რა არის ევროპაქსელი ევროპაქსელი შეიცავს პაკლიტაქსელს აქტიური ნივთიერების სახით, რომელიც შეკავშირებულია ადამიანის ცილა ალბუმინთან და არსებობს პაწაწინა ნაწილაკების სახით, ცნობილია როგორც ნანონაწილაკები. პაკლიტაქსელი მიეკუთვნება „ტაქსანების“ სახელით ცნობილი მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პაკლიტაქსელი (paclitaxel)
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. საინფუზიო სუსპენზიის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Kexing Biopharm Co. Ltd., ჩინეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, ტაქსანები
- ATC კოდი
- L01CD01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044246
- რეგისტრირებულია
- 30 ოქტომბერი 2025, მოქმედებს 30 ოქტომბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- LLC MERMISI (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „მერმისი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ევროპაქსელი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
რა არის ევროპაქსელი
ევროპაქსელი შეიცავს პაკლიტაქსელს აქტიური ნივთიერების სახით, რომელიც შეკავშირებულია ადამიანის ცილა ალბუმინთან და არსებობს პაწაწინა ნაწილაკების სახით, ცნობილია როგორც ნანონაწილაკები. პაკლიტაქსელი მიეკუთვნება „ტაქსანების“ სახელით ცნობილი მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ.
პაკლიტაქსელი არის მედიკამენტის ის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოქმედებს კიბოზე, მისი მოქმედების მექანიზმი მოიცავს კიბოს უჯრედების დაყოფის შეჩერებას, შესაბამისად, ისინი იღუპებიან.
ალბუმინი არის პრეპარატის ის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ეხმარება პაკლიტაქსელს, რომ გაიხსნას სისხლში და სისხლძარღვების კედლების გავლით შეაღწიოს სიმსივნეში. ეს ნიშნავს, რომ სხვა ქიმიური ნივთიერებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი ეფექტები, საჭირო არ არის. ასეთი გვერდითი ეფექტები ევროპაქსელის გამოყენებისას გაცილებით იშვიათად ვითარდება.
რისთვის გამოიყენება ევროპაქსელი
ევროპაქსელი გამოიყენება შემდეგი ტიპის კიბოს სამკურნალოდ:
ძუძუს კიბო
ძუძუს კიბო, რომელიც სხეულის სხვა ნაწილებში გავრცელდა (ამას „მეტასტაზურ“ ძუძუს კიბოს უწოდებენ).
ევროპაქსელი გამოიყენება ძუძუს მეტასტაზური კიბოს დროს, როდესაც სულ მცირე ერთი სხვა თერაპიით მკურნალობა გამოსცადეს, მაგრამ შედეგი არ გამოიღო და თქვენ არ შეგიძლიათ გამოიყენოთ ანტრაციკლინების სახელით ცნობილი მედიკამენტების ჯგუფი.
ძუძუს მეტასტაზური კიბოს მქონე პირებში, რომლებმაც მიიღეს ადამიანის ცილა ალბუმინთან შეკავშირებული პაკლიტაქსელი, როდესაც სხვა თერაპიით მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა, სიმსივნის ზომის შემცირების უფრო მეტი ალბათობა გამოვლინდა და უფრო დიდხანს იცოცხლეს, ვიდრე იმ პირებმა, რომლებიც იღებდნენ ალტერნატიულ თერაპიას.
პანკრეასის კიბო
ევროპაქსელი გამოიყენება პრეპარატთან ერთად, სახელად გემციტაბინი, თუ გაქვთ პანკრეასის მეტასტაზური კიბო. პანკრეასის მეტასტაზური კიბოს მქონე (პანკრეასის კიბო, რომელიც სხეულის სხვა ნაწილებში გავრცელდა) პირებმა, რომლებიც კლინიკურ კვლევაში გემციტაბინთან ერთად იღებდნენ ადამიანის ცილა ალბუმინთან შეკავშირებულ პაკლიტაქსელს, უფრო დიდხანს იცოცხლეს, იმ პირებთან შედარებით, რომლებიც მხოლოდ გემციტაბინს იღებდნენ.
ფილტვის კიბო
ევროპაქსელი ასევე გამოიყენება პრეპარატთან ერთად სახელად კარბოპლატინი, თუ გაქვთ ფილტვის კიბოს ყველაზე გავრცელებული ტიპი, რომელსაც „ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო“ ეწოდება.
ევროპაქსელი გამოიყენება ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს დროს, როდესაც ქირურგიული ჩარევა ან სხივური თერაპია არ იქნება შესაფერისი დაავადების სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება
ეს პრეპარატი ვენაში შეიყვანება ინტრავენური წვეთოვანი გზით ექიმის ან ექთნის მიერ. მიღებული დოზა დამოკიდებულია თქვენი სხეულის ზედაპირის ფართობზე და სისხლის ანალიზის შედეგებზე.
ძუძუს კიბოს დროს ჩვეულებრივი დოზაა 260 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით, რომელიც შეყავთ 30 წუთის განმავლობაში.
პანკრეასის შორსწასული კიბოს დროს ჩვეულებრივი დოზაა 125 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით, რომელიც შეყავთ 30 წუთის განმავლობაში.
ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს დროს ჩვეულებრივი დოზაა 100 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობი მიხედვით, რომელიც შეყავთ 30 წუთის განმავლობაში.
რა სიხშირით მიიღებთ ევროპაქსელს?
მეტასტაზური ძუძუს კიბოს სამკურნალოდ, ევროპაქსელი, როგორც წესი, მიიღება სამ კვირაში ერთხელ (21-დღიანი ციკლის პირველ დღეს).
პანკრეასის შორსწასული კიბოს სამკურნალოდ, ევროპაქსელი მიიღება 28-დღიანი მკურნალობის ციკლის 1-ელ, მე-8 და მე-15 დღეს გემციტაბინთან ერთად, რომელიც მიიღება ევროპაქსელის შეყვანისთანავე.
ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს სამკურნალოდ, ევროპაქსელი მიიღება კვირაში ერთხელ (მაგალითად, 21-დღიანი ციკლის 1-ელ, მე-8 და მე-15 დღეს) კარბოპლატინთან ერთად, რომელიც მიიღება სამ კვირაში ერთხელ (მაგალითად, თითოეული 21-დღიანი ციკლის მხოლოდ 1-ელ დღეს), ევროპაქსელის დოზის შეყვანისთანავე.
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ექთანს.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან 6.1 პარაგრაფში ჩამოთვლილი რომელიმე ექსციპიენტისადმი .
ლაქტაცია (იხ. პარაგრაფი 4.6).
პაციენტები, რომელთა საწყისი ნეიტროფილების რაოდენობა < 1500 უჯრედი/მმ3-ზე.
სიფრთხილის ზომები
ევროპაქსელი არ უნდა მიიღოთ
თუ გაქვთ ალერგია პაკლიტაქსელის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 თავში);
თუ ხართ ძუძუთი კვებაზე;
თუ გაქვთ ლეიკოციტების დაბალი რაოდენობა (ნეიტროფილების საწყისი რაოდენობა 1500 უჯრედზე/მმ3-ზე ნაკლები - ექიმი გაგიწევთ კონსულტაციას ამის შესახებ).
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
ევროპაქსელის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ექთანს.
თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა;
თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე პრობლემები;
თუ გაქვთ გულის პრობლემები.
თუ ევროპაქსელით მკურნალობის დროს შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მდგომარეობას, მიმართეთ ექიმს ან ექთანს. შესაძლოა, ექიმმა მკურნალობის შეწყვეტა ან დოზის შემცირება გადაწყვიტოს:
თუ გაგივითარდათ უჩვეულო სისხლჩაქცევები, სისხლდენა ან ინფექციის ნიშნები, როგორიცაა ყელის ტკივილი ან სიცხე;
თუ გაგივითარდათ დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება, შეხებისას მგრძნობელობა ან კუნთების სისუსტე;
თუ გაწუხებთ სუნთქვის პრობლემები, როგორიცაა ქოშინი ან მშრალი ხველა.
ბავშვები და მოზარდები
ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებისთვის და არ უნდა მიეცეს 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ ან ბოლო დროს მიიღეთ სხვა მედიკამენტები. ეს მოიცავს არასარეცეპტო მედიკამენტებს, მცენარეული პრეპარატების ჩათვლით. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ევროპაქსელმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი სხვა მედიკამენტის მოქმედებაზე. ასევე, ზოგიერთმა სხვა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ევროპაქსელის მოქმედებაზე.
გამოიჩინეთ სიფრთხილე და მიმართეთ ექიმს, თუ ევროპაქსელს იღებთ შემდეგ პრეპარატებთან ერთად:
ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (მაგალითად, ანტიბიოტიკები, როგორიცაა ერითრომიცინი, რიფამპიცინი და ა.შ.; თუ არ ხართ დარწმუნებული, არის თუ არა თქვენს მიერ მიღებული მედიკამენტი ანტიბიოტიკი, მიმართეთ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს), მათ შორის სოკოვანი ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (მაგალითად, კეტოკონაზოლი)
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გუნება-განწყობის სტაბილიზაციისთვის, რომლებსაც ზოგჯერ ანტიდეპრესანტებსაც უწოდებენ (მაგალითად, ფლუოქსეტინი)
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება კრუნჩხვების (ეპილეფსიის) სამკურნალოდ (მაგალითად, კარბამაზეპინი, ფენიტოინი)
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლში ლიპიდების დონის შესამცირებლად (მაგალითად, გემფიბროზილი)
გულძმარვის ან კუჭის წყლულის სამკურნალო პრეპარატი (მაგალითად, ციმეტიდინი)
აივ ინფექციის და შიდსის სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, რიტონავირი, საკვინავირი, ინდინავირი, ნელფინავირი, ეფავირენცი, ნევირაპინი)
კლოპიდოგრელის სახელით ცნობილი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება თრომბის პრევენციისთვის.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პაკლიტაქსელმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული თანდაყოლილი დეფექტები და შესაბამისად, არ უნდა გამოიყენონ ორსულობის დროს. ამ პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე ექიმი მოგთხოვთ ორსულობის ტესტის ჩატარებას.
