აქვიპაქსელი
AqVipaxel
საკვერცხის კარცინომა საკვერცხის კარცინომის პირველი ხაზის ქიმიოთერაპიისთვის პაკლიტაქსელი ნაჩვენებია საკვერცხის გავრცელებული კარცინომის ან ნარჩენი სიმსივნის (> 1 სმ) მქონე პაციენტების სამკურნალოდ ლაპარატომიის შემდეგ, ცისპლატინთან კომბინაციაში. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პაკლიტაქსელი (paclitaxel)
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ/16.7მლ (6მგ/მლ) 16.7მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- AqVida GmbH, გერმანია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, ტაქსანები
- ATC კოდი
- L01CD01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045746
- რეგისტრირებულია
- 23 ივნისი 2026, მოქმედებს 23 ივნისი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- „AVERSI-RATIONAL“ LTD (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-რაციონალი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
აქვიპაქსელი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
საკვერცხის კარცინომა
საკვერცხის კარცინომის პირველი ხაზის ქიმიოთერაპიისთვის პაკლიტაქსელი ნაჩვენებია საკვერცხის გავრცელებული კარცინომის ან ნარჩენი სიმსივნის (> 1 სმ) მქონე პაციენტების სამკურნალოდ ლაპარატომიის შემდეგ, ცისპლატინთან კომბინაციაში.
საკვერცხის კარცინომის მეორე ხაზის ქიმიოთერაპიისთვის პაკლიტაქსელი ნაჩვენებია საკვერცხის მეტასტაზური კარცინომის სამკურნალოდ, პლატინის შემცველი სამკურნალო საშუალებებით სტანდარტული თერაპიის არაეფექტურობის შემდეგ.
სარძევე ჯირკვლის კარცინომა
პაკლიტაქსელი ნაჩვენებია კვანძოვანი ფორმის ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში ადიუვანტური თერაპიისთვის ანთაციკლინით/ციკლოფოსფამიდით (აც) თერაპიის შემდეგ. ადიუვანტური თერაპია პაკლიტაქსელის გამოყენებით უნდა განიხილებოდეს როგორც ხანგრძლივი აც-თერაპიის ალტერნატივა.
პაკლიტაქსელი ნაჩვენებია პირველი ხაზის მკურნალობისთვის სარძევე ჯირკვლის ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური კიბოს დროს, ანთრაციკლინთან კომბინაციაში პაციენტებში, რომელთათვის ნაჩვენებია ანთრაციკლინით თერაპია, ან ტრასტუზუმაბთან კომბინაციაში, იმ შემთხვევაში, როდესაც HER2, რომელიც განისაზღვრება იმუნოჰისტოქიმიური მეთოდებით, ფასდება როგორც 3+ ხარისხის, და როდესაც ანთრაციკლინების შემცველი თერაპია ნაჩვენები არ არის. (იხ. ნაწილები 4.4 და 5.1).
მონოთერაპიის სახით პაკლიტაქსელი ინიშნება სარძევე ჯირკვლის მეტასტაზური კიბოს სამკურნალოდ პაციენტებში, რომელთა სტანდარტული თერაპია ანთრაციკლინების გამოყენებით უშედეგო აღმოჩნდა ან რომლებშიც ანთრაციკლინით მკურნალობა ნაჩვენები არ არის.
გავრცელებული ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო
პაკლიტაქსელი ცისპლატინთან კომბინაციაში ნაჩვენებია ფილტვის არაწვრილუჯრედული კიბოს სამკურნალოდ პაციენტებში, რომელთათვის პოტენციურად გამოსაჯანმრთელებელი ოპერაციები ან/და სხივური თერაპია ნაჩვენები არ არის.
შიდს-ასოცირებული კაპოშის სარკომა
პაკლიტაქსელი ნაჩვენებია შიდს-ასოცირებული კაპოშის სარკომით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ, რომელთა წინამავალი ლიპოსომური ანთრაციკლინებით მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა.
მონაცემები ამ ჩვენებისას გამოყენების ეფექტურობის შესახებ შეზღუდულია; შესაბამისი კვლევების მოკლე აღწერა მოცემულია ნაწილში 5.1.
მიღების წესი და დოზირება
გამოიყენეთ ეს მედიკამენტი წინამდებარე ინსტრუქციაში აღწერილი მითითებების მიხედვით ან ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მითითებით. მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს, თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული.
- ალერგიული რეაქციების შემცირების მიზნით, აქვიპაქსელის მიღებამდე დაგენიშნებათ სხვა მედიკამენტები. ამ მედიკამენტებს თქვენ მიიღებთ ან ტაბლეტების სახით ან/და ინტრავენური ინფუზიის გზით.
- აქვიპაქსელის შეყვამა ხდება ერთ-ერთ ვენაში წვეთოვანი ინფუზიის გზით (ინტრავენური ინფუზია), ამავდროულად ხსნარი მიედინება ფილტრის გავლით. აქვიპაქსელის შეყვანა მოხდება ექთნის მიერ, რომელიც დაამზადებს საინფუზიო ხსნარს მისი გამოყენების წინ. დოზირება, რომელიც თქვენ გენიშნებათ განისაზღვრება სისხლის ანალიზის შედეგების მიხედვით. კიბოს სახეობისა და სიმძიმის ხარისხის შესაბამისად აქვიპაქსელი ინიშნება მონოთერაპიის სახით ან კომბინაციაში სხვა სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად.
- აქვიპაქსელის ინტრავენური ინფუზია უნდა გაკეთდეს 3 დან 24 საათამდე დროის განმავლობაში. ჩვეულებრივ ინიშნება ყოველ 2 ან 3 კვირაში, თუ ექიმი არ დანიშნავს სხვაგვარად. თქვენი ექიმი გაცნობებთ ასევე თერაპიის კურსის რაოდენობის შესახებ.
თუ მიიღეთ აქვიპაქსელის ჭარბი დოზა
აქვიპაქსელის ჭარბი დოზირების შემთხვევაში ანტიდოტი ცნობილი არ არის. ტარდება სიმპტომური თერაპია.
თუ გაგიჩნდათ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) პაკლიტაქსელის ან პრეპარატის სხვა შემადგენელი კომპონენტების მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6), მათ შორის მაკროგოლგლიცეროლის რიცინოლეატი-35-ის (პოლიოქსიეთილენ-აბუსალათინის ზეთი) მიმართ.
თუ აღინიშნება სისხლის თეთრი უჯრედების სიმცირე. ექიმი შეამოწმებს რაოდენობას სისხლის ანალიზის მიხედვით.
ძუძუთი კვების დროს.
თუ აღინიშნება რთული, არაკონტროლირებადი ინფექცია და აქვიპაქსელი გამოიყენება კაპოშის სარკომის სამკურნალოდ.
თუ თქვენ შეგესაბამებათ აღნიშნული მდგომარეობებიდან რომელიმე, აქვიპაქსელით მკურნალობის დაწყებამდე უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის.
სიფრთხილის ზომები
აქვიპაქსელის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
ალერგიული რეაქციების თავიდან აცილების მიზნით, აქვიპაქსელის გამოყენებამდე თქვენ დაგინიშნავენ სხვა მედიკამენტებს.
საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე აქვიპაქსელის გამოყენებამდე
თუ შეგემჩნევათ მძიმე ალერგიული რეაქციები (მაგ., სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, მკერდის არეში შებოჭვის შეგრძნება, არტერიული წნევის ვარდნა, თავბრუსხვევა, გულის წასვლის შეგრძნება, რეაქცია კანის მხვრივ, როგორიცაა გამონაყარი ან შეშუპება).
თუ გაქვთ სიცხე, ძლიერი ციებ-ცხელება, ყელის ტკივილი ან პირის ღრუს წყლული (ძვლის ტვინის სუპრესიის ნიშნები).
თუ გრძნობთ დაბუჟებას, ჩხვლეტის, ჩქმეტას, ტკივილს ან სისუსტეს ხელ-ფეხის არეში (პერიფერიული ნეიროპათიის სიმპტომი). შესაძლოა საჭირო გახდეს აქვიპაქსელის დოზის შემცირება.
თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე უკმარისობა; ასეთ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული აქვიპაქსელის გამოყენება.
თუ გაქვთ გულის გამტარობის დარღვევა.
თუ აქვიპაქსელით მკურნალობის დროს ან მკურნალობის დასრულებიდან ცოტა ხნის შემდეგ აღინიშნება მძიმე ან პერსისტირებადი ფაღარათი, რომელსაც ახლავს სხეულის ტემპერატურის მატება და მუცლის ტკივილი. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ნაწლავის ანთებას (ფსევდომემბრანული კოლიტი).
თუ მკურნალობის დაწყებამდე ჩაგიტარდათ გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა (რადგან ამის შედეგად არსებობს ფილტვების ანთების განვითარების მაღალი რისკი).
თუ გაქვთ ანთება ან ჰიპერემია პირის ღრუში (მუკოზიტის ნიშნები) და გიტარდებათ კაპოშის სარკომას მკურნალობა. შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება.
შემდეგი სიმპტომების გამოვლენისას დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
აქვიპაქსელი შეყვანა ხდება მხოლოდ ინტრავენურად. აქვიპაქსელის ინფუზიამ არტერიაში შესაძლოა გამოიწვიოს არტერიის ანთება, რასაც თან ახლავს ტკივილი, შეშუპება და ჰიპერემია.
ბავშვები და მოზარდები
აქვიპაქსელის გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში (18 წლამდე) არ არის რეკომენდებული.
ავიპაქსელის გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით/იყენებდით ან აპირებთ ნებისმიერი მედიკამენტის მიღებას/გამოყენებას.
მიმართეთ ექიმს, თუ აქვიპაქსელი მიიღეთ შემდეგ მედიკამენტებთან ერთად:
ინფექციების სამკურნალო საშუალებები (ანუ ანტიბიოტიკები, როგორიცაა ერითრომიცინი, რიფამპიცინი და ა.შ. ჰკითხეთ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს, თუ არ ხართ დარწმუნებული, წარმოადგენს თუ არა მედიკამენტი ანტიბიოტიკს), სოკოვანი ინფექციების სამკურნალო საშუალებების ჩათვლით (მაგ., კეტოკონაზოლი).
გუნება-განწყობის სტაბილიზირების სამკურნალო საშუალებები, ცნობილი როგორც ანტიდეპრესანტები (მაგ., ფლუოქსეტინი).
კრუნჩხვის (ეპილეფსიის) სამკურნალო საშუალებები (მაგ., კარბამაზეპინი, ფენიტოინი).
სისხლში ცხიმის დონის შემამცირებელი საშუალებები (მაგ., გემფიბროზილი).
გულძმარვის ან კუჭის წყლულის სამკურნალო საშუალებები (მაგ., ციმეტიდინი).
აივ-ინფექციის და შიდსის სამკურნალო საშუალებები (მაგ., რიტონავირი, საქვინავირი, ინდინავირი, ნელფინავირი, ეფავირენცი, ნევირაპინი).
პრეპარატი სახელწოდებით კლოპიდოგრელი, რომელიც გამოიყენება თრომბოზის საწინააღმდეგოდ.
ცისპლატინი (გამოიყენება კიბოს მკურნალობის დროს): აქვიპაქსელი გამოყენებული უნდა იქნას ცისპლატინის წინ. საჭიროა თირკმლის ფუნქციის უფრო ხშირი კონტროლი.
დოქსორუბიცინი (გამოიყენება კიბოს მკურნალობის დროს): აქვიტაქსელი უნდა იქნას გამოყენებული დოქსორუბიცინის გამოყენებიდან 24 სთ შემდეგ, სხეულში დოქსორუბიცინის მაღალი კონცენტრაციის თავიდან აცილების მიზნით.
სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედება შესაძლოა შეიცვალოს, მათში ალკოჰოლის შემცველობის შედეგად.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
საკვერცხის კიბოს პირველი ხაზის ქიმიოთერაპიის დროს რეკომენდებულია პაკლიტაქსელის შეყვანა ცისპლატინის წინ. როდესაც პაკლიტაქსელი შეიყვანება ცისპლატინამდე, ამტანობა შეესაბამება პაკლიტაქსელით მონოთერაპიას. პაკლიტაქსელის ცისპლატინის შემდეგ შეყვანის შემთხვევაში, პაციენტებს აღენიშნება უფრო გამოხატული მიელოსუპრესია და პაკლიტაქსელის კლირენსის დაახლოებით 20%-ით შემცირება. პაციენტებს, რომლებიც პაკლიტაქსელს და ცისპლატინს იღებდნენ, შესაძლოა აღენიშნებათ თირკმლის უკმარისობის უფრო მაღალი რისკი, ვიდრე გინეკოლოგიური სიმსივნეების ცისპლატინით მონოთერაპიის სახოთ მკურნალობის შემდეგ.
