ანალგინი-დარნიცა
Analgin-Darnytsia
სხვადასხვა წარმოშობის ტკივილის სინდრომი: თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, ნევრალგია, რადიკულიტი, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი, მენსტრუალური ტკივილი. როგორც დამხმარე საშუალება ტკივილის შესამსუბუქებლად ქირურგიული და დიაგნოსტიკური პროცედურების შემდეგ. ჰიპერთერმიის სინდრომი ინფექციური და ანთებითი დაავადებების დროს.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- მეტამიზოლ (metamizole)
- ფორმა და შეფუთვა
- 500მგ ტაბლეტი №10 (პირველადი შეფუთვით)
- მწარმოებელი
- «Pharmaceutical Firm «Darnytsia» PJSC, უკრაინა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანალგეზური საშუალებები, პირაზოლონები
- ATC კოდი
- N02BB02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045138
- რეგისტრირებულია
- 31 მარტი 2026, მოქმედებს 31 მარტი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- «Pharmaceutical Firm «Darnytsia» PJSC (უკრაინა)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ანალგინი-დარნიცა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
სხვადასხვა წარმოშობის ტკივილის სინდრომი: თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, ნევრალგია, რადიკულიტი, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი, მენსტრუალური ტკივილი. როგორც დამხმარე საშუალება ტკივილის შესამსუბუქებლად ქირურგიული და დიაგნოსტიკური პროცედურების შემდეგ. ჰიპერთერმიის სინდრომი ინფექციური და ანთებითი დაავადებების დროს.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილებს და 14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში მიიღება პერორალურად 250–500 მგ (½–1 ტაბლეტი) 1–2-ჯერ დღეში. ტაბლეტები მიიღება ჭამის შემდეგ; ტაბლეტები არ უნდა დაიღეჭოს, არ უნდა დაიწუწნოს, მიიღება დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით.
მაქსიმალური დღიური დოზა - 1 გ.
12-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები: 250 მგ 1–2-ჯერ დღეში.
ანალგინი განკუთვნილია ხანმოკლე სიმპტომური გამოყენებისთვის. მკურნალობის კურსი - არა უმეტეს 3 დღეს.
თუ სიმპტომები 3 დღის განმავლობაში არ გაქრა, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია მედიკამენტის შემდგომი გამოყენების შესახებ.
ბავშვები.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, მათ შორის პირაზოლონის წარმოებულების მიმართ. პერიფერიული სისხლის შემადგენლობის ცვლილებები: აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია.
სისხლის დაავადებები: ნებისმიერი ეტიოლოგიის ანემია, ციტოსტატიკური ან ინფექციური ნეიტროპენია.
ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის გამოხატული ცვლილებები (პორფირინის მეტაბოლიზმი).
გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას თანდაყოლილი დეფიციტი.
ბრონქიალური ასთმა.
საეჭვო მწვავე ქირურგიული პათოლოგია.
სიფრთხილის ზომები
ამ მედიკამენტით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. არ შეიძლება სამკურნალო საშუალების რეკომენდებული დოზის გადამეტება.
კანის მძიმე რეაქციები
მეტამიზოლით მკურნალობის დროს დაფიქსირებულია კანის მძიმე რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და წამლით გამოწვეული ეოზინოფილია სისტემური სიმპტომებით (DRESS), რომლებიც შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში ან ფატალური.
პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი კანის რეაქციების ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და აუცილებელია მათი მდგომარეობის კონტროლი.
თუ გამოვლინდება ამ რეაქციების ნიშნები და სიმპტომები, მეტამიზოლით მკურნალობა უნდა შეწყდეს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა განახლდეს (იხილეთ პუნქტი „უკუჩვენებები“).
ეს პრეპარატი არ გამოიყენება მუცლის მწვავე ტკივილის შესამსუბუქებლად (სანამ მიზეზი არ დადგინდება). რადგან მეტამიზოლ ნატრიუმს აქვს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები, მან შეიძლება შენიღბოს ინფექციის ნიშნები, არაინფექციური დაავადებების სიმპტომები და გართულებები ტკივილის სინდრომით, რაც ართულებს მათ დიაგნოსტირებას.
ამ მედიკამენტის გამოყენებისას აუცილებელია ალკოჰოლური სასმელების მიღებისგან თავის შეკევაბა.
ეს მედიკამენტი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში:
ხანდაზმულები - შეიძლება გაზარდოს გვერდითი რეაქციების სიხშირე, განსაკუთრებით საჭმლის მომნელებელ სისტემის მხრივ;
არსებული ან წარსულში გადატანილი ალერგიული დაავადებების (მათ შორის თივის ცხელების) დროს - იზრდება ალერგიული რეაქციების რისკი;
თირკმლის ფუნქციის დარღვევის ან თირკმლის დაავადების ისტორიის მქონე პაციენტებში (პიელონეფრიტი, გლომერულონეფრიტი);
ნაწლავების ანთებითი დაავადებების, მათ შორის წყლულოვანი კოლიტის და კრონის დაავადების დროს;
მძიმე არტერიული ჰიპოტენზიის, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის დროს;
ანამნეზში ალკოჰოლის მოხმარებისას ხანგრძლივი დროის განმავლობაში;
ციტოსტატიკური პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას (მხოლოდ ექიმის კონტროლის ქვეშ).
ბავშვებში გამოყენებისას საჭიროა მუდმივი ექიმის მეთვალყურეობა.
ამ მედიკამენტის გამოყენებისას უნდა კონტროლდებოდეს პერიფერიული სისხლის შემადგენლობა (ლეიკოციტების რაოდენობა).
ამ პრეპარატის რეგულარული ხანგრძლივი გამოყენება არ არის რეკომენდებული მეტამიზოლ ნატრიუმის მარილის მიელოტოქსიკურობის გამო.
პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას (7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში) უნდა გაკონტროლდეს პერიფერიული სისხლის შემადგენლობა (მეტამიზოლის მიელოტოქსიკურობის გამო), ასევე თირკმლის და ღვიძლის ფუნქცია.
ღვიძლის მედიკამენტოზური დაზიანება
მეტამიზოლის მიმღებ პაციენტებში დაფიქსირდა ღვიძლის მედიკამენტოზური დაზიანების შემთხვევები, ძირითადად ჰეპატოცელულარული ხასიათის, რაც მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე პერიოდში გამოვლინდა. ნიშნები და სიმპტომები მოიცავს შრატში ღვიძლის ფერმენტების მომატებას, სიყვითლით ან მის გარეშე, ხშირად სხვა პრეპარატების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების ფონზე (მაგალითად, კანზე გამონაყარი, სისხლის დისკრაზიები, ცხელება და ეოზინოფილია) ან აუტოიმუნური ჰეპატიტის ნიშნების თანხლებით. პაციენტთა უმეტესობაში მდგომარეობა ნორმას დაუბრუნდა მეტამიზოლით თერაპიის შეწყვეტის შემდეგ. თუმცა, აღწერილია ღვიძლის მწვავე უკმარისობის პროგრესირების ცალკეული შემთხვევები, რომლებიც ღვიძლის გადანერგვას საჭიროებს.
მეტამიზოლით გამოწვეული ღვიძლის დაზიანების მექანიზმი ბოლომდე არ არის ახსნილი, თუმცა არსებული მონაცემები მიუთითებს იმუნოალერგიულ მექანიზმზე.
პაციენტებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია ექიმთან კონსულტაციის აუცილებლობის შესახებ, თუ გამოვლინდება სიმპტომები, რომლებიც მიუთითებს ღვიძლის დაზიანებაზე. ასეთ შემთხვევებში, მეტამიზოლის მიღება უნდა შეწყდეს და ღვიძლის ფუნქცია უნდა შეფასდეს.
თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა და ღებინება, ცხელება, დაღლილობა, მადის დაკარგვა, მუქი შარდი, ღია ფერის განავალი, კანის ან თვალების თეთრი გარსის გაყვითლება, ქავილი, გამონაყარი ან მუცლის ზედა ნაწილში ტკივილი, მეტამიზოლის მიღება უნდა შეწყდეს და პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს კონსულტაციისთვის. მეტამიზოლი არ უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებსაც მეტამიზოლით მკურნალობის დროს ღვიძლის დაზიანება განუვითარდათ, თუ ღვიძლის დაზიანების სხვა მიზეზები არ არის გამოვლენილი.
მკურნალობის დაწყებამდე პაციენტებს უნდა ეცნობოთ, რომ თუ გაურკვეველი მიზეზით გამოვლინდება შემცივნება, სიცხე, ყელის ტკივილი, ყლაპვის გაძნელება, ღრძილებიდან სისხლდენა, კანის სიფერმკრთალე, ასთენია, ან განვითარდება ვაგინიტი ან პროქტიტი, მედიკამენტის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ასევე, გამოყენება უნდა შეწყდეს, თუ კანზე ან ლორწოვან გარსებზე განვითარდება გამონაყარი. თუ ეს სიმპტომები გამოვლინდა, აუცილებელია დაუყოვნებლივ ექიმთან კონსულტაცია.
ამ მედიკამენტის მიღებისას, მეტამიზოლ ნატრიუმის მეტაბოლიტის გამოყოფის გამო, შესაძლოა აღინიშნოს შარდის წითელი შეფერილობა.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ეთანოლი - აძლიერებს ეთანოლის სედატიურ ეფექტს.
ქლორპრომაზინი ან სხვა ფენოთიაზინის წარმოებულები - ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰიპოთერმია.
რადიოკონტრასტული საშუალებები, კოლოიდური სისხლის შემცვლელები და პენიცილინი - არ გამოიყენება მეტამიზოლ ნატრიუმით მკურნალობის დროს.
ციკლოსპორინი - ერთდროული გამოყენება ამცირებს ციკლოსპორინის კონცენტრაციას სისხლში.
პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტები, გლუკოკორტიკოსტეროიდები, ფენიტოინი, იბუპროფენი და ინდომეტაცინი - მეტამიზოლ ნატრიუმი ზრდის ამ პრეპარატების აქტივობას მათი ცილებთან შეკავშირების ადგილებიდან განდევნით.
ფენილბუტაზონი, გლუტეთიმიდი, ბარბიტურატები და ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების სხვა ინდუქტორები - ერთდროული გამოყენებისას ამცირებენ მეტამიზოლ ნატრიუმის ეფექტურობას.
არანარკოტიკული ანალგეტიკები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ჰორმონალური კონტრაცეპტივები და ალოპურინოლი - მეტამიზოლ ნატრიუმის ამ პრეპარატებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს მისი ტოქსიკურობა.
სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები - აძლიერებენ მათ ტკივილგამაყუჩებელ და სიცხის დამწევ ეფექტებს, რაც ზრდის დამატებითი გვერდითი ეფექტების ალბათობას.
სედატიური საშუალებები და დამამშვიდებლები (სიბაზონი, ტრიოქსაზინი, ვალოკორდინი) - აძლიერებენ მეტამიზოლ ნატრიუმის ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს.
სარკოლიზინი, მერკაზოლილი, თიამაზოლი და ძვლის ტვინის აქტივობის დამთრგუნველი პრეპარატები, მათ შორის ოქროს შემცველი პრეპარატები - ზრდიან ჰემატოტოქსიურობის, მათ შორის ლეიკოპენიის განვითარებას რისკს.
კოდეინი, ჰისტამინური H2 ბლოკატორები და პროპრანოლოლი - აძლიერებენ მეტამიზოლ ნატრიუმის ეფექტს.
სიფრთხილეა საჭირო ამ მედიკამენტის სულფონამიდურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან (გაძლიერებულია ჰიპოგლიკემიური ეფექტი) და შარდმდენებთან (ფუროსემიდი) ერთად მიღებისას.
მიელოტოქსიური პრეპარატები იწვევენ ჰემატოტოქსიკურობის მომატებას.
მეთოტრექსატი - მეტამიზოლმა მაღალი დოზებით შეიძლება გაზარდოს მეთოტრექსატის კონცენტრაცია პლაზმაში და გააძლიეროს მისი ტოქსიკური ეფექტები საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და სისხლმბად სისტემაზე).
გამოყენების თავისებურებები.
ამ მედიკამენტით მკურნალობის დაწყებამდე მიმართეთ ექიმს.
არ გადააჭარბოთ ამ მედიკამენტის რეკომენდებულ დოზებს.
კანის მძიმე რეაქციები
კანის მძიმე რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და წამლით გამოწვეული ეოზინოფილია სისტემური სიმპტომებით (DRESS), რომლებიც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში ან ფატალური იყოს, დაფიქსირდა მეტამიზოლით მკურნალობისას.
პაციენტებს უნდა ეცნობოთ კანის რეაქციების ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და აუცილებელია მათი კონტროლი.
თუ გამოვლინდება ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც მიუთითებს ამ რეაქციებზე, მეტამიზოლით მკურნალობა უნდა შეწყდეს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა განახლდეს (იხილეთ პუნქტი „უკუჩვენებები“).
ეს პრეპარატი არ გამოიყენება მუცლის მწვავე ტკივილის შესამსუბუქებლად (სანამ მიზეზი არ დადგინდება). რადგან მეტამიზოლ ნატრიუმს აქვს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები, მან შეიძლება შენიღბოს ინფექციის ნიშნები, არაინფექციური დაავადებების სიმპტომები და გართულებები ტკივილის სინდრომით, რამაც შეიძლება გაართულოს მათი დიაგნოსტირება.
ამ მედიკამენტის გამოყენებისას აუცილებელია ალკოჰოლური სასმელების მოხმარებისგან თავის შეკავება.
ეს მედიკამენტი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ პაციენტებში:
ხანდაზმულები - შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციების სიხშირის მომატება, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის სისტემასთან დაკავშირებული რეაქციების;
არსებული ალერგიული დაავადებების (მათ შორის თივის ცხელების) ან ამ დაავადებების ანამნეზის მქონე პაციენტები - ალერგიული რეაქციების რისკი იზრდება;
თირკმლის ფუნქციის დარღვევით, თირკმლის დაავადების ანამნეზით (პიელონეფრიტი, გლომერულონეფრიტი);
ნაწლავების ანთებითი დაავადებების დროს, მათ შორის წყლულოვანი კოლიტისა და კრონის დაავადების დროს;
მძიმე არტერიული ჰიპოტენზიის, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის დროს;
ანამნეზში ხანგრძლივი დროის განავლობაში ალკოჰოლის მოხმარების დროს;
ციტოსტატიკური პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას (მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ).
ბავშვებში გამოყენებისას საჭიროა მუდმივი სამედიცინო კონტროლი.
ამ პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია პერიფერიული სისხლის შემადგენლობის (ლეიკოციტების ფორმულა) კონტროლი.
ამ პრეპარატის რეგულარული ხანგრძლივი გამოყენება არ არის რეკომენდებული მეტამიზოლის ნატრიუმის მარილის მიელოტოქსიკურობის გამო.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას (7 დღეზე მეტი) უნდა კონტროლდებოდეს პერიფერიული სისხლის ანალიზი (მეტამიზოლის მიელოტოქსიკურობის გამო), თირკმლის და ღვიძლის ფუნქცია.
ღვიძლის მედიკამენტოზური დაზიანება
მეტამიზოლის მიმღებ პაციენტებში დაფიქსირდა ღვიძლის მედიკამენტოზური დაზიანების შემთხვევები, ძირითადად ჰეპატოცელულარული, რომლებიც როგორც წესი, მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე ვლინდება. ნიშნები და სიმპტომები მოიცავს შრატში ღვიძლის ფერმენტების მომატებულ დონეს, სიყვითლით ან მის გარეშე, ხშირად სხვა პრეპარატების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების ფონზე (მაგ., კანზე გამონაყარი, სისხლის დისკრაზიები, ცხელება და ეოზინოფილია) ან აუტოიმუნური ჰეპატიტის ნიშნების თანხლებით. პაციენტთა უმეტესობაში მდგომარეობა ნორმას დაუბრუნდა მეტამიზოლით თერაპიის შეწყვეტის შემდეგ. თუმცა, აღწერილია ღვიძლის მწვავე უკმარისობამდე პროგრესირების ცალკეული შემთხვევები, რომლებიც საჭიროებდნენ ღვიძლის გადანერგვას.
მეტამიზოლით გამოწვეული ღვიძლის დაზიანების მექანიზმი ბოლომდე არ არის გასაგები, თუმცა არსებული მონაცემები მიუთითებს იმუნოალერგიულ მექანიზმზე. პაციენტებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია, რომ მიმართონ ექიმს, თუ გამოვლინდება ღვიძლის დაზიანებაზე მიმანიშნებელი სიმპტომები. ასეთ შემთხვევებში, მეტამიზოლის მიღება უნდა შეწყდეს და შეფასდეს ღვიძლის ფუნქცია.
თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა და ღებინება, ცხელება, დაღლილობა, მადის დაკარგვა, მუქი შარდი, ღია ფერის განავალი, კანის ან თვალის თეთრი გარსის გაყვითლება, ქავილი, გამონაყარი ან მუცლის ზედა ნაწილში ტკივილი, მეტამიზოლის მიღება უნდა შეწყდეს და პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს. მეტამიზოლი არ უნდა იქნას ხელახლა გამოყენებული იმ პაციენტების მიერ, რომლებსაც მეტამიზოლით მკურნალობის დროს განუვითარდათ ღვიძლის დაზიანება, თუ ღვიძლის დაზიანების სხვა მიზეზები არ არის გამოვლენილი.
მკურნალობის დაწყებამდე პაციენტებს უნდა ეცნობოთ, რომ თუ გაურკვეველი მიზეზით გამოვლინდება შემცივნება, სიცხე, ყელის ტკივილი, ყლაპვის გაძნელება, ღრძილებიდან სისხლდენა, კანის სიფერმკრთალე, ასთენია ან ვაგინიტის ან პროქტიტის განვითარებისას, მედიკამენტის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ასევე, მედიკამენტის გამოყენება უნდა შეწყდეს, თუ კანზე ან ლორწოვან გარსებზე განვითარდება გამონაყარი. თუ ეს სიმპტომები გამოვლინდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
მედიკამენტის მიღების დროს შარდი შეიძლება გაწითლდეს მეტამიზოლ ნატრიუმის მეტაბოლიტის გამოყოფის გამო.
გვერდითი მოვლენები
ღვიძლისა და სანაღვლე გზების დარღვევები: ჰეპატიტი, ღვიძლის მედიკამენტოზური დაზიანება, მათ შორის მწვავე ჰეპატიტი, სიყვითლე და ღვიძლის ფერმენტების მომატება (იხ. „ გამოყენების თავისებურებები“).
თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები: ოლიგურია, ანურია, პროტეინურია, ინტერსტიციული ნეფრიტი და შარდის წითელი ფერი.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები: არტერიული წნევის დაქვეითება, ტაქიკარდია.
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები: აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ანემია და გრანულოციტოპენია.
იმუნური სისტემის დარღვევები: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის კანისა და ლორწოვანი გარსების გამონაყარი, კანის ჰიპერემია, ქავილი, ჭინჭრის ციება, კონიუნქტივიტი და ანგიონევროზული შეშუპება; ბრონქოსპასტიკური სინდრომი, ანაფილაქტოიდური რეაქციები და ანაფილაქსიური შოკი.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: იშვიათი - სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი; სიხშირე უცნობია – წამლით გამოწვეული ეოზინოფილია სისტემური სიმპტომებით (DRESS).
ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილზე ცვლილებები: ინექციის ადგილზე ინფილტრატები (კუნთშიდა ინექციის დროს), ჰიპერემია, შეშუპება, ადგილობრივი გამონაყარი და ქავილი ინექციის ადგილას.
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება.
პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია. ეს შესაბამისი სამკურნალო პროდუქტის სარგებლისა და რისკის ბალანსზე მუდმივი მონიტორინგის საშუალებას იძლევა. ჯანდაცვის სპეციალისტები ვალდებულნი არიან ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ შეატყობინონ ეროვნული ანგარიშგების სისტემის მეშვეობით.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
ჭარბი დოზა
სიმპტომები: ჰიპოთერმია, გულისცემის აჩქარება, არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, ტაქიკარდია, დისფაგია, ქოშინი, ხმაური ყურებში, გულისრევა, ღებინება, გასტრალგია/გასტრიტი, სისუსტე, ძილიანობა, ბოდვა, გონების დარღვევა, კრუნჩხვები; შეიძლება განვითარდეს მწვავე აგრანულოციტოზი, ჰემორაგიული სინდრომი, ოლიგურია, ანურია, თირკმლის და ღვიძლის მწვავე უკმარისობა და სასუნთქი კუნთების დამბლა.
მკურნალობა: პრეპარატის მიღების შეწყვეტა, ღებინების გამოწვევა, კუჭის ამორეცხვა, მარილიანი საფაღარათო საშუალებების, ენტეროსორბენტების მიღება, ფორსირებული დიურეზი, სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებისკენ მიმართული სიმპტომური თერაპია. მძიმე შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს ჰემოდიალიზი, ჰემოპერფუზია და პერიტონეალური დიალიზი.
დოზის გადაჭარბების პირველივე ნიშნების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: metamizole sodium;
1 ტაბლეტი შეიცავს 500 მგ მეტამიზოლ ნატრიუმს (ანალგინი);
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, ტალკი, კალციუმის სტეარატი.
წამლის ფორმა: ტაბლეტები.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თეთრი ან მოთეთრო ტაბლეტები მოყვითალო ელფერით, ბრტყელ-ცილინდრული, დახრილი კიდით და გამყოფი ხაზით.
შენახვის პირობები
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა:
10 ტაბლეტი ბლისტერულ შეფუთვაში; 1 ბლისტერული შეფუთვა კოლოფში; 10 ტაბლეტი ბლისტერულ შეფუთვაზე.
გაცემის კატეგორია - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი: კსს „ფარმაცევტული ფირმა „დარნიცა“.
მწარმოებლის იურიდიული მისამართი და საქმიანობის ადგილი:
ბორისპოლსკაიას ქუჩა 13, კიევი, 02093, უკრაინა.
ბოლო გადახედვის თარიღი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანალგეტიკები და სიცხის დამწევი საშუალებები. პირაზოლონები. მეტამიზოლ ნატრიუმი. ათქ კოდი N02B B02.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
პირაზოლონის წარმოებული, ციკლოოქსიგენაზას ინჰიბიტორი. ამცირებს პროსტაგლანდინების წარმოქმნას არაქიდონის მჟავიდან. ის განსხვავდება სხვა ციკლოოქსიგენაზას ინჰიბიტორებისგან მსუბუქი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით და გამოხატული ანალგეზიური, სიცხის დამწევი და სპაზმოლიზური მოქმედებით. სპაზმოლიზური მოქმედება ვლინდება საშარდე გზებისა და სანაღვლე გზების გლუვ კუნთებზე.
აფერხებს ექსტრა- და პროპრიოცეპტული ტკივილის იმპულსების გადაცემას გოლისა და ბურდახის კონების გასწვრივ, ზრდის თალამუსის ტკივილის ცენტრების აგზნებადობის ზღურბლს და აძლიერებს სითბოს გადაცემას.
ფარმაკოკინეტიკა.
სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ჰიდროლიზდება ნაწლავის კედელში აქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნით. არ გვხვდება უცვლელი სახით სისხლში. აქტიური მეტაბოლიტი 50-60%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს. მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო პლაზმაში 1-2 საათია. ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) 2.5 საათია. ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით.
კლინიკური მახასიათებლები.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ანალგინ-დარნიცა
(ANALGIN-DARNYTSIA)
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: metamizole sodium;
1 ტაბლეტი შეიცავს 500 მგ მეტამიზოლ ნატრიუმს (ანალგინი);
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, ტალკი, კალციუმის სტეარატი.
წამლის ფორმა: ტაბლეტები.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თეთრი ან მოთეთრო ტაბლეტები მოყვითალო ელფერით, ბრტყელ-ცილინდრული, დახრილი კიდით და გამყოფი ხაზით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანალგეტიკები და სიცხის დამწევი საშუალებები. პირაზოლონები. მეტამიზოლ ნატრიუმი. ათქ კოდი N02B B02.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
პირაზოლონის წარმოებული, ციკლოოქსიგენაზას ინჰიბიტორი. ამცირებს პროსტაგლანდინების წარმოქმნას არაქიდონის მჟავიდან. ის განსხვავდება სხვა ციკლოოქსიგენაზას ინჰიბიტორებისგან მსუბუქი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით და გამოხატული ანალგეზიური, სიცხის დამწევი და სპაზმოლიზური მოქმედებით. სპაზმოლიზური მოქმედება ვლინდება საშარდე გზებისა და სანაღვლე გზების გლუვ კუნთებზე.
აფერხებს ექსტრა- და პროპრიოცეპტული ტკივილის იმპულსების გადაცემას გოლისა და ბურდახის კონების გასწვრივ, ზრდის თალამუსის ტკივილის ცენტრების აგზნებადობის ზღურბლს და აძლიერებს სითბოს გადაცემას.
ფარმაკოკინეტიკა.
სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ჰიდროლიზდება ნაწლავის კედელში აქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნით. არ გვხვდება უცვლელი სახით სისხლში. აქტიური მეტაბოლიტი 50-60%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს. მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო პლაზმაში 1-2 საათია. ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) 2.5 საათია. ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით.
კლინიკური მახასიათებლები.
ჩვენებები.
სხვადასხვა წარმოშობის ტკივილის სინდრომი: თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, ნევრალგია, რადიკულიტი, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი, მენსტრუალური ტკივილი. როგორც დამხმარე საშუალება ტკივილის შესამსუბუქებლად ქირურგიული და დიაგნოსტიკური პროცედურების შემდეგ. ჰიპერთერმიის სინდრომი ინფექციური და ანთებითი დაავადებების დროს.
უკუჩვენებები.
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, მათ შორის პირაზოლონის წარმოებულების მიმართ. პერიფერიული სისხლის შემადგენლობის ცვლილებები: აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია.
სისხლის დაავადებები: ნებისმიერი ეტიოლოგიის ანემია, ციტოსტატიკური ან ინფექციური ნეიტროპენია.
ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის გამოხატული ცვლილებები (პორფირინის მეტაბოლიზმი).
გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას თანდაყოლილი დეფიციტი.
ბრონქიალური ასთმა.
საეჭვო მწვავე ქირურგიული პათოლოგია.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები.
ეთანოლი - აძლიერებს ეთანოლის სედატიურ ეფექტს.
ქლორპრომაზინი ან სხვა ფენოთიაზინის წარმოებულები - ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰიპოთერმია.
რადიოკონტრასტული საშუალებები, კოლოიდური სისხლის შემცვლელები და პენიცილინი - არ გამოიყენება მეტამიზოლ ნატრიუმით მკურნალობის დროს.
ციკლოსპორინი - ერთდროული გამოყენება ამცირებს ციკლოსპორინის კონცენტრაციას სისხლში.
პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტები, გლუკოკორტიკოსტეროიდები, ფენიტოინი, იბუპროფენი და ინდომეტაცინი - მეტამიზოლ ნატრიუმი ზრდის ამ პრეპარატების აქტივობას მათი ცილებთან შეკავშირების ადგილებიდან განდევნით.
ფენილბუტაზონი, გლუტეთიმიდი, ბარბიტურატები და ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების სხვა ინდუქტორები - ერთდროული გამოყენებისას ამცირებენ მეტამიზოლ ნატრიუმის ეფექტურობას.
არანარკოტიკული ანალგეტიკები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ჰორმონალური კონტრაცეპტივები და ალოპურინოლი - მეტამიზოლ ნატრიუმის ამ პრეპარატებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს მისი ტოქსიკურობა.
სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები - აძლიერებენ მათ ტკივილგამაყუჩებელ და სიცხის დამწევ ეფექტებს, რაც ზრდის დამატებითი გვერდითი ეფექტების ალბათობას.
სედატიური საშუალებები და დამამშვიდებლები (სიბაზონი, ტრიოქსაზინი, ვალოკორდინი) - აძლიერებენ მეტამიზოლ ნატრიუმის ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს.
სარკოლიზინი, მერკაზოლილი, თიამაზოლი და ძვლის ტვინის აქტივობის დამთრგუნველი პრეპარატები, მათ შორის ოქროს შემცველი პრეპარატები - ზრდიან ჰემატოტოქსიურობის, მათ შორის ლეიკოპენიის განვითარებას რისკს.
კოდეინი, ჰისტამინური H2 ბლოკატორები და პროპრანოლოლი - აძლიერებენ მეტამიზოლ ნატრიუმის ეფექტს.
სიფრთხილეა საჭირო ამ მედიკამენტის სულფონამიდურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან (გაძლიერებულია ჰიპოგლიკემიური ეფექტი) და შარდმდენებთან (ფუროსემიდი) ერთად მიღებისას.
მიელოტოქსიური პრეპარატები იწვევენ ჰემატოტოქსიკურობის მომატებას.
მეთოტრექსატი - მეტამიზოლმა მაღალი დოზებით შეიძლება გაზარდოს მეთოტრექსატის კონცენტრაცია პლაზმაში და გააძლიეროს მისი ტოქსიკური ეფექტები საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და სისხლმბად სისტემაზე).
გამოყენების თავისებურებები.
ამ მედიკამენტით მკურნალობის დაწყებამდე მიმართეთ ექიმს.
არ გადააჭარბოთ ამ მედიკამენტის რეკომენდებულ დოზებს.
კანის მძიმე რეაქციები
კანის მძიმე რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და წამლით გამოწვეული ეოზინოფილია სისტემური სიმპტომებით (DRESS), რომლებიც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში ან ფატალური იყოს, დაფიქსირდა მეტამიზოლით მკურნალობისას.
პაციენტებს უნდა ეცნობოთ კანის რეაქციების ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და აუცილებელია მათი კონტროლი.
თუ გამოვლინდება ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც მიუთითებს ამ რეაქციებზე, მეტამიზოლით მკურნალობა უნდა შეწყდეს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა განახლდეს (იხილეთ პუნქტი „უკუჩვენებები“).
ეს პრეპარატი არ გამოიყენება მუცლის მწვავე ტკივილის შესამსუბუქებლად (სანამ მიზეზი არ დადგინდება). რადგან მეტამიზოლ ნატრიუმს აქვს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები, მან შეიძლება შენიღბოს ინფექციის ნიშნები, არაინფექციური დაავადებების სიმპტომები და გართულებები ტკივილის სინდრომით, რამაც შეიძლება გაართულოს მათი დიაგნოსტირება.
ამ მედიკამენტის გამოყენებისას აუცილებელია ალკოჰოლური სასმელების მოხმარებისგან თავის შეკავება.
ეს მედიკამენტი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ პაციენტებში:
ხანდაზმულები - შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციების სიხშირის მომატება, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის სისტემასთან დაკავშირებული რეაქციების;
არსებული ალერგიული დაავადებების (მათ შორის თივის ცხელების) ან ამ დაავადებების ანამნეზის მქონე პაციენტები - ალერგიული რეაქციების რისკი იზრდება;
თირკმლის ფუნქციის დარღვევით, თირკმლის დაავადების ანამნეზით (პიელონეფრიტი, გლომერულონეფრიტი);
ნაწლავების ანთებითი დაავადებების დროს, მათ შორის წყლულოვანი კოლიტისა და კრონის დაავადების დროს;
მძიმე არტერიული ჰიპოტენზიის, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის დროს;
ანამნეზში ხანგრძლივი დროის განავლობაში ალკოჰოლის მოხმარების დროს;
ციტოსტატიკური პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას (მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ).
ბავშვებში გამოყენებისას საჭიროა მუდმივი სამედიცინო კონტროლი.
ამ პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია პერიფერიული სისხლის შემადგენლობის (ლეიკოციტების ფორმულა) კონტროლი.
ამ პრეპარატის რეგულარული ხანგრძლივი გამოყენება არ არის რეკომენდებული მეტამიზოლის ნატრიუმის მარილის მიელოტოქსიკურობის გამო.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას (7 დღეზე მეტი) უნდა კონტროლდებოდეს პერიფერიული სისხლის ანალიზი (მეტამიზოლის მიელოტოქსიკურობის გამო), თირკმლის და ღვიძლის ფუნქცია.
ღვიძლის მედიკამენტოზური დაზიანება
მეტამიზოლის მიმღებ პაციენტებში დაფიქსირდა ღვიძლის მედიკამენტოზური დაზიანების შემთხვევები, ძირითადად ჰეპატოცელულარული, რომლებიც როგორც წესი, მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე ვლინდება. ნიშნები და სიმპტომები მოიცავს შრატში ღვიძლის ფერმენტების მომატებულ დონეს, სიყვითლით ან მის გარეშე, ხშირად სხვა პრეპარატების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების ფონზე (მაგ., კანზე გამონაყარი, სისხლის დისკრაზიები, ცხელება და ეოზინოფილია) ან აუტოიმუნური ჰეპატიტის ნიშნების თანხლებით. პაციენტთა უმეტესობაში მდგომარეობა ნორმას დაუბრუნდა მეტამიზოლით თერაპიის შეწყვეტის შემდეგ. თუმცა, აღწერილია ღვიძლის მწვავე უკმარისობამდე პროგრესირების ცალკეული შემთხვევები, რომლებიც საჭიროებდნენ ღვიძლის გადანერგვას.
მეტამიზოლით გამოწვეული ღვიძლის დაზიანების მექანიზმი ბოლომდე არ არის გასაგები, თუმცა არსებული მონაცემები მიუთითებს იმუნოალერგიულ მექანიზმზე. პაციენტებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია, რომ მიმართონ ექიმს, თუ გამოვლინდება ღვიძლის დაზიანებაზე მიმანიშნებელი სიმპტომები. ასეთ შემთხვევებში, მეტამიზოლის მიღება უნდა შეწყდეს და შეფასდეს ღვიძლის ფუნქცია.
თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა და ღებინება, ცხელება, დაღლილობა, მადის დაკარგვა, მუქი შარდი, ღია ფერის განავალი, კანის ან თვალის თეთრი გარსის გაყვითლება, ქავილი, გამონაყარი ან მუცლის ზედა ნაწილში ტკივილი, მეტამიზოლის მიღება უნდა შეწყდეს და პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს. მეტამიზოლი არ უნდა იქნას ხელახლა გამოყენებული იმ პაციენტების მიერ, რომლებსაც მეტამიზოლით მკურნალობის დროს განუვითარდათ ღვიძლის დაზიანება, თუ ღვიძლის დაზიანების სხვა მიზეზები არ არის გამოვლენილი.
მკურნალობის დაწყებამდე პაციენტებს უნდა ეცნობოთ, რომ თუ გაურკვეველი მიზეზით გამოვლინდება შემცივნება, სიცხე, ყელის ტკივილი, ყლაპვის გაძნელება, ღრძილებიდან სისხლდენა, კანის სიფერმკრთალე, ასთენია ან ვაგინიტის ან პროქტიტის განვითარებისას, მედიკამენტის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ასევე, მედიკამენტის გამოყენება უნდა შეწყდეს, თუ კანზე ან ლორწოვან გარსებზე განვითარდება გამონაყარი. თუ ეს სიმპტომები გამოვლინდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
მედიკამენტის მიღების დროს შარდი შეიძლება გაწითლდეს მეტამიზოლ ნატრიუმის მეტაბოლიტის გამოყოფის გამო.