რეპროდუქციული ასაკის ქალებმა ევროპაქსელით მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფციის საშუალებები.
ამ პრეპარატის მიღებისას არ უნდა იყოთ ძუძუთი კვებაზე, რადგან უცნობია, გადადის თუ არა აქტიური ინგრედიენტი პაკლიტაქსელი დედის რძეში.
მამრობითი სქესის პაციენტებს ურჩევენ გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფციის საშუალებები და თავი აარიდონ ბავშვის მამობა მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან ექვს თვემდე პერიოდში. ასევე, მკურნალობამდე უნდა მიმართონ ექიმს სპერმის კონსერვაციის შესახებ, რადგან ამ პრეპარატით თერაპიის შედეგად შესაძლებელია განვითარდეს შეუქცევადი უნაყოფობა.
ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ზოგიერთ პირს ამ პრეპარატის მიღების შემდეგ შეიძლება აღენიშნოს დაღლილობა ან თავბრუსხვევა. მსგავსის განვითარების შემთხვევაში, ნუ დაჯდებით საჭესთან და არ გამოიყენოთ რაიმე ხელსაწყოები ან მექანიზმები.
თუ მკურნალობის ფარგლებში სხვა მედიკამენტებს იღებთ, ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის შესახებ რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.
ევროპაქსელი შეიცავს ნატრიუმს
ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ფლაკონის მიხედვით, რაც ნიშნავს, რომ ის არსებითად „ნატრიუმისგან თავისუფალია “.
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეეფქტები, თუმცა ისინი ყველა პირს არ უვითარდება.
ძალიან ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პირში
თმის ცვენა (თმის ცვენის შემთხვევათა უმეტესობა პაკლიტაქსელის მიღების დაწყებიდან ერთ თვეზე ნაკლებ დროში დაფიქსირდა. როდესაც ეს ხდება, პაციენტების უმეტესობაში თმის ცვენა მკვეთრად არის გამოხატული (50%-ზე მეტი))
გამონაყარი
სისხლში თეთრი უჯრედების (ნეიტროფილების, ლიმფოციტების ან ლეიკოციტების) რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება
სისხლის წითელი უჯრედების დეფიციტი
სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება
პერიფერიულ ნერვებზე ზემოქმედება (ტკივილი, დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება ან მგრძნობელობის დაკარგვა)
სახსრის ან სახსრების ტკივილი
კუნთების ტკივილი
გულისრევა, დიარეა, ყაბზობა, პირის ღრუს არეში ტკივილი, მადის დაკარგვა
ღებინება
სისუსტე და დაღლილობა, ცხელება
დეჰიდრატაცია, გემოს დარღვევა, წონის კლება
სისხლში კალიუმის დაბალი დონე
დეპრესია, ძილის პრობლემები
თავის ტკივილი
შემცივნება
სუნთქვის გაძნელება
თავბრუსხვევა
ლორწოვანი გარსების და რბილი ქსოვილების შეშუპება
ღვიძლის ფუნქციური ტესტების მნიშვნელობების მატება
ტკივილი კიდურებში
ხველა
მუცლის ტკივილი
სისხლდენა ცხვირიდან
ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-მდე პირში
ქავილი, კანის სიმშრალე, ფრჩხილების დაზიანება
ინფექცია, ცხელება სისხლში ლეიკოციტების (ნეიტროფილების) რაოდენობის შემცირებით, წამოხურება, კანდიდოზური სტომატიტი, სისხლში მძიმე ინფექცია, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ლეიკოციტების შემცირებით
სისხლში ყველა უჯრედის რაოდენობის შემცირება
ტკივილი გულმკერდის ან ყელის არეში
საჭმლის მონელების დარღვევა, მუცლის არეში დისკომფორტი
ცხვირის გაჭედვა
ტკივილი ზურგის არეში, ძვლების ტკივილი
კუნთების კოორდინაციის დაქვეითება ან კითხვის გაძნელება, ცრემლდენის გახშირება ან შემცირება, წამწამების ცვენა
გულისცემის ან რიტმის ცვლილებები, გულის უკმარისობა
არტერიული წნევის დაქვეითება ან მატება
ნემსის ორგანიზმში შეყვანის ადგილას სიწითლე ან შეშუპება
შფოთვა
ფილტვების ინფექცია
საშარდე გზების ინფექცია
ნაწლავების ობსტრუქცია, მსხვილი ნაწლავის ანთება, სანაღვლე გზების ანთება
თირკმლის მწვავე უკმარისობა
სისხლში ბილირუბინის მომატება
სისხლიანი ხველა
პირის სიმშრალე, ყლაპვის გაძნელება
კუნთების სისუსტე
მხედველობის დაბინდვა
ნაკლებად ხშირი: შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე პირში
წონის მატება, სისხლში ლაქტატდეჰიდროგენაზას მატება, თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, სისხლში შაქრის მატება, სისხლში ფოსფორის მატება
რეფლექსების დაქვეითება ან ნაკლებობა, უნებლიე მოძრაობები, ტკივილი ნერვის გასწვრივ, გულის წასვლა, თავბრუსხვევა ადგომისას, კანკალი, სახის ნერვის დამბლა
თვალების გაღიზიანება, თვალების არეში ტკივილი, თვალების სიწითლე, თვალების ქავილი, გაორებული მხედველობა, მხედველობის დაქვეითება ან მოციმციმე შუქის დანახვა, მხედველობის დაბინდვა ბადურას შეშუპების გამო (კისტოიდური მაკულური შეშუპება)
ყურის ტკივილი, ყურებში შუილი
ხველა ნახველით, ქოშინი სიარულის ან კიბეებზე ასვლისას, სურდო ან ცხვირის სიმშრალე, სუნთქვითი ხმების დაქვეითება, ფილტვში წყალი, ხმის დაკარგვა, ფილტვში სისხლის კოლტი, ყელის სიმშრალე
გაზები, კუჭის სპაზმები, მტკივნეული ღრძილები, სწორი ნაწლავიდან სისხლდენა
მტკივნეული შარდვა, ხშირი შარდვა, სისხლი შარდში, შარდის შეკავების შეუძლებლობა
ფრჩხილის ტკივილი, დისკომფორტი ფრჩხილში, ფრჩხილის ცვენა, ჭინჭრის ციება, კანის არეში ტკივილი, მზის სხივებისგან გაწითლებული კანი, კანის ფერის შეცვლა, გაძლიერებული ოფლიანობა, ღამით ოფლიანობა, კანზე თეთრი უბნები, წყლულები, სახის შეშუპება
სისხლში ფოსფორის შემცირება, სითხის შეკავება, სისხლში ალბუმინის დაბალი დონე, წყურვილის მატება, სისხლში კალციუმის შემცირება, სისხლში შაქრის დაქვეითება, სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება.
ცხვირის არეში ტკივილი და შეშუპება, კანის ინფექციები, კათეტერის მილით გამოწვეული ინფექცია.
სისხლჩაქცევები.
ტკივილი სიმსივნის ადგილას, სიმსივნის კვდომა
არტერიული წნევის დაქვეითება ადგომისას, ხელებსა და ფეხებში სიცივე
სიარულის გაძნელება, შეშუპება
ალერგიული რეაქცია
ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება, ღვიძლის ზომის ზრდა
ტკივილი მკერდის არეში
მოუსვენრობა
კანში მცირე სისხლჩაქცევები თრომბის გამო
მდგომარეობა, რომელიც გულისხმობს სისხლის წითელი უჯრედების დაშლას და თირკმლის მწვავე უკმარისობას
იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1-მდე პირში
კანის რეაქცია სხვა პრეპარატის მიმართ ან ფილტვის ანთება დასხივების შემდეგ
თრომბი
ძალიან ნელი პულსი, გულის შეტევა
მედიკამენტის გაჟონვა ვენის გარეთ
გულის ელექტრული გამტარობის სისტემის დარღვევა (ატრიოვენტრიკულური ბლოკადა)
ძალიან იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1-მდე პირში
კანისა და ლორწოვანი გარსების მძიმე ანთება/გამონაყარი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)
უცნობია: სიხშირის შეფასება არსებული მონაცემებით შეუძლებელია.
კანის გამაგრება/გასქელება (სკლეროდერმია).
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. ასევე, შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ შეატყობინოთ https://[email protected]ის მეშვეობით. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
ჭარბი დოზა
პაკლიტაქსელის ზედოზირების საწინააღმდეგო ცნობილი ანტიდოტი არ არსებობს. ზედოზირების შემთხვევაში, პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მჭიდრო მონიტორინგის ქვეშ. მკურნალობა მიმართული უნდა იყოს ძირითადი მოსალოდნელი ტოქსიკურობისკენ, რომლებიც მოიცავს ძვლის ტვინის სუპრესიას, მუკოზიტს და პერიფერიულ ნეიროპათიას.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა პაკლიტაქსელი.
თითოეული ფლაკონი შეიცავს 100 მგ პაკლიტაქსელს, რომლის სამკურნალო ფორმა წარმოდგენილია ალბუმინთან შეკავშირებული ნანონაწილაკების სახით.
გახსნის შემდეგ, სუსპენზიის ყოველი მლ შეიცავს 5 მგ პაკლიტაქსელს, რომლის სამკურნალო ფორმა წარმოდგენილია ალბუმინთან შეკავშირებული ნანონაწილაკების სახით.
სხვა ინგრედიენტია ადამიანის შრატის ალბუმინი (შეიცავს ნატრიუმის კაპრილატს და N-აცეტილ-L-ტრიპტოფანს), იხილეთ მე-2 თავი „ევროპაქსელი შეიცავს ნატრიუმს“.
ევროპაქსელის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
ევროპაქსელი არის თეთრიდან ყვითელ შეფრილობამდე ლიოფილიზირებული მასა ან ფხვნილი საინფუზიო სუსპენზიისთვის. ევროპაქსელი ხელმისაწვდომია შუშის ფლაკონში, რომელიც შეიცავს 100 მგ პაკლიტაქსელს, რომლის სამკურნალო ფორმა წარმოდგენილია ალბუმინთან შეკავშირებული ნანონაწილაკების სახით.
თითოეული შეფუთვა შეიცავს 1 ფლაკონს.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი:
შპს „მერმისი“
ქრისტინე შარაშიძის ქუჩა 12,
თბილისი, 0159, საქართველო
შენახვის პირობები
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფსა და ფლაკონზე „ვადის გასვლის“ შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მოცემული თვის ბოლო დღეს.
გაუხსნელი ფლაკონები: სინათლისგან დასაცავად, ფლაკონი შეინახეთ გარე მუყაოს კოლოფში. არც გაყინვა და არც მაცივარში შენახვა უარყოფითად არ მოქმედებს პროდუქტის მდგრადობაზე. ეს სამკურნალო პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის რაიმე განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებს.
პირველი გახსნის შემდეგ სუსპენზია დაუყოვნებლივ უნდა გამოიყენონ. თუ დაუყოვნებლივ არ გამოიყენება, სუსპენზიის შენახვა შეიძლება მაცივარში (2°C-8°C) 24 საათამდე პერიოდით ფლაკონში, თუ ინახება გარე მუყაოს კოლოფში, რათა დაცული იყოს სინათლისგან.
ინტრავენური წვეთოვანი ხსნარის სახით განზავებული სუსპენზია შეიძლება შეინახონ მაცივარში (2°C-8°C) 24 საათამდე პერიოდით, სინათლისგან დაცულ ადგილას.
განზავებული სამკურნალო პრეპარატის ფლაკონსა და საინფუზიო პარკში შენახვის საერთო დრო, როდესაც მაცივარშია მოთავსებული და დაცულია სინათლისგან, შეადგენს 24 საათს. ამის შემდეგ შესაძლებელია საინფუზიო პარკში შენახვა 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე 4 საათის განმავლობაში.
გამოუყენებელი ევროპაქსელის სწორად განადგურებაზე პასუხისმგებელია თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებები, მცენარეული ალკალოიდები და სხვა ბუნებრივი პროდუქტები, ტაქსანები,
ათქ კოდი: L01CD01
მოქმედების მექანიზმი
პაკლიტაქსელი არის ანტიმიკროტუბული საშუალება, რომელიც ხელს უწყობს ტუბულინის დიმერებიდან მიკროტუბულების აწყობას და ახდენს მიკროტუბულების სტაბილიზაციას დეპოლიმერიზაციის თავიდან აცილების გზით. ეს სტაბილურობა იწვევს მიკროტუბულების ქსელის ნორმალური დინამიური რეორგანიზაციის ინჰიბირებას, რაც აუცილებელია სასიცოცხლო ფაზური და მიტოზური უჯრედული ფუნქციებისთვის. გარდა ამისა, პაკლიტაქსელი ასტიმულირებს მიკროტუბულების პათოლოგიური მასივების ან „კონების“ წარმოქმნას უჯრედული ციკლის განმავლობაში და მიკროტუბულების მრავლობითი ასტერების წარმოქმნას მიტოზის დროს.
ევროპაქსელი შეიცავს დაახლოებით 130 ნმ ზომის ადამიანის შრატის ალბუმინ-პაკლიტაქსელის ნანონაწილაკებს, სადაც პაკლიტაქსელი წარმოდგენილია არაკრისტალური, ამორფული სახით. ინტრავენური შეყვანის შემდეგ, ნანონაწილაკები სწრაფად იშლება დაახლოებით 10 ნმ ზომის ხსნად, ალბუმინთან შეკავშირებულ პაკლიტაქსელის კომპლექსებად. ცნობილია, რომ ალბუმინი ხელს უწყობს პლაზმის კომპონენტების ენდოთელურ კავეოლარულ ტრანსციტოზს და in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ აპექსელსინში ალბუმინის არსებობა აძლიერებს პაკლიტაქსელის ტრანსპორტირებას ენდოთელურ უჯრედებში. არსებობს ჰიპოთეზა, რომ ეს გაძლიერებული ტრანსენდოთელური კავეოლარული ტრანსპორტირება განპირობებულია gp-60 ალბუმინის რეცეპტორით და რომ სიმსივნის არეში პაკლიტაქსელის გაძლიერებული დაგროვება ხდება ალბუმინთან შემაკავშირებელი ცილის, Secreted Protein Acidic Rich in Cysteine (SPARC), გამო.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
ძუძუს კიბო
ძუძუს მეტასტაზური კიბოს დროს ევროპაქსელის გამოყენების დასადასტურებლად ხელმისაწვდომია ერთი სამკურნალო ჯგუფის მქონე, ღია ეტიკეტირების ორ კვლევაში მონაწილე 106 პაციენტის და III ფაზის რანდომიზებულ შედარებით კვლევაში ნამკურნალები 454 პაციენტის მონაცემები. ეს ინფორმაცია წარმოდგენილია ქვემოთ.
ერთი სამკურნალო ჯგუფის მქონე, ღია ეტიკეტირების კვლევა
ერთ კვლევაში, ევროპაქსელი დაენიშნა ძუძუს მეტასტაზური კიბოს მქონე 43 პაციენტს 30-წუთიანი ინფუზიის სახით დოზით 175 მგ/მ2. მეორე კვლევაში გამოიყენეს ძუძუს მეტასტაზური კიბოს მქონე 63 პაციენტში 30-წუთიანი ინფუზიის სახით დოზით 300 მგ/მ2. პაციენტები უმკურნალეს სტეროიდებით წინასწარი მკურნალობის ან დაგეგმილი G-CSF მხარდაჭერის გარეშე. ციკლები ჩატარდა 3-კვირიანი ინტერვალებით. ყველა პაციენტში მკურნალობაზე პასუხის მაჩვენებელი შესაბამისად იყო 39.5% (95% CI: 24.9%-54.2%) და 47.6% (95% CI: 35.3%-60.0%). დაავადების პროგრესირების საშუალო დრო იყო 5.3 თვე (175 მგ/მ2; 95% CI: 4.6-6.2 თვე) და 6.1 თვე (300 მგ/მ2; 95% CI: 4.2-9.8 თვე).
რანდომიზებული შედარებითი კვლევა
ეს მულტიცენტრული კვლევა ჩატარდა ძუძუს მეტასტაზური კიბოს მქონე პაციენტებში, რომლებსაც უმკურნალეს ყოველ 3 კვირაში ერთხელ პაკლიტაქსელის მონოთერაპიით, ან გამხსნელზე დაფუძნებული პაკლიტაქსელით, დოზა: 175 მგ/მ2, რომელიც შეიყვანეს 3-საათიანი ინფუზიის სახით პრემედიკაციით ჰიპერმგრძნობელობის თავიდან აცილების მიზნით (N = 225), ან ადამიანის შრატის ალბუმინ-პაკლიტაქსელის ნანონაწილაკებით, დოზა: 260 მგ/მ2, რომელიც შეიყვანეს 30-წუთიანი ინფუზიის სახით პრემედიკაციის გარეშე (N = 229).
პაციენტების 64%-ს კვლევაში ჩართვისას ჰქონდა დაქვეითებული ქმედუნარიანობის სტატუსი (ECOG 1 ან 2); 79%-ს ჰქონდა ვისცერული მეტასტაზები; ხოლო 76%-ს მეტასტაზების 3-ზე მეტი ლოკაცია. პაციენტების 14%-ს წარსულში არ ჰქონდა მიღებული ქიმიოთერაპია; 27%-ს ჩაუტარდა ქიმიოთერაპია მხოლოდ ადიუვანტურ რეჟიმში, 40%-ს მხოლოდ მეტასტაზურ და 19%-ს როგორც მეტასტაზურ, ასევე ადიუვანტურ პირობებში. 59%-მა მიიღო საკვლევი სამკურნალო პრეპარატი მეორე ან მეორეზე უფრო მაღალი რიგის თერაპიის სახით. პაციენტების 77%-ს წარსულში მიღებული ჰქონდა ანტრაციკლინები.
ქვემოთ მოცემულია >1-ელი რიგის თერაპიაზე მყოფი პაციენტების მკურნალობაზე საერთო პასუხის მაჩვენებლები და დაავადების პროგრესირების დროის, ასევე პროგრესირების გარეშე გადარჩენისა და გადარჩენის მაჩვენებლები.
ცხრილი 8: მკვლევარის მიერ შეფასებული საერთო პასუხის, დაავადების პროგრესირებამდე საშუალო დროის და პროგრესირების გარეშე გადარჩენის მაჩვენებლები
ეფექტურობის ცვლადი
ევროპაქსელი (260 მგ/მ2)
გამხსნელზე დაფუძნებული პაკლიტაქსელი (175 მგ/მ2)
p-მნიშვნელობა
პასუხის მაჩვენებელი [95% CI] (%)
> 1-ელი რიგის თერაპია
- 5 [18.98, 34.05] (n
= 132)
- 2 [7.54, 18.93] (n = 136)
- 006a
- დაავადების პროგრესირებამდე საშუალო დრო [95% CI] (კვირეები)
> 1-ელი რიგის თერაპია
- 9 [15.7, 25.9] (n =
131)
- 1 [15.0, 19.3] (n = 135)
- 011b
- პროგრესირების გარეშე გადარჩენის საშუალო მაჩვენებელი [95% CI] (კვირეები)
> 1-ელი რიგის თერაპია
- 6 [15.6, 25.9] (n =
131)
- 1 [15.0, 18.3] (n = 135)
- 010b
- გადარჩენა [95% CI] (კვირეები)
> 1-ელი რიგის თერაპია
- 4 [45.1, 76.9] (n =
131)
- 7 [39.0, 55.3] (n = 136)
- 020b
- ეს მონაცემები ეფუძნება კლინიკური კვლევის ანგარიშს: CA012-0 დანართი, დათარიღებული საბოლოო თარიღით (23 მარტი, 2005)
a ქი-კვადრატის ტესტი
b ლოგარითმული სერიის ტესტი
რანდომიზებული, კონტროლირებადი კლინიკური კვლევის ფარგლებში ევროპაქსელით ნამკურნალები ორას ოცდაცხრამეტი პაციენტი შეფასდა უსაფრთხოებაზე. პაკლიტაქსელის ნეიროტოქსიკურობა შეფასდა ერთი ხარისხით ალაგების სახით იმ პაციენტებში, რომლებსაც თერაპიის ნებისმიერ დროს განუვითარდათ მე-3 ხარისხის პერიფერიული ნეიროპათია. > 6 კურსის ჩატარების შემდეგ ევროპაქსელის კუმულაციური ტოქსიკურობით გამოწვეული პერიფერიული ნეიროპათიის ბუნებრივი მიმდინარეობა საბაზისო დონემდე ალაგებამდე არ შეფასებულა და უცნობი რჩება.
პანკრეასის ადენოკარცინომა
ევროპაქსელის/გემციტაბინისა და გემციტაბინით მონოთერაპიის როგორც 1-ელი რიგის თერაპიის, შედარების მიზნით პანკრეასის მეტასტაზური ადენოკარცინომის მქონე 861 პაციენტში ჩატარდა მულტიცენტრული, მულტინაციონალური, რანდომიზებული, ღია ეტიკეტირების კვლევა. ევროპაქსელი პაციენტებში (N = 431) შეჰყავდათ ინტრავენური ინფუზიის სახით 30-40 წუთის განმავლობაში, დოზით 125 მგ/მ2, რასაც მოჰყვებოდა გემციტაბინის ინტრავენური ინფუზია 30-40 წუთის განმავლობაში დოზით 1000 მგ/მ2, თითოეული 28-დღიანი ციკლის 1-ელ, მე-8 და მე-15 დღეს. შედარების სამკურნალო ჯგუფში, პაციენტებს (N = 430) გემციტაბინით მონოთერაპია დაენიშნათ რეკომენდებული დოზისა და რეჟიმის შესაბამისად. მკურნალობა მიმდინარეობდა დაავადების პროგრესირებამდე ან მიუღებელი ტოქსიკურობის განვითარებამდე. პანკრეასის ადენოკარცინომის მქონე 431 პაციენტიდან, რომლებიც რანდომიზებულად შეირჩნენ ევროპაქსელის გემციტაბინთან ერთად კომბინაციაში მისაღებად, უმრავლესობა (93%) იყო თეთრკანიანი, 4% - შავკანიანი და 2% - აზიელი. 16%-ში კარნოფსკის ქმედუნარიანობის სტატუსი იყო 100; 42%-ს ჰქონდა 90 KPS; 35%-ს - 80 KPS; 7%-ს - 70 KPS; ხოლო პაციენტთა <1%-ს ჰქონდა 70-ზე ნაკლები KPS. კვლევიდან გამოირიცხნენ პაციენტები, რომლებიც იყვნენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მაღალი რისკის ქვეშ, ჰქონდათ პერიფერიული არტერიული დაავადების და/ან შემაერთებელი ქსოვილის დარღვევების და/ან ფილტვების ინტერსტიციული დაავადების ისტორია.
პაციენტებში მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა ევროპაქსელი/გემციტაბინის ჯგუფში იყო 3.9 თვე, ხოლო გემციტაბინის ჯგუფში -2.8 თვე. ევროპაქსელი/გემციტაბინის ჯგუფში პაციენტების 32%-ს, გემციტაბინის ჯგუფში პაციენტების 15%-თან შედარებით, მკურნალობა ჩაუტარდა 6 ან უფრო მეტი თვე. ნამკურნალები პოპულაციისთვის გემციტაბინის საშუალო ფარდობითი დოზის ინტენსივობა ევროპაქსელი/გემციტაბინის ჯგუფში იყო 75% და გემციტაბინის ჯგუფში -85%. ადამიანის შრატის ალბუმინ-პაკლიტაქსელის ნანონაწილაკების საშუალო ფარდობითი დოზის ინტენსივობა იყო 81%. გემციტაბინის უფრო მაღალი საშუალო კუმულაციური დოზა მიეწოდა ევროპაქსელი/გემციტაბინის ჯგუფში (11400 მგ/მ2), გემციტაბინის ჯგუფთან შედარებით (9000 მგ/მ2).
პირველადი ეფექტურობის საბოლოო წერტილი იყო საერთო გადარჩენა (OS). ძირითადი მეორადი საბოლოო წერტილები იყო პროგრესირების გარეშე გადარჩენა (PFS) და მკურნალობაზე საერთო პასუხის მაჩვენებელი (ORR), ორივე შეფასდა დამოუკიდებელი, ცენტრალური, ბრმა რადიოლოგიური მიმოხილვით RECIST სახელმძღვანელო პრინციპების გამოყენებით (ვერსია 1.0).
ცხრილი 9: პანკრეასის ადენოკარცინომის მქონე პაციენტებში რანდომიზებული კვლევის ეფექტურობის მაჩვენებლები (დანიშნული მკურნალობისთვის რანდომიზებული ყველა პაციენტის პოპულაცია)
ევროპაქსელი (125 მგ/მ2)/გემციტაბინი (N=431)
გემციტაბინი (N=430)
საერთო გადარჩენა
გარდაცვალების რაოდენობა (%)
333 (77)
359 (83)
საშუალო საერთო გადარჩენა, თვეები (95% CI)
- 5 (7.89, 9.53)
- 7 (6.01, 7.23)
HRA+G/G (95% CI)a
- 72 (0.617, 0.835)
P-მნიშვნელობაb
<0.0001
გადარჩენის მაჩვენებელი % (95% CI)
1-ელი წელი
35% (29.7, 39.5)
22% (18.1, 26.7)
მე-2 წელი
9% (6.2, 13.1)
4% (2.3, 7.2)
75-ე პროცენტილში საერთო გადარჩენის მაჩვენებელი (თვეები)
- 8
- 4
პროგრესირების გარეშე გადარჩენა
გარდაცვალება ან პროგრესირება, n (%)
277 (64)
265 (62)
პროგრესირების გარეშე გადარჩენის საშუალო მაჩვენებელი, თვეები (95% CI)
- 5 (4.47, 5.95)
- 7 (3.61, 4.04)
HRA+G/G (95% CI)a
- 69 (0.581, 0.821)
P-მნიშვნელობაb
<0.0001
მკურნალობაზე საერტი პასუხის მაჩვენებელი
დადასტურებული სრული ან ნაწილობრივი
საერთო პასუხი, n (%)
99 (23)
31 (7)
95% CI
- 1, 27.2
- 0, 10.1
pA+G/pG (95% CI)
- 19 (2.178, 4.662)
P-მნიშვნელობა (ქი-კვადრატის ტესტი)
<0.0001
CI = სანდოობის ინტერვალი, HRA+G/G = ევროპაქსელის რისკის თანაფარდობა
+გემციტაბინი/გემციტაბინი, pA+G/pG=ადამიანის შრატის ალბუმინ-პაკლიტაქსელის ნანონაწილაკების პასუხის მაჩვენებლის თანაფარდობა
+გემციტაბინი/გემციტაბინი
a კოქსის სტრატიფიცირებული პროპორციული საფრთხის მოდელი
b სტრატიფიცირებული ლოგარითმული სერიის ტესტი, სტრატიფიცირებული გეოგრაფიული რეგიონის (ჩრდილოეთ ამერიკა სხვა რეგიონების წინააღმდეგ) მიხედვით, KPS (70-დან 80-მდე versus 90-დან 100-მდე) და ღვიძლის მეტასტაზების არსებობის მიხედვით (დიახ versus არა).
ევროპაქსელი/გემციტაბინით ნამკურნალებ პაციენტებში გემციტაბინით მონოთერაპიასთან შედარებით დაფიქსირდა საერთო გადარჩენის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რაც მოიცავდა საშუალო საერთო გადარჩენის 1.8-თვიან ზრდას, სიკვდილის რისკის საერთო შემცირებას 28%-ით, 1-წლიან გადარჩენას 59%-იანი გაუმჯობესებით და 2-წლიან გადარჩენას 125%-იანი გაუმჯობესებით.
სურათი 1: საერთო გადარჩენის კაპლან-მაიერის მრუდი (დანიშნული მკურნალობისთვის რანდომიზებული ყველა პაციენტის პოპულაცია)
Humanserum albumin- paclitaxel nanoparticles + Gemcitabine Gemcitabine
Humanserum albumin- paclitaxel nanoparticles + Gemcitabine Gemcitabine
- 0
- 9
- 8
1054905-9581Proportion of Survival
Proportion of Survival
- 7
- 6
- 5
- 4
- 3
- 2
- 1
- 0
(PT რისკის ქვეშ) ABX/GEM:
GEM:
დრო (თვეები)
საერთო გადარჩენასთან (OS) დაკავშირებული მკურნალობის ეფექტების მხრივ უპირატესობა ჰქონდა ევროპაქსელი/გემციტაბინის ჯგუფს წინასწარ განსაზღვრული ქვეჯგუფების უმრავლესობაში (მათ შორის სქესი, კუჭ-ნაწლავის სინდრომი, გეოგრაფიული რეგიონი, პანკრეასის კიბოს პირველადი ლოკალიზაცია, დიაგნოზის დროს სტადია, ღვიძლის მეტასტაზების არსებობა, პერიტონეალური კარცინომატოზის არსებობა, ვიპლის პროცედურის წარსულში ჩატარება, საწყის ეტაპზე სანაღვლე გზების სტენტის არსებობა, ფილტვის მეტასტაზების არსებობა და მეტასტაზური უბნების რაოდენობა). ევროპაქსელი/გემციტაბინის და გემციტაბინის ჯგუფებში 75 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებისთვის გადარჩენის რისკების თანაფარდობა (HR) იყო 1.08 (95% CI 0.653, 1.797). პაციენტებისთვის, რომლებსაც ჰქონდათ CA 19-9-ის ნორმალური საწყისი დონე, გადარჩენის HR იყო 1.07 (95% CI 0.692, 1.661).
ევროპაქსელი/გემციტაბინით ნამკურნალებ პაციენტებში გემციტაბინის მონოთერაპიასთან შედარებით, PFS-ის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აღინიშნა, რაც მოიცავდა საშუალო PFS-ის 1.8- თვიან ზრდას.
ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო
მულტიცენტრული, რანდომიზებული, ღია ეტიკეტირების კვლევა ჩატარდა 1052 პაციენტში, რომლებსაც წარსულში არ მიუღიათ ქიმიოთერაპია IIIb/IV სტადიის ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს სამკურნალოდ. კვლევაში შეადარეს ევროპაქსელის გამოყენება კარბოპლატინთან ერთად კომბინაციაში გამხსნელზე დაფუძნებულ პაკლიტაქსელის გამოყენებას კარბოპლატინთან ერთად კომბინაციაში როგორც პირველი რიგის მკურნალობა ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს მქონე პაციენტებში. პაციენტების 99%-ზე მეტში ECOG-ის (აღმოსავლეთის გაერთიანებული ონკოლოგიური ჯგუფი) ქმედუნარიანობის სტატუსი 0 ან 1-ის ტოლი იყო. პაციენტები, რომლებსაც წარსულში ჰქონდათ ≥2 ხარისხის ნეიროპათია ან სერიოზული სამედიცინო რისკ-ფაქტორები, რაც მოიცავდა ნებისმიერი ძირითად ორგანოთა სისტემას, გამოირიცხნენ კვლევიდან. ევროპაქსელი პაციენტებში (N=521) შეიყვანეს ინტრავენური ინფუზიის სახით 30 წუთის განმავლობაში, დოზით 100 მგ/მ2, ყოველი 21-დღიანი ციკლის 1-ელ, მე-8 და 15-ე დღეს, სტეროიდული პრემედიკაციის და გრანულოციტების კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორით პროფილაქტიკის გარეშე. ევროპაქსელის შეყვანის დასრულებისთანავე, კარბოპლატინი დოზით AUC = 6 მგ•წთ/მლ ინტრავენურად შეიყვანეს თითოეული 21-დღიანი ციკლის მხოლოდ პირველ დღეს. გამხსნელზე დაფუძნებული პაკლიტაქსელი პაციენტებში (N=531) შეიყვანეს დოზით 200 მგ/მ2 ინტრავენური ინფუზიის სახით 3 საათის განმავლობაში სტანდარტული პრემედიკაციის გამოყენებით, რასაც დაუყოვნებლივ მოჰყვა კარბოპლატინის ინტრავენურად შეყვანა დოზით AUC = 6 მგ•წთ/მლ. თითოეული სამკურნალო საშუალება შეიყვანეს ყოველი 21-დღიანი ციკლის პირველ დღეს. ორივე სამკურნალო ჯგუფში მკურნალობა მიმდინარეობდა დაავადების პროგრესირებამდე ან მიუღებელი ტოქსიკურობის განვითარებამდე. ორივე სამკურნალო ჯგუფში პაციენტებს მკურნალობის საშუალოდ 6 ციკლი ჩაუტარდათ.
პირველადი ეფექტურობის საბოლოო წერტილი იყო მკურნალობაზე საერთო პასუხის მაჩვენებელი, რომელიც განისაზღვრა, როგორც იმ პაციენტების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებმაც მიაღწიეს ობიექტურად დადასტურებულ სრულ ან ნაწილობრივ პასუხს RECIST-ის (ვერსია 1.0) გამოყენებით ჩატარებული დამოუკიდებელი, ცენტრალიზებული, ბრმა რადიოლოგიური მიმოხილვის საფუძველზე. ევროპაქსელი/კარბოპლატინის ჯგუფის პაციენტებს საკონტროლო ჯგუფთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალი საერთო პასუხის მაჩვენებელი ჰქონდათ: 33% vs. 25%, p = 0.005 (ცხრილი 10). ევროპაქსელი/კარბოპლატინის ჯგუფში საერთო პასუხის მაჩვენებლის მხრივ მნიშვნელოვანი განსხვავება იყო საკონტროლო ჯგუფთან შედარებით იმ პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ ბრტყელუჯრედოვანი ჰისტოლოგიის ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო (N=450, 41% vs. 24%, p<0.001), თუმცა ეს განსხვავება არ აისახა PFS-ის ან OS-ის განსხვავებაზე. არაბრტყელუჯრედოვანი ჰისტოლოგიის მქონე პაციენტებში მკურნალობის ჯგუფებს შორის ORR-ის მხრივ განსხვავება არ იყო (N=602, 26% vs. 25%, p=0.808).
ცხრილი 10: ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს რანდომიზებული კვლევის მკურნალობაზე საერთო პასუხის მაჩვენებელი (დანიშნული მკურნალობისთვის რანდომიზებული ყველა პაციენტის პოპულაცია)
ეფექტურობის პარამეტრი
ევროპაქსელი (100 მგ/მ2/კვირაში) + კარბოპლატინი (N=521)
გამხსნელზე დამზადებული პაკლიტაქსელი (200 მგ/მ2 ყოველ 3 კვირაში) + კარბოპლატინი (N=531)
საერთო პასუხის მაჩვენებელი (დამოუკიდებელი მიმოხილვა)
დადასტურებული სრული ან ნაწილობრივი საერთო პასუხი, n (%)
170 (33%)
132 (25%)
95% CI (%)
- 6, 36.7
- 2, 28.5
pA/pT (95.1% CI)
- 313 (1.082, 1.593)
P-მნიშვნელობაa
- 005
CI= სანდოობის ინტერვალი; HRA/T= ადამიანის შრატის ალბუმინ-პაკლიტაქსელის ნანონაწილაკების/კარბოპლატინის რისკების თანაფარდობა გამხსნელზე დაფუძნებულ პაკლიტაქსელთან/კარბოპლატინთან მიმართებაში; pA/pT= ევროპაქსელის/კარბოპლატინის მკურნალობაზე პასუხის თანაფარდობა გამხსნელზე დაფუძნებულ პაკლიტაქსელთან/კარბოპლატინთან მიმართებაში
a P-მნიშვნელობა ეფუძნება ქი-კვადრატ ტესტს.
ორ სამკურნალო ჯგუფს შორის პროგრესირების გარეშე გადარჩენის (ბრმა რადიოლოგის შეფასებით) და საერთო გადარჩენის მაჩვენებლებს შორის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ დაფიქსირებულა. არანაკლები ეფექტურობის ანალიზი ჩატარდა PFS-სა და OS-სთვის, წინასწარ განსაზღვრული 15%-იანი არანაკლები ეფექტურობის მარჟით. არანაკლები ეფექტურობის კრიტერიუმი დაკმაყოფილდა როგორც PFS-სთან, ასევე OS-თან მიმართებაში, სადაც ასოცირებული რისკების თანაფარდობის 95%-იანი სანდოობის ინტერვალის ზედა ზღვარი 1.176-ზე ნაკლები იყო (ცხრილი 11).
ცხრილი 11: პროგრესირების გარეშე გადარჩენისა და საერთო გადარჩენის არანაკლები ეფექტურობის ანალიზი ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს რანდომიზებულ კვლევაში (დანიშნული მკურნალობისთვის რანდომიზებული ყველა პაციენტის პოპულაცია)
ეფექტურობის პარამეტრი
ევროპაქსელი (100 მგ/მ2/კვირაში) + კარბოპლატინი (N=521)
გამხსნელზე დამზადებული პაკლიტაქსელი (200 მგ/მ2 ყოველ 3 კვირაში) + კარბოპლატინი (N=531)
პროგრესირების გარეშე გადარჩენაa (დამოუკიდებელი მიმოხილვა)
გარდაცვალება ან პროგრესირება, n (%)
429 (82%)
442 (83%)
საშუალო PFS (95% CI) (months)
- 8 (5.7, 7.7)
- 5 (5.7, 6.9)
HRA/T (95% CI)
- 949 (0.830, 1.086)
საერთო გადარჩენა
გარდაცვალების რაოდენობა, n (%)
360 (69%)
384 (72%)
საშუალო OS (95% CI) (months)
- 1 (10.8, 12.9)
- 2 (10.3, 12.6)
HRA/T (95.1% CI)
- 922 (0.797, 1.066)
CI = სანდოობის ინტერვალი; HRA/T = რისკების თანაფარდობა გამხსნელზე დაფუძნებული პაკლიტაქსელის/კარბოპლატინთან მიმართებაში; pA/pT = ევროპაქსელის/კარბოპლატინის მკურნალობაზე პასუხის თანაფარდობა გამხსნელზე დაფუძნებული პაკლიტაქსელის/კარბოპლატინთან მიმართებაში.
a EMA-ს მეთოდოლოგიური მოსაზრებების თანახმად, PFS საბოლოო წერტილისთვის, დაკვირვებების არარსებობა ან შემდგომი ახალი თერაპიის დაწყება არ იყო გამოყენებული ცენზურისთვის.
პედიატრიული პოპულაცია
პედიატრიულ პაციენტებში უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის (იხილეთ პარაგრაფი 4.2).
კვლევა ABI-007-PST-001 იყო 1/2 ფაზის, მულტიცენტრული, ღია ეტიკეტირების, დოზის შერჩევის კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა ევროპაქსელის ყოველკვირეული მიღების უსაფრთხოების, ასატანობისა და წინასწარი ეფექტურობის შეფასებას მორეციდივე ან რეფრაქტერული სოლიდური სიმსივნეების მქონე პედიატრიულ პაციენტებში, ეს კვლევა მოიცავდა სულ 106 პაციენტს, რომელთა ასაკი ≥ 6 თვიდან ≤ 24 წლამდე იყო.
კვლევის პირველი ფაზის ნაწილში მონაწილეობა მიიღო 6 თვიდან 18 წლამდე ასაკის 64 პაციენტმა და განისაზღვრა მაქსიმალური ასატანი დოზა (MTD) - 240 მგ/მ2, რომელიც შეჰყავდათ ინტრავენური ინფუზიის სახით 30 წუთის განმავლობაში, ყოველი 28-დღიანი ციკლის 1-ელ, მე-8 და მე-15 დღეს.
მე-2 ფაზის ნაწილში ჩართული იყო 6 თვიდან 24 წლამდე ასაკის სულ 42 პაციენტი მორეციდივე ან რეფრაქტერული იუინგის სარკომით, ნეირობლასტომით ან რაბდომიოსარკომით, და Simon-ის ორეტაპიანი მინიმაქსის დიზაინის გამოყენებით შეფასდა სიმსივნის საწინააღმდეგო აქტივობა მკურნალობაზე საერთო პასუხის მაჩვენებლით (ORR). 42 პაციენტიდან 1 პაციენტი იყო < 2 წლის, 27 - ≥ 2-დან < 12 წლამდე, 12 - ≥ 12-დან < 18 წლამდე და 2 მოზრდილი პაციენტი იყო ≥ 18-დან 24 წლამდე.
პაციენტებს მკურნალობა საშუალოდ 2 ციკლის განმავლობაში ჩაუტარდათ მაქსიმალური ასატანი დოზის (MTD) გამოყენებით. 1-ელ სტადიაზე, ეფექტურობის შეფასებაზე დასაშვები 41 პაციენტიდან, 1 პაციენტს რაბდომიოსარკომის ჯგუფში (N=14) ჰქონდა დადასტურებული ნაწილობრივი პასუხი (PR), რამაც შედეგად მოყვა ORR -7.1% (95% CI: 0.2, 33.9). დადასტურებული სრული პასუხი (CR) ან PR არ დაფიქსირებულა არც იუინგის სარკომის ჯგუფში (N=13) და არც ნეირობლასტომის ჯგუფში (N=14).
კვლევის არცერთი ჯგუფი არ გადავიდა მე-2 ეტაპზე, რადგან არ დაკმაყოფილდა პროტოკოლით განსაზღვრული მოთხოვნა, რომ ≥ 2 პაციენტს ჰქონოდა დადასტურებული პასუხი.
ევინგის სარკომის, ნეირობლასტომის და რაბდომიოსარკომის ჯგუფებისთვის, საშუალო საერთო გადარჩენის შედეგები, 1-წლიანი შემდგომი დაკვირვების პერიოდის ჩათვლით, შესაბამისად იყო 32.1 კვირა (95% CI: 21.4, 72.9), 32.0 კვირა (95% CI: 12, დაუდგენია) და 19.6 კვირა (95% CI: 4, 25.7).
პედიატრიულ პაციენტებში ევროპაქსელის საერთო უსაფრთხოების პროფილი შეესაბამებოდა მოზრდილებში ევროპაქსელის ცნობილ უსაფრთხოების პროფილს (იხ. პარაგრაფი 4.8). ამ შედეგებზე დაყრდნობით გაკეთდა დასკვნა, რომ ევროპაქსელს, მონოთერაპიის სახით, არ გააჩნია მნიშვნელოვანი კლინიკური აქტივობა ან გადარჩენის მხრივ სარგებელი, რაც პედიატრიულ პოპულაციაში შემდგომ შემუშავებას საჭიროებს.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
კლინიკურ კვლევებში განისაზღვრა პაკლიტაქსელის ფარმაკოკინეტიკა ევროპაქსელის 30 და 180-წუთიანი ინფუზიების შემდეგ დოზებით 80-დან 375 მგ/მ2-მდე. პაკლიტაქსელის ექსპოზიცია (AUC) წრფივად გაიზარდა 2653-დან 16736 ნგ.სთ/მლ-მდე 80-დან 300 მგ/მ2-მდე დოზირების შემდეგ.
შორსწასული სოლიდური სიმსივნეების მქონე პაციენტებში ჩატარებულ კვლევაში, ევროპაქსელის დოზით 260 მგ/მ2 30 წუთის განმავლობაში ინტრავენურად შეყვანის შემდეგ პაკლიტაქსელის ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები შედარდა გამხსნელზე დაფუძნებული პაკლიტაქსელის ინექციის დოზით 175 მგ/მ2 3 საათის განმავლობაში შეყვანის შემდეგ მიღებულ მახასიათებლებს. არაკომპარტმენტული ფარმაკოკინეტიკური ანალიზის საფუძველზე, ევროპაქსელის გამოყენებისას პაკლიტაქსელის პლაზმური კლირენსი უფრო მაღალი იყო (43%), ვიდრე გამხსნელზე დაფუძნებული პაკლიტაქსელის ინექციის შემდეგ და მისი განაწილების მოცულობაც ასევე უფრო მაღალი იყო (53%). ტერმინალურ ნახევარგამოყოფის პერიოდში განსხვავებები არ დაფიქსირებულა.
განმეორებითი დოზის კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 12 პაციენტი, რომლებიც იღებდნენ ინტრავენურ ევროპაქსელს დოზით 260 მგ/მ2, AUC-ის პაციენტის შიდა ვარიაბელობა იყო 19% (დიაპაზონი = 3.21%-37.70%). მკურნალობის მრავალი კურსის დროს პაკლიტაქსელის დაგროვების მტკიცებულება არ დაფიქსირებულა.
განაწილება
სოლიდური სიმსივნეების მქონე პაციენტებში ევროპაქსელის შეყვანის შემდეგ, პაკლიტაქსელი თანაბრად ნაწილდება სისხლის უჯრედებსა და პლაზმაში და მაღალი ხარისხით უკავშირდება პლაზმის ცილებს (94%).
ევროპაქსელის შეყვანის შემდეგ პაკლიტაქსელის ცილებთან შეკავშირება შეფასდა ულტრაფილტრაციით პაციენტებს შორის შედარებითი …
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სამკურნალო პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის
ევროპაქსელი, 100 მგ ლიოფილიზებული ფხვნილი საინფუზიო სუსპენზიისთვის
პაკლიტაქსელი
ამ პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლებელია დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ექთანს.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში. იხილეთ მე-4 თავი.
რას მოიცავს ინსტრუქციას
რა არის ევროპაქსელი და რისთვის გამოიყენება ის
რა უნდა იცოდეთ ევროპაქსელის მიღებამდე
როგორ მიიღება ევროპაქსელი
შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორ ინახება ევროპაქსელი
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რა არის ევროპაქსელი და რისთვის გამოიყენება ის
რა არის ევროპაქსელი
ევროპაქსელი შეიცავს პაკლიტაქსელს აქტიური ნივთიერების სახით, რომელიც შეკავშირებულია ადამიანის ცილა ალბუმინთან და არსებობს პაწაწინა ნაწილაკების სახით, ცნობილია როგორც ნანონაწილაკები. პაკლიტაქსელი მიეკუთვნება „ტაქსანების“ სახელით ცნობილი მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ.
პაკლიტაქსელი არის მედიკამენტის ის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოქმედებს კიბოზე, მისი მოქმედების მექანიზმი მოიცავს კიბოს უჯრედების დაყოფის შეჩერებას, შესაბამისად, ისინი იღუპებიან.
ალბუმინი არის პრეპარატის ის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ეხმარება პაკლიტაქსელს, რომ გაიხსნას სისხლში და სისხლძარღვების კედლების გავლით შეაღწიოს სიმსივნეში. ეს ნიშნავს, რომ სხვა ქიმიური ნივთიერებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი ეფექტები, საჭირო არ არის. ასეთი გვერდითი ეფექტები ევროპაქსელის გამოყენებისას გაცილებით იშვიათად ვითარდება.
რისთვის გამოიყენება ევროპაქსელი
ევროპაქსელი გამოიყენება შემდეგი ტიპის კიბოს სამკურნალოდ:
ძუძუს კიბო
ძუძუს კიბო, რომელიც სხეულის სხვა ნაწილებში გავრცელდა (ამას „მეტასტაზურ“ ძუძუს კიბოს უწოდებენ).
ევროპაქსელი გამოიყენება ძუძუს მეტასტაზური კიბოს დროს, როდესაც სულ მცირე ერთი სხვა თერაპიით მკურნალობა გამოსცადეს, მაგრამ შედეგი არ გამოიღო და თქვენ არ შეგიძლიათ გამოიყენოთ ანტრაციკლინების სახელით ცნობილი მედიკამენტების ჯგუფი.
ძუძუს მეტასტაზური კიბოს მქონე პირებში, რომლებმაც მიიღეს ადამიანის ცილა ალბუმინთან შეკავშირებული პაკლიტაქსელი, როდესაც სხვა თერაპიით მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა, სიმსივნის ზომის შემცირების უფრო მეტი ალბათობა გამოვლინდა და უფრო დიდხანს იცოცხლეს, ვიდრე იმ პირებმა, რომლებიც იღებდნენ ალტერნატიულ თერაპიას.
პანკრეასის კიბო
ევროპაქსელი გამოიყენება პრეპარატთან ერთად, სახელად გემციტაბინი, თუ გაქვთ პანკრეასის მეტასტაზური კიბო. პანკრეასის მეტასტაზური კიბოს მქონე (პანკრეასის კიბო, რომელიც სხეულის სხვა ნაწილებში გავრცელდა) პირებმა, რომლებიც კლინიკურ კვლევაში გემციტაბინთან ერთად იღებდნენ ადამიანის ცილა ალბუმინთან შეკავშირებულ პაკლიტაქსელს, უფრო დიდხანს იცოცხლეს, იმ პირებთან შედარებით, რომლებიც მხოლოდ გემციტაბინს იღებდნენ.
ფილტვის კიბო
ევროპაქსელი ასევე გამოიყენება პრეპარატთან ერთად სახელად კარბოპლატინი, თუ გაქვთ ფილტვის კიბოს ყველაზე გავრცელებული ტიპი, რომელსაც „ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო“ ეწოდება.
ევროპაქსელი გამოიყენება ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს დროს, როდესაც ქირურგიული ჩარევა ან სხივური თერაპია არ იქნება შესაფერისი დაავადების სამკურნალოდ.
რა უნდა იცოდეთ ევროპაქსელის მიღებამდე
ევროპაქსელი არ უნდა მიიღოთ
თუ გაქვთ ალერგია პაკლიტაქსელის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 თავში);
თუ ხართ ძუძუთი კვებაზე;
თუ გაქვთ ლეიკოციტების დაბალი რაოდენობა (ნეიტროფილების საწყისი რაოდენობა 1500 უჯრედზე/მმ3-ზე ნაკლები - ექიმი გაგიწევთ კონსულტაციას ამის შესახებ).
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
ევროპაქსელის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ექთანს.
თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა;
თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე პრობლემები;
თუ გაქვთ გულის პრობლემები.
თუ ევროპაქსელით მკურნალობის დროს შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მდგომარეობას, მიმართეთ ექიმს ან ექთანს. შესაძლოა, ექიმმა მკურნალობის შეწყვეტა ან დოზის შემცირება გადაწყვიტოს:
თუ გაგივითარდათ უჩვეულო სისხლჩაქცევები, სისხლდენა ან ინფექციის ნიშნები, როგორიცაა ყელის ტკივილი ან სიცხე;
თუ გაგივითარდათ დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება, შეხებისას მგრძნობელობა ან კუნთების სისუსტე;
თუ გაწუხებთ სუნთქვის პრობლემები, როგორიცაა ქოშინი ან მშრალი ხველა.
ბავშვები და მოზარდები
ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებისთვის და არ უნდა მიეცეს 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს.
სხვა მედიკამენტები და ევროპაქსელი
აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ ან ბოლო დროს მიიღეთ სხვა მედიკამენტები. ეს მოიცავს არასარეცეპტო მედიკამენტებს, მცენარეული პრეპარატების ჩათვლით. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ევროპაქსელმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი სხვა მედიკამენტის მოქმედებაზე. ასევე, ზოგიერთმა სხვა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ევროპაქსელის მოქმედებაზე.
გამოიჩინეთ სიფრთხილე და მიმართეთ ექიმს, თუ ევროპაქსელს იღებთ შემდეგ პრეპარატებთან ერთად:
ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (მაგალითად, ანტიბიოტიკები, როგორიცაა ერითრომიცინი, რიფამპიცინი და ა.შ.; თუ არ ხართ დარწმუნებული, არის თუ არა თქვენს მიერ მიღებული მედიკამენტი ანტიბიოტიკი, მიმართეთ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს), მათ შორის სოკოვანი ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (მაგალითად, კეტოკონაზოლი)
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გუნება-განწყობის სტაბილიზაციისთვის, რომლებსაც ზოგჯერ ანტიდეპრესანტებსაც უწოდებენ (მაგალითად, ფლუოქსეტინი)
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება კრუნჩხვების (ეპილეფსიის) სამკურნალოდ (მაგალითად, კარბამაზეპინი, ფენიტოინი)
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლში ლიპიდების დონის შესამცირებლად (მაგალითად, გემფიბროზილი)
გულძმარვის ან კუჭის წყლულის სამკურნალო პრეპარატი (მაგალითად, ციმეტიდინი)
აივ ინფექციის და შიდსის სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, რიტონავირი, საკვინავირი, ინდინავირი, ნელფინავირი, ეფავირენცი, ნევირაპინი)
კლოპიდოგრელის სახელით ცნობილი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება თრომბის პრევენციისთვის.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
პაკლიტაქსელმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული თანდაყოლილი დეფექტები და შესაბამისად, არ უნდა გამოიყენონ ორსულობის დროს. ამ პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე ექიმი მოგთხოვთ ორსულობის ტესტის ჩატარებას.
რეპროდუქციული ასაკის ქალებმა ევროპაქსელით მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფციის საშუალებები.
ამ პრეპარატის მიღებისას არ უნდა იყოთ ძუძუთი კვებაზე, რადგან უცნობია, გადადის თუ არა აქტიური ინგრედიენტი პაკლიტაქსელი დედის რძეში.
მამრობითი სქესის პაციენტებს ურჩევენ გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფციის საშუალებები და თავი აარიდონ ბავშვის მამობა მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან ექვს თვემდე პერიოდში. ასევე, მკურნალობამდე უნდა მიმართონ ექიმს სპერმის კონსერვაციის შესახებ, რადგან ამ პრეპარატით თერაპიის შედეგად შესაძლებელია განვითარდეს შეუქცევადი უნაყოფობა.
ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
ზოგიერთ პირს ამ პრეპარატის მიღების შემდეგ შეიძლება აღენიშნოს დაღლილობა ან თავბრუსხვევა. მსგავსის განვითარების შემთხვევაში, ნუ დაჯდებით საჭესთან და არ გამოიყენოთ რაიმე ხელსაწყოები ან მექანიზმები.
თუ მკურნალობის ფარგლებში სხვა მედიკამენტებს იღებთ, ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის შესახებ რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.
ევროპაქსელი შეიცავს ნატრიუმს
ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ფლაკონის მიხედვით, რაც ნიშნავს, რომ ის არსებითად „ნატრიუმისგან თავისუფალია “.
როგორ მიიღება ევროპაქსელი
ეს პრეპარატი ვენაში შეიყვანება ინტრავენური წვეთოვანი გზით ექიმის ან ექთნის მიერ. მიღებული დოზა დამოკიდებულია თქვენი სხეულის ზედაპირის ფართობზე და სისხლის ანალიზის შედეგებზე.
ძუძუს კიბოს დროს ჩვეულებრივი დოზაა 260 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით, რომელიც შეყავთ 30 წუთის განმავლობაში.
პანკრეასის შორსწასული კიბოს დროს ჩვეულებრივი დოზაა 125 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით, რომელიც შეყავთ 30 წუთის განმავლობაში.
ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს დროს ჩვეულებრივი დოზაა 100 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობი მიხედვით, რომელიც შეყავთ 30 წუთის განმავლობაში.
რა სიხშირით მიიღებთ ევროპაქსელს?
მეტასტაზური ძუძუს კიბოს სამკურნალოდ, ევროპაქსელი, როგორც წესი, მიიღება სამ კვირაში ერთხელ (21-დღიანი ციკლის პირველ დღეს).
პანკრეასის შორსწასული კიბოს სამკურნალოდ, ევროპაქსელი მიიღება 28-დღიანი მკურნალობის ციკლის 1-ელ, მე-8 და მე-15 დღეს გემციტაბინთან ერთად, რომელიც მიიღება ევროპაქსელის შეყვანისთანავე.
ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს სამკურნალოდ, ევროპაქსელი მიიღება კვირაში ერთხელ (მაგალითად, 21-დღიანი ციკლის 1-ელ, მე-8 და მე-15 დღეს) კარბოპლატინთან ერთად, რომელიც მიიღება სამ კვირაში ერთხელ (მაგალითად, თითოეული 21-დღიანი ციკლის მხოლოდ 1-ელ დღეს), ევროპაქსელის დოზის შეყვანისთანავე.
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ექთანს.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეეფქტები, თუმცა ისინი ყველა პირს არ უვითარდება.