რადგან დოქსორუბიცინის და მისი აქტიური მეტაბოლიტების ექსკრეცია შესაძლოა შემცირდეს პაკლიტაქსელისა და დოქსორუბიცინის თანმიმდევრული ხანმოკლე პერიოდში შეყვანის შემთხვევაში, სარძევე ჯირკვლის მეტასტაზური კიბოს პირველი ხაზის ქიმიოთერაპიის სახით პაკლიტაქსელი უნდა ინიშნებოდეს დოქსორუბიცინის შეყვანიდან 24 საათის შემდეგ (იხ. ნაწილი 5.2).
პაკლიტაქსელის მეტაბოლიზმი ნაწილობრივ კატალიზირდება ციტოქრომი P450–ის იზოფერმენტებით CYP2C8 და 3A4. ამგვარად, სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედებების PK-კვლევის არარსებობის პირობებში საჭიროა სიფრთხილის დაცვა, როდესაც პაკლიტაქსელი შეიყვანება ისეთ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც, როგორც ცნობილია, აინჰიბირებს CYP2C8-ს ან CYP3A4-ს (მაგალითად, კეტოკონაზოლი და სხვა იმიდაზოლური სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები, ერითრომიცინი, ფლუოქსეტინი, ჰემფიბროზილი, კლოპიდოგრელი, ციმეტიდინი, რიტონავირი, საკვინავირი, ინდინავირი და ნელფინავირი), რადგან პაკლიტაქსელის ტოქსიურობამ, შესაძლოა მოიმატოს პაკლიტაქსელის უფრო ხანგრძლივი ექსპოზიციის გამო. პაკლიტაქსელის ერთდროული გამოყენება ისეთ სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც, როგორც ცნობილია, აინდუცირებს CYP2C8-ს ან CYP3A4-ს (მაგალითად, რიფამპიცინი, კარბამაზეპინი, ფენიტოინი, ეფავირენცი და ნევირაპინი), არ არის რეკომენდებული, რადგან ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს პაკლიტაქსელის ნაკლებად ხანგრძლივი ექსპოზიციის გამო.
პაკლიტაქსელის ექსკრეციაზე (კლირენსზე) ციმეტიდინით პრემედიკაცია არ მოქმედებს.
კაპოშის სარკომით დაავადებული პაციენტების მონაწილეობით ჩატარებული კვლევები, სადაც ისინი თანმხლები პრეპარატების ფართო სპექტრს იღებდნენ, მიუთითებს, რომ პაკლიტაქსელის სისტემური კლირენსი მნიშვნელოვნად შემცირებული იყო ნელფინავირის და რიტონავირის მიღებისას, მაგრამ არა ინდინავირის მიღებისას. არ არსებობს ადეკვატური ინფორმაცია პროთეაზის სხვა ინჰიბიტორებთან ურთიერთქმედების შესახებ. შესაბამისად, პაკლიტაქსელი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებიც თანმხლები თერაპიის სახით პროთეაზის ინჰიბიტორებს იღებენ.
სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედება შესაძლოა იცვლებოდეს აღნიშნულ სამკურნალო საშუალებაში სპირტის არსებობის შედეგად.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი, ეჭვობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის ამ პრეპარატის გამოყენებამდე.
თუ არსებობს დაორსულების შესაძლებლობა, მკურნალობის პერიოდში უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის საიმედო და უსაფრთხო მეთოდები. აქვიპაქსელის გამოყენება ორსულობის დროს არ შეიძლება, გარდა გარდაუვალი აუცილებლობისა.
ქალებმა და მამაკაცებმა ნაყოფიერების ასაკში და/ან მათმა პარტნიორებმა უნდა გამოიყენონ საიმედო კონტრაცეპტული საშუალებები მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში.
მამაკაცებმა აქვიპაქსლით მკურნალობის დაწყებამდე უნდა გაიარონ კონსულტაცია სპერმის კონსერვაციის საკითხთან დაკავშირებით შესაძლო უშვილობის გამო.
აქვიპაქსელის გამოყენებისას ლაქტაცია უნდა შეწყდეს. ლაქტაცია უნდა განახლდეს მხოლოდ ექიმის ნებართვით.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
მოცემული პროდუქტი შეიცავს ალკოჰოლს. Aვტომობილის და მექანიზმების მართვის დროს რეაგირების უნარი შესაძლოა შეიზღუდოს. ამიტომ არ არის რეკომენდებული მკურნალობის კურსის შემდეგ ავტომობილის მართვა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაჯდეთ საჭესთან, თუ გრძნობთ თავბრუსხვევას ან წონასწორობის დარღვევას.
აქვიპაქსელი შეიცავს მაკროგოლგლიცეროლის რიცინოლეატს-35 (პოლიოქსიეთილენის აბუსალათინის ზეთი), რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე ალერგიული რეაქციები. თუ თქვენ გაქვთ ალერგია მაკროგოლგლიცეროლის რიცინოლეატის 35 (პოლიოქსიეთილენის აბუსალათინის ზეთის) მიმართ, უნდა აცნობოთ ექიმს აქვიპაქსელით მკურნალობის დაწყებამდე.
აქვიპაქსელი შეიცავს ეთანოლს (ალკოჰოლს).
მოცემული პრეპარატის შეიცავს 50.17% ალკოჰოლს – აქვიპაქსელის თითოეული მილილიტრი შეიცავს 0.395 გ ალკოჰოლს. აქვიპაქსელის დოზა 300 მგ/50 მლ შეიცავს 20 გ ალკოჰოლს. ეს შეესაბამება 450 მლ ლუდს ან 175 მლ ღვინოს.
არსებობს ჯანმრთელობის დარღვევის რისკი გარკვეული ჯგუფის პაციენტებში, მათ შორის ღვიძლის დაავადებების, ალკოჰოლიზმის, ეპილეფსიის, თავის ტვინის ორგანული დაავადებების მქონე პაციენტებში, ორსულებში, მეძუძურ ქალებსა და ბავშვებში.
გვერდითი მოვლენები
- როგორ შევინახოთ აქვიპაქსელი
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
- რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება აქვიპაქსელი
პაკლიტაქსელი მიეკუთვნება სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს, ეგრედწოდებულ ტაქსანებს. ეს ნივთიერებები აინჰიბირებს სიმსივნური უჯრედების ზრდას.
აქვიპაქსელი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
საკვერცხის კიბო:
პირველი ხაზის თერაპიის სახით (წინმსწრებ ოპერაციის შემდგომ პერიოდში ცისპლატინთან, პლატინის შემცველ პრეპარატებთან კომბინაციაში).
პლატინის შემცველი პრეპარატებით სტანდარტული მკურალობის წარუმატებლობის შემდეგ.
სარძევე ჯირკვლის კიბო:
პირველი ხაზის თერაპიის სახით, პროგრესირებადი დაავადების ან ორგანიზმის სხვადასხვა ორგანოებში გავრცელებისას (მეტასტაზური დაავადება). აქვიპაქსელი გამოიყენება ანთრაციკლინთან (მაგ., დოქსორუბიცინთან) ან ტრასტუზუმაბთან კომბინაციაში (პაციენტებისათვის, რომლებშიც ანთრაციკლინი არ არის ნაჩვენები და რომელთა კიბოს უჯრედები შეიცავენ ზედაპირულ პროტეინს, სახელწოდებით HER2, იხ. ტრასტუზუმაბის გამოყენების ინსტრუქცია.)
დამატებითი თერაპიის სახით, წინსწრები ოპერაციის შემდეგ ანტთრაციკლინით/ციკლოფოსფამიდით (AC) მკურნალობის დასრულებისას.
მეორადი მკურნალობის სახით პაციენტებში, რომლებიც არ რეაგირებენ ანთრაციკლინით სტანდარტულ მკურნალობაზე ან რომლებშიც მსგავსი მკურნალობა არ არის ნაჩვენები.
ფილტვის გავრცელებული არაწვრილუჯრედოვანი კიბო:
ცისპლატინთან კომბინაციაში, როდესაც ოპერაცია და/ან სხივური თერაპია არ არის ნაჩვენები.
შიდსთან ასოცირებული კაპოშის სარკომა
თუ სხვა სახის მკურნალობა (მაგ., ლიპოზომური ანთრაციკლინებით) უშედეგოა.
- რა უნდა იცოდეთ აქვიპაქსელის გამოყენებამდე
ჭარბი დოზა
პაკლიტაქსელის ჭარბი დოზირების შემთხვევაში ანტიდოტი უცნობია. ჭარბი დოზირების შემთხვევაში უნდა მოხდეს პაციენტის გულდასმით გამოკვლევა. მკურნალობა მიმართული უნდა იყოს ძირითად შესაძლო ტოქსიკურ ეფექტებზე, როგორიცაა ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა, პერიფერიული ნეიროტოქსიურობა და მუკოზიტი.
ბავშვთა პოპულაცია
ბავშვებსა და მოზარდებში ჭარბი დოზირება შესაძლოა იწვევდეს მწვავე ინტოქსიკაციას ეთანოლით.
შემადგენლობა
- აქტიური ნივთიერება: პაკლიტაქსელი. 1 მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს 6 მგ პაკლიტაქსელს.
- დამხმარე ნივთიერებები: მაკროგოლგლიცეროლის რიცინოლეატი-35 (Ph. Eur.) ეთანოლი (395 მგ/მლ), ლიმონმჟავა, აზოტი.
აქვიპაქსელის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
აქვიპაქსელი არის გამჭვირვალე, მოყვითალო ფერის ფლაკონებში ჩამოსხმული ბლანტი ხსნარი.
თითოეული ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში:
1 ფლაკონი 30 მგ პაკლიტაქსელით 5 მლ ხსნარში.
1 ფლაკონი 100 მგ პაკლიტაქსელით 16.7 მლ ხსნარში.
1 ფლაკონი 150 მგ პაკლიტაქსელით 25 მლ ხსნარში.
შესაძლოა, ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოებული.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
სავაჭრო უფლებების მფლობელი:
შპს “ავერსი-რაციონალი”
დავით კობახიძის ქ. 33, 0198 თბილისი, საქართველო
მწარმოებელი:
შპს აქვიდა, ვერკშტრასე 21, 23942 დასოვ, გერმანია
ბაზარზე რეალიზაციის ნებართვის გამცემი:
შპს აქვიდა კაიზერ-ვილჰელმის ქ. 89, 20355 ჰამბურგი, გერმანია
დანართი ფურცლის ბოლო შემოწმების თარიღია ნოემბერი 2025.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო პერსონალისთვის:
საინფუზიო ხსნარის მომზადება:
კონტეინერები და საინფუზიო სისტემები, რომლებიც გამოიყენება აქვიპაქსელთან არ უნდა შეიცავდეს დეჰფ-ს (DEHP). ეს საჭიროა რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი პაციენტზე დეჰფ-ის (დი-(2-ეთილჰექსილ)ფტალატი) ზემოქმედება, პლასტიფიკატორის, რომელიც გამოიყოფა პვქ-კონტეინერებიდან და სისტემებიდან. საინფუზიო ფილტრებგის გამოყენება (მაგ., IVEX-2) პვქ მასალისგან მოკლე შემყვანი და/ან გამომყვანი სექციით, დეჰფ-ის მნიშვნელოვნ გამოყოფას არ იწვევდა.
ყველა სიმსივნის საჭინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, აქვიპაქსელი უნდა იქნას გამოყენებული განსაკუთრებული სიფრთხილით. პაკლიტაქსელის შემცველი ფლაკონის გამოყენებისას ყოველთვის უნდა ატაროთ დამცავი ხელთათმანები. პრეპარატის განზავება უნდა მოხდეს ასეპტიურ პირობებში გამოცდილი სამედიცინო პერსონალის მიერ შესაბამის სპეციალურად გამოყოფილ სათავსოებში. პრეპარატის კანთან კონტაქტის შემთხვევაში უნდა დაიბანოთ კანი წყლითა და საპნით. პრეპარატის კონტაქტისას ლორწოვან გარსთან დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მისი ჩამობანა უხვი რაოდენობის წყლით.
გაუხსნელი ფლაკონის მაცივარში შენახვისას შესაძლოა წარმოიქმნას ნალექი, რაც ოთახის ტემოერატურაზე მოთავსებისას ფრთხილი შენჯღრევით ან თავისთავად ქრება. ეს არ ახდენს გავლენას სამკურნალო საშუალების ხარისხზე. იმ შემთხვევაში, თუ რჩება გაუხსნელი ლაქები ან ნალექი ფლაკონი უნდა განადგურდეს.
გახსნის შემდეგ განზავებამდე: ფლაკონის მრავალჯერადი ჩაჩხვლეტისას და პროდუქტის მრავალჯერადი ამოღებისას პაკლიტაქსელის კონცენტრაცი მიკრობიოლოგიურად, ქიმიურად და ფიზიკურად სტაბილური რჩება 25ºჩ ტემპერატურაზე შენახვისას 28 დღის განმავლობაში. პრეპარატის სხვა წესების დაცვით შენახვის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
არ გამოიყენოთ შტიფტი ან მსგავსი საჩხვლეტი დამხმარე საშუალებები, რადგან შესაძლოა ამან დააზიანოს ფლაკონის რეზინის ცაცობი, რამაც გამოიწვიოს სტერილურობის დარღვევა.
ნაბიჯი 1: კონცენტრატის გაზავება
აქვიპაქსელის გამოყენებამდე საჭიროა მისი განზავება შემდეგი გამხსნელი საშუალებებით:
0,9% იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი
5% იანი გლუკოზას ხსნარი
5% იანი ახსნარი და 0,9% იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი
5% იანი გლუკოზის ხსნარი რინგერის ხსნარში
პაკლიტაქსელის საბოლოო კონცენტრაცია საინფუზიო ხსნარში უნდა შეადგენდეს 0,3 მგ/მლ-დან 1,2 მგ/მლ-მდე. უნდა გამოიყენოთ კონტეინერები და საინფუიო სისტემები დეჰფ-ის გარეშე.
მომზადებისას შესაძლოა ხსნარში წარმოიქმნას ნაწიბურები კონცენტრატში გამხსნელის არსებობის გამო; ფილტრაციით მათი მოშორება შეუძლებელია. განზავებული აქვიპაქსელის საინფუზიო ხსნარის ინფუზია უნდა მოხდეს ჩაშენებული ფილტრის მეშვეობით, რომელსაც გააჩნია წვრილფოროვანი მემბრანე ფორების დიამეტრით < 0,22 μm. ჩაშენებული ფილტრის მქონე საინფუზიო სისტემით ჩატარებულ კვლევებში ინფუზიის დროს არ გამოვლენილა აქტიური ნივთიერების დანაკარგი.
ნაბიჯი 2: ინფუზიის ჩატარება
ინფუზიამდე ყუველა პაციენტი საჭიროებს პრემედიკაციას, კორტიკოსტეროიდულების, ანტიჰისტამინური პრეპარატების და H2-ბლოკატორების გამოყენებით.
აქვიპაქსელი განმეორებით გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც ნეიტროფილების რაოდენობა მიაღწევს >1500/მმ3 (>1000/მმ3 კაპოშის სარკომის მქონე პაციენტებში) და თრომბოციტების რაოდენობა >100000/მმ3 (>75000/მმ3 კაპოშის სარკომის მქონე პაციენტებში).
საინფუზიო ხსნარის დალექვის თავიდან აცილების მიზნით:
გამოიყენეთ ხსნარი შეძლებისდაგვარად სწრაფად გაზავებისთანავე.
მოერიდეთ ხსნარის ზედმეტ მოძრაობებს, ვიბრაციებს და შენჯღრევას.
საინფუზიო სისტემა გულდასმით უნდა გამოირეცხოს გამოყენების წინ.
რეგულარულად შეამოწმეთ ხსნარი გარეგნულად და შეწყვიტეთ ინფუზია თუ აღინიშნება ნალექი.
იშვიათ შემთხვევებში რეგისტრირდება აქვიპაქსელის ინფუზიის დროს ნაწილაკების დალექვა, როგორც წესი 24 საათიანი ინფუზიის ბოლოსთვის. ამის მიზეზი გაურკვეველია, მაგრამ მიიჩნევა, რომ ეს დაკავშირებულია განზავებული საინფუზიო ხსნარის გადაჯერებასთან. დალექვის რისკის შემცირების მიზნით, საჭიროა აქვიპაქსელის გამოყენება რაც შეიძლება სწრაფად მისი გაზავებისთანავე. მოერიდეთ ზედმეტ შენჯღრევებს. საინფუზიო სისტემა გამოყენების წინ საფუძვლიანად უნდა გამოირეცხოს. ინფუზიის პერიოდში რეგულარულად უნდა შემოწმდეს ხსნარის გარეგნული სახე. ხსნარში ნალექის წარმოქმნის შემთვევაში ინფუზია უნდა შეწყდეს.
განზავების შემდეგ პროდუქტი გამოყენებული უნდა იქნას დაუყონებლივ. თუ ხსნარი არ გამოიყენება მომზადებისთანავე, მისი შენახვის პირობებზე და შენახვის ხანგრძლივობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. განზავებული ხსნარის შენახვა მაცივარში არ შეიძლება.
ნაბიჯი 3: უტილიზაცია
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო საშუალება ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ციტოტოქსიური ნივთიერებების უტილიზაციის შესახებ ეროვნული წესების შესაბამისად.
შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 25°C-ს ტემპერატურაზე.
სინათლისგან დასაცავად შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში.
გაზავებული სამკურნალო საშუალების შენახვის პირობების შესახებ იხ. ნაწილი 6.3.
- 5 შეფუთვის ტიპი და შიგთავსი
ხელმისაწვდომია სხვადასხვა ზომის შეფუთვები ფლაკონის სახით (მინა ტიპი I ე.ფ.) რომელიც დახუფულია ბუთილირებული რეზინის საცობით PTFE საფარით და ალუმინის თავსახურით, ინდივიდუალურად შეფუთული მუყაოს კოლოფებში:
- 1 ფლაკონი 30 მგ პაკლიტაქსელით 5 მლ ხსნარში
- 1 ფლაკონი 100 მგ პაკლიტაქსელით 16.7 მლ ხსნარში
- 1 ფლაკონი 150 მგ პაკლიტაქსელით 25 მლ ხსნარში
ყველა ზომის შეფუთვა ბაზარზე შესაძლოა წარმოდგენილი არ იყოს.
- 6 გამოყენების განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
გამოყენების ინსტრუქცია
ისევე, როგორც სხვა სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებების შემთხვევაში, პაკლიტაქსელს განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეპყროთ. განზავება უნდა ხდებოდეს ასეპტიკურ პირობებში მხოლოდ გამოცდილი სამედიცინო პერსონალის მიერ სპეციალურად გამოყოფილ არეში.
გამოყენებული უნდა იქნას დამცავი ხელთათმანები. საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა კანთან და ლორწოვან გარსებთან კონტაქტის თავიდან ასარიდებლად. თუ პაკლიტაქსელის ხსნარი მოხვდება კანზე, კანი დაუყოვნებლივ და გულდასმით უნდა დაიბანოთ წყლითა და საპნით. კანზე მოხვედრისას აღინიშნება ჩხვლეტა, წვა და სიწითლე. თუ პაკლიტაქსელის ხსნარი მოხვდება ლორწოვან გარსებზე, ისინი გულდასმით უნდა ჩამოიბანოთ წყლით. შესუნთქვის შემდეგ აღინიშნებოდა ქოშინი, გულმკერდის ტკივილი, ყელის წვა და გულისრევა.
გაუხსნელი ფლაკონების მაცივარში შენახვამ შეიძლება გამოიწვიოს ნაწილაკების დალექვა, რომლებიც იხსნება ოთახის ტემპერატურაზე ფრთხილი შენჯღრევისას ან თვითნებურად. ეს სამკურნალო საშუალების ხარისხზე არ მოქმედებს. თუ ნაწილაკები არ ქრება ან აღინიშნება მდგრადი ნალექი, ფლაკონი უნდა განადგურდეს.
ფლაკონის გახსნის შემდეგ შენახვის ვადის შესახებ ინფორმაცია იხ. ნაწილში 6.3.
არ გამოიყენოთ მადოზირებელი შტიფტი ან ნემსი, რადგან ამან შეიძლება დააზიანოს ფლაკონის რეზინის საცობი და გამოიწვიოს სტერილურობის დაკარგვა.
საინფუზიო ხსნარის მომზადება
ინფუზიამდე პაკლიტაქსელის გაზავება უნდა მოხდეს ასეფტიკურ პირობებში ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნართან ან გლუკოზას 5% ხსნართან ან გლუკოზას 5% ხსნართან + ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნართან ან გლუკოზას 5% ხსნართან + რინგერის ხსნართან, 0,3-1,2 მგ პაკლიტაქსელის/მლ მზა საინფუზიო ხსნარის საბოლოო კონცენტრაციის მიღებამდე.
მზა საინფუზიო ხსნარის ვარგისობის ვადა იხ. ნაწილში 6.3.
აღდგენის დროს ხსნარში შეიძლება გაჩნდეს ნაწიბურები კონცენტრატში გამხსნელის არსებობის გამო; მათი მოშორება ფილტრაციით შეუძლებელია. პაკლიტაქსელის საინფუზიო ხსნარის შეყვანა უნდა ხდებოდეს მიკროფორიანი მემბრანის მქონე ჩაშენებული ფილტრის მეშვეობით, ფორების დიამეტრით ≤ 0,22 მკმ. ჩაშენებული ფილტრის მქონე შესაბამისი საინფუზიო სისტემით ჩატარებულ კვლევებში მოქმედი ნივთიერების შესაბამისი დანაკარგები არ გამოვლენილა.
იშვიათ შემთხვევაში ვრცელდებოდა ინფორმაცია პაკლიტაქსელის ინფუზიის დროს ნაწილაკების დალექვის შესახებ, ძირითადად 24-საათიანი ინფუზიის ბოლოს. ასეთი დალექვის მიზეზი უცნობია, მაგრამ მიიჩნევა, რომ ეს დაკავშირებულია განზავებული საინფუზიო ხსნარის გადაჯერებასთან. დალექვის რისკის შესამცირებლად, პაკლიტაქსელის შეყვანა უნდა ხდებოდეს რაც შეიძლება სწრაფად განზავებული საინფუზიო ხსნარის მომზადებისთანავე. ინფუზიის დროს რეგულარულად უნდა მოწმდებოდეს ხსნარის გარეგანი სახე. დალექვის დაწყების შემთხვევაში ინფუზია უნდა შეწყდეს.
იმისთვის, რომ შეძლებისდაგვრად, მინიმუმამდე დაიყვანოთ დეფჰ-ს [დი-(2-ეთილჰექსილ) ფტალატის] პაციენტზე ზემოქმედება, რომელიც შეიძლება ამოირეცხოს პვქ-ს შემცველი საინფუზიო პაკეტებიდან, საინფუზიო სისტემებიდან და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტებიდან, პაკლიტაქსელის ხსნარები უნდა შეინახოთ მხოლოდ ფლაკონებში (მინა, პოლიპროპილენი) ან პლასტიკურ პაკეტებში (პოლიპროპილენი, პოლიოლეფინი), რომლებიც არ შეიცავს პვქ-ს. შეყვანა უნდა ხდებოდეს პოლიეთილენის საფარის მქონე საინფუზიო სისტემების მეშვეობით. საფილტრაციო მოწყობილობები (მაგალითად, IVEX-2®) პვქ-ს შემცველი მოკლე შემშვები და გამომშვები სექციით დეფჰ-ს მნიშვნელოვან გამოყოფას არ იწვევდა.
უტილიზაცია
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო საშუალება და ნარჩენები უნდა განადგურდეს მოქმედი მოთხოვნების შესაბამისად.
- სავაჭრო უფლებების მფლობელი
სავაჭრო უფლებების მფლობელი:
შპს ავერსი-რაციონალი
დავით კობახიძის ქ. 33
თბილისი, 0198 საქართველო
წარმოებულია:
შპს აქვიდა
ვერკშტრასე 21
23942 დასოვ
გერმანია
ბაზარზე რეალიზაციის ნებართვის გამცემი:
შპს აქვიდა
კაიზერ-ვილჰელმის ქ. 89
20355 ჰამბურგი
გერმანია
- რეგისტრაციის ნომერი(ები)
[ექვემდებარება შევსებას რეგისტრაციის ქვეყანაში]
- პირველი რეგისტრაციის თარიღი/სარეგისტრაციო მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელება
[ექვემდებარება შევსებას რეგისტრაციის ქვეყანაში]
- ტექსტის რედაქტირების თარიღი
11/2025
- გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებები (მცენარეული ალკალოიდები და სხვა ნატურალური ნივთიერებები), ტაქსანები. პრეპარატის ათქ-კოდი: L01CD01
პაკლიტაქსელი წარმოადგენს ანტიმიკროტუბულინურ საშუალებას, რომელიც ააქტიურებს ტუბულინური დიმერებისგან მიკრომილაკების აწყობას და ასტაბილიზებს მათ, იცავს დეპოლიმერიზაციისგან. აღნიშნული სტაბილიზაცია აინჰიბირებს მიკროტუბულარული ქსელის რეორგანიზაციას, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია უჯრედის სიცოცხლის ინტერფაზისა და მიტოზური ფუნქციებისთვის. გარდა ამისა, პაკლიტაქსელი აინდუცირებს კონების სახით მიკრომილაკების ანომალურ განლაგებას მთელი უჯრედული ციკლის განმავლობაში და მრავალი ვარსკვლავური შედედების (ასტერის) წარმოქმნას მიტოზის განმავლობაში.
საკვერცხის კარცინომა
საკვერცხის კარცინომის პირველი ხაზის ქიმიოთერაპიის დროს პაკლიტაქსელის უსაფრთხოება და ეფექტურობა გამოკვლეული იყო ორ მსხვილ რანდომიზირებულ კონტროლირებად კვლევაში (ციკლოფოსფამიდი 750 მგ/მ2/ცისპლატინი 75 მგ/მ2 -თან შედარებით). Intergroup-ს კვლევაში (BMS CA 139-209) 650-ზე მეტი პაციენტი საწყისი სტადიის IIb-c, III ან IV საკვერცხის კარცინომით გადიოდა ან 9 კურსამდე პაკლიტაქსელით მკურნალობას (175 მგ/მ2 3 საათის განმავლობაში) ცისპლატინის (75მგ/მ2) შემდგომი შეყვანით, ან იღებდა საკონტროლო პრეპარატს. მეორე მსხვილ კვლევაში (GOG-111/BMS CA 139-022) ჩატარდა მაქსიმუმ 6 მკურნალობის კურსი ან პაკლიტაქსელით (135 მგ/მ2 24 საათის განმავლობაში), და შემდეგ ცისპლატინით (75 მგ/მ2) ან საკონტროლო პრეპარატით და შეფასდა 400 მეტ პაციენტში III/IV საკვერცხის კარცინომის საწყისი სტადიითა და ნარჩენი სიმსივნით > 1 სმ წინა ლაპაროტომიის შემდეგ ან დაშორებული მეტასტაზებით. მიუხედავად იმისა, რომ პაკლიტაქსელის ორი სხვადასხვა დოზის პირდაპირ ერთმანეთთან შედარება არ ხდებოდა, პაციენტებში, რომლებიც პაკლიტაქსელს ცისპლატინთან კომბინაციაში იღებდნენ, ორივე კვლევაში აღინიშნებოდა პასუხის უფრო მაღალი სიხშირე, და ასევე გადარჩენის მნიშვნელოვანი ხანგრძლივობა პროგრესირების გარეშე, სტანდარტულ თერაპიასთან შედარებით. პაციენტებში გავრცელებული საკვერცხის კარცინომით, რომლებიც პაკლიტაქსელს ინფუზიის სახით 3 საათის განმავლობაში იღებდნენ, ცისპლატინის შემდგომი შეყვანით, აღინიშნებოდა მომატებული ნეიროტოქსიურობა და ართრალგია/მიალგია, მაგრამ შემცირებული მიელოსუპრესია, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც ციკლოფოსფამიდ/ცისპლატინს იღებდნენ.
სარძევე ჯირკვლის კარცინომა
სარძევე ჯირკვლის კარცინომის ადიუვანტურ მკურნალობაში 3121 პაციენტი სარძევე ჯირკვლის კიბოს კვანძოვანი ფორმით გადიოდა მკურნალობას პაკლიტაქსელის ადიუვანტური თერაპიით ან დამატებითი ქიმიოთერაპიის გარეშე დოქსორუბიცინით და ციკლოფოსფამიდით (CALGB 9344, BMS CA 139-223) მკურნალობის ოთხი კურსის შემდეგ. დაკვირვების საშუალო დრო შეადგენდა 69 თვეს. ზოგადად, პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პაკლიტაქსელს, აღინიშნებოდა დაავადების რეციდივის რისკის მნიშვნელოვანი შემცირება 18%-ით (р=0,0014) და სიკვდილიანობის რისკის მნიშვნელოვანი შემცირება 19%-ით (р=0,0044) იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც მხოლოდ აც-თერაპიას იღებდნენ. რეტროსპექტური ანალიზი ადასტურებს სარგებლიანობას პაციენტთა ყველა ქვეჯგუფისთვის. პაციენტებში უარყოფითი ან უცნობი ჰორმონ-რეცეპტორული სტატუსის სიმსივნით დაავადების რეციდივის რისკის შემცირებამ შეადგინა 28% (95% CI: 0,59-0,86). პაციენტების ქვეჯგუფში ჰორმონ-რეცეპტორ-დადებითი სიმსივნეებით დაავადების რეციდივის რისკის შემცირებამ შეადგინა 9% (95% CI: 0,78-1,07). მიუხედავად ამისა, კვლევა არ იყო განკუთვნილი 4-ზე მეტი ციკლის ხანგრძლივი აც-თერაპიის რაიმე ეფექტის შესასწავლად. მხოლოდ ამ კვლევაზე დაყრდნობით შეუძლებელია გამორიცხვა იმისა, რომ გამოვლენილი ეფექტები ნაწილობრივ დაფუძნებულია კვლევის ორ ჯგუფს შორის (4 ციკლი აც, აც + პაკლიტაქსელის 8 ციკლი) ქიმიოთერაპიის ხანგრძლივობის სხვაობაზე. ამიტომაც პაკლიტაქსელით ადიუვანტური თერაპია უნდა განიხილებოდეს როგორც ხანგრძლივი აც-თერაპიის ალტერნატივა.
მეორე მნიშვნელოვან კლინიკურ კვლევაში სარძევე ჯირკვლის კვანძოვანი ფორმის კიბოს ადიუვანტური მკურნალობის ანალოგიური სქემით 3060 პაციენტი იყო რანდომიზირებული პაკლიტაქსელის უფრო მაღალი დოზის (225 მგ/მ2) მისაღებად ან დამატებითი თერაპიის გარეშე აც ოთხი ციკლის (NSABP B-28, BMS CA139-270) შემდეგ. დაკვირვების საშუალო პერიოდის შემდეგ, რომელიც შეადგენდა 64 თვეს, პაციენტებში, რომლებიც პაკლიტაქსელს იღებდნენ, აღინიშნებოდა დაავადების რეციდივის რისკის მნიშვნელოვანი შემცირება 17%-ით (p = 0,006) იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც მკურნალობას მხოლოდ აც-სქემით გადიოდნენ. პაკლიტაქსელით მკურნალობას თან ახლდა სიკვდილიანობის რისკის შემცირება 7%-ით (95% სი: 0,78-1,12). ქვეჯგუფების ყველა ანალიზმა აჩვენა პაკლიტაქსელის ჯგუფის უპირატესობა. ამ კვლევაში დაავადების რეციდივის რისკის შემცირებამ შეადგინა 23% პაციენტებში ჰორმონ-რეცეპტორ-დადებითი სიმსივნეებით (95% სი: 0,6-0,92) და 10% პაციენტების ქვეჯგუფში უარყოფითი ჰორმონ-რეცეპტორული სტატუსის სიმსივნეებით (95% CI: 0,7-1,11).
პაკლიტაქსელის ეფექტურობა და უსაფრთხოება სარძევე ჯირკვლის მეტასტაზური კიბოს პირველი ხაზის მკურნალობაში გამოკვლეული იყო ორ რანდომიზირებულ და კონტროლირებად III ფაზის ღია საბაზო კვლევაში.
პირველ კვლევაში (BMSCA139–278) დოსქორუბიცინის შეხამება (50 მგ/მ2 ბოლუსური ინიექციის სახით) 24 საათის შემდეგ პაკლიტაქსელის შემდგომი შეყვანით (220 მგ/მ2 3 საათის განმავლობაში) (სქემა AT) შედარებული იყო ფდც დოზირების სტანდარტულ რეჟიმთან (500 მგ/მ25-ფტორურაცილი, 50 მგ/მ2 დოქსორუბიცინი, 500 მგ/მ2 ციკლოფოსფამიდი), ორივე პრეპარატის ყოველ სამ კვირაში ერთხელ მკურნალობის რვა კურსის განმავლობაში შეყვანით. აღნიშნული რანდომიზირებული კვლევა მოიცავდა 267 პაციენტს სარძევე ჯირკვლის მეტასტაზური კიბოთი, რომლებიც არ გადიოდნენ წინასწარ ქიმიოთერაპიას ან მხოლოდ ადიუვანტურ ქიმიოთერაპიას ანტრაციკლინის გარეშე. შედეგებმა აჩვენა მნიშვნელოვანი სხვაობა დაავადების პროგრესირებამდე დროში პაციენტებში, რომლებიც მკურნალობას ატ-სქემით და ფდც-სქემით გადიოდნენ (8,2 თვე 6,2 თვესთან შედარებით, р=0,029). გადარჩენის საშუალო დრომ აჩვენა პაკლიტაქსელ/დოქსორუბიცინის უპირატესობა ფდც-სთან შედარებით (23,0 თვე 18,3 თვესთან შედარებით; р=0,004). AT-ჯგუფში პაციენტების 44% იღებდა მეორე ხაზის ქიმიოთერაპიას და 48% ფდც-ჯგუფში, რომელთაგან 7% (AT-ჯგუფი) და 50% (ფდც-ჯგუფი) ასევე იღებდა ტაქსანებს. AT-ჯგუფში პასუხის ზოგადი სიხშირე ასევე იყო მნიშვნელოვნად მაღალი ფდც-ჯგუფთან შედარებით (68% - 55%-თან შედარებით). სტული რემისია აღინიშნებოდა პაციენტების 19%-ში პაკლიტაქსელ/დოქსორუბიცინის ჯგუფში და 8% ფდც-ჯგუფში. ეფექტურობის ყველა შედეგი დადასტურებული იქნა ბრმა რეჟიმში დამოუკიდებელი შეფასების შედეგად.
მეორე საბაზო კვლევაში პაკლიტაქსელის ჰერცეპტინთან კომბინაციაში ეფექტურობა და უსაფრთხოება განსაზღვრული იყო HO648g კვლევის (პაციენტები სარძევე ჯირკვლის მეტასტაზური კიბოთი, რომლებიც წინასწარ ადიუვანტურ ანტრაციკლინებს იღებდნენ) დაგეგმილ ქვეჯგუფურ ანალიზში. პაკლიტაქსელთან კომბინაციაში ჰერცეპტინის ეფექტურობა პაციენტებში, რომლებიც ადრე ადიუვანტურ ანტრაციკლინებს არ იღებდნენ, ნაჩვენები არ იყო. ტრასტუზუმაბისა (დარტყმითი დოზა 4 მგ/კგ, შემდეგ კი 2 მგ/კგ კვირაში) და პაკლიტაქსელის (175 მგ/მ2, 3-საათიანი ინფუზია ყოველ 3 კვირაში ერთხელ) კომბინაციას ადარებდნენ პაკლიტაქსელის მონოთერაპიასთან (175 მგ/მ2, 3-საათიანი ინფუზია ყოველ 3 კვირაში ერთხელ) 188 პაციენტში სარძევე ჯირკვლის მეტასტაზური კიბოთი, ზეექსპრესირებადი HER2 (2+ ან 3+; იმუნოჰისტოქიმიის მონაცემების მიხედვით) და რომლებიც წინასწარ იღებდნენ ანტრაციკლინებს. პაკლიტაქსელი შეჰყავდათ კოველ 3 კვირაში ერთხელ როგორც მინიმუმ მკურნალობის 6 კურსის განმავლობაში, მაშინ როდესაც ტრასტუზუმაბი შეჰყავდათ ყოველკვირეულად დაავადების პროგრესირებამდე. კვლევამ აჩვენა პაკლიტაქსელ/ტრასტუზუმაბის კომბინაციის მნიშვნელოვანი უპირატესობა პაკლიტაქსელის მონოთერაპიასთან შედარებით, პროგრესირების გარეშე პერიოდის (6,9 თვე 3,0 თვესთან შედარებით), პასუხის სიხშირის (41% - 17%-თან შედარებით) და პასუხის ხანგრძლივობის (10,5 თვე 4,5 თვესთან შედარებით) მხრივ. ყველაზე მნიშვნელოვან ტოქსიკურ ეფექტს, რომელიც აღინიშნება პაკლიტაქსელ/ტრასტუზუმაბის კომბინაციის დროს, წარმოადგენდა გულის დისფუნქცია (იხ. ნაწილი 4.8).
გავრცელებული ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო
გავრცელებული ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს მკურნალობისას 175 მგ/მ2 კომბინაცია 80 მგ/მ2 ცისპლატინის შემდგომი შეყვანით გამოკვლეული იყო III ფაზის ორ კვლევაში (367 პაციენტი მკურნალობას გადიოდა პაკლიტაქსელის შემცველი სქემით). ორივე კვლევა იყო რანდომიზირებული; ერთი კვლევა ადარებდა 100 მგ/მ2 ცისპლატინით მკურნალობას, მეორე კვლევა იყენებდა 100 მგ/მ2 ტენიპოზიდს 80 მგ/მ2 ცისპლატინის საკონტროლო პრეპარატის სახით შემდგომი შეყვანით (367 პაციენტი იღებდა საკონტროლო პრეპარატს). ორივე კვლევის შედეგები ერთმანეთის მსგავსი იყო. რაც შეეხება სიკვდილიანობის საბოლოო მაჩვენებელს, არ იყო მნიშვნელოვანი განსხვავება პაკლიტაქსელის შემცველ სქემასა და საკონტროლო სამკურნალო პრეპარატს შორის (სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 8,1 და 9,5 თვეს პაკლიტაქსელის შემცველი სქემის შემთხვევაში, და 8,6 და 9,9 თვეს საკონტროლო სამკურნალო პრეპარატის შემთხვევაში). არ იყო ასევე არანაირი მნიშვნელოვანი განსხვავება მკურნალობის სქემებს შორის პროგრესირების გარეშე გადარჩენის ხანგრძლივობის მიმართ. კლინიკური პასუხის სიხშირე იყო გაცილებით მაღალი პაკლიტაქსელის შემცველი სქემების გამოყენებისას. სიცოცხლის ხარისხის შეფასების შედეგები მოწმობს პაკლიტაქსელის შემცველი სქემების უპირატესობაზე მადის დაკარგვის მიმართ. გარდა ამისა, პაკლიტაქსელის შემცველი სქემები აჩვენებს აშკარად დაბალ მაჩვენებლებს პერიფერიული ნეიროპათიის მხრივ (р<0,008).
შიდს-ასოცირებული კაპოშის სარკომა
პაკლიტაქსელის უსაფრთხოება და ეფექტურობა შიდს-ასოცირებული კაპოშის სარკომის მკურნალობისას შესწავლილი იყო არაშედარებით კვლევაში გავრცელებული კაპოშის სარკომის მქონე პაციენტებში, რომლებიც ადრე გადიოდნენ სისტემურ ქიმიოთერაპიას. ძირითადი საბოლოო მაჩვენებელი იყო სიმსივნის ოპტიმალური პასუხი მკურნალობაზე. 107 სუბიექტიდან 63 შეფასებული იყო როგორც რეზისტენტული ლიპოსომური ანტრაციკლინების მიმართ. ეფექტური თერაპიის თვალსაზრისით ეს ქვეჯგუფი ითვლებოდა ძირითად ჯგუფად. წარმატების ზოგადი მაჩვენებელი (სრული ან ნაწილობრივი პასუხი) ლიპოსომური ანტრაციკლინების მიმართ მდგრად პაციენტებში შეადგენდა 57% მკურნალობის 15 ციკლის შემდეგ (CI 44 - 70%). 50%-ზე მეტ შემთხვევაში პასუხი აღინიშნებოდა მკურნალობის პირველი 3 ციკლის შემდეგ. ლიპოსომური ანტრაციკლინების მიმართ მდგრადი პაციენტების ჯგუფში, პაციენტებში, რომლებიც არასოდეს იღებდნენ პროთეაზის ინჰიბიტორებს, პასუხის სიხშირე (55,6%) შეედერებოდა პასუხის სიხშირეს პაციენტებში, რომლებიც პროთეაზის ინჰიბიტორებს პაკლიტაქსელით მკურნალობის დაწყებამდე მინიმუმ 2 თვით ადრე იღებდნენ (60,9%). დაავადების პროგრესირებამდე საშუალო დრო შეადგენდა 468 დღეს ძირითად ჯგუფში (95%, სი 257 NE). სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის გაანგარიშება ვერ მოხდებოდა, მაგრამ ქვედა 95% ზღურბლმა შეადგინა 617 დღე ძირითად ჯგუფში.
- 2 ფარმაკოკინეტიკა
ინტრავენური შეყვანის შემდეგ პაკლიტაქსელი პლაზმაში კონცენტრაციის დონეების ორფაზიან შემცირებას ახდენს.
პაკლიტაქსელის ფარმაკოკინეტიკა განისაზღვრა 135 მგ/მ2 და 175 მგ/მ2 დოზებში 3-საათიანი და 24-საათიანი ინფუზიის შემდეგ. საშუალო საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდის შეფასება მერყეობდა 3-დან 52,7 საათამდე, და ორგანიზმიდან ზოგადი კლირენსის საშუალო მნიშვნელობა, რომელიც მიღბული იქნა არაკომპარტმენტული ანალიზის შედეგად, მერყეობდა 11,6-დან 24,0-მდე ლ/ს/მ2, ხოლო ზოგადი კლირენსი ორგანიზმიდან სავარაუდოდ მცირდება პლაზმაში პაკლიტაქსელის უფრო მაღალი კონცენტრაციებისას. განაწილების საშუალო მოცულობა სტაბილური კონცენტრაციისას მერყეობდა 198-დან 688-მდე ლ/მ2, რაც მიუთითებდა ინტენსიურ სისხლძარღვშიდა განაწილებაზე ან/და ქსოვილთან შეკავშირებაზე. 3 საათის განმავლობაში ინფუზიის შემთხვევაში დოზის გაზრდა არახაზოვან ფარმაკოკინეტიკას იწვევს. დოზის 30%-ით, 135 მგ/მ2 -დან 175 მგ/მ2 -მდე გაზრდისას სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის (Cmax) და „კონცენტრაცია-დროის“ მრუდის ქვეშ ფართობის მაჩვენებლები (AUC0∞) იზრდებოდა შესაბამისად 75%-მდე და 81%-მდე.
100 მგ/მ2 ინტრავენური დოზის შემდეგ, რომელიც შეჰყავდათ ინფუზიით 3 საათის განმავლობაში კაპოშის სარკომის მქონე 19 პაციენტს, Cmax საშუალო მაჩვენებელმა შეადგინა 1530 ნგ/მლ (ინტერვალი 761-2,860 ნგ/მლ), ხოლო AUC საშუალო მაჩვენებელმა — 5,619 ნგ х ს/მლ (ინტერვალი 2,609–9,428 ნგ х ს/მლ). კლირენსი შეადგენდა 20,6 ლ/ს/მ2 (ინტერვალი 11-38 ლ/ს/მ2), ხოლო განაწილების მოცულობა შეადგენდა 291 ლ/მ2 (ინტერვალი 121-638 ლ/მ2). ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდმა საშუალოდ შეადგინა 23,7 საათი (ინტერვალში 12-33 საათი).
პაკლიტაქსელის სისტემური ზეგავლენის ინდივიდუალური ცვალებადობა იყო მინიმალური. არ არის რეგისტრირებული მონაცემები პაკლიტაქსელის აუმულაციის შესახებ მკურნალობის მრავალი კურსის ჩატარებისას.
ადამიანის სისხლის შრატში პაკლიტაქსელის შეკავშირების in vitro გამოკვლევებში ნაჩვენებია, რომ ამ სამკურნალო საშუალების 89-98% ცილებთან შეკავშირებულია. ციმეტიდინის, რანიტიდინის, დექსამეტაზონის და დიფენჰიდრამინის არსებობა არ მოქმედებს პაკლიტაქსელის ცილებთან შეკავშირებაზე.
ადამიანის ორგანიზმში პაკლიტაქსელის განაწილება ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის. არამეტაბოლიზირებული ნივთიერების შარდთან საშუალო კუმულაციურმა გამოყოფამ შეადგინა შეყვანილი დოზის 1,3 -დან 12,6%-მდე, რაც მიუთითებს მნიშვნელოვან არათირკმლისმიერ ექსკრეციაზე. მეტაბოლიზმი ღვიძლში და გამოყოფა ნაღველთან ერთად, შესაძლოა, წარმოადგენდეს პაკლიტაქსელის მეტაბოლიზმის ძირითად მექანიზმებს. პაკლიტაქსელი, სავარაუდოდ, მეტწილად მეტაბოლიზდება ციტოქრომის ფერმენტებით Р450. რადიოაქტიურად მონიშნული პაკლიტაქსელის შეყვანის შემდეგ რადიოაქტიურობის საშუალოდ 26%, 2% და 6% გამოიყოფებოდა განავლის მასებთან ერთად 6α-ჰიდროქსიპაკლიტაქსელის, 3'-პ-ჰიდროქსიპაკლიტაქსელის და 6α-3'-პ-დიჰიდროქსიპაკლიტაქსელის სახით, შესაბამისად. აღნიშნული ჰიდროქსილირებული მეტაბოლიტების წარმოქმნა კატალიზდება CYP2C8-ით, CYP3A4-ით, და როგორც CYP2C8-ით, ისე CYP3A4-ით შესაბამისად. თირკმლის ან ღვიძლის დისფუნქციის ზეგავლენა პაკლიტაქსელის მეტაბოლიზმზე 3-საათიანი ინფუზიის შემდეგ ფორმალურად შესწავლილი არ იყო. ერთი პაციენტის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები, რომელიც ჰემოდიალიზს გადიოდა და ერთდროულად 3-საათიანი ინფუზიის სახით პაკლიტაქსელს (135 მგ/მ2) იღებდა, იყო იმავე ფარგლებში, რაც პაციენტებში, რომლებიც დიალიზურ თერაპიას არ გადიოდნენ.
კლინიკურ კვლევებში, სადაც პაკლირაქსელი და დოქსორუბიცინი შეჰყავდათ პარალელურად, დოქსორუბიცინის და მისი მეტაბოლიტების ელიმინაცია იყო პროლონგირებული. სისხლის პლაზმაში დოქსორუბიცინის ზოგადი შემცველობა იყო 30%-ზე მეტი, თუ პაკლიტაქსელი შეჰყავდათ დაუყოვნებლივ დოქსორუბიცინის შემდეგ, ვიდრე სამკურნალო საშუალებების 24-საათიანი ინტერვალით შეყვანის შემდეგ.
მკურნალობის სხვა მეთოდებთან კომბინაციაში პაკლიტაქსელის გამოყენებისთვის, გთხოვთ, წყაროს სახით გამოიყენოთ შესაბამისი ინფორმაცია ცისპლატინის, დოქსორუბიცინის და ტრასტუზუმაბის დანიშვნის შესახებ, აღნიშნული სამკურნალო საშუალებების გამოყენების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.
- 3 კლინიკამდელი მონაცემები უსაფრთხოების შესახებ
არ არსებობს ხელმისაწვდომი კვლევები პაკლიტაქსელის შესაძლო კანცეროგენული ზემოქმედების შესახებ. მიუხედავად ამისა, პაკლიტაქსელი ითვლება პოტენციურად კანცეროგენულ და გენოტოქსიკურ საშუალებად მისი მოქმედების ფარმაკოდინამიური მექანიზმის გამო. გამოვლენილი იქნა, რომ პაკლიტაქსელი მუტაგენურია ძუძუმწოვართა უჯრედული სისტემების in vitro და in vivo კვლევების ფარგლებში.
პაკლიტაქსელი ავლენდა როგორც ემბრიოტოქსიკურ, ისე ფეტოტოქსიკურ თვისებებს კურდღლებში და ამცირებდა ვირთხების ფერტილობას.
მცირე დოზირებებისას აღინიშნებოდა არახელსაყრელი ზემოქმედება მამაკაცის რეპროდუქციულ ორგანოებზე, ამასთან, ტოქსიკური დოზირებისას, აღინიშნებოდა ფერტილობის დარღვევა მამაკაცებსა და ქალებში. ვირთხების და კურდღლების მდედრებისთვის ტოქსიკური დოზების შეყვანისას, საშვილოსნოსშიდა სიკვდილიანობა, მომატებული საშვილოსნოსშიდა რეზობრცია და ნაყოფის მომატებული სიკვდილიანობა ადასტურებს ემბრიონალურ და ფეტალურ ტოქსიურობას. მცირე დოზების შემთხვევაში, რომლებიც დედის ორგანიზმზე ტოქსიკურ მოქმედებას არ ახდენს, კურდღლებში გამოვლენილი იქნა ტერატოგენური ეფექტები. მეძუძურ ვირთხებში პაკლიტაქსელი გამოიყოფებოდა დედის რძით, შეზღუდული რაოდენობით. ნაჩვენები იყო, რომ პაკლიტაქსელი არ არის მუტაგენური, თუმცა იწვევს ქრომოსომურ აბერაციებს in vitro და in vivo. პაკლიტაქსელის შესაძლო კანცეროგენული მოქმედება შესწავლილი არ არის. განმეორებითი დოზის შეყვანის შემდეგ შენელებული ნეიროტოქსიკური ეფექტი აღინიშნებოდა ჰისტოპათოლოგიურ კვლევებში პრაქტიკულად გაუმჯობესების ნიშნების გარეშე.
- ფარმაცევტული მონაცემები
- 1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
მაკროგოლგლიცეროლის რიცინოლეატი 35 (ე.ფ.)
ეთანოლი (395 მგ/მლ)
ლიმონმჟავა
აზოტი
- 2 შეუთავსებლობა
მაკროგოლგლიცეროლის რიცინოლეატი 35 (ე.ფ.) შესაძლოა იწვევდეს დეჰფ-ს [დი-2-ეთილჰექსილ) ფტალატი] გამოთავისუფლებას პლასტიფიცირებული პოლივინილქლორიდიდან (პვქ). ამ პროცესის ინტენსიურობა დამოკიდებულია მოქმედების ხანგრძლივობაზე და კონცენტრაციაზე. ამიტომაც პაკლიტაქსელის გაზავებული ხსნარის მომზადების, შენახვისა და შეყვანის დროს უნდა გამოყენებულ იქნას აღჭურვილობა, რომელიც არ შეიცავს პვქ-სგან დამზადებულ დეტალებს.
არ შეიძლება ამ პრეპარატის სხვა პრეპარატებთან შერევა, გარდა 6.6 ნაწილში მითითებული პრეპარატებისა.
- 3 ვარგისობის ვადა
3 წელი
გახსნის შემდეგ განზავებამდე: მრავალჯერადი ჩხვლეტისა და პრეპარატის მრავალჯერადი ამოღების შემთხვევაშიც კი პაკლიტაქსელის კონცენტრატი რჩება მიკრობიოლოგიურად, ქიმიურად და ფიზიკურად სტაბილური 25°С ტემპერატურაზე 28 დღის განმავლობაში. გახსნილი სამკურნალო პრეპარატის შენახვის სხვა ვადები და პირობები წარმოადგენს მომხმარებლის პასუხისმგებლობას.
გაზნავების შემდეგ პროდუქტი უნდა იქნას გამოყენებული დაუყოვნებლივ. თუ მისი გამოყენება დაუყოვნებლივ არ ხდება, შენახვის დროსა და პირობებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. გაზავებული სხნარის მაცივარში შენახვა არ შეიძლება.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის
აქვიპაქსელი 6 მგ/მლ
კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
პაკლიტაქსელი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
თუ გაქვთ დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
გვერდითი მოვლენების გამოვლენისას მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში. იხ. ნაწილი 4.
ინსტრუქცია შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება აქვიპაქსელი
რა უნდა იცოდეთ აქვიპაქსელის გამოყენებამდე
- როგორ გამოვიყენოთ აქვიპაქსელი
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- როგორ შევინახოთ აქვიპაქსელი
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
- რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება აქვიპაქსელი
პაკლიტაქსელი მიეკუთვნება სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს, ეგრედწოდებულ ტაქსანებს. ეს ნივთიერებები აინჰიბირებს სიმსივნური უჯრედების ზრდას.
აქვიპაქსელი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
საკვერცხის კიბო:
პირველი ხაზის თერაპიის სახით (წინმსწრებ ოპერაციის შემდგომ პერიოდში ცისპლატინთან, პლატინის შემცველ პრეპარატებთან კომბინაციაში).
პლატინის შემცველი პრეპარატებით სტანდარტული მკურალობის წარუმატებლობის შემდეგ.
სარძევე ჯირკვლის კიბო:
პირველი ხაზის თერაპიის სახით, პროგრესირებადი დაავადების ან ორგანიზმის სხვადასხვა ორგანოებში გავრცელებისას (მეტასტაზური დაავადება). აქვიპაქსელი გამოიყენება ანთრაციკლინთან (მაგ., დოქსორუბიცინთან) ან ტრასტუზუმაბთან კომბინაციაში (პაციენტებისათვის, რომლებშიც ანთრაციკლინი არ არის ნაჩვენები და რომელთა კიბოს უჯრედები შეიცავენ ზედაპირულ პროტეინს, სახელწოდებით HER2, იხ. ტრასტუზუმაბის გამოყენების ინსტრუქცია.)
დამატებითი თერაპიის სახით, წინსწრები ოპერაციის შემდეგ ანტთრაციკლინით/ციკლოფოსფამიდით (AC) მკურნალობის დასრულებისას.
მეორადი მკურნალობის სახით პაციენტებში, რომლებიც არ რეაგირებენ ანთრაციკლინით სტანდარტულ მკურნალობაზე ან რომლებშიც მსგავსი მკურნალობა არ არის ნაჩვენები.
ფილტვის გავრცელებული არაწვრილუჯრედოვანი კიბო:
ცისპლატინთან კომბინაციაში, როდესაც ოპერაცია და/ან სხივური თერაპია არ არის ნაჩვენები.
შიდსთან ასოცირებული კაპოშის სარკომა
თუ სხვა სახის მკურნალობა (მაგ., ლიპოზომური ანთრაციკლინებით) უშედეგოა.
- რა უნდა იცოდეთ აქვიპაქსელის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ აქვიპლატინი:
თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) პაკლიტაქსელის ან პრეპარატის სხვა შემადგენელი კომპონენტების მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6), მათ შორის მაკროგოლგლიცეროლის რიცინოლეატი-35-ის (პოლიოქსიეთილენ-აბუსალათინის ზეთი) მიმართ.
თუ აღინიშნება სისხლის თეთრი უჯრედების სიმცირე. ექიმი შეამოწმებს რაოდენობას სისხლის ანალიზის მიხედვით.
ძუძუთი კვების დროს.
თუ აღინიშნება რთული, არაკონტროლირებადი ინფექცია და აქვიპაქსელი გამოიყენება კაპოშის სარკომის სამკურნალოდ.
თუ თქვენ შეგესაბამებათ აღნიშნული მდგომარეობებიდან რომელიმე, აქვიპაქსელით მკურნალობის დაწყებამდე უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის.
სიფრთხილის ზომები
აქვიპაქსელის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
ალერგიული რეაქციების თავიდან აცილების მიზნით, აქვიპაქსელის გამოყენებამდე თქვენ დაგინიშნავენ სხვა მედიკამენტებს.
საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე აქვიპაქსელის გამოყენებამდე
თუ შეგემჩნევათ მძიმე ალერგიული რეაქციები (მაგ., სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, მკერდის არეში შებოჭვის შეგრძნება, არტერიული წნევის ვარდნა, თავბრუსხვევა, გულის წასვლის შეგრძნება, რეაქცია კანის მხვრივ, როგორიცაა გამონაყარი ან შეშუპება).
თუ გაქვთ სიცხე, ძლიერი ციებ-ცხელება, ყელის ტკივილი ან პირის ღრუს წყლული (ძვლის ტვინის სუპრესიის ნიშნები).
თუ გრძნობთ დაბუჟებას, ჩხვლეტის, ჩქმეტას, ტკივილს ან სისუსტეს ხელ-ფეხის არეში (პერიფერიული ნეიროპათიის სიმპტომი). შესაძლოა საჭირო გახდეს აქვიპაქსელის დოზის შემცირება.
თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე უკმარისობა; ასეთ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული აქვიპაქსელის გამოყენება.
თუ გაქვთ გულის გამტარობის დარღვევა.
თუ აქვიპაქსელით მკურნალობის დროს ან მკურნალობის დასრულებიდან ცოტა ხნის შემდეგ აღინიშნება მძიმე ან პერსისტირებადი ფაღარათი, რომელსაც ახლავს სხეულის ტემპერატურის მატება და მუცლის ტკივილი. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ნაწლავის ანთებას (ფსევდომემბრანული კოლიტი).
თუ მკურნალობის დაწყებამდე ჩაგიტარდათ გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა (რადგან ამის შედეგად არსებობს ფილტვების ანთების განვითარების მაღალი რისკი).
თუ გაქვთ ანთება ან ჰიპერემია პირის ღრუში (მუკოზიტის ნიშნები) და გიტარდებათ კაპოშის სარკომას მკურნალობა. შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება.
შემდეგი სიმპტომების გამოვლენისას დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
აქვიპაქსელი შეყვანა ხდება მხოლოდ ინტრავენურად. აქვიპაქსელის ინფუზიამ არტერიაში შესაძლოა გამოიწვიოს არტერიის ანთება, რასაც თან ახლავს ტკივილი, შეშუპება და ჰიპერემია.
ბავშვები და მოზარდები
აქვიპაქსელის გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში (18 წლამდე) არ არის რეკომენდებული.
ავიპაქსელის გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით/იყენებდით ან აპირებთ ნებისმიერი მედიკამენტის მიღებას/გამოყენებას.
მიმართეთ ექიმს, თუ აქვიპაქსელი მიიღეთ შემდეგ მედიკამენტებთან ერთად:
ინფექციების სამკურნალო საშუალებები (ანუ ანტიბიოტიკები, როგორიცაა ერითრომიცინი, რიფამპიცინი და ა.შ. ჰკითხეთ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს, თუ არ ხართ დარწმუნებული, წარმოადგენს თუ არა მედიკამენტი ანტიბიოტიკს), სოკოვანი ინფექციების სამკურნალო საშუალებების ჩათვლით (მაგ., კეტოკონაზოლი).
გუნება-განწყობის სტაბილიზირების სამკურნალო საშუალებები, ცნობილი როგორც ანტიდეპრესანტები (მაგ., ფლუოქსეტინი).
კრუნჩხვის (ეპილეფსიის) სამკურნალო საშუალებები (მაგ., კარბამაზეპინი, ფენიტოინი).
სისხლში ცხიმის დონის შემამცირებელი საშუალებები (მაგ., გემფიბროზილი).
გულძმარვის ან კუჭის წყლულის სამკურნალო საშუალებები (მაგ., ციმეტიდინი).
აივ-ინფექციის და შიდსის სამკურნალო საშუალებები (მაგ., რიტონავირი, საქვინავირი, ინდინავირი, ნელფინავირი, ეფავირენცი, ნევირაპინი).
პრეპარატი სახელწოდებით კლოპიდოგრელი, რომელიც გამოიყენება თრომბოზის საწინააღმდეგოდ.
ცისპლატინი (გამოიყენება კიბოს მკურნალობის დროს): აქვიპაქსელი გამოყენებული უნდა იქნას ცისპლატინის წინ. საჭიროა თირკმლის ფუნქციის უფრო ხშირი კონტროლი.
დოქსორუბიცინი (გამოიყენება კიბოს მკურნალობის დროს): აქვიტაქსელი უნდა იქნას გამოყენებული დოქსორუბიცინის გამოყენებიდან 24 სთ შემდეგ, სხეულში დოქსორუბიცინის მაღალი კონცენტრაციის თავიდან აცილების მიზნით.
სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედება შესაძლოა შეიცვალოს, მათში ალკოჰოლის შემცველობის შედეგად.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი, ეჭვობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის ამ პრეპარატის გამოყენებამდე.
თუ არსებობს დაორსულების შესაძლებლობა, მკურნალობის პერიოდში უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის საიმედო და უსაფრთხო მეთოდები. აქვიპაქსელის გამოყენება ორსულობის დროს არ შეიძლება, გარდა გარდაუვალი აუცილებლობისა.
ქალებმა და მამაკაცებმა ნაყოფიერების ასაკში და/ან მათმა პარტნიორებმა უნდა გამოიყენონ საიმედო კონტრაცეპტული საშუალებები მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში.
მამაკაცებმა აქვიპაქსლით მკურნალობის დაწყებამდე უნდა გაიარონ კონსულტაცია სპერმის კონსერვაციის საკითხთან დაკავშირებით შესაძლო უშვილობის გამო.
აქვიპაქსელის გამოყენებისას ლაქტაცია უნდა შეწყდეს. ლაქტაცია უნდა განახლდეს მხოლოდ ექიმის ნებართვით.
ზეგავლენა ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე
მოცემული პროდუქტი შეიცავს ალკოჰოლს. Aვტომობილის და მექანიზმების მართვის დროს რეაგირების უნარი შესაძლოა შეიზღუდოს. ამიტომ არ არის რეკომენდებული მკურნალობის კურსის შემდეგ ავტომობილის მართვა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაჯდეთ საჭესთან, თუ გრძნობთ თავბრუსხვევას ან წონასწორობის დარღვევას.
აქვიპაქსელი შეიცავს მაკროგოლგლიცეროლის რიცინოლეატს-35 (პოლიოქსიეთილენის აბუსალათინის ზეთი), რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე ალერგიული რეაქციები. თუ თქვენ გაქვთ ალერგია მაკროგოლგლიცეროლის რიცინოლეატის 35 (პოლიოქსიეთილენის აბუსალათინის ზეთის) მიმართ, უნდა აცნობოთ ექიმს აქვიპაქსელით მკურნალობის დაწყებამდე.
აქვიპაქსელი შეიცავს ეთანოლს (ალკოჰოლს).
მოცემული პრეპარატის შეიცავს 50.17% ალკოჰოლს – აქვიპაქსელის თითოეული მილილიტრი შეიცავს 0.395 გ ალკოჰოლს. აქვიპაქსელის დოზა 300 მგ/50 მლ შეიცავს 20 გ ალკოჰოლს. ეს შეესაბამება 450 მლ ლუდს ან 175 მლ ღვინოს.
არსებობს ჯანმრთელობის დარღვევის რისკი გარკვეული ჯგუფის პაციენტებში, მათ შორის ღვიძლის დაავადებების, ალკოჰოლიზმის, ეპილეფსიის, თავის ტვინის ორგანული დაავადებების მქონე პაციენტებში, ორსულებში, მეძუძურ ქალებსა და ბავშვებში.
როგორ გამოვიყენოთ აქვიპაქსელი
გამოიყენეთ ეს მედიკამენტი წინამდებარე ინსტრუქციაში აღწერილი მითითებების მიხედვით ან ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მითითებით. მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს, თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული.
- ალერგიული რეაქციების შემცირების მიზნით, აქვიპაქსელის მიღებამდე დაგენიშნებათ სხვა მედიკამენტები. ამ მედიკამენტებს თქვენ მიიღებთ ან ტაბლეტების სახით ან/და ინტრავენური ინფუზიის გზით.
- აქვიპაქსელის შეყვამა ხდება ერთ-ერთ ვენაში წვეთოვანი ინფუზიის გზით (ინტრავენური ინფუზია), ამავდროულად ხსნარი მიედინება ფილტრის გავლით. აქვიპაქსელის შეყვანა მოხდება ექთნის მიერ, რომელიც დაამზადებს საინფუზიო ხსნარს მისი გამოყენების წინ. დოზირება, რომელიც თქვენ გენიშნებათ განისაზღვრება სისხლის ანალიზის შედეგების მიხედვით. კიბოს სახეობისა და სიმძიმის ხარისხის შესაბამისად აქვიპაქსელი ინიშნება მონოთერაპიის სახით ან კომბინაციაში სხვა სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად.
- აქვიპაქსელის ინტრავენური ინფუზია უნდა გაკეთდეს 3 დან 24 საათამდე დროის განმავლობაში. ჩვეულებრივ ინიშნება ყოველ 2 ან 3 კვირაში, თუ ექიმი არ დანიშნავს სხვაგვარად. თქვენი ექიმი გაცნობებთ ასევე თერაპიის კურსის რაოდენობის შესახებ.
თუ მიიღეთ აქვიპაქსელის ჭარბი დოზა
აქვიპაქსელის ჭარბი დოზირების შემთხვევაში ანტიდოტი ცნობილი არ არის. ტარდება სიმპტომური თერაპია.
თუ გაგიჩნდათ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
დაუყონებლივ აცნიბეთ ექიმს, თუ გამოვლინდება ალერგიული რეაქციის ნიშნები. ეს შესაძლოა შეიცავდეს შემდეგ სიმპტომებს:
- სახის სიწითლე,
- კანის რეაქციები,
- ქავილი,
- შებოჭილობის შეგრძნება მკერდის არეში,
- ქოშინი ან სუნთქვი გაძნელება,
- შეშუპება.
ეს შესაძლოა იყოს სერიოზული გვერდითი რეაქციების ნიშნები.
აცნობეთ ექიმს დაუყონებლივ
- თუ გაქვთ სიცხე, ძლიერი ციებ-ცხელება, ყელის ტკივილი ან პირის ღრუს წყლულები (ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვის ნიშნები),
- თუ გრძნობთ დაბუჟებას ან სისუსტეს კიდურებში (პერიფერიული ნეიროპათიის ნიშნები).
- თუ აღინიშნება მძიმე ან პერსისტირებადი ფაღარათი, რომელსაც ახლავს სხეულის ტემპერატურის მატება და მუცლის ტკივილი.
ძალიან ხშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
მსუბუქი ალერგიული რეაქციები სახის ჰიპერემიით, გამონაყარით, ქავილით.
ინფექციები: ძირითადად ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, საშარდე გზების ინფექციები
ქოშინი
ყელის ტკივილი ან პირის ღრუს წყლული, პირის ღრუს ანთება და ჰიპერემია, ფაღარათი, შეუძლოდ ყოფნა (ღებინება, გულისრევა).
თმის ცვენა (თმის ცვენის უმეტესი შემთხვევა გამოვლინდა პაკლიტაქსელის გამოყენების დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში; ამასთან პაციენტების უმეტესობაში (50%-ზე მეტი) თმის ცვენას აქვს მკაფიოდ გამოხატული ხასიათი.
კუნთების ტკივილი, კრუნჩხვა, სახსრების ტკივილები.
ცხელება, ძლიერი ციებ-ცხელება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, სიფერმკრთალე, სისხლდენა, მიდრეკილება სისხლჩაქცევებისადმი.
ხელ-ფეხის დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება ან სისუსტე (ეს შესაძლოა იყოს პერიფერიული ნეიროპათიის ნიშნები) *
ანალიზებში შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი: თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, სისხლის თეთრი და წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, დაბალი არტერიული წნევა.
შესაძლოა აღინიშნებოდეს აქვიპაქსელის მიღების შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში.
ხშირი (ვლინდება 10-დან 1- პაციენტში):
გარდამავალი უმნიშვნელო ცვლილებები ფრჩხილებზე და კანზე, რეაქციები ინექციის ადგილას (შეშუპება, ტკიცილი და კანის სიწითლე ჩხვლეტის ადგილას).
ანალიზები შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი ცვლილებები: გულისცემის სიხშირის შენელება, ღვიძლის ფერმენტების დონის მკვეთრი ზრდა (ტუტე ფოსფატაზა და AST-SGOT).
არახშირი (ვლინდება 1.000-დან 10-მდე პაციენტში):
შოკი ინფექციის შედეგად (ეგრედწოდებული ,,სეპტიური შოკი“)
გულისცემის შეგრძნება, გულის დისფუნქცია (АВ-ბლოკადა, კარდიომიოპათია), აჩქარებული გულისცემა, გულის შეტევა, სუნთქვის გაძნელება.
დაღლილობა, ოფლიანობა, გულყრა (სინკოპე), ძლიერი ალერგიული რეაქციები, ფლებიტი (ვენების ანთება), სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ყელის შეშუპება.
ზურგის ტკიცილი, მკერდის ტკივილი, ხელ-ფეხის არეში ტკივილი, ციებ-ცხელება, მუცლის ტკივილები.
ანალიზები შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი ცვლილებები: ბილირუბინის დონის მკვეთრი ზრდა (სიყვითლე), მაღალი არტერიული წნევა, თრომბოზი.
იშვიათი (ვლინდება 1.000-დან 1 პაციენტში.):
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, თანმხლები ცხელებით და ინფექციის მომატებული რისკი (ფებრილური ნეიტროპენია).
ნერვული აშლილობა ხელ-ფეხის კუნთებში სისუსტის შეგრძნებით (მოტორული ნეიროპათია)
ქოშინი, ფილტვების ემბოლია, ფილტვის ფიბროზი, ინტერსტიციალური პნევმონია, რესპირეტორული დისტრესი, ექსუდაციური პლევრიტი.
ნაწლავური გაუვალობა, ნაწლავის პერფორაცია, ნაწლავის ანთება (იშემიური კოლიტი), კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი).
ქავილი, გამონაყარი, კანის სიწითლე (ერითემა).
სისხლის მოწამვლა (სეფსისი), პერიტონიტი, პნევმონია.
ცხელება, გაუწყლოება, სისუსტე (ასტჰენია), შეშუპება, შეუძლოდ ყოფნა.
მძიმე და პოტენციურად სასიკვდილო ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქციები).
ანალიზები ვლინდება შემდეგი ცვლილებები: სისხლში კრეატინინის დონის მატება, რაც თირკმლის ფუნქციის უკმარისობაზე მიუთითებს.
ძალიან იშვიათი (ვლინდება 10.000-დან 1 პაციენტში):
არარეგულარული აჩქარებული გულის რითმი (წინაგულების ციმციმი, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია).
სისხლმბადი უჯრედების ფუნქციის უეცარი დარღვევა (მწვავე მიელოლეიკოზი, მიელოდისპლასტიური სინდრომი).
მხედველობის ნერვის და მხედველობის დისფუნქცია (მოციმციმე სკოტომა).
სმენის დაკარგვა ან სმენის დაქვეითება (ოტოტოქსიურობა), ხმაური ყურებში (ტინიტუსი), თავბრუსხვევა (ვერტიგო).
ხველა.
მუცლის და ნაწლავის სისხლძარღვების თრომბი (მეზენტერიალური თრომბოზი), ნაწლავის ანთება, ზოგჯერ მძიმე პერსისტირებადი ფაღარათით (ფსევდომემბრანული კოლიტი, ნეიტროპენული კოლიტი), წყალმანკი (ასციტი), საყლაპავი მილის ანთება, ყაბზობა.
მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ცხელებით, კანის სიწითლით, სახსრების ტკივილით და /ან თვალების ანთებით (სტივენს-ჯონსონის-სინდრომი), ლოკალური კანის აქერცვლა (ეპიდერმული ნეკროლიზი), სიწითლე არასწორი ფორმის წითელი (სველი) ლაქებით (პოლიმორფული ერითემა), კანის ანთება ბუშტუკებით და აქერცვლით (ექსფოლიატური დერმატიტი), ჭინჭრის ცხელება(ურტიკარია), ფრჩილის აძრობა (პაციენტებმა მკურნალობის პერიოდში უნდა წაისვან ხელ-ფეხზე მზისგან დამცავი საშუალებები).
მადის დაკარგვა (ანორექსია).
მძიმე და პოტენციურად სასიკვდილო ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შოკით (ანაფილაქსიური შოკი)
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ღვიძლის ნეკროზი, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (ორივე შემთხვევაში არსებობს ცნობები ლეტალური შედეგის შესახებ)).
გონების დაბინდვა.
ეპილეფტური შეტევა ტვინის მოქმედების დარღვევა (ავტონომური ნეიროპათია; ზემოქმედება ორგანიზმის რეფლექტურ ფუნქციებზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავის გაუვალობა და დაბალი არტერიულიწნევა), კრუნჩხვა, თავის ტვინის დაავადება (ენცეფალოპათია), თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, კოორდინაციის დარღვევა (ატაქსია).
უცნობი სიხშირის (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია):
სიმსივნური უჯრედების სწრაფი დაშლა (სიმსივნის ლიზისის სინდრომი).
თვალის მაკულაში სითხის დაგროვება (ყვითელი ლაქის შეშუპება), ნათების აღქმა, როგორიცაა სინათლის გაელვება თვალში (ფოტოფსია), ნადები თვალის მინისებრ სხეულში (მინისებრი სხეულის შემღვრევა).
ვენების ანთება (ფლებიტი).
კანის და შინაგანი ორგანოების გამკვრივება/გასქელება (სკლეროდერმია).
Pეპლის ფორმის გამონაყარი (სისტემური წითელი მგლურა).
სისხლის შედედების დარღვევა. არსებობს ცნობები დისემინირებულ სისხლძარღვშიდა შედედების, ეგრედწოდებულ “დსშ”-ს შესახებ. ეს სერიოზული დაავადებაა, რომელიც იწვევს მომატებულ სისხლდენას ან თრომბების მომატებულ წარმოქმნას, ან ორივე მოვლენას ერთად.
ხელის მტევნების ან ფეხის ტერფების სიწითლე და შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის აქერცვლა.
მაკროგოლგლიცეროლის რიცინოლეატმა-35 შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე ალერგიული რეაქციები.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს, ან ექთანს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით თქვენ ეხმარებით დამატებითი ინფორმაციის მოწოდებაში ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
როგორ შევინახოთ აქვიპაქსელი
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
სინათლისგან დასაცავად შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.
არ გამოიყენოთ კოლოფზე და ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გადააგდოთ მედიკამენტი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად.
ჰკითხეთ ფარმაცევტს წამლის ნარჩენების უტილიზაციის შესახებ, რომალთა გამოყენებას აღარ აპირებთ. ეს ღონისიძებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
სამკურნალო საშუალება გაიცემა რეცეპტით.
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს აქვიპაქსელი
- აქტიური ნივთიერება: პაკლიტაქსელი. 1 მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს 6 მგ პაკლიტაქსელს.
- დამხმარე ნივთიერებები: მაკროგოლგლიცეროლის რიცინოლეატი-35 (Ph. Eur.) ეთანოლი (395 მგ/მლ), ლიმონმჟავა, აზოტი.
აქვიპაქსელის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
აქვიპაქსელი არის გამჭვირვალე, მოყვითალო ფერის ფლაკონებში ჩამოსხმული ბლანტი ხსნარი.
თითოეული ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში:
1 ფლაკონი 30 მგ პაკლიტაქსელით 5 მლ ხსნარში.
1 ფლაკონი 100 მგ პაკლიტაქსელით 16.7 მლ ხსნარში.
1 ფლაკონი 150 მგ პაკლიტაქსელით 25 მლ ხსნარში.
შესაძლოა, ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოებული.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
სავაჭრო უფლებების მფლობელი:
შპს “ავერსი-რაციონალი”
დავით კობახიძის ქ. 33, 0198 თბილისი, საქართველო
მწარმოებელი:
შპს აქვიდა, ვერკშტრასე 21, 23942 დასოვ, გერმანია
ბაზარზე რეალიზაციის ნებართვის გამცემი:
შპს აქვიდა კაიზერ-ვილჰელმის ქ. 89, 20355 ჰამბურგი, გერმანია
დანართი ფურცლის ბოლო შემოწმების თარიღია ნოემბერი 2025.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო პერსონალისთვის:
საინფუზიო ხსნარის მომზადება:
კონტეინერები და საინფუზიო სისტემები, რომლებიც გამოიყენება აქვიპაქსელთან არ უნდა შეიცავდეს დეჰფ-ს (DEHP). ეს საჭიროა რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი პაციენტზე დეჰფ-ის (დი-(2-ეთილჰექსილ)ფტალატი) ზემოქმედება, პლასტიფიკატორის, რომელიც გამოიყოფა პვქ-კონტეინერებიდან და სისტემებიდან. საინფუზიო ფილტრებგის გამოყენება (მაგ., IVEX-2) პვქ მასალისგან მოკლე შემყვანი და/ან გამომყვანი სექციით, დეჰფ-ის მნიშვნელოვნ გამოყოფას არ იწვევდა.
ყველა სიმსივნის საჭინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, აქვიპაქსელი უნდა იქნას გამოყენებული განსაკუთრებული სიფრთხილით. პაკლიტაქსელის შემცველი ფლაკონის გამოყენებისას ყოველთვის უნდა ატაროთ დამცავი ხელთათმანები. პრეპარატის განზავება უნდა მოხდეს ასეპტიურ პირობებში გამოცდილი სამედიცინო პერსონალის მიერ შესაბამის სპეციალურად გამოყოფილ სათავსოებში. პრეპარატის კანთან კონტაქტის შემთხვევაში უნდა დაიბანოთ კანი წყლითა და საპნით. პრეპარატის კონტაქტისას ლორწოვან გარსთან დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მისი ჩამობანა უხვი რაოდენობის წყლით.
გაუხსნელი ფლაკონის მაცივარში შენახვისას შესაძლოა წარმოიქმნას ნალექი, რაც ოთახის ტემოერატურაზე მოთავსებისას ფრთხილი შენჯღრევით ან თავისთავად ქრება. ეს არ ახდენს გავლენას სამკურნალო საშუალების ხარისხზე. იმ შემთხვევაში, თუ რჩება გაუხსნელი ლაქები ან ნალექი ფლაკონი უნდა განადგურდეს.
გახსნის შემდეგ განზავებამდე: ფლაკონის მრავალჯერადი ჩაჩხვლეტისას და პროდუქტის მრავალჯერადი ამოღებისას პაკლიტაქსელის კონცენტრაცი მიკრობიოლოგიურად, ქიმიურად და ფიზიკურად სტაბილური რჩება 25ºჩ ტემპერატურაზე შენახვისას 28 დღის განმავლობაში. პრეპარატის სხვა წესების დაცვით შენახვის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
არ გამოიყენოთ შტიფტი ან მსგავსი საჩხვლეტი დამხმარე საშუალებები, რადგან შესაძლოა ამან დააზიანოს ფლაკონის რეზინის ცაცობი, რამაც გამოიწვიოს სტერილურობის დარღვევა.
ნაბიჯი 1: კონცენტრატის გაზავება
აქვიპაქსელის გამოყენებამდე საჭიროა მისი განზავება შემდეგი გამხსნელი საშუალებებით:
0,9% იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი
5% იანი გლუკოზას ხსნარი
5% იანი ახსნარი და 0,9% იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი
5% იანი გლუკოზის ხსნარი რინგერის ხსნარში
პაკლიტაქსელის საბოლოო კონცენტრაცია საინფუზიო ხსნარში უნდა შეადგენდეს 0,3 მგ/მლ-დან 1,2 მგ/მლ-მდე. უნდა გამოიყენოთ კონტეინერები და საინფუიო სისტემები დეჰფ-ის გარეშე.
მომზადებისას შესაძლოა ხსნარში წარმოიქმნას ნაწიბურები კონცენტრატში გამხსნელის არსებობის გამო; ფილტრაციით მათი მოშორება შეუძლებელია. განზავებული აქვიპაქსელის საინფუზიო ხსნარის ინფუზია უნდა მოხდეს ჩაშენებული ფილტრის მეშვეობით, რომელსაც გააჩნია წვრილფოროვანი მემბრანე ფორების დიამეტრით < 0,22 μm. ჩაშენებული ფილტრის მქონე საინფუზიო სისტემით ჩატარებულ კვლევებში ინფუზიის დროს არ გამოვლენილა აქტიური ნივთიერების დანაკარგი.
ნაბიჯი 2: ინფუზიის ჩატარება
ინფუზიამდე ყუველა პაციენტი საჭიროებს პრემედიკაციას, კორტიკოსტეროიდულების, ანტიჰისტამინური პრეპარატების და H2-ბლოკატორების გამოყენებით.
აქვიპაქსელი განმეორებით გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც ნეიტროფილების რაოდენობა მიაღწევს >1500/მმ3 (>1000/მმ3 კაპოშის სარკომის მქონე პაციენტებში) და თრომბოციტების რაოდენობა >100000/მმ3 (>75000/მმ3 კაპოშის სარკომის მქონე პაციენტებში).
საინფუზიო ხსნარის დალექვის თავიდან აცილების მიზნით:
გამოიყენეთ ხსნარი შეძლებისდაგვარად სწრაფად გაზავებისთანავე.
მოერიდეთ ხსნარის ზედმეტ მოძრაობებს, ვიბრაციებს და შენჯღრევას.
საინფუზიო სისტემა გულდასმით უნდა გამოირეცხოს გამოყენების წინ.
რეგულარულად შეამოწმეთ ხსნარი გარეგნულად და შეწყვიტეთ ინფუზია თუ აღინიშნება ნალექი.
იშვიათ შემთხვევებში რეგისტრირდება აქვიპაქსელის ინფუზიის დროს ნაწილაკების დალექვა, როგორც წესი 24 საათიანი ინფუზიის ბოლოსთვის. ამის მიზეზი გაურკვეველია, მაგრამ მიიჩნევა, რომ ეს დაკავშირებულია განზავებული საინფუზიო ხსნარის გადაჯერებასთან. დალექვის რისკის შემცირების მიზნით, საჭიროა აქვიპაქსელის გამოყენება რაც შეიძლება სწრაფად მისი გაზავებისთანავე. მოერიდეთ ზედმეტ შენჯღრევებს. საინფუზიო სისტემა გამოყენების წინ საფუძვლიანად უნდა გამოირეცხოს. ინფუზიის პერიოდში რეგულარულად უნდა შემოწმდეს ხსნარის გარეგნული სახე. ხსნარში ნალექის წარმოქმნის შემთვევაში ინფუზია უნდა შეწყდეს.
განზავების შემდეგ პროდუქტი გამოყენებული უნდა იქნას დაუყონებლივ. თუ ხსნარი არ გამოიყენება მომზადებისთანავე, მისი შენახვის პირობებზე და შენახვის ხანგრძლივობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. განზავებული ხსნარის შენახვა მაცივარში არ შეიძლება.
ნაბიჯი 3: უტილიზაცია
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო საშუალება ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ციტოტოქსიური ნივთიერებების უტილიზაციის შესახებ ეროვნული წესების შესაბამისად.
დოზირება:
რეკომენდებული დოზირება აქვიპაქსელის ინტრავენური ინფუზიისათვის შემდეგია:
ჩვენება
დოზირება
მკურნალობის კურებს შორის ინტერვალი
საკვერცხის კარცინომა,
პირველი ხაზის თერაპია
135 მგ/მ2 24 სთ განმავლობაში, შემდეგ ცისპლატინი 75 მგ/მ2 ან 175 მგ/მ2 3 სთ განმავლობაში, შემდეგ ცისპლატინი 75 მგ/მ2
3 კვირა
საკვერცხის კარცინომა,
მეორე ხაზის თერაპია
175 მგ/მ2 3 სთ განმავლობაში
3 კვირა
სარძევე ჯირკვლის კარცინომა,
ადიუვანტური თერაპია
175 მგ/მ2 3 სთ განმავლობაში; ანთრაციკლინი/ციკლოფოსფამიდით მკურნალობის (Aჩ) შემდეგ
3 კვირა
სარძევე ჯირკვლის კარცინომა,
პირველი ხაზის თერაპია (დოქსორუბიცინთან ერთად)
220 მგ/მ2 3 სთ განმავლობაში; 24 სთ შემდეგ დოქსორუბიცინის (50 მგ/მ2 ) გამოყენებიდან
3 კვირა
სარძევე ჯირკვლის კარცინომა, პირველი ხაზის თერაპია (ტრასტუზუმაბთან ერთად)
175 მგ/მ2 3 სთ განმავლობაში, ტრასტუზუმაბის შემდეგ (იხ. ტრასტუზუმაბის ინსტრუქცია)
3 კვირა
სარძევე ჯირკვლის კარცინომა, მეორე ხაზის თერაპია
175 მგ/მ2 3 სთ განმავლობაში
3 კვირა
გავრცელებული არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბო
175 მგ/მ2 3 სთ განმავლობაში, შემდგომი 80 მგ/მ2 ცისპლატინის შეყვანით
3 კვირა
შიდსთან ასოცირებული კაპოშის სარკომა
100 მგ/მ2 3 სთ განმავლობაში
2 კვირა
აქვიპაქსელი განმეორებით გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც ნეიტროფილების რაოდენობა მიაღწევს >1500/მმ3 (>1000/მმ3 კაპოშის სარკომის მქონე პაციენტებში) და თრომბოციტების რაოდენობა >100.000/მმ3 (>75000/მმ3 კაპოშის სარკომის მქონე პაციენტებში).
პაციენტებში, რომლებთაც განუვითარდა მძიმე ნეიტროპენია (ნეიტროფილების რაოდენობა <500/მმ3 ერთი კვირის განმავლობაში ან მეტი ხნით) ან მძიმე პერიფერიული ნეიროპათია, საჭიროა შემდეგი თერაპიის კურსებისას დოზირების 20%-ით შემცირება (კაპოშის სარკომის მქონე პაციენტებში 25%-ით) (იხ. ინფორმაცია დანიშვნის შესახებ).
არ მოიპოვება საკმარისი მონაცემები დოზირების შერჩევისათვის პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ მსუბუქიდან ზომიერი სირთულის ღვიძლის ფუნქციის დარღვევები. პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის რთული დარღვევით არ შეიძლება აქვიპაქსელის გამოყენება (იხ. ინფორმაცია დანიშვნის შესახებ).
აქვიპაქსელის გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების არსებობის გამო.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.


