პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

ატაქსილი

Ataxil®

რეცეპტით300მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

დოზა ატაქსილის კურსებს შორის ინტერვალი პირველი რიგის მკურნალობა საკვერცხის კიბოს შორსწასული ან მეტასტაზური სტადიის დროს კომბინირებული მკურნალობა შეიყვანება 175 მგ/მ2 დოზით 3-საათიანი ინტრავენური ინფუზიის სახით. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
პაკლიტაქსელი (paclitaxel)
ფორმა და შეფუთვა
300მგ/50მლ (6მგ/მლ) 50მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
მწარმოებელი
Deva Holding A.Ş., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, ტაქსანები
ATC კოდი
L01CD01
რეგისტრაციის ნომერი
რ-043347
რეგისტრირებულია
3 ივნისი 2025, მოქმედებს 3 ივნისი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „პსპ ფარმა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაატაქსილი და სხვა წამალი ერთად

ატაქსილი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დოზა

ატაქსილის კურსებს შორის ინტერვალი

პირველი რიგის მკურნალობა საკვერცხის კიბოს შორსწასული ან მეტასტაზური სტადიის დროს

კომბინირებული მკურნალობა

შეიყვანება 175 მგ/მ2 დოზით 3-საათიანი ინტრავენური ინფუზიის სახით.

ალტერნატიულად, შესაძლებელია მიელოსუპრესიული დოზის - 135 მგ/მ2-ის - გამოყენება 24-საათიანი ინტრავენური ინფუზიის სახით ყოველ 3 კვირაში ერთხელ. ატაქსილი უნდა მიიღოთ პლატინის ნაერთამდე, როდესაც ის პლატინის ნაერთთან ერთად მიიღება.

3 კვირა

მეორე ხაზის მკურნალობა საკვერცხის კიბოს პროგრესირებული ან მეტასტაზური სტადიის დროს

მონოთერაპია

175 მგ/მ2 შეიყვანება ინტრავენურად 3 საათის განმავლობაში

3 კვირა

დამხმარე მკურნალობა ძუძუს კიბოს დროს

175 მგ/მ2 დოზა შეჰყავთ ინტრავენურად 3 საათის განმავლობაში, 4 კურსის სახით, ანტრაციკლინით და ციკლოფოსფამიდით (AC) თერაპიის შემდეგ.

3 კვირა

პირველი რიგის კომბინირებული მკურნალობა პროგრესირებული ან მეტასტაზური სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს (დოქსორუბიცინით 50 მგ/მ2)

უნდა იქნას მიღებული დოქსორუბიცინის მიღებიდან 24 საათის შემდეგ. აქსატილის რეკომენდებული დოზაა 220 მგ/მ2, რომელიც შეჰყავთ ინტრავენურად 3 საათის განმავლობაში.

3 კვირა

პირველი რიგის კომბინირებული მკურნალობა შორსწასული ან მეტასტაზური სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს (ტრასტუზუმაბთან კომბინაციაში)

175 მგ/მ2 შეჰყავთ ინტრავენურად 3 საათის განმავლობაში, კურსებს შორის 3-კვირიანი ინტერვალით.

ატაქსილის ინფუზია შეიძლება დაიწყოს ტრასტუზუმაბის პირველი დოზის მიღებიდან მეორე დღეს ან ტრასტუზუმაბის შემდგომი დოზების მიღებისთანავე, თუ ტრასტუზუმაბის წინა დოზა კარგად აიტანებოდა.

3 კვირა

მეტასტაზური სარძევე ჯირკვლის კიბოს მონოთერაპიის მკურნალობა

175 მგ/მ2 ინტრავენურად 3 საათის განმავლობაში.

პაკლიტაქსელის შემცველი მედიკამენტების გამოყენება შესაძლებელია კვირაში ერთხელ 80-100 მგ/მ2 დოზით ძუძუს კიბოს მკურნალობისას.

3 კვირა

ყოველკვირეული დოზა

არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს კომბინირებული მკურნალობა

შეჰყავთ 175 მგ/მ2 დოზით 3-საათიანი ინტრავენური ინფუზიის სახით.

ალტერნატიულად, შესაძლებელია მიელოსუპრესიული დოზის - 135 მგ/მ2-ის - მიღება ყოველ 24-საათიან ინტრავენურ ინფუზიაში. ატაქსილი უნდა მიიღოთ პლატინის ნაერთამდე, როდესაც ის პლატინის ნაერთთან ერთად მიიღება.

3 კვირა

არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს მონოთერაპიული მკურნალობა

ატაქსილი შეჰყავთ 175-225 მგ/მ2 დოზით 3-საათიანი ინტრავენური ინფუზიის სახით.

3 კვირა

შიდსთან დაკავშირებული კაპოშის სარკომის მეორე ხაზის მკურნალობა

(დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება)

ატაქსილი 135 მგ/მ2 შეჰყავთ ინტრავენურად 3 საათის განმავლობაში, კურსებს შორის 3-კვირიანი ინტერვალით, ან ატაქსილი 100 მგ/მ2 შეჰყავთ ინტრავენურად 3 საათის განმავლობაში, კურსებს შორის 2-კვირიანი ინტერვალით (დოზის ინტენსივობაა 45-50 მგ/მ2/კვირაში).

2 ან 3 კვირა

ატაქსილის ხელახლა მიღება არ შეიძლება მანამ, სანამ ნეიტროფილების რაოდენობა არ გახდება ≥1500/მმ3 (≥1000/მმ3 კაპოშის სარკომის მქონე პაციენტებისთვის) და თრომბოციტების რაოდენობა ≥100000/მმ3 (≥75000/მმ3 კაპოშის სარკომის მქონე პაციენტებისთვის).

პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ მძიმე ნეიტროპენია (ნეიტროფილების რაოდენობა <500/მმ3 ერთი კვირის ან მეტი ხნის განმავლობაში) ან მძიმე პერიფერიული ნეიროპათია, დოზა უნდა შემცირდეს 20%-ით შემდგომ ციკლებში (25%-ით კაპოშის სარკომის მქონე პაციენტებისთვის).

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში რეკომენდებული დოზისთვის იხილეთ პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება.

ატაქსილის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემების ნაკლებობის გამო.

მიღების წესი და დოზირება

ატაქსილი ყოველთვის ინიშნება კიბოს სამკურნალო პრეპარატების გამოყენების გამოცდილების მქონე ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ, და გამოიყენება ზუსტად ისე, როგორც ეს ექიმმა აგიხსნათ. თუკი რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ალერგიული რეაქციების მინიმიზაციის მიზნით, ატაქსილის მიღებამდე სხვა მედიკამენტებიც დაგენიშნებათ. ეს მედიკამენტები შეიძლება იყოს ტაბლეტების ან ინფუზიების სახით.

გამოყენების წესი და დოზირება/შეყვანის სიხშირე

ატაქსილი შეიყვანება ჯანდაცვის პროფესიონალების მიერ, რომლებსაც აქვთ კიბოს სამკურნალო პრეპარატების გამოყენების გამოცდილება.

ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის საჭირო ატაქსილის დოზას და მიღების სიხშირეს და დაგინიშნავთ მას. თქვენს მიერ მიღებული დოზა ასევე დამოკიდებული იქნება თქვენი სისხლის ანალიზის შედეგებზე. ატაქსილის მიღება შესაძლებელია როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვა სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებთან კომბინაციაში.

ატაქსილი, როგორც წესი, შეჰყავთ თქვენს ერთ-ერთ ვენაში ინფუზიის სახით 3-დან 24 საათამდე განმავლობაში ყოველ 2-3 კვირაში ერთხელ, სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს მისი ყოველკვირეული მიღებაც შესაძლებელია. დოზირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია ამ ინსტრუქციის ბოლოს, რომელიც განკუთვნილია ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის, რომლებთაც ევალებათ ამ პრეპარატის შეყვანა.

