვანი გარსის ტკივილი, განსაკუთრებით პირის, ცხვირის, ხახის, გენიტალიების ან უკანა ტანის არეში.

გვერდითი მოვლენები

შედარებით ხშირი (1,000-დან 1-10 პაციენტში)

ვარდისფერი ან მოწითალო გამონაყარი კანზე (მედიკამენტური ეგზანთემა).

იზოლირებული ჰიპოტენზიური რეაქცია, რომელიც უშუალოდ პრეპარატის ზემოქმედებით არის გამოწვეული. წნევის დაქვეითების რისკი შედარებით მაღალია მაღალი ტემპერატურის დროს (ჰიპერპირექსია).

წნევის დაქვეიტების ტიპიური ნიშნებია გულისცემა, სიმკრთალე, კანკალი, თავბრუსხვევა, გულისრევა და გონების დაბინდვა.

იშვიათი (10,000-დან 1-10 პაციენტში)

ჰიპერმგრძნობელობა (ანაფილაკტოიდური ან ანაფილაკსიური რეაქცია). სუსტი რეაქციების დამახასიათებელი ნიშნებია თვალების წვა, ხველა, სურდო, ცემინება, სიმძიმის შეგრძნება გულმკერდის არეში, კანის სიწითლე სახის და თავის არეში, ჭინჭრის ციება დაშეშუპება სახის არეში - იშვიათად გულისრევა და სპაზმი მუცლის არეში. გამაფრთხილებელი ნიშნებია: წვა, ქავილი და სიმხურვალის შეგრძნება ენის ზედა და ქვედა ნაწილში, ხელის და ფეხის გულებზე.

ხსენებული სუსტი რეაქციები შეიძლება გართულდეს და განვითარდეს ძლიერი ჭინჭრის ციება, მძიმე ანგიოდემა (შეშუპება ხორხის არეში), მძიმე ბრონქიალური სპაზმი, ბრადიკარდია, წნევის დაქვეითება, გონების დაბინდვა.

ეს რეაქციები შეიძლება გართულდეს და სიცოცხლისთვის საშიშიც აღმოჩნდეს

ანალგეტიკური ასთმის მქონე პაციენტებში ჰიპერმგრძნობელობა ვლინდება ასთმური შეტევის სახით (იხ. პუნქტი 2 „ანალგინის მიღება არ შეიძლება“).

ლეიკოპენია

გამონაყარი (მაკულოპაპულოზური ეგზანთემა)

ძალიან იშვიათი (10,000-დან1-ზე ნაკლებ პაციენტში)

აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია. ეს რეაქციები გამოწვეულია სავარაუდოდ იმუნოლოგიურად. ეს სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს თუ ადრე გართულებების გარეშე მიღებული გაქვთ მეტამიზოლი. თუ ანალგინს შვიდ დღეზე მეტ ხანს იღებთ, დიდია აგრანულოციტოზის რისკი.

აგრანულოციტოზი ვლინდება შემდეგი სიმპტომებით: მაღალი ტემპერატურა, კანკალი, ყელის ტკივილი, ყლაპვის გაძნელება, ანთება პირის, ცხვირის, ხახის, გენიტალიების ან უკანა ტანის არეში. იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიბიოტიკებს, ეს სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს შედარებით სუსტად. ერითროციტების დალექვის სიჩქარე ძლიერ იმატებს, როცა ლიმფური კვანძი ოდნავ ან საერთოდ არ იზრდება.

თრომბოციტოპენიის დამახასიათებელი ნიშანია მაგ.: ძლიერი სისხლდენა და სისხლჩაქცევა (წერტილოვანი სისხლჩაქცევები კანზე და ლორწოვან გარსზე)

ასთმური შეტევა

სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი

თირკმელების ფუნქციის მწვავე დარღვევა (ანურია), პროტეინურია, მწვავე ინტერსტიციალური ნეფრიტი

სიხშირე არ არის ცნობილი

ანაფილაქსიური შოკი

აპლასტიური ანემია, პანციტოპენია

პანციტოპენიის და აპლასტიური ანემიის ნიშნებია: საერთო მდგომარეობის გაუარესება, ინფექცია, ხანგრძლივი ტემპერატურა, სისხლჩაქცევები, სისხლდენა, სიმკრთალე.

რუბაზონის მჟავას გამო ზოგჯერ შეიძლება აღინიშნებოდეს შარდის წითლად შეღებვა.

სიმინდის სახამებელმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობა.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

გვერდითი მოვლენების შემჩნევის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ექიმს მიმართეთ აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, თუ შეამჩნევთ ისეთ სიმპტომებს, რაც ანოტაციაში არ არის მითითებული. გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ განაცხადი გააკეთოთ

მედიკამენტებისა და სამედიცინო პროდუქტის ფედერალურ სამსახურში

ფარმაკოვიგილანცის განყოფილება

კურტ-გეორგ-კისინგერის ხეივანი 3,

53175 ბონი, გერმანია,

ვებგვერდი: www.bfarm.de

ამით თქვენ დაეხმარებით გვერდითი მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიებას.

  • ანალგინის შენახვის პირობები

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. პრეპარატი ვარგისია მითითებული თვის ბოლო დღემდე.

შენახვის პირობები:

შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილას!

არ გადააგდოთ პრეპარატი საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან. ამით თქვენ ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ანალგინის ტაბლეტები:

აქტიური ნივთიერება: მეთამიზოლის ნატრიუმი 1 H2O.

1 ტაბლეტი ანალგინი შეიცავს 500მგ მეტამიზოლის ნატრიუმს 1 H2O.

დამხმარე ნივთიერებებია: ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, სიმინდის სახამებელი.

პრეპარატის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი:

ანალგინის ტაბლეტები არის თეთრი ან მოთეთრო, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები ფასეტით და ერთ მხარეს ჩატეხილით.

ორიგინალ შეფუთვაშია 10, 20, 30 და 50 ტაბლეტი.

ფარმაცევტული კომპანია და მწარმოებელი

შპს მედფანო პრეპარატები MEDPHANO ARZNEIMITTEL GmbH

მაიენბერგშტრასე 10-12

15562რიუდერსდორფ

ტელ.: 033 38 / 749-0

ფაქსი 033638 / 749-77

ელ-ფოსტა: [email protected]

წინამდებარე ანოტაცია უკანასკნელად შესწორდა 2013 წლის ოქტომბერში

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა