ნავერუკლიფი, აქტიური ნივთიერების სახით, შეიცავს პაკლიტაქსელს, რომელიც მიბმულია ადამიანის ცილა ალბუმინთან, მცირე ზომის ნაწილაკების, ე.წ. ნანონაწილაკების, სახით. პაკლიტაქსელი მიეკუთვნება კიბოს სამკურნალო მედიკამენტების ჯგუფს, სახელწოდებით „ტაქსანები“. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პაკლიტაქსელი (paclitaxel)
- ფორმა და შეფუთვა
- (5მგ/მლ) 100მგ/20მლ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. საინფუზიო დისპერსიის მოსამზადებლად ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Accord Healthcare Limited, დიდი ბრიტანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, ტაქსანები
- ATC კოდი
- L01CD01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043583
- რეგისტრირებულია
- 14 ივლისი 2025, მოქმედებს 5 იანვარი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
ნავერუკლიფი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ნავერუკლიფი, აქტიური ნივთიერების სახით, შეიცავს პაკლიტაქსელს, რომელიც მიბმულია ადამიანის ცილა ალბუმინთან, მცირე ზომის ნაწილაკების, ე.წ. ნანონაწილაკების, სახით. პაკლიტაქსელი მიეკუთვნება კიბოს სამკურნალო მედიკამენტების ჯგუფს, სახელწოდებით „ტაქსანები“.
პაკლიტაქსელი არის მედიკამენტის ის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ზემოქმედებს კიბოზე; მოქმედებს კიბოს უჯრედების გაყოფის შეჩერების გზით – რის შედეგადაც ისინი კვდებიან.
ალბუმინი არის მედიკამენტის ის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ეხმარება პაკლიტაქსელს სისხლში გახსნასა და სისხლძარღვების კედლებიდან სიმსივნურ უჯრედებში გადასვლაში. აღნიშნულით იხსნება სხვა ქიმიური ნივთიერებების საჭიროება, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი მოვლენები. ასეთი გვერდითი მოვლენები ნავერუკლიფის გამოყენებისას გაცილებით იშვიათად ვლინდება.
რისთვის გამოიყენება ნავერუკლიფი
ნავერუკლიფი გამოიყენება შემდეგი ტიპის კიბოს სამკურნალოდ:
სარძევე ჯირკვლის კიბო:
სარძევე ჯირკვლის კიბო, რომელიც გავრცელებულია სხეულის სხვა ნაწილებში („მეტასტაზური“ სარძევე ჯირკვლის კიბო).
ნავერუკლიფი გამოიყენება მეტასტაზური სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს, როდესაც ერთი სხვა თერაპია მაინც იყო გამოყენებული, მაგრამ უშედეგო აღმოჩნდა, და პაციენტისთვის უკუნაჩვენებია „ანთრაციკლინების“ შემცველი მკურნალობა.
მეტასტაზური სარძევე ჯირკვლის კიბოს მქონე პაციენტებში, რომლებიც სხვა, უშედეგოდ დასრულებული თერაპიის შემდეგ ღებულობდნენ ნავერუკლიფს, უკეთესი იყო სიმსივნის ზომის შემცირების ალბათობა და სიცოხლის ხანგრძლივობა, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც ალტერნატიულ თერაპიას იტარებდნენ.
პანკრეასის კიბო:
პანკრეასის მეტასტაზური კიბოს სამკურნალოდ ნავერუკლიფი გამოიყენება გემციტაბინთან ერთად. კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ პანკრეასის მეტასტაზური კიბოს (გავრცელებული სხეულის სხვა ნაწილებში) მქონე პაციენტებში, ნავერუკლიფისა და გემციტაბინის კომბინირებულმა გამოყენებამ სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო მეტად გაზარდა, ვიდრე მხოლოდ გემციტაბინით მკურნალობამ.
ფილტვის კიბო
ფილტვის კიბოს ყველაზე გავრცელებული ტიპის „არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს“ სამკურნალოდ, ნავერუკლიფი ასევე გამოიყენება მედიკამენტ კარბოპლატინთან ერთად.
ნავერუკლიფი გამოიყენება არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს დროს, როდესაც ქირურგიული ოპერაცია ან სხივური თერაპია არ არის მიზანშეწონილი დაავადების სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება
ნავერუკლიფის შეყვანა პაციენტის ვენაში ხდება ექიმის ან ექთნის მიერ, ინტრავენური ინფუზიის (წვეთოვანის) სახით. პაციენტისთვის განკუთვნილი დოზა დამოკიდებულია მისი სხეულის ზედაპირის ფართობზე და სისხლის ანალიზის შედეგებზე. სარძევე ჯირკვლის კიბოს შემთხვევაში, სტანდარტული დოზა შეადგენს 260 მგ/მ2-ს სხეულის ზედაპირის ფართობზე, რომელიც შეჰყავთ 30 წუთის განმავლობაში. პანკრეასის შორსწასული კიბოს შემთხვევაში, სტანდარტული დოზა შეადგენს 125 მგ/მ2-ს სხეულის ზედაპირის ფართობზე, რომელიც შეჰყავთ 30 წუთის განმავლობაში. ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს შემთხვევაში, სტანდარტული დოზა შეადგენს 100 მგ/მ2-ს სხეულის ზედაპირის ფართობზე, რომელიც შეჰყავთ 30 წუთის განმავლობაში.
რა სიხშირით ხდება ნავერუკლიფის მიღება?
მეტასტაზური სარძევე ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ, ნავერუკლიფის შეყვანა ჩვეულებრივ ხდება ყოველ სამ კვირაში ერთხელ (21-დღიანი ციკლის 1-ელ დღეს).
პანკრეასის შორსწასული კიბოს სამკურნალოდ, ნავერუკლიფის შეყვანა ხდება ყოველი 28-დღიანი სამკურნალო ციკლის 1-ელ, მე-8 და მე-15 დღეებში, ხოლო გემციტაბინი კეთდება ნავერუკლიფის მიღების დასრულებისთანავე.
ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს სამკურნალოდ, ნავერუკლიფის შეყვანა ხდება კვირაში ერთხელ (ანუ, 21-დღიანი ციკლის 1-ელ, მე-8 და მე-15 დღეებში), ხოლო კარბოპლატინის შეყვანა ხდება ყოველ სამ კვირაში ერთხელ (ანუ, ყოველი 21-დღიანი ციკლის მხოლოდ 1-ელ დღეს), ნავერუკლიფის დოზის მიღების დასრულებისთანავე.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ექთანს.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) პაკლიტაქსელის ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში).
ძუძუთი კვების დროს;
თუ პაციენტს აღენიშნება სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მნიშვნელოვანი დაქვეითება (ნეიტროფილების საწყისი რაოდენობა <1500 უჯრედი/მმ3 – აღნიშნულთან დაკავშირებით რეკომენდაციას გასცემს მკურნალი ექიმი).
სიფრთხილის ზომები
პაკლიტაქსელი ციტოტოქსიკური, სიმსივნის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებაა და, როგორც სხვა პოტენციურად ტოქსიკური ნაერთების შემთხვევაში, ნავერუკლიფთან მუშაობისას (მოპყრობისას) სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. აუცილებელია გამოყენებულ იქნას ხელთათმანები, დამცავი სათვალე და დამცავი ტანსაცმელი. ნავერუკლიფის დისპერსიის კანზე მოხვედრის შემთხვევაში, კანი დაუყოვნებლივ და საგულდაგულოდ უნდა ჩამოიბანოს საპნითა და წყლით. ნავერუკლიფის ლორწოვან გარსებზე მოხვედრის შემთხვევაში, ისინი საგულდაგულოდ უნდა გამოირეცხოს წყლით. ნავერუკლიფის მომზადება და შეყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ პერსონალის მიერ, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი მომზადება ციტოტოქსიკურ საშუალებებთან მუშაობის წესებში. ორსულმა თანამშრომლებმა არ უნდა იმუშაონ ნავერუკლიფთან. ექსტრავაზაციის შესაძლებლობის გათვალისწინებით, რეკომენდებულია სამკურნალო საშუალების შეყვანის დროს ინფუზიის ადგილის საგულდაგულო მონიტორინგი, შესაძლო ინფილტრაციის გამოსავლენად. ნავერუკლიფის ინფუზიის 30 წუთამდე შეზღუდვა, მითითებისამებრ, ამცირებს ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციების განვითარების ალბათობას.
პროდუქტის განზავება და შეყვანა
ნავერუკლიფის შეყვანა უნდა მოხდეს კვალიფიციური ონკოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ, იმ განყოფილებებში, რომლებიც სპეციალიზებულია ციტოტოქსიკური საშუალებების შეყვანაზე. ნავერუკლიფი მიეწოდება სტერილური ლიოფილიზებული ფხვნილის სახით, გამოყენების წინ განსაზავებლად. განზავების შემდეგ, დისპერსიის ყოველი მლ შეიცავს 5 მგ პაკლიტაქსელს, ალბუმინთან დაკავშირებული ნანონაწილაკების სახით. განზავებული ნავერუკლიფის დისპერსია შეჰყავთ ინტრავენურად, საინფუზიო სისტემის გამოყენებით, რომელიც აღჭურვილია 15 μმ (მიკრომეტრი) ფილტრით.
სტერილური შპრიცის გამოყენებით, 20 მლ ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინფუზიო ხსნარი ნელა უნდა შევიდეს ნავერუკლიფის ფლაკონში, მინიმუმ 1 წუთის განმავლობაში. ხსნარი მიმართული უნდა იყოს ფლაკონის შიდა კედელზე. ხსნარი არ უნდა შევიდეს პირდაპირ ფხვნილში, რადგან ეს გამოიწვევს აქაფებას.
ხსნარის დამატების დასრულების შემდეგ, ფლაკონი უნდა გაჩერდეს მინიმუმ 5 წუთის განმავლობაში, მყარი ნივთიერების სათანადო დასველების უზრუნველსაყოფად. შემდეგ, ფლაკონი ფრთხილად და ნელა უნდა ატრიალონ წრიულად და/ან რამდენჯერმე ფრთხილად გადმოაბრუნონ, მინიმუმ 2 წუთის განმავლობაში, ფხვნილის სრულ დისპერგირებამდე. დაუშვებელია ქაფის წარმოქმნა. აქაფების ან დაგუნდავების შემთხვევაში, დისპერსია უნდა გააჩერონ მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში, ქაფის გაქრობამდე.
განზავებული დისპერსია უნდა იყოს რძისებრი და ერთგვაროვანი (ჰომოგენური), ხილული ნალექის გარეშე. შესაძლოა მოხდეს განზავებული დისპერსიის გარკვეული დალექვა. ხილული ნალექის ან დალექვის შემთხვევაში, ფლაკონი კვლავ ფრთხილად უნდა გადმოაბრუნონ, გამოყენების წინ სრული ხელახალი დისპერგირების უზრუნველსაყოფად.
ფლაკონში არსებული დისპერსია უნდა შემოწმდეს მექანიკური ნაწილაკების არსებობაზე. დაუშვებელია განზავებული დისპერსიის შეყვანა, თუ ფლაკონში შეინიშნება მექანიკური ნაწილაკები.
პაციენტისთვის საჭირო 5 მგ/მლ კონცენტრაციის დისპერსიის ზუსტი საერთო დოზირების მოცულობა უნდა გამოითვალოს, და განზავებული ნავერუკლიფის შესაბამისი რაოდენობა უნდა შევიდეს ცარიელ, სტერილურ, PVC (პვქ) ან არა-PVC (არა-პვქ) ტიპის საინფუზიო პაკეტში.
სამედიცინო მოწყობილობების გამოყენებამ, რომლებიც საპოხი საშუალების სახით შეიცავენ სილიკონის ზეთს (მაგ., შპრიცები და საინფუზიო პაკეტები), ნავერუკლიფის განსაზავებლად და შესაყვანად, შეიძლება გამოიწვიოს ცილოვანი ძაფების (ძაფისებრი სტრუქტურების) წარმოქმნა. ნავერუკლიფის შეყვანა უნდა მოხდეს საინფუზიო სისტემის გამოყენებით, რომელიც აღჭურვილია 15 μმ (მიკრომეტრი) ფილტრით, ამ ძაფების (სტრუქტურების) შეყვანის თავიდან ასაცილებლად. 15 μმ (მიკრომეტრი) ფილტრის გამოყენება აშორებს ამ ძაფებს (სტრუქტურებს) და არ ცვლის განზავებული პროდუქტის ფიზიკურ ან ქიმიურ თვისებებს.
15 μმ-ზე (მიკრომეტრზე) ნაკლები ფორების ზომის მქონე ფილტრების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ფილტრის დახშობა.
სპეციალიზებული, დი(2-ეთილჰექსილ)ფთალატის (DEHP) არშემცველი ხსნარის კონტეინერების ან საინფუზიო სისტემების გამოყენება არ არის აუცილებელი ნავერუკლიფის ინფუზიების მოსამზადებლად ან შესაყვანად.
შეყვანის დასრულების შემდეგ, რეკომენდებულია ინტრავენური ხაზის გამორეცხვა ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინფუზიო ხსნარით, სრული დოზის შეყვანის უზრუნველსაყოფად.
ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
სტაბილურობა
ნავერუკლიფის გაუხსნელი ფლაკონები სტაბილურია შეფუთვაზე მითითებულ თარიღამდე, თუ ფლაკონი ინახება გარეთა კოლოფში სინათლისგან დასაცავად. არც გაყინვა და არც მაცივარში შენახვა უარყოფითად არ მოქმედებს პროდუქტის სტაბილურობაზე. ეს სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის რაიმე განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებს.
განზავებული დისპერსიის სტაბილურობა ფლაკონში
ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა გამოყენების პირობებში ნაჩვენებია 24 საათის განმავლობაში 2°C-8°C ტემპერატურაზე, ორიგინალ კოლოფში, სინათლისგან დაცულ მდგომარეობაში.
განზავებული დისპერსიის სტაბილურობა საინფუზიო პაკეტში
ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა გამოყენების პირობებში ნაჩვენებია 24 საათის განმავლობაში 2°C-8°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ მდგომარეობაში შენახვისას, რასაც მოჰყვება 4-საათიანი შენახვა 25°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაუცველ მდგომარეობაში.
თუმცა, მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, თუ განზავების და საინფუზიო პაკეტების შევსების მეთოდი არ გამორიცხავს მიკრობული დაბინძურების (კონტამინაციის) რისკებს, პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნას განზავებისა და საინფუზიო პაკეტების შევსებისთანავე.
დაუყოვნებლივ გამოუყენებლობის შემთხვევაში, გამოყენების პერიოდში შენახვის ხანგრძლივობასა და პირობებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
განზავებული სამკურნალო საშუალების შენახვის საერთო კომბინირებული დრო ფლაკონსა და საინფუზიო პაკეტში, მაცივარში შენახვისას და სინათლისგან დაცულ მდგომარეობაში, შეადგენს 24 საათს. ამას შეიძლება მოჰყვეს საინფუზიო პაკეტში შენახვა 4 საათის განმავლობაში 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს ნებისმიერი მედიკამენტის შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს ან ცოტა ხნის წინ იღებდა. აღნიშნული მოიცავს ურეცეპტოდ შეძენილ მედიკამენტებსაც, მცენარეული საშუალებების ჩათვლით, ვინაინ ნავერუკლიფმა შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთი სხვა მედიკამენტის მოქმედებაზე. ასევე, ზოგიერთმა სხვა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ნავერუკლიფის მოქმედებაზე.
პაციენტმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს და მიმართოს მკურნალ ექიმს, თუ ნავერუკლიფს იღებს ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე მედიკამენტთან ერთად:
ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (მაგ. ანტიბიოტიკები, როგორიცაა ერითრომიცინი, რიფამპიცინი და ა.შ.; თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, არის თუ არა მისთვის დანიშნული რომელიმე პრეპარატი ანტიბიოტიკი, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს), სოკოვანი ინფექციების სამკურნალო მედიკამენტების ჩათვლით (მაგ. კეტოკონაზოლი)
გუნებ-განწყობის დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, რომლებსაც ზოგჯერ ანტიდეპრესანტების სახელით მოიხსენიებენ (მაგ. ფლუოქსეტინი)
გულყრების (ეპილეფსია) სამკურნალო პრეპარატები (მაგ. კარბამაზეპინი, ფენიტოინი)
სისხლში ლიპიდების დამწევი პრეპარატები (მაგ. გემფიბროზილი)
გულძმარვის ან კუჭის წყლულების სამკურნალო პრეპარატები (მაგ. ციმეტიდინე
აივ ინფექციის და შიდსის სამკურნალო პრეპარატები (მაგ. რიტონავირი, საქვინავირი, ინდინავირი, ნელფინავირი, ეფავირენზი, ნევირაპინი)
კლოპიდოგრელის სახელით ცნობილი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სისხლის თრომბების წარმოქმნის პრევენციისთვის.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პაკლიტაქსელმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე თანდაყოლილი დეფექტები, ამიტომ მისი გამოყენება ორსულობის პერიოდში დაუშვებელია. ნავერუკლიფით მკურნალობის დაწყებამდე მკურნალი ექიმი დანიშნავს ორსულობის ტესტს.
შვილოსნობის ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდი ნავერუკლიფით მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში.
ნავერუკლიფით მკურნალობისას დაუშვებელია ძუძუთი კვება, რადგან უცნობია, გადადის თუ არა აქტიური ნივთიერება პაკლიტაქსელი დედის რძეში.
მამრობითი სქესის პაციენტებისათვის რეკომენდებულია ეფექტური კონტრაცეფციის გამოყენება და ჩასახვისგან თავის შეკავება მკურნალობის პერიოდში და მისი დასრულებიდან ექვსი თვის განმავლობაში. ნავერუკლიფით თერაპიის შედეგად შესაძლო შეუქცევადი უნაყოფობის გამო, მკურნალობის დაწყებამდე მათ უნდა მიიღონ რჩევა სპერმის კონსერვაციასთან დაკავშირებით.
ამ მედიკამენტის მიღებამდე პაციენტმა რჩევისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ზოგიერთმა პაციენტმა ნავერუკლიფის მიღების შემდეგ შეიძლება იგრძნოს დაღლილობა ან თავბრუსხვევა. ასეთ შემთხვევაში, პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობილი ან გამოიყენოს რაიმე იარაღი ან მექანიზმი.
თუ მკურნალობის კურსი სხვა მედიკამენტებსაც მოიცავს, ავტომობილის მართვასა და მექანიზმების გამოყენებასთან დაკავშირებით პაციენტმა რჩევისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
ნავერუკლიფი შეიცავს ნატრიუმს
ეს მედიკამენტი 100 მგ-ზე შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ანუ, არსებითად, „ნატრიუმისგან თავისუფალია“.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
თმის ცვენა (შემთხვევათა უმრავლესობაში თმის ცვენა ნავერუკლიფით მკურნალობის დაწყებიდან ერთ თვეზე ნაკლებ დროში დაიწყო. მისი გამოვლენისას, პაციენტთა უმრავლესობაში თმის ცვენა მკვეთრად არის გამოხატული (>50%)
გამონაყარი
სისხლში თეთრი უჯრედების (ნეიტროფილების, ლიმფოციტების ან ლეიკოციტების) რაოდენობის ანომალური შემცირება
ერითროციტების (სისხლის წითელი უჯრედების) დეფიციტი
სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება
პერიფერიულ ნერვებზე ზემოქმედება (ტკივილი, დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება ან მგრძნობელობის დაკარგვა)
სახსრების ტკივილი
კუნთების ტკივილი
გულისრევა, დიარეა, ყაბზობა, პირის ღრუს მტკივნეულობა, მადის დაკარგვა
ღებინება
სისუსტე და დაღლილობა, ცხელება
გაუწყლოება, გემოს შეგრძნების დარღვევა, წონის კლება
სისხლში კალიუმის დაბალი დონე
დეპრესია, ძილის პრობლემები
თავის ტკივილი
შემცივნება
სუნთქვის გაძნელება
თავბრუსხვევა
ლორწოვანი გარსებისა და რბილი ქსოვილების შეშუპება
ღვიძლის ფუნქციური სინჯების მაჩვენებლების მომატება
ტკივილი კიდურებში
ხველა
მუცლის ტკივილი
ცხვირიდან სისხლდენა
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-მდე პაციენტში):
ქავილი, კანის სიმშრალე, ფრჩხილების დაზიანება
ინფექცია, ცხელება სისხლში თეთრი უჯრედების (ნეიტროფილების) რაოდენობის შემცირებით, ალები, რძიანა, სისხლის მძიმე ინფექცია, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლის თეთრი უჯრედების შემცირებით
სისხლის ყველა უჯრედის რაოდენობის შემცირება
ტკივილი გულმკერდის ან ყელის არეში
დისპეფსია, დისკომფორტი მუცლის არეში
ცხვირის გაჭედვა
ზურგის ტკივილი, ძვლების ტკივილი
კუნთოვანი კოორდინაციის დაქვეითება ან კითხვის გაძნელება, ცრემლდენის გაძლიერება ან შემცირება, წამწამების ცვენა
გულისცემის სიხშირის ან რიტმის ცვლილებები, გულის უკმარისობა
არტერიული წნევის დაქვეითება ან მომატება
ინექციის ადგილას სიწითლე ან შეშუპება
შფოთვა
ფილტვების ინფექცია
საშარდე გზების ინფექცია
ნაწლავის ობსტრუქცია, მსხვილი ნაწლავის ანთება, სანაღვლე სადინრების ანთება
თირკმლის მწვავე უკმარისობა
სისხლში ბილირუბინის მომატება
სისხლიანი ხველა
პირის სიმშრალე, ყლაპვის გაძნელება
კუნთების სისუსტე
მხედველობის დაბინდვა
ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-მდე პაციენტში):
წონის მომატება, სისხლში ლაქტატდეჰიდროგენაზას მომატება, თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, სისხლში შაქრის მომატება, სისხლში ფოსფორის მომატება
რეფლექსების დაქვეითება ან არარსებობა, უნებლიე მოძრაობები, ტკივილი ნერვის გაყოლებაზე, გულის წასვლა, თავბრუსხვევა წამოდგომისას, კანკალი, სახის ნერვის დამბლა
თვალების გაღიზიანება, თვალების ტკივილი, თვალების სიწითლე, თვალების ქავილი, გაორებული მხედველობა, მხედველობის დაქვეითება ან მოციმციმე ნათების ხედვა, მხედველობის დაბინდვა ბადურას შეშუპების გამო (ცისტოიდური მაკულარული შეშუპება)
ყურის ტკივილი, ხმაური ყურებში
ხველა ნახველით, ქოშინი სიარულის ან კიბეზე ასვლის დროს, სურდო ან ცხვირის სიმშრალე, სუნთქვის ხმიანობის დაქვეითება, სითხე ფილტვებში, ხმის დაკარგვა, თრომბი ფილტვში, ყელის სიმშრალე
მეტეორიზმი, კუჭის სპაზმები, ღრძილების ტკივილი ან მტკივნეულობა, სწორი ნაწლავიდან სისხლდენა
მტკივნეული შარდვა, ხშირი შარდვა, სისხლი შარდში, შარდის შეუკავებლობა
ფრჩხილების ტკივილი, დისკომფორტი ფრჩხილებში, ფრჩხილების დაკარგვა, ჭინჭრის ციება, კანის ტკივილი, კანის სიწითლე მზის სხივების ზემოქმედებით, კანის ფერის შეცვლა, ოფლიანობის გაძლიერება, ღამის ოფლიანობა, თეთრი ლაქები კანზე, წყლულები, სახის შეშუპება
სისხლში ფოსფორის შემცირება, სითხის შეკავება, სისხლში ალბუმინის დაბალი დონე, წყურვილის გაძლიერება, სისხლში კალციუმის შემცირება, სისხლში შაქრის შემცირება, სისხლში ნატრიუმის შემცირება
ტკივილი და შეშუპება ცხვირის არეში, კანის ინფექციები, კათეტერის ხაზით გამოწვეული ინფექცია
სისხლჩაქცევები
ტკივილი სიმსივნის ლოკალიზაციის ადგილას, სიმსივნის ნეკროზი
არტერიული წნევის დაქვეითება წამოდგომისას, სიცივის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში
სიარულის გაძნელება, შეშუპება
ალერგიული რეაქცია
ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება, ღვიძლის გადიდება
ტკივილი სარძევე ჯირკვალში
მოუსვენრობა
კანზე მცირე ზომის სისხლჩაქცევები, რომლებიც დაკავშირებულია სისხლის კოლტებთან (თრომბებთან)
მდგომარეობა, რომელიც მოიცავს სისხლის წითელი უჯრედების დაშლას და თირკმლის მწვავე უკმარისობას.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-მდე პაციენტში):
კანისმიერი რეაქცია სხვა აგენტზე ან ფილტვის ანთება სხივური თერაპიის შემდგომ
სისხლის თრომბი
ძალიან შენელებული პულსი, გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი)
მედიკამენტის გაჟონვა ვენის გარეთ
გულის ელექტრული გამტარი სისტემის დარღვევა (ატრიოვენტრიკულური ბლოკადა)
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10.000-დან 1-მდე პაციენტში):
კანისა და ლორწოვანი გარსების ძლიერი ანთება/გამონაყარი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):
კანის გამკვრივება/გასქელება (სკლეროდერმია)
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ასევე შესაძლებელია პირდაპირ შემდეგი უწყებებისთვის:
პოლონეთი:
Departament Monitorowania Niepożądanych Działań Produktów Leczniczych
Urzędu Rejestracji Produktów
al. ierozolimskie 181C, PL-02 222 ვარშავა
ტელ.: + 48 22 49 21 301
ფაქსი: + 48 22 49 21 309
ვებ-გვერდი: https://smz.ezdrowie.gov.pl
რუმინეთი:
Agenţia Naţională a Medicamentului şi a Dispozitivelor Medicale din România
ქ. ავიატორ სანატესკუ №48, სექტორი 1
ბუქარესტი 011478- RO
ელ-ფოსტა: [email protected]
ვებ-გვერდი: www.anm.ro
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს შეუწყობს ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
შემადგენლობა
ნავერუკლიფის შემადგენლობა:
პრეპარატი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს პაკლიტაქსელს. თითოეული ფლაკონი შეიცავს 100 მგ პაკლიტაქსელს, ალბუმინთან დაკავშირებული ნანონაწილაკების სახით. დისპერსიის მომზადების შემდეგ, ყოველი მლ დისპერსია შეიცავს 5 მგ პაკლიტაქსელს, ალბუმინთან დაკავშირებული ნანონაწილაკების სახით.
დამხმარე ინგრედიენტია: ალბუმინი (ადამიანის) (რომელიც შეიცავს ნატრიუმის კაპრილატს და N-აცეტილ-L-ტრიპტოფანს); იხილეთ პარაგრაფი 2 „ნავერუკლიფი შეიცავს ნატრიუმს“.
ნავერუკლიფის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა
ნავერუკლიფი არის მოთეთრო-მოყვითალო ფერის ფხვნილი ან ლიოფილიზებული ფორიანი მასა, საინფუზიო დისპერსიის მოსამზადებლად. ნავერუკლიფი ხელმისაწვდომია მინის ფლაკონებში, რომლებიც შეიცავს 100 მგ პაკლიტაქსელს, ალბუმინთან დაკავშირებული ნანონაწილაკების სახით.
თითოეული შეფუთვა შეიცავს 1 ფლაკონს.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი
Accord Healthcare S.L.U.
World Trade Center, Moll De Barcelona s/n,
Edifici Est, 6a Planta,
ბარსელონა, 08039,
ესპანეთი
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია ამ მედიკამენტის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფსა და ფლაკონზე „EXP“ აღნიშვნის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
გაუხსნელი ფლაკონები: ფლაკონი ინახება გარეთა კოლოფში, სინათლისგან დასაცავად.
დისპერსიის პირველადი მომზადების შემდეგ ის დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. თუ დაუყოვნებლივ გამოყენება არ ხდება, დისპერსია შეიძლება ინახებოდეს მაცივარში (2°C-8°C) 24 საათის განმავლობაში, ფლაკონში, რომელიც მოთავსებულია გარეთა კოლოფში სინათლისგან დასაცავად.
ინტრავენურ წვეთოვანში არსებული მომზადებული დისპერსია შეიძლება ინახებოდეს მაცივარში (2°C-8°C) 24 საათის განმავლობაში, სინათლისგან დაცულ მდგომარეობაში.
ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა გამოყენების პირობებში ნაჩვენებია 24 საათის განმავლობაში 2°C-8°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ მდგომარეობაში შენახვისას, რასაც მოჰყვება 4-საათიანი შენახვა 25°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაუცველ მდგომარეობაში.
მკურნალი ექიმი ან ფარმაცევტი პასუხისმგებელია ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის სათანადოდ განადგურებაზე.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
ა
ნავერუკლიფი 5 მგ/მლ, ფხვნილი საინფუზიო დისპერსიის მოსამზადებლად
პაკლიტაქსელი
პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე, საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, ვინაიდან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობისას, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ექთანთან მიმართვა.
ეს მედიკამენტი დანიშნულია მხოლოდ მოცემული პაციენტისთვის. დაუშვებელია მისი სხვისთვის გადაცემა. აღნიშნულმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ავადმყოფობის ნიშნები პაციენტის ნიშნების მსგავსია.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ექთანს. აღნიშნული მოიცავს ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ნავერუკლიფი და რისთვის გამოიყენება იგი
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ნავერუკლიფის მიღებამდე
ნავერუკლიფის გამოყენების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ნავერუკლიფის შენახვის წესი
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
- რას წარმოადგენს ნავერუკლიფი და რისთვის გამოიყენება იგი
ნავერუკლიფი, აქტიური ნივთიერების სახით, შეიცავს პაკლიტაქსელს, რომელიც მიბმულია ადამიანის ცილა ალბუმინთან, მცირე ზომის ნაწილაკების, ე.წ. ნანონაწილაკების, სახით. პაკლიტაქსელი მიეკუთვნება კიბოს სამკურნალო მედიკამენტების ჯგუფს, სახელწოდებით „ტაქსანები“.
პაკლიტაქსელი არის მედიკამენტის ის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ზემოქმედებს კიბოზე; მოქმედებს კიბოს უჯრედების გაყოფის შეჩერების გზით – რის შედეგადაც ისინი კვდებიან.
ალბუმინი არის მედიკამენტის ის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ეხმარება პაკლიტაქსელს სისხლში გახსნასა და სისხლძარღვების კედლებიდან სიმსივნურ უჯრედებში გადასვლაში. აღნიშნულით იხსნება სხვა ქიმიური ნივთიერებების საჭიროება, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი მოვლენები. ასეთი გვერდითი მოვლენები ნავერუკლიფის გამოყენებისას გაცილებით იშვიათად ვლინდება.
რისთვის გამოიყენება ნავერუკლიფი
ნავერუკლიფი გამოიყენება შემდეგი ტიპის კიბოს სამკურნალოდ:
სარძევე ჯირკვლის კიბო:
სარძევე ჯირკვლის კიბო, რომელიც გავრცელებულია სხეულის სხვა ნაწილებში („მეტასტაზური“ სარძევე ჯირკვლის კიბო).
ნავერუკლიფი გამოიყენება მეტასტაზური სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს, როდესაც ერთი სხვა თერაპია მაინც იყო გამოყენებული, მაგრამ უშედეგო აღმოჩნდა, და პაციენტისთვის უკუნაჩვენებია „ანთრაციკლინების“ შემცველი მკურნალობა.
მეტასტაზური სარძევე ჯირკვლის კიბოს მქონე პაციენტებში, რომლებიც სხვა, უშედეგოდ დასრულებული თერაპიის შემდეგ ღებულობდნენ ნავერუკლიფს, უკეთესი იყო სიმსივნის ზომის შემცირების ალბათობა და სიცოხლის ხანგრძლივობა, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც ალტერნატიულ თერაპიას იტარებდნენ.
პანკრეასის კიბო:
პანკრეასის მეტასტაზური კიბოს სამკურნალოდ ნავერუკლიფი გამოიყენება გემციტაბინთან ერთად. კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ პანკრეასის მეტასტაზური კიბოს (გავრცელებული სხეულის სხვა ნაწილებში) მქონე პაციენტებში, ნავერუკლიფისა და გემციტაბინის კომბინირებულმა გამოყენებამ სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო მეტად გაზარდა, ვიდრე მხოლოდ გემციტაბინით მკურნალობამ.
ფილტვის კიბო
ფილტვის კიბოს ყველაზე გავრცელებული ტიპის „არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს“ სამკურნალოდ, ნავერუკლიფი ასევე გამოიყენება მედიკამენტ კარბოპლატინთან ერთად.
ნავერუკლიფი გამოიყენება არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს დროს, როდესაც ქირურგიული ოპერაცია ან სხივური თერაპია არ არის მიზანშეწონილი დაავადების სამკურნალოდ.
- რა უნდა იცოდეს პაციენტმა ნავერუკლიფის მიღებამდე
ნავერუკლიფი არ გამოიყენება:
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) პაკლიტაქსელის ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში).
ძუძუთი კვების დროს;
თუ პაციენტს აღენიშნება სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მნიშვნელოვანი დაქვეითება (ნეიტროფილების საწყისი რაოდენობა <1500 უჯრედი/მმ3 – აღნიშნულთან დაკავშირებით რეკომენდაციას გასცემს მკურნალი ექიმი).
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
ნავერუკლიფის გამოყენებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ექთანთან კონსულტაცია:
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის ფუნქციის დარღვევა;
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე პრობლემები;
თუ პაციენტს აღენიშნება გულის პრობლემები.
პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ექთანს, თუ ნავერუკლიფით მკურნალობის პერიოდში აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე. მკურნალმა ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს მკურნალობის შეწყვეტა ან დოზის შემცირება:
თუ პაციენტს აღენიშნება რაიმე უჩვეულო სისხლჩაქცევა, სისხლდენა ან ინფექციის ნიშნები, როგორიცაა ყელის ტკივილი ან ცხელება;
თუ პაციენტს აღენიშნება დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება, მომატებული მგრძნობელობა შეხებისას ან კუნთების სისუსტე;
თუ პაციენტს აღენიშნება სუნთქვის პრობლემები, როგორიცაა ქოშინი ან მშრალი ხველა.
ბავშვები და მოზარდები
ნავერუკლიფი განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებისთვის და არ უნდა იქნას გამოყენებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდების მიერ.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარეტბთან
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს ნებისმიერი მედიკამენტის შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს ან ცოტა ხნის წინ იღებდა. აღნიშნული მოიცავს ურეცეპტოდ შეძენილ მედიკამენტებსაც, მცენარეული საშუალებების ჩათვლით, ვინაინ ნავერუკლიფმა შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთი სხვა მედიკამენტის მოქმედებაზე. ასევე, ზოგიერთმა სხვა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ნავერუკლიფის მოქმედებაზე.
პაციენტმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს და მიმართოს მკურნალ ექიმს, თუ ნავერუკლიფს იღებს ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე მედიკამენტთან ერთად:
ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (მაგ. ანტიბიოტიკები, როგორიცაა ერითრომიცინი, რიფამპიცინი და ა.შ.; თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, არის თუ არა მისთვის დანიშნული რომელიმე პრეპარატი ანტიბიოტიკი, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს), სოკოვანი ინფექციების სამკურნალო მედიკამენტების ჩათვლით (მაგ. კეტოკონაზოლი)
გუნებ-განწყობის დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, რომლებსაც ზოგჯერ ანტიდეპრესანტების სახელით მოიხსენიებენ (მაგ. ფლუოქსეტინი)
გულყრების (ეპილეფსია) სამკურნალო პრეპარატები (მაგ. კარბამაზეპინი, ფენიტოინი)
სისხლში ლიპიდების დამწევი პრეპარატები (მაგ. გემფიბროზილი)
გულძმარვის ან კუჭის წყლულების სამკურნალო პრეპარატები (მაგ. ციმეტიდინე
აივ ინფექციის და შიდსის სამკურნალო პრეპარატები (მაგ. რიტონავირი, საქვინავირი, ინდინავირი, ნელფინავირი, ეფავირენზი, ნევირაპინი)
კლოპიდოგრელის სახელით ცნობილი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სისხლის თრომბების წარმოქმნის პრევენციისთვის.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
პაკლიტაქსელმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე თანდაყოლილი დეფექტები, ამიტომ მისი გამოყენება ორსულობის პერიოდში დაუშვებელია. ნავერუკლიფით მკურნალობის დაწყებამდე მკურნალი ექიმი დანიშნავს ორსულობის ტესტს.
შვილოსნობის ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდი ნავერუკლიფით მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში.
ნავერუკლიფით მკურნალობისას დაუშვებელია ძუძუთი კვება, რადგან უცნობია, გადადის თუ არა აქტიური ნივთიერება პაკლიტაქსელი დედის რძეში.
მამრობითი სქესის პაციენტებისათვის რეკომენდებულია ეფექტური კონტრაცეფციის გამოყენება და ჩასახვისგან თავის შეკავება მკურნალობის პერიოდში და მისი დასრულებიდან ექვსი თვის განმავლობაში. ნავერუკლიფით თერაპიის შედეგად შესაძლო შეუქცევადი უნაყოფობის გამო, მკურნალობის დაწყებამდე მათ უნდა მიიღონ რჩევა სპერმის კონსერვაციასთან დაკავშირებით.
ამ მედიკამენტის მიღებამდე პაციენტმა რჩევისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
ზოგიერთმა პაციენტმა ნავერუკლიფის მიღების შემდეგ შეიძლება იგრძნოს დაღლილობა ან თავბრუსხვევა. ასეთ შემთხვევაში, პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობილი ან გამოიყენოს რაიმე იარაღი ან მექანიზმი.
თუ მკურნალობის კურსი სხვა მედიკამენტებსაც მოიცავს, ავტომობილის მართვასა და მექანიზმების გამოყენებასთან დაკავშირებით პაციენტმა რჩევისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
ნავერუკლიფი შეიცავს ნატრიუმს
ეს მედიკამენტი 100 მგ-ზე შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ანუ, არსებითად, „ნატრიუმისგან თავისუფალია“.
- ნავერუკლიფის გამოყენების წესი
ნავერუკლიფის შეყვანა პაციენტის ვენაში ხდება ექიმის ან ექთნის მიერ, ინტრავენური ინფუზიის (წვეთოვანის) სახით. პაციენტისთვის განკუთვნილი დოზა დამოკიდებულია მისი სხეულის ზედაპირის ფართობზე და სისხლის ანალიზის შედეგებზე. სარძევე ჯირკვლის კიბოს შემთხვევაში, სტანდარტული დოზა შეადგენს 260 მგ/მ2-ს სხეულის ზედაპირის ფართობზე, რომელიც შეჰყავთ 30 წუთის განმავლობაში. პანკრეასის შორსწასული კიბოს შემთხვევაში, სტანდარტული დოზა შეადგენს 125 მგ/მ2-ს სხეულის ზედაპირის ფართობზე, რომელიც შეჰყავთ 30 წუთის განმავლობაში. ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს შემთხვევაში, სტანდარტული დოზა შეადგენს 100 მგ/მ2-ს სხეულის ზედაპირის ფართობზე, რომელიც შეჰყავთ 30 წუთის განმავლობაში.
რა სიხშირით ხდება ნავერუკლიფის მიღება?
მეტასტაზური სარძევე ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ, ნავერუკლიფის შეყვანა ჩვეულებრივ ხდება ყოველ სამ კვირაში ერთხელ (21-დღიანი ციკლის 1-ელ დღეს).
პანკრეასის შორსწასული კიბოს სამკურნალოდ, ნავერუკლიფის შეყვანა ხდება ყოველი 28-დღიანი სამკურნალო ციკლის 1-ელ, მე-8 და მე-15 დღეებში, ხოლო გემციტაბინი კეთდება ნავერუკლიფის მიღების დასრულებისთანავე.
ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს სამკურნალოდ, ნავერუკლიფის შეყვანა ხდება კვირაში ერთხელ (ანუ, 21-დღიანი ციკლის 1-ელ, მე-8 და მე-15 დღეებში), ხოლო კარბოპლატინის შეყვანა ხდება ყოველ სამ კვირაში ერთხელ (ანუ, ყოველი 21-დღიანი ციკლის მხოლოდ 1-ელ დღეს), ნავერუკლიფის დოზის მიღების დასრულებისთანავე.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ექთანს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
თმის ცვენა (შემთხვევათა უმრავლესობაში თმის ცვენა ნავერუკლიფით მკურნალობის დაწყებიდან ერთ თვეზე ნაკლებ დროში დაიწყო. მისი გამოვლენისას, პაციენტთა უმრავლესობაში თმის ცვენა მკვეთრად არის გამოხატული (>50%)
გამონაყარი
სისხლში თეთრი უჯრედების (ნეიტროფილების, ლიმფოციტების ან ლეიკოციტების) რაოდენობის ანომალური შემცირება
ერითროციტების (სისხლის წითელი უჯრედების) დეფიციტი
სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება
პერიფერიულ ნერვებზე ზემოქმედება (ტკივილი, დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება ან მგრძნობელობის დაკარგვა)
სახსრების ტკივილი
კუნთების ტკივილი
გულისრევა, დიარეა, ყაბზობა, პირის ღრუს მტკივნეულობა, მადის დაკარგვა
ღებინება
სისუსტე და დაღლილობა, ცხელება
გაუწყლოება, გემოს შეგრძნების დარღვევა, წონის კლება
სისხლში კალიუმის დაბალი დონე
დეპრესია, ძილის პრობლემები
თავის ტკივილი
შემცივნება
სუნთქვის გაძნელება
თავბრუსხვევა
ლორწოვანი გარსებისა და რბილი ქსოვილების შეშუპება
ღვიძლის ფუნქციური სინჯების მაჩვენებლების მომატება
ტკივილი კიდურებში
ხველა
მუცლის ტკივილი
ცხვირიდან სისხლდენა
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-მდე პაციენტში):
ქავილი, კანის სიმშრალე, ფრჩხილების დაზიანება
ინფექცია, ცხელება სისხლში თეთრი უჯრედების (ნეიტროფილების) რაოდენობის შემცირებით, ალები, რძიანა, სისხლის მძიმე ინფექცია, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლის თეთრი უჯრედების შემცირებით
სისხლის ყველა უჯრედის რაოდენობის შემცირება
ტკივილი გულმკერდის ან ყელის არეში
დისპეფსია, დისკომფორტი მუცლის არეში
ცხვირის გაჭედვა
ზურგის ტკივილი, ძვლების ტკივილი
კუნთოვანი კოორდინაციის დაქვეითება ან კითხვის გაძნელება, ცრემლდენის გაძლიერება ან შემცირება, წამწამების ცვენა
გულისცემის სიხშირის ან რიტმის ცვლილებები, გულის უკმარისობა
არტერიული წნევის დაქვეითება ან მომატება
ინექციის ადგილას სიწითლე ან შეშუპება
შფოთვა
ფილტვების ინფექცია
საშარდე გზების ინფექცია
ნაწლავის ობსტრუქცია, მსხვილი ნაწლავის ანთება, სანაღვლე სადინრების ანთება
თირკმლის მწვავე უკმარისობა
სისხლში ბილირუბინის მომატება
სისხლიანი ხველა
პირის სიმშრალე, ყლაპვის გაძნელება
კუნთების სისუსტე
მხედველობის დაბინდვა
ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-მდე პაციენტში):
წონის მომატება, სისხლში ლაქტატდეჰიდროგენაზას მომატება, თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, სისხლში შაქრის მომატება, სისხლში ფოსფორის მომატება
რეფლექსების დაქვეითება ან არარსებობა, უნებლიე მოძრაობები, ტკივილი ნერვის გაყოლებაზე, გულის წასვლა, თავბრუსხვევა წამოდგომისას, კანკალი, სახის ნერვის დამბლა
თვალების გაღიზიანება, თვალების ტკივილი, თვალების სიწითლე, თვალების ქავილი, გაორებული მხედველობა, მხედველობის დაქვეითება ან მოციმციმე ნათების ხედვა, მხედველობის დაბინდვა ბადურას შეშუპების გამო (ცისტოიდური მაკულარული შეშუპება)
ყურის ტკივილი, ხმაური ყურებში
ხველა ნახველით, ქოშინი სიარულის ან კიბეზე ასვლის დროს, სურდო ან ცხვირის სიმშრალე, სუნთქვის ხმიანობის დაქვეითება, სითხე ფილტვებში, ხმის დაკარგვა, თრომბი ფილტვში, ყელის სიმშრალე
მეტეორიზმი, კუჭის სპაზმები, ღრძილების ტკივილი ან მტკივნეულობა, სწორი ნაწლავიდან სისხლდენა
მტკივნეული შარდვა, ხშირი შარდვა, სისხლი შარდში, შარდის შეუკავებლობა
ფრჩხილების ტკივილი, დისკომფორტი ფრჩხილებში, ფრჩხილების დაკარგვა, ჭინჭრის ციება, კანის ტკივილი, კანის სიწითლე მზის სხივების ზემოქმედებით, კანის ფერის შეცვლა, ოფლიანობის გაძლიერება, ღამის ოფლიანობა, თეთრი ლაქები კანზე, წყლულები, სახის შეშუპება
სისხლში ფოსფორის შემცირება, სითხის შეკავება, სისხლში ალბუმინის დაბალი დონე, წყურვილის გაძლიერება, სისხლში კალციუმის შემცირება, სისხლში შაქრის შემცირება, სისხლში ნატრიუმის შემცირება
ტკივილი და შეშუპება ცხვირის არეში, კანის ინფექციები, კათეტერის ხაზით გამოწვეული ინფექცია
სისხლჩაქცევები
ტკივილი სიმსივნის ლოკალიზაციის ადგილას, სიმსივნის ნეკროზი
არტერიული წნევის დაქვეითება წამოდგომისას, სიცივის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში
სიარულის გაძნელება, შეშუპება
ალერგიული რეაქცია
ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება, ღვიძლის გადიდება
ტკივილი სარძევე ჯირკვალში
მოუსვენრობა
კანზე მცირე ზომის სისხლჩაქცევები, რომლებიც დაკავშირებულია სისხლის კოლტებთან (თრომბებთან)
მდგომარეობა, რომელიც მოიცავს სისხლის წითელი უჯრედების დაშლას და თირკმლის მწვავე უკმარისობას.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-მდე პაციენტში):
კანისმიერი რეაქცია სხვა აგენტზე ან ფილტვის ანთება სხივური თერაპიის შემდგომ
სისხლის თრომბი
ძალიან შენელებული პულსი, გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი)
მედიკამენტის გაჟონვა ვენის გარეთ
გულის ელექტრული გამტარი სისტემის დარღვევა (ატრიოვენტრიკულური ბლოკადა)
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10.000-დან 1-მდე პაციენტში):
კანისა და ლორწოვანი გარსების ძლიერი ანთება/გამონაყარი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):
კანის გამკვრივება/გასქელება (სკლეროდერმია)
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ასევე შესაძლებელია პირდაპირ შემდეგი უწყებებისთვის:
პოლონეთი:
Departament Monitorowania Niepożądanych Działań Produktów Leczniczych
Urzędu Rejestracji Produktów
al. ierozolimskie 181C, PL-02 222 ვარშავა
ტელ.: + 48 22 49 21 301
ფაქსი: + 48 22 49 21 309
ვებ-გვერდი: https://smz.ezdrowie.gov.pl
რუმინეთი:
Agenţia Naţională a Medicamentului şi a Dispozitivelor Medicale din România
ქ. ავიატორ სანატესკუ №48, სექტორი 1
ბუქარესტი 011478- RO
ელ-ფოსტა: [email protected]
ვებ-გვერდი: www.anm.ro
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს შეუწყობს ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
- ნავერუკლიფის შენახვის წესი
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია ამ მედიკამენტის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფსა და ფლაკონზე „EXP“ აღნიშვნის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
გაუხსნელი ფლაკონები: ფლაკონი ინახება გარეთა კოლოფში, სინათლისგან დასაცავად.
დისპერსიის პირველადი მომზადების შემდეგ ის დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. თუ დაუყოვნებლივ გამოყენება არ ხდება, დისპერსია შეიძლება ინახებოდეს მაცივარში (2°C-8°C) 24 საათის განმავლობაში, ფლაკონში, რომელიც მოთავსებულია გარეთა კოლოფში სინათლისგან დასაცავად.
ინტრავენურ წვეთოვანში არსებული მომზადებული დისპერსია შეიძლება ინახებოდეს მაცივარში (2°C-8°C) 24 საათის განმავლობაში, სინათლისგან დაცულ მდგომარეობაში.
ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა გამოყენების პირობებში ნაჩვენებია 24 საათის განმავლობაში 2°C-8°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ მდგომარეობაში შენახვისას, რასაც მოჰყვება 4-საათიანი შენახვა 25°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაუცველ მდგომარეობაში.
მკურნალი ექიმი ან ფარმაცევტი პასუხისმგებელია ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის სათანადოდ განადგურებაზე.
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
ნავერუკლიფის შემადგენლობა:
პრეპარატი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს პაკლიტაქსელს. თითოეული ფლაკონი შეიცავს 100 მგ პაკლიტაქსელს, ალბუმინთან დაკავშირებული ნანონაწილაკების სახით. დისპერსიის მომზადების შემდეგ, ყოველი მლ დისპერსია შეიცავს 5 მგ პაკლიტაქსელს, ალბუმინთან დაკავშირებული ნანონაწილაკების სახით.
დამხმარე ინგრედიენტია: ალბუმინი (ადამიანის) (რომელიც შეიცავს ნატრიუმის კაპრილატს და N-აცეტილ-L-ტრიპტოფანს); იხილეთ პარაგრაფი 2 „ნავერუკლიფი შეიცავს ნატრიუმს“.
ნავერუკლიფის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა
ნავერუკლიფი არის მოთეთრო-მოყვითალო ფერის ფხვნილი ან ლიოფილიზებული ფორიანი მასა, საინფუზიო დისპერსიის მოსამზადებლად. ნავერუკლიფი ხელმისაწვდომია მინის ფლაკონებში, რომლებიც შეიცავს 100 მგ პაკლიტაქსელს, ალბუმინთან დაკავშირებული ნანონაწილაკების სახით.
თითოეული შეფუთვა შეიცავს 1 ფლაკონს.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი
Accord Healthcare S.L.U.
World Trade Center, Moll De Barcelona s/n,
Edifici Est, 6a Planta,
ბარსელონა, 08039,
ესპანეთი
მწარმოებელი
Accord Healthcare Polska Sp.z o.o.
ქ. ლუტომიერსკა 50,
95-200 პაბიანიცე,
პოლონეთი
ინსტრუქციის ბოლო განახლების თარიღი: 01/2024.
ამ მედიკამენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ევროპის წამლების სააგენტოს ვებ-გვერდზე: http://www.ema.europa.eu
- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ინფორმაცია სამედიცინო პერსონალისთვის
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო პერსონალისთვის:
გამოყენების, მოპყრობისა და განადგურების ინსტრუქციები
უსაფრთხოების ზომები მომზადებისა და შეყვანისას (გამოყენებისას):
პაკლიტაქსელი ციტოტოქსიკური, სიმსივნის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებაა და, როგორც სხვა პოტენციურად ტოქსიკური ნაერთების შემთხვევაში, ნავერუკლიფთან მუშაობისას (მოპყრობისას) სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. აუცილებელია გამოყენებულ იქნას ხელთათმანები, დამცავი სათვალე და დამცავი ტანსაცმელი. ნავერუკლიფის დისპერსიის კანზე მოხვედრის შემთხვევაში, კანი დაუყოვნებლივ და საგულდაგულოდ უნდა ჩამოიბანოს საპნითა და წყლით. ნავერუკლიფის ლორწოვან გარსებზე მოხვედრის შემთხვევაში, ისინი საგულდაგულოდ უნდა გამოირეცხოს წყლით. ნავერუკლიფის მომზადება და შეყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ პერსონალის მიერ, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი მომზადება ციტოტოქსიკურ საშუალებებთან მუშაობის წესებში. ორსულმა თანამშრომლებმა არ უნდა იმუშაონ ნავერუკლიფთან. ექსტრავაზაციის შესაძლებლობის გათვალისწინებით, რეკომენდებულია სამკურნალო საშუალების შეყვანის დროს ინფუზიის ადგილის საგულდაგულო მონიტორინგი, შესაძლო ინფილტრაციის გამოსავლენად. ნავერუკლიფის ინფუზიის 30 წუთამდე შეზღუდვა, მითითებისამებრ, ამცირებს ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციების განვითარების ალბათობას.
პროდუქტის განზავება და შეყვანა
ნავერუკლიფის შეყვანა უნდა მოხდეს კვალიფიციური ონკოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ, იმ განყოფილებებში, რომლებიც სპეციალიზებულია ციტოტოქსიკური საშუალებების შეყვანაზე. ნავერუკლიფი მიეწოდება სტერილური ლიოფილიზებული ფხვნილის სახით, გამოყენების წინ განსაზავებლად. განზავების შემდეგ, დისპერსიის ყოველი მლ შეიცავს 5 მგ პაკლიტაქსელს, ალბუმინთან დაკავშირებული ნანონაწილაკების სახით. განზავებული ნავერუკლიფის დისპერსია შეჰყავთ ინტრავენურად, საინფუზიო სისტემის გამოყენებით, რომელიც აღჭურვილია 15 μმ (მიკრომეტრი) ფილტრით.
სტერილური შპრიცის გამოყენებით, 20 მლ ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინფუზიო ხსნარი ნელა უნდა შევიდეს ნავერუკლიფის ფლაკონში, მინიმუმ 1 წუთის განმავლობაში. ხსნარი მიმართული უნდა იყოს ფლაკონის შიდა კედელზე. ხსნარი არ უნდა შევიდეს პირდაპირ ფხვნილში, რადგან ეს გამოიწვევს აქაფებას.
ხსნარის დამატების დასრულების შემდეგ, ფლაკონი უნდა გაჩერდეს მინიმუმ 5 წუთის განმავლობაში, მყარი ნივთიერების სათანადო დასველების უზრუნველსაყოფად. შემდეგ, ფლაკონი ფრთხილად და ნელა უნდა ატრიალონ წრიულად და/ან რამდენჯერმე ფრთხილად გადმოაბრუნონ, მინიმუმ 2 წუთის განმავლობაში, ფხვნილის სრულ დისპერგირებამდე. დაუშვებელია ქაფის წარმოქმნა. აქაფების ან დაგუნდავების შემთხვევაში, დისპერსია უნდა გააჩერონ მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში, ქაფის გაქრობამდე.
განზავებული დისპერსია უნდა იყოს რძისებრი და ერთგვაროვანი (ჰომოგენური), ხილული ნალექის გარეშე. შესაძლოა მოხდეს განზავებული დისპერსიის გარკვეული დალექვა. ხილული ნალექის ან დალექვის შემთხვევაში, ფლაკონი კვლავ ფრთხილად უნდა გადმოაბრუნონ, გამოყენების წინ სრული ხელახალი დისპერგირების უზრუნველსაყოფად.
ფლაკონში არსებული დისპერსია უნდა შემოწმდეს მექანიკური ნაწილაკების არსებობაზე. დაუშვებელია განზავებული დისპერსიის შეყვანა, თუ ფლაკონში შეინიშნება მექანიკური ნაწილაკები.
პაციენტისთვის საჭირო 5 მგ/მლ კონცენტრაციის დისპერსიის ზუსტი საერთო დოზირების მოცულობა უნდა გამოითვალოს, და განზავებული ნავერუკლიფის შესაბამისი რაოდენობა უნდა შევიდეს ცარიელ, სტერილურ, PVC (პვქ) ან არა-PVC (არა-პვქ) ტიპის საინფუზიო პაკეტში.
სამედიცინო მოწყობილობების გამოყენებამ, რომლებიც საპოხი საშუალების სახით შეიცავენ სილიკონის ზეთს (მაგ., შპრიცები და საინფუზიო პაკეტები), ნავერუკლიფის განსაზავებლად და შესაყვანად, შეიძლება გამოიწვიოს ცილოვანი ძაფების (ძაფისებრი სტრუქტურების) წარმოქმნა. ნავერუკლიფის შეყვანა უნდა მოხდეს საინფუზიო სისტემის გამოყენებით, რომელიც აღჭურვილია 15 μმ (მიკრომეტრი) ფილტრით, ამ ძაფების (სტრუქტურების) შეყვანის თავიდან ასაცილებლად. 15 μმ (მიკრომეტრი) ფილტრის გამოყენება აშორებს ამ ძაფებს (სტრუქტურებს) და არ ცვლის განზავებული პროდუქტის ფიზიკურ ან ქიმიურ თვისებებს.
15 μმ-ზე (მიკრომეტრზე) ნაკლები ფორების ზომის მქონე ფილტრების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ფილტრის დახშობა.
სპეციალიზებული, დი(2-ეთილჰექსილ)ფთალატის (DEHP) არშემცველი ხსნარის კონტეინერების ან საინფუზიო სისტემების გამოყენება არ არის აუცილებელი ნავერუკლიფის ინფუზიების მოსამზადებლად ან შესაყვანად.
შეყვანის დასრულების შემდეგ, რეკომენდებულია ინტრავენური ხაზის გამორეცხვა ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინფუზიო ხსნარით, სრული დოზის შეყვანის უზრუნველსაყოფად.
ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
სტაბილურობა
ნავერუკლიფის გაუხსნელი ფლაკონები სტაბილურია შეფუთვაზე მითითებულ თარიღამდე, თუ ფლაკონი ინახება გარეთა კოლოფში სინათლისგან დასაცავად. არც გაყინვა და არც მაცივარში შენახვა უარყოფითად არ მოქმედებს პროდუქტის სტაბილურობაზე. ეს სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის რაიმე განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებს.
განზავებული დისპერსიის სტაბილურობა ფლაკონში
ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა გამოყენების პირობებში ნაჩვენებია 24 საათის განმავლობაში 2°C-8°C ტემპერატურაზე, ორიგინალ კოლოფში, სინათლისგან დაცულ მდგომარეობაში.
განზავებული დისპერსიის სტაბილურობა საინფუზიო პაკეტში
ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა გამოყენების პირობებში ნაჩვენებია 24 საათის განმავლობაში 2°C-8°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ მდგომარეობაში შენახვისას, რასაც მოჰყვება 4-საათიანი შენახვა 25°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაუცველ მდგომარეობაში.
თუმცა, მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, თუ განზავების და საინფუზიო პაკეტების შევსების მეთოდი არ გამორიცხავს მიკრობული დაბინძურების (კონტამინაციის) რისკებს, პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნას განზავებისა და საინფუზიო პაკეტების შევსებისთანავე.
დაუყოვნებლივ გამოუყენებლობის შემთხვევაში, გამოყენების პერიოდში შენახვის ხანგრძლივობასა და პირობებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
განზავებული სამკურნალო საშუალების შენახვის საერთო კომბინირებული დრო ფლაკონსა და საინფუზიო პაკეტში, მაცივარში შენახვისას და სინათლისგან დაცულ მდგომარეობაში, შეადგენს 24 საათს. ამას შეიძლება მოჰყვეს საინფუზიო პაკეტში შენახვა 4 საათის განმავლობაში 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