არ გამოიყენოთ მედიკამენტი დანიშნულ ვადაზე მეტ ხანს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
თუ სიმპტომები არ გაქრება, ან თუ თქვენი მდგომარეობა გაუარესდება, ან თუ გვერდითი მოვლენები გამოვლინდა, აუცილებელია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია შემდგომი გამოყენების შესახებ.
გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.
მედიკამენტი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. მკურნალობის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
ზემოქმედება ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის დროს რეაგირების სისწრაფეზე.
არ ახდენს ზემოქმედებას.
დოზირება და მიღების წესი.
მოზრდილებს და 14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში მიიღება პერორალურად 250–500 მგ (½–1 ტაბლეტი) 1–2-ჯერ დღეში. ტაბლეტები მიიღება ჭამის შემდეგ; ტაბლეტები არ უნდა დაიღეჭოს, არ უნდა დაიწუწნოს, მიიღება დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით.
მაქსიმალური დღიური დოზა - 1 გ.
12-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები: 250 მგ 1–2-ჯერ დღეში.
ანალგინი განკუთვნილია ხანმოკლე სიმპტომური გამოყენებისთვის. მკურნალობის კურსი - არა უმეტეს 3 დღეს.
თუ სიმპტომები 3 დღის განმავლობაში არ გაქრა, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია მედიკამენტის შემდგომი გამოყენების შესახებ.
ბავშვები.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
დოზის გადაჭარბება.
სიმპტომები: ჰიპოთერმია, გულისცემის აჩქარება, არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, ტაქიკარდია, დისფაგია, ქოშინი, ხმაური ყურებში, გულისრევა, ღებინება, გასტრალგია/გასტრიტი, სისუსტე, ძილიანობა, ბოდვა, გონების დარღვევა, კრუნჩხვები; შეიძლება განვითარდეს მწვავე აგრანულოციტოზი, ჰემორაგიული სინდრომი, ოლიგურია, ანურია, თირკმლის და ღვიძლის მწვავე უკმარისობა და სასუნთქი კუნთების დამბლა.
მკურნალობა: პრეპარატის მიღების შეწყვეტა, ღებინების გამოწვევა, კუჭის ამორეცხვა, მარილიანი საფაღარათო საშუალებების, ენტეროსორბენტების მიღება, ფორსირებული დიურეზი, სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებისკენ მიმართული სიმპტომური თერაპია. მძიმე შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს ჰემოდიალიზი, ჰემოპერფუზია და პერიტონეალური დიალიზი.
დოზის გადაჭარბების პირველივე ნიშნების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!
გვერდითი მოვლენები.
ღვიძლისა და სანაღვლე გზების დარღვევები: ჰეპატიტი, ღვიძლის მედიკამენტოზური დაზიანება, მათ შორის მწვავე ჰეპატიტი, სიყვითლე და ღვიძლის ფერმენტების მომატება (იხ. „ გამოყენების თავისებურებები“).
თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები: ოლიგურია, ანურია, პროტეინურია, ინტერსტიციული ნეფრიტი და შარდის წითელი ფერი.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები: არტერიული წნევის დაქვეითება, ტაქიკარდია.
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები: აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ანემია და გრანულოციტოპენია.
იმუნური სისტემის დარღვევები: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის კანისა და ლორწოვანი გარსების გამონაყარი, კანის ჰიპერემია, ქავილი, ჭინჭრის ციება, კონიუნქტივიტი და ანგიონევროზული შეშუპება; ბრონქოსპასტიკური სინდრომი, ანაფილაქტოიდური რეაქციები და ანაფილაქსიური შოკი.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: იშვიათი - სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი; სიხშირე უცნობია – წამლით გამოწვეული ეოზინოფილია სისტემური სიმპტომებით (DRESS).
ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილზე ცვლილებები: ინექციის ადგილზე ინფილტრატები (კუნთშიდა ინექციის დროს), ჰიპერემია, შეშუპება, ადგილობრივი გამონაყარი და ქავილი ინექციის ადგილას.
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება.
პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია. ეს შესაბამისი სამკურნალო პროდუქტის სარგებლისა და რისკის ბალანსზე მუდმივი მონიტორინგის საშუალებას იძლევა. ჯანდაცვის სპეციალისტები ვალდებულნი არიან ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ შეატყობინონ ეროვნული ანგარიშგების სისტემის მეშვეობით.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები:
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა:
10 ტაბლეტი ბლისტერულ შეფუთვაში; 1 ბლისტერული შეფუთვა კოლოფში; 10 ტაბლეტი ბლისტერულ შეფუთვაზე.
გაცემის კატეგორია - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი: კსს „ფარმაცევტული ფირმა „დარნიცა“.
მწარმოებლის იურიდიული მისამართი და საქმიანობის ადგილი:
ბორისპოლსკაიას ქუჩა 13, კიევი, 02093, უკრაინა.
ბოლო გადახედვის თარიღი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.