ძალიან ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პირში
თმის ცვენა (თმის ცვენის შემთხვევათა უმეტესობა პაკლიტაქსელის მიღების დაწყებიდან ერთ თვეზე ნაკლებ დროში დაფიქსირდა. როდესაც ეს ხდება, პაციენტების უმეტესობაში თმის ცვენა მკვეთრად არის გამოხატული (50%-ზე მეტი))
გამონაყარი
სისხლში თეთრი უჯრედების (ნეიტროფილების, ლიმფოციტების ან ლეიკოციტების) რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება
სისხლის წითელი უჯრედების დეფიციტი
სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება
პერიფერიულ ნერვებზე ზემოქმედება (ტკივილი, დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება ან მგრძნობელობის დაკარგვა)
სახსრის ან სახსრების ტკივილი
კუნთების ტკივილი
გულისრევა, დიარეა, ყაბზობა, პირის ღრუს არეში ტკივილი, მადის დაკარგვა
ღებინება
სისუსტე და დაღლილობა, ცხელება
დეჰიდრატაცია, გემოს დარღვევა, წონის კლება
სისხლში კალიუმის დაბალი დონე
დეპრესია, ძილის პრობლემები
თავის ტკივილი
შემცივნება
სუნთქვის გაძნელება
თავბრუსხვევა
ლორწოვანი გარსების და რბილი ქსოვილების შეშუპება
ღვიძლის ფუნქციური ტესტების მნიშვნელობების მატება
ტკივილი კიდურებში
ხველა
მუცლის ტკივილი
სისხლდენა ცხვირიდან
ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-მდე პირში
ქავილი, კანის სიმშრალე, ფრჩხილების დაზიანება
ინფექცია, ცხელება სისხლში ლეიკოციტების (ნეიტროფილების) რაოდენობის შემცირებით, წამოხურება, კანდიდოზური სტომატიტი, სისხლში მძიმე ინფექცია, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ლეიკოციტების შემცირებით
სისხლში ყველა უჯრედის რაოდენობის შემცირება
ტკივილი გულმკერდის ან ყელის არეში
საჭმლის მონელების დარღვევა, მუცლის არეში დისკომფორტი
ცხვირის გაჭედვა
ტკივილი ზურგის არეში, ძვლების ტკივილი
კუნთების კოორდინაციის დაქვეითება ან კითხვის გაძნელება, ცრემლდენის გახშირება ან შემცირება, წამწამების ცვენა
გულისცემის ან რიტმის ცვლილებები, გულის უკმარისობა
არტერიული წნევის დაქვეითება ან მატება
ნემსის ორგანიზმში შეყვანის ადგილას სიწითლე ან შეშუპება
შფოთვა
ფილტვების ინფექცია
საშარდე გზების ინფექცია
ნაწლავების ობსტრუქცია, მსხვილი ნაწლავის ანთება, სანაღვლე გზების ანთება
თირკმლის მწვავე უკმარისობა
სისხლში ბილირუბინის მომატება
სისხლიანი ხველა
პირის სიმშრალე, ყლაპვის გაძნელება
კუნთების სისუსტე
მხედველობის დაბინდვა
ნაკლებად ხშირი: შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე პირში
წონის მატება, სისხლში ლაქტატდეჰიდროგენაზას მატება, თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, სისხლში შაქრის მატება, სისხლში ფოსფორის მატება
რეფლექსების დაქვეითება ან ნაკლებობა, უნებლიე მოძრაობები, ტკივილი ნერვის გასწვრივ, გულის წასვლა, თავბრუსხვევა ადგომისას, კანკალი, სახის ნერვის დამბლა
თვალების გაღიზიანება, თვალების არეში ტკივილი, თვალების სიწითლე, თვალების ქავილი, გაორებული მხედველობა, მხედველობის დაქვეითება ან მოციმციმე შუქის დანახვა, მხედველობის დაბინდვა ბადურას შეშუპების გამო (კისტოიდური მაკულური შეშუპება)
ყურის ტკივილი, ყურებში შუილი
ხველა ნახველით, ქოშინი სიარულის ან კიბეებზე ასვლისას, სურდო ან ცხვირის სიმშრალე, სუნთქვითი ხმების დაქვეითება, ფილტვში წყალი, ხმის დაკარგვა, ფილტვში სისხლის კოლტი, ყელის სიმშრალე
გაზები, კუჭის სპაზმები, მტკივნეული ღრძილები, სწორი ნაწლავიდან სისხლდენა
მტკივნეული შარდვა, ხშირი შარდვა, სისხლი შარდში, შარდის შეკავების შეუძლებლობა
ფრჩხილის ტკივილი, დისკომფორტი ფრჩხილში, ფრჩხილის ცვენა, ჭინჭრის ციება, კანის არეში ტკივილი, მზის სხივებისგან გაწითლებული კანი, კანის ფერის შეცვლა, გაძლიერებული ოფლიანობა, ღამით ოფლიანობა, კანზე თეთრი უბნები, წყლულები, სახის შეშუპება
სისხლში ფოსფორის შემცირება, სითხის შეკავება, სისხლში ალბუმინის დაბალი დონე, წყურვილის მატება, სისხლში კალციუმის შემცირება, სისხლში შაქრის დაქვეითება, სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება.
ცხვირის არეში ტკივილი და შეშუპება, კანის ინფექციები, კათეტერის მილით გამოწვეული ინფექცია.
სისხლჩაქცევები.
ტკივილი სიმსივნის ადგილას, სიმსივნის კვდომა
არტერიული წნევის დაქვეითება ადგომისას, ხელებსა და ფეხებში სიცივე
სიარულის გაძნელება, შეშუპება
ალერგიული რეაქცია
ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება, ღვიძლის ზომის ზრდა
ტკივილი მკერდის არეში
მოუსვენრობა
კანში მცირე სისხლჩაქცევები თრომბის გამო
მდგომარეობა, რომელიც გულისხმობს სისხლის წითელი უჯრედების დაშლას და თირკმლის მწვავე უკმარისობას
იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1-მდე პირში
კანის რეაქცია სხვა პრეპარატის მიმართ ან ფილტვის ანთება დასხივების შემდეგ
თრომბი
ძალიან ნელი პულსი, გულის შეტევა
მედიკამენტის გაჟონვა ვენის გარეთ
გულის ელექტრული გამტარობის სისტემის დარღვევა (ატრიოვენტრიკულური ბლოკადა)
ძალიან იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1-მდე პირში
კანისა და ლორწოვანი გარსების მძიმე ანთება/გამონაყარი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)
უცნობია: სიხშირის შეფასება არსებული მონაცემებით შეუძლებელია.
კანის გამაგრება/გასქელება (სკლეროდერმია).
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. ასევე, შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ შეატყობინოთ https://[email protected]ის მეშვეობით. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
როგორ ინახება ევროპაქსელი
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფსა და ფლაკონზე „ვადის გასვლის“ შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მოცემული თვის ბოლო დღეს.
გაუხსნელი ფლაკონები: სინათლისგან დასაცავად, ფლაკონი შეინახეთ გარე მუყაოს კოლოფში. არც გაყინვა და არც მაცივარში შენახვა უარყოფითად არ მოქმედებს პროდუქტის მდგრადობაზე. ეს სამკურნალო პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის რაიმე განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებს.
პირველი გახსნის შემდეგ სუსპენზია დაუყოვნებლივ უნდა გამოიყენონ. თუ დაუყოვნებლივ არ გამოიყენება, სუსპენზიის შენახვა შეიძლება მაცივარში (2°C-8°C) 24 საათამდე პერიოდით ფლაკონში, თუ ინახება გარე მუყაოს კოლოფში, რათა დაცული იყოს სინათლისგან.
ინტრავენური წვეთოვანი ხსნარის სახით განზავებული სუსპენზია შეიძლება შეინახონ მაცივარში (2°C-8°C) 24 საათამდე პერიოდით, სინათლისგან დაცულ ადგილას.
განზავებული სამკურნალო პრეპარატის ფლაკონსა და საინფუზიო პარკში შენახვის საერთო დრო, როდესაც მაცივარშია მოთავსებული და დაცულია სინათლისგან, შეადგენს 24 საათს. ამის შემდეგ შესაძლებელია საინფუზიო პარკში შენახვა 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე 4 საათის განმავლობაში.
გამოუყენებელი ევროპაქსელის სწორად განადგურებაზე პასუხისმგებელია თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ევროპაქსელი.
აქტიური ნივთიერებაა პაკლიტაქსელი.
თითოეული ფლაკონი შეიცავს 100 მგ პაკლიტაქსელს, რომლის სამკურნალო ფორმა წარმოდგენილია ალბუმინთან შეკავშირებული ნანონაწილაკების სახით.
გახსნის შემდეგ, სუსპენზიის ყოველი მლ შეიცავს 5 მგ პაკლიტაქსელს, რომლის სამკურნალო ფორმა წარმოდგენილია ალბუმინთან შეკავშირებული ნანონაწილაკების სახით.
სხვა ინგრედიენტია ადამიანის შრატის ალბუმინი (შეიცავს ნატრიუმის კაპრილატს და N-აცეტილ-L-ტრიპტოფანს), იხილეთ მე-2 თავი „ევროპაქსელი შეიცავს ნატრიუმს“.
ევროპაქსელის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
ევროპაქსელი არის თეთრიდან ყვითელ შეფრილობამდე ლიოფილიზირებული მასა ან ფხვნილი საინფუზიო სუსპენზიისთვის. ევროპაქსელი ხელმისაწვდომია შუშის ფლაკონში, რომელიც შეიცავს 100 მგ პაკლიტაქსელს, რომლის სამკურნალო ფორმა წარმოდგენილია ალბუმინთან შეკავშირებული ნანონაწილაკების სახით.
თითოეული შეფუთვა შეიცავს 1 ფლაკონს.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი:
შპს „მერმისი“
ქრისტინე შარაშიძის ქუჩა 12,
თბილისი, 0159, საქართველო
მწარმოებელი:
შპს Kexing Biopahrm Co.
No. 2666 Chuangye Road, Bucun Street, Zhangqiu District, Jinan, Shandong-250200, ჩინეთი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