შეყვანის გზა და მეთოდი

ატაქსილი შეჰყავთ ვენაში ინტრავენური ინფუზიის გზით.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები

გამოყენება ბავშვებში

ატაქსილის უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში არ არის დადასტურებული.

გამოყენება ხანდაზმულებში

ხანდაზმულებში ატაქსილის გამოყენების შესახებ არსებობს შეზღუდული მონაცემები.

გამოყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

თირკმლის ფუნქციის დარღვევის გავლენა პაკლიტაქსელის გამოყოფაზე არ არის შესწავლილი.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

თუ ღვიძლის პრობლემა გაქვთ, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს ატაქსილის უფრო დაბალი დოზის მიღება.

თუ ფიქრობთ, რომ ატაქსილის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ გამოიყენეთ ატაქსილის ზედმეტი დოზირება

რადგან მედიკამენტი შეიყვანება ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ, არ არის მოსალოდნელი, რომ თქვენ გამოიყენებთ საჭიროზე მეტ ატაქსილს.

თუ მიიღეთ ატაქსილის საჭიროზე მეტი დოზა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოტოვეთ ატაქსილის მისაღები დოზა

თუ ატაქსილის გამოყენება დაგავიწყდათ, აუცილებლად აცნობეთ ექიმს.

რადგან მედიკამენტი შეიყვანება ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ, დოზის გამოტოვება ნაკლებად სავარაუდოა.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციისთვის.

შესაძლო ეფექტები ატაქსილით მკურნალობის შეწყვეტისას

ექიმი გაცნობებთ, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ატაქსილით მკურნალობა. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე, თუნდაც თავს უკეთ გრძნობდეთ.

უკუჩვენებები

ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი ციტოტოქსიკური და ციტოსტატიკური სამკურნალო საშუალებების შიდა შეფუთვის ნარჩენები წარმოადგენს სახიფათო ნარჩენებს და ამ ნარჩენების უტილიზაცია რეგულირდება ნარჩენების მართვის შესახებ 2/4/2015 წლით დათარიღებულ, 29314 ნომრით გამოქვეყნებულ მაცნეში აღნიშული რეგულაციის შესაბამისად.

ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები ნაგავში არ გადაყაროთ! გადაეცით ისინი გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს შეგროვების სისტემას.

გაცემის წაესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

სიფრთხილის ზომები

არ შეიძლება ატაქსილის გამოყენება შემდეგ შემთხვევებში:

თუ გაქვთ ალერგია პაკლიტაქსელის ან ატაქსილის სხვა რომელიმე ინგრედიენტის, განსაკუთრებით მაკროგოლგლიცეროლის რიცინოლეატის მიმართ.

თუ გაქვთ სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა – შესაძლოა დაგჭირდეთ სისხლის ანალიზების რეგულარული ჩატარება.

თუ ხართ ორსულად.

თუ კვებავთ ბავშვს ძუძუთი.

თუ ხართ 18 წლამდე ასაკის.

თუ გაქვთ სერიოზული და უკონტროლო ინფექციები, იმ შემთხვევაში, თუ ატაქსილი გამოიყენება კაპოშის სარკომის სამკურნალოდ.

ატაქსილი გამოიყენება სიფრთხილით შემდეგ სიტუაციებში:

ალერგიული რეაქციების მინიმუმამდე შემცირების მიზნით, ატაქსილის მიღებამდე თქვენ მიიღებთ სხვა მედიკამენტებს:

თუ თქვენ განიცდით მძიმე ალერგიულ რეაქციებს (მაგალითად, სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, გულმკერდის არეში მოჭერის შეგრძნება, არტერიული წნევის დაცემა, თავბრუსხვევა, გულყრა, კანის რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი ან შეშუპება).

თუ გაქვთ სიცხე, ძლიერი შემცივნება, ყელის ტკივილი ან პირის ღრუს წყლულები (ეს ძვლის ტვინის სუპრესიის ნიშნებია).

თუ ხელებსა და ფეხებში გაწუხებთ დაბუჟება ან სისუსტე; ამ შემთხვევაში შესაძლოა გქონდეთ პერიფერიული ნეიროპათია და შესაძლოა საჭირო გახდეს პაქსილის დოზის შემცირება.

თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის მძიმე პრობლემები, ამ შემთხვევაში ატაქსილის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

თუ გაქვთ გულის გამტარობის პრობლემები.

თუ ატაქსილის მიღების დროს ან მისი მიღების შემდეგ მალევე გაქვთ მწვავე ან მუდმივი დიარეა (ცხელებითა და კუჭის ტკივილით); ამ შემთხვევაში, შესაძლოა გქონდეთ მსხვილი ნაწლავის ანთება (ფსევდომემბრანული კოლიტი: მსხვილი ნაწლავის ანთება).

თუ ადრე გაიარეთ სხივური თერაპია ფილტვის დაავადების გამო (ამ შემთხვევაში, შესაძლოა გაიზარდოს ფილტვის ანთების რისკი).

თუ თქვენ გაქვთ პირის ღრუს ტკივილი ან სიწითლე (ლორწოვანი გარსის ანთება) და მკურნალობთ კაპოშის სარკომას, ამ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება.

ამ შემთხვევებში, შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება. ატაქსილი ყოველთვის უნდა შეიყვანოთ ვენაში. ატაქსილის არტერიებში შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიების ანთება და შეიძლება განიცადოთ ტკივილი, შეშუპება, სიწითლე და ცხელება.

ატაქსილის საინექციო ხსნარი გამოყენებული უნდა იქნეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც აქვს კიბოს ქიმიოთერაპიული პრეპარატების გამოყენების გამოცდილება. იმის გამო, რომ არსებობს მნიშვნელოვანი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების რისკი, ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესაბამისი დამხმარე საშუალებები.

მიმართეთ ექიმს, მაშინაც კი, თუ ეს გაფრთხილებები თქვენზე ვრცელდებოდა წარსულში.

ატაქსილის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

საკვებთან და სასმელებთან ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.

ატაქსილი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, გარდა განსაკუთრებული აუცილებლობისა.

თუ თქვენ ხართ ნაყოფიერების ასაკში, მკურნალობის დროს გამოიყენეთ ეფექტური და უსაფრთხო ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები. ატაქსილით მკურნალობის დასრულებიდან სულ მცირე 6 თვის განმავლობაში, მამაკაცი და ქალი პაციენტები და/ან მათი პარტნიორები უნდა იყენებდნენ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს. მამაკაცი პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ სპერმის კრიოკონსერვაციის შესახებ, უშვილობის შესაძლო რისკის გამო.

თუ მკურნალობის დროს შეამჩნევთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაციის პერიოდი

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის გამოყენებამდე.

უცნობია, გამოიყოფა თუ არა ატაქსილი დედის რძესთან ერთად. ატაქსილით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

რადგან ატაქსილი შეიცავს ალკოჰოლს, მას შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი გავლენა თქვენს ნერვულ სისტემაზე.

არ მართოთ ავტომობილი, არ იმუშაოთ სხვა მექანიზმებთან და არ შეასრულოთ საშიში სამუშაოები ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ატაქსილის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ატაქსილი შეიცავს მაკროგოლგლიცეროლის რიცინოლეატს და ამ ნივთიერებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ალერგიული რეაქციები.

ატაქსილი შეიცავს 50% ეთანოლს (ალკოჰოლს), რაც ექვივალენტურია 20 გ დოზის თითო დოზაზე, რაც ნახევარი ლიტრი ლუდის ან დიდი ჭიქა ღვინის (210 მლ) ექვივალენტურია.

ეს მედიკამენტი შეიძლება საზიანო იყოს ალკოჰოლზე დამოკიდებულების მქონე ადამიანებისთვის.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ორსულ ან მეძუძურ ქალებს, ბავშვებს და მაღალი რისკის ჯგუფების პაციენტებს, როგორიცაა ღვიძლის დაავადების ან ეპილეფსიის (კრუნჩხვების) მქონე პაციენტები.

ამ სამკურნალო პროდუქტში ალკოჰოლის რაოდენობამ შეიძლება შეცვალოს სხვა მედიკამენტების ეფექტი.

ამ სამკურნალო პროდუქტში ალკოჰოლის რაოდენობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ურთიერთქმედება გულისხმობს იმას, რომ სხვადასხვა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ერთმანეთზე. თქვენმა ექიმმა უნდა იცოდეს, იღებთ თუ არა შემდეგ მედიკამენტებს ატაქსილთან ერთად, რადგან შესაძლოა განვითარდეს ურთიერთქმედება მათი ერთობლივი გამოყენებისას:

ცისპლატინი (კიბოს სამკურნალოდ): ატაქსილი უნდა მიიღოთ ცისპლატინის მიღებამდე. ერთად გამოყენებისას შესაძლოა საჭირო გახდეს თირკმლის ფუნქციის უფრო ხშირი შემოწმება.

დოქსორუბიცინთან (კიბოს სამკურნალოდ) ერთად გამოყენებისას, ატაქსილი უნდა იქნას მიღებული დოქსორუბიცინის მიღებიდან სულ მცირე 24 საათის შემდეგ, რათა თავიდან იქნას აცილებული აკუმულაციის შედეგად დოქსორუბიცინის მაღალი დონის დაგროვება სხეულში.

ეფავირენცთან, ნევირაპინთან, რიტონავირთან, ნელფინავირთან ან აივ ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებულ სხვა პროტეაზას ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას შეიძლება საჭირო გახდეს ატაქსილის დოზის კორექცია.

ერითრომიცინთან (ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ), ფლუოქსეტინთან (დეპრესიის სამკურნალოდ) ან გემფიბროზილთან (ქოლესტერინის დასაქვეითებლად) ერთად გამოყენებისას, შესაძლოა საჭირო გახდეს ატაქსილის დოზის შემცირება. რიფამპიცინთან (ტუბერკულოზური ინფექციის საწინააღმდეგოდ) ერთად გამოყენებისას, შესაძლოა საჭირო გახდეს ატაქსილის დოზის გაზრდა.

თუ იღებთ კარბამაზეპინს, ფენიტოინს ან ფენობარბიტალს, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს.

გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ბოლო დროს მიიღეთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის რეცეპტის გარეშე გაცემული მედიკამენტებიც.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ატაქსილმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები იმ პირებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან მის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტების მიმართ.

თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგ გვერდით მოვლენას, შეწყვიტეთ ატაქსილის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:

ხურვება

კანის რეაქციები

ქავილი

გულმკერდის არეში შებოჭილობა

სუნთქვის გაძნელება

შეშუპება.

ესენი არის ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები.

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი, ესე იგი თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია ატაქსილზე. შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს:

ცხელება, ძლიერი შემცივნება, ყელის ტკივილი ან პირის ღრუს წყლულები (დაზიანებები)

ხელებისა და ფეხების მგრძნობელობის დაკარგვა ან სისუსტე (პერიფერიული ნეიროპათიის ნიშნები)

ძლიერი ან მუდმივი დიარეა, ცხელებით და კუჭის ტკივილით.

გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია შემდეგ კატეგორიებად:

ძალიან ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10 -დან 1-მდე პაციენტში;

ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 100 -დან 1-ზე მეტში.

არახშირი: შეიძლება განვითარდეს 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 1.000-დან 1-ზე მეტში.

იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 1.000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 10.000 -დან 1-ზე მეტში.

ძალიან იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 10.000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში.

უცნობია: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით.

ძალიან ხშირი

მსუბუქი ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ალები, გამონაყარი, ქავილი

ინფექციები: ძირითადად ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, საშარდე გზების ინფექციები

ქოშინი

ყელის ტკივილი ან პირის ღრუს წყლულები, პირის ღრუს ტკივილი და სიწითლე, ძლიერი ან მუდმივი დიარეა სიცხით და მუცლის ტკივილით, გულისრევა, ღებინება

თმის ცვენა

კუნთების ტკივილი, კრუნჩხვები, სახსრების ტკივილი

ცხელება, ძლიერი შემცივნება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, სიფერმკრთალე, სისხლდენა, სისხლჩაქცევების მომატება

მგრძნობელობის დაკარგვა, ჩხვლეტის შეგრძნება ან სისუსტე ხელებსა და ფეხებში (პერიფერიული ნეიროპათიის სიმპტომები). სისხლის ანალიზის შედეგებში შეიძლება გამოვლინდეს თრომბოციტები (სისხლის შედედების უჯრედები), სისხლის თეთრი ან წითელი უჯრედების დაშლა და დაბალი არტერიული წნევა.

ხშირი

გულისცემის (პულსის) შენელება

ფრჩხილებისა და კანის დროებითი ცვლილებები

რეაქციები ინექციის ადგილას (კანის ადგილობრივი შეშუპება, ქსოვილების გამაგრება, ტკივილი და სიწითლე, იშვიათად ცელულიტი)

ღვიძლის ფერმენტების მნიშვნელოვნად მომატებული დონე (ტუტე ფოსფატაზა და AST-SGOT)

არახშირი

ინფექციებით გამოწვეული შოკი (ცნობილია, როგორც „სეპტიკური შოკი“)

გულის სერიოზული პრობლემები, როგორიცაა გულისცემის აჩქარება, გულის კუნთის გაუარესება (კარდიომიოპათია); გულის რიტმის სერიოზული ცვლილებები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გონების დაკარგვა; გულის შეტევა; სუნთქვის გაძნელება

დაღლილობა, ოფლიანობა, გონების დაკარგვა (სინკოპე), მნიშვნელოვანი ალერგიული რეაქციები, სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპება

ზურგის ტკივილი, ტკივილი გულმკერდის არეში, ტკივილი ხელებსა და ფეხებში, შემცივნება, მუცლის ტკივილი

სისხლის კოლტები (თრომბოზი), ვენების ანთება, რომლებიც დაკავშირებულია სისხლის კოლტებთან

არტერიული წნევის მომატება

ბილირუბინის დონის მნიშვნელოვანი მატება ანალიზის შედეგებში (სიყვითლე)

იშვიათი

მდგომარეობის დაქვეითება, რომელსაც თან ახლავს ცხელება და ინფექციის გაზრდილი რისკი, რაც განვითარდა ორგანიზმში დამცავი უჯრედების რაოდენობის შემცირების გამო (ფებრილური ნეიტროპენია)

ნერვებთან დაკავშირებული დაავადება ხელებისა და ფეხების კუნთებში სისუსტის შეგრძნებით (მოტორული ნეიროპათია)

პნევმონია

ქოშინი, ფილტვის ემბოლია (სისხლძარღვოვანი საცობი), ფილტვის ფიბროზი (ფილტვის უჯრედებს შორის ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილის მომატება), ინტერსტიციული პნევმონია (ფილტვის ქსოვილშიდა ანთება), სუნთქვის გაძნელება, წყლის დაგროვება ფილტვებში

ნაწლავის ობსტრუქცია, ნაწლავის პერფორაცია, მსხვილი ნაწლავის ანთება (კოლიტი), პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი)

ქავილი, გამონაყარი, კანის სიწითლე (ერითემა), ფლებიტი (ვენების ანთება), ცელულიტი, კანის აქერცვლა

სისხლის მოწამვლა (სეფსისი), მუცლის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება (პერიტონიტი)

ცხელება, წყლის დაკარგვა, ასთენია, შეშუპება, სისუსტე

სერიოზული და პოტენციურად ფატალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქციები)

ანალიზებმა შეიძლება აჩვენოს სისხლში კრეატინინის მომატება, რაც მიუთითებს თირკმლის ფუნქციის დარღვევაზე

გულის უკმარისობა

ძალიან იშვიათი

არარეგულარული სწრაფი გულისცემა (წინაგულის ფიბრილაცია, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია)

სისხლმბადი უჯრედების უეცარი დარღვევა (მწვავე მიელოიდური ლეიკემია, მიელოდისპლაზიური სინდრომი)

ზემოქმედება ნერვულ სისტემაზე (რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვის დამბლა (პოდაგრა) და არტერიული წნევის ვარდნა წოლითი მდგომარეობიდან მჯდომარე მდგომარეობაში გადასვლისას ან დგომისას), კრუნჩხვები (ეპილეფსია), კრუნჩხვები, ტვინის ფუნქციის ან სტრუქტურის ცვლილებები, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, კუნთების მოძრაობების კოორდინაციის უნარის დაკარგვა

მხედველობის ნერვის და/ან მხედველობის დარღვევები

სმენის დაკარგვა ან შემცირება (ოტოტოქსიურობა), ყურებში შუილი (ტინიტუსი), დისბალანსით გამოწვეული თავბრუსხვევა (ვერტიგო)

ხველა

სისხლის კოლტი მუცლის ან ნაწლავის სისხლძარღვში (მეზენტერიული თრომბოზი), მსხვილი ნაწლავის ანთება, ზოგჯერ მუდმივი მძიმე დიარეით (ფსევდომემბრანული კოლიტი, ნეიტროპენიური კოლიტი), საყლაპავის ანთება, ყაბზობა

ცხელება, კანის სიწითლე, სახსრების ტკივილი და/ან თვალის ანთება (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), კანის ადგილობრივი აქერცვლა (ეპიდერმული ნეკროლიზი), კეროვანი სიწითლე წითელი ლაქებით (მულტიფორმული ერითემა), კანის ანთება (ექსფოლიატიური დერმატიტი), ჭინჭრის ციება, ფრჩხილების გაფხვიერება (თერაპიაზე მყოფმა პაციენტებმა ხელები და ფეხები მზისგან უნდა დაიცვან)

მადის დაკარგვა (ანორექსია)

სერიოზული და პოტენციურად ფატალური მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შოკით

ღვიძლის უჯრედების ატროფია (ღვიძლის ნეკროზი), კონფუზიური მდგომარეობა და სხვა ეფექტები (ღვიძლის ენცეფალოპათია), გამოწვეული ღვიძლის ფუნქციის ცვლილებებით (ორივე შემთხვევაში დაფიქსირდა ფატალური შედეგი)

დაბნეულობა

უცნობია სიხშირე

სკლეროდერმია (იმუნური სისტემის დაავადება, რომელიც ხასიათდება საყლაპავის, კუჭის, შინაგანი ორგანოების, საჭმლის მომნელებელი სისტემის და კანის პროგრესირებადი გამკვრივებით)

ფლებიტი (ფეხებში ვენების ანთება)

მხედველობის დარღვევები (მაგალითად, სინათლის ციმციმების ან ლაქების დანახვა).

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ასევე შეგიძლიათ მიაწოდოთ ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) ვებ-გვერდის მეშვეობით: www.titck.gov.tr „წამლის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების“ ლინკზე გადასვლით ან გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ცხელ ხაზზე 0800 314 00 08 დარეკვით. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ თქვენს მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

შენახვის პირობები

ატაქსილი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და საწყის შეფუთვაში.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ ატაქსილი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება მითითებული თვის ბოლო დღემდე.

განზავებამდე:

გაუხსნელი ფლაკონი შეინახეთ არაუმეტეს 25°C ოთახის ტემპერატურაზე და საწყის შეფუთვაში.

რეკომენდებულისგან განსხვავებული შენახვის ვადისა და პირობების შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.

განზავების შემდეგ:

განზავებული ხსნარი არ უნდა შეინახოთ მაცივარში. ის უნდა გამოიყენოთ 27 საათის განმავლობაში არაუმეტეს 25°C ოთახის ტემპერატურაზე, თუ არ მოხდება პროდუქტის გამოყენება ამ პერიოდში, მაშინ ის უნდა გადაიღვაროს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სარეკომენდაციო ვერსია

სამედიცინო პროდუქტის გამოყენების ინსტრუქცია

ატაქსილი 300 მგ/50 მლ ინტრავენური საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატი

ვენაში შესაყვანი.

სტერილური, ციტოტოქსიური.

აქტიური ნივთიერება(ები): თითოეული ფლაკონი შეიცავს 6 მგ პაკლიტაქსელს და 300 მგ პაკლიტაქსელს 50 მლ-ში (საერთო მოცულობა).

დამხმარე ნივთიერება(ები): უწყლო ეთანოლი, მაკროგოლგლიცეროლის რიცინოლეატი, უწყლო ლიმონმჟავა.

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციებს.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად, ნუ გადასცემთ მას გამოყენებისათვის სხვებს.

ამ მედიკამენტის მიღების პერიოდში უნდა აცნობოთ ექიმს ვიზიტისას ან კლინიკაში მიმართვისას, რომ იყენებთ ამ პრეპარატს.

ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში მოცემული მითითებები. არ მიიღოთ რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზირება.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:

  • რას წარმოადგენს ატაქსილი და რისთვის გამოიყენება
  • ინფორმაცია ატაქსილის გამოყენებამდე
  • ატაქსილის გამოყენების პირობები
  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
  • ატაქსილის შენახვის პირობები
  • რას წარმოადგენს ატაქსილი და რისთვის გამოიყენება

ატაქსილი მიეკუთვნება სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდებათ ტაქსანები. ეს მედიკამენტები აფერხებენ კიბოს უჯრედების ზრდას.

ატაქსილის 300 მგ/50 მლ ინტრავენური ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატის ყოველი მლ შეიცავს 6 მგ პაკლიტაქსელს.

ატაქსილი 300 მგ/50 მლ ინტრავენური ინფუზიისთვის განკუთვნილი ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატი არის გამჭვირვალე, მოყვითალო ფერის ბლანტი ხსნარი, შეფუთულია შუშის ფლაკონებში. ატაქსილი გამოიყენება საკვერცხის და სარძევე ჯირკვლის კიბოს, ფილტვის კიბოს ერთ-ერთი სახეობის (არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბო) და კაპოშის სარკომის სამკურნალოდ.

  • ინფორმაცია ატაქსილის გამოყენებამდე

არ შეიძლება ატაქსილის გამოყენება შემდეგ შემთხვევებში:

თუ გაქვთ ალერგია პაკლიტაქსელის ან ატაქსილის სხვა რომელიმე ინგრედიენტის, განსაკუთრებით მაკროგოლგლიცეროლის რიცინოლეატის მიმართ.

თუ გაქვთ სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა – შესაძლოა დაგჭირდეთ სისხლის ანალიზების რეგულარული ჩატარება.

თუ ხართ ორსულად.

თუ კვებავთ ბავშვს ძუძუთი.

თუ ხართ 18 წლამდე ასაკის.

თუ გაქვთ სერიოზული და უკონტროლო ინფექციები, იმ შემთხვევაში, თუ ატაქსილი გამოიყენება კაპოშის სარკომის სამკურნალოდ.

ატაქსილი გამოიყენება სიფრთხილით შემდეგ სიტუაციებში:

ალერგიული რეაქციების მინიმუმამდე შემცირების მიზნით, ატაქსილის მიღებამდე თქვენ მიიღებთ სხვა მედიკამენტებს:

თუ თქვენ განიცდით მძიმე ალერგიულ რეაქციებს (მაგალითად, სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, გულმკერდის არეში მოჭერის შეგრძნება, არტერიული წნევის დაცემა, თავბრუსხვევა, გულყრა, კანის რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი ან შეშუპება).

თუ გაქვთ სიცხე, ძლიერი შემცივნება, ყელის ტკივილი ან პირის ღრუს წყლულები (ეს ძვლის ტვინის სუპრესიის ნიშნებია).

თუ ხელებსა და ფეხებში გაწუხებთ დაბუჟება ან სისუსტე; ამ შემთხვევაში შესაძლოა გქონდეთ პერიფერიული ნეიროპათია და შესაძლოა საჭირო გახდეს პაქსილის დოზის შემცირება.

თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის მძიმე პრობლემები, ამ შემთხვევაში ატაქსილის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

თუ გაქვთ გულის გამტარობის პრობლემები.

თუ ატაქსილის მიღების დროს ან მისი მიღების შემდეგ მალევე გაქვთ მწვავე ან მუდმივი დიარეა (ცხელებითა და კუჭის ტკივილით); ამ შემთხვევაში, შესაძლოა გქონდეთ მსხვილი ნაწლავის ანთება (ფსევდომემბრანული კოლიტი: მსხვილი ნაწლავის ანთება).

თუ ადრე გაიარეთ სხივური თერაპია ფილტვის დაავადების გამო (ამ შემთხვევაში, შესაძლოა გაიზარდოს ფილტვის ანთების რისკი).

თუ თქვენ გაქვთ პირის ღრუს ტკივილი ან სიწითლე (ლორწოვანი გარსის ანთება) და მკურნალობთ კაპოშის სარკომას, ამ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება.

ამ შემთხვევებში, შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება. ატაქსილი ყოველთვის უნდა შეიყვანოთ ვენაში. ატაქსილის არტერიებში შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიების ანთება და შეიძლება განიცადოთ ტკივილი, შეშუპება, სიწითლე და ცხელება.

ატაქსილის საინექციო ხსნარი გამოყენებული უნდა იქნეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც აქვს კიბოს ქიმიოთერაპიული პრეპარატების გამოყენების გამოცდილება. იმის გამო, რომ არსებობს მნიშვნელოვანი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების რისკი, ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესაბამისი დამხმარე საშუალებები.

მიმართეთ ექიმს, მაშინაც კი, თუ ეს გაფრთხილებები თქვენზე ვრცელდებოდა წარსულში.

ატაქსილის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

საკვებთან და სასმელებთან ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

ორსულობა

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.

ატაქსილი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, გარდა განსაკუთრებული აუცილებლობისა.

თუ თქვენ ხართ ნაყოფიერების ასაკში, მკურნალობის დროს გამოიყენეთ ეფექტური და უსაფრთხო ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები. ატაქსილით მკურნალობის დასრულებიდან სულ მცირე 6 თვის განმავლობაში, მამაკაცი და ქალი პაციენტები და/ან მათი პარტნიორები უნდა იყენებდნენ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს. მამაკაცი პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ სპერმის კრიოკონსერვაციის შესახებ, უშვილობის შესაძლო რისკის გამო.

თუ მკურნალობის დროს შეამჩნევთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაციის პერიოდი

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის გამოყენებამდე.

უცნობია, გამოიყოფა თუ არა ატაქსილი დედის რძესთან ერთად. ატაქსილით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

რადგან ატაქსილი შეიცავს ალკოჰოლს, მას შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი გავლენა თქვენს ნერვულ სისტემაზე.

არ მართოთ ავტომობილი, არ იმუშაოთ სხვა მექანიზმებთან და არ შეასრულოთ საშიში სამუშაოები ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ატაქსილის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ატაქსილი შეიცავს მაკროგოლგლიცეროლის რიცინოლეატს და ამ ნივთიერებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ალერგიული რეაქციები.

ატაქსილი შეიცავს 50% ეთანოლს (ალკოჰოლს), რაც ექვივალენტურია 20 გ დოზის თითო დოზაზე, რაც ნახევარი ლიტრი ლუდის ან დიდი ჭიქა ღვინის (210 მლ) ექვივალენტურია.

ეს მედიკამენტი შეიძლება საზიანო იყოს ალკოჰოლზე დამოკიდებულების მქონე ადამიანებისთვის.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ორსულ ან მეძუძურ ქალებს, ბავშვებს და მაღალი რისკის ჯგუფების პაციენტებს, როგორიცაა ღვიძლის დაავადების ან ეპილეფსიის (კრუნჩხვების) მქონე პაციენტები.

ამ სამკურნალო პროდუქტში ალკოჰოლის რაოდენობამ შეიძლება შეცვალოს სხვა მედიკამენტების ეფექტი.

ამ სამკურნალო პროდუქტში ალკოჰოლის რაოდენობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ურთიერთქმედება გულისხმობს იმას, რომ სხვადასხვა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ერთმანეთზე. თქვენმა ექიმმა უნდა იცოდეს, იღებთ თუ არა შემდეგ მედიკამენტებს ატაქსილთან ერთად, რადგან შესაძლოა განვითარდეს ურთიერთქმედება მათი ერთობლივი გამოყენებისას:

ცისპლატინი (კიბოს სამკურნალოდ): ატაქსილი უნდა მიიღოთ ცისპლატინის მიღებამდე. ერთად გამოყენებისას შესაძლოა საჭირო გახდეს თირკმლის ფუნქციის უფრო ხშირი შემოწმება.

დოქსორუბიცინთან (კიბოს სამკურნალოდ) ერთად გამოყენებისას, ატაქსილი უნდა იქნას მიღებული დოქსორუბიცინის მიღებიდან სულ მცირე 24 საათის შემდეგ, რათა თავიდან იქნას აცილებული აკუმულაციის შედეგად დოქსორუბიცინის მაღალი დონის დაგროვება სხეულში.

ეფავირენცთან, ნევირაპინთან, რიტონავირთან, ნელფინავირთან ან აივ ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებულ სხვა პროტეაზას ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას შეიძლება საჭირო გახდეს ატაქსილის დოზის კორექცია.

ერითრომიცინთან (ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ), ფლუოქსეტინთან (დეპრესიის სამკურნალოდ) ან გემფიბროზილთან (ქოლესტერინის დასაქვეითებლად) ერთად გამოყენებისას, შესაძლოა საჭირო გახდეს ატაქსილის დოზის შემცირება. რიფამპიცინთან (ტუბერკულოზური ინფექციის საწინააღმდეგოდ) ერთად გამოყენებისას, შესაძლოა საჭირო გახდეს ატაქსილის დოზის გაზრდა.

თუ იღებთ კარბამაზეპინს, ფენიტოინს ან ფენობარბიტალს, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს.

გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ბოლო დროს მიიღეთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის რეცეპტის გარეშე გაცემული მედიკამენტებიც.

  • ატაქსილის მიღების წესი

ატაქსილი ყოველთვის ინიშნება კიბოს სამკურნალო პრეპარატების გამოყენების გამოცდილების მქონე ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ, და გამოიყენება ზუსტად ისე, როგორც ეს ექიმმა აგიხსნათ. თუკი რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ალერგიული რეაქციების მინიმიზაციის მიზნით, ატაქსილის მიღებამდე სხვა მედიკამენტებიც დაგენიშნებათ. ეს მედიკამენტები შეიძლება იყოს ტაბლეტების ან ინფუზიების სახით.

გამოყენების წესი და დოზირება/შეყვანის სიხშირე

ატაქსილი შეიყვანება ჯანდაცვის პროფესიონალების მიერ, რომლებსაც აქვთ კიბოს სამკურნალო პრეპარატების გამოყენების გამოცდილება.

ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის საჭირო ატაქსილის დოზას და მიღების სიხშირეს და დაგინიშნავთ მას. თქვენს მიერ მიღებული დოზა ასევე დამოკიდებული იქნება თქვენი სისხლის ანალიზის შედეგებზე. ატაქსილის მიღება შესაძლებელია როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვა სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებთან კომბინაციაში.

ატაქსილი, როგორც წესი, შეჰყავთ თქვენს ერთ-ერთ ვენაში ინფუზიის სახით 3-დან 24 საათამდე განმავლობაში ყოველ 2-3 კვირაში ერთხელ, სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს მისი ყოველკვირეული მიღებაც შესაძლებელია. დოზირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია ამ ინსტრუქციის ბოლოს, რომელიც განკუთვნილია ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის, რომლებთაც ევალებათ ამ პრეპარატის შეყვანა.

შეყვანის გზა და მეთოდი

ატაქსილი შეჰყავთ ვენაში ინტრავენური ინფუზიის გზით.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები

გამოყენება ბავშვებში

ატაქსილის უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში არ არის დადასტურებული.

გამოყენება ხანდაზმულებში

ხანდაზმულებში ატაქსილის გამოყენების შესახებ არსებობს შეზღუდული მონაცემები.

გამოყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

თირკმლის ფუნქციის დარღვევის გავლენა პაკლიტაქსელის გამოყოფაზე არ არის შესწავლილი.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

თუ ღვიძლის პრობლემა გაქვთ, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს ატაქსილის უფრო დაბალი დოზის მიღება.

თუ ფიქრობთ, რომ ატაქსილის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ გამოიყენეთ ატაქსილის ზედმეტი დოზირება

რადგან მედიკამენტი შეიყვანება ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ, არ არის მოსალოდნელი, რომ თქვენ გამოიყენებთ საჭიროზე მეტ ატაქსილს.

თუ მიიღეთ ატაქსილის საჭიროზე მეტი დოზა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოტოვეთ ატაქსილის მისაღები დოზა

თუ ატაქსილის გამოყენება დაგავიწყდათ, აუცილებლად აცნობეთ ექიმს.

რადგან მედიკამენტი შეიყვანება ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ, დოზის გამოტოვება ნაკლებად სავარაუდოა.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციისთვის.

შესაძლო ეფექტები ატაქსილით მკურნალობის შეწყვეტისას

ექიმი გაცნობებთ, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ატაქსილით მკურნალობა. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე, თუნდაც თავს უკეთ გრძნობდეთ.

  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ატაქსილმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები იმ პირებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან მის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტების მიმართ.

თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგ გვერდით მოვლენას, შეწყვიტეთ ატაქსილის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:

ხურვება

კანის რეაქციები

ქავილი

გულმკერდის არეში შებოჭილობა

სუნთქვის გაძნელება

შეშუპება.

ესენი არის ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები.

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი, ესე იგი თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია ატაქსილზე. შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს:

ცხელება, ძლიერი შემცივნება, ყელის ტკივილი ან პირის ღრუს წყლულები (დაზიანებები)

ხელებისა და ფეხების მგრძნობელობის დაკარგვა ან სისუსტე (პერიფერიული ნეიროპათიის ნიშნები)

ძლიერი ან მუდმივი დიარეა, ცხელებით და კუჭის ტკივილით.

გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია შემდეგ კატეგორიებად:

ძალიან ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10 -დან 1-მდე პაციენტში;

ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 100 -დან 1-ზე მეტში.

არახშირი: შეიძლება განვითარდეს 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 1.000-დან 1-ზე მეტში.

იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 1.000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 10.000 -დან 1-ზე მეტში.

ძალიან იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 10.000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში.

უცნობია: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით.

ძალიან ხშირი

მსუბუქი ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ალები, გამონაყარი, ქავილი

ინფექციები: ძირითადად ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, საშარდე გზების ინფექციები

ქოშინი

ყელის ტკივილი ან პირის ღრუს წყლულები, პირის ღრუს ტკივილი და სიწითლე, ძლიერი ან მუდმივი დიარეა სიცხით და მუცლის ტკივილით, გულისრევა, ღებინება

თმის ცვენა

კუნთების ტკივილი, კრუნჩხვები, სახსრების ტკივილი

ცხელება, ძლიერი შემცივნება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, სიფერმკრთალე, სისხლდენა, სისხლჩაქცევების მომატება

მგრძნობელობის დაკარგვა, ჩხვლეტის შეგრძნება ან სისუსტე ხელებსა და ფეხებში (პერიფერიული ნეიროპათიის სიმპტომები). სისხლის ანალიზის შედეგებში შეიძლება გამოვლინდეს თრომბოციტები (სისხლის შედედების უჯრედები), სისხლის თეთრი ან წითელი უჯრედების დაშლა და დაბალი არტერიული წნევა.

ხშირი

გულისცემის (პულსის) შენელება

ფრჩხილებისა და კანის დროებითი ცვლილებები

რეაქციები ინექციის ადგილას (კანის ადგილობრივი შეშუპება, ქსოვილების გამაგრება, ტკივილი და სიწითლე, იშვიათად ცელულიტი)

ღვიძლის ფერმენტების მნიშვნელოვნად მომატებული დონე (ტუტე ფოსფატაზა და AST-SGOT)

არახშირი

ინფექციებით გამოწვეული შოკი (ცნობილია, როგორც „სეპტიკური შოკი“)

გულის სერიოზული პრობლემები, როგორიცაა გულისცემის აჩქარება, გულის კუნთის გაუარესება (კარდიომიოპათია); გულის რიტმის სერიოზული ცვლილებები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გონების დაკარგვა; გულის შეტევა; სუნთქვის გაძნელება

დაღლილობა, ოფლიანობა, გონების დაკარგვა (სინკოპე), მნიშვნელოვანი ალერგიული რეაქციები, სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპება

ზურგის ტკივილი, ტკივილი გულმკერდის არეში, ტკივილი ხელებსა და ფეხებში, შემცივნება, მუცლის ტკივილი

სისხლის კოლტები (თრომბოზი), ვენების ანთება, რომლებიც დაკავშირებულია სისხლის კოლტებთან

არტერიული წნევის მომატება

ბილირუბინის დონის მნიშვნელოვანი მატება ანალიზის შედეგებში (სიყვითლე)

იშვიათი

მდგომარეობის დაქვეითება, რომელსაც თან ახლავს ცხელება და ინფექციის გაზრდილი რისკი, რაც განვითარდა ორგანიზმში დამცავი უჯრედების რაოდენობის შემცირების გამო (ფებრილური ნეიტროპენია)

ნერვებთან დაკავშირებული დაავადება ხელებისა და ფეხების კუნთებში სისუსტის შეგრძნებით (მოტორული ნეიროპათია)

პნევმონია

ქოშინი, ფილტვის ემბოლია (სისხლძარღვოვანი საცობი), ფილტვის ფიბროზი (ფილტვის უჯრედებს შორის ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილის მომატება), ინტერსტიციული პნევმონია (ფილტვის ქსოვილშიდა ანთება), სუნთქვის გაძნელება, წყლის დაგროვება ფილტვებში

ნაწლავის ობსტრუქცია, ნაწლავის პერფორაცია, მსხვილი ნაწლავის ანთება (კოლიტი), პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი)

ქავილი, გამონაყარი, კანის სიწითლე (ერითემა), ფლებიტი (ვენების ანთება), ცელულიტი, კანის აქერცვლა

სისხლის მოწამვლა (სეფსისი), მუცლის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება (პერიტონიტი)

ცხელება, წყლის დაკარგვა, ასთენია, შეშუპება, სისუსტე

სერიოზული და პოტენციურად ფატალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქციები)

ანალიზებმა შეიძლება აჩვენოს სისხლში კრეატინინის მომატება, რაც მიუთითებს თირკმლის ფუნქციის დარღვევაზე

გულის უკმარისობა

ძალიან იშვიათი

არარეგულარული სწრაფი გულისცემა (წინაგულის ფიბრილაცია, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია)

სისხლმბადი უჯრედების უეცარი დარღვევა (მწვავე მიელოიდური ლეიკემია, მიელოდისპლაზიური სინდრომი)

ზემოქმედება ნერვულ სისტემაზე (რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვის დამბლა (პოდაგრა) და არტერიული წნევის ვარდნა წოლითი მდგომარეობიდან მჯდომარე მდგომარეობაში გადასვლისას ან დგომისას), კრუნჩხვები (ეპილეფსია), კრუნჩხვები, ტვინის ფუნქციის ან სტრუქტურის ცვლილებები, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, კუნთების მოძრაობების კოორდინაციის უნარის დაკარგვა

მხედველობის ნერვის და/ან მხედველობის დარღვევები

სმენის დაკარგვა ან შემცირება (ოტოტოქსიურობა), ყურებში შუილი (ტინიტუსი), დისბალანსით გამოწვეული თავბრუსხვევა (ვერტიგო)

ხველა

სისხლის კოლტი მუცლის ან ნაწლავის სისხლძარღვში (მეზენტერიული თრომბოზი), მსხვილი ნაწლავის ანთება, ზოგჯერ მუდმივი მძიმე დიარეით (ფსევდომემბრანული კოლიტი, ნეიტროპენიური კოლიტი), საყლაპავის ანთება, ყაბზობა

ცხელება, კანის სიწითლე, სახსრების ტკივილი და/ან თვალის ანთება (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), კანის ადგილობრივი აქერცვლა (ეპიდერმული ნეკროლიზი), კეროვანი სიწითლე წითელი ლაქებით (მულტიფორმული ერითემა), კანის ანთება (ექსფოლიატიური დერმატიტი), ჭინჭრის ციება, ფრჩხილების გაფხვიერება (თერაპიაზე მყოფმა პაციენტებმა ხელები და ფეხები მზისგან უნდა დაიცვან)

მადის დაკარგვა (ანორექსია)

სერიოზული და პოტენციურად ფატალური მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შოკით

ღვიძლის უჯრედების ატროფია (ღვიძლის ნეკროზი), კონფუზიური მდგომარეობა და სხვა ეფექტები (ღვიძლის ენცეფალოპათია), გამოწვეული ღვიძლის ფუნქციის ცვლილებებით (ორივე შემთხვევაში დაფიქსირდა ფატალური შედეგი)

დაბნეულობა

უცნობია სიხშირე

სკლეროდერმია (იმუნური სისტემის დაავადება, რომელიც ხასიათდება საყლაპავის, კუჭის, შინაგანი ორგანოების, საჭმლის მომნელებელი სისტემის და კანის პროგრესირებადი გამკვრივებით)

ფლებიტი (ფეხებში ვენების ანთება)

მხედველობის დარღვევები (მაგალითად, სინათლის ციმციმების ან ლაქების დანახვა).

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ასევე შეგიძლიათ მიაწოდოთ ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) ვებ-გვერდის მეშვეობით: www.titck.gov.tr „წამლის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების“ ლინკზე გადასვლით ან გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ცხელ ხაზზე 0800 314 00 08 დარეკვით. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ თქვენს მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

  • ატაქსილის შენახვის პირობები

ატაქსილი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და საწყის შეფუთვაში.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ ატაქსილი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება მითითებული თვის ბოლო დღემდე.

განზავებამდე:

გაუხსნელი ფლაკონი შეინახეთ არაუმეტეს 25°C ოთახის ტემპერატურაზე და საწყის შეფუთვაში.

რეკომენდებულისგან განსხვავებული შენახვის ვადისა და პირობების შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.

განზავების შემდეგ:

განზავებული ხსნარი არ უნდა შეინახოთ მაცივარში. ის უნდა გამოიყენოთ 27 საათის განმავლობაში არაუმეტეს 25°C ოთახის ტემპერატურაზე, თუ არ მოხდება პროდუქტის გამოყენება ამ პერიოდში, მაშინ ის უნდა გადაიღვაროს.

არ გამოიყენოთ ატაქსილი, თუ პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე შეამჩნევთ რაიმე დეფექტს

ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი ციტოტოქსიკური და ციტოსტატიკური სამკურნალო საშუალებების შიდა შეფუთვის ნარჩენები წარმოადგენს სახიფათო ნარჩენებს და ამ ნარჩენების უტილიზაცია რეგულირდება ნარჩენების მართვის შესახებ 2/4/2015 წლით დათარიღებულ, 29314 ნომრით გამოქვეყნებულ მაცნეში აღნიშული რეგულაციის შესაბამისად.

ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები ნაგავში არ გადაყაროთ! გადაეცით ისინი გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს შეგროვების სისტემას.

გაცემის წაესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი:

DEVA Holding Inc.

ქუჩუკჩექმეჯე – სტამბოლი

წარმოების ადგილი:

DEVA Holding Inc.

კაპაკლი – თეკირდაღი

გამოყენების ინსტრუქციის დამტკიცების თარიღია ..//..//..

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის,

რომლებთაც შეჰყავთ ეს მედიკამენტი

საინფუზიო ხსნარის მომზადება

ატაქსილისთვის გამოყენებული კონტეინერები და საინფუზიო ნაკრებები არ უნდა შეიცავდნენ DEHP. ეს მინიმუმამდე ამცირებს პაციენტზე ზემოქმედებას პლასტიზატორ DEHP-ის [დი-(2-ეთილჰექსილ)ფტალატი], რომელსაც შეუძლია გაჟონოს PVC-ის საინფუზიო კონტეინერებიდან ან ნაკრებებიდან. ისეთი ფილტრის მოწყობილობების გამოყენებამ, როგორიცაა IVEX-2, მოკლე PVC-ით დაფარული შესასვლელი და გამოსასვლელი შლანგებით, DEHP-ის მნიშვნელოვანი გამოჟონვა არ გამოიწვია.

ატაქსილი არის ციტოტოქსიკური სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატი და გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო. პაკლიტაქსელის შემცველი ფლაკონების გამოყენებისას ყოველთვის უნდა გამოიყენოთ დამცავი ხელთათმანები. განზავება უნდა მოხდეს ასეპტიკურ პირობებში პასუხისმგებელი პირის მიერ და იზოლირებულ ადგილას. უნდა იქნას მიღებული ზომები კანთან და ლორწოვან გარსებთან კონტაქტის თავიდან ასაცილებლად. ატაქსილის კანთან კონტაქტის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაიბანეთ კანი საპნითა და წყლით. ლორწოვან გარსებთან კონტაქტის შემთხვევაში, კარგად ჩამოიბანეთ წყლით.

არ გამოიყენოთ ქიმიო-დისპენსირების პინიანი მოწყობილობა ან მსგავსი მოწყობილობები წვეტებით, რადგან მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ფლაკონის საცობის ჩამოშლა, რაც სტერილური მთლიანობის დაკარგვას გამოიწვევს.

ნაბიჯი 1: კონცენტრატის განზავება

ინფუზიამდე ატაქსილი დამატებით უნდა განზავდეს შემდეგი პრეპარატებით:

  • 9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ინექცია

5%-იანი დექსტროზის ინექცია

5%-იანი დექსტროზის და 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ინექცია

5%-იანი დექსტროზა რინგერის ხსნარში

პაკლიტაქსელის საბოლოო ინფუზიური კონცენტრაციის ზღვარი უნდა იყოს 0.3 მგ/მლ-სა და 1.2 მგ/მლ-ს შორის.

უნდა იქნას გამოყენებული DEHP-ისგან თავისუფალი კონტეინერები და ინფუზიური ნაკრებები.

ხსნარის მომზადების შემდეგ, მას შეიძლება ჰქონდეს კვამლისფერი გარეგნულობა, იმისდა მიხედვით, თუ სუბსტანციის შემადგენლობის მატარებელი არ მოიხსნება ფილტრაციით.

არ იყო აღნიშნული ეფექტურობის არსებითი დანაკარგი ხსნარის მიწოდების იმიტაციის შემდგომ ინტრავენურ მილში დამონტაჟებული ფილტრით.

ნაბიჯი 2: ინფუზიის შეყვანა

გამოყენებამდე ყველა პაციენტს პრემედიკაციის მიზნით უნდა მიეცეს კორტიკოსტეროიდები, ანტიჰისტამინური საშუალებები და H2 ანტაგონისტები.

მყარი სიმსივნეების მქონე პაციენტებში ატაქსილის დოზები არ უნდა განმეორდეს მანამ, სანამ ნეიტროფილების რაოდენობა არ გახდება >1500 უჯრედი/მმ3 (≥1000/მმ3 კაპოშის სარკომის მქონე პაციენტებისთვის) და თრომბოციტების რაოდენობა >100,000 უჯრედი/მმ3 (≥75.000/მმ3 კაპოშის სარკომის მქონე პაციენტებისთვის).

საინფუზიო ხსნარში ნალექის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად:

გამოიყენეთ განზავებისთანავე.

მოერიდეთ შერყევას, შენჯღრევას ან ვიბრაციას.

გამოყენებამდე გამორეცხეთ ინფუზიის ნაკრები თავსებადი გამხსნელით.

რეგულარულად შეამოწმეთ ინფუზიის გარეგნობა და შეწყვიტეთ ინფუზია, თუ ნალექი გაჩნდება.

ატაქსილი უნდა იქნას გამოყენებული ხაზოვანი ფილტრით, რომლის მიკროფოროვანი მემბრანა ≤0.22 µm-ია.

აუცილებელია DEHP-ისგან თავისუფალი საინფუზიო კონტეინერებისა და ნაკრებების გამოყენება. მოკლე PVC-ით დაფარული შესასვლელი და გამოსასვლელი მილებით აღჭურვილი ფილტრის მოწყობილობების გამოყენებამ DEHP-ის მნიშვნელოვანი გამოჟონვა არ გამოიწვია.

ნაბიჯი 3: უტილიზაცია

გასათვალისწინებელია სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების სათანადო დამუშავებისა და განადგურების პროცედურები.

გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენი მასალები უნდა განადგურდეს „სამედიცინო ნარჩენების კონტროლის შესახებ რეგულაციის“ და „შეფუთვის ნარჩენების კონტროლის შესახებ რეგულაციის“ შესაბამისად.

დოზირება:

ატაქსილის ინტრავენური ინფუზიისთვის რეკომენდებულია შემდეგი დოზები:

ჩვენება

დოზა

ატაქსილის კურსებს შორის ინტერვალი

პირველი რიგის მკურნალობა საკვერცხის კიბოს შორსწასული ან მეტასტაზური სტადიის დროს

კომბინირებული მკურნალობა

შეიყვანება 175 მგ/მ2 დოზით 3-საათიანი ინტრავენური ინფუზიის სახით.

ალტერნატიულად, შესაძლებელია მიელოსუპრესიული დოზის - 135 მგ/მ2-ის - გამოყენება 24-საათიანი ინტრავენური ინფუზიის სახით ყოველ 3 კვირაში ერთხელ. ატაქსილი უნდა მიიღოთ პლატინის ნაერთამდე, როდესაც ის პლატინის ნაერთთან ერთად მიიღება.

3 კვირა

მეორე ხაზის მკურნალობა საკვერცხის კიბოს პროგრესირებული ან მეტასტაზური სტადიის დროს

მონოთერაპია

175 მგ/მ2 შეიყვანება ინტრავენურად 3 საათის განმავლობაში

3 კვირა

დამხმარე მკურნალობა ძუძუს კიბოს დროს

175 მგ/მ2 დოზა შეჰყავთ ინტრავენურად 3 საათის განმავლობაში, 4 კურსის სახით, ანტრაციკლინით და ციკლოფოსფამიდით (AC) თერაპიის შემდეგ.

3 კვირა

პირველი რიგის კომბინირებული მკურნალობა პროგრესირებული ან მეტასტაზური სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს (დოქსორუბიცინით 50 მგ/მ2)

უნდა იქნას მიღებული დოქსორუბიცინის მიღებიდან 24 საათის შემდეგ. აქსატილის რეკომენდებული დოზაა 220 მგ/მ2, რომელიც შეჰყავთ ინტრავენურად 3 საათის განმავლობაში.

3 კვირა

პირველი რიგის კომბინირებული მკურნალობა შორსწასული ან მეტასტაზური სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს (ტრასტუზუმაბთან კომბინაციაში)

175 მგ/მ2 შეჰყავთ ინტრავენურად 3 საათის განმავლობაში, კურსებს შორის 3-კვირიანი ინტერვალით.

ატაქსილის ინფუზია შეიძლება დაიწყოს ტრასტუზუმაბის პირველი დოზის მიღებიდან მეორე დღეს ან ტრასტუზუმაბის შემდგომი დოზების მიღებისთანავე, თუ ტრასტუზუმაბის წინა დოზა კარგად აიტანებოდა.

3 კვირა

მეტასტაზური სარძევე ჯირკვლის კიბოს მონოთერაპიის მკურნალობა

175 მგ/მ2 ინტრავენურად 3 საათის განმავლობაში.

პაკლიტაქსელის შემცველი მედიკამენტების გამოყენება შესაძლებელია კვირაში ერთხელ 80-100 მგ/მ2 დოზით ძუძუს კიბოს მკურნალობისას.

3 კვირა

ყოველკვირეული დოზა

არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს კომბინირებული მკურნალობა

შეჰყავთ 175 მგ/მ2 დოზით 3-საათიანი ინტრავენური ინფუზიის სახით.

ალტერნატიულად, შესაძლებელია მიელოსუპრესიული დოზის - 135 მგ/მ2-ის - მიღება ყოველ 24-საათიან ინტრავენურ ინფუზიაში. ატაქსილი უნდა მიიღოთ პლატინის ნაერთამდე, როდესაც ის პლატინის ნაერთთან ერთად მიიღება.

3 კვირა

არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს მონოთერაპიული მკურნალობა

ატაქსილი შეჰყავთ 175-225 მგ/მ2 დოზით 3-საათიანი ინტრავენური ინფუზიის სახით.

3 კვირა

შიდსთან დაკავშირებული კაპოშის სარკომის მეორე ხაზის მკურნალობა

(დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება)

ატაქსილი 135 მგ/მ2 შეჰყავთ ინტრავენურად 3 საათის განმავლობაში, კურსებს შორის 3-კვირიანი ინტერვალით, ან ატაქსილი 100 მგ/მ2 შეჰყავთ ინტრავენურად 3 საათის განმავლობაში, კურსებს შორის 2-კვირიანი ინტერვალით (დოზის ინტენსივობაა 45-50 მგ/მ2/კვირაში).

2 ან 3 კვირა

ატაქსილის ხელახლა მიღება არ შეიძლება მანამ, სანამ ნეიტროფილების რაოდენობა არ გახდება ≥1500/მმ3 (≥1000/მმ3 კაპოშის სარკომის მქონე პაციენტებისთვის) და თრომბოციტების რაოდენობა ≥100000/მმ3 (≥75000/მმ3 კაპოშის სარკომის მქონე პაციენტებისთვის).

პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ მძიმე ნეიტროპენია (ნეიტროფილების რაოდენობა <500/მმ3 ერთი კვირის ან მეტი ხნის განმავლობაში) ან მძიმე პერიფერიული ნეიროპათია, დოზა უნდა შემცირდეს 20%-ით შემდგომ ციკლებში (25%-ით კაპოშის სარკომის მქონე პაციენტებისთვის).

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში რეკომენდებული დოზისთვის იხილეთ პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება.

ატაქსილის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემების ნაკლებობის გამო.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა